„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2022
ავტორი
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/144/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 050030010.05.001.018697) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების, გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტისა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას (შემდგომ – გადაადგილებისას) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე (მათ შორის, გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;“. ბ) „გ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.თ) პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები;“. გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი