„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/189/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის 28-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 ნაწილი: „281. მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ71“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა.“. 2. 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ;“. 3. 112-ე მუხლის: ა) მე-2-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი, გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა. 1 3. ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის უძრავმოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში, გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ფიზიკური ან იურიდიული პირი (თუ მისი ვინაობა ცნობილია), რომლისგანაც უნდა მოხდეს კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვა; გვარეობითი ნიშნის მიხედვით ის კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, საიდანაც უნდა მოხდეს კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა; კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან გამოსათხოვი სავარაუდო დოკუმენტი ან ინფორმაცია; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში, გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა.“. 4. 125-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება ასევე არ არის საჭირო იმ ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია.“. 5. 136-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.“; ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები: „41. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებები. 42. გამომძიებელი უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ. აღნიშნული ცნობის მიღების შემთხვევაში პროკურორი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას სატელეფონო ნომრის, მისი მფლობელისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების დროის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სახელმწიფოსა და საზოგადოებაში სხვადასხვა სახის ტრანსფორმაციები გამოწვევებს სისხლის სამართლის სფეროშიც განაპირობებს, ამიტომ საჭირო ხდება სისხლისსამართლებრივი რეაგირება ამ გამოწვევებზე, რათა სამართლებრივი სიკეთის დაცვა ეფექტიანად განხორციელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაფართოვდა მთელი რიგი დანაშაულის შემადგენლობები და დასჯადად გამოცხადდა მაგალითად ადევნება, ოჯახური ძალადობა და ა. შ., საჭირო გახდა ამ დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება. გამოძიების ეფექტიანად წარმართვაში კი ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ციფრული ტექნოლოგიები. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 – 14310 მუხლები, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისთვის დადგენილი სტანდარტები, ვრცელდება. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისთვის გათვალისწინებული მუხლობრივი შეზღუდვის წესი მოქმედებს. ამ წესის თანახმად (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა (ისე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება) მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ან ცალკეულ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე არის დასაშვები. ასეთი სამართლებრივი მოწესრიგება და ის მოცემულობა, რომ ცალკეულ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე არ ვრცელდება კომპიუტერული მონაცემის 4 გამოთხოვის მექანიზმი, გაუმართლებელ დაბრკოლებას უქმნის გამოძიების ეფექტიანობას; მაგალითად, ამჟამად მოქმედი ნორმების თანახმად, ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული იმ ვიდეოჩანაწერის ან კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით განხორციელებული იმ ელექტრონული მიმოწერის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართვა ვერ განხორციელდება, რომლითაც შესაძლოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა იყოს დადასტურებული: მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (110-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (111-ე მუხლი), დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (112-ე მუხლი), თვითმკვლელობამდე მიყვანა (115-ე მუხლი), სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (116-ე მუხლი), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (118-ე მუხლის პირველი-მე3 ნაწილები), ძალადობა (126-ე მუხლის პირველი-12 ნაწილები), ოჯახში ძალადობა (1261 მუხლი), მუქარა (151-ე მუხლი), ადევნება (1511 მუხლი), იძულება (150-ე მუხლი), ქორწინების იძულება (1501 მუხლი), ქურდობა (177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები), ძარცვა (178-ე მუხლის პირველი ნაწილი), ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა (276-ე მუხლის პირველი-მე-4 ნაწილები) და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა ფარულ ხასიათს არ ატარებს, მასზე ფარული საგამოძიებო მოქმედების განსახორციელებლად საჭირო სტანდარტის გავრცელება არ არის გამართლებული. კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო კონტროლის არსებობა, სრულად უზრუნველყოფს შესაბამისი პირის უფლებების სათანადოდ დაცვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, შეიცვალოს საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ბლანკეტურად ართმევს საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებების მოპოვების უფლებამოსილებას. საკითხის ასეთი მოწესრიგება ამჟამად ხელს უშლის საგამოძიებო ორგანოებს, ეფექტიანად შეასრულონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პოზიტიური და პროცედურული ვალდებულება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით განსაზღვრულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით ამჟამად არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა არსებობს. ამ 5 პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვას დაცვის მხარე ახორციელებს, სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედების სტანდარტით არ ხელმძღვანელობს, ხოლო როდესაც კომპიუტერულ მონაცემს ბრალდების მხარე ითხოვს, სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედების სტანდარტით ხელმძღვანელობს. შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველსაყოფად ამ პრაქტიკის შეცვლა აუცილებელია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლთან მიმართებით არსებული ზემოაღნიშნული პრობლემატური სამართლებრივი მოცემულობის გარდა, მიზანშეწონილია, კანონპროექტით მოწესრიგდეს ასევე დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხი. 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომლითაც ცვლილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონშიც განხორციელდა,1 ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოსაძიებლად ჰქონოდათ მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები). აღნიშნული ტექნიკური კომუნიკაციის შესაძლებლობის კომპანიებს გამოყენებით ეფექტიანად უნდა ელექტრონული განეხორციელებინათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის იმ პირის პოვნაში დახმარების უზრუნველყოფა, რომელიც დანაშაულებრივი გზით დაეუფლა მობილურ საკომუნიკაციო აღჭურვილობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვინაიდან დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტთან დაკავშირებული კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სტანდარტები ვრცელდება, შესაბამის ორგანოებს არ შეუძლიათ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისგან კომპიუტერული მონაცემი. შესაბამისად, დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, აუცილებელია განხორციელება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების 1 ეფექტიანად მოიპოვონ ეს 2017 წლის 22 მარტს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3596469?publication=1. 6 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამოძიების მიზნებისთვის კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვასთან, ასევე, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს:  ამოღებული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის გათვალისწინებულ მე-4 საგამოძიებო ნაწილი. შესაბამისად, მოქმედებაზე - ამ მუხლით კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა ფარული საგამოძიებო მოქმედების დამარეგულირებელი მუხლების დებულებები არ გავრცელდება. კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა სასამართლოს მიერ წინასწარ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდება, ხოლო კომპიუტერული მონაცემის გადაუდებელი აუცილებლობით გამოთხოვის შემთხვევაში, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერება post factum სასამართლო კონტროლით გაკონტროლდება;  ელექტრონული კომუნიკაციის გამომძიებლის მიმართვის კომპანიას საფუძველზე 7 მიეცემა შესაძლებლობა საგამოძიებო ორგანოს შეატყობინოს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის შესახებ. ამ შეტყობინების შემდეგ პროკურორი უფლებამოსილი იქნება მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემიდან სასამართლო კონტროლით გამოითხოვოს ინფორმაცია სატელეფონო ნომრის, მისი მფლობელისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების დროის შესახებ; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებულის წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 8 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გახანგრძლივებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შესაბამის საგამოძიებო უწყებებს გაეზარდოთ ხარჯები, რაც მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან დაფინანსდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: 9 კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პროკურატურა. 10 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადების შემთხვევაში: მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე. 11