„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
- „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 11 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
თვითმმართველობის
საქართველოს
ორგანულ
კანონის
კოდექსი“
(საქართველოს
„ადგილობრივი
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100)
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონის პროექტი:
ორგანული კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსის“
შესაბამისობის
უზრუნველყოფას „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტთან.
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტით, მუნიციპალიტეტების
კომპეტენციაა, დასაქმების ხელშეწყობის სფეროში, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო
სააგენტოს
აქტივობების
ხელშეწყობის/მხარდაჭერის
მიზნით
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, რათა გაჩნდეს
მუნიციპალიტეტების
მიერ
შესაბამისი
ღონისძიებების
განხორციელების
სამართლებრივი საფუძველი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ორგანული
კანონის
პროექტით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელება აუცილებელია კანონის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს კანონის პროექტთან „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“.
ა.ბ) კანონის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ორგანული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი
იქნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს თვითმმართველობის
კოდექსის“ შესაბამისობა დასახელებულ საქართველოს კანონთან.
ა.გ) კანონის პროექტის ძირითადი არსი:
ორგანული
კანონის
პროექტის
მიხედვით,
ორგანული
კანონის
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს
ემატება
„ქ1“
ქვეპუნქტი,
რომლის
თანახმად
მუნიციპალიტეტის
საკუთარ
უფლებამოსილებებს ემატება განხორციელოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილებები. კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სფეროში, სსიპ დასაქმების
ხელშეწყობის
სახელმწიფო
სააგენტოს
აქტივობების
ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
პროექტთან
მიმართებით.
ა.ე) კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტი ამოქმედდება 2021 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტისა.
ა.ვ) კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას):
კანონის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
ორგანული კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ორგანული კანონის პროექტის მიღება 2021-2024 წლებში გავლენას არ
მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ დასაქმების ხელშეწყობის
უფლებამოსილება,
რასაც ახორციელებენ კიდეც მათი ბიუჯეტის ფარგლებში. ამ
მიმართულებით
გასაწევი
ხარჯის
ოდენობა
დამოკიდებულია
კონკრეტულ
მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი პროგრამის არსზე (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), მოცულობაზე, სავარაუდო ბენეფიციარების ოდენობაზე და სხვა.
რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროპექტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის
დამატებით
უფლებამოსილებას
რეგიონალურ
წამომადგენლობისათვის
(დასაქმების
ხელშეწყობის
მხარდაჭერა),
მისი
სახელმწიფო
სააგენტოს
განხორციელების
მიზნით
მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფა გათვალისწინებული და
საჭირო არ არის და განხორციელდება არსებული ასიგნებების ფარგლებში. ამ
მიმართულებით მუნიციპალიტეტის არსებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯების
ოდენობა
დამოკიდებულია
განხორციელებული
კონკრეტულ
ღონისძიების
არსზე
მუნიციპალიტეტში
და
საჭიროებაზე და ხარისხზე. როგორც აღინიშნა,
სააგენტოს
მუნიციპალიტეტის
მიერ
ჩართულობის
მუნიციპალიტეტები ამ დამატებით
უფლებამოსილებას განახორციელებენ არსებული ასიგნებების ფარგლებში.
შესაბამისად,
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებას
მუნიციპალიტეტების ორგანოები 2021-2024 წლებში განახორციელებენ არსებული
რესურსით და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა საჭირო არ არის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
2021-2024
წლებში
გავლენას
სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება 2021-2024 წლებში არ გამოიწვევს ფიფნანსურ შედეგებს
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებზე.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი 2021-2024 წლებში არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ფრიდრიხ-ებერტის ფონდი (Friedrich-Ebert-Stiftung),
პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა
კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია
ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია
ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა,
ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე