საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2021
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ნომერი
#07-2/48/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

მოხსენება
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება ივნისი, 2020 - მაისი, 2021 1 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სარჩევი სარჩევი .................................................................................................................................................. 2 შესავალი ............................................................................................................................................... 4 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები .. 6 1.1 საგარეო პოლიტიკა .................................................................................................................... 6 1.2 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ............................................................................. 26 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ..................................................................... 30 1.4 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა ........................................................................... 38 2. 1.4.1 საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი ................................................ 38 1.4.2 ადამიანის უფლებების დაცვა ................................................................................... 59 ეკონომიკური განვითარება ...................................................................................................... 72 2.1 კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება ................................ 72 2.2 დასაქმება................................................................................................................................... 81 2.3 სამეწარმეო გარემო................................................................................................................... 84 2.4 სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა.................................................... 90 2.5 საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოტენციალის რეალიზაცია .................... 92 2.6 ინფრასტრუქტურის განვითარება ......................................................................................... 94 2.7 ენერგეტიკა................................................................................................................................ 96 2.8 ტრანსპორტი და ლოგისტიკა ................................................................................................. 98 2.9 კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები..................................................... 100 2.10 რეგიონალური განვითარება ............................................................................................... 101 2.11 სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება.............................................................. 103 2.12 გარემოს დაცვა ...................................................................................................................... 110 2.13 ტურიზმი ............................................................................................................................... 114 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება .................................. 116 3.1. ჯანმრთელობის დაცვა ......................................................................................................... 116 3.2. სოციალური დაცვა................................................................................................................ 122 3.3 განათლება............................................................................................................................... 124 3.4 მეცნიერება .............................................................................................................................. 134 3.5 ახალგაზრდული პოლიტიკა ................................................................................................ 136 2 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 3.6 კულტურა ................................................................................................................................ 137 3.7 სპორტი .................................................................................................................................... 142 4. სახელმწიფო მმართველობა .................................................................................................... 144 4.1 საჯარო მმართველობის რეფორმა........................................................................................ 144 4.2 ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები ............................................ 147 4.3 ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ......................................... 149 3 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შესავალი სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვისა და რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარება, ისევე, როგორც მისი კულტურული და ისტორიული მისია, უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, აქტიურად მუშაობს თითოეული სექტორისა და დარგის მოდერნიზებასა და რეფორმაზე. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში. გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: სამთავრობო პროგრამით საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის - საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება. მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის. მიმდინარეობს რეფორმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. გრძელდება რეფორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით. 4 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის კვალდაკვალ, ყალიბდება და ძლიერდება ინსტიტუციური მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის. ეკონომიკური განვითარება - გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევამ პირდაპირი და მყისიერი გავლენა იქონია ტურიზმის შემცირების კუთხით, რაც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტიდან შეინიშნება ეკონომიკის დასტაბილურებისა და ზრდის პოზიტიური ნიშნები. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა მარტში 4%-ით, ხოლო აპრილში 44.8%-ით გაიზარდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8.1%-ს გაუტოლდა. სექტორულ ჭრილში ზრდა შეინიშნება დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებებით. ამასთან, აპრილში 93.4%-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ასევე გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებლები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში მკვეთრად არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის წილი. დამატებით, 2021 წლის თებერვლიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა ქვეყნის პოსტპანდემიური ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება - მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლების, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც, თავის მხრივ, ადამიანური კაპიტალისა და, შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველია. მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებებით უფრო ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბებისთვის. პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი. თუმცა მთავრობის აქტიური ნაბიჯების შედეგად ხდება ეპიდემიის ეფექტიანი მართვა და ჯანდაცვის სერვისების შეუფერხებელი მიწოდება. ამასთან, გრძელდება ჯანდაცვის სექტორში ინიციირებული სისტემური რეფორმები. შეზღუდვებით გამოწვეული სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მთავრობამ ჩამოაყალიბა სოციალური დაცვის ისეთი მექანიზმები, რომლებიც, ერთი მხრივ, ფარავს უნივერსალურ საჭიროებებს და ამავდროულად, ყურადღებას გაამახვილებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე. სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების სისტემა, მთავრობის ძალისხმევით, სწრაფად ადაპტირდა პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე, რამაც შესაძლებელი გახადა განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა თითოეულ დონეზე. პარალელურად, ასევე გრძელდება განათლებისა და მეცნიერების სისტემური რეფორმა. 2021 წლიდან, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და დასახული იქნა ამბიციური რეფორმების განხორციელება თითოეული მიმართულებით. 5 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ, საჯარო მმართველობის პირველი ტალღის დასრულების შემდეგ, დაიწყო რეფორმის მეორე ტალღაზე მუშაობა, რომლის მიზნებია ეფექტიანი, შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სექტორის ჩამოყალიბება. გრძელდება პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, მთავრობის ერთიანი მიდგომით, შედეგებზე ორიენტირებული მართვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. ქმედითი ნაბიჯები იდგმება საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარებისა და პანდემიურ პირობებთან მათი უნარების ადაპტირებისთვის. ასევე გრძელდება დეცენტრალიზაციისა და სახელმწიფო სერვისების მოდერნიზების პროცესები. მსოფლიო და რეგიონულ დონეზე საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების კუთხით. გრძელდება ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership - OGP) საქართველოს, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა გამჭვირვალობის მიმართულებით. 2020 წელს გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2019 კვლევის (Open Budget Survey – 2019) შედეგების მიხედვით, საქართველო კვლავ მოწინავე მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია იმ აქტივობებსა და ღონისძიებებზე, რაც საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად. 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები 1.1 საგარეო პოლიტიკა საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ძალისხმევა კონცენტრირებულია ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და მათი ჩართულობის კიდევ უფრო გააქტიურებისკენ. 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და ადგილზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, დაეკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტების გამოძიების პროცედურული ვალდებულება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური 6 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების, აგრეთვე, კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) მასობრივი დარღვევებისათვის. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობას აქვს 12 თვე, რათა წარადგინოს პოზიცია რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მსხვერპლთათვის სათანადო კომპენსაციის მინიჭების თაობაზე, რაც გულისხმობს დაზარალებულთა იდენტიფიცირებასა და მათ მიერ განცდილი მორალური თუ მატერიალური ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას სტრასბურგის სასამართლოსათვის მისაწოდებლად. საქართველოს მთავრობა აქტიურად იყენებს 2021 წლის იანვრის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას ყველა შესაძლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში (ჟენევის მოლაპარაკებები; ევროპის საბჭო; ეუთო) სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ხაზგასასმელია, რომ კიდევ უფრო აქტიურ ფაზაშია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამოძიება და კვლავ გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანი ძალისხმევა არის მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანი გამოყენებისკენ. აღნიშნული მიზნით, საქართველოს დელეგაცია აქტიურად და კონსტრუქციულად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ ფორმატს — ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშის მონაწილეობით — საქართველოსა და რუსეთს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. პანდემიისა და ასევე რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო საანგარიშო პერიოდში მოხერხდა მხოლოდ ორი რაუნდის ჩატარება. აღნიშნულის მიუხედავად, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა — ონლაინ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან. ასევე შედგა თანათავმჯომარეების არაერთი ვიზიტი საქართველოში, სადაც აქტიურად იდგა რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული მწვავე უსაფრთხოების პრობლემები, მჭიდრო მუშაობა მიმდინარეობდა თანათავმჯდომარეებსა და აშშ-სთან მათი გადაჭრის გზების გამონახვისთვის და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება, პროგრესის მიღწევისთვის. 7 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2020 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართა მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი, ხოლო 2021 წლის 25-26 მარტს 52-ე რაუნდი ჩატარდა. რაუნდებზე ქართული მხარე აქტიურად აყენებდა რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულ მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებს, როგორებიცაა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები რუსეთის მიერ, გახშირებული პროვოკაციები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაცია და რეგულარული სამხედრო წვრთნები, მათ შორის, 21 – 26 სექტემბერს „კავკასია 2020“-ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ჩატარება, ე. წ. „ბორდერიზაციის“ პროცესები, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება, ასევე, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე. წ. პროგრამის დამტკიცება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფისა და ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე, ასევე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხებზე. განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება და კონკრეტული გამოსავლის მოძიების საჭიროება. თანათავმჯდომარეები, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლები, ხაზს უსვამენ დევნილთა დაბრუნების თემაზე საგნობრივი განხილვის აუცილებლობას. აქცენტი კეთდება ასევე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებსა და ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ჩატარება 2021 წლის 29-30 ივნისსაა დაგეგმილი. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის 30 ივლისს, განახლდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) შეხვედრა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 4 შეხვედრა (96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე რაუნდები), რომლებზეც განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რაც დღესდღეობით მწვავედ დგას ადგილზე. ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) დროულად აღდგენის საკითხს ყველა შესაძლო მაღალ დონეზე. საქართველო ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემის აქტიურად დაყენების მიზნით. მუდმივ რეჟიმში ხდება პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. 8 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ასევე მიმდინარეობს ინფორმირება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე; ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებული უკანონო პროცესების თაობაზე — მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების, მათ შორის, 21 – 26 სექტემბერს „კავკასია 2020“ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარების, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების გატაცების/უკანონო დაკავებების, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, ასევე რუსეთის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად არის დასმული ორმხრივ ფორმატში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისა და სტრატეგიული დიალოგების ფარგლებში. ასევე ეფექტიანად არის გამოყენებული გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, საქართველოევროკავშირისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები. საქართველოს ხელისუფლების ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ასახულ იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დოკუმენტში. მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციებში, გაეროს გენერალური მდივნისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშებში, ევროპის საბჭოს მინისტრის მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებში, ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებებში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშებსა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში. პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ფართო საერთაშორისო კამპანია აწარმოა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით. შესაბამისად, სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია მათ არაერთ დოკუმენტში. ქართული მხარე ყველა შესაძლო დონეზე მუდმივად უსვამს ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომი გაძლიერებისა და მანდატის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას. ინტენსიური არის თანამშრომლობა მისიის წარმომადგენლებთან საოკუპაციო ხაზთან ვითარების ესკალაციის პრევენციის მიზნით. 9 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ოგ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მიმდინარეობს მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონების სახელმწიფოებთან, ხდება მათთვის რეგულარული ინფორმაციის მიწოდება, რათა ობიექტური სურათი ჰქონოდათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებზე. აქტიურად გრძელდება ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. პანდემიიდან გამომდინარე, ევროკავშირთან ინსტიტუციური და პოლიტიკური დიალოგის ფორმატებმა ვირტუალურ რეჟიმში გადაინაცვლა. თუმცა განხორციელდა არაერთი ფიზიკური ვიზიტიც, მათ შორის, აღსანიშნავია: 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქ. ბრიუსელში; 2021 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქ. ბრიუსელში; 2021 წლის თებერვალსა და აპრილში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორი ვიზიტი საქართველოში, რაც საქართველოსადმი ევროკავშირის განსაკუთრებული მხარდაჭერის უპრეცედენტო და ნათელი გამოხატულება არის; 2021 წლის 16 მარტს ასოციირების საბჭოს ფარგლებში განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქ. ბრიუსელში. 2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოციირების საბჭოს მე-6 სხდომა ქ. ბრიუსელში, რომელზეც ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განხილულ იქნა ასოციირების შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. ასოციირების საბჭოს შედეგები აისახა ერთობლივ პრესრელიზში. საბჭოს ფარგლებში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებთან. გრძელდება მუშაობა ევროკომისიასთან საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დაკავშირებულობის დიალოგის წამოწყების თაობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური კავშირების გაღრმავებაზე. აღნიშნული წინადადება ქართულმა მხარემ ასოციირების საბჭოს ფარგლებში ოფიციალურად წამოაყენა. პანდემიის მიუხედავად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ მიზნებზე. 2020 წლის ივნისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა შეხვედრა და საგარეო საქმეთა მინისტერიალი; ასევე ივლისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა ვირტუალური შეხვედრა ევროკომისარ ოლივერ ვარეისთან, რომელზეც შეჯამდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა შეხვედრისა და მინისტერიალის შედეგები. 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა პარტნიორობის მომავალი მიზნები. 2021 წლის 29 აპრილს გაიმართა ვიშეგრადის ოთხეულისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ მიზნებზე მსჯელობას, ასევე პარტნიორ ქვეყნებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას დაეთმო. მინისტერიალის შემდეგ გამოქვეყნდა ვიშეგრადის ოთხეულის განცხადება, რომელშიც საუბარია ასოციირებული პარტნიორებისთვის ევროპული 10 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პერსპექტივის მინიჭებაზე პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. 2021 წლის 1 თებერვალს გაიგზავნა „ასოციირებული ტრიოს“ სამი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ერთობლივი წერილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის, ევროკომისარ ო. ვარეისა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სახელზე, რომელიც ევროკავშირსა და ასოციირებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების წინადადებებს ეხებოდა. ასოციირებული ქვეყნების საელჩოების მიერ ევროკავშირის დედაქალაქებში განხორციელდა შესაბამისი დემარშები. 2021 წლის 17 მაისს ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს – „ასოციირებული ტრიოს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების შესახებ. ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მომზადდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და შემუშავდა 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვისა და 1 წლის ანგარიშები; მიმდინარეობს მუშაობა საქართველო-ევროკავშირის ასოციირების ახალი 2021 – 2027 წლების დღის წესრიგის შემუშავებაზე და მიმდინარეობს კონსულტაციები ევროკომისიასა და საქართველოს შორის დღის წესრიგის ტექსტის შეთანხმებისა და დამტკიცებისათვის. ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის კუთხით, ჩატარდა სამუშაოები COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ევროკავშირის დახმარების მობილიზებისა და აღნიშნული მიმართულებით გადამისამართებისათვის. წარმატებით გამართული კონსულტაციების შედეგად, მთლიანობაში, ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარების ფარგლებში, მოხერხდა 430 მილიონ ევრომდე დახმარების მობილიზება, საიდანაც 280 მლნ. ევრო შეადგენს გრანტს, ხოლო 150 მლნ. ევრო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტს. ასოციირების შეთანხმების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სამართლებრივი აქტების ინგლისურენოვანი ვერსიებისა და ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულენოვანი ვერსიების მაღალ პროფესიულ დონეზე შექმნის პროცესი. ამ პროცესის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, სსიპ –საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მთარგმნელობით ცენტრში ითარგმნა 7 729 გვერდი და დარედაქტირდა 7305 გვერდი, მთარგმნელობითი ცენტრის ერთიან სერვერულ ტერმინოლოგიურ ბაზას დაემატა 2 900-მდე დამუშავებული და თარგმანზე ორიენტირებული ტერმინი. საკანონმდებლო მაცნეს ქართულ-ინგლისურ და ინგლისურქართულ ტერმინოლოგიურ ონლაინ ლექსიკონს დაემატა 1400-ზე მეტი გადამოწმებული და ახალი ტერმინი. ამჟამად ონლაინ ლექსიკონზე განთავსებულია 27400-ზე მეტი ტერმინი. 11 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გრძელდება შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის კოორდინაცია. პროგრამაში მონაწილე 8 ქვეყნიდან, 2014 – 2020 წლების პროგრამის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა, როგორც პროექტებში მონაწილეობის რაოდენობის, ასევე თანხის ათვისების მხრივ. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა ახალი 2021 – 2027 წლების საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამაზე. ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები; ნატოს შტაბ ბინაში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის (2021 წლის 22 იანვარს) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (2020 წლის 29 სექტემბერსა და 2021 წლის 17 მარტს) ვიზიტები, რომელთა დროსაც შედგა ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან და მოკავშირეებთან, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. ამასთან, ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი (2020 წლის 14 ივლისს). საანგარიშო პერიოდში, 2021 წლის 22 – 24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობა მიიღო რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სამმხრივი მინისტერიალის დასრულების შემდგომ, რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარია „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების აუცილებლობაზე და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ. ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „NATO 2030 – United for a New Era“ დოკუმენტზე (რომლის საფუძველზეც შემუშავდება ალიანსის ახალი სტრატეგია) მომუშავე ალიანსის მრჩეველთა ჯგუფთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დოკუმენტში ასახულ იქნა ქართული მხარის ხედვები. დოკუმენტში არაერთხელ არის საუბარი საქართველოზე, როგორც ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორზე და საქართველო განსაკუთრებულად არის მოხსენიებული ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ კონტექსტში. ექსპერტთა ჯგუფი დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში მკაფიო რეკომენდაციას აძლევს ალიანსს, დარჩეს ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი და უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. 2020 წლის 2 დეკემბერს დამტკიცდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გახსნის და უფრო მორგებული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს. კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, გრძელდება საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტები, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ხელშესახები შედეგია. 2021 წლის 15 – 18 მარტს ფოთის პორტს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი 12 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 (SNMG2) ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ესპანეთის, რუმინეთის, თურქეთისა და ბულგარეთის გემები. საქართველო ეფექტიანად იყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატოსაქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). შემუშავდა 2020 წლის წლიური ეროვნული პროგრამა ANP-ის თვითშეფასების დოკუმენტი და 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP). თვითშეფასების დოკუმენტზე დაყრდნობით, ალიანსმა შეიმუშავა 2020 წლის შეფასების დოკუმენტები (NATO Assessment), რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, რამაც მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზეც, აქტიურად გრძელდება მუშაობა საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაღრმავების მიზნით, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, აშშ-ის ინტერესისა და ჩართულობის მორიგი დემონსტრირება არის 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში. გაჟღერდა მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. საანგარიშო პერიოდში პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაიმართა არაერთი სატელეფონო საუბარი აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლებთან. 2021 წლის დასაწყისიდან, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმირების პროცესის პარალელურად, აქტიურად წარიმართა მუშაობა ახალი ადმინისტრაციის წევრებთან მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მიზნით. 13 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერ – საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცისა და საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი ორპარტიული მხარდაჭერის დადასტურებაა აშშ-ის კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული უმნიშვნელოვანესი საკანონდებლო აქტები, მათ შორის, აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი. აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი წელსაც შეიცავს უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. ასევე, ხაზგასასმელია, რომ წელსაც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული, რაც 132 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს და ბოლო 5 წლის განმავლობაში 50-მილიონიან ზრდას წარმოადგენს. 13 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებაა აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიც, რომელიც მკაფიოდ ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას, ხაზს უსვამს აშშ-ისთვის ნატოს გადამწყვეტ როლს, ალიანსის ღია კარის პოლიტიკის გაძლიერებასა და ნატოს არაწევრ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. 2021 წლის 8 თებერვალს საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული კანონპროექტის „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ხელახალი ინიციირება მოახდინეს, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ორპარტიული კანონპროექტის ინიციირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის ახალი შემადგენლობის პირობებში ძალიან მოკლე დროში განხორციელდა. 2021 წლის 23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ „დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, რომელიც საფუძვლად დაედო 23 აპრილს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუციის ინიციირებას. საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის 2020 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაიხურა აშშ-სთან არსებული სავაჭრო რეჟიმის - პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) პროგრამის კრიტერიუმებთან საქართველოს შესაბამისობის განხილვა, რის შედეგადაც საქართველომ შეინარჩუნა პროგრამით გათვალისწინებული სარგებელი. სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით. 2020 წლის სექტემბერში სან ფრანცისკოში გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო, რომლის მანდატი, სხვა მიმართულებებთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოსა და აშშის შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. აშშ-სა და საქართველოს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2021 წლის 14 იანვარს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ბიზნესკონტაქტების გაძლიერებასა და საქართველოში მეტი 14 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას. მემორანდუმის ხელმოწერით საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას. საქართველოში COVID-19-ის დაძლევის, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და პანდემიის შედეგების აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, აშშ-ის მთავრობამ, მათ შორის, USAID-ისა და სხვა სამოქალაქო და სამხედრო სააგენტოების მეშვეობით საქართველოს აღმოუჩინა დახმარება, როგორც გადაუდებელი, ასევე, ჰუმანიტარული, ტექნიკური, ექსპერტული და პერსონალური დაცვის აღჭურვილობის სახით. მსოფლიო პანდემიის პირობებში წარმოქმნილი უპრეცენდენტო გამოწვევების ფონზე, გამოიკვეთა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, გაგრძელდა აქტიური მუშაობა, როგორც დიალოგის არსებული ფორმატების ფარგლებში, ასევე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანის მიმართულებით. გერმანიასთან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი არის ქართულ-გერმანული ფორუმის დაფუძნება, რომელსაც 2020 წლის 26 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში ჩაეყარა საფუძველი. რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბდა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედი, რომლის ფარგლებში კონსულტაციების მორიგი რაუნდი, გერმანიის მასპინძლობით, ვირტუალურ ფორმატში, 2020 წლის 8 ივლისს შედგა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარი ფორმატის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, რომლის შუალედური და პლენარული სხდომები 2020 წლის 3 ივნისსა და 9 სექტემბერს, პანდემიის გათვალისწინებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც ქმნის არსებული მრავალგანზომილებიანი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას. ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მორიგი მანიფესტაცია არის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მინისტრის, უენდი მორტონის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 2021 წლის 14 – 16 თებერვალს განხორციელდა. თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად იკვეთება უსაფრთხოების სფერო, განსაკუთრებით, კიბერუსაფრთხოების თემატიკა. ესპანეთის სამეფოსთან თანამშრომლობის განსაკუთრებით დინამიური ფაზა ხასიათდებოდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლითა და დედაქალაქებში გამართული, საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების ფარგლებში, ბიზნეს და ხალხთაშორისი კონტაქტების განმტკიცებით. აღსანიშნავია საგარეო საქმეთა მინისტრისა (2021 წლის 17-19 იანვარს) და პრემიერ-მინისტრის (2021 წლის 19-21 მაისს) ესპანეთში განხორციელებული ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები თანამშრომლობის ყველა ასპექტის ძირეულად განსახილველად. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს სტუმარ ქვეყნად მიწვევა მადრიდში ბაზირებულ ყველაზე 15 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 19-23 მაისს გაიმართა. გრძელდება ურთიერთობების გაღრმავების ტენდენცია ნორდიკულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, შვედეთის სამეფოსთან. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ორჯერ ეწვია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე, საქართველო მიწვეულ იქნა შვედური მხარის მიერ ინიციირებულ ახალ პლატფორმაში – „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად“ (Friends in Defence of Democracy). მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნორდიკულ რეგიონთან ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში დაინიშნენ საქართველოს საპატიო კონსულები. ბელგიის სამეფოსთან კავშირების განმტკიცების აქტიური დინამიკა გამოიხატა საანგარიშო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტებით, რომელთა ფარგლებში შეხვედრები შედგა მეფესა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. ურთიერთობათა აქტიური დინამიკა ნარჩუნდება ვიშეგრადისა და ბალტიის ქვეყნებთან. განხორციელდა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში. შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პოლონეთში. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ორჯერ ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი. გაფართოვდა თანამშრომლობა ჩეხეთის მიერ საქართველოში წარმოებული განვითარების პროექტების ფარგლებში და 2021 წლის 19-22 აპრილს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტისას, ხელი მოეწერა მემორანდუმებს, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სექტორების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბალტიის ქვეყნებთან მიმდინარე დიალოგისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო 2021 წლის 27-29 აპრილს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. ასევე ხაზგასასმელია მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ვიშეგრადისა და ბალტიის ქვეყნებისგან იღებს პანდემიასთან ბრძოლისა და მის შედეგებთან გამკლავების კუთხით. 2021 წლის აპრილში უნგრეთის მხარდაჭერით განხორციელდა ვაქცინის გარკვეული რაოდენობის ტრანსპორტირება საქართველოში, ხოლო მაისში ლიეტუვამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის 15.000 ერთეული ვაქცინის გადმოცემის თაობაზე. ტრადიციულად პრიორიტეტული არის შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. მიმდინარეობს მუშაობა რუმინეთთან არსებული პარტნიორობის სტრატეგიულ ფორმატში გადაყვანის თაობაზე. დასკვნით ეტაპზეა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პროექტი, რომელსაც უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი. ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით, აქცენტი კეთდება ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის შემდგომ გაღრმავებაზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ მაკედონიაში დაინიშნა საქართველოს პირველი ელჩი, რეზიდენციით ქალაქ სოფიაში. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოს 16 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომელიც 2021 წლის 10-11 მაისს განხორციელდა და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, პირველ უმაღლესი დონის ვიზიტს წარმოადგენდა. გააქტიურდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან. ხაზგასასმელია 2021 წლის 16-17 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, რომლის ფარგლებშიც შედგა შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველო აგრძელებს რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის გატარებასა და დიპლომატიურ საქმიანობას მიმართავს ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობისკენ. ამისათვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ომმა ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა რეგიონი. ყარაბაღში საომარი ოპერაციების ესკალაციის პერიოდში საქართველოს მთავრობამ გაატარა დაბალანსებული პოლიტიკა და ხელი შეუწყო ჰუმანიტარული ტვირთების ტრანზიტს. პარალელურად, საქართველო ინტენსიურად წარმართავს დიალოგს მეზობელ ქვეყნებთან (თურქეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა) ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, კულტურა და სხვა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადასალახად. განხორციელდა მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება მათ სამშობლოებში, აგრეთვე საქართველომ ხელი შეუწყო მეზობელ ქვეყნებს შორის შეუფერხებელ ტრანზიტსა და სატრანსპორტო მიმოსვლას. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი შეაყოვნა გლობალური პანდემიის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ და აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის 2020 წლის ომმა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს შესაბამისი კომისიების შეხვედრა და საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი გაგრძელდეს. როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული საკითხების მაღალ და უმაღლეს დონეზე მოსალაპარაკებლად განხორციელდა შემდეგი ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები: 2020 წლის 24 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს; 2021 წლის 5 მაისს გაიმართა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 2021 წლის 22-23 იანვარს გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში; 2021 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის 17 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 რესპუბლიკაში; 2021 წლის 22 თებერვალს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2021 წლის 3 მარტს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. 2020 წლის 27 ნოემბერსა და 2021 წლის 21 მაისს, ქართულ-რუსული არაფორმალური, პრაღის დიალოგის ფარგლებში, გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ონლაინ ვიდეოშეხვედრები რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრთან გრიგორი კარასინთან. მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. საანგარიშო პერიოდში, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, სამუშაოები ჩატარდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რიგ ქვეყნებთან ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების მიმართულებით, აფრიკის კონტინენტზე არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფისა და საფრთხეების გათვალისწინებით. გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები და პოლიტიკური კონსულტაციები. 2021 წლის 27-28 იანვარს განხორციელდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში; 2020 წლის 15-17 სექტემბერს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვივნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი და ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ირანის დელეგაციამ. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან. საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. აღნიშნული რეგიონი საქართველოს ყურადღების ქვეშ, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ექცევა. საქართველოს ინტერესებისა და საგარეო პრიორიტეტების გათვალისწინებით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარეობს ვითარებას მორგებული მუშაობა რეგიონის ქვეყნებთან არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების ხელშეწყობის, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. აქტიურდება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული კავშირები, რასაც ხელი შეუწყო ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართულმა შეხვედრებმა. 2021 წლის 4 თებერვალს, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 16 მაისს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული 18 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პრობლემების დასაძლევად კორეის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს 400.000 აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო. საქართველოსა და ჩინეთს შორის აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის პანდემიის მართვის გამოცდილების გაზიარების კუთხით, ასევე სამინისტროების დონეზე ჩინეთის მხრიდან ტექნიკური დახმარების მიღების თვალსაზრისითაც. გამართული მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად, საქართველომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან, როგორც პირდაპირი შესყიდვის, ისე - დონაციის სახით მიიღო კოვიდ-19-ისათვის საჭირო ტექნიკური და სამედიცინო აღჭურვილობები. ამას გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აწარმოა მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან, ჩინური წარმოების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით. შედეგად, 2021 წლის აპრილში საქართველომ მიიღო ორივე მწარმოებლის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 100 000 – 100 000 დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელთაგან სინოფარმი საქართველოს ხელისუფლებამ შეიძინა, ხოლო სინოვაკი ქართულ მხარეს გადმოეცა საჩუქრად. საქართველო ისწრაფვის იაპონიასთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებისკენ - ამ მხრივ, მნიშვნელოვანია 2020 წელს საქართველოში იაპონური ენერგეტიკული კომპანიის – „TEPCO Renewable Power-ის“ მიერ ინვესტიციების განხორციელება. ასევე იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობისთვის გამოყო 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარება. ქვეყნებს შორის გაფორმდა ორი მნიშვნელოვანი შეთანხმება: „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ და „საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელის შეწყობისა და დაცვის შესახებ“. საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინდოეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. მათ შორის, მნიშვნელოვანია ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმება (მხარეებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები). ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2020 წლის ოქტომბერში, პირველად ინდურ (ჰინდი) ენაზე ითარგმნა და გამოიცა შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომლის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს, დოქტ. ბჰუპინდერ აზიზ პარიჰარს. მიღწეულ იქნა ინდოეთის მთავრობის თანხმობა, გოას შტატში აღმოჩენილი ქართველი დედოფლის, წმ. ქეთევან წამებულის წმ. ნაწილებიდან ერთი ნაწილის საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. პრიორიტეტულია პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიასთან, განსაკუთრებით, ოკეანეთის რეგიონში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის თვალსაზრისით. საგულისხმოა, 19 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 რომ საქართველოსა და ახალი ზელანდიის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, 2021 წლის 10 თებერვალს, ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა ადგილობრივი ბიზნესმენი, რეზიდენციით ქ. ოკლენდში. გლობალური პანდემიის ფონზე, მაქსიმალურად არის შენარჩუნებული კანადასთან თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და გრძელდება ძალისხმევა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კანადასთან პირველი ერთობლივი კანადურ-ქართული სამხედრო წვრთნების Maple Arch ჩატარების მიზნით. ასევე, გრძელდება კანადურ მხარესთან მუშაობა ინვესტიციების ხელშეწყობის შეთანხმებაზე (FIPA) მოლაპარაკებების კუთხით. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები პერუს რესპუბლიკასა და გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკასთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და გრენადას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ. საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურ ჩართულობას. საქართველოს დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებისა და ქვეყნის სათანადოდ პოზიციონირების უზრუნველსაყოფად. მიმდინარეობს მუშაობა გაეროს დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული მდგომარეობისა და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების, ასევე საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით. მათ შორის, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციების („აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და „თანამშრომლობა საქართველოსთან“) მხარდაჭერის მობილიზების მიზნით; ამას გარდა, საქართველოს დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის თემაზე, გაეროში გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში: 2020 წლის 13 ივლისს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით გამართულ ვირტუალური მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) ფარგლებში, საქართველომ წარადგინა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების კუთხით, ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში. „მდგრადი განვითარების 2030“ დღის წესრიგის განხორციელებისა და მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის 20 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ხელშეწყობის კუთხით, საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ორგანიზებით/თანაორგანიზებით, საანგარიშო პერიოდში გაიმართა პარალელური ღონისძიებები; გრძელდება საქართველოს ლიდერობა გაეროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში: ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, საქართველომ, კანადასთან, ურუგვაისთან, ფიჯისთან და შვედეთთან ერთად, ლიდერობა აიღო ჰუმანიტარულ კონტექსტში ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის თემაზე და მოხდინა ახალი თემატური რეზოლუციის – „ჰუმანიტარულ სიტუაციებში ქალთა და გოგონების მიერ ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობის ხელშეწყობა, დაცვა და პატივისცემა“ ინიციირება, რომელიც მიღებულ იქნა, კენჭისყრის გარეშე, ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს. საქართველო აგრძელებდა ჟენევაში მოქმედი, წამების მსხვერპლთა დახმარებისათვის გაერო-ს ნებაყოფლობითი ფონდის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეობას. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN-Women აღმასრულებელი საბჭოს ბიუროს ვიცეპრეზიდენტის თანამდებობებზე ახორციელებს საქმიანობას. საქართველო კვლავ აგრძელებდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეობას, ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის (CEBS) რეგიონულ კოორდინატორობას, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის წევრობასა და უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრირების საბჭოს წევრობას. გრძელდება მუშაობა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული მდგომარეობისა და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით. 2020 წლის სექტემბერსა და 2021 წლის აპრილში საქართველოში კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე და 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშები, რომელთა განხილვისას სიტყვით წარსდგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს საქართველოს პარტნიორმა 30-მა ქვეყანამ, ევროკავშირმა და სუამ-მა. 2021 წლის მაისში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, ვინაიდან ამ დოკუმენტში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პირველად დაფიქსირდა (არასაპარლამენტო დონეზე) რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. გარდა ამისა, 12 მაისს მიღებული გადაწყვეტილება 21 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 რუსეთს მოიხსენიებს, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას. 2020 წლის 4 ნოემბერსა და 2021 წლის 21 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა – საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მინისტერიალში, რომელზეც მინისტრმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარებისა და მიმდინარე უხეში დარღვევების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, აქტიურად და რეგულარულად გამოიყენება ეუთოს შესაბამისი ფორმატები. მაღალი რანგის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა ოფიციალური ვიზიტები, შეხვედრები, ღონისძიებები, სხდომები, რომელთა ფარგლებშიც კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. საქართველოსა და ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენელთა შორის შედგა არაერთი შეხვედრა. მათ შორის, 2021 წლის 16 თებერვალს გაიმართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ან ლინდეს ვიზიტი საქართველოში. 15 აპრილს გამართულ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2020 წლის 3-4 დეკემბერს ტირანაში ონლაინფორმატში გაიმართა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომა, რომელზეც სიტყვით წარსდგა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ 2016 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება. საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ეუთოსთან ადამიანური განზომილების სფეროში ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მედიის თავისუფლება, ეთნიკური უმცირესობები, გენდერი და ქალთა უფლებები. საქართველო ჩართული არის შეიარაღებაზე კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით არსებულ მრავალმხრივ თუ ორმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ინიციატივებში. ქვეყანამ წარადგინა გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით აღებული ვალდებულებებით გათვალიწინებული შესაბამისი ეროვნული ანგარიშები. 22 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში 2021 წლის სადამკვირვებლო ფრენების კვოტების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე. პარტნიორ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2021 წლის სადამკვირვებლო ფრენებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების პროექტზე შეთანხმება მოხერხდა. გრძელდება აქტიური მუშაობა ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA), ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს გადმოსცა სადიაგნოსტიკო აღჭურვილობები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ვირუსის, მათ შორის, კორონავირუსის სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. IAEA-ის ტექნიკური დახმარების პროექტი ხორციელდება აშშ-ისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. 2020 წლის 21-25 სექტემბერს გაიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოველწლიური გენერალური კონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში საქართველომ ეროვნული განცხადება გააკეთა. კონფერენციაზე განხილულ იქნა რიგი რეზოლუციები და გაიმართა შესაბამისი რეგიონული ჯგუფების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე კენჭისყრა. საქართველო გახდა გენერალური კონფერენციის ფარგლებში მიღებული ხუთი რეზოლუციის თანასპონსორი. 2020 წლის 26 ნოემბერს ქართულ მხარესა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ახალ ჩარჩოდოკუმენტს, რომელიც მოიცავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის 2020-2025 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომლებიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. მთავრობა ასევე მუშაობს ვასენაარის შეთანხმებასთან (ვასენაარის შეთანხმება ჩვეულებრივი შეიარაღებისა და ორმაგი დანიშნულების მასალებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით) მიერთების პროცედურების მიმართულებით. იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატურებმა წარმატება მოიპოვეს საერთაშორისო ორგანიზაციების სამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში. კერძოდ, 2020 წლის ნოემბერში ქალბატონი სოფიო კილაძე არჩეულ იქნა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) წევრად, 2021-2025 წლების ვადით; ამავე წლის დეკემბერში პროფესორი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე გახდა, 2021-2030 წლების ვადით; 2021 წლის იანვარში კი საქართველოს კანდიდატი, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით (2021-2025) იქნა არჩეული გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 23 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გრძელდება აქტიური საარჩევნო კამპანიები საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის მიმართულებით: 2021 წლის 6 აპრილს, საქართველოს მთავრობამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) სამდივნოში ოფიციალურად წარადგინა საქართველოს კანდიდატურა UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა არჩევნებში (35 წევრი), 2021-2025 წლების ვადით, რომელიც გაიმართება 2021 წლის 2-4 ივნისს, ორგანიზაციის 66-ე რეგიონული კომისიის სხდომის ფარგლებში, ათენში, საბერძნეთი; საქართველოს კანდიდატურა წარდგენილია მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციული საბჭოსა (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) წევრობაზე (40-40 წევრი), ხელახალი ვადით (2021-2024 წწ.), რომლის არჩევნებიც დაგეგმილია 2021 წლის აგვისტოში კოტ-დივუარში, მსოფლიო საფოსტო კავშირის 27-ე კონგრესის ფარგლებში; 2017 წელს საქართველოს მთავრობამ, 2023-2025 წლების ვადით, წარადგინა საქართველოს კანდიდატურა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) წევრთა არჩევნებში, რომელიც გაიმართება 2022 წლის ოქტომბერში, ნიუიორკში, გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში. 2021 წლის 1 იანვრიდან სუამ-ის ონლაინ მინისტერიალის ფარგლებში, საქართველომ გადმოიბარა სუამ-ის თავმჯდომარეობა. საქართველოს თავმჯდომარეობისას აქცენტი კეთდება ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, როგორც პოლიტიკურ და დარგობრივ, ასევე საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებით. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დიასპორული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. წარმატებით გრძელდება არსებული საგრანტო პროგრამების განხორციელება. კერძოდ, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ („საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“). აღნიშნული პროგრამების მიზანია დიასპორასთან მდგრადი ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვა, საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს პოპულარიზაცია. მიმდინარე წელს დაიწყო დიასპორის საჭიროებებზე მორგებული ახალი საგრანტო პროგრამა - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის მიზანია უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლების გაძლიერება და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა. წარმატებით მიმდინარეობს საბერძნეთის საჯარო სკოლებში (ქ. ათენის 50-ე და 150-ე სკოლები) სპეციალურად მათთვის შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა, რომლის ანალოგიით, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, დაიგეგმოს მსგავსი პროგრამის დანერგვა საბერძნეთისა და ევროპის სხვა ქალაქებშიც; ასევე, დასრულების პროცესშია თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესასწავლად განკუთვნილი მეშვიდე-მერვე კლასების სახელმძღვანელოების მომზადება. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ორი ეკონომიკური კონფერენცია: 2020 წლის 24-25 ნოემბერს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, ონლაინ ფორმატში ჩატარდა 24 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პირველი რეგიონული კონფერენცია კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესახებ; 2021 წლის 27 თებერვალს გაიმართა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვარგარეთ ახალი საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაფუძნებას. კერძოდ, მიუხედავად მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა, საზღვარგარეთ დაფუძნდა 11 ახალი საკვირაო სკოლა. მათგან 4 სკოლის ამოქმედება მოხდა მთავრობის მიერ განხორციელებული „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ დახმარებით. გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქციარეაბილიტაციის პირველი ფაზა – მცირე, ე. წ. „ორანჟერიის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებდა ლევილის მამულში მცხოვრები მუდმივი მობინადრეების ბინების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სათანადო ნებართვების მიღების ჩათვლით, ასევე, შენობანაგებობების საკომუნიკაციო სისტემების მოწესრიგებას. ამჟამად მიმდინარეობს გენერალური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულება დაგეგმილია 2024 წლისთვის. პროექტის ეს ნაწილი ითვალისწინებს ლევილის შატოსა და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობას, ასევე, მამულში გეგმით გათვალისწინებული ნაგებობების მშენებლობას. მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ქართული კუთხე. პრიორიტეტად რჩება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა. ზრუნვა, მათი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ, პანდემიის პერიოდში საკონსულო დაცვის კუთხით, 2020 წლის 1 თებერვლიდან 28 ივლისის ჩათვლით ორგანიზება გაეწია საქართველოს 25 198 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას. ასევე, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი საქართველოს 786 მოქალაქე უზრუნველყოფილ იქნა თავშესაფრით; საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი საქართველოს 1 189 მოქალაქე უზრუნველყოფილ იქნა თავშესაფრითა და საკვებით; საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 5 312 მოქალაქე; სამედიცინო დახმარების მიღებაში შუამდგომლობა გაეწია და მედიკამენტებით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 1 742 მოქალაქე; საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვისა და ბინის ქირის გადახდის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწია საქართველოს 85 მოქალაქეს; ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 4 725 მოქალაქე; სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს 336 მოქალაქე; სამართლებრივი და ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 9 119 მოქალაქეს; სამსახურის მოძიებაში დახმარება გაეწია საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 15 მოქალაქეს. მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებების გაფორმების გზით. 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებს: გრენადასთან 25 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 (DP&OFF/SER, ORD), ომანთან (DP, OFF/SER); ინიციირებულ იქნა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები: აზერბაიჯანთან (ყველა ტიპის პასპორტი), ჩრდილოეთ მაკედონიასთან (ყველა ტიპის პასპორტი), ერაყთან (DP), სენტ-ლუჩიასთან (DP&OFF/SER, ORD), კამბოჯასთან (DP&OFF/SER), ლაოსთან (DP&OFF/SER); ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის შემდეგი შეთანხმებები: ეკვადორთან (DP&OFF/SER), იაპონიასთან (DP). გრძელდება მუშაობა ნაოსნობაში მყოფ საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სულ 380 მეზღვაურის საკონსულო დაცვის კუთხით მუშაობა, დასრულდა 300 მეზღვაურის საქმე. საანგარიშო პერიოდში დაინიშნა 12 ახალი საპატიო კონსული; გაიცა პატენტი და ეგზეკვატურის მიღებისთანავე ამოქმედდება 3 ახალი საპატიო კონსული. 1.2 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობა საანგარიშო პერიოდში აგრძელებდა აქტიურ და შედეგზეორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ასევე ჩართულობის სხვადასხვა მიმართულებების ეფექტიანი განხორციელების გზით. გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური საქმიანობის წახალისების, გაყოფილ საზოგადოებებს შორის ერთობლივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის, თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა და სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში დაარსებულმა ფინანსურმა მექანიზმმა „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“. ფონდის პირველი საგრანტო კონკურსი 2020 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადდა და მის ფარგლებში საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონიდან 27 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, საიდანაც დაფინანსდა 14 პროექტი. პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსება მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით (350,000 ლარის ფარგლებში). აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან გრანტების გასაცემად მშვიდობის ფონდი გამოიყენებს საერთაშორისო დონორების კონტრიბუციას. ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, საერთაშორისო პარტნიორთა ნაწილმა, მათ შორის, გერმანიამ და შვეიცარიამ უკვე გამოხატეს ფონდის მხარდაჭერის მზადყოფნა, ხოლო სხვა პარტნიორებთან აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე შეუფერხებელი და გამარტივებული წვდომის ხელშეწყობა. ამ მიზნით ფუნქციონირებს რამდენიმე პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც კონფლიქტით დაზარალებულ აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის შესაძლებლობა აქვთ. პირველ რიგში, ეს არის სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული უპრეცედენტო სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლას და შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ტესტირების საფუძველზე ჩარიცხვას, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე. 2020 26 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 წელს პროგრამაზე 180 აბიტურიენტი დარეგისტრირდა (2019 წელს - 142) და ყველა მათგანი, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, უგამოცდოდ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. პარალელურად, გრძელდება საშეღავათო 1+4 პროგრამის მოქმედება, რომელიც განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, აფხაზებისა და ოსებისთვის. გასულ წელს საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან აბიტურიენტებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვლა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, ყველა აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს; 2020 წელს, ყველა პროგრამის გათვალისწინებით, 398 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულ რიცხვს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ძალისხმევითა და არაფორმალური არხების გამოყენებით, მოხერხდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 1000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი თანმხლები პირების, ორგანიზებულად გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. ამ კუთხით, გრძელდება არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის გამოყენება, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობის ჩათვლით, არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად. საკმაოდ ნაყოფიერი კომუნიკაცია მიმდინარეობდა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 58 ახალ პროექტზე, რომელთა 60% მოიცავდა ნდობის აღდგენის აქტივობებს გაყოფილ საზოგადოებებს შორის. მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობის კუთხით, აქტიურად გრძელდება საქმიანობა 1990იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფელის გარკვევასთან დაკავშირებით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში ოჯახებს გადაეცათ უგზო-უკვლოდ დაკარგული 27 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი, მათ შორის, ერთი ადამიანის ნეშტი ოჯახს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეცა. დაკრძალვის ცერემონიები 2020 წლის აგვისტოსა და 2021 წლის აპრილში გაიმართა. საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა 50-მდე ახალი მომართვა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის 27 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მოძიებასთან დაკავშირებით. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტების იდენტიფიცირების დაჩქარების გეგმის შესაბამისად, განხორციელდა 150-მდე გენეტიკური საექსპერტო მომსახურების გაწევა, კერძოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებისა და ბიოლოგიური ნათესავების ბიოლოგიური ნიმუშების გენეტიკური გამოკვლევა-პროფილირება. კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მთავრობის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს. ამ მხრივ, კოვიდ19 პანდემიით გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას. კორონავირუსის გავრცელებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებები განახორციელა ოთხი ძირითადი მიმართულებით: 1. ცნობიერების ამაღლება აფხაზურ და ოსურ ენებზე საინფორმაციო მასალის გავრცელების გზით; 2. გამოცდილების გაზიარება ადგილზე ჯანმოს მისიების განხორციელების ხელშეწყობით, ასევე ქართველი სპეციალისტების მიერ ადგილობრივი ექიმებისთვის რეგულარული ონლაინკონსულტაციის გაწევით; 3. კოვიდის საწინააღმდეგო სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების ასევე სხვადასხვა ტიპის ვაქცინების, დიაბეტის, ტუბერკულოზისა და შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების მიწოდება (ჯამში 4 მილიონ ლარამდე ღირებულების), რაც დღესაც მიმდინარეობს; 4. ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსპორტირება და მკურნალობა; პანდემიის პერიოდში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 419 პაციენტი იქნა გადმოყვანილი, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში COVID 19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის აპრილიდან, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია, ჩაერთოს კოვიდ საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში და ჩაიტაროს ვაქცინაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამარტივებული წესით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გრძელდება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. საანგარიშო პერიოდში ამ მომსახურებით 864-მა ადამიანმა ისარგებლა. გრძელდება აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დახმარება ცხოველთა და მცენარეთა დაცვის კუთხით. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გასაგრძელებლად, 2020 წლის ივნისში აფხაზეთის რეგიონს გადაეცა 600,000 ლარზე მეტი ღირებულების, ხოლო 2021 წლის მაისის ბოლოს - 400,000 ლარამდე ღირებულების პესტიციდები. 2021 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი 28 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სამოქმედო გეგმის გადახედვის პროცესის ინიციირება დაიწყო. პროცესი წარიმართება „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის“ ფარგლებში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით - სამოქალაქო საზოგადოებასთან, კონფლიქტით დაზარალებულ პირებთან, საქართველოს პარლამენტთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სტრატეგიული გადახედვის მიზანია, ჩართულობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თანხვედრაში მოვიდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რეალობასა და საჭიროებებთან, სათანადოდ ასახოს უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისას შექმნილი ახალი შესაძლებლობები, წარმოქმნილი სირთულეები და გამოწვევები, ასევე დასახოს სამომავლო ხედვა და მიზნები. საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. 2021 წლის 7 აპრილს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეიქმნა „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო“, რომელიც დაკომპლექტებულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, შერიგების პროცესში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებით. საკონსულტაციო საბჭო აქტიურად იქნება ჩართული სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის პროცესშიც. სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობასა და მათ გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში გაიმართა შეხვედრები და ონლაინტრენინგები ქალების ეკონომიკური და უფლებრივი გაძლიერების მიმართულებით, ასევე შედგა 15 შეხვედრა ქალთა ორგანიზაციებსა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გრძელდება მოსახლეობის მხარდამჭერი ცალკეული ღონისძიებები, კერძოდ: 2020-2021 წლის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისათვის თითოეული ოჯახისათვის გამოიყო 200 ლარი; ჯამში დაფინანსებამ შეადგინა 2 795 000 ლარი; ამასთან, გაგრძელდა სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა და 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 1 943 სტუდენტს დაუფინანსდა უმაღლესი განათლების საფასური; ასევე, გრძელდება ინფრასტრუქტურული, სასოფლოსამეურნეო, საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კულტურული ინტეგრაციის მიზნით, ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებში განხორციელდა 40-მდე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება/აქტივობა, მათ შორის: შეხვედრები მწერლებთან, მეცნიერებთან, ხელოვანებთან, სხვადასხვა სახის გამოფენები, პრეზენტაციები, კინო და სპექტაკლების ჩვენებები, კონცერტები, როგორც ადგილობრივი, ისე - საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან ჩასული მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. 29 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 კოვიდ-19 პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე კონფლიქტით დაზარალებულ 116-ვე სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გაეწია სოციალური დახმარება. კერძოდ, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების კალათები გადაეცა 857 ოჯახს, მათ შორის, შშმ პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში - 2 496 ოჯახს მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ და შშმ ბავშვებს. 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ქვეყანა აქტიურად აგრძელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვას. პროცესის აუცილებელი კომპონენტია ეროვნული და უწყებრივი დოკუმენტების განახლება და მათი თანხვედრაში მოყვანა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრომ ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა და განაახლა თავდაცვის სფეროს მიკუთვნებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. განახლდა „საქართველოს ეროვნული თავდაცვის 2021-2030 წლების სტრატეგიის“ პროექტი, რომელიც განიხილება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის პრინციპების დაცვისა და სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სრულყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულება“, რომელიც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის დაგეგმვის პროცესს. თავდაცვის სამინისტრომ, თანმიმდევრული პოლიტიკის გასატარებლად, პირველად განახორციელა გრძელვადიანი დაგეგმვა და შეიმუშავა „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“, რომელიც ასახავს სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების გრძელვადიან მიდგომას სახელმწიფო თავდაცვის მიზნების მისაღწევად და თანხვედრაშია ეროვნული დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებთან. სამინისტრომ განახორციელა თავდაცვის სამინისტროს სისტემის ყოვლისმომცველი მიმოხილვა. ჩატარებული საბრძოლო მოდელირების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა დოკუმენტი „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განვითარების სახელმძღვანელოს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში და შესაბამისობაშია სამინისტროს გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტებთან. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ინსტიტუციური ნაწილის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა „თავდაცვის რესურსების პოლიტიკის სახელმძღვანელო“, რომლის მიზანია რესურსების მართვის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებების, პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების და მათი ფუნქციამოვალეობების განსაზღვრა. 30 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და ურთიერთობების განვითარებას, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა დონისა და შინაარსის აქტივობებს. განხორციელდა მინისტრის დონის რამდენიმე ვიზიტი. შედგა უკრაინისა და უნგრეთის თავდაცვის მინისტრების ვიზიტები საქართველოში, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტუმრობდა ლიეტუვასა და ლატვიას. გრძელდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. 2020 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ფინანსური დახმარება კოვიდ-19-თან ბრძოლისათვის დიდი ბრიტანეთისგან (100,000 ლარი) და ლიეტუვასგან (25 000 ევრო). გარდა ამისა, ფრანგული მხარისგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადმოეცა 249,835 ევროს ღირებულების სამთო აღჭურვილობა. ასევე, თურქეთის მხარესთან საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 5 წლის განმავლობაში 100 მლნ ლირის ღირებულების თურქული საქონლისა და მომსახურების შეძენას ითვალისწინებს, 2021 წელს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 44 ერთეული ლოჯისტიკური და საინჟინრო მანქანის სია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მზარდი ფინანსური მხარდაჭერა. 2021 წლის ივნისიდან აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული 2019-2022 წლების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება. გასული წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეულ პარტნიორს“ (Noble Partner), აშშ-საქართველოს „გაერთიანებული ერთობლივ წვრთნებს“ (Joint Combined Exercise Training) და „ტროას ნაკვალევს“ (Trojan Footprint), ხოლო უცხოეთში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ დაგეგმილ სამ სწავლებაში (Combined Resolve XV, Saber Junction 21, Trojan Footprint). ამასთან, 2021 წლის აპრილს დასრულდა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლება „მებრძოლი სულის“ (Agile Spirit) დაგეგმვითი კონფერენციები. აღნიშნულ სწავლებას საქართველო 2021 წლის ივლის-აგვისტოში უმასპინძლებს. ამერიკულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დაგეგმილი წვრთნები და ინსტიტუციური რეფორმები. საანგარიშო პერიოდში GDRP პროგრამით მომზადება გაიარა 22-ე ბატალიონმა (2020 წლის ივნისი-2021 წლის აპრილი); მე-11 ქვეითმა ბატალიონმა (2020 წლის ოქტომბერი-დეკემბერი), მე-12 ქვეითმა ბატალიონმა (2021 წლის მაისი-მიმდინარე). მე-9 ბატალიონის როტაცია დაიწყო მიმდინარე წლის მაისს და დასრულდება აგვისტოში, რითაც GDRP-ის წვრთნების კომპონენტი დაიხურება. ინსტიტუციური ნაწილის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის დეკემბერში. GDRP-ის პარალელურად, აშშ-ის მხარდაჭერით, გრძელდება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის განვითარება. ცენტრის სრულყოფის მიზნით, აშშ-ის 31 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად ჯამში 48 295 221 აშშ დოლარი მოხმარდება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მოდერნიზაციას. საქართველო აგრძელებს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ფორმატისა (NGC) და პრაქტიკული მექანიზმის (ANP, SNGP, PARP, Military Committee with Georgia Work Plan და სხვა) წარმატებით განხორციელებას, რაც ეხმარება თავდაცვის რეფორმების ეფექტურად გატარებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას და ხელს უწყობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესს. გრძელდება ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში სხდომების ჩატარება ნატოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელების, ასევე სამუშაო ჯგუფების დონეზე. კოვიდ-19 პანდემიით მოცემული მდგომარეობის მიუხედავად, ალიანსთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ყოველწლიური ეროვნული პროგრამის 2020 (ANP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელება, რომლის შესრულების ანგარიში წარედგინა ნატოს საერთაშორისო სამსახურს. ქართული მხარის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, ნატოს მხარემ მოამზადა თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შეფასება, რომელიც დამტკიცდა მოკავშირეების მიერ. ასევე, 2021 წლის დასაწყისში განისაზღვრა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები 2021 წლის ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში, რომელიც ეროვნულ დონეზე 2021 წლის მაისში დამტკიცდა. ნატოსა და ქართული მხარის აქტიური ჩართულობით წარიმართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების პროცესი, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ნატოს საგარეო მინისტერიალის მიერ განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებით დასრულდა. განახლების შედეგად, პაკეტს დაემატა 3 ახალი ინიციატივა და ამჟამად მოიცავს სულ 16 ინიციატივას. განახლებული SNGP არის მიზანმიმართული და თანმიმდევრული და უკეთ აკმაყოფილებს ქვეყნის წინაშე არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს. თავდაცვის ძალების უწყებათაშორისი და მრავალეროვნული სწავლებების განხორციელების მიმართულებით, მიმდინარეობს თანამშრომლობა უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2021“-ის და ნატო-საქართველოს (NATO–GEO) სწავლების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის (JFTC) ერთობლივი მუშაობის შედეგად, ხელი მოეწერა „პარტნიორობის შეთანხმების“ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ნატოსაქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ჩამოყალიბდა ნატოსთან აფილირებულ ცენტრად. ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების 32 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შესახებ გამართულ შეხვედრებში და ეროვნულ დონეზე შესაბამის უწყებებსა და ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებდა ერთობლივად განსაზღვრულ პრაქტიკულ ღონისძიებებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით. კერძოდ, ლოჯისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, სწავლებების შესაძლებლობების გაძლიერება, სადაზვერვო ინფორმაციის ცვლა, საჰაერო თავდაცვა და სხვა. გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდალი, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი. თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ნატოსამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრო. თავდაცვის ძალები აგრძელებს მონაწილეობას ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ალიანსის გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული მისია უნდა დასრულდეს 2021 წელს, რის შესაბამისადაც მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნატოს შესაბამის სტრუქტურებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ერთი ქვეითი ასეული მონაწილეობს ნატოს საპასუხო ძალებში. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალები აგრძელებს მონაწილეობას ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) მიმდინარე მისიებსა და ოპერაციებში. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA), თავდაცვის ძალების ოცეულის (35ს/მ) ორი როტაცია. 2021 წლის 22 მარტს განხორციელდა მალის რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM Mali) განახლებული მანდატის (მე-5) ფარგლებში, ერთი სამხედრო მოსამსახურის როტაცია (მე-9 როტაცია) . 2021 წლის 10 მარტს ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან გაიმართა „ევროკავშირ-საქართველოს კონსულტაცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის სფეროში“. უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში (EU4 Security, Accountability and Fight Agains Crime in Georgia (SAFE)), სსიპ – კიბერუსაფრთოების ბიუროს, შესაძლებლობების განვითარებისთვის, გადაეცა პროგრამული უზრუნველყოფით შესაბამისი აღჭურვილობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ევროკავშირის ახალ ინიციატივებში მონაწილეობის შესაძლებლობების მიმართულებით აქტიურ მუშაობას. 2021 წლის მარტში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) გაეგზავნა ინფორმაცია პოტენციური თანამშრომლობის სფეროების საკითხებზე. გრძელდება თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესი. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, როგორც სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტებზე. თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დასრულებული სარემონტო-სამშენებლო 33 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სამუშაოები ჩაუტარდა 250-ზე მეტ ობიექტს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 100 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. ქალაქ თბილისში, მახათას მთაზე, ბინათმშენებლობის თანადაფინანსებით, მიმდინარეობს 39 ერთეული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ასევე, აბაშვილის ქ. №3-ში დასრულების სტადიაშია 2 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა (ჯამში 486 ბინა). აღნიშნული ბინები განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის შესაბამისად, მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთათვის გადასაცემად. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება, რის შედეგადაც ჯამში, თავდაცვის ძალებს 500 ერთეულზე მეტი სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეემატა. მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“-ის, იტალიური „IVECO“-ისა და ამერიკული „FORD“-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდა. ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდასა და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის სისტემის თითოეული მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. განხორციელდა ხელფასების მატება, სტიპენდიის დაწესება, გაუმჯობესდა დაზღვევის პაკეტი, შემუშავდა ახალი ID ბარათები საშეღავათო პირობებით. 2020 წლის ნოემბრიდან სამხედრო ჰოსპიტლის ცენტრალურ ლაბორატორიაში დაიწყო COVID-19-ის რნმ-ის თვისობრივი განსაზღვრა პჯრ-მეთოდით, ჰოსპიტლის ლაბორატორიაში სულ ჩატარებულია დაახლოებით 9 500 პჯრ კვლევა, ხოლო ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია დაახლოებით 13 300 ცხვირ-ხახის ნიმუში პჯრ კვლევაზე. სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი აქტიურად არის ჩართული სქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ტესტირებაში. სამხედრო ჰოსპიტალში, 2020 წლის დეკემბრიდან, ასევე მიმდინარეობს სწრაფი მარტივი ტესტით ტესტირება ანტიგენზე. დღემდე სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარდა 10 000-ზე მეტი ასეთი სწრაფი მარტივი ტესტირება, რითაც გამოვლინდა რამდენიმე ასეული ინფიცირების შემთხვევა. 2021 წლის მარტიდან სამხედრო ჰოსპიტალი ჩართულია COVID ვაქცინაციის პროცესში. ამ დროისათვის პირველადი აცრა ჩაიტარა 1700-მდე პაციენტმა, ხოლო მეორადი ვაქცინის დოზა გაიკეთა 300-მდე პირმა. 2021 წლის 19 მაისის მდგომარეობით სამხედრო ჰოსპიტალში რეგისტრირებული არის 1880 დადასტურებული COVID-ინფიცირების შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 300 არის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელი. მათგან კლინიკის ანგარიშზეა 1785 რეკონვალსცენტი და 95 ლეტალური შემთხვევა. მიმდინარე წელს, თავდაცვის გათვალისწინებით, შემუშავდა ახალი 34 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო სამინისტროში, ამერიკული ანალოგის ტრანზიციის პროგრამა, რომლის მიზანია პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გრძელვადიან სამკურნალო შვებულებაში მყოფი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დაბრუნება აქტიურ სამხედრო სამსახურში ან სამოქალაქო ცხოვრებაზე გადასვლა ღირსებისა და პატივის შენარჩუნებით. შემუშავდა კიდევ ერთი ახალი რეაბილიტაციისა და ადაპტაციის პროგრამა, რომლის მიზანია აქტიურ სამხედრო სამსახურში მყოფი და სამოქალაქო შტატზე დასაქმებული დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობა. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრით მოსარგებლეთა წრე. თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები დაკომპლექტდა სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი“ მედევაკით. თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბდა როლი 2 დონის (მობილური ლიმიტირებული ჰოსპიტალური შესაძლებლობების ქვედანაყოფი) სამედიცინო ქვედანაყოფები, მიმდინარეობს მათი თანამედროვე ტექნიკა-აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფა. საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად, მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ძალთა გამაძლიერებლების განვითარება. ამ მხრივ კი განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება შეიარაღების სისტემების შეძენასა და მოდერნიზაციას. საანგარიშო პერიოდში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებისთვის. ავიაციის განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ძირითადი სარემონტო/მოდერნიზაციის სამუშაოები დასრულდა 2 ერთეულ სუ-25უბ ტიპის და 1 სუ-25კ ტიპის თვითმფრინავზე, ჩატარდა საგამოცდო ფრენები და დაშვებულია საფრენოსნო ექსპლუატაციაზე. მიმდინარე ეტაპზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები სრულად დასრულდა 3 ერთეულ AH-2 ტიპის თვითმფრინავზე, შესრულდა საგამოცდო ფრენები და თვითმფრინავები მიღებულია შერეული საავიაციო ესკადრილიის მიერ. 2021 წელს საერთო-საჯარისო მომზადების ცენტრში განახლდა კომპიუტერული აღჭურვილობა. 2021 წლის აპრილში განხორციელდა საშტატო სტრუქტურული ცვლილებები და ჩამოყალიბდა საკარიერო გვარეობებზე ფოკუსირებული სკოლები: ქვეითი, ჯავშანსატანკო, ლოჯისტიკა, სამხედრო-სამედიცინო, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, სამხედრო-საინჟინრო და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) დაცვა, კავშირგაბმულობა, საარტილერიო. დასრულდა ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სპეციალური ოპერაციების დავალებათა დანაყოფის (სოდდ) მომზადება/შეფასება. 2021 წლის იანვარში დამტკიცდა სპეციალური ოპერაციების ძალების დოქტრინა. აქტიურად გრძელდება ლოჯისტიკის მართვის სისტემის დეცენტრალიზაცია. თავდაცვის ძალებში გატარებული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ მიმართულებებზე ჩამოყალიბდა ლოჯისტიკის ცენტრები, რომლებიც მშვიდობიანობის, კრიზისებისა და საომარი მოქმედებების დროს დამოუკიდებლად განახორციელებენ ორივე მიმართულებაზე ქვედანაყოფების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას. 35 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გლობალური და რეგიონული უსაფრთოხების გარემოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე მიმართული ძალისხმევის გაძლიერება. უცხოური გამოცდილების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ძალთა გამაძლიერებლების განვითარების საჭიროება. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. პირველ რიგში აქცენტი კეთდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემის განვითარებასა და რეზერვისა და მობილიზაციის არსებული სისტემის გამართვაზე. ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განახლების ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის საყაზარმე პირობები, გაიზარდა წვრთნების ხარისხი და სამხედრო აღჭურვილობა, გაუმჯობესდა წვევამდელთა სოციალური პირობები, კერძოდ სადაზღვეო პაკეტი. შემუშავდა თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამსახურის ვადის შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. დაიწყო მუშაობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის კონცეფციის პროექტზე, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო სამსახურის სრულად თავდაცვის სამინისტროში გავლის საფუძველს. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახითაც, მათ შორის, აქტიურ რეზერვში, აგრეთვე, სამხედრო საგანმანათლებლო ერთეულებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე გაივლის საწყის საბრძოლო მომზადების კურსს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისას პირს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები. მიმდინარეობს რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის გაუმჯობესება. დასრულდა სამობილიზაციო რეზერვის საერთო ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის სამუშაოები. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა საკონტრაქტო-პროფესიულ და აქტიურ სარეზერვო სამსახურში მსურველთა რეკრუტირების პროცესი (რეკრუტირებულ იქნა 700მდე პირი). დაიწყო პროექტი თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების ინსტიტუციური განვითარებისა და კომპლექსური მიდგომების უზრუნველსაყოფად შემუშავდა და დამტკიცდა თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2021-2024). განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ადამიანურ რესურსებსა და განათლებაზე. თავდაცვის აღმშენებლობის სკოლის (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსმა მიიღო ნატოს მხრიდან სერტიფიცირება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს არაწევრ ქვეყანას ნატოს სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი აქვს. რეკრუტირების არსებული პროცედურების გამარტივებისა და მოქნილობის გაზრდის მიზნით, შემუშავდა და დამტკიცდა თავდაცვის ძალებში რეკრუტირების ახალი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. 36 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შექმნილია გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინსტიტუციური სისტემა. კერძოდ, ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა გენდერული თანასწორობის ახალი სტრატეგია და მისი განხორციელების გეგმა, ასევე გადამზადებულია გენდერულ მრჩეველთა გუნდი. ტოტალური თავდაცვის მიდგომის შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ჯარის პოპულარიზაცია. განხორციელდა პროექტი „მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ“, რომელიც მაყურებელს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლს სთავაზობდა. პროექტის „საქართველოს სამხედრო ისტორია“ ვებგვერდზე history.mod.gov.ge განსათავსებელად განხორციელდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პერიოდიკის (ჟურნალ-გაზეთების) გაციფრულება და მიმდინარეობს ღვაწლმოსილი სამხედრო პირების ბიოგრაფიული ცნობების დამუშავება. 2021 წლის აპრილიდან, თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერთიანი კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის ბილბორდებსა და მონიტორებზე განთავსდა სამხედროების ამსახველი სარეკლამო-საიმიჯო ფოტოები და ვიდეოები, ასევე მიმდინარეობდა საზოგადოების ინფორმირების კამპანია. მთავრობის პრიორიტეტია სამხედრო მრეწველობის განვითარება. სსიპ – სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნა. ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს „დელტაში“ წარმოებული ჯავშანმანქანები, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები და სასწავლო ხელყუმბარები გადაეცა. ინდონეზიის რესპუბლიკაში ექსპორტზე გავიდა „დელტაში“ დამზადებული რამდენიმე ერთეული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა. ამასთან, გაერთიანებულ ემირატებში გაიგზავნა „დელტაში“ წარმოებული რამდენიმე ერთეული ნაღმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა და ნაღმტყორცნი. აღსანიშნავია, რომ „დელტაში“ წარმოებული სახანძრო მანქანები გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ამასთან, მალე საქართველოში დაიწყება M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება. 2021 წლის ბოლოს „დელტას“ ტერიტორიაზე ამოქმედდება ახალი ქართულებრაული საწარმო, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს. სამომავლოდ განიხილება საწარმოს ფუნქციური დატვირთვის გაზრდა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოება. ასევე, საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობა. პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული იარაღი თავდაცვის ძალებს გადაეცემა. ასევე, დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. აქტიურ რეჟიმში გრძელდება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დახვეწასა და ეფექტიანობის გაზრდაზე მუშაობა. სისტემის გამართული ფუნქციონირების შედეგად, კახეთის რეგიონში შემცირდა სეტყვისაგან მიყენებული ზარალი. დაფუძნდა შპს „დელტა“ ტექსტილი, რომელმაც შეიძინა შპს „ჯეო ემ ტექსის“ ფაბრიკის წილის 49%. ფაბრიკა აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით. ფაბრიკაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა 37 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის იკერება ფორმები. ასევე „დელტა“ ტექსტილში დაიწყება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, სხვადასხვა ეკიპირებისა და ტანსაცმლის სერიული წარმოება. 1.4. უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის პოლიტიკისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, აქტიურად გრძელდება მუშაობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე. დასრულების ეტაპზეა დოკუმენტის სამუშაო ვერსია. მის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული ბრიტანული მხარე/საერთაშორისო ექსპერტები და სამუშაო პროცესი გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის (Royal United Services Institute) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი წარდგენა უწყებათშორის ფორმატში დოკუმენტის განხილვის მიზნით. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტისთვის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დასამტკიცებლად წარდგენა მ. წ. საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება. მოცემული ეტაპისთვის, განახლებული და უწყებათშორის ფორმატში შეთანხმებულია დოკუმენტის დიდი ნაწილი. იგეგმება მუშაობის დაწყება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით. გრძელდება რეფორმა კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელება გულისხმობს, როგორც უშუალოდ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების დამტკიცებას, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება იმპლემენტაციის აქტიური ფაზა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მყარი ინსტიტუციური არქიტექტურის შექმნასა და უსაფრთხოების სტანდარტების განმტკიცებას უზრუნველყოფს. 1.4.1 საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს რიგი რეფორმები. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. კრიმინალური პოლიციის რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება გამომძიებელთა ახალი, გაცილებით უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობა, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების და ფუნქციების გამიჯვნის პროცესი. 38 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით მუშაობას. აღნიშნული პროცესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტი. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა, პროექტი ამჟამად მოიცავს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ სამმართველოებს. 2021 წლის 18 მაისის მდგომარეობით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დანიშნული მართლწესრიგის ოფიცრების საერთო რაოდენობა 259-სშეადგენს. მათი რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება და წლის ბოლომდე თბილისს სრულად დაფარავს, ხოლო სამომავლოდ ყველა მსხვილ ქალაქს მოიცავს. საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავდა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების 20202023 წლების სტრატეგია და შესაბამისი 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის ზრდა. ამ მიმართულებით შს სამინიტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს საზედამხედველო საქმიანობას, უშუალოდ მონიტორინგისა და საგამოძიებო დანაყოფებთან პერმანენტული კომუნიკაციის გზით. ასევე, მიმდინარეობს დეპარტამენტის კომპეტენციას დაქვემდებარებული დანაშაულების გამოძიების სახელმძღვანელოების დამუშავება, რეკომენდაციების მომზადება და პრაქტიკაში დანერგვა, აგრეთვე, მათი პერიოდული განახლება საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. დღეის მდგომარეობით, კომპეტენციის ფარგლებში, მომზადდა 19 სახელმძღვანელო დოკუმენტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მუდმივად ატარებს, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სხვადასხვა საინფორმაციო სახის შეხვედრებსა და გამომძიებელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს. გრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისთვის. 2020 წლის მეორე კვარტალში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედებული არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო აქტიურად განაგრძობს ქ. თბილისის მასშტაბით, ბრალდებული და დაზარალებული არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას. ახლად შექმნილი დანაყოფი აგრძელებს დანაშაულის პრევენციის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცერთან და, კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მანდატურის სამსახურთან კოორდინაციაში მუშაობას. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ანალოგიური დანაყოფების შესაქმნელად. 39 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სამინისტრო განაგრძობს ადრეულ ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიწოდების მიზნით შესაბამის კამპანიებს, მუდმივად ტარდება ტრენინგები გამომძიებლებთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, კომუნიკაციის თავისებურებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას, რათა საგამოძიებო მოქმედებები ეფექტიანად წარიმართოს. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში შექმნიდან - 2020 წლის ივნისიდან დღემდე გამოძიება დაიწყო - 679 სისხლის სამართლის საქმეზე (არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ - 397 დანაშაულზე, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ - 282 დანაშაულზე). სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა სულ - 158 პირი (მათ შორის, სს დევნა დაიწყო 74 არასრულწლოვნისა და 84 სრულწლოვნის მიმართ). განრიდება გაუფორმდა - 46 არასრულწლოვან პირს. სასაზღვრო პოლიციის რეფორმა სასაზღვრო პოლიციის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, სახმელეთო, სანაპირო და ავიაციის მიმართულებების შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. საანგარიშო პერიოდში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 3 სასაზღვრო სექტორი: ბათუმის სამმართველოს სექტორი „ჩირუხი“ ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „ჯუთა“ ყაზბეგის სამმართველო სექტორი „თრუსო“ სახელმწიფო ბიუჯეტით დავით გარეჯის ტერიტორიაზე აშენდა თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი ჩიჩხიტური“. მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ნიალა“. აღნიშნული სექტორი შენდება ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით. დედოფლისწყაროს სამმართველოს სექტორის „ლეკისყურე“ დასაცავ მონაკვეთზე კი მოეწყო ელექტრონული დაკვირვების სისტემა. საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციაში განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები:  სასაზღვრო პოლიციას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 40 ავტომანქანა გადმოეცა. 40 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1      ავტოპარკი მაღალი გამავლობის 6 სატვირთო და 2 საწვავმზიდით გაძლიერდა (DTRA დაფინანსებით); ასევე DTRA-ის ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი „არგო“ გადმოეცა; სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა; რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (RoAid), სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მყვინთავების თანამედროვე აღჭურვილობა გადმოსცა; კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები „სოხუმი“ და „ფოთი“; გაიზარდა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობები. მფრინავები ასრულებენ, როგორც სასაზღვრო, ასევე სახანძრო და სამაშველო დავალებებს საგანგებო სიტუაციებისას, გარდა ამისა, ახორციელებენ სამოქალაქო ავიარეისებს მთის მოსახლეობის დასახმარებლად. ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმი გაფორმდა სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის (MARCOM), რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამშრომლობის სფეროები. 2020 წლის ოქტომბერში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. აღნიშნული პროცესის საბოლოო მიზანია, აბორდაჟის ჯგუფების მომზადება ნატოს სტანდარტების შესაბამისად და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ნატოს ეგიდით წარმოებულ საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში. შეფასების პროცესის დასრულება დაგეგმილია 2021 წელს, რის შემდეგაც საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები; რეგულარულ რეჟიმში იცვლება ინფორმაცია JMOC-სა NATO-ს ნაოსნობის ცენტრს (NATO Shipping Center) შორის; 2021 წლის მარტში განხორციელდა NATO-ს მუდმივმოქმედი №2 საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი ქ. ფოთში და ჩატარდა ერთობლივი საზღვაო წვრთნები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში; 2020 წელს, საქართველოს სანაპირო დაცვამ უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდს „USS Porter“, ხოლო 2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს - “USCGC HAMILTON“ (WMSL 753); ჩატარდა ერთობლივი საზღვაო წვრთნები; 2021 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით. გაუმჯობესდა კადრების შერჩევის პროცედურები; დაიხვეწა ღია კონკურსების ჩატარების წესები და პროცესები; ნაყოფიერი მუშაობა ჩატარდა ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვაკანტურ პოზიციებზე მესაზღვრეებად დანიშვნის კუთხით. 2021 წელს ორგანიზაციული ანალიზის საფუძველზე, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გაძლიერების მიზნით, ჩატარდა რეორგანიზაცია და განხორციელდა შესაბამისი საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებები. გაიზარდა საზღვარზე არსებულ მესაზღვრეთა რაოდენობა, რამაც ერთმნიშვნელოვნად გააძლიერა სახმელეთო საზღვრის დაცვა. აღნიშნული საშტატო ცვლილებების ფარგლებში, მიმდინარეობს წითელი ხიდის 41 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სამმართველოს ახლადშექმნილი სასაზღვრო სექტორის „ჩიჩხიტური“ დაკომპლექტების პროცესი. ასევე, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გაძლიერების კუთხით, შემუშავდა „სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც მესაზღვრეებად გადამზადდა174 პირი. საპატრულო პოლიციის რეფორმა გრძელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეფორმა. კერძოდ, 2020 წლის ივნისში მცხეთა-მთიანეთს რეგიონში განხორციელდა დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა. გაიხსნა მოქალაქეთათვის სერვისის მცხეთის ერთიანი მომსახურების ცენტრი. ამჟამად, რეფორმა მიმდინარეობს ბათუმსა და გორში, სადაც, წლის ბოლომდე, დაგეგმილია ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნა. ამასთან, მოქალაქეთათვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფუნქციონირებს ცენტრის ექსპრესფილიალები, რომლებიც მოძრაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს აწვდიან საპოლიციო სერვისებს ,,ერთი სარკმლის პრინციპით“. ცენტრის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში დაინერგა თვითშეფასების სისტემა (СAF). ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი საანგარიშო პერიოდში შს სამინისტრომ აქტიურად განაგრძო მუშაობა სისტემაში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო (შემდგომში - ILP) მოდელის იმპლემენტაციაზე. შემუშავებულია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები, რომელიც დამტკიცდება უახლოეს პერიოდში და რომელთა საფუძველზეც იგეგმება ანალიტიკური ქსელის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მოიცავს შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასა და დანერგვას, ასევე ადამიანური რესურსით უზრუნველყოფას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტია აქტიური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულსა და ნარკოდანაშაულთან. ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. მთვარობა აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საანგარიშო პერიოდში (2020 წლის ივნისი-2021 წლის აპრილის ჩათვლით), სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 4 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ. 42 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საანგარიშო პერიოდში ინიციირებულ იქნა ახალი, 2021-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები, მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც გადაგზავნილია უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი კომისიის წინაშე, ხოლო დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. სტრატეგიის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება საზოგადოების ინფორმირება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. 2020 წლიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, (EU Project – Support the Fight Against Organised Crime in Georgia) დაიწყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საფრთხეებისა და სამინისტროს მიერ ამ კუთხით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. კამპანია მოიცავს, როგორც პირისპირ შეხვედრებს, ასევე ვიდეორგოლების დამზადებასა და განთავსებას ტელევიზიებში, კამპანიას სოციალურ მედიაში და ა.შ თუმცა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არ იძლევა პირისპირ შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას, კამპანია ორიენტირებულია სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. 2020 წელს, Discovery-ის ოფიციალური ლიცენზიით გრძელდება კრიმინალურდოკუმენტური სერიალის „პოლიციის ფაილების“ გადაღება. სერიალი მიზნად ისახავს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებაში პოლიციის ნდობის გაზრდას რეალური შემთხვევების ჩვენებითა და შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის დეტალების გაცნობის გზით. სერიალის ძირითადი სცენარი აგებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა, კიბერდანაშაული და ა.შ. 2021 წლის მარტიდან, ტელევიზიასა (ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში) და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკომუნიკაციო არხებზე განთავსდა 7 ახალი სერია. ნარკოპოლიტიკის დახვეწა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შემდგომი დახვეწის მიზნით, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა და 2021 წლის 5 თებერვალს დამტკიცდა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა, რომელიც ფარავს ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისათვის აუცილებელ ყველა პრიორიტეტულ მიმართულებასა და სტრატეგიულ მიზნებს. სამოქმედო გეგმაში, ასევე, ასახულია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში გასატარებელი ღონისძიებები და აქტივობები. ასევე, საბჭოს მხარდაჭერით, დამტკიცდა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგია რომელიც 2021-2026 წლებს მოიცავს. პრევენციის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს; უნივერსალური (პირველადი), გარემოზე ორიენტირებული, მიზანმიმართული (მეორეული) და შერჩევითი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და იმპლემენტაცია. 43 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ნარკოვითარების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. აქტიურად მუშაობს ქვეყანაში არსებული ტენდენციების გამოკვეთისა და ნარკოვითარების შესწავლის მიმართულებით. დეკლარირებული ნარკოპოლიტიკის შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად ორიენტირებულია ნარკოტიკების რეალიზატორების გამოვლენაზე. 2020 წლის 1 ივნისიდან - 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით ბრალი წარედგინა 84 ნარკორეალიზატორს. 2020 წლის განმავლობაში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი; 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი. ხოლო 2021 წლის 4 თვეში ქვეყანაში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა: 3 400 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“; 7 კგ „ჰეროინი“; 2 კგ ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“; 2 კგ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს. აკრძალული ნივთიერებების ონლაინგაყიდვა, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. აღნიშნული გამოწვევის ეფექტიანად საპასუხოდ, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად. ისინი რეგულარულად გადიან ტრენინგებს და ესწრებიან სასწავლო ვიზიტებს, რომლებიც შსს აკადემიისა და დონორი ორგანიზაციების მიერაა ორგანიზებული. შედეგად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის „დარქნეტის“ დანაყოფის მიერ ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობისთვის 2020 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პიროვნება, დაიხურა 13 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია ე.წ. „დრაგშოპი“, ასევე გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის დასამზადებელი ნარკოლაბორატორია, ამოღებული იქნა პრეკურსორები და ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი. ხოლო 2021 წლის 4 თვეში ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 11 პიროვნება, დაიხურა 4 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ე.წ. „დრაგშოპი“. შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქციების გამკაცრებას. კანონპროექტის მიღების შედეგად გაძლიერდება ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გრძელდება ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო შეფასება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე, აშშ-ის 2020 წლის ანგარიშის 44 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 თანახმად, საქართველომ ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს გვერდით კვლავ დაიკავა მოწინავე პოზიცია ე. წ. პირველ კალათაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად ებრძვის ადამიანით ვაჭრობას, ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა აკმაყოფილებს ამ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და იგი შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან. სახელმწიფოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეფასდა, ასევე, ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) რიგით მესამე შეფასებითი ანგარიშით, რომელიც საქართველოს კომენტარებთან ერთად, 2021 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად, საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ, 2020 წლის 2 დეკემბერს დაამტკიცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. შემუშავების პროცესში, ასევე, გათვალისწინებულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტები. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც სამუშაო ადგილზე, შრომითი უფლებების ზედამხედველობის თვალსაზრისით, შრომის ინსპექციის მანდატი გაიზარდა. ეს უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს პრევენცია ან დადგენილ იქნეს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნიშნები. სამუშაო ადგილზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევა დაუყოვნებლივ ეცნობება შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) დაცვის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა 2021-2025 წლების სტრატეგიისა და მისი შესრულების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. 2021 წლის 13 აპრილიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის საფუძველზეც შეიცვალა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლსა და დაზარალებულზე ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი და გამარტივდა მსხვერპლთა/დაზარალებულთა ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა აღარ არის დამოკიდებული იმაზე, მოხდება თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მსხვერპლისა და დაზარალებულისთვის ფიზიკური, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, გავრცელდა იმ მსხვერპლებსა და დაზარალებულებზე, რომლებმაც ამ ცვლილებების ამოქმედებამდე მიიღეს მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი. ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით მოქმედებს 6 მობილური ჯგუფი. მობილური ჯგუფების მიერ 2020 წელს შემოწმებული იქნა 70 რისკის შემცველი ობიექტი და გამოკითხული იქნა 239 45 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პირი. 2021 წლის პირველ კვარტალში, 4 თვეში შემოწმებული იქნა 26 რისკის შემცველი ობიექტი და გამოკითხული იქნა 166 პირი. თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან მუდმივად იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმებების/მემორანდუმების რაოდენობა მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. 2021 წლის 11 თებერვალს ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ხელი მოეწერა ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას, რომელმაც ჩაანაცვლა მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი და განსაზღვრა პარტნიორობის ახალი მიმართულებები. უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია საზღვრის მართვა, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, 2021 წლის 23 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებულ იქნა 2021-2022 წლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ მიმართულებებზე. ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფრანგი კოლეგების მხარდაჭერის მიზნით, 2019 წელს გაფორმებული ადმინისტრაციული შეთანხმების საფუძველზე 2021 წელსაც გრძელდება შსს მოსამსახურეების გრძელვადიანი მივლენა საფრანგეთის რესპუბლიკაში. ერთი თანამშრომელი მივლენილია საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში, ხოლო ერთი თანამშრომელი - საფრანგეთის ჟანდარმერიაში. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს 16 მეკავშირე ოფიცერი, რომელიც ფარავს 24 ქვეყანას. ასევე, პოლიციის ატაშეები წარმოდგენილნი არიან ევროპოლსა და ნატოში. შედეგად, ყოველწლიურად იზრდება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ოპერატიული ინფორმაციის მიმოცვლა. საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის შეთანხმებების ფარგლებში 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 მაისამდე განხილულ იქნა განაცხადი 2 358 პირზე. აქედან, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2340 პირზე, ხოლო უარყოფითი – 18-ზე. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის, მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვის მიზნით, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებულ იქნა „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. დამტკიცებული წესის მიზანია ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფა. წესი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიმართ საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცედურას, 46 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესს. ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემა გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის, ასევე, არსებული კადრების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალ თანამშრომელთა მიღებისა და სტაჟირების პროცესები გრძელდება. ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა-დასაქმების მიზნით გამოცხადდა კონკურსები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თითქმის ყველა ქვედანაყოფში. ასევე, ვითარდება სტაჟირების ინსტიტუტი: შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირება გაიარა 144-მა მოქალაქემ. 2020 წლის 1 ივლისიდან განხორციელდა 125 ლარით თანამდებობრივი სარგოს მატება სამინისტროს 27 019 თანამშრომლისათვის. შსს აკადემიაში სპეციალიზირებული პროგრამების მიხედვით, მუდმივად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადება. საანგარიშო პერიოდში, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, სულ გადამზადდა 16 783 მსმენელი. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლება პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება. მომზადდა საგზაო უსაფრთხოების 2021-2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა (2021-2022), რომლის დამტკიცებაც უახლოეს მომავალში მოხდება. ასევე იგეგმება ევროკავშირის ტვინინგის პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების მხარდაჭერასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირების ხელშეწყობას. ამასთან, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული მნიშვნელობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის შექმნის მიმართულებით, რაც გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის ანალიტიკურ შესაძლებლობებს. საგზაო მოძრაობის ორგანიზების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგულირების მიზნით, ადმინისტრირებისა და აღსრულების ეფექტიანობის გაზრდისათვის განხორციელებული იქნა დამატებით ღონისძიებები. კერძოდ, გრძელდება ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების, სიჩქარის კონტროლის სექციებისა და უკონტაქტო პატრულის სისტემების დანერგვა. სულ, არსებული მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებულია 5 290 ვიდეოკამერა. მათ შორის, 1 772 ნომრის ამომცნობი და 3 518 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. ასევე, საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე სულ 47 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ამოქმედებულია სიჩქარის კონტროლის 295 სექცია, რომლითაც, ჯამში, კონტროლდება 1 269 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი; გრძელდება უკონტაქტო პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე, იმერეთის რეგიონში მაგისტრალური მონაკვეთი. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი მოდული, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას. მოდული აკმაყოფილებს ევროკავშირის CADaS (კადას) სტანდარტის მოთხოვნებს. ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ მოძიებული იქნას მეტად დეტალიზებული ინფორმაცია. პროგრამა სატესტო რეჟიმში მუშაობდა ისანი-სამგორის სამოქმედო ტერიტორიაზე, ხოლო 2021 წლის მარტიდან სრულად დაფარულია საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორია. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანიც არის საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა. კანონპროექტის თანახმად, იცვლება მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემა და პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტი შესრულდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. პროექტით დგინდება სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორიები (AM და A2), აგრეთვე არსებული სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები შესაბამისობაში მოდის „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივასთან. ამასთან, პროექტის მიღების შედეგად მოპედი მოექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მას საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილედ აქცევს და შესაბამისად, მასზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით. საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საგანგებო სიტუაციების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მართვის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში, თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო განყოფილება გაიხსნა ანაკლიასა და ჩხოროწყუში. მიმდინარეობს მშენებლობა და უახლოეს მომავალში შევა ექსპლუატაციაში ახალი სახანძრო-სამაშველო ობიექტები; მარტვილში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში. ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილია სახანძრო-სამაშველო განყოფილების მშენებლობა კასპსა და ხულოში, ხოლო შენობის განახლება ქედაში. გარდა ტერიტორიული დანაყოფებისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ოპერატიული მართვის ცენტრის მოდერნიზება - თანამედროვე აპარატურით აღჭურვა და ახალ შენობაში განთავსება. დაიწყო ახალი პროგრამა - პროფესიული ადაპტაციის კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ახალბედა მეხანძრე-მაშველისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროფესიული ადაპტაციის კურსს ხელმძღვანელობს მენტორი, რომელიც სახანძრო- 48 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოქმედი და გამოცდილი მოსამსახურეა. ამ დროისთვის პროფესიული ადაპტაციის კურსში მთელი საქართველოს მასშტაბით 357 მენტორია ჩართული; აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) თანამშრომლობის ფარგლებში, ფოთში შეიქმნა ქიმიური ბირთვული რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) სამმართველოს დასავლეთ საქართველოს დანაყოფი; შესყიდულია მეხანძრე-მაშველთა EN სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო (სახანძრო) ფორმები სრული კომპლექტაციით და მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიური ფორმები; გრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოპარკის განახლების პროცესი, საანგარიშო პერიოდში შესყიდულია Magirus-ის ბრენდის 64 მ. სიგრძის სახანძრო კიბე და სწრაფმავალი კატარღის 2 ერთეული ძრავი; წყალზე სამაშველო ოპერაციების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა წყალზე სამაშველო აღჭურვილობის, უნიფორმისა და სპეციალიზებული ფეხსაცმლის შესყიდვა, მოწესრიგდა საზღვაო-სამაშველო ინფრასტრუქტურა. ასევე, საზღვაო-სამაშველო საშტატო რიცხოვნება გაიზარდა 11 საშტატო ერთეულით.; განხორციელებული საკადრო პოლიტიკის რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად ძლიერდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 2 422 რიგითი საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, შესაბამისად უმაღლესი განათლების მქონე მეხანძრემაშველებს მიენიჭათ ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდება, რაც დამატებით მოტივაციას უჩენს მოქმედ თანამშრომლებს და ხელს უწყობს ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების მოზიდვას. ასევე, არსებულ ოფიცრის საშტატო ერთეულებს გაეზარდათ წოდებრივი ჭერი; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები. რომელშიც გაერთიანდნენ მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე მყვინთავ მაშველებს, მინისტრის გადაწყვეტილებით ხელფასი გაეზარდათ 100 პროცენტით; გრძელდება პროექტი „მოხალისე“, რომელიც გულისხმობს მოხალისეების მოზიდვასა და ჩართვას, როგორც საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამუშაოებში, ასევე მზადყოფნის, პრევენციისა და აღდგენის დონეზე განხორციელებულ საქმიანობაში. პროექტის საპილოტე ფაზის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში, სოფელ მოხეში გადამზადდნენ მოხალისეები და ხანძრებზე დროული რეაგირებისათვის გადაეცათ 1 ერთეული სახანძრო ავტომანქანა. ამ დროისათვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მობილიზებულია 235-მდე მოხალისე. აგრეთვე, მოხალისეების მობილიზების მიზნით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მაღალმთიან აჭარაში. ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა 65 მოხალისე; 49 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, დაწყებულია და ამჟამადაც ხორციელდება მუნიციპალიტეტებისთვის საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებისა და საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობა; აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის, აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელშეწყობით, დაწყებულია და მიმდინარე წელს დასრულდება სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის პროგრამისა (CMEP) და ეროვნული სასწავლო გეგმის (NEP) შემუშავება. ამავე ფორმატში განხორციელდა სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი პირების სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით მომზადება და ცნობიერების ამაღლება; სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განახლება. გეგმის პროექტი მზადაა და საბოლოო შენიშვნებისა და კომენტარებისთვის ეგზავნებათ შესაბამის უწყებებს; საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად განახლდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალურტექნიკური ბაზა, ხოლო საანგარიშო პერიოდში გაწეულმა დონორულმა დახმარებამ შეადგინა 549 728 აშშ დოლარი. კერძოდ:  აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) სამსახურს გადასცა 3 ერთეული ფორდის მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანა და 3 ერთეული სპეციალური მისაბმელი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების რეაგირების აღჭურვილობისთვის;  იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2021 წლის მაისის თვეში გადმოეცა 1 ერთეული სახანძრო ავტოკიბე ქ. ბათუმის სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის;  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2020 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის ENPARD პროგრამის ფარგლებში პროექტ ,,PROCEED“-ის მიერ გამოცხადებულ მეოთხე საგრანტო კონკურსში. პროექტი წარმატებით დასრულდა, რის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დედოფლისწყაროს სახანძროსამაშველო განყოფილებისთვის შეძენილ იქნა ერთი ერთეული მაღალი გამავლობის სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალება;  დამტკიცდა ახალი პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბორჯომის განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული პროექტით, ბორჯომის ტყის ხანძრების პრევენციისა და რეაგირებისთვის 2021 წლის ბოლომდე შესყიდული იქნება პრევენციისა და რეაგირებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. პროექტის ფარგლებში, სამსახურს უკვე გადმოეცა ორი ერთეული კვადროციკლი;  დამტკიცდა საგრანტო პროექტი იაპონიის საელჩოსთან, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლისთვის კახეთის რეგიონს გადაეცემა ერთი ერთეული სახანძრო მანქანა;  საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და Polish Aid-თან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 50 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 დაუმტკიცდა საგრანტო პროექტი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კუთხით; დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამა - PPRD East 3. UNDP-ის პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მონაცემთა ბაზის დამუშავებისა და მუნიციპალურ დონეზე სწავლებების დაგეგმვა/განხორციელების კუთხით. გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (International Search and Rescue Advisory Group) INSARAG-ის ფარგლებში არსებული სტანდარტების დანერგვისა და შესაბამისი კლასიფიკაციის მიღების მიზნით სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ევროკავშირის პროექტ SAFE-ის ფარგლებში მიმდინარეობს ურბანული საძიებო-სამაშველო ჯგუფის სპეციალური აღჭურვილობის შესყიდვა. საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამართული სასწავლო კურსების მეშვეობით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 33 თანამშრომელი გადამზადდა. ამასთან, INSARAG მენტორის მიერ, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ორი კურსი 35 პირველი მორეაგირისთვის. სახანძრო ზედამხედველობის ელექტრონული პროგრამა eFss, საპილოტე ფაზის შემდეგ, სრულად დანერგილია სამუშაო გარემოში. შეიქმნა მეხანძრე-მაშველთა საჭიროებებზე მორგებული ინტერაქტიული რუკა. ამჟამად მიმდინარეობს მისი სრულყოფის სამუშაოები. ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები და 112 გრძელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით ახალი ციფრული პროდუქტებისა და საპოლიციო სერვისების განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა. 2021 წლის მანძილზე დასრულდა პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის (ProQA) სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ERC-სთან ინტეგრაციის პროცესი, რითაც შესაძლებელი გახდა დისპეტჩერებისთვის ProQA-ს მიერ გენერირებული ინფორმაციის მიღება და დამუშავება. გარდა ამისა, სრულად გადამზადდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შესაბამისი პერსონალი ProQA-ისა და სამედიცინო პროტოკოლების გამოყენებაში. წლის ბოლომდე იგეგმება პროგრამის სამუშაო რეჟიმში გაშვება და სამედიცინო ხასიათის გამოძახებების ProQA-ს მეშვეობით მართვა. დამატებით, საანგარიშო პერიოდში შს სამინისტროს სერვისების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა ერთიანი საჯარო სივრცის კონცეფცია რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას, კერძოდ:  ელექტრონული დეპარტამენტში 51 სერვისები - მიმდინარეობს მუშაობა საპატრულო პოლიციის არსებული სერვისების დისტანციურად მიღების შესაძლებლობის | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  დანერგვის კუთხით, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ინტერაქტიული უკუკავშირი პოლიციასთან, კითხვარი და ა.შ. დამატებით, 2021 წლის დასაწყისში შემუშავდა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის დისტანციურად შეცვლის, როგორც სამართლებრივი ბაზა, ისე პროგრამული უზრუნველყოფა. მიმდინარე წლის თებერვლიდან, დაინერგა მობილური აპლიკაციის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალების ძველი სახელმწიფო სანომრე ნიშნის ახლით შეცვლის პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა პროგრამულ უზრუნველყოფას დაემატოს ისეთი მომსახურება, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის ცვლილების დისტანციურად განხორციელება. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლის მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. მიმდინარეობს პოლიციის შენობების განახლება/რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, მათი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში: დასრულებულია ახალი ობიექტები:       ქ. წალენჯიხაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა; ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში აშენდა 2 თერთმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი თანამშრომელთათვის; ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიბახევში (პანკისის ხეობაში) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა; ქ. გურჯაანში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული, დროებითი მოთავსების იზოლატორის, დაცვის პოლიციისა და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შენობის მშენებლობა; მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოეწყო შშმ პირებისთვის განკუთვნილი დამატებითი ოთახი, ასევე სასეირნო და საკარანტინე სივრცეები; სტრატეგიული მილსადენების 162 კმ-ზე, ტაბაწყურის ტბასთან დასრულდა ახალი კაპიტალური ბაზის მშენებლობა. მოხდა აღნიშნული ბაზის ელექტროფიკაცია და სასმელი წყლის გაყვანა. განახლდა/რეაბილიტაცია ჩაუტარდა:    ქ. საჩხერეში ადმინისტრაციული შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. ქ. თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები; ქ. თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. 52 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 აღსანიშნავია, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარება და არსებულის რენოვაცია ხორციელდება თანამედროვე თერმო-ვიბროიზოლაციისა და ენერგოეფექტური სანათების გამოყენებით, უწყების მიერ მოხმარებული ენერგორესურსების მინიმიზაციისთვის. აღნიშნულის ფარგლებში, ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩა №38-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ იქნა დონორის (ლიეტუვას რესპუბლიკა) მიერ გამოყოფილი, 300 470 ევროს ღირებულების მზის ენერგიის მიმღები პანელები, მაქსიმალური სიმძლავრით 300 კვ. სთ. 2020 წლის აგვისტოს თვეში თბილისში გაიხსნა დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი სივრცის მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოქმედებს დროებითი მოთავსების იზოლატორებისაგან განსხვავებული რეჟიმი და მათ შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ დამატებითი აქტივობებითა და სერვისებით. შენობის გარეთ მოეწყო სასეირნო სივრცე, დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ასევე საერთო სივრცე კომპიუტერით სარგებლობისთვის, სატელევიზიო გადაცემების ყურებისა და სამაგიდო თამაშებისთვის. ამასთანავე, 2020 წლის ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში, ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები 19 იზოლატორში. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, სამედიცინო პუნქტი გაიხსნა დროებითი მოთავსების 2 იზოლატორში (სიღნაღისა და ქ. თბილისის №2 იზოლატორები). ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 22 იზოლატორში. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. 2020 წლის 20 მაისიდან დღემდე, შეძენილ იქნა 335 ახალი ავტომანქანა („შკოდა“, „კია“, „ფორდი“, „მიცუბიში“). საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, რომლის საბოლოო მიზანი მტკიცებულებების მაღალი სტანდარტით მოპოვებაა. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ექსპერტიზის ლაბორატორიების აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ISO17025 მიხედვით, კერძოდ, აკრედიტაცია მიიღო შემდეგმა 6 ლაბორატორიამ: ქ. თბილისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორია; ქ. თბილისის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორია; ქ. თბილისის დოკუმენტების ტექნიკური და გრაფიკული ექსპერტიზის ლაბორატორია; ქ. გორის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორია; ქ. ახალციხის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორია; ქ. ბათუმის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორია. 53 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2021 წლის ბოლომდე დაგეგმილია აკრედიტაციის სფეროს დამატებით გაფართოება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ქ. თბილისის ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია ISO17025 სტანდარტის მიხედვით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „SAFE“ პროგრამის დახმარებით სამინისტროს გადაეცა უახლესი გაზური ქრომატოგრაფი-მასსპექტრომეტრი, რომელიც გამოიყენება ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ექსპერტიზის ჩასატარებლად. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება კიბერდანაშაულის მზარდი ტენდენციის ფონზე საქართველო სწორ და დროულ ნაბიჯებს დგამს. პარტნიორებისა და უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების გადამზადება და ცოდნის გაზიარება. ამასთანავე, 2020 წელს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების შედეგად, შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს გამომძიებლებმა და ოპერატიულმა მუშაკებმა გადამზადება გაიარეს შსს აკადემიაში შემუშავებული სპეციალური კურსით, რომელიც მოიცავდა კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება - დამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების თემებს. კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, თბილისის მსგავსად, დაგეგმილია, ყველა მსხვილ ქალაქში ეტაპობრივად კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფის შექმნა და აღნიშნული მიმართულებით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობის სისტემატურად გაზრდა. აღსანიშნავია, რომ „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან დაახლოების მიზნით, მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საკანონმდებლო ცვლილებით, ერთი მხრივ, მოხდა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო, მეორე მხრივ, აღმოიფხვრა კიბერმეთოდებით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული რიგი პრაქტიკული პრობლემები. 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია. კამპანიის ფარგლებში, დამზადდა გრაფიკული ვიდეოები და საინფორმაციო პოსტერები კიბერდანაშაულის გავრცელებულ ფორმებთან (როგორებიცაა; ფიშინგი, ქარდინგი, ბიზნესელფოსტების კომპრომეტირება და ა. შ.) და მათგან თავდაცვის გზებთან დაკავშირებით, რომლებიც განთავსდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლატფორმებზე. დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა გრძელდება დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერის გაძლიერება. საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც, ცვლილება ხორციელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში. ცვლილების თანახმად, მოწმისა და დაზარალებულის 54 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის უფლებამოსილება, პროკურორთან ერთად, ასევე ენიჭება გამომძიებელსაც. ამავე პროექტით, იმიჯნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინატორების ფუნქციებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაძლიერების მიზნით, კოორდინატორები მუდმივ და უწყვეტ რეჟიმში გადიან გადამზადებასა და სწავლებას მათი საქმიანობიდან გამომდინარე რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის თანამშრომლებისათვის ჩატარდა 10 სასწავლო აქტივობა. კოორდინატორები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას მოწმისა და დაზარალებულის მხარდაჭერის კუთხით. 2021 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, კოორდინატორებმა მხარდაჭერა 1 156 მოქალაქეს გაუწიეს და შესაბამის სერვისში ჩართეს 95 პირი. პენიტენციური სისტემა გრძელდება პენიტენციური სისტემის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაბა ლაითურში მდებარე პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები. გრძელდება მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების მიზნით არსებულ დაწესებულებებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გრძელდება ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულ-მსჯავრდებულებისთვის. მიმდინარეობს №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებისათვის ახალი ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში მომზადდა და 2021 წლის იანვარში განხორციელდა ცვლილებები, რომლებმაც შემოიღო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის გადასინჯვის ახალი მექანიზმი – უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, აგრეთვე, უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისათვის, სხვა სავალდებულო წინაპირობებთან ერთად, აუცილებელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიერ გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის ნებაყოფლობით და წარმატებით გავლა, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის, დაზარალებულისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად დაახლოებას, სასამართლოს კი გაუმარტივებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინფორმირებული 55 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გადაწყვეტილების მიღებას. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, დამტკიცდა „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა“, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე, პროგრამის თითოეული ეტაპის ხანგრძლივობას, მათი განხორციელების წესსა და პროცედურებს. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის პირველი ეტაპისთვის, პრობაციის სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ქალაქების/რეგიონების სოციალური მუშაკებისა და პრობაციის ოფიცრების განსაზღვრა მულტიგუნდში ჩართვისა და შემდგომი ინდივიდუალური შეფასებისა და სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის მიზნით. აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, მიმდინარეობს მუშაობა მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, ეტაპობრივად მიმდინარეობს მოსამსახურეთა ხელფასების ზრდის პროცესი, დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებების საშტატო რიცხოვნობის ზრდა მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, 2021 წლის ივლისიდან, სამსახური ტრანსპორტით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ სამუშაო ადგილზე მისვლა. აქტიურად მიმდინარეობს და შემდეგშიც აქტიურად გაგრძელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საანგარიშო პერიოდში, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციარეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომლები გადამზადდნენ შემდეგი მიმართულებით:  ახლადაყვანილ თანამშრომელთა მომზადება: შემთხვევის მართვა, შეფასების ინსტრუმენტები, ჩართულობა  არტთერაპია/ერგოთერაპიის კურსი;  პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების, გარე პერიმეტრის დაცვისა და ესკორტირების ღონისძიებების გაუმჯობესების, დაწესებულებიდან გაქცევის, მიმალვის ან დაწესებულებაში უკანონო ნივთების შეტანის შესაძლებლობის შემცირების მიზნით 2020-2021 წლებში ჩატარდა ესკორტის ოფიცრების საორიენტაციო კურსი;  დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული ახალი თანამშრომლებისთვის ყოველდღიური სამუშაო პროცედურების, რისკის, საჭიროებების შეფასებისა და რეაბილიტაციარესოციალიზაციის პროგრამების გაცნობის მიზნით ჩატარდა ახლად აყვანილ თანამშრომელთა მომზადების კურსი;  დაცულობისა და უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგი;  კრიზისმენეჯმენტის ტრენერთა ტრენინგი;  სპეციალიზაციის კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში;  სოციალური უნარები და ეთიკის სტანდარტები (30 მონაწილე – აპრილი); 56 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების დოკუმენტირების (ფოტოგადაღება) ტრენინგი. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით აღსანიშნავია შემდეგი პროექტები:  გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გრძელდება სასოფლო-სამეურნეო პროექტი. რეალიზაციიდან მიღებული თანხის 70% თანაბრად ნაწილდება პროექტში ჩართულ მსჯავრდებულებზე და ერიცხებათ ხელფასის სახით, ხოლო 30% ხმარდება პროექტის ხარჯებს.  ასევე გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს დიგიტალიზაციის პროექტი. მსჯავრდებულები დიგიტალიზაციის პროცესში გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას ახდენენ. დიგიტალიზაციის პროექტში პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული მსჯავრდებულების თანამდებობრივი სარგო შეადგენს 300 ლარს, ხოლო გათავისუფლების შემდგომ, მსჯავრდებული, სურვილის თანახმად, აგრძელებს მუშაობას და აღნიშნულ შემთხვევაში მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 600 ლარს;  ცენტრის ჩართულობითა და ინიციატივით, შპს „თი ერ სი“-სთან თანამშრომლობით განხორციელდა დასაქმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ინდუსტრიული რეზინის გადამუშავებას;  მოეწყო ხის სათამაშოების მინისახელოსნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სწავლება და ივნისიდან იგეგმება ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადება და რეალიზაციისთვის მომზადება. რეალიზაცია მოხდება ერთ-ერთ მსხვილ ჰიპერმარკეტში, ასევე, პერიოდულად მოეწყობა გამოფენა/გაყიდვა. რეალიზაციიდან მიღებული თანხა მოხმარდება მსჯავრდებულის ხელფასების გაცემასა და პროექტის ხარჯებს;  №5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სათბურში (200 კვ. მეტრი) მოეწყო ყვავილების სათბური. ყვავილების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი ხელფასის სახით განაწილდება დასაქმებულ მსჯავრდებულებზე;  აქტიურად დაიწყო მზადება ლოკოკინების ფერმის პროექტის განსახორციელებლად და ჩატარდა შემდეგი აქტივობები: დათვალიერდა და შეფასდა №14 პენიტენციური დაწესებულების ის ტერიტორია, სადაც იგეგმება ლოკოკინების ფერმის აშენება; მიმდინარე წლის მარტში მოიხნა და დამუშავდა ფერმის გასაშენებლად შერჩეული ტერიტორია. ლოკოკინების ფერმის პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 70 000 ლარს, რომელიც ფინანსდება აშშ-ის მიერ. ფერმა გაშენდება 1000 კვ. მეტრ ფართობზე, სადაც შესაძლებელია 2.5 ტონა ლოკოკინის გაზრდა (რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 23 000 ლარამდე). 2020 წლის სექტემბრიდან დღემდე პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ხელშეწყობის, მათი შევსება/განახლების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებს გადაეცათ 564 ცალი წიგნი, 2361 ჟურნალი, 650 ცალი გაზეთი. საანგარიშო პერიოდში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა მომართვა მიიღო დამატებით 76 არასრულწლოვნის საქმეზე. ამ ეტაპისათვის არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამაში ჩართვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 60 შემთხვევაში. 57 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შედეგად, არასრულწლოვნები ჩართულნი არიან გეგმით გათვალისწინებულ სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მომსახურებებში. ცენტრში მიმდინარეობს სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების შექმნა, სამუშაო დოკუმენტაციასა და საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების დახვეწაზე მუშაობა. პრობაციის სააგენტოში განხორციელდა ახალი შეფასების ელექტრონული სისტემის – რისკებისა და საჭიროების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა და დაინსტალირდა შესაბამის თანამშრომლებთან. ბაზაში ეფექტიანად მუშაობის მიზნით დისტანციურად ჩატარდა ტრენინგი „მონაცემთა ბაზაში მუშაობის სპეციფიკა“, რომელშიც პრობაციის სააგენტოს 161 თანამშრომელი იყო ჩართული (პრობაციის ოფიცერი, პროფესიული ზედამხედველი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი). ამასთან, სააგენტოს თანამშრომლებისთვის, მომზადდა ბაზაში მუშაობის 6 ვიდეოგაკვეთილი; შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გზამკვლევი სპეციალისტებისათვის, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში დისტანციური წესით საქმიანობის შესახებ; მომზადდა სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასების წესი (ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი - SPAPRA). ევროკავშირის პროექტის დახმარებით, პრობაციისა და პენიტენციურ სისტემაში კითხვარის (SPAPRA) დახვეწისა და დანერგვის მიზნით, განხორციელდა ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები (10 შეხვედრა) ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებთან; პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, დაფინანსდა 6 ბენეფიციარის ბიზნესიდეა. საანგარიშო პერიოდში, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით დასაქმდა 11 მსჯავრდებული და 3 ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრი. 2 პირობით მსჯავრდებული ჩაერთო ხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმოს სწავლება/დასაქმების პროექტში. პრობაციის ეროვნული სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლებისათვის ღირსეული, რესპექტაბელური და არადისკრიმინაციული პირობების შექმნის პროცესი. გრძელდება საქართველოს რეგიონებში პრობაციის ბიუროების ადგილმდებარეობის ცვლილება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. პრობაციის ბიუროები ეტაპობრივად გადადიან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობები უზრუნველყოფს სააგენტოს ბენეფიციარებისა და სტუმრებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას. 2020 წელს 16 რაიონული ბიურო გადავიდა იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში (6 იუსტიციის სახლი; 10 საზოგადოებრივი ცენტრი). სულ ჯამში, პრობაციის სისტემის 63 ბიუროდან ამ ეტაპზე 46 რაიონული ბიურო გადასულია იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში (19 58 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 იუსტიციის სახლი; 27 საზოგადოებრივი ცენტრი). ასევე, გადასვლა იგეგმება შემდეგ რეგიონებში: გარდაბანი, წყალტუბო, ხაშური, სამტრედია, ზესტაფონი. 1.4.2 ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობამ 2020 წელს მუშაობა დაიწყო რიგით მეორე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. პანდემიის მიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, თითოეულ ეტაპზე, უზრუნველყოფილ არის, როგორც საჯარო უწყებების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. პროცესი გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით მიმდინარეობს. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ფართო კონსესუსის საგანს. საქართველოს მთავრობის წარდგენით, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად 2021 წელს წარედგინება. ქვეყნის ინსტიტუციური დემოკრატიისკენ სწრაფვა, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ძირეული ბაზისია, რომელსაც ადამიანის უფლებების ახალი სტრატეგია ეფუძნება. გარდა ამისა, სტრატეგია ზედმიწევნით ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. თანასწორობა დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს მთავრობა შეუერთდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გამართულ რიგით მეორე თანასწორობის კვირეულს. კვირეული გაიმართა კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ტოლერანტობის გაზრდას საზოგადოებაში, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირებას არსებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. პრიორიტეტს წარმოადგენს პირთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ, აქტიურად გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონიტორინგის პროცესი, რა დროსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თანამშრომლები/მონიტორები მუდმივად ეკონტაქტებიან გამომძიებლებს, ეხმარებიან სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებასა და ეფექტიანი გამოძიების განხორციელებაში. ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროპის საბჭო, OSCE/ODIHR, ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 2020 წლის მეორე ნახევრიდან დღემდე გადამზადდა ასეულობით გამომძიებელი და ეს პროცესი უწყვეტია. 2020 წლის განმავლობაში, ევროპის საბჭოს პროექტის („დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში") 59 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სისტემატიზებული სტატისტიკური მოდულის შექმნის მიზნით. 2020 წლის 23 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, მხარეებმა განსაზღვრეს, სტატისტიკის შეგროვების მიზნებისთვის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ერთიანი დეფინიცია, შესაბამისი კრიტერიუმები და აღსარიცხი ერთეულები. საანგარიშო პერიოდში, გრძელდება მუშაობა გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმისა და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად. პანდემიისას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესამცირებლად, დაამტკიცდა COVID-19-ის დროს ოჯახში ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით გაძლიერდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა ენებზე, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ძალადობის შეტყობინების ალტერნატიული გზებისა და მსხვერპლთა დაცვის სერვისების უწყვეტობის შესახებ. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოყენებული შემზღუდავი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის, მსხვერპლთა დაცულობის ამაღლებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრების კუთხით, აღსანიშნავია 2020 წლის 3 ივლისს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. საკანონმდებლო რეგულაციები ითვალისწინებს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლებსა და წესს, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებებს, ასევე, მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით „112“-ის ბაზაზე შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს შორის, უმნიშვნელოვანესი არის სექსუალური შევიწროების თემაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს თანამშრომელთა მასობრივი გადამზადება. შესაბამისი სწავლება დანაყოფის თანამშრომელთა 91%-მა გაიარა. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი“. აღნიშნული წესის ეფექტიანი პრაქტიკული იმპლემენტაციის მიზნით, მომზადდა ინსტრუქცია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ. 60 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გააგრძელდა და გაფართოვდა საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობები, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებში, გენდერული თანასწორობის სტანდარტის განმტკიცებას ემსახურება. საანგარიშო პერიოდში 8 საჯარო უწყებაში დაინერგა სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმები. ბავშვთა უფლებები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, გრძელდება მუშაობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციაზე. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გრძელდება მუშაობა ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმაზე და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ბავშვების მიმართ მავნე პრაქტიკების აღმოფხვრის და ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, გაიმართა შეხვედრები სასულიერო პირებთან, მოსწავლეებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და სხვა. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის („ბარნჰაუსის“) კონცეფციის საფუძველზე მიმდინარეობს მუშაობა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ სერვისის დანერგვაზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისა და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ცენტრის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, შესაბამისი საჯარო უწყებების ჩართულობით და ადამიანის უფლებათა სამდივნოს კოორდინაციით. კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, მზადდება ჩართული უწყებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი. ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით გამკაცრდა სახელმწიფო პოლიტიკა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. კერძოდ, მიღებულ იქნა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებები და კოორდინირებულად მუშაობის წესი. აღნიშნული აქტი მოიცავს, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულებისათვის ნასამართლევ პირთა ცალკეულ დაწესებულებებში დასაქმების/საქმიანობის აკრძალვას, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ამ აკრძალვების აღსრულებისა და მონიტორინგის, აგრეთვე, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესს. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო გათვალისწინებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე:  „სოციალური პროგრამაში“ „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“ შემოღებულ იქნა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს 61 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1        ხელს შშმ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფუნქციონირების ამაღლებას, აგრეთვე, 100 ერთეული პედიატრიული სმენის აპარატი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას. გაიზარდა დღის ცენტრებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და შეადგინა 811 ბენეფიციარი (ნაცვლად 781 ბენეფიციარისა). „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვიზიტების რაოდენობა (16 816-მდე ნაცვლად 14 000-ისა). „დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, გაიზარდა შშმ ბავშვთათვის დღის ცენტრების ბენეფიციართა რაოდენობა (1102 ბენეფიციარი, ნაცვლად 1059 ბენეფიციარისა). „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებულ იქნა 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეულ შშმ პირებს, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, შესაძლებლობა აქვთ მინდობით აღმზრდელის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში, იცხოვრონ იმავე ოჯახში. აღნიშნული ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების 18 წლის მიღწევის შემდეგ ინსტიტუციაში მოხვედრის პრევენციას. „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის ამავე ქვეპროგრამით დადგენილ ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ინდივიდუალური მზრუნველის სერვისი. პროგრამას დაემატა „სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ და „სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“. ქვეპროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ამ კატეგორიის ახალგაზრდების დამოუკიდებელ ცხოვრებას უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობით ან სამიზნე ჯგუფის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამების ფარგლებში მომსახურებას მიიღებს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 50 ახალგაზრდა. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურებები გადავიდნენ მომსახურების მიწოდების დისტანციურ რეჟიმზე. შემუშავდა რეკომენდაციები და სხვადასხვა პრინციპით უწყვეტად გრძელდება სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების დაფინანსება, ამავდროულად, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჩართული ბენეფიციარებისათვის გაიცა კვების ვაუჩერები. აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სახელმწიფომ, სოციალური დახმარების კომპონენტის ფარგლებში, 2020 წლის სექტემბეროქტომბერში გასცა უნივერსალური ბენეფიტი 200 ლარის ოდენობით ყველა ბავშვისთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები 62 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2020 წლის 14 ივლისს, ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონის მიზანია შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვა. მთავრობის ინიციატივით, 2021 წლის თებერვალში, პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარედგინა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ფაკულტატური ოქმი“. დოკუმენტის სავალდებულოდ აღიარება ხელს უწყობს კონვენციით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში, შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე წლიური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 40-ზე მეტმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. ინფორმაციაზე მისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მონაცემების ადაპტაციაზე. კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციაში 2020 წლის 30 დეკემბერს შევიდა ცვლილება, რომლითაც დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმა და წარდგენის წესები. აღნიშნული წესის საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ერთ შემთხვევაში უკვე დაარეგისტრირა სპეციალური მოსარჩელის სტატუსი (ეს ორგანიზაციაა ა(ა)იპ – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – Partnership For Human Rights. ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მარტყოფისა და დუშეთის შშმ პირთა პანსიონატების დახურვა და ბენეფიციართა ალტერნატიულ სერვისებში განთავსება. გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სამედიცინო მოდელიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. შემუშავდა შეფასების ინსტრუმენტები, როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ინსტრუმენტების პილოტირება უკვე მოხდა აჭარაში. ამჟამად პროცესი მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში. პილოტირება დაიწყება ქ. თბილისის 6 სამედიცინო დაწესებულებაში. პილოტირების შემდეგ გაანალიზდება მიღებული შედეგები და ჩამოყალიბდება ბიოფსიქოსოციალური მოდელის ინსტიტუციურად ჩამოყალიბების მექანიზმი და ამ მოდელზე გადასვლის სამოქმედო გეგმა. ხანდაზმულთა უფლებები 63 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პანდემიის გამწვავებასთან ერთად, გამოიკვეთა ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც საჭიროებდნენ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანდაზმულები, რომელთა ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დააყენა ინფექციამ და, ამას გარდა, შეუქმნათ ყოფითი პრობლემები. ბოლო პერიოდში, ხანდაზმული პირების უფლებები, ქვეყანაში მზარდი ყურადღების საგანი გახდა და შესაბამისად აისახა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტში. სტრატეგია უზრუნველყოფს:  ხანდაზმულთა უფლებების დაცვას;  საზოგადოებრივი ხელშეწყობას;  ხანდაზმულთა მიერ, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შეტანის მხარდაჭერას;  ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და რეაგირების მექანიზმების დახვეწას და სხვა. ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრული მონაწილეობის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, მომატებული რისკის გამო, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა შეიზღუდა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის ან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაადგილებისა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით, ამოქმედდა მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარდა, შინ მოვლის კომპონენტსაც ითვალისწინებდა. გარდა ამისა, საჭირო მედიკამენტები ბინაზე მიეწოდებოდათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სერვისების ნაწილის სპეციფიკური მედიკამენტების პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს, მათ შორის, ინსულინდამოკიდებულ პირებს, ასევე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 70 წელს გადაცილებულ და შშმ პირებს. სოციალური მუშაობის სისტემა სოციალური მუშაობის სისტემის გაძლიერების მიზნით, მომზადდა შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც არეგულირებენ გარკვეულ წესებს სისტემაში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. კერძოდ, სოციალური მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესები, პროფესიული სტანდარტები, გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი, მომსახურების მიწოდების სტანდარტისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტი. აღნიშნული დოკუმენტები ამ ეტაპზე გადის დამატებით კონსულტაციებს და დამტკიცდება კანონით განსაზღვრულ ვადაში. სოციალურ მუშაობის სისტემის ადამიანური რესურსები უზრუნველყოფის მიზნით, COVID19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს გაზაფხულზე სახელმწიფო 64 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ზრუნვის სააგენტოში ჩატარებულ კონკურსზე გამოცხადებული იყო სოციალური მუშაკის 67 ვაკანსია, შეირჩა 30 კანდიდატი, ხოლო შემოდგომაზე ჩატარებულ კონკურსზე გამოცხადებული იყო 30 ვაკანსია, შეირჩა 10 კანდიდატი. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს კონკურსი, გამოცხადებულია სოციალური მუშაკის 23 ვაკანსია. მიმდინარე წლის დასრულებამდე, ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია შესაბამისი კადრების აყვანა. სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროცესი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით 2020 წლის გაზაფხულზე შეჩერდა. დღეის მდგომარეობით სისტემაში მომუშავე დაახლოებით 100-მდე სოციალური მუშაკი საჭიროებს სერტიფიცირებას. სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია სამოქალაქო თანასწორობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია საქართველოს თითოეული მოქალაქის ეთნიკური იდენტობის დაცვის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული მონაწილეობის გაუმჯობესებისა და სტაბილური, სამართლებრივი და მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცებისკენ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დასრულდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება. აღნიშნული პოლიტიკის მდგრადობისა და უფრო მეტად გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით შემუშავდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც პრიორიტეტებად განისაზღვრა ხუთი მიმართულება:  სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად;  ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა;  თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა;  სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია;  კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა ახალი სტრატეგია მომდევნო 10 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. მისი მიზანია განამტკიცოს სამოქალაქო თანასწორობის ხელშემწყობი მდგრადი გარემო, რათა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იყოს განვითარების თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები. პარალელურად გრძელდება კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება: ინიციატივები და რიგი მასშტაბური სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით მთავრობის ძალისხმევა მიმართულია განათლების თითოეულ საფეხურზე და ზრდასრულთა განათლებაში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე. ასევე გაფართოვდა ქართული ენის სასწავლო პროგრამების ბენეფიციართა სეგმენტი და კურსები ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი დაინტერესებული 65 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პირისათვის, მათ შორის, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, საჯარო მოხელეების, სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რელიგიური პირებისა და მსჯავრდებულთათვის. 2020 წლის მაისიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართული ენის სასწავლო კურსები დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა. სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 12 რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის კურსები გაიარა ეთნიკური უმცირესობების 1 414-მა წარმომადგენელმა (111 ჯგუფი), დაკომპლექტდა 228 სასწავლო ჯგუფი (25 მობილური და 203 დისტანციური ჯგუფი) 6 სამხედრო ბაზაზე, 114 სოფელსა და 2 ქალაქში. ამჟამად, სახელმწიფო ენას დისტანციური სწავლების რეჟიმში ეუფლება 189 ჯგუფის 2310 მსმენელი. საანგარიშო პერიოდში პროგრამის ბენეფიციარი გახდა ჯამში ეთნიკური უმცირესობის 3030 წარმომადგენელი. ამავდროულად, „განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების მასწავლებელთა გადამზადება განხორციელდა, ამჟამად სახელმწიფო ენას სხვადასხვა დონის ფარგლებში ეუფლება 1 248 პედაგოგი. ასევე, შეიქმნა ახალი, კომპლექსური „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა“, რომელიც მოამზადებს ტრენერებს სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში ინტეგრაციის კომპონენტის დასანერგად. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის 300-მდე არაქართულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორი ფუნქციონირებს. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და ტექნოლოგიებში, მათთვის ქართული ენის სწავლებას. „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამცხეჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მივლინებულ იქნა: 120 ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, 131 ქართულის, როგორც მეორე ენის და საზოგადოებრივი მეცნიერებების დამხმარე მასწავლებელი. სახელმწიფო დაფინანსებით გრძელდება მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მშობლიური ენების სწავლება (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური, უდიური, ასურული) მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრულ საჯარო სკოლებში. გრძელდებაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები უკვე 10 წელია გამარტივებული გზით იღებენ უმაღლეს განათლებას - ერთი წლის მანძილზე ეუფლებიან ქართულ ენას და შემდეგ სწავლობენ არჩეული სპეციალობის მიხედვით. 2020 წელს ამ მექანიზმის გამოყენებით 1191 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში; მათგან სახელმწიფო გრანტით 196 სტუდენტი დაფინანსდა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მათ აქვთ შესაძლებლობა, მშობლიურ სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე გაიარონ პროფესიული ტესტირება და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებელში. ჩარიცხვის შემდეგ, პროფესიის დაუფლებამდე, ისინი შესაბამისი სასწავლო მოდულის ფარგლებში ეუფლებიან 66 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ქართული ენას. 2020 წელს პროფესიული განათლების დაწესებულებებში ჩაირიცხა ეთნიკური უმცირესობის 223 წარმომადგენელი. საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების რეფორმის ფარგლებში სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორი საბაზისო პროგრამის ფარგლებში (მოხელის მენეჯერული უნარები და პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება) გადამზადდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების 223 მოხელე. სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის (I და II ტური) არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლების კენჭისყრაში სრულფასოვნად მონაწილეობის მხარდასაჭერად, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა საარჩევნო დოკუმენტაცია და ყველა შესაბამისი საინფორმაციო მასალა. ამასთან, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და საგანმანათლებლო პროექტები. საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსდა 19 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც საინფორმაციო ხასიათის პროგრამები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განახორციელეს (დაფინანსების ბიუჯეტმა შეადგინა 648 817.25 ლარი). ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით შეადგინა 56.75%, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონების მასშტაბით – 55.65%. ეს მაჩვენებელი მიუთითებს ამომრჩეველთა ჩართულობის თანაბარ დონეზე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლების, კონკურენტუნარიანობის გაზრდის, საჯარო სამსახურში ჩართულობის გაუმჯობესებისა და საბოლოო ჯამში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით გრძელდება ე.წ. „1+4 სტაჟირების პროგრამა“. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე პროგრამის განხორციელება დროებით იყო შეჩერებული. თუმცა, ბოლო 4 თვის განმავლობაში, საგაზაფხულო ნაკადზე სტაჟირების პროგრამაში 43 ახალგაზრდა ჩაერთო; დღემდე პროგრამაში 350-მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. მედიასა და ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ ტრანსილირება სომხური და აზერბაიჯანული ენის მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით. ასევე, ფუნქციონირებს შვიდენოვანი ვებ-პორტალი - www.1tv.ge. სახელმწიფოს მხარდაჭერით გამოიცა ყოველკვირეული გაზეთები - სომხურენოვანი „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანი“. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებისა/ცნობიერების ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში ჩატარდა 250-მდე შეხვედრა, (6000-ზე მეტი ბენეფიციარი), რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სხვადასხვა 67 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, განათლების მიმართულებით არსებული პროგრამებისა და სიახლეების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სარგებლის, უფასო იურიდიული დახმარების სერვისებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შეხვედრები ძირითადად დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. საანგარიშო პერიოდში სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსდა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ხუთი კანონი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონები. ასევე, ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე მომზადდა ინფორმაცია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით გაეგზავნა. აღნიშნულის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება პოლიციისადმი შეტყობინების ალტერნატიულ გზებზე. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ინტეგრირებული იყო ბმული, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს საშუალება აქვს, გადმოწეროს 112-ის აპლიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს ჩუმი განგაშის ღილაკით შეტყობინების გაგზავნის და ოპერატორთან არავერბალური კომუნიკაციის დამყარების მიზნით; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული ინსტრუმენტების შესახებ, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სამენოვანი ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდა ტელევიზიით. COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მთავრობამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით განაგრძო საინფორმაციო და სოციალური დახმარების კამპანიების აქტიურ რეჟიმში განხორციელება. საინფორმაციო კამპანია განხორციელდა სამი მიმართულებით:  მომზადდა და სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა ანტიკრიზისული გეგმა და კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით 100 000-მდე ბროშურა, რომელიც კარდაკარ პრინციპით გავრცელდა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში;  გადამზადნენ ორენოვანი ახალგაზრდები, რომლებიც ოპერატორებად დასაქმდნენ სამთავრობო ცხელ ხაზზე – 144-1. აღნიშნული ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მათ შორის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გაიარონ კონსულტაცია დაწესებული გადაადგილების დროებითი შეზღუდვის პირობებში საშვის გაცემის თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში მიიღონ მომსახურება;  გადამზადდა ორენოვანი ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფი, რომლებმაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული 5 მუნიციპალიტეტის 36 სოფელში დისტანციური შეხვედრები ჩაატარეს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში 68 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ და შშმ ბავშვებს გადაეცათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები (სულ ჯამში – 1334 პაკეტი). კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერის, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პროგრამებისა და პროექტების განხორციელება. მნიშვნელოვანი არის მუზეუმების (წლიური ბიუჯეტი 338 731 ლარი) და თეატრების (წლიური ბიუჯეტი - 2 714 700 ლარი საქმიანობის ხელშეწყობა ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, პროგრამის – „ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის“ – ფარგლებში გრძელდება კულტურის სფეროში მოღვაწე ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ღონისძიების ხელშეწყობა. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდა 7 პროექტის მხარდაჭერა (საერთო ბიუჯეტი 98 765 ლარი). ასევე, საანგარიშო პერიოდში მომზადდა და გამოიცა 5 წიგნი/კატალოგი, რომლებიც ასახავენ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთა შემოქმედებით საქმიანობას, მათ ღვაწლს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებასა და განათლების ასპექტებს. შეიქმნა ვებაპლიკაცია, სადაც საძიებო სიტემით შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები კულტურის სფეროში მოღვაწე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა და მათი ნამუშევრების ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მოძიება. შრომითი უფლებები 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასა და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები. ახალი შრომის კოდექსი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა შრომის უფლებებს. კანონის საფუძველზე შეიქმნა და 2021 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური. სამსახური უფლებამოსილია, განახორციელოს ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულების, ასევე შრომის კოდექსით განსაზღვრული სხვა შრომითი ნორმების შესრულებაზე. შრომის კოდექსში განხორციელებული ძირეული ცვლილებების შედეგად, სახელმწიფოს მიეცა შესაძლებლობა, ახლებურად მოეხდინა დასაქმებულთა შრომითი უფლებების გააზრება და დაეწესებინა ქმედითი ზედამხედველობა დამსაქმებელთა მიერ შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვაზე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების პროცესის მობილურობისა და მოქნილობის მიზნებიდან გამომდინარე, 69 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მოხდა შრომის ინსპექციის სამსახურის დეცენტრალიზაცია და შეიქმნა რეგიონული წარმომადგენლობითი ოფისები. აღსანიშნავია შრომის ინსპექციის როლი პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. შრომის ინსპექციის სამსახური კოორდინაციას უწევს და ჩართული არის, როგორც რეგულაციების შემუშავების, ისე მათი აღსრულების პროცესში. ცნობიერების ამაღლებისა და კოვიდრეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი მონიტორინგის ფარგლებში, შრომის ინსპექციის სამსახურმა 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის პირველ მაისამდე: ჯამში 24 391 ობიექტზე 101 007 აქტივობა განახორციელა. უწყებამ საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით 288 ობიექტს განუსაზღვრა შესაბამისი სანქცია. რაც შეეხება შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე მონიტორინგს, შრომის ინსპექციის მიერ საანგარიშო პერიოდში შემოწმდა 408 ობიექტი და გაიცა სათანადო მითითებები. დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი წესით, განხორციელდა სამართალდამრღვევთა სანქცირება. შრომის ინსპექციის სამსახურმა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით განახორციელა 121 გეგმური ინსპექტირება, თუმცა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ასევე, შრომით უსაფრთხოებასა და უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ჩატარდა კამპანიები. დამსაქმებლთა და დასაქმებულთა ინფორმირების მიზნით, სამსახურის მიერ 4 000-ზე მეტი პირის მონაწილეობით 60-ზე მეტი სამუშაო/საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დაცვა ე. წ. დეპორტირებულების საქმის („საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (I)“) აღსრულების პროცესთან დაკავშირებით მთავრობა აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომებში. აღსანიშნავია, რომ „დეპორტირებულების საქმეზე“ კომიტეტმა 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე კვლავ ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქმის აღსრულების პროცესში შეინიშნება წინსვლა. კერძოდ, 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა მიიღო პირველი შუალედური რეზოლუცია, რაც გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების დასაწყებად პირველ პროცედურულ ნაბიჯს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა, რათა მოპასუხე სახელმწიფოს შეესრულებინა შუალედურ რეზოლუციაში განსაზღვრული მითითებები და ვალდებულებები. შედეგად, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე 70 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან. რუსეთის მიერ გადაწყვეტილების აღსასრულებლად გატარებულ ღონისძიებებს კომიტეტი უახლოეს სხდომაზე – 2021 წლის ივნისში შეაფასებს. საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებისა და ძირითადი უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის კონვენციებით („ბავშვთა გატაცების კონვენცია“ და „ბავშვთა დაცვის კონვენცია“) განსაზღვრულ უცხო სახელმწიფოთა ცენტრალურ ორგანოებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება. საანგარიშო პერიოდისათვის „ბავშვთა გატაცების კონვენციის“ ფარგლებში საქართველოს ცენტრალური ორგანოს წარმოებაშია ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში სავარაუდოდ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნების 17 საქმე. საზღვარგარეთ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნების ძირითადი უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და ჰააგის ბავშვთა გატაცებისა და ბავშვთა დაცვის კონვენციების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით შემუშავდა და მთავრობის დადგენილებით ძალაში შევიდა არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების შესახებ პროცედურები. აღნიშნული დადგენილების ძირითად მიზანს წარმოადგენს რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის წესის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა. სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციისა და „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის კონვენციის რატიფიცირება. ამასთან, 1965 წლის კონვენციის სრულფასოვანი იმპლემენტაციის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები (მიღებულია 2021 წლის 30 მარტს), რომლითაც გამარტივდება საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების პროცესი, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა სასამართლოებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს სამოქალაქო/კომერციული საქმეების დროულად და ეფექტიანად გადაწყვეტას. მიმდინარეობს შიდა უწყებრივი მუშაობა მითითებული კონვენციების საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით – კონვენციების თარგმნა, ეროვნულ კანონმდებლობასთან დადარება, ანალიზი, სავარაუდო საკანონმდებლო ცვლილებების იდენტიფიცირება და სხვ. 71 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2. ეკონომიკური განვითარება 2.1 კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ტურიზმს შეჰქონდა. შესაბამისად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზეც და შეაჩერა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. ბუნებრივია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახა ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე. პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის სფერო და მასთან დაკავშირებული საქმიანობები. ამ ყოველივეს გათვალისწინებით 2020 წელს ეკონომიკის კლებამ 6.2% შეადგინა. ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანმა შემცირებამ (საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდა 83.4%-ით) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა გამოიწვია და მშპ-ის 12.3% შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქონლის ექსპორტის 12%-ით შემცირების მიუხედავად, ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე შემცირდა საინვესტიციო აქტივობაც და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. სარეიტინგო კომპანიების „Fitch“-ისა და „S&P“-ის მიხედვით, საქართველო ინარჩუნებს „BB“ საკრედიტო სუვერენულ რეიტინგს ნეგატიური პერსპექტივით. პანდემიის მართვის კუთხით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებასა და ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი მარტში პირველად გახდა დადებითი (4%), ხოლო აპრილში ზრდამ მასშტაბური, 44.8% შეადგინა. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა კუმულატიური ზრდის ტემპიც და 2021 წლის იანვარ-აპრილის პერიოდისათვის 8.1 პროცენტს გაუტოლდა. საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის პოზიტიურ ტენდენციებზე ნათლად მიანიშნებს 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 2021 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტი შთამბეჭდავად 70 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება, როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის აპრილის (პანდემიამდე) მონაცემსაც (2019 წლის აპრილთან შედარებით ექსპორტის ზრდა 21.6%-ია). აპრილში იმპორტი 56.5 პროცენტით გაიზარდა და 749.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 19.6 პროცენტით და 1,199.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს და 2,730.0 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. ამასთან, აპრილში 93.4%-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2021 წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაიწყება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 72 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საშუალოვადიან პერიოდში 2021-2026 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და 5.1%-ს გაუტოლდება. მარტის და აპრილის დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებულ 4,3 პროცენტიან პროგნოზს, რასაც მომდევნო წლების მშპ-ზეც დადებითი ეფექტი ექნება ამასთან, 2021 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამა და პროგრამის მე-8 შეფასება. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დროულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ნაბიჯებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენა. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კვლავაც მნიშვნელოვანია პანდემიით განპირობებული ზიანის შესამსუბუქებლად. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელება 2020-2021 წლებში საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენა გადასახადებზე და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მთლიანი ფისკალური ეფექტი 7 მლრდ ლარს აღწევს. მათ შორის, ეკონომიკური ზრდის შენელებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოსავლების დანაკლისი აღწევს 1.9 მლრდ ლარს, ხოლო ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტი 0.6 მლრდ ლარს. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მოქალაქეთა სოციალური დახმარების ნაწილზე 1.3 მლრდ ლარი მიიმართება, ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებსა და კარანტინის ორგანიზებაზე 0.9 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებზე 2.2 მლრდ ლარი, ჯამურად ბიუჯეტზე ეფექტი 4.4 მლრდ ლარს აღწევს. ამასთან COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებული მაკროფისკალური ჩარჩოს დროული შეთანხმება მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დამატებითი დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის პროცესში, ვინაიდან ფონდთან არსებული შეთანხმება საერთაშორისო დონორებისათვის ადასტურებდა კრიზისისადმი საქართველოს ფისკალური პასუხის მდგრადობას. შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ შეთანხმება იქნა მიღწეული 1.83 მლრდ ევროზე (2.2 მლრდ აშშ დოლარი) მეტი რესურსის გამოყოფის თაობაზე. უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებების მთლიანი რესურსი შეადგენს 1.73 მლრდ ევროს (2.07 მლრდ აშშ დოლარი), საიდანაც 1.57 მლრდ ევრო (1.88 მლრდ დოლარი) არის პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ სპეციალურად და დამატებით მოზიდული თანხა. აღნიშნული რესურსიდან, მიმდინარე მდგომარეობით, უკვე ჩამორიცხულია 1.44 მლრდ ევრო (1.73 მლრდ აშშ დოლარი) ძირითადად საბიუჯეტო დახმარების ტიპის სესხების სახით, რაც გულისხმობს, რომ ჩამორიცხული რესურსი მიიმართა სწორედ ბიუჯეტის COVID-19 თან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმისა და პანდემიიდან გამომდინარე წარმოქმნილი სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად. 73 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ანტიკრიზისული გეგმის სოციალური დახმარების ნაწილში, მათ შორის, მხარდაჭერილია:  კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 200 კვ.სთ-მდე ელექტრო ენერგიისა და 200 მ3 ბუნებრივი აირის მომხმარებელი აბონენტებისათვის, ასევე 2021 წლიდან ელექტრო ენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდია, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2020 წელს ჯამურად მიიმართა 382.7 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული 165 მლნ ლარიდან 2021 წლის აპრილის ბოლოს მდგომარეობით მიმართულია 93.1 მლნ ლარი;  2020-2021 წლებში იმ დასაქმებულთა დახმარების პაკეტი, რომლებსაც შეუჩერდათ/შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები (პაკეტი მოიცავს 200 ლარიან დახმარებას 6 თვის მანძილზე 2020 და 2021 წლებში), რაზედაც 2020 წელს მიიმართა 130 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 2021 წელს ამ მიზნით გათვალისწინებული 150 მლნ ლარიდან აპრილის ბოლოს მდგომარეობით მიმართულია 100 მლნ ლარამდე;  თვითდასაქმებულებისა და 2020 წლის ბოლოს გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გაჩერებული ობიექტების თანამშრომლებისათვის ერთჯერადად 300ლარიანი დახმარება, რაზეც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 110 მლნ ლარზე მეტი;  65 000-100 000 ქულის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირების დახმარება, რაზედაც 2020 წელს მიიმართა ჯამურად 90 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული 100 მლნ ლარიდან აპრილის ბოლოს მდგომარეობით მიმართულია 67 მლნ ლარი;  2020 წელს 18 წლამდე ბავშვების დახმარება, რაზეც 2020 წელს მიიმართა 187.8 მლნ ლარი, მათ შორის, 123 მლნ ლარი STOPCOV ფონდში მობილიზებული სახსრებიდან;  150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური, რაზედაც 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 15 მლნ ლარამდე. პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შესამსუბუქებლად, ბიზნესის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის, დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობა ატარებს მნიშვნელოვან მხარდამჭერ ღონისძიებებს. ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განსაზღვრა მოხდა მიზნობრივად. კერძოდ, გეგმის ფარგლებში მხარდაჭერილია ეკონომიკის ყველა ის სექტორი და საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელთაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი Covid-19 პანდემიის შედეგად. ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები 4 ეტაპად განხორციელდა. კერძოდ, განხორციელდა შესაბამისი მაკროეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობდა გრძელვადიანი ლარის რესურსის გაჩენას საბანკო სექტორში და საფინანსო სექტორში რეგულაციების შემსუბუქების თვალსაზრისით სესხების რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობას. ამასთან, შემუშავდა ზოგადი მხარდაჭერის სქემები და სახელმწიფო მხარდაჭერის ისეთი მექანიზმები, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას, ბიზნეს სექტორში ლიკვიდობის მართვის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის სწრაფი აღდგენის მიზნით განხორციელდა ახალი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და არსებული პროგრამების დიზაინის ცვლილება. აღსანიშნავია, რომ ყველა ინსტრუმენტის შექმნა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. 74 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1      საკრედიტო საგარანტიო სქემა: Covid-19 პანდემიის ფონზე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გაგრძელდება 2021 წლის ბოლომდე. კერძოდ, ახალი სესხების ძირი თანხის 70-დან 90%-მდე გაიზარდა გარანტირებული თანხების მოცულობა, ბანკებთან ერთად პროგრამაში ჩაერთო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, დაიშვა კომერციულ ბანკებში პროგრამის გარეთ გაცემული სესხის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზების და რეფინანსირების შესაძლებლობა. რესტრუქტურიზებული სესხის შემთხვევაში ხდება ძირი თანხის 30%-ის გარანტირება. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში 220 ხელშეკრულება გაფორმდა. სულ სესხების მოცულობა შეადგენს 187.2 მლნ ლარს, აქედან სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია 158.8 მლნ ლარი. სულ გადარიცხულია 31.8 მლნ ლარი. სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსება: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სესხის თანადაფინანსების ვადა გაიზარდა 36 თვემდე, სესხის მინიმალური მოცულობა შემცირდა 50 000 ლარამდე, მაქსიმალური კი გაიზარდა 10 მილიონ ლარამდე. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით გაფორმდა 240 ხელშეკრულება 215 ბენეფიციართან. პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 500.54 მლნ ლარს, ხოლო დაგეგმილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა არის 7 587. მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა: აღნიშნულის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 2020 წლის 5 ოქტომბერს. დარეგისტრირდა 26 299 მეწარმე. 2021 წლის 6 აპრილს გამოვლინდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები (721 ბენეფიციარი, მოთხოვნილი თანხა - 15 057 040 ლარი), ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი, რის შედეგადაც, დაზუსტდება გამარჯვებული ბენეფიციარების რაოდენობა. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის, 2020 წელს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ფარგლებში მიღებული 594.3 მილიონი ლარი განთავსდა კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში. 2020 წელს დაინერგა ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) ავტომატური დაბრუნების სისტემა და შემცირებული ეკონომიკური ზრდისა და გადასახადების მიუხედავად, ბიზნესს დაუბრუნდა 1 მლრდ ლარზე მეტი ზედმეტად გადახდილი გადასახადი. აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდება 2021 წელსაც. მოსალოდნელია, რომ დაბრუნებული გადასახადები გადააჭარბებს 1,5 მლრდ ლარს. აპრილის ბოლოსთვის დაბრუნებული დღგ 605 მლნ ლარს შეადგენს; Covid-19 პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად გადაიხედა არსებული საგადასახადო შეღავათების სისტემა და შემოღებულ იქნა რიგი დამატებითი შეღავათები საშემოსავლო, ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილში:  პირებს, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მიეცათ გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. ამასთან, დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის 75 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1    ღონისძიებები არ გატარდა, ხოლო საშეღავათო პერიოდის, შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარა ჩამოწერას; 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილი იყო შეემცირებინა დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატებოდა; ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლდა სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში, დასასვენებელ და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებებში, რესტორნებსა და საკვებით მობილური მომსახურების, სასმელებით მომსახურების საქმიანობებში, ტურისტულ სააგენტოებში, ტუროპერატორებსა და სხვა დაჯავშნის მომსახურებაში და მათთან დაკავშირებულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება. იგივე საგადასახადო შეღავათი გავრცელდა იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ზემოთ განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება; 2021 წლის 1 ივლისამდე დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი გარკვეული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი. აქვე, აღსანიშნავია, Covid-19 პანდემიის შედეგების საპასუხოდ შექმნილი პროგრამები:  „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“: პროგრამა გულისხმობს სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით აღნიშნული მიმართულებით 1 544 ბენეფიციარის 2 194 სესხზე გაიცა თანადაფინანსება ჯამში 45.7 მლნ. ლარის ოდენობით.  „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“: პროგრამა გულისხმობს სესხისა და სალიზინგო პროექტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში, 466 ბენეფიციარის 622 სესხზე გადაირიცხა 6.6 მლნ ლარი. 2021 წელს პროგრამის ფარგლებში დაიწყო განაცხადების მეორე ნაკადის მიღება. ამჟამინდელი მდგომარეობით, 167 ბენეფიციარის 212 სესხზე ჯამურად გადარიცხულია 2.5 მლნ ლარი.  საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის (IATA) აკრედიტაციის მქონე კომპანიებისა და გენერალური გაყიდვების აგენტი კომპანიების მხარდასაჭერი პროგრამა: აღნიშნული გულისხმობს გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საზღაურის სუბსიდირებას. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში დახმარება გაეწია 33 კომპანიას 39 გარანტიაზე. ჯამში გადარიცხულია 243.6 ათასი ლარის ექვივალენტი.  ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა: 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში 53 ბენეფიციარის 69 სესხზე გადაირიცხა 2.5 მლნ ლარი.  სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების სუბსიდირების პროგრამა: პროგრამა დაიწყო 2021 წელს და გულისხმობს სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ამჟამად 61 ბენეფიციარის 72 სესხზე გადარიცხულია 941.5 ათასი ლარი. 76 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1   იპოთეკური სესხების სუბსიდირება: პროგრამის მიზანია დეველოპერულ სექტორში Covid-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც კომერციული ბანკისგან აღებული სესხით იძენენ ბინას დეველოპერული კომპანიისგან. პროგრამა შედგება სუბსიდირების და საგარანტიო კომპონენტებისგან. პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა 2020 წლის 31 დეკემბერს. ამჟამინდელი მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულია 6 774 ბენეფიციარი, საიდანაც 1 806-მა ისარგებლა სესხის გარანტიითაც. ჯამურმა სესხის მოცულობამ 641.7 მილიონი ლარი შეადგინა. მომდევნო 5 წლის მანძილზე სუბსიდიის სახით გასაცემი თანხა 120 მლნ ლარია. სახელმწიფოს მიერ გარანტიის სახით ბანკებში გადარიცხული თანხების მოცულობა 8.1 მლნ ლარია. სამშენებლო სექტორის ხელშეწყობა: სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების განცხადების განხილვა და სპეციალური კომისიის მიერ გამარჯვებული სუბიექტების გამოვლენა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდო გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების 30%-ის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-დან 9.3%-მდე გაიზარდა და ნომინალურ გამოხატულებაში 4.6 მლრდ ლარს მიაღწია. 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7.6%-ით განისაზღვრა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში კვლავ აჭარბებს 4 მლრდ ლარს. 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 60.0%. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 60.8%-ს შეადგენს. 2021 წლის მარტის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 58.0% შეადგინა. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 58.8%-ს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ისევე, როგორც წინა წლებში გათვალისწინებული იყო ფისკალური კონსოლიდაცია და რესურსების მობილიზება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა პანდემიის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიმდინარე ხარჯების წილის ზრდაზე მშპ-თან მიმართებით:  ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-თან მიმართებით გაიზარდა 26.2%-მდე (20182019 წლებში 21% შეადგინა), ამასთან შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრები შენარჩუნებულ იქნა მშპ-ის 3.7%-ის ფარგლებში, თუმცა სოციალური მომსახურების ხარჯები გაიზარდა 11%-მდე (2018-2019 წლებში 8%-9% შეადგინა); 77 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიმართული სახსრები მშპ-თან მიმართებაში შენარჩუნებული იქნა მშპ-ის 8 პროცენტზე მაღალ ნიშნულზე. 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მიმდინარე ხარჯები კვლავ შედარებით მაღალია და 25%ის ფარგლებშია გათვალისწინებული, რაშიც გათვალისწინებულია COVD-19-თან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ხარჯები, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტი, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსირება, რაც 2021 წლიდან ასაკით პენსიონერთა სახელმწიფო პენსიის ავტომატურ ზრდას გულისხმობს, ინფლაციისა და რეალური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით. საინვესტიციოინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გათვალისწინებული სახსრები მშპ-ის 8.5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ამ მიმართულებით არსებული გეგმების რეალიზება, დეფიციტის შემცირების აუცილებლობის გათვალისწინებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რისთვისაც აუცილებელია გავაგრძელოთ მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის სრულყოფილ დანერგვაზე. ამ მიმართულებით საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ახალი საინვესტიციო პროექტების შეფასება საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელმაც შეადგინა ახალი საინვესტიციო პროექტების მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტი და შესაბამისი ინფორმაცია აისახა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პაკეტში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და სახელმწიფო ვალის მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას და აგრძელებს კონსულტაციებს სხვადასხვა დონორთან/განვითარების პარტნიორთან საქართველოში საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების/ოფისების გახსნისა თუ გაფართოების შესახებ. საანგარიშო პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების და პროგრამების დასაფინანსებლად, გაფორმდა 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის საგარეო ფინანსურ რესურსზე შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB), ევროკავშირთან. მათ შორის, დაახლოებით 862 მლნ ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 538 მლნ ევრო საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება საგზაო, კომუნალური ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, მიკრო, მცირე და საშუალო 78 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ზომის საწარმოების დახმარების, აღდგენისა და სხვა პროექტების დასაფინანსებლად, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ხელმოწერა და მოლაპარაკება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) დაახლოებით 153 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. ფინანსური რესურსის მოძიების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები COVID-19-თან ბრძოლისთვის გატარებული/გასატარებელი ღონისძიებებისა და საქართველოს ეკონომიკისათვის COVID-19-ით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის გასატარებელი (პოსტკრიზისული პერიოდის) ღონისძიებების დაფინანსებისათვის. მთავრობის ვალის მართვა იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:      მთავრობის ვალის მართვა ხდება მთავრობის მიერ მოწონებული დოკუმენტის „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისათვის“ შესაბამისად. მიმდინარეობს მუშაობა 2021-2023 წლების მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიაზე; მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით გრძელდება „ბენჩმარკ“ ბონდების გამოშვება; ვალდებულებების მართვის ოპერაციების ფარგლებში დანერგილია გამოსყიდვის ოპერაციები; 2020 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება პროგრამის ქმედუნარიანობის შეფასება, რის საფუძველზეც შესაძლოა, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელების/გაფართოების შესახებ სხვა ვადიანობის ფასიანი ქაღალდის ჩართვით; მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის; 2021 წლის აპრილში განხორციელდა საქართველოს ახალი 5-წლიანი ვადიანობის ევროობლიგაციების გამოშვება. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს რეფინანსირების რისკის შემცირების მნიშვნელოვან საფუძველს და ზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ევროობლიგაციების განთავსება მოხდა ისტორიულად დაბალი შემოსავლიანობით (2.875%) და კუპონის განაკვეთით (2.75%), რომლებიც ყველაზე დაბალია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ ექვს თვეში ერთხელ ქვეყნდება დეტალური სტატისტიკური ბიულეტენი სახელმწიფო ვალის შესახებ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება ინფორმაცია: სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დონორების მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მისაღები ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების, საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების შესახებ; ვალის მართვის მიზნებიდან გამომდინარე მიმდინარეობს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის ცვლილების პროექტის მომზადება. 79 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საჯარო ფინანსები მართვის რეფორმა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გრძელდება მუშაობა სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით ფისკალური რისკების მართვის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ შემუშავდა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიის პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს. ასევე, დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული მხარეებისთვის. რეფორმის ფარგლებში პირველად მომზადდა საგადასახადო დანახარჯების შეფასების ანგარიში დამატებული ღირებულების გადასახადზე, რაც თან დაერთო 2021 წლის ბიუჯეტს საქართველოს პარლამენტში წარდგენისას. ასევე, ბოლო მომზადების ეტაპზეა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებული საგადასახადო დანახარჯების ანალიზის შესახებ ანგარიში. საქართველო ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და ჩართულობის ღონისძიებებს. 2020 წელს გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2019 კვლევის (Open Budget Survey – 2019) შედეგების მიხედვით, სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში საქართველო კვლავ მოწინავე მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვის მიზნით შემუშავდა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ჩართულობის სისტემა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე და აქტიურად ჩაერთონ იმ ძირითადი პრიორიტეტების დადგენაში, რომლის დაფინანსებაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გრძელდება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის გაძლიერება. ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გადაიდგა შემუშავდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგია 2021-2024 წლებისთვის და სამოქმედო გეგმა 2021-2022 წლებისთვის. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიმართულებით განხორციელდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის არსებული მდგომარეობის შეფასება 8 მუნიციპალიტეტში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის გაძლიერებისთვის, შვედეთის მთავრობის - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, შვედეთის ნაციონალური ფინანსური მართვის ორგანოს წარმომადგენლებთან გაფორმდა შეთანხმება ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმის განვითარების ორწლიან (2020-2022) პროექტთან დაკავშირებით, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენს; გრძელდებაა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის პილოტურ რეჟიმში დანერგვა საქართველოს 6 სამინისტროში. საქართველოს 2 სამინისტროს ყველა დარგობრივი დეპარტამენტისთვის შემუშავდა რისკების რეესტრი და გრძელდება მუშაობა რისკის მართვის სისტემების მიმართულებით. 80 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შიდა აუდიტის მიმართულებით განხორციელდა პროექტი „რისკზე დაფუძნებული დაგეგმვა“ 6 მუნიციპალიტეტში. ჩატარდა 20-მდე ვებინარი შიდა აუდიტორებისთვის, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს საუკეთესო პრაქტიკების გაცნობის გზით, შიდა აუდიტორებისთვის ყველაზე აქტუალურ და საჭირო თემებთან დაკავშირებით; სხვადასხვა დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა 20-მდე შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასება. ასევე, შიდა აუდიტორებისთვის შემუშავდა შემდეგი მეთოდოლოგიური დოკუმენტები: შიდა აუდიტორთა საერთაშორისო პრაქტიკის განხორციელების სახელმძღვანელო, რისკის მართვის სისტემის შეფასება შიდა აუდიტორთა მიერ და შიდა აუდიტორთა პრინციპები. 2.2 დასაქმება საქართველოს მთავრობა ახორციელებს შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას (ALMP), რაც გულისხმობს მოსახლეობის შრომით ინტეგრაციის, პროდუქტიული დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შრომის ბაზარზე არსებულ მოწყვლად ჯგუფებზე. 2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. 2020 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიაში ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც შესაბამისია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) განახლებულ სტანდარტებთან. ახალი სტანდარტის დანერგვამ დღის წესრიგში დააყენა ისტორიული მწკრივების გადაანგარიშების საკითხი, რაც აუცილებელი იყო წინა პერიოდის მონაცემებთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად. ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. შრომის ბაზრის ფორმირებისა და სტრუქტურის ანალიზის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა „შრომის ბაზრის წლიური ანალიზი - 2020“ ანგარიში, სადაც შრომის ბაზარი შესწავლილ იქნა სხვადასხვა ჭრილში. მათ შორის, ანგარიშში გაანალიზებულია შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტი სახელმწიფო და კერძო დასაქმების სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე დაყრდნობით. ანგარიში ასევე მოიცავს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. წლიური ანალიზი განთავსებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე. დამატებით, სექტორულ ჭრილში (კერძოდ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში), ადამიანური კაპიტალის უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის შესწავლის მიზნით, სამუშაო ძალასა და უნარებზე არსებული, ასევე სამომავლო მოთხოვნის კვლევის განსახორციელებლად, მომზადდა მეთოდოლოგია, ტექნიკური დავალება, ასევე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის კითხვარები. კვლევის მიზანია ზემოაღნიშნულ სექტორებში ადამიანური კაპიტალის უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის გამოვლენა, 81 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებასა და უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას. გრძელდება და უფრო ინტენსიური ხდება დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. საანგარიშო პერიოდში პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმდა 19 ორგანიზაციას. რეგულარულად მიმდინარეობს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების ინფორმირება პროგრამის პირობების, წესებისა და პროცედურების, რეგისტრაციის ვადების შესახებ. ასევე, სამუშაოს მაძიებლებს უტარდებათ კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალური კონსულტირებები. პროგრამის ფარგლებში ასევე გრძელდება სტაჟირების კომპონენტი, რომელიც მიმართულია დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ/სწავლებისკენ შემდგომი დასაქმების მიზნით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური და საექსპერტო დახმარებით, გაკეთდა საქართველოში შრომითი მიგრაციის სფეროში მოქმედი არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის კვლევა და მისი გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. სამართლებრივი აქტების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე, დაწყებულია სამუშაოები საქართველოში შრომითი მიგრაციის სფეროში მოქმედი მონიტორინგის მექანიზმების დახვეწის მიზნით, შრომითი მიგრაციის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განსახორციელებლად. ამჟამად, მომზადებულია შესაბამისი ცვლილებების პაკეტი. პარალელურად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს სამუშაოები კანონში შესატანი ცვლილებების ეკონომიკური ზეგავლენის ანალიზის მოსამზადებლად. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით, დაწყებულია და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამ მიზნით, ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან. საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი 82 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 დაიწყო 2021 წლის 15 თებერვალს და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. პარალელურად მიმდინარეობს გერმანიიდან შემოსულ ვაკანსიებზე შესაბამისი კანდიდატურების გადარჩევის პროცესი და წინასაწარ (არსებული შერჩევის მეთოდოლოგიის საფუძველზე) შერჩეული კანდიდატებზე ინფორმაციის მიწოდება გერმანული მხარისთვის. წლის ბოლომდე გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ექნება 5 000 საქართველოს მოქალაქეს. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება დასაქმდნენ ისრაელში, როგორც დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში. აღნიშნულ პოზიციაზე, ისრაელში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 12 აპრილს და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ამჟამად ბაზაში რეგისტრირებულია 1973 ისრაელში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უკვე გადაირჩა და ისრაელის მხარეს საბოლოო შერჩევის მიზნით მიეწოდა საქართველოს 90 მოქალაქის კანდიდატურა. წლის ბოლომდე ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1000 მოქალაქეს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები „საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების განხორციელების სქემების შესამუშავებლად. აღნიშნული განხორციელების სქემა იძლევა საშუალებას ფრანგული მხარისგან ქვეყანამ მიიღოს შესაბამისი ვაკანსიები, რომლებზეც შემდგომ დროებით ლეგალურად დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები. ექვს ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი) ინიციირებულ იქნა დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. ორ ქვეყანასთან (ბელგია, საბერძნეთი) მიმდინარეობს კონსულტაციები საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საპილოტე პროექტის ინიციირების შესაძლებლობაზე. ფინეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მიზნით. პარალელურად მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით. 83 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2.3 სამეწარმეო გარემო სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი წინაპირობაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის. გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გრძელდება უფრო მეტად ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ ასოციირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში, 2006 წლის 28 ნოემბრის საბჭოს 2006/112/EC დირექტივასთან (დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო სისტემის შესახებ) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით, შემუშავებული და 2020 წლის 14 ივლისს მიღებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებები. დღგ-ის კანონმდებლობის იმპლემენტაციის/ინტერპრეტაციის მიზნით, შემუშავებულია სახელმძღვანელო/მაგალითები, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს გამარტივებული რეგისტრაციის პორტალის შექმნაზე, რომლის დანერგვა დაგეგმილია 2021 წლის 1 ივლისისთვის. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ამცირებს სადავო შემთხვევებს და ამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბრიდან დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემა გახდა სრულად ავტომატური, რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელთა პირად საბანკო ანგარიშზე დასაბრუნებელი თანხის გადამხდელის მოთხოვნის გარეშე (ავტომატურად) ასახვას. 2020 წელს დღგ-ის ავტომატური დაბრუნების პროგრამით დაბრუნდა მილიარდ ლარამდე, რაც 600 მლნ ლარით აღემატება 2019 წელს დაბრუნებული დღგ-ის ოდენობას. მხოლოდ 2021 წლის პირველ 4 თვეში ავტომატური დაბრუნების პროგრამით უკვე დაბრუნებულია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი, რაც 300 მლნ ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. საგადასახადო დავების სისტემის რეფორმის მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ USAIDის ეკონომიკური პროგრამის მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში დაიწყო მუშაობა საგადასახადო დავების რეფორმაზე. მუშაობა მიმდინარეობს კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში. პირველ ეტაპზე, შედგა შეხვედრები ბიზნესასოციაციებსა და საგადასახადო საკონსულტაციო კომპანიებთან - საგადასახადო დავების განხილვის არსებული სისტემის გამოწვევების და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების (კონკრეტული საკითხების) იდენტიფიცირების მიზნით. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა დავების განხილვის სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, ზემოაღნიშნულ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით. განზოგადებული საგადასახადო პრაქტიკის დანერგვისა და საგადასახადო კანონმდებლობის ერთგვაროვანი ინტერპრეტირებისათვის, საგადასახადო დავების რეფორმის ფარგლებში დაიწყო ერთიანი საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის ელექტრონული პლატფორმის შემუშავება. შედეგად, გადამხდელებს, საგადასახადო/საბაჟო და დავის განმხილველ ორგანოებს, დარგის პროფესიონალებს, აკადემიურ წრეებს და ყველა დაინტერესებულ პირს 84 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შეეძლება, მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალით ერთიან საინფორმაციო ბაზაში მოიძიოს და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მხრივ აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს დღემდე წარმოშობილი მიმდინარე, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები. ამისთვის, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს სსიპ - შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება. ინიციატივა ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას. გადასახადის გადამხდელთა მხრიდან დისტანციური მომსახურების მიმართ გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, გრძელდება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საგადასახადო სისტემაში. ამ მიმართულებთ, საანგარიშო პერიოდში:      განახლდა სსიპ - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი. განახლებული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიებში ინტეგრირებულია ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი, როგორიცაა: ონლაინჩათი, SMS სერვისი და ავტომატური გადარეკვის ფუნქციონალი; განახლდა სსიპ - შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი. უწყების განახლებულ ვებპორტალზე სრულად შეიცვალა და თანამედროვე ტენდენციებს მოერგო დიზაინი და სტრუქტურა. ვებგვერდი გახდა უფრო მეტად ორიენტირებული მომხმარებელთა საჭიროებებზე; 2021 წელს დაინერგა დისტანციურ რეჟიმში ფიზიკური პირის (გარდა ინდ.მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სისტემა, რომლის საშუალებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დისტანციურად მოახდინონ ელექტრონული სერვისების ავტორიზებული გვერდის გახსნა და 300-ზე მეტი ელექტრონული სერვისით სარგებლობა; პროექტის „სასაქონლო კოდით საქონლის ძიების და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის“ ფარგლებში, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/გატანასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის უწყებებთან, რათა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან შესაძლებელი გახდეს ყველა სახის ნებართვა/სერტიფიკატის ელექტრონულად მოთხოვნა და მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით. შემუშავდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვის პროგრამა, რომლის გამოყენებითაც 2021 წლის სავადო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელთა მიერ წარდგენილი ათვისების გეგმების საფუძველზე, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდება ავტომატურად. 85 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შედეგად, გამარტივდება მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესი და დაიზოგება განცხადების წარდგენისთვის საჭირო დრო. საგადასახადო კანონშესაბამისობის რისკების მართვის მიმართულებით, 2021 წელს დაინერგა კანონშესაბამისობის რისკის მართვის გაუმჯობესების ახალი პროგრამები, რომლებიც მიმართულია გადასახადის გადამხდელთა მხრიდან შესაძლო კანონშეუსაბამობების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის და მართვისკენ. მათ შორის, აღსანიშნავია:    2021 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო გახდა დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება. პროექტი მიზნად ისახავს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ბაზის ჩამოყალიბებასა და საშემოსავლო გადასახადში არსებული დანაკარგების შემცირებას; 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი, რაც ითვალისწინებს არამიზნობრივი დღგ-ის რეგისტრაციის და შესაბამისი დოკუმენტების არამართლზომიერად გამოწერის შემცირებას; 2020 წლის ბოლოს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო დეკლარაციების შემოწმების სისტემამ მოგების და საშემოსავლო (ყოველთვიური) გადასახადებში, რაც ითვალისწინებს წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის კონტროლს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. დეკლარაციების კონტროლის სისტემა იძლევა საგადასახადო შემოწმებებისთვის საჭირო რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას და უფრო მეტად მოქნილს ხდის კანონშეუსაბამობებზე რეაგირების პროცესს. წარმატებით მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. შედეგად, 2020 წელს პრივატიზებული ობიექტების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 95 519 903 ლარი და, შესაბამისად, წლიური გეგმა შესრულდა 106.1%-ით. აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კერძო სექტორში გადატანის პროცესი ელექტრონული აუქციონის ფორმით, შედეგად 2021 წლის თებერვლიდან 1 მაისამდე განხორციელდა პორტალ eAuction.ge-ზე 11 სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ელექტრონული აუქციონის გამოცხადება. 2021 წელს პროექტის − „100 საინვესტიციო შეთავაზების ბიზნესს“ ფარგლებში გაიყიდა 1 სახელმწიფო საწარმო საწყისი ფასით 266 000 ლარი, ხოლო საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 268 000 ლარს. პროაქტიულად მიმდინარეობს უძრავი ქონების პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით. შედეგად, 2020 წელს პროექტის − „100 საინვესტიციო შეთავაზების ბიზნეს“ ფარგლებში გაიყიდა 88 ობიექტი ჯამური საწყისი ფასით 37 814 551 ლარი, ხოლო საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 42 979 051 ლარს. განსაკუთრებით გააქტიურდა ზემოთ აღნიშნული მიმართულება 2021 წლიდან. კერძოდ თებერვლიდან 1 მაისამდე პროექტის − „100 საინვესტიციო შეთავაზების ბიზნესს“ ფარგლებში მომზადდა და პორტალ eAuction.ge 350-მდე აუქციონის გამოცხადდა. სულ, ჯამში, გაიყიდა 70 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით 38 956 100 ლარი, ხოლო საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 55 058 100 ლარს და ასევე გაიყიდა 25 86 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი ჯამური საწყისი ფასით 3 966 285 ლარი, ხოლო საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 4 461 000 ლარს. აქტიურად გრძელდება წიაღის სექტორის რეფორმა, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში დაიწყო რეფორმის მეორე ფაზის პრაქტიკული განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს მუშაობა სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებაზე. რეფორმის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი სამთო-მოპოვებით საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულით რაციონალურ და მდგრად სარგებლობას. წიაღის სექტორის რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში იმართება კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებსა და წიაღის სექტორის მაკოორდინირებელი უწყებათაშორის საბჭოს ფორმატში, საუკეთესო მიდგომის შერჩევის მიზნით. შედეგად, მომზადდა საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზის შესახებ ანგარიში, რომლის განხილვაც განხორციელდა ყველა დაინტერესებული უწყების ჩართულობით. ამასთანავე, სრულდება მუშაობა წიაღის მართვის შესახებ კოდექსის პირველად სამუშაო ვერსიაზე. პროგრამას − „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საანგარიშო პერიოდში დამატებით 50 სხვადასხვა ტიპის საბადო დაემატა. მსოფლიო ბანკის მიერ მულტი-დონორული ნდობის ფონდიდან გამოყოფილი იქნა 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის მხარდაჭერის მიზნით. პროექტის მიზანია საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაცია და წიაღის სექტორში, პასუხისმგებლიანი ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში 2020 წლის ივლისში მიღებულ იქნა ახალი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისოდ დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების პარალელურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა საგადასახადო კოდექსშიც და განისაზღვრა საინვესტიციო ფონდების საქმიანობის დაბეგვრის რეჟიმი. საინვესტიციო ფონდების ახალი სამართლებრივი ჩარჩო ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, დაფინანსების მოზიდვის მოქნილი მექანიზმების დანერგვასა და აღსრულებას. ასევე, რეფორმასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 29 ივნისს მიღებულ იქნა ცვლილებები „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში. მიღებული ცვლილებების ფარგლებში ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ჩარჩო მნიშვნელოვნად განახლდა და დაიხვეწა, აღნიშნული კი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ დაიწყო კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, მოხდება კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკვე შემუშავებულია და 87 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პარლამენტს წარედგინება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართული სამართლებრივი მექანიზმის შემოღებას, სამართლებრივ სიცხადესა და განჭვრეტადობას. ასევე 2021 წლის დასაწყისში დაიწყო მუშაობა ახალ „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ლარის აკუმულირებისა და დაბანდების გრძელვადიანი საშუალებების, გრძელვადიანი სადაზღვევო პროდუქტების ხელშეწყობისათვის. აღნიშნულის პარალელურად მუშაობა დაიწყო ახალი „სექიურითიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მეშვეობითაც მეწარმესა და ინვესტორს გაუჩნდება წვდომა აქამდე არსებულ არალიკვიდურ აქტივებსა და მათი საშუალებით ინვესტიციების მოზიდვაზე. ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ბიზნესის განვითარებას. აღნიშნული მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ:   650 000-ლარიანი ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების ფარგლებში მიღებული 141 განაცხადიდან შერჩეულ იქნა 9 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი; 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ორი რაუნდის საფუძველზე, ჯამურად მიღებული 625 პროექტიდან გამოვლინდა და დაკონტრაქტდა 39 სტარტაპი. აქტიურ ფაზაში შევიდა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო და ქართულ ინდუსტრიულ ლიდერ კომპანიებთან მიმდინარეობს 9 სამეცნიერო ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესი, რომელიც ევროკავშირის 1 მილიონი ევროს გრანტით ფინანსდება. გაიხსნა სამი ტექნოლოგიური პარკი ქალაქ ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. აღნიშნული ტექნოპარკები ერთიან სივრცეს წარმოადგენს ინოვაციური იდეების მხარდასაჭერად, აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით და სამუშაო და სატრენინგო სივრცეებით. საერთაშორისო ტოპაქსელერატორის „500 სტარტაპის“ ფარგლებში 2020-2021 წლებში აქსელერაცია გაიარა 30-მა ინოვაციურმა სტარტაპმა, რომლებმაც ამ პერიოდში დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიციები მოიზიდეს. მთლიანად 2020-2021 წლებში მთავრობის პორტფოლიო სტარტაპებმა 150 მილიონი ლარამდე კერძო ინვესტიციები მოიზიდეს ქვეყანაში, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ 15 მილიონ ლარზე. მათ შორის, დაფიქსირდა პირველი წარმატებული გლობალური სტარტაპ exit-ი. 88 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გრძელდება მეწარმეებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში:  ამოქმედდა საქართველოსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 8 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის ოქმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა მიერ ევროკავშირთან ვაჭრობისას კუმულაციური მეთოდის გამოყენებას.  ონლაინრეჟიმში გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარების საკითხზე. ამჟამად მიმდინარეობს კვლევაზე მუშაობა.  მოლდოვასთან გაიმართა ონლაინკონსულტაციები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1997 წლის 28 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის ოქმზე, რომელიც მოიცავს მხარეთა მიერ ევროკავშირთან ვაჭრობისას კუმულაციური მეთოდის გამოყენების დებულებას.  2021 წლის 29 აპრილიდან ძალაში შევიდა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, დიაგონალური კუმულაციის მეთოდის (სქემის) ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ ცვლილებების შეტანის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება. მომზადდა და საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარედგინა გაერთიანებული ერების კონვენცია „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ (ე. წ. სინგაპურის კონვენცია „მედიაციის შესახებ“), თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდება „საერთაშორისო სამედიაციო მორიგების“ ცნება და განისაზღვრება მისი ცნობისა და აღსრულების წესები. ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას, უზრუნველყოფს რა საქართველოს საკანონმდებლო სიბრტყეში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულების შესაძლებლობას. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის საპარლამენტო განხილვის პროცესი. 2021 წლის 1-ლი აპრილიდან სრული მოცულობით ამოქმედდა კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. სხვა სიახლეებთან ერთად, კანონმა შემოიტანა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესია, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ფუნქციებს შეასრულებს. გადახდისუუნარობის საქმეთა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სავალდებულო მონაწილეობით წარმოება კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლის – ამ პროცესისგან სახელმწიფო ინსტიტუტების დისტანცირების - ამსახველია. ზოგადად, ქვეყანაში გადახდისუუნარობის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება პოზიტიურ გავლენას ახდენს ინვესტიციების მოცულობაზე, ფინანსური ბაზრის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ახალი კანონის საფუძველზე, დამტკიცდა „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და 89 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები“. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტით შემოთავაზებული მიდგომები, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში. გარდა ამისა, კანონპროექტში ასახულია ასოცირების შეთანხმებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები, რითაც ეს უკანასკნელი ასოციირების შეთანხმებით და ასოციირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კორპორატიული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზანს ემსახურება. ამჟამად მიმდინარეობს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი. აქტიურად გრძელდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტის პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში. ამასთან, რეგულირების ზეგავლენის შეფასების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, დონორი ორგანიზაციების − საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, მსოფლიო ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჩართულობითა და დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში, კვლავ გრძელდება სამართალშემოქმედებაში ჩართულ საჯარო მოსამსახურეთა ინტენსიური გადამზადების კურსები. საანგარიშო პერიოდში რეგულირების ზეგავლენის შეფასება განხორციელდა შემდეგი კანონპროექტების მიმართ: „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ და აღსრულების კოდექსი. 2.4 სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, შემუშავდა 2021-2025 წლებისთვის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ახალი სტრატეგის პროექტი. ახალი სტრატეგია კვლავაც შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ უმთავრეს პრინციპს - „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First). ამასთან, სტრატეგიაში გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით. სტრატეგიის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა და მისი შემდგომი განვითარება. ადგილობრივი ექსპორტის ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყნის პოსტპანედმიური ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით გატარდა შემდეგი აქტივობები: 90 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1     საერთაშორისო ღონისძიებებზე ქართული კომპანიების მონაწილეობის მხარდაჭერა თანადაფინანსება/თანაორგანიზების გზით: სულ მხარდაჭერილ იქნა 43 ბენეფიციარი. Covid-19-ის პანდემიის გამო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო. არსებული მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ საერთაშორისო ღონისძიება/გამოფენაში: Play Time Paris, PITTIMAGINE BIMBO, Paris Fashion Week, Playtime Marketplace, GULFOOD, SHANGHAI FASHION WEEK, LONDON FASHION WEEK SS21. ასევე ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ ჩატარებულ შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებაში/გამოფენებში: საფეიქრო ინდუსტრიის შოურუმები, საკვები და სასმელი პროდუქტების ონლაინ გამოფენა United Fresh Food Live. განახლდა პლატფორმა www.tradewithgeorgia.com, რომელიც, ექსპორტიორს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით, მათ შორის, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდეს ხსენებულ პლატფორმაზე, გაიაროს ონლაინ ტრენინგი, ასევე ისარგებლოს ქვეყნის საექსპორტო პროდუქტების ონლაინკატალოგითა და ექსპორტის გზამკვლევით. „Branding Georgian Agribusiness“ პროექტის ფარგლებში, ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციისთვის შემუშავდა ერთიანი სლოგანი, ლოგო და სტენდის დიზაინი. შემუშავდა ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც ითვალისწინებს ექსპორტიორი კომპანიებისთვის სერტიფიცირებაში ბრენდინგსა და საერთაშორისო ქსელში შესვლაში მხარდაჭერას, პროგრამის საპილოტე რეჟიმში გაშვება 2022 წლისათვის იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სსიპ − აწარმოე საქართველოში ექსპორტის ხელშემწყობ საუკეთესო სააგენტოდ დასახელდა 60 ქვეყნის 60 ორგანიზაციას შორის (WTPO Award 2020). WTPO Awards ხორციელდება გაერთიანებული ერებისა (UN) და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO) საერთო სააგენტოს - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებს ექსპორტის მხარდამჭერი სახელმწიფო ორგანიზაციები. ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების საწინდარია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ ერთიანი პოლიტიკის შემუშავება არის ერთერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ვაზილ ჰუდაკი, დაინიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველად უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მრჩეველი იმუშავებს უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის. ასევე მრჩეველი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაში უცხოელი ინვესტორების - როგორც, ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ჩართულობას. აღსანიშნავია საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ნაბიჯები:  მთავრობის მიერ ამ მიმართულებით პანდემიის მიუხედავად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა ან დაიწყო 5 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარია. პროექტების განხორციელების შემდეგ 750-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. განხორციელებული რეინვესტირების შედეგად კი დაიწყო 10 მილიონამდე ღირებულების ახალი პროექტები და შეიქმნება 2100 ახალი სამუშაო ადგილი. 91 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1       მომზადდა საინვესტიციო გზამკვლევები, საინვესტიციო პროექტების კატალოგი, 6 სექტორული ბროშურა და განახლებული გზამკვლევი დიპლომატებისთვის, რომელიც მოიცავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობით ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმს, სექტორების მიხედვით სასაუბროს, სამიზნე კომპანიებს, კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებს და ა.შ. ასევე, გამოქვეყნდა 10-მდე საერთაშორისო სტატია და ანგარიში საქართველოს შესახებ. დაორგანიზდა ან/და მონაწილეობა მიღებულ იქნა 5 საერთაშორისო ონლაინ ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, ფოდქასთი). მომზადდა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა, რომელიც მოიცავს 8 ქვესექტორის კვლევას: სასტუმრო უძრავი ქონების ბაზარი, საოფისე უძრავი ქონება, საცხოვრებელი უძრავი ქონება, საცალო ვაჭრობა, ინდუსტრიული და ლოგისტიკური უძრავი ქონება, MICE ტურიზმის პოტენციალის კვლევა, სპორტული ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის თემატური კვლევა, გართობის და დასვენების სექტორი. კვლევის ფარგლებში მომზადდა 12 საინვესტიციო პროექტი განვითარების მოდელებითა და ფინანსური ინდიკატორებით. პროექტები თემატურად მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს, როგორებიცაა სამთო, საზღვაო, სპა, გამაჯანსაღებელი, ეკო და სხვა ტიპის ტურისტული ადგილების განვითარება. პრიორიტეტული სექტორების და კომპანიების პროფილების მიხედვით, მომზადდა 600ზე მეტი სამიზნე კომპანიის ბაზა, დაკავშირების მცდელობა განხორციელდა (ოფიციალური წერილი, ელ. ფოსტა, ზარი და ა.შ.) 240-მდე კომპანიასთან, შედგა შეხვედრა/საკონფერენციო ზარი 75-მდე სამიზნე კომპანიასთან. ასევე, ე.წ. Aftercare სერვისის ფარგლებში შედგა შეხვედრა/საკონფერენციო ზარი 40-მდე არსებულ ინვესტორ კომპანიასთან. დაკავშირება მოხდა 45 საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, ე. წ. Location adviser-თან, ხოლო 2020 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში მთავრობის ორგანიზებით აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიებისთვის ორი გაცნობითი ტური ჩაატარა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც 5 კონსულტანტი ჩამოვიდა. მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილია დამატებითი ვიზიტები. მთავრობის ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, წამყვან საკონსულტაციო კომპანია OCO Global–თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს მხარდაჭერას ინვესტიციების მოზიდვის საკითხში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ორგანიზაციას ოფისები აქვს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით, შემუშავდა და დამტკიცდა ახალი სახელმწიფო პროგრამა - FDI grant. აღნიშნული გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას. მექანიზმი მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, სერვისების ექსპორტს, ლოგისტიკისა და თვითმფრინავების მომსახურების სფეროებს ფარავს. 2.5 საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოტენციალის რეალიზაცია საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით გრძელდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. 92 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქვეყნის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აქტიურ ფაზაშია ფოთის ნავსადგურში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, რომელსაც PACE Group ახორციელებს. პირველი ფაზის დასრულება იგეგმება 2021 წლის ბოლოს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ. გარდა ამისა, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ გეგმავს ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტის განხორციელებას, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 170,000,000 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად განხორციელდა შეწყვეტის შემდგომი პროცედურები, მათ შორის, ჩატარდა ინვესტორის ვალდებულებათა ინვენტარიზაცია, ინვესტორის მიერ გარემოსა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის იდენტიფიცირების სამუშაოები და მოხდა გადასახდელი ჯარიმების გამოთვლა. დაიდენტიფიცირდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული კვლევები და ტექნიკური სამუშაოები/ნახაზები და მოხდა მათი თავმოყრა შემდგომი გამოყენებისთვის. საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონის მოთხოვნათა დაცვის მიზნით დაიწყო დოკუმენტაციის მომზადება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ახალი ტენდერის ჩასატარებლად. ასევე დაიწყო ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიღება საკონსულტაციო სერვისის შესასყიდად. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კერძოდ, წარმატებით დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა (ხიდების, შემაკავებელი კედლებისა და წყალგამტარი მილების სამშენებლო სამუშაოები), მიწის ვაკისის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი შორაპანი - წევის, ხარაგაულის-ლაშეს პოსტის გადასარბენებზე, ასევე დასრულდა მოლითის სადგურისთვის დროებითი ლიანდაგის მოწყობისთვის საჭირო მიწის ვაკისის სამუშაოები. მიმდინარე წელს საქართველოს რკინიგზას ჩაბარდა 2 გვირაბი (ნუმერაციით X და XII), დარჩენილი 4 გვირაბიც პრაქტიკულად დასრულებულია და მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამასთან, დღეისათვის დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 78,4%, სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება საპილოტე რეჟიმში. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, იგეგმება თბილისში დახურული და ღია სასაწყობე მეურნეობის/ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას, რაშიც დაახლოებით 30 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება. ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას და ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის გაზრდას. 93 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, გრძელდება აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან/ინსტიტუტებთან. ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, მსოფლიო ბანკმა 2021 წლის დასაწყისში დაიწყო დერეფნის გაციფროვნების პროექტის ,,Creating a Framework for the Digitalization of Logistics Corridor between South Caucasus and Central Asia“ განხორციელება, რომელიც რამდენიმე აქტივობას მოიცავს. 2021 წლის ბოლომდე დასრულდება კვლევა, ხოლო შემდგომ ეტაპზე იგეგმება ციფრული ლოგისტიკური პლატფორმის პროტოტიპის შექმნა და პილოტირება. 2.6 ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის ათვისების მიზნით, გრძელდება საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში:       განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები; გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ, მათ შორის, ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა, ქუთაისის შემოსასვლელის მეორე ზოლი (41 კმ) და ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი. ხსენებულმა სამუშაოებმა, თბილისი-ბათუმის მიმართულებით გადაადგილებისთვის საჭირო დრო 1 საათით შეამცირა; დასრულდა შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, განხორციელდა საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; 2021 წელს მიმდინარეობს ბათუმი-ხულოს, ხულო-ზარზმის, სამთაწყარო-საბათლო და სხვა მრავალი მიმართულებებით გზების რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზისა და ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, დასრულების ფაზაშია გურჯაანის შემოვლითი გზის 15კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლენტეხი-უშგულიმესტიის დამაკავშირებელი არსებული გზის 51 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც ეტაპობრივად დასრულდება 2021-2023 წლებში; ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ქალაქ ქუთაისში, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ ფოთში სხვადასხვა ქუჩების რეაბილიტაცია. 2020-2021 წლის განმავლობაში 115 ქუჩის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასრულებულია 60-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, ხოლო წლის ბოლომდე ეტაპობრივად პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ყველა ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება; მიმდინარე წელს რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მონაკვეთებზე სულ 350 კმ-მდე გზების ახალი საფარის მოწყობა. ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს წყალმომარაგების ფართომასშტაბიანი პროექტები, რომელთა ძირითად მიზანს, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის 94 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 უწყვეტი მიწოდება წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში დასრულებული პროექტების შედეგად დამატებით 297 741 ბენეფიციარი სარგებლობს გაუმჯობესებული წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით. უფრო კონკრეტულად:   დასრულდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, წყალტუბოს, თერჯოლის, ადიგენის, აბასთუმნის, ოზურგეთის, ახმეტის, ლაგოდეხის, თელავის, აგარის, ანაკლიის, გარდაბნის მუნიციპალიტეტებისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ცალკეული სოფლებისა და დასახლებების წყალმომარაგებისა ან/და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა; საჩხერის, გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა; ზუგდიდში წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; ქ. წყალტუბოსა და ქ. თელავის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; ქ. წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ფართომასშტაბიანი პროექტები განხორციელდა ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში, რომელთა შედეგადაც 222 511 ბენეფიციარს აქვს უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგება. მიმდინარეობს და 2021 წლის ბოლომდე დასრულდება 40-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, გუდაურში, აბაშაში, ჭიათურაში (ავარიონის დასახლება), ფოთსა და ბახმაროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა თუ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. შედეგად ჯამში, 2021 წლის ბოლოსთვის დამატებით 118 652 ბენეფიციარი ისარგებლებს წყალმომარაგების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. კვლაც პრიორიტეტულია ქვყანაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება. საანგარიშო პერიოდში შესაბამისი სტანდარტების დაცვით დაიხურა დმანისის ნაგავსაყრელი და მომზადდა ზუგდიდის ნაგავსაყრელის დახურვის კონცეფცია. მიმდინარეობს არასახიფათო ნარჩენების რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები. გრძელდება ქვეყნისა და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის კონცეფციების, სქემებისა და გეგმების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადება. საანგარიშო პერიოდში:   დასრულდა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ დამტკიცდა ზუგდიდისა და სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმები და ლებარდეს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. მიმდინარეობს ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავება; ქალაქ მცხეთის სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის, გრიგოლეთისა და ყვავილნარის სანაპირო ზოლისა და დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმების შემუშავება; ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი თემების სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციისა და ქ. ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავება. 95 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2.7 ენერგეტიკა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ფართომასშტაბიანი რეფორმა. მაქსიმალურად ათვისებისა და გრძელდება ენერგეტიკის სფეროს დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. აღნიშნული პროცესის პირველი ეტაპი უკვე დასრულების ფაზაშია. კერძოდ, მნიშვნელოვანწილად განხორციელდა ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების განცალკევების მოთხოვნები, რის საფუძველზეც სემეკის მიერ ამ ოპერატორებზე გაიცა ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ახალი ლიცენზიები, რომლებიც ძალაში შედის 2021 წლის 1 ივლისიდან. ბუნებრივი გაზის სექტორის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა“ და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ აქტიურად მიმდინარეობს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ტესტირება ბაზრის სხვა მონაწილეების ჩართულობით, რაც მოიცავს მათ ტრენინგსაც. 2021 წლიდან 2026 წლამდე ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ შესაბამისად, განისაზღვრა ვადები კონკრეტული რეგულირებული სადგურების დერეგულირებისათვის. კონცეფციის მიხედვით, პირველ ეტაპზე, 2021 წლის 1 ივლისიდან უნდა გავიდეს 5-110 ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 0.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რისთვისაც მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები. ამასთან, უკვე 2021 წლის 1 იანვრიდან პირველ ეტაპზე გაუქმდა არა უმეტეს 50 მგვტ სიმძლავრის სადგურების სატარიფო რეგულირება. გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:  გარდაბანში მიწისქვეშა გაზსაცავის I და II ფაზების განხორციელების მიზნით, შესარჩევი ტენდერის ფარგლებში, გამოვლინდა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტი კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გაგრძელდება მოლაპარაკებები. მიმდინარე ეტაპზე მომზადებულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობაოპერირების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის პროექტი.  ენერგოეფექტურობის გაძლიერებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის მიზნით, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, 96 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  მიმდინარეობს მუშაობა კანონქვემდებარე აქტებზე. მათ შორის, უკვე შემუშავებულია „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“. ასევე მუშავდება „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია“. განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში − „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემაში (ჰიდროელექტროსადგურები)“, რომლის საფუძველზეც სქემა უკვე გავრცელდება ყველა სახის განახლებადი ენერგიის წარმოებაზე. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ტარდება შემდეგი ღონისძიებები:      მიმდინარეობს მუშაობა კომბინირებული ციკლის კიდევ ერთ თანამედროვე ტიპის თბოელექტროსადგურის პროექტზე, რომლის სავარუდო დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 250 მგვტ იქნება. წარმატებით დასრულდა საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის − ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოები. გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში, ექსპლუატაციაში შევიდა 6 ჰიდროელექტროსადგური (დვირულა ჰესი, საშუალა 1 ჰესი, საშუალა 2 ჰესი, სხალთა ჰესი, ლახამი 1 ჰესი, ლახამი 2 ჰესი) ჯამური დადგმული სიმძლავრით 39.1 მგვტ. ამჟამად გაფორმებულია 153 პროექტზე მემორანდუმი, მათ შორის, 131 ჰიდროელექტროსადგურის, 21 ქარისა და 1 მზის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაფორმებული მემორანდუმებით ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 3 925 მგვტ-ია, სავარაუდო გამომუშავება კი დაახლოებით 16.7 მლრდ კვტ/სთ-ია. სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, გრძელდება:  220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობა;  220 კვ ეგხ „კოლხიდა-1-ის“ რეაბილიტაცია;  500/220 კვ „ჯვარი-ხორგა“ ეგხ-ის მშენებლობა. 2020 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა სამშენებლო კონტრაქტებს 500 კვ ქვესადგურ „წყალტუბოსა“ და 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობაზე. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში იგეგმება საქართველოს მასშტაბით 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება. გეგმის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში:  აშენებულია დაბა მანგლისის მკვებავი გაზსადენი;  ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 37 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს. ასევე შემუშავდა მომდევნო სამწლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს 2022-2024 წლებს და გულისხმობს 211 დასახლებულ პუნქტში 33 674 პოტენციური აბონენტის ბუნებრივი გაზით 97 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 10 3953 000 ლარს. 2.8 ტრანსპორტი და ლოგისტიკა გრძელდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების პროცესი. შემუშავებულია 2021-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა (2021-2022), რომლის დამტკიცებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. სტრატეგია უზრუნველყოფს კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით, ხელს შეუწყობს დარგის ეფექტიანობის გაზრდას და საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, საქართველომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის პროცესი დაიწყო. ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებებით. ნოემბრიდან საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და დოჰის მიმართულებებით. გარდა ამისა, დაინიშნა ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკისა და თელავივის მიმართულებებით. 2021 წლის 1 თებერვლიდან, სრულად მოიხსნა რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა, რასაც მალევე მოჰყვა რეგულარული ფრენების განახლება თურქეთის, პოლონეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, უკრაინის, ბელორუსის, კატარის, აზერბაიჯანის, ისრაელისა და ყაზახეთის მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ავიაკომპანიებთან ბაზარზე მათი დაბრუნების, შესაბამისი მიმართულებებისა და სიხშირეების აღდგენის მიზნით. ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიების მოსაზიდად მომზადდა სააეროპორტო მომსახურებების ფასდაკლების განახლებული კონცეფცია, ე. წ. ,,all inclusive“ ტარიფებით; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 18 აპრილიდან ფრენები განაახლა ევროპულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა, ხოლო 2 მაისიდან ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის სამი მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით იფრენს. მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა კიდევ ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, გერმანული ავიაკომპანია Eurowings და უკრაინული ავიაკომპანია Bees Airlines. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 150 რეისი სრულდება, ზაფხულის პიკურ პერიოდში კი 350-დან 360-მდე რეგულარული ფრენის შესრულება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ქვეყანაში. დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. დასრულდა საბარგო სისტემის მონტაჟი. ასევე დასრულდა საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის მოწყობა, დამონტაჟდა სარეგისტრაციო დახლები. 98 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2021 წლის თებერვალში დაიწყო ძველი და ახალი ტერმინალების გადაერთების სამუშაოები. ზაფხულის სანავიგზაციო სეზონზე პირველი მგზავრები ტერმინალის განახლებულმა ნაწილმა მიიღო. გადაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად ოპერირებაში შევა განახლებული, 30 ათას კვ მეტრამდე თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით. აეროპორტს 7 გასასვლელი (ე. წ. Gate) ექნება და საათში 1 200 მგზავრის გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის. ამასთან, 2021 წლის 25 მარტს გაიხსნა ახალი ტერმინალი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შენობის საერთო ფართი 7 885 მ2-მდე გაიზარდა (არსებულ ტერმინალს დაემატა 3 800 მ2). აღსანიშნავია, რომ როგორც ქუთაისის, ისე ბათუმის აეროპორტების მშენებლობა პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა. გაფართოების შედეგად ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. გრძელდება მუშაობა სახმელეთო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მეტად გამარტივებისა და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მომზადდა და დამტკიცდა „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა ტექნიკური დავალება ერთიანი ელექტრონული/ციფრული პლატფორმის შექმნისთვის. პროექტი ითვალისწინებს სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული შიდა პროცესების ერთიან ელექტრონულ/ციფრულ ფორმატში გადაყვანას, რაც სამომავლოდ აჩენს შესაძლებლობას, შეიქმნას ეფექტიანი სერვისი, რომლითაც ისარგებლებს საერთაშორისო გადაზიდვების (სატვირთო, სამგზავრო) სფეროში ჩართული სექტორი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვაო ტრანსპორტის დარგის მწყობრ, მდგრად და ეფექტურ განვითარებას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სანავსადგურე სერვისების გაციფროვნებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტრანსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დონორების მოძიება პროექტის მეორე ეტაპისთვის, რომელიც გულისხმობს „Software-ისა“ და „hardware-ის“ შექმნას. ამასთან, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაიწყო საკანონმდებლო ბაზის მომზადება. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქართველი მეზღვაურების განათლების სისტემის გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა ფოთის საზღვაო სასწავლებელი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, ამჟამად მიმდინარეობს პროფესიული მოკლევადიანი სასწავლო კურსები. სასწავლებელი მოემსახურება ქვეყნის ლოგისტიკურ ინტერესებს, ასევე უზრუნველყოფს მეთევზე-მეზღვაურთა და გემის რიგითი და დამხმარე შემადგენლობის 99 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხე ბ მ ო ხს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მაღალკვალიფიციურ წვრთნებს. სასწავლებელი გათვლილია 1 000 სტუდენტზე და დასაქმდება 250 პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი. საქართველოში საზღვაო ინდუსტრიის ხელშეწყობის, ახალი საზღვაო მიმართულებების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, განხორციელდა ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს საშეღავათო პირობების დაწესებას საზღვაო (და არამხოლოდ) ინდუსტრიის კომპანიებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილებენ „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის მოპოვებისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. ნებადართული საქმიანობის სახეებია: საერთაშორისო სანაოსნო ბიზნესთან, გემის ფლობასა და მართვასთან დაკავშირებული საქმიანობები. დღეის მდგომარეობით, საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა სულ 2 კომპანიას, 1 კომპანია კი იმყოფება განხილვის ეტაპზე. ამასთან, საქართველოს დროშის ცნობადობის გაზრდისა და სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, შემუშავდა საზღვაო საინვესტიციო/საინფორმაციო პაკეტი, რომელშიც აღწერილია საქართველოში საზღვაო სექტორი და საინვესტიციო შესაძლებლობები. გრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება. ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული (EU) 1370/2007 რეგულაციის („საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ“) იმპლემენტაციის მიზნებისთვის, 2020 წელს განხორციელდა ცვლილება საქართველოს სარკინიგზო კოდექსში. ასევე შემუშავდა დადგენილება „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ". ამასთან, 2021 წლის მარტში დაიწყო ტვინინგის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს სარკინიგზო დარგის სამართლებრივ და ინსტიტუციურ დაახლოებას. პროექტის ფარგლებში მოხდება პოლონეთის გამოცდილების გაზიარება რიგი დირექტივების იმპლემენტაციის კუთხით. 2.9 კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები მიმდინარეობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საპილოტე რეგიონში − ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - საანგარიშო პერიოდში დაიწყო ქსელის მშენებლობა (საპილოტე რეგიონის ძირითადი პარამეტრები: დასახლებული პუნქტების რაოდენობა − 49, შინამეურნეობა − 8,516, მოსახლეობის რაოდენობა − 28 576). ასევე მეორე საპილოტე რეგიონად შეირჩა ქობულეთის სამიზნე გეოგრაფიული არეალის 13 დასახლებული პუნქტი, სადაც ქსელის მშენებლობას „ოუფენ ნეტი“ განახორციელებს საკუთარი სახსრებით, არა უგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა (ასაშენებელი ქსელის ძირითადი პარამეტრები: ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - 50 კმ; მოსახლეობის რაოდენობა - 10,500). 2021 წელს „ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - დასრულდა ქსელის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებში მოეწყო 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციითა და სხვა 100 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 თანამედროვე სერვისებით. პროექტის განხორციელებით შეიქმნა შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებმა − 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი. ამასთან პროექტ „ლოგ-ინ ჯორჯიას“ ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. უკვე დაგეგმილია 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების ინტერნეტიზაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან დასახლებებში, სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია (რომელსაც არ ფარავს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა), კერძო სექტორისთვის კომერციულად არამომგებიანი გარემოა. შესაბამისად, მთავრობის ინიციატივით, დაიწყო სათემო ინტერნეტიზაციის სამუშაოები. თავდაპირველი მონაცმებით, სათემო ინტერნეტიზაციის ქსელით დაიფარება 123 სოფელი და 14 006 მაცხოვრებელი. საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარება საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, სადაც აღწერილი იქნება რეგიონში საერთაშორისო ინტერნეტკავშირის განვითარების ზოგადი მდგომარეობა, მისი განვითარების ტენდენციები, განსახორციელებელი აქტივობები სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბისა და რეგიონულიი მონაცემთა ცენტრების მოწყობის პოტენციალის ასათვისებლად. სტრატეგიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ჩართულობით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა 2021 წელს საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებაზე დონორი ორგანიზაციების, მეზობელი ქვეყნების, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვენების მთავრობების, საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო ICT კომპანიების, მათ შორის, დიდი კონტენტ პროვაიდერების მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია საქართველოს ციფრულ ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა და საქართველოს გავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და დატა ცენტრების ფორმირების საკითხები. ევროკავშირის HDM/EU4Digital პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ელვაჭრობის საპილოტე პროექტებზე მუშაობა. მომზადებულია საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“. მიმდინარეობს გარკვეული საკითხების დაზუსტება, რის შემდეგაც კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ასევე მომზადებულია კანონის პროექტი „ფოსტის შესახებ“, რომელიც ადგენს საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრინციპებს, ნორმებსა და ურთიერთობებს, საფოსტო მომსახურების სახეობებს, საფოსტო ოპერატორებისა და მომხმარებლების უფლებებსა და ვალდებულებებს, უნივერსალური საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულებას და სხვა. 2.10 რეგიონული განვითარება რეგიონების განვითარება არის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა ახალი 4-წლიანი სახელმწიფო პროგრამა − „განახლებული რეგიონები“, რომლის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 101 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მილიონი ლარია. პროგრამა მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) და ითვალისწინებს, რეგიონების ურბანული განახლების მიზნით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას. პროგრამის მიზანია ხელსაყრელი და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება. კომისიის მიერ შერჩეულ ლოკაციებზე უკვე გამოცხადებულია ტენდერები. ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, ხელს შეუწყობს თითოეული მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოსახლეობას მისცემს ახალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, გრძელდება ადგილობრივ დონეზე მუნიციპალური, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რეგიონების განვითარებაში უთანასწორობის აღმოფხვრისა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში დასრულდა:       ქ. თბილისში „მზიურის პარკის“ მშენებლობა (განახლება); ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა ქ. გურჯაანსა და ქ. გორში; მუზეუმების, მათ შორის, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი. ეკლესია-მონასტრებთან მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა; ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასრულდა ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგიროს მონტაჟი და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა; თბილისის მეტროპოლიტენის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; კურორტ ბაკურიანისთვის შეძენილ იქნა 10 ერთეული ავტობუსი და სხვადასხვა სახის სპეცტექნიკა. 6 მუნიციპალიტეტს გადაეცა 175 ავტობუსი, მათ შორის, 2021 წელს მიწოდებულ იქნა 57 ერთეული. აქტიურ ფაზაშია ურბანული განახლების პროექტები. აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია. მათ შორის, მიმდინარეობს გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, საქართველოს რეგიონების გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მათ შორის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს დაფინანსებულ იქნა 360 მილიონი ლარის ღირებულების 1 059 ინფრასტრუქტურული პროექტი. რაც შეეხება 2021 წელს, მაისის თვის მდგომარეობით, 535 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის გამოყოფილ იქნა ჯამში 209,905,867 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 4 150 ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო 2021 წელს, ხსენებული პროგრამის ფარგლებში, მაისის მდგომარეობით ,შერჩეულია 4 200 ინფრასტრუქტურული პროექტი. 102 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 გრძელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის განხორციელება. საანგარიშო პერიოდში დასაფინანსებლად შეირჩა ჯამში 4 968 072 ლარის ღირებულების 11 პროექტი. 2021 წელს კი დაგეგმილია პროგრამის ფარგლებში 30 მილიონი ლარის მიმართვა სხვადასხვა პროექტის დაფინანსებისათვის. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების ბიუჯეტი განისაზღვრა 8 495 000 ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 21 პროექტი. ხოლო, 2021 წელს, მაისის მდგომარეობით, გამოყოფილ იქნა 10 მილიონი ლარი, რომლითაც დაფინანსდა 26 ინფრასტრუქტურული პროექტი. საანგარიშო პერიოდში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 60 დასახლებას, რის შედეგადაც, დასახლებებში მცხოვრებ დამატებით 22 016 მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის შეღავათებისთვის: ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთათვის, სამედიცინო პერსონალისთვის, მასწავლებლებისთვის და ა. შ. ჯამში მიიმართა 81 295 417 ლარი. 2.11 სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად ახორციელებს იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც წარმოდგენილია სამთავრობო პროგრამაში. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული გრძელვადიანი რეფორმების შედეგად, პანდემიის მიუხედავად, სახეზე არის მნიშვნელოვანი შედეგები 2020 წლის მონაცემებით:  აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 942 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 432 მლნ აშშ დოლარით (84.5%) აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს და 53 მლნ აშშ დოლარით (6.0%) აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს. 2012 წლიდან 2020 წლამდე, აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მლნ აშშ დოლარიდან 265 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.2 მლრდ ლარით (62%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 0.7 მლრდ ლარით (13%) აღემატება.  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში გამოშვების საშუალო მაჩვენებელმა, გაანგარიშებულმა სექტორში 1 დასაქმებულზე, 23.8 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 12 ათასი ლარით (102%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 2.9 ათასი ლარით (14%) აღემატება.  სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 3.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 1.4 მლრდ ლარით (64%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 0.4 მლრდ ლარით (14%) აღემატება.  2020 წელს, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელმა გაანგარიშებულ სექტორში 1 დასაქმებულზე 14.8 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის 103 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  მაჩვენებელს 7.5 ათასი ლარით (104%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს − 1.8 ათასი ლარით (14%) აღემატება. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებულმა მთლიანმა გამოშვებამ 6.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.3 მილიარდი ლარით (56%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს − 0.6 მილიარდი ლარით (10%) აღემატება. დამატებით, სექტორის მდგრადი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, მთავრობის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში 6,691 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 752,565,573 ლარის ღირებულების 7,629 სესხი, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 99,619,153 ლარი. სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, 1,396 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 1,499 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 4,158 ჰა-ს. ინვესტიციის ოდენობაა 72,663,448 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 40,131,654 ლარი. აქედან:  ბაღების კომპონენტის ფარგლებში 567 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი 3,271 ჰა;  მრავალწლიანი კულტურ(ებ)ის ბაღში, პლანტაციაში, ვენახში დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების კომპონენტის ფარგლებში 3 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი - 56 ჰა;  კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი - 323 ჰა; ფარგლებში 820  სანერგე მეურნეობების კომპონენტის ფარგლებში 5 ხელშეკრულება;  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების ფარგლებში 4 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი - 19 ჰა;  შესაწამლი აპარატის ხელშეკრულება; შესყიდვის დაფინანსების კომპონენტის კომპონენტის ფარგლებში 2  წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 37 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი - 171 ჰა;  ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების ფარგლებში 61 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი - 319 ჰა; კომპონენტის მთავრობა აგრძელებს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, რომლის მიზანია ამ მიმართულებით მოქმედი კომპანიების მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში 16 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 16 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 20,148,586 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 8,400,705 ლარი. 104 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თანადაფინანსების პროგრამის (AMMAR) ფარგლებში, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტის მიმართულებით 1 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 1 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 217,680 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 87,072 ლარი. სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის - ახალგაზრდა მეწარმის ფარგლებში, 7 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 7 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 594,582 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 237,833 ლარი. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა − ქართული ჩაის ფარგლებში, 5 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 5 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებულმა ფართობმა შეადგინა 355 ჰა. ინვესტიციის ოდენობაა 1,286,584 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 888,505 ლარი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 127 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 129 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 15,387,342 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 6,411,083 ლარი. აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 375 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 383 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 20,167,185 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 9,648,950 ლარი. სოფლის განვითარების პროგრამის (UNDP-ს მიერ მხარდაჭერილი) ფარგლებში, 28 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 28 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 4,853,526 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 3,237,583 ლარი. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის (DIMMA) ფარგლებში, 324 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 326 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 29,434,143 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 21,039,514 ლარი. სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 259,529 ფერმერს დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 33,328,558 ლარს, საიდანაც 449 სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 30,709,968 ლარი. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 161,648 ბენეფიციარმა 33,281.92 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. აქედან, ბენეფიციარებმა 12,559.77 ტონა საწვავი ჩაასხეს. ამასთან, აღნიშნული პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაფორმდა 44 ხელშეკრულება, ხოლო 2 105 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ბენეფიციარმა დანერგა BIO სტანდარტი, 3 საწარმოში დაინერგა ISO-22000-ის სტანდარტი, 3 საწარმოში დაინერგა HACCP სისტემა, 1 საწარმოში დაინერგა BRC სტანდარტი და 1 საწარმოში დაინერგა FSSC 22000 სტანდარტი. ჯამური თანადაფინანსების მოცულობამ შეადგინა 57,822 ლარი. ბრენდირების მიმართულებით გაფორმდა 11 ხელშეკრულება, ხოლო 5 კომპანიამ მოახდინა კომპანიის/პროდუქციის ბრენდირება - ჯამური თანადაფინანსება 31,184 ლარი. ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აღჭურვილობის მიმართულებით გაფორმდა 3 ხელშეკრულება. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის (2020 წ) ფარგლებში, შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 49,978,243 კგ. სუბსიდიის თანხამ შეადგინა 4,997,824 ლარი. ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო პესტიციდების და აგროქიმიკატების ამოღების მიზნით, განხორციელდა: 1,264 პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების ინსპექტირება, 382 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, გამოვლინდა 205 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. საანგარიშო პერიოდში, მევენახეობის მიმართულებით, 4 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 4 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2,303,690 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 1,989,747 ლარი. მერძევეობის მიმართულებით, 3 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 3 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 457,898 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 435,000 ლარი. საანგარიშო პერიოდში, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 3,815 უნიკალურ ბენეფიციარზე გაცემულია 7,014 პოლისი. დაზღვეულ იქნა 51,742,348 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია 6,886 ჰა მიწის ფართობი. ხელშეკრულებით/პოლისით განსაზღვრულმა სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 2,825,670 ლარი. საანგარიშო პერიოდში, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, განხორციელდა 25,498 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ზედამხედველობა, სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა). ვეტერინარიის მიმართულებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახორციელებს უფასო ვაქცინაციას 8 დაავადებაზე (თურქული, ჯილეხი, მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზი, ცოფზი, წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ყვავილი, მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტი). საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 3,490,587 ვეტერინარული მანიპულაცია. იდენტიფიცირებულ იქნა 712,420 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და 3,521 სული ღორი. ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ უსასყიდლოდ დამუშავდა: 974,362 სული წვრილფეხა პირუტყვი და 17,026 სული მსხვილფეხა პირუტყვი. უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების ბაზრიდან ამოღებისა და ფერმერების ინტერესების დაცვის მიზნით, შემოწმდა 658 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი. გამოვლინდა 123 სამართალდარღვევა. 106 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საანგარიშო პერიოდში, მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩატარდა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 33 მუნიციპალიტეტის 471 ადმინისტრაციულ ერთეულში. მოცემულ პერიოდში დამუშავდა 280,000 ჰა ფართობი. მონიტორინგის სისტემის დახვეწის მიზნით, განთავსდა 8,659 ერთეული ფერომონიანი დამჭერი და 115,449 ერთეული ე. წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის რიცხოვნობა, ხოლო ფერმერებმა მაღალი ხარისხის სიმინდის, ციტრუსისა და თხილის მოსავალი მიიღეს, რაც დადებითად აისახა საექსპორტო მაჩვენებლებზე. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 80,352 ჰა ფართობი. მდელოს ფარვანას საწინააღმდეგოდ 3,900 ჰა ფართობი. კახეთის რეგიონში, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების (კოღოების) საწინააღმდეგოდ სპეციალური ტექნიკით დამუშავებულია 17,280 ჰა ფართობი. ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, წარმოდგენილ ქვეყნებში: აშშ, ინგლისი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჰონგკონგი და იაპონია ჩატარდა დეგუსტაციები, შეხვედრები, ფორუმები და როუდშოუები ღვინით დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის (იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ქსელების და სპეციალიზებული მაღაზიების წარმომადგენლებისთვის, ღვინოზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის, სომელიეებისა და უბრალოდ ღვინის მოყვარულებისთვის). შეიქმნა ონლაინპლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც ქართულ კომპანიებს საშუალება აქვთ, თავიანთი პროდუქცია გააცნონ დაინტერესებულ პირებს, კომპანიებს, დაუნიშნონ შეხვედრები ონლაინრეჟიმში და განახორციელონ მოლაპარაკებები. საანგარიშო პერიოდში, ქალაქ დოჰაში გამართულ მე-8 საერთაშორისო გამოფენა „AGRITEQ 2021”-ზე, მთავრობის კოორდინაციით, მონაწილეობა მიიღო13-მა ქართულმა კომპანიამ. გრძელდება სოფლის მეურნეობაში ექსტენციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების ჯამური რაოდენობა შეადგენს 46,335. საანგარიშო პერიოდში, გადამზადდა 519 ფერმერი, კერძოდ: კახეთის რეგიონში, ფერმერთა შესაძლებლობებისა და თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჩატარდა ტრენინგები - „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის თანამედროვე ტექნოლოგიები“. ტრენინგები გაიმართა კახეთის რეგიონის 8 (თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ყვარელი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო) მუნიციპალიტეტში და გადამზადდა 123 მეხორბლე ფერმერი. „ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში გაიმართა ტრენინგები თხილის კულტურის მოვლამოყვანის ტექნოლოგიების შესახებ. ტრენინგების შედეგად გადამზადდა 286 ფერმერი, მათ შორის, გურიაში - 60, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 159, ხოლო იმერეთში − 67. ამავე პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეებისთვის გაიმართა ტრენინგები „თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის“ შესახებ იმერეთის მხარის 8 მუნიციპალიტეტის (ტყიბული, წყალტუბო, თერჯოლა, ბაღდათი, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული) ფერმერებისთვის. ტრენინგების შედეგად გადამზადდა 110 ფერმერი. 107 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებით დამტკიცდა „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი“. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, მიმდინარეობს მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცებისა და საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, 2021 წლის 18 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეიძლება, გახდეს საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელია ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოში კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის სურვილის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულმა იურიდიულმა პირმა სსიპ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარუდგინოს საინვესტიციო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესით“ დადგენილი მიწის ნაკვეთის გამოყენების ამსახველი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ინვესტიციის განხორციელების ვადები და მოსალოდნელი შედეგები. საინვესტიციო გეგმის დამტკიცებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია აქვს საქართველოს მთავრობას. გრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა, ფიტოსანიტარიისა და გარემოს დაცვის სფეროების ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება. საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა 15 საკანონმდებლო აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით. ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ფალსიფიცირებული და უხარისხო ღვინოპროდუქციის აღკვეთის მიზნით, ღვინის მწარმოებელ 90 კომპანიაში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად ლაბორატორიული კვლევისთვის, აღებულ იქნა ალკოჰოლური სასმლის 150-მდე ნიმუში, ხოლო სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა განხორციელდა 68 კომპანიაში და აღებული იქნა 2 200-მდე ნიმუში. საანგარიშო პერიოდში, განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი გაიზარდა 5,980 ჰექტრით, ხოლო დაშრობილი მიწის ფართობი 3,750 ჰექტრით. საირიგაციო სისტემებზე დასრულდა 24 სარეაბილიტაციო პროექტი საერთო ღირებულებით - 23.8 მილიონი ლარი, ხოლო დამშრობ სისტემებზე დასრულდა 7 ობიექტი საერთო ღირებულებით - 4.1 მილიონი ლარი. ამასთან, დაწყებულია და მიმდინარეობს 44 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 108 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან მოყოლებული, დღემდე მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია, დაახლოებით, 400 პროცენტით. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეგისტრაცია ორი მიმართულებით წარმოებს – სპორადული და სისტემური წესით. სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს, ხოლო სისტემური წესით რეგისტრაცია შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება. სპორადული რეგისტრაცია: ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის რეფორმის დაწყებიდან, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა 1 მილიონზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება და ჯამურად დარეგისტრირდა 1 024 937 ჰა მიწის ნაკვეთი. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში წარმატებით დასრულდა 197 820-ზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება და ამ პერიოდში ჯამურად დარეგისტრირდა 62 921 ჰა მიწის ნაკვეთი. სისტემური რეგისტრაცია: 1. 2020 წლის ზაფხულში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 7 მაღალმთიან დასახლებაში. რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის 28 თებერვალს დასრულდა და მის ფარგლებში დარეგისტრირდა/დაზუსტდა 9 195 მიწის ნაკვეთი (85 321 ჰა). 2. 2020 წლის ზაფხულიდან სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის იმ 28 ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2021 წლის მაისის მდგომარეობით:  განხორციელდა 16 000-ზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა (14 688 ჰა);  500-მდე (770 ჰა) მიწის ნაკვეთზე განხორციელდა/მიმდინარეობს როგორც მონაცემების სამართლებრივი დამუშავება, ისე მათი საჯარო გაცნობა;  1238 (338 ჰა) მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს მონაცემების სამართლებრივი დამუშავება. ზემოაღნიშნულ გეოგრაფიულ არეალებში სისტემური რეგისტრაცია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დასრულდება. 3. 2021 წლის პირველი აპრილიდან ეტაპობრივად დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება სისტემური რეგისტრაცია საგარეჯოს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, დაახლოებით, 68 800 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება/დაზუსტდება. სამივე მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთები წლის ბოლომდე სრულად იქნება რეგისტრირებული. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სისტემური რეგისტრაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ხორციელდება. 2021 წლისათვის დაგეგმილ გეოგრაფიულ არეალებში სისტემური რეგისტრაციის პროცესი წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო მომდევნო წლებში სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების შერჩევა და ამ 109 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 არეალებში რეგისტრაციის განხორციელება დამოკიდებული იქნება ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებზე. 2.12 გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობა, მდგრადი განვითარების სამი პრინციპის შესაბამისად, აგრძელებს პასუხისმგებლიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებას გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის ფარგლებში. პარალელურად, მთავრობამ, საანგარიშო პერიოდში დაიწყო მუშაობა რიგით მეოთხე ეროვნულ პროგრამაზე, რომელიც დაფარავს 2022-2026 წლებს. საანგარიშო პერიოდში მრეწველობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიზნით, მომზადდა და საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სტაციონარული ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურებისთვის სანქციების გაზრდას და გამონაბოლქვის კონტროლის ახალი ევროპული სისტემის დანერგვას. კერძოდ, 100-მდე უმსხვილესი სამრეწველო ობიექტი ვალდებული იქნება, აწარმოოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგი. ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საკითხით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადობის აქტიური ჩართულობით, შემუშავდა და დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქ. რუსთავში ჰაერის დაბინძურების შემცირებას და ითვალისწინებს ჯამში 60 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსის ინვესტირებას ქალაქის ეკოლოგიური პრობლემის აღმოსაფხვრელად. ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმებს ახალი პარამეტრები დაემატა, რითაც ისინი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული ცვლილებები გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, რომლის შედეგად შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივასთან. ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში დანერგავს მდინარეთა სააუზო მართვას. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია დაიყოფა მდინარეთა 6 სააუზო ტერიტორიულ ერთეულად: ენგური-რიონი, ჭოროხი-აჭარისწყალი, ბზიფი-კოდორი, მტკვარი, ალაზანი-იორი და ხრამი-დებედა. მომზადდა სააუზო მართვის გეგმების სამუშაო ვერსიები ჭოროხი-აჭარისწყლის, ხრამიდებედასა და ალაზანი-იორის სააუზო ტერიტორიული ერთეულებისთვის. ასევე მომზადდა ალაზანი-იორის სააუზო მართვის გეგმის სამუშაო ვერსიის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. შავი ზღვის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა საზღვაო გარემოს სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის სამუშაო ვერსია. დოკუმენტი ეფუძნება ევროკავშირის საზღვაო 110 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სტრატეგიის ჩარჩოდირექტივას და მიზნად ისახავს შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვას და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევას. ერთი მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, მეორე მხრივ, კი საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე მიზნების ჩამოყალიბებისა და ამ მიზნების მიღწევის მექანიზმის შესამუშავებლად, მომზადდა და დამტკიცდა საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. NDC მიზნად ისახავს 2030 წლისთვის საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების ემისიების შემცირებას 35%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა კი განსაზღვრავს NDC-ით ჩამოყალიბებული მიზნის მიღწევის გზებს, კერძოდ, სტრატეგია აყალიბებს სათბურის აირების ემისიების შემცირების გრძელვადიან ხედვას 2030 წლისთვის, ხოლო სამოქმედო გეგმა მოიცავს 2021-2023 წლებში დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობებს. 2020 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „აკვაკულტურის შესახებ“, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტს შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონი ქმნის მნიშვნელოვან საფუძვლებს ამ სექტორში აქტივობების გაძლიერებისათვის, როგორც საზღვაო წყლებში მარიკულტურის მიმართულების განვითარების შესაძლებლობას, ასევე შიდა წყლებში - ტბებსა და წყალსატევებზე ექსტენსიური აკვაკულტურის წარმოების მიმართულებით. შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების ეროვნულ დონეზე დანერგვას. ზემოაღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. შემუშავდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პროგნოზირების ანგარიში, რომელიც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ძირითადი წყაროებიდან გაფრქვევების პროგნოზულ მონაცემებს 2020, 2025 და 2030 წლებისთვის. პროგნოზირების სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის. საქართველოში წყლის რესურსებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მონაცემებზე საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა. გარემოს დაბინძურების დონის შეფასებისათვის აღებულ იქნა ნიადაგის სინჯები 55 დასახლებულ პუნქტში და ჩატარდა ქიმიური ანალიზები; ასევე აღებულ იქნა სინჯები ზედაპირული წყლის 176 წერტილში (მდინარე-ტბა) ჩატარდა ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზები; გარემოს დაბინძურების მონიტორინგის 2020 წლის პროგრამით გათვალისწინებული მიწისქვეშა წყლის ხარისხის მონიტორინგი 49 წერტილი + 6 წყარო აჭარის მხარეში და ჩატარდა ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზები; მონიტორინგის 2020 წლის პროგრამით განხორციელდა ატმოსფერული ნალექების დაბინძურების მონიტორინგი და ჩატარდა ქიმიური ანალიზები; 111 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 განხორციელდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონსა და რუსთავში. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის მონიტორინგი. კერძოდ, სადგურის საშუალებით, ავტომატურ რეჟიმში ისაზღვრება შემდეგი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), გოგირდის დიოქსიდი (SO2), აზოტის ოქსიდები (NO2, NO NOx), ოზონი (O3), მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), ასევე მეტეოროლოგიური პარამეტრები (ქარის სიჩქარე, მიმართულება, წნევა, ტენიანობა); ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესების მიზნით, შესყიდულ იქნა გრავიმეტრიული ხელსაწყოები, რომელთა მონტაჟის შემდეგ განხორციელდება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილი ყველა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა. მომზადდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა (გზამკვლევი), მათ შორის, სადგურების რაოდენობისა და განთავსების ადგილების იდენტიფიცირება და ქსელის განვითარების, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო რესურსების შეფასება. საშეშე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფა ხორციელდება სოციალური ჭრის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში, სოციალური ჭრის ფარგლებში გამოიყო 391,682.5 კბ.მ მერქნული რესურსი, საიდანაც ათვისებულია 303,043.9 კბ.მ (აღნიშნული მერქნული რესურსით ისარგებლა 22,199 კომლმა). 2021 წლის 10 მაისს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „ტყითსარგებლობის წესი“, რომელიც ქმნის ლეგალურ საფუძველს ტყის მრავალმიზნობრივი სარგებლობის განსავითარებლად. საანგარიშო პერიოდში, დაარსდა 4 დაცული ტერიტორია: არაგვის დაცული ლანდშაფტი 99,802 ჰა, თრუსოს დაცული ლანდშაფტი - 7,007 ჰა, ერუშეთის ეროვნული პარკი - 11,385 ჰა, ცივგომბორის აღკვეთილი - 4,935,8 ჰა. სულ საერთო ფართობმა შეადგინა 123,129.8 ჰა. საანგარიშო პერიოდში გაფართოვდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 4,179.6 ჰექტრით. ჯამში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 127,309.4 ჰექტრით. 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონები შემდეგი დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების თაობაზე: არაგვის დაცული ლანდშაფტი (99,802 ჰა), თრუსოს დაცული ლანდშაფტი (7,007 ჰა), ერუშეთის ეროვნული პარკი (11,385 ჰა); ბორჯომ-ხარაგაულისა (64,756 ჰა) და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების (13,498.02 ჰა) გაფართოება. საანგარიშო პერიოდში აშენდა/მოეწყო შემდეგი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა: აშენდა 3 ტურისტული თავშესაფარი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ალგეთის ეროვნულ პარკში; 8 კოტეჯი - კოლხეთის ეროვნულ პარკში, მტირალას ეროვნულ პარკში; მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და ეკოტურისტული მცირე ინფრასტრუქტურა 3 დაცულ ტერიტორიაზე: კოლხეთის, კინტრიშისა და მტირალას ეროვნული პარკებში; მოეწყო თოკების პარკის ატრაქცია - კოლხეთის ეროვნულ პარკში; ნავმისადგომი - კოლხეთის ეროვნულ პარკში; აშენდა რეინჯერთა თავშესაფარი - მტირალას ეროვნულ პარკში; მოეწყო 11 ეკობილიკი 6 დაცულ ტერიტორიაზე, ჯამური სიგრძე − 213 კმ, მარტვილისა და ოკაცეს, კერძოდ, ტობა-ონიორის, სათაფლიის, ბორჯომ-ხარაგაულის, მათ შორის, ნეძვის, აბასთუმნის, აჯამეთის, ალგეთის, ბაწარა-ბაბანეურის. 112 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სასკოლო განათლების სისტემაში, გარემოსდაცვითი განათლების საკითხების ინტეგრირების მიზნით, შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელო - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” (დამხმარე სახელმძღვანელო ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის). სახელმძღვანელოს დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია ტრენინგები დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, გაიმართა ვებინარები, რომელიც მოისმინა 260-მა მოსწავლემ. პროექტის - „გარემოსდაცვითი განათლება გალის სკოლების მოსწავლეებისთვის” - ფარგლებში განხორციელდა 10 ვებინარი სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე. ვებინარში ჩართულები იყვნენ თაგილონის, ოტობაიასა და ნაბაკევის სკოლის მოსწავლეები. ასევე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აღინიშნა გარემოსდაცვითი დღეები და განხორციელდა სოციალური კამპანიები: ნარჩენების მართვის შესახებ; ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ; წყლის რესურსების შესახებ; მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) შესახებ და სხვა. დაინტრერესეუბული პირებისთვის გაიმართა ტრენინგები თემებზე: ,,გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულაციები“ - ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო რწმუნებულების სამსახურების თანამშრომელთათვის; სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი“; „ეკოლიდერთა სკოლა“ - IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური ტრენინგები გარემოსდაცვით თემებზე. აღნინშული ტრენინგები გაიარა 140-მა მონაწილემ. სტიქიური გეოლოგიური (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავ-ქვათაცვენა და სხვა) პროცესების შეფასების მიზნით, საქართველოს ყველა მხარეში განხორციელდა ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი, შეფასებულია 1,145 დასახლებული პუნქტი. შედგენილ იქნა 442 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასებულია 642 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 965 მოსახლის (კომლი) საცხოვრებელი სახლის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, ინფრასტრუქტურული ობიექტების და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური მდგომარეობა, საშიშროების რისკის განსაზღვრით და შესაბამისი რეკომენდაციებით, გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით. მდინარე ხობისწყლისა და მდინარე ენგურის აუზების ტერიტორიაზე განხორციელდა საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური მონაცემების დამუშავება, საველე გეოლოგიური კვლევები სტიქიური გეოლოგიური პროცესების იდენტიფიცირების მიზნით და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა გეოლოგიური საფრთხეების GIS მონაცემთა ბაზა და კატალოგი/კადასტრი. განხორციელდა გარემოზე შეფასების ანგარიშების, საინჟინრო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და გარემოსდაცვით სფეროში კანონმდებლობის ხაზით მიღებული დოკუმენტების გეოლოგიური ნაწილის რეცენზირება, რის საფუძველზეც შენიშვნების და საექსპერტო დასკვნების სახით შედგენილ იქნა 186 დოკუმენტი. სახელმწიფო გეოლოგიური რუკების კომპლექტის (ახმეტა-თუშეთი) შედგენის მიზნით, განხორციელდა საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური მონაცემების დამუშავება, საველე გეოლოგიური კვლევები და მომზადდა გეოლოგიური რუკები შესაბამისი ანგარიშით. 113 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 2.13 ტურიზმი ტურიზმის აღდგენისა და კრიზისების მართვის მიმართულებით USAID-თან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სტრატეგია 2025-ის ადაპტირებაზე. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა ექპერტთა ჯგუფი, კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით. ჯგუფი შეიმუშავებს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ტურიზმის ეფექტიან და დროულ აღდგენაზე. ტურიზმის აქტიური პოზიციონირებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, Covid-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, საერთაშორისო ბაზარზე განახლებული ტენდენციების შესაბამისად, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, გატარდა შემდეგი ღონისძიებები:  2021 წელს იდენტიფიცირებულ იქნა შემდეგი მიზნობრივი ქვეყნები: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები. აღნიშნულ ბაზრებზე დაგეგმილია საერთაშორისო პლატფორმა Culturetrip-ზე საქართველოს პოპულარიზაცია სტატიებისა და ონლაინ ბანერების მეშვეობით.  განხორციელდა 9 პრესტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნიდან მოწვეულმა 40-მდე პრესის წარმომადგენელმა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საერთაშორისო გამოფენებს: აშშ- Re-think Trade show (2020 წელი, ონლაინგამოფენა), IMTM თელავივი (ონლაინ და ოფლაინ ფორმატი), არაბთა გაერთიანებული საემიროებში, დუბაი ATM-სა (ოფლაინ ფორმატი) და ITB Berlin-ში (ონლაინფორმატი), სადაც საქართველო წარსდგა როგორც პარტნიორი ქვეყანა სათავგადასავლო და პასუხისმგებლიანი ტურიზმის მიმართულებით. აღსანიშნავია რომ 2022 წელს საქართველო იქნება კულტურული ტურიზმის წარმომდგენი და 2023 წელს ITB Berlin-ის ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა. შემუშავდა ციფრული მედიის სტრატეგია, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ციფრული ეკოსისტემის სრული განახლება: ვებგვერდი Georgia.travel სრულად განახლდება. ასევე ჩამოყალიბდება სოცმედიის სტრატეგია, მართვა და კონტენტის გენერირება.   ფოტობანკის განახლების მიზნით, განხორციელდა ფოტო კონკურსი „ქოლგასთან“ თანამშრომლობით. კონკურსში ჩართულები იყვნენ ქვეყანაში მოღვაწე 300-მდე ფოტოგრაფი. კონკურსი იყო სახალხო და ფოტოების ატვირთვა მოხდა საჯარო ონლაინ პლატფორმაზე. ასევე სოციალური მედია ქსელების საშუალებით შესაძლებელი იყო ხმის მიცემა. საუკეთესო 150 ფოტო გამოავლინა შესაბამისი კომპეტენციის მქონე ჟიურიმ.  ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე ჯამში გადამზადდა 2,800 ადამიანი 7 სხვადასხვა თემატიკაში.  გრძელდება ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესი. 114 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 7 ფოტოტური, 4 გასტროტური, 4 ინფოტური ტუროპერატორებისათვის, 17 პრესტური და დამზადდა 2 ვიდეორგოლი ბახმაროსა და სვანეთის შესახებ.  ღვინის გზის პროექტის ფარგლებში ჯამში ჩართულია 272 ობიექტი. 2020 წლის ივნისის შემდეგ პროექტში მოხდა 60 ახალი ობიექტის ჩართვა, ასევე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია 50 ახალი საოჯახო მარნისა და საწარმოსთვის, რომელთათვისაც საგზაო მანიშნებლების მონტაჟი დაგეგმილია 2021 წლის ბოლომდე.  2020 წლის ივნისიდან ქვეყნის სამთო საფეხმავლო ბილიკების ქსელს დაემატა 12 ახალი ბილიკი სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიაში, ჯამური სიგრძით 160 კმ. აგრეთვე მომზადდა პროექტი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალი სამთო-საფეხმავლო ბილიკების მარკირებისათვის, რომელთა ჯამური სიგრძე 105 კმ-ია. აღნიშნული ბილიკების მარკირება 2021 წლის ზაფხულში განხორციელდება.  გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ასევე მოიცავს მოკლე და გრძელვადიან პერიოდზე გაწერილ უწყებათაშორის სამოქმედო გეგმას. დოკუმენტის შემუშავების მთავარ მიზანს ქვეყანაში ეკოტურისტული შეთავაზებების განვითარებისა და დივერსიფიცირების ხელშეწყობა წარმოადგენს. სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  დასრულდა კობი-გუდაურში სასრიალო არეალებისთვის ზვავსაწინააღმდეგო სისტემის დანადგარებისა და ინფრასტრუქტურის მონტაჟი;  შემუშავდა გუდაურში კუდების არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა;  დასრულდა გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები;  კურორტ თეთნულდზე განხორციელდა TH და T7 საბაგირო გზების და დამხმარე ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის დასრულებით გაფართოვდა არსებული სათხილამურო არეალი;  შემუშავდა და განხორციელდა თეთნულდსა და ჰაწვალის მთაზე ხუთი მეხამრიდი ანძების პროექტი; ვინაიდან 2023 წელს, საქართველო მასპინძლობს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს. აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის:  დასრულდა ბაკურიანში 2021 წლის სქი-კროსის ტურნირის საშეჯიბრო ტრასისთვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები;  დასრულდა ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს D2, D4 და D5 მშენებლობა; 115 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინსპექციასთან თანამშრომლობით შემუშავდა Covid-19 ის პროტოკოლი;  2021 წლის თებერვალში, ბაკურიანში ჩატარდა პირველი A4 დონის საერთაშორისო შეჯიბრი, მსოფლიო თასის ეტაპებში სქი და სნოუბორდ ქროსში. 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება 3.1. ჯანმრთელობის დაცვა 2020 წელს მსოფლიო დადგა კაცობრიობის უდიდესი გამოწვევის − ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის პანდემიის წინაშე. საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზევე დაიწყო. 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე, მთავრობისა და ქვეყნის პრიორიტეტია პანდემიის ორგანიზებული მართვა და მისი მუდმივი კონტროლი. მთავრობის მიერ შემუშავებულმა ღონისძიებებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, რომ გაზაფხულზე, როდესაც მსოფლიო პირველი ტალღის შემოტევას უმკლავდებოდა, შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოსულიყო და ბუფერული როლი შეესრულებინა ეპიდემიის კონტროლირებადი გავრცელების მიმართულებით. ზაფხულის პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა ქვეყნის ეკონომიკის თანდათანობითი გახსნა. მიუხედავად არსებული პოზიტიური დინამიკისა, შეზღუდვების მოხსნისა და ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად გაზრდილი მობილობის და სამეზობლო და ევროპის რეგიონში არსებული ტენდენციების ფონზე, შემოდგომის პერიოდიდან საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და ახალი შემთხვევების ზრდა ინტენსიურად დაიწყო, რამაც ეპიდემიის მასიური გავრცელება გამოიწვია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ნოემბერში ქვეყანამ მიაღწია განგაშის წითელ დონეს, რის შემდეგაც მთავრობამ პრევენციისა და სტაბილიზაციისთვის კვლავ სავალდებულო გახადა გარკვეული მკაცრი ღონისძიებების დაცვა და გააფართოვა წერტილოვანი შეზღუდვები. საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხის განსაზღვრა და თანდათანობით გაფართოება. განხორციელდა ლაბორატორიული ქსელის მობილიზება და დღესდღეობით ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების (პჯდ) ცენტრში. შედეგად, გაიზარდა ტესტირების მასშტაბები და დღიურად შესრულებული ტესტების რაოდენობამ 30,000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 27 მაისის მდგომარეობით, ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 5,018,621-ს. საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებით, სიმპტომების მქონე ყველა მოქალაქისთვის ტესტირება უფასოა. ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. COVID-19ზე პასუხისთვის სამინისტრომ მარტის თვეში მიზნობრივად უზრუნველყო 1620 ჰოსპიტალური საწოლის მობილიზება 15 კლინიკაში. ასევე რეგიონებში დამატებით გამოიყო 116 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 1 050 საწოლი 15 ცხელების კლინიკაში. 2021 წლის მაისისთვის მობილიზებული კლინიკების რაოდენობამ 96 შეადგინა 6000-ზე მეტი საერთო საწოლფონდით, რაც ქმნის COVID-19-ის მძიმე და კრიტიკული შემთხვევების დროული ჰოსპიტალიზაციისა და ხარისხიანი მართვის შესაძლებლობას. საანგარიშო პერიოდში, ჰოსპიტლებში იმართა 94,234-მდე შემთხვევა. ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებისთვის ეფექტიანად იქნა გამოყენებული სასტუმროების ინფრასტრუქტურა. 2020 წლის ოქტომბრიდან განხორციელდა დამატებითი რესურსის მობილიზება კლინიკური სასტუმროების სახით, რომელიც წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და სტაციონარში მკურნალობას შორის. ე. წ. კოვიდსასტუმროებში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და კვალიფიციური ექიმების მეშვეობით შესაძლებელი გახდა გართულებების თავიდან აცილება და ეფექტიანი მართვა. კლინიკური სასტუმროების იდეა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული, როგორც ახალი სიტყვა კოვიდის მართვაში. სულ კლინიკურ სასტუმროებში ადგილზე მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მიერ იმართა 30,921-მდე შემთხვევა. 2020 წლის 2 აპრილიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა ონლაინკლინიკების პლატფორმა, რომელშიც თავდაპირველად პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ბაზაზე ჩართული იყო 25 ონლაინკლინიკა, მაისისთვის კი პაციენტების დისტანციურ მართვას ახორციელებს 70 ონლაინკლინიკის 700-მდე ექიმი. 2 აპრილიდან მაისის ჩათვლით, ონლაინკლინიკის ექიმებმა 372,500-მდე ზარზე მოახდინეს რეაგირება და მისცეს შემდგომი მსვლელობა. ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით COVID-19-ის მკურნალობა დაასრულა 219,622-მა პირმა. მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, პირველადი ჯანდაცვის რესურსის გასაძლიერებლად, ოქტომბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ ბაზაზე შექმნა ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც 228 თანამშრომლით ოპერირებს ორი მიმართულებით − ოჯახის ექიმების მიერ პაციენტების ბინაზე ზედამხედველობა, ხოლო მონიტორ-ოპერატორების მიერ ონლაინკლინიკების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. 22 ოქტომბრიდან მაისამდე ცენტრალური ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმების მიერ იმართა 88 919 სიმპტომიანი პაციენტი. ჯამში განხორციელდა 234 500-მდე ზარი. მონიტორ-ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით მოხდა 510,000-მდე პაციენტთან დაკავშირება. პანდემიის მომდევნო ტალღების ეფექტიანად გასამკლავებლად, მსოფლიო ბანკის დახმარებით, 2020 წლის სექტემბერში შემუშავდა 2020-2021 წლებში ჯანდაცვის სექტორის სამოქმედო გეგმა „ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების განვითარება და გადაუდებელი მზადყოფნა COVID-19-ის შემდგომი ტალღებისთვის“. სრულიად გადამზადდა სამედიცინო პერსონალი და დაიხვეწა COVID-19-ის პრევენციის, ტესტირებისა და მართვის სტანდარტები. 2020 წლის ნოემბრიდან COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით. შეძენილ იქნა ინტენსიური დახმარების ჯგუფებისთვის 38 მანქანა და შესაბამისი აღჭურვილობა, არაინვაზიური ვენტილაციის აპარატები და სასუნთქი აპარატები (800 ერთეული), მაღალი წნევის ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატები (50 ერთეული) ჟანგბადის ქარხანა (10 ერთეული) და ჟანგბადის კონცენტრატორები (1029 ერთეული), ფილტვის ვენტილატორები (125 ერთეული), ელექტროკარდიოგრაფები (169 ერთეული), დეფიბრილატორები (133 117 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ერთეული), დიალიზის აპარატი ჰოსპიტლებისთვის (36 ერთეული) და ა. შ. COVID-19-ის პანდემიით მიყენებული შესაძლო ზიანის შემცირებისათვის ვაქცინაციის დაწყებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველომ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისთვის მზადება 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყო. 2020 წლის 18 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას კოვაქს ფონდთან (COVAX Facility), რომლის საფუძველზეც ფონდიდან ქვეყანა მიიღებს 1 484 400 დოზა ვაქცინას, რაც საკმარისია ქვეყნის მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს პარტნიორ ქვეყნებსა და უშუალოდ ვაქცინების მწარმოებლებთან − ფაიზერი, მოდერნა, ნოვავაქსი, სინოფარმი ვაქცინის დამატებითი დოზების შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მისაღებად. ვაქცინაციის მიმართულებით მზადების პროცესში, 2021 წლის იანვარში შემუშავდა COVID19-ის ვაქცინის დანერგვის გეგმა. ვაქცინაციის პროცესს უძღვება COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია, მინისტრის ხელმძღვანელობით. 2021 წლის 15 მარტს, საქართველოში დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა პრიორიტეტულ ჯგუფებში. 2021 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით. 2021 წლის 27 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 125 601 აცრა, აქედან სრულად ვაქცინირებულია 19 392 ადამიანი. ახალი კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროცესი. ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს გააჩნდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი. სამინისტროს მიერ გასულ წელს შექმნილმა სამედიცინო ჰოლდინგმა, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი დაწესებულებების ეფექტიანი მართვით, მოკლე პერიოდში დაამტკიცა, თუ რამდენად სწორია სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ერთიანი მართვის ქვეშ გაერთიანება. თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფოებმა და რუხის მრავალპროფილურმა კლინიკამ, 800-ზე მეტი საწოლით, კოვიდის მართვაში უმაღლესი შესაძლებლობები გამოავლინეს. ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად იმატებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსება, რის შედეგადაც შეინიშნება სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ფინანსური ბარიერებისა და ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების მნიშვნელოვანი კლება (2012 − 56%; 2019 − 48%). სახელმწიფო ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაზრდის მიზნით, მაღალხარჯიან სერვისებზე გათანაბრებული ტარიფების შემუშავების შედეგად, 2020 წელს კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე დანახარჯი 28,2%ით, ხოლო გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაზე კი − 13,8%-ით შემცირდა. 118 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 კარდიოქირურგიული ოპერაციების ხარჯთეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2020 წლის ნოემბერში დეფიბრილატორების სახელმწიფო ტენდერით შესყიდვამ შეამცირა პაციენტის თანაგადახდა 19 000 ლარიდან 350 ლარამდე და, შესაბამისად, 2.5 მლნ ლარით მოიკლო მათ მიერ ჯიბიდან გადახდილმა თანხებმა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით, კვლავ გრძელდება ერთიან სატარიფო პოლიტიკასა და სელექტიურ კონტარქტირებაზე მუშაობა. წარმატებით მიმდინარეობს პილოტური პროექტი − „შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება და ინტეგრირებული მკურნალობის მოდელი ტუბერკულოზის მართვის ამბულატორიულ დონეზე“. დასასრულს უახლოვდება სტაციონარული დაწესებულებების სელექციის კრიტერიუმებზე მუშაობის პროცესი. 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სელექცია რეგისტრირებული კონტინგენტის რაოდენობის შესაბამისად (13 000 და მეტი ბენეფიციარი), რომელიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდა. გეგმური ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელი 150 დაწესებულებიდან შეირჩა 87 პჯდ ცენტრი. აღნიშნული რეფორმის ბაზისს წარმოადგენს პჯდ სერვისების ხარისხის ამაღლება და ეფექტიანობის გაზრდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის საგზაო რუკის მომზადება, რომლის მიზანია ავადობისა და სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე დაავადებათა პრევენციისა და მართვის ხელშეწყობა. რეფორმის დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის ივლისიდან. კვლავ გრძელდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაავადებათა მკურნალობიდან მის პრევენციასა და მართვაზე გადასვლის პროცესი. სოფლის ამბულატორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ, 900-ზე მეტ სოფლის ექიმს გადაეცა კომპიუტერი. სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სოფლის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა. პირველად ჯანდაცვაში მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის სერვისების დანერგვის პროცესი. ამ მიმართულებით, მიმდინარე წლის აპრილში შესყიდულ იქნა ტელემედიცინის აპარატურა 50 პჯდ სერვისების მიმწოდებლებისთვის და ამჟამად მიმდინარეობს მათი ინსტალაციის პროცესი, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ისარგებლოს არა მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მომსახურებით, არამედ ადგილზე ჩაიტაროს მაღალხარისხიანი კვლევები. 2020 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა დაინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატის მქონე ან ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ რეგისტრირებული მედიკამენტების ნუსხის მიხედვით, პაციენტები წამლებს იღებენ უფასოდ, ნოზოლოგიური ჯგუფების ფარგლებში განსაზღვრული წლიური ლიმიტის შესაბამისად. აღნიშნული ხელს 119 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 უწყობს მაღალხარისხიან მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 მაისამდე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის ფარგლებში მომსახურება მიიღო 168,134 ბენეფიციარმა. ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის ერთერთ წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2020 წლის სექტემბრიდან ყოველი ონკოლოგიური პაციენტის დაფინანსება გაიზარდა 8000 ლარით და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა გახდა სრულიად უფასო. 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 აპრილამდე მომსახურება მიიღო 52.230 ბენეფიციარმა, ჯამური ანაზღაურებული თანხა შეადგენს 72,240,525 ლარს, მოსახლეობის მიერ ონკოლოგიურ სერვისებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა 25,000,000 ლარით შემცირდა. 2021 წლიდან ცვლილება შევიდა კიბოს სკრინინგის კომპონენტში. მოხდა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა, ლაბორატორიული სერვისების ცენტრალიზება და ორგანიზებული სკრინინგის ელემენტების წახალისება. მოიხსნა პროგრამაში მონაწილეობის ბარიერი და გაიზარდა სკრინინგული სერვისებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. კიბოს დიაგნოსტირების გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის თებერვლიდან რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში დაინერგა ახალი თაობის სექვენირებაზე დაფუძნებული კლინიკური აპლიკაციები, კერძოდ, 15 სოლიდური სიმსივნის პანელის ტიპები (ფილტვი, ძუძუ, მელანომა, სწორი ნაწლავი, საკვერცხე, კუჭი, პროსტატა) და მათზე პასუხისმგებელი გენები. ასევე BRCA1 და BRCA2 ძუძუს კიბოს პანელი. ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა ცვლილებები ფსიქიკური დახმარების შესახებ კანონში შეზღუდვის მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე. საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. 2021 წლიდან იწყება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბენეფიციარების დაფინანსებისა და მობილური გუნდების რაოდენობის გაზრდა. სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყო მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისების დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურების ფარგლებში, 2021 წელსაც დაემატა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, მათ შორის, რეგიონში, რაც უზრუნველყოფს სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. საანგარიშო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით ისარგებლა 20 612 პირმა. 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი 3 დაწესებულების რეაბილიტაცია. COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, ქვეყანა ასევე წარმატებით აგრძელებს წინსვლას მდგრადი განვითარების №3.3 ამოცანისკენ − 2030 წლისთვის დავასრულოთ შიდსის, 120 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის ეპიდემიები. საქართველო კვლავ ინარჩუნებს პროგრესს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და С ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის გლობალურ სამიზნეებთან მიმართებით. კერძოდ, შენარჩუნებულ იქნა ხელმისაწვდომობა აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისებზე. გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, დაინერგა მაღალი რისკის ჯგუფებისა და პაციენტების მედიკამენტებითა და პრევენციული საშუალებებით უზრუნველყოფისა და მომსახურების მიწოდების დისტანციური ინოვაციური მოდელები; მათ შორის, გაიზარდა აივ ინფექციით/შიდსით და ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებზე გაცემული მედიკამენტების მარაგები რამდენიმე თვის საჭიროების გათვალისწინებით; გაფართოვდა პაციენტებზე ბინაზე მონიტორინგის მობილური ბრიგადების საქმიანობა; დაინერგა აივ თვითტესტირების ონლაინპლატფორმა, პირველად ჯანდაცვაზე დაფუძნებული ტელეკლინიკა. შედეგად, ყველა პაციენტისთვის სრულად იქნა უზრუნველყოფილი დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უწყვეტი და უნივერსალური ხელმისაწვდომობა. 2021 წლიდან ტუბერკულოზის მართვის პროგრამით 30%-ით გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი და პაციენტების დაფინანსება. ამბულატორიული მომსახურების მოცულობას დაემატა ექიმის ვიზიტი ბინაზე და ლაბორატორიის ექთნის/ექთნის ვიზიტი ბინაზე, რაც ხელს შეუწყობს ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმზე მყოფი პაციენტებისთვის ტუბერკულოზის ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობის სრული სერვისის განხორციელებას. აღნიშნული აქტივობა საშუალებას იძლევა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პაციენტს ექიმის კონსულტაცია ჩაუტარდეს ბინაზე, ასევე ლაბორატორიის ექთნის მიერ ბინაზე იქნეს აღებული ბიოლოგიური მასალა კლინიკოლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგად, საანგარიშო პერიოდში, პანდემიის მიუხედავად, ტუბერკულოზის პროგრამაში მომსახურება მიიღო 17,339 პირმა. საანგარიშო პერიოდში C ჰეპატიტზე სულ ჩატარდა 608,174 პირის სკრინინგი, მათ შორის, გამოვლენილია სკრინინგით დადებითი 1.8% ახალი შემთხვევა. C ჰეპატიტის ელიმინაციის მკურნალობის კომპონენტში ჩაერთო 16 489 ბენეფიციარი. დამატებით, C ჰეპატიტის მკურნალობისას, პაციენტის მხრიდან თანაგადახდა სრულად არის მოხსნილი და მკურნალობის მთელ კურსს ფარავს სახელმწიფო. 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო 18 თვისა და 5 წლის ასაკის ბავშვების რევაქცინაცია ოთხვალენტიანი ვაქცინით (პოლიომიელიტი; დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი; დიფტერია-ტეტანუსი), რაც მაღალი დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლის ზრდას ემსახურება. 65 წელზე მეტი ასაკის პირების აქტიური იმუნიზაციისთვის დაიწყო პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა. უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაინერგა NAAT ტექნოლოგია და დღეს უკვე ყველა დონორის სისხლი ამ მეთოდოლოგიით მოწმდება სისხლით გადამდებ ინფექციებზე. შეიცვალა უსაფრთხო სისხლის პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები, შედეგად გაიზარდა სისხლის ბანკებზე სახელმწიფო კონტროლი. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქმიანობის ნებართვის მოპოვებისთვის დამატებითი პირობები განისაზღვრა შემდეგი პროფილის დაწესებულებებისთვის: 121 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სტომატოლოგიური, ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY), კარდიოქირურგიული მომსახურებების მიმწოდებლებისთვის. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების ფარგლებში მისანიჭებელი კრედიტქულების სისტემა შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ კრედიტებთან. სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით გაიზარდა აკრედიტებული პროგრამების რაოდენობა. სასწავლო კურსი გაიარა 3 000-მდე ექიმმა. კარგი საწარმოო პრაქტიკისა (GMP) და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დანერგვის პროცესის შესაბამისად, 2020 წელს საქართველოში პირველად გაიცა ფარმაცევტული პროდუქტების კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის − GDP სერტიფიკატი. 2022 წლის 1 იანვრიდან GDP ინსპექტირება გახდება სავალდებულო. აღნიშნული უზრუნველყოფს ქართული ფარმაცევტული საწარმოო და სადისტრიბუციო პოტენციალის ამაღლებას, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას. ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის მაისიდან დაიწყო წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას და ხარისხის უწყვეტ კონტროლს. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხებისა და ეფექტიანობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. გრძელდება მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ჩამოაყალიბებს ქვეყნის ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს ჯანდაცვის სფეროში გასატარებელ მნიშვნელოვან ცვლილებებზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 3.2. სოციალური დაცვა მოსახლეობის სიღარიბისა და სოციალური რისკების პრევენციის/შემცირების მიზნით, განსაკუთრებით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ქვეყანაში უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამებისა და სერვისების განხორციელება. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაიზარდა საპენსიო განაკვეთი ორ ეტაპად: იანვრიდან სახელმწიფო პენსიის ოდენობამ შეადგინა 220 ლარი, ხოლო ივლისიდან 70 წლისა და ზევით ასაკის მოსახლეობისთვის განხორციელდა სახელმწიფო პენსიის ზრდის მეორე ეტაპი 250 ლარამდე. ამასთან, 2020 წელს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2021 წლიდან ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის წესი, რომლის თანახმადაც, ყოველწლიურად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერების შემთხვევაში, ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. 122 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მიმდინარე წელს ასაკით პენსიის გაზრდილმა ოდენობამ 70 წლამდე მოსახლეობისათვის შეადგინა 240 ლარი, ხოლო 70 წელს ზემოთ ხანდაზმულთათვის − 275 ლარი. სახელმწიფო პენსიის მატების პარალელურად, ავტომატურად გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციაც და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცა გაზრდილი დანამატი, პენსიის 20%-ის ოდენობით. 2020 წლიდან შშმ ბავშვების/მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტის ზრდაც ორ ეტაპად განხორციელდა: სოციალური პაკეტის გაზრდილმა ოდენობამ იანვრიდან შეადგინა 220 ლარი, ხოლო ივლისიდან კი − 250 ლარი. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაზრდილი სოციალური პაკეტი განსაზღვრულია 140 ლარით. სოციალური პაკეტის ზრდის პარალელურად ავტომატურად გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციაც და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები იღებენ გაზრდილ დანამატს, სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტიანად გამკლავების მიზნით, შეჩერდა ადმინისტრაციული პროცედურები სხვადასხვა ფულად გასაცემლებთან მიმართებებით. მოხდა შეჩერებული საარსებო შემწეობების განახლება და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისთვის ფულადი დახმარების უწყვეტად გაგრძელება. გამარტივდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვის პროცესიც, პროგრამაში ჩართვის თაობაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი გახდა ელექტრონულად და იმ შემთხვევაში, თუ შინამეურნეობა მოიპოვებდა საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, დახმარების დანიშვნა ხდებოდა ავტომატურად უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარეობს კონსულტაციები მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის, მათ შორის, შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის გადახედვაზე. პროცესის ამოცანაა, გაიზარდოს პროგრამის მიზნობრიობა, ასევე შემცირდეს საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადები და ოჯახის საჭიროების გამოვლენიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება. გარდა ამისა, მიმდინარეობს მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის − „საჭიროების ინდექსის“ სრულად გადახედვა, რათა სისტემამ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს. კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან ეფექტიანად გამკლავების მიზნით, ორ ეტაპად, (2020 წლის მაისი − ოქტომბერი და 2021 წლის იანვარი − ივნისი) განხორციელდა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. კერძოდ: „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებულმა 65001 – 100001 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებმა საკომპენსაციო თანხა მიიღეს ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, 100 001-მდე სარეიტინგო ქულის ოჯახებმა, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, დამატებით მიიღეს 100 ლარი. ამასთან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა, სოციალური პაკეტით განსაზღვრულ დახმარებასთან ერთად, დამატებით მიიღეს 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. 123 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის პოლიტიკა. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების პროექტების ფარგლებში, განხორციელდა 2031 დევნილი ოჯახის უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით, ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებსა და კერძო საკუთრებაში არსებული სახლის/ბინის შესყიდვის გზით.  გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შეძენილია და საკუთრებაში დარეგისტრირებულია 392 საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა). 3.3 განათლება განათლება, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების საწინდარი და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის წინაპირობა, კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. 2021 წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა 2022 − 2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან სტრატეგიაზე. სტრატეგია დაეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: თანასწორობა, ხარისხი და კარგი მმართველობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებისა და მეცნიერების სისტემური განვითარება, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, მთელი ცხოვრების მანძილზე მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება. განათლებისა და მეცნიერების ახალი სტრატეგია შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან. პარალელურად, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა უკვე დაგეგმილი რეფორმის შესაბამისად. ადრეული და სკოლამდელი განათლება მიმდინარეობს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად ჩამოყალიბების პროცესი. ამ მიმართულებით უკვე მომზადებულია ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების მეთოდური სახელმძღვანელოები, ადრეული განათლების კურიკულუმი და ასევე რესურსი/რჩევები მშობლებისთვის. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საგანმანათლებლო რესურსების დანერგვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. დაწყებულია სკოლამდელი განათლების მართვისა და სისტემის დიაგნოსტიკური კვლევის განსახორციელებელი სამუშაოები. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სასკოლო მზაობის ჯგუფების 150 სკოლის ბაზაზე განვითარების პროცესი. ადგილობრივ დონეზე საჭიროებისა და ინფრასტრუქტურის მოკვლევის საფუძველზე, გრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების კადრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. დამტკიცდა „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტით“ გათვალისწინებული აღმზრდელპედაგოგის პროფესიული განვითარების საბაზისო ტრენინგ-მოდული, რომლის გავლა და მინიმალური ბარიერის დაძლევა სავალდებულოა აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე 124 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 დასაქმებისთვის. მუნიციპალიტეტებს, მათთვის კანონმდებლობით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, დაწყებული აქვთ გადამზადება. მინიჭებული აღმზრდელთა საქართველოს მთავრობის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 21 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომელთა ბენეფიციართა ჯამური რაოდენობა შეადგენს 910-ზე მეტ ბავშვს. მათგან 2021 წელს დასრულდა, ჯამურად 550 ბავშვზე გათვლილი 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აგრეთვე მიმდინარეობს ჯამურად 615 ბავშვზე გათვლილი 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ზოგადი განათლება გრძელდება მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა-განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, დაწყებით, საფეხური სრულად მოიცვა საგანმა − „კომპიუტერული ტექნოლოგიები“. მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასები) ახალ კონცეფციაზე. გადამუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმა ხელს შეუწყობს მოსწავლეს, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი თავისი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით, მოემზადოს უმაღლესი განათლებისთვის ან შრომით ბაზარზე გასასვლელად, გამოიმუშაოს მაღალი აკადემიური და XXI საუკუნისთვის საჭირო უნარები. მიმდინარეობს ახალი კონცეფციის განხილვა, პერმანენტულად, ონლაინრეჟიმში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლების წარმომადგენლებთან. დასრულდა IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი. შესაბამისად, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები (I − IX კლასები) განახლებული, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო ელექტრონული ჟურნალის დანერგვა. მიმდინარეობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 600-მდე საჯარო სკოლაში, რომელშიც ჩართულია 18,000-მდე მასწავლებელი. მთელი საქართველოს მასშტაბით, შექმნილია ადგილობრივი საგნობრივი ჯგუფების ქსელი, რომლებიც ე. წ. „ქოუჩინგის პრინციპით“ ახორციელებენ მასწავლებელთა მხარდაჭერას. ასევე დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის პილოტირება ეთნიკური უმცირესობების 4 სკოლამდელ დაწესებულებასა და 4 სკოლაში: 2 სომხურენოვანსა და 2 აზერბაიჯანულენოვანში. 2021 წელს შემუშავდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებს და ავტორიზაციის სტანდარტების დიფერენცირებულ ოთხდონიან შეფასებას. გრძელდება ღონისძიებები განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მათ შორის: 125 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1      უფასო ტრანსპორტირების პროგრამა; სკოლის მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისთვის ტრანზიტული პროგრამებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური ინკლუზიის პროგრამების შეთავაზება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 1,110-მდე მასწავლებლისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ფინანსური დახმარება; მიგრანტთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა განათლება. აღსანიშნავია, რომ ზოგად განათლებას დისტანციური ფორმით იღებდა დაახლოებით 90-მდე ბრალდებულიმსჯავრდებული მოსწავლე; თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვნებისთვის ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსის (დაასრულა 16 ბენეფიციარმა) შეთავაზებას. ამ მხრივ, დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 6-იდან 18 წლამდე თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებულ პირთათვის. 2020 წელს პირველად დაიწყო სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. მასში ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე, პირველი ეტაპისთვის გამოვლინდა 6-იდან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა − 10,404 პირი. დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, 2021 წლის მაისის თვის მონაცემებით 9, 200-მდე პირია. უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფის მიზნით, ახალი 2020-2021 სასწავლო წლიდან გაიზარდა სკოლებში მანდატურების რაოდენობა. 2020 წელს მანდატურები წარდგენილ იქნენ დამატებით 11 საჯარო სკოლაში (ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, სამსახური ფარავს − 607 საჯარო სკოლას). ასევე 2021 წლის აპრილში ჩატარდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა შესარჩევი კონკურსი, რომლის საფუძველზეც შეირჩა 41 მანდატურობის კანდიდატი. საპილოტე სკოლებში გრძელდება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ბულინგისა და ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის, ასევე აღდგენითი პროცესების დანერგვის პროექტის განხორციელება. მანდატურის სამსახურმა, საუკეთესო დასავლური გამოცდილების გათვალისწინებითა და ევროპელი ექსპერტების აქტიური კონსულტაციების საფუძველზე, დაიწყო საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის მოდელის შექმნა და შემუშავდა სასკოლო მედიაციის კონცეფცია. 2021 წელს, მანდატურის სამსახურს, მათ შორის, რეგიონულ ცენტრებში, 28 სოციალური მუშაკი დაემატა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 51 დასახელების, სხვადასხვა შინაარსობრივი და საგნობრივი მიმართულების ტრენინგმოდული, რომელიც განხორციელდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის. გრძელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოსწავლეთათვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარება. უცხოეთში მცხოვრები 550 ქართველი მოსწავლე 36 ქვეყნიდან 126 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ონლაინრეჟიმში ეუფლება ქართულ ენას, აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია 32 ქართული ენის მასწავლებელი. მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლების მოსწავლეთათვის მიმდინარეობს სხვადასხვა საგნის დისტანციური სწავლება. პროგრამის − „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში დასაქმებულია სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების 169 კონსულტანტმასწავლებელი. პროგრამა მოიცავს 10 რეგიონის 27 მუნიციპალიტეტის 91 სკოლას. შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა და მასში ჩაერთო 1905 სპეციალური მასწავლებელი. 2021 წელს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 105 მასწავლებელი, სულ − 2061 მასწავლებლობის მაძიებელი. დღეისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სერვისით 9 000ზე მეტი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლე სარგებლობს. მათ 1 900-ზე მეტი სპეციალისტი ემსახურება. მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის №95/ნ ბრძანებით განისაზღვრა ვალდებულებები სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა (სსსმ) სწავლებისათვის. სსსმ მოსწავლეების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელი, სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული დამატებითი სპეციალისტები ვალდებული არიან, მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. სსსმ მოსწავლეების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა რეკომენდაციები სკოლებისა და მშობლებისათვის. შემუშავდა მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო განმავითარებელი აქტივობები, რომლებიც მოზარდებისთვის სახლის პირობებში სხვადასხვა უნარისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ტელესკოლაში“ გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც. უზრუნველყოფილია ყველა გაკვეთილის თარგმნა ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით. 2020-2021 სასწავლო წლიდან „ტელესკოლას“ დაემატა ჟესტური ენის გაკვეთილები და ინგლისური ენის გაკვეთილები, დონეების მიხედვით, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრულთათვის. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ინკლუზიური განათლების სპეციალისტების აყვანა, რომლებიც მოდელში ჩართულ სკოლებში ახორციელებენ ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას, აძლევენ რეკომენდაციებს სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის მიმართულებით. მცირემხედველი და უსინათლო მოსწავლეებისათვის სამინისტროს მიერ განხორციელდა სახელმძღვანელოების ბრაილის ანბანით ბეჭდვა. მცირემხედველი და უსინათლო მოსწავლეებისათვის შეიქმნა IV-VI კლასების გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები. სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში: 127 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 დასრულდა: o o o 45 სკოლის მშენებლობა; 10 სკოლის სრული რეაბილიტაცია; 900-ზე მეტი სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მიმდინარეობს: o 33 სკოლის მშენებლობა; o 71 სკოლის სრული რეაბილიტაცია; o 25 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. საჯარო სკოლები სრულად არიან უზრუნველყოფილი Microsoft 365-ის სერვისებით. შეიქმნა Office 365-ის მომხმარებლები ყველა მასწავლებლისა და მოსწავლისათვის. დღეისათვის სერვისებით სარგებლობს 450 000-ზე მეტი ადამიანი. ონლაინსწავლების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა პორტალები:  online.emis.ge, სადაც მშობელი არეგისტრირებს მოსწავლეს ონლაინსწავლების მოდულზე;  reset.emis.ge, სადაც უსაფრთხოდ არის შესაძლებელი Office 365-ის საკუთარი ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღება;  Mobile.emis.ge-პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილური ინტერნეტით შეღავათიან ფასად. არსებული მონაცემებით, ოპტიკური ქსელით აღჭურვილია 1 340 წერტილი (როგორც საჯარო სკოლები, თავისი დამატებითი შენობებით, ასევე რესურსცენტრები). გრძელდება რეგიონული მნიშვნელობის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის“ წარმატებით განხორციელება. ევროკავშირისა და სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, მომზადდა ევროპული სკოლის პროექტის კონცეფცია, სკოლის კურიკულუმი და კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც საფუძვლად დაედება თბილისში სკოლისთვის ლისის ტბის მიმდებარედ გამოყოფილ ტერიტორიაზე სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. მეორე ფაზის იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის ევროკავშირმა უკვე გამოყო 6.4 მლნ ევრო, რომელიც ხმარდება მოსწავლეთა სტიპენდიებსა და მასწავლებლების გადამზადებას. დასრულდა 2021-2022 სასწავლო წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტუდენტების მეოთხე ნაკადის შერჩევის პროცესი. ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, 2020-2021 სასწავლო წელს სკოლები სასწავლო პროცესს ნაწილობრივ დისტანციურად ახორციელებდნენ. ამ მიზნით:  მომზადდა რეკომენდაციები და წინადადებები სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით, მოეწყო შეხვედრები კერძო სკოლების წარმომადგენლებთან, რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან, საჯარო სკოლების დირექტორებთან, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, მომზადდა ცვლილებების პაკეტი ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში;  მომზადდა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეწოდათ რეკომენდაციები სასწავლო პროცესის მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებით; 128 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1  განათლების კოალიციასა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობით დაიწყო ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი − „iსკოლა“, რომელიც ონლაინპლატფორმაა და ხორციელდება COVID-19-ის პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში. პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა;  ვებსკოლის, კიბერუსაფრთხოების, MS Teams-ისა და ელექტრონული ჟურნალის გამოყენების მიმართულებით, ჩატარდა 270-ზე მეტი ვებინარი, ასევე შეიქმნა როგორც ტექსტური, ისე ვიდეოინსტრუქციები, რომელიც ხელმისაწვდომია ერთიან საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალზე (EL.GE);  საქართველოს მასშტაბით, 100-მდე მასწავლებელი და V-X კლასების 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო Minecraft-ის საპილოტე პროექტში. პლატფორმა გამოყენებულ იქნა როგორც სხვადასხვა საგნის სწავლების პროცესში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის, ისე კომპლექსური დავალებების შესასრულებლად.  სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მასწავლებლების სავალდებულო პერიოდული ტესტირება, ასევე დაიწყო ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.   2020 წლის ზაფხულში დეტალურად იქნა შესწავლილი თითოეული სკოლის საჭიროებები სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დასაკმაყოფილებლად და სკოლები სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი საშუალებებით. 2020 წლის 15 სექტემბრიდან ყველა სკოლას ჰქონდა სრული მზადყოფნა პირისპირ სწავლის განსაახლებლად. 2020-2021 სასწავლო წელს უწყვეტად გრძელდება პროექტი − „ტელესკოლა“. პროფესიული განათლება 2020 წელს სამინისტრომ დაიწყო პროფესიული განათლების მართვის ახალი ინსტიტუციური მოწყობის მოდელის დამუშავება, შეფასება და განხილვა ქვეყნის კერძო სექტორთან. ჩამოყალიბებული და ურთიერთშეთანხმებული ახალი კონცეფციის თანახმად, მთავარი პრინციპი, რომელიც პროფესიული განათლების მართვისა და განვითარების პროცესს წარმართავს, არის თანამონაწილეობა − ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევითა და პასუხიმგებლობების გაზიარების გზით. მოდელის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთობლივ ონლაინკონფერენციაზე გაიმართა. საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის დაასახელდა, რომელთაც სხარტი პოლიტიკით უპასუხეს თანამედროვე ეკონომიკურ გამოწვევებს და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ე. წ. უნარების აქსელერატორს ქმნიან. 2021 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთობლივად დააფუძნეს „პროფესიული უნარების სააგენტო“, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყანაში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესებს, კერძო სექტორისა და დარგობრივი/სექტორული ასოციაციების უშუალო ჩართულობით. 2019 წლიდან დღემდე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიიღო 53-მა იურიდიულმა პირმა 230-ზე მეტ მოკლევადიან 129 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პროგრამაზე, საიდანაც 14 დაწესებულება კერძო სექტორის წარმომადგენელია. მოკლევადიან პროგრამებზე ჩაირიცხა 3000-ზე მეტი პირი. საქართველოს მთავრობამ დააფინანსა 167 პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამა. გრძელდება მუშაობა არაფორმალური განათლების აღიარების სისტემის განვითარების მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმ პირებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება, ცოდნა და უნარები, მაგრამ არ აქვთ სერტიფიკატი/დიპლომი, რის გამოც კვალიფიკაციის აღიარების საჭიროების წინაშე დგანან. ამ მიზნით, 2020 წელს შეიქმნა არაფორმალური განათლების აღიარების მიმართულებით ელექტრონული სისტემა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მაისის მონაცემებით, არაფორმალური განათლების აღიარების უფლება უკვე მოიპოვა სამმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. პროფესიული განათლებისა და ზოგადი განათლების საფეხურებს შორის მოქნილი კავშირის განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდება მუშაობა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების მიმართულებით. ინტეგრირებულ პროგრამებზე 20-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (17 საჯარო და 3 კერძო) გაიარა ავტორიზაცია და 500-მდე საბაზო განათლების მქონე სტუდენტმა სწავლა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. 3-წლიანი სასწავლო ციკლის შემდეგ, სტუდენტები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიულ დიპლომებს მიიღებენ. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო პროცესი, 2021 წელს ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიზნით. პროფესიული განათლების სისტემაში გრძელდება ე. წ. დუალური პროგრამების განხორციელება, რომელთა მიწოდებაშიც აქტიურად არიან ჩართულები კერძო კომპანიები. პროგრამის მოცულობის 50%-ზე მეტი სწორედ აღნიშნულ კომპანიებში ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხა 350-ზე მეტი სტუდენტი. პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სამეწარმეო განათლება. ახალი, მოდულური პროგრამები მოიცავს მეწარმეობის მოდულს, როგორც სავალდებულო კომპონენტს. საანგარიშო პერიოდში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების მიზნით, ტრენინგი ჩაუტარდა 336 მასწავლებელს. გაძლიერდა პროფესიული განათლების მართვის ელექტრონული სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლების ელემენტების დანერგვა. აღნიშნული გარკვეულწილად პასუხობდა პანდემიის პირობებში შექმნილ გამოწვევებს. ასევე დაიხვეწა პროფესიული განათლების ელექტრონული ჟურნალი და განვითარდა პროფესიული განათლების მართვის ახალი პორტალი. 2020 წელს დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, რითაც საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ მიდგომებს. განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარება და 2020 წლიდან დაწესებულებებმა პროგრამების ავტორიზაცია გაიარეს ახალი სტანდარტების შესაბამისად. 130 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წელს დაასრულდა მუშაობა მარეგულირებელ აქტზე, რომელიც პროფესიულ განათლებაში კრედიტების სისტემას არეგულირებს და ეფუძნება ევროპულ მექანიზმს − ECVET. აღნიშნული ინსტრუმენტით საქართველო შეძლებს, გააძლიეროს მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან და უზრუნველყოს სტუდენტთა მობილობის მხარდაჭერა. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლების დაფუძნება/განვითარება. 2021 წელს საკვალიფიკაციო ან/და მომზადების/გადამზადების პროგრამებზე სტუდენტს/მსმენელებს პირველად მიიღებენ ახლად განვითარებული კოლეჯები კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში (გორაბერეჟოული), ფოთში, ქედასა და შუახევში. ასევე დაწყებულია სამუშაოები, ახალი ლოკაციების განვითარების მიზნით, შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ხაშური, წყალტუბო, ლანჩხუთი, ბორჯომი. ამასთან, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მხარდაჭერით მიმდინარეობს სამუშაოები ე. წ. „ექსელენს ცენტრის“ განვითარების მიმართულებით. ბანკთან თანამშრომლობით, ასევე დაგეგმილია თელავში მეღვინეობის სკოლის ჩამოყალიბება. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში აღსანიშნავია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული მხარდაჭერა. პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის დანერგვის პროცესში, 2020-2021 წელს კიდევ უფრო გაიზარდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან დაიწყო საბიუჯეტო დახმარებისა და სექტორული დახმარების პროგრამების განხორციელება. დახმარების მიზანია პროფესიული განათლების პროვაიდერების დივერსიფიცირება და საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერება რეგიონებში პროფესიული პროგრამების განხორციელების მიზნით, ასევე ორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ჰაბის განვითარება. გრძელდება ევროკავშირის ახალი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა − „EU Support to Skills Development for Matching the Labour Market Needs”, რომლის ტექნიკური დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაიწყო მუშაობა პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების 2021 წლისა და შემდგომი წლების გრძელვადიან სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სისტემის განვითარების უწყვეტობას. ევროკავშირის მხარდაჭერით, ასევე დაიწყო მუშაობა ფორმალური განათლების ფარგლებში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგიაზე. გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, გრძელდება პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაოების განხორციელება. ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის პროექტის საშუალებით, მონაწილე მხარეების ჩართულობით, შეიქმნა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, რომელიც დამტკიცდება 2021 წელს. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა მასწავლებელთა დივერსიფიცირებული ანაზღაურების მოდელი. ასევე შემუშავდა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებების დაფინანსებას მიღწეული შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით. 131 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის განვითარების მიმართულებით. უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადდა საკანონმდებლო აქტებსა და კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებები, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის სისტემის, ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების საქმიანობისა და თვითშეფასების პროცესის გაუმჯობესების შესახებ. სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებები ENQA-ის მონიტორინგის ჯგუფის მიერ დადებითად იქნა შეფასებული. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ENQA-ის ყველა რეკომენდაცია იქნა შესრულებული. ევროკავშირის Erasmus+ მიერ დაფინანსებული DEQAR CONNECT პროექტის ფარგლებში მოხდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი ვებგვერდის სინქრონიზაცია გარე ხარისხის უზრუნველყოფის შედეგების მონაცემთა ბაზასთან. სინქრონიზაცია შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდგომ, ავტომატურად მოხდეს მათი ასახვა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის ელექტრონულ ბაზაში. განახლებული ფორმატით გადაწყვეტილებების სინქრონიზაცია ხორციელდება 2021 წლის 15 თებერვლიდან. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანის გათვალისწინებით, მომზადდა ინსტიტუციებისათვის გზამკვლევი ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ცენტრის ვებგვერდს დაემატა ახალი კატეგორია − „მხარდაჭერა COVID-19-ის“ პირობებში, რომელიც აერთიანებს რჩევებსა და სასარგებლო რესურსებს ინსტიტუციებისათვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან მიმართებით. ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად გარდაქმნის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს. 2020-2021 სასწავლო წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები მიიღო. დღეს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებზე უნივერსიტეტში სწავლობს 245 სტუდენტი. მიმდინარე წელს, უნივერსიტეტი დამატებით 500 ახალგაზრდას მიიღებს საბაკალავრო პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ წელსვე უნივერსიტეტს დაემატება სადოქტორო პროგრამებიც. ქართველ პროფესორებთან ერთად, სასწავლო პროცესს უძღვებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები. უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების, დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებას. 132 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მხარდაჭერილ იქნა ქართული და უცხოური უნივერსიტეტების თანამშრომლობით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი − „ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სახელმწიფო აგრძელებს პროგრამების მხარდაჭერას საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. „ვისწავლოთ საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სრულად არის მხარდაჭერილი სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო STEM პროგრამების (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) ABET (ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭო) აკრედიტაციის პროცესი. გრძელდება სხვადასხვა სახელმწიფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა (ERASMUS+, Fulbright, DAAD, ა.შ.). უმაღლესი განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერა. 2020-2021 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა 1436-მა სტუდენტმა, ხოლო სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მოიპოვა 101 სტუდენტმა. გრძელდება წარმატებულ სტუდენტთა წახალისების პროგრამა − „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, რომლის ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სტიპენდიით უზრუნველყოფილია 3243 სტუდენტი, თვეში 150 ლარის ოდენობით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტების განათლების მიღების მოტივაციის ასამაღლებლად, 2020-2021 სასწავლო წლისთვის დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიით მხარდაჭერილია 6 სტუდენტი თვეში 300 ლარის ოდენობით. გრძელდება მსჯავრდებულ/ბრალდებულ აბიტურიენტთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 17 მსჯავრდებული/ბრალდებული აბიტურიენტი, სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 9 მათგანმა. 2021 წელს რეგისტრირებულია 23 მსჯავრდებული/ბრალდებული ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე. მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფომ სწავლა დაუფინანსა 829 პირს (პროგრამის ბიუჯეტი: 1 964 250ლარი). Covid-19-ის პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საანგარიშო პერიოდში გატარებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით:  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 133 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.  სტუდენტებმა, რომლებიც, 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დაფინანსების მიზნით. სოციალური დახმარებით ისარგებლა 14 799 სტუდენტმა. აღნიშნულ სტუდენტებს ასევე დაუფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანება.  პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა 2020 წლის გამოცდების (ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდა, პროფესიული ტესტირება, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდა) მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სრულყოფილად ჩატარებაზე. გამოცდები ჩატარდა ჩვეულ ვადებში მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით. უმაღლესი განათლების მიმართულებით კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება უმაღლესი განათლების დაფინანსების შედეგზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა. არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, გაიმართა არაერთი შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. აღნიშნულ მოდელში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი (აკადემიური, სამეცნიერო, ინტერნაციონალიზაცია), რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მდგრადობას. 3.4 მეცნიერება საანგარიშო პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავიდა მეცნიერების განვითარების ათწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც ძირითადად ეფუძნება ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებულ (PSF) 23 რეკომენდაციას. მომავლის კვლევების კონცეფცია ფოკუსირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებსა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობაზე. გამოცხადდა სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსი, გაორმაგებული ბიუჯეტითა (8 მლნ ლარი) და შეფასების ახალი კრიტერიუმებით (4 კრიტერიუმი, ჯამური ქულა − 50). შეფასების ახალი კრიტერიუმები მომზადდა ევროპის კვლევითი სივრცის წამყვანი სამეცნიერო ფონდების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობით. 134 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საანგარიშო პერიოდში, სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ჯამში 11 საგრანტო კონკურსი. ასევე ფონდის მიერ შემუშავდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ახალი პროგრამა, ევროპული კვლევით სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:  შემუშავდა სამეცნიერო მიმართულებების უახლესი კლასიფიკატორი, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის ევროპული კვლევების საბჭოს სამეცნიერო კლასიფიკატორს და ამასთანავე დაემატა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების თემატიკა;  დაინერგა სამეცნიერო საგრანტო პროექტების შეფასების უახლესი ევროპული მიდგომა: 2 დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ საპროექტო წინადადების შეფასებაზე გრანტის მაძიებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ კომენტარი, რომელიც მხედველობაში იქნება მიღებული თემატური პანელის მიერ საბოლოო შეფასებისას. შემუშავდა გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის სრულიად ახალი კონცეფცია, რომლის მიზანია სამეცნიერო იდეების განვითარება, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლება, კომერციალიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პოტენციალის ამაღლება. ევროპის კვლევებისა და ინოვაციების პროგრამის HORIZON 2020-ის ფესტივალის − „ევროპელ მკვლევართა ღამე“ − ფარგლებში, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ჰიბრიდულ რეჟიმში წარმატებით ჩატარდა სამეცნიერო-პოპულარული ღონისძიებების ციკლი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის დასრულების შემდეგ, ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში, საქართველოში თავს მოიყრის მსოფლიოს დონის მეცნიერთა საუკეთესო გუნდი, რაც ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესასოციაციების წევრები, როგორიცაა სიმენსი (Siemens), დელოიტი (Deloitte DCE) ევროპის აერონავტიკის კომპანია (European Aeronautic Defence and Space Company EADS Germany), გერმანიის ბიზნესასოციაცია (DWV) და სხვა. პანდემიასთან ბრძოლაში მეცნიერების ჩართვისთვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მიმდინარეობს კვლევები COVID-19-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის მიმართულებით. გაუმჯობესდა კვლევისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზები. ასევე, სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2021 წელს შემუშავდა სახელმწიფო გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული ახალი საგრანტო კონკურსებისათვის დებულებები:  „საქართველოს სამეცნიერო სივრცის რეაგირება კორონავირუსული პანდემიის გამოწვევის საპასუხოდ“ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება. კონკურსის მიზანია, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, 135 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას მულტი და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მიდგომებით, ასევე სამეცნიერო ინფორმაციის გაზიარება და თანამშრომლობა ევროპისა და მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში.  მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების ხელშემწყობი საგრანტო კონკურსის დებულება. დაფინანსების ეს ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ეროვნული STEM სფეროს გაძლიერებასა და მის ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში ჩართვას. წარმატებით დასრულდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩოპროგრამა Horizon 2020 და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ მხარესა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის „Horizon Europe-ის“ პროგრამაში საქართველოს ასოციირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებას ხელი 2021 წელს მოეწერება. ეროვნულ დონეზე მიმდინარეობს Horizon Europe-ის ქსელის ფორმირება. გარემონტდა და კეთილმოეწყო 8 საგრანტო საუნივერსიტეტო ოფისი. 3.5 ახალგაზრდული პოლიტიკა ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია ახალგაზრდობას. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდული სფეროს 3წლიან რეფორმაზე, რომლის მიზანი არის ახალგაზრდული სფეროს მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბება. გრძელდება პოლიტიკის დოკუმენტის − „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ის“ შემუშავება. რეფორმის კონცეფცია ეფუძნება ევროპის საბჭოს ღირებულებებს, სტანდარტებსა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. რეფორმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა როგორც ადგილობრივი საჭიროებები, ასევე ახალგაზრდების, სფეროს ექსპერტების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები. რეფორმის ქვაკუთხედს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მონაწილეობაზე დაფუძნებული ეროვნული და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება წარმოადგენს. მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 17 მუნიციპალიტეტის 30 თანამშრომელი (ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე). საქართველოს 14 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომელის მიხედვითაც შემუშავდა ადგილობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტები. მთავრობამ ტექნიკური მატერიალური მხარდაჭერით ხელი შეუწყო 11 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივად, ახალგაზრდული სივრცეების გამოყოფასა და არსებულის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. შემუშავდა მასიური ღია ონლაინკურსის კონცეფცია და სასწავლო მოდულები. კურსი მიმართულია მუნიციპალიტეტებში 136 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა გადამზადებისა და მათი კომპეტენციების გაზრდისკენ. ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვისა და მხარდაჭერისთვის გრძელდება 2020 წელს დაწყებული ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა საქართველოში პირველად, სახელმწიფოს მიერ აღიარებული, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული 6-თვიანი სასწავლო კურსი. ახალგაზრდული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საინფორმაციო და ციფრულ ახალგაზრდულ საქმიანობას და ციფრული სერვისების დანერგვას. საანგარიშო პერიოდში, შეიქმნა ციფრული პლატფორმა − youthplatform.gov.ge, რომელიც არის 1 ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული პლატფორმა და აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით და მის გარეთ არსებულ ახალგაზრდულ შესაძლებლობებს. ერთმანეთთან აკავშირებს ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ მუშაკებსა და დაინტერესებულ პირებს. აგრეთვე მომზადდა ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის სტრატეგია და ციფრული ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების სამუშაო ვერსია. ასევე მიმდინარეობს კარიერული კონსულტაციის პლატფორმის კონცეფციის განახლებაზე მუშაობა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები აღნიშნული მიმართულებით. ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების კუთხით, საგრანტო კონკურსის მეშვეობით, 2020 წელს საქართველოს 10 რეგიონში დაფინანსდა და განხორციელდა 14 ახალგაზრდული პროექტი. 2021 წლის საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დასრულებულია, მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. მიმდინარეობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის. 2020 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი − ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკის ადაპტირებული ვერსია. ჩატარდა საქართველოში პირველი ვირტუალური გაცვლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 ქვეყნის 125-მა ახალგაზრდამ. აღნიშნული პროექტი არის მოსამზადებელი ფაზა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პოტენციური სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. 2021 წელს კვლავ განხორციელდება აღნიშნული პროექტი. მონაწილეობისთვის უკვე შერჩეულია 100 ახალგაზრდა 6 ქვეყნიდან. 3.6 კულტურა 2021 წლის მარტში დეკლარირებულ იქნა ერთიანი, სისტემატიზებული და ყოვლისმომცველი სამართლებრივი დოკუმენტის − „კულტურის კოდექსის“ შექმნის ინიციატივა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. დოკუმენტი დაარეგულირებს კულტურის ყველა სფეროს (მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის ჩათვლით), მათ შორის, კულტურის სფეროში სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ 137 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ურთიერთობებს, ამ ურთიერთობათა ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს, რაზეც დაწყებულია მუშაობა. კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, მიმდინარეობს კულტურის მართვისა და დაფინანსების დეცენტრალიზაციის პროცესი. კულტურის სფეროში შეიქმნა მართვის უფრო მოქნილი, გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმები: გაიზარდა ექსპერტთა და პროფესიონალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და კულტურის სხვადასხვა დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში; საკონკურსო პროგრამის განხორციელება დელეგირებული იქნა სსიპ ორგანიზაციებზე; საკონკურსო კომისიების შემადგენლობა დაკომპლექტდა დარგობრივი ექსპერტებით, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით, არასამთავრობო სექტორით. 2020 წელს საკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართა 31 სახელოვნებო ფესტივალი, მათ შორის, ციფრული პლატფორმების გამოყენებით. სამინისტრომ შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება ციფრულ სივრცესთან. ჩატარებულ საგრანტო კონკურსებში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა. პანდემიით შექმნილი სირთულეების მიუხედავად, სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებში განახლდა შემოქმედებითი პროცესი. 2021 წლის მარტში დეკლარირებულ იქნა ინიციატივა კულტურის დაფინანსების ახალი წესის შემუშავების შესახებ, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. მიმდინარეობს ახალი გამოწვევების შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა და შესაბამისი რესურსების მობილიზაცია, მათ შორის, ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა. 2021 წლის მარტიდან დაიწყო ახალი ინიციატივების განხორციელება სსიპ მუზეუმების რეორგანიზაციის/მართვის მიმართულებით. კერძოდ, განხორციელდა სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია; საქართველოს ეროვნული გალერეა − „ცისფერი გალერეა“ ხელმისაწვდომი გახდა თანამედროვე არტისტებისთვის − დაიწყო კალენდრის შემუშავება 2021-2022 წლებში მხატვართა გამოფენების მოწყობის მიზნით. კულტურის სფეროს მართვის მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და მხარდაჭერით, განხორციელდა მუზეუმების შესაძლებლობების განვითარებისა და მუზეუმების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი რიგი ღონისძიებები. მსოფლიო პანდემიის დროს საქართველო ერთადერთი ქვეყანა არის ევროპის მასშტაბით, სადაც გაიხსნა 2 ახალი მუზეუმი: ბოლნისის მუზეუმი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. დაიწყო სსიპ − აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია. მომზადდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 37 ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია. დასრულდა 52 ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, კონსერვაცია, არქეოლოგიური შესწავლა. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა 110 ობიექტს, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრისათვის რეკომენდაცია გაეწია 7 ძეგლს. 138 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული 70 ძეგლის/ობიექტის ინვენტარიზაცია/მონიტორინგი. განხორციელდა ხადას ხეობის ექსპედიცია, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა 19 სოფელი, განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების ინვენტარიზაცია და მათი მდგომარეობის შესწავლა. 2021 წლის მარტიდან გამოცხადდა ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ/კონსერვატორ ოსტატთა ეროვნული რეესტრის შექმნის შესახებ და 2022 წლიდან დაიგეგმა მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გელათის კომპლექსის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სრული დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გამოსცა რეკომენდაციები, რომლის აღსრულება/კოორდინაცია დაევალა სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან 2021 წლის მარტიდან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან UNESCO-ის მაღალი დონის ექსპერტები, რომელთა ჩართულობაც უმნიშვნელოვანესია გელათის ტაძრის დაზიანებათა კვლევის პირველივე ეტაპზე, რათა ამ კვლევების განხორციელების მეთოდოლოგიამ და ტექნიკამ არ გამოიწვიოს ძეგლის სხვა კომპონენტების დაზიანება, არ დაიკარგოს დაზიანებათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და შემუშავდეს მდგომარეობის გამოსწორების სათანადო პროექტები. აღნიშნული, გრძელვადიან პერსპექტივაში, უზრუნველყოფს ძეგლის ყველა ატრიბუტის მთლიანობასა და მდგრადობას. ექსპერტები ტაძრის სახურავზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთებენ კვალიფიციურ შეფასებას, რომელიც ძეგლზე შემდგომში დასაგეგმი ღონისძიებების საფუძველი გახდება. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გრძელდება სსიპ − ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სსიპ − თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა სსიპ − ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სსიპ − თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია. 2021 წლის მაისიდან ზემოხსენებულმა თეატრებმა ახალი თეატრალური სეზონი რეაბილიტირებულ შენობებში განაახლეს. გრძელდება კულტურის რესურსის გამოყენება ტურიზმისა და შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებისთვის. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით სერტიფიცირება მიენიჭა 7 ადგილობრივ კულტურულ მარშრუტს. 2020 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ევროპის საბჭოს გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების სამდივნოსა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის 2021 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში ევროპის საბჭოს 139 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 კულტურული მარშრუტების რიგით მე-10 საკონსულტაციო ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით. კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს უმაღლესი რანგის ექსპერტების, კულტურული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისა და ბიზნესსექტორის აქტიური ჩართვა ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, ზოგადად, იმერეთის რეგიონის კულტურული ტურიზმის პოტენციალის განვითარებას. შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის მიმართულებით სსიპ − შემოქმედებითი საქართველოს მიერ გრძელდება მუშაობა ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის კვლევით, ევროკავშირისა და იუნესკოს ერთობლივ პროექტებზე; დაიწყო იუნესკოს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება. კულტურული ტურიზმის განვითარების მიზნით, გრძელდება პროექტების განხორციელება USAID-ის Zrda-ის პროგრამის ფარგლებში. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და კულტურის სექტორის ციფრულ სამყაროში ინტეგრირების ხელშეწყობის კუთხით, მუზეუმებმა და მუზეუმ-ნაკრძალებმა ეფექტიანად გამოიყენეს ,,ციფრული მუზეუმის“ პოტენციალი. პანდემიის პერიოდში, აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების 800-ზე მეტ ონლაინაქტივობას ჰქონდა 2 000 000-ზე მეტი ნახვა. გაიმართა პირველი ციფრული თეატრალური ფესტივალი, რომელიც მომავალ წლებშიც თეატრში ციფრული ტექნოლოგიებისა და ფორმატის ახალი შესაძლებლობების გამოყენებას დაუდებს საფუძველს. შეიქმნა მსოფლიო დრამატურგიის ონლაინპლატფორმა, რეგიონული თეატრების ელექტრონული გზამკვლევი, სხვადასხვა მედიაპლატფორმა გამოყენებულ იქნა თანამედროვე და ექსპერიმენტულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების წარმოსაჩენად. განხორციელდა ქართული კინომემკვიდრეობის ოქროს ფონდში შემავალი 9 ფილმის გაციფრულება და ციფრული რესტავრაცია. საანგარიშო პერიოდში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობასთან კონცეპტუალურად დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამა განხორციელდა, რომელიც გულისხმობდა უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელოვნებო-საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობას, ინოვაციების წახალისებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესებში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ჩართულობის გაზრდასა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებას, ასევე საგანმანათლებლო რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან ზრდას. შეიქმნა და გამოიცა 18 დამხმარე და ძირითადი სახელმძღვანელო. განხორციელდა და გრძელდება სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მოდერნიზება და ტექნიკური გადაიარაღება. დასრულდა სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების − ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე წელს სრულდება სსიპ − თბილისის აპოლონ 140 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სრულყოფილი რეაბილიტაცია და აღჭურვა. სსიპ − საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კინო/ინტერნეტტელევიზიის სტუდიისთვის განხორციელდა მე-2 კორპუსის სივრცეების რეაბილიტაცია, სტუდია აღიჭურვა უახლესი კინო/ტელე აპარატურით, რომელიც უნიკალურ საგანმანათლებლო ბაზას წარმოადგენს სტუდენტების შემოქმედებითი თვითრეალიზაციისთვის და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებად ქცევისთვის. 2021 წლის მაისში სამინისტროს მიერ გამოცხადდა ინიციატივა სახელოვნებო უმაღლესი განათლების სფეროს რეფორმის შესახებ. აღნიშნული რეფორმა ასევე გაითვალისწინებს უმაღლესი განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის პროექტის რეკომენდაციებს. საანგარიშო პერიოდში, პანდემიის მიზეზით შეიზღუდა როგორც საქართველოს მონაწილეობა დაგეგმილ საერთაშორისო, მათ შორის, ევროპის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე საქართველოში ევროპული და საერთაშორისო ღონისძიებების ფიზიკურად ჩატარება. თუმცა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციებმა და ამ ორგანიზაციების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ონლაინტრეინინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში, საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში. ონლაინრეჟიმში ჩატარდა აგრეთვე ევროკავშირის მიერ ინიციირებული მუზეუმების საერთაშორისო დღის (18 მაისი) კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ძირითადი ნაწილი, სადაც მონაწილეობას იღებს ქვეყნის 65 მუზეუმი, რომლებიც საზოგადოებას სთავაზობენ ონლაინგამოფენებს, ვირტუალურ და ლაივტურებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, კურატორების ბლოგებს, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ვიდეოებს და სხვა. Google-ისა და ხელოვნების სასახლის მიერ ივლისში მომზადდა რიგით მეათე ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით: „Art of the Florenskaya Sisters. ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს ქართულევროპული ერთობლივი პროექტების განხორციელება აუდიო-ვიზუალურ სფეროში. საანგარიშო პერიოდში 6 ახალი პროექტი დაფინანსდა, რომლის ბიუჯეტიც 477 503 ევროს შეადგენს. 2021 წლის აპრილიდან დაიწყო აგრეთვე პრეზენტაციების ჩატარება პროგრამის მომავალი ფორმატის − „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027-ის“ შესახებ. 2021 წლის თებერვლიდან დაიწყო ასევე, ევროკავშირის მასშტაბური პროგრამის − „EU4 Culture“განხორციელება, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა. გაიზარდა კულტურის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით, რეგიონების, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის, შშმ პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული მიმართულებით, განხორციელდა 37 მიზნობრივი პროექტი, რომელთა ფარგლებში ჩატარდა 200-მეტი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება/აქტივობა. 141 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 შშმ პირთათვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ახლადაშენებული ბოლნისის, ვანისა და მცხეთის მუზეუმები; დაიდგა სპექტაკლები სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთა და პროფესიონალ მსახიობთა ერთობლივი მონაწილეობით და მოხდა ამ სპექტაკლების ონლაინჩვენება; მოეწყო შშმ პირთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა; გამოიცა ბეჭდური/ციფრული სახელმძღვანელო, რომელიც შექმნილია მეტყველების, მოძრაობისა და სხვა მრავლობითი პრობლემების მქონე ბავშვებისათვის, სპეციალურ სავარჯიშოებზე დაყრდნობით; გახმოვანდა ლიტერატურული ნაწარმოები უსინათლო და მხედველობადაქვეითებული ბენეფიციარებისათვის და ჟესტურ ენაზე გახმოვანდა ფილმები, რომელიც განთავსდა სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე და ხელმისაწვდომი გახდა საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირისათვის; შეიქმნა „მუსიკალურ-ანიმაციური პროგრამების“ ონლაინპლატფორმები, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, მასტერკლასები შშმ პირთა მონაწილეობით, უზრუნველყოფილ იქნა მათი ჩართულობა სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებში. დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელდა 50-მდე ღონისძიება/აქტივობა. 14 პროექტში ჩართულ პირთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 609 ადამიანი; მათგან შშმ პირია − 348, რომელთა შორისაა − 219 შშმ ქალი და გოგონა. საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა: „ტოლერანტობის საერთაშორისო დღის“, „დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის“, „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ 16-დღიანი აქციის ფარგლებში. გაიზარდა დევნილთა კომპაქტურ დასახლებებსა და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა. ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელოვნებო წრეები, მოზარდები ჩართულნი იყვნენ ხელოვნების სასწავლო კურსში, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა მიმართულებასა (ფორტეპიანო, სიმღერა, ცეკვა, ინსტრუმენტული მუსიკა, ხატვა, დიზაინი, ფოტოგრაფია, ფოლკლორი, ხატვა, მინანქარი, თექა, კერვა, ქსოვა და სხვ.) და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს. არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები განხორციელდა საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის დევნილთა 22 კომპაქტურ დასახლებაში. განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართული იყო დევნილთა დასახლებებში მცხოვრები 1200-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა, დასაქმებული იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგის 110 სპეციალისტი, მათ შორის, დევნილის სტატუსის მქონე პირები. 3.7 სპორტი საქართველოს მთავრობა აგრძელებს სპორტული მოძრაობის მხარდაჭერას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების/ტურნირების ორგანიზების ან/და მათში მონაწილეობის, ასევე სპორტული ღონისძიებებისათვის მზადების კუთხით. ამ მიზნით, სპორტის სახეობათა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს, პანდემიის გათვალისწინებით, სპორტის 47 სახეობაში დაფინანსდა 59 ეროვნული შეჯიბრების ორგანიზება და 162 საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა, ასევე 105 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება როგორც საქართველოში, ასევე 142 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 საზღვარგარეთ, ხოლო 2021 წლის I კვარტალში სპორტის 38 სახეობაში დაფინანსდა 15 ეროვნული შეჯიბრის ორგანიზება და 26 საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა, ასევე 47 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. შედეგად, 2020 წელს, ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 154 მედალი (118 ოლიმპიურ, ხოლო 36 არაოლიმპიურ სპორტის სახეობაში), მათ შორის, 47 ოქროს, 47 ვერცხლის, 60 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 29 ოქროს, 20 ვერცხლის, 26 ბრინჯაოს, ჯამში − 75 მედალი. სამინისტროს ორგანიზებით, 2020 წელს, სექტემბერში, უკვე მესამედ გაიმართა ევროკომისიის ინიციატივით დაფუძნებული ყველაზე დიდი მასობრივ-სპორტული ღონისძიება − „ევროპის სპორტის კვირეული“ თბილისსა და საქართველოს 25-მდე მუნიციპალიტეტში. ღონისძიების გამართვაში მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირის დახმარებით, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ სასაჩუქრე სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. ღონისძიების ფარგლებში, თბილისში სამი დღის მანძილზე მოეწყო ე. წ. „სპორტული სოფელი“, სადაც ყველა მსურველს მიეცა შესაძლებლობა, ჩართულიყო სპორტის 20-მდე სახეობაში. ასევე, წლის მანძილზე, სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართა ონლაინკამპანიები და 40-მდე სპორტული ღონისძიება. ჯამში, ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ჩატარდა „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ იუნესკოს ეგიდით დაფუძნებული საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: თეთრი ბარათის კამპანია, ღონისძიებები საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ასევე ბრეიქინგისა და ტექბოლის ფესტივალები. საანგარიშო პერიოდში დაიწყო გზამკვლევის შემუშავება. მასობრივი სპორტული ღონისძიებების გამართვის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ. გრძელდება ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება. ყოველთვიურად დახმარებას იღებს 337 ბენეფიციარი. ასევე 2020 წელს − 15, ხოლო 2021 წელს − 1 პირს გაეწია ერთჯერადი სოციალური დახმარება. „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრძელდება მწვრთნელთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა. საანგარიშო პერიოდში პროგრამაში ჩართული იყო 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში 340 ბენეფიციარი. 143 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სამინისტრომ დაიწყო მუშაობა საქართველოში ეროვნული სპორტული არბიტრაჟის დაფუძნების მიმართულებით. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და კონსულტაციები ეროვნულ დონეზე ჩართულ მხარეებთან. სამინისტროს მიერ დაიწყო კალათბურთის სასახლის მშენებლობა, ევრობასკეტ 2022 საკვალიფიკაციო ეტაპის საქართველოს მიერ მასპინძლობის მიზნით. ასევე, ბაზრის კვლევისა და შესაბამისი კონკურსის შემდეგ, გამოვლინდა „ჭიდაობის სახლის“ დამპროექტებელი კომპანია. დასრულდა ბაზრის კვლევა კიდევ ორ მნიშვნელოვან სპორტულ ობიექტზე პროექტების შემუშავებისთვის, ესენია: „ფიგურული ციგურაობის სასახლე“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა“. სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით, სამინისტრომ ესპანური კომპანია „ლიდერა სპორტ კონსულტინგისაგან“ შეისყიდა მომსახურება, რის ფარგლებშიც, კომპანიის მიერ, არსებული რეალობის შესწავლისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, შემუშავდა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მიმდინარეობს ქ. რუსთავის, ქ. ახალციხისა და ქ. ზუგდიდის სპორტული კომპლექსისა და ქ. ქუთაისის საცურაო აუზის მშენებლობა. 4. სახელმწიფო მმართველობა 4.1 საჯარო მმართველობის რეფორმა დემოკრატიული, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქვეყანაში 2015 წლიდან ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომელიც 6 მიმართულებას ფარავს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 2020 წლის ბოლოს დასრულდა საჯარო მმართველობის რეფორმის პირველი, 2015-2020 წლების სტრატეგიის (გზამკვლევი 2020) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული, მათ შორის, განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმა და ამოქმედდა საქართველოს ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, დამტკიცდა დეცენტრალიზაციის პირველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დამკვიდრდა პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ახალი სტანდარტი, რომელიც ევროპულ პრინციპებს ეფუძნება და სხვა. რეფორმის უწყვეტობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. პროცესი სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, შემუშავდა საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020-ის განხორციელების გარე შეფასების ანგარიში. დოკუმენტი რეფორმის განხორციელების 144 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ფარგლებში მიღწეულ შედეგებს მიმოიხილავს და იმ მიმართულებებს გამოკვეთს, რომელზეც საჭიროა მუშაობა რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში გაგრძელდეს. აქტიურად გრძელდება მუშაობა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის სრულყოფაზე. აღსანიშნავია, რომ ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებულ ახალ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესებთან დაკავშირებით, რამაც მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის ხარისხი გააუმჯობესა. საანგარიშო პერიოდში მკვეთრად არის გაუმჯობესებული საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხი, რაც, ერთი მხრივ, საჯარო სექტორის ქვეყნის სექტორულ პოლიტიკას უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებულს ხდის. გაძლიერებულია პოლიტიკის დოკუმენტების მტკიცებულებებზე დაფუძნებულობის ხარისხი. დამატებით, მიმდინარეობს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მართვის ელექტრონული სისტემის განვითარება, რომლის მიზანი არის ერთ სივრცეში მოხდეს მთავრობის საქმიანობის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესის წარმართვა. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გრძელდება პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მონაცემების მართვის, პოლიტიკის ბიუჯეტირებისა და შიდა უწყებრივი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით კვლევები. საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეების პრაქტიკაში განსახორციელებლად, მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარება, რისთვისაც საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს არსებული რესურსის გადამზადებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობისა, არ შეწყვეტილა საჯარო სამსახურში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული მოხელეების დისტანციურ რეჟიმში სწავლების პროცესი, ასევე დისტანციურად დაიგეგმა და დღესაც გრძელდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ეხება ინოვაციური მიდგომების გამოყენებით − „სწავლა კეთებით“, მენტორინგისა და ქოუჩინგის მეთოდებით ადამიანური რესურსების პროფესიულ განვითარებას. არსებული რეალობისა და დისტანციურ რეჟიმში სამუშაო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ონლაინსწავლების შესაძლებლობის შექმნა მოხელეებისთვის, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ონლაინ სივრცეში სინქრონული და ასინქრონული სასწავლო პროგრამებისთვის განკუთვნილი სპეციალური პლატფორმის შექმნაზე, რომლის კონცეფციის პირველადი ვერსია შემუშავებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ ელექტრონული სისტემის განვითარებაც. გრძელდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის თანმიმდევრული დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაა. საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა „ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა სისრულისა და მათი განხორციელების პრობლემების შესახებ. კვლევა ჩატარებულ იქნა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობით და მათთან აქტიური 145 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 კონსულტაციებით. წარმოდგენილ იქნა კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავს როგორც არსებული სიტუაციის ანალიზს, ასევე რეკომენდაციებს საკანონმდებლო ბაზის შემდგომი სრულყოფისთვის. ასევე ჩატარდა კვლევა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ქონებისა და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში. მომზადდა ანგარიში ცალკეული სახელმწიფო ფუნქციების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემისთვის ისეთ სფეროებში როგორიცაა: კულტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა. აღნიშნული კვლევების ამოცანა არის, მტკიცებულებებზე დაფუძნებით მოეხდინა ისეთ უფლებამოსილებათა იდენტიფიცირება, რომელთა გადაცემაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის გზით. ამ კვლევებზე დაყრდნობით, დაწყებულია კონსულტაციები შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, ისეთ უფლებამოსილებათა განსასაზღვრად, რომელთა გადაცემაც ამ ეტაპზე შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა მუნიციპალური განვითარების დოკუმენტის სახელმძღვანელო, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ განვითარების სხვადასხვა დოკუმენტეს მომზადების პრაქტიკა და აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ადგილობრივი განვითარების დოკუმენტების შექმნის მეთოდოლოგია და გამოცდილება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცება. გარდა ამისა, ადგილობრივ დონეზე საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა ადგილობრივი თვითმმართველობის 2,000-ზე მეტი საჯარო მოხელე. საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ინერგება მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმა, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა. პლატფორმა მოიცავს: ელექტრონული სერვისების ონლაინპორტალს მოქალაქეთათვის (ms.gov.ge), საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემასა (mm.gov.ge) და ინტერაქტიულ რუკას გეოსივრცითი მონაცემების მართვისათვის (maps.gov.ge). საანგარიშო პერიოდში, პლატფორმა დაინერგა 21 მუნიციპალიტეტში და ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს დამატებით 21 მუნიციპალიტეტში, რომლებიც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება. ასევე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში 8 მუნიციპალიტეტისთვის მომზადდა საინვესტიციო პროფილები. სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ზუგდიდი, მესტია, ოზურგეთი, ჩოხატაური, ამბროლაური, ცაგერი, რუსთავი და ბოლნისი. ასევე მომზადებულია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის პრაქტიკული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო; 37 მუნიციპალიტეტში შემუშავებულია საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტები. მათ შორის, 19 მუნიციპალიტეტში დოკუმენტები დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. 146 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 4.2 ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა ციფრული მმართველობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ამ მიზნით, 2021 წლის 23 აპრილს ჩატარდა ელექტრონული ვორქშოფი საქართველოს საჯარო სექტორის უწყებების მონაწილეობით, სადაც გაეროს უნივერსიტეტის ელმმართველობის განყოფილების (UNU eGOV) ექსპერტის ჩართულობით განხილულ იქნა ციფრული მმართველობის განვითარების ხელისშემშლელი გარემოებები და ამ მხრივ არსებული გამოწვევები. ამ ეტაპზე მომზადებულია სიტუაციური ანალიზის (SWOT) ამსახველი დოკუმენტი, რომლის ბაზაზეც საერთაშორისო ექსპერტს უკვე დაწყებული აქვს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შექმნაზე მუშაობა. სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში უახლოესი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზებას ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გრძელდება ევროკავშირთან დაძმობილების (TWINNING) პროექტი, რომლის მიზანია ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერება. ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის შესაბამისი დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით, დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება ევროკავშირის NIS დირექტივასთან თავსებადობის მისაღწევად. ამასთან, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების განსაზღვრის მიზნით, შემუშავებულია მეთოდოლოგია და მომზადებულია შესაბამისი კითხვარი, რომელიც ამ სფეროში დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას ითვალისწინებს. საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ხელმისაწვდომი სერვისების რიცხვი და ამ დროისათვის 700-ზე მეტი ელექტრონული სერვისით სარგებლობა არის შესაძლებელი. 2020 წელს სერვისის მოხმარების ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 423 555-ს, ხოლო 2021 წელს, მხოლოდ აპრილის მონაცემებით, ამ რიცხვმა შეადგინა 33 624 (აღნიშნულში არ შედის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტის დაჯავშნის, ელექტრონული, მზა დოკუმენტების მიწოდებისა და ე. წ. „iframe“-ით ინტეგრირებული სერვისების მოხმარების რიცხვი). საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან კვლავ რჩება ქვეყნის პრიორიტეტად. 2021 წლის აპრილში დაანონსდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებს შორის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ორმხრივი აღიარების შესახებ პროექტის დაწყება. ელექტრონული სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდება სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია. პროცესი მოიცავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირებას შესაბამის ელექტრონულ აქტზე. საანგარიშო პერიოდში დიგიტალიზებულია 760 945 აქტის ჩანაწერი, ხოლო პროექტის დასაწყისიდან დღემდე − 7 229 487 აქტი. 147 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ელექტრონული მმართველობის გაძლიერების მიზნით, დაჩქარდა დისტანციური სერვისების შექმნისა და მიწოდების პროცესი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს უკვე აქვს საშუალება, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღოს ისეთი სერვისები, როგორიცაა: საქართველოს მოქალაქის პასპორტი (განმეორებით); დაბადების პირველადი და განმეორებითი მოწმობები; გარდაცვალების პირველადი და განმეორებითი მოწმობები; პირადობის ელექტრონული მოწმობა (განმეორებით); ახალ მისამართზე რეგისტრაცია; მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა; საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება და სხვ. გარდა ზემოაღნიშნულისა, „COVID-19-ის“ გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, დაინერგა ახალი დისტანციური სერვისები: დაბადების პირველადი მოწმობისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის აღების მსურველთა განაცხადების მიღება; პირადობის ელექტრონული მოწმობისა და პასპორტის განმეორებით გაცემა; მზა დოკუმენტის ფოსტით მიღება და სხვ. გარდა ამისა, შეიქმნა ელექტრონული დოკუმენტების ელექტრონული აპოსტილით დამოწმების ახალი სერვისი. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, ელექტრონული ფორმით წარადგინონ განცხადება და მოითხოვონ ელექტრონული დოკუმენტების ელექტრონული აპოსტილით დამოწმება. წარმატებით დაინერგა ელექტრონული სასკოლო ატესტატის სერვისი. ამავე პერიოდში დაიწყო მუშაობა ახალ დისტანციურ სერვისზე: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაცია და პირადი ნომრის მინიჭება აფხაზურ ენაზე. აქამდე აღნიშნული სერვისი დისტანციურად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ქართულ ენაზე. ახალი სერვისის დანერგვის შემდეგ, აფხაზურენოვან მოსახლეობას, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, შესაძლებლობა ექნება, აფხაზურ ენაზე წარადგინოს განცხადება ელექტრონული ფორმით და მოითხოვოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაცია და პირადი ნომრის მინიჭება. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ახალი სერვისის დანერგვა, რაც მოიაზრებს პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე შშმ პირის სტატუსის დატანას კატეგორიების მიხედვით. ყოველივე ეს ამ პირებს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან ყველა იმ შეღავათისა და სერვისის მარტივად მიღების საშუალებას მისცემს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით. საარჩევნო სიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის უფასო აქცია. აქცია მოქალაქეთა იმ კატეგორიას ეხებოდა, რომლებსაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ. უფასო აქცია გაგრძელდა 2020 წლის პირველ ნოემბრამდე და აქციით ისარგებლა 51 826-მა მოქალაქემ. საანგარიშო პერიოდში საველე სამუშაოების შედეგად სიიდან ამოღებულია 1 576 გარდაცვლილი პირი. 2021 წლის პირველი მარტიდან პროექტის ქოლცენტრი უკავშირდება იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა და სთავაზობს მათ დოკუმენტების განახლებას. ქოლცენტრმა განახორციელა 15 623 სატელეფონო ზარი. 9 571 მოქალაქეს მიეწოდა ინფორმაცია დოკუმენტების განახლების შესახებ. მოკლე ტექსტური (sms) გამაფრთხილებელი შეტყობინება გაეგზავნა 83 794 იურიდიული ძალის არმქონე და რეგისტრაციიდან მოხსნილ პირს. 148 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტზე. სტრატეგიის მიზანია, ერთი მხრივ, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საუკეთესო გამოცდილებებზე დაყრდნობით ყველა უწყების სერვისის თანაბარი განვითარება, მეორე მხრივ, სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის იმგვარად გაუმჯობესება, რომ მან უპასუხოს საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება; 2021 წელს განხორცილდება არქივის ნაწილობრივი აღჭურვა. გრძელდება და 2021 წლის ბოლომდე დასრულდება მკვლევართა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და 2 ახალი კატალოგი – ხელნაწერებისა და ერეკლე მეორის დოკუმენტების კატალოგები. მიმდინარეობს ელექტრონული არქივაციის მიმართულებით მუშაობა და 2021 წლის ბოლოს დასრულებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორი მოდული. 4.3 ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია აღნიშნული. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 5 წელია ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში. საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობის ძალისხმევასა და მის ურყევ ნებაზე. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პირველი ორი კვარტალის პროგრესის შესახებ ანგარიში და მონიტორინგის ჩარჩო. საანგარიშო პერიოდში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, დაიწყო ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. ამ მიზნით, ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებს ეთხოვათ, წარმოედგინათ შესაბამისი ინიციატივები. ამასთან, მუნიციპალიტეტებთან გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო 2021-2022 წლების ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული დღის წესრიგისა და პრიორიტეტების განსაზღვრა. 2021-2022 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამოქალაქო სექტორისგან გამოთხოვილია ინიციატივები და რეკომენდაციები ახალ 149 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 სტრატეგიულ დოკუმენტებთან მიმართებით. ამასთან, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მიზნით, განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი. არსებული ანტიკორუფციული მექანიზმის გასაძლიერებლად განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები – ანტიკორუფციული საბჭოს უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სამდივნოს ფუნქცია დაეკისრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული საკითხისადმი დიდ ინტერესსა და ურყევ ნებაზე – კორუფციასთან ბრძოლა გადავიდეს ახალ ეტაპზე და უფრო მაღალ საფეხურზე განხორციელდეს საბჭოს საქმიანობა. ინტენსიური და ხანგრძლივი სამუშაოები განხორციელდა კომპლექსურ და ფართომასშტაბიან შეფასების ინდიკატორების დოკუმენტზე, რის საფუძველზეც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD/ACN) გეგმავს წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შეფასებას მე-5 რაუნდის მონიტორინგის ფარგლებში (2021-2024 წლები). საერთაშორისო ორგანიზაციებთან პერიოდული ანგარიშგების ფარგლებში მომზადდა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროში (UNODC) გაიგზავნა კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) იმპლემენტაციის შესახებ ეროვნული ანგარიში (მონიტორინგის მე-2 ეტაპი). მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი. გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შევსებისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დახვეწა. დასრულდა დეკლარაციების შევსების ელექტრონული სისტემის განახლებაზე მუშაობა, რომელიც ID ბარათის გამოყენებით სისტემაში ავტორიზაციისა და დეკლარაციაზე ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საშუალებას იძლევა. ასევე განახლებული სისტემა თავად უკავშირდება საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებს და ავტომატურ რეჟიმში იღებს კონკრეტული თანამდებობის პირის დეკლარაციის მიზნებისთვის არსებულ ინფორმაციას, რაც დეკლარანტს მნიშვნელოვნად უმარტივებს დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის მოძიებისა და შევსების პროცესს, ასევე მინიმუმამდე დაჰყავს დეკლარაციის შევსების დროს ტექნიკური დარღვევებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამორჩენის შემთხვევების ალბათობა. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებითა და მათი აქტიური ჩართულობით, გაძლიერდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და დაიწყოს ქვეყნის ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაღალი სტანდარტების განმტკიცებას უზრუნველყოფს და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხებს. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულებასა და 150 | მმართველობის ღიაობას, გადაწყვეტილების მიღების ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს საზოგადოების წინაშე პროცესში მოქალაქეთა შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1 ჩართულობას დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტურ ღირებულებებად მიიჩნევს და კვლავ აგრძელებს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას ქვეყნის საჯარო მმართველობის სისტემაში. საანგარიშო პერიოდში, ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით, საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს მაჩვენებლებზე დადებითი ტენდენცია აღინიშნება. კერძოდ, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (IBP) 2019 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსის შესაბამისად, საქართველო მეხუთე ადგილს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ამავე ინდექსის მიხედვით, მოქალაქეების ჩართულობის კუთხით, ქვეყანამ შედეგი 22 ქულიდან 28 ქულამდე გააუმჯობესა. გრძელდება ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership − OGP) საქართველოს, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა. ღია მმართველობის პროცესის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ეფექტიანი კოორდინაციის კუთხით, მთავრობის პრიორიტეტია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება და ღია მმართველობის სფეროში ახალი და ინოვაციური რეფორმების ინიციირება. საანგარიშო პერიოდში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა OGP საქართველოს პირველი ოფიციალური ვებგვერდი − www.ogp.gov.ge, რომელიც საზოგადოებასთან კომუნიკაციის მაღალ სტანდარტებს აწესებს და, იდეებისა და წინადადებების შეთავაზების გზით, უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას ქვეყნის ღია მმართველობის ახალი პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდგომ, განახლდა ღია მმართველობა − საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, შემუშავდეს OGP საქართველოს სამოქმედო გეგმა, რომელიც COVID-19-ის პანდემიით შექმნილ რეალობას, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოქალაქეთა საჭიროებებს უპასუხებს. 151 | ს ა მ თ ა ვ რ ობ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - 2 0 2 1