„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ71“ ქვეპუნქტი:
„ჰ71) მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა −
ტექნიკური სისტემა, რომელიც იძლევა დანაშაულის შედეგად დაკარგული ან
მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო
აღჭურვილობის ძებნის ინიცირების შესახებ საგამოძიებო ორგანოს მიერ მოთხოვნის
წარდგენისა და მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელში მისი აქტივაციის
შესახებ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების შესაძლებლობას.“.
2. მე-19 მუხლის 21 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური
საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას,
ვალდებულია
დანაშაულის
შედეგად
დაკარგული
ან
მართლზომიერი
მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის
მოსაძიებლად იქონიოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის
დაფიქსირების
ტექნიკური
შესაძლებლობა
და
უზრუნველყოს
მისი
ჩართვა
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიან სისტემაში.“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“-„დ2“ ქვეპუნქტები:
„დ1)
ამ
პუნქტის
„დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია გამოძიების მიმდინარეობის
ფარგლებში შესაბამის საგამოძიებო ორგანოს აცნობოს დანაშაულის შედეგად
დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების
ფაქტის შესახებ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136ე მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს განჩინების წარდგენის შემდეგ
1
მიაწოდოს მას ინფორმაცია სატელეფონო ნომრის, მისი მფლობელისა და მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების დროის შესახებ.
დ2) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მესაკუთრის განცხადება დაკარგული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით მისი აქტივაციის
დაფიქსირების ფაქტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ, ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია დაკარგული მობილური საკომუნიკაციო
აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტისა და სატელეფონო ნომრის, მისი
მფლობელისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის
დაფიქსირების დროის შესახებ განმცხადებლის წერილობითი თანხმობით აცნობოს
პოლიციას. განმცხადებელი ვალდებულია დაადასტუროს დაკარგულ მობილურ
საკომუნიკაციო აღჭურვილობაზე საკუთრების უფლება.
დ3) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არსებობს პოლიციის მოთხოვნა
დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით მისი
აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ,
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია დაკარგული მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტისა და სატელეფონო
ნომრის,
მისი მფლობელისა
და მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
აქტივაციის დაფიქსირების დროის შესახებ აცნობოს პოლიციას.“;
გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით
განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს
ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ
დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიის
საინფორმაციო-ტექნოლოგიური
და
სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის
მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით
უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა
უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, ასევე მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
აქტივაციის
2
დაფიქსირების
ტექნიკური
შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან
შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომლითაც
ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონშიც
განხორციელდა,1
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანიებს
დაეკისრათ
ვალდებულება
დაკარგული
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
მოსაძიებლად ჰქონოდათ მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის
დაფიქსირების
ტექნიკური
შესაძლებლობა
(„ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები).
1
აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიებს ეფექტიანად უნდა განეხორციელებინათ დაკარგული მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების უზრუნველყოფა, ასევე სამართალდამცავი
ორგანოებისთვის იმ პირის პოვნაში დახმარება, რომელიც დანაშაულებრივი გზით
დაეუფლა მობილურ საკომუნიკაციო აღჭურვილობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად,
ვინაიდან
დანაშაულებრივი
გზით
დაუფლებული
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
აქტივაციის
ფაქტთან
დაკავშირებული
კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების
სტანდარტები
ელექტრონული
ვრცელდება,
კომუნიკაციის
შესაბამის
კომპანიებისგან
ორგანოებს
არ
შეუძლიათ
ეფექტიანად
მოიპოვონ
ეს
კომპიუტერული მონაცემი. გარდა ამისა, ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიების მიერ დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის
აქტივაციის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისთვის
1
2017 წლის 22 მარტს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელებული ცვლილებები იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3596469?publication=1.
4
მიწოდებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
ვრცელდება, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ამ
ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო
ცვლილებები, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, დანაშაულის
ჩადენის შედეგად დაზარალებული პირის, ხოლო, მეორეს მხრივ, დაკარგული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მესაკუთრის კანონიერი ინტერესების
დაცვას. აუცილებელია, დეტალურად გაიწეროს დაკარგული ან დანაშაულებრივი
გზით დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიებასთან
დაკავშირებული წესები, რათა ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებმა, ნათლად
გაწერილ პროცედურებზე დაყრდნობით, ეფექტიანად შეძლონ 2017 წლის 22 მარტის
საკანონმდებლო ცვლილებებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ელექტრონული კომუნიკაციის
საკითხები
მოწესრიგებულია
კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებული
„ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“
საქართველოს კანონით. შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
შესახებ
კანონპროექტის
თანახმად,
დეტალურად
განისაზღვრება
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ საგამოძიებო ორგანისთვის ისეთი
ინფორმაციის მიწოდების წესი, როგორიცაა:
მობილური საკომუნიკაციო
აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტი, აქტივაციის დაფიქსირების დრო,
სატელეფონო
ნომერი,
რომლითაც
მობილური
საკომუნიკაციო
გააქტიურდა და ამ სატელეფონო ნომრის მფლობელის ვინაობა.
5
საშუალება
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ
შესაბამის ორგანოს აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მაშინ, როდესაც
მობილური საკომუნიკაციო საშუალება მესაკუთრემ დაკარგა ან ადგილი ჰქონდა მისი
მობილური საკომუნიკაციო საშუალების დანაშაულებრივი გზით დაუფლებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების
უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გაღებასთან.
6
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ ზეგავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი
გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
7
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
8
მიიღო
კანონპროექტის
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
მიხეილ სარჯველაძე.
9