„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
13.12.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების
საპროცესო ზედამხედველობას;“;
2. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები უფლებამოსილნი არიან, საგამოძიებო
ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღონ საქმე და გამოსაძიებლად
გადასცენ სხვა საგამოძიებო ორგანოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა
და განსაზღვრულ შემთხვევებში.“;
3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს
გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას.“;
4. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) რეკომენდაცია;“;
5. 51-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი:
„მუხლი 511. რეკომენდაცია
პროკურორი უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით, სამართალდამცავი ორგანოს
თანამშრომელს რეკომენდაციის სახით მისცეს სამართლებრივი რჩევა, რომლის შესრულებაც არ
არის სავალდებულო“.
მუხლი 2.
ეს კანონი, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიების
პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის გზით
საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად გამომძიებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და დამოუკიდებლად ჩატარებაზე
პასუხისმგებელი პირი. გამომძიებელი დამოუკიდებლად განსაზღვრავს გამოძიების
მიმართულებას,
ცალკეული
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების
ჩატარების
თანმიმდევრობასა
და
მიზანშეწონილობას.
მათ
შორის,
გამომძიებელს
ექნება
სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება იმ საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარებაზე განჩინების გაცემის მოთხოვნით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის
უფლებების შეზღუდვა. პროკურორი იქნება გამოძიების საპროცესო ზედამხედველი და აღარ
განახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
ახლებურად განისაზღვრება გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის ფარგლები, რაც
იწვევს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესაბამის ცვლილებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინამდებარე ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტიდან, რომლის თანახმადაც ხდება გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და
პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა და გამოძიებაზე საპროკურორო
ზედამხედველობის განსაზღვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
შესაბამისობაში მოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და 22ე მუხლის მე-2 პუნქტში მიეთითება, რომ პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო
ზედამხედველობას.
აღნიშნული
ტერმინოლოგიური
ცვლილება
განპირობებულია
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
2
საქართველოს კანონის პროექტით, რომლის თანახმადაც, პროკურატურა განახორციელებს
გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას, ნაცვლად საპროცესო ხელმძღვანელობისა.
ცვლილების თანახმად, საპროკურორო აქტების ჩამონათვალს ემატება „რეკომენდაცია“.
კერძოდ, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, კანონით დადგენილი წესით, სამართალდამცავი
ორგანოს თანამშრომელს რეკომენდაციის სახით მისცეს სამართლებრივი რჩევა, რომელიც არ
იქნება შესასრულებლა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი
ცვლილებების
თანახმად,
რეკომენდაციის
მიცემა
შესაძლებელი
იქნება
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე და არ იქნება შესასრულებლად სავალდებულო
ხასიათის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, რაც შეესაბამება სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების ამოქმედების ვადებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
კანონპროექტით ხორციელდება გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებების
გამიჯვნა. კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის გამომძიებლების და პროკურორების
რაოდენობრივი ზრდა. ამასთანავე, ცვლილებების შედეგად არსებითად არ იცვლება სამუშაო
დატვირთულობის მოცულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის
მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებით სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
3
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
არ ახდენს გავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
4
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
მიხეილ დაუშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
მიხეილ დაუშვილი
5