„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიან, გოდერძი ჩანქსელიანი
ნომერი
#07-3/43/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 206-ე მუხლის პირველ ნაწილს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, რომელსაც მინიჭებული აქვს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსი;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზანია „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით მოწესრიგებული საკითხების განხორციელების ხელშეწყობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან გათავისუფლების გზით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების გაშენების წახალისება და გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ფართობის შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველ ნაწილს, „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ, ემატება „ი1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, რომელსაც მინიჭებული აქვს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდება მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, რომელსაც მიენიჭება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსი. ამდენად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ მიიღებს შემოსავლების იმ ოდენობას, რაც შესაძლოა შესაბამისი მიწის ნაკვეთის პროპორციული ქონების გადასახადის სახით მიეღო კანონის მოქმედი რედაქციის ფარგლებში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მიწის ნაკვეთ(ებ)ის რა ნაწილს დაიკავებს ქარსაფარი ზოლი ამა თუ იმ მესაკუთრის მიწაზე, რისი დადგენაც, შესაძლებელი გახდება მხოლოდ „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან, ეს პირები გათავისუფლებულ იქნებიან ქონების გადასახადისაგან მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის, რომელსაც მიენიჭება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსი. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მიწის ნაკვეთ(ებ)ის რა ნაწილს დაიკავებს ქარსაფარი ზოლი ამა თუ იმ მესაკუთრის მიწაზე, რისი დადგენაც, შესაძლებელი გახდება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ფართობის შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.