„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ
თავი I.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის (შემდგომ
- ქარსაფარი ზოლი) სტატუსის მინიჭებასთან, ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან,
აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს ტყის კოდექსით მოწესრიგებულ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ქარსაფარი ზოლის სამართლებრივი სტატუსისა და მისი მართვის
ღონისძიებების განსაზღვრით, ხელი შეუწყოს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვას და მისი
ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო–სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და
მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფას და გაბატონებული ქარებისაგან მათ დაცვას, აგრეთვე,
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქარსაფარი ზოლი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე
ხელოვნურად გაშენებული მერქნიან მცენარეთა მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი
ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის
შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და გაბატონებული ქარებისაგან
მათი დაცვა;
ბ) ნიადაგის ეროზია - ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად
ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა;
გ) ნიადაგის ქარისმიერი ეროზია - ნიადაგის ეროზიული პროცესი, გამოწვეული ქარის
ზემოქმედების შედეგად;
დ) გაბატონებული ქარები - ქვეყნის მხარეების მიხედვით გარკვეული მიმართულებით მოძრავი
ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულების ჰაერის მასებთან
შედარებით ხანგრძლივი გავრცელებით ხასიათდებიან და მოძრაობის სიჩქარე მეტი აქვთ;
ე) შედარებით სუსტი ქარი - ატმოსფერული ჰაერის მასების გადაადგილება, რომლის საშუალო
წლიური სიჩქარე 2-დან 5 მ/წმ-მდეა;
ვ) ზომიერად ძლიერი ქარი - ატმოსფერული ჰაერის მასების გადაადგილება, რომლის საშუალო
წლიური სიჩქარე 5-დან 9,9 მ/წმ-მდეა;
ზ) ძლიერი (გრიგალისებური) ქარი - ატმოსფერული ჰაერის მასების გადაადგილება, რომლის
საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია.
თავი II.
ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება
და ქარსაფარი ზოლის აღრიცხვა
მუხლი 4. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება
1. მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
(შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომ სააგენტო) სპეციალური მოკვლევის ან ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად
შემუშავებული დასკვნის საფუძველზე.
2. ქარსაფარი ზოლის სტატუსი ენიჭება მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს, რომელზეც გაშენებულია ან
უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი.
3. ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებულად ითვლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
მისი საზღვრების რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 5. სპეციალური მოკვლევა
1. სპეციალური მოკვლევა წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ მიწის ნაკვეთის
ან მიწის ნაკვეთის ნაწილის თაობაზე, სადაც შესაძლოა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი და მოიცავს
მონაცემების შეგროვებას მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ნიადაგურ-კლიმატური პირობების, მასზე
მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.
2. სპეციალურ მოკვლევას სააგენტო აწარმოებს:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე;
გ) მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე;
დ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის
საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე ან სხვა დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში
წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
3. სპეციალური მოკვლევის თაობაზე განცხადების წარმდგენი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან
დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ქარსაფარი ზოლის გაშენების
მიზანშეწონილობის
შესაფასებლად
ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
აუცილებელი,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
4. სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო შეიმუშავებს დასკვნას, რაც
წარმოადგენს სახელმწიფო, მუნიციპალურ ან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთისათვის
ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
5. სპეციალური მოკვლევის საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ან მის
ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღება მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე.
მუხლის 6. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია
1. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, რომლის მიზანია იმ
ტერიტორიების გამოვლენა, სადაც ქარსაფარი ზოლი სრულად ან ნაწილობრივ არის შენარჩუნებული.
2. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის შედეგებში აისახება მონაცემები ქარსაფარი ზოლების
ფაქტობრივი მდგომარეობის, მისი საზღვრების და გაშენებული მწვანე ნარგავების სახეობრივი
შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაცია შესაბამის მიწის
ნაკვეთისა თუ მის ნაწილის მესაკუთრის შესახებ.
3. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო შეიმუშავებს
დასკვნას, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული მიწის
ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების
მიღების საფუძველს.
4. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებული
მიწის ნაკვეთის ან მის ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების და მასზე ქარსაფარი
ზოლის გაშენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე.
მუხლი 7. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა და რეგისტრაცია
1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის ღონისძიებების განხორციელების
მიზნით, იქმნება ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.
2. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა საჯაროა და მოიცავს ინფორმაციას:
ა) ქარსაფარი ზოლის საზღვრებისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის
შესახებ;
ბ) ქარის სიძლიერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის კატეგორიის შესახებ;
გ) მწვანე ნარგავების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.
3. ქარსაფარი ზოლის საზღვრები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში,
სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მესაკუთრის თანხმობა.
4. ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში წარმოებს
მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 8. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტა
1. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
2. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში,
დაინტერესებული მხარის განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ქარსაფარი ზოლისათვის
სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის თაობაზე.
3. ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისათვის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი
შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესი;
ბ) ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, თუ მიზნის
მიღწევა შეუძლებელია სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების გარეშე;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ზე განხორციელებული იმგვარი
საქმიანობა, რომლის შედეგად შეუძლებელია ქარსაფარი ზოლის ან მისი ნაწილის გამოყენება ფუნქციური
დანიშნულებით მიმდებარე მიწის ნაკვეთ(ებ)ისთვის და არსებობს სახელმწიფო მნიშვნელობის,
სტრატეგიული ინტერესი, რომლის მიღწევა შეუძლებელია სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
4. თუ აღარ არსებობს ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი, მიწის
ნაკვეთს შეიძლება კვლავ მიენიჭოს ქარსაფარი ზოლის სტატუსი.
მუხლი 9. ქარსაფარი ზოლის საკუთრება
1. ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში და
განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, მისთვის ქარსაფარი
ზოლის სტატუსის მინიჭების, საზღვრების რეგისტრაციის და ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და
გაშენების
გეგმით
გათვალისწინებული
შესაბამისი
ღონისძიებების
გატარების
შემდგომ,
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით,
საკუთრებაში გადაეცემა შესაბამის მუნიციპალიტეტს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
გადაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი III.
ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება
და მართვა
მუხლი 10. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
1.
ქარსაფარი
ზოლის
ინვენტარიზაციისა
და
სპეციალური
მოკვლევის
შედეგების
გათვალისწინებით, სამინისტრო შეიმუშავებს ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმას,
რომელიც მოიცავს მწვანე ნარგავების აღდგენის/გაშენების ღონისძიებათა სახეებს და მეთოდებს.
2. მცენარეთა სახეობების შერჩევის სამუშაოები ტარდება ბიოლოგიური მრავალფეროვნების
დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი
სახეობებისაგან, მათ შორის, თაფლოვანი მცენარეებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია შესაბამისი
გარემო პირობებისათვის და გამოიყენება ქარსაფარი ზოლის გაშენებისათვის.
3. ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს
მუნიციპალიტეტის შესაბამისი კატეგორიისათვის დამახასიათებელი ქარის სიძლიერის მიმართ
მდგრადი მწვანე ნარგავების სახეობები და გაშენების მეთოდები.
მუხლი 11. მუნიციპალიტეტების კატეგორიები ქარის სიძლიერის მიხედვით
ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენებისა და მართვის მიზნებისათვის, გაბატონებული ქარების
სიძლიერის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტები იყოფა სამ კატეგორიად:
ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, სადაც დამახასიათებელია
ძლიერი (გრიგალისებური) ქარები;
ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, სადაც დამახასიათებელია
ზომიერად ძლიერი ქარები;
გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტი – მუნიციპალიტეტი, სადაც დამახასიათებელია
შედარებით სუსტი ქარები.
მუხლი 12. ქარსაფარი ზოლის მოვლა
1. ქარსაფარი ზოლის მოვლა გულისხმობს უპირატესად მესაკუთრის მიერ განსახორციელებელ
ღონისძიებებს, რომელთა უმთავრესი მიზანია მწვანე ნარგავების ფუნქციის შენარჩუნება და
გაუმჯობესება.
2. ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების ხნოვანების და მდგომარეობის მიხედვით, ხორციელდება
მოვლითი ღონისძიებები, რომელიც მოიცავს მოვლით, სანიტარიულ და სარეკონსტრუქციო ჭრებს,
აგრეთვე, ხეების სხვლა-ფორმირებასა და მწვანე ნარგავების ამოღება-გაშენებას.
მუხლი 13. ქარსაფარი ზოლის დაცვა
1. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებები შედგება ფიზიკური დაცვის და ბიოლოგიური დაცვის
ღონისძიებებისგან. ქარსაფარი ზოლის ფიზიკური დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრისგან, უკანონო
ჭრისგან, ძოვებისგან და ნებისმიერი სხვა ქმედებისგან, რაც ზიანს აყენებს მწვანე ნარგავებს.
ბიოლოგიური
დაცვის
ფარგლებში
კი,
ხდება
მწვანე
ნარგავების
მავნებელ
დაავადებათაგან,
სანიტარიული მდგომარეობის გაუარესების და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური)
ზემოქმედებისაგან დაცვა.
2. ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების ბიოლოგიური დაცვა ხორციელდება გამწვანებული
ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების და მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით
სარგებლობის ინტერესების გათვალისწინებით და მოიცავს სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ და
მექანიკურ მეთოდებს, აგრეთვე, უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 14. ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენება
1. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრე
უფლებამოსილია ქარსაფარი ზოლი გამოიყენოს არაფუნქციური მიზნებით, თუკი ეს ხელს არ უშლის მის
დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
2. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არაფუნქციური
გამოყენება გულისხმობს, მათ შორის, ქარსაფარი ზოლში არსებული ამორტიზებული მერქნული
რესურსებით, აგრეთვე, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით, არამერქნული რესურსებით (სოკო,
სამკურნალო და საკვები ბალახეულობა, ტექნიკური ნედლეული, თუთის ფოთოლი, ბუჩქოვანი
მცენარეების პროდუქტები და სხვ.) და ხის მეორეხარისხოვანი მასალით (თესლი, ნაყოფი, კალამი,
ძირკვი, ფიჩხი, ნეკერი და სხვ.) სარგებლობას.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული, ქარსაფარი ზოლის
სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, არაფუნქციური გამოყენებისათვის სარგებლობის
უფლებით გადასცეს დაინტერესებულ პირს, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მუნიციპალიტეტის მიერ მის საკუთრებაში არსებული, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე
მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არაფუნქციური გამოყენების უფლებით დაინტერესებული პირისათვის
სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
მუხლი 15. სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელება
1. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელება დასაშვებია
სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისთვის, მათ შორის,
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების,
ელექტროგადამცემი კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისთვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო
ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისთვის, აგრეთვე, გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში, არსებულ ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას.
2. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების
თაობაზე გადაწყვეტილებას, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იღებს შესაბამისი
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული
საქმიანობის/სამუშაოს განხორციელებით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
3. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელება ექვემდებარება ზიანის
ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV.
ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში უფლებამოსილი
ორგანოები და პირები
მუხლი 16. სამინისტროსა და სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები
1. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს ძირითად
უფლებამოსილებას
განეკუთვნება:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება
საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად;
ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის დამტკიცება;
გ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
2. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითად უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში
მონაწილეობა და მისი განხორციელება;
ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი
განხორციელება;
გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება;
დ) ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა;
ვ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის ძირითად უფლებამოსილებას
განეკუთვნება:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენება, მოვლა,
დაცვა და მათზე ზედამხედველობა;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების
მიზნით, მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით
გადაცემა;
დ) ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების
თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;
ვ) ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების, მოვლის და დაცვის ღონისძიებებში ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა;
ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი
ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მუხლი 18. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილებები და
ვალდებულებები
1. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სააგენტოსთან შეთანხმებით
გააშენონ ქარსაფარი ზოლი, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული მხარდაჭერით, და
უზრუნველყონ მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებები.
2. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ მათ საკუთრებაში არსებული
ქარსაფარი ზოლი გამოიყენონ არაფუნქციური დანიშნულებით, თუკი ეს ხელს არ უშლის მის
დანიშნულებისამებრ გამოყენებას.2. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ეკისრებათ
ვალდებულება ხელი არ შეუშალონ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი
ზოლის ინვენტარიზაციის, სპეციალური მოკვლევის, ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა
და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში.
თავი V.
ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენებისა და მართვის
ღონისძიებების დაფინანსება. პასუხისმგებლობა
მუხლი 19. ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებისა და მართვის ღონისძიებების დაფინანსება
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის ღონისძიებების დაფინანსების წყარო
შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყაროები.
მუხლი 20. პასუხისმგებლობა
პასუხიმგებლობა
ქარსაფარი
ზოლის
დაზიანებისათვის
განისაზღვრება
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
თავი VI.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2022 წლის პირველ მარტამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე
არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის მომზადება და დამტკიცება.
2. 2025 წლის პირველ მარტამდე სააგენტომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქარსაფარი ზოლის
ინვენტარიზაცია.
3. მუნიციპალიტეტმა ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების, მოვლის, დაცვის და
ზედამხედველობის მიზნით, 2030 წლის პირველ იანვრამდე ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს
მუნიციპალიტეტის ფარგლებში არაუმეტეს 300 ჰა ქარსაფარი ზოლის ფართობზე არანაკლებ ერთი პირის
მიერ უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 22. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2022 წლის პირველ მარტამდე:
ა.ა) უზრუნველყოს მოქმედი კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობა ამ კანონის
ნორმებთან;
ა.ბ) დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვის და
ზედამხედველობის წესი;
ბ) 2023 წლის პირველ მარტამდე დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და
მართვის სახელმწიფო პროგრამა.
2. 2022 წლის პირველ მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრმა დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების და შეწყვეტის წესი.
მუხლი 24. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა მისი მე-2 და მე-3 თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-2 და მე-3 თავები ამოქმედდეს 2022 წლის პირველ მარტს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მწვავედ დგას ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების (შემდგომ ქარსაფარი ზოლი) მოვლა-აღდგენის, დაცვისა და, ზოგადად, სამართლებრივი სტატუსის საკითხი. 1990იანი წლებიდან, ენერგეტიკული კრიზისის გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლები
თითქმის მთლიანად გაიჩეხა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ქარსაფარ ზოლებში ხეების მოჭრა
საშეშედ დღემდე გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით გაჩეხილია ქარსაფარი ზოლების დაახლოებით 90%,
რაც უარყოფით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების
მოსავლიანობაზე. ქარსაფარი ზოლების გაჩეხვის გამო მნიშვნელოვნად გაძლიერდა ნიადაგის
ქარისმიერი ეროზია. დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც საფრთხეს უქმნის ქარსაფარ
ზოლებს, არის მოსავლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ხანძრებს და ქარსაფარი
ზოლების გადაწვას. 2015 წლის აგვისტოსა და ივლისში გავრცელებული ხანძრების შედეგად
საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, შირაქი) გადაიწვა სახნავ-სათესი მიწების 80%, მათ შორის,
ქარსაფარი ზოლები. დაიწვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)
დამხარებით აღდგენილი ქარსაფარი ზოლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60 კილომეტრზე გაშენებული
ახალი ქარსაფარი.
აღმოსავლეთ საქართველოში სახნავი მიწების 20%-ზე მეტი, დაახლოებით 110 ათასი ჰექტარი,
ქარისმიერი ეროზიისგან არის დეგრადირებული. ბოლო 50 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა
როგორც ძლიერი ქარების, ასევე გვალვების ინტენსივობა. მომავალში კლიმატის გლობალური
ცვლილების ფონზე ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს, გაერთიანებული
ერების ორგანიზაციამ (გაერო) მიიღო რეზოლუცია „ჩვენი მსოფლიოს ცვლილება: 2030 წლის დღის
წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ და დაამტკიცა მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs).
რომელთა ნაციონალიზაციის პროცესი საქართველოში 2015 წელს დაიწყო. 2019 წლის ივნისში კი,
დამტკიცდა „საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების
განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს
პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით,
ხელი შეეწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის
პროცესს.
ქარსაფარი ზოლების ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სარგებელს წვლილი შეაქვს მდგრადი
განვითარების სხვადასხვა მიზნის მიღწევაში, ესენია:
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 1: სიღარიბის აღმოფხვრა - სასოფლო-სამეურნეო კულტურების
ქარისაგან დაცვით ქარსაფარ ზოლებს შეუძლია გააძლიეროს მათი მედეგობა და შეამციროს მათი
მოწყვლადობა ამინდით გამოწვეული ექსტრემალური შემთხვევების მიმართ. ქარსაფარი ზოლები
ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას, შესაბამისად, ისინი ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო
კულტურის მოსავლიანობის ზრდას. მოსავლიანობის გაზრდა ნიშნავს წარმოებისაგან მიღებულ
გაზრდილ შემოსავალს. გარდა ამისა, ქარსაფარ ზოლებს შეუძლია უზრუნველყოს შეშისა და საკვების
ხელმისაწვდომობა, რაც ასევე დადებითად აისახება სიღარიბის აღმოფხვრაზე.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 2: შიმშილის აღმოფხვრა - საკვების წარმოება დამოკიდებულია
ეკოსისტემურ სერვისებზე, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას, ნიადაგის ტენიანობასა და
ნაყოფიერებას. ქარის სიჩქარისა და ნიადაგის ეროზიის შემცირებით ქარსაფარ ზოლებს შეუძლია
გაზარდოს არა მხოლოდ ამათუიმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავალი, არამედ მსხვილფეხა
საქონლის პროდუქტიულობაც. ქარსაფარი ზოლები ამცირებს ქარით გამოწვეულ სტრესს შინაურ
ცხოველებში, აუმჯობესებს მათ ჯანმრთელობას და ზრდის კვების ეფექტურობას. გარდა იმისა, რომ
ქარსაფარი ზოლები ნათესებს იცავს ქარისაგან, ისინი თავადაც შეიძლება გახდეს საკვების წყარო (მაგ.
ხილი, თხილი, თესლი და ა.შ.). ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში ქარსაფარი ზოლები აუმჯობესებს
ეკოსისტემურ სერვისებს და წვლილი შეაქვს საკვების წარმოების გამრავალფეროვნებაში.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - ქარსაფარ ზოლებს ადამიანის
ჯანმრთელობაზე აქვს ირიბი ზემოქმედება. ისინი ცვლიან კლიმატს და ხელს უწყობენ გარემოს
დაბინძურების
შემცირებას ნახშირბადის სეკვესტრირებით.
ქარსაფარი ზოლების ესთეტიკური
ღირებულება აუმჯობესებს მოსახლეობის მენტალურ ჯანმრთელობას.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 6: სუფთა წყალი და სანიტარია - ქარსაფარ ზოლებს ირიბი წვლილი
შეაქვს წყლის მდგრად გამოყენებაში (რაციონალურ წყალსარგებლობაში). ქარსაფარი ზოლები ამცირებენ
ირიგაციის საჭიროებებს წყლის აორთქლების შემცირებითა და ნიადაგის სინოტივის შენარჩუნებით.
გარდა ამისა, ქარსაფარი ზოლების დაცვითა და აღდგენით ხდება ეკოსისტემური სერვისების
გაუმჯობესება და დატბორვის რისკის შემცირება. უფრო მეტიც, ტექნოლოგიური ნორმების დაცვით
დაგეგმარებული და გაშენებული ქარსაფარი ზოლები ზრდის წყლით გამოწვეული ბუნებრივი
კატასტროფებისადმი მედეგობას.
SDG 7: ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია - დღესდღეობით მაღალია ისეთი რესურსების გამოყენების
დონე, როგორიცაა შეშა, ნახშირი, ხის ნახშირი ან ცხოველური ნარჩენები. ვინაიდან ქარსაფარი ზოლები
ხელს უწყობს ჰაერის ტემპერატურის დარეგულირებას, შესაბამისად მათ შეუძლია დადებითი ზეგავლენა
იქონიონ ენერგიის მდგრად გამოყენებაზე და ენერგიის მოხმარების შემცირებაზე. ქარსაფარი ზოლები
ხელს უწყობს არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვას, არამედ ისინი შეიძლება დაპროექტდეს ისე, რომ გახდეს
ბიოლოგიური ენერგიის წყარო. სანიტარული ჭრის შედეგად დამზადებულმა მერქანმა შესაძლოა
ნაწილობრივ ჩაანაცვლოს ენერგიის სხვა წყაროები.
SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - ქარსაფარი ზოლების გაშენება, დაცვა და მოვლაპატრონობა, ასევე, დაგეგმარება მოითხოვს ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან რაოდენობას.
შესაბამისად, მუშა-ხელზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს. გარდა ამისა, ქარსაფარი ზოლების გაშენებამ
ან/და რეაბილიტაციამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნები შესაბამისი სარგავი მასალის გამომყვან სანერგე
მეურნეობებსა და კვალიფიციურ აგრონომებსა და სატყეო მელიორაციის (ტყის კულტურების)
სპეციალისტებზე. ქარსაფარ ზოლებს წვლილი შეაქვს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნაში,
არამედ ეკონომიკის მდგრად განვითარებაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის
გაზრდით.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 11: მდგრადი ქალაქები და თემები - სასოფლო-სამეურნეო
პრაქტიკაში ქარსაფარი ზოლების გათვალისწინება და ინტეგრირება ხელს უწყობს ინკლუზიური მწვანე
ზონების მქონე მდგრადი დასახლებების შექმნას. ქარისა და მზისაგან ლანდშაფტებისა და შენობების
დაცვით ქარსაფარ ზოლებს შეუძლია ხელი შეუწყოს ენერგიის დაზოგვასა და გათბობისა და გაგრილების
ხარჯების შემცირებას.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 13: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა - კლიმატის ცვლილება არა
მხოლოდ ცვლის საშუალო ტემპერატურებს მთელს მსოფლიოში, არამედ ცვლის ნალექების ბუნებას და
ზრდის ამინდის ექსტრემალური შემთხვევების სიხშირესა და ინტენსივობას. ქარსაფარი ზოლები
წარმოადგენს თანამედროვე და კონსერვაციაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ
ნაწილს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში შეაქვს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული
ზომები. ქარსაფარ ზოლებს შეუძლია გააუმჯობესოს ეკოსისტემური სერვისები და დაარეგულიროს
ჰაერის ტემპერატურა. უფრო მეტიც, ქარსაფარ ზოლებს შეუძლია შეასრულოს ბუფერული ზონის როლი
ისეთი ექსტრემალური მოვლენების დროს, როგორიცაა ძლიერი თოვლიანი ქარი, გვალვა და შტორმი.
მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 15: ბუნებრივი ეკოსისტემები - ქარსაფარი ზოლების გაშენება
მიზანშეწონილია არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაძლიერდეს მათი ღირებულება, როგორც ველური
ბუნების ჰაბიტატისა, არამედ მათ შეუძლიათ მოიზიდონ გარეული ფრინველები და უზრუნველყონ მათი
თავშესაფარი, საკვები და დაცვა მტაცებლებისაგან ან დერეფანი მიგრაციისათვის. ქარსაფარი ზოლები
ზრდის ბიომრავალფეროვნებას და აუმჯობესებს ეკოსისტემურ სერვისებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე განვითარებული გაუდაბნოების პროცესის პრევენციის
მიზნით, ქვეყნის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და დასახლებული პუნქტების
მიმდებარედ,
პრაქტიკულად
განადგურებული
ქარსაფარი
ზოლების
აღდგენა–შენარჩუნებას
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის
ამაღლების
მხრივ,
ისე
მოსახლეობისთვის
საჭირო
ჯანსაღი
ეკოლოგიური
გარემოს
შექმნის
უზრუნველსაყოფად.
ამგვარად, წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სამართლებრივი ბაზის შექმნის
აუცილებლობით, რომლითაც განსაზღვრული იქნება ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან,
მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე
წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში 2019 წლის თებერვალში კავკასიის
რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ მომზადდა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი)
ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA)
ანგარიში1. მისი მომზადების შემდგომ, წინამდებარე კანონპროექტმა განიცადა რიგი ცვლილებები, თუმცა
ანგარიშში მოცემული ინფორმაცია/მონაცემები/მიგნებები გამოყენებულია როგორც კანონპროექტის
მოსალოდნელი შედეგების, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვის და კანონპროექტის
ფინანსური დასაბუთების ნაწილში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენა,
გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული
პროცესების თავიდან აცილება;
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაშენებული სასოფლო სამეურნეო
კულტურების აღმოცენება, ზრდა-განვითარებისა და მათი მოსავლიანობის გაზრდისათვის
შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა;
ადგილობრივი მოსახლეობისათვის ქარსაფარ ზოლებში მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა
და ხის მეორეხარისხოვანი მასალების გამოყენების ხელშეწყობა.
1
ანგარიში „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების
ზეგავლენის შეფასების შესახებ (2019)/მომზადებული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის,
ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი
ცენტრის (REC Caucasus) მიერ/კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), თბილისი, 2019 წლის
თებერვალი - (ქართულენოვანი ვერსია) – 153 გვ.
მდგრადი განვითარების კუთხით, ქარსაფარ ზოლებს აქვთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური
და გარემოსდაცვითი ღირებულება. ქარსაფარი ზოლების ეკონომიკური ზეგავლენა გამოიხატება
სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაზრდილ მოსავლიანობაში, ენერგიის დაზოგვაში, სათბურების
სითბოს დაკარგვისაგან დაცვაში, გაზრდილი პროდუქტიულობით მეცხოველეობაში, ირიგაციის
დანაკარგების შემცირებაში, სოფლის მეურნეობაში შხამ-ქიმიკატების გავრცელების შემცირებაში და
ქარსაფარი ზოლების მიმდებარე მიწის ნაკვეთების გაზრდილ საბაზრო ღირებულებაში. 2 ქარსაფარი
ზოლებით დაცულ მონაკვეთებზე იზრდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების ხარისხი და მოსავალი,
ვინაიდან ქარსაფარი ზოლები უზრუნველყოფენ დღის განმავლობაში დაბალ და ღამის განმავლობაში კი,
მაღალ ტემპერატურას. ქარსაფარი ზოლების წყალობით იზრდება ტენიანობა და ხდება გრუნტის
სინოტივის შენარჩუნება, ასევე მცირდება ძლიერი ქარით გამოწვეულ ფიზიკური ზიანი. სტოკელერმა
(1962) აღმოაჩინა, რომ ქარსაფარი ზოლი უნდა იკავებდეს მიწის საერთო ფართობის 5%-ზე ნაკლებს
იმისათვის, რომ გაიზარდოს კულტურის მოსავალი. ასევე, მან, ამერიკის შეერთებული შტატების
მაგალითზე, აღნიშნა, რომ კულტურის მოსავლის ზრდა უფრო მეტად დაფიქსირებულია ჩრდილოეთ და
სამხრეთ დაკოტაში, ვიდრე კანზასსა და ნებრასკაში, დიდი თოვლიანობის გამო. ბრენდლმა და სხვ. (1984)
6-წლიანი მონაცემების ანალიზით ნებრასკაში დააფიქსირეს ზამთრის ხორბლის მოსავლის 15%-იანი
ზრდა. მოსავლის ზრდის ანალიზი შეჯერდა საერთაშორისო კვლევაში 1986 წელს ქარსაფარი ზოლების
პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც აღინიშნა ზამთრის ხორბლის (23%), სოიოს მარცვლების
(15%) და სიმინდის (12%) მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა (კორტი, 1988).
რაც შეეხება ენერგიის დაზოგვას, ქარსაფარი ზოლები ამცირებს გათბობისა და გაცივების ხარჯებს,
შენობების ზამთრის ქარისა და ზაფხულის მზისაგან დაცვით. ქარსაფარ ზოლებს შეუძლია შეამციროს
გათბობის ხარჯები 25%-მდე. ზაფხულში ჰაერის კონდიციონერის ხარჯების შემცირება ქარსაფარი
ზოლებით შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს. ერთი ზრდასრული ფოთლოვანი ხის
გამაგრილებელი ეფექტი უდრის 10 ოთახიანი ზომის მოცულობის ჰაერის კონდიციონერს (ქარსაფარი
ზოლების სარგებელი, 1994). ზამთარში ქარსაფარი ზოლები იცავს სათბურებს სითბოს დაკარგვისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სითბოს დანაკარგი სათბურებში ორმაგდება ქარის სიჩქარის ზრდასთან
ერთად ნულიდან 24 კმ/სთ-მდე, ქარსაფარმა ზოლებმა შეიძლება შეამციროს სითბოს დანაკარგი 10-დან
15%-მდე.
ქარსაფარი
ზოლების
კიდევ
ერთი
სარგებელია
მსხვილფეხა
საქონლის
გაუმჯობესებული
პროდუქტიულობა. ლიტერატურის მიხედვით, დაცულ ზონებში რძის პროდუქტების წარმოება 17%მდეა გაზრდილი (ოსტინი, 2014). გარდა ამისა, ირიგაციის დანაკარგებში შეინიშნება 20%-იანი კლება. რაც
შეეხება საკუთრების ღირებულებას, აღმოჩნდა, რომ ფერმის კაპიტალური ღირებულება იზრდება 15%ით ქარსაფარი ზოლის გამო3.
ქარსაფარი ზოლების გარემოსდაცვითი ზემოქმედება აისახება მიწის ქარისმიერი ეროზიის შემცირებაში
(ბრენდლი და სხვ. 2009), გაუმჯობესებულ მიკროკლიმატში, ნიადაგის ფორმირებაში, წყლის
რეგულაციაში,
თოვლის
ბიომრავალფეროვნების
შეკავებაში,
კონსერვაციაში,
ველური
ნახშირბადის
გარემოს
ჰაბიტატის
შემცირებასა
და
ხელშეწყობასა
ნიადაგისა
და
ტემპერატურის დარეგულირებაში (გრალა, 2004).
2
ტყის დაცვითი ზოლების ეკონომიკური სარგებელი. ანგარიში. GIZ-ის მიდგომა.
ქარსაფარი ზოლების სარგებლიანობა იხ.:
https://www.nvca.on.ca/Shared%20Documents/The%20Benefits%20of%20Windbreaks%20Extension%20Notes.pdf
3
და
ჰაერის
ქარსაფარი ზოლების კიდევ ერთი სარგებელია ნახშირბადის შემცირება (სეკვესტრირება).
დამტკიცებულია, რომ ქარსაფარ ზოლებს შეუძლია შეამციროს ნახშირბადის გამოყოფა (5%) და
შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა (Robert K., 2004). ამასთანავე, ქარსაფარ ზოლებს შეუძლია
უზრუნველყოს თავშესაფარი და საკვები ველური ბუნებისათვის, ასევე, უსაფრთხო სამოძრაო დერეფნები
მთელი რიგი სახეობებისთვის. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ნექტარს და ყვავილის მტვერს
ფუტკრებისათვის (Robert K., 2004). შეფასებების მიხედვით, სულ მცირე ფრინველების 108 სახეობა
იყენებს ქარსაფარ ზოლებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტი ქმნის საფუძველს: განისაზღვროს ქვეყანაში ქარსაფარ ზოლებთან
დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა; დადგინდეს ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან,
მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
პირველი თავი - ზოგადი დებულებები
განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო და მიზანი, კანონში გამოყენებულ ტერმინთა
განმარტება.
მეორე თავი - ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება და ქარსაფარი ზოლის აღრიცხვა
მე-4 მუხლში განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების ზოგადი წესი. კანონპროექტი
მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელ
ორგანოდ განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო), რომელიც სპეციალური
მოკვლევის და ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს. დადგენილია
სპეციალური მოკვლევისა და ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის პირობები. ამასთან, სამართლებრივი
საფუძველი იქმნება ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის არსებობისა და ქარსაფარი ზოლის
საზღვრების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისათვის. ამავე თავში მოწესრიგებულია
ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის წინაპირობები და განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის
საკუთრების საკითხი. კერძოდ, ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და
კერძო საკუთრებაში და იგი განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან.
პროექტის თანახმად, სპეციალურ მოკვლევას იმ მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის თაობაზე, სადაც
უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი, ქარსაფარი ზოლის აღდგენა/გაშენების გეგმის ფარგლებში,
ახორციელებს სააგენტო და ეს პროცესი მოიცავს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და სასოფლოსამეურნეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. რაც შეეხება ინვენტარიზაციას, იგი
გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების
ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, იმ ტერიტორიების გამოვლენად, სადაც სრულად ან ნაწილობრივ
შენარჩუნებულია ქარსაფარი ზოლი. ორივე შემთხვევაში, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის
ან მის ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების
თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე.
მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისათვის სტატუსის
შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინტერესი; ბ) სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელება; გ) სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ზე განხორციელებული იმგვარი საქმიანობა, რომლის შედეგად
შეუძლებელია ქარსაფარი ზოლის ან მისი ნაწილის გამოყენება ფუნქციური დანიშნულებით მიმდებარე
მიწის ნაკვეთ(ებ)ისთვის და არსებობს სახელმწიფო მნიშვნელობის, სტრატეგიული ინტერესი, რომლის
მიღწევა შეუძლებელია სტატუსის შეწყვეტის გარეშე. ამასთან, თუ აღარ არსებობს ქარსაფარი ზოლის
სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი, მიწის ნაკვეთს შეიძლება კვლავ მიენიჭოს ქარსაფარი ზოლის
სტატუსი.
მესამე თავი - ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენება და მართვა
მე-10-მე-15 მუხლებში მოცემულია ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების ზოგადი დაგეგმვასთან
დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მუნიციპალიტეტები დაყოფილია კატეგორიებად, ქარის
სიძლიერის მიხედვით. დადგენილია ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ზოგადი სტანდარტი.
განსაზღვრულია
ჩამოყალიბებულია
ქარსაფარი
ზოლის
არაფუნქციური
გამოყენების
პირობები.
დამატებით,
სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების ზოგადი წესები. ამ
უკანასკნელის თანახმად, ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელება
დასაშვებია სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისთვის,
მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების,
გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისთვის ან ამისათვის საჭირო
საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისთვის, აგრეთვე, გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში, არსებულ ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას.
მეოთხე თავი - ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები და პირები
ამ თავში განსაზღვრულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,
სააგენტოს,
მუნიციპალიტეტებისა
და
ფიზიკური
თუ
იურიდიული
პირების
უფლებები
და
ვალდებულებები ქარსაფარი ზოლების მართვაში. სამინისტრო პასუხისმგებელია: ა) ქარსაფარი ზოლის
აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე საქართველოს მთავრობის მიერ
დასამტკიცებლად; ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის დამტკიცებაზე; გ) ქარსაფარი
ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი
ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა)
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში
მონაწილეობა და მისი განხორციელება; ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის
შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და
სპეციალური მოკვლევის ჩატარება; დ) ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების და შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება; ე) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა; ვ)
ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მუნიციპალიტეტის ძირითად უფლებამოსილებებს განეკუთვნება ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და
გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი
ზოლების აღდგენა-გაშენება, მოვლა, დაცვა და მათზე ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების მიზნით, მიწის ნაკვეთის ან
მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა; დ) ქარსაფარ ზოლში
სპეციალური
დანიშნულებით
ჭრების
განხორციელების
უფლების
მინიჭების
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღება; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის
გეგმის დამტკიცება; ვ) ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების, მოვლის და დაცვის ღონისძიებებში
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა; ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის
თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ
სააგენტოსთან შეთანხმებით გააშენონ ქარსაფარი ზოლი, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული
მხარდაჭერით, და უზრუნველყონ მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებები. ამასთან, ისინი ვალდებულნი
არიან ხელი არ შეუშალონ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი ზოლის
ინვენტარიზაციის, სპეციალური მოკვლევის ჩატარების და ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების
ღონისძიებების განხორციელებაში.
მეხუთე თავი - ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებისა და მართვის ღონისძიებების დაფინანსება.
პასუხისმგებლობა
ამ თავით განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებისა და მართვის ღონისძიებების
დაფინანსების
წყაროები
და
ქარსაფარი
ზოლის
დაზიანებისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რაც ქმნის კანონის აღსრულების მყარ მექანიზმს.
მეექვსე თავი - გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
21-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ვალდებულება 2022 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის მომზადება და დამტკიცება. 2025 წლის პირველ მარტამდე
კი, სააგენტომ სამინისტროს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოს ამ კანონის
ამოქმედებამდე
არსებული
ქარსაფარი
ზოლის
ინვენტარიზაცია.
ამასთან,
მუნიციპალიტეტებს
განესაზღვრებათ ვალდებულება, 2030 წლის პირველ იანვრამდე ყოველწლიურად უზრუნველყონ
მუნიციპალიტეტის ფარგლებში არაუმეტეს 300 ჰა ქარსაფარი ზოლის ფართობზე არანაკლებ ერთი პირის
მიერ უფლებამოსილების განხორციელება.
რაც შეეხება კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღებ ნორმატიულ აქტებს, საქართველოს
მთავრობამ 2022 წლის პირველ მარტამდე უნდა უზრუნველყოს მოქმედი კანონქვემდებარე აქტების
შესაბამისობა ამ კანონის ნორმებთან და დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის,
დაცვის და ზედამხედველობის წესი. 2023 წლის პირველ მარტამდე კი, უნდა დაამტკიცოს ქარსაფარი
ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამა. საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის
სტატუსის მინიჭების და შეწყვეტის წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი, გარდა მისი მე-2 და მე-3 თავებისა, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, მე-2 და
მე-3 თავები კი, ამოქმედდება 2022 წლის პირველ მარტს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - მიწის
მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაწევი
ხარჯების
დაფინანსების
წყარო
იქნება
-
სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ადგილობრივ
დონეზე
მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება მოხდება მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
კანონპროექტის
გარდამავალი
დებულებებით
გათვალისწინებული
კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან დაკავშირებული და კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა
დამატებითი ხარჯები კი, დაფინანსდება შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მე-20
მუხლი
ითვალისწინებს,
რომ
პასუხიმგებლობა
ქარსაფარი
ზოლის
დაზიანებისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი კი, რომელიც წინამდებარე კანონპროექტისაგან გამომდინარეა, ადგენს
ჯარიმებს როგორც ქარსაფარ ზოლში არსებული მწვანე ნარგავების მოსპობის ან დაზიანებისათვის და
ქარსაფარ ზოლში არსებული ხე-ბუჩქნარის გაჩეხვისათვის, ისე მათი განმეორებით ჩადენისათვის.
ამასთან, განისაზღვრება, რომ პირთა დაჯარიმების უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს ენიჭება.
ამდენად, კანონპროექტს ზეგავლენა ექნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
გავლენის ოდენობა კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ქარსაფარი ზოლის დაზიანების რამდენი
შემთხვევა იქნება გამოვლენილი და დაჯარიმებული.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზეგავლენას იქონიებს კანონპროექტის მე-14
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტი
უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან
მისი ნაწილი, არაფუნქციური გამოყენებისათვის სარგებლობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ
პირს, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
იმაზე, თუ რამდენ შემთხვევაში და რა პირობებით მოხდება ამ ტიპის ხელშეკრულებების დადება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფომ შესაძლოა ვეღარ მიიღოს ის შემოსავალი, რაც შეიძლება მიეღო
მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ქარსაფარი ზოლის სახით არ გამოყენების
შემთხვევაში, ვინაიდან კანონპროექტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, მისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, საზღვრების
რეგისტრაციის და ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი
ღონისძიებების გატარების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ძირითადი
(გაუსხვისებელი) ქონების სახით, საკუთრებაში გადაეცემა შესაბამის მუნიციპალიტეტს. გავლენის
ოდენობა დამოკიდებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთების ოდენობასა და
ფართობზე, სადაც მიზანშეწონილი იქნება ქარსაფარი ზოლის გაშენება, რაც დადგენილი იქნება
კანონპროექტით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როგორებიცაა: ქარსაფარი
ზოლის ინვენტარიზაცია; სპეციალური მოკვლევა; ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნა და
მისი მართვა; ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა და შემდგომ ამ გეგმის
განხორციელება; ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების
მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მათი განხორციელება სახელმწიფო
დონეზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ევალებათ, ადგილობრივ დონეზე კი, ეს
უფლებამოსილებები
მუნიციპალიტეტის
საკუთარ
უფლებამოსილებას
წარმოადგენს.
ამდენად,
კანონპროექტი იქონიებს გავლენას როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის
ნაწილზე. გავლენების და გამოსაყოფი სახსრების ოდენობა კი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა
შედეგებით დასრულდება ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია და რა აისახება ქარსაფარი ზოლის
აღდგენა-გაშენების გეგმაში.
კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასებისას გაკეთდა შემდეგი პროგნოზები: ქარსაფარი
ზოლების ინვენტარიზაციის დანახარჯი შეადგენს დაახლოებით 31 მლნ ლარს. არსებული მონაცემებით,
ქარსაფარი ზოლების 80%-ს ესაჭიროება ხელახლა გაშენება, ხოლო 20%-ს - აღდგენა/რეაბილიტაცია.
ადმინისტრაციული
ხარჯებს
გამოიწვევს
კანონპროექტის
გარდამავალი
დებულებებით
გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება, თუმცა ეს ხარჯები დაფარული იქნება გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებით.
კანონპროექტი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას სპეციალური დანიშნულებით ჭრების
განხორციელებისას, რაც გამოიწვევს ხარჯებს შესაბამისი ზიანის მიმყენებლისათვის, რომელიც
შესაძლოა იყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტიც. შესაბამისად, ეს აისახება სახელმწიფო ბიუჯეტისა
და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გავლენის ოდენობის განსაზღვრა წინასწარ ვერ
მოხდება და დამოკიდებულია ჭრების ოდენობასა და დამდგარ ზიანზე.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებულად ითვლება
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მისი საზღვრების რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადებების მიღება
და რეგისტრაცია დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდასთან, რაც
დაფინანსდება გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, არსებული ადამიანური და ფინანსური
რესურსების გამოყენებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტის წინამდებარე რედაქცია მიახლოებულია საქართველოს
სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის
ფარგლებში 2019 წლის თებერვალში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus)
მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიშში აღწერილ საუკეთესო ალტერნატივასთან.
ამდენად, ამ უკანასკნელში განხილული მიგნებები, დაშვებები და გაანგარიშებები გამოიყენება
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის გავლენის
შესაფასებლად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის უმთავრესი მოსალოდნელი გავლენა ის პოზიტიური შედეგებია, რასაც ქარსაფარი
ზოლის გაშენება/შენარჩუნება განაპიროებებს (ნიადაგის დაცვა, ნიადაგის ნაყოფიერების ზრდა, მისაღები
მოსავლის ქარისაგან დაცვა და სხვ.) და რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს დადებით
ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, ვის საკუთრებაშიც ან ვისი საკუთრების მომიჯნავედაც გაშენდება
ქარსაფარი ზოლი. გარდა ამისა, დადებით ფინანსურ გავლენას წარმოადგენს ის გარემოება, რომ
კანონპროექტი ითვალისწინებს ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური დანიშნულებით გამოყენებას
(ქარსაფარი ზოლში არსებული ამორტიზებული მერქნული რესურსებით, აგრეთვე, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებით, არამერქნული რესურსებით და ხის მეორეხარისხოვანი მასალით
სარგებლობა) და პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის მიღებას ამ ფორმით. გავლენის ოდენობა
განისაზღვრება ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
ტერიტორიაზე
არსებული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებას და ამის
თანმდევი პროცესების განხორციელებას, მათ შორის, საჭიროებისამებრ, ქარსაფარი ზოლის აღდგენას და
გაშენებას. ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის
პროცედურებს, რომელთა შედეგად, შესაძლოა გამოვლინდეს, რომ ქარსაფარი ზოლი იყო და
განადგურდა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ეს პირი უკვე
ახორციელებს გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას. შედეგად, მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე,
შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ ქარსაფარი ზოლი საჭიროებს აღდგენას. ამდენად,
კონკრეტული პირი ვეღარ შეძლებს იმ საქმიანობის გაგრძელებას, რასაც ახორცილებდა განსახილველ
მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ქარსაფარი ზოლის არსებობა
სარგებლიანია და ზრდის მიწის ნაყოფიერებას, შესაბამისად, მოსავლიანობას - კანონპროექტი
თავდაპირველად მაინც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს კერძო პირთათვის.
დამატებით, კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური მოკვლევის თაობაზე
განცხადების წარმდგენი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან დაინტერესებული პირი ვალდებულია
სააგენტოში წარადგინოს ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზანშეწონილობის შესაფასებლად აუცილებელი,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
კანონპროექტით
გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნა კი, მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ნიადაგურკლიმატური პირობების თაობაზე მონაცემების შეგროვებაა. ამდენად, პირს, რომელიც დაინტერესებული
იქნება სპეციალური მოკვლევის ჩატარებით, მოუწევს შესაბამისი მონაცემების მოგროვება, კვლევების
ჩატარება, რაც გამოიწვევს პირდაპირ ფინანსურ შედეგებს. შედეგების ოდენობა დამოკიდებულია იმ
მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ზომასა და ბუნებაზე, სადაც პირს სურს სპეციალური მოკვლევის
ჩატარება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მე-20 მუხლი ითვალისწინებს, რომ პასუხიმგებლობა
ქარსაფარი
ზოლის
დაზიანებისათვის
განისაზღვრება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტი
კი,
რომელიც
წინამდებარე
კანონპროექტისაგან გამომდინარეა, ადგენს ჯარიმებს ქარსაფარ ზოლში არსებული მწვანე ნარგავების
მოსპობის ან დაზიანებისათვის და ქარსაფარ ზოლში არსებული ხე-ბუჩქნარის გაჩეხვისათვის, ასევე, ამ
ქმედებათა განმეორებით ჩადენისათვის. ამდენად, კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, ვინც ჩაიდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
განსაზღვრულ ქმედებებს. შედეგების ოდენობა კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ქარსაფარი ზოლის
დაზიანების რამდენი შემთხვევა იქნება გამოვლენილი და დაჯარიმებული.
კანონპროექტის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მიერ ქარსაფარი ზოლის მოვლის და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას. ეს
კი მათი მხრიდან გარკვეული ხარჯების გაწევასთან იქნება დაკავშირებული. გავლენის ოდენობა
შესაბამისი ქარსაფარი ზოლის ფართობისა და გასატარებელი ღონისძიებების მასშტაბზე იქნება
დამოკიდებული.
ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელება ექვემდებარება ზიანის
ანაზღაურებას, რომლის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილების შესაბამისად. ეს გავლენას იქონიებს
შესაბამისი ზიანის ანაზღაურების მიმღებ პირებზე, გავლენის ოდენობა კი, დამოკიდებულია
სპეციალური დანიშნულებით ჭრების რაოდენობასა და მიყენებულ ზიანზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სამუშაო პროცესში აქტიურად ჩართული იყო როგორც საჯარო ასევე სამოქალაქო სექტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია4, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი,5 საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჯორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი
რესურსების შემსწავლელი ცენტრი.6
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ანგარიში „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
რეგულირების ზეგავლენის შეფასების შესახებ (2019) - მომზადებულ იქნა საქართველოს სოფლის
მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ და თან ერთვის კანონპროექტს.
4
https://www.gaas.dsl.ge/
https://www.rec-caucasus.org/en
6
https://gtu.ge/cspfnr/
5
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კომიტეტმა შეისწავლა ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და
ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა გარკვეული
მაგალითები.
ქარსაფარი ზოლების საკუთრებისა და მართვის საერთაშორისო გამოცდილება უნიფიცირებული არ არის
და იგი განსხვავდება რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით. ევროკავშირის კანონმდებლობა მოუწოდებს
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაიცვან არსებული ქარსაფარი ზოლები და საჭიროების შემთხვევაში
გააშენონ ახალი7. უმეტეს ქვეყანებში ქარსაფარი ზოლების საკუთრება და მართვა რეგულირდება სოფლის
მეურნეობის კანონმდებლობით, ხოლო ზოგიერთი ქვეყანაში - სატყეო კანონმდებლობით და
მელიორაციის კანონით. ქარსაფარი ზოლები იშვიათად რეგულირდება ცალკე კანონით, როგორც ეს დიდ
ბრიტანეთშია.
დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ქარსაფარი ზოლების მართვის შედარებით კარგად დამკვიდრებული
პოლიტიკა და კანონმდებლობა გააჩნიათ. მაგალითად, საფრანგეთში8 ქარსაფარი ზოლების საკუთრებისა
და
მართვის
მთავარ
დაინტერესებულ
მხარეებში
შედიან:
ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
ერთეულის ხელმძღვანელი - პრეფექტი; მიწის მეპატრონე; მიწის განაშენიანების კომისია და
მუნიციპალიტეტის ან მუნიციპალიტეტთაშორისო მიწის განაშენიანების კომისია. დაინტერესებული
მხარეები თანამშრომლობენ შემდეგნაირად: პრეფექტი იძლევა ტყის ნარგაობათა ზოლებში (ქარსაფარი
ზოლების) გაშენების უფლებას; აღნიშნული ზოლების კოორდინატებს ადგენს მუნიციპალური მიწის
განაშენიანების კომისია; ქარსაფარი ზოლების აღების უფლებას იძლევა მიწის განაშენიანების კომისია;
კანონით რეგულირებადი პროცედურების ფარგლებში მუნიციპალურმა ან მუნიციპალიტეტთაშორისო
დაგეგმარების კომისიამ შეიძლება მოსთხოვოს პრეფექტს, რომ გააუქმოს ქარსაფარი ზოლების გაშენების
შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, სადაც ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირდება სპეციალური კანონით - 1997 წლის რეგულაცია9 - ქარსაფარი ზოლები საზიარო (კერძო და
საჯარო/საზოგადოებრივ) საკუთრებაშია, ხოლო ადგილობრივი დაგეგმარების ორგანოს კონტროლის
ფუნქცია აკისრია.
ქარსაფარი ზოლები ნახსენებია უკრაინის კანონში მიწის განაშენიანების შესახებ 10. იმისათვის, რომ
ვებრძოლოთ ქარითა და წყლით გამოწვეულ ეროზიას და გავაუმჯობესოთ ნიადაგისა და კლიმატის
პირობები სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლობისათვის. კანონის მე-13 მუხლი ამბობს, რომ სახელმწიფოა
პასუხისმგებელი ქარსაფარი ზოლების გაშენებაზე. ძირითადად, კანონი განსაზღვრავს ქარსაფარი
ზოლების გაშენების საჭიროებას და ადგენს მათ გაშენებაზე პასუხისმგებელ პირს. თუმცა, ის არ გვაწვდის
დეტალებს ქარსაფარი ზოლების საკუთრებისა და გამოყენების შესახებ. ქარსაფარი ზოლების საკუთრება
7
რეგულაცია (ევროკავშირი) №1306/2013, მუხლი 93
https://www.legifrance.gouv.fr/affichCode.do;jsessionid=BFE69AB155B359CABF36E1FEB82D0637.tpdjo05v_3?idSectionTA=LE
GISCTA000006168117&cidTexte=LEGITEXT000006071367&dateTexte=20140320
9
https://www.legislation.gov.uk/uksi/1997/1160/contents/made
10
http://uazakon.ru/zakon/zakon-o-milioratsii-zemel.html
8
სადავო საკითხია უკრაინაში11. 2016 წლის მდგომარეობით, ქარსაფარი ზოლები განთავსებულია
სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე. ამ ქარსაფარი ზოლების დაცვა,
მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს, რაც იწვევს მათ უკანონო გაჩეხვას. ამჟამად
ქარსაფარი
ზოლები შედის უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო
სამსახურის იურისდიქციის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოს და
შედის უკრაინის რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და განსახლების სამინისტროს სისტემაში.
უკრაინის კანონმდებლობაში ქარსაფარი ზოლების მართვისა და სარგებლობის შემდეგი
ალტერნატივებია დაშვებული: 1. ქარსაფარი ზოლების მმართველობა შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო
სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია აგრო მელიორაციაზე შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსებით. 2.
ქარსაფარი ზოლები შეიძლება გადაეცეს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოს, თუმცა, ეს
უკანასკნელი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სახელმწიფო
სახსრებით ინვენტარიზაციის, მოვლა-პატრონობის, ხანძრებისა და უკანონო ჭრისაგან დაცვის, ასევე,
დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზაციის მიზნით. 3. ქარსაფარი ზოლების ერთი ნაწილი
შეიძლება გადავიდეს ფერმერებისა (მაგრამ არაუმეტეს 5 ჰექტარისა) და თემის საკუთრებაში.
მოლდოვას კანონმდებლობის12 მიხედვით ქარსაფარი ზოლები (დამცავი ტყის სარტყელი, რომელიც
მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე) არ მიეკუთვნება ტყის ფონდს. ტყის ეროვნული მიწის
ფარგლებს გარეთ მცენარეული საფარი მოიცავს დამცავ სარტყელებს, რომლებიც მდებარეობს სასოფლოსამეურნეო მიწაზე და მდინარისა და წყლის აუზების დაცვის ზონებში; დამცავ სარტყელებსა და ხეებსა
და ბუჩქებს სავალი გზების გასწვრივ; ქალაქებსა და დაბებში ხეების ჯგუფებსა და ცალკეულ ტყის
ფონდის ფარგლებს გარეთ. მოლდოვას გააჩნია ტყის დამცავი სარტყელების 29.8 ათასი ჰექტარი
(სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, გზების, მდინარეების ა.შ. დამცავი სარტყლები), რომლებსაც
არსებითი წვლილი შეაქვთ საერთო ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ტყის ფონდის მართვის ორგანოა სააგენტო „Moldsilva“, რომელიც ფლობს ტყის ფონდის 82.1
%-ს ანუ 336.6 ათას ჰექტარს. ტყის ფონდის გარეთ არსებული ტყის ნარგაობები (მათ შორის, ქარსაფარი
ზოლები) იმყოფება მუნიციპალიტეტის ორგანოების, ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის
სამინისტროს,
მოლდავეთის
წყალთა
მეურნეობის
სააგენტოს
მფლობელობასა
და
მართვაში.
დეგრადირებულ მიწებზე, რომლებიც არ ეკუთვნის ტყის ფონდს, ტყეების გაშენება სავალდებულოა და
ხორციელდება ზემოთხსენებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების სახსრებით სპეციალური
პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში, რომლებიც შეთანხმებულია ტყის მართვის სახელმწიფო
ორგანოსთან (სააგენტო „Moldsilva“- სთან) და გარემოს დაცვის სახელმწიფო ორგანოებთან.
რუმინეთში ტყის ფონდის მიწების ფარგლებს გარეთ არსებული ფართობია 16.9 მილიონი ჰექტარი,
რომელთაგანაც 38 პროცენტი დეგრადაციით ხასიათდება13. ამ ფართობის უმეტესი ნაწილის აღდგენის
ერთადერთი გზა ტყის გაშენებაა. წარსულში, როდესაც მიწის 99% სახელმწიფო საკუთრებას
წარმოადგენდა, მარტივი იყო დეგრადირებული მიწის სოფლის მეურნეობის სექტორიდან ტყის ფონდში
ჩარიცხვა ტყის გაშენების პროექტებისათვის. ამჟამად, მიწის ფართომასშტაბიანი რეფორმის შემდგომ,
მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის კერძო მესაკუთრეები მიიღებენ ფინანსურ ბონუსს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტყის
გაშენების ან ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების დარგვისათვის კომპენსაციის სახით 14. ტყეების
ხელახალი გაშენების ან დამცავი ზოლების დარგვის პროგრამის დანერგვა შეიძლება რთული იყოს
რუმინეთში მსხვილი სახელმწიფო და კოოპერატიული ფერმების დენაციონალიზაციის გამო, რომლებიც
11
https://zn.ua/ECOLOGY/zaschitnye-lesonasazhdeniya-ukrainy-nicheynaya-zemlya-_.html
http://lex.justice.md/viewdoc.php?action=view&view=doc&id=311740&lang=2
13
National Report on the Implementation of the UNCCD in Romania, Bucharest, 2000
14
http://www.fao.org/docrep/w3722E/w3722e23.html
12
დანაწილდა სოფლის მცხოვრებთა შორის. ძლიერ ფრაგმენტირებული მიწათმფლობელობის პირობებში,
რაციონალურად ფუნქციონირებადი დამცავი ნარგაობების ზოლების ქსელების შექმნა გართულებულია
მესაკუთრეთა თანხმობის მიღების აუცილებლობის გამო15.
საერთაშორისო გამოცდილების მოკლე მიმოხილვა უჩვენებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები,
საქართველოს მსგავსად, ერთიდაიმავე ხასიათის გამოწვევების წინაშე დგანან.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე
მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი
ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი,
ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე,
გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.
15
https://books.google.ge/books?id=VFnMBQAAQBAJ&pg=PA305&lpg=PA305&dq=windbreak+management+in+
romania&source=bl&ots=hHKcQ2Xi3B&sig=ulU8jSOhba4uOgJwKfu0CFe8ERk&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwiHrujg8ZzeAhVKDCwK
HStVD2YQ6AEwDXoECAkQAQ#v=onepage&q=windbreak%20management%20in%20romania&f=false