„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიან, გოდერძი ჩანქსელიანი
ნომერი
#07-3/43/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421): 1. 641 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 642 მუხლი: „მუხლი 642. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანება 1. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 2. 2093 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1511, 1512, 1523−1529, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). და სამართალდამრღვევს ადგილზევე 4. ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“. 3. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. ამ კოდექსის 555, 556, 642 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355, 1461, 1501−1503, 1511 და 1522−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა განპირობებულია „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან კოდექსის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. კანონპროექტის თანახმად, ქარსაფარი ზოლის დაზიანებისათვის პასუხიმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს ქარსაფარი (მიდორდაცვითი) ზოლის (შემდეგში - ქარსაფარი ზოლი) აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და, შედეგად, ქარსაფარ ზოლს გადააქცევს განსაკუთრებული დაცვის ობიექტად. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათანადოდ აღსრულება და მის ფარგლებში მიღწეული პოზიტიური შედეგების (გაშენებული ქარსაფარი ზოლები) შენარჩუნება, აუცილებელია განისაზღვროს ქარსაფარი ზოლის დაზიანების შემთხვევაში გამოსაყენებელი მექანიზმები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, კოდექსით განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთ ქმედებებზე, როგორებიცაა: ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა და ამ ქმედების განმეორებით ჩადენა; ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა. გარდა ამისა, დაჯარიმების უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტს და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 642 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანებისას პასუხისმგებლობის საკითხებს. კერძოდ, ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 2093 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში და 239-ე მუხლის 27-ე ნაწილში, რათა ჯარიმის შეფარდების უფლებამოსილება და პირის ადგილზე დაჯარიმების უფლება მიენიჭოს მუნიციპალიტეტს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისათვის პასუხისმგებლობის ზომის (ჯარიმის) გამოყენების უფლებამოსილების მინიჭებას, რაც გამოიწვევს მუნიციპალიტეტის ხარჯების ზრდას ამ ნაწილში - როგორც ადამიანური რესურსის გამოსაყოფად, ისე სხვა საჭიროებებისათვის. ამასთან, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების/გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაში, აუცილებელი ხარჯები წამოიქმნება საქართველოს საერთო სასამართლოებისთვისაც. ამ ხარჯების გაღება მოხდება არსებული ასიგნებების ფარგლებში, როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება გავლენას იქონიებს მუნიციპალიტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სხვადასხვა სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე გადახდევინებული შემოსავლების 100% ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში). კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას სამართალდარღვევის ახალ სახეებზე: ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვევს სამართალდარღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2 000 ლარის ოდენობით. ასევე, ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი ჩაიდენს შესაბამის სამართალდარღვევას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებით ჩნდება პასუხისმგებლობის ახალი ზომა, რომლიც გამოყენების უფლებაც მუნიციპალიტეტს ენიჭება, ამდენად, კანონპროექტი გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის მხრივ. კერძოდ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას) და ასევე, ადგენს შესაბამისი სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული სანქციების გასაჩივრება სასამართლოში გამოიწვევს ხარჯებს საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის. ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულ ქმედებათა გამოვლენის სიხშირეზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ახალ ზომას ქარსაფარი ზოლის დაზიანებისათვის, ამდენად, ეს პირდაპირ ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს იმ პირთათვის, ვინც ჩაიდენს კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს. შედეგების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დარღვევასთან გვექნება საქმე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას სამართალდარღვევის ახალ სახეებზე: ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა - 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2 000 ლარის ოდენობით. ასევე, ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა - 1 000 ლარის ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.