„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის
თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ
პოლიციელის ფიცი. პოლიციელის უფლება-მოვალეობები ენიჭება ასევე მინისტრის მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად დანიშნულ სტაჟიორ-პოლიციელს.“;
2. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
„მუხლი 371. სტაჟიორ-პოლიციელის მიღებისა და სტაჟირების გავლის წესი
1. პოლიციაში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორ-პოლიციელად კონკურსის წესით.
სტაჟიორ-პოლიციელს მინიჭებული აქვს პოლიციელის უფლება-მოვალეობები.
2. სტაჟიორ-პოლიციელს ენიშნება ხელმძღვანელი, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას უწევს
სტაჟიორ-პოლიციელის მიერ სტაჟირების გავლის პროცესს.
3. სტაჟირების საერთო ვადა არ აღემატება 1 წელს, რომელიც მოიცავს სტაჟიორ-პოლიციელის
მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის პერიოდსა და
ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების
პერიოდს.
4. სტაჟიორ-პოლიციელს უფლება აქვს:
ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ
დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს საპოლიციო, ოპერატიულსამძებრო, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და ღონისძიებები საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს პოლიციის მუშაობის
სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც
მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება.
5. სტაჟიორ-პოლიციელი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;
ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.
6. სტაჟიორ-პოლიციელად არ ინიშნება პირი, თუ არსებობს ამ კანონის 38-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლები.
1
7. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორ-პოლიციელი ინიშნება ვაკანტურ
თანამდებობაზე, თუ არ არსებობს ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე
გარემოება.
8. სტაჟიორ-პოლიციელის პოლიციაში მიღებისა და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.“;
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიების
პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის გზით
საგამოძიებო და საპროკურორო ხარისხის ეფექტიანობის გაზრდას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად გამომძიებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და დამოუკიდებლად ჩატარებაზე
პასუხისმგებელი პირი. გამომძიებელი დამოუკიდებლად განსაზღვრავს გამოძიების
მიმართულებას,
ცალკეული
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების
ჩატარების
თანმიმდევრობასა
და
მიზანშეწონილობას.
მათ
შორის,
გამომძიებელს
ექნება
სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება იმ საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარებაზე განჩინების გაცემის მოთხოვნით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის
უფლებების შეზღუდვა. პროკურორი იქნება გამოძიების საპროცესო ზედამხედველი და აღარ
განახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას. რეფორმის შედეგად გაიზრდება
გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხი და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც. აღნიშნულის
გათვალისწინებით, რეფორმის ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელია პოლიციაში
კვალიფიციური კადრების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიზნით პოლიციაში მიღების წესის
ცვლილება. საბოლოო ჯამში, აღნიშნული სისტემას საშუალებას მისცემს მოიზიდოს
კვალიფიციური კადრები და, ამავდროულად, იზრუნოს მოქმედი თანამშრომლების
კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინამდებარე ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტიდან, რომლის თანახმადაც ხდება გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და
პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა და, შესაბამისად, სრულყოფილი,
ყოველმხრივი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე გამომძიებლის პასუხისმგებლობის
გაზრდა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განისაზღვრება
სტაჟიორ-პოლიციელთა სამსახურში მიღების ზოგადი წესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
3
პროექტის თანახმად, პოლიციაში დაინერგება სტაჟირების გავლის წესი. შესაბამისად, კანონს
ემატება 371 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტაჟიორ-პოლიციელის პოლიციაში მიღებისა და
სტაჟირების გავლის ზოგად პირობებს, ხოლო, სტაჟიორ-პოლიციელის პოლიციაში მიღებისა და
სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
კერძოდ, 371 მუხლის მიხედვით, პოლიციაში პირი კონკურსის წესით შეიძლება მიღებულ იქნეს
სტაჟიორ-პოლიციელად. მას ენიჭება პოლიციელის უფლება-მოვალეობები, რომელთა
ჩამონათვალიც ასევე განისაზღვრება კანონით. სტაჟიორ-პოლიციელს განესაზღვრება
ხელმძღვანელი პირი, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას გაუწევს სტაჟიორ-პოლიციელის
მიერ სტაჟირების გავლის პროცესს. სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს,
რომელიც მოიცავს სტაჟიორ-პოლიციელის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის გავლის პერიოდსა და ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ სამსახურებრივი
საქმიანობის განხორციელების პერიოდს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პირი
ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე, თუ არ არსებობს კანონით დადგენილი სამსახურიდან
დათხოვნის საფუძვლები.
ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-4
მუხლის მე-3 პუნქტში არსებული პოლიციელის განმარტება. კერძოდ, ემატება, რომ
პოლიციელის უფლება-მოვალეობები ასევე მიენიჭება სტაჟიორ-პოლიციელს, რომელიც
ინიშნება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან. აღნიშნული ვადა მიზანშეწონილია, რათა
შესაბამის უწყებას მიეცეს სათანადო დრო სტაჟირების პროგრამის მოსამზადებლად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
4
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სავალდებულოდ ანაზღაურებადი სტაჟირების შემოღებას.
რაც შეეხება ლოგისტიკურ საკითხებს, ამჟამად უკვე არსებობს სტაჟირებისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
არ ახდენს გავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
5
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
მიხეილ დაუშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
მიხეილ დაუშვილი
6