„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, პროკურორი.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბრალდების მხარე – პროკურორი.“;
გ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. დადგენილება – გამომძიებლის, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის, პროკურორის
გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.“;
დ) 21-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ
კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და
დასკვნის შესადგენად მიწვეულია გამომძიებლის, მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ.
გარდა ამისა, ექსპერტი გამომძიებელს, მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა
აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.“;
ე) 38-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარისის 39-ე ნაწილი:
„39. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა – სისხლის სამართლის საქმის
ინტეგრირებული მართვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის
ელექტრონული ფორმით წარმოება, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.“;
2. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიებისას დაუშვებელია სხვის პირად ცხოვრებაში თვითნებურად და უკანონოდ ჩარევა. კერძო
საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის
ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.“;
3. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლო უფლებამოსილია გამომძიებლის და მხარეთა შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმთან
დაკავშირებით განიხილოს მათი მოწვევის გარეშე. სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა წერილობით
განმარტებებს.“;
4. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა
დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა გამომძიებლის და
მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში გამომძიებელთან,
მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი
სასამართლოს უზრუნველსაყოფად.“;
5. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. პროკურატურა
პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ახორციელებს გამოძიების საპროცესო
ზედამხედველობას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. პროკურატურა ამ კოდექსით
დადგენილი წესით, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე, სრული მოცულობით
1
ატარებს გამოძიებას.“;
6. 33-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) დაიწყოს, შეწყვიტოს ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა;
ბ) შეცვალოს ბრალდება;
გ) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, საგამოძიებო და სხვა
საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე, ამ კოდექსით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;
დ) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა
ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე
განაჩენის გამოტანის თაობაზე;
ე) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ;
ვ) გამოძიებისას სავალდებულო მითითება მისცეს ქვემდგომ პროკურორს;
ზ) გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის დადგენილება;
თ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის ქმედების ან/და
დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, საჭირო ახსნა-განმარტება
მისცეს სასამართლოს;
ი) დაესწროს საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებას;
კ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე;
ლ) სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მისცეს რეკომენდაცია, ხოლო სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების შემდეგ სავალდებულო მითითება, ამა თუ იმ საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების
ჩატარებასთან დაკავშირებით;
მ) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის
საქმის უწყებრივი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ;
ნ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი
მტკიცებულება;
ო) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის
განხილვაში;
პ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“;
ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-8 ნაწილები:
„7. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო
ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს
სხვა საგამოძიებო ორგანოს თუ:
ა) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უმრავლესობა ცხოვრობს სხვა საგამოძიებო ორგანოს
ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ტერიტორიაზე, რაც აადვილებს საგამოძიებო და სხვა საპროცესო
მოქმედებებში მათ მონაწილეობას;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების
უმრავლესობა ჩასატარებელია სხვა საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ტერიტორიაზე;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა სხვა საგამოძიებო
ორგანომ და საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით გადაგზავნა გამოიწვევს
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას ან/და სხვაგვარად ხელს შეუშლის გამოძიების
ინტერესებს;
დ) დანაშაული გამოვლენილია სხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ;
ე) სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის გამოსაძიებლად გადაცემა მნიშვნელოვნად შეამცირებს
საპროცესო ხარჯებს;
2
ვ) საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა ხელს შეუწყობს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური
გამოძიების ჩატარებას.
8. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო
ქვემდებარეობის მიუხედავად, გამოძიების საპროცესო ზედამხედველობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი
პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს.“;
7. 34-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების და საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები.”;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, საგამოძიებო
დანაყოფის ხელმძღვანელის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს ამ კოდექსით
გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.“;
8. 37-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელი არის სახელმწიფო მოსამსახურე ან მოხელე, რომელიც უფლებამოსილია თავისი
კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, დამოუკიდებლად
განსაზღვროს გამოძიების მიმართულება, საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებათა ჩატარების
თანმიმდევრობა.
2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად და
გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე.
3. გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს
პროკურორის წერილობითი მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის წერილობით
მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ
პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ან ძალაში დატოვოს ქვემდგომი პროკურორის
წერილობითი მითითება. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.
ზემდგომი პროკურორის მიერ წერილობითი მითითების ძალაში დატოვების შემთხვევაში, საგამოძიებო
დანაყოფის ხელმძღვანელი წყვეტს საქმის სხვა გამომძიებლისთვის გადაცემის საკითხს.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება;
ბ) ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ან/და ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად შუამდგომლობით
მიმართოს სასამართლოს;
გ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის
შუამდგომლობით;
დ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების
ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;
ე) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი
მტკიცებულება;
ვ) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან
დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული
მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები;
ზ) მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობით
3
გადაცემის, საქმეთა გაერთიანების ან გამოყოფის შესახებ;
თ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საგამოძიებო
დანაყოფის ხელმძღვანელს;
ი) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების
ადგილზე მიყვანის შესახებ;
კ) მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი;
ლ) პირი ცნოს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები;
მ) შეწყვიტოს გამოძიება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ნ) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი
და სისხლის სამართლის საქმის მასალები საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს, საპროცესო
ზედამხედველ პროკურორს ან სასამართლოს;
ო) სამართლებრივი რჩევისთვის მიმართოს პროკურორს;
პ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“;
გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-8 ნაწილები:
„7.
ამ
მუხლის
მე-6
ნაწილის
„ზ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
გადაწყვეტილებას
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ გამომძიებელი იღებს პროკურორის თანხმობით, ხოლო
ამ მუხლის მე-6 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გამოძიების შეწყვეტის
შესახებ - საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით.
8. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს
სასამართლო სხდომაში.“;
9. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
„მუხლი 371 . საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი
1. საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი არის გამომძიებლის უშუალო ხელმძღვანელი თანამდებობის
პირი, რომელიც ახორციელებს გამომძიებლის მიერ გამოძიების ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად და
გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე ჩატარების კონტროლს.
2. საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია:
ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს
ამა თუ იმ გამომძიებელს, საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს;
ბ) გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს;
დ) გააუქმოს გამომძიებლის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს
მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახლით, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომლის გაუქმება ან შეცვლა ამ
კოდექსით პროკურორის კომპეტენციაა;
ე) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის ქმედების ან/და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში
გასაჩივრების შემთხვევაში, საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს, გარდა იმ საჩივრისა, რომლის
გადაწყვეტაც ამ კოდექსით პროკურორის კომპეტენციაა;
ვ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. ამ კოდექსის საფუძველზე საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ გამოტანილი დადგენილების
შესრულება სავალდებულოა.
4. საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება გამოძიების შესაბამისი ორგანოს
უმაღლესი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით.“;
10. 38-ე მუხლის:
ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4
„13. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი
წესით გაეცნონ გამოძიებისას მოპოვებულ მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებებისა და სისხლის
სამართლის საქმის მასალების ასლები.“;
ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით
გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელთან/პროკურორთან,
პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს,
გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი.“;
11. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება
1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს
მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას გამომძიებლის, პროკურორის მიერ
მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების
ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი
უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს
გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა
გამომძიებლისთვის, პროკურორისთვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების
მოპოვება.“;
12. მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში,
გამომძიებელი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო
მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის
გასვლისთანავე გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ
არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა
არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.“;
13. 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს
გამოძიებისას მოპოვებულ მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის
მასალების, მათ შორის, გამოკითხვის ოქმების ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა
უფლებით და დაცვის მხარის ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ
ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება
მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.“;
14. 46-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან
მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს
ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით.“;
15. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. მოწმე
სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი
მოვალეობები ეკისრებათ ასევე გამომძიებელს, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს, პროკურორს,
ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს.“;
5
16. 55-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის გამომძიებელი, პროკურორი ან დაცვის მხარე განსახილველ
სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე
სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.“;
17. 56-ე მუხლის მე-5-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას
გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით
მიმართვის შემთხვევაში. თუ გამომძიებელმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის
განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის
მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს პროკურორს. თუ პროკურორმა საჩივარი არ დააკმაყოფილა,
აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის შესახებ
პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში.
51. გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და
განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან
დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის
შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს
ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის
საფუძველი არ არსებობს, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე,
რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე გამომძიებლის გადაწყვეტილება
ერთჯერადად გაასაჩივროს პროკურორთან. თუ
პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს,
დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის
მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“;
18. 57-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისა და
მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის
56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების
ინტერესებს, გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის
აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის
შესახებ და გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები.
3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს დასაბუთებული
დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს, ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს
პროკურორთან.“;
19. 59-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი
ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;
ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული,
ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
ბ1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
6
გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;
დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან;
ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ
საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, პროკურორი,
წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე
ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა
სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურორის, გამომძიებლის და საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ თავიანთი ფუნქციების
შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ
მონაწილეობას.“;
20. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 60. სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი,
საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი;
ბ) იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ
დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს;
გ) ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან, საგამოძიებო
დანაყოფის ხელმძღვანელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან
მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.“;
21. 611 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 611. სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის
პროცესში, თუ:
ა) იგი ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელი, პროკურორი, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, სასამართლო სხდომის მდივანი,
ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
ბ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
გ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს პროცესის რომელიმე მონაწილესთან.“;
22. 62-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის,
გამომძიებლის, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის,
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი
გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.
2. გამომძიებელი, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს
საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის
სასამართლო განხილვისას – სასამართლოში.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი,
ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ გამომძიებელთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას აღნიშნული
პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.“;
7
23. 63-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოძიებისას მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან თარჯიმნის აცილების
შუამდგომლობას მხარე აყენებს გამომძიებელთან, ხოლო გამომძიებლის, საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელის აცილების შუამდგომლობას – პროკურორთან.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. აცილების შუამდგომლობის მიუხედავად, გამომძიებელი უფლებამოსილია გამოძიებისას გამოიტანოს
დასაბუთებული დადგენილება პროცესის მონაწილის აცილების შესახებ, თუ მისთვის ცნობილი გახდა
ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის აცილების
საფუძველი.“;
24. 64-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გაცხადებული აცილების შუამდგომლობაზე გამომძიებელს და პროკურორს გამოაქვს დადგენილება,
ხოლო სასამართლოს – განჩინება.“;
25. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის, საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1 კვირის ვადაში გასაჩივრდეს
ზემდგომ პროკურორთან.“;
26. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო უფლებამოსილია გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით
გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ
შეზღუდვას.“;
27. მე-100 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს
გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს
პროკურორს. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, პროკურორი აღნიშნულის თაობაზე
აცნობებს გამომძიებელს. პროკურორი უფლებამოსილია გამომძიებელს დაავალოს გამოძიების დაწყება.“;
28. 101-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს
მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.“;
29. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 102. საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნა
1. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა
საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ
პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.
2. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საგამოძიებო
ორგანოს სხვა ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება, გადაუდებელ საგამოძიებო
მოქმედებათა ჩატარების შემდეგ გამომძიებელი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის
მიხედვით. იმ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა,
გამომძიებელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორის წერილობითი თანხმობით“;
30. 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8
„2. მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებისა და საქმის სასამართლო
განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო უფლებამოსილია გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით
ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის
დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან
დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
31. 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან
გამომძიებლის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ;“;
32. 106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
1. გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის
თანხმობით იღებს გამომძიებელი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს გადაწყვეტილების მიღებიდან
1 კვირის ვადაში გამომძიებელი უგზავნის დაზარალებულს.
2. პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გამომძიებლის დადგენილება
გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
3. დაზარალებულს უფლება აქვს გამოძიების შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის დადგენილება
ერთჯერადად გაასაჩივროს საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან. პროკურორის გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში
ძალადობა, იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული,
რომელიც კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ
საპროცესო ზედამხედველი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს
გამომძიებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
4. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს
პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული
უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების
გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი
ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5 1 ნაწილით დადგენილი წესით.
5.დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის
დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია
განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური
დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს
უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის
გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
6. ამ მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს,
მის ადვოკატს და დაზარალებულს.
9
7. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ
კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.“;
33. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება
სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება გამოძიების სტადიაზე ხდება გამომძიებლის დადგენილებით,
ხოლო სასამართლოში – მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.“;
34. 110-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების სტადიაზე გამომძიებელს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე
წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე.“;
35. 111-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელს, მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ
თანაბარი უფლება-მოვალეობები. გამომძიებელი, მხარე საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით
დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით,
სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ
შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა
შეარჩიოს საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის
მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ
შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება
ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს
მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის
მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.“;
ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს,
გამომძიებელი, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება
ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა
იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი.“;
36. 112-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას, ტარდება გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს
განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან
არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია
შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი გამომძიებლის, მხარის მონაწილეობით. ამ
შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული
წესი. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ
ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე
ჩასატარებლად.“;
ბ) მე-5-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი
აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების
მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა
10
ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ
ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის
რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს,
რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების
ადგილის მიხედვით მოსამართლეს გამომძიებელმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან
24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები),
რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე
მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას.
მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს გამომძიებლის, დაცვის მხარის (თუ
სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა
საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო
გადაწყვეტილების გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებას. მოსამართლე
უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება
სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ
კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
6. მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის შესახებ.“;
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება გამომძიებლის მიერ საჩივრდება ამ
კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების
აღსრულებიდან. საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში სხდომაში მონაწილეობს
გამომძიებელი.“;
37. 113-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას,
ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს გამომძიებლის, დაცვის მხარის მიერ. დაუშვებელია,
გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს
ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის ჩამტარებელმა გამოსაკითხ
პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ
განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს.“;
ბ) მე-4-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოკითხვის ჩამტარებელი ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა
ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია
გამოკითხვის ჩამტარებელს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელს
საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
7. გამოკითხვის ჩამტარებელი ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ
დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
8. გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში გამოკითხვის ჩამტარებელი
უფლებამოსილია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ ის შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ
მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების
11
შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს
ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.“;
38. 114-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების სტადიაზე როგორც გამომძიებლის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების
ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება
დაიკითხოს პირი, თუ:
ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც
შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს;
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს;
გ) არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების
სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს;
დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. გამომძიებლის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს
ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ
სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი,
და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. ამავე უფლებით სარგებლობს დაცვის მხარე ამ კოდექსით
დადგენილი წესით.“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5-მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებელი, დაცვის მხარე შუამდგომლობით
მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით.
შუამდგომლობაში აღინიშნება მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და პირის იდენტიფიკაციისათვის
აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი მოწმედ დაკითხვის
საფუძველი. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარის შუამდგომლობა ასევე
უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ გამოსაკითხი პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა
მნიშვნელოვანია.
6. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. შუამდგომლობის
დაკმაყოფილების შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს გონივრულ ვადაში, მაგრამ სასამართლოსთვის
შუამდგომლობით მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი
მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება
სასამართლოში. დაუშვებელია მოწმის ღამით დაკითხვა. დაწყებული დაკითხვა ღამის დადგომისთანავე
უნდა შეწყდეს და მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.
7. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს
დასაბუთებული განჩინება და მას დაკითხვის ინიციატორს უგზავნის/გადასცემს. შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 24 საათში
საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის
მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება საჩივრის ავტორს და გასაჩივრებული განჩინების
გამომტან მაგისტრატ მოსამართლეს. ამ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა
უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ მაგისტრატი მოსამართლისთვის სააპელაციო სასამართლოს
საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება
გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო
მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
12
8. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მოწმედ
დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით. გამოძახების
შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე
არის გამოძახებული, ზუსტი დრო, როდესაც ის უნდა გამოცხადდეს, აგრეთვე რა შედეგები მოჰყვება
არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ
კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი წესი. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით დადგენილი
ვადები არ გამოიყენება. მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს მისი მიყვანისთანავე, გონივრულ ვადაში.
დაკითხვის ინიციატორი უფლებამოსილია მოწმედ დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად
უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა.
9. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით, მე-2 და 21 ნაწილებითა და მე-15 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მოწმედ დაკითხვა გამომძიებლის, დაცვის მხარის
მონაწილეობით მიმდინარეობს. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში პროკურორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დაკითხვაში. დაკითხვის ინიციატორი
მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ
აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და სისხლის
სამართლის პროცესის მონაწილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის
მიზნით, გამომძიებლის, დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მაგისტრატი მოსამართლის
გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დაკითხვა ჩატარდეს მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებისა
და დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სასამართლოში საქმის არსებითი
განხილვის დროს დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.“;
დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. მოწმის დაკითხვის დასრულებისთანავე მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მის მიერ
სასამართლოში მიცემული ჩვენების დაკითხვის ინიციატორისთვის როგორც წერილობითი, ისე
ელექტრონული ფორმით გადაცემას.“;
39. 115-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას
ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება დაუშვებელია,
მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს,
მოსამართლეს გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ
პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას
შეკითხვები ამ კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ
მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია აწარმოოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ამ კოდექსის 245-ე
მუხლით გათვალისწინებული წესით.“;
ბ) მე-7-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გამომძიებელს, მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას
ან დაურთონ საქმეს.
8. დაკითხვისას გამომძიებელს, მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე დართული საგანი,
დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.“;
40. 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის,
ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველადი
გამოკვლევის უფლება აქვს გამომძიებელს.“.
41. 121-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
13
„1. გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული
ვარაუდის არსებობისას ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პირადი ჩხრეკით ამოიღონ
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო
საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში.“.
42. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 125. დათვალიერება
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის
სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით გამომძიებელს, დაცვის
მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი,
დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს
განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც დათვალიერება ტარდება გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.“;
43. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე
პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში
შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც
მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს,
დათვალიერების ჩამტარებლის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი
შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.“;
44. 127-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ
პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებელი, დაცვის მხარე
შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება.
განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ
დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის
ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.“;
45. 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას გამომძიებელი, დაცვის მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით.“;
46. 129-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 129. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი
მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად
გამომძიებელს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი.“;
47. 130-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ინფორმაციაც
(ჩვენება) უნდა შემოწმდეს. გამომძიებელს, დაცვის მხარეს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ
საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის
მიზანი და ჩატარების წესი.“;
14
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით,
საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით
კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს,
დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა
დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენება) დაზუსტება.“;
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების გამეორება,
მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის, კვალის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა
ობიექტის დათვალიერებაში და საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებლისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება
მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.“;
48. 132-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად გამომძიებლის, დაცვის მხარის
შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია (გვამის
საფლავიდან ამოღება).
2. შუამდგომლობით გამომძიებელი, დაცვის მხარე მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ
მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს
განჩინება არ საჩივრდება.“;
49. 136-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა
შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან
დოკუმენტი, გამომძიებელი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს
შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.“;
50. 137-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს
კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, გამომძიებელი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე
შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს
გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში ინტერნეტტრაფიკის იმ მონაცემთა შეგროვებაში ან
ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და
კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.“;
51. 138-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს
კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, გამომძიებელი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე
შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს
გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში შინაარსობრივ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში,
რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული
სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.“;
52. 1433 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას გამომძიებლის
მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული
15
(საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა.
2. გამომძიებლის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ:
ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა
და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 143ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი,
210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები,
2594 მუხლი, 284-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის
პირველი-მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3
ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე-3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი,
3221 მუხლი, XXXIX თავი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული
საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან
პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან
პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით
და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან
ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და
თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება;
დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის
არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია
ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. გამომძიებლის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ
(ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ კოდექსით
დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსამართლე გამომძიებლის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული
მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა
და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი
მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, გამომძიებლის
მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის
გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება
სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ გამომძიებელს ან შესაბამისი საგამოძიებო
ორგანოს
უფლებამოსილ
წარმომადგენელს,
რომელთაგან
ერთი
მიეწოდება
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო
ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით
გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი
ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მოსამართლემ სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი
16
განჩინება (განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.“;
გ) 52-56 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება ბუნდოვანებაუზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე
დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს.
53. განჩინების გამომტანი სასამართლო გამომძიებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მიმართვის
მიღებიდან 12 საათის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში
არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით.
54. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის
შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი
ერთმანეთს არ ემთხვევა, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით
აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს
გამომძიებელს.
55. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის
შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას
შეიცავს, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს
სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს.
56. ამ მუხლის 54, 55, 58 და 59 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე გამომძიებელი
წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის
ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ
კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში
არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს:
ა) ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება;
ბ) ამ მუხლის 58 და 59 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების ზედამხედველი
მოსამართლისათვის მიწოდება.”;
დ) 58 და 59 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„58. თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის ელექტრონული სახით და მატერიალური (დოკუმენტური)
სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ
მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი
ერთმანეთს არ ემთხვევა, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით
აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს.
59. თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური)
სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ
მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს,
ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს,
რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს.“;
ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის
(გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ
მონაცემების მოპოვება, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის
17
განჩინების გარეშე, გამომძიებლის მოტივირებული დადგენილებით. გამომძიებლის დადგენილება უნდა
შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; მითითება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება;
გამომძიებლის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი), ხოლო
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების
ობიექტის/ობიექტების, აგრეთვე განსახორციელებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის შესახებ
და უნდა განსაზღვრავდეს მოქმედების განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების
თარიღებისა და დროის მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ კოდექსის 143 1 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო
მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს
აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური
იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემის შესახებ. გამომძიებელი
ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან
არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზედაც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების
ადგილის
მიხედვით
სასამართლოს
შუამდგომლობით
გადაუდებელი
აუცილებლობისას
ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ.
შუამდგომლობაში გამომძიებელმა უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული
საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარება/დაწყება.
მოსამართლე გამომძიებლის შუამდგომლობას განიხილავს მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან
არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას
მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ
მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო
მოქმედების გადაუდებლად ჩატარება/დაწყება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების ვადის არაუმეტეს
48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება გამომძიებლის დადგენილებაში მითითებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან;
გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის,
შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის განადგურების შესახებ.“;
ვ) 62-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
გამომძიებლის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12
საათისა გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ გამომძიებლის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის
მეშვეობით. გამომძიებლის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების
დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული
ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობა.
63. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ გამომძიებლის
დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო
18
ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, რომელიც უზრუნველყოფს
დადგენილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას.
64. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ გამომძიებლის
დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული
საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა
გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს ზედამხედველ მოსამართლეს. ამ
კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების შესახებ გამომძიებლის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა
და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს
ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გამომძიებლის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო
იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ
საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი
მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინება
დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის
წარმდგენ გამომძიებელს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს,
რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი
განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ
მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარედგინება
განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ განჩინება მოსამართლემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება
(განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.
8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას,
გამომძიებელმა ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი დაწყებიდან
არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის
სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის
მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ ფარული
საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ
კოდექსის 1438 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.“;
ზ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით,
რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ
აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე,
მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. გამომძიებლის
შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად
მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი
მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ,
არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“;
თ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
19
„16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ. საჩივარი
შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია
საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. სააპელაციო სასამართლო შეტყობინებით
უზრუნველყოფს მომჩივნის და გამომძიებლის მონაწილეობას საჩივრის განხილვაში. მათი
გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება
საჯაროდ ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს და გამომძიებელს გადაეცემა.“;
53. 1435 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო
მოქმედების სახე; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; ფარული
საგამოძიებო მოქმედების ობიექტი; ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო
მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი; მოსამართლის განჩინების ან/და გამომძიებლის
მოტივირებული დადგენილების რეკვიზიტები.“;
54. 1436 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი.
გამომძიებელი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს,
რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.“;
ბ) მე-5 ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის გამომძიებლის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს;
დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
გამომძიებლის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი
გამომძიებლის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას
შეიცავს;
ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი გამომძიებლის დადგენილების
ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური)
სახით წარდგენილი გამომძიებლის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის
1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.“;
გ) მე-6-მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს
შესაბამის გამომძიებელს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული
ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან
გამომძიებლის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.“;
20
დ) მე-9-მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გამომძიებლის დადგენილების მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
უზრუნველყოფს გამომძიებელი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ, გამომძიებლის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული
მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და ამ დადგენილების სააგენტოსა და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისათვის წარდგენას უზრუნველყოფს გამომძიებელი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილი წარმომადგენელი.
11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო
აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან გამომძიებლის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების
პროგრამულად დადასტურებისთანავე.“;
ე) მე-13-მე-15 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო
აგრძელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით
გამომძიებლის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო მოქმედების
დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყებისა და დასრულების დრო, ოქმის
შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას
გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული
საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას − აგრეთვე
ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის
უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას ფარული საგამოძიებო
მოქმედებების სასამართლო რეესტრს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. თუ ამ ნაწილით
განსაზღვრული ოქმი შედგენილ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შესახებ, ოქმი
გადაეცემა შესაბამის გამომძიებელს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას ფარული საგამოძიებო
მოქმედებების სასამართლო რეესტრს და ზედამხედველ მოსამართლეს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.
15. ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, გამომძიებლის/მოსამართლის მოთხოვნის
შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია გასცეს
შუალედური ოქმი.“.
55. 1438 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ
მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის
გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს
სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და
გამოყენება, გარდა მისი გამომძიებლის, მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების
განსახორციელებლად გამოყენებისა.“;
21
56. 144-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ექსპერტიზა ტარდება გამომძიებლის, მხარის ინიციატივით.“;
ბ) 33 და 34 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. თუ ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ საექსპერტო
კვლევის ობიექტი შეიძლება ვარგისი იყოს ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად
(გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამის დადგენა შეუძლებელია,
ექსპერტმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გამომძიებელს, მან კი დაუყოვნებლივ − დაცვის მხარეს.
34. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი
შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობითი შეკითხვები შესაბამისად წარუდგინოს
გამომძიებელს. გამომძიებელი ამ შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს.“.
57. 147-ე მუხლის
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნიმუშის აღება ტარდება გამომძიებლის, დაცვის მხარის მიერ. გამომძიებელს, დაცვის მხარეს უფლება
აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის
თვისებების ამსახველი ნიმუში.“;
ბ) მე-3-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით,
რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და
პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან
ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება გამომძიებლის, დაცვის მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით
გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს
განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.
4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების დაწყებიდან 12 საათის განმავლობაში
(ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა არასამუშაო დროს ემთხვევა − ამ დროის გასვლიდან არაუგვიანეს 1 საათისა)
გამომძიებელმა ნიმუშის აღების შესახებ უნდა შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით
ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს
მას შუამდგომლობა ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის
სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების
გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო საქმის მასალების შესვლიდან არაუგვიანეს 24
საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია
შუამდგომლობა განიხილოს გამომძიებლისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა
საპროცესო მოქმედება.“;
58. 149-ე მუხლის
ა)პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელი, მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი
მოწმის გამოძახების შესახებ.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის, დაზარალებულისა და
მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა ან თუ
აუცილებლად იქნა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა დასწრება. იძულებით მიყვანა ხდება
გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანება
22
ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის
მიყვანა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.“;
59. 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საპროცესო ზედამხედველ პროკურორს.“;
60. 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა)
დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ
გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს,
რომელშიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი
(სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა
თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს პირის
ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურატურის
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი
ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან
შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს. პირობითი
სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი.“;
61. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს შეუძლია გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს
გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ:
ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;
ბ) (ამოღებულია - 12.06.2015, №3715).
გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის
მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს
სასამართლო სხდომის დახურვას;
დ) სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის
ინტერესების დაცვის მიზნით;
ე) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე
თანახმა არ არის პირი.“;
62. 185-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლო სხდომის დარბაზში. შემთხვევის ან სხვა ადგილის,
ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო
სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა
ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია გამომძიებლის, მხარეთა შუამდგომლობით
ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ.
2. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა.
სასამართლოში საქმის განხილვის გადადება გამომძიებლი, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე
სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან
თარჯიმნის გამოუცხადებლობის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის განხილვის გადადების პერიოდში სასამართლო უფლებამოსილია
განიხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე (შუამდგომლობა, საჩივარი).
3. 18 საათის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი
ინიციატივით გადადოს საქმის განხილვა.
4. გამომძიებელს, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს წინასწარ მიმართოს დასაბუთებული
შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან
23
გვიან დანიშვნის) შესახებ , რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს . სასამართლო შუამდგომლობას
განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება .
5. გამომძიებელს, მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ერთობლივად, წინასწარ
მიმართონ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის
შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას
განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გა საჩივრდება.“;
63. 188-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 188. გამომძიებლის, მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე
1. გამომძიებელი, მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.
2. გამომძიებელი, მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის
დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.
3. გამომძიებლი, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია
სასამართლო განხილვაში ამავე გამომძიებელმა, მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური
საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება გამომძიებელს, მხარეებს.“;
64. 190-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. გამომძიებლის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით,
მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამას აცნობებს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს,
რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს გამომძიებლის მონაწილეობა და
სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.“;
65. 195-ე მუხლის მე-2-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან,
სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს,
რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ გამომძიებელს, მხარეებს.
3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის გამომძიებლისთვის, მხარეებისათვის
გაცნობის შესაძლებლობა.
4. გამომძიებელს, მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ
ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი
მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო.
5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების
სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების
წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს განაჩენთან ერთად. პროკურორს
შეუძლია განაჩენთან ერთად გაასაჩივროს ასევე გამომძიებლის შენიშვნების განხილვის შესახებ
სასამართლოს განჩინება.“;
66. 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა,
გამომძიებელმა, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის
მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;“.
მუხლი 2
1.
ამ კანონის აღსრულების მიზნით, გამოძიების ორგანოებმა 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა და შესაბამისი სამოქმედო
გეგმების შემუშავება.
24
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა, მათ შორის, უნდა შეიცავდეს
გამომძიებელთა გადამზადების, გამომძიებლისა და საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის
საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გამოძიების ხარისხის კონტროლის მექანიზმისა და გამომძიებელთა
შეფასების სისტემის განახლების/დანერგვის საკითხებს.
მუხლი 3
1.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 37-ე
მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოდექსის
37-ე მუხლის მე-8 ნაწილი, ამ კანონის პირველი მუხლის 36-ე, 44-ე, 48-ე–54-ე ნაწილები, 57-ე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი და 58-ე ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
3.
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-7 ნაწილები, მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „დ“–„ლ“, „ნ“–„პ“
ქვეპუნქტები, ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 37-ე მუხლის მე-7 ნაწილი,
პირველი მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის
„მ“ ქვეპუნქტი, ამ კანონის პირველი მუხლის მე-9–32-ე, 33-ე–35-ე, 37-ე–43-ე, 45-ე–47-ე, 55-ე–56-ე ნაწილები,
57-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 59-ე–66-ე ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
25
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდგომში - კოდექსი) გამომძიებლისა და
პროკურორის ფუნქციები მკაფიოდ არ არის გამიჯნული. გამოძიების პროცესში აქტიურად მონაწილეობს,
ფაქტების დადგენა-გამოკვლევას ახორციელებს და გამოძიების მიმართულებას განსაზღვრავს არა მხოლოდ
გამომძიებელი, არამედ პროკურორიც. ეს უკანასკნელი არა უბრალოდ ზედამხედველობს გამოძიებას,
არამედ de facto წარმართავს კიდეც მას.
მოქმედი კოდექსით, პროკურორი ბრალდების მხარე და სისხლისსამართლებრივი დევნის
განმახორციელებელი სუბიექტია, თუმცა, იმავდროულად, ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად
ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, რომლის ფარგლები, თავისი შინაარსით,
გამოძიების პრაქტიკულად წარმართვას და მასში აქტიურ მონაწილეობას (მათ შორის, მტკიცებულებების
მოპოვებას) გულისხმობს. კერძოდ, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა მოიცავს გამოძიების
დაწყების ფაქტის პროკურორისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულებას; გამოძიების ნებისმიერ
ეტაპზე (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე) გამომძიებლისთვის შესასრულებლად
სავალდებულო მითითების მიცემის, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის, გამომძიებლის მიერ
ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის, გამოძიების ამა თუ იმ გამომძიებლისთვის
დავალების, ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად
სასამართლოსგან ნებართვის გამოთხოვის, პირის დაზარალებულად ცნობის, პროცესის მონაწილეთა
აცილების, საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის, საქმეთა გაერთიანების და გამოყოფის, მისი საპროცესო
ხელმღვანელობის ქვეშ არსებულ საქმეზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარების და ა.შ. უფლებებს.
ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე სასამართლოსგან
ნებართვის მოპოვება პროკურორის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. გარდა იმისა, რომ პროკურორი
დატვირთულია ისეთი ფუნქციით, რომელიც თავისი არსით გამომძიებელმა უნდა განახორციელოს,
მოქმედი კოდექსი მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში გამოძიებას უქმნის დამატებით ბარიერს მაშინ,
როცა აღნიშნული ყველა შემთხვევაში გადის სასამართლოს კონტროლს (ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის
გარანტიები არსებობს).
კოდექსის თანახმად, პროკურორი განიხილავს საჩივარს გამოძიების პროცესში გამომძიებლის მოქმედების
ან გადაწყვეტილების გამო. აღნიშნული მოიცავს საჩივარს როგორც ცალკეული საგამოძიებო მოქმედების
ჩაუტარებლობაზე და გამოძიების გაჭიანურებაზე, ისე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ
ნებისმიერ საპროცესო გადაწყვეტილებაზე. საჩივრის განხილვის აღნიშნული დებულებები ფორმალური
ხასიათის მატარებელია იმ პირობებში, როცა კოდექსი, გამოძიების მიმდინარეობის დროს, ნებისმიერი
საპროცესო გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორის ჩართულობის ფართო შესაძლებლობას
ითვალისწინებს.
26
მოქმედი კოდექსით გამომძიებელი ბრალდების მხარეა. მას, ერთი მხრივ, აკისრია საქმის ყოველმხრივ,
სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიების ვალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, გამოძიების დაწყების
საწყისი ეტაპიდანვე აქვს ყველა ბერკეტი, რომ მთელი მისი ძალისხმევა, პროკურორთან ერთად,
ბრალდების
მხარის
პოზიციის
გასამყარებელი
მტკიცებულებების
მოპოვებისკენ,
ანუ
სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველყოფისკენ მიმართოს, რამაც შესაძლოა
საფრთხე შეუქმნას გამოძიების ობიექტურობას.
ყოველივე ზემოაღნიშნული - გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქციის ფარგლები და
შინაარსი, კომპეტენციების ამგვარი გადანაწილება - ადასტურებს, რომ მოქმედი კოდექსი გამოძიებას
სისხლისსამართლებრივი დევნის ინსტრუმენტად აქცევს და ქმნის არაეფექტიანი საგამოძიებო და
საპროკურორო საქმიანობის საფრთხეებს. ფუნქციებს შორის მკაფიო ზღვარის არარსებობა და
გამომძიებლის მსგავსი უფლებამოსილებით პროკურორის აღჭურვა, ზრდის გამოძიებისადმი
გამომძიებლის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების რისკებს. ამასთან,
გამოძიების პროცესზე
პასუხისმგებლობა ერთდროულად დაკისრებული აქვს გამომძიებელსაც და პროკურორსაც, რაც კანონის
მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ან არასათანადო გამოძიებაზე
პასუხისმგებელი კონკრეტული სუბიექტის განსაზღვრას ართულებს.
სწორედ ამიტომ, კოდექსში ცვლილებების მიზანია, გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის
უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა, მათ შორის, ფუნქციების იმგვარად გადანაწილება, რომ
შესაძლებელი იყოს არასათანადო გამოძიების შემთხვევაში, თითოეულის პასუხისმგებლობის ხარისხის
განსაზღვრა, აღმოიფხვრას ერთი სუბიექტის ხელში თვისობრივად განსხვავებული ფუნქციების თავმოყრით
გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტი და ორ ფუნქციას შორის ბალანსის დაცვით უზრუნველყოფილი იქნეს
როგორც საგამოძიებო, ისე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობა.
ცვლილებებს საფუძვლად უდევს საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც ცხადყოფს, რომ გამოძიების
ხარისხი საგრძნობლად დაბალია და გამომძიებელი მთლიანად დამოკიდებულია პროკურორზე. წლების
განმავლობაში გამომძიებელთა არასათანადო კვალიფიკაციასთა1 ერთად, გამომძიებლის პროკურორზე
მიჯაჭვულობა განპირობებულია მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითაც, რომელიც
სათანადო გამოძიებაზე გამომძიებელს დამოუკიდებლად პასუხისმგებლობას არ აკისრებს.
საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესწავლილი იქნა ასევე
საერთაშორისო პრაქტიკა როგორც კონტინენტური სამართლის, ისე საერთო სამართლის ქვეყნების
მაგალითზე, გათვალისწინებული იქნა საქართველოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე არასამთავრობო
ორგანიზაციების და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებამდე, კომუნიკაციის კვლევაზე, საერთაშორისო
პრაქტიკაზე და ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
1
გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების და რეფორმისთვის მზაობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები
განისაზღვრება შესაბამისი საგამოძიებო უწყებების სამოქმედო გეგმებით, რომლის შემუშავების ვალდებულებას
უწყებებს კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ავალდებულებს.
27
შემუშავდა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია“ (შემდგომში კონცეფცია),
რომლითაც გაანალიზდა კოდექსის ნაკლოვანებები და ახლებურად განისაზღვრა გამომძიებლის და
პროკურორის უფლებამოსილებები როგორც გამოძიების ეტაპების, ისე კონკრეტული საპროცესო
გადაწყვეტილებების მიხედვით.
კონცეფცია გასაცნობად წარედგინა საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილ შესაბამის სახელმწიფო
უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ექსპერტებს, ადვოკატთა
ასოციაციას, პარლამენტს და მოსამართლეებს, რომელთა მონაწილეობით, კონცეფციის ირგვლივ
მოსაზრებების გაზიარებისთვის, სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გაიმართა. რეფორმის
ძირითად პრინციპებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ აქტორებს შორის
მიღწეული იქნა კონსენსუსი.
2019 წლის 15-16 მარტს, რიგით 118-ე პლენარულ სესიაზე, კონცეფცია დადებითად შეაფასა „Eurpoean
commission for Democracy through Law“-მ (ვენეციის კომისიამ).
კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რეფორმის მიზნები სრულიად ლეგიტიმურია და საფრთხეს არ
უქმნის სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობას,
კონცეფციის დებულებები შეესაბამება
საერთაშორისო
სტანდარტებს.
ვინაიდან
არ
არსებობს
საგამოძიებო
და
საპროკურორო
უფლებამოსილებების შესახებ ერთიანი ევროპული სტანდარტი, მათი ფარგლების განსაზღვრა ქვეყნის
დისკრეციაა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანი რეფორმის
შესაძლო პრაქტიკული შედეგი. კერძოდ, სისხლის სამართლის სისტემის ეფექტიანობის შემცირების
თავიდან ასაცილებლად, კომისიის რეკომენდაციაა, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება მოხდეს
ეტაპობრივად, გარდამავალ ეტაპზე შენარჩუნდეს პროკურორის აქტიური როლი, საკვანძო
გადაწყვეტილებებთან მიმართებით არსებობდეს გარე კონტროლის მექანიზმები და შემუშავდეს წლებზე
გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებისთვის სისტემის მზაობას
უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ განხილული საკითხების პრობლემურობაზე მიუთითებს ასევე ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და საქართველოს იურიდიული ფირმების
ასოციაციის (სიფა) მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევა „საგამოძიებო სისტემის ანალიზი“.2
ეფექტიან გამოძიებაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებაც, რომლის მიხედვითაც გამოძიების ეფექტურობა ეფუძნება
შემდეგ კრიტერიუმებს:
დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
ზედმიწევნითობა
სისწრაფე
კომპეტენცია
მსხვერპლის მონაწილეობა საზოგადოებრივ კონტროლში
2
https://emc.org.ge/ka/products/sagamodziebo-sistemis-analizi
28
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური,
გამოძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები და ისინი, ვინც ახორციელებენ გამოძიებას
დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ სამართლებრივადაც და პრაქტიკულადაც.
ზემოთ განხილული საკანონმდებლო რეგულაციების, არსებული პრაქტიკისა და კვლევების სისტემური
ანალიზი ნათლად მიუთითებს საკითხის პრობლემურობასა და საკანონმდებლო ცვლილებების
საჭიროებაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია, რომ გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის
ფუნქციები მკვეთარდ გაიმიჯნოს, რაც საშუალებას მოგვცემს გამოძიების კონკრეტული ეტაპების მიხედვით
განისაზღვროს თითოეულის პასუხისმგებლობის ხარისხი, აღმოიფხვრას ერთი სუბიექტის ხელში
თვისობრივად განსხვავებული ფუნქციების თავმოყრით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტი და
უზრუნველყოფილი იქნეს როგორც საგამოძიებო, ისე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის
უფლებამოსილებები და, შესაბამისად, პასუხისმგებლობები, მკვეთრად გაიმიჯნება. გამოძიების პროცესში
გამომძიებლის როლი გააქტიურდება/გაძლიერდება, ხოლო პროკურორს ექნება
საპროცესო
ზედამხედველობის ფუნქცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი აღარ წარმოადგენს ბრალდების მხარეს. გამომძიებლის მთელი
ძალისხმევა აღარ იქნება მიმართული მხოლოდ ბრალდების მხარის პოზიციის გამამყარებელი
მტკიცებულებების მოპოვებისკენ. შესაბამისად, ტერმინოლოგიური ცვლილება შედის კოდექსის მე-3
მუხლსა და, საჭიროებისამებრ, ყველა შესაბამის მუხლში, რომელშიც მითითებულია პროკურორის,
გამომძიებლისა და ბრალდების მხარის კომპეტენციები.
ცვლილების თანახმად, პროცესის მონაწილეებს ემატება საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი,
რომელიც მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებს
დადგენილების ფორმით.
ტერმინთა განმარტებას ემატება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის
დეფინიცია. აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის ინტეგრირებული მართვის სისტემას,
რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის ელექტრონული ფორმით წარმოება.
ელექტრონულ პროგრამაში არ ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
დამუშავება.
კოდექსის 32-ე მუხლში ეთითება, რომ პროკურატურა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის
ორგანოს, რომელიც გამოძიებაზე ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას, ნაცვლად საპროცესო
ხელმძღვანელობისა. აღნიშნული განპირობებულია გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის,
პროკურორის და გამომძიებლის უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნის აუცილებლობით.
29
კანონპროექტით პროკურორს ახალი მანდატი აქვს. შესაბამისი ცვლილებები ძირითადად ხორციელდება
კოდექსის
32-ე-34-ე
მუხლებში.
კერძოდ,
პროკურორი
სისხლისსამართლებრივი
დევნის
განმახორციელებელი პირია, აღარ არის გამოძიების წარმმართველი, საგამოძიებო მოქმედებებთან
დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილების მიმღები, ანუ გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე და
გამომძიებლის ფუნქციების შემსრულებელი. მას აღარ აქვს საპროცესო ზედამხედველობის ქვეშ არსებულ
საქმეზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარების, გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გამომძიებლისთვის
სავალდებულო მითითების, საქმის ერთი გამომძიებლისთვის ჩამორთმევის და მეორესთვის გადაცემის
უფლება. პროკურორის საგამოძიებო უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ პროკურატურის
საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეებით. ანუ, პროკურორს აღარ აქვს გამოძიების
საპროცესო ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებები და ინარჩუნებს მხოლოდ იმ
უფლებამოსილებებს, რაც გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის და მისი ძირითადი ფუნქციის დევნის განხორციელებისთვის არის აუცილებელი. კერძოდ, პროკურორს გამოძიების დაწყებიდანვე აქვს
წვდომა სისხლის სამართლის საქმეზე; უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს საქმე, დევნის
დაწყებამდე ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია, ხოლო დევნის დაწყების
შემდეგ შესასრულებლად სავალდებულო მითითება მისცეს გამომძიებელს; განიხილოს საჩივარი
დაზარალებულთან დაკავშირებით გამომძიებლის გადაწყვეტილებებზე; უწყებრივი ქვემდებარეობით
გადააგზავნოს საქმე; ბრალდებულის სტატუსთან დაკავშირებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების
ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს; გადაწყვიტოს საჩივარი
გამომძიებლის ქმედების ან გადაწყვეტილების გამო, მხოლოდ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში; გადაწყვიტოს გამომძიებლის აცილების საკითხი. პროკურორის უფლებამოსილების
შინაარსის და ფარგლების გათვალისწინებით, ის აღარ არის სათანადო გამოძიებაზე და მის ეფექტიანობაზე
პასუხისმგებელი.
პროექტის თანახმად, პროკურორს უნარჩუნდება ყველა ის უფლებამოსილება, რაც უკავშირდება მის მიერ
სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას. კერძოდ, პროკურორი
უფლებამოსილია:
დაიწყოს, შეწყვიტოს ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც წარმოადგენს პროკურორის
ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აგრეთვე, შეცვალოს ბრალდება.
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით. პროექტით განისაზღვრება ზოგადი წესი,
რომლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
განხორციელების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს გამომძიებელი, ხოლო პროკურორი
უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს ცალკეული საგამოძიებო და სხვა საპროცესო
მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მიღების მიზნით. აღნიშნულ
მოქმედებებს განეკუთვნება საბანკო ანგარიშების მონიტორინგი, ქონებაზე ყადაღის დადება,
ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული
აღნიშნულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებზე პროკურორის შუამდგომლობის შენარჩუნება,
ვინაიდან საბანკო ანგარიშების მონიტორინგზე კანონმდებელს დაწესებული აქვს მაღალი
სტანდარტი - სასამართლოსთვის მიმართვა ხორციელდება პროკურორის შუამდგომლობით,
მხოლოდ გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობის არსებობისას. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია აღნიშნული სტანდარტის უცვლელად დატოვება. რაც შეეხება ყადაღას და
30
ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებას - აღნიშნული საპროცესო მოქმედებები
დაკავშირებულია ბრალდებულის სტატუსთან და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში
სასამართლოსთვის მიმართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს პროკურორმა. პროკურორი აგრეთვე
უფლებამოსილია, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს
სასამართლოს.
სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის
განხილვაში, აგრეთვე ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში
წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. აღნიშნული უკავშირდება
პროკურორის ძირითად ფუნქციას - სახელმწიფო ბრალდების განხორციელებას და, ბუნებრივია, რომ
უცვლელად რჩება
გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ. აღნიშნულიც
უკავშირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსს და მიზანშეწონილია პროკურორის მიერ
მისი განხორციელება
სავალდებულო მითითება მისცეს ქვემდგომ პროკურორს, ასევე, გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის,
ხოლო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - აგრეთვე გამომძიებლის დადგენილება.
პროკურორის მიერ გამომძიებლის დადგენილება შეიძლება გაუქმდეს, მაგალითად, გამომძიებლის
მიერ გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, ვინაიდან, შემოთავაზებული ცვლილების თანახმად,
გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელის თანხმობით, ხოლო გამოძიების შეწყვეტის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს
პროკურორთან. პროკურორი აგრეთვე უფლებამოსილია კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში
გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში
გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს
დაესწროს საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებას, თუმცა, პროკურორი აღარ
იქნება უფლებამოსილი თავად ჩაატაროს გამოძიება სრული მოცულობით.
მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის
საქმე, აგრეთვე მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი
თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომელს
მისცეს
რეკომენდაცია,
ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ - სავალდებულო მითითება ცალკეული
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ. აღნიშნული ნორმის მიზანს
წარმოადგენს გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, ამავდროულად პროკურორის მიერ
თავისი ფუნქციების დაუბრკოლებლად განხორციელება. კერძოდ, გამოძიების დაწყების
მომენტიდან პროკურორის მითითებების სავალდებულოობა ქმნის რისკებს, რომ გამოძიება
წარიმართება პროკურორის, და არა გამომძიებლის, სტრატეგიის მიხედვით, რაც ამცირებს
გამოძიების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის ხარისხს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,
გამოძიების საწყის ეტაპზე მიმართულებების განსაზღვრის აქტიური მექანიზმები გააჩნდეს
გამომძიებელს. თუმცა, ბუნებრივია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, მას
შემდეგ, რაც საქმეში პირის მიმართ იკვეთება მტკიცებულებითი სტანდარტი, პროცესში პროკურორი
ერთვება, როგორც დაინტერესებული პირი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კონკრეტული
პირისთვის დანაშაულის დამტკიცება. შესაბამისად, მას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი ბერკეტი,
31
რომლითაც შეძლებს საქმეზე ზეგავლენის მოხდენას, რათა შექმნას წინასასამართლო სხდომისა და
საქმის არსებითი განხილვისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი.
საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის
სამართლის საქმის უწყებრივი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ. კანონპროექტის თანახმად,
უწყებრივი ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით საქმის გადაგზავნის უფლებამოსილებას
ინარჩუნებს პროკურორი. აღნიშნული განპირობებული იმ გარემოებით, რომ მოცემულ შემთხვევაში
ხდება ორი ან მეტი საგამოძიებო უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობის შეფასება და
მიზანშეწონილია, გადაწყვეტილება მიიღონ ზედამხედველმა პროკურორებმა. რაც შეეხება
ტერიტორიულ ქვემდებარეობას, აღნიშნული ხორციელდება ერთი საგამოძიებო უწყების შიგნით,
შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე აღნიშნულზე გადაწყვეტილებას
მიიღებს გამომძიებელი, ხოლო დევნის დაწყების შემდეგ - გამომძიებელი პროკურორის თანხმობით,
ვინაიდან დევნის დაწყების შემდეგ საქმეში ჩნდება პროკურორის ინტერესი და მნიშვნელოვანია,
რომ საქმის გადაცემის მიზანშეწონილობა სწორედ მან შეაფასოს.
მოქმედი კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გენერალური
პროკურორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება გამოძიების საპროცესო
ზედამხედველობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა
პროკურორს, გათვალისწინებული იქნება ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, ვინაიდან აღნიშნული არ
წარმოადგენს პროკურორის ზოგად უფლებამოსილებას და არის გენერალური პროკურორის
ექსკლუზიური უფლებამოსილება.
პროკურორი აღარ იქნება უფლებამოსილი სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან
მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს წმინდა საგამოძიებო
ფუნქციას, ისევე როგორც ზოგადად მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვა. პროკურორი აგრეთვე არ იქნება
უფლებამოსილი პირი ცნოს დაზარალებულად/მის უფლებამონაცვლედ და განუმარტოს უფლებამოვალეობები. აღნიშნული უფლებამოსილებები ექნება გამომძიებელს, რაც გამომდინარეობს არსებული
პრაქტიკიდან. კერძოდ, დაზარალებულთან აქტიური კომუნიკაცია გამოძიების დაწყების მომენტიდანვე აქვს
სწორედ გამომძიებელს. შესაბამისად, გამომძიებელს შეუძლია გამოძიების ადრეულ ეტაპზევე შეუძლია
მიანიჭოს პირს დაზარალებულის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს დაზარალებულის მიერ კანონმდებლობით
გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას. ამასთან, პრაქტიკის თანახმად, დაზარალებულს უფლებამოვალეობებს უმეტეს შემთხვევაში უმარტავს გამომძიებელი. შესაბამისად, მიზანშეწონილია
საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლის უფლებამოსილება იყოს ის, რაც პრაქტიკაში ფაქტობრივად მის
მიერ ხორციელდება. ამასთან, საქმეთა გაერთიანებასა და გამოყოფაზე გადაწყვეტილებას მიიღებს
გამომძიებელი, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ აღნიშნული განხორციელდება
პროკურორის თანხმობით.
კოდექსის 33-ე მუხლს ემატება მე-7 და მე-8 ნაწილები. მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს გენერალურ
პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე
და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთი
საფუძვლის არსებობისას. გენერალური პროკურორის ამგვარი უფლებამოსილება გათვალისწინებულია
მოქმედი კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ქმნის გამოძიების პროცესში შესაძლო
ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის და მისი თავიდან აცილების გარანტიებს, თუმცა, იმავდროულად
32
იძლევა საქმის სხვა უწყებისთვის დაუსაბუთებლად გადაცემის თეორიულ შესაძლებლობას, ვინაიდან
მოქმედი კოდექსი არ განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის საფუძველზეც გენერალურმა პროკურორმა ან
მის მიერ უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაუცველად საქმის
გადაგზავნის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ აღნიშნული საფუძვლები გაიწერება
კოდექსით. ამავე მუხლის მე-8 ნაწილში მიეთითება, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ
უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, გამოძიების საპროცესო
ზედამხედველობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა
პროკურორს.
პროექტის 37-ე მუხლი თანახმად, გამომძიებელია პასუხისმგებელი საგამოძიებო/სხვა საპროცესო
მოქმედებების ჩატარებაზე და გამოძიების ეფექტიანობაზე. გამომძიებელს აქვს გამოძიების ყოველმხრივ,
სრულყოფილად, ობიექტურად და გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე ჩატარების ვალდებულება.
გამომძიებელი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს გამოძიების მიმართულება, საგამოძიებო
და სხვა საპროცესო მოქმედებათა ჩატარების თანმიმდევრობა და გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე
სამართლებრივი რჩევისთვის მიმართოს პროკურორს. ამასთან, გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს
პროკურორის წერილობითი მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას
უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელსაც
შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან, ძალაში დატოვოს იგი. ამ უკანასკნელ
შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელი წყვეტს საქმის სხვა გამომძიებლისთვის გადაცემის საკითხს.
პროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილია:
დამოუკიდებლად ჩაატაროს კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო
მოქმედება. შესაბამისად, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება განისაზღვრება,
როგორც გამომძიებლის უფლებამოსილება, ხოლო პროკურორი უფლებამოსილი იქნება
სასამართლოს მხოლოდ მიმართოს ზოგიერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების
შუამდგომლობით
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო
მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს
განჩინების მისაღებად, აგრეთვე გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა
გამოთხოვის შუამდგომლობით. ეს არის კოდექსის ნოვაცია და გამომძიებელს ანიჭებს უფლებას,
თავად მიმართოს სასამართლოს განჩინების მიღების მოთხოვნით, შესაბამისად, საჭიროების
შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული შუამდგომლობების სასამართლო განხილვაში.
ვინაიდან რეფორმის მიზანს წარმოადგენს საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების
გამიჯვნა, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული რეგულაციები
მოექცეს გამომძიებლის კომპეტენციაში.
მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების
ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა, აგრეთვე მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს
სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება
სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან
დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული
მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები
33
მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის ტერიტორიული ქვემდებარეობით
გადაცემის, საქმეთა გაერთიანების ან გამოყოფის შესახებ. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს
სიახლეს და დეტალურად არის აღწერილი კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების
განხილვისას.
სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით ნაცვლად პროკურორისა,
მიმართოს საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ საგამოძიებო დავალების გაცემა, თავისი არსით, განეკუთვნება საგამოძიებო
ორგანოს კომპეტენციას და არ არის დაკავშირებული პროკურორის ფუნქციებთან. ამიტომ,
მიზანშეწონილია, აღნიშნულ საკითხზე გამომძიებელმა მიმართოს შესაბამის საგამოძიებო
დანაყოფის ხელმძღვანელს
შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა
გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ, მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი
პირი ცნოს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ და განუმარტოს მისი უფლებამოვალეობები. აღნიშნული არის სიახლე და როგორც ზემოთ განხილულია, ცვლილება
გამომდინარეობს არსებული რეალობიდან. პრაქტიკა მიუთითებს, რომ პროცესის ეკონომიურობის
მიზნით (არ გახდება საჭირო დაზარალებულის რამდენჯერმე დაბარება), აგრეთვე დაზარალებულის
მიერ უფლებებით დროულად სარგებლობისთვის მიზანშეწონილია, რომ დაზარალებულად ან მის
უფლებამონაცვლედ ცნობის დადგენილება გამოიტანოს არა პროკურორმა, არამედ გამომძიებელმა.
შეწყვიტოს გამოძიება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცვლილების მიხედვით,
გამომძიებელი იქნება უფლებამოსილი კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას თავად შეწყვიტოს გამოძიება. აღნიშნული
ცვლილება არის ნოვაცია და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ გამოძიების შეწყვეტა აგრეთვე
დაკავშირებულია საგამოძიებო უფლებამოსილებებთან. თუ პროკურორმა საქმეზე შეწყვიტა
სისხლისსამართლებრივი დევნა ან უარი თქვა დევნის განხორციელებაზე, პირი, რომელმაც მიიღო
გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების შესახებ, უნდა იყოს უფლებამოსილი თავადვე შეწყვიტოს
იგი.
მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს
საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს,
საპროცესო ზედამხედველ პროკურორს ან სასამართლოს, აგრეთვე განახორციელოს კოდექსით
გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი
პროექტის თანახმად, კოდექსის 37-ე მუხლს ემატება მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო
სხდომაში. ამ ნორმის მითითების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ გამომძიებელი თავად იქნება
უფლებამოსილი სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა საგამოძიებო და სხვა საპროცესო
მოქმედებების ჩატარების შესახებ. შესაბამისად, შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის
შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, რისი შესაბამისი ნორმაც
მოქმედ კოდექსში არ არსებობს.
საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, ასევე,
ხელმძღვანელთა შორის იერარქიის დადგენა, კანონპროექტის მიხედვით, ხორციელდება შესაბამისი
უწყების უმაღლესი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით.
34
გამომძიებელთან ერთად სათანადო და ეფექტიან გამოძიებაზე პასუხისმგებლობას გარკვეულწილად
იზიარებს საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც არის გამომძიებლის უშუალო
ხელმძღვანელი თანმდებობის პირი და რომელიც ახორციელებს გამოძიების ყოველმხრივ, სრულად,
ობიექტურად და გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე ჩატარების კონტროლს. კოდექსს ემატება 371
მუხლი, რომელიც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.
საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს გადაეცემა პროკურორის ის უფლებამოსილებები, რომლებიც
მოქმედი კოდექსით გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქციის ფარგლებში ექცევა და პირდაპირ
უკავშირდება გამოძიების ეფექტიანობის კონტროლს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპროცესო
გადაწყვეტილების პროკურორის მიერ კონტროლი (მაგალითად, გამოძიების შეწყვეტა) პირდაპირ არის
გათვალისწინებული კოდექსით. კერძოდ, საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია:
საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
დაავალოს ამა თუ იმ გამომძიებელს, საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს.
გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს. აღნიშნული უფლებამოსილება საფუძვლიანია იმის
გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს ეკისრება გამოძიების
ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ჩატარებაზე კონტროლის ვალდებულება
გააუქმოს გამომძიებლის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება,
შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით. აგრეთვე, გადაწყვიტოს
საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან/და დადგენილების გამო ხოლო მისი სასამართლოში
გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს. აღნიშნული არ ეხება იმ
გადაწყვეტილებებს, ასევე, საჩივრებს, რომელთა გაუქმებაც/განხილვაც პროკურორის კომპეტენციას
განეკუთვნება. ზემოაღნიშნული უფლებამოსილება რელევანტურია, ვინაიდან გამომძიებლის
ქმედებები, რომლებიც ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და ზოგადად გამოძიების
წარმართვას, საჩივრდება სწორედ საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელთან.
განახორციელოს კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
ვინაიდან ყველა გამოძიების ორგანოს ინდივიდუალური სტრუქტურა აქვს, კანონპროექტის მიხედვით,
საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, ასევე,
ხელმძღვანელთა შორის იერარქიის დადგენა, ხორციელდება შესაბამისი უწყების უმაღლესი თანამდებობის
პირის სამართლებრივი აქტით.
სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაზარალებულად ცნობა, როგორც წესი, ხდება გამოძიების საწყის
ეტაპზე, იშვიათად - გამოძიების მიმდინარეობისას და ერთეულ შემთხვევებში - სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების შემდეგ. დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმება კი ყველაზე ხშირად - საქმეზე
შემაჯამებელი გადაწყვეტილების (გამოძიების შეწყვეტა) მიღებისას.
დაზარალებულთან პირველი კონტაქტი, როგორც წესი, გამომძიებელს აქვს. სწორედ გამომძიებელი არკვევს
დანაშაულის შედეგად პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შემდეგ, გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელ პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომლის
დაზარალებულისთვის გაცნობას და მისთვის უფლებების განმარტებას ავალებს გამომძიებელს ისე, რომ
პროკურორს დაზარალებულთან პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვს. პრაქტიკაში დაზარალებულად ცნობის
ამგვარი წესი, ეფექტურობის თვალსაზრისით, გარკვეულ პრობლემას ქმნის - არსებობს შემთხვევები, როცა
35
სხვა საპროკურორო ფუნქციების შესრულების პარალელურად დაზარალებულად დროულად ცნობა ვერ
ხდება, რაც ზოგჯერ დაზარალებულის მონაწილეობით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედების გადადებას იწვევს.
შესაბამისად, კანონპროექტის თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობაზე, აგრეთვე დაზარალებულად
ცნობის დადგენილების გაუქმებაზე გადაწყვეტილებას პროკურორის ნაცვლად მიიღებს გამომძიებელი.
ამგვარი ცვლილების საფუძველია ისიც, რომ პირის დაზარალებულად ცნობისას კოდექსი არ მოითხოვს
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურებას, რომლის შეფასებაც
და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაც შინაარსობრივად ცალსახად პროკურორის ჩართულობას
მოითხოვდა. ცვლილება ხორციელდება 37-ე მუხლის მე-6 ნაწილში, სადაც გამომძიებლის ერთ-ერთ
უფლებამოსილებად ემატება „პირი ცნოს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ და განუმარტოს
მისი უფლება-მოვალეობები“. აღნიშნული უფლებამოსილების ამოღება ხდება კოდექსის 33-ე მუხლის მე-6
ნაწილიდან, რომელიც პროკურორის უფლებამოსილებებს შეეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე
ცვლილებები ხორციელდება კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლებში. გამომძიებლის უარი ერთჯერადად
საჩივრდება პროკურორთან, ხოლო შემდგომ - სასამართლოში. აგრეთვე, ინფორმაციის მიღებისა და
მასალების გაცნობის თაბაზე დაზარალებულის მოთხოვნაზე გამომძიებლის უარი საჩივრდება
პროკურორთან.
პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებებისა და
აცილების თავში სუბიექტად ემატება საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, ვინაიდან იგი წარმოადგენს
პროცესის მონაწილეს და შესაძლოა მის მიმართაც წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი.
შესაბამისად, მასზეც გავრცელდება აცილების იგივე წესი, რაც განსაზღვრულია გამომძიებელთან
მიმართებით.
პროექტით ასევე განისაზღვრება გამომძიებლის უფლებამოსილება, გამოიტანოს დასაბუთებული
დადგენილება პროცესის მონაწილის აცილების შესახებ, თუ გამოძიების მიმდინარეობისას მისთვის
ცნობილი გახდა ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის
აცილების საფუძველი და ამავე დროს არ არსებობს მხარის შუამდგომლობა აცილების თაობაზე. აღნიშნული
ცვლილება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული, ამგვარი
შემთხვევის არსებობისას როგორ უნდა გადაწყდეს აცილების საკითხი.
გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს გამომძიებელი, რომელიც, მათ შორის,
დამოუკიდებლად განსაზღვრავს გამოძიების დაწყების კვალიფიკაციას. ამასთან, იმის გათვალისწინებით,
რომ ცვლილებებით პროკურორი აღარ არის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი, მისი მიმართულების
განმსაზღვრელი და საპროცესო გადაწყვეტილებების მიღების აქტიური მონაწილე, მე-100 მუხლიდან
ამოღებულია გამოძიების დაწყების შესახებ პროკურორისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების
ვალდებულება. გამოძიების დაწყების თაობაზე პროკურორს ეცნობება არაუგვიანეს 24 საათისა, რაც
სრულად უზრუნველყოფს გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე და რეფორმის საწყის ეტაპზე
პროკურორს უნდა შეუნარჩუნდეს უფლება შეცვალოს გამომძიებლის/საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელის გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ. ამასთან, პროკურორს უნდა
36
ჰქონდეს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, ხოლო გამომძიებელს/საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელს პროკურორის გადაწყვეტილების ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების უფლება.
გამომძიებელს უნდა შეეძლოს გამოძიების დაწყებაზე პროკურორთან კონსულტაციის გავლა.
კანონპროექტით გამოძიების არდაწყებაზე არსებობს საპროკურორო კონტროლის მექანიზმი. მე-100
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, პროკურორი
აღნიშნულის თაობაზე აცნობებს გამომძიებელს. პროკურორი უფლებამოსილია გამომძიებელს დაავალოს
გამოძიების დაწყება“. ამგვარი ფორმულირება გამოძიების დასაწყებად პროკურორისთვის მიმართვას არ
გამორიცხავს და დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, პროკურორის მიერ
გამომძიებლისთვის გამოძიების დაწყების დავალების შესაძლებლობას მოიცავს. გამოძიების დაწყებაზე
უარის გასაჩივრების დეტალური წესი არც მოქმედ კოდექსშია გაწერილი და არც ცვლილების შედეგად
გაიწერება, ვინაიდან აღნიშნულით კოდექსში მოხდება ადმინისტრაციული პროცედურების შემოტანა და
2005 წლამდე არსებული „მოკვლევის“ და „არაღძვრის“ ინსტიტუტის დაკანონება. რაც შეეხება
პროკურორისთვის
სამართლებრივი
რჩევით
მიმართვის
შესაძლებლობას,
აღნიშნული
გათვალისწინებულია კანონპროექტის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით, რაც, მათ შორის,
გამოძიების დაწყების ეტაპზე პროკურორისთვის სამართლებრივი რჩევით მიმართვის შესაძლებლობასაც
მოიცავს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციისგან განსხვავებით, კანონპროექტით გამოძიების არდაწყებაზე
საპროკურორო კონტროლის შესაძლებლობა სცდება რეფორმის საწყისი ეტაპის ფარგლებს და არ არის
შეზღუდული საქმეთა კატეგორიებით.
იცვლება კოდექსის 102-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნას.
კერძოდ, საქმეს უწყებრივი ქვემდებარეობის მიხედვით, ნებისმიერ ეტაპზე აგზავნის პროკურორი.
ტერიტორიული ქვემდებარეობის მიხედვით საქმეს აგზავნის გამომძიებელი, რაც სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების შემდეგ შეიძლება განხორციელდეს პროკურორის თანხმობით, ვინაიდან ამ დროს
იკვეთება პროკურორის, როგორც დევნის განმახორციელებელი სუბიექტის და ბრალდების მხარის
საპროცესო ინტერესი. ქვემდებარეობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქმის გადაცემის უფლებამოსილებას
ინარჩუნებს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუმცა, კანონპროექტით
გაწერილია ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაუცველად საქმის გადაგზავნის საფუძვლები (კოდექსის 33-ე
მუხლის მე-7 ნაწილი).
კანონპროექტის მიხედვით საქმეთა გაერთიანებაზე და გამოყოფაზე გადაწყვეტილებას გამომძიებელი
იღებს. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ გამომძიებელი საქმეთა გაერთიანების და
გამოყოფის გადაწყვეტილებას პროკურორის თანხმობით იღებს, ვინაიდან ამ დროს იკვეთება პროკურორის,
როგორც დევნის განმახორციელებელი სუბიექტის და ბრალდების მხარის საპროცესო ინტერესი.
შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილში და გამომძიებლის
უფლებამოსილებებს ემატება უფლებამოსილება „მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის
ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაცემის, საქმეთა გაერთიანების და გამოყოფის შესახებ“.
ამავე მუხლს ემატება მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ
გამომძიებელმა საქმის ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაგზავნის, გაერთიანების და გამოყოფის
გადაწყვეტილება პროკურორის თანხმობით უნდა მიიღოს.
37
რეფორმის შემდგომ, გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციებს შორის მკაფიო ზღვარის გავლების
პირობებში, პროკურორი ძირითადად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება/არდაწყებაზე
პასუხისმგებელი სუბიექტი ხდება, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას
გამოძიების შეწყვეტა, ისევე როგორც გამოძიების სათანადოდ ჩატარება, გამომძიებლის
უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობების კატეგორიაში ექცევა. ამავდროულად მნიშვნელოვანია,
გამომძიებლის მიერ გამოძიების შეწყვეტის გარე კონტროლის მექანიზმების არსებობა, განსაკუთრებით
დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა ინტერესების დაცვის მიზნით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა,
რომ პროკურორმა მინიმუმ გარკვეული კატეგორიის საქმეებზე და რეფორმის საწყის ეტაპზე შეინარჩუნოს
უფლება შეცვალოს გამომძიებლის გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, პროკურორს
უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
შესაბამისად, კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კოდექსის 37-ე, 105-ე-106-ე მუხლებში.
გამოძიების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას, ყველა საფუძვლით, იღებს გამომძიებელი, საგამოძიებო
დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით. დაზარალებულთა ინტერესების და ვენეციის კომისიის
რეკომენდაციების გათვალისწინებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია დაზარალებულის მიერ
გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილების პროკურორთან, ხოლო გარკვეული კატეგორიის საქმეებზე
სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, კოდექსის 106-ე მუხლში განხორციელებული
ცვლილების თანახმად, „პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს
გამომძიებლის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ“, რაც დაზარალებულის საჩივრის მიუხედავად
გამოძიების შეწყვეტის გაუქმების უფლებამოსილებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილების მიზანია, გარე
კონტროლის უზრუნველყოფა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული.
გამომდინარე იქიდან, რომ გამომძიებელი აღარ იქნება ბრალდების მხარე, საგამოძიებო მოქმედებებისა და
სხვა საპროცესო მოქმედებების შესაბამის მუხლებში შედის ტერმინოლოგიური ცვლილება და საგამოძიებო
მოქმედების ჩატარებაზე უფლებამოსილ სუბიექტებად ეთითება გამომძიებელი და მხარე.
კოდექსის 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო
საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ამგვარი
საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედების
კანონიერების შესამოწმებლად სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის
განმავლობაში პროკურორმა უნდა მიმართოს. ამასთან, კოდექსის ის მუხლები, რომელიც ადამიანის
უფლების შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების წესს განსაზღვრავს, პირდაპირ
მიუთითებს პროკურორზე, როგორც პირზე, რომელიც უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს როგორც
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის მისაღებად, ისე გადაუდებელი
აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების კანონიერების შესამოწმებლად.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი - 112-ე მუხლი მხარეზე
მიუთითებს (რომელშიც კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოიაზრება გამომძიებელიც და
პროკურორიც), 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და კონკრეტული საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედების მარეგულირებელი ცალკეული მუხლები იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ
ადამიანის უფლების შემზღუდავ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაზე სასამართლოსთვის განჩინების
მისაღებად და გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების
38
კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართვა მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.
ასეთია მოქმედი პრაქტიკაც.
ამგვარი რეგულაცია ნიშნავს იმას, რომ გამომძიებელს სასამართლოდან არ შეუძლია ნებართვის გამოთხოვა
ისეთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელთა ჩატარება თითქმის ყველა
სისხლის სამართლის საქმეზეა აუცილებელი. მაგალითად როგორებიცაა: ბინაში, სადგომში ან საცავში ან
სხვა მფლობელობაში ჩხრეკა, ამოღება, დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი; პირადი ჩხრეკა;
გვამის ექსჰუმაცია; კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები; ფარული
საგამოძიებო მოქმედებები; ნიმუშის აღება. გამომძიებელს შეუძლია აღნიშნული საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების მხოლოდ მესაკუთრის/მფლობელის თანხმობით ან გადაუდებელი აუცილებლობით
ჩატარება, რომელთა კანონიერად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს
პროკურორი.
კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები პრაქტიკაში აღსრულების თვალსაზრისით გულისხმობს შემდეგს: თუ
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი ინახება ბინაში და
ჩასატარებელია ჩხრეკა (ანუ ჩასატარებელია საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს საკუთრებას) მის
ამოსაღებად, გამომძიებელი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს პროკურორს, რომელიც ეცნობა საქმის
მასალებს და ამზადებს შუამდგომლობას სასამართლოდან ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის
გამოთხოვის შესახებ. თუ გამომძიებელმა ამგვარი ჩხრეკა ჩაატარა გადაუდებელი აუცილებლობით,
გამომძიებელი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს პროკურორს, პროკურორი ეცნობა საქმის მასალებს,
ამზადებს შუამდგომლობას ჩხრეკის კანონიერების შემოწმების შესახებ და მიმართავს სასამართლოს.
ანალოგიური წესი მოქმედებს ყველა იმ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებასთან მიმართებით, რომელიც
ზღუდავს ადამიანის უფლებებს.
ამგვარი რეგულაცია - გამომძიებელსა და სასამართლოს შორის პირდაპირი კონტაქტის არარსებობა,
პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს რამდენიმე მიმართულებით: აფერხებს მნიშვნელოვანი საგამოძიებო
მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის დროულად მიღების პროცესს; ზიანს აყენებს სისხლის სამართლის
საქმეებზე გამოძიების ეფექტიანობას იმის გათვალისწინებით, რომ საქმეთა უმრავლესობა ამგვარი
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას მოითხოვს; გაუმართლებლად ტვირთავს პროკურორს ფუნქციით,
რომელიც თავისი არსით გამომძიებლის უფლებამოსილებაა.
მართალია, პროკურორის ექსკლუზიური უფლებამოსილება დამატებითი მექანიზმია ადამიანის უფლებათა
შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების მინიმუმამდე დასაყვანად და გამომძიებლის მიერ
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, თუმცა, იმავდროულად დამატებითი
ბარიერია იმ ფონზე, როცა ამგვარი საგამოძიებო მოქმედებები სავალდებულო წესით გადის სასამართლოს
კონტროლს და გამომძიებლის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით უკვე ჩატარებულ საგამოძიებო
მოქმედებაზე ზემოქმედების ქმედითი ბერკეტი, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული
თვალსაზრისით, პროკურორს ისედაც არ გააჩნია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცვლილებების შედეგად, გამომძიებელი აღარ იქნება მხარე. გამომძიებლის
მთელი ძალისხმევა აღარ იქნება მიმართული მხოლოდ ბრალდების მხარის პოზიციის გამამყარებელი
მტკიცებულებების მოპოვებისკენ. ამ ფონზე, ბრალდების მხარის, კერძოდ პროკურორის (და არა
39
გამომძიებლის) მიერ ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხის
გადაწყვეტა და მტკიცებულებების მოპოვებაში (განსაკუთრებით დევნის დაწყებამდე) აქტიური
მონაწილეობა, უარყოფითად აისახება გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.
ამასთან, პროკურორისთვის ადამიანის უფლებათა შემზღუდავ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებზე
ექსკლუზიური უფლებამოსილების შენარჩუნება, გამოძიების პროცესში პროკურორის აქტიური როლის
შენარჩუნებას ნიშნავს. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება
აუცილებელია თითქმის ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებლისთვის ამ უფლებამოსილების
მინიჭების გარეშე, გამომძიებელთა და პროკურორთა კომპეტენციების გამიჯვნის რეფორმა, შეიძლება
ითქვას, აზრს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის თანახმად, ადამიანის უფლებათა შემზღუდავ
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მინიჭებული აქვს
გამომძიებელს. პროკურორი ინარჩუნებს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას მხოლოდ იმ
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება ბრალდებულის სტატუსს. შესაბამისად,
ცვლილება განხორციელდა კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილში და გამომძიებლის უფლებამოსილებებს
დაემატა გამომძიებლის უფლებამოსილება „ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო და სხვა
საპროცესო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს
განჩინების მისაღებად შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს“. შესაბამისი ცვლილებები
ხორციელდება ასევე როგორც ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების
ჩასატარებლად სასამართლოდან ნებართვის აღების, ისე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული
ამგვარი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოსთვის
მიმართვის მარეგულირებელ კოდექსის 111-ე და 112-ე და კოდექსის კერძო ნაწილის სხვა მუხლებში უფლებამოსილ პირად პროკურორის ნაცვლად განსაზღვრულია გამომძიებელი, გარდა ზემოაღნიშნული
გამონაკლისებისა. კოდექსის 112-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აღნიშნულ
საკითხზე სასამართლოს განჩინებას, კანონით დადგენილი წესით, პროკურორის ნაცვლად გაასაჩივრებს
გამომძიებელი. ეს უკანასკნელი მონაწილეობას მიიღებს სხდომაში საჩივრის ზეპირის მოსმენით განხილვის
შემთხვევაში.
ამგვარი რეგულაცია სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რომლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები,
რომლებიც ზღუდავს კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებს, საჭიროებს სასამართლოს
მხრიდან კონტროლს. პროკურორის მონაწილეობა, შესაძლოა იყოს ბრალდებულის უფლებების დაცვის
დამატებითი გარანტია, თუმცა, არ არის სავალდებულო.
პროკურორის მონაწილეობას ამ პროცესში სავალდებულოდ არ მიიჩნევს ასევე ვენეციის კომისია იმდენად,
რამდენადაც კანონპროექტი ინარჩუნებს სასამართლოს კონტროლს ადამიანის უფლებთა შემზღუდავი
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე.
ამასთან, სწორდება მუხლში არსებული ხარვეზული ჩანაწერი. კერძოდ, 112-ე მუხლის მე-6 ნაწილში
მიეთითება, რომ მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. შესაბამისად, აღარ იქნება ჩანაწერი
40
ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედების
გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებისას სასამართლო კონტროლის მიზანია შემოწმდეს მოქმედების
განჩინების გარეშე ჩატარების კანონიერება. მოქმედი კოდექსის პირობებში მტკიცებულების დასაშვებობის
საკითხის განხილვა ხორციელდება წინასასამართლო სხდომაზე, ხოლო მაგისტრატი მოსამართლე
მხოლოდ უნდა ამოწმებდეს განჩინების გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებას, ანუ
გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველს.
გამოკითხვის (113-ე მუხლი) და გამოძიების დროს პირის დაკითხვის (114-ე მუხლი) რეგულაციებში პირდაპირ
ეთითება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება არა ბრალდების მხარის, არამედ
გამომძიებლის მიერ. თუმცა, თუ პირი იკითხება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების
პირობების საფუძველზე შემოსული უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის
საფუძველზე ანდა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესით, აღნიშნული ხორციელდება პროკურორის მიერ.
ცვლილების თანახმად, გამომძიებლის შუამდგომლობით მოხდება კომპიუტერულ მონაცემებთან
დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებისა (კოდექსის 136-ე-138-ე მუხლები) და ფარული საგამოძიებო
მოქმედებების (კოდექსის 1431-14310 მუხლები) ჩატარება. გადაუდებელი აუცილებლობით ფარული
საგამოძიებო მოქმედება, ნაცვლად პროკურორისა, ჩატარდება გამომძიებლის დადგენილებით. აღნიშნული
ცვლილება გამომდინარეობს რეფორმის ძირითადი არსიდან - პროკურორის და გამომძიებლის
უფლებამოსილებების გამიჯვნა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების
სრულყოფილად და დროულად ჩატარებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად განისაზღვრება გამომძიებელი.
ამასთან, გამომძიებლისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილების
მინიჭებით იზრდება მტკიცებულებების დროულად მოპოვებისა და რესურსის რაციონალურად გამოყენების
შესაძლებლობა. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით პროკურორის როლი ნარჩუნდება იმ
ნაწილში, რომელიც ეხება ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შეფასებას და მათ განადგურებას,
ვინაიდან აუცილებელია განადგურებამდე პროკურორმა იმსჯელოს, მოპოვებული მასალა ხომ არ შეიცავს
ბრალდებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
კოდექსის 171-ე მუხლს, რომელიც ეხება პირის დაკავებას ემატება მე-4 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება,
რომ სასამართლოს განჩინების გარეშე პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საპროცესო
ზედამხედველ პროკურორს. ვინაიდან პირი დაკავებისთანავე ითვლება ბრალდებულად, აღნიშნული
ნორმის მიზანს წარმოადგენს პროკურორის ლეგიტიმური ინტერესი პირველივე წუთიდან ფლობდეს
ინფორმაციას დაკავებული პირის შესახებ.
ამასთან, კოდექსის 190-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამომძიებლის
გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით და ამას აცნობებს
შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე
უზრუნველყოს გამომძიებლის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.
აღნიშნული ნორმის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ცვლილებების
შემდეგ გამომძიებელი თავად წარადგენს შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ.
41
შესაბამისად, შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა
აუცილებელი რეგულაცია.
ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, ვენეციის კომისიის
რეკომენდაციის შესაბამისად, გასაჩივრების გზით საპროკურორო ზედამხედველობის ფარგლებში ექცევა
გამოძიების არდაწყების, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების და გამოძიების შეწყვეტის კონტროლი.
ამასთან, კანონპროექტით გამოძიების არდაწყების და შეწყვეტის კონტროლი სცდება რეფორმის საწყისი
ეტაპის ფარგლებს და არ არის შეზღუდული დანაშაულთა კატეგორიებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რეფორმის პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტირებისთვის აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებს
განესაზღვროთ გონივრული ვადა უწყების სათანადოდ მოსამზადებლად, რაც მთელი რიგი ღონისძიებების
კომპლექსურად განხორციელებას გულისხმობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის
რეკომენდაციის გათვალისწინებით, რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა არ შეფერხდეს
მართლმსაჯულების განხორციელება. სწორედ ამ მიზნით კანონპროექტის ცალკეული ნორმები სხვადასხვა
დროს შევა ძალაში: ის დებულებები, რომელიც გამოძიების ორგანოებს სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას და შესაბამისი სამოქმედო გეგმების
შემუშავებას ავალდებულებს, ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, 2023 წლის 1 იანვრიდან გამომძიებლებს
შეეძლებათ საგამოძიებო/სხვა საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად სასამართლოსთვის
შუამდგომლობით მიმართვა და ამოქმედდება აღნიშნულთან დაკავშირებული რეგულაციები, ხოლო 2024
წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება სხვა საკანონმდებლო სიახლეები.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
კანონპროექტით ხორციელდება გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა.
განსხვავებულად ყალიბდება საპროკურორო ზედამხედველობის არსი. ასევე, ძლიერდება გამომძიებლის
როლი საგამოძიებო პროცესში და განისაზღვრება საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელის
უფლებამოსილბები. მაგალითისთვის, კანონპროექტის 371 მუხლი ითვალისწინებს საგამოძიებო
დანაყოფის ხელმძღვანელის უფლებამოსილებების განსაზღვრას, რაც რეალურად არ გულისხმობს ახალი
კადრების დამატებას საგამოძიებო სისტემაში. აღნიშნული უფლებამოსილებები მიენიჭება შესაბამის
42
დანაყოფში გამოძიების კურატორ პირებს. პოლიციის სისტემაში ვხვდებით განყოფილებებს,
სამმართველოებს და დეპარტამენტებს სტრუქტურული ქვემდებარეობით. თითოეულ მათგანში
გათვალისწინებულია გამოძიებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი (როგორც წესი - განყოფილების,
სამმართველოს და დეპარტამენტის ერთ-ერთი მოადგილე). შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელის უფლებამოსილებები დაეკისრება სწორედ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამის
დანაყოფში. კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის გამომძიებლების ან/და პროკურორების
რაოდენობრივი ზრდა. ამასთანავე, ცვლილებების შედეგად არსებითად არ იცვლება სამუშაო
დატვირთულობის მოცულობა. რაც შეეხება გამომძიებლების გადამზადებას (ტრენინგებს), ამჟამინდელი
მდგომარეობით გამომძიებლები გადიან შესაბამის მოსამზადებელ კურსებს (ასეთ კურსები არსებობს მაგ.:
შსს აკადემიაში). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
ბიუჯეტიდან დამატებით სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების
ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტის განხორციელება გამოიწვევს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება მათ
შორის, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
43
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა გამოძიების პროცესში
გამომძიებლისა და პროკურორის კომპეტენციების შესახებ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროცესო რეგულაციები გათვალისწინებულია ფედერალურ და
ადგილობრივ (შტატები) დონეზე.
44
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოები სრულად გამიჯნულნი და დამოუკიდებელნი არიან
ფედერალური პროკურორებისგან. ფედერალური პროკურორებისა და ფედერალური საგამოძიებო
ორგანოების ურთიერთმიმართება ეფუძნება ჯგუფურად მუშაობის მოდელს, რომელიც გამოხატავს საერთო
ინტერესებს და არა ბიუროკრატიულ კონტროლს.
როგორც წესი, ფედერალური პროკურორები რაიმე მნიშვნელოვანი ფორმით არ მონაწილეობენ
გამოძიებაში, თუმცა შესაძლოა, მათთან კონსულტაცია საჭირო გახდეს. მათ შესაძლოა, დევნის დაწყების
გადაწყვეტილებით არაპირდაპირი გავლენაც ჰქონდეთ გამოძიებაზე, თუმცა საგამოძიებო ორგანოები
სრულიად დამოუკიდებელნი არიან და არ აქვთ ფედერალური პროკურორების მითითებებით მოქმედების
ვალდებულება.
აშშ-ის 50 შტატიდან თითოეულს აქვს საკუთარი სისხლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა,
რომლებიც არეგულირებენ პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთმიმართებას. თუმცა,
ყველა მათგანს აერთიანებს პოლიციის მიერ გამოძიების და პროკურორების მიერ სასამართლოში სისხლის
სამართლის პროცესის დაწყებისა და განხორციელების როლების მკაცრად გამიჯვნის პრინციპი.
პოლიცია გამოძიებას აწარმოებს საკუთარი ინიციატივით, რაიმე ფორმის პროცედურული
ზედამხედველობის გარეშე, სანამ პროკურორები ჩაერთვებიან, რათა დაადგინონ, არის თუ არა
შეგროვებული მტკიცებულება სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად საკმარისი.
ბოლო წლებში კონკრეტულ საქმეებში გამოძიების ეტაპზე პროკურორების მონაწილეობის მზარდი
ტენდენცია შეინიშნება. ეს ყოველთვის ხდებოდა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც გამოძიებას
აწარმოებს ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური, თუმცა უფრო ხშირად საპროკურორო ზედამხედველობა ან
დახმარება გამოიყენება ორგანიზებული დანაშაულის, პოლიტიკური კორუფციის, კორპორაციული და
ფინანსური თაღლითობის, ფულის გათეთრების, გარემოს წინააღმდეგ ან სხვა მარეგულირებელი
დანაშაულების, ასევე ტერორიზმის საქმეებზე.3 კანონმდებლობა, რომლებიც ისეთ საკითხებს
არეგულირებს, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება, დაცვის უფლება, ელექტრონული მეთვალყურეობა,
იმუნიტეტი, ფარული აგენტების მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიებები, გარკვეულწილად
აუცილებელს ხდის პროკურორის ჩართულობასა და დახმარებას. ამის მიუხედავად, ეს დებულებები უნდა
იქნეს განხილული როგორც გამონაკლისი გამოძიების პროკურორისგან დამოუკიდებლობის ზოგადი
წესიდან.
ორგანიზაციულ და ოპერაციულ საკითხებზე საპოლიციო დანაყოფები დისტანცირებულნი არიან
ადგილობრივი პროკურორებისგან. პროკურორები არ ასრულებენ ზედამხედველების როლს, ადგილობრივი
პოლიციის საქმიანობას ამოწმებს „პოლიციის უფროსი“. როგორც
პროკურორები,
ისე
პოლიცია
გამიჯნული იერარქიის ფარგლებში საქმიანობენ.
ინგლისსა და უელსში გამოძიებას უზრუნველყოფს პოლიცია. სამეფო ბრალდების სამსახურის როლი
გამოძიებისას საკონსულტაციო ფუნქციით შემოიფარგლება და პროკურორებს არ აქვთ ზედამხედველობის
ან გამოძიების უფლებამოსილება. პროკურორები ხშირად უწევენ კონსულტაციას პოლიციელებსა და სხვა
3
AMERICAN BAR ASSOCIATION (2013). ABA Standards for Criminal Justice (Third Edition). Prosecutorial
Investigations. Washington, American Bar Association., p.1
45
გამომძიებლებს საქმის შესწავლის სტრატეგიებსა და მტკიცებულებით საკითხებზე და ეხმარებიან ბრალის
წაყენებამდე გათვალისწინებულ პროცედურებში. ეს ემსახურება პოლიციელებისა და სხვა გამომძიებლების
მიერ გამოძიების გონივრულ დროში წარმართვას და დასაბუთებული ბრალდების მომზადებას. ამის
მიუხედავად, პროკურორებს არ აქვთ პოლიციელებისა და სხვა გამომძიებლებისთვის სავალდებულო
მითითებების მიცემის უფლებამოსილება.
პოლიციელები ექვემდებარებიან უფროსი ოფიცრების ექსკლუზიურ კონტროლს და, შესაბამისად, არ აქვთ
არანაირი ვალდებულება, გაითვალისწინონ სამეფო ბრალდების სამსახურის მითითებები. სამეფო
ბრალდების სამსახურს არ შეუძლია საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყებაზე მიუთითოს,
გამოძიების მიმდინარეობა განსაზღვროს ან მიუთითოს, რომელი მტკიცებულება უნდა იქნეს მოპოვებული
გამოძიების ფარგლებში.
პროკურორებს არ შეუძლიათ, პირადი ინიციატივით ჩაერიონ გამოძიების პროცესში, თუმცა, მათ რეაგირება
უნდა მოახდინონ პოლიციელების მიმართვაზე გარკვეულ საქმეებზე კონსულტაციასთან დაკავშირებით,
განსაკუთრებით, როდესაც ისინი ეხება გამოძიების დაწყებას.
პროკურორებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი მოკვლევა მას შემდგომ, რაც საქმე გადმოგზავნილია
დევნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
ნაკლებად სერიოზულ დანაშაულებზე დევნის უფლებამოსილება პოლიციას აქვს, თუმცა, სამეფო
ბრალდების სამსახურის პროკურორებს ყოველთვის აქვთ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
უფლებამოსილება.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით პირველად გადაწყვეტილებას - ეჭვმიტანილის გათავისუფლების,
მისთვის გირაოს დაკისრების ან ბრალის წაყენების შესახებ, აგრეთვე, იმის შესახებ, საქმე უნდა გაეგზავნოს
თუ არა კონსულტაციის ან/და ბრალის წასაყენებლად სამეფო ბრალდების სამსახურს, იღებს წინასწარი
დაკავების სერჟანტი (police custody sergeant).4
ინგლისსა და უელსში ურთიერთობა პოლიციასა და სამეფო პროკურატურას შორის დაფუძნებულია 3
ძირითად პრინციპზე: ინფორმირება, კონსულტაცია, რჩევა. 5
რჩევა შეიძლება განხორციელდეს პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ან მის გარეშეც, საჭიროებიდან
გამომდინარე (მაგალითად, პოლიციისთვის რჩევის მიცემა კანონში განხორციელებული ცვლილების
შესახებ, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესზე ან მტკიცებულების
წარმოდგენაზე).
4
„პროკურორებისა და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთმიმართება ორ ანგლო-ამერიკული სამართლის
ქვეყანაში:
ამერიკის
შეერთებული
შტატები,
ინგლისი
და
უელსი“
რიჩარდ
ვოგლერი
https://emc.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90_1524577640.pd
f
5
რჩევის მოვალეობას ითვალისწინებს შემდეგი აქტები: Prosecution of Offences Act 1985; Code for Crown
Prosecutors; Director’s Guidance on Charging
46
ძირითად შემთხვევებში პოლიცია პროკურატურისგან ითხოვს შემდეგი სახის რჩევას:
არაფორმალური რჩევა
ადრეული საგამოძიებო რჩევა
ბრალდებამდელი რჩევა ან ბრალდების გადაწყვეტილება
არაფორმალური რჩევა (Informal Advice) გამოიყენება დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით და
ხორციელდება ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, მაგალითად, ტელეფონით გასაუბრება. ასეთი რჩევა
შეიძლება მიცემულ იქნეს მხოლოდ ზოგადსამართლებრივ საკითხებზე და არა კონკრეტულ საქმეზე. 6
პროკურორებს შეუძლიათ რჩევის მიცემა სერიოზულ, სენსიტიურ ან რთულ საქმეებზე, ასევე ნებისმიერ
საქმეზე, რომელშიც პოლიციის ზედამხედველი მიიჩნევს, რომ საჭიროა პროკურორის რჩევა იმ
მტკიცებულების განსაზღვრის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს დევნის განხორციელებას ან საქმის
სასამართლოში წარმართვას.
პოლიციას შეუძლია სამეფო პროკურატურისგან მოითხოვოს ადრეული საგამოძიებო რჩევა (Early
Investigative Advice) საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე. ისეთი სერიოზული დანაშაულების დროს
როგორიცაა - მკვლელობა, გაუპატიურება და სხვა სახის სქესობრივი ხასიათის დანაშაულები, დაუყონებლივ
უნდა ეცნობოს ადგილობრივ პროკურატურას, ხოლო სხვა შემთხვევებში - თუ გამოძიებით დადგენილია
ეჭვმიტანილი, რომლის მიმართაც შეიძლება განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.7
ბრალდებამდელი რჩევა ან ბრალდების გადაწყვეტილება (Pre-Charge Advice and Charge Decision) პროკურორის განსჯად საქმეებთან დაკავშირებით ბრალდების წაყენებამდე პროკურორი კონსულტაციას
გადის პოლიციასთან, Director's Guidance on Charging-ის საფუძველზე. ამ დროს პროკურორმა შეიძლება
პოლიციის ოფიცერს ურჩიოს ბრალდების წარდგენის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების მოძიება.8
პროკურორი უფლებამოსილია:
მის განსჯადობას დაქვემდებარებულ საქმეებზე დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და
გამოძიების ეტაპზე პოლიციას გაუწიოს კონსულტაცია;
მიიღოს გადაწყვეტილება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე ე.წ ბარიერის ტესტის
(Threshold Test) გამოყენების შესახებ;
უზრუნველყოს სასამართლო განხილვისთვის საქმის მომზადება.
პოლიციის უფლებამოსილებები:
განსჯადობის შესაბამისად გადააგზავნოს ან/და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის
სამართლის საქმეებზე;
პროკურორისთვის საქმის გადაგზავნამდე შეაფასოს არსებული მტკიცებულებები;
6
https://www.cps.gov.uk/legal-guidance/police-and-cps-relations
https://www.cps.gov.uk/legal-guidance/charging-directors-guidance-2013-fifth-edition-may-2013-revised-arrangements
8
https://www.cps.gov.uk/legal-guidance/police-and-cps-relations
7
47
თუ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები არ შეესაბამება დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს
არ გააგრძელოს მოქმედებები, პროკურორთან გადაგზავნის გარეშე;
მიმართოს პროკურატურას ადრეული საგამოძიებო რჩევისთვის მკვლელობის, გაუპატიურების ან
სხვა სქესობრივი დანაშაულების დროს;
კანონით დადგენილი წესით შეადგინოს ბრალდების წინა მოხსენებები და ბრალდების ფაილები;
განსაზღვრულ დროში შეასრულოს სამოქმედო გეგმები და მოიპოვოს ძირითადი მტკიცებულებები;
უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი გამოუყენებელი დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა შეარყიოს
ბრალდება ან დაეხმაროს დაცვის მხარეს თავისი პოზიციის დამტკიცებაში, ცნობილი გახდეს
პროკურორისათვის საქმეზე საგამოძიებო რჩევის მოთხოვნისას ან ბრალდების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმის გადაცემისას.
ინგლისსა და უელსში ადგილობრივი მოსამართლე კონსტებლის (პოლიციის თანამშრომელი) მიმართვის
საფუძველზე გასცემს განჩინებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. კონსტებლი ვალდებულია
განჩინების მისაღებად წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები. ძირითად შემთხვევებში, როდესაც პირი
უკვე დაკავებულია, პოლიცია ატარებს ჩხრეკას განჩინების გარეშე. ამ შემთხვევაში აუცილებელია პოლიციის
ინსპექტორის ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის ინფორმირება. 9
ინგლისსა და უელსში პოლიციას აქვს უფლებამოსილება გარკვეულ საქმეებზე განახორციელოს
სისხლისსამართლებრივი დევნა (მაგ.: სისხლის სამართლის საქმეზე, თუ ზიანის მოცულობა არ აღემატება
5000 ფუნტ სტერლინგს).
ინგლისში დაზარალებული არ წარმოადგენს პროცესის მხარეს, თუმცა, მისი უფლებები (მაგ.: საჩივრის
შეტანის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება) გათვალისწინებულია სპეციალური აქტით - Code of
Practice for Victims of Crime. აღნიშნული აქტი დაფუძნებულია 2012 წლის 25 ოქტომბრის ევროკავშირის
დირექტივაზე.
პროკურატურასა და პოლიციას შორის შესაძლებელია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოიშვას
დავა, ესენია:
პროკურატურის რჩევა გათვალისწინებული არ იქნა პოლიციის მიერ;
არ შესრულდა პროკურატურის მოთხოვნა დამატებითი გამოძიების ჩატარების შესახებ;
უთანხმოება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით;
პოლიციის უკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია პროკურორის მიერ საქმის ზოგადი
წარმართვით.
თუ პოლიციასა და პროკურატურას შორის წარმოიშვა დავა, აღნიშნული უნდა მოგვარდეს დროის უმოკლეს
მონაკვეთში, მენეჯმენტის პირველი დონის ფარგლებში (ინსპექტორი - პოლიციის დეპარტამენტში რანგით
მეორე თანამდებობის პირი და უფლებამოსილი პროკურორი). თუ დავა ვერ გადაწყდა პირველი დონის
ფარგლებში, საქმე განიხილება იერარქიის შესაბამისად.10
9
Police and Criminal Evidence Act 1984, Section 18(5)a
https://www.cps.gov.uk/legal-guidance/police-and-cps-relations
10
48
ლატვიის სისხლის სამართლის პროცესი არის შეჯიბრებითი ინკვიზიციის ელემენტებით. გამოძიების
დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად და მას რაიმე ფორმით
პროკურორის წინასწარი ინფორმირება არ სჭირდება. გამომძიებელივე განსაზღვრის საქმის კვალიფიკაციას
და გამოძიების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ეკისრება გამოძიების დაწყების შესახებ პროკურორის
ინფორმირების ვალდებულება. გამოძიების დაწყებაზე გამომძიებლის უარი საჩივრდება პროკურორთან.
გამომძიებელი არ წარმოადგენს პროცესის მხარეს. გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების უფლება აქვს ასევე პროკურორს, რომელიც შემდეგ გამოძიების წარმართვის მიზნით საქმეს
უგზავნის პოლიციას.
გამოძიების
მიმდინარეობისას
გამომძიებელი
დამოუკიდებლად
მიმართავს
სასამართლოს
საპროცესო/საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა, ამოღება, დაკავება) ჩატარებაზე განჩინების გაცემის
შუამდგომლობით, რაზეც კანონით არც პროკურორის თანხმობა და არც მისი სავალდებულო ინფორმირება
არ სჭირდება. თუმცა, პრაქტიკაში პროკურორს ეცნობება ხოლმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულებზე მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ. გამომძიებელი თავად
გამოდის სასამართლოში აღნიშნული შუამდგომლობების განხილვისას, თუმცა პროკურორსაც აქვს უფლება
მონაწილეობა მიიღოს პროცესში. გამომძიებელი შუამდგომლობის წარდგენის შესახებ მხოლოდ აცნობებს
პროკურორს და მისგან რაიმე სახის წინასწარი თანხმობა არ სჭირდება.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი პროკურორის თანხმობით ხდება გამომძიებლის მიერ
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლის კანონიერების შემოწმების მიზნით
გამომძიებელი თავად მიმართავს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან 24 საათში.
პირის დაკავებას ახორციელებს გამომძიებელი, რის შესახებაც 24 საათის განმავლობაში ატყობინებს
პროკურორს.
მტკიცებულების მოპოვების პროცესში ჩართული არ არის პროკურორი. პროკურორს არ აქვს უფლება
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, თუმცა შეუძლია
დაესწროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. პროკურორს შეუძლია სავალდებულო
მითითება მისცეს გამომძიებელს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. თუ გამომძიებელი
პროკურორის წერილობით მითითებას არ ეთანხმება, შეუძლია აღნიშნული გაასაჩივროს ზემდგომ
პროკურორთან.
გამომძიებელი საქმეზე საკმარისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ საქმის მასალებს უგზავნის
პროკურორის დევნის დაწყების საკითხის გადასაწყვეტად, რისი ექსკლუზივიც მას გააჩნია. პროკურორს
შეუძლია არ დაიწყოს დევნა თუ საკმარისი მტკიცებულებები არ არის სახეზე დევნის დასაწყებად და
გამომძიებელს დაავალოს წერილობით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.
ე) კანონპროექტის ავტორი:
მიხეილ დაუშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
მიხეილ დაუშვილი
49