„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.07.2020
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/501/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 452 მუხლი: „მუხლი 452. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის დაფინანსება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის განისაზღვრება არანაკლებ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბიუჯეტში წინა წელს შემოსული სახსრების ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების განხორციელების ხელშეწყობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი არამხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ამ ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის შექმნა, რომლის მიზანი იქნება ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება (მათ შორის, ისტორიულად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა); გარემოს კვლევა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი, რაც საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამა და პროგრამაში არსებული თანხები მიზნობრივად მოხმარდეს გარემოს გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს“ (VI თავი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი) ემატება 452 მუხლი, რომელიც ადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის ფორმირების განსაკუთრებულ წესს. კერძოდ, ამ წესის მიხედვით, აღნიშნული პროგრამის დაფინანსება, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის, განისაზღვრება არანაკლებ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებში სახელმწიფო ბიუჯეტში წინა წელს შემოსული სახსრების ოდენობით. აქვე აღსანიშნავია, რომ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამასთან, ამავე კანონის შესაბამისად, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადახდილი თანხები და ფიზიკური პირის მიერ ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული თანხები, ასევე მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე და შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისას. აქვე აღსანიშნავია, რომ პროგრამაში აკუმულირებული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისია, რომელსაც შექმნის საქართველოს მთავრობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მტავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთს არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შერჩეულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“) ამოქმედების თარიღის (2022 წლის 1 იანვარი) მიხედვით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 2022 წლიდან, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის (რომელიც გათვალისწინებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით) შესაბამისი ასიგნებების განსაზღვრა დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის მოხდება წინა წელს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში („გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები) სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხის მიხედვით. შესაბამისად, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის პროგრამის ბიუჯეტის ოდენობაც დამოკიდებული იქნება წინა წელს გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევების რაოდენობაზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართულ თანხებზე. შესაბამისად, პროგრამიდან შესაბამისი ღონისძიებები დაფინანსდება პროგრამაში მობილიზებული თანხების მიხედვით. ამასთან, დასაფინანსებელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება მათი პრიორიტეტულობისა და აქტუალობის გათვალისწინებით, რაზეც გადაწყვეტილებას მიიღებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისია, რომელსაც შექმნის მთავრობა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.