„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
- „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 15 ✗ 19
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1. „ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) მე-7 მუხლის პირველ
პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილების განხორციელება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან..
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონის პროექტი:
კანონის
პროექტი
მიზნად
ისახავს
„ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
კანონის პროექტთან.
აღნიშნული
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
სსიპ
-
საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვალდებულება, დაამუშაოს სსიპ
- დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და აღნიშნული
წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. გარდა ამისა, მოახდინოს შრომის ბაზარზე
დამსაქმებელთა საჭიროების კვლევის შედეგების ყოველწლიური ანალიზი.
ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს კანონში
„ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“,
რათა
გაჩნდეს
ზემოთ
აღნიშნული
უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის პროექტით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება აუცილებელია
„ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონის პროექტთან „დასაქმების ხელშეწყობის
შესახებ“.
ა.ბ) კანონის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება „ოფიციალური
სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობა „დასაქმების ხელშეწყობის
შესახებ“ კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონის პროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის მიხედვით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ზ2“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც,
იზრდება სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილება,
კერძოდ, დაამუშაოს სსიპ
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ
მოწოდებული ინფორმაცია და აღნიშნული წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. გარდა
ამისა, შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა საჭიროების კვლევის შედეგების ყოველწლიურ
ანალიზს ახდენს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის პროექტი ამოქმედდება 2021 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტისა.
ა.ვ) კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყაროა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება 2021-2024 წლებში არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას სტატისტიკის ეროვნული
სამსახური 2021-2024 წლებში განახორციელებს არსებული რესურსით და ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ არის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება 2021-2024 წლებში არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი 2020-2024 წლებში არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ფრიდრიხ-ებერტის ფონდი (Friedrich-Ebert-Stiftung),
პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა
კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია
ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია
ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა,
ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე