„წყლის რესურსების მართვის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2021
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/86/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (4)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (5)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანა 1. ამ კანონის მიზანია ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას. 2. კანონის ამოცანაა ჩამოყალიბდეს წყლის რესურსების მდგრადი ინტეგრირებული მართვის სისტემა, რომელიც: ა) იცავს წყლის ხარისხს და გამორიცხავს მის შემდგომ გაუარესებას; ბ) იცავს და აუმჯობესებს წყლის რესურსების მდგომარეობას და წყალზე საჭიროებიდან გამომდინარე, წყლის ეკოსისტემებზე უშუალოდ დამოკიდებული ხმელეთისა და და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მდგომარეობას; გ) სამართლებრივ საფუძველს ქმნის წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით; დ) ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის სფეროში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებას; ე) უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დამაბინძურებელი ნივთიერებების წყლის ობიექტებში მოხვედრის ან/და ჩაშვების და წყლის დანაკარგების ეტაპობრივი შემცირების და თავიდან აცილების გზით; ვ) სამართლებრივ საფუძველს ქმნის მიწისქვეშა წყლების დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების განსაზღვრას, დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და შემდგომი დაბინძურებისგან დაცვას; ზ) იცავს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში. მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი ეს კანონი ადგენს წყლის რესურსების დაცვის და წყლის რესურსებით სარგებლობის ძირითად პრინციპებს, ასევე, არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის - წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში; ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს - წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით. მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო 1. ამ კანონის რეგულირების სფერო მოიცავს ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს და მათი დაცვით ზონებს. 2. მიწისქვეშა წყლების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონით. 4. ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს საზღვაო სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა ამ კანონით სანაპირო წყლებისთვის განსაზღვრული შემთხვევებისა. 5. იმ მდინარეების, ტბებისა და სანაპირო წყლების რეგულირების ერთიანი რეჟიმი, რომლებიც სცდება საქართველოს საზღვრებს (წყლის საერთაშორისო რესურსები), განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 6. ტრანსსასაზღვრო წყლების სააუზო უბნების, ტბებისა და სანაპირო წყლების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნაწილთან მიმართებით მოქმედებს ეს კანონი, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყლის რესურსების სარგებლობისას დაცული უნდა იქნას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყლის რესურსები – ზედაპირული წყლების (მათ შორის, წყლის ხელოვნური ობიექტების) და მიწისქვეშა წყლების ერთობლიობა; ბ) წყლის რესურსების მართვა - წყლის რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, მონიტორინგი და კონტროლი; გ) წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა - პროცესი, რომელიც ხელს უწყობს წყლის, მიწის და მათთან დაკავშირებული რესურსების კოორდინირებულ განვითარებას და მართვას ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის თანაბარი გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოსისტემების მდგრადობისთვის ზიანის მიუყენებლად; დ) ზედაპირული წყლები – შიდა წყლები (მიწისქვეშა წყლების გარდა), გარდამავალი წყლები, სანაპირო წყლები, ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; ე) შიდა წყლები – მდინარეები, ტბები, მყინვარები, ჭაობები, თოვლის მუდმივი საფარი, წყალსაცავები, არხებში და ტბორებში არსებული წყლები, ასევე, მიწისქვეშა წყლები; ვ) გარდამავალი წყლები – მდინარეთა ზღვის შესართავებთან ახლომდებარე ზედაპირული წყლები, რომლებიც ნაწილობრივ დამლაშებულია სანაპირო წყლების ზემოქმედების გამო, მაგრამ რომლებიც, ამავე დროს, არსებითად არიან გაჯერებული მტკნარი წყლებით; ზ) სანაპირო წყლები – ნაპირის ხაზიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებული წყლები; თ) მიწისქვეშა წყალი - დედამიწის ქერქის მდგომარეობაში არსებული წყალი, ამგებ რომელიც ქანებში თხევად, მყარ გავრცელებულია ფხვიერ, და აირად ფოროვან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე, კარსტულ სიცარიელეებში; ი) მდინარე - წყლის ნაკადი, რომელიც მუდმივად მიედინება მისსავე გამომუშავებულ კალაპოტში, იკვებება წყალშემკრები აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით და უერთდება ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს; კ) ტბა - ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შიდა ზედაპირული წყლის დამდგარი, შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი; ლ) წყალსარგებლობა - წყლის რესურსებით სარგებლობა სასმელი, საყოფაცხოვრებო, ეკონომიკური და სხვა საქმიანობისთვის, რომელიც გამოიხატება ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლის აღებაში, შეგროვებაში, გადამუშავებაში და/ან განაწილებაში, ტექნიკური საშუალებებით ან მათ გარეშე. ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვება; მ) წყალმოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) მდინარის აუზი – წყალგამყოფით შემოსაზღვრული ტერიტორია, საიდანაც მდინარის სისტემა იკრებს ჩამონადენ წყლებს. მდინარის აუზი შეიძლება შედგებოდეს მდინარის ქვეაუზებისგან; ო) მდინარის ქვეაუზი - მთავარი მდინარის აუზის ის ნაწილი, საიდანაც შენაკადი მდინარე იკრებს ზედაპირულ და ნიწისქვეშა წყლებს. შენაკადი მდინარეები ჰიდროგრაფიულად განირჩევა - პირველი რიგის (მთავარი მდინარის შენაკადი), მეორე რიგის (პიველი რიგის მდინარის შენაკადი) და ა.შ. შენაკადებად; პ) მდინარეების სააუზო უბანი - ერთზე მეტი მოსაზღვრე მდინარის აუზებისაგან, მათთან დაკავშირებულ მიწისქვეშა წყლებსა და სანაპირო წყლების გავრცელების ფართობებისგან შემდგარი ტერიტორიისა და აკვატორიის ერთობლიობა; ჟ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეული - მდინარის აუზი ან მდინარეების სააუზო უბანი (მათ ფარგლებში გავრცელებული და მათთან ასოცირებული მიწისქვეშა და სანაპირო წყლებით), რომელიც წარმოადგენს მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის მთავარ ერთეულს; რ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა - მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ინსტრუმენტი, ღონისძიებების გეგმა, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული მდინარის აუზის/სააუზო უბნის ტერიტორიაზე მდებარე წყლის ობიექტების და წყლის ობიექტების მიწის მართვა, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპების შესაბამისად; ს) ზედაპირული წყლის ობიექტი - ზედაპირული წყლის დამოუკიდებლად არსებული ელემენტი, როგორიცაა ტბა, წყალსაცავი, ჭაობი, ნაკადული, მდინარე, არხი, ან მათი ნაწილი, გარდამავალი წყალი ან სანაპირო წყალი; ტ) მიწისქვეშა წყლის ობიექტი - მიწისქვეშა წყლის გარკვეული/კონკრეტული მოცულობის შემცველი კომპლექსი, ჰორიზონტი ან მისი ნაწილი (წყალშემცველი შრე, ფენა, უბანი); უ) ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტი - ზედაპირული წყლის ობიექტი, რომელმაც ადამიანის ქმედებით გამოწვეული გავლენის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა თავისი ბიოლოგიური, ჰიდრო-მორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები; ფ) წყლის ხელოვნური ობიექტი - ადამიანის მიერ შექმნილი ზედაპირული წყლის ობიექტი; ქ) ზედაპირული წყლის სტატუსი – ზედაპირული წყლის ობიექტის მდგომარეობის ზოგადი გამოხატულება, რომელიც განისაზღვრება მისი რაოდენობრივი, ეკოლოგიური და ქიმიური მდგომარეობის საფუძველზე; ღ) მიწისქვეშა წყლის სტატუსი - მიწისქვეშა წყლის ობიექტის მდგომარეობის ზოგადი გამოხატულება, რომელიც განისაზღვრება მიწისქვეშა წყლის როგორც ხარისხობრივი, ასევე, რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით; ყ) ეკოლოგიური სტატუსი – ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული წყლის ეკოსისტემების სტრუქტურის და ფუნქციონირების ხარისხის გამოხატულება; შ) ჭაობი - ლანდშაფტის ნაწილი, დამახასითებელი გადაჭარბებული ტენიანი ზედაპირით, რომელიც ხასიათდება ბიომრავალფეროვნებით; ჭაობის შესწავლის, გამოყენებისა და დაცვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; ჩ) დაბინძურება – ადამიანის საქმიანობის შედეგად მყარი ან თხევადი ნივთიერებების ან ნებისმიერი რადიოაქტიურობა) ფორმის ენერგიის (სითბო, ხმაური, პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და ნიადაგში, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, წყლის ეკოსისტემებისთვის ან მიწის ეკოსისტემებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან წყლის ეკოსისტემებზე და იწვევს საკუთრებისთვის ზიანის მიყენებას ან რომელიც აზიანებს ან ხელს უშლის გარემოს მდგომარეობას ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის გარემოს გამოყენებას; ც) ჩაშვების (ემისიის) ზღვრული მნიშვნელობები – მასა, რომელიც გამოხატულია კონკრეტული სპეციფიკური პარამეტრის, კონცენტრაციის და/ან ჩაშვების ზღვრული მაჩვენებლით, რომლის გადაჭარბებაც არ არის დაშვებული ერთი რომელიმე კონკრეტული (ერთჯერადი) ან მეტი დროის (ხანგრძლივი) პერიოდის განმავლობაში. ჩაშვების ზღვრული მაჩვენებლები შეიძლება ასევე შემუშავდეს ნივთიერებათა ჯგუფების ან კატეგორიების მიმართ; ძ) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; წ) მინისტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ხ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი - საქართველოში მდებარე წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა; ჯ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა (წყლის ობიექტის მიწა) - მიწა, რომელიც დაკავებულია საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდში შემავალი წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის დაცვით ზონად (წყალდაცვითი ზოლი, სანიტარული დაცვის ზონა); ჰ) მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი - წყლის ნაკადის ოდენობა და ხარისხი, რომელიც საჭიროა გარკვეული გარემოსდაცვითი მიზნების დასაკმაყოფილებლად, ეკოსისტემების და კულტურული ღირებულებების (მაგ. ჩანჩქერების) დაცვის ჩათვლით; ჰ1) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა –სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას, ზედაპირული წყლის ობიექტიდან, განსაზღვრული ვადით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აიღოს გარკვეული რაოდენობის წყალი; ჰ2) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა - სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას, განსაზღვრული ვადით, განახორციელოს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟო, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტში, ამ წყლების შემადგენლობისთვის დადგენილი ნორმების დაცვით; ჰ3) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა - სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას, განსაზღვრული ვადით, განახორციელოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვება; ჰ4) ურბანული ჩამდინარე წყალი - დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი ან დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლისა და სამრეწველო ჩამდინარე წყლებთან ან/და ჩამონადენ წვიმის წყალთან ნარევი წყალი; ჰ5) ზემოქმედება - წყლის მდგომარეობის შეცვლა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობით; ჰ6) დამაბინძურებელი ნივთიერება - დაბინძურების გამომწვევი ნებისმიერი ნივთიერება. დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“; ჰ7) მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი სტატუსი - პირდაპირი ან ირიბი წყალაღებით მიწისქვეშა წყლის ობიექტზე გამოწვეული ზემოქმედების დონე; ჰ8) ევთროფიკაცია - წყლის ობიექტების გამდიდრება ბიოგენური ელემენტებით (აზოტი, ფოსფორი), რაც თავის მხრივ იწვევს წყალში გახსნილი ჟანგბადის შემცირებას და შესაბამისად, უარყოფით გავლენას ახდენს წყალქვეშა სიცოცხლეზე; ჰ9) ეკოლოგიური პოტენციალი - ძლიერ მოდიფიცირებული ან/და წყლის ხელოვნური ობიექტების მდგომარეობა (სტატუსი). ჰ10) დაცული ზონა - თითოეული მდინარის აუზის უბანზე მდებარე ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებენ საგანგებო დაცვას, მათი ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ან წყალთან უშუალოდ დაკავშირებული ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვისთვის. მათ შორის ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია წყალაღებისთვის, მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგების მიზნით, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის სახეობების დაცვისთვის, აგრეთვე, სარეკრეაციო ტერიტორია და ბიოგენური ნივთიერებების მიმართ მოწყვლადი ტერიტორია; ჰ11) წყალდიდობა - თოვლის დნობით ან/და ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარის წყლის დონის ხანგრძლივი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით; ჰ12) წყალდიდობის რისკი - დროის გარკვეულ პერიოდში შესაძლო წყალდიდობის მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხესთან, ეკონომიკურ ან/და სოციალურ ზიანთან ან/და ზარალთან; ჰ13) წყალმოვარდნა - მდინარის წყლის დონის უეცარი მოკლევადიანი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით; ჰ14) აგლომერაცია - ტერიტორია, სადაც მოსახლეობა და/ან ეკონომიკური საქმიანობები კონცენტრირებულია ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისთვის და გამწმენდ ნაგებობაში გადაცემისთვის, ან საბოლოო წერტილში ჩაშვებისთვის; ჰ15) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალარინების სისტემა; ჰ16) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები; ჰ17) ტრანსსასაზღვრო წყლები - ნებისმიერი ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომლებიც აღნიშნავენ, კვეთენ ან მდებარეობენ ორი ან მეტი სახელმწიფოს შორის საზღვრებზე; ჰ18) წყალმომარაგების სიტემა - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების სისტემა; ჰ19) წყალმომარაგება/წყალმომარაგების საქმიანობა – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების საქმიანობა; ჰ20) წყლის რესურსების გამოყენება - წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით მოხმარება, როგორც დახარჯვითი, ასევე დაუხარჯავი წყალსარგებლობის შემთხვევაში. მუხლი 5. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპები 1. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპებია: ა) წყლის რესურსების კომპლექსური დაცვა და მდგრადი გამოყენება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, წყალმოსარგებლეებთან თანამშრომლობის საფუძველზე; ბ) წყლის რესურსების რეგულირება მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის საშუალებით, მდინარეთა წყალშემკრები აუზების დონეზე. 2. წყლის რესურსებზე ზემოქმედების მქონე საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები, ხელისუფლების ორგანოები და სხვა საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ კანონისა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით. თავი II კომპეტენციები წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში მუხლი 6. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები 1. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: ა) სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მუნიციპალიტეტები; თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები. 2. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისთვის წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მდინარეთა სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; დ) სპეციალურ წყალსარგებლობაზე ნებართვების გაცემა; ე) წყლის დაცვისა და გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში; ვ) წყლის რესურსების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება; ზ) წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; თ) წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წყლის რესურსების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობაში დასამტკიცებლად წარდგენა; კ) მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ) მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) წყალდიდობების და წყალმოვარდნების საფრთხეების იდენტიფიცირების, შეფასების, რუკებზე დატანის, პროგნოზირების და ადრეული შეტყობინების სისტემების ორგანიზება; ნ) წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შემარბილებელი რეკომენდაციების მომზადება/შემუშავების ორგანიზება; ღონისძიებების შესახებ ო) ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; პ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მყოფი სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება; ჟ) ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის სტანდარტის შემუშავება; რ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების განსაზღვრა; ს) ჰიდრომელიორაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა; უ) სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ფ) ნიტრატების მიმართ მოწყვალდი ზონებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელება; ქ) ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის მონიტორინგის პროგრამებში ნიტრატების კონცენტრაციების განსაზღვრა ღ) წყალდაცვითი ზოლების იდენტიფიცირება და გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახვა; ყ) ყოველწლიურად წყლის ბალანსის შედგენა; შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) ცალკეულ წყლის ობიექტზე საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ რეკომენდაციის მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენა (აღნიშნული ინფორმაცია, ცნობის სახით, ასევე ეგზავნება სამინისტროს); გ) სასმელი წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის და საქმიანობის განხორციელების წესის შემუშავება. 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. 7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) წყალმომარაგების ტარიფების დადგენა და რეგულირება, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების ქსელში სასმელი წყლის გატარების საფასურის განსაზღვრა; გ) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების განსაზღვრა; დ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ე) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 8. მუნიციპალიტეტების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყალმომარაგებისა და ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ა.ბ) სასმელი წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება; ბ) მოსახლეობისათვის სასმელი წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობა; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა. 9. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III წყლის რესურსები, მისი სამართლებრივი სტატუსი, წყლის ობიექტები და მათი დაცვითი ზონები მუხლი 7. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი 1. საქართველოს წყლის ობიექტები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად. 2. ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწისქვეშა წყლებისა. 3. საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს. 4. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და წყლის ხელოვნური ობიექტები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; ბ) მიწისქვეშა წყლები; გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი; დ) ჭაობები; ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები; ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; ზ) გარდამავალი და სანაპირო წყლები. მუხლი 8. საკუთრების უფლება წყლის რესურსებზე 1. წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა. 2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები, რომელთა მართვაც ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და მათ საფუძველზე გამოცემული/მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან/და გამდინარე ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო წყალსარგებლობის წესით სარგებლობისა. მუხლი 9. წყლის ობიექტების იდენტიფიკაცია, საზღვრების დადგენა და გამიჯვნა 1. წყლის ობიექტები წარმოადგენენ წყლის რესურსების მართვის საბაზო ერთეულებს, რომელთა იდენტიფიკაციას და საზღვრების დადგენას, აგრეთვე მდინარის აუზის/სააუზო უბნის მახასიათებელთა ანალიზს ახორციელებს სამინისტრო. 2. წყლის ობიექტის იდენტიფიკაციის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს გეოგრაფიული აღწერილობა, ჰიდროლოგიური პარამეტრები, ეკოლოგიური სტატუსი, წყალსარგებლობის კატეგორია. 3. წყლის ობიექტების იდენტიფიკაცია და საზღვრების დადგენა ხორციელდება „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 10. წყლის ობიექტის მიწა 1. წყლის ობიექტის მიწად მიიჩნევა: ა) მიწა, რომელიც დაკავებულია წყლის ობიექტით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით; ბ) მიწა, რომელიც განსაზღვრულია წყლის ობიექტის დაცვით ზონად (წყალდაცვითი ზოლი, სანიტარული დაცვის ზონა). 2. წყლის ობიექტის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა (მათ შორის მაგისტრალური მილსადენების) მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, მოთხოვნილებების სამკურნალო, დაკმაყოფილებას, საკურორტო და სასოფლო-სამეურნეო, წყალზე სხვა საჭირო სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. 3. წყლის ობიექტის მიწა შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში (გარდა ბუნებრივი ტბის ფსკერისა, ასევე წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონის პირველი სარტყელისა („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით) და სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით. 4. წყლის ობიექტის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11. წყლის ობიექტის დაცვითი ზონა 1. წყლის ობიექტის დაცვით ზონას (წყალდაცვითი ზონა) განეკუთვნება: ა) წყალდაცვითი ზოლი – ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება წყლის ობიექტს და რომელზეც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი. წყალდაცვით ზოლებს, მათ შორის, მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების და შავი ზღვის სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლები; ბ) სანიტარული დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც განთავსებულია სასმელი წყლის აღების, სამკურნალო მინერალური წყლის, მიწისქვეშა ან ზედაპირული წყაროს (სასმელი წყალმომარაგების წყლის ობიექტები) ირგვლივ და რომელზეც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო (მათ შორის, საკურორტო-ბალნეოლოგიური) საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი. 2. წყლის ობიექტის წყალდაცვითი ზოლის საზღვრების დადგენის წესი, მათ შორის, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი, საქმიანობის განხორციელების პირობები და რეჟიმი განისაზღვრება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სასმელი წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს და საქმიანობის განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი IV წყალსარგებლობა მუხლი 12. წყალსარგებლობის ობიექტი და წყალსარგებლობის სახეები 1. წყალსარგებლობის ობიექტია ამ კანონით განსაზღვრული წყლის ობიექტები. 2. წყალსარგებლობა მოიცავს: ა) საერთო წყალსარგებლობას; ბ) სპეციალურ წყალსარგებლობას. მუხლი 13. წყალსარგებლობის ზოგადი პირობები წყალსარგებლობისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს დაბინძურებისაგან და დანაგვიანებისაგან საიმედოდ დაცული ზედაპირული ან/და მიწისქვეშა წყლები, რომელთა ხარისხი, ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს; ბ) სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოები, რომლებსაც წარმოექმნებათ დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლები და რომლებიც ექვემდებარებიან ამ კანონით გათვალისწინებულ, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების სანებართვო რეჟიმს, წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების დაბინძურებისგან დასაცავად, აღჭურვილი უნდა იყვნენ საწარმოს სპეციფიკის შესაბამისი, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებით (მოწყობილობებით); გ) ფიზიკური და იურიდიული პირები, საქონლის გადარეკვისას, ვალდებულნი არიან დაიცვან საქონლის გადასარეკ ტრასებზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები დაბინძურებისა და დაშრეტისგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები - დაზიანებისაგან; დ) წყალმოსარგებლე განხორციელებისას, უსაფრთხოების ვალდებულია, შესაბამისი ნორმებისა და კანონმდებლობით უფლებამოსილი არსებული განსაზღვრული ორგანოების ტექნიკური ფუნქციების წარმომადგენლები, რეგლამენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაუბრკოლებლად დაუშვას თავის ტერიტორიაზე და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ე) განსაკუთრებული მცირეწყლიანობის, წყლის ობიექტზე ავარიული სიტუაციის, ეპიდემიის ან/და ეპიზოტიის გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების, სამხედრო მოქმედებების დროს ან/და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე, სხვა წყალმოსარგებლეთა ინტერესების გამო; ვ) ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების აღკვეთის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ნიადაგის გატენიანება-განოყიერება განახორციელონ რწყვისა და ნიადაგებში შესატანი საკვები ნივთიერებების დასაშვები ნორმების დაცვით. ზედაპირული წყლის ობიექტებში ევთროფიკაციის განვითარების აღკვეთის მიზნით არ დაუშვან ორგანული ნივთიერებების მოხვედრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნიადაგების ეროზია. მუხლი 14. მოსახლეობის დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის განკუთვნილი წყლით 1. წყლის რესურსები სარგებლობაში პირველ რიგში გაიცემა მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 2. სხვა მიზნებისთვის წყალსარგებლობის პრიორიტეტები განისაზღვრება მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმებით. 3. საზოგადოების ინფორმირების მიზნით სამინისტრო შეიმუშავებს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმს და 3 (სამი) წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის თაობაზე. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხი განისაზღვრება „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით. მუხლი 15. საერთო წყალსარგებლობა 1. საერთო წყალსარგებლობა, ზედაპირული წყლებით ან/და მიწისქვეშა წყლებით ხორციელდება: ა) არაკომერციული მიზნით, მათ შორის, პირადი (სასმელი, საყოფაცხოვრებო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მსგავსი) მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენების გარეშე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება ან/და წყალდაცვით ზოლზე; ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით. 2. საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 3. საერთო წყალსარგებლობა უფასოა. 4. საერთო წყალსარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის. 5. მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობისას მუნიციპალიტეტები, ამ კანონის საფუძველზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად: ა) სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც ბანაობა აკრძალულია; ბ) სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც აკრძალულია წყლის აღება სასმელად ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, პირუტყვის დარწყულებისთვის ან/და თევზჭერისთვის. 6. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების დადგენისთანავე გამოაქვეყნონ, ან სხვა ფორმით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია საერთო წყალსარგებლობის შესაძლებლობისა და მისი შეზღუდვის პირობების შესახებ. მუხლი 16. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე 1. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება. წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ითვლება: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 25 (ოცდახუთი) მ3-ზე მეტი ოდენობით (გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება. 2. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე, ამ კანონის შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების საფუძველზე: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა. გ) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა. 3. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა მის მფლობელს ანიჭებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების უფლებას. 4. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვების გარეშე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული ზემოქმედების შეფასების გარემოსდაცვითი სფეროში გაცემული გადაწყვეტილებით, ან სხვა აღმჭურველი შესაბამისი გარემოზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ამ კანონით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე შესაბამისი აქტის გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ იცვლება საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგია ან/და ექსპლუატაციის პირობები. მუხლი 17. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები 1. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავის შესაბამისად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვას გასცემს: ა) სამინისტრო; ბ) მუნიციპალიტეტი (ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებზე); 3. ზედაპირული განცხადებას, წყლის ობიექტიდან „ლიცენზიებისა და წყალაღების ნებართვების ნებართვის შესახებ’’ მისაღებად წარსადგენ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, თან უნდა ერთვოდეს: ა) საქმიანობის მოკლე ტექნიკური (ტექნოლოგიური) დახასიათება; ბ) წყალსარგებლობის პარამეტრები; გ) წყალსარგებლობის სისტემის სქემატური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა, წყლის აღების წერტილების კოორდინატებისა და წყალსადინარების (ბუნებრივ ან ხელოვნურ კალაპოტებში რელიეფის დახრილობის მიხედვით გამდინარე წყლის ნაკადი (მდინარე, ნაკადული, ღელე, ხევი, არხი)) მოხაზულობის დატანით; ე) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი (ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური) დახასიათება. 4. ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, წარდგენილი უნდა იქნეს ჩამდინარე წყლებთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების (შემდგომში - ზდჩ-ის ნორმები) პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ თავებს: ა) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი (ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური) დახასიათება; ბ) მოკლე ცნობები წყალმოსარგებლის შესახებ (საწარმოს სიმძლავრე, ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულის და გამოშვებული პროდუქციის დახასიათება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.); გ) საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათება, ჩამდინარე წყლების წყაროების აღწერა ჩაშვების წერტილის GPS კოორდინატების (UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში) მითითებით, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები; დ) გამწმენდ ნაგებობათა სიმძლავრე და გაწმენდის პარამეტრები; ე) ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშება; ვ) ჩამდინარე წყლების ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებები; ზ) ზდჩ-ის ნორმების დაცვაზე კონტროლი (წყლის გამოყენებისა და ჩაშვების აღრიცხვის ხერხები, ჩამდინარე წყლის ხარისხის საკონტროლო პარამეტრები და სინჯების აღების პერიოდულობა); თ) ზდჩ-ის ნორმების დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებათა გეგმა. 5. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 6. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას მუნიციპალიტეტი გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყალაღებაც და წყალჩაშვებაც ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსს უკავშირდება. სხვა შემთხვევებში ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას გასცემს სამინისტრო. 7. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში. წყლის რესურსების სარგებლობაში გადაცემისას მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ნებართვის გაცემისას სამინისტრო ამოწმებს, მუნიციპალიტეტის მიერ ხომ არ იგეგმება წყალსარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებად და ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს. 8. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა შესაბამისი, მდინარეთა გარემოსდაცვითი აუზების/სააუზო ხარჯის უბნების გათვალისწინებით, მართვის მდინარეების გეგმებისა და მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 9. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით. მუხლი 18. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ: ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები; ბ) წყალსარგებლობით დაინტერესებული პირის მიერ წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; გ) წყალსარგებლობით (ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება) დაინტერესებულ პირს არ გააჩნია სათანადო მოწყობილობა (ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, დანადგარი), რომელიც უზრუნველყოფს წყლის დაბინძურების, დანაგვიანების ან მასზე სხვაგვარი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას. მუხლი 19. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. მუხლი 20. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 1. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, შესაბამისი მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმის გათვალისწინებით, გაიცემა: ა) საირიგაციო სისტემების წყალსარგებლობისთვის - არაუმეტეს 25 წლის ვადით; ბ) ჰიდროელექტროსადგურების და თბოელექტროსადგურების წყალსარგებლობისთვის არაუმეტეს 49 წლის ვადით (სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით); გ) მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგებისთვის - არაუმეტეს 30 წლის ვადით. თავი V წყლის რესურსების მართვის სისტემა მუხლი 21. წყლის რესურსების მართვის სისტემა 1. წყლის რესურსების მართვის სისტემა აერთიანებს წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობის დაგეგმვისა და მართვის მექანიზმებს ეროვნულ დონეზე და მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების დონეზე. 2. წყლის რესურსების მართვა ხორციელდება სააუზო მართვის პრინციპების შესაბამისად. მუხლი 22. მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების განსაზღვრა 1. მდინარეთა აუზები/სააუზო უბნები განისაზღვრება “მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით: ა) ნებისმიერი ზედაპირული წყლის ობიექტი, მიწისქვეშა და სანაპირო წყლები უნდა მიეკუთვნებოდეს მდინარეთა კონკრეტულ აუზს ან სააუზო უბანს; ბ) შესაძლებელია მდინარეთა აუზები, სხვა მდინარეთა აუზებთან ერთად, ერთ სააუზო უბნად განისაზღვროს და ამ მდინარეთა აუზების ძირითადი მდინარეების სახელწოდებებით იწოდებოდეს; გ) მდინარის აუზის ფარგლებში გავრცელებული მიწისქვეშა წყალი მიეკუთვნება აღნიშნულ აუზს; დ) თუ მიწისქვეშა წყლების მდებარეობა ზუსტად არ ემთხვევა მდინარის აუზის მდებარეობას, უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და ასოცირება ყველაზე ახლომდებარე ან ყველაზე შესაფერის აუზთან; ე) სანაპირო წყლების მიკუთვნება ხდება მათთან ყველაზე ახლომდებარე აუზთან. მუხლი 23. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი 1. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის საფუძველს, მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების დონეზე, წარმოადგენს მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმები. 2. მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმებს, სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმები მტკიცდება 6 წლით და მათი განახლება ხდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ. 4. მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურას ადგენს საქართველოს მთავრობა. მუხლი 24. მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავება 1. მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების პროექტების შემუშავებას და საჯარო განხილვის ჩატარებას ორგანიზებას უწევს სამინისტრო. 2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს: ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის ინტეგრირებული მართვის სააუზო ტერიტორიული ერთეულის მახასიათებლების ანალიზი; ბ) ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სტატუსზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზეწოლისა და ზემოქმედების აღწერა, მათ შორის, წერტილოვანი წყაროებიდან დაბინძურების შეფასება, დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შეფასება - მიწათსარგებლობის სქემის მოკლე აღწერის ჩათვლით), წყლის რაოდენობრივ სტატუსზე ზეწოლის შეფასება - წყლაღების შეფასების ჩათვლით, ადამიანის საქმიანობის სხვა ზემოქმედების ანალიზი წყლის სტატუსზე; გ) წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკების ზონების ჩამონათვალი და რისკების მართვის პროგრამა; დ) დაცული ზონების საზღვრების ამსახველი რუკა; ე) ეკოლოგიური სტატუსების დადგენის მიზნით შემუშავებული მონიტორინგის ქსელის რუკა, რომელიც ასევე უნდა ასახავდეს იმ მონიტორინგის პროგრამების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა სტატუსების დადგენა; ვ) ზედაპირული, მიწისქვეშა და დაცულ ზონებზე არსებული წყლის ობიექტებისათვის დადგენილი გარემოსდაცვითი მიზნების ჩამონათვალი, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიზნების დადგენის გამონაკლისების დაშვების შემთხვევებს და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას; ზ) წყალსარგებლობის ეკონომიკური ანალიზის მოკლე მიმოხილვა; თ) გარემოსდაცვით მიზნების მიღწევის მიზნით დადგენილი ღონისძიებათა პროგრამის მიმოხილვა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში შემუშავებული იმ სხვა პროგრამებისა და მართვის გეგმების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელთაც აქვთ გავლენა ან შესაძლოა ქონდეთ გავლენა სააუზო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ წყლის ობიექტზე; კ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების შესახებ და მათი შედეგების გეგმაში ასახვის შესახებ; ლ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ორგანოს და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ და საბაზისო დოკუმენტებისა და ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცედურა. 3. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების მოქმედებათა/ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ–ტექნიკური ასპექტები. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ცალკეული ელემენტების შემუშავების მეთოდოლოგიები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 25. საზოგადოების მონაწილეობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში 1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესი საჯაროა. საზოგადოებას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში. 2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, გეგმის პროექტი განხილული უნდა იქნეს ტერიტორიული პრინციპით შექმნილი სააუზო მართვის შესაბამისი საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის“ და „სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 3. სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოები წარმოადგენენ სამინისტროსთან არსებულ სათათბირო ორგანოებს, რომელთა მიზანია შესაბამისი სააუზო უბნის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით სახელმწიფო უწყებების და კერძო სუბიექტების თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 4. სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური ორგანოების (მათი ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) თანამშრომლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე სააუზო უბნის ტერიტორიაზე ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი წარმომადგენლები, კომპანიები, რომლებიც ჰიდროენერგოგენერაციის მნიშვნელოვან გავლენას კომპანიები ახდენენ წყლის და ა.შ) რესურსების მდგომარეობაზე, მსხვილი წყალმომხმარებლები, წყალმომხმარებელთა ასოციაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოების შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი. 6. სამინისტრო უზრუნველყოფს მდინარის აუზთან/სააუზო უბანთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას, მოსაზრებების მიღების მიზნით მისი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას. 7. სამინისტრო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს შემდეგი ინფრომაცია: ა.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შექმნისთვის, განახლებისთვის საჭირო განრიგი და სამუშაო პროგრამა, იმ საკითხების მითითებით, რომლებზეც გაიმართება საჯარო განხილვა; ა.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის წესი და მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტი. ბ) უზრუნველყოს: ბ.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებისას გამოყენებული ძირითადი დოკუმენტების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მოთხოვნის საფუძველზე); ბ.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის მოწყობა. 8. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო უზრუნველყოფს ჩატარებას, გეგმის საბჭო(ები)ს პროექტისთვის „გარემოსდაცვითი მიერ განხილვის სტრატეგიული შეფასების კოდექსის“ შემდეგ გარემოსდაცვითი III თავის სამინისტრო შეფასების (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) შესაბამისად. 9. ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის განახლებულ გეგმაზეც. მუხლი 26. წყლის ობიექტების კლასიფიკაცია 1. წყლის ობიექტების კლასიფიკაცია წარმოებს მათი ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით. 2. ზედაპირული წყლის ობიექტების კლასიფიკაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს წყლის რაოდენობრივი, ჰიდრობიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური, ხოლო მიწისქვეშა წყლის ობიექტებისთვის რაოდენობრივი და ფიზიკურ-ქიმიური - გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური, წყლის და ხარისხობრივი მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები განსაზღვრავს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სტატუსს. 3. ხელოვნური და ძლიერ მოდიფიცირებული ზედაპირული წყლის ობიექტების დიფერენციაცია წარმოებს მათთან ყველაზე მეტად დაახლოებული ზედაპირული წყლების მახასიათებლებიდან გამომდინარე. 4. ეკოლოგიური სტატუსიდან გამომდინარე (რომელსაც განსაზღვრავს წყლის ობიექტების ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები), ზედაპირული წყლის ობიექტები კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) მაღალი; ბ) კარგი; გ) დამაკმაყოფილებელი (საშუალო); დ) ცუდი; ე) ძალიან ცუდი. 5. ქიმიური სტატუსიდან გამომდინარე, ზედაპირული წყლის ობიექტები კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) კარგი; ბ) ცუდი. 6. მიწისქვეშა წყლის სტატუსიდან გამომდინარე, მიწისქვეშა წყლები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ა) კარგი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; ბ) ცუდი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; გ) კარგი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; დ) ცუდი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი. 7. ძლიერ მოდიფიცირებული ან/და წყლის ხელოვნური ობიექტები, ეკოლოგიური პოტენციალის მიხედვით, კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ა) მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; ბ) კარგი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; გ) დამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; დ) ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; ე) ძალიან ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე. 8. წყლის ობიექტების კლასიფიკაციის კრიტერიუმები განისაზღვრება „წყლის ობიექტების ეკოლოგიური სტატუსისა და ეკოლოგიური პოტენციალის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 9. ყველა ტიპის ზედაპირული წყლის ობიექტებისთვის განისაზღვრება ტიპური ფონური ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და ბიოლოგიური პირობები, რომლებიც შეესაბამება მაღალი ეკოლოგიური სტატუსის, ან ძლიერ მოდიფიცირებული ან/და წყლის ხელოვნური ობიექტების შემთხვევაში - მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ამავე ტიპის წყლის ობიექტების შესაბამის მაჩვენებლებს, რაც წარმოადგენს წყლის ხარისხის სტანდარტის დადგენის საფუძველს. მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ზედაპირული წყლების ფონური მაჩვენებლების გადახედვა წარმოებს ყოველ 6 წელიწადში. 10. ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტი არის კონკრეტული დამბინძურებლის ან/და დამბინძურებელთა ჯგუფის ზღვრული კონცენტრაცია წყალში ან ნალექში, რომლის გადამეტება დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. 11. ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტები განისაზღვრება „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 27. ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები 1. თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის საშუალო, ცუდი ან ძალიან ცუდი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყლის ობიექტი განიცდის ძლიერ ანთროპოგენურ ზემოქმედებას, ან მისი ბუნებრივი მდგომარეობა იმგვარია, რომ შეუძლებელია წყლის კარგი სტატუსის მიღწევა, ან მოითხოვს არაადექვატურ დანახარჯს. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ნაკლებად მკაცრი გარემოსდაცვითი მიზნების დასახვა და წყლის სტატუსის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება. 2. თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი „წყლის კარგი სტატუსი”, „კარგი ეკოლოგიური სტატუსის” და „კარგი ქიმიური სტატუსის” ჩათვლით, ხოლო ძლიერ მოდიფიცირებულ ან/და წყლის ხელოვნური ობიექტებისთვის - „კარგი ეკოლოგიური პოტენციალი” და ”კარგი ქიმიური სტატუსი”. 3. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის ცუდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები. 4. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსი. მუხლი 28. წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები 1. წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები მოიცავენ: ა) დაბინძურების თანმიმდევრულ შემცირებას და ზედაპირულ წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების შეწყვეტის ღონისძიებებს; ბ) წყლის ობიექტების მიერ მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის ღონისძიებებს; გ) მაღალი სტატუსის ზედაპირული წყლებისა და მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ძლიერ სახეშეცვლილი ან წყლის ხელოვნური ობიექტების წყლის სტატუსის შენარჩუნების ღონისძიებებს; დ) მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში წყლის სტატუსის შენარჩუნების, ხოლო რიგ შემთხვევებში, მისი მაღალ ეკოლოგიურ სტატუსამდე შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებებს; ე) ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ზრდის ნებისმიერი მნიშვნელოვანი და მდგრადი ტენდენციის აღკვეთის სპეციალურ ღონისძიებებს; ვ) მიწისქვეშა წყლები კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსის შენარჩუნების ღონისძიებებს; ზ) არსებული წყლის დაცვის მოთხოვნათა განხორციელების ღონისძიებებს; თ) წყლის ეფექტიანი გამოყენების ღონისძიებებს; ი) სასმელი წყლის ხარისხის დაცვის ღონისძიებებს; კ) დაბინძურების წერტილოვანი და დიფუზური წყაროების კონტროლის ღონისძიებებს; ლ) სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მნიშვნელოვანი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისაკენ. 2. კონკრეტული წყლის ობიექტისთვის რამდენიმე შესაძლო მიზნობრივი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევაში იგეგმება მათ შორის უპირატესი მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის ღონისძიებები. თავი VI წყლის რესურსების დაცვა და აღდგენა მუხლი 29. წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები 1. წყლის რესურსების დაცვისა და მათი უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით, აკრძალულია: ა) ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვება, თუ არ არის დაცული ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობები; ბ) ნარჩენების განთავსება ან/და დამარხვა წყლის ობიექტებში და მათი დაცვის ზონებში; გ) წყალსაცავის ავსება, ვიდრე არ განხორციელდება მისი ქვაბურის მოსამზადებლად გათვალისწინებული ღონისძიებები; დ) მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ამოღება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის დასაშვებზე დაბლა დაწევა ან/და წყლის ობიექტის დაშრეტა (მიწისქვეშა წყლების ამოღება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ობიექტის ბალანსის დარღვევა); ე) მდინარეებიდან წყლის ამოღება, ჰიდროტექნიკური და საწარმოო ობიექტების მშენებლობა/ექსპლუატაცია, სარწყავი სისტემების მოწყობა/ექსპლუატაცია და სხვა მიზნით წყალაღება მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გათვალისწინების გარეშე; ვ) წყლის დანაგვიანება ან/და დაბინძურება ზეთის, მერქნის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების, შხამქიმიკატების და სხვა პროდუქტების დანაკარგებით წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან; ზ) ხე-ტყის დაცურება; თ) ისეთი საქმიანობა, რამაც შესაძლოა დააზიანოს წყალამღები ნაგებობა, გააუარესოს წყლის ხარისხი ან/და შეამციროს წყლის დებიტი; ი) წყალსარგებლობა სანიტარული დაცვის ზონების გათვალისწინების გარეშე. მუხლი 30. მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდასთან დაკავშირებით 1. ურბანული ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ნორმები და ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მყოფი სენსიტიური არეალების განსაზღვრის კრიტერიუმები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“. 2. ურბანული ჩამდინარე წყლების წყალარინების სისტემებში და გამწმენდ ნაგებობებში შემავალი საწარმოო ჩამდინარე წყლების ხარისხი, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ პირობებს და იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც: ა) საფრთხეს არ უქმნის აღნიშნული სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობების მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობას; ბ) არ იწვევს აღნიშნული სისტემების, გამწმენდი ნაგებობების და შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანებას; გ) უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების შეუფერხებელ მუშაობას, გაწმენდის ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვას და ნალექის გაუვნებელყოფას; დ) უზრუნველყოფს ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დაცვას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები არ არის დაცული, აუცილებელია საწარმოო ჩამდინარე წყლების შესაბამისი წინასწარი გაწმენდა. 4. ურბანული ჩამდინარე წყლების წყალარინების სისტემებში ჩაშვების ტექნიკური პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი VII წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების კონტროლი მუხლი 31. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები 1. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი); ბ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგოში - სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო); გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგოში - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო; ე) მუნიციპალიტეტები. 2. დეპარტამენტი ახორციელებს: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვების პირობების შესრულების კონტროლს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; გ) წყლის რესურსების დაბინძურების ან/და დანაგვიანების ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. 3. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს და სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას. 4. სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს. 5. სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ნახშირწყალბადების შემცველი ფლუიდიდან სეპარირებული წყლის განკარგვას და კონტროლს. 6. მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებით სარგებლობის კონტროლს. თავი VIII წყლის რესურსების მონიტორინგისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა მუხლი 32. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა 1. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ჰიდროქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენულ) ურთიერთქმედების, აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების, საშიში და კატასტროფული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება, რისკფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება. 2. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა მოიცავს მონიტორინგის ერთიან ეროვნულ ქსელს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ჰიდროლოგიური, ჰიდროქიმიური, ჰიდრობიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის პროგრამები. 3. წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სსიპ- გარემოს ეროვნული სააგენტო). რომელიც დაინტერესებული მხარეების მოთხოვნით, უზრუნველყოფს მათთვის დაკვირვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების მიწოდებას. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად ავრცელებს ჰიდროლოგიურ პროგნოზებს და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ. ასევე, საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებს, რეგულარულად აწვდის ინფორმაციას წყლის ობიექტების დაბინძურების ხარისხის შესახებ. 4. წყლის სახელმწიფო მონიტორინგის გეგმას ყოველწლიურად შეიმუშავებს სსიპ -გარემოს ეროვნული სააგენტო და ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 33. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა 1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება: ა) წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 (ერთი) მ3-ზე მეტი მოცულობის წყლის აღება, ან/და ბ) წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება. 2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სამინისტრო. 3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით. 4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი და პირობები დგინდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. აღრიცხვას ასევე ქვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილები, „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. თავი IX წყალდიდობების რისკების მართვა მუხლი 34. წყალდიდობების რისკების მართვა 1. სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, ყოველ 6 (ექვსი) წელიწადში ერთხელ, ახორციელებს წყალდიდობების რისკების წინასწარ შეფასებას ყველა მდინარის სააუზო უბნისთვის და განსაზღვრავს არეალებს, სადაც წყალდიდობების პოტენციური მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. 2. სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო ამზადებს წყალდიდობების საფრთხეების რუკებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში: სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) - წყალდიდობების რისკების რუკებს ყველა არეალისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც წყალდიდობების პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის არეალი. ეს რუკები განსაზღვრავენ ზონებს წყალდიდობის საშუალო ალბათობით (სულ მცირე, ერთი მოვლენა 100 წელიწადში), მცირე და მაღალი ალბათობის შემთხვევებს. მდინარეთა აუზების იმ ზონებში, რომლებიც აღნიშნულია როგორც წყალდიდობის რისკის ზონები, აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკური საქმიანობის და გარემოს დაზიანების პოტენციური რისკი. 3. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმები მზადდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. წყალდიდობების რისკის მართვის გეგმებში ძირითადი ყურადღება ეთმობა წყალდიდობის პრევენციის, მისგან დაცვისა და მზადყოფნის საკითხებს, მათ შორის, წყალდიდობების პროგნოზსა და ადრეული შეტყობინების სისტემებს. წყალდიდობების რისკის მართვის გეგმები უნდა აისახოს მდინარეთა სააუზო მართვის გეგმებში. 4. სსდ - საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები შეიმუშავებენ წყალდიდობების რისკის მართვის გეგმებს. წყალდიდობების რისკის მართვის გეგმები მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სახელმწიფო უწყებების ფუნქციები და კომპეტენციები წყალდიდობებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების, რეაგირების, პრევენციის და ადრეულ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საკითხში განისაზღვრება კანონმდებლობით. თავი X წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური მექანიზმები მუხლი 35. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები 1. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები ეფუძნება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული „ფასიანი ბუნებათსარგებლობის” პრინციპს. 2. „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპის განხორციელებისთვის, წყალსარგებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და წყლის რესურსების სარგებლობის ხარჯები გათვალისწინებული იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დადგენისას. 3. სპეციალური წყალსარგებლობის ფორმით ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების შემთხვევაში წყალმოსარგებლე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის იხდის მოსაკრებელს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის ოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მდგრად მართვას და შესაბამისად, გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებას. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლებზე, რომელთაც გააჩნიათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თავი XI პასუხისმგებლობა წყლის კანონმდებლობის დარღვევისათვის მუხლი 36. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის 1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისგან. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ამ კანონის დარღვევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XII გარდამავალი დებულებანი მუხლი 37. კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება: ა) 2023 წლის 31 დეკემბრამდე: ა.ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“; ა.ბ) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე”; ა.გ) „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“; ა.დ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“; ა.ე) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი”; ა.ვ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“. ა.ზ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“; ა.თ) „სასმელი წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“; ა.ი) „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“; ა.კ) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“; ა.ლ) ტექნიკური რეგლამენტი „დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების შესახებ“. ა.მ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა: ა) 2023 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) „სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის“ დამტკიცება; ა.ბ) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა; ა.გ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება; ა.დ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; ა.ე) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება; ა.ვ) „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ დამტკიცება; ა.ზ) „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ დამტკიცება. ბ) 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ბ.ა) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; ბ.ბ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მყოფი სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება. 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2024 წლის 1 იანვრამდე, უზრუნველყოს: ა) ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების აღწერა; ბ) კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად. მუხლი 38. გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მფლობელი პირების მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება 1. პირები, რომლებზეც გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში, ამ კანონით გათვალისწინებული, სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებამდე, გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გარემოზე ზემოქმედების ნებართვა/გარემოსდაცვითი ნებართვა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა/სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება) და ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალურ წყალსარგებლობას, ვალდებული არიან აიღონ შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით გათვალისწინებული, სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში - 2025 წლის 1 იანვრამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს უნდა მიმართონ 2024 წლის 1 ივლისამდე. მუხლი 39. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებულ ტექნიკურ რეგლამენტებთან/ტექნიკურ პირობებთან და წყალჩაშვების განმახორციელებელ პირებთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება 1. პირები, რომლებსაც „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებული აქვთ ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები და ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებენ, ვალდებული არიან შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა აიღონ ამ კანონით გათვალისწინებული, სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში - 2025 წლის 1 იანვრამდე. 2. პირები, რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომლებიც ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალურ წყალსარგებლობას (ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება) წყალსარგებლობის ახორციელებენ, ნებართვა აიღონ ვალდებული არიან შესაბამისი სპეციალური ამ გათვალისწინებული, სპეციალურ კანონით წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში - 2025 წლის 1 იანვრამდე. 3. ამ მუხლის პირველი-მეორე პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს უნდა მიმართონ 2024 წლის 1 სექტემბრამდე. მუხლი 40. სამელიორაციო დამშრობი სისტემების მომსახურე სუბიექტების და ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მიერ ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება 1. სამელიორაციო დამშრობი სისტემებით ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვებისთვის ნაგებობების ან/და ტექნიკური საშუალებების მოწყობის საჭიროება განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს/პირების მიერ, სამელიორაციო დამშრობი სისტემის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული ანალიზების შედეგების საფუძველზე მომზადებული დასკვნით. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა) მოქმედება არსებულ ცენტრალიზებული (საკანალიზაციო) სისტემებზე გავრცელდეს 2028 წლის 1 იანვრიდან. თავი XIII დასკვნითი დებულებანი წყალარინების მუხლი 41. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, #44, 11.11.1997, გვ.123). 2. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს მიღებამდე/გამოცემამდე, კანონის საფუძველზე ან ძალადაკარგულად მათ შესაბამისი სამართლებრივი გამოცხადებამდე, თუ აქტების ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს. მუხლი 42. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16-20-ე მუხლების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და 35-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის: ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი, მე-16-20-ე მუხლები (გარდა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტისა) და 35-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან; ბ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულია 1997 წელს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონში, მისი მიღების შემდეგ, არაერთი ცვლილება შევიდა, იგი არ ეფუძნება წყლის რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მდგრად მართვას. ამასთან ერთად, წყლის რესურსების მართვის არსებული სამართლებრივი სისტემა არის ფრაგმენტირებული (გაბნეული სხვადასხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში) და არაეფექტური. აღნიშნული არაეფექტური სამართლებრივი სისტემის გამო ქვეყანაში არ ხდება წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და მდგრადი მართვა. შედეგად, საქართველოში შეინიშნება კარგი ხარისხის წყალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა (არასაკმარისობა), ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების არამდგრადი გამოყენება, წყლის ობიექტების დაბინძურება დაუმუშავებელი მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლებით და სხვ. გარდა კანონმდებლობის ნაკლოვანებებისა, პრობლემაა ასევე წყლის რესურსების ინსტიტუციურ/მმართველობითი ხარვეზები, წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის არარსებობა, წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მექანიზმების არქონა, წყლის რესურსების მართვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა/გაუმართაობა, წყლის რესურსების მართვის სუსტი ეკონომიკური მექანიზმები და ა.შ. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მომზადების მიზეზია ასევე „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმება (შემდგომში „ასოცირების შეთანხმება“), რომლის 306-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ამ შეთანხმების XXVI დანართში (გარემოს დაცვა) მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშრისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან). კერძოდ, აღნიშნული კანონის პროექტის მომზადება მოხდა ევროკავშირის 5 სამართლებრივი აქტის შესაბამისად: 2000 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/60/EC დირექტივა წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ; 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/60/EC დირექტივა წყალდიდობის რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ; 1991 წლის 21 მაისის საბჭოს 91/271/EEC დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ; 1998 წლის 3 ნოემბრის საბჭოს 98/83/EC დირექტივა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ და 1991 წლის 12 დეკემბრის საბჭოს 91/676/EEC დირექტივა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისაგან წყლების დაცვის შესახებ. კანონით დადგინდება წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპები, სისტემა და სტანდარტები, რის საფუძველზეც, შემდგომ მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე სამართლებრივი ბაზის შექმნა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ „ასოცირების შეთანხმებით“ გათვალისწინებული ევროდირექტივებით მოწესრიგებული საკითხები საკანონმდებლო რეგულირების სფეროს განეკუთვნება, მათი ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომლითაც შეიქმნება ევროპული კანონმდებლობის შესაბამისი, წყლის რესურსების მართვის ძირითადი საკანონმდებლო საფუძვლები. კანონით განისაზღვრება წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპები, ახალი სისტემა, სტანდარტები, რის საფუძველზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება და წყლის რესურსების მართვის სრული სამართლებრივი ბაზის შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, „წყლის ჩარჩო დირექტივის“ და წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი სხვა ევროდირექტივების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა. შედეგად: მოხდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი/ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა - მდინარეთა სააუზო მართვა; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დაგეგმვა/განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მონაწილეობა; ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები; შეიქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემა; ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით მოხდება ყველა წყლის ობიექტის კლასიფიკაცია; ზედაპირული წყლის ობიექტებისთვის მაჩვენებლები; შემუშავდება წყლის დადგინდება ხარისხის წყლის გაუმჯობესების სტატუსის მიზნობრივი პროგრამები; მოხდება ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების განსაზღვრა; გაიზრდება კარგი ხარისხის წყალზე ხელმისაწვდომობა, წყლის ობიქტების ხარისხის დაცვა/გაუმჯობესება; მოწესრიგდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლით დაბინძურების საკითხი; ამოქმედდება წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური მექანიზმები; დადგინდება ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდასთან დაკავშირებული მოთხოვნები; შეიქმნება წყლის რესურსებით სარგებლობის სრულყოფილი მონიტორინგის სისტემა; შეიქმნება წყლის რესურსების მართვის სფეროში მონაცემთა ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემა; ჩამოყალიბდება წყალდიდობების რისკების მართვის სისტემა და ა.შ. მთლიანობაში, წყლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სფეროში ე.წ. „კოლექტიური პასუხისმგებლობის” პრინციპის შეცვლას „ინდივიდუალური პასუხისმგებლობის” პრინციპით და აგრეთვე, მოსახლეობისა და სხვა წყალმომხმარებელთა სათანადო ხარისხის წყლითა და წყლის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის გზით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების ოპტიმალური თანაფარდობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების სამართლებრივი საფუძვლების განმტკიცებას. გარდა ამისა, კანონის მიღება უზრუნველყოფს საქართველოში წყლის რესურსების დაცვის/მდგრადი გამოყენების და შესაბამისად, გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით მიუღებელი და რესურსტევადი ტექნოლოგიების შემდგომ გამოყენების შეზღუდვას და შესაბამისად, შექმნის სამართლებრივ ბარიერს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსოფლიოს მრავალი განვითარებადი ქვეყნის ხვედრი - გახდეს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მიუღებელი მეთოდებით მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ნედლეულის წყარო. თუ მხედველობაში მივიღებთ მსოფლიო საზოგადოებრიობისა და ევროკავშირის მიერ აღიარებულ მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ათასწლეულის გამოწვევის მიზნების (მათ შორის, წყლის რესურსებთან დაკავშირებული მიზნების) პრიორიტეტულობას, წყლის სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ხელს შეუწყობს წყალთან/წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული დარგების განვითარებას და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით – საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან შემდგომ ინტეგრაციას. საბოლოოდ: კანონპროექტის მიღებით ქვეყანაში ჩამოყალიბდება ძირითადი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც: - არ დაუშვებს წყლის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას, წყლის ეკოსისტემების სტატუსს და წყალზე დაიცავს და გააუმჯობესებს საჭიროებიდან გამომდინარე, წყლის ეკოსისტემებზე უშუალოდ დამოკიდებული, ხმელეთის ეკოსისტემებისა და ჭარბტენიანი ადგილების მდგომარეობას; - ხელს შეუწყობს წყლის მდგრად გამოყენებას, ხელმისაწვდომი რესურსების ხანგრძლივი დაცვის საფუძველზე; - უზრუნველყოფს წყლის რესურსების ინტენსიურ დაცვას და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას - პრიორიტეტული დამაბინძურებელი დანაკარგების ეტაპობრივი შემცირებისა და პრიორიტეტული სახიფათო ნივთიერებების ჩაშვების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გზით; ნივთიერებების ჩაშვების და - უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და დაიცავს მას შემდგომი დაბინძურებისაგან; - დაადგენს წყლის რესურსების დაცვის და წყლის რესურსებით სარგებლობის ძირითად პრინციპებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგებს აღნიშნულ სფეროში არსებული სამართლებრივ ურთიერთობებს. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ადგენს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ საფუძვლებს, ამასთან, კანონის საფუძველზე მოხდება მრავალი კანონქვემდებარე აქტის გამოცემა, რომლებითაც დეტალურად მოწესრიგდება კანონით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, მათ შორის, სააუზო მართვის გეგმების სტრუქტურასთან, შინაარსთან და მის შედგენასთან, წყლის მდგომარეობის სტატუსთან დაკავშირებულ და მრავალი სხვა საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება XIII თავისაგან და 42 მუხლისგან. I თავში (პირველი-მე-4 მუხლები) ასახულია კანონპროექტის ზოგადი დებულებები (კანონპროექტის მიზანი, ამოცანა, რეგულირების საგანი, რეგულირების სფერო, კანონპროექტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპები). კერძოდ, კანონის რეგულირების სფეროდ განისაზღვრება ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი წყლები და მათი დაცვითი ზონები. ამასთან, აქვე განისაზღვრება ის საკითხები, რომლებიც სხვა სპეციალური კანონმდებლობით რეგულირდება (მაგ: მიწისქვეშა წყლების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში შედის, საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” კანონით რეგულირდება, საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონით, წყლის საერთაშორისო რესურსების რეგულირების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა/შეთანხმებებით და ა.შ.) II თავში (მუხლი 6) განსაზღვრულია წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობის სფეროში სხვადასხვა უწყებების და მუნიციპალიტეტების კომპეტენციები. III თავი (მე-7-მე-11 მუხლები) შეიცავს წყლის რესურსების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ, ასევე, წყლის ობიექტების და მათი დაცვის ზონების მარეგულირებელ ნორმებს. განისაზღვრება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს მიკუთვნებული წყლები და წყლის რესურსების საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მე-7 მუხლით განისაზღვრება საქართველოს წყლების ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად დაყოფის საკითხი. აქვე დგინდება წყლის სახელმწიფო ფონდს მიკუთვნებული წყლების/წყლის ობიექტების ჩამონათვალი. მე-8 მუხლი ეხება წყლის რესურსების საკუთრების საკითხებს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა. ამასთან, გათვალისწინებულია ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის შესაძლებლობაც (აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების განსაზღვრა მოხდება ცალკე საკანონმდებლო აქტით). მე-9 მუხლი ეხება წყლის ობიექტების იდენტიფიკაციის, საზღვრების დადგენისა და მათი გამიჯვნის საკითხებს. ამ მუხლით დგინდება წყლის ობიექტის იდენტიფიკაციის ძირითადი მახასიათებლები (გეოგრაფიული აღწერილობა, ჰიდროლოგიური პარამეტრები, ეკოლოგიური სტატუსი, წყალსარგებლობის კატეგორია), მათ იდენტიფიცირებაზე და საზღვრების დადგენაზე უფლებამოსილი ორგანო (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში - „სამინისტრო“)) და იდენტიფიციისა და საზღვრების დადგენის წესი (აღნიშნული წესი დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით). მე-10 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა მიეკუთვნება წყლის ობიექტის მიწას, ასევე, არეგულირებს აღნიშნული მიწის გამოყენების საკითხებს. აქვე განისაზღვრება წყლის ობიექტის მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის საკითხი. მე-11 მუხლით აწესრიგებს წყლის ობიექტის დაცვით ზონასთან (წყალდაცვითი ზონა, სანიტარიული ზონა) და აღნიშნულ ზონებში დაშვებულ საქმიანობებთან (სპეციალურ რეჟიმი) დაკავშირებულ ძირითად საკითხებს. დამატებითი საკითხები, ამ კანონპროქეტის საფუძველზე, მოწესრიგდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტებით. IV თავში (მე-12-მე-20 მუხლები) მოცემულია წყალსარგებლობასთან დაკავშირებული დებულებები. კერძოდ, მე-12 მუხლი განსაზღვრავს წყალსარგებლობის ობიექტებს და წყალსარგებლობის სახეებს (საერთო წყალსარგებლობა; სპეციალური წყალსარგებლობა). მე-13 მუხლით განისაზღვრება წყალსარგებლობის ზოგადი პრინციპები და წყალმოსარგებლეთა ზოგადი ვალდებულებები. მე-14 მუხლით დადგენილია წყლის რესურსების სარგებლობაში გაცემის პრიორიტეტი - მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილება. ამასთან, სხვა მიზნებისთვის წყალსარგებლობის პრიორიტეტების დადგენა მოხდება მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების განისაზღვრება „სამინისტროს“ შესაბამისი მართვის გეგმებით. აქვე ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების მექანიზმს და 3 - ჩამოაყალიბოს საზოგადოებისთვის წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ანგარიში ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის თაობაზე. მე-15 მუხლში განმარტებულია საერთო წყალსარგებლობა და წყალსარგებლობას განეკუთვნება ზედაპირული მისი ფარგლები. წყლებით კერძოდ, საერთო ან/და მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა: ა) არაკომერციული მიზნით (მათ შორის, პირადი (სასმელი, საყოფაცხოვრებო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მსგავსი) მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად), ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენების გარეშე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება ან/და წყალდაცვით ზოლზე; ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით. კანონპროექტის მიხედვით, საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება ნებართვის გარეშე და იგი უფასოა. ამასთან, საერთო წყალსარგებლობა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის. ამავე მუხლის განისაზღვრება მუნიციპალიტეტების და შესაბამისი უწყებების უფლებამოსილებები/ვალდებულებები ბანაობისთვის, სასმელად, პირუტყვის დარწყულებისთვის და თევზჭერისთვის აკრძალული ადგილების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მე-16 მუხლში განმარტებულია, თუ რას წარმოადგენს სპეციალური წყალსარგებლობა - სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება. აქვე განისაზღვრება, რომ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ითვლება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 25 მ3-ზე მეტი ოდენობით და ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება. აქვე აღსანიშნავია, რომ წყლის მდგომარეობაზე არსებითი გავლენის განმსაზღვრელ კრიტერიუმად დღე-ღამეში 25 მ3 წყალაღების დადგენისას გათვალისწინებული იქნა როგორც ე.წ „წყლის ჩარჩო დირექტივა“ (დირექტივით რეგულირებას ექვემდებარება სასმელი წყლის წყალაღება 10 მ3/დღ და მეტი ოდენობით), ასევე, სხვა ქვეყნების მიდგომაც ზედაპირულ წყალაღებაზე ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით (მაგ: ინგლისში ნებართვა საჭიროა დღე-ღამეში 20 მ3 ან მეტ წყალაღებაზე, ესტონეთში - დღე-ღამეში 30 მ3/დღ და მეტ წყალაღებაზე. ონტარიოს პროვინციაში (კანადა) – დღე-ღამეში 50 მ3 წყალაღებაზე). სპეციალური წყალსარგებლობა ექვემდებარება სანებართვო რეჟიმს. კანონპროექტი ითვალისწინებს ნებართვის 3 სახეს (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა). მე-17 მუხლით დგინდება სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გამცემი ორგანო (ნებართვის გამცემი ორგანოა სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებზე - მუნიციპალიტეტი), ნებართვის გაცემის წესი, წარმოსადგენი დოკუმენტაცია, ნებართვის გაცემის პირობები და პროცედურა და სხვ. მე-18 მუხლით განისაზღვრება წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მე-19 მუხლი ეხება ნებართვის გაცემაზე უარი თქმის გასაჩივრების საკითხს, ხოლო მე-20 მუხლით განისაზღვრება ნებართვის მოქმედების ვადა (ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების ზოგადი ვადაა 5 წელი, ამასთან, სპეციფიური ობიექტებისთვის/საქმიანობებისთვის დგინდება წყალსარგებლობის ნებართვების მოქმედების განსხვავებული ვადები (მაგ: საირიგაციო სისტემების წყალსარგებლობისთვის არაუმეტეს 25 წელი, ჰესების და თბოელექტროსადგურების წყალსარგებლობისთვის არაუმეტეს 49 წელი (სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით), მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგებისთვის - არაუმეტეს 30 წელი). V თავი (21-ე-28-ე მუხლები) ეხება წყლის რესურსების მართვის სისტემას და მასში დარეგულირებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების განსაზღვრის პრინციპები და წესი, წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი, მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავებაზე (სამინისტრო) და დამტკიცებაზე (მთავრობა) უფლებამოსილი სუბიექტები, მართვის გეგმების მოქმედების ვადა (6 წელი), მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა, სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები, გეგმების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გარანტიები და მონაწილეობის წესი, მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემადგენელი ელემენტები, წყლის ობიექტების კლასიფიკაცია, კლასიფიკაციის კრიტერიუმები, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები, წყლის ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესების ღონისძიებების პროგრამების მარეგულირებელი ნორმები და ა.შ. VI თავი (29-ე-30 მუხლები) ეხება წყლის რესურსების დაცვისა და აღდგენის საკითხებს. კერძოდ, 29-ე მუხლით განისაზღვრება წყლის რესურსების დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები (აკრძალული ქმედებები/საქმიანობები), ხოლო 30-ე მუხლში განსაზღვრულია ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდასთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები. VII თავი (31-ე მუხლი) ეხება წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების კონტროლს. კერძოდ, განისაზღვრება წყლის რესურსების დაცვასა და გამოყენებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები, მათი კომპეტენციები და კონტროლის ფარგლები. VIII თავში (32-ე-33-ე მუხლები) დარეგულირებულია წყლის რესურსების მონიტორიგისა და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის საკითხები. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა იქნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ჰიდროქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიანი სისტემა, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან ურთიერთქმედების, მდინარის აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების, საშიში და კატასტროფული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება. წყლის სახელმწიფო მონიტორინგს განახორციელებს სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო. რაც შეეხება წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას - აღნიშნულ აღრიცხვას განახორციელებს სამინისტრო და მას დაექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება (ა) წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 (ერთი) მ3-ზე მეტი მოცულობის წყლის აღება, ან/და (ბ) წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება. გარდა ამისა, ასევე მოხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილების აღრიცხვაც. IX თავი (34-ე მუხლი) ადგენს წყალდიდობების რისკების მართვის მექანიზმებს, წყალდიდობების საფრთხის რუკების და წყალდიდობების რისკების რუკების შემუშავების წესს, განსაზღვრავს მათ შინაარსს, მოქმედების ვადას, აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა უწყებების კომპეტენციებს და ა.შ. X თავი (35-ე მუხლი) არეგულირებს წყლის რესურსების მართვის ეკონომიკურ მექანიზმებს. კერძოდ, დგინდება, რომ ზოგადი „ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპიდან“ გამომდინარე, სპეციალური წყალსარგებლობისთვის (წყალაღება) პირები გადაიხდიან შესაბამის მოსაკრებელს (აღნიშნული ნორმის ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლიდან). XI თავში (36-ე მუხლი) მოცემულია ამ კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები. XII თავი (37-ე-მე-40 მუხლები) შეიცავს გარდამავალ დებულებებს და განსაზღვრავს კანონქვემდებარე აქტებს (შესაბამისად, ამ აქტების გამოცემაზე/მიღებაზე პასუხისმგებელ უწყებებს), რომლებიც ამ კანონის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ასევე შეიცავს გარდამავალ რეგულაციებს, რაც დაკავშირებულია წყალმოსარგებლეების მიერ კანონიდან გამომდინარე გარკვეული ვალდებულებების შესრულების წესებთან, ვადებთან და პროცედურასთან. კერძოდ, დგინდება, რომ პირები, რომლებიც მოქმედი უფლებააღმჭურველი აქტების (შეთანხმებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული ნებართვები/გადაწყვეტილებები და ა.შ.) საფუძველზე ახორციელებენ წყალსარგებლობას, ვალდებული არიან ამ კანონით განსაზღვრული, სანებართვო რეჟიმის ამოქმედებიდან (2024 წლის 1 იანვარი) 1 წლის განმავლობაში (2025 წლის 1 იანვრამდე) აიღონ შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა. ამასთან, იმისთვის, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს გეგმაზომიერად, არ გამოიწვიოს ნებართვის გამცემი ორგანოების გადატვირთვა და კანონით დადგენილ ვადაში შეუფერხებლად მოხდეს ნებართვების გაცემა, გათვალისწინებულია მიმართვის შესაბამისი ვადები. სხვადასხვა წყალმოსარგებლეებისთვის XIII თავში (41-ე-4-2 მუხლები) მოცემულია კანონის დასკვნითი დებულებები, კერძოდ, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ნორმატიული აქტები, კანონის ამოქმედების ვადები (კანონპროექტით გათვალისწინებლია კანონის გარკვეული ნორმების ეტაპობრივი ამოქმედება). კანონპროექტის ეტაპობრივ ამოქმედებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები: 1. კანონის ძირითადი ნაწილი, გარდა ზოგიერთი ნორმისა, ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან. 2. კანონპროექტის ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტი - მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები, მიღებული/დამტკიცებული უნდა იქნეს 2024 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული პერიოდი - კანონის ამოქმედებიდან საუზო მართვის გეგმების დამტკიცებამდე, საჭირო იქნება წყლის რესურსების არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ინფორმაციის შესაკრებად და დასამუშავებლად, შესასრულებელი მიზნების/მიზნობრივი მაჩვენებლების დასახვისათვის და საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდი ასევე საჭიროა სააუზო მართვის საკონსულტაციო-სათათბირო საბჭოების ფორმირებისთვის, გეგმის მომზადების ყველა ეტაპზე საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების ჩართვისთვის და ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების გაძლიერებისთვის, რომლებმაც სააუზო მართვის ორგანოების ფუნქციას შეასრულებენ და პრაქტიკულად უნდა უზრუნველყონ სააუზო მართვის გეგმების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ა.შ. აქვე აღსანიშნავია, რომ სააუზო მართვის გეგმებმა უნდა მოიცვან 6-წლიანი ციკლი და შესაბამისად, ამ გეგმების მიერ დასახული წყლის ხარისხის გაუმჯობესების (წყლის კარგი /სტატუსის მიღწევის) ან შენარჩუნების და სხვა თანამდევი მიზნები საქართველოში მიღწეული უნდა იქნეს 2028-29 წლებისთვის. 3. კანონპროექტითა და საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულია ზედაპირული წყლებიდან წყალაღებასა და ზედაპირულ წყლებში წყალჩაშვებაზე უფლებააღმჭურველი (სანებართვო) რეჟიმის შემოღება 2024 წლის 1 იანვრიდან. გარდამავალი პერიოდი საჭიროა შესაბამისი კანონქვემდებარე დაქვემდებარებული სამართლებრივი ობიექტების ბაზის მოსამზადებლად, იდენტიფიცირებისთვის, ახალ ნებართვას რეგულაციებთან ადაპტაციისთვის წყალმოსარგებლეებისთვის შესაბამისი დროის მიცემისთვის და სანებართვო რეჟიმზე გადასასვლელად სხვა მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად. 4. ბუნებრივი დაკაშირებით, რესურსებით (წყლის რესურსები) რომელიც სპეციალური სარგებლობისთვის წყალსარგებლობისას მოსაკრებელთან უნდა გადაიხადოს წყალმოსარგებლემ, აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებაც ასევე ამოქმედდება 2024 წლიდან. ეს პერიოდი (კანონის ამოქმედებიდან მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ძალაში შესვლამდე) საჭიროა, ერთი მხრივ - წყალმოსარგებლეებისთვის საკმარისი დროის მისაცემად იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობა დაგეგმონ (არსებული საქმიანობა მიუსადაგონ) წყლის რესურსების მართვის სფეროში დადგენილ ახალ რეგულაციებს/მოსაკრებლებს და მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეკონომიკის სხვადასხვა წყალმომხმარებელი სექტორის მიხედვით, ჩატარდეს შესაბამისი ეკონომიკური ანალიზი იმისთვის, რომ დადგინდეს წყალაღების მოსაკრებლის ოდენობის ოპტიმალური და ადეკვატური ოდენობა, საქართველოს პირობების გათვალისწინებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტის მომზადება ეხმიანება 2021-2024 წწ. სამთავრობო პროგრამას („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“), რომლის 2.12 ქვეთავის (გარემოს დაცვა) მიხედვით, ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმებს შემდეგი მიმართულებებით: გარემოსდაცვითი სტანდარტების დაახლოება ევროპულ მოთხოვნებთან, გარემოს დაცვის მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაფართოება. ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის N1124 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის (2017-2021 წწ.) მე-3 პუნქტის (წყლის რესურსების მართვა) მიხედვით, პროგრამის ერთ-ერთი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და წყლის ეკოსისტემებისათვის ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტების, აგრეთვე, სანაპირო წყლების მდგომარეობის კარგი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების უზრუნველყოფა, რის მისაღწევადაც პროგრამით დასახული ამოცანებია: წყლის რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა; წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან წყლის რესურსების დაბინძურების შემცირება და წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; წყლის რესურსების ხარისხისა და რაოდენობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების სრულყოფა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ამავე პროგრამის სამოქმედო გეგმით, სხვა ქმედებებთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია "წყლის რესურსების მართვის შესახებ" ახალი კანონის მიღება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია ეტაპობრივად. კერძოდ, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან. სპეციალური წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმის (მე-16-20 მუხლები) და სპეციალური წყალსარგებლობისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების (35-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები) ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, 2030 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება კანონის ის ნორმები, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება უკავშირდება გარკვეულ ხარჯებს როგორც კანონის ამოქმედების წლიდან (2023 წლის 1 იანვარი), ასევე, შესაბამისად, კანონის ამოქმედების მომდევნო წლებშიც, როცა კანონით გათვალისწინებული სააუზო მართვის სისტემის დანერგვისთვის, წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, სპეციალური წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმის ამოქმედებისთვის (2024 წ.) და წყალსარგებლობის სფეროში ინსპექტირების პროცესის დანერგვისთვის, აუცილებელი იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ინსტიტუტიციური გაძლიერებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში გარკვეული თანხების გათვალისწინება(განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტი) ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება, კანონის შესაბამისი ნორმების (წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმი, სანებართვო მოსაკრებლები) ძალაში შესვლის თარიღების მიხედვით, ეტაპობრივად, გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლებზე. კერძოდ, 2024 წლიდან ამოქმედდება სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმი, შესაბამისად, ნებართვის მაძიებლებს მოუწევთ ნებართვების აღება და სანებართვო მოსაკრებლის (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა - 100 ლარი; ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა - 100 ლარი; ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა - 200 ლარი) გადახდა, რაც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, გავლენის ოდენობა დანოკიდებული იქნება წყალსარგებლობის ნებართვის აღებით დაინტერესებული პირების რაოდენობაზე. ასევე, კანონპროექტის საშემოსავლო მიღება გავლენას მოახდენს ნაწილზეც, სარგებლობისათვის ვინაიდან მოსაკრებელი, ბუნებრივი მუნიციპალიტეტების რესურსებით აკუმულირდება ბიუჯეტების (წყლის რესურსები) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. შესაბამისად, 2024 წლიდან, როცა ამოქმედდება წყალაღებაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის პროპორციულად, გაიზრდება გადახდის ვალდებულება, მუნიციპალიტეტების ამ მოსაკრებლის ბიუჯეტების გადახდის შემოსავლები. აქვე აღსანიშნავია, რომ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით წყალსარგებლობისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული წყლის ობიექტის ზღვის აუზისადმი (კასპიის ზღვის აუზი; შავი ზღვის აუზი; შავი ზღვის წყალი) კუთვნილების და აღებული წყლის მოცულობის მიხედვით და შეადგენს შესაბამისად, 0.01, 0,005 და 0.003 ლარს. აღნიშნულის მიხედვით, არსებული მოსაკრებლის ოდენობიდან გამომდინარე, ქვეყანაში 2021 წლისთვის არსებული სპეციალურ წყალმოსარგებლეთა დაახლოებითი რაოდენობის გათვალისწინებით, წყალაღების მოსაკრებლით მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა, ჯამში, სავარაუდოდ, შეიძლება შეადგინოს დაახლოებით 5 000 000 ლარი. თუმცა, აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ ეს გათვლები აღებულია კანონში დღეს არსებული მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით, რომლებიც „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია კანონის მიღებისას - 2004 წელს. მომავალში იგეგმება აღნიშნული მოსაკრებლის გამოაგარიშების მეთოდოლოგიის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადახედვა. აღნიშნული მეთოდოლოგიის შემუშავება მოხდება ევროპელი ექსპერტების მიერ, ევროპული გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით და შესაბამისად, საქართველოს პირობების გათვალისწინებით, ადეკვატური დადგინდება ოდენობა. წყალსარგებლობისთვის თითოეული მუნიციპალიტეტის გადასახდელი მოსაკრებლის ბიუჯეტის შემოსავლები დამოკიდებული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მფლობელების მიერ განხორციელებული წყალაღების მოცულობებზე. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გარკვეული გავლენა ასევე შესაძლოა ქონდეს წყლის ობიექტის მიწების გასხვისებასაც (აქვე აღსანიშნავია, რომ ამ მიწების გასხვისება დაშვებულია მოქმედი კანონითაც, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით), თუმცა, ამ კუთხით გავლენის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ერთი მხრივ, ამ მიწებზე დადგენილ შეზღუდვებზე და მეორე მხრივ - მიწების მიმართ კერძო პირების ინტერესების რაოდენობაზე და აღნიშნული მიწების გაყიდვის საბოლოო ფასზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედებიდან და შემდგომ წლებში, სააუზო მართვის სისტემის დანერგვისთვის სავალდებულო ინსტიტუციური ცვლილებების გატარებისთვის, ასევე, წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებისთვის, წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვისთვის და წყალსარგებლობაზე ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესებისთვის, საჭირო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების/სამსახურების გაძლიერება, რაც დაკავშირებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული ხარჯების გამოყოფასთან. კერძოდ: - კანონის ამოქმედებისთანავე, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში საჭირო იქნება 5 თანამშრომლის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები) დამატება (თანამდებობრივი სარგო - 1600 ლარი) ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების გაცემის, წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის და მასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად. - კანონის ამოქმედებისთანავე, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საჭირო იქნება გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპატამენტის ადამიანური რესურსებით/შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გაძლიერება (ბიუჯეტი, 2023 წელს - 2 050 900 ლარი) (ცხრილი 1). ცხრილი 1 სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო 1. გარემოს დაბინძურების დეპარტამენტი: 2023 წელი ა) შრომის ანაზღაურება (144 000 ლარი) თანამდებობა თანამშრომლების რაოდენობა (10) თანამშრომლის ერთი თვის სარგო წამყვანი სპეციალისტი (თბილისი) 5 (1 ჰიდრობიოლოგი (ლაბორატორია) 4 - საველე სამუშაოები წამყვანი სპეციალისტი (ქუთაისის ლაბორატორია) წამყვანი სპეციალისტი (ბათუმის ლაბორატორია) სულ, წლიური შრომის ანაზღაურება სულ თანამდებობრივი სარგო წელიწადაში 1200 სულ თანამდებობრივი სარგო თვეში 6 000 2 1200 2400 28 800 3 1200 3600 43 200 12000 144 000 10 72 000 ბ) ავტომანქანები, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი, საკანცელარიო საქონელი, ხელსაწყოები, მივლინებები, სხვა ხარჯები (657 105 ლარი) დასახელება რაოდენობა მაღალი გამავლობის ავტომანქანა 4 (2 - თბილისი, 1 ბათუმი, 1 - ქუთაისი) საქონლის ღირებულება. კომპლექტი/ერთე ული სულ საქონლის ღირებულება 80 000 320 000 შენიშვნა 6 000 ავტომანქანების დაზღვევა საწვავი 36 000 ტექმომსახურები ს, რემონტისა და მოვლა - შენახვის კომპიუტერული ტექნიკა 10 ნოუთბუქი საოფისე ავეჯი (კარადები, მაგიდები, სავარძელები, ტუმბოები, სკამები) კომუნიკაცია (ინტერნეტი, მობილური) საკანცელარიო საქონელი ხელსაწყოები (პირველი დღის აპარატები) 4 000 2100 21 000 10 კომბინრებული პრინტერი (6-6 ერთეული თბილისი, 2-2ბათუმი, 2-2 ქუთაისი) 1400 14 000 10 თანამშრომელი 1200 12 000 10 თანამშრომელზე 210 2 100 70 700 16000 112 000 10 თანამშრომელზე 7 კომპლექტი (3 - თბილისი, 2 - ბათუმი, 2 - ქუთაისი) GPS 10 ცალი 2000 20 000 უნიფრომა 10 ცალი 1350 13 500 სამივლინებო ხარჯი 50 000 სოციალური უზრუნველყოფა 5 000 სულ, სხვა ხარჯები 616 300 სულ, გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის ხარჯების ჯამი 2023 წ: 760 300 ლარი გარემოს დაბინძურების დეპარტამენტი (2024 წელი და შემდგომ, ყოველწლიურად) ა) შრომის ანაზღაურება 144 000 ლარი; თანამშრომლების რაოდენობა - 10 ბ) ავტომანქანები, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი, საკანცელარიო საქონელი, ხელსაწყოები, მივლინებები, სხვა ხარჯები (103 800 ლარი) დასახელება რაოდენობა საქონლის ღირებულება. კომპლექტი/ერთე სულ საქონლის ღირებულება შენიშვნა ული 6 000 ავტომანქანების დაზღვევა საწვავი 36 000 ტექმომსახურები ს, რემონტისა და მოვლა - შენახვის კომუნიკაცია 10 (ინტერნეტი, თანამშრომელზე მობილური) საკანცელარიო 10 საქონელი თანამშრომელზე სამივლინებო ხარჯი 4 000 210 2 100 70 700 50 000 სოციალური უზრუნველყოფა 5 000 სულ, სხვა ხარჯები 103 800 სულ, გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის ხარჯების ჯამი (2024 წელი და შემდგომ ყოველწლიურად): 247 800 ლარი 2. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი: 2023 წელი ა) შრომის ანაზღაურება (369 600 ლარი): თანამდებობა ჰიდროლოგი თანამშრომლ ების რაოდენობა (24) თანამშრომლის ერთი თვის სარგო 4 სულ თანამდებობრივი სარგო თვეში სულ თანამდებობრივი სარგო წელიწადაში 1700 6800 81 600 2 1200 2400 28 800 3 1200 3600 43 200 4 1200 4800 57 600 3 1200 3600 43 200 4 1400 5600 67 200 (ცენტრალური აპარატი) ჰიდროლოგი (სამცხეჯავახეთის ობსერვატორია) ჰიდროლოგი (აჭარის ობსერვატორია) ჰიდროლოგი (კოლხეთის ობსერვატორია) ჰიდროლოგი (ქართლ-კახეთის ობსერვატორია) სტაციონარული ჰიდროლოგიური საგუშაგოს დამკვირვებელი სტაციონარული ჰიდროლოგიური საგუშაგოს დამკვირვებელი სულ, წლიური შრომის ანაზღაურება 4 1000 24 4000 48 000 30 800 369 600 ბ) ავტომანქანები, კომპიუტერული ტექნიკა, ხელსაწყოები, აღჭურვილობა (921 000 ლარი) დასახელება წყლის ხარჯის მზომი ტრიალა წყლის ხარჯის მზომი ჰიდრომეტრულ ი ეკიპირება სტაციონალური ჰიდროლოგიურ ი საგუშაგოს მოწყობა ავტომანქანების დაზღვევა საწვავი ტექმომსახურებ ის, რემონტისა და მოვლა შენახვის კომუნიკაცია (ინტერნეტი, მობილური) საკანცელარიო საქონელი სამივლინებო ხარჯი სოციალური უზრუნველყოფა სულ, სხვა ხარჯები რაოდენობა საქონლის ღირებულება. კომპლექტი/ერთეული სულ საქონლის ღირებულება 1 1 150 000 150 000 60 000 60 000 10 1000 10 000 4 150 000 600 000 5 000 40 000 6 000 4 000 1 000 40 000 5 000 921 000 სულ, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხარჯების ჯამი 2023 წ: 1 290 600 ლარი შენიშვნა ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი: 2024 წელი ა) შრომის ანაზღაურება (369 600 ლარი), თანამშრომლების რაოდენობა - 24 ბ) ავტომანქანები, კომპიუტერული ტექნიკა, ხელსაწყოები, აღჭურვილობა (769 000 ლარი) სულ საქონლის ღირებულება 1 საქონლის ღირებულება. კომპლექტი/ერთეული 150 000 1 60 000 60 000 8 1000 8 000 3 150 000 450 000 დასახელება რაოდენობა წყლის ხარჯის მზომი ტრიალა წყლის ხარჯის მზომი ჰიდრომეტრულ ი ეკიპირება სტაციონალური ჰიდროლოგიურ ი საგუშაგოს მოწყობა ავტომანქანების დაზღვევა საწვავი ტექმომსახურებ ის, რემონტისა და მოვლა შენახვის კომუნიკაცია (ინტერნეტი, მობილური) საკანცელარიო საქონელი სამივლინებო ხარჯი სოციალური უზრუნველყოფა სულ, სხვა ხარჯები 150 000 5 000 40 000 6 000 4 000 1 000 40 000 5 000 769 000 სულ, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხარჯების ჯამი 2024 წ: 1 138 600 ლარი ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი (2025 წელი და შემდგომ, ყოველწლიურად) ა) შრომის ანაზღაურება (369 600 ლარი), თანამშრომლების რაოდენობა 24 შენიშვნა ბ) ავტომანქანები, კომპიუტერული ტექნიკა, ხელსაწყოები, აღჭურვილობა (101 000 ლარი) დასახელება რაოდენობა საქონლის ღირებულება. კომპლექტი/ერთეული სულ საქონლის ღირებულება შენიშვნა 5 000 ავტომანქანების დაზღვევა საწვავი 40 000 ტექმომსახურებ ის, რემონტისა და მოვლა შენახვის კომუნიკაცია (ინტერნეტი, მობილური) საკანცელარიო საქონელი სამივლინებო ხარჯი სოციალური უზრუნველყოფა 6 000 4 000 1 000 40 000 5 000 101 000 სულ, სხვა ხარჯები სულ, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხარჯების ჯამი (2025 წელი და შემდგომ, ყოველწლიურად): 470 600 ლარი სულ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხარჯების 2023 წლის ჯამი: 2 050 900 ლარი სულ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხარჯების 2024 წლის ჯამი: 1 386 400 ლარი სულ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხარჯების 2025 წლის და მომდევნო წლების ჯამი: 718 400 ლარი - სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედების შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან, წყალსარგებლობის ინსპექტირების პროცესის (მათ შორის, სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი) უზრუნველსაყოფად, დამატებით დაჭირდება 17 ახალი თანამშრომელი. ასევე, საჭირო იქნება მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა (ბიუჯეტი: 2024 წ. - 1,064,070.0 ლარი, 2025 წ. და შემდგომი წლები, ყოველწლიურად - 561,000 ლარი) (ცხრილი 2) ცხრილი 2 სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინსპექტირების 17 თანამშრომლის ბიუჯეტი, 12 თვე შრომის ანაზღაურება დასახელება ცენტრალური აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ინსპექტორი) რეგიონების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ინსპექტორი) ჯამი დასახელება ავტომანქანების შეძენა უნიფორმის შესყიდვა ინსპექტორების აღჭურვილობა საოფისე კომპიუტერები, პრინტერები და სხვა საოფისე ავეჯი სხვა საოფისე საქონელი თანამშრომლის ერთი თვის სარგო სულ თანამშრომელზე ერთი თვე სულ თანამშრომელზე 12 თვე 3 1,600.0 4,800.0 57,600.0 14 1,100.0 15,400.0 184,800.0 თანამშრომლების რაოდენობა 242,400.0 17.0 უნიფორმების, აღჭურვილობის და სხვა საჭირო ინვენტარის ხარჯი საქონლის თანამშრომლების/ სულ საქონლის ღირებულება ჯგუფების კომპლექტი ღირებულება /ცალი რაოდენობა 8 50,000.0 400,000.0 17 17 850.0 3,100.0 14,450.0 52,700.0 17 1,500.0 25,500.0 17 17 500.0 100.0 8,500.0 1,700.0 შენიშვნა 502,850.0 ჯამი მომსახურების ხარჯი წლის განმვლობაში დასახელება თანამშრომლ ების რაოდენობა ერთ თანამშრომელზე ხარჯი ერთი თვის სულ ხარჯი ხარჯი 12 თვე 10,000.0 მივლინება ავტომანქანების საწვავის და ტექმომსახურების ხარჯი 17 8 1,350.0 10,800.0 129,600.0 კავშირგაბმულობა ფიჭური 17 10.0 170.0 2,040.0 ავტომობილების დაზღვევის ხარჯი 8 230.0 1,840.0 22,080.0 პერსონალის დაზღვევის ხარჯი ექსპერტიზის და ლაბორატორიული 17 25.0 425.0 5,100.0 150,000.0 კვლევების ხარჯები 318,820.0 1,064,070 .0 ჯამი სულ ჯამი რიცხოვნობა შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება არაფინანსური სხვა ხარჯები სულ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხარჯები 17.0 242,400.0 316,290.0 478,200.0 27,180.0 1,064,070.0 რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ სხვა ქმედებებს (წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ელექტრონული სისტემის შექმნა, წყალმომხმარებელთა ინფორმირება, მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავება, საჯარო განხილვების მოწყობა, სგშ-ს პროცედურის ჩატარება, კანონით გათვალისწინებული ნორმატიული/ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადება და სხვ.), ისინი სამინისტროს მიერ განხორციელება არსებული ადამიანური და მატერიალურ/ტექნიკური რესურსებით. კანონპროექტს არ ექნება გავლენა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, მუნიციპალიტეტები თავიანთ უფლებამოსილებებს განახორციელებენ საკუთარი, არსებული რესურსების ფარგლებში. მუნიციპალიტეტების კომპენტენციებთან დაკავშირებით აქვე აღსანიშნავია, რომ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებიდან ძირითადი ნაწილი წარმოადგენს მათთვის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და „წყლის შესახებ“ მოქმედი კანონით უკვე განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, ნაწილი გულისხმობს მათ მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამა/პროექტის/გეგმის მომზადებაში და ა.შ., რაც არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. რაც შეეხება ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვას, პირველყოვლისა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით (მე-16 მუხლი), ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, წყლის რესურსები) მართვა, მუნიციპალიტეტების კანონპროექტით საკუთარ უფლებემოსილებას გათვალისწინებულია წარმოადგენს. მუნიციპალიტეტებს წარმოდგენილი მიერ ადგილობრივი მნიშვცნელობის წყლის რესურსების მართვის დაწყება 2030 წლიდან (2030 წლამდე უნდა მოხდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების განსაზღვრა,რაც შესაბამისად, დაკავშირებული იქნება გარკვეულ ხარჯებთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებით, რისთვისაც შესაძლებელია ასევე მიმართული იქნეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის (სპეციალური წყალსარგებლობის მოსაკრებელი) გადახდის შედეგად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიმართული თანხები (აღნიშნული მოსაკრებელის ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლიდან). რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა უწყებებს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო), აღნიშნული უწყებები, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს (აქვე აღსანიშნავია, რომ კომპეტენციების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ამ უწყებებისთვის მოქმედი კანონმდებლობით უკვე განსაზღვრულ კომპეტენციებს და კანონპროექტით ხდება ამ კომპეტენციების აღნიშვნა ან/და დაზუსტება) გადაწყვეტენ მათი არსებული ადამიანური/ფინანსური რესურსების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი გათვალისწინებული, ასიგნებების მდინარეთა სააუზო გამოყოფის მართვის გარეშე. ასევე, კანონპროექტით საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოების შექმნაც არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, ვინაიდან ეს საბჭოები წარმოადგენენ სამინისტროს სათათბირო ორგანოებს, შეიქმნება სააუზო უბნების მიხედვით (სავარაუდოდ - 6) და მათ მუშაობაში მონაწილეობის მიღება ანაზღაურებადი არ იქნება. ამასთან, მათ საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, საკუთარი რესურსებით, სამინისტრო უზრუნველყოფს. ასევე, კანონპროექტიდან გამომდინარე, მომზადდება წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონსიძიებების შესაბამისი პროგრამები, რომლებშიც, კომპეტენციის მიხედვით, აისახება კომპეტენტური უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, რაც გაიწერება შესაბამის გრაფიკში და უწყებების შესაძლებლობების გათვალსწინებით, მათი არსებული რესურსების მიხედვით, გეგმიური ხარჯებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფის აუცილებლობის გარეშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონის ამოქმედება ფინანსურ გავლენას მოახდენს სპეციალური წყალსარგებლობის განმახორციელებელ პირებზე, ვინაიდან მათ 2024 წლიდან მოუწევთ წყალსარგებლობის ნებართვების აღება და შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის (წყალაღების ნებართვა - 100 ლარი; წყალჩაშვების ნებართვა - 100 ლარი; წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა - 200 ლარი) გადახდა, ასევე, ნებართვის მისაღებად გარკვეული პროცედურის გავლა (ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა), რაც ასევე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეულ ხარჯებთან. ამასთან, პირებს, რომლებზეც გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი აქტი და რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ წყალსარგებლობას, წყალსარგებლობის ნებართვის აღება შეეძლებათ 2025 წლამდე. შესაბამისად, მათ მოუწევთ ნებართვის აღებისთვის, სულ მცირე, სანებართვო მოსაკრებლის (100-200 ლარი) გადახდა და დამატებით, ნებართვის აღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების (შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენატაციის მომზადება/წარმოდგენა) გაღება. თუმცა, აქაც მხედველობაშია მისაღები, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, წყალმოსარგებლეები, წყალსარგებლობის ე.წ. „ტექნიკური პირობების“ შეთანხმებისას, ისედაც წარმოადგენენ საჭირო ინფორმაციას/დოკუმენტაციას და შესაბამისად, ეს მათთვის ახალ ვალდებულებას არ წარმოადგენს. გარდა ზემოაღნიშნულისა, სპეციალური წყალმოსარგებლეები, ასევე, 2024 წლიდან, ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისთვის, გადაიხდიან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომელიც მოქმედი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება წყლის ობიექტის ზღვის აუზისადმი კუთვნილების მიხედვით და შეადგენს 0.003, 0005 და 0.01 ლარს (აქვე გასათვალისწინებელია, რომ იგეგმება მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის გადახედვა და შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობის ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით განსაზღვრა). გარდა ამისა, სპეციალურ წყალმოსარგებლეებს შესაძლოა დაჭირდეთ გარკვეული ინვესტირება თავიანთ ინფრასტრუქტურაში, მისი მდგომარეობის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად, რაც დამოკიდებული იქნება წყალმოსარგებლეების საქმიანობის ტიპზე, ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, წყალაღების ან/და წყალჩაშვების მოცულობაზე და ა.შ. ასევე, გარკვეულ წყალმოსარგებლეებს მოუწევთ კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც. მაგ: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის/მოწყობილობის ქონა, ურბანული ჩამდინარე წყლების წყალარინების სისტემაში და გამწმენდ ნაგებობაში შემავალი საწარმოო ჩამდინარე წყლის შესაბამისი სტანდარტის დაცვა ამ ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან, რისი ოდენობაც დამოკიდებული იქნება კონკრეტული საქმიანობის ხასიათზე, მოცულობაზე, წყალსარგებლობის მასშტაბზე და სხვა მრავალ გარემოებაზე. ამ საკითხებთან მიმართებით აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ვალდებულებები წყალმოსარგებლეების მოქმედ ვალდებულებებს წარმოადგენს, რაც არსებული, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული/მიღებული კანონმდებლობით არის დადგენილი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ზედაპირული წყლის ობიექტებიდან სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის შემოღება (2024 წლიდან). შესაბამისად, წყალსარგებლობით დაინტერესებულ პირებს ნებართვის მისაღებად მოუწევთ შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლების გადახდა (წყალაღების ნებართვისთვის - 100 ლარი; წყალჩაშვების ნებართვისთვის - 100 ლარი, წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვისთვის - 200 ლარი). აღნიშნული მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული სანებართვო საქმიანობა (სპეციალური წყალსარგებლობა), ასევე, სხვა საქმიანობებისთვის დადგენილი სანებართვო მოსაკრებლების ოდენობები. აქვე აღსანიშნავია, რომ წყალაღების და წყალჩაშვების ნებართვების გაუქმებამდე, 2007 წლის 14 დეკემბრამდე, არსებული მდგომარეობით აღნიშნული ნებართვებისთვის დაწესებული მოსაკრებელი ასევე შეადგენდა 200 ლარს. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ მოსაკრებლის შემოღება ასევე გათვალისწინებულია მოგვიანებით, 2024 წლიდან. აღნიშნულ ვადამდე კი მომზადდება მოსაკრებლის განახლებული ტარიფები. მოცემულ საკითხთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის თანამშრომლობის მეურნეობის ორგანიზაციას სამინისტრომ (OECD), თხოვნით რომელიც მიმართა განახორციელებს ეკონომიკური მოსაკრებლების სისტემის საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის კვლევას და მხოლოდ დეტალური შესწავლის შემდგომ მოხდება წყალსარგებლობის მოსაკრებლის ახალი ტარიფების დადგენა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ასოცირების შეთანხმების“ 306-ე მუხლიდან. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება წინამდებარე შეთანხმების XXVI დანართში (გარემოს დაცვა) მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. სწორედ აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარეობს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება. XXVI დანართით გათვალისწინებული წყლის ხარისხი და წყლის რესურსების, მათ შორის საზღვაო გარემოს მართვა, აერთიანებს იმ დირექტივებს რომლებთანაც დაახლოება ხდება კანონის მიღებით. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია წყლის სფეროში მოქმედ, 2000 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/60/EC დირექტივასთან „წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ“, 2455/2001/EC გადაწყვეტილებით შეტანილი შესწორებების შესაბამისად. აგრეთვე შემდეგ დირექტივებთან: - 1991 წლის 21 მაისის საბჭოს 91/271/EEC დირექტივა „ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ“, 98/15/EC დირექტივითა და N1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად; - 1991 წლის 12 დეკემბრის საბჭოს 91/676/EEC დირექტივა „სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისაგან წყლების დაცვის შესახებ“, (EC) N1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად; - 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/60/EC დირექტივა „წყალდიდობის რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ“; - 1998 წლის 3 ნოემბრის საბჭოს 98/83/EC დირექტივა „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“, (EC) N1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები ჩატარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების UNECE-ს და USAID-ს ექსპერტებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: UNECE-ს საერთაშორისო ექსპერტის (ბატონი სიმ ვაჰტრუსი) მიერ, 2017 წელს, მომზადდა ანალიზი - „წყლის შესახებ საქართველოს კანონის ჰარმონიზება სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებთან“. აგრეთვე, „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) USAID-ს პროექტის ფარგლებში, 2017 წელს, მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება, რომლის მიხედვითაც, წყლის რესურსების მართვის სფეროში ახალი კანონმდებლობის მიღებისა და შესაბამისად, წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპების დანერგვის შედეგად მოხდება ალტერნატიულ წყალსარგებლობებს შორის წყლის რესურსების უფრო ეფექტიანი განაწილება (განსაკუთრებით, წყლის რესურსების სიმწირის შემთხვევაში), წარმოების საქმიანობისთვის უკეთესი ხარისხის წყალზე წვდომა (რაც ამცირებს წარმოების ხარჯებს), წყლის რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაურკვევლობის შემცირება (მაგ: შემცირებული სამეწარმეო რისკები). მითითებული შედეგები, თავის მხრივ, სარგებელს მოუტანს ეკონომიკის სხვა, განსაკუთრებით კი იმ სექტორებს, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ კარგი ხარისხის წყალს (სურსათის გადამუშავება, მეთევზეობა, ტურიზმი და სხვ.). ასევე, დამატებითი სარგებელი იქნება ჯანდაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და წყალდიდობით გამოწვეული ზიანის პოტენციური შემცირება. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.