„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge)
15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი:130000000.05.001.017864) 30-ე მუხლის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:
,,მუხლი 301. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მოსამსახურის
თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა
1. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ან
საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის
თანხმობით ან მოსამსახურის თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებული იქნას
გადაწყვეტილება მსგავსი ფუნქციის მქონე თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე
მოსამსახურის გადაყვანის შესახებ.
აღნიშნული გადაყვანა
შესაძლებელია
განხორციელდეს აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. მოსამსახურის
თანხმობის გარეშე ამ წესით გადაყვანა
დასაშვებია 1 წლის ვადით, რომელიც
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაყვანა დასაშვებია,
თუ მოსამსახურის განათლების (კვალიფიკაცია) და მის მიერ შესასრულებელი
ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მას შეუძლია შეასრულოს მასზე
დაკისრებული ფუნქციები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის
შემდეგ ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრისას, მოსამსახურე
უბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობას, ხოლო თუ აღნიშნული
შეუძლებელია, ინიშნება შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ
აღნიშნული მოსამსახურე უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი
გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მოსამსახურის თანაბარ
(ტოლფას) თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გადაყვანის გარდა
მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება
სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.
1
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახური
წარმოადგენს
აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა
სისტემას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.
სამსახური უფლებამოსილებებს ახორციელებს არაერთი მიმართულებით, მათ
შორის,
ტერორიზმის,
ტრანსნაციონალურ
ორგანიზებულ
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლა,
სახელმწიფოს
კონსტიტუციური
წყობილების,
ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა. სამსახურის საქმიანობა
სპეციფიკურობით გამოირჩევა და
შესაბამის სამართლებრივ რეგულირებას
საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ სამსახურში დაწესებულია არანორმირებული
სამუშაო
დღე,
განსაკუთრებულ
ინდივიდუალური
შემთხვევებში,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
სამსახურის
აქტის
უფროსის
საფუძველზე,
დგინდება მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. ამასთან, სამსახურის სისტემაში
დასაქმებული პირები არიან სამხედრო მოსამსახურეები, ხოლო სამსახურის
ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფები, საომარი მდგომარეობის დროს,
გადადიან თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში.
სამსახურის
მიერ
მასზე
დაკისრებული
ფუნქციების
ეფექტიანად
შესრულებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სისტემაში დასაქმებულ
პირთა რესურსის რაციონალურად გამოყენებას. აღნიშნული გულისხმობს, მათ
შორის, შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების არსებობის
მოსამსახურეთა მობილობის მოქნილი მექანიზმის არსებობას.
შემთხვევაში,
სამსახურებრივ საჭიროებათა შესაბამისად რესურსის გადანაწილების მიზნით,
აუცილებელია
არსებობდეს
სისტემაში
დასაქმებულ
მოსამსახურეთა
ტერიტორიულად
სხვა
ადგილას
გადაყვანის
3
შესაძლებლობა.
აღნიშნული
შეიძლება გულისხმობდეს სამსახურებრივი მივლენისგან განსხვავებული წესების
შესაბამისად მოსამსახურის სამუშაო ადგილის გარკვეული დროით შეცვლას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო
უსაფრთხოების
საკითხები
მოწესრიგებულია
სამსახურის
საქმიანობასთან
„საქართველოს
დაკავშირებული
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ამ საკითხების
ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის თანახმად:
განისაზღვრება,
სამსახურის
რომ
სამსახურებრივი
უფროსის
ან
საჭიროებიდან
საამისოდ
გამომდინარე,
უფლებამოსილი
პირის
გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით ან მისი თანხმობის
გარეშე, შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვეტილება მსგავსი ფუნქციის
მქონე, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე მოსამსახურის გადაყვანის
შესახებ. აღნიშნული გადაყვანის განხორციელება აგრეთვე შესაძლებელი
იქნება ტერიტორიულად სხვა ადგილზე. მოსამსახურის თანხმობის გარეშე,
ამ წესით გადაყვანა დასაშვები იქნება 1 წლის ვადით, რომელიც საჭიროების
შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლით.
მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) გადაყვანა დასაშვები იქნება, თუ
განათლებისა (კვალიფიკაცია) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქციამოვალეობების გათვალისწინებით, მას შეეძლება შეასრულოს მასზე
დასაკისრებელი ფუნქციები. შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ ან
შესაბამისი
სამსახურებრივი
საჭიროების
აღმოფხვრის
შემთხვევაში,
მოსამსახურე დაუბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობას,
ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება დაინიშნება შესაბამის
4
ტოლფას
თანამდებობაზე.
შეთავაზებულ
თუ
თანამდებობაზე,
მოსამსახურე
იგი
უარს
განაცხადებს
გათავისუფლდება
დაკავებული
თანამდებობიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
ხარჯები
დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
5
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ ზეგავლენას ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება გადასახადი,
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
6
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
7
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე.
8