„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 240110000.05.001.016708) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1033 მუხლი:
„მუხლი 1033. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების
დროებითი წესი
1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიიღოს
ექსპლუატაციაში მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობა, მათ შორის, შენობანაგებობების
კომპლექსის
დამოუკიდებლად
ფუნქციონირებადი
მშენებლობადამთავრებული ობიექტი (შემდგომში - ობიექტი), თუ მშენებლობა
ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო
მშენებლობის ნებართვა) დარღვევით, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების
პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით, ასევე თუ მშენებლობა
ნაწარმოებია - შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე. ეს პუნქტი ვრცელდება ასევე ობიექტებზე,
რომლებზეც არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, თუმცა მშენებლობა ნაწარმოებია
დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის
არეალში.
2. ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტებს, რომლებზეც ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გაცემულია მშენებლობის ნებართვა
და
2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობა არის დამთავრებული,
ექსპლუატაციაში მიღება ეხება ასევე იმ ობიექტებს, რომლებზეც არ არის გაცემული
მშენებლობის ნებართვა, თუმცა განთავსებულია დამტკიცებული განაშენიანების
რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში და 2020 წლის 18
აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობა არის დამთავრებული.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მშენებლობადამთავრებულად მიიჩნევა ობიექტი,
რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო
სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის
სამუშაოებისა.
4.
დაინტერესებულმა პირმა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით,
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა მიმართოს ამ მუხლის
ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში.
5. დაინტერესებული პირი, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით,
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს განცხადებას,
რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი
საექსპლუატაციო ობიექტის ჩვენებით;
გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი –
ობიექტის აზომვითი ნახაზი;
დ) ობიექტის ფოტოსურათები;
ე) აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული მზიდი
კონსტრუქციების მდგრადობის და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო
დასკვნა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ
გაცემული დასკვნა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ
გაცემული დასკვნა ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო;
თ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის
სამუშაოების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა;
ი)
ავტოსადგომების
სავალდებულო
რაოდენობის
(შეთანხმებული
არქიტექტურული პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ხოლო
პროექტის არარსებობისას, ამ ობიექტისათვის კანონმდებლობით გათვალსწინებული
რაოდენობის არ არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის პირთა
თანხმობა.
კ) ობიექტში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტების,
ესკალატორების და სხვა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცდის აქტები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის, შესაბამის
პირთა თანხმობის საჭიროებას და ამ პირთა წრეს განსაზღვრავს ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტო.
7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელოს
ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში, რაც არ საჭიროებს დამატებით მშენებლობის
ნებართვას. ამ პუნქტით განსახორციელებელი სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს
შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის პრინციპებს.
8. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის
შემდეგ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ადასტურებს
დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო
სამუშაოების გათვალისწინებით და ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად იღებს
გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. ტექნიკური და
სამშენებლო
ზედამხედველობის
სააგენტო
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის
დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის
თქმად. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა, არ უზღუდავს პირს უფლებას
განმეორებით წარადგინოს განაცხადი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
9. ამ მუხლის შესაბამისად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს მიჯნის
ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას.
10. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან
კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს
დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან გარკვეული პირობების შესრულება. ამ
პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა ან შესაბამისი
პირობების შეუსრულებლობა, შეიძლება გახდეს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის
საფუძველი.
11. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაეკისრა
პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო
სამართალდარღვევისათვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის
კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და ამ
მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი
გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი
სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ
კოდექსის 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა
(გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2)
მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა), თუმცა მის მიმართ არ არის
დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი
დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.
12. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ
კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და იგი არა აქვს
გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, აგრეთვე ის სამართალდამრღვევი
სუბიექტი, რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული სამმაგი
ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის არა აქვს იგი
დაკისრებული, თავისუფლდებიან სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი
ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან.
13. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ
სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო
საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის
ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის
ან/და საურავის დაკისრების შესახებ;
ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის
ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით
გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის
დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი
დადგენილება, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
14. ამ მუხლის მე-11-მე-13 ნაწილები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც
კანონის დარღვევით აწარმოეს სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტებზე, რომლებიც ამ
მუხლის შესაბამისად მიღებული იქნება ექსპლუატაციაში.
15. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
უძრავ ძეგლზე.
ბ) სუბიექტზე, რომელის საქმიანობაც საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსის” თანახმად, ექვემდებარება გარემოსდაცვითი ზეგავლენის შეფასების
ჩატარებას.
გ) ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
გათვალისწინებული
საქმიანობის
განმახორციელებელ სუბიექტზე.
16. ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს შესაძლებელია
წარმოადგენდეს
პირვანდელი
მესაკუთრე/დამკვეთი,
ასევე
სხვა
ნებისმიერი
დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც
ინდივიდუალურად, ასევე საერთო/თანაზიარი უფლების/ინტერესის სახით.“.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება.
აღნიშნულ ფუნქციას სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სხვადასხვა
მეთოდის საშუალებით, რაც ასევე გაწერილია კანონმდებლობაში. თავის მხრივ, სამშენებლო
საქმიანობის განხორციელების წესები გაწერილია, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საგულისხმოა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები წარიმართა
იმგვარად, რომ რიგ შემთხვევებში სამშენებლო საქმიანობა განხორციელებულია შესაბამისი
წესების დაცვის გარეშე. კერძოდ, მშენებლობის განმახორციელებელი პირების მიერ
განხორციელებულია მშენებლობები, სადაც გამოვლენილია ისეთი დარღვევები, რომელთა
გამოც ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება დაუშვებელია. განხორციელებულ
მშენებლობებში ძირითადად დარღვეულია:
ა) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები (K1, K2, K3);
ბ) კონსტრუქცია;
გ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერი და ინტერიერი;
დ) მიჯნის ზონები;
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები);
ვ) განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები (სხივი);
ზ) ფუნქციური ზონის პრინციპი;
თ) ავტოსადგომების შესაბამისი რაოდენობის არარსებობა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დარღვევ(ებ)ით ნაწარმოებ მშენებლობებში
საკუთრების მოპოვება არ იზღუდება, არც ასეთი ობიექტების ფუნქციონირება, ანუ, ნებისმიერ
პირს შეუძლია ასეთ ობიექტებში შეიძინოს საკუთრება და გამოიყენოს იგი საცხოვრებელი,
კომერციული თუ სხვა დანიშნულებით.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ
დღევანდელი მდგომარეობით არსებობს ობიექტები, რომლებიც მშნებლობადამთავრებულია,
და რიგ შემთხვევებში ფუნქციონირებს (კომერციული, საცხოვრებელი თუ სხვა
დანიშნულებით), თუმცა ზემოაღნიშნულ სამშენებლო დარღვევ(ებ)ის გამო, არ არიან
ექსპლუატაციაში მიღებულები და ვერც მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.
ამ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება რომ განხორციელდეს, მშენებლობის
განმახორციელებლის მიერ უნდა მოხდეს იმ დარღვევების აღმოფხვრა, რაც განხორციელდა
სამშენებლო პროცესში. თუმცა, მთელ რიგ შემთხვევებში, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან:
1. ასეთ ობიექტებში არიან მესაკუთრეები, რომლებიც კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია (სოციალური თუ სხვა ფაქტობრივი
გარემოებების გათვალისწინებით) მათ საკუთრებასთან მიმართებაში რაიმე კუთხით ჩარევა
(მაგალითად ამ ფართის დაკორექტირება, ღიობის ამოშენება ან პირიქით, დემონტაჟი და ა.შ.).
2. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რიგ შემთხვევებში, პრაქტიკულად აღარ არსებობს
მშენებლობის განმახორციელებელი პირი. ეს პირი იურიდიული პირ(ებ)ის შემთხვევაში
შეიძლება იყოს ლიკვიდირებული, უფლებაუუნარო, გაკოტრების რეჟიმში, ან ფიზიკური
პირ(ებ)ის შემთხვევაში - პასუხისგებაში მიცემული, საქართველოდან გასული და ა.შ.
შესაბამისად, სახელმწიფო დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ სახეზეა დარღვევით ნაწარმოები, მათ
შორის, ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი, თუმცა არ არსებობს
პასუხისმგებელი პირი, ან არსებობს მაგრამ მისი მხრიდან შეუძლებელია ამ ხარვეზების
აღმოფხვრა.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი,
ახალი მშენებლობების მიმართ საკმაოდ ამკაცრებს და უფრო ქმედითს ხდის რეგულაციებს,
მართებული იქნება, რომ განხორციელდეს აქამდე არსებული მშენებლობადამთავრებული
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საკითხების
დარეგულირებისათვის
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი საკითხების
რეგულირება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, მოხდება მშენებლობადამთავრებული ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება. ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი
საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ
როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა
თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და
გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
1. კანონს ემატება 1033 მუხლი - სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები
მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.
აღნიშნული მუხლი ადგენს გარკვეულ პირობებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების
დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება. ამ მუხლის:
ა) პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ექსპლუატაციაში მიღების საკითხს განიხილავს
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ასევე განისაზღვრება, რომ
ექსპლუატაციაში შეიძლება მიღებული იქნას ნებისმიერი შენობა-ნაგებობა . ამასთანავე, თუ
ნებართვა აღებული იყო რამდენიმე ბლოკის მშენებლობისათვის, მაგრამ დასრულებული
იქნება მხოლოდ რომელიმე ბლოკი, ექსპლუატაციას დაექვემდებარება ეს დასრულებული
ბლოკიც.
გარდა ამისა, პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ დარღვევებს, რის მიუხედავადაც
შესაძლებელი იქნება ობიექტი მიღებული იქნას ექსპლუატაციაში, კერძოდ, ობიექტი
შესაძლებელი იქნება მიღებული იქნას ექსპლუატაციაში თუ მშენებლობა ნაწარმოებია:
o შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის
ნებართვა)
დარღვევით
მაგალითად,
არ
არის
დაცული
პროექტით
გათვალისწინებული მოთხოვნები/პარამეტრები;
o განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით - მაგალითად, დაარღვია K1,
K2 ან/და K3 გათვალისწინებული პარამეტრები;
o ფუნქციური ზონირების დარღვევით - მაგალითად, ობიექტი აშენებულია იმ მიწის
ნაკვეთზე, სადაც ფუნქციური ზონირების მიხედვით არ შეიძლებოდა ამ ობიექტის
მშენებლობა;
o შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე - მაგალითად, ობიექტი აშენდა გარკვეულ ფართზე
(მაგალითად 1000 კვ.მ.), თუმცა მისი მშენებლობის შემდეგ, მოხდა ამ მიწის ნაკვეთის
ნაწილის გასხვისება, ვთქვათ 400 კვ.მ.-ის. ამ პროცესით კი დარჩენილი ფართი (600
კვ.მ.) შესაძლებელია აღმოჩნდეს შეუსაბამო მიწის ნაკვეთი ამ უკვე განხორციელებული
მშენებლობისათვის.
პირველი ნაწილი ასევე მიუთითებს, რომ ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი იქნება
ისეთი ობიეტებისაც, რომლებზეც ნებართვა არ არის გაცემული, ანუ უნებართვოდაა
ნაწარმოები, თუმცა იგი მოქცეული უნდა იყოს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების
გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში.
ბ) მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში თუ რომელ ობიექტებს შეეხება ექსპლუატაციაში მიღება. აუცილებელი პირობა
არის ის, რომ უნდა იყოს გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამასთანავე 2020 წლის 18
აგვისტოს
მდგომარეობით
(18
აგვისტოს
ჩათვლით)
ობიექტი
უნდა
იყოს
მშენებლობადამთავრებული. 2020 წლის 18 აგვისტო აღებულია იმისათვის, რომ პირობის
გავრცელებისათვის აუცილებელია მოხდეს გარკვეული პერიოდზე გაჩერება, რაც
გულისხმობს იმას, რომ ამ პერიოდის შემდეგ თუ იქნება რაიმე მშენებლობა
განხორციელებული იმ დარღვევებით, რაც ამ პროექტით ექსპლუატაციას დაექვემდებარება,
მასზე ეს შეღავათი აღარ გავრცელდება. ამ პრინციპით პერიოდის დათქმა საჭიროა იმისათვის,
რომ თავიდან იქნეს აცილებული მიმდინარე პროცესში ხელოვნურად განხორციელებული
დარღვევით ნაწარმოები მშენებლობები.
გარდა ამისა, ეს ნაწილი მიუთითებს, რომ ექსპლუატაციას შეიძლება დაექვემდებაროს
ისეთი ობიექტებიც, რომლებზეც არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, თუმცა
განთავსებულია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების
დეტალური გეგმის არეალში და 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობა არის
დამთავრებული. ანუ, უნებართვო დასრულებულ მშენებლობებს ეს კანონი შეეხება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ეს ობიექტები განთავსებული იქნებიან დამტკიცებული განაშენიანების
რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალებში.
გ) მე-3 ნაწილი განსაზღვრავს მშენებლობადამთავრებული ობიექტის შინაარსს,
კერძოდ, თუ რომელი ობიექტი ჩაითვლება მშენებლობადამთავრებულად. ასეთ ობიექტებად
მიიჩნევა ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის
სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონით არ
იქნება ვალდებულება, რომ მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებიც იყოს
განხორციელებული. ანუ, თუ მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები არ იქნება
ნაწარმოები, ობიექტი მაინც ჩაითვლება მშენებლობადამთავრებულად.
დ) მე-4 ნაწილი მიუთითებს იმ ვადაზე, რა ვადაშიც დაინტერესებულ პირს აქვს
უფლება მიმართოს მუნიციპალიტეტს და მოითხოვოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება
დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღონისძიება არის დროებითი ხასიათის, ცხადია,
შეზღუდული
უნდა იყოს
გარკვეული დროით. შესაბამისად,
გონივრულობის
გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს ექნება უფლება მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანოს მიმართოს ამ რეგულაციის ამოქმედებიდან 2 წლის
განმავლობაში.
ე) მე-5 ნაწილი ეხება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაზე
დასართავ დოკუმენტებს. კერძოდ, აღნიშნული ნაწილი აკეთებს ჩამონათვალს, თუ რა
სავალდებულო დოკუმენტები უნდა დაურთოს დაინტერესებულმა პირმა განცხადების
წარდგენის დროს. ეს დოკუმენტები არის:
ა) არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა;
ბ) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო
რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ობიექტი ან მისი ნაწილი სხვა
ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული
შესაბამისი ხელშეკრულება;
გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი –
ობიექტის აზომვითი ნახაზი;
დ) ფოტოსურათები;
ე) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის და სეისმომედეგობის დამადასტურებელი
საექსპერტო დასკვნა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების
უსაფრთხოების შესახებ დასკვნა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა;
თ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების
დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა;
ი) ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ხოლო პროექტის არარსებობისას,
ამ ობიექტისათვის კანონმდებლობით გათვალსწინებული რაოდენობის არ არსებობის
შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა;
კ) ობიექტში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტების,
ესკალატორების და სხვა) გამოცდის აქტები.
ვ) მე-6 ნაწილი ეხება მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოსათვის
გარკვეული დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას. კერძოდ, დაინტერესებული პირის
მიერ წარსადგენ დოკუმენტაციაში არის ა) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი
და კეთილმოწყობის სამუშაოების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა და ბ)
ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით,
ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის პირთა
თანხმობა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დარღვევების არსებობამ შესაძლებელია არ
იქონიოს ან შედარებით ნაკლებად იქონიოს გავლენა ამ ობიექტის სხვა მესაკუთრეთა
ინტერესებზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ დარღვევების შემთხვევაში ყველა
მესაკუთრის თანხმობის მოპოვების ვალდებულება შესაძლებელია შეუსრულებელიც
აღმოჩნდეს, მიზანშეწონილია, რომ შესაბამის პირთა თანხმობის საჭიროება და ამ პირთა წრე
განისაზღვროს თავად მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანომ, რომელიც
გონივრულობის ფარგლებში მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.
ზ) მე-7 ნაწილი.
შესაძლებელია არსებობდეს ასეთი შემთხვევა, მაგალითად, პირს დამთავრებული აქვს
მშენებლობა, თუმცა დარჩენილია მხოლოდ ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი
და კეთილმოწყობის სამუშაოები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის
განმახორციელებელ პირს აქვს სურვილი, რომ დაასრულოს ეს სამუშაოებიც/ან მისი ნაწილი,
იგი ვერ განახორციელებს ამ ქმედებებს, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ნებართვას
უკვე გასული აქვს მოქმედების ვადა. შესაბამისად, თუ ასეთი სურვილი იქნება, ამ პირს, ისე
რომ მშენებლობის ნებართვა აღარ დასჭირდეს, ექნება უფლება 2 წლის ვადაში
განახორციელოს ეს სამუშაოები. ამასთან, აუცილებელი იქნება იმ პრინციპის დაცვა, რომ ეს
სამუშაოები უნდა იყოს შესაბამისობაში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის
პრინციპებთან. ეს პროცესი საჭიროა იმისათვის, რომ ასეთი სურვილის არსებობის
შემთხვევაში, არ მოხდეს შეთანხმებული პროექტიდან საგრძნობლად გადახვევა.
თ) მე-8 ნაწილი ადგენს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ,
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის
ორგანო
ადასტურებს
დარღვევით
განხორციელებულ მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების
(შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის
ნებართვა) დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების
ცვლილება, ფუნქციური ზონის დარღვევა, მშენებლობის არსებობა შეუსაბამო მიწის
ნაკვეთზე) გათვალისწინებით, რაც იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში
მიღებას.
გარდა ამისა, ეს ნაწილი მიუთითებს გადაწყვეტილების მიღების ვადებზე.
აღნიშნულის საჭიროება ცხადია იქნება, რადგან არ არის გამორიცხული დაინტერესებული
პირების მხრიდან მიმართვიანობა ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით
იყოს მაღალი. შესაბამისად, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ
მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოებს განესაზღვროთ კონკრეტული ვადა
გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა არ მოხდეს საკითხების განხილვის გაჭიანურება.
მოსალოდნელი მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ
გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვროს განცხადების წარდგენიდან 6 თვე.
ვფიქრობთ, რომ ეს ვადა (6 თვე) იქნება ის გონივრული დრო, რა დროსაც შესაძლებელი იქნება
განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, თუ ამ
ვადაში საჯარო ზედამხედველობის ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩაითვლება
როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმა და მისი გასაჩივრება
შესაძლებელი იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთანავე, პროექტი აზუსტებს იმ შედეგებსაც, თუ რა შეიძლება მოყვეს ამ ვადის
გასვლის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიუღებლობას. კერძოდ, თუ განცხადების
წარდგენიდან 64 თვის ვადაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არ მიიღებს
გადაწყვეტილებას, ეს ჩაითვლება როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის
თქმად და მისი გასაჩივრება შესაძლებელი იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა, არ უზღუდავს
პირს უფლებას განმეორებით წარადგინოს განაცხადი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების
მიზნით.
ი) მე-9 ნაწილი ეხება მიჯნის ზონების საკითხს. კერძოდ, მშენებლობადამთავრებული
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს,
შესაძლებელია იყოს ასეთი ფაქტობრივი გარემოება: შენობა-ნაგებობა აშენებულია უკვე ისეთ
მდგომარეობაში, რომ დარღვეულია მიჯნის ზონა. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება, რომ მაინც მიიღოს გადაწყვეტილება
მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება, შესაბამის
დაინტერესებულ პირს, არ ართმევს უფლებას, რომ იდავოს (ან თუ მიმდინარეობს დავა გააგრძელოს დავა) თავისი უფლების დასაცავად (თუ ის თვლის, რომ დარღვეულია მისი
უფლებები მიჯნის ზონების დაუცველობით).
კ) მე-10 ნაწილი ეხება მუნიციპალიტეტის დამატებით უფლებამოსილებას, კერძოდ:
ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე,
მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება დაინტერესებული
პირისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან გარკვეული პირობების
შესრულება. იმ შემთხვევაში კი, თუ პირმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან
არ შეასრულა შესაბამისი პირობები, ეს შეიძლება გახდეს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის
თქმის საფუძველი.
ლ) მე-11 ნაწილი ეხება ჯარიმების/საურავებისაგან გათავისუფლების საკითხს,
კერძოდ, ეს ნაწილი განსაზღვრავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
სამართალდამრღვევი
სუბიექტები,
რომელთაც
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის“ 131-ე და 132-ე მუხლებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის“ 44 და 45-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა და
ამ კანონპროექტის ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს
გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდებიან გადაუხდელი ნაწილის
გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული დანაწესი ვრცელდება ასევე შემთხვევებზე,
როდესაც სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ ასეთ პირთა მიმართ არ არის დაწყებული
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან საქმის წარმოება დაწყებულია, თუმცა
დადგენილება არ არის გამოტანილი. ეს პირებიც თავისუფლდებიან კანონით დადგენილი
პასუხისმგებლობისაგან.
აღნიშნული დანაწესი არ ვრცელდება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის
კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევებზე.
მ) მე-12 ნაწილი ადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლება შეეხება შემთხვევებსაც, როდესაც
დაკისრებულია სამმაგი ოდენობის ჯარიმები. კერძოდ, თუ სახეზეა სამართალდამრღვევი
პირისთვის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის“ 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სამმაგი
ოდენობის ჯარიმის დაკისრების შემთხვევა და ამ უკანასკნელს იგი არა აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ თავისუფლდება გადაუხდელი ნაწილის გადახდის
ვალდებულებისგან.
ანალოგიური მოწესრიგება გავრცელდება იმ სამართალდამრღვევ სუბიექტზე,
რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამმაგი ოდენობის
ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის არა აქვს იგი დაკისრებული.
ნ) მე-13 ნაწილი აზუსტებს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ
განსახორციელებელ
ქმედებას
ჯარიმების/საურავების
მოხსნის
და
მიმდინარე
სამართალწარმოების შეწყვეტის კუთხით. კერძოდ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
ორგანო:
ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო
საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის
ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი
აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის
დაკისრების შესახებ;
ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების
მომენტისათვის ჩადენილია ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული
სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, იღებს დადგენილებას დაწყებული
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ო) მე-14 ნაწილი აზუსტებს, თუ ვისზე გავრცელდება მე-11, მე-12 და მე-13 ნაწილების
მოქმედება. კერძოდ: მე-11-მე-13 ნაწილები გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც
კანონის დარღვევით აწარმოეს სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტებზე, რომლებიც ამ მუხლის
შესაბამისად მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. ანუ, თუ ობიექტი იქნება მიღებული
ექსპლუატაციაში ამ ცვლილებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მხოლოდ ამ
ობიექტზე
დარღვევით
ნაწარმოები
სამშენებლო
სამუშაოებისათვის
დაკისრებული/დასაკისრებელი პასუხისმგებლობა მოეხსნებათ პირებს.
პ) მე-15 ნაწილი აზუსტებს, რომ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიება
(მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება) არ გავრცელდება მეხუთე
კლასის შენობა-ნაგებობაზე და ასევე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე.
ჟ) მე-15 ნაწილი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, თუ ვინ ჩაითვლება დაინტერესებულ
პირად, კერძოდ: ამ რეგულაციის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს შესაძლებელია
წარმოადგენდეს
პირვანდელი
მესაკუთრე/დამკვეთი,
ასევე
სხვა
ნებისმიერი
დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც
ინდივიდუალურად, ასევე საერთო/თანაზიარი უფლების/ინტერესის სახით. ამასთანავე,
წინამდებარე მუხლი არ ვრცელდება იმ სუბიექტზე, რომლის საქმიანობაც საქართველოს
კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, ექვემდებარება გარემოსდაცვითი
ზეგავლენის შეფასების ჩატარებას, ასევე ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული
საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტზე.
5. მე-2 მუხლი
კანონპროექტით კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც კრძალავს ობიექტის
ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიღების გარეშე, მათ შორის, დაუშვებელი ხდება
ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი სამშენებლო
ობიექტის მომარაგება.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეგულაცია სრულიად ცვლის სახელმწიფოს მხრიდან
სამშენებლო სფეროში მიდგომას ამ მიმართულებით, რომ აწესებს მაღალ სტანდარტს
უსაფრთხოების დაცვის კუთხით და რომ უკვე დაწყებულ მშენებლობებში ძალიან ხშირია
საკუთრების გამოყენების შემთხვევები, მიზანშეწონილია, რომ ეს შეზღუდვა გავრცელდეს ამ
რეგულაციის ამოქმედების შემდეგ გაცემულ ნებართვებზე.
7. მე-3 მუხლი
ეს მუხლი ეხება კანონის ამოქმედებას. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
2020
წლის
18
აგვისტომდე
მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი, რისი დასაბუთებაც
წარმოდგენილია წინამდებარე განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში. ამასთანავე,
კანონპროექტით ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხარჯების გამოყოფა
ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროექტის მიხედვით, მშენებლობადამთავრებული ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ დაინტერესებული პირი შესაბამის ორგანოს
მიმართავს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. ცხადია, მოსალოდნელია, რომ ამ
პერიოდში გაიზრდება ამ განაცხადების წარმოდგენა. ეს კი, თავის მხრივ, საჭიროებს შესაბამის
ადამიანურ და მატერიალურ რესურსს, რათა მოხდეს ამ განაცხადებზე კანონმდებლობით
დადგენილ ვადებში რეაგირება. ამ ყველაფერს კი დასჭირდება შესაბამისი ფინანსური
რესურსის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიხედვით,
ექსპლუატაციაში
მიღება
ასევე
გულისხმობს
დაკისრებული/დასაკისრებელი ჯარიმებისაგან/საურავებისაგან გათავისუფლებას. კერძოდ,
სამართალდამრღვევი სუბიექტები, რომელთაც კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის
დაეკისრათ/უნდა დაეკისროთ ჯარიმა/საურავი, იმ ობიექტებზე, რომლებიც სანებართვო
პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი
წესის მიხედვით, ექსპლუატაციაში იქნება მიღებული, თავისუფლდებიან აღნიშნული
პასუხისმგებლობებისაგან (გადაუხდელი ნაწილის ფარგლებში). ეს ცხადია ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს.
ჯარიმების ოდენობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო და მერყეობდა 2000 ლარიდან
50000 ლარის ჩათვლით. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ როდის მოხდა
ქმედების ჩადენა. სუბიექტთა წრეს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღებაზე. შესაბამისად, ის თუ რამდენ პირს შეეხება ჯარიმების პატიება
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას.
ამდენად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი გათავისუფლდება ზემოხსენებული პასუხიმსგებლობისგან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება იქონიოს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხარჯების გამოყოფა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან.
პროექტის
მიხედვით,
მშენებლობადამთავრებული
ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ დაინტერესებული პირი შესაბამის ორგანოს
მიმართავს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. ცხადია, მოსალოდნელია, რომ ამ
პერიოდში გაიზრდება ამ განაცხადების წარმოდგენა. ეს კი, თავის მხრივ, საჭიროებს შესაბამის
ადამიანურ და მატერიალურ რესურსს, რათა მოხდეს ამ განაცხადებზე კანონმდებლობით
დადგენილ ვადებში რეაგირება. ამ ყველაფერს კი დასჭირდება შესაბამისი ფინანსური
რესურსის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რა ოდენობის ადამიანური და
მატერიალური რესურსი გახდება საჭირო განცხადებების წარდგენის შემდეგ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტი ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას. კერძოდ, იმ
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას, რომელთა მშენებლობაც ნაწარმოებია სხვადასხვა
დარღვევით. ამ დარღვევების გამოსწორება კი მთელ რიგ შემთხვევებში დაკავშირებული
იქნება შესაბამის ფინანსურ რესურსთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდება ასეთი
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, აღნიშნული ხარჯების გაღებას აღარ საჭიროებს, ეს კი,
რასაკვირველია, ამ ხარჯების გამღები პირის მიმართ ფინანსური თვალსაზრისით არის
დადებითი გავლენის მომხდენი.
გარდა ამისა, უკვე ექსპლუატაციაში მიღებულ ობიექტებში მესაკუთრეებს მიეცემათ
საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება დაარეგისტრირონ როგორც არა მშენებარე,
დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს
მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის შექმნან ამხანაგობები და
გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები. ეს გარემოებებიც, ცხადია, ამ პირებზე დადებით გავლენას მოახდენს
ფინანსური თვალსაზრისით.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღება ასევე
გულისხმობს
დაკისრებული/დასაკისრებელი
ჯარიმებისაგან/საურავებისაგან
გათავისუფლებას, რაც ცხადია დადებით გავლენას იქონებს იმ პირებზე, რომლებზეც
გავრცელდება აღნიშნული რეგულაციები.
ჯარიმების ოდენობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო და მერყეობდა 2000 ლარიდან
50000 ლარის ჩათვლით. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ როდის მოხდა
ქმედების ჩადენა. სუბიექტთა წრეს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღებაზე. შესაბამისად, თუ რამდენ პირს შეეხება ჯარიმების პატიება
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას.
გარდა ამისა, კანონპროექტის 1033-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამისი განაცხადის წარდგენის დროს, განცხადებას
თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ამ დოკუმენტაციის მომზადება
დაკავშირებული იქნება შესაბამისი ფინანსურ ხარჯთან, რომელსაც გასწევს ზემოაღნშნული
განცხადების წარმდგენი დაინტერესებული პირი.
ამასთანავე, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,
დაუშვებელია შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება, ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში
მიღების შესახებ შესაბამისი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემამდე. ანუ ამ
რეგულაციის შესაბამის ლიცენზიატებს უფლება არ ექნებათ მოახდინონ ელექტროენერგიით
და ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის მომარაგება. იმ
შემთხვევაში თუ ეს პირობა დაარღვიეს, მათ მიმართ მოხდება შესაბამისი კანონმდებლობით
გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება, რაც ცხადია უარყოფითად აისახება ამ
პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა. თუმცაღა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი მოიცავს
დაკისრებული/დასაკისრებელი
ჯარიმის/საურავისგან
გათავისუფლებას,
ამ
ჯარიმის/საურავის ოდენობა ვეღარ მოხვდება ბიუჯეტში. ოდენობას რაც შეეხება, ამაზე უკვე
აღნიშნული ზემოთ, რომ ამ ეტაპზე მისი განსაზღვრა არ ხდება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ ოჯახში
მცხოვრებ ბავშვთა საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომელთა საცხოვრისიც
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით მიღებული იქნება ექსპლუატაციაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი
ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა
დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ
დაუშვილი, ანა ბუჩუკური.