„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი
ნომერი
#07-3/36/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ მუხლი 1 1. ამ კანონის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ პირების ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისგან და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე და რომელთა მიმართაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ გათვალისწინებული სახდელისგან პირებზე, რომლებმაც შესაბამისი სამართალდარღვევა ჩაიდინეს ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413-ე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033-ე მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი იმავე მუხლთა შესაბამისად, მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. მუხლი 2 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს პირის ადმინისტრაციული სახდელის, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან გათავისუფლებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის, მიყენებული ზიანის ოდენობისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე. მუხლი 3 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელის, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. 3. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ - კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესს და ადგენს გარკვეულ პირობებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნული კანონპროექტის 1413 მუხლით გათვალისწინებულია კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან კონკრეტულ პირთა გათავისუფლება, კერძოდ: სამართალდამრღვევი სუბიექტები, რომელთაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე და132-ე მუხლებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა და კანონპროექტის შესაბამისი მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდებიან გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. გარდა ამისა, ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლება შეეხება შემთხვევებსაც, როდესაც დაკისრებულია სამმაგი ოდენობის ჯარიმები - თუ სახეზეა სამართალდამრღვევი პირისთვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების შემთხვევა და ამ უკანასკნელს იგი არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ. მოცემული რეგულირება ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც კანონის დარღვევით აწარმოეს სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტებზე, რომლებიც დადგენილი წესით მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. გამომდინარე აქედან, იმისათვის, რომ სრულყოფილად განხორციელდეს კანონმდებლის მიზანი - ხელი შეეწყოთ მშენებლობებს, რომლებიც წლების განმავლობაში გაჩერებული და დაუსრულებელია და, ამავე დროს, ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბდეს დაწესებული სახდელებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, გარკვეული ფინანსური შეღავათი მიეცეთ პირებს, რომელთაც იგივე ტერიტორიაზე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1511 მუხლით (ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა) გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პირები გათავისუფლდნენ დადგენილი საფუძვლით ადმინისტრაციული სახდელისაგან, რაც, მეორე მხრივ, მათ გარკვეულ ფინანსურ შეღავათს მისცემს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ყველა ის პირი გათავისუფლდება ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან/საურავისგან/ზიანის ოდენობის გადახდისაგან, რომლებმაც კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 -ე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 -ე მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და ამასთანავე, ეს ობიექტი იმავე მუხლები შესაბამისად, 3 მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. აღნიშნული კი რასაკვირველია დადებითად აისახება ამ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზეც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ 1 სამართალდარღვევათა კოდექსის 151 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 -ე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 -ე მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და ამასთანავე, ეს ობიექტი იმავე მუხლთა შესაბამისად, მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. ამასთან რომელთაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრათ ჯარიმა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. კანონპროექტით გათვალისწინებული სახდელისაგან პირების გათავისუფლება ასევე გულისხმობს საურავისგან და მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან გათავისუფლებასაც. ამასთანავე დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის, მიყენებული ზიანის ოდენობისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ 1 სამართალდარღვევათა კოდექსის 151 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 -ე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 -ე მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და ამასთანავე, ეს ობიექტი იმავე მუხლითა შესაბამისად, მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. ამასთანავე, გათვალისწინებულია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. შესაბამისი უწყებები, კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრირებას, განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან პირები აღარ გადაიხდიან მიყენებული ზიანის ოდენობას, ჯარიმით გათვალისწინებულ თანხასა და დარიცხულ საურავს. ეს, ცხადია, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიებს გავლენას, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პირი გათავისუფლდება ზემოხსენებული მუხლების საფუძვლეზე დაკისრებული ჯარიმის/საურავის გადახდისგან. ჯარიმების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს 500 ან 1000 ლარს. სუბიექტთა წრეს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე. შესაბამისად, თუ რამდენ პირს შეეხება ჯარიმების პატიება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ობიექტზე მოხდება მომართვა და მათგან რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამისი უწყებები, კანონპროექტით გათვალისწინებულ განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ადმინისტრირებას, ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან ისინი გათავისუფლდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამართალდარღვევის ჩადენისათვის 1511 ჯარიმის მუხლით გათვალისწინებული სახით დაკისრებული სახდელის, მიყენებული ზიანის ოდენობის, ასევე საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე. კერძოდ იმაზე, თუ რამდენ პირს შეეხება დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოების პატიება. რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მიღებას. თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიხედვით ხდება შესაბამის პირებს გათავისუფლება ჯარიმისგან და საურავისგან, რაც აღარ მიიმართება ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ ოჯახში მცხოვრებ ბავშვთა საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომელთა საცხოვრისიც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.