„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2022
ავტორი
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/144/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ე1“და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი; ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად, პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელს და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რეფერატი);“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „პ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) მოწმობა − ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;“; „პ1) ბუდაპეშტის ხელშეკრულება – 1977 წლის 28 აპრილს ხელმოწერილი, საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულება (შესწორებულია 1980 წლის 26 სექტემბერს);“. 3. მე-2 მუხლის: ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) დეპოზიტარიუმი – საერთაშორისო სადეპოზიტო დაწესებულება ბუდაპეშტის ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც ინახება ბიოლოგიური რეპროდუცირებადი მასალა.“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“–„ც“ ქვეპუნქტები: „ქ) ევროპული საპატენტო განაცხადი – ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად შეტანილი ევროპული საპატენტო განაცხადი, ასევე, საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადი, რომლის მიმართ ევროპის საპატენტო უწყება (EPO) არის აღნიშნული ან არჩეული უწყება, და რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც აღნიშნულია საქართველო; ღ) ვალიდირებული ევროპული პატენტი – ევროპულ საპატენტო განაცხადზე EPO-ს მიერ გაცემული ევროპული პატენტი, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილ იქნა საქართველოში ვალიდაცია; ყ) ევროპული პატენტის ვალიდაცია – მოთხოვნის საფუძველზე ევროპული საპატენტო განაცხადისა და ევროპული პატენტის მოქმედების აღიარება საქართველოს ტერიტორიაზე; შ) ვალიდაციის შეთანხმება – შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ, ხელმოწერილი 2019 წლის 31 ოქტომბერს; ჩ) ეროვნული საპატენტო განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტში შეტანილი გამოგონების განაცხადი; ც) ეროვნული პატენტი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტის მიერ ეროვნული საპატენტო განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების პატენტი.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დაცვის ფარგლები 1. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა. 2. დაცვის ფარგლები ფარავს ნებისმიერ ობიექტს, რომელშიც გამოგონების ფორმულის მუხლის ყველა ნიშანია განხორციელებული.“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დასაიდუმლოებული გამოგონება 1. გამოგონებაზე, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დასაიდუმლოებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე, საპატენტო განაცხადს და პატენტს საქპატენტი გამოაქვეყნებს მხოლოდ მისი განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. გამოგონების დასაიდუმლოება დასაშვებია 2 წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, ამ პუნქტით დადგენილი ვადით. 3. გამომგონებელს გამოგონების დასაიდუმლოების შემთხვევაში ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია, რომლის ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. განაცხადის უცხო ქვეყანაში წარდგენის ნებართვა 1. საქართველოში შექმნილ გამოგონებაზე განაცხადის უცხო ქვეყნის საპატენტო უწყებაში წარდგენამდე, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტისაგან ითხოვოს უცხო ქვეყანაში განაცხადის წარდგენის ნებართვა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გამოგონებაზე, საქპატენტის მიერ ნებართვა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნული გამოგონების დასაიდუმლოებასთან დაკავშირებით. 3. საქპატენტი განმცხადებელს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აცნობებს 6 თვის ვადაში. 4. თუ აღნიშნულ გამოგონებაზე განმცხადებელს საქპატენტში შეტანილი აქვს განაცხადი და 6 თვის ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამოგონების დასაიდუმლოების შესახებ, განმცხადებელი უფლებამოსილია წარადგინოს განაცხადი უცხო ქვეყანაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმები 1. პატენტი გაიცემა გამოგონებაზე ტექნიკის ნებისმიერ დარგში, თუ ის აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. 2. გამოგონებას აქვს სიახლე, თუ იგი არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. 3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან. 4. გამოგონება სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი დამზადება ან გამოყენება მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში. 5. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვა გზით. 6. სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრულის გარდა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი და ყველა ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელზეც გადახდილია ვალიდაციის საფასური, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი იმ განაცხადთან შედარებით, რომლის სიახლეც დგინდება, და მათი გამოქვეყნება მოხდა განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ტექნიკის დონეს მიკუთვნებული იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ხერხებში გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხერხებში მათი გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. 8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ გამორიცხავს ამ მუხლის მე-7 პუნქტში მოყვანილი იმ ნივთიერების ან კომპოზიციის პატენტუნარიანობას, რომელიც განკუთვნილია ამ კანონის მე17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ხერხებში სპეციფიკურად გამოსაყენებლად, იმ შემთხვევაში, თუ ეს სპეციფიკური გამოყენება არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.“. 8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ინფორმაციის გახსნა მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება ტექნიკის დონეს, არ მოახდენს გავლენას განაცხადში წარმოდგენილი ობიექტის პატენტუნარიანობაზე, თუ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა პრიორიტეტის თარიღამდე არაუმეტეს 6 თვით ადრე: ა) მესამე პირის მიერ გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად; ბ) გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამოგონების ექსპონირებისას პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ,,საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენციის (გადასინჯული 1972 წლის 30 ნოემბერს) ფარგლებში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე.“. 9. მე-17 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადამიანების ან ცხოველებისათვის გათვალისწინებულ მკურნალობის ქირურგიულ ან თერაპიულ ხერხებზე, ასევე, დიაგნოსტიკურ ხერხებზე, რომლებიც ტარდება ადამიანის ან ცხოველის სხეულზე. ეს წესი არ ვრცელდება მოწყობილობებზე, ნივთიერებებსა და ნაერთებზე, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ ხერხებში; გ) მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე, მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;“ 10. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: ვ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ, მათ შორის ფარმაცევტულ ნივთიერებებს.“. 11. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამომგონებელი და პატენტის მიღების უფლება“. 12. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი: „21. გამომგონებელს უფლება აქვს მითითებულ იქნას ასეთად განაცხადსა და პატენტში.“. 13. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილ გამოგონებაზე პატენტის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 14. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ერთი და იგივე პრიორიტეტის მქონე ერთსა და იმავე გამოგონებაზე, რომელზეც ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ შეტანილია რამდენიმე განაცხადი, არ შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პატენტი.“. 15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1თავი: „თავი IV1. პატენტრწმუნებული მუხლი 221. პატენტრწმუნებულის დანიშვნა 1. საქპატენტში განმცხადებლის და პატენტმფლობელის წარმომადგენლობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ახორციელებს მისი წარმომადგენელი ან/და საქართველოს პატენტრწმუნებული. 2. განმცხადებელი ან პატენტმფლობელი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი საქართველოში, ვალდებულია დანიშნოს საქპატენტში წარმომადგენლად საქართველოს პატენტრწმუნებული. 3. თუ განმცხადებელი ან პატენტმფლობელი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. 4. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებლის ან პატენტმფლობელის მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთით. მუხლი 222. საქართველოს პატენტრწმუნებულის საქპატენტში რეგისტრაციის წესი 1. საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კვალიფიკაციის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი და სხვა მოთხოვნები განისაზღვრება კანონით. 2. პატენტრწმუნებულებს კვალიფიკაცია შესაძლებელია მიენიჭოთ საერთო ან ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციის მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად 3. კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, საერთო ან საპატენტო სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდაზე, პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვებისათვის დაიშვება პირი რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ/საინჟინრო მეცნიერებებში; ბ) აქვს მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საპატენტო სფეროში და/ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი. 4. კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდაზე, პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვებისათვის დაიშვება პირი რომელსაც: ა) გააჩნია უმაღლესი განათლება. ბ) გააჩნია მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი სპეციალიზაციის სფეროში, მათ შორის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის კუთხით და/ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი. 5. მონაცემები საქართველოს პატენტრწმუნებულის შესახებ საქპატენტს შეაქვს პატენტრწმუნებულთა რეესტრში.“. 16. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადი წარედგინება საქპატენტს.“. 17. 23-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები. 18. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. განცხადება პატენტის მიღების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს გამომგონებლის შესახებ, რომლის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი“. 19. 24-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს შესაბამისი ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.“. 20. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. განაცხადის შეტანის თარიღი განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა ის დღე, როდესაც წარდგენილია განცხადება პატენტის მიღების თაობაზე და გამოგონების აღწერილობა.“. 21. 28-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. გამოგონების ერთიანობა, აღწერილობის სისრულე და გამოგონების ფორმულა“. 22. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები: „3. გამოგონების აღწერილობა წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტისთვის შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება. 4. თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ რეპროდუცირებად მასალას, რომელიც შეუძლებელია აღიწეროს განაცხადში ისეთი სისრულით, რომ სპეციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა, ან, თუ ეს ბიოლოგიური მასალა არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დეპოზიტორიუმის მიერ გაცემული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. გამოგონების ფორმულა შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილი წესით, ნათლად ასახავდეს მის არსს და ეფუძნებოდეს აღწერილობას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მუხლისაგან.“. 23. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. გამოყოფილი განაცხადი 1. განმცხადებელს უფლება აქვს დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს გამოყოფილი განაცხადი. გამოყოფილი განაცხადის საგანი არ უნდა სცილდებოდეს პირველი განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს. 2. გამოყოფილ განაცხადს უნარჩუნდება საქპატენტში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი. 3. გამოყოფილი განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ინსტრუქციით დადგენილი წესით.“. 24. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ განმცხადებელმა, საპატიო მიზეზის გამო, ვერ შეძლო საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით განაცხადის საქპატენტში შეტანა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, მას შეუძლია აღნიშნული განაცხადის შემდგომი 2 თვის ვადაში შეტანის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით.“. 25. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია: ან საგამოფენო ა) ამის შესახებ მიუთითოს საქპატენტში განაცხადის წარდგენისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის განმავლობაში; პრიორიტეტის მოთხოვნის ცვლილება შესაძლებელია მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის განმავლობაში ან, თუ მოთხოვნილი ცვლილება იწვევს პრიორიტეტის თარიღის ცვლილებას – შეცვლილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის განმავლობაში იმის მიხედვით, თუ რომელი 16 თვიანი პერიოდი იწურება უფრო ადრე. ამასთან, ასეთი ცვლილების წარდგენა შესაძლებელი უნდა იყოს განაცხადის შეტანის თარიღიდან 4 თვის ამოწურვამდე. ბ) საქპატენტში წარადგინოს შესაბამისი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში.“. 26. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის ან იმ პირის, ვისი უფლებამონაცვლეც არის განმცხადებელი, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი, შეტანილ იქნა უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში. განმცხადებელმა ასეთი პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს საქპატენტში განაცხადის წარდგენისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის განმავლობაში. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა; გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისათვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირობები.“. 27. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი: „მუხლი 311 განაცხადის გამოქვეყნება 1. საქპატენტი აქვეყნებს განაცხადს: ა) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე; ბ) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. 2. განაცხადი გამოქვეყნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ გამოქვეყნებასთან ერთად, როდესაც პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის ვადის გასვლამდე. 3. განაცხადი არ გამოქვეყნდება, თუ მასზე საქმის წარმოება შეწყდა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში რეესტრი), განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო განაცხადის მასალებს აქვეყნებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 28. 32-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი. 29. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის ამ კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა და საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორე.“. 30. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება: ა) ეხება თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-16 ან მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ ობიექტს; ბ) აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი 28-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) აკმაყოფილებს თუ არა გამოგონება ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.“. 31. 35-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს 11, 12 და 13პუნქტები. 32. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული პატენტუნარიანობის კრიტერიუმების სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად ტარდება ძიება ინსტრუქციით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შემოწმების შემდეგ საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის ძიების ანგარიშს და ექსპერტიზის დასკვნას.“. 33. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი: „მუხლი 351. უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ 1. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ექსპერტიზა უფლებამოსილია, ინსტრუქციით დადგენილი წესით, მოსთხოვოს განმცხადებელს ცვლილების, ან შესწორების შეტანა განაცხადში, ან განმარტების წარმოდგენა. 2. საქპატენტი იღებს დასაბუთებულ უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე იმ შემთხვევაში თუ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეტანილი ცვლილებების ან შესწორების მიუხედავად, განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განაცხადში არ შეიტანს ცვლილებას ან შესწორებას, ან არ წარმოადგენს განმარტებას.“. 34. კანონიდან ამოღებულ იქნეს 36-ე მუხლი. 35. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი: „მუხლი 361. დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ 1. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. 2. პატენტის გაცემამდე, საქპატენტი გამოგონების აღწერილობას, გამოგონების ფორმულას და ნახაზებს, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში, უგზავნის განმცხადებელს შესათანხმებლად. 3. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან არ წარმოადგენს თავის პოზიციას, საქპატენტი პატენტს გასცემს გადაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმულისა და ნახაზების საფუძველზე, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში. 4. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში, დამატებების ან/და ცვლილებების შეტანას, საქპატენტი განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი გათვალისწინების შესახებ.“. 36. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა 1. საქპატენტს პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო პატენტის აღწერილობას აქვეყნებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად, თუ არსებობს: ა) საქპატენტის დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-403 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე, სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ. 2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს საქპატენტი. 3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება გაეცნოს რეესტრის მონაცემებს.“. 37. 401 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით, დასაშვებია გაცემული პატენტის გამოგონების აღწერილობაში, ფორმულასა და ნახაზებში, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში ცვლილებების შეტანა მექანიკური შეცდომების გასწორების მიზნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცვლილებები ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი. ცვლილებამ არ უნდა გააფართოოს დაცვის ფარგლები.“. 3 38. 40 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 „მუხლი 40 .სააპელაციო პალატაში გასაჩივრება“. 3 39. 40 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 პუნქტები. 4 40. 40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც საქპატენტში მუშაობს ან მუშაობდა ექსპერტად პატენტრწმუნებულად რეგისტრაციამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში.“. 41. კანონიდან ამოღებულ იქნეს 41-ე და 42-ე მუხლები. 1 42. 42 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 42 . პატენტის ხელახალი ექსპერტიზა 1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, პატენტის ბათილად ცნობის მიზნით, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მიმართოს საქპატენტს და მოითხოვოს საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტზე ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება. 2. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) წერილობითი დასაბუთება, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პატენტის ბათილად ცნობის საფუძველი; ბ) ყველა დოკუმენტი, რომელსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა დასაბუთებისას. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილია უცხოურ ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები წარდგენილად არ მიიჩნევა. 3. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში, პატენტის მფლობელს უფლება აქვს წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს. 4. საქპატენტი, გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი; ბ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზეც ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცილდება განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველი განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოებულია. 5. მონაცემები პატენტის სრული ან ნაწილობრივი ბათილად ცნობის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში და რეგისტრირდება რეესტრში. 6. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“. 43. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს დადგენილი წესით მოითხოვოს: ა) განაცხადის განხილვის შეჩერება; ბ) წარდგენილ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანა, თუ ეს ცვლილებები არ სცილდება განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს; გ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება; დ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა.“. 44. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის, საპატენტო და სასარგებლო მოდელზე ექსპერტიზისათვის, ხელახალი ექსპერტიზისათვის, სასარგებლო მოდელზე დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებისთვის, განაცხადის გამოქვეყნებისათვის, პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის რეგისტრაციისათვის, ყოველწლიურად პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის ძალის შენარჩუნებისათვის, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისათვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისათვის, გამოქვეყნებისათვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისათვის, სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისათვის და კანონით განსაზღვული სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური. 45. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალაში შენარჩუნების საფასურები გადაიხდება საქპატენტში იმ წლებისთვის, რომლებიც მოსდევს ევროპული პატენტის გაცემის შესახებ ევროპულ საპატენტო ბიულეტენში ინფორმაციის გამოქვეყნების წელს.“ 46. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი: „მუხლი 471. განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა პატენტის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.“. 47. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს პატენტს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი.“. 48. 54-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. 49. 57-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი; ბ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცილდება განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველი განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტის მფლობელს უფლება არ ჰქონდა პატენტზე ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად; ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოებულ იქნა.“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პატენტზე უფლებამოსილმა პირმა პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება მოითხოვოს მისთვის პატენტის გადაცემა.“. 50. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს საქპატენტი: ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) ამ კანონის 421-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. გ) ამ კანონის 685 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 711 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.“. 51. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინფორმაცია პატენტის სრული ან ნაწილობრივი ბათილად ცნობის შესახებ შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.“. 52. კანონის 685 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დაღვევისას, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის წარდგენასთან ერთად, სასარგებლო მოდელის მფლობელს ევალება ამ კანონის 711 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების, მათ შორის, საგამომგონებლო დონის შეფასების შესახებ საქპატენტის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაცემული დადებითი დასკვნის წარდგენა.“. 53. 711 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 711. სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები“. 1 54. 71 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასარგებლო მოდელი, რომელიც ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, დაცვისუნარიანია, თუ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. 2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს. 3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის მოცემულ დარგში გათვითცნობიერებული პირისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან. 4. სასარგებლო მოდელი სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი დამზადება ან გამოყენება მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში.“. 1 55. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 61 პუნქტები: „41. სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის დროს საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გარდა საგამომგონებლო დონის შეფასებისა.“. 61. „სასარგებლო მოდელთან მიმართებით, ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილ შესაბამის ნორმებში, სასარგებლო მოდელთან მიმართებით, გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ტერმინები ,,სასარგებლო მოდელი/სასარგებლო მოდელის მოწმობა“. 1 56. 71 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასარგებლო მოდელის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.“. 1 57. 71 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-7 და მე-8 პუნქტები. 58. კანონიდან ამოღებულ იქნეს 712 მუხლი. 59. 74-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 74. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადების მიმღები უწყება“ 60. 75-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 75. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადების აღნიშნული ან არჩეული უწყება“ 61. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 751 მუხლი: „მუხლი 751. საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება საქპატენტი, როგორც „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, საერთაშორისო განაცხადს აქვეყნებს ქართულ ენაზე თარგმანის წარდგენისთანავე.“. 62. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII1 თავი: „თავი XII1. ევროპული პატენტის ვალიდაცია მუხლი 752. ევროპული საპატენტო განაცხადი და ვალიდირებული ევროპული პატენტი 1. ევროპულ საპატენტო განაცხადსა და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს, ამ მუხლისა და ამ კანონის 753-ე და 754-ე მუხლების შესაბამისად, აქვს იგივე იურიდიული ძალა და მასზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, რაც დადგენილია საქპატენტში წარდგენილ ეროვნულ საპატენტო განაცხადსა და საქპატენტის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაცემულ ეროვნულ პატენტზე. 2. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის თარიღი, უთანაბრდება საქპატენტში წარდგენილ ეროვნულ საპატენტო განაცხადს, შესაბამის შემთხვევებში, ევროპული საპატენტო განაცხადისათვის მოთხოვნილი პრიორიტეტით, ევროპული საპატენტო განაცხადის ექსპერტიზის შედეგის მიუხედავად. 3. საქპატენტის მიერ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნების თარიღიდან, გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადით წარმოიშობა იგივე პირობითი უფლებები, რაც გამოქვეყნებული ეროვნული საპატენტო განაცხადის შემთხვევაში. 4. ვალიდირებული ევროპული პატენტით, EPO-ს მიერ მისი გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან, წარმოიშობა იგივე განსაკუთრებული უფლებები, რაც ამ კანონის შესაბამისად საქპატენტის მიერ გაცემული ეროვნული პატენტით. 5. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური და ვალიდირებული ევროპული პატენტი, ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი. 6. ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი ვალიდირებული ევროპული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული პატენტის მიმართ. 7. იმ შემთხვევაში, თუ ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილია ან ითვლება გამოხმობილად, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ევროპულ საპატენტო განაცხადზე თავიდანვე (ab initio) არ წარმოშობილა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. 8. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული პატენტი EPO-ს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მესამე პირის მიერ გასაჩივრების ან ცენტრალურად გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, ან დაცვის ფარგლები დავიწროვდა EPO-ში დაცვის ფარგლების დავიწროვებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე და ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული ვალიდირებული ევროპული პატენტი, არ წარმოშობილა ab initio ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. 9. როდესაც ერთი და იგივე განმცხადებლის ვალიდირებულ ევროპულ პატენტს და ეროვნულ პატენტს აქვს ერთი და იგივე შეტანის თარიღი, ან როდესაც მოითხოვება პრიორიტეტი და ერთი და იგივე პრიორიტეტის თარიღით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს ერთსა და იმავე პირს ან მის უფლებამონაცვლეს, ეროვნულ პატენტს არა აქვს ძალა, თუ ის ფარავს იმავე გამოგონებას, რომელსაც ვალიდირებული ევროპული პატენტი იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა გასაჩივრების პერიოდი ევროპული პატენტის მიმართ ისე, რომ არ იქნა შეტანილი მესამე პირის საჩივარი ან იმ თარიღიდან, როდესაც, გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად, მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული პატენტის ძალაში შენარჩუნების შესახებ. მუხლი 753. ევროპული პატენტის ვალიდაციის პროცედურა 1. ევროპის საპატენტო განაცხადი და ასეთ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება იქნეს ვალიდირებული საქართველოში განმცხადებლის მოთხოვნით. ვალიდაციის მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღში ან მას შემდეგ, როდესაც ძალაში შევა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის დადებული ვალიდაციის შეთანხმება. 2. საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა შესაძლოდ მოკლე ვადაში მას შემდეგ, რაც EPO შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე ან, თუ მოითხოვება პრიორიტეტი, პრიორიტეტის ყველაზე ადრინდელი თარიღიდან 18 თვის გასვლამდე. 3. ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შეიძლება ნებისმიერ დროს. ვალიდაციის მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს გამოხმობილად, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი ან, თუ ევროპულ საპატენტო განაცხადზე მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება, ან ის გამოხმობილ იქნა, ან ჩაითვალა გამოხმობილად. საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს გამოხმობის შესახებ ინფორმაცია უმოკლეს ვადაში, თუ ვალიდაციის მოთხოვნა უკვე იქნა გამოქვეყნებული მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 4. ვალიდაციის საფასური გადახდილ უნდა იქნეს EPO-სთვის ექვსი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ ან, შესაბამის შემთხვევაში, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია მოთხოვნილი ქმედებების შესასრულებლად იმ საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად, რომლისთვისაც EPO არის აღნიშნული ან არჩეული უწყება, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც აღნიშნულია საქართველო. ვალიდაციის საფასურების გადახდისას ვრცელდება EPO-ს საფასურებთან დაკავშირებული წესები. ამ კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასურების დაბრუნება არ ხდება. 5. ვალიდაციის საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს დამატებითი ორთვიანი პერიოდის განმავლობაში ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგაც იმ პირობით, რომ დამატებითი პერიოდის განმავლობაში საფასურზე გადაიხდება 50% დანამატი. 6. ევროპული პატენტის გაცემის შესახებ EPO-ს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, პატენტის მფლობელმა უნდა წარადგინოს საქპატენტში პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. 7. თუ EPO-ში წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად, ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების ან მისი შეზღუდვის გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა სამი თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს საქპატენტში ევროპული პატენტის შეცვლილი ან შეზღუდული სახით პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. 8. როდესაც გამოგონების ფორმულის ტექსტი შეიცავს მითითებას ნახაზების პოზიციებზე, ასეთი ნახაზები უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ თარგმანს. 9. საქპატენტი, ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, ამოწმებს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით წარმოდგენილი ვალიდირებული პატენტის ფორმულის თარგმანის შესაბამისობას ავთენტურ ტექსტთან და არსებითი სახის ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მოსთხოვს პატენტის მფლობელს პატენტრწმუნებულის მეშვეობით შესწორებული თარგმანის წარდგენას. 10. თუ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები შესრულებულია, საქპატენტმა უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტების მოთხოვნების დაცვით წარდგენილი თარგმანი. 11. თუ შესაბამის ვადაში არ არის წარდგენილი ამ მუხლის მე-6, მე-7 ან მე-9 პუნქტებში მითითებული თარგმანი ან არ არის გადახდილი გამოქვეყნების საფასური, ევროპული პატენტი ჩაითვლება ბათილად ab initio. თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით დამატებითი სამთვიანი პერიოდის განმავლობაში ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ იმ პირობით, რომ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნების საფასურზე გადაიხდება 100% დანამატი. 11. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალაში შენარჩუნებისთვის წლიური საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად. 12. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. 13. ევროპის საპატენტო განაცხადზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი პატენტის გაცემის პროცედურები. მუხლი 754. ევროპული საპატენტო განაცხადის ან ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტი 1. საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ევროპული საპატენტო განაცხადის ან ევროპული პატენტის ტექსტის ქართულ თარგმანს აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირებისათვის. 2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა, პატენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების პროცესში, ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის ქართულ თარგმანში გამოვლენილი უზუსტობის შემთხვევაში, იურიდიული ძალის მქონედ ჩაითვლება მხოლოდ ევროპული პატენტის ავთენტურ ტექსტთან შესაბამისობაში მოყვანილი ქართული თარგმანი. 3. ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ან ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს, ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოადგინოს შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით. გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის შესწორებულ თარგმანს, ისევე, როგორც ვალიდირებული ევროპული პატენტის შესწორებულ თარგმანს არა აქვს იურიდიული ძალა, ვიდრე ის არ გამოქვეყნდება საქპატენტის მიერ, ინსტრუქციით დადგენილი წესით და არ იქნება გადახდილი გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. 4. ნებისმიერ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებს ან განახორციელა ქმედითი და მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა განაცხადის ან გამოგონების გამოყენებისათვის, რომლის გამოყენებაც არ წარმოადგენდა პატენტზე უფლების დარღვევას თარგმანის პირვანდელ ვარიანტში, შესწორებული თარგმანის ძალაში შესვლის შემდეგ, შეუძლია გააგრძელოს ასეთი გამოყენება თავის საქმიანობაში ან მისი საჭიროებებისათვის, რაიმე საფასურის გადახდის გარეშე.“. მუხლი 2. ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ უზრუნველყოს: ა) „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ) „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. საქართველოს მთავრობას დაევალოს: ა) „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა; ბ) 2024 წლის პირველ იანვრამდე, კანონის პროექტის პარლამენტისათვის წარდგენა, სადაც განისაზღვრება საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კვალიფიკაციის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი და სხვა მოთხოვნები. მუხლი 4. განაცხადები, რომლებზეც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქპატენტში მიმდინარეობს საქმისწარმოება, განიხილება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. მუხლი 5. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული 221 მუხლის, 222 მუხლის პირველი პუნქტის და ამ კანონის მე-17 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული 221 მუხლი, 222 მუხლის პირველი პუნქტი და ამ კანონის მე-17 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ 2019 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების (ვალიდაციის შეთანხმება) ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ვალდებულების შესრულებას. ასევე, საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან და ასევე, საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) შესაბამისობაში მოყვანას. ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას. EPO ახდენს საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა მიმართულია ევროპის მასშტაბით ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ, რასაც უზრუნველყოფს ევროპის საპატენტო კონვენციის შესაბამისად მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებით. დღეისათვის ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 38 ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ვალიდირებული ევროპული პატენტით, EPO-ს მიერ მისი გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან, განმცხადებლისათვის მოხდება ისეთივე უფლებების მინიჭება, როგორიც მიენიჭებოდა საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად ეროვნული პატენტის საფუძველზე. ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება ვალიდირებულ ევროპულ პატენტთან დაკავშირებით, გარდა იმ პროცედურებისა, რაც დაკავშირებულია EPO-ში წარდგენილ მესამე პირის საჩივართან, ცენტრალურ გაუქმებასთან და შეზღუდვასთან დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. კერძოდ, საჭიროა საქართველოს საპატენტო კანონში აისახოს ვალიდაციის შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებები, მოხდეს საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა, საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა და დაახლოება ევროპის საპატენტო კონვენციისა და ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული საპატენტო კანონმდებლობების პრინციპებთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ძალაში შევა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ 2019 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება (ვალიდაციის შეთანხმება), რის საფუძველზეც ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით. განმცხადებლის მოთხოვნით, ევროპული საპატენტო განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული ევროპული პატენტი ვალიდირებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უცხოელ განმცხადებლებს გაუმარტივებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში რეგისტრირებული პატენტების რაოდენობა და, შესაბამისად, ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციისა და მისი ძალაში შენარჩუნების საფასურთან დაკავშირებული შემოსავლები. კერძოდ, ვალიდაციის შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალიდაციის საფასურის წილი 75%-ის ოდენობით ჩაირიცხება საქპატენტში. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, EPO-ს მხრიდან სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტისათვის“ განხორციელდება ტექნიკური დახმარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ექსპერტებისა და პატენტრწმუნებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საინოვაციო სფეროს განვითარების კუთხით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საქართველოში საპატენტო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, რაც გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და, ასევე, ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის თანდათანობით ინტეგრაციას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა, ასევე, გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის საფუძველზე, საქართველოს საპატენტო კანონის რიგი დებულებები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს საპატენტო კანონს დაემატა ახალი XII1 თავი: „ევროპული პატენტის ვალიდაცია“, რომელშიც აისახა ვალიდაციის შეთანხმების დანართში მოცემული დებულებები და განისაზღვრა ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაციის პირობები და პროცედურები. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით. ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად, ევროპული საპატენტო განაცხადი წარმოადგენს განაცხადს ევროპული პატენტისათვის, ასევე, საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილ საერთაშორისო განაცხადს, რომელთან დაკავშირებით ევროპის საპატენტო უწყება (EPO) არის აღნიშნული ან არჩეული უწყება, და რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც აღნიშნულია საქართველო; ვალიდირებული ევროპული პატენტი გულისხმობს EPO-ს მიერ გაცემულ ევროპულ პატენტს ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომლის საფუძველზე მოთხოვნილ იქნა საქართველოში ვალიდაცია; ეროვნული საპატენტო განაცხადი არის საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი, ხოლო ეროვნული პატენტი ნიშნავს პატენტს, რომელიც გაცემულია საქპატენტის მიერ ეროვნული საპატენტო განაცხადის საფუძველზე საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად. ამასთან, დღესდღეობით საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია ორი გზით: განაცხადის პირდაპირ საქპატენტში წარდგენით და საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში საქართველოში წარდგენის საშუალებით. ცვლილებების საფუძველზე, კანონით განისაზღვრა საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე გზა − ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა. აღნიშნული გზა უცხოელ განმცხადებელს უმარტივებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას ევროპული სტანდარტით. საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის ევროპის საპატენტო კონვენციასთან, საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონში შევიდა შემდეგი ცვლილებები: განიმარტა და დაზუსტდა ცნებები: „გამომგონებელი“, „ბუდაპეშტის ხელშეკრულება“, „დეპოზიტარიუმი“, „ევროპული საპატენტო განაცხადი“, „ვალიდირებული ევროპული პატენტი“, „ევროპული პატენტის ვალიდაცია“, „ვალიდაციის შეთანხმება“, „ეროვნული საპატენტო განაცხადი“ და „ეროვნული პატენტი“; მუხლი დასაიდუმლოებული გამოგონების შესახებ ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონთან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ (2015წ.), სადაც გამოყენებულია ტერმინები: „დასაიდუმლოება“ და „განსაიდუმლოება“. აგრეთვე, დაზუსტდა, რომ დასაიდუმლოებული გამოგონების შემთხვევაში, მის განსაიდუმლოებამდე ხდება მხოლოდ გამოქვეყნების და არა ექსპერტიზის ჩატარების გადავადება; კანონს დაემატა ახალი მუხლი „განაცხადის უცხო ქვეყანაში წარდგენის ნებართვა“, რომლშიც განისაზღვრა საქართველოში შექმნილ გამოგონებაზე განაცხადის უცხო ქვეყნის საპატენტო უწყებაში წარდგენამდე, განმცხადებელის ვალდებულება საქპატენტისაგან ნებართვის მიღების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გამოგონების დასაიდუმლოება, განმცხადებელი ვერ მიიღებს ამგვარ ნებართვას; პატენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხები და შესაძლო გამონაკლისები შესაბამისობაში მოვიდა ევროპის საპატენტო კონვენციასთან და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან; დაზუსტდა გამომგონებლის და პატენტმფლობელის უფლებები; კანონს დაემატა ახალი თავი პატენტრწმუნებულის შესახებ. აღნიშნული თავის მიხედვით, განმცხადებლის წარმომადგენელი უნდა იყოს საქპატენტში რეგისტრირებული პატენტრწმუნებული; არარეზიდენტი პირისთვის პატენტრწმუნებულის დანიშვნა იქნება სავალდებულო ისევე, როგორც ამას ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს; განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურული და არსობრივი ასპექტები შესაბამისობაში მოვიდა ევროპის საპატენტო კონვენციასთან და საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT); განისაზღვრა საპატენტო განაცხადის გამოქვეყნების რეჟიმი პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ (ე.წ. A გამოქვეყნება), რაც საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს; არსობრივი ექსპერტიზა განისაზღვრა, როგორც ერთიანი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ტარდება ძიება და მოწმდება, თუ რამდენად აკმაყოფილებს განაცხადი და მასში მოცემული გამოგონება საპატენტო კანონით და ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს (განაცხადი: ფორმულა, აღწერილობა, ფიგურები, ერთიანობა, სისრულე; გამოგონება: არის თუ არა სახეზე გამოგონება; არის თუ არა გამონაკლისები; დაკმაყოფილებულია; თუ არა პატენტუნარიანობის კრიტერიუმები საგამომგონებლო დონის ჩათვლით ყველა განაცხადზე). ამასთან, EPC-ისთან შესაბამისაობაში მოყვანის მიზნით, ამოღებულ იქნა განაცხადის გაერთიანებასთან დაკავშირებული დებულებები, რომლებიც პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა გამოყენებლი, ასევე, ექსპერტიზის ჩატარებისათვის განსაზღვრული 6 თვიანი ვადა. ამასთან, ექსპერტიზის ჩატარების ვადები განისაზღვრება „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სამი წლის განმავლობაში. დაზუსტდა პატენტის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების არსობრივი და პროცედურული საკითხები; და უარყოფითი ხელახალი ექსპერტიზისა და, ასევე, პატენტის გაუქმების და ბათილად ცნობის არსობრივი და პროცედურული ასპექტები შესაბამისობაში მოვიდა ევროპის საპატენტო კონვენციით განსაზღვრულ და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან; სასარგებლო მოდელთან დაკავშირებული არსობრივი და პროცედურული ასპექტები შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გამოწვევებთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამასთან, კანონპროექტის ამოქმედება განსაზღვრულია გამოქვეყნებისთანავე, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული 221 მუხლის, 222 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-17 პუნქტებისა, რაც გამომდინარეობს არარეზიდენტი პირებისათვის პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის წარმომადგენლობის სავალდებულო წესის შემოღებასთან. აღნიშნული სისტემის დანერგვისათვის, საჭიროა განხორციელდეს მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რაც შესაძლებელს გახდის ამ კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-15 და მე-17 პუნქტებით განსაზღვრული დებულებების ამოქმედებას. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად ვადა განისაზღვრა 2025 წლის პირველ იანვრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული 221 მუხლის, 222 მუხლის პირველი პუნქტის და ამ კანონის მე-17 პუნქტისა) ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ხოლო, ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული 221 მუხლი, 222 მუხლის პირველი პუნქტი და ამ კანონის მე-17 პუნქტი ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან, მანამდე საჭიროა განხორციელდეს მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება საქპატენტის არსებული რესურსის ფარგლებში საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, EPO-ს და საქპატენტის 2022-2024 წლების თანამშრომლობის გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აქტივობები პატენტრწმუნებულთა სისტემის რეფორმირების მხარდაჭერის მიმართულებით ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ექნება იგივე იურიდიული ძალა და მასზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, რაც დადგენილია საქპატენტის მიერ გაცემულ ეროვნულ პატენტზე. შესაბამისად, საქართველოში ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალაში შენარჩუნების საფასური იქნება იგივე, რაც განსაზღვრულია ეროვნული პატენტისთვის (იხ. ცხრილი). № ქმედება აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) 9. პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად 50 10. პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად 70 11. პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად 170 12. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად 250 13. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად 300 14. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად 500 ევროპული პატენტის ვალიდაციის საფასურის ოდენობა განისაზღვრება EPO-ს და საქართველოს მთავრობის შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვალიდაციის საფასურის 25% მიიმართება ევროპის საპატენტო უწყების შემოსავლებში, ხოლო 75% - საქპატენტის შემოსავლებში. ამ შემოსავლების შემოდინება დაიწყება 2026 წლიდან. რაც შეეხება უცხო ქვეყანაში განაცხადის წარდგენის ნებართვას, მასზე საფასური არ დაწესდება და შესაბამისად არ ექნება გავლენა საქპატენტის შემოსავლებზე. კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით წარმოდგენილი სისტემის დანერგვისათვის, საჭიროა განხორციელდეს მთელი რიგი რეფორმები, რაც განხორციელდება საქპატენტის არსებული რესურსის ფარგლებში საკუთარი შემოსავლებიდან და არ გამოიწვევს ხარჯების ზრდას. ამასთან, ევროპის საპატენტო უწყების EPO-ს და საქპატენტის 2022-2024 წლების თანამშრომლობის გეგმის მიხედვით განსაზღვრულია ევროპის საპატენტო უწყების EPO-ს აქტივობები პატენტრწმუნებულთა სისტემის რეფორმირების მხარდაჭერის მიმართულებით ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით, პატენტრწმუნებული სავალდებულო იქნება არარეზიდენტი განმცხადებლებისთვის. პატენტრწმუნებული თავისი მომსახურებისთვის, როგორც წესი, იღებს გარკვეულ ჰონორარს. მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც, რომლის მიხედვით პატენტრწმუნებული სავალდებულო არ არის არცერთი პირისთვის, არარეზიდენტი განმცხადებლები, ყოველთვის სარგებლობენ პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობით. ვინაიდან პატენტრწმუნებული ჰონორარის ოდენობას თვითონ აწესებს, იმ არარეზიდენტი პირებისთვის, რომელთაც განესაზღვრებათ პატენტრწმუნებულის მომსახურების ვალდებულება, საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად. გარდა ამისა, იცვლება პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კვალიფიკაციის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მოქმედ და მომავალ პატენტრწმუნებულებზე. საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კვალიფიკაციის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი და სხვა მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონით 2025 წლამდე. ევროპული პატენტის საქართველში ვალიდაციის საფასურს. ევროპული ვალიდაციისთვის განმცხადებელი გადაიხდის პატენტის ვალიდაციის საფასურის ოდენობა განისაზღვრება EPO-ს და საქართველოს მთავრობის შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვალიდაციის საფასურის 25% მიიმართება ევროპის საპატენტო უწყების შემოსავლებში, ხოლო 75% - საქპატენტის შემოსავლებში. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, კანონით განისაზღვრება საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე გზა − ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა. აღნიშნული გზა უცხოელ განმცხადებელს გაუმარტივებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას ევროპული სტანდარტით. რაც შეეხება უცხო ქვეყანაში განაცხადის წარდგენის ნებართვას, მასზე საფასური არ დაწესდება და შესაბამისად არ ექნება ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთაც დასჭირდებათ ამ ნებართვის მიღება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან, ასევე, საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT). გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღების შემდგომ, შესალებელი გახდება საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ 2019 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების (ვალიდაციის შეთანხმების) ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. კანონპროექტის მომზადება უკავშირდება აღნიშნული შეთანხმების პრეამბულაში მოცემულ ვალდებულებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადებისას, ვალიდაციის შეთანხმების დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის კუთხით, გაზიარებულ იქნა მოლდოვას რესპუბლიკის გამოცდილება, ხოლო ევროპის საპატენტო კონვენციასთან და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ცვლილებების შესაბამისობის კუთხით, გამოყენებულ იქნა უნგრეთის, გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების კანონმდებლობა. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.