„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი
ნომერი
#07-3/36/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, სარეგისტრაციო კოდი: 040.110.030.05.01.004.174) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 494 მუხლი: „მუხლი 494. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლა ან/და მისი დარღევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების დროებითი წესი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 1413 და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033-ე მუხლებით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების შემძენი/სარგებლობის უფლებით მიმღები პირები თავისუფლდებიან ამავე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან. 2. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 1413 და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის 491 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრავს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესს და ადგენს გარკვეულ პირობებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნული კანონპროექტის 1413 მუხლით გათვალისწინებულია კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან კონკრეტულ პირთა გათავისუფლებაც, კერძოდ: სამართალდამრღვევი სუბიექტები, რომელთაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე და132-ე მუხლებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა და კანონპროექტის შესაბამისი მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდებიან გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. გარდა ამისა, ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლება შეეხება შემთხვევებსაც, როდესაც დაკისრებულია სამმაგი ოდენობის ჯარიმები - თუ სახეზეა სამართალდამრღვევი პირისთვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების შემთხვევა და ამ უკანასკნელს იგი არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ. მოცემული რეგულირება ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც კანონის დარღვევით აწარმოეს სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტებზე, რომლებიც დადგენილი წესით მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. გამომდინარე აქედან, იმისათვის, რომ სრულყოფილად განხორციელდეს კანონმდებლის მიზანი - ხელი შეეწყოთ მშენებლობებს, რომლებიც წლების განმავლობაში გაჩერებული და დაუსრულებელია, ან მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული დარღვევებით, რომელთა გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია, მიზანშეწონილია დადგინდეს გარკვეული შეღავათები სახელმწიფო ქონების შემძენი/სარგებლობის უფლებით მიმღები პირების მიერ ნაკისრი შეუსრულებლობისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, დაკისრებული/დასაკისრებელი ასევე ამ გადაუხდელი პირგასამტეხლოებისაგან გათავისუფლების კუთხით, თუკი ვალდებულებების დარღვევა გამოწვეული იქნა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით . აღნიშული მიზნად ისახავს ინვესტიციების წახალისებას - „პირობით პატიებას“, რათა ინვესტორმა განაახლოს საქმიანობა და თანხა, რომელიც ეპატია, მოახმაროს საინვესტიციო პროექტების სამომავლო განვითარებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პროექტით გათვალისწინებული საკითხის დარეგულირება, შინაარსიდან გამომდინარე საჭიროებს საკანონმდებლო აქტის მიღებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წინამდებარე კანონპროექტის მიღებით კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიქმნება გაუმჯობესებული საინვესტიციო შესაძლებლობები, ფულადი და საინვესტიციო ვალდებულებებისგან გათავისუფლებული პირები შეძლებენ განაახლონ საქმიანობა და გადასახდელი თანხები მიმართონ არსებული გარემოს სამომავლო განვითარებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან თუ ეს ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი იმავე მუხლის შესაბამისად, მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. ხოლო, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 1413 და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ, ამავე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა ამავე კანონის 491 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ იმოქმედებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პირებს შეიძლება შეეცვალოთ პირობები, ასევე გათავისუფლდებიან შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან თუ ეს ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი იმავე მუხლის შესაბამისად, მიღებული იქნება ექსპლუატაციაში, რისი დასაბუთებაც წარმოდგენილია წინამდებარე განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში. ამასთანავე, კანონპროექტით ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება არსებული რესურსის ხარჯზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. შემოსავალი შემცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობაც უნდა შემოსულიყო დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის გზით, ასევე შესასრულებელი ვალდებულებიდან. დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოების ოდენობები დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტული ხელშეკრულებით რა პირობის/პირობების შესრულების ვალდებულება არსებობს. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე. კერძოდ იმაზე, თუ რამდენ პირს შეეხება დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოების პატიება. რაც თავის მხრივ დამოკიდებულია თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება არსებული რესურსის ხარჯზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოსთვის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან კანონპროექტის რეგულირების სფეროში, კერძოდ, პროექტით გათვალისწინებული პირებს შეიძლება შესაბამისი პირობები და ასევე გათავისუფლდნენ დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან. ეს ცხადია დადებითად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც. დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოების ოდენობები დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტული ხელშეკრულებით რა პირობის/პირობების შესრულების ვალდებულება არსებობს. სუბიექტთა წრე კი დამოკიდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე. კერძოდ იმაზე, თუ რამდენ პირს შეეხება დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოების პატიება. რაც თავის მხრივ დამოკიდებულია თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. თუმცა, კანონპროექტი პირგასამტეხლოებისაგან ითვალისწინებს გათავისუფლების დაკისრებული/დასაკისრებელი შესაძლებლობას, რაც აღარ მიიმართება ბიუჯეტში ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ ოჯახში მცხოვრებ ბავშვთა საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომელთა საცხოვრისიც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით მიღებული იქნება ექსპლუატაციაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.