„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 440000000.05.001.018203)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო
მოდელზე მიღებული პატენტიდან ან მოწმობიდან გამომდინარე უფლების მიმართ
საჯარო ინტერესის დაცვა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე
მიღებული პატენტის ან მოწმობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ
პატენტის ან მოწმობის მფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური ლიცენზიის
მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა
და, თუ აღნიშნული პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან
ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს
ლიცენზია:
ა) თუ პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური
ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს გამოგონების ან
სასარგებლო მოდელის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ,
ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება
მოსალოდნელი არ არის;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური
უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან
გამომდინარე, რომლებსაც პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან
ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს
(აკმაყოფილებენ).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი