საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2022
ავტორი
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/144/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1100-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1100. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა 1. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა ხორციელდება პატენტის ან მოწმობის გაცემით საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად. 2. პატენტის ან მოწმობის მიღების უფლება აქვს გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. 3. გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორობის უფლება განუსხვისებელი და უვადო უფლებაა. 4. პატენტის ან მოწმობის მოქმედების განმავლობაში მის მფლობელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი