„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 24–ე მუხლს დაემატოს
შემდეგი შინაარსის „41“, „42“ და „43“ პუნქტები:
,,41. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა;
42. ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა;
43. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის
ნებართვა;“.
კომბინირებული
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტი არის „წყლის რესურსების
მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი.
კანონპროექტი
მიზნად ისახავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი
ითვალისწინებს წყალსარგებლობის სფეროში სანებართვო რეჟიმის შემოღებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ასევე შესაბამისი ცვლილება შევიდეს
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც და კანონით
გათვალისწინებული
ნებართვების
ჩამონათვალს
დაემატოს
სპეციალური
წყალსარგებლობის ნებართვების სახეები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ლიცენზიებისა და ნებართვების სახეები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ახალი ნებართვების
შემოღებასთან დაკავშირებით საჭიროა აღნიშნულ კანონში იქნეს შეტანილი ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღების შედეგად ,„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისაობაში მოვა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კანონის 24-ე მუხლში (ნებართვის სახეები) და ნებართვების
ჩამონათვალს ემატება სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები: 41 პუნქტი
(ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა), 42 პუნქტი (ზედაპირული
წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა) და 43 პუნქტი (ზედაპირული წყლის ობიექტით
წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი (2024 წლის 1 იანვარი) შერჩეულია
საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („წყლის რესურსების მართვის
შესახებ“) შესაბამისი ნორმების (სპეციალური წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმი)
ძალაში შესვლის თარიღის შესაბამისად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან წყალსარგებლობის ნებართვის აღებისთვის გადასახდელი იქნება
შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ამავე საკანონმდებლო პაკეტში
წარმოდგენილი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ზედაპირული წყლის
ობიექტიდან წყალაღების და ზედაპირული
წყლის ობიექტში წყალჩაშვების
ნებართვებისთვის შეადგენს 100 ლარს, ხოლო წყალსარგებლობის კომბინირებული
ნებართვისთვის - 200 ლარს. ვინაიდან ნებართვის გაცემა მოხდება სამინისტროს მიერ,
სანებართვო მოსაკრებელი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად,
მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხით გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, თუმცა
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სუბიექტი აიღებს
წყალსარგებლობის ნებართვას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ხარჯვით ნაწილზე:
ბიუჯეტის
კანონპროექტის
მიღება გავლენას
არ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს იმ
პირებზე, რომლებსაც მოუწევთ წყალსარგებლობის ნებართვის აღება, ვინაიდან მათ
მოუწევთ შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის (100-200 ლარი) გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.