„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) კომპეტენციის ფარგლებში, დაკარგული
აღჭურვილობის მოძებნაში პირთა დახმარება;“.
მობილური
საკომუნიკაციო
2. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“
ქვეპუნქტი:
„კ) დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძებნის მიზნით
პირის განცხადების არსებობის შემთხვევაში, რა დროსაც დასტურდება მობილურ
საკომუნიკაციო აღჭურვილობაზე პირის საკუთრების უფლება, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დაკარგული მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის ძებნის ინიცირებას.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით
პოლიცია უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც
ახორციელებს
მობილური
საკომუნიკაციო
ქსელებითა
და
საშუალებებით
უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის
მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დაკარგული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების
დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ. აღნიშნული ცნობის მიღების შემთხვევაში,
პოლიცია უზრუნველყოფს სატელეფონო ნომრის მფლობელის დადგენას, ამ კანონით
დადგენილი წესით პოლიციაში მოწვევას, გამოკითხვას, აგრეთვე, სათანადო
1
საფუძვლების
არსებობისას
მობილური
განმცხადებლისთვის გადაცემას.
გამოცხადება სავალდებულოა.“.
საკომუნიკაციო
მოცემულ
შემთხვევაში
აღჭურვილობის
პირის
პოლიციაში
3. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის
საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია, გარდა
ამ კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 14 წლამდე
ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის
ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
3. პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი,
თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული
ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში
პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა
ნებაყოფლობითია,
გარდა
ამ
კანონის
მე-17
მუხლის
მე-7
პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
4. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ პოლიციაში
გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
5. 39-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:
,,მუხლი 391. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე პოლიციელის თანაბარ
(ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა
1. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრის ან საამისოდ
უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და პოლიციელის თანხმობით ან
პოლიციელის თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვეტილება მსგავსი
ფუნქციის მქონე თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე პოლიციელის გადაყვანის
შესახებ. აღნიშნული გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე
ტერიტორიულად სხვა ადგილზე. პოლიციელის თანხმობის გარეშე ამ წესით
გადაყვანა
დასაშვებია
1
წლის
ვადით,
რომელიც
შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლით.
2
საჭიროების
შემთხვევაში
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაყვანა დასაშვებია, თუ
პოლიციელის განათლებისა (კვალიფიკაცია) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქციამოვალეობების გათვალისწინებით, მას შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული
ფუნქციები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ ან
შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრისას, პოლიციელი უბრუნდება
გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობას, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია
ინიშნება შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული
პოლიციელი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება
დაკავებული თანამდებობიდან.
4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე პოლიციელის თანაბარ (ტოლფას)
თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გადაყვანის გარდა პოლიციელის
სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომლითაც
ცვლილებები, მათ შორის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონშიც განხორციელდა,1 ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს დაეკისრათ
ვალდებულება
დაკარგული
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
მოსაძიებლად ჰქონოდათ მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის
დაფიქსირების
ტექნიკური
შესაძლებლობა
(„ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები).
აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიებს
ეფექტიანად
უნდა
განეხორციელებინათ
დაკარგული
მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების უზრუნველყოფა.
ელექტრონული
კომუნიკაციის
კომპანიების
მიერ
დაკარგული
მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის
შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდებაზე ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება, ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისთვის
მიწოდებას. შესაბამისად, დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის
მესაკუთრეთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით, აუცილებელია, შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებასთან ერთად,
აუცილებელია, დეტალურად გაიწეროს დაკარგული მობილური საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
მოძიებასთან
დაკავშირებული
1
წესები,
რათა
ელექტრონული
2017 წლის 22 მარტს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელებული ცვლილებები იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3596469?publication=1.
4
კომუნიკაციების კომპანიებმა, ნათლად გაწერილ პროცედურებზე დაყრდნობით,
ეფექტიანად შეძლონ 2017 წლის 22 მარტის საკანონმდებლო ცვლილებებით
დაკისრებული ვალდებულების შესრულება. ასევე აუცილებელია ნათლად გაიწეროს
დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების პროცესში
პოლიციის უფლებამოსილების ფარგლები.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
პოლიციის
საქმიანობაში
არსებული
პრაქტიკული
გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემოღებული იქნეს სამსახურებრივი
საჭიროების გათვალისწინებით პოლიციელის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე
გადაყვანის მექანიზმი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საპოლიციო საქმიანობის
განმახორციელებელი
უწყების
ძირითად
ფუნქციას,
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული მოიცავს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული და რეაგირების
ღონისძიებების
განხორციელებას
და
მოითხოვს
სამინისტროს
დანაყოფების
სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას მთელი ქვეყნის
მასშტაბით.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საქმიანობა
სპეციფიკურობით
გამოირჩევა
და
შესაბამის
სამართლებრივ
რეგულირებას
საჭიროებს. სამინისტროს სისტემაში არსებობს სპეციალური რეჟიმი და „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციელისთვის დადგენილია
არანორმირებული
სამუშაო
დღე.
განსაკუთრებულ
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
შემთხვევებში,
აქტით
მინისტრის
განსაზღვრული
ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. ამასთანავე,
სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს გასამხედროებული დანაყოფები.
აღნიშნული დანაყოფები საომარი მდგომარეობის დროს გადადიან თავდაცვის
ძალების დაქვემდებარებაში. შესაბამისად, სამინისტრო უფლებამოსილებებს
ახორციელებს არაერთი მიმართულებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით,
სამართალდამცავი ორგანოს მიერ ფუნქციათა დროულად და ეფექტიანად შესრულება
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს სამინისტროში
დასაქმებულ პირთა მობილობის მოქნილ მექანიზმს.
აღსანიშნავია,
რომ
თბილისსა
და
საქართველოს
სხვადასხვა
რეგიონებში
პოლიციელების რაოდენობა განსხვავებული და არათანაბარია. კერძოდ, ერთ
რეგიონში შესაძლოა დასაქმებული იყოს პოლიციელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა,
5
მაშინ, როდესაც მეორე რეგიონში იქმნება პოლიციელთა რაოდენობის დეფიციტი. რიგ
შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაძლოა რთული
აღმოჩნდეს საქართველოს ცალკეულ ტერიტორიაზე სათანადო კვალიფიკაციისა და
უნარ-ჩვევების მქონე კადრების მოძიება. გარდა ამისა, დღეს მოქმედი საკანონმდებლო
რეგულაციების თანახმად პოლიციელების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია
მხოლოდ კონკურსის წესით შესაბამისი კადრების აყვანით, რაც საკმაოდ რთული და
ხანგრძლივი პროცესია, მაშინ, როდესაც ცალკეულ რეგიონში არსებული მდგომარეობა
შესაძლოა
გადაუდებლად
საჭიროებდეს
სამართალდამცავთა
მობილიზებას.
საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რეგიონში სამუშაო ძალის დაბალანსებულად
გადანაწილების და რეგიონებში შესაბამისი გამოცდილების მქონე კადრების
მობილიზების მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს პოლიციელების თანაბარ (ტოლფას)
თანამდებობაზე გადაყვანა, მათ შორის ტერიტორიულად სხვა ადგილას. აღნიშნული
შეიძლება გულისხმობდეს სამსახურებრივი მივლენისგან განსხვავებული წესების
შესაბამისად პოლიციელის სამუშაო ადგილის გარკვეული დროით შეცვლას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პოლიციის
საქმიანობასთან
საკომუნიკაციო
დაკავშირებული
აღჭურვილობის
საკითხები,
მოძიებასთან
ასევე,
მობილური
დაკავშირებული
საკითხები
მოწესრიგებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ამ
საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტის თანახმად:
განისაზღვრება,
რომ
კანონში
პოლიცია
ცვლილების
შეტანის
უფლებამოსილია
თაობაზე
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს დაკარგული მობილური
6
საკომუნიკაციო აღჭურვილობის ძებნის ინიცირება. დაკარგული მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით, პოლიცია უფლებამოსილი
იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მობილური საკომუნიკაციო
აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს
მოთხოვნა
დაკარგული
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ.
აღნიშნული ცნობის მიღების შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს
სატელეფონო ნომრის მფლობელის დადგენას, მის პოლიციაში მოწვევას,
გამოკითხვას, აგრეთვე, სათანადო საფუძვლების არსებობისას მობილური
საკომუნიკაციო აღჭურვილობის განმცხადებლისთვის გადაცემას. დაკარგული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მპოვნელი პირის პოლიციაში
გამოცხადება და პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება
სავალდებულო
იქნება;
განისაზღვრება,
რომ
სამსახურებრივი
საჭიროებიდან
გამომდინარე,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის
გადაწყვეტილებითა და პოლიციელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე,
შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვეტილება მსგავსი ფუნქციის მქონე, თანაბარ
(ტოლფას) თანამდებობაზე პოლიციელის გადაყვანის შესახებ. აღნიშნული
გადაყვანის განხორციელება აგრეთვე შესაძლებელი იქნება ტერიტორიულად
სხვა ადგილზე. პოლიციელის თანხმობის გარეშე, ამ წესით გადაყვანა დასაშვები
იქნება 1 წლის ვადით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია
გაგრძელდეს დამატებით 1 წლით.
პოლიციელის
თანაბარ
(ტოლფას)
გადაყვანა
დასაშვები
იქნება,
თუ
განათლებისა (კვალიფიკაცია) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქციამოვალეობების გათვალისწინებით, მას
დასაკისრებელი ფუნქციები. შესაბამისი
შესაბამისი
სამსახურებრივი
შეეძლება შეასრულოს მასზე
ვადის ამოწურვის შემდეგ ან
საჭიროების
აღმოფხვრის
შემთხვევაში,
პოლიციელი დაუბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობას, ხოლო
თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება დაინიშნება შესაბამის ტოლფას
თანამდებობაზე. თუ პოლიციელი უარს განაცხადებს შეთავაზებულ
თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
7
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების
უფრო
გვიანდელი
ვადის
დადგენას.
წარმოდგენილი
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
8
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ ზეგავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი
გადასახადის, მოსაკრებლის
ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
9
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
10
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
მიხეილ სარჯველაძე.
11