„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100):
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის განხორციელება, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო
განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭება,
მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის
სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების
მინიჭება, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით იურიდიული
პირების დაფუძნება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ
ფარგლებში;“.
2. 24-ე მუხლის პირველ პუნქტს „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ და
„გ.ზ“ ქვეპუნქტები:
„გ.ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის
გეგმის დამტკიცება;
გ.ზ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთში სპეციალური
დანიშნულებითი
ჭრების
განხორციელების
უფლების
მინიჭების
თაობაზე
გადაწყვეტილების
დამტკიცება;“.
3. 54-ე მუხლის პირველ პუნქტს „ე.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.დ1“
და „ე.დ2“ ქვეპუნქტები:
„ე.დ1)
შეიმუშავებს
და
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი)ზოლის მართვის გეგმას;
ე.დ2) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქარსაფარი (მინდორდაცვითი)
ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთში სპეციალური დანიშნულებითი ჭრების განხორციელების
უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას;
ე.დ3)
დებს
ქარსაფარი
(მინდორდაცვითი)
ზოლის
სტატუსის
მქონე
მიწის
არაფუნქციური გამოყენებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ნაკვეთის
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანა
განპირობებულია „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
კოდექსის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილებანი ქარსაფარი ზოლის მართვის, აღდგენა-გაშენების, მოვლის, დაცვის და სხვა მხრივ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, ქარსაფარი ზოლების
მართვის
მიზნით,
განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებებს.
საქართველოს
კონსტიტუციის
74–ე მუხლის შესაბამისად,
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება
ორგანული კანონით დადგენილი წესით. ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი
თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილებებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ დარგობრივ კანონში მუნიციპალიტეტს
განესაზღვროს ვალდებულებები, მას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილებანი ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის მე-16 მუხლის (საკუთარი უფლებამოსილებები) მე-2
პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს ემატება ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთში სპეციალური დანიშნულებით ჭრების
განხორციელების უფლების მინიჭება.
გარდა ამისა, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-17
მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო
მექანიზმები ჩნდება კოდექსის 24-ე (მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება) და 54-ე
(მერის უფლებამოსილება) მუხლებში. შესაბამისად, საკრებულოს უფლებამოსილებებს ემატება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის
დამტკიცება და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთში სპეციალური
დანიშნულებითი
ჭრების
განხორციელების უფლების
მინიჭების
თაობაზე
გადაწყვეტილების
დამტკიცება, მერი კი, უფლებამოსილი ხდება: შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად
წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის
მართვის გეგმა და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთში სპეციალური
დანიშნულებითი ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება; დადოს
ქარსაფარი
(მინდორდაცვითი)
ზოლის
სტატუსის
მქონე
მიწის
ნაკვეთის
არაფუნქციური
გამოყენებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება.
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-17 მუხლით
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, რომლებიც
უკავშირდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლს, მოხდება ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვინაიდან,
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულებისთვის საჭირო დამატებითი
ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, როგორც კანონის
ამოქმედების წელს, ასევე მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე იმდენად, რამდენადაც, მუნიციპალიტეტს მის საკუთრებაში არსებული ქონების
განკარგვის ნაწილში, გაუჩნდება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის
არაფუნქციური გამოყენებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის უფლება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან
მუნიციპალიტეტის ორგანოებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლთან
მიმართებით „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-17
მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები უჩნდებათ და მათი განხორციელების მექანიზმები
იქმნება. ეს ყოველივე დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან და მათი გაწევა უნდა
მოხდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ, ერთი
მხრივ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთების რა ნაწილზე იარსებებს ქარსაფარი ზოლი და, მეორე მხრივ, რამდენი ასეთი სტატუსის მქონე
მიწის ნაკვეთი გადაეცემა სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტს. დასახელებული მონაცემების მითითება
ამ
ეტაპზე
ვერ
მოხერხდება,
რადგან
ეს
ყოველივე
დამოკიდებულია
ქარსაფარი
ზოლის
ინვენტარიზაციასა და შემდგომ მისი აღდგენა/გაშენების გეგმებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე
მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი
ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი,
ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე,
გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი.