„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.07.2020
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/501/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3062 მუხლი: „მუხლი 3062. უკანონო ქმედებით გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება 1. პირის უკანონო ქმედებით, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“ შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვან ზიანად ჩაითვლება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 1-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება ფიზიკური პირი, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების განხორციელების ხელშეწობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის განმარტავს გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მცნებას და ადგენს გარემოებებს თუ რა შემთხვევაშია სახეზე გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი. გამომდინარე აღნიშნულიდან, საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს ახალი მუხლი, რომელიც დაადგენს პასუხისმგებლობას გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება 3062-ე მუხლით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისობაში მოდის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და მკაცრ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანი ზიანი კანონის პროექტის მიხედვით განმარტებულია, როგორც გარემოზე, კერძოდ, ბიომრავალფეროვნებაზე ან/და მიწაზე ან/და ზედაპირული წყლის ობიექტზე მიყენებული ისეთი ზიანი, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ და გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის დანართი 1-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3062 მუხლი, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისათვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების თარიღი შერჩეულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“) ძალაში შესვლის თარიღის (2022 წლის 1 იანვარი) შესაბამისად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ პირის უკანონო ქმედებით, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება იწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, რასაც განსაზღვრავს შესაბამისი სასამართლო. იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, აღნიშნული გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობასა და დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში ითვალისწინებს პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იმ ხარჯების ფარგლებში, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღების შედეგად, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი და მოსაკრებელი, თუმცა კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ პირის უკანონო ქმედებით, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება იწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, რასაც განსაზღვრავს შესაბამისი სასამართლო. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.