„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულსამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას
ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის
სასამართლოსთვის წარმდგენი გამომძიებლის საპროცესო ზედამხედველი პროკურორი
შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის
განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და
მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,
ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეზე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს (ზედამხედველ მოსამართლეს) და
აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.“;
2. მე-8 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი
მონაცემების
შეგროვებას
მოითხოვს,
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა ოპერატიულ-სამძებრო
ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების
განხორციელების ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე
შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიერ შეიძლება გაგრძელდეს 6
თვემდე.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის
მიერ, შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების
განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“;
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. საუწყებო კონტროლი
1
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები
ახორციელებენ კონტროლს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების
კანონიერებაზე, კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.“;
5. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
პროკურორი
ზედამხედველობს
ოპერატიულ-სამძებრო
ორგანოების
მიერ
განხორციელებული იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებას, რომელიც
ჩატარდა პროკურორის დავალებით, აგრეთვე, ამგვარი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისას
მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები და მასალები უკლებლივ უნდა
წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას, ასევე
ნებისმიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაზე - პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში,
გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიების
პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის გზით
საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად გამომძიებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და დამოუკიდებლად ჩატარებაზე
პასუხისმგებელი პირი. გამომძიებელი დამოუკიდებლად განსაზღვრავს გამოძიების
მიმართულებას,
ცალკეული
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების
ჩატარების
თანმიმდევრობასა
და
მიზანშეწონილობას.
მათ
შორის,
გამომძიებელს
ექნება
სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება იმ საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარებაზე განჩინების გაცემის მოთხოვნით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის
უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
შუამდგომლობით. პროკურორი გამოძიებაზე განახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას
მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებები, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან განსხვავებით, ადამიანის
უფლებების დაცვის სფეროში ჩარევის კუთხით ნაკლები ინტენსივობით ხასიათდება და
ძირითადად პრევენციულ მიზანს ემსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც
გამომძიებლის
დამოუკიდებლობის
ხარისხი
მნიშვნელოვნად
იზრდება
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების
ჩატარებისას,
ლოგიკურია
შესაბამისი
ორგანოებისთვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დამოუკიდებლად განხორციელების
უფლებამოსილების მინიჭება, სათანადო საუწყებო და სასამართლო კონტროლის, ასევე,
საპროკურორო ზედამხედველობის უზრუნველყოფის პირობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინამდებარე ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტიდან, რომლის თანახმადაც მკაფიოდ იმიჯნება გამოძიების პროცესში გამომძიებლისა
და პროკურორის უფლებამოსილებები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
განისაზღვრება
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების
განხორციელების
განსხვავებული რეგულაციები.
3
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ტერმონოლიგიური ცვლილება შედის კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტში,
სადაც პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობის ნაცვლად მიეთითება საპროცესო
ზედამხედველობაზე.
ასევე, იცვლება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადის გაგრძელების
რეგულაციები და შესაბამისი ცვლილებები შედის კანონის მე-8 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებში.
კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის დადგენილი ვადა,
პირველად შეიძლება გაგრძელდეს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული
დადგენილებით. აღნიშნული ვადის შემდგომი გაგრძელება დასაშვებია ოპერატიული
საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების
ხელმძღვანელის მოადგილის მიერ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, ოპერატიულსამძებრო ღონისძიების განხორციელების ზემოაღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიერ.
კანონის მე-19 მუხლი (საუწყებო კონტროლი) ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება,
რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები
ახორციელებენ კონტროლს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების
კანონიერებაზე, კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.
ახლებურად ყალიბდება საპროკურორო ზედამხედველობის მუხლი და აღნიშნული
ცვლილებიდან გამომდინარე ამოღებულ იქნა კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ,
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით
განისაზღვრება, რომ პროკურორი ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ
განხორციელებული იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებას, რომელიც
ჩატარდა პროკურორის დავალებით, აგრეთვე, ამგვარი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისას
მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას. ამასთან, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
ამსახველი დოკუმენტები და მასალები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს
საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას, ასევე ნებისმიერ ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებაზე - პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა „პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. აღნიშნული გამონაკლისი გულისხმობს შემდეგს: მონაცემები იმ პირზე,
რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს,
თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის
მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო
აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
4
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 იანვრიდან, რაც შეესაბამება სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების ამოქმედების ვადებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
5
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
არ ახდენს გავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
6
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
მიხეილ დაუშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
მიხეილ დაუშვილი
7