„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48),
1999 წელი, მუხ. 209) 303-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
641 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის
მე-2
ნაწილით
ან
1511
მუხლის
მე-2
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან ხე-ბუჩქნარის
უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა განპირობებულია „ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და მისგან გამომდინარე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან კოდექსის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს, რომ ქარსაფარი
ზოლის დაზიანებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით. ეს უკანასკნელი კი, აწესებს ჯარიმებს, ისეთ ქმედებებზე,
როგორებიცაა: ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა და ამ ქმედების განმეორებით ჩადენა; ქარსაფარ
(მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა.
იმისათვის, რომ უნზრუნველყოფილ იქნეს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შენარჩუნება და მყარი
გარანტიები შეიქმნას „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების შედეგად გაშენებული/აღდგენილი ქარსაფარი ზოლების დასაცავად, მნიშვნელოვანია,
გარდა ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, დადგინდეს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობაც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
კოდექსით
განისაზღვრება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა იმ პირთათვის, ვინც ადმინისტრაციულსახდელდადებულია ქარსაფარი ზოლის
დაზიანებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 303-ე მუხლის პირველ ნაწილში და სუბიექტთა
ჩამონათვალს ემატება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 642 მუხლის
მე-3 ნაწილით (ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა) გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი,
რომელიც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის შესაძლოა დაისაჯოს ჯარიმით ან/და გამასწორებელი
სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას, საგამოძიებო
ორგანოები, სასამართლოები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში მოახდენენ დამატებითი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განსაზღვრულია ცვლილების შეტანა და დამატებითი პასუხისმგებელი სუბიექტის
დამატება 303-ე მუხლში (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), რომელიც სასჯელის ერთ-ერთ სახედ
ითვალისწინებს ჯარიმას. ამდენად, შესაძლოა ამან იქონიოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პირს დაეკისრება
სასჯელის სახით ჯარიმის გადახდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების ბიუჯეტების
ხარჯვით ნაწილზე, რადგან გამოიკვეთება კოდექსით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის
პასუხისმგებელი დამატებითი სუბიექტი. ამდენად, საგამოძიებო ორგანოებს, საერთო სასამართლოებს
და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, სასჯელაღსრულების
დაწესებულებებსაც შესაძლოა დასჭირდეთ დამატებითი ადამიანური რესურსების გამოყოფა. გავლენის
ზომა/მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პირი გაჩეხავს ხე-ბუჩქნარს ქარსაფარ
(მინდორდაცვით) ზოლში და, შესაბამისად, რამდენი განსახილველი საქმე ექნება საგამოძიებო
ორგანოებს და სასამართლოებს, ხოლო პატიმრობის ხარჯების შემთხვევაში, რამდენ პირს მიესჯება
სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის ხარჯები დაფინანსება შესაბამისი ორგანოებისათვის
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, ვინც საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 642 მუხლის მე-3 ნაწილით (ქარსაფარ
(მინდორდაცვით)
ზოლში
ხე-ბუჩქნარის
გაჩეხვა)
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულია და უკანონდ გაჩეხავს ხებუჩქნარს. ამ პირის მიმართ სასჯელის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჯარიმა, რაც იწვევს
ფინანსურ შედეგებს. შედეგების ოდენობა დამოკიდებულია გამოყენებული ჯარიმის ოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სუბიექტის დამატებას ისეთი დანაშაულის ჩადენისას, რომელიც
სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე
მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი
ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი,
ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე,
გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.