„ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი
ნომერი
#07-3/36/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს. მუხლი 1. 1. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირებისა. ჩადენისთვის 2. გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი. მუხლი 2 1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. 2. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე იმ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 -ე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 -ე მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და 3 ეს ობიექტი იმავე მუხლთა შესაბამისად, მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. მუხლი 4 სისხლის სამართლის საპროცესო სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ბრალდებულის და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე. მუხლი 5 1. ამ ბრალდებულის, კანონის მათ პირველი შორის მუხლის ძებნილი პირველი პუნქტით ბრალდებულის, მიმართ განსაზღვრული ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება/პრობაციის ბიურო. 3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 4. ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მუხლი 6 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრავს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესს და ადგენს გარკვეულ პირობებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნული კანონპროექტის 1413 მუხლით გათვალისწინებულია კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან კონკრეტულ პირთა გათავისუფლება, კერძოდ: სამართალდამრღვევი სუბიექტები, რომელთაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე და 132-ე მუხლებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა და კანონპროექტის შესაბამისი მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდებიან გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. გარდა ამისა, ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლება შეეხება შემთხვევებსაც, როდესაც დაკისრებულია სამმაგი ოდენობის ჯარიმები - თუ სახეზეა სამართალდამრღვევი პირისთვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების შემთხვევა და ამ უკანასკნელს იგი არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ. მოცემული რეგულირება ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც კანონის დარღვევით აწარმოეს სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტებზე, რომლებიც დადგენილი წესით მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის მიზანი არის ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ჰუმანური მოქმედების განხორციელება, მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შეეხოთ მათაც, ვინც ზუსტად იმავე ტერიტორიაზე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), ამ გზით შესაძლებელი იქნება მიღწეულ იქნეს დასახული მიზანი და სრულყოფილი ნაბიჯები გადაიდგას კონკრეტული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მიზანშეწონილია პირები გათავისუფლდნენ დადგენილი საფუძვლით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგანაც, რადგანაც კანონმდებლის მიზნის მისაღწევად აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს და ჰუმანურ აქტს. ამასთან, საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფეროს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება იმ პირებზე, ვისზეც გავრცელდება მისი მოქმედება, რადგან წინამდებარე კანონის პროექტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იმ პირთა მდგომარეობა, რომლებსაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ ან უნდა დაკისრებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები თავისუფლდებიან, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ხებუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა). თუმცა აღნიშნული ნორმის მოქმედება მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდება, რომლებმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე და ამასთანავე იმ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 -ე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 -ე მუხლებით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი იმავე მუხლთა შესაბამისად, მიღებული იქნება 3 ექსპლუატაციაში. სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, მოცემული ამნისტია ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება უნდა შეწყდეს მითითებული გარემოებების არსებობისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რადგან მასთან დაკავშირებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის 1423 და - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 -ე მუხლები ძალაში შედის ასევე გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისი უწყებები, კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრირებას, განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, მათ შორის ჯარიმაზე, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გათვალისწინებული თანხები აღარ იქნება მიმართული, რასაც, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ცხადია, რომ გავლენა ექნება. ჯარიმების ოდენობა განსაზღვრული იქნება სასამართლოს განაჩენით. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე. შესაბამისად, თუ რამდენ პირს შეეხება ჯარიმების პატიება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამისი უწყებები, კანონპროექტით გათვალისწინებულ არსებული რესურსების ფარგლებში. ადმინისტრირებას, განახორციელებენ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იგი დადებითად აისახება საქართველოს იმ მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ვადაზე ადრე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. გარდა ამისა, იმ პირებს რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული კანონი, გათავისუფლებული იქნებიან ჯარიმის გადახდისგან. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე. შესაბამისად, თუ რამდენ პირს შეეხება ჯარიმების პატიება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი განსაზღვრის პრინციპი: დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. თუმცა, ხდება შესაბამისი პირების ჯარიმებისგან გათავისუფლება, რაც აღარ მიიმართება ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ ოჯახში მცხოვრებ ბავშვთა საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომელთა საცხოვრისიც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.