„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2021
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/86/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა 1. საერთო წყალსარგებლობის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე ლარამდე. 2. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, ან ნებართვის პირობების დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე ლარამდე. 3. წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე, ან ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, წყლის ობიექტში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტების დატვირთვის ნორმების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. 4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.“; 1 2. 61-ე და 61 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 250 ლარამდე. მუხლი 611. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა 1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე. 2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, კოდექსის მე-60 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, კოდექსის მე-60 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტი არის „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი. კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, ვინაიდან აღნიშნული კანონით დგინდება სპეციალური წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმი, ასევე, წყლის მართვის სფეროში დგინდება ახალი მოთხოვნები, საჭიროა ამ მოთხოვნების დარღვევისთვის შემოღებული იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“. შესაბამისად, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე დარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენისთვის შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში მოვა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან და კოდექსში დაზუსტდება/დადგინდება პასუხისმგებლობა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის კოდექსის მე-60, 61-ე და 611 მუხლებში და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე, ხდება კოდექსის მუხლების ახალი რედაქციებით ჩამოყალიბება. გამომდინარე იქედან, რომ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტით და მისი თანმდევი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონპროექტით კანონმდებლობაში შემოდის სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები, პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამართალდარღვევების ახალი სახეები (ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან ნებართვის პირობების დარღვევით; წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე ან ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტების დატვირთვის ნორმების დარღვევა) (მე-60 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). კოდექსის მოქმედი 611 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევაზე. აღნიშნული მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, მუხლიდან ამოღებულია წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა და აღნიშნულის ნაცვლად წყალმოსარგებლეს პასუხისმგებლობა დაეკისრება წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობისთვის. ამ სამართალდარღვევისთვის სანქცია, ადმინისტრაციული სახდელის სახით, განისაზღვრება 50-დან 150 ლარამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ცალკეული ნაწილები ძალაში შედის სხვადასხვა დროს. კერძოდ, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი (2023 წლის 1 იანვარი) შერჩეულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („წყლის რესურსების მართვის შესახებ“) ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლის თარიღის შესაბამისად. ამასთან, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება სპეციალური წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები (მე-60 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები). კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება, გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით ხდება ახალი სამართალდარღვევების დადგენა (წყალაღება ან წყალჩაშვება წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე; წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით/დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა), რისთვისაც, პასუხისმგებლობის სახით, გათვალისწინებულია ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევების გამოვლენის და დამრღვევების დაჯარიმების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება ჯარიმის სახით გადახდილი თანხებით. თუმცა ამ ეტაპზე შემოსავლების სავარაუდო პარამეტრების განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია სამართალდარღვევების რაოდენობაზე და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ასევე, წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევის ნაცვლად (რაც ითვალისწინებდა ჯარიმას - 50-დან 100 ლარამდე), წყალმოსარგებლის ვალდებულებად განისაზღვრება წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა - 50-დან 150 ლარამდე). აღნიშნული სამართლდარღვევების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმების სახით შესული თანხების ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე და სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, მათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით, დარღვევების შესაბამისად, დაეკისრებათ სახდელი (ჯარიმა), 50-დან 500 ლარამდე ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღება. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის სახედ დგინდება ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრა კოდექსით მსგავსი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების მიხედვით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.