„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 108. განზრახ მკვლელობა
განზრახ მკვლელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“;
2. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
განზრახ მკვლელობა:
ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
ე)
დამნაშავისათვის
წინასწარი
შეცნობით
არასრულწლოვანისა,
უმწეო
მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა;
ვ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) გენდერის ნიშნით;
ი) ჯგუფურად;
კ) ოჯახის წევრის მიმართ;
ლ) ორი ან მეტი პირისა;
მ) განსაკუთრებული სისასტიკით;
ნ) ანგარებით ან შეკვეთით;
ო) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის
ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
1
პ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული
მკვლელობებისა);
ჟ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი,
მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.“;
3. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება,
რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის,
სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური
ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა,
ჯანმრთელობის
სხვაგვარი
ისეთი
სიცოცხლისათვის
და
სახის წარუშლელი დამახინჯება ან
დაზიანება,
რომელიც
სახიფათოა
დაკავშირებულია
საერთო
შრომისუნარიანობის
მყარ,
არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას;
დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
ე) ოჯახის წევრის მიმართ;
ვ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ზ)
დამნაშავისათვის
წინასწარი
შეცნობით
არასრულწლოვანის,
უმწეო
მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;
თ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
ი) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
კ) გენდერის ნიშნით;
2
ლ) ჯგუფურად;
მ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ნ) განსაკუთრებული სისასტიკით;
ო) ანგარებით ან შეკვეთით;
პ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის
ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ჟ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული
მკვლელობებისა);
რ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით
გათვალისწინებული მკვლელობა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც
გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“;
4. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის
სახიფათო
არ
არის
და
არ
გამოუწვევია
ამ
კოდექსის
117-ე
მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ
მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად
დაკარგვასთან, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან
ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის
117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების
არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც
გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
3
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“;
5. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან
საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთი წლიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.
2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას
ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან
განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომ − სსკ) 109-ე მუხლი
არსებული
ფორმით
სრულყოფილად
ვერ
უზრუნველყოფს,
ერთი
მხრივ,
სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულისთვის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრას,
მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, რომ
ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკით უზრუნველყოს სამართლებრივი
სიკეთის − ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის − ეფექტიანად დაცვა.
სსკ-ის 109-ე მუხლი, არსებული ფორმულირებით, სამნაწილიანია და თითოეული
ნაწილი სხვადასხვა დამამძიმებელი გარემოებისათვის განსხვავებულ სასჯელს
ითვალისწინებს. დაუსაბუთებელია, თუ სად გადის ზღვარი ამ მაკვალიფიცირებელ
გარემოებებს შორის (რომლებიც თანაბრად საშიში და მძიმეა) და რის საფუძველზე
განისაზღვრება მათ შორის განსხვავებული სასჯელი.
2006 წელს, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებით ერთნაწილიანი 109-ე მუხლი
გარდაიქმნა სამნაწილიან მუხლად, კანონის პროექტის განმარტებით ბარათში
აღინიშნა, რომ იმდროინდელი ერთნაწილიანი 109-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
განსაზღვრავდა
ერთგვაროვნად,
მიუხედავად
იმისა,
რომ
თითოეული
მაკვალიფიცირებელი
შემთხვევა
გამოირჩეოდა
უმართლობის
განსხვავებული ხარისხით; სწორედ ამიტომ აუცილებელი იყო სსკ-ის 109-ე მუხლის
რამდენიმე ნაწილად დაყოფა და სხვადასხვა სიმკაცრის სასჯელის განსაზღვრა.1
ამ მოსაზრებით მიღებულ იქნა ცვლილებები, რომელთა შედეგადაც 109-ე მუხლი
დაიყო სამ ნაწილად. „ხარვეზად“ იქნა მიჩნეული ყველა მაკვალიფიცირებელი
გარემოებისათვის სასჯელის ერთიანი ფარგლების დადგენა. აღნიშნული პოზიცია და,
შესაბამისად, მის საფუძველზე მიღებული ცვლილებები პრინციპულად არასწორია.
1
2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათი იხ: https://parliament.ge/legislation/11375.
5
108-ე მუხლი ისედაც უმკაცრესი ნორმაა, რომელიც ისწრაფვის უმნიშვნელოვანესი
სამართლებრივი სიკეთის სიცოცხლის დაცვისკენ. ასეთი დანაშაულის
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის სხვადასხვა შედარებით მსუბუქ და მძიმე
შემთხვევებად დაყოფა კი ბუნდოვანს ხდის სასჯელის გამკაცრებას, მით უფრო იმ
შემთხვევაში, როდესაც 109-ე მუხლით ზოგიერთი შემთხვევისათვის უფრო ნაკლები
იქნება სასჯელის ზომა, ვიდრე 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზედა
ზღვარია. მაგალითად, სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულისთვის
დაწესებული
სასჯელის
ზედა
ზღვარი
არის
14
წლით
თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ეს ზომა უფრო ნაკლებია, ვიდრე 108-ე მუხლით
დამამძიმებელი
გარემოებების
გარეშე
ჩადენილი
დანაშაულისთვის
გათვალისწინებული სასჯელის ზედა ზღვარი (15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა).
გარდა ამისა, არასრულწლოვანის ან ორსული ქალის მკვლელობისთვის დაწესებული
თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარი − 13 წელი − უფრო ნაკლებია ვიდრე 108-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაწესებული თავისუფლების
აღკვეთის ზედა ზღვარი.
სსკ-ის 109-ე და 117-ე მუხლების ნაწილებად დაყოფა არ ეფუძნება დანაშაულის
სამსაფეხურიან სისტემაში შემავალი ელემენტების სწორ შინაარსობრივ გააზრებას.
მაგალითად, გაურკვეველია, თუ რატომ არის მკვლელობა ისეთი საშუალებით,
რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (სსკ-ის
109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) უფრო ნაკლებად საშიში, ვიდრე
ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი მკვლელობა (სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). სსკ-ის 109-ე და 117-ე მუხლების ნაწილებად დაყოფა
მიუღებელია სამართლიანობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპების
თვალსაზრისითაც.
ამრიგად, 2006 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებული 109-ე
მუხლის რედაქცია ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს
ახლებურად ჩამოყალიბებას. ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს ასევე ჯანმრთელობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემადგენლობები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების
დასჯადობის საკითხები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით წესრიგდება.
6
შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
მოსაწესრიგებლად
აუცილებელია
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტის თანახმად:
მკაცრდება სასჯელის ზომა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის
(განზრახ
მკვლელობა)
ჩადენისთვის.
ამჟამად
განზრახ
მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ
წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, განზრახ მკვლელობა ათიდან თხუთმეტ
წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება;
სსკ-ის კოდექსის 109-ე მუხლი ერთ ნაწილიანი გახდება და დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით;
დანაშაულის
შემადგენლობის
დაზუსტების
მიზნით,
შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე
მუხლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
7
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების
უფრო
გვიანდელი
ვადის
დადგენას.
წარმოდგენილი
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
8
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ ზეგავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
9
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
არ
არის
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
10
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით
მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
მიხეილ სარჯველაძე.
11