„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/229/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 178-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სარჩელში შესაძლებელია მიეთითოს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებზე და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.“; 2. 201-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. მოპასუხის წერილობით პასუხში შესაძლებელია მითითებული იყოს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებსაც ემყარება მოპასუხის პოზიცია.“; 3. 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში შესაძლებელია მიეთითოს ასევე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.“; 4. 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განჩინებაში შესაძლებელია მიეთითოს ასევე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;“; 5. 368-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სააპელაციო საჩივარი შესაძლებელია შეიცავდეს ასევე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებთან და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.“; 6. 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით. შესაძლებელია მიეთითოს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებზე და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.“; 7. 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. შესაძლებელია მიეთითოს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებზე და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.“; 8. 393-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საკასაციო საჩივარში შესაძლებელია მიეთითოს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებზე და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებიც, კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია. 2. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რაც გამოიხატება ამ განმარტებების შეუსაბამობაში მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.“; 9. 396-ე მუხლსდაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. საკასაციო საჩივარი შესაძლებელია შეიცავდეს ასევე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებთან და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.“; 10. 411-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 411. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმების და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სარჩელის, პასუხისა (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი 2022 წლის 3 მარტს საქართველომ წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. 2022 წლის 2 მაისს საქართველომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში კითხვარის პირველი, ხოლო იმავე თვის 10 მაისს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 2022 წლის 17 ივნისს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და ამავდროულად რეკომენდაცია გასცა 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნის თაობაზე. 2022 წლის 11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-11 პუნქტის შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნული მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას. სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, 2022 წლის 12 ივლისს შედგა სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, ხოლო 13 ივლისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაფართოებულ ფორმატში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საკითხთან დაკავშირებით იდეების თავმოყრა და ურთიერთგაცვლა, ასევე შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლების გამოკვეთა. შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა იმ საკითხების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციის შესრულებას და ამ მიზნით მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო დოკუმენტი, რაც მოსაზრებების წარმოსადგენად გაეგზავნა დაინტერესებულ პირებს. შემუშავებული კანონპროექტები საჯაროდ გამოქვეყნდა პარლამენტის ვებ-გვერდზე, რის თაობაზეც საჯაროდ ეცნობა საზოგადოებას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება განეკუთვნება საქართველოს ნორმატიულ აქტებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართების აღნიშნული წესი წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან განაცხადს, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ღიაა საერთაშორისო თანამეგობრობის პროგრესული მიღწევების ეროვნულ დონეზე განსახორციელებლად. ნორმატიული აქტების იერარქიის წესი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს კანონების (ფორმალური მნიშვნელობით) მიმართ, ადგენს არა მხოლოდ კოლიზიური შემთხვევების გადაჭრის წესს, არამედ ზოგად ამავდროულად გამოხატავს ზოგად პრინციპს, რომლის თანახმადაც კანონმდებელი უნდა მიისწრაფოდეს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან მიახლოებისკენ. ამ მხრივ, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი ამ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების პრაქტიკული აღსრულების პროცესში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ეს არის არა უბრალოდ მექანიზმი კონვენციის ნორმებთან ეროვნული კანონმდებლობის თავსებადობის უზრუნველსაყოფად, არამედ მისი ინტერპრეტაციის საუკეთესო საშუალება. კონვენციასთან მიერთებით, საქართველომ გამოხატა მზაობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განვითარების კვალდაკვალ ეროვნულ დონეზეც იზრუნოს არსებული სტანდარტების დასამკვიდრებლად. ქართულ კანონმდებლობაში ამ დრომდეც იყო განხორციელებული ცვლილებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში მეტად იმპლემენტაციის თვალსაზრისით: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. იგივე გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აქტიური გამოყენება ეროვნულ დონეზე, კანონშემოქმედებით პროცესთან ერთად, არის დამატებითი შესაძლებლობა ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო თანამედროვე სტანდარტებთან დასაახლოებლად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესები დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, შესაბამისი საკითხების ახლებურად მოწესრიგება საჭიროებს სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი მიღების შედეგად:  დაზუსტდება სარჩელის შინაარსი და მასში სამართლებრივი საფუძვლების მითითებისას ასევე გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმების ასახვის შესაძლებლობა, თუ მოსარჩელე ამყარებს მათზე თავის მოთხოვნებს, ასევე იარსებებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენების მითითების შესაძლებლობა.  დაზუსტდება შესაგებლის შინაარსი და მიეთითება, რომ მასში შესაძლებელია მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებსაც ემყარება მოპასუხის პოზიცია.  დაზუსტდება, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სამართლებრივ შეფასებასთან და კანონებთან ერთად, შესაძლებელია მიეთითოს ასევე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.  დაზუსტდება, რომ სასამართლოს განჩინებაში იმ კანონებთან ერთად, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა, შესაძლებელია მიეთითოს ასევე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.  დაზუსტდება, რომ სააპელაციო საჩივარი, სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე შესაძლებელია შეიცავდეს მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებთან და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებთან შეუსაბამობის შესახებ.  დაზუსტდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების შეცვლის დასაბუთებასთან ერთად ასევე შესაძლებელია შეიცავდეს მითითებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმების და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების შესახებ, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.  დაზუსტდება საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიეთითება, რომ საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმების და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანას. ასევე, ამავე ნორმაში დაზუსტდება, რომ სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: გამოიყენა კანონი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რაც გამოიხატება ამ განმარტებების შეუსაბამობაში მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.  დაზუსტდება საკასაციო საჩივრის შინაარსი და აღინიშნება, რომ მასში სხვა გარემოებებთან ერთად ასევე შესაძლებელია მიეთითოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებთან და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.  მიეთითება, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმების და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაწესდება ვალდებულება, რომლის თანახმადაც მან კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სარჩელის, პასუხისა (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სარჩელის, პასუხისა (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამდენად, მიზანშეწონილია კანონის გარდამავალი დებულების ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო სხვა დებულებები უნდა ამოქმედდეს ამ გარდამავალი პერიოდის გასვლისთანავე. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რესპუბლიკის კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონპროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებას განახორციელებს არსებული ასიგნებების ფარგლებში.ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ასეთი არ არსებობს ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მეტად გამოყენების სტიმულირებას. ამდენად, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვის პროცესში გამოყენებული იქნება ბავშვის უფლებების დაცვის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი საერთაშორისო სტანდარტი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავება მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის 11 ივლისს საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.