„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2
(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „პრიორიტეტულობის პრინციპი“ – ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს
სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება
უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებად ღირებული ქმედებით
მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯებს;
ე) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ვალდებულია
აანაზღაუროს გარემოზე მიყენებული ზიანი;“.
2. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მიიღოს ანაზღაურება მისთვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც გამოიწვია
საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა
შეუსრულებლობამ;“.
3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადასახადების გადახდა არ ათავისუფლებს
მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.“.
საქმიანობის
სუბიექტს
გარემოზე
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფა
1. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობისთვის სავალდებულოა გარემოსდაცვითი
რისკის ფინანსური უზრუნველყოფა.
2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების ნუსხას და გარემოსთვის
განსაკუთრებით
საშიში
საქმიანობების
გარემოსდაცვითი
რისკის
ფინანსური
უზრუნველყოფის სამართლებრივ რეჟიმს ადგენს საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ.“.
5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით
ობიექტის პრივატიზებამდე საქმიანობის განხორციელების შედეგად გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება ეკისრება პრივატიზებული ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით
სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
6. 57-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა,
გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის
ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში რეგულირების ობიექტის
საქმიანობა ხორციელდება გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი) გარეშე ან რეგულირების ობიექტის საქმიანობის შედეგად
მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება გარემოს და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა
აღნიშნულის დაუყოვნებლივ განხორციელება შეუძლებელია, ან რეგულირების ობიექტის
საქმიანობის შედეგად შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას
ან
მტკიცებულებებს,
დეპარტამენტი
უფლებამოსილია
მიიღოს
გადაწყვეტილება რეგულირების ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანი ან
ნაწილობრივი შეზღუდვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი,
დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი) ამ პუნქტით გათვალისწინებული
გარემოებების სრულ აღმოფხვრამდე. გადაწყვეტილება რეგულირების ობიექტისთვის
ქმედების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვის შესახებ ფორმდება ადმინისტრაციული
მიწერილობის სახით, რომელიც წარედგინება რეგულირების ობიექტს და მისი შესრულება
სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობა
შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ადმინისტრაციული
მიწერილობის მოქმედებას. მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
7. 571 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასუხისმგებლობის
დაკისრება
სამართალდარღვევის
ჩამდენს
ათავისუფლებს გარემოზე მიყენებული ზიანის კანონმდებლობით
დადგენილი
ანაზღაურების ვალდებულებისაგან.“.
არ
წესით
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-5 და მე-7 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-5 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს „გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების
განხორციელების ხელშეწყობას. ასევე, კანონპროქტის მიზანია სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების პროცესის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,
საქმიანობის
უკანონოდ
განხორციელების
შედეგად
გარემოსთვის,
ადამიანის
ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისას, დეპარტამენტს მიეცეს
შესაძლებლობა კანონით რეგლამენტირებულ შემთხვევებში, საქმიანობის განხორციელების
ადგილზე, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი გარემოსთვის ზიანის
გამომწვევი ქმედების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აუცილებელია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტით და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ტერმინებისა და მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონთან, რაც ხელს შეუწყობს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
დებულებების
სრულყოფილად
განხორციელებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის შემდეგი ცვლილებები:
-
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები სწორდება ტერმინოლოგიურად,
ასევე სიტყვა - „ზარალი“ იცვლება სიტყვით - „ზიანი“;
მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „ზარალი“
იცვლება სიტყვით - „ზიანი“;
მე-17 მუხლის რედაქცია ზუსტდება და ყალიბდება
„გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიხედვით;
21-ე მუხლის მე-2 პუნქტში ტერმინი „ზარალი“ იცვლება ტერმინით - „ზიანი“,
-
-
57-ე მუხლის მე-7 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს
ეძლევა შესაძლებლობა, როცა საქმიანობის შედეგად საფრთხე ექმნება გარემოს ან/და
ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას - მიიღოს გადაწყვეტილება რეგულირების
ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვის შესახებ
(საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა,
ნივთი).
571-ე
მუხლის
მე-2
პუნქტი
შესაბამისობაში
მოდის
„გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულია იგივე თარიღი, რაც
ძირითადი
კანონპროექტის
(„გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის
შესახებ“)
ამოქმედებისთვის არის განსაზღვრული - 2022 წლის 1 იანვარი. ამასთან, კანონპროექტის ის
ნორმა, რომელიც ეხება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი
ქმედების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას აღნიშნული ნორმა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის რაიმე ახალი ფუნქციის
მინიჭებას, რომლის გამოც, ამ კანონპროექტის მიღება რაიმე ხარჯის გაღებას გახდიდა
აუცილებელს. ამრიგად, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ახალი ხარჯების გამოყოფას.
ზოგადად კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობა ფინანსდება
ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეპარტამენტისთვის გამოყოფილი სახსრებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი გავლენას არ მოახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ამასთან, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულმა
ცვლილებამ (კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტი) შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, შესაბამისი საფუძლების არსებობის შემთხვევაში,
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესაჩერებლად
(ქმედების
შესაზღუდად) აღარ დასჭირდება სასამართლოსთვის მიმართვა, რამაც შესაძლოა, შეამციროს
რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების (ქმედების შეზღუდვის) საქმეებთან
დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის რაოდენობა, თუკი რეგულირების ობიექტი არ
გაასაჩივრებს დეპარტამენტის ადმინისტრაციულ მიწერილობას მისი ქმედების შეზღუდვის
თაობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები შესაძლოა
დაიზოგოს. ასევე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული
დეპარტამენტისთვის რაიმე ახალი ფუნქციის მინიჭებას ან მისი უფლებამოსილების არსებით
ცვლილებას.
ამრიგად,
კანონპროექტით
დეპარტამენტისთვის
მინიჭებული
უფლებამოსილების განხორციელებისთვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილება
საჭირო არ იქნება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით განსაზღვრული პრინციპი - ,,დამაბინძურებელი იხდის“
გულისხმობს, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი,
გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს გარემოზე
მიყენებული ზიანი. შესაბამისად, კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე,
რომელთა მიერ განხორციელებული საქმიანობა ექცევა აღნიშნული პრინციპის ფარგლებში.
კანონპროექტის თანახმად, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის
განმახორციელებელი პირი ვალდებულია, საქმიანობის დაწყებისთანავე გააჩნდეს
შესაბამისი გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება.
შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს აღნიშნული პირებისთვის ხარჯების
გაზრდას.
ამასთან, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული
ცვლილებაზე (კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გულისხმობს, რომ რეგულირების
ობიექტის საქმიანობის შეჩერების პროცედურიდან ამოვარდება შუალედური ეტაპი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა. რეგულირების ობიექტის საქმიანობის
შეჩერების თაობაზე სასამართლოში შუამდგომლობის შეტანის ნაცვლად, დეპარტამენტი
ადმინისტრაციულ მიწერილობას (რომლითაც რეგულირების ობიექტის ქმედების
შეზღუდვის გადაწყვეტილება ფორმდება) წარუდგენს რეგულირების ობიექტს. შესაბამისად,
ეს ცვლილება რეგულირების ობიექტებისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, გავლენას არ
მოახდენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და
კონსულტაციები საზოგადოებრივი მოძრაობის - ა(ა)იპ „გავიგუდეთ“ (ორგანიზაციის
მიზანია ქ. რუსთავში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება) წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.