„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 05.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „63“, „64“ და „65“ პუნქტები:
,,63. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა - 100 ლარი;
64 . ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა - 100 ლარი;
65. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა
- 200 ლარი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტი არის „წყლის რესურსების
მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
კანონპროექტი მიზნად ისახავს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონის „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი და
მისგან გამომდინარე კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ თაობაზე“ ითვალისწინებს სპეციალური
წყალსარგებლობის ნებართვების შემოღებას. ვინაიდან, „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სანებართვო მოსაკრებლების
ოდენობებს, საჭიროა კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება და დაემატოს
მოსაკრებლები სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების განაკვეთები განისაზღვრება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
შესაბამისად, სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვებისთვის გადასახდელი
მოსაკრებლების ოდენობებიც დადგენისთვის შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ამავე
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „წყლის რესურსების მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით დადგენილ ახალ რეგულაციებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლში და ხდება სპეციალური
წყალსარგებლობის ნებართვებისთვის (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების
ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; ზედაპირული წყლის
ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა) შესაბამისი სანებართვო
მოსაკრებლის დადგენა. კერძოდ, კანონის მე-7 მუხლს (სანებართვო მოსაკრებლის
განაკვეთები) ემატება 63 (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა - 100
ლარი), 64 (ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა - 100 ლარი) და 65
(ზედაპირულ წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა - 200
ლარი) პუნქტები. ამასთან, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა (შესაბამისი
სანებართვო რეჟიმის ამოქმედების თარიღის შესაბამისად) გათვალისწინებულია 2024
წლის პირველი იანვრიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი (2024 წლის 1 იანვარი) შერჩეულია
საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („წყლის რესურსების მართვის
შესახებ“) შესაბამისი ნორმების (სპეციალური წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმი)
ძალაში შესვლის თარიღის შესაბამისად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას, ვინაიდან სპეციალური წყალმოსარგებლეები, სპეციალური წყალსარგებლობის
ნებართვისთვის, გადაიხდიან შესაბამის სანებართვო მოსაკრებელს (100-200 ლარი),
რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი აიღებს წყალსარგებლობის ნებართვას.
აქვე აღსანიშნავია, რომ სპეციალური წყალსარგებლობისთვის მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულება, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან
გამომდინარე, ძალაში შედის არა კანონის ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლისთანავე,
არამედ მოგვიანებით - 2024 წლის 1 იანვრიდან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ხარჯვით ნაწილზე:
ბიუჯეტის
კანონპროექტის
მიღება გავლენას
არ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღებას
ფინანსური
შედეგები
ექნება
სპეციალური
წყალსარგებლობით დაინტერესებული პირებისთვის ვინაიდან მათ მოუწევთ
სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღება და ამისთვის შესაბამისი სანებართვო
მოსაკრებლის (100-200 ლარი) გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით ხდება სამი ახალი სანებართვო მოსაკრებლის დაწესება.
ზედაპირული
წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვისთვის - 100 ლარი;
ზედაპირული
წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვისთვის - 100 ლარი და
ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვისთვის 200 ლარი. მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული
სანებართვო საქმიანობის (სპეციალური წყალსარგებლობა) სახე, ასევე კანონით
გათვალისწინებული სხვა სანებართვო მოსაკრებლების ოდენობები. აქვე აღსანიშნავია,
რომ წყალაღების და წყალჩაშვების ნებართვების გაუქმებამდე1 - 2007 წლის 14
დეკემბრამდე არსებული მდგომარეობით, აღნიშნული ნებართვებისთვის დაწესებული
მოსაკრებლი ასევე შეადგენდა 200 ლარს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
1
კანონპროექტით შემოღებული მოსაკრებლები გაუქმდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბერის
N5607–რს კანონით.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.