„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
- „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტს
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის ან 1751 მუხლი:
„1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა,
პარლამენტს წარუდგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გასული წლის ანგარიშს
და მომავალი წლის გეგმას. ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის
176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს
(ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის
პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
პარლამენტის
პარლამენტის
რეგლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
შესაბამისობის
მიზნად
ისახავს
საქართველოს
უზრუნველყოფას
„დასაქმების
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
აღნიშნული
მთავრობის
კანონპროექტით
ვალდებულება
გათვალისწინებულია
საქართველოს
პარლამენტს
საქართველოს
საანგარიშო
წლის
დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგინოს გასული წლის შრომის ბაზრის
აქტიური პოლიტიკის ანგარიში და მომავალი წლის გეგმა.
ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში, რათა გაჩნდეს დასახელებული ანგარიშის განხილვის
სამართლებრივი საფუძველი და გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
რეგლამენტის
პროექტით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელება
აუცილებელია რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონის
პროექტთან „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის
პროექტის
მიღების
შემთხვევაში
უზრუნველყოფილ
იქნება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობა „დასაქმების ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის
პროექტის
მიხედვით,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტს ემატება 175 მუხლი, რომელიც, დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
2
საართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, ადგენს საქართველოს მთავრობის
ვალდებულებას წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა პარლამენტს
წარუდგინოს გასული წლის შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ანგარიში და
მომავალის წლის გეგმა.
იმავდროულად,
რეგლამენტის
პროექტი
განსაზღვრავს
აღნიშნული
ანგარიშის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურებს.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტი ამოქმედდება 2021 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტისა.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
რეგლამენტის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით 2021-2024 წლებში ხარჯების
გამოყოფის საჭიროება არ არსებობს
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება 2021-2024 წლებში გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება 2021-2024 წლებში გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს 2021-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი 2021-2024 წლებში არ ითვალისწინებს გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის
პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა
კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია
ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია
ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა,
ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე