საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1547/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-1547/22 11-02-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ანგარიშს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. დანართი: 83 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის საფინანსო- მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში თბილისი 2022 შინაარსი 1. კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმართულებები და ზოგადი სტატისტიკა ............ 3 2. კომისიები და სამუშაო ჯგუფები ........................................................................................................ 5 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ...................................................................................................... 5 4. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა ................................................................... 40 4.1. საბიუჯეტო საქმიანობა ........................................................................................................................ 40 5. კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილება ............................................................................ 55 5.1. საბიუჯეტო კონტროლი .................................................................................................................. 55 5.2. სხვა საკონტროლო საქმიანობა....................................................................................................... 56 5.3. კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა .................................................................................... 67 6. კომიტეტის სხვა საქმიანობა ............................................................................................................... 72 2 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში 1. კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმართულებები და ზოგადი სტატისტიკა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლება - მოვალეობათა ფარგლებში. საანგარიშო ძირითადი პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის მიმართულება იყო საქართველოს პარლამენტიდან და საქართველოს მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, საფინანსო სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, შეთანხმებებსა და კონვენციებზე მუშაობა, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილებზე რეაგირება, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე ოპერატიული კონტროლი და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მიმართულებები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის განმავლობაში ჩაატარა 35 კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 492 საკითხი მათ შორის, 260 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 232 საკითხზე - სავალდებულო. კომიტეტის მიერ მოსმენილ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების სხვადასხვა 11 სახის ანგარიში, განხილული იქნა 6 საბიუჯეტო განაცხადი. 3 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2021 წელს განხილული საკითხები კანონპროექტები 248 ხელშეკრულება 37 ანგარიში 11 აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშები 23 საბიუჯეტო განაცხადი 6 სხვა საკითხები 194 საკანონმდებლო წინადადება 2 კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა 37 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია, რომელთა უმეტესობაში კომიტეტი იყო წამყვანი. კერძოდ, წამყვანი იყო 33 საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებაზე, სავალდებულო - 4 -ზე. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენციები უშუალოდ ეხებოდა კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სესხის აღებისა და მისი მიღების პირობები, პროცენტები, გრანტები, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები და ა.შ. 2021 წელს კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 565 წერილი და განცხადება, რომლებზეც მოხდა სათანადო რეაგირება. 4 2. კომისიები და სამუშაო ჯგუფები 2021 წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო საჯარო სამართლის იურდიული პირის „საპენსიო სააგენტოს“ ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისთვის 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად გამოავლინა: საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“, რომელიც შეასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საპენსიო სააგენტოს“ 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტს. 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივებისა და საკანონდებლო საკითხების წინასწარ მომზადებისათვის განხორციელდა შემდეგი საქმიანობა: აღსანიშნავია ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანოპროექტები: საქართველოს კანონის პროექტი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული 5 კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიღებით საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რაც გამოიხატება სისტემაში იურიდიული პირების დამატებით. კომერციული ბანკების რისკების ანალიზის საფუძველზე, თითოეული კომერციული ბანკისათვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა გადავადდება, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს კანონმდებლობასთან, გამოსწორდება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები, გაიზრდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობა, ასევე დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული პროცესები უკეთესად დარეგულირდება რაც უზრუნველყოფს კანონპროექტის კიდევ უფრო დახვეწას. კანონპროექტის მიხედვით დეპოზიტების დაზღვევის სისტემას ემატება იურიდიული პირები, კერძოდ, თუ მოქმედი კანონით დაზღვეულია მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები, ცვლილების შემდეგ დაზღვეული იქნება ასევე იურიდიული პირების დეპოზიტები. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამ, გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევის ცნების განმარტების დახვეწა, კონკრეტულად კი გადახდისუუნარობისა მიხედვით და სადაზღვევო გაკოტრების შემთხვევა ამოღება. დგება შესაბამისად, მხოლოდ კანონპროექტის კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას. კანონპროექტით დაზუსტდა დეპოზიტის განმარტება, კერძოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, არსებულ განმარტებას ემატება: მიმდინარე ანგარიში, ფინანსური ინსტიტუტებისა და საჯარო უწყებების დეპოზიტების ფინანსური ინსტიტუტების (ტერმინი) განმარტება. კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ ფონდის სახსრების განსათავსებლად (დღიური სარგებლის დარიცხვის მიზნით) 6 სააგენტოს სახელმწიფო ხაზინის გარდა შეუძლია ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომამ და პროცესების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია კომერციული ბანკებისაგან სააგენტომ მიიღოს და გადაამოწმოს არა მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, არამედ თავად შეამოწმოს იგი. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სააგენტოს უფლება აქვს კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ან/და გადაამოწმოს ადგილზე. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება აწარმოოს რეპო ოპერაციები. დეპოზიტების სავალდებულო წესით დაზღვევის აღარ სააგენტო, წარუდგენს სამეთვალყურეო კვარტალურ ანგარიშებს. საბჭოს მკაფიოდ დაკონკრეტდა, რომ სადაზღვევო ზღვარი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, საბჭოსთან შეთანხმებით. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებიდან ამოღებულ იქნა გარე აუდიტორის შერჩევის უფლებამოსილება, ვინაიდან გარე აუდიტორის შერჩევის წესს აწესრიგებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. მკაფიოდ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს მოწვევის შერჩეული წესი. ვინაიდან, კომერციული პროცესთან სააგენტოს ბანკი დაკავშირებით მიერ (აგენტი იღებს დეპოზიტორთა ბანკი) შესაბამის ასანაზღაურებლად დეპოზიტორთა ანაზღაურების საკომისიოს. კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ ანაზღაურების გაცემის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფინანსდეს დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან, რათა არ დაექვემდებაროს „სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფილი იყოს შესახებ“ საქართველოს ანაზღაურების კანონის ოპერატიულობა. მოქმედებას და დეპოზიტორების ანაზღაურების მიზნით, სააგენტოს ეძლევა უფლება გახსნას ანგარიში აგენტ ბანკში. კანონპროექტით მკაფიოდ განისაზღვრა შიდა აუდიტის განხორციელების მიზანი, ასევე გარე აუდიტორის და სააგენტოს ვალდებულება უზრუნველყოს ფონდის აქტივების შეფასება. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ კომერციული ბანკების შერწყმის შედეგად 7 დეპოზიტორთა ანაზღაურების სპეციალური წესი დადგინდება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. დაკონკრეტდა, რომ კომერციული ბანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდის ეროვნული ვალუტით, დაანგარიშების და არა გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ინსტრუქციის შესაბამისად. საერთაშორისო დონორების რეკომენდაციების და სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელზე გადასვლა ამ ეტაპზე ნაადრევია. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ სისტემის მოქმედება შეჩერდეს 3 წლით, 2023 წლამდე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, საქართველოში არსებული საბანკო სტრუქტურის გათვალისწინებით, რისკზე დაფუძნებულ შენატანებზე გადასვლა შეამცირებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შემოსავლებს რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მიზნობრივი ფონდის მიღწევის ვადის გადავადებას. აღსანიშნავია, რომ ახლად შექმნილი სისტემებისთვის მიზნობრივი ფონდის მიღწევა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ სისტემა იყოს ფუნქციონირებადი და შეძლოს მისი ძირითადი მანდატის შესრულება, რაც გულისხმობს სადაზღვევო შემთხვევის დროს დეპოზიტორების შეუფერხებელ ანაზღაურებას. ასევე, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი როლი, როგორც ფინანსური უსაფრთხოების დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემის შემოღების საწყის ეტაპზე, კომპონენტის. მოიაზრებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული დაფინანსების გამოყოფა, თუმცა ამ ეტაპზე დეპოზიტების დაზღვევის ფონდი მხოლოდ ბანკების მიერ განხორციელებული შენატანების საშუალებით იზრდება. შესაბამისად, დონორების რეკომენდაციით მიზანშეწონილია, დეპოზიტების დაზღვევის ფონდმა ჯერ მიაღწიოს მიზნობრივ მაჩვენებელს და შემდგომ მოხდეს რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელის შემოღება. 8 საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება. კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმები ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში. კანონის ამგვარი მიდგომით მხარეები შეძლებენ უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, კანონპროექტში ასახულია ასოცირების შეთანხმებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები, რითაც ეს უკანასკნელი ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კორპორატიული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზანს ემსახურება. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 9 კანონპროექტი ემსახურება პოლიტიკური პარტიების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის დაზუსტებას. კერძოდ, კანონპროექტის მიღებამდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იყო საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება 2022 წლის 1 თებერვლიდან აღუდგება. ასეთ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ასევე ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიიღებდა, რომ არ დაეკარგა აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. ამასთანავე, ამგვარ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების აღდგენიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ამოქმედდება 2022 წლის 1 თებერვლიდან. თუმცა მიზანშეწონილია, რომ იგი, 2022 წლის 1 თებერვლის ნაცვლად, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან. შესაბამისად, კანონპროექტი ამ ვადის ამგვარ ცვლილებას ითვალისწინებს. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შედეგად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეეძლება ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. დღეის მდგომარეობით, ამ უფლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი არის გადახდისუუნარო, ან საქმე სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული კატეგორიისაა. ცვლილების შედეგად, ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრე ფართოვდება და მოიცავს ყველა არასრულწლოვანს განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა. 10 საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა რიგი ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვას მოითხოვდა. სამომავლოდ საარჩევნო სისტემისა და პროცედურების გასაუმჯობესებლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა მრავალრაუნდიანი დიალოგი, რომლის შედეგადაც შემუშავდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, არჩევნების სანდოობის გაზრდასა და დემოკრატიული პროცესების ჯეროვან და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები, რომლებმაც მემორანდუმის სახე მიიღო. შესაბამისად, მიღებული კანონპროექტის თანახმად საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას; ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის ცვლილებას; პარტიების მიერ ცესკოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას; დანიშვნისა და მათთვის ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს; საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესის ცვლილებას; საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა დაზუსტებას; საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესში, კომისიის წევრთა უფლებამოსილებების და ხელმძღვანელ ცვლილებებს; პირთა წინასაარჩევნო არჩევისა/დანიშვნისა კამპანიაში და მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვას; კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების წესების და ვადების ცვლილებებს; კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადებისა და წესის ცვლილებას; მუნიციპალიტეტის 11 წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალ წესს. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოთვლის წესების ცვლილებას; არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი მუხლები. განისაზღვრება სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადახდევინების წესი. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით გადაადგილებისა და დგომის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინდივიდუალურ გადაყვანილი „112“ უფლებამოსილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სატრანსპორტო გადაადგილებისა თანამდებობის და საშუალების დგომის საფასურის აქტს ევაკუატორით პირი გამოსცემს დაცულ სადგომზე ან გადახდევინებისა თავისი და სვლით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ, რომელსაც უგზავნის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს/კეთილსინდისიერ შემძენს. ამავე პირს, აღნიშნული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად მიეცემა ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. აგრეთვე განსაზღვრულია აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების 10 დღიანი ვადა. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ან კეთილსინდისიერმა შემძენმა განსაზღვრულ 12 ვადაში არ შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, იძულებითი აღსრულება განხორციელდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მიქცევის გზით და მოვალის მიმართ არ იქნება გამოყენებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. რაც შეეხება დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საკითხებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინება იგზავნება ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს 100 ლარის საფასურის გადახდის სანაცვლოდ იმ უფლებამოსილი პირების საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას, რომელთა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაცულ სადგომზე გადმოყვანილია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და ამ კანონის ამოქმედებისას კვლავ იმყოფება აღნიშნულ სადგომზე. ეს პირები გათავისუფლდებიან აღნიშნული დავალიანებისგან თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს სადგომიდან გაიყვანენ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი კანონის პროექტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სატრანსპორტო უზრუნველყოფილი, იძულებით საშუალების შესაბამისი აღსრულებას დაცული საფასურის საქართველოს სადგომიდან გადახდევინება კანონმდებლობით გაყვანა არ იქნა დაექვემდებარება დადგენილი წესის შესაბამისად. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 13 კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, მიეცემათ დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის. ასევე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოიწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად. საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებულია კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, კანონპროექტების მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მატერიალური კანონმდებლობის „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან დაახლოება. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლებში, ასევე კოდექსს ემატება ორი ახალი დანაშაული. სსკ-ის 284-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დასახელებულ მუხლს ემატება ახალი დამამძიმებელი გარემოება, რომლის მიხედვითაც დაისჯება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ; 285-ე მუხლის პირველი ნაწილით დაისჯება ქმედება, რომელიც გულისხმობს კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე, კომპიუტერულ 14 სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის, ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გაყიდვას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას. საქართველოს კანონის პროექტი „აღსრულების კოდექსი“ კანონპროექტით წესრიგდება აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესი, განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელთა პალატის მოწყობისა და საქმიანობის, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესი და პირობები. უქმდება „აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და „კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და ყალიბდება აღსრულების სრულიად ახალი სისტემა. ამ სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია აღმასრულებელთა პალატა, რომლის შემადგენლობაში შედის აღმასრულებლებს, მათ ყველა აღმასრულებელი. თანამდებობაზე დანიშვნასთან რაც შეეხება ერთად ცალკეულ განესაზღვრებათ სამოქმედო ტერიტორია. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მომართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა. აღსრულების ეროვნული ბიურო შეინარჩუნებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს. მისი ძირითადი უფლებამოსილება იქნება აღმასრულებელთა საქმიანობაზე განახორციელოს სამართლებრივი მუდმივი დისციპლინური, ზედამხედველობა, ეკონომიკური და აღმასრულებელთა პალატისთვის/აღმასრულებლისთვის შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, მიაწოდოს 15 ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად: განახორციელოს სააუქციონო მომსახურება; პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს კოდექსის პროექტით დადგენილი შესაბამისი მომსახურება; გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას შეასრულოს მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქცია. საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით, ვეტერანის სტატუსი არ ენიჭებოდათ 2008 წლის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ მონაწილეობა 2008 წლის საომარ მოქმედებებში. კანონპროექტის მიღებით გამოსწორდა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის განმარტებაში არსებული ხარვეზი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად გათვალისწინებულ იქნენ 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში საომარ მოქმედებებში მონაწილე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებიც, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი) პირები. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 16 პროექტის თანახმად, საგანმანათლებლო სახელმწიფოს დაწესებულების მიერ როგორც დაფუძნებული საკუთრებაში, ისე უმაღლესი სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე, იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად, მიეთითება 2025 წლის 1 იანვარი და განისაზღვრება, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, მიიმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის და ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პანდემიაზე რეაგირების მიზნით დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობის შესანარჩუნებლად, პროექტი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელებისთვის 17 საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას, საგადასახადო შეღავათებს, აგრეთვე, ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის გადახდის გადავადების შესაძლებლობას, კერძოდ: - 2020 წლის პირველი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო დაფუძნებულ/შვილობილ ან მუნიციპალიტეტი საწარმოზე, თუ ეს და ამავე საწარმო საწარმოს მის მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს. - 2021 წელსაც გაგრძელდება ქონების გადასახადის შეღავათი ტურისტული სექტორისათვის. კერძოდ, 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას ტურისტულ სექტორში: სასტუმროები, რესტორნები და სხვა. - ტურიზმის სექტორში: სასტუმროები, რესტორნები, ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები და მსგავს საქმიანობაში ჩართულ კომპანიებს ეძლევათ უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ გადავადებული საშემოსავლო გადასახადი. - 2020 წლის პირველი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. 18 საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებით განხორცილდა საქართველოს საბაჟო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებების მარეგულირებელი მუხლების გადავადება/მოქმედების შეჩერება, კერძოდ: განხორციელდა იმ რეგულაციის გადავადება, რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის. კერძოდ, მათზე პირადი სარგებლობისთვის საცალო წესით რეალიზებული საქონელი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, თავისუფლდება გადასახადებისაგან 2023 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის პირველი იანვრისა. ოქროს სიაში შეყვანით, პირს, ნაცვლად 2022 წლის პირველი იანვრისა, 2023 წლის პირველ იანვრამდე ენიჭება უფლება ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა 2023 წლის პირველ იანვრამდე მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად, ნაცვლად არსებული 2022 წლის პირველი იანვრისა. ასევე, კანონი ითვალისწინებს 2023 წლის პირველ იანვრამდე საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისაგან პირების გათავისუფლებას, ნაცვლად 2022 წლის პირველი სექტემბრისა. ასევე, 2023 წლის პირველ იანვრამდე კანონით შეჩერდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების მარეგულირებელი დებულებები. 19 თანმდევი პროექტით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის დებულებების შესაბამისობაში მოყვანა, აგრეთვე ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრა. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბიუჯეტო სისტემაში სრულყოფილად მოქცევის გადავადებას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საჯარო სკოლები მიეკუთვნება სახელმწიფო სექტორს, მათი საბიუჯეტო ოპერაციები სრულყოფილად არ არის ასახული და არ იმართება ხაზინის ერთიანი სისტემის მეშვეობით. მათი სრული ინტეგრირება დაგეგმილი იყო 2022 წლის 1 იანვრიდან, ცვლილება კი ითვალისწინებს აღნიშნულის 2024 წლის 1 იანვრამდე გადავადებას. პროექტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ საქართველოს მთავრობას 2022 წლის 1 ივლისამდე წარუდგინოს წინადადებები, 2023 წლიდან სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, მათ შორის სექტორიზაციის პრინციპების, პროცესში პასუხისმგებლობების და როლების განაწილების და ვადების თაობაზე. ასევე დაევალა საქართველოს მთავრობას, სახელმწიფოს ერთიან სამთავრობო ბიუჯეტში სექტორის ასახვის სახელმწიფო მიზნით, მოამზადოს საწარმოების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. 20 საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქცია განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს შეღავათებისათვის იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული წარმოებები დაწყებული იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე და ეს მშენებლობები ვერ დასრულდა. კერძოდ, კოდექსის მოქმედი რედაქციით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება: თუ უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა განხორციელდა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, და ეს უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში, ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდგომ გაიცა. პროექტით ემატება ახალი პირობა, კერძოდ: დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, იმ შემთხვევაშიც, თუ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი), ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაცემულია მშენებლობის ახალი ნებართვა. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა 21 შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ან რომელიც დარეგისტრირებულია, ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. 2023 წლამდე, ნაცვლად 2022 წლისა, გადავადდება ბაზრობის ორგანიზატორის ვალდებულება, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები აღიჭურვოს საკონტროლო-სალარო აპარატებით. ასევე, მოხდება ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საკონტროლო-სალარო აპარატების წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების მუხლის მოქმედების შეჩერება 2023 წლამდე. რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კონვენციის მიზანია, მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმების გამოყენებისა და მათი აღსრულების ერთიანი ჰარმონიზებული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა. კონვენცია ვრცელდება მედიაციის შედეგად მიღწეულ ყველა იმ მორიგების შეთანხმებაზე, რომლებიც მხარეების მიერ ფორმდება წერილობით, კომერციული დავის მოგვარების მიზნით. კონვენციის რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნა შემდეგი დათქმები: კონვენციის მხარეს შეუძლია კონვენციის 22 მოქმედების სფეროში არ გაითვალისწინოს მორიგების შეთანხმებები, რომელთა ერთერთი მხარე თავად არის, ან რომელთა ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულება, ან რომელიმე სამთავრობო დაწესებულების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი. მეორე დათქმა კი უფლებას აძლევს კონვენციის მხარეს, განაცხადოს, რომ იგი წინამდებარე კონვენციას გამოიყენებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მორიგების შეთანხმების მხარეები შეთანხმდებიან კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით. წესრიგდება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასთან და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები და განისაზღვრება ისეთი საერთაშორისო სამედიაციო მორიგებები, რომელიც არ ექვემდებარება ცნობასა და აღსრულებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს ემატება შესაბამისი თავი, რომელიც დაარეგულირებს „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საერთო სასამართლოებში განსახილველ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით განისაზღვრა ზოგადი წესი საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი პანდემიის მიზეზით, გადაცემის/მართვის შესრულების ჯანმრთელობისთვის სახელმწიფო უფლებით განსაკუთრებით ქონების ეპიდემიის ან საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/სარგებლობაში გაძნელების/შეუძლებლობისას საშიში საქართველოს გადაცემის პირობის მთავრობამ, ქონების 23 მმართველის წარდგინებით, იმსჯელოს შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის (გარდა საპრივატიზებო კონტრაჰენტთა მიერ საფასურის ეკონომიკური შემცირებისა) საქმიანობის თაობაზე, რაც ემსახურება გაგრძელებისა და შესაბამისი ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობისათვის სათანადო პირობების შექმნას. საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იცვლება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების დეფინიცია, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, განხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან თავიანთი საქმიანობა განახორციელონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე. კანონპრექტის თანახმად, პირები, რომლებიც წარმოდგენილი ცვლილების ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირისათვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა უნდა უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება. ცვლილებით დაზუსტდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი პირის ცნება და ასეთ პირად განისაზღვრება ის პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას. კანონპროექტი ითვალისწინებს არსებითი პროდუქციის/მომსახურების განმარტების ცვლილებას. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცება. ცვლილებით არსებითი პროდუქციის/მომსახურების განმარტება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 24 საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას, რამაც შესაძლოა მოახდინოს ან/და გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მის გარეშე. ცვლილების თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელთა გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის შესაბამისად დგინდება მომსახურების საფასური, რომელსაც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი გადაუხდის შემოსავლების სამსახურს. საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონპროექტით განისაზღვრება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული, ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი, ახალი 25 კორონავირუსით გამომდინარე. (COVID-19) კერძოდ: გამოწვეული ეპიდემიიდან მუნიციპალიტეტის მერი ან/და (გარდა პანდემიიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა), უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქონების შემძენისათვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის, ან გაუქმების, ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა ან მისი შესრულების შეფერხება განპირობებულია უშუალოდ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიის ან/და პანდემიის გამო დადგენილი მარეგულირებელი ნორმებით. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით რეგულირდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი. განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, 26 გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან პირების გათავისუფლება და ა.შ. დაუშვებელია მიღმებამდე. შენობა-ნაგებობის ასევე, ელექტროენეგიითა ფუნქციონირება დაუშვებელია და ბუნებრივი შენობის გაზით მისი ექსპლუატაციაში ექსპლუატაციაში მომარაგება, მიღებამდე გარდა სამშენებლო ადმინისტრაციულ საზღვრებში საქმიანობისათვის მიწოდებისა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი - ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მშენებლობა დასრულებული ობიექტი მიიღოს ექსპლუატაციაში, თუ გაცემული ნებართვით მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონის დარღვევით, შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე. ასევე, ისეთ ობიექტზე, რომელზეც არ იყო ნებართვა გაცემული, თუ მშენებლობა ნაწარმოებია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის არეში. ამ წესით ექსპლუატაციაში მიღება ეხება ისეთ ობიექტს, რომლის მშენებლობა დამთავრებულია 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით. მშენებლობა დამთავრებულ ობიექტად მიიჩნევა ისეთი ობიექტი, თუ ძირითადი კონსტრუქციული სისტემა და ექსტერიერის სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა. დაინტერესებული პირი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, განცხადებით მიმართავს ზედამხედველ ორგანოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. პირმა ზედამხედველ ორგანოს ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით, უნდა მიმართოს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში. ზედამხედველობას გადაწყვეტილების მისაღებად აქვს ექვსთვიანი ვადა. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გათავისუფლდებიან ჯარიმებისგან. კერძოდ, ის სამართალდამრღვევი 27 სუბიექტები, რომელთაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე და 132-ე მუხლებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა და ნორმის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვთ გადახდილი ან გადახდილი აქვთ ნაწილობრივ, თავისუფლდებიან გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას და სანქციას აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, მშენებლობის შეჩერების შესახებ სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდება პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, თუმცა მას შემდეგ, რაც მის მიმართ, აღნიშნული დარღვევისათვის უკვე გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სახდელი. ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულია სასჯელის სახე და ზომა და პირი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საკანონმდებლო პაკეტი აგრეთვე ითვალისწინებს ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლებას, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომლის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. 28 საქართველოს კანონის პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტებას და დარეგულირებას, აგრეთვე, აღნიშნული ცვლილებების ასახვას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პროექტით ახლებურად განიმარტა მცირე ბიზნესის ტერმინი - ცვლილებამდე ბიზნესოპერატორის საქმიანობის წლიური ბრუნვა უნდა ყოფილიყო 200 000 ლარზე ნაკლები, ცვლილებით მცირე ბიზნესად განიხილება ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის, ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით. პროექტის ინიცირებული ვარიანტით, მცირე ბიზნესად არ განიხილება ის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული იყო, თუმცა, შემდგომ განხილვების დროს აღნიშნული გამონაკლისი ამოღებულ იქნა. გარდა აღნიშნულისა, დაზუსტდა არსებული ტერმინები „ვეტერინარი“ და „ვეტერინარიტექნიკოსი“. აგრევე, „სპირტიანი კოდექსს სასმელი“, „სასოფლო-სამეურნეო დაემატა ახალი ტერმინები: „მცენარეთა დაცვა“, „სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის წარმოშობის დისტილატი“, ეთილის სპირტი“, „რეფერენტული გამოცდა“, „აუდიტი“. აღნიშვნული ცვლილებით შეიცვალა ბიზნესოპერატორების ვალდებულების ნაწილი ვეტერინარიის სფეროში - დაემატათ ახალი ვალდებულება, რომ არ უნდა დაუშვან დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის გადაადგილება. 29 სახელმწიფო სახელმწიფო უწყებებისთვის კონტროლის მექანიზმად დამატებული ახალი ვალდებულებები: განისაზღვრა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის აუდიტიც და მისი შინაარსი, რომ აუდიტით უნდა დადგინდეს ბიზნესოპერატორების ქმედებების შესაბამისობა დადგენილ ზომებთან, და დადგენილი ზომების და ღონისძიებების შესაბამისობა დასახულ მიზნებთან. შეიცვალა პასუხისმგებლობის ნაწილი. კერძოდ, სამართალდარღვევები დაჯგუფდა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მიხედვით და გადაინომრა; თითოეულთან მიმართებით მოხდა გარკვეული ნორმების დამატება, ამოღება, სანქციების შემცირება, ან გაზრდა. საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები საკანონმდებლო პაკეტით რეგულირდება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მინიჭებასთან, ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. კანონპროექტის თანახმად, ქარსაფარი ზოლი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიან მცენარეთა მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და გაბატონებული ქარებისაგან მათი დაცვა; მიწის ნაკვეთის, ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ კანონპროექტით განისაზღვრა საქართველოს გარემოს 30 დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტო, რომელიც სპეციალური მოკვლევის და ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს. სამართლებრივი საფუძველი იქმნება ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის არსებობისა და ქარსაფარი ზოლის საზღვრების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისათვის. ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში და იგი განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანებისთვის. პროექტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი, ან მისი ნაწილი. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მფლობელის გათავისუფლებას მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით განისაზღვრა, ასევე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კერძოდ, ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. პასუხისმგებლობისგან 31 თავისუფლდება აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმი არ წარუდგენია და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. გარდა აღნიშნულისა, პასუხისმგებლობისგან კანონპროექტი გათავისუფლების აგრეთვე დროებით წესს ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის. კერძოდ, შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამართალდამრღვევ სუბიექტს არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 2022 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა შენობანაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის და ამ ნორმის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც შენობანაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმი არ წარუდგენია და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. საქართველოს კანონის პროექტები: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს 32 კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულია ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტის, პენსიისა და კომპენსაციის ლეგალიზაცია. კერძოდ, კანონპროექტების ინიცირებული ვარიანტით ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება 2020 წლის 20 ივლისამდე (შემდგომ განხილვებზე აღნიშნული თარიღი შეიცვალა 2021 წლის 1 აპრილით) ზედმეტად გაცემული: საარსებო შემწეობა, სოციალური პაკეტი, პენსია და კომპენსაცია, აგრეთვე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, ლეგალიზებულ სასამართლო საარსებო და შემწეობასთან, სააღსრულებო სოციალურ წარმოებების პაკეტთან, შეწყვეტა პენსიასა და კომპენსაციის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. საქართველოს კანონის პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდელო პაკეტი ითვალისწინებს სსიპ-წიაღის ეროვნული სააგენტოს სახელის ცვლილებას. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, ინიცირებულ კანონპროექტებში მიეთითება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტო. 33 საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს ტყის კოდექსის გარკვეულ ნორმათა დახვეწას და ახლებურად მოწესრიგებას, ასევე ახალი კანონქვემდებარე აქტების მიღებას. აგრეთვე, ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობებთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: ზუსტდება ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები და სპეციალური ტყით სარგებლობის მიზნით ტყის ფართობის აუქციონის წესით გაცემის საკითხი. ასევე, ზუსტდება ტყის საზღვრის კორექტირების საფუძვლები. ხორციელდება გარკვეული ტერმინების დაზუსტება, როგორიცაა: არიდული ტყე, ბიძი, ფიჩხი და ა.შ. და სხვა ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილებები. გარდამავალი დებულებით განისაზღვრება ტყის საზღვრის კორექტირების წესი პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით. მოქმედი რედაქციით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ერთერთი გადამხდელია სახელმწიფო ტყით მოსარგებლე პირი, ხოლო მოსაკრებელი დადგენლია მხოლოდ სოჭის გირჩისათვის, თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლებისათვის, რაც შეეხება ტყის რესურსების სხვა სახეს - ტყის არამერქნულ რესურსებს (სოკო, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეები და მათი პროდუქტები და სხვა), ამ რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილი არ არის. პროექტით ხორციელდება მოსაკრებლის ოდენობებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და მოსაკრებლის განსაზღვრა არამერქნული რესურსებისათვის. მოსაკრებლის გადამხდელი იქნება იურიდიული პირი. 34 ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას სახელმწიფო ტყეში მუხლუხოიანი ტრანსპორტით უნებართვოდ გადაადგილებისთვის. ცვლილების შედეგად უკანონო ჭრის ფაქტების გამოვლენის შემთხვევებში, სამართალდარღვევის გარემოსდაცვითი ოქმის გამოწერის ზედამხედველობის უფლებამოსილება დეპარტამენტს, ასევე ექნება როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოსაც. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არსებითად გადახედვას პასუხისმგებლობის გამკაცრების კუთხით. ცვლილებით გათვალისწინებულია გარკვეულ დარღვევებისთვის (1. წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობა, 2. მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, 3. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, 4. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა) სანქციის სახით, დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობაც. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები, კოდექსის შესაბამისი მუხლების (დარღვევების) მიხედვით, განისაზღვრება 7-დან 14 დღემდე. პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ღია ზღვაში საქართველოს დაკავშირებული გემების დროშის მიერ ქვეშ მცურავი არალეგალური, თევზსაჭერი/თევზჭერასთან არადეკლარირებული და 35 დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის და ა.შ. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობას ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისთვის და სასჯელის ერთ-ერთ ზომად განისაზღვრება ჯარიმა. საქართველოს კანონის პროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტით, ლატარიის გადასახდელი პროცენტი იცვლება მოსაკრებლით. ასევე, იცვლება მოსაკრებლით დაბეგვრის პრინციპი. კერძოდ, ლატარიის ორგანიზატორი გადაიხდის ლატარიის მოწყობისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი იქნება ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა, ხოლო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი ლატარიების მოწყობაზე განისაზღვრა ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ით. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 36 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების შემუშავების მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი რეგულაციების შემოღება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებას. კანონს ემატება ახალი ტერმინები: „თამაშზე დამოკიდებული პირი“, „დამოკიდებულ პირთა სია“, „აკრძალული პირი“ და „აკრძალულ პირთა სია“. კერძოდ, რეგულირდება, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის წარმოებასთან, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობასთან და თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, იკრძალება დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება. გარდა აღნიშნულისა, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას რეკლამის გავრცელების ან/და აბრის 37 განთავსების წესის დარღვევისათვის, დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სათამაშოდ მონაწილეობისთვის დაშვების წესების დარღვევისთვის და ა.შ. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება ითვალისწინებს სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობი პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას, კერძოდ, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს აზარტულ თამაშზე მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. საგადასახადო განაკვეთის მოცულობა ამ ტიპის შემოსავლებისათვის, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრა 10 პროცენტის ოდენობით. საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტიანი განაკვეთით, დაიბეგრება სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირის მიერ თამაშობაში მონაწილეობის შედეგად, სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა. შესათანხმებლად წარმოდგენილი მთავრობის დადგენილების პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შესათანხმებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 24 თებერვალს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე განიხილა და დაეთანხმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს 38 მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოფლის ექიმებისა და ექთნების/ფერშლების მიერ გაწეული სამედიცინო საქმიანობა არ იქნება მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ან დაკარგვის საფუძველი. საკანონმდებლო წინადადებები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (დავით ასათიანი) მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით წინადადების თანახმად, შემოთავაზებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ის ფიზიკური პირი (ადვოკატი), რომელიც საადვოკატო საქმიანობით მიღებული შემოსავალიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილება აცნობა პარლამენტის ბიუროს. მოქალაქე გიორგი ლორიას მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით 39 წინადადების თანახმად, შემოთავაზებული იყო საშემოსავლო გადასახადის 10 პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგროს იმ ფიზიკური პირების მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, რომლებიც შეიძენენ ელექტროძრავიან, ჰიბრიდულძრავიან ან დატენვად ჰიბრიდულძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ასეთი სატრანსპორტო საშუალების შეძენიდან 4 წლის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილება აცნობა პარლამენტის ბიუროს. 4. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა 4.1. საბიუჯეტო საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა და გაანალიზა 2021 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2021-2024)“ საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2022-2025 წლებისათვის). კომიტეტმა, როგორც საბიუჯეტო პროცესებზე ზედამხედველმა ორგანომ, 2021 წლის ივნისში დარგობრივ კომიტეტებში დაგეგმა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა და სხვადასხვა კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნასთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს მთავრობას. 40 „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის ივლისში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვებს საქართველოს პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები, მოამზადა საბოლოო დასკვნა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განპირობებული იყო 2021 წლის მარტი-მაისის ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2021 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური ცვლადების საგეგმო მაჩვენებლების განახლების საჭიროებით. კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ორიენტირებული იყო სამი ძირითადი მიზნის მიღწევაზე: ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მართვისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის დანახარჯების დაფინანსება. 2021 წლის კორექტირებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად დაზუსტდა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების მაჩვენებლები. გაიზარდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობები, ისე გადასახდელები, ამასთან შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობები და მათი მშპ-ს მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებლები. კერძოდ: 41 განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან იზრდება 7.7%მდე. ასევე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3.8%-დან 7.5%-მდე. 2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეადგენს 57.2 მლრდ ლარს, ნაცვლად 2020 წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53.4 მლრდ ლარისა. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ პარამეტრებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ: -დეფიციტი კვლავ რჩება კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) მაღლა და 2021 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო შეადგენს 3 971.1 მლნ ლარს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 6.9%ია (თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 7.7%) და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, 2023 წელს უბრუნდება 3%-ზე დაბალ ნიშნულს, ხოლო საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოსათვის ჩამოცდება მშპ-ის 2.5%-ს; -2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალისთვის დადგენილი ზღვრული მოცულობა აღარ აჭარბებს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს და მშპის 54.6%-ია, მათ შორის მთავრობის ვალი შეადგენს 53.9%, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით), საორიენტაციო შეფასებით მშპ-ის 0.7%-ია. ამასთან საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია, რომ მთავრობის ვალი (PPP ვალდებულებების გარეშე) ჩამოცდება მშპ-ის 50%-იან ნიშნულს. წარმოდგენილი ცვლილებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 1 174.9 მლნ ლარით და შეადგინა 17 933 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელების ოდენობა გაიზრდა 1 114.2 მლნ ლარით და განისაზღვრა 19 498.7 მლნ ლარით. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებებისა და ცალკეული პროგრამების ასიგნებების მოცულობებში 42 სრულად შეესაბამებოდა ზემოთ აღნიშნულ სამ ძირითად მიზანს. ცვლილებები შეეხო ასიგნებებს შემდეგი უწყებებისა და პროგრამების მიხედვით:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 600 მლნ ლარით, საიდანაც დამატებითი თანხები გამოიყო COVID-19-ის მართვის ღონისძიებების (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინების შესყიდვა, ვაქცინაცია და სხვა), ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, 2021 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებული ხარჯების, „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში დევნილთა და ეკომიგრანტთა სახლების შესყიდვისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების დახმარების ფარგლებში სოციალური ქულა ნაცვლად 100 000-ისა განისაზღვრება 120 000-ით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დევნილთა, შრომის, სამინისტროს მთლიანი ასიგნებები განისაზღვრა 6 093 მლნ ლარის ოდენობით.  საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით გაიზარდა 36 მლნ ლარით და განისაზღვრება 642.8 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულ იქნა: პროგრამის - „მეწარმეობის განვითარება“ ასიგნებების ზრდა საწარმოთა კრედიტების თანადაფინანსების ზრდისა და საგრანტო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებად; პროგრამის - „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ასიგნებების ზრდა ტურისტული მარკეტინგის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მცირდება საკარანტინე მომსახურების ხარჯები. 43  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებს დაემატა 177 მლნ ლარი, რომელიც მოხმარდა: პროგრამის - „ერთიანი აგროპროექტი“ დაფინანსების ზრდას, ხოლო პროგრამის ფარგლებში გაიზრდა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების, აგროდაზღვევისა და შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსების ასიგნებები; ასევე, გაიზარდა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება. წარმოდგენილი ცვლილებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთლიანი ასიგნებები განისაზღვრა 628.6 მლნ ლარით.  განათლების და მეცნიერების მიმართულების დაფინანსება გაიზარდა 40 მლნ ლარით, რაც გამოიწვია COVID-19-თან დაკავშირებით დისტანციური სწავლების და პირადი დაცვის საშუალებებისა და მოსწავლეთათვის კომპიუტერების შესყიდვის, ახლად დასრულებული სკოლების უზრუნველსაყოფისა და აღჭურვის, მოსწავლეების ტრანსპორტით სახელმძღვანელოების ბეჭდვის ხარჯებში არსებული დამატებითმა საჭიროებებმა.  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 31 მლნ ლარით, რაც განპირობებულია საქართველოს მონაწილეობით ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, ასევე, პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების, რაგბის მხარდაჭერის ღონისძიებების, საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების, ღონისძიებების მიმართულებით დაგეგმილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) რეგიონებში პროექტების კულტურული დაფინანსებითა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებით;  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 90 მლნ ლარით და განისაზღვრა 2 456.6 მლნ ლარის ოდენობით. დამატებითი თანხები გათვალისწინებული იყო სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ დასაფინანსებლად; 44  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 30 მლნ ლარით და განისაზღვრა 930 მლნ ლარის ოდენობით. ზრდა გათვალისწინებულ იქნა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა ლოჯისტიკური ღონისძიებების შეუფერხებლად განსახორციელებლად;  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 60 მლნ ლარით და განისაზღვრა 296.5 მლნ ლარის ოდენობით;  ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება გაიზარდა 4.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 74.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრების დამატებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებით.  საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელები ჯამურად იზრდება 46 მლნ ლარით და განისაზღვრება 4 814.3 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, გაიზარდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა და შეადგინა 410 მლნ ლარი; ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების დაფინანსება გაიზარდა 1 მლნ ლარით და განისაზღვრა 226 მლნ ლარის ოდენობით და ა.შ. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვებს საქართველოს პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები, მოამზადა საბოლოო დასკვნა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა 45 აღნიშნული კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განპირობებული იყო 2021 წლის ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2021 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური ცვლადების საგეგმო მაჩვენებლების განახლების საჭიროებით. 2021 წლის კორექტირებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად, დაზუსტდა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების მაჩვენებლები. გაიზარდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობები, ისე გადასახდელები, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობები და მათი მშპ-ს მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებლები. კერძოდ: განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრება 10%-ის, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8%-ის ოდენობით. 2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეადგენს 58.5 მლრდ ლარს, ნაცვლად 2021 წლის ივლისის პროგნოზით არსებული 57,2 მლრდ ლარისა. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ პარამეტრებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ: - დეფიციტი კვლავ რჩება კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) მაღლა და 2021 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო შეადგენს 3 928.0 მლნ ლარს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 6.7%ია (თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 7.7%) და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, 2023 წელს უბრუნდება 3%-ზე დაბალ ნიშნულს, ხოლო 2025 წლის ბოლოსათვის - მშპ-ის 2.4%-ს; 46 - 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალისთვის დადგენილი ზღვრული მოცულობა აღარ აჭარბებს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს და მშპის 51.7%-ია, მათ შორის მთავრობის ვალი შეადგენს 51.1%, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით), საორიენტაციო შეფასებით მშპ-ის 0.6%-ია. წარმოდგენილი ცვლილებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 166.1 მლნ ლარით და შეადგინა 18 099.1 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელების ოდენობა გაიზრდა 297.4 მლნ ლარით და განისაზღვრა 19 796.1 მლნ ლარით. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით გაიზარდა როგორც COVID19-თან დაკავშირებული პროგრამების ხარჯები, ასევე, მოხდა ცალკეული უწყებებისა და ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომიების გადანაწილება. კერძოდ, ცვლილებები შეეხო ასიგნებებს შემდეგი უწყებებისა და პროგრამების მიხედვით:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 376.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 6 468.9 მლნ ლარით. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებულია COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების საჭიროებით. კერძოდ, დამატებითი თანხები მოიცავს საწოლების მობილიზების, ინფიცირებულთა მკურნალობის, ტესტირების ხარჯებსა და პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დანამატების ანაზღაურებას, ასევე, ვაქცინაციის მოცვის გაზრდისათვის წამახალისებელი პროგრამის დაფინანსებას (60 წლის და მეტი ასაკის პირთა ვაქცინაციის შემთხვევაში მათთვის შესაბამისი თანხის ანაზღაურება).  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 60 მლნ ლარით და განისაზღვრა 990 მლნ ლარის ოდენობით. ზრდა გათვალისწინებულ იქნა თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად. 47  საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის მოქმედ გეგმასთან შედარებით შემცირდა 57.6 მლნ ლარით და განისაზღვრება 585.2 მლნ ლარის ოდენობით. კერძოდ, 35 მლნ ლარით შემცირდა პროგრამის - „მეწარმეობის განვითარება“ ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის გამოყოფილი ასიგნებები (89.0 მლნ ლარი); 22.6 მლნ ლარით შემცირდა დასახლებული პუნქტების ინტერნეტიზაციის პროგრამის ასიგნებები.  საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებები - 86.0 მლნ ლარი, შემცირდა 12.0 მლნ ლარით;  დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოყოფილი ასიგნებები გაიზარდა 16.0 მლნ ლარით და შეადგინა 236.0 მლნ ლარი. აღნიშნული ზრდა განაპირობა ქვეყანაში შრომის ანაზღაურების დაგეგმილთან შედარებით მაღალი ზრდით, რაც ასევე აისახა საშემოსავლო გადასახადის მობილიზებაზეც.  დაგეგმილთან შედარებით დღგ-ს ზრდის შედეგად 14.3 მლნ ლარით მოიმატა მუნიციპალიტეტების დაფინანსებამ, რომელიც განისაზღვრა 1 127.7 მლნ ლარის ოდენობით.  სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები 85.0 მლნ ლარით შემცირდა, რაც ძირითადად განაპირობა გაცვლითი სავალუტო კურსებისა და საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 2021 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაუწია და „საქართველოს განიხილა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები - დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტის 48 კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და შეაფასა სხვა კომიტეტების, შემოსული სხვა სახელმწიფო დასკვნები, აუდიტის აგრეთვე, სამსახურის კომიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკისა და დასკვნები და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი დოკუმენტის წლებისათვის“ „ქვეყნის ძირითადი გადამუშავებული მონაცემები და და საბოლოო მიმართულებები ვარიანტები. 2022-2025 საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო 2021 წლის 17 დეკემბერს. აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გაზრდილია ასიგნებები როგორც მოსახლეობის სოციალური დაცვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, კერძოდ, მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ა.შ. გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაცია (ზრდა) კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ასევე გათვალისწინებულია: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 49 პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელის ზრდა (25 ლარით); საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელის ზრდა; სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების ზრდა (10%-ით); გათვალისწინებულია სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან ეტაპობრივი გათანაბრებისთვის, ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსებისათვის, მათ შორის სპინალური ატროპიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვაზე, ასევე, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსებისათვის, ასევე, გაზრდილია რეფერალური მომსახურების და ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება; გაზრდილია სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ანაზღაურება; ასევე იზრდება სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის, მათ შორის, მანდატურების და სოციალური მუშაკების ხელფასები. 2022 წელს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1100 ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6.0%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5.5%-ს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია 4.5%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 64.8 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 82.7 მლრდ ლარამდე. 2022 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრის მიღმა - მთლიანი შიდა პროდუქტის 50 (მშპ-ის) 4.2%-ის დონეზე განისაზღვრა (დადგენილი ზღვარი მშპ-ს 3% ) და 2 750.0 მლნ. ლარი შეადგინა. 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა პროგნოზირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 51.1%-ის დონეზე (დადგენილი ზღვარი მშპ-ს 60%). 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა განსაზღვრულია 19 362.6 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელების ოდენობა - 19 171.1 მლნ ლარით. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) ცალკეული უწყებებისა და პროგრამების მიხედვით განაწილებულია როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური სფეროს ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულების შესაბამისად. კერძოდ: საქართველოს ჯანმრთელობისა და ოკუპირებული სოციალური ტერიტორიებიდან დაცვის დევნილთა, სამინისტროს შრომის, ასიგნებებისთვის გათვალისწინებულია ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 31.4%-ი, რაც 6 027.3 მლნ ლარია. აქედან 4 021.2 მლნ ლარი განსაზღვრულია მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე (2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 144.8 მლნ ლარით მეტი), კერძოდ: 2 885.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე (285 მლნ ლარით მეტი), მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე - 1 001.1 მლნ ლარი (110.1 მლნ ლარით მეტი); მაღალმთიან დასახლებაში სოციალურ შეღავათებზე - 75 მლნ ლარი (8.7 მლნ ლარით მეტი). მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ასიგნებებზე გათვალისწინებულია 1 791.2 მლნ ლარი, საიდანაც 820 მლნ ლარი (20 მლნ ლარით მეტი) მიიმართება მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვაზე და ა.შ. ამასთან, ოკუპირებული სოციალური ტერიტორიებიდან დაცვის დევნილთა, სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით 51 უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილი ასიგნებები ჯამურად 114.2 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები განსაზღვრულია 1 684.8 მლნ ლარის ოდენობით (2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 160.1 მლნ ლარით მეტი). სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამის ასიგნებები შეადგენს 1 157.4 მლნ ლარს (101.1 მლნ ლარით მეტი), მათ შორის, გათვალისწინებულია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დასაფინანსებლად - 985.0 მლნ ლარი (რომელიც მოიცავს 2022 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდას 100 ლარით); მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისათვის - 28.3 მლნ ლარი; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის - 24.9 მლნ ლარი (მიმდინარე წელთან შედარებით 6.5 მლნ ლარით მეტი); პროგრამისათვის "ჩემი პირველი კომპიუტერი" – 59.2 მლნ ლარი (მიმდინარე წელთან შედარებით 1.2 მლნ ლარით მეტი). პროფესიული განათლებისთვის იგეგმება 68.9 მლნ ლარი, უმაღლესი განათლებისთვის - 142.4 მლნ ლარი (889 ათასი ლარით მეტი) და ა.შ. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სულ განსაზღვრულია 194.1 მლნ ლარი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის იგეგმება 2 895.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის გეგმურ მაჩვენებელს 438.4 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული ასიგნებებიდან გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებების დაფინანსებაზე 1 852.9 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 314 მლნ ლარით მეტია; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე - 483.6 მლნ ლარი, ანუ 2021 წლის გეგმაზე 149.2 მლნ ლარით მეტი; წყალმომარაგების 52 ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 379.9 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 31,3 მლნ ლარით მეტია და ა.შ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაზღვრულია 593.1 მლნ ლარი. ამასთან, გათვალისწინებულია: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისათვის - 14.4 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 4.4 მლნ ლარით მეტია; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის პროგრამისათვის - 60.8 მლნ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.9 მლნ ლარით მეტია; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობისათვის - 84.7 მლნ ლარი; ერთიანი აგროპროექტისათვის 261.7 მლნ ლარი და ა.შ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები შეადგენს 1 002.4 მლნ ლარს, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 12.4 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა გათვალისწინებულია ჯარისკაცებისა და სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებაზე. ამასთან, სამინისტროს მთლიანი ასიგნებებიდან 60.1 მლნ ლარი მოხმარდება სისტემაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, 80 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას, 148 მლნ ლარი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ა. შ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები წინა წელთან შედარებით იზრდება 85 მლნ ლარით და შეადგენს 865 მლნ ლარს. დამატებით გათვალისწინებული თანხა მოხმარდება როგორც მიმდინარე ხარჯებს (შრომის ანაზღაურების ზრდას), ისე არაფინანსური აქტივების ზრდას. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი განსაზღვრულია 300 მლნ ლარით, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი - 20 მლნ ლარით. ამასთან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები შეადგენს 277 მლნ ლარს, საიდანაც 266 მლნ ლარი მუნიციპალიტეტებისათვისაა განკუთვნილი. 53 დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება 260 მლნ ლარია ( 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24 მლნ ლარით აჭარბებს). წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები პროგნოზირებულია 1 266.4 მლნ ლარის (ჯამური დღგ-ის 19%) ოდენობით, რომელიც ნაწილდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია მთელი რიგი სხვა პროგრამებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას. კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტების ფორმირება საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ივნისში განიხილა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო განაცხადები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. კერძოდ, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა: 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“; 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 4. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 54 5. საქართველოს პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი. საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადებზე კომიტეტის დასკვნები და შესაბამისი დადგენილებების პროექტები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. ხოლო საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების - კვლევითი ცენტრის, ეროვნული განაცხადების ბიბლიოთეკისა პროექტების და შესახებ ჰერალდიკის საბჭოს, საბიუჯეტო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. 5. კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილება 5.1. საბიუჯეტო კონტროლი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ: სახაზინო სამსახური ყოველდღიურად აქვეყნებს ოპერატიულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის შესახებ საბალანსო ცხრილის ფორმით. ყოველთვიურად, თვეში ერთხელ (ნაზარდი ჯამით), საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს სახელმწიფო სახაზინო სამსახური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის, დეფიციტისა და ფისკალური მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის ფორმით. 55 ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვეში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას, ნაზარდი ჯამით. საანგარიშო საქართველოს პერიოდში კომიტეტმა პარლამენტში დაგეგმა და კოორდინაცია გაუწია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმოხილვების“ განხილვას. მოამზადა აღნიშნული დოკუმენტების ანალიზი და განიხილა კომიტეტის სხდომაზე. საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა კომიტეტში შემოსული ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვება, შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მასალები წარედგინებოდა კომიტეტის ხელმძღვანელობას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2021 წლის ივნისში საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის” განხილვას საქართველოს პარლამენტში. კომიტეტმა განიხილა „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”, მოისმინა აუდიტის სამსახურის მოხსენება აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, მოამზადა დასკვნა და შესაბამისი პარლამენტის დადგენილების პროექტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსული დასკვნები, კომიტეტის დასკვნასთან ერთად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „2020 განხილული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და შესაბამისი დადგენილებით შესრულების წლიური ანგარიში” დამტკიცებულ იქნა პარლამენტის სხდომაზე. 5.2. 2 სხვა საკონტროლო საქმიანობა ივნისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიში“ 56 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე60 მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს წარმოუდგინა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში“. ანგარიში წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას, აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. წარმოდგენილი ანგარიში ასევე მოიცავდა ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვისა და ეროვნული ბანკის იმ ქმედებების შესახებ, რომელიც მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს უკავშირდება. 2020 წლის ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად: ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში წარმართავს. ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ახორციელებს. სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი ამ რისკების შემცირებისთვის საპასუხო პოლიტიკას ატარებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას უწყობს ხელს. გასულ პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს COVID-19- 57 ისგან მომდინარე სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა. ფინანსურ სექტორზე პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად და ქვეყნის ეკონომიკის საზედამხედველო წახალისების გეგმა მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი შეიმუშავა და შეუფერხებლად განაგრძობდა ბაზარზე ლიკვიდური ფულადი რესურსების მიწოდებას. ლარის გადაჭარბებული მერყეობის შესარბილებლად ეროვნული ბანკი პერიოდულად სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებდა. საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს და ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას უწყობს ხელს. მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციების შედეგად 2020 წელს შეიქმნა საკრედიტო რეესტრი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდა და ამოქმედდა არასაბანკო დაწესებულებებისთვის დისტანციური ზედამხედველობის პორტალი. მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მიმართულებით წინა წლების მსგავსად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ბაზართან კომუნიკაციის შესაბამისად დაიხვეწა საკანონმდებლო ჩარჩო. 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობას დაქვემდებარებული თითოეული სუბიექტისგან ორჯერ მიიღო და დაამუშავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება. 2020 წელს აქტიურად ნორმატიულ-სამართლებრივი გრძელდებოდა ბაზის საქართველოს განვითარების და ეროვნული ბანკის სრულყოფა-განახლების პროცესი. 58 ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა და ა.შ. საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველთვიურად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისებს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ყოველთვიურად ახორციელებდა შემოსული ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვებას, შესწავლასა და ანალიზს. 16 ივნისის კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში“ ანგარიში კომიტეტის წევრებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გააცნო. ანგარიშში წარმოდგენილია აუდიტორული საქმიანობის ძირითადი შედეგები, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა მმართველობისა და ორგანიზაციული კულტურის, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის შესახებ და ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია ორგანიზაციის ფინანსების, მომავლის ხედვისა და არსებული გამოწვევების შესახებ. 59 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წელს, წინა წლის ანგარიშის მონაცემთან შედარებით, 2%-ით გაზარდა ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი, რომელმაც თითქმის 89% შეადგინა, კერძოდ, აუდიტებით მოცულ იქნა ნაერთი ბიუჯეტის 13.8 მილიარდ ლარზე მეტი. 2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 60 აუდიტი ჩაატარა. აუდიტორული მიგნებების საფუძველზე კი გასცა 849 რეკომენდაცია. მნიშნელოვანია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდაც, რომელმაც შეადგინა 47% და 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს 5 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა. მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებთან გადაგზავნილ იქნა 28 აუდიტის ანგარიშის შესაბამისი მასალა. აღსანიშნავია ასევე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა USAID-ის ხელშეწყობით აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენის განსაზღვრის პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. აუდიტის სამსახურმა გაიმარჯვა საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური აუდიტის სასამართლოს მიერ დაფუძნებული ფონდის საგრანტო კონკურსში და მიღებული გრანტი 100,000 აშშ დოლარის ოდენობით 2021-2022 წლებში მოხმარდება სამსახურის IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. აუდიტის სამსახური გაწევრიანდა დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინიციატივით შექმნილ EUROSAI-ის სამუშაო ჯგუფში COVID-19 პანდემიის რეაგირების აუდიტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიმდინარეობდა პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, დონორი ორგანიზაციების GIZ, EU, WB, USAID მხარდაჭერით. 2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მსოფლიო ბანკის (WB) პროექტის ეფექტიანობის აუდიტი. პოლონეთის, უკრაინის, სერბეთისა და სხვა ქვეყნების 60 უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან ერთად სამსახური მონაწილეობდა 2 საერთაშორისო პარალელურ აუდიტში. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წარმოდგენილ ანგარიშს თან ახლდა მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმიდან პარლამენტის მიერ კონკურსის წესით შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აუდიტის სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება შეამოწმა PWC - შპს „ფრაისვოთერჰაუსკუპერს საქართველო“-მ და გასცა უპირობო დასკვნა, რაც მიუთითებს, სახელმწიფო ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშების აუდიტის სამსახურის მიერ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში და ამასთან დაკავშირებით საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. 21 ივნისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა „სსიპ საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში“ და „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2020 წლისათვის“ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ საპენსიო სააგენტო პარლამენტს წარუდგენს „სსიპ საპენსიო სააგენტოს 2020 წლიურ ანგარიშს“ და „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას 2020 წლისათვის“. კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ. გაწეული საქმიანობის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას 2020 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საპენსიო სქემაში 61 გაწევრიანებისა და ფონდის მოცულობაზე, ასევე, ინფორმაციას საოპერაციო საქმიანობაზე, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკას, სააგენტოს საოპერაციო საქმიანობას, ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვასა და საპენსიო შენატანებზე სარგებლის დარიცხვის შესახებ, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესის მართვასა და პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემაზე, ასევე, ინფორმაციას საინვესტიციო საქმიანობასა და რისკის კონტროლის სამსახურის საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ძირითადი სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილი იყო ცხრილის სახით. სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად წარმოდგენილი იყო საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მიერ „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2020 წლისათვის“. კერძოდ, წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის N 5357-Iს დადგენილებით არჩეული საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორი) - შპს „KPMG Georgia“-ს მიერ განხორციელებული 2020 წლის საპენსიო სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი IPSAS-ის შესაბამისად, ხოლო საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი - IFRS-ის შესაბამისად. ასევე, წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი აუდიტორის შესაბამისი დასკვნები. კომიტეტმა ანგარიშის მოსმენის შედეგად მომზადებულ დასკვნაში აღნიშნა, რომ საპენსიო სააგენტოს საქმიანობის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, საპენსიო სააგენტომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ყოველკვარტალურად წარუდგინოს არააუდიტირებული საბალანსო უწყისი. შესაბამისად, სსიპ საპენსიო სააგენტომ 2021 წლის ოქტომბერში კომიტეტს წერილობით წარუდგინა „საპენსიო ფონდის“ 2021 წლის ცხრა თვის ფინანსური უწყისი. 62 28 ივლისის გაერთიანებულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მოისმინა ანგარიშები „ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის მომსახურებასთან, წესრიგის 2020 დაბეგვრასთან, წლის სამოქმედო ბუღალტრულ გეგმიდან აღრიცხვასთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსურ და აუდიტთან ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის 2020 წლის ასოცირების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშებზე „ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და გათვალისწინებული მოხსენებები აუდიტთან დაკავშირებით ვალდებულებების წარმოადგინეს: ასოცირების შესრულების სახელმწიფო აუდიტის შეთანხმებით მიმდინარეობის შესახებ“ სამსახურმა, ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულ ბანკმა და სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა. მომხსენებლების მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების, აგრეთვე, განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. სხდომაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით ჩატარებული რეფორმების შესახებ, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალური თავსებადობის მიმართულებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოსმენილი ანგარიშების ცნობად მიღების საკითხს. 26 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა „სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა“ 63 „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო პარლამენტს წარუდგენს „სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას“. კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საქმიანობის მიმოხილვა წარმოადგინა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ. წარმოდგენილი მიმოხილვა მოიცავდა ინფორმაციას 2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას საპენსიო სქემაში გაწევრიანებისა და ფონდის მოცულობაზე. 2022−2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „2022-2024 წლების ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი, რომლის თანახმად, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2022−2024 წლებისთვის განისაზღვრა 3 პროცენტით. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022−2024 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, 64 ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 2022−2024 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. პარლამეტში წარმოდგენილ 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი განმარტებითი ბარათი, მიმართულებების პროექტს თანდართული ჰქონდა რომელშიც აღწერილი იყო საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის თუ როგორ და რა ფაქტორებზე დაყრდნობით არის გაანგარიშებული ინფლაციის ოპტიმალური დონე, მიმოხილული იყო შესაძლო სცენარები (საბაზო და ალტერნატიული), მოსალოდნელი ეგზოგენური რისკები და არაპროგნოზირებადი შოკები. ამასთან, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პროექტის საკომიტეტო განხილვამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო ეროვნული ბანკის განახლებული საპროგნოზო სცენარები (საბაზო და ალტერნატიული) არსებულ (ხელმისაწვდომ) ინფორმაციაზე დაყრდნობით. 21 ივნისის კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში“ 65 ანგარიში კომიტეტის წევრებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ გააცნო. ანგარიში ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიღწეულ შედეგებს. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, პრიორიტეტების, პროგრამათა განრიგის, დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების, საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, ორგანიზაციის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების და მომავალი წლის გეგმების შესახებ. სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ Covid-19 პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი პროგრამა „ტელესკოლა“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იყო შეფასებული “OECD-თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიერ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ პირველი არხის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას დადებითი შეფასება მისცა. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოქმედი კანონის შესაბამისად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მისი საქმიანობისათვის საჭირო ფულადი სახსრების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. გარდა სახელმწიფო ასიგნებებისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე გარკვეული ფულადი სახსრების აკუმულირებას ახდენს საკუთარი კომერციული საქმიანობიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 78,887,395 ლარით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2020 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავალმა შეადგინა 85,765,295 ლარი. აქედან, 58,395,000 ლარი სახელმწიფო ასიგნების ფარგლებში მიღებული თანხაა, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 3,378,329 66 ლარია, ხოლო ბანკის სესხით მიღებული დამატებით ფულადი სახსრები 23,991,966 ლარია. 2020 წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი შეადგენდა 1,829,679 ლარს, წლის დასასრულს ნაშთმა შეადგინა 8,724,816 ლარი. 2020 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეულმა ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა 78,870,158 ლარი. კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოდგენილ ანგარიშს თან ახლდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა. კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა შპს „ბეიქერ ტილი ჯორჯიამ“. 5.3. კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტების, კომიტეტის დებულებისა და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აუდიტის ჯგუფი წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვაზე კონტროლის ფუნქციის უზრუნველსაყოფად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ ჯგუფს. პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან კომიტეტის წევრებისგან შექმნილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული 67 კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა. აუდიტის ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთაგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროგრამა: ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EGA). აუდიტის ჯგუფი აქტიურად მუშაობს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის ანგარიშებს საქართველოს პარლამენტს წარმოუდგენს დაუყოვნებლივ, რაც მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროულად მიღების თვალსაზრისით. ამასთანავე, წელიწადში ორჯერ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე, რაც აუდიტის ჯგუფის სამუშაო პროცესისთვის ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის მიერ სხდომებზე განსახილველი ანგარიშების შესარჩევისას გაითვალისწინება ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აუდიტების შესახებ. პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებიდან აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს ორჯერ იქნა ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მიერ გამომდინარე, სახელმწიფო წარმოდგენილი წერილობითი პარლამენტისთვის მიწოდებული ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში გამართულ სხდომებზე აუდიტის ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 23 ანგარიში შესაბამისი 175 რეკომენდაციით, საიდანაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დასამტკიცებლად წარედგინა 173 რეკომენდაცია, ერთ რეკომენდაციას არ დაეთანხმა აუდიტის ჯგუფი, ხოლო ერთ რეკომენდაციაზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შემდგომი მუშაობის 68 გაგრძელება. აუდიტის ჯგუფს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის წარდგენილი აქვს შესაბამისი რეკომენდაციის პროექტები. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი აქტიურად და უწყვეტად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მიმდინარე პერიოდისათვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განხილულ ანგარიშებთან დაკავშირებულ ყველა უწყებას აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ უწყებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია ან შესრულების პროცესშია. აუდიტის ჯგუფის მიერ განხილულ იქნა როგორც ეფექტიანობის, ისე შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშები, კერძოდ: 1. ა(ა)იპ − საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის 2017-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (32/36; 3.11.2020); 2. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 - 2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (29/36; 21.10.2020); 3. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (24/36; 6.08.2020); 4. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (25/36; 31.08.2020); 5. ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (48/36; 31.12.2020); 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 31 69 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში (3/36; 25.01.2020); 7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში (41/36; 25.12.2020); 8. საქართველოს სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში (27/36; 19.10.2020); 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების პერიოდისთვის აუდიტის ანგარიში (34/36; 6.11.2020); 10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (11/36; 1.02.2020); 11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (35/36; 10.11.2020); 12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (45/36; 29.12.2020); 13. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (26/36; 19.10.2020); 14. საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (38/36; 15.12.2020); 15. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულების 2017 – 2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (1/36; 18.01.2021); 70 16. საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის 2016-2019 წლების ეფექტიანობის აუდიტი (19/36; 9.02.2021); 17. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№23/36; 5.03.2021); 18. პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№26/36; 26.03.2021); 19. ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№10/36; 1.02.2021); 20. ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№29/36; 20.04.2021); 21. შიდასახლმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) 20182019 წლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№29/36; 20.04.2021); 22. შიდასახლმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) 2020 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№37/36; 28.09.2021); 23. შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი (№25/36; 23.03.2021). აუდიტის ჯგუფის მიერ სხდომის მოწვევა ხდებოდა პარლამენტის რეგლამენტისა და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე, EGA - პროგრამის ფარგლებში აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას ახორციელებდა საჯაროდ და გამჭირვალედ. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საჯაროდ იყო გაცხადებული მისი გამართვის ადგილი, დრო და დღის წესრიგი. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის სხდომები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით და საჯარო იყო დაინტერესებული პირებისათვის. აუდიტის ჯგუფის სხდომებს, როგორც წესი, ესწრებოდნენ: აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრები, გენერალური აუდიტორის მოადგილე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, შესაბამისი სამინისტროს მინისტრის მოადგილეები, მაღალი თანამდებობისა და სხვა 71 პასუხისმგებელი პირები. გარდა აღნიშნულისა, განსახილველი აუდიტის ანგარიშებისა და აუდიტის ობიექტების გათვალისწინებით, მოწვეული იყვნენ და სხდომებს ესწრებოდნენ შესაბამისი პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეები და კომიტეტის წევრები, პარლამენტის სხვა წევრები, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. აუდიტის ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ორჯერ წარუდგინა წერილობითი მოხსენება საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის განმავლობაში თავისი საქმიანობის შესახებ. 6. კომიტეტის სხვა საქმიანობა  საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურები. კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეიმუშავა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია 72 ყველა ის ძირითადი საქმიანობა, რომლის განხორციელებას გეგმავს ან პარლამენტის რეგლამენტით ევალება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განათავსა 2021 წლის საქმიანობის გეგმა ქართულ და ინგლისურ ენებზე“.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში.  კომიტეტმა საქართველოს შეისწავლა პარლამენტში წარმოდგენილი და გაანალიზა საგაზაფხულო საქართველოს და მთავრობის საშემოდგომო მიერ სესიისათვის საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი მოკლევადიანი საქმიანობის გეგმა. 1. USAID/GGI - ის მხარდაჭერით შემუშავებულია კომიტეტის 2021-2024 წლების სტრატეგია და სამუშაო გეგმა. (შეირჩა ექსპერტი, ჩატარდა ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან, მომზადდა დოკუმენტი, გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა დოკუმენტის დახვეწის და სრულყოფის მიზნით, შეირჩა დიზაინი, მიმდინარეობს დოკუმენტის ბეჭდვასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები). 2. USAID/GGI - ის მხარდაჭერით შემუშავებულია ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი. (შეირჩა ექსპერტი, მომზადდა ჩატარდა დოკუმენტი, ინტერვიუები გაიმართა დაინტერესებულ არაერთი მხარეებთან, საკონსულტაციო შეხვედრა 73 დოკუმენტის დახვეწის და სრულყოფის მიზნით, შეირჩა დიზაინი, მიმდინარეობს დოკუმენტის ბეჭდვასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები). 3. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტთან (NDI)- თანამშრომლობით:  24 დეკემბერს ჩატარდა ონლაინ ვებინარი სახელმწიფო ბიუჯეტზე ფინანსთა სამინისტროს, აუდიტის სამსახურის, დარგის ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების მონაწილეობით. ღონისძიების ტრანსლირება მიმდინარეობდა ონლაინ ზუმის პლატფორმით და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით დასმულ და გამოგზავნილ ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი;  შემუშავების პროცესშია სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული გზამკვლევი, რომლის პრეზენტაციაც 2022 წელს იგეგმება;  შემუშავების პროცესშია სახელმწიფო ბიუჯეტზე ინფოგრაფიკები. 4. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - შემუშავდა და დამტკიცდა თვინინგ პროექტი: საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება საჯარო ფინანსებზე პროექტი გაგრძელდება 2024 წლამდე და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: კომიტეტის თანამშრომლობის გაძლიერება სხვა უწყებებთან; კომიტეტის თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოებასთან. პროგრამით გათვალისწინებული იქნება პარლამენტის წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგები და სხვადასხვა ღონისძიებები. ქრონოლოგიურად კომიტეტის მიერ განხორციელებული სხვა საქმიანობა შემდეგნაირია: 20 იანვარი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრა გამართა. 74 სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა საპენსიო სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სამომავლოდ საპენსიო სააგენტოს, საკანონმდებლო კუთხით, სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. 19 თებერვალი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს ქვეყნის მაკროეკონომიკური სელიმ ჩაქირს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სტაბილურობა, საბანკო მხარეებმა სექტორში განიხილეს: არსებული მდგომარეობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები და ასევე სავალუტო ფონდის „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მიმდინარეობა. საფინანსო-საბიუჯეტო ირაკლი კოვზანაძემ საქართველოში კომიტეტის საერთაშორისო თავმჯდომარე სავალუტო ფონდის წარმომადგენელს, სელიმ ჩაქირს მადლობა გადაუხადა იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც სავალუტო ფონდმა საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია. 11 მარტი ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა ლექციის პირველი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციას, თემაზე: ,,2021 წლის ბიუჯეტი და გამოწვევები” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი. შეხვედრას 300 მდე სტუდენტი პარლამენტარი ესწრებოდა. 75 15 მარტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აკირა იმამურასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს. 14 მაისი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან, გიორგი დანელიასთან შეხვედრა გამართა პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. 4 ივნისი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ დავით ონოფრიშვილს შეხვდა. პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო პირველი კვარტლის შედეგებს. განიხილეს 2021 წლის თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს ეს სექტორი. 17 ივნისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე NDIის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ალან გილამს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და კომიტეტს შორის მომავალი 4 წლის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 76 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე, საუბარი შეეხო საფინანსო საკითხებს, საბიუჯეტო პროცესს და ამ კუთხით როგორ უნდა მოხდეს დეპუტატებისა და ბიუჯეტის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა. ერთ-ერთ აქტუალურ თემად მთავრობის ვალის საკითხი დასახელდა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა NDI-ის დახმარებით და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემუშავდება გზამკვლევი, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ წესებს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ, ამ პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს, მათ შორის პარლამენტის უფლებამოსილებებს, ვალის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭირვალობაზე საერთაშორისო სტანდარტს. 8 ივლისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სხვა. საუბარი ასევე შეეხო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს. 26 ივლისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალარჩეულ წევრებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ნიკოლოზ გაგუა დისტანციურად დაესწრო. 77 საუბარი შეეხო ეკონომიკის არსებულ გამოწვევებს, ინფლაციას, ლარის კურსს, საბანკო სისტემის ლიკვიდობას, მდგრადობას და სტაბილურობას, ასევე საფინანსო სექტორში გატარებულ რეფორმებს და სამომავლო გეგმებს. ირაკლი კოვზანაძემ სებ-ის საბჭოს ახალ წევრებს წარმატება უსურვა და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. 27 ივლისი ირაკლი კოვზანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება. 29 ივლისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდა. პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხები, ლარის კურსი, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია, საბანკო სფეროში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებებით სებ-ის სამოქმედო გეგმები. ასევე საუბარი შეეხო პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. 4 ნოემბერი 78 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ამავდროულად ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ეხება. კერძოდ: - საგადახდო მომსახურეობის ფინანსურ ტექნოლოგიებს, ღია ბანკინგს, ციფრული ბანკის ლიცენზირებას და ციფრულ ლარს, მიკრობანკების დაფუძნებას და მათ რეგულირებას, ვალუტის პუნქტების რეგულირებას, სესხის გამცემი სუბიექტების დეფინიციის გაფართოებას, ფინანსურ კონგლომერატებს, სხვა არასაბანკო დაწესებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და ა.შ. საფინანსო-საბიუჯეტო კოვზანაძის განცხადებით კომიტეტის განხილული თავმჯდომარის საკანონმდებლო ინციატივები ირაკლი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია. „საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მდგრადია, ამ სფეროში რეფორმები კი უნდა გაგრძელდეს. მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა კანონპროექტების ინიცირებამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ"აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. სამუშაო შეხვედრას ეროვნული ბანკის მხრიდან ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტები; არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსები. 10 ნოემბერი 79 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილეს ტანია ჰუტს და ეკონომიკურ ატაშეს სარა სილანკას შეხვდა. შეხვედრაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, ასევე საფინანსო სფეროში, მათ შორის საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ისაუბრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში. ირაკლი კოვზანაძემ გერმანიის მთავრობას ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. 11 ნოემბერი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაქირს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სხვა. საუბარი შეეხო სსფ-ს ახალ პროგრამას. 15 ნოემბერი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მონღოლეთის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა. 80 შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ესწრებოდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის საბიუჯეტო და საბანკო სფეროში. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ხაზი გაუსვა საფინანსო სფეროში ქვეყნისთვის იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელმაც საფინანსო სექტორის მდგრადობა განაპირობა. მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება, კანონი „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ, არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, და ა.შ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლიცენზირების და ნებართვების თემასაც. 29 ნოემბერი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საპენსიო რეფორმის მნიშვნელობას, როგორც მოსახლეობისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით ხელისუფლება მხარს უჭერს და მომავალშიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფუნდამენტურ რეფორმას, რომლის სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და მაკროეკონომიკური სარგებელი ეკონომიკისთვის ჯერ კიდევ წინ არის. შეხვედრას ესწრებოდნენ: საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსო, საბჭოს წევრები: ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი, ასევე საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია. 81 1 დეკემბერი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით. მხარეებმა ფონდთან დაგეგმილი ახალი სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საკითხები, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ინფლაცია, საფინანსო-საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ფონდის პროგრამის განახლების შემდეგ ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება 24 დეკემბერი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ საჯარო ვებინარი თემაზე: 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და მის ძირითად პარამეტრებზე. ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა საბიუჯეტო პროცესზე, რომელიც პარლამენტში მაისიდან ე.წ. BDD-ის დოკუმენტის მიღებით იწყება და დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებით სრულდება. ვებინარის მონაწილეებმა ისაუბრეს: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ვალზე, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და ა.შ. პრეზენტაციების შემდეგ, ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 82 საჯარო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე. პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი; ასევე საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვებინარის მონაწილეებისთვის დაესვათ შეკითხვები საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით და მიეღოთ პასუხები. ვებინარის პირდაპირი ტრანსლაცია პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე და პარლამენტისა და NDI საქართველოს ფეისბუქ გვერდებზე მიმდინარეობდა. ღონისძიება დაფინანსებული იყო „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. 83