საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“
(პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 36325 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან კოლექტიური ნიშანი,
რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან რეგისტრირებული
სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული
ობიექტი;“;
ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) პატენტით დაცული გამოგონების ან რეგისტრირებული სასარგებლო
მოდელის მიმართ – პატენტიდან ან რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული
უფლების დარღვევით წარმოებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის წარმოება,
საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ
მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი
გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების
დარღვევას; პატენტით ან რეგისტრაციით დაცული ხერხით დამზადებული მოწყობილობა
ან ნივთიერება, რომლის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა,
სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად
განთავსება) ანდა ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის
მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი