„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.08.2018, სარეგისტარციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის
არსებობისას, თუ ის ხორციელდება „საქართველოს ტყის კოდექსით“ ან „წყლის რესურსების
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული
რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში
ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“;
2. 125-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის
შემთხვევაში, თუ ის ხორციელდება „საქართველოს ტყის კოდექსით“ ან „წყლის რესურსების
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული
რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში
ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე,
დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.“;
ბ) მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების
მიღებამდე გამოსწორდა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება „საქართველოს ტყის კოდექსით“ ან
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში.“;
3. 131-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 131. უნებართვო მშენებლობა „საქართველოს ტყის კოდექსითა“ და „წყლის
რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) „საქართველოს ტყის კოდექსითა“ და „წყლის
რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე,
განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25
000 ლარის ოდენობით;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით;
გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის
მშენებლობის შემთხვევაში − 20 000 ლარის ოდენობით.“;
4. 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „საქართველოს ტყის კოდექსითა“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების
ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა.ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით;
ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 4 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით;
ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით;“;
5. 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „საქართველოს ტყის კოდექსითა“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების
ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 2 000 ლარის ოდენობით;“;
6. 135-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „საქართველოს ტყის კოდექსითა“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების
ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით;
ა.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 20 000 ლარის ოდენობით;“;
7. 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „საქართველოს ტყის კოდექსითა“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების
ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 50 000 ლარის ოდენობით;“;
8. 1371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც
დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, სახელმწიფო ტყის
ან „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, საკურორტო-სარეკრეაციო
ზონაში ან ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტი არის „წყლის რესურსების
მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში“ მითითებულია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
გამომდინარე იქედან, რომ ეს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება, შესაბამისად, საჭიროა „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შევიდეს
ცვლილება და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითოს საქართველოს
კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის“ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან
შესაბამისობაში მოყვანისთვის, საჭიროა კოდექსში შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ შესაბამისობაში მოვა „წყლის
რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის მე-123 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“
ქვეპუნქტში, 125-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში, 131-ე მუხლის
სათაურსა და პირველ ნაწილში, 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, 134-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, 135-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტში, 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და 1371 მუხლის „ა“
ქვეპუნქტში და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად მიეთითება საქართველოს
კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი (2023 წლის 1 იანვარი) შერჩეულია
საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („წყლის რესურსების მართვის
შესახებ“) ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლის თარიღის შესაბამისად. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია მოახდინოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე იმ კუთხით, რომ საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტი
(„წყლის რესურსების მართვის შესახებ“) ითვალისწინებს წყლის ობიექტების, მდინარეთა
აუზების საზღვრების დაზუსტებას, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების
განსაზღვრას და ა.შ. შესაბამისად, შესაძლებელია, დაზუსტების შედეგად აღნიშნული
საზღვრები და აქედან გამომდინარე, სპეციალურ რეჟიმის მქონე ტერიტორიების ფართობები
გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა გაიზარდოს
„საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ აღნიშნულ „წყლის
რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული სპეციალური დაცვის
რეჟიმების ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაც და შესაბამისად
- ამ სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში
მიმართული შემოსავალიც. ამასთან, ბიუჯეტზე გავლენის მასშტაბი დამოკიდებული იქნება
ჩადენილი სამართალდარღვევების და დაკისრებული ჯარიმების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპრორქტით გათვალისწინებული ღონისძიებები
შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელდება არსებული რესურსებით, დამატებითი
სახსრების გამოყოფის გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, გავლენას
მოახდენს იმ
პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ სამართალდარღვევებს „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული
და
სამშენებლო
საქმიანობის
კოდექსით“
გათვალისწინებულ, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტში მითითებულ
ე.წ. სპეციალური დაცვის რეჟიმის სტატუსის მქონე ტერიტორიებზე. აღნიშნული პირებს
შესაბამისად დაეკისრებათ ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობა (ჯარიმები).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება. ამასთან, გამომდინარე, იქიდან, რომ „წყლის
რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულია წყლის ობიექტების
ე.წ. სპეციალური დაცვის რეჟიმის მქონე ტერიტორიების განსაზღვრა/დაზუსტება, რის
შედეგადაც შესაძლოა ამ ტერიტორიების ფართობები გაიზარდოს, აღნიშნულის
შესაბამისად, შესაძლებელია გაიზარდოს სპეციალური დაცვის რეჟიმის დარღვევები,
რისთვისაც კანონით განსაზღვრულია შესაბამისი ოდენობის ჯარიმები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.