„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
- „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) მე-6 მუხლის 12
პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბსიდირებას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონის პროექტი:
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 პუნქტის მიხედვით,
შრომითი ხელშეკრულება 1 წელზე ნაკლები ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ
გამონაკლის შემთხვევებში. „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი ითვალისწინებს ასეთი ვადით ხელშეკრულების დადების კიდევ
ერთ საფუძველს:
თუ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ამავე კანონით
გათვალისწინებულ სუბსიდირებას, რაც არ შედის საქართველოს შრომის კოდექსის
ზემოთ აღნიშნული ნორმით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში.
ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“, რათა შესაბამის ნორმაში
გაჩნდეს
„დასაქმების
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძველი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ორგანული
კანონის
პროექტით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელება აუცილებელია კოდექსის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს კანონის პროექტთან „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“.
ა.ბ) კანონის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ორგანული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი
იქნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“
შესაბამისობა
„დასაქმების
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონის პროექტის ძირითადი არსი:
ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, ორგანული კანონის “საქართველოს
შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის 12 პუნქტს ემატება „დ1“ ქვეპუნქტი, რომლის
მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით დაიდება იმ
შემთხვევაშიც, თუკი შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბსიდირებას.
ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
პროექტთან
მიმართებით.
ა.ე) კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტი ამოქმედდება 2021 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტისა.
ა.ვ) კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას):
კანონის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით 2021-2024 წლებში ხარჯების
გამოყოფის საჭიროება არ არსებობს
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ორგანული
კანონის
პროექტის
მიღება
დადებით
შედეგს
იქონიებს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კონკრეტული სამუშაოს
მაძიებელი
პირები
დამსაქმებელთან
დადებენ
შრომით
ხელშეკრულებას
განსაზღვრული ვადით, შესაბამისად ისინი სახელმწიფო ბიუჯეტში ხელფასიდან
გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება 2021-2024 წლებში გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
2021-2024
წლებში
გავლენას
სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ორგანული კანონის პროექტის მიღება დადებით ფინანსურ შედეგებს
იქონიებს სამუშაოს მაძიებელ კონკრეტულ პირებზე, რომლებიც დამსაქმებელთან
შრომით ხელშეკრულებას განსაზღვრული მოკლე ვადით ვერ დებდნენ შესაბამისი
კანონიერი საფუძვლის არარსებობის გამო.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი 2021-2024 წლებში არ ითვალისწინებს გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ფრიდრიხ-ებერტის ფონდი (Friedrich-Ebert-Stiftung),
პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა
კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია
ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია
ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა,
ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე