საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-4017/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (699 KB) 📄 წერილი (85 KB) 📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (471 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (437 KB) 📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (90 KB) 📝 ანგარიში (1.7 MB) 📄 ანგარიში (5.3 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.8 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (20.1 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (22.0 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (12.1 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (24.2 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.7 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (17.9 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.3 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.2 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (836 KB)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📜 ტექსტი

წერილი
N 12-3/3490 31/03/2022 3490-12-3-2-202203312013 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. დანართი: 386 გვერდი პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი .
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-15179/22 05-10-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 05 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-4017/22; 31.03.2022). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს აღნიშნული ანგარიშის თაობაზე. დანართი: - „143“ ფურცელზე პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-15177/22 05-10-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე წელს „2021 საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-4017/22; 31.03.2022). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე მოისმინა და განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებთა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ფართოდ არის განხილული ადამიანის არაერთი უფლება. ანგარიშის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახეზეა არაერთი წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ამავდროულად, იკვეთება გამოწვევებიც. დადებითი ტენდენციების კუთხით ანგარიშში გამოკვეთილია რიგი მიმართულებები, კერძოდ: დადებითად აღინიშნება, რომ 2021 წელს უცხოელი პატიმრები ნაკლებად მიუთითებდნენ საკანში განთავსების პრობლემებზე. უმეტესობა აღნიშნავდა, რომ საკანში მათი განთავსებისას გაითვალისწინეს მათი სურვილი და საკანში ძირითადად მათ ენაზე მოსაუბრე პატიმრები იმყოფებიან. შესამჩნევია სიძულვილის მოტივის გამოკვეთის გაუმჯობესებული ტენდენცია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აღსანიშნავია, რომ სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტური ძირითადად, ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, კენჭისყრა, ცალკეული პროცედურული ხარვეზების მიუხედავად, კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართა. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება; მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა; დადებითად ფასდება ის ფაქტი, რომ გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი გეგმა მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის კომპონენტებს; მისასალმებელია უწყებათა თანამშრომლობის მცდელობა შშმ პირთა მიმართ დანაშაულის სტატისტიკის წარმოების დახვეწის მიზნით. პოზიტიურად ფასდება, რომ 2021 წლის მაისიდან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასური განახევრდა; დადებითი ცვლილება იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებებში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლების ჩართვა. ახლებურად დარეგულირდა ორსულობის და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების საკითხი, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევაში; მნიშვნელოვნად გაფართოვდა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი, რითაც გაძლიერდა კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფაზე; გაზრდილია ქალთა მონაწილეობის რაოდენობა და ხარისხი ეკონომიკურ აქტივობებში, კერძოდ საგრანტო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების თითქმის ნახევარი (48,7%) ქალ ბენეფიციარს ეკუთვნის; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის წვდომა აუცილებელ მედიკამენტებზე, რაც გამოწვეულია ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით საზღვარგარეთიდან საქართველოში ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების შემოტანის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენით; მისასალმებელია, რომ ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტი სავალდებულო გახდა ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე, თითოეულ კლასში; აღსანიშნავია, რომ საქართველოში 26 ერთეულით გაიზარდა საბავშვო ბაღების რაოდენობა; მისასალმებელია, რომ გათვალისწინებულ იქნა ეთნიკური უმცირესობების ინტერესები თავდაცვის ძალებში და შესაბამის ქვედანაყოფებში დაშვებულ იქნა თარჯიმნის შტატები. იმავდროულად, ანგარიშის განხილვის პროცესში გამოიკვეთა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლებსაც იზიარებს კომიტეტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემულ უნდა იქნეს შემდეგი დავალებები: საქართველოს მთავრობა:  საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, ასევე სხვა სექტორულ კომიტეტებთან ერთად/თანამშრომლობით, შეისწავლოს სოციალური მიზანშეწონილობის პაკეტების საკითხი იმ გაცემის თვალსაზრისით, ზოგადი წესის შეცვლის რომ დასაშვები გახდეს გამონაკლის შემთხვევებში ან ზოგადად სახელმწიფოსგან ერთზე მეტი სოციალური სარგებლის მიღება; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, სახელმწიფომ პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალდამცავი პირების მიერ შემთხვევებზე რეაგირების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა, არ არის დამტკიცებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რეფერირების პროცედურების დოკუმენტი.  დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული პროცედურების დოკუმენტი (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); რეფერირების მნიშვნელოვანია გაანალიზდეს სოგი-ს საკითხების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულებები და გამოკვლეულ იქნეს დისკრიმინაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზები.  დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და წინასწარგანწყობების აღმოფხვრას;; მნიშვნელოვანია სოგი-ს ნიშნით არსებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისას, გათვალისწინებულ იქნეს მათი რეალური საჭროებები.  სოგი-ს ნიშნით მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებები გათვალიწინებული იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში; აუცილებელია ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო რეფორმის დროული გატარება და შესაბამისი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნა  გაგრძელდეს მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილების პროექტებზე; მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ვალდებულება, ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მიზნობრივი პროგრამების შესამუშავებლად და აღსასრულებლად, განსაზღვრონ შესაბამისი სამსახური. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, არ არის გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებები და სპეციალისტების ფუნქცია- მოვალეობები ნათლად არ არის გამიჯნული სხვა უწყებების ვალდებულებისგან.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით, გაიმიჯნოს მუნიციპალიტეტებში დასაქმებული სოციალური მუშაკების, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკებისა და საგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკების ფუნქცია-მოვალეობები და გაიწეროს, მათ შორის, კოორდინაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი; მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, ეფექტურად არ განხორციელებულა მის აღსრულებაზე მონიტორინგი. ასევე, არ ჩატარებულა აქტიური საინფორმაციო კამპანია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და ვალდებულებებზე. არ შემუშავებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა.  შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში შემუშავდეს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა; ამ დრომდე არ არის მიღებული ევროკავშირის მიდგომასთან ჰარმონიზებული შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი კომპონენტები, ყველა სახელმწიფო უწყებისთვის არ არის დანერგილი ,,ონლაინ გამოყენებადობა და ვებ მისაწვდომობის სტანდარტი“ (მათ შორის WCAG სტანდარტი, AA დონე), ასევე, არ ხორციელდება მონიტორინგი.  შშმ პირთა ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვა მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით მისაწვდომობის ეროვნული გეგმის ფარგლებში შემუშავდეს შესაბამისი წესები. სახელმწიფო უწყებებმა დანერგონ ვებ მისაწვდომობის სტანდარტები. მონიტორინგი გაეწიოს აღნიშნული მოთხოვნების პრაქტიკაში აღსრულებას; არ არსებობს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების მექანიზმი, ვინაიდან 2018 წლის შემდეგ არ გაწერილა კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმა.  საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს ახალი სამოქმედო გეგმის ინიციირება, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლის აქტივობებს; მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა ვეტერანებისთვის საგადასახადო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.  საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, ასევე სხვა სექტორულ კომიტეტებთან ერთად/თანამშრომლობით, შეისწავლოს ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათის 6 000 ლარამდე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ კი 9 000 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:  წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თაობაზე ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, გაასაჯაროოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2021 წლის მაისის საგანგებო ვიზიტის თაობაზე ანგარიში; დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში ადგილი აქვს პატიმრების ხანგრძლივი დროით იზოლირების პრაქტიკას. განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დებულებები დაწესებულებების დირექტორებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, პატიმარი დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, ხანგრძლივი დროით მოათავსონ ერთადგილიან საკანში და შეუზღუდონ მას სხვა პატიმართან კონტაქტის შესაძლებლობა.  კანონმდებლობით განისაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, ასევე, განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის ვალდებულება, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით; პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებულ შეზღუდვებთან მიმართებით აღსანიშნავია დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში პატიმრების მოთავსების პრაქტიკა. პენიტენციური დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, დეესკალაციის ოთახში ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანის ვადად კვლავ 72 საათია განსაზღვრული. ამასთანავე, არ არის შეზღუდული დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში უსაფრთხოების მიზნით პატიმრის განმეორებით მოთავსების რაოდენობა.  პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გაიმართოს მსჯელობა დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსების, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საკითხზე;  პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში მკაფიოდ გამოიკვეთოს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობის ამოცანები;  გაგრძელდეს მუშაობა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით;  დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 48 საათი შემდგომში დამატებით 24 საათით გაგრძელების შესაძლებლობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა სამოქალაქო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების მისაღებად;  გაგრძელდეს მუშაობა კონტროლის გასაძლიერებლად შემდეგ საკითხებზე: o უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად ფსიქიატრიული თანმდევი მოთავსების, დახმარების რეაგირება, ხელბორკილების მიუწოდებლობის პატიმრების გამოყენების პრაქტიკის არასათანადო შესწავლა მოპყრობის და და თავიდან ასარიდებლად; o უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის თავიდან ასარიდებლად; არსებობს ინფორმაცია, რომ რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების პირველადი შესახლების, ასევე, დაწესებულებიდან გაყვანის და დაწესებულებაში დაბრუნების დროს, შენარჩუნებულია მათი სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება. ამ სტანდარტის საპირისპიროდ, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები66 მთლიანად გაშიშვლების შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკას, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები მას არ ითვალისწინებს.  სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის აკრძალვა არსებული ფორმით გადავიდეს პენიტენციური დაწესებულებების განახლებულ დებულებებში;  კანონმდებლობით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, შესწავლილი იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას ე.წ. „ბუქნების გაკეთების“ სხვა ღონისძიებით ჩანაცვლების შესაძლებლობა; პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების დიდი რაოდენობით და დაწესებულების თანამშრომლების მცირე რაოდენობის თანაფარდობით გამოწვეული დისბალანსი ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცულ და მოწესრიგებულ გარემოს. გადატვირთულობის პრობლემა დგას როგორც ნახევრად ღია, ასევე, დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში.  შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის საკითხზე და აღნიშნულის საფუძველზე შეიმუშაოს გეგმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;  პენიტენციურ დაწესებულებებში გააძლიეროს პრევენციული ღონისძიებები კრიმინალური გავლენის თავიდან ასაცილებლად და იმსჯელოს აღნიშნული მიმართულებით სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე; არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდეს როგორც ამგვარი მოპყრობის გამოვლენის, ისე დოკუმენტირების პროცესი. პენიტენციური დაწესებულებებში პრობლემად რჩება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. ამგვარი რეგულაციის პირობებში, შესაძლოა, გამოვლენის, დოკუმენტირებისა და შეტყობინების მიღმა დარჩეს ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ის თანხმობას არ აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა, შესაძლოა, მის მიმართ ადგილი ჰქონოდა არასათანადო მოპყრობას. 2021 წელს, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა 2172 პატიმარმა მიიღო სხეულის დაზიანება, რომელთაგან 310 იყო სხვა პირის მიერ მიყენებული დაზიანება, ხოლო 93 შემთხვევაში პატიმარმა არ მიუთითა დაზიანების წარმოშობის წყაროს შესახებ. შესაბამისად, ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ 1769 პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები თვითდაზიანებად და საყოფაცხოვრებო ტრავმებად დარეგისტრირდა.  გაიმართოს კონსულტაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და შესაბამისი საჭიროების გამოკვეთისას, შემუშავდეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში ექიმის მიერ საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის წესი და სამართლებრივად მოწესრიგდეს ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ექიმის ვალდებულება ამ წესის შესაბამისად მიმართოს საგამოძიებო ორგანოს;  ყველა იმ ექიმისთვის, რომელიც საქართველოს იუსტიციის პენიტენციურ დაწესებულებებში არაადამიანური ან ახდენს მინისტრის დაზიანების №633 შესაძლო დოკუმენტირებას, ბრძანებით წამების დამამცირებელი და დამტკიცებული სხვა მოპყრობის სასტიკი, შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად, გაგრძელდეს დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი;  სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა/იუსტიციის სამინისტრომ გამართოს კონსულტაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეტყობინების გაგზავნის წესის შესახებ, რომელიც ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან გაყვანისა და დაბრუნების დროს, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა სამედიცინო შემოწმებაზე განაცხადა უარი, თუმცა მის სხეულზე არსებული ხილული დაზიანებების ან/და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმს გაუჩნდება ძალადობაზე ეჭვი;  დაიწყოს მუშაობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების პროექტზე და მაქსიმალურად მოკლე ვადაში განახორციელოს ცვლილება, რათა განისაზღვროს ექიმის ვალდებულება, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ბრალდებულის/მსჯავრდებული არ აცხადებს თანხმობას სამედიცინო შემოწმებაზე და მას დაზიანება არ აღენიშნება, სამედიცინო შემოწმებაზე თანხმობის მისაღებად, გონივრულ ვადაში პატიმარს განმეორებით შესთავაზოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება; პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის შემთხვევების დოკუმენტირების მექანიზმის ეფექტიანობას ხელს უშლის არაკონფიდენციალურ გარემოში პატიმრის და ექიმის შეხვედრის ინფორმაციის დამკვიდრებული არქონის პირობებში, პრაქტიკა. სათანადო ექიმები ვერ კვალიფიკაციის ახერხებენ და დაზიანებების დოკუმენტირების მნიშვნელობის და მიზნის ახსნას და პატიმრის ნდობის მოპოვებას.  გაანალიზდეს სამედიცინო პერსონალის პატიმრებთან შეხვედრისას მესამე პირის დასწრების შემთხვევაში, წერილობით დასაბუთების საჭიროება; დროული სამედიცინო მომსახურებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მიუხედავად საჭშიროებისა, ჯერ კიდევ არ გაზრდილა პენიტენციური დაწესებულებების საშუალო სამედიცინო რგოლი, მათ შორის, მორიგე ექთნების რაოდენობა; დაწესებულებებში არ არის უზრუნველყოფილი ექიმ-სპეციალისტების ვიზიტების სათანადო სიხშირე, ხოლო პაციენტის მოლოდინის დრო 2 კვირას აღემატება.  გამართოს კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილების დაკომპლექტების თაობაზე და კონსულტაციების შედეგების მიხედვით ამ მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები  „გამართოს კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაწესებულებებში ექთნების რაოდენობის გაზრდის თაობაზე და კონსულტაციების შედეგების მიხედვით ამ მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მისაღებად მნიშვნელოვანია ექიმ- სპეციალისტებთან დროული რეფერირებაც. 2021 წლის მარტიდან განახლდა გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო რეფერალის განხორციელება სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში. დადგინდა, რომ ელექტრონული ბაზის სამედიცინო რეფერალის შეჩერებით გამოწვეული გადატვირთვის გამო, სამედიცინო რეფერალის ვადები დარღვეული იყო. ასევე საყურადღებოა სასწრაფო დაყოვნებული წესით გადაყვანის შემთხვევები, რასაც, რიგ შემთხვევებში, 1 თვე ან მეტი დასჭირდა. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პაციენტები სამედიცინო რეფერალს რამდენიმე ხანგრძლივი ხნის განმავლობაში ელოდნენ.  ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ინფექციის კონტროლის ყველა ზომის მდგომარეობის დაცვით, გათვალისწინებით, უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება;  დაწესებულებების განათლების სამედიცინო ფარგლებში, პერსონალისთვის გააგრძელოს უწყვეტი პროფესიული სამედიცინო ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება;  გაგრძელდეს ინფორმაციის შეტანა ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სისტემატიზებას; პენიტენციურ დაწესებულებებში არ ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი. პრობლემაა დროული რეფერირება ფსიქიატრთან. ასევე კვლავ პრობლემურია ფსიქიატრიულ სტაციონარში დროულად გადაყვანის საკითხიც, რაც დაკავშირებულია ექსპერტიზის დროულად ჩატარებასთან.  გამართოს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და საქართველოს სახალხო დამცველთან რელევანტური დაწესებულებებში პატიმართა უწყებების ჩართულობით პენიტენციურ ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის გაუმჯობესება-დახვეწის მიზნით; დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება მხოლოდ ფსიქიატრის კონსულტაციით შემოიფარგლება და არ მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი ჩართულები იყვნენ ფსიქიატრიული შეფასების პროცესსა და მართვაში, ამისთვის კი, უნდა გაიზარდოს ფსიქიატრსა და დაწესებულების სოციალურ სამსახურს შორის კომუნიკაცია.  გაგრძელდეს პენიტენციური დაწესებულებების პერსონალის გადამზადება ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის საკითხებში;  შეისწავლოს ფსიქიატრიული მარეგულირებელი მულტიდისციპლინური კანონქვემდებარე აქტები და გუნდის საქმიანობის საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურის გასაუმჯობესებლად;  გაგრძელდეს მუშაობა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა საჭიროებების შეფასებაზე, რომელთაც სტაციონარული საჭიროებების საფუძველზე მკურნალობა შეიმუშაონ არ ესაჭიროებათ; გამოვლენილი ბიო-ფსიქო-სოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიონ შესაბამისი დახმარება; გამოწვევას წარმოადგეს პენიტენციურ დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიანობა. ორივე სისტემაში გამოიკვეთა, რომ პატიმრები და ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ ფლობენ სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციას. კონფედენციალობის დაბალი ხარისხის გამო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, მსჯავრდებულები თავს იკავებენ საჩივრების გაგზავნისაგან. კონფიდენციალური საჩივრების კონვერტების მიღება დამოკიდებულია დაწესებულების თანამშრომელზე. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შინაარსი დაწესებულებისთვის უცნობი დარჩება, თავად საჩივრის დაწერის ფაქტი ცნობილი ხდება და ამის გამო შესაძლებელია პატიმარმა თავი შეიკავოს კონფიდენციალური საჩივრის კონვერტის მოთხოვნისა და გაგზავნისაგან. საჩივრის გაგზავნისგან თავის შეკავების თვალსაზრისით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ პატიმრების ნაწილს არ აქვს საჩივრის დასაწერად საჭირო საშუალებები.  გაანალიზდეს არსებული წესები პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად იმ მიზნით, რომ ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და უზრუნველყოფილი იქნენ შესაძლებლობით, რომ საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტი  განახორციელოს საჩივრის ყუთების ვიდეომეთვალყურეობის არეალში მოქცევის საკითხის მონიტორინგი და დაცული იყოს საჩივრის გამგზავნის ანონიმურობა;  „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ შეისწავლოს №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის შესაძლო დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ განხორციელებული რეპრესიების სავარაუდო ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების განხორციელება; საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა. გადატვირთულობის გამო, პატიმრების საკნებში განაწილების დროს, შესაძლოა უყურადღებიოდ დარჩეს პატიმრის პიროვნული თვისებები, ჩვევები, ქცევა, რისკები. შედეგად, განსხვავებული კატეგორიისა და მსოფლმხედველობის პატიმრებს ერთ საკანში უწევთ თანაცხოვრება, რაც დახურული სივრცის პირობებში ხშირად ხდება პატიმართა შორის უთანხმოების მიზეზი.  სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე ზომის დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა; ფიზიკური გარემოს თვალსაზრისით, კვლავ პრობლემურია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. 2021 წელს კვლავ გადატვირთულობის პრობლემა იდგა როგორც ნახევრად ღია, ისე დახურული ტიპის დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებში. სამწუხაროდ, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის საერთო საცხოვრებლები.  წარმოადგინოს გეგმა №17 დაწესებულებაში ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლების გაუქმების საკითხზე;  „პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული თითოეული ბრალდებულისთვის გამოყოფილი იყოს 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი“  გაგრძელდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; პენიტენციურ დაწესებულებებში, ისევე როგორც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს, რიგი შეზღუდვები უწესდებათ. განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმართა უფლებების შეზღუდვის არსებული პრაქტიკა და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობა, უარყოფით გავლენას ახდენს პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის პატიმრების მიმართ ძალადობის რისკებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და შეიძლება გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, მათთვის საინტერესო აქტივობის გარეშე, 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში და მხოლოდ საათის 1 განმავლობაში - სასეირნო ეზოებში, რომელთა მწირი ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს პატიმართა განტვირთვასა და რეკრეაციას.  ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, აქტივობების ჩატარების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენებით, გაგრძელდეს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაიზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები;  „წარმოადგინოს 3-წლიანი გეგმა დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის სუფთა ჰაერზე 1 საათზე მეტი ხნით ყოფნის შესაძლებლობის მიცემის თაობაზე;“  №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებისთვის უზრუნველყოფილი იყოს დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს, გასეირნების უფლებით სარგებლობა;  შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის პროპორციულობა პატიმართა რაოდენობასთან და წარმოადგინოს გეგმა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის თაობაზე;  გააგრძელოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;  სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას, ერთ-ერთ გარემოებად მხედველობაში იღებდეს პატიმრების სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის ფაქტს;  2022 წელს უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში;  შეისწავლოს უცხოენოვანი პატიმრებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი და ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს სათანადო ზომები მათი თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველსაყოფად;  პატიმართა საკნებში განთავსების დროს უზრუნველყოს ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება;  გაგრძელდეს მუშაობა ქალი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, უზრუნველყოს კომპიუტერით სარგებლობა, სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოს გარე კედლებზე დამონტაჟებული ტელეფონის აპარატების კაბინებში განთავსება, საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარება სამედიცინო ნაწილის საშხაპეების გვერდით არსებულ პალატებში და პოსტოპერაციული პალატის ადაპტირება პოსტოპერაციული პაციენტებისთვის, ასევე, დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებული პირებისთვის მომვლელით სარგებლობის შესაძლებლობა; წლებია არსებობს პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფის და პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევები. 2021 წელს გამოწვევად რჩება აგრეთვე წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება, ფსიქიატრიული ჯანდაცვის და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. პენიტენციური ჯანდაცვის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავდეს პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში სრული ინტეგრაციის გეგმა.  ურთიერთთანამშრომლობის გზით შეიმუშაონ პენიტენციური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და დაცვის სოციალური ჯანდაცვის დევნილთა, სამინისტროს სისტემაში შრომის, სრული ინტეგრაციის გეგმა;  გაიმართოს მსჯელობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების დამატების თაობაზე;  საქართველოს პარლამენტის ჩართულობით, ყველა რელევანტური უწყების მონაწილეობით, გაიმართოს კონსულტაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-N010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანების განსაიდუმლოების საკითხის შესასწავლად;  გაგრძელდეს პენიტენციურ დაწესებულებათა ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა დაწესებულებებში გაიზარდოს სპეციალური ოთახების რაოდენობა და კომპიუტერული ტექნიკა დისტანციური წესით გასამართ სხდომაზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად; პატიმართათვის, რიგ შემთხვევებში, პრობლემას წარმოადგენს ზარის საფასური, რომლის დაფარვის საშუალება მათ ნაწილს არ აქვს. პანდემიის გამო ერთჯერადად საჩუქრად გადაცემული უფასო სასაუბრო დრო კი, საერთაშორისო ზარებზე არ ვრცელდება. ზოგიერთ სახელმწიფოში წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნაც შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებს უკავშირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამ მიმართულებით შეიმუშაოს ისეთი ღონისძიება, რაც პატიმრებისთვის შესაძლებელს გახდის საზღვარგარეთ მყოფ ოჯახთან კავშირის შენარჩუნებას.  გაგრძელდეს მუშაობა, რომ უცხოელმა პატიმრებმა, მოქალაქეობის არმქონე პირებმა, ასევე, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების განხორციელება შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად;  გაგრძელდეს ზომების მიღება, რომ უცხოელ პატიმრებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, ასევე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად;  გაგრძელდეს ზომების მიღება, რომ ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნეს თარჯიმნის მომსახურებით, მათ შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოთ ინფორმაცია დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ; უცხოელი პატიმრებისთვის პრობლემად რჩება საზღვარგარეთ მყოფ ოჯახებთან დაკავშირების სირთულე. საზღვარგარეთ დასარეკად კვლავ 2 დღეა გამოყოფილი კვირაში და იმ შემთხვევაში, თუ საკნისთვის დადგენილი სატელეფონო ზარის დღე არ ემთხვევა საერთაშორისო ზარის დღეს, პატიმარი საზღვარგარეთ მყოფ ოჯახის წევრებს საერთოდ ვერ უკავშირდება.  შეისწავლოს საერთაშორისო კანონმდებლობით განხორციელების ზარების დადგენილი კუთხით განხორციელების სიხშირითა ხარვეზების და პრაქტიკა ხანგრძლივობით გამოვლენის და ზარების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები; არ შეცვლილა ვიდეოპაემნის განხორციელების წესი და პატიმართა ოჯახის წევრებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულში უწევთ გამოცხადება.  შეისწავლოს ვიდეოპაემნების იმგვარად განხორციელების შესაძლებლობა, რა დროსაც სავალდებულო არ იქნება ამ პატიმრის ოჯახის წევრისთვის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება; განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს კვლავ არ შეუძლიათ ვიდეოპაემნით სარგებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა დაწესებულებაში, სადაც კანონმდებლობით დასაშვებია ვიდეოპაემნით სარგებლობა, არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.  გააგრძელოს №3, №6, №10 და №18 პენიტენციური დაწესებულებების აღჭურვა ვიდეოპაემნისათვის აუცილებელი ინფრასტუქტურით და აღნიშნული პროცესი დაასრულოს 1 წლის ვადაში, ხოლო იმ დაწესებულებებში, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა არსებობს, შეისწავლოს მისი სრულყოფის საჭიროება და დადებით შემთხვევაში, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ 1 წელზე მეტია, ოჯახის წევრი მათთან პაემანზე არ მისულა და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ. მიზეზად პატიმრები სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, რომელთაგან ყველაზე ხშირია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. პატიმრების თქმით, 2021 წელს მხოლოდ ერთხელ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო. №8 და №6 დაწესებულებებში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ყველა პატიმარმა ვერ ისარგებლა გადაცემული უფასო დროით, ზოგიერთს კი, შესაბამისი თანხა სატელეფონო ბალანსზე საერთოდ არ დარიცხვია.  2022 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, განიხილოს პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის საკომპენსაციოდ დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობა;  პენიტენციურმა „სპეციალურმა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამსახურმა სატელეფონო შეისწავლოს ზარის უფლების სრულყოფილად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და სახალხო დამცველს“;  უსაფრთხოების სამყაროსთან ღონისძიებების კონტაქტის გამოყენების პერიოდში პატიმართა გარე შესანარჩუნებლად, განიხილოს დაწესებულებების დებულებებში ცვლილების განხორციელების საჭიროება; განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებს სატელეფონო ბარათი დაწესებულებაში შესახლებიდან 10-15 დღის შემდეგ უმზადდებათ, რის გამოც მანამდე ვერ ახერხებენ ოჯახთან დაკავშირებას და ასევე არ აქვთ მაღაზიაში ნივთების შეძენის შესაძლებლობა.  გაგრძელდეს მუშაობა ბრალდებულის სატელეფონო ბარათის მაქსიმალურად მცირე ვადაში დასამზადებლად; გამოწვევები იკვეთება მსჯავრდებულთათვის კორესპონდენციის გაგზავნის უფლებისა და მიმოწერის კონფიდენციალობის კუთხით. დარღვევა დადასტურდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდანაც.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების გზით შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტები, აწარმოოს გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა და უზრუნველყოს დარღვევაზე პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა;  დაიხვეწოს სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღება/ჩაბარების არსებული პრაქტიკა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პატიმრის მიერ კორესპონდენციის გაგზავნის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობა. კონფიდენციალურ გარემოში სატელეფონო საუბრის განხორციელება კვლავ მიუღწეველ მიზნად რჩება. დაწესებულებებში კონფიდენციალურად სატელეფონო საუბრის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ინფრასტრუქტურა იმგვარად არის მოწყობილი, რომ ტელეფონი ან სამორიგეოშია ან კაბინაში, რომელიც ხმის იზოლაციას ვერ უზრუნველყოფს.  გაგრძელდეს მუშაობა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთი სატელეფონო კაბინების (ხმის იზოლაციით) მოსაწყობად, სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბარი კონფიდენციალურ გარემოში. ამ მიზნით, შემუშავდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, სადაც დეტალურად აღიწერება, თუ რომელ დაწესებულებაში რა კონკრეტული სამუშაო გატარდება 2022 წლის განმავლობაში; როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული ნორმატიული სტანდარტები ადგენს გარანტიებს, რათა მსჯავრდებულებმა, შეძლებისდაგვარად, სრულად შეძლონ თავიანთი რელიგიისა თუ რწმენის გამოხატვის უფლების რეალიზება თავისუფლების აღკვეთის პირობებშიც, რაც მოიცავს, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას და მასთან განუყოფლად დაკავშირებულ პრაქტიკებს (მათ შორის, სალოცავ სივრცეებს). საანგარიშო პერიოდში კითხვები წარმოიშვა პენიტენციურ დაწესებულებებში სალოცავი სივრცეების არარსებობის თაობაზე. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური სამლოცველო, სხვა რელიგიური აღმსარებლობის მსჯავრდებულებისთვის კი, სალოცავი სივრცეები გამოყოფილია მხოლოდ ორ (№3 და №5) პენიტენციურ დაწესებულებაში. დანარჩენ დაწესებულებებში, მსჯავრდებულები რელიგიურ რიტუალებს საცხოვრებელ საკნებში ასრულებენ.  წლის 2022 განმავლობაში, დაწესებულებებში სიღრმისეულად არსებული შეისწავლოს ინფრასტრუქტურული პენიტენციურ რესურსი და მსჯავრდებულების რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე პატიმართათვის სალოცავი სივრცეების გამოყოფა; კითხვები არსებობს რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით ნებადართული საკვები პროდუქტების დაკავშირებით. თაობაზე პენიტენციურ არასათანადო სისტემაში ინფორმირების დანერგილია საკითხებთან ნებადართული კვების პროდუქტების სიის გამოქვეყნების პრაქტიკა მხოლოდ ქრისტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირება ამანათების მიღების თაობაზე მიმდინარეობს ისეთ დღესასწაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შობა, აღდგომა, მარიამობა, გიორგობა და ახალი წელი. ანალოგიური განცხადებები ქვეყნდება სოციალური ქსელის მეშვეობითაც. თუმცა, მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ იძებნება არადომინანტური რელიგიური კონფესიების დღესასწაულებთან დაკავშირებით. შესაბამისი ბმულები არც სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია მითითებული.  რელიგიური უმცირესობების მართლმადიდებლური ძირითადი დღესასწაულების დღესასწაულების მსგავსად, დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადების სახით გაგრძელდეს საზოგადოების ინფორმირების პრაქტიკა; თავისუფლების აღკვეთის პირობებში მსჯავრდებულების მიერ თავიანთი რელიგიისა თუ რწმენის გამოხატვის უფლების რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია შესაბამისი კვების რაციონის დაცვას.  დამატებით შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების შესაბამისად, განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები; საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად იკვეთება სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გაცემულ რეკომენდაციაში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურეების კოლექტიური და არაფორმალური დასჯის პრაქტიკა, მათ შორის, არასამუშაო საათებში სამხედრო ნაწილის დატოვების უფლების არაგონივრული შეზღუდვა და იძულებითი შრომა. საჭიროა, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროების გენერალურმა ინსპექციებმა სისტემური კონტროლი გაუწიონ და აღმოფხვრან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა; ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს; მისასალმებელია პენიტენციური სისტემის გარე დაცვაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების გაზრდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეთათვის დამატებით კვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხა არ ნაზღაურდება.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ- ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით აუნაზღაურდეთ კვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხა; 2019 წლის ოქტომბერში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებისა და მათი უფლებრივი საქართველოს ხელისუფლებამ მდგომარეობის ნებაყოფლობითი გაუმჯობესების ვალდებულების მიზნით, ექვსპუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასური უნდა განახევრებულიყო, რაც 2021 წლის მაისში შესრულდა. აქვე საყურადღებოა, რომ 2021 წლის ბოლომდე ხელისუფლებას ოთხი ვალდებულება უნდა შეესრულებინა, საიდანაც შესრულდა ერთი, კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებებში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირებიც ჩაერთნენ. დანარჩენი 3 ვალდებულება აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების ხელშეწყობა და ამ მიზნით კანონით დადგენილი 10-წლიანი ვადის განახევრება, სტატუსის დადგენის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საერთო სასამართლოებში უფასო იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, ე.წ. „კარდაკარ“ კამპანიის განხორციელება მოქალაქეობის არმქონე პირთა გამოვლენისა და დოკუმენტირების მიზნით. თითოეულ საკითხზე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, თუმცა 2021 წლის ბოლომდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა.  მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება; არ შემუშავებულა პროგრამა იმ მოძალადეებისათვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია გამოცემული.  გაგრძელდეს ძალადობრივი ქცევის კორექციის სავალდებულო პროგრამები მსჯავრდებულებისთვის, ხოლო იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი, შეიმუშავოს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები; გამოწვევას წარმოადგენს როგორც საზოგადოების, ისე შესაძლო ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცნობიერების დაბალი დონე ქვეყანაში არსებულ დაცვისა და დახმარების ღონისძიებებზე.  დაგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მათ პროაქტიულად გამოსავლენად; აუცილებელია ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო რეფორმის დროული გატარება და შესაბამისი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნა.  რატიფიცირების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“; მწვავედ დგას ბავშვების და მათი ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერების საკითხი, ამ მხრივ, სათემო რესურსის მოძიება და მათ მიმართ საზოგადოებაში, თანატოლებისა თუ უფროსების მხრიდან, სკოლასა თუ ქუჩაში დამკვიდრებული სტერეოტიპული დამოკიდებულება.  ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და სტერეოტიპული დამოკიდებულებების დასაძლევად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები. საქართველოს პროკურატურა წლებია საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება ე. წ. ხორავას ქუჩის საქმეზე. აღნიშნული შემოწმების ეფექტიანობისა და დროულად დასრულების მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი.  ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების შედეგები აცნობოს საზოგადოებას, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, გენერალურმა პროკურორმა პარლამენტისადმი საქართველოს პროკურატურის მიერ საქმიანობის შესახებ წარდგენისას გაწეული ანგარიშის წარადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის მიმართულებით გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის აღკვეთის მიზნით წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; სახალხო დამცველის ზედამხედველობის მანდატის სათანადო განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია სახალხო დამცველს ხელი მიუწვდებოდეს სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმის მასალებზე.  სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; 2021 წელს პირადი ცხოვრების სავარუდო ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა, რომლებზეც დაწყებულია გამოძიება, თუმცა ხელშესახები პროგრესი არ არის. რიგი საქმეების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მეტი ანგარიშვალდებულება, მათ შორის, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, რაც შესაძლებელს გახდის ობიექტურად შეფასდეს საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა ეფექტიანი რეაგირების პერსპექტივიდან.  არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მაღალი საზოგადოებრივი ხელშეუხებლობის ინტერესის დარღვევის გამომწვევი საქმეებზე პირადი ცხოვრების სისხლისსსამართლებრივი დევნის პროცესში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობა და მისი ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია. ამდენად, მნიშვნელოვანია, ამ ინსტრუმენტის მუშაობის ეფექტიანობის შეფასება, მით უფრო, რომ მისი დანერგვიდან (2018 წლიდან) დღემდე შეფასებისთვის საკმარისი პრაქტიკაც არსებობს.  საჯაროდ მისაწვდომი გახდეს გენერალურ პროკურატურაში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის ანგარიში; სახალხო დამცველის აპარატისთვის, 2021 წლის საარჩევნო პერიოდში, ადამიანის უფლებების შესაძლო ხელყოფის ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი, რომლებზეც მოხდა უფლებამოსილი უწყებების ინფორმირება და, ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეა.  განაგრძოს 2021 წელს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; 2021 ქმედებების წლის საარჩევნო მიმართ მაღალი პერიოდში ჩადენილი საზოგადოებრივი სავარაუდო ინტერესის დანაშაულებრივი გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს ამ საქმეების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაზე. ,,საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს 2021 წლის საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი  ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, კანონმდებლობით დადგენილ 3-საათიან ვადაში დაკავებული პირები ოჯახებს დაუკავშირდნენ დამუშავებული სისხლის სამართლის საქმეების 94%-ში. სახალხო დამცველის შეფასებით, წინა წელთან შედარებით, ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სახალხო დამცველი, წინა წლის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის იმის შემოწმებას, პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ან ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების უფლება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და  გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდეს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირების პრაქტიკის შესწავლა; ანგარიშის თანახმად, კვლავ გამოწვევადაა მიჩნეული პოლიციის დაწესებულებებში დაკავებულ პირთან კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის უზრუნველყოფა. სახალხო დამცველის შეფასებით, არაკონფიდენციალურ პირობებში ადვოკატი ვერ შეძლებს დაკავებულთან კონფიდენციალურად გასაუბრებას.  შეისწავლოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებული პირისა და ადვოკატის შეხვედრის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება; ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს შემცირდა იმ იზოლატორების რაოდენობა, სადაც არის სამედიცინო პუნქტი და რეგულარულად მორიგეობს ექიმი. სამედიცინო პუნქტი 2021 წლის მდგომარეობით, ფუნქციონირებდა 21 იზოლატორში, მაშინ როდესაც ეს რიცხვი გასულ წელს 23 იყო და წინა წლებთან შედარებით იზრდებოდა. სამედიცინო პერსონალი მუდმივად მხოლოდ 10 იზოლატორში მორიგეობს.  2022 წელს, გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც დამუშავებული სტამბოლის ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი; სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტირებული 421 შემთხვევიდან ფოტო გადაღებული იყო 35 (8,3%) შემთხვევაში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ ნანახი არცერთი ფოტოს ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ფოტოები იყო ბუნდოვანი, არასაკმარისი ან ზედმეტად მკვეთრი განათების პირობებში გადაღებული. დროებითი მოთავსების იზოლატორებში კვლავ არ არის დადგენილი სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად გადაღებული ფოტოების შენახვის ერთიანი წესი.  დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 19 ივლისიდან უზრუნველყო სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის დედნის იზოლატორის ექიმისთვის გადაცემა, თუმცა, ასლი კვლავ იზოლატორის თანამშრომელთან რჩება.  დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებთან შენახვა; წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვისა და გამოძიების თავში სახალხო დამცველი მიმოიხილავს ლუკა სირაძის საქმეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში მითითებულია, რომ ამ საქმეში პრობლემური იყო არასრულწლოვანთან პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში შეხვედრა. ასევე აღნიშნულია, რომ წლებია, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ აღმოიფხვრას დაკავებული პირის პოლიციის უფროსების და უფროსის მოადგილეების კაბინეტებში შეხვედრის პრაქტიკა და მათთან შეხვედრა გაიმართოს მხოლოდ ვიდეომეთვალყურეობით აღჭურვილ სივრცეში. შეისწავლოს  დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის წარმოებისა და კომუნიკაციის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა; ანგარიშის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი არ შეიცავს გრაფას, სადაც პოლიციის თანამშრომელმა უნდა მიუთითოს დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს - პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში, შენიშვნის გრაფაში აღწერს დაზიანებებს, ხოლო ზოგიერთი - არა. შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა  მინისტრის №625-ე ბრძანებაში და დანართით №9 დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოყენებულ იქნა თუ არა იძულების ზომა და რა ფორმით; ანგარიშში მითითებულია, რომ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში კვლავ ხარვეზებით იწარმოება დაკავებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 35 დაწესებულებიდან 11 დაწესებულებაში ჟურნალების შევსების არსებითი ხარვეზები გამოვლინდა.  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმოს პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი დაკავებული პირის შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით აღრიცხვის მდგომარეობა; ანგარიშში მითითებულია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებთან შეხვედრა, 2021 წელსაც, უმეტესად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულს დისტანციური შეხვედრების ოთახში მარტო არ ტოვებენ, დისტანციური ჩართვის დროს არ არის უზრუნველყოფილი კონფიდენციალური გარემო, რაც გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთან გულახდილად საუბარზე. „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 2021 წლის ანგარიში სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავდა, რომ რადგან დისტანციურ სასამართლო სხდომებზე დაკავებულის ადვოკატი ხშირად დისტანციურად ერთვება სასამართლო სხდომას, აღნიშნული დაკავებულს უქმნის განცდას, რომ უფლებადამცველის გარეშე იმყოფება. სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ ადვოკატის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გარემოცვაში მყოფი დაკავებული ნაკლებად გაბედავდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბარს, რაც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების ეფექტიან გამოვლენას აბრკოლებს. დისტანციურ სასამართლო სხდომებთან მიმართებით, ასევე ხაზგასმული იყო მოსამართლის შეზღუდული შესაძლებლობა ვიზუალურად შეეფასებინა დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობა.  უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირსა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელს შორის შეხვედრების (მათ შორის, დისტანციური შეხვედრების) კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება;  უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დისტანციური სასამართლო სხდომის კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაუსწრებლად; პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ რიგი დროებითი მოთავსების იზოლატორები არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი განათებით. ასევე, 2021 წელს შემოწმებული იზოლატორების უმეტესობაში გარემო არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კვლავ პრობლემადაა მიჩნეული დროებითი მოთავსების იზოლატორების ორ ან მეტ ადგილიან საკნებში ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძები, სადაც ორი და მეტი დაკავებულის მოთავსების შემთხვევაში, დაკავებულებს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა დაკავებულის/დაკავებულების თვალწინ მოუწევთ. გარდა ამისა, ცალკეული იზოლატორების საკნების საპირფარეშოებში არ არის დამონტაჟებული ჩამრეცხი მოწყობილობა. კვლავ პრობლემურად არის შეფასებული იზოლატორებში მყოფ დაკავებულთა არასრულფასოვანი კვება, რაც მხოლოდ მშრალი სასურსათო ულუფით შემოიფარგლება. ამგვარი საკვების 15 დღემდე ვადით მიღება უწევთ ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირებს, რამაც შეიძლება მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ეს პრობლემა განსაკუთრებულ ზიანს აყენებს დიეტური კვების საჭიროების მქონე დაკავებულ პირებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იზოლატორებში სათანადო კვების საკითხი საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაჭრას.  უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში აღწერილი, დაკავების პირობებისა და კვების კუთხით დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პრობლემების მოგვარება და მიღებული ზომების შესახებ აცნობოს სახალხო დამცველს; სახალხო დამცველის თქმით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა კიდევ ერთი გამოწვევა, კერძოდ, ყოფილი მსჯავრდებულების პოლიციაში დაბარების ხარვეზიანი პრაქტიკა. ამ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი საიდუმლო ბრძანება არეგულირებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველისთვის არ უცნობებია, ნებაყოფლობითია თუ არა გათავისუფლებულ პატიმრებთან პოლიციის განყოფილებაში გასაუბრება, ან პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებასა ან/და გასაუბრებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეკისრებათ თუ არა მათ რაიმე სახის პასუხისმგებლობა. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ ბრძანების განსაიდუმლოება, რათა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს მისი ვალდებულებები და შესაძლო პასუხისმგებლობის ზომა, პოლიციის განყოფილებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში.  სახელმწიფო საიდუმლოების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობითა და სხვა რელევანტური უწყებების მონაწილეობით, გამართოს კონსულტაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-N010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანების განსაიდუმლოების საკითხის შესასწავლად; ლგბტ+ თემის უფლებების დაცვის მხრივ, ანგარიშში აღნიშნულია 5 ივლისს ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები, რომლის საპასუხოდ სამართლდამცავთა ქმედებები კრიტიკულადაა შეფასებული.  5-6 ივლისს მომხდარი ყველა სავარაუდო დანაშაულის საქმეებზე შეაფასოს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება; ანგარიშში პრობლემადაა მიჩნეული სამართალდამცავი უწყებების მიერ ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სისტემატურობის გამოვლენა და მისი ერთიან დანაშაულად აღქმა. მსგავს შემთხვევებზე სამართალდამცავი პირების რეაგირება ფრაგმენტულია და შესაძლო მსხვერპლს განმეორებითი ძალადობისგან ვერ იცავს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი პირების მხრიდან საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ქალის მიმართ და ოჯახში შესაძლო ძალადობის შემთხვევებზე რისკების სწორად შესაფასებლად, რადგან კონკრეტულ შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მიუხედავად, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.  გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთანავე, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგი და შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ პრობლემურია ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობა და მისი ეფექტიანი მუშაობა.  შემუშავდეს და საჯაროდ მისაწვდომი გახდეს ანგარიში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ გამოუკვლევია შშმ, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების ძალადობის რისკები და საჭიროებები. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შშმ ქალებისა და გოგოების მართლმსაჯულების სისტემაზე წვდომის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობს. მათ შორისაა როგორც ფიზიკურ გარემოზე წვდომა, ისე სამართალდამცავი პირების სტერეოტიპული დამოკიდებულება შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რაც, თავის მხრივ, სამართალდამცავი პირების ცოდნის ნაკლებობით აიხსნება. ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო უწყების თანამშრომლები, უმეტესად ეჭვქვეშ აყენებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და/ან ინტელექტუალური ნიშნით შშმ ქალის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების სანდოობას. შშმ ქალებისათვის, ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება, ხშირად ხდება იმის საფუძველი, რომ უარი თქვან საკუთარი უფლებების დაცვაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოწვევები არსებობს მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში, რადგან გამომძიებლებმა არ იციან, როგორ მოიპოვონ მტკიცებულებები, როგორ დაამყარონ კომუნიკაცია შშმ ქალთან. განსაკუთრებით რთულია მტკიცებულებების მოპოვება იმ შშმ ქალებისგან, რომელთაც აქვთ კომუნიკაციის სირთულეები და ამის პარალელურად, გამომძიებელი მოუმზადებელია ასეთი შემთხვევების ეფექტიანად მართვაში.  მიმდინარეობდეს შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობის და ყველა სხვა დანაშაულის შემთხვევების გამოძიებაში ჩართული პირების სისტემატურად გადამზადება შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ; ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინების მანკიერი პრაქტიკა, გენდერული თანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, რეფერირების პროცედურის გამართულად ფუნქციონირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგოების ნიშნობა. საქმეების შესწავლა აჩვენებს, რომ უწყებების მხრიდან უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა.  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამოვლენისას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მოჰყვეს და ბავშვთა შესაბამისი რეაგირება და სანქციის დაკისრება;  შსს თანამშრომლები გადამზადდნენ ადრეულ ასაკში ქორწინების/თავისუფლების უკანონო აღკვეთის/ ქორწინების იძულების შესახებ, ამასთანავე, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი; ანგარიშის თანახმად, გასული პერიოდის მსგავსად, შეკრების მართვისას, სამართალდამცავები კვლავ მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. მსგავსი ფაქტები სახალხო დამცველმა წარსულში შეაფასა მავნე პრაქტიკად, რომელიც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მითითებით, შეკრების მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი ქმედებების ჩადენის გამო, მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების გათვალისწინებით და რადგან შეკრების თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა დროის მიმართ მგრძნობიარე მოვლენაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს შესაბამისი პროტოკოლი, რომელშიც ასახული იქნება შეკრების მონაწილეთა კანონიერი შეჩერებისა და ჩხრეკის თუ დაკავების სპეციფიკური და ნათელი წესები.  შეისწავლოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ინფორმაცია შეკრების მონაწილეთა შეჩერებისა და ჩხრეკის, ასევე დაკავების წესების შესახებ სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების შესახებ; ანგარიშში მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს იზოლატორში პირისთვის აღკვეთის სინდრომის სიმპტომურ მკურნალობას და პაციენტის სუბიექტური/ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებას, ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციისა და შემდგომი მკურნალობის მისაღებად. მისასალმებელია, რომ ადგილზევე არის სიმპტომური მედიკამენტების მიწოდების საშუალება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებს ეფექტი მცირე დროით აქვს და ექიმს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს ტკივილგამაყუჩებლისა და დამამშვიდებელი მედიკამენტის გაკეთება, რაც პაციენტს ტანჯვას აყენებს, თუმცა სტაციონარში არ გადაჰყავთ. აღკვეთის სინდრომის დროულად მოსახსნელად, აუცილებელია პაციენტის შესაბამის დაწესებულებაში მნიშვნელოვანია, დროებითი შემჭიდროებულ მოთავსების ვადებში იზოლატორში გადაყვანა. აღკვეთის ამიტომ, სინდრომის სამართავად ერთიანი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორში დახმარების მოცულობა და მკაფიოდ გაიწერება, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ დაკავებული სტაციონარში.  შეიმუშაოს სამედიცინო პერსონალისთვის ერთიანი სახელმძღვანელო დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის სამართავად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორში დახმარების მოცულობა და მკაფიოდ გაიწერება, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ დაკავებული სტაციონარში; უზრუნველყოს ნივთიერებებზე დამოკიდებული დაკავებული პირების დროული  რეფერირება სამედიცინო დაწესებულებაში; ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველმა დაახლოებით არჩევნებთან დაკავშირებით 60-მდე სავარაუდო ზეწოლა-მუქარის ფაქტზე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მითითებული ფაქტების ნაწილში კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ვერ გამოკვეთა, ნაწილის შემთხვევაში კი, მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, გამოძიება მიმდინარეობს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების მიმართ კანდიდატურის მოხსნის მიზნით ჩადენილი შესაძლო იძულების ფაქტზე. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის. საქართველოს სახალხო დამცველმა, საჯარო წყაროებისა და ეროვნული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების დამუშავების შედეგად, დაახლოებით 40 შემთხვევაზე, რომელთა ფარგლებშიც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ქმედებას, ასევე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს. ამ საქმეებიდან 13 შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელთაგან 3 სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი სამი პირი, ხოლო 1 შემთხვევაში დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. სხვა საქმეებში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. დანარჩენ ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები/კანონდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ან ზოგიერთ შემთხვევაში, დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.  კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლოს 2021 წელს საარჩევნო პერიოდის თაობაზე სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში მითითებული ზეწოლის, მუქარის, შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან, ძალადობრივი ინციდენტებსა და სხვა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შემთხვევებთან დაკავშირებულ საქმეებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება; ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებები აიკრძალა, პრაქტიკაში ეს საკითხი კვლავ პრობლემურია. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ განმარტა, რომ მათ მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 29 პროცენტში დროდადრო შეიმჩნეოდა ცალკეულ პირთა ჯგუფების დამაშინებელი ყოფნა უშუალოდ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამომრჩეველთა აღრიცხვა მონახულებული საარჩევნო უბნების დაახლოებით 9 პროცენტში იკვეთება. ხოლო ეროვნული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მითითებით, 14 ასეთ შემთხვევაში, დამკვირვებლებმა საჭიროდ მიიჩნიეს საპატრულო პოლიციის გამოძახება. ორ შემთხვევაში, გამოძახებული პატრული არ მოსულა, ზოგ შემთხვევაში კი, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 3 შემთხვევაში დაიწყო საარჩევნო უბნებთან 100 მეტრამდე მანძილზე მოქალაქეთა შეკრებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმისწარმოება.  გაატაროს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებების აკრძალვის თაობაზე საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის პრაქტიკაში აღსასრულებლად; ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუსაფარ და თავშესაფრის არმქონე ბავშვებთან მიმართებით, ისევ პრობლემურია, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე სამართალდამცავი უწყების ტერიტორიულ ერთეულებს შორის ბავშვების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის საკითხი.  სამართალდამცავ უწყებასთან გაწერის დაიწყოს მიზნით, თანამშრომლობით, ქუჩაში მცხოვრები დეტალური ან/და ინსტრუქციის მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება, და ამ საკითხზე გადამზადდნენ სამართალდამცავი უწყების ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლები; ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევას წარმოადგენდა სტატისტიკის წარმოება შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე. ამასთან მისასალმებელია უწყებათა თანამშრომლობის მცდელობა შშმ პირთა მიმართ დანაშაულის სტატისტიკის წარმოების დახვეწის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს სტატისტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით, რომელიც არ ითვალისწინებს მაკვალიფიცირებელ გარემოებად მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ჩადენილ დანაშაულს.  უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკის წარმოება; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შშმ პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული ვითარება რიგი გამოწვევებით ხასიათდება. ერთერთ გამოწვევას წარმოადგენს სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაცია შშმ პირთა საკითხებზე, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების პრობლემა, ასევე დაუსჯელობის სინდრომის არსებობა, რომლის დროსაც ხშირად მინიმუმამდეა დაყვანილი დამნაშავე პირთა გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე გამოწვევას წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში, სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა იდენტიფიცირების პრობლემა.  სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისთვის თანამშრომელთა (მათ შორის 112-ის პერსონალის) კვალიფიკაციის ამაღლება; გამოწვევად რჩება სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. დეპარტამენტსა და აღნიშნული პრაქტიკა სპეციალური გამოიკვეთა პენიტენციური შსს ობიექტების სამსახურის გარე დაცვის დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში ჩარიცხულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა; ამასთანავე, ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ, მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს; სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილებასა და მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილებაში, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი ინდივიდუალური ტუმბოებით, და ზურგჩანთებს და პირად ნივთებს საერთო გამოყენების კარადაში ინახავდნენ. არცერთი ზემოაღნიშნული ქვედანაყოფის საძინებელი და სამუშაო ოთახები არ იყო აღჭურვილი მწერების საწინააღმდეგო ბადით და აწუხებდათ კოღოები. სავალალო მდგომარეობა იყო მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების საპირფარეშოში, რომლითაც ასევე სარგებლობს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთერთი ქვედანაყოფი, არ ფუნქციონირებდა გამწოვი და სავენტილაციო სისტემა და იდგა მძაფრი უსიამოვნო სუნი, საპირფარეშოს ჩამრეცხები გამოსული იყო მწყობრიდან, არ იკეტებოდა საპირფარეშოს კარები.  ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებში შეისწავლოს სარემონტო სამუშაოებისჩატარების საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში გაუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; ანგარიშში მითითებულია, რომ წყლის დისპენსერებთან დაკავშირებული პრობლემა გამოიკვეთა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეულ განყოფილებებშიც (შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის: მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილება და მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილება), სადაც წყლის დისპენსერების არარსებობის გამო, სამხედრო მოსამსახურეებს სასმელი წყლის აღება და ერთჯერადი ბოთლებით მომარაგება სამმართველოს ეზოში არსებული ონკანიდან უწევდათ.  შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ქვედანაყოფებში საკმარისი რაოდენობის წყლის დისპენსერების განთავსება; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეების გადმოცემით, მართალია, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამხედრო უნიფორმითა და სამხედრო ფეხსაცმლით, თუმცა ფეხსაცმელი არ გაიცემა სეზონის შესაბამისად, არის უხარისხო და მალე ზიანდება.  სამხედრო ფორმის ფეხსაცმელი ჩანაცვლდეს ახალი, მაღალი ხარისხის ფეხსაცმლით და გაიცეს წელიწადში ორჯერ - ზამთრის და ზაფხულის სეზონის შესაბამისად; ანგარიშის თანახმად, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცალკეულ ქვედანაყოფებში (შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება, მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილება, მე3 სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილება) პირადი შემადგენლობისათვის არ არის უზრუნველყოფილი წვდომა არც სატელევიზიო და არც სხვა საინფორმაციო საშუალებებზე (რადიო, ინტერნეტი).  ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოს საინფორმაციო საშუალებებზე სათანადო ხელმისაწვდომობა; „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისას დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, წარადგენს სათანადო განმარტებას ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის მიზეზთან დაკავშირებით და მოითხოვს საერთაშორისო დაცვას, მას ენიჭება თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსი და ცნობა, რომლითაც დადასტურდება პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვისა და საქართველოში მისი კანონიერად ყოფნის ფაქტი. თუმცა, განცხადების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ პირს არ მიენიჭება სტატუსი, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისთვის. სახალხო დამცველი პასუხისმგებლობისგან საკანონმდებლო თავშესაფრის მაძიებელთა გათავისუფლებასთან რეგულირებას სისხლისსამართლებრივი დაკავშირებულ არაკონსტიტუციურად ზემოაღნიშნულ აფასებს და ამასთან დაკავშირებით, გასულ წელს კონსტიტუციური სარჩელი იქნა წარდგენილი. დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვამდე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს პრაქტიკაში გამოვლენილი ჰქონდა თავად ამ ნორმის დარღვევის შემთხვევები.  უზრუნველყოს საზღვრის უკანონო კვეთის დროს თავშესაფრის მაძიებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვაზე ასამაღლებელი ცნობიერების გათავისუფლების ღონისძიებების გატარება პრინციპის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისთვის; ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო დაცვის ძიების ეტაპზე, შესაძლებლობის შეზღუდვის გამოვლენის პროცესი არ არის სტრუქტურიზებული შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპების მიხედვით და არ ემსახურება თითოეული პირისთვის გონივრული მისადაგების მიზნით საჭირო ზომების თავიდანვე განსაზღვრას. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გამოიკვეთა თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის მქონე შშმ პირებთან მომუშავე, როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სერვისების და დაწესებულებების ცნობიერების ამაღლების საჭიროება. სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო შეუძლებელი ხდება თავშესაფრის მაძიებელ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სათანადოდ შესწავლა. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შშმ პირთა საჭიროებები, სისტემისთვის უხილავია საერთაშორისო დაცვის პროცედურის ყველა ეტაპზე. მოქმედი რეგულაციებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა გამოვლენა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება.  „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანით, უზრუნველყოს ბრძანებით შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტების და ასპექტების მოცვა, მათ შორის, სურდო თარჯიმნის მომსახურება და მისი ორგანიზება;  აწარმოოს შშმ თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა სტატისტიკა შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით;  უზრუნველყოს მაძიებელთა სამინისტროს მიმღები ცენტრის მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება თავშესაფრის შშმ პირთა საკითხებზე, მათ შორის, დეტალური ინფორმაციის მიწოდება შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, შშმ პირებთან სათანადო კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით; ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გაიმართა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე ქალებთან, თუმცა, მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ნდობისა, კულტურულ- ტრადიციული ფაქტორის და თემში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების, აგრეთვე, ძალადობის ფორმების, გამოვლინებებისა და რისკების შესახებ ცნობიერების დაბალი დონის, მათ შორის, სამართალდამცავი უწყების უნდობლობითა და ძალადობის მსხვერპლთათვის დაცვისა და დახმარების არსებულ პროგრამებზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მათთვის რთული იყო ძალადობის, განსაკუთრებით კი, ოჯახში ძალადობის თემაზე საუბარი. მათივე თქმით „მათ იცოდნენ, თუ ვისთვის უნდა მიემართათ ძალადობის შემთხვევაში, თუმცა ცალსახად აღინიშნა, რომ ვერ ჩაერეოდნენ „ოჯახის საქმეში“ და მათი ტრადიციებიდან გამომდინარე, ვერ გაბედავდნენ ხმამაღლა ესაუბრათ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობაზე. შეხვედრამ თვალსაჩინო გახადა ინფორმაციის ნაკლებობა თავშესაფრების შესახებ, ასევე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ ისეთ სერვისებზე, როგორიც არის უფასო იურისტის, ფსიქოლოგის სერვისი. ინფორმაციის ნაკლებობა კი მათ უზღუდავს ძალადობრივი გარემოდან თავის დაღწევის და მათთვის შესაძლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას.  გაიმართოს თავშესაფრების მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე; ანგარიშში მითითებულია, რომ დღესდღეობით ინტეგრაციის მიმართულებით შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: ქართული ენის კურსები, სოციალურ- კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ინფორმირება და საკონსულტაციო სერვისი. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სასწავლო პროგრამები დისტანციურად განხორციელდა. 2021 წელს ქართული ენის კურსი 102-მა პირმა გაიარა. ბენეფიციარები უთითებდნენ ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ენის სწავლების მეთოდებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მათივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია ენის სწავლის შესაძლებლობის შესახებ. ამდენად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სწავლების მეთოდების ხარვეზების შესწავლა, ხოლო, მეორე მხრივ, სააგენტომ აქტიურად უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანია ენის სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.  მოხდეს დროულად შეთანხმება და ქართული ენის შემსწავლელი კურსების ფორმულირება სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან. ქორწინების იძულების დანაშაულებზე დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირება ხშირად ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებითაა გამოწვეული. მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ არსებითად განსხვავებული შეხედულებების აღმოფხვრა.  ადრეულ ასაკში ქორწინებისა და თანმდევი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად, სისტემატურად მიმდინარეობდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები; სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახალხო დამცველმა, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, 2015-2020 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, არაერთი გამოძიება მიმდინარეობდა, რომლებშიც საგამოძიებო უწყებებს არ ჰქონდათ გამოკვეთილი და დაყენებული დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ნიშანდობლივია, რომ სტატისტიკა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას მოიცავდა და არ ასახავდა ინფორმაციას მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ სხვა ისეთი დანაშაულების შესახებ, როგორიცაა ძალადობა, მუქარა, დევნა და სხვ. ამდენად, მონაცემები არ იძლეოდა ჟურნალისტთა წინააღმდეგ თავდასხმების მასშტაბისა და საგამოძიებო უწყებების საპასუხო რეაგირების ეფექტიანობის სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.  აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ანგარიშის თანახმად, გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. სამხედრო ნაწილების მონახულების შედეგად, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს 2021 წელს არ მიუღიათ ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურის მიმართ ზემდგომი ან სხვა სამხედრო მოსამსახურის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ, თუმცა გაირკვა, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალების ცალკეულ ბატალიონებში დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის მიზნით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს დამატებითი ფიზიკური აქტივობების შესრულებას ავალდებულებენ (სირბილი, აზიდვა, ბუქნები) და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამხედრო ნაწილში დარჩენას აიძულებენ. არაფორმალური დასჯის მეთოდად სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამხედრო ნაწილში დარჩენის იძულება გამოიყენებოდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიმართაც. გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემადაა გამოკვეთილი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უკანონო დასჯის პრინციპის - „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ გამოყენება.  გააგრძელოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა; ანგარიშის თანახმად, ვიზიტების დროს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრისას არაერთმა სამხედრო მოსამსახურემ აღნიშნა, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დისციპლინური სახდელის დაკისრებას ანდა სადისციპლინო წესდებით გაუთვალისწინებელი მეთოდებით მათ არაფორმალურ დასჯას, თუმცა გასაჩივრების მექანიზმი არ გამოუყენებიათ, რის მიზეზადაც, ძირითადად, საჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის არქონას და ამ მექანიზმის მიმართ უნდობლობას ასახელებდნენ.  გააგრძელოს თავდაცვის ინფორმირება ადამიანის ძალებში ჩარიცხული უფლებების, პირადი მოვალეობებისა შემადგენლობის და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე; ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად, თავდაცვის ძალებს დაევალოს სათანადო პერიოდულობით ჩაატაროს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები სამხედროებთან; ასევე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მარტივად გასაგებ ენაზე (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირების გარეშე) შექმნილი ბროშურის სახით მიეწოდოს სამხედროებს და გამოეკრას სამხედროებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში; საანგარიშო პერიოდში, თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებისა და შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული ქვედანაყოფების მონახულების შედეგებზე დაყრდნობით, მითითებულია, რომ კვლავ პრობლემად რჩება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სათანადო საცხოვრებელი და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. ვიზიტების დროს, ფაქტობრივად ყველა სამხედრო ნაწილში იდგა სველი წერტილების პრობლემა. მონიტორინგის შედეგად, ასევე გამოვლინდა, რომ არ მიმდინარეობდა სამხედრო მოსამსახურე ქალთა საჭიროებების შეფასება/გამოკითხვა და შესაბამისი ზომების გატარება. სამხედრო ნაწილების უმეტესობაში არ იყო გათვალისწინებული ქალთა საპირფარეშოები და საშხაპეები განცალკევებით, გარდა ახლად გარემონტებული საცხოვრებელი კორპუსებისა, სადაც სამხედროები ჯერ კიდევ არ იყვნენ შესახლებულები. ქალებს არც სპეციალური ჰიგიენური საშუალებები საცხოვრებელ კორპუსებში გაგრძელდეს სარემონტო მიეწოდებოდათ.  თავდაცვის ძალების სამუშაოები და ინვენტარიზაცია, აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, საცხოვრებელი კორპუსები სრულად აღიჭურვოს მწერებისგან დამცავი ბადით; ყველა სამხედრო ნაწილში გაგრძელდეს განცალკევებული სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძების მოწყობა ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის; სახალხო დამცველის განცხადებით სამხედრო ნაწილებში იკვეთება სპორტულ დარბაზებსა და განტვირთვის სივრცეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც ეწინააღმდეგება სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის ვალდებულებას.  შეისწავლოს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ყველა სამხედრო ნაწილში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, მათთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების არსებული სპორტული დარბაზით და გასართობი თანასწორად სივრცით ბაზაზე სარგებლობის შესაძლებლობა და შესწავლის შედეგების შესაბამისად მოახდინოს სათანადო რეაგირება; ანგარიშის თანახმად, სამხედრო ნაწილებში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხითაც. ქვედანაყოფებში საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით სახანძროსამაშველო ჯგუფის არსებობის მიუხედავად, ვიზიტების დროს სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებით გამოვლინდა, რომ უმეტეს მათგანს არ ჰქონდა ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ. ცალკეულ შემთხვევებში გაირკვა, რომ საცხოვრებელი კორპუსებში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.  შეისწავლოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წესების შესწავლის კუთხის არსებული მდგომარეობა, არსებული სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად და შესწავლის შედეგების მიხედვით მოახდინოს სათანადო რეაგირება; ანგარიშში მითითებულია, რომ სამხედრო ნაწილებში ვიზიტების დროს გამოიკვეთა გამოწვევები კორონა ვირუსის კონტროლის კუთხით, კერძოდ, არ ხდება სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მომარაგება და ისინი უმეტესად პირბადის მოსამსახურეების გარეშე სათანადო გადაადგილდებიან. ინფორმირება ასევე, საჭიროა კორონავირუსის სამხედრო შესახებ, როგორც საინფორმაციო შეხვედრების, ისე საინფორმაციო მასალის დარიგება-გამოკვრის გზით.  შეისწავლოს ყველა სამხედრო მოსამსახურის პირბადით უზრუნველყოფის საკითხი და შესწავლის შედეგების შესაბამისად მოახდინოს სათანადო რეაგირება. სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე გამოიკრას პირბადის ტარების წესის ამსახველი საინფორმაციო მასალა და ზედამხედველობა გაეწიოს პირბადის ტარების წესის დაცვას; სამხედრო ნაწილებში ვიზიტების დროს დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებში არ მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების პერიოდული ტესტირება და იგი მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ტარდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მნიშვნელოვანია, სამხედრო მოსამსახურეების პერიოდული ტესტირება COVID-19-ზე.  შემუშავდეს სამხედრო მოსამსახურეების პერიოდული ტესტირების წესი და უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ზე პერიოდული ტესტირება; სამხედრო ნაწილებში ვიზიტების დროს დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებში ხარვეზები შეინიშნება სავარაუდოდ ინფიცირებულ ანდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა მართვისა და აღრიცხვის პროცესში.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის გადამზადება ინფექციის კონტროლის საკითხებში, რათა გაიზარდოს სამედიცინო პერსონალის როლი და ძალისხმევა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რაც უნდა მოიცავდეს კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების დროულ გამოვლენას, ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების დროულ მოძიებას და იზოლირებას, ამასთანავე, სამედიცინო პერსონალმა უზრუნველყოს მიღებული ზომების სათანადო დოკუმენტირება; სამხედრო ნაწილებში ვიზიტებისას ასევე გამოიკვეთა, რომ ხარვეზებია საიზოლაციო ოთახების გამოყენების და ამ ფაქტის დოკუმენტირების კუთხითაც, კერძოდ, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში პერსონალის განმარტებით, COVID-19-ით ინფიცირებული პირების იზოლირება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს, ასევე ვერ მიუთითეს, თუ რომელი ოთახი გამოიყენებოდა საიზოლაციოდ.  კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ყველა სამხედრო ნაწილში გაგრძელდეს საიზოლაციო ოთახების მოწყობის პრაქტიკა, სადაც მოთავსდებიან საეჭვო სიმპტომების მქონე პირები ტესტის პასუხის მიღებამდე; ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებით გაირკვა, მოსამსახურეები) არ რომ არის მათი უმეტესი ნაწილი უზრუნველყოფილი (საკონტრაქტო სამსახურებრივი სამხედრო დანიშნულების საცხოვრებელი ბინით, რის გამოც, პირადი შემადგენლობის გარკვეული ნაწილი იძულებულია საცხოვრებლად ბაზაზე დარჩეს, იმ პირობებში, როცა არცერთ ზემოაღნიშნულ სამხედრო ნაწილში არ არის უზრუნველყოფილი გართობის და რეკრეაციის შესაძლებლობა.  შეისწავლოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების სამსახურის გავლის პერიოდში სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხი და განიხილოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა; მონიტორინგის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ ისინი ვერ სარგებლობენ შეღავათით ბინის ქირის და კომუნალური ხარჯების გადახდისას, ასევე, არცერთ შემთხვევაში არ უნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯები, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა.  თავდაცვის კოდექსზე მუშაობის პროცესში, შეისწავლოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე ტრანსპორტირების და კომუნალური ხარჯების გადახდისას კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გავრცელების საკითხი და ამასთან, აწარმოოს მოლაპარაკებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საშეღავათო პირობების დადგენის შესაძლებლობის შესასწავლად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ აწარმოებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სრულყოფილ სტატისტიკას. აღნიშნულის დასტურად ანგარიშში მითითებულია, რომ სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, 2020 და 2021 წლებში გარდაიცვალა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი 12 პაციენტი. ხოლო, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ მოძიებული ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ასევე ცენტრიდან სხვა სტაციონარში გადაყვანის შემდეგ, ჯამში, მხოლოდ 2021 წლის 1 იანვრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, გარდაიცვალა 14 პაციენტი. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან/და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან სხვა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი და გარდაცვლილი პაციენტების შესახებ სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზებისა და გარდაცვალების ადგილის მითითებით;  სამინისტროს შესაბამის ერთეულს დაავალოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან/და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან სხვა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი და გარდაცვლილი პაციენტების შესახებ სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზებისა და გარდაცვალების ადგილის მითითებით; პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის მკურნალობის საკითხი. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა არ ითვალისწინებს პაციენტთა სომატური ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსებას. შესაბამისად, პაციენტებს დამატებითი გამოკვლევებისა და ხანგრძლივი მკურნალობისთვის სტაციონარში თავად უწევთ მოთავსებული ხარჯების პაციენტები გაღება. ამასთან, ჩართულები არიან ფსიქიატრიულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში. მიუხედავად ამისა, პაციენტები ვერ სარგებლობენ პროგრამით განსაზღვრული გეგმური სამედიცინო მომსახურებით, რადგან იგი თანადაფინანსებას ითვალისწინებს, რისი ფინანსური რესურსიც პაციენტებს უმეტესად არ აქვთ. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საკითხი, რაც დამატებით ხარჯებთან და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ მიიღოს ზომები, რათა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტები (განსაკუთრებით ის პაციენტები, რომლებიც დაწესებულებაში ხანგრძლივად იმყოფებიან და ვერ ტოვებენ მას) სომატური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას, სრულად და დროულად იყვნენ უზრუნველყოფილნი საჭირო სამედიცინო მომსახურებით.  უზრუნველყოს არსებული სომატური მოდელის ჯანმრთელობის ცვლილება, მომსახურების დაფინანსების სომატური (ფიზიკური) რათა ჯანმრთელობისპრობლემების გამო ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იყვნენ უზრუნველყოფილნი საჭირო სამედიცინო მომსახურებით, რაც გულისხმობს: ა) პაციენტთა ტრანსპორტირების ხარჯებს; ბ) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებებში ექიმი თერაპევტის ან ოჯახის ექიმის დაქირავების ხარჯებს; გ) გეგმური სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯებს; „შიზოფრენიის მკურნალობა და მართვა მოზრდილებში“ - კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, უნდა გადიოდნენ ფიზიკური ჯანმრთელობის რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას. დღეისათვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკით, სტაციონარში მოთავსებისას პაციენტებს უტარდებათ სისხლის და შარდის საერთო, „C“ ჰეპატიტის და გლუკოზის ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში კი ეს ანალიზები უტარდებათ განმეორებით. მხოლოდ აღნიშნული ანალიზების არარეგულარულად ჩატარება, ვერ უზრუნველყოფს ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვას ზემოაღნიშნული გაიდლაინის შესაბამისად და ზრდის სომატური (ფიზიკური) დაავადებების გვიანი დიაგნოსტირების რისკს, რაც შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ლეტალური შედეგით დასრულდეს.  შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გათვალისწინებულ იქნას მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით; ანგარიშში ხაზგასმულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკის შესწავლის საჭიროების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ანტიფსიქოზური მკურნალობის სტრატეგიის სწორად შერჩევისთვის.  დაავალოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისგან მომდინარე რისკების შეფასებისა და შემცირების ეფექტიანი სისტემის არარსებობის გამო, პერსონალი პაციენტთაგან მომდინარე საფრთხეების გამოვლენას ვერ ახერხებს. დაწესებულებები პრაქტიკულად რეაგირების გარეშე ტოვებენ უკვე მომხდარ კონფლიქტებს, რადგან მათ არ აქვთ ვალდებულება სპეციალურ ჟურნალში აღნუსხონ ძალადობის შემთხვევები და მიიღონ შესაბამისი ზომები. ასევე, დაწესებულებებში არ არის დანერგილი პაციენტის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის დოკუმენტირებისა და საგამოძიებო, თუ მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის სამართლებრივი მექანიზმი.  შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი; ფსიქიატრიულ დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების დოკუმენტი, რის გამოც პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები ხშირია. ამასთან, ძალადობის მსხვერპლი პაციენტები არ იღებენ ფსიქოთერაპიულ მხარდაჭერას და სამართლებრივ დახმარებას. ძალადობის შედეგად ფიზიკური დაზიანებების მიღების შემთხვევაში მათ მიმართ ხორციელდება მხოლოდ სამედიცინო ინტერვენცია, რაც სხეულის დაზიანებების დამუშავებაში გამოიხატება. უსაფრთხო და თერაპიული გარემოს უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს და დაინერგოს დაწესებულებებში პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან არიდებისა და მათზე რეაგირების დოკუმენტი, სადაც ასევე იქნება გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება.  შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან არიდებისა და მათზე რეაგირების დოკუმენტი, სადაც ასევე იქნება გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, სპეციალური პრევენციის ჯგუფის მიერ არაერთი შეტყობინება იქნა მიღებული ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე. პაციენტები ასევე მიუთითებდნენ მედიკამენტების დაფხვნილი სახით მიღების და ინექციების გაკეთების იძულებაზე, რაც მათი განცხადებით, დაწესებულებებში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს.  ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებით გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების, ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთება; ანგარიშის მიხედვით, სპეციალური პრევენციის ჯგუფის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის ვიზიტებისას გამოიკვეთა, რომ სპეციალისტების მხრიდან არ ხდება პაციენტებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გამოვლენა, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობების დაგეგმვა და პაციენტთა მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობა. პერსონალის უმრავლესობას არ აქვს სამუშაო აღწერილობა, ბუნდოვანია მათი წარმოდგენა მოვალეობებზე, არ ხდება მათი მუშაობის შეფასება და მონიტორინგი, რაც ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე უარყოფითად აისახება.  შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს; გამოწვევას კვალიფიკაცია წარმოადგენს და მათი ფსიქიატრიულ გადამზადების დაწესებულებებში საკითხი. არსებული პერსონალის მდგომარეობით, დაწესებულებებში ფსიქიატრიული შემთხვევის მართვა და პაციენტზე ზრუნვა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე, ხშირად, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების არცოდნითა და დარღვევით მიმდინარეობს. დაწესებულებები არ ზრუნავენ თანამშრომლების კვალიფიკაციის გაზრდაზე და გადამზადებაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გეგმების შემუშავება, მულტიდისციპლინური მუშაობა, პაციენტთა უფლებები, დეესკალაციის ტექნიკა, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია. აღნიშნული უარყოფითად აისახება ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.  ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის სწავლების ჩატარება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის აღდგენაზე ტექნიკა, პაციენტთა დაფუძნებული განსაკუთრებული ყურადღება უფლებები და ეთიკის სტანდარტები, თანამედროვე ფსიქიატრია, მიდგომა და დაეთმოს პერსონალის მიერ ფსიქიატრიული დახმარების ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და პრაქტიკაში გასატარებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ანგარიშის მიხედვით, რიგ დაწესებულებაში გამოიყენება ისეთი სტატიკური უსაფრთხოების ზომა, როგორიც პაციენტებისგან განცალკევება. არის პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციით, იზოლირებული ოთახები, სადაც ხშირ შემთხვევებში, პაციენტები 2 კვირით და მეტი დროით არიან განთავსებულნი, გამოიყენება დაპირისპირებული პაციენტების განსაცალკავებლად, ასევე, იმ პაციენტების განსათავსებლად, რომელთა მიმართაც ხშირად გამოიყენება სწრაფი ტრანკვილიზება და დანიშნულების იძულებით მიცემა, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით არანებაყოფლობითზე. მკურნალობაზე იმყოფებიან ისინი თუ აღნიშნულის გარდა, იზოლირებულ პალატებში პაციენტების განთავსების ერთ-ერთი საფუძველია ასევე პირადი მოთხოვნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაწესებულებების განყოფილებებში არ არის უზრუნველყოფილი დინამიკური უსაფრთხოება და პაციენტის სათანადო მეთვალყურეობა, რის გამოც, მეტი პრივატულობისა და დაცულობისთვის, პაციენტები სხვა პაციენტებისგან განცალკევებით ყოფნას ამჯობინებენ. გაძლიერებული ფარმაკოთერაპიის და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიების ნაკლებობის პირობებში მართვის მსგავსი მოდელი თავისუფლებაშეზღუდულ პაციენტებს კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს.  შეისწავლოს და აღმოფხვრას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა პაციენტებისგან განცალკევების პრაქტიკა; ფსიქიატრიულ დაწესებულებებს არ აქვთ კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და არაძალისმიერი (დეესკალაციის) მეთოდებით მართვის პოლიტიკა, რის გამოც, აგზნებული ან აგრესიული პაციენტის ქცევის სამართავად აქტიურად გამოიყენება ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდები. რიგ შემთხვევებში, კომბინირებულად გამოიყენება პაციენტის ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა. მნიშვნელოვანია, შემუშავდეს და დაინერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების თავიდან არიდებისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რათა შემცირდეს და საბოლოო ჯამში აღმოიფხვრას შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ზემოაღნიშნული პრაქტიკა.  შემუშავდეს და დაინერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების თავიდან არიდებისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და შესაბამისად, საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება; „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის თანახმად, „შეზღუდვა არის უკიდურესი, გამონაკლისი ზომა, რომელიც გამოიყენება, როდესაც პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან სხვისი (გარშემომყოფთა) დაზიანების საფრთხე გარდაუვალია და მისი თავიდან აცილება პაციენტის სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტებით მკურნალობით შეუძლებელია.“ ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, აგზნებული ან აგრესიული პაციენტის ქცევის სამართავად აქტიურად გამოიყენება პაციენტის მექანიკური შეზღუდვა და სწრაფი ტრანკვილიზაცია (რომელიც თავისი არსით ქიმიურ შეზღუდვას წარმოადგენს), ისე, რომ სათანადოდ არ ხდება პროცესის დოკუმენტირება და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი. აღნიშნული წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ პერსონალი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდებს სათანადო დასაბუთების გარეშე იყენებს. აღნიშნულია, რომ 2021 წელს შემოწმებულ გარდა ამისა, ანგარიშში დაწესებულებებში, ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენების შემდგომ, არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა კანონის შესაბამისად მათი სამართლებრივი სტატუსის გადასინჯვის საკითხი.  მონიტორინგის კანონიერება გზით და შეისწავლოს დასაბუთებულობა, შეზღუდვის ასევე, მეთოდების ფორმალურად გამოყენების ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვის საკითხი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში; პრობლემურია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციაში არ არის ასახული „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წელს განხორციელებული არეგულირებს ცვლილებები. ისეთ რეესტრის/ჟურნალის შესაბამისად, მნიშვნელოვან შემუშავების ინსტრუქცია საკითხებს, ვალდებულება; ამ როგორიცაა შეზღუდვის დრომდე არ სპეციალური განხორციელების ადგილი და გარემოებები; გამოყენებული სპეციალური საშუალებების კონკრეტული მახასიათებლები; დაზიანების დოკუმენტირების ვალდებულება და პერსონალის პაციენტთან გასაუბრების ვალდებულება. კანონის ნორმების პრაქტიკაში აღსრულებისა და პაციენტებისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნის მიზნით, მნიშვნელოვანია განახლდეს ზემოაღნიშნული ინსტრუქცია და მასში დეტალურად განისაზღვროს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში დაწესებულებების მიერ სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები.  სახალხო დამცველის აპარატთან და შშმ პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით განახლდეს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია; „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის თანახმად, პაციენტის ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის სტაციონარში მოთავსება ხდება მისი თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დოკუმენტაციაში პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. ნებაყოფლობითი მკურნალობის არსი გულისხმობს იმასაც, რომ პაციენტს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს სტაციონირებაზე ინფორმირებული თანხმობის უკან გამოთხოვა და ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვება. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. მათი მოთხოვნა სტაციონარიდან წასვლის შესახებ უმრავლეს შემთხვევებში არც კი განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები ის პაციენტები, რომლებიც ითხოვენ გაწერას და რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, დაუყოვნებლივ უნდა გაეწერონ სტაციონარიდან.  შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაეწერონ ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი; ანგარიშში აღნიშნულია ფსიქიატრიული შემთხვევების თაობაზე შეტყობინებებზე რეაგირებისთვის გაგზავნილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების მიერ, სტაციონარში პაციენტების არანებაყოფლობით გადაყვანისას მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მათი აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ბრიგადის ექიმებისთვის შემუშავდეს პაციენტებთან ურთიერთობის 112-ის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გაითვალისწინებს დარწმუნების გზით პაციენტის ფსიქიატრიულ დახმარებაზე დაყოლიების, ფსიქიატრიულ სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების საჭიროების განსაზღვრის, პაციენტისთვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლისა და მისი უფლებების განმარტების შესახებ საკითხებს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან შეტყობინებებზე დახმარების შემოსული ფსიქიატრიული რეაგირებისთვის გაგზავნილი (112) ეკიპაჟებისთვის, ფსიქიატრიულ დახმარებაზე არანებაყოფლობით მოთავსების შეიმუშაოს შემთხვევების გადაუდებელი დარწმუნების სამედიცინო გზით დაყოლიების, ფსიქიატრიულ საჭიროების განსაზღვრისა თაობაზე პაციენტის სტაციონარში და პაციენტის მიხედვით, პაციენტის უფლებების განმარტების შესახებ დეტალური ინსტრუქცია; „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის სტაციონარში მოთავსება ხდება მისი თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით, რასაც წინ უსწრებს პაციენტისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება შეთავაზებული დახმარების თაობაზე. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, პერსონალი პაციენტებს ხელს აწერინებს ინფორმირებული თანხმობის ფორმაზე ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სათანადო ინფორმირების გარეშე. გარდა ამისა, პაციენტებს არ ეძლევათ ინფორმირებული თანხმობის გაცნობისა და ასევე, მისი უკან გამოთხოვის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ აქვთ დაწესებულების დატოვების სურვილი. აღნიშნული ეწინააღმდეგება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, სადაც გასაგები ფორმით იქნება მოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრული დახმარების არსისა და პაციენტთა უფლებების შესახებ; ამასთანავე, ბრძანებით განისაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, ისევე როგორც ინფორმაცია, ვის მიმართოს, თუ არ სურს სტაციონარში დარჩენა; ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ისევე როგორც სტაციონირებაზე თანხმობის შემთხვევებში, მკურნალობის მეთოდების შერჩევისას პაციენტების ნება უგულებელყოფილია. აღნიშნულის დასტურად ანგარიშში მითითებულია, რომ პაციენტებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია მათი მკურნალობის მეთოდებისა და დანიშნულებაში ცვლილებების თაობაზე, რათა მკურნალობის ტაქტიკის ყოველი ცვლილებისას გამოხატონ გაცნობიერებული თანხმობა და მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების შესაბამისად, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შემთხვევაშიც კი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ჰქონდეს თავისუფალი ინფორმირებული თანხმობის უფლება მისთვის დანიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებით. თანხმობის გარეშე პაციენტის მკურნალობამ, შესაძლოა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ზღვარსაც კი მიაღწიოს. პაციენტის ნების გამოვლენასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში №108/ნ განიმარტოს, რომ მკურნალობის შესახებ ინფორმირებული თანხმობა მოიცავს პაციენტისგან წერილობითი თანხმობის მიღებას მკურნალობის როგორც დაწყების, ისე გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ეტაპებზე.  ცვლილებები შევიდეს მინისტრის ბრძანებაში, რათა პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ჯანმრთელობისა ეტაპზე და სავალდებულო სოციალური დაცვის გახდეს საქართველოს მინისტრის №108/ნ შრომის, ბრძანებით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება; პაციენტების არასათანადო მოპყრობისაგან დასაცავად მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება უფლებების თაობაზე. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, არცერთ შემოწმებულ დაწესებულებაში პაციენტებისთვის არც წერილობით და არც ზეპირად არ განუმარტავთ მათი უფლებები, ასევე, არ მიუწოდებიათ ინფორმაცია სტაციონარის შინაგანაწესისა და პოლიტიკის შესახებ.  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის, პაციენტის უფლებების და სტაციონარის პოლიტიკის თაობაზე; საანგარიშო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, გამოწვევას წარმოადგენდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს პაციენტის უფლებას, შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, რომ პაციენტები არ ფლობენ ინფორმაციას გასაჩივრების პროცედურების შესახებ. პაციენტები ძირითადად სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან სახელმწიფო ორგანოებს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო დაკავშირებული ორგანიზაციებს პრობლემების, თუ სხვ. თუმცა, არაკონფიდენციალური ტელეფონთან გარემოს და ინფორმირებულობის ნაკლებობიდან გამომდინარე, ამ კუთხით პაციენტების აქტიურობა ძალზედ მცირეა. რაც შეეხება გასაჩივრების ჰოსპიტალშიდა მექანიზმებს, ანგარიშის თანახმად, რიგ დაწესებულებებში განთავსებულია საჩივრის ყუთები. თუმცა, პაციენტებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია მათი დანიშნულებისა და გამოყენების თაობაზე. ასევე, დაწესებულებებში არ არის გაწერილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც დარეგულირდებოდა საჩივრის ყუთების გახსნის პერიოდულობა, რეაგირების მექანიზმი და სხვ. შესაბამისად, საჩივრის ყუთები კონფიდენციალური და ხელმისაწვდომი შიდა გასაჩივრების მექანიზმის მიზანს ვერ ემსახურება. არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიის შექმნის მიზნით მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქიატრიული დაწესებულების შიგნით ასევე მის გარეთ დაინერგოს პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური გასაჩივრების მექანიზმი.  შემუშავდეს და მინისტრის დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი, ბრძანებით სავალდებულო, მარტივი და დამტკიცდეს ფსიქიატრიული განცხადების/საჩივრის კონფიდენციალური გაგზავნის ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები; „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული კანონის დახმარებისას, მიხედვით, სტაციონარში მოთავსებული პაციენტი აღჭურვილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიებით, მათ შორის უფლებით - ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, კანონის თანახმად, პაციენტის ზემოაღნიშნული უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც უნდა აისახოს სამედიცინო დოკუმენტაციაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეციალური პრევენციის ჯგუფის მიერ 2021 წელს შემოწმებულ დაწესებულებებში ნებაყოფლობით მკურნალობაზე გადაწყვეტილების გარეშე, მყოფ თვითნებურად პაციენტებს ჰქონდათ ექიმის წერილობითი შეზღუდული სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების უფლება. ამგვარი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია რომ პაციენტისთვის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით მინიჭებული ნებისმიერი უფლების შეზღუდვა ამავე კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით მიმდინარეობდეს.  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების სრული დაცვით უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან სტაციონარის სტაციონარიდან გაწერის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, გარეშე, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ანგარიშის მიხედვით, მწვავე პრობლემებია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფიზიკური გარემოს თვალსაზრისით. მათ შორის, 2021 წლის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ არცერთ შემოწმებულ დაწესებულებაში პაციენტები სრულად არ არიან უზრუნველყოფილნი სტანდარტით დადგენილი 8 კვ.მ საცხოვრებელი სივრცით. პაციენტებს ცხოვრება უწევთ საშუალოდ 4-5 კვადრატული მეტრის სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ შეისწავლოს და სისტემური მონიტორინგის გზით გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან.  მიიღოს ყველა ზომა, რათა სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან; პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგების ვიზიტებისას გამოიკვეთა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას უსაფრთხო, თერაპიულ და მათი ღირსების დაცვის პირობებში. ანგარიშში, მათ შორის, ხაზგასმულია, რომ შემოწმებულ დაწესებულებათა უმრავლესობაში გადაუჭრელია პაციენტის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.  მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, ფინანსური რესურსის გამოყოფით, რათა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღმოიფხვრას პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში უსაფრთხო და თერაპიული გარემოს კუთხით მითითებული პრობლემები; „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული კანონის დახმარებისას, მიხედვით, სტაციონარში მოთავსებული პაციენტი აღჭურვილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიებით, მათ შორის უფლებით - „მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია თავისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგების შედეგად გაირკვა, რომ პაციენტების უმრავლესობა არ იყო სათანადოდ ჩართული ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების პროცესში, მათ არ იცოდნენ დიაგნოზისა და დანიშნული მედიკამენტების დასახელება. ასევე, არ ჰქონდათ ინფორმაცია მკურნალობისა და სამკურნალო საშუალებების ძირითადი და მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შესახებ. შეისწავლოს, მიეწოდება თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია  რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე; სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს ფსიქიატრიული დაწესებულებების მომარაგება მედიკამენტ „ციკლოდოლით,“ რომელიც ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების სამართავად გამოიყენება. შექმნილი დეფიციტი ექიმფსიქიატრებს უზღუდავს ანტიფსიქოზური მედიკამენტის დანიშვნისას არჩევანისა და დოზების ცვლილების შესაძლებლობას. ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვის გადაუდებელი საჭიროების გამო, ხდება დიაზეპამის ან ბენზოდიაზეპინის ჯგუფის სხვა მედიკამენტების გამოყენება, რომელთაც თავის მხრივ, ასევე აქვთ გვერდითი ეფექტები და იწვევენ დამოკიდებულების სინდრომის განვითარებას.  უზრუნველყოს მედიკამენტ „ციკლოდოლის“ მომარაგება, რათა ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა შეძლონ გვერდითი ეფექტების სამართავად მისი გამოყენება; სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში უთითებს, რომ საყურადღებოა მედიკამენტ „ზოპინის“ (აქტიური ნივთიერება „კლოზაპინი“) გამოყენება, როგორც სხვა ანტიფსიქოზურ და განსხვავებული ჯგუფის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, ისე მონოთერაპიის სახით, რადგან შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის ანგარიშში (2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ) მიუთითებს, რომ დაწესებულების თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება, რათა მათ შეძლონ, ამოიცნონ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტები, რომელთაც შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიონ.  უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლება, რათა მათ შეძლონ, ამოიცნონ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტები, რომელთაც შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიონ; სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტებისას გამოიკვეთა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კუთხით არსებული პრობლემები. კერძოდ, ხარვეზები აღმოჩნდა სამედიცინო ბარათების წარმოებაში, რამდენადაც მათში არ იყო თერაპიული მედიკამენტების დანიშნულების ფურცლები, ასევე, მკურნალი ექიმის ყოველდღიური ჩანაწერები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამედიცინო ბარათების არათანმიმდევრულობა და მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაციის არარსებობა ართულებს მკურნალობის ადეკვატურობის შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ბარათები ნაწარმოები იყოს ქვეყანაში არსებული მოთხოვნების, კერძოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის შესაბამისად.  დაავალოს შესაბამის სამსახურს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო ბარათების რეგულარული შემოწმება, რათა სტაციონარული სამედიცინო ბარათები ნაწარმოები იყოს ქვეყანაში არსებული მოთხოვნების146 შესაბამისად; ფსიქიატრიული დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ ფსიქო- სოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებს, რაც ნაწილობრივ იმ გარემოებით აიხსნება, რომ გრძელვადიან ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობაზე მყოფი სახელმწიფო პროგრამა პაციენტებისთვის მხოლოდ ითვალისწინებს ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. შესაბამისად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რომლებიც მხოლოდ მოკლევადიან სტაციონარულ ფსიქიატრიულ სერვისებს აწვდიან, არ მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მუშაობა და პრაქტიკულად არ არსებობს თერაპიული და სარეაბილიტაციო აქტივობები. ჯანმრთელობის სახელმწიფო პაციენტებისთვისაც დაფაროს პროგრამამ მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკური მოკლევადიან ფსიქო-სოციალური მკურნალობაზე რეაბილიტაციის მყოფი კომპონენტი, ვინაიდან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით დადგენილი სტანდარტები არ მიემართება მხოლოდ გრძელვადიან მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. ამასთან, ბიო-ფსიქო-სოციალური ფსიქიატრიული დახმარების მკურნალობის ყველა ეტაპზე მიწოდება, ხელს შეუწყობს პაციენტის გამოჯანმრთელებას, რაც თავის მხრივ, მოემსახურება სტაციონარების განტვირთვას.  შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტზე; ანგარიშის მიხედვით, რეაბილიტაციის ფსიქიატრიულ მიმართულება მულტიდისციპლინური მიდგომა, დაწესებულებებში შეზღუდულია, ბენეფიციართა ფსიქოსოციალური ბიოფსიქოსოციალური, ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება, ბენეფიციარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა არ ატარებს რეგულარულ ხასიათს. დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული პროტოკოლები და გაიდლაინები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ–ჩვევებით აღჭურვას, რაც უმნიშვნელოვანესია პაციენტთა აღდგენისთვის (recovery) და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ჯანმრთელობის მნიშვნელოვანია, სფეროში უზრუნველყოფილ ყოვლისმომცველი იქნას ფსიქოსოციალური ფსიქიკური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა იმგვარად, რომ პროგრამები განხორციელდეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე, ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებების, ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინურ შეფასებას და ხელს უწყობდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის მონაწილეობას.  ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან ურთიერთანამშრომლობით უზრუნველყონ სერვისის მომხმარებლებისთვის ისეთი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რომლებიც ორიენტირებული იქნება აღდგენაზე და ხელს შეუწყობს პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას და ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; ანგარიშის მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების როლის გაზრდა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით. პრობლემურია, რომ სოციალურმა მუშაკებმა არ იციან ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ, რაც გააძლიერებდა პაციენტთა სოციალურ მხარდაჭერას. მათთვის ასევე უცნობია არსებული დღის ცენტრებისა ან/და სხვა შესაძლო პროგრამების შესახებ, რომლებშიც პაციენტების ჩართვა შეიძლება. შესაბამისად, ისინი არ მუშაობენ პაციენტების გარე სერვისებთან დაკავშირების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის კუთხით.  უზრუნველყოს დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების როლის გაზრდა, რათა სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ თემში არსებული პროგრამების მოძიებისა და პაციენტებისთვის გაცნობის ვალდებულება; პრობლემურია, რომ ფსიქიკური გათვალისწინებულია მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურება, მომსახურების საფასურს. ჯანმრთელობის გადაუდებელი სხვა სახელმწიფო თერაპიული შემთხვევებში ფსიქიატრიულ და თავად პროგრამით ქირურგიული პაციენტი დაწესებულებებში იხდის ადგილზე სტომატოლოგიური მომსახურების შესაძლებლობა არ აქვთ, გადაყვანა კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ გადაიხედოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი, რათა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული მომსახურება ადგილზე პაციენტებს დროულად სტომატოლოგიური მიეწოდებოდეს მომსახურების შესაბამისი უზრუნველყოფით ან დროულად გადაყვანით.  გადაიხედოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი, რათა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იყვნენ სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფილნი; სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გამოკვლევები, რომლებიც სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს უტარდებათ (სისხლის და შარდის საერთო, „C“ ჰეპატიტის და გლუკოზის ანალიზები) ვერ უზრუნველყოფს ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად მართვას. მედიკამენტების გვერდითი მოვლენების სამართავად, აგრანულოციტოზის, მნიშვნელოვანია, ნივთიერებათა ცვლის უზრუნველყოფილი პროცესების და იყოს განსაკუთრებით ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის კლინიკურ-ლაბორატორიული, დინამიკური შეფასება და კონტროლი.  უზრუნველყოს ნივთიერებათა ფსიქიატრიულ ცვლის პროცესების დაწესებულებებში და აგრანულოციტოზის, განსაკუთრებით, ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის კლინიკურ-ლაბორატორიული დინამიკური შეფასება, ასევე, ლეიკოციტების კონტროლი მედიკამენტების გვერდითი მოვლენების მართვის მიზნით; მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა გამოკვლევების და სკრინინგ ჩატარება. პროგრამით (პროგრამა გათვალისწინებული გულისხმობს შესაბამისი სკრინინგული ასაკობრივი ჯგუფებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს, ძუძუს კიბოს, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგს).  ხელი შეუწყოს დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარებას; სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეციალური პრევენციის ჯგუფის მიერ შემოწმებულ ყველა დაწესებულებაში დასაქმებულები არიან თერაპევტები, რომელთა მომსახურება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციითა და სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები სრულად და დროულად იყვნენ უზრუნველყოფილნი სომატური დაავადებების მკურნალობით და თერაპევტის მომსახურებით პაციენტის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე.  უზრუნველყოს თერაპევტის მიერ ყველა პაციენტის კონსულტირება დაწესებულებაში მოთავსებისთანავე; პრევენციის ეროვნული დაწესებულებებში მექანიზმის ჩატარებული წევრების მონიტორინგის მიერ ფსიქიატრიულ ვიზიტებისას მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა პროფესიული და დამხმარე კადრების (განსაკუთრებით ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების) აშკარა დეფიციტი, მოტივაციის ნაკლებობა, არახელსაყრელი სამუშაო პირობები. რიგ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პრობლემურია თერაპიული აქტივობებისთვის სივრცის არარსებობაც. მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნეს დასახელებული პრობლემები და ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით ხელი შეეწყოს მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.  დაწესებულებებთან თანამშრომლობისა და ხელშეწყობის გზით უზრუნველყოს: o დაწესებულებების სტაციონარულ განყოფილებებში დღისა და ღამის განმავლობაში მომუშავე პერსონალის რაოდენობის გაზრდა; o დაწესებულებებში ფსიქოსოციალური მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისათვის შესაბამისად აღჭურვილი თერაპიული სივრცეების შექმნა ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პრობლემურია პერსონალის კვალიფიკაცია და მათი გადამზადების საკითხი. დაწესებულებები არ ზრუნავენ თანამშრომლების კვალიფიკაციის გაზრდაზე თანამედროვე მიდგომებში, ასევე არ ეწყობა ხელი განგრძობით განათლებას. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა წაახალისოს და ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებას, მათ შორის, კვალიფიციური ტრენინგ პროგრამების დანერგვასა და მათ ხელმისაწვდომობას.  ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებას, მათ შორის, კვალიფიციური ტრენინგ პროგრამების დანერგვასა და მათზე წვდომას. პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფის და პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის გზით განხილულ იქნას პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში სრული ინტეგრაციის საკითხი.  ურთიერთთანამშრომლობის საქართველოს გზით ოკუპირებული განიხილონ პენიტენციური ტერიტორიებიდან ჯანდაცვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ინტეგრაციის საკითხი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს ანიჭებს ტელეფონით სარგებლობის უფლებას. კანონის თანახმად, ექიმი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იღებს წერილობით გადაწყვეტილებას პაციენტისთვის ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვის შესახებ. ანგარიშის თანახმად, დასაბუთების გარეშე პაციენტებს აქვთ კანონით გათვალისწინებული წერილობითი შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება, რამდენადაც ჩამორთმეული აქვთ ტელეფონები, ხოლო, დაწესებულების ტელეფონებით სარგებლობის შემთხვევაში, ყოველი ზარის განხორციელების წინ უშუალოდ ექიმისგან იღებენ ნებართვას. პაციენტისთვის ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა დაუშვებელია, რამდენადაც არ შეესაბამება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება; ჯანმრთელობის „ფსიქიკური ნებაყოფლობითი შესახებ“ სტაციონარული საქართველოს ფსიქიატრიული კანონის დახმარებისას, მიხედვით, სტაციონარში მოთავსებული პაციენტი აღჭურვილია სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების უფლებით. კანონის თანახმად, პაციენტის ზემოაღნიშნული უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც უნდა აისახოს სამედიცინო დოკუმენტაციაში. ანგარიშის თანახმად, სპეციალური პრევენციის ჯგუფის მიერ 2021 წელს შემოწმებულ დაწესებულებებში, პაციენტებს კანონით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთების გარეშე, თვითნებურად ჰქონდათ შეზღუდული სტაციონარის დატოვების უფლება. ამგვარი მიდგომა დაუშვებელია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, პაციენტის ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის გადაწყვეტილება ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე; ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეჩერებული იყო მნახველისა და პაციენტის შეხვედრები, რამაც დაამძიმა პაციენტთა მდგომარეობა. მათი რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებებმა უზრუნველყონ ეპიდემიური ნორმების დაცვით მნახველთან პაციენტის შეხვედრების აღდგენა.  ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, უზრუნველყოს პაციენტის და მნახველის შეხვედრა ეპიდემიური ნორმების დაცვით. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევაა ფიზიკური თუ სხვა სახის მისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების უფლებების კონტექსტში გამოვლინდა. მათ დაბრკოლებები შეექმნათ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურებების მიღებისას. კერძოდ, გამოიკვეთა როგორც ფიზიკური ადაპტირების პრობლემები ანტენატალური სერვისების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მიმწოდებელ დაწესებულებებში, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ისე - არსებული გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ გაანალიზდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომობის კუთხით და შემუშავდეს სამოქმედო გეგმა გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.  სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომობის კუთხით, და გამოვლენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა. საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში მშობიარობის შემდგომი სამედიცინო ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კომპონენტის ინტეგრირება. დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა კვლავ მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტებით შემოიფარგლება. აღნიშნული უარყოფითად აისახება ქალების სომატურ და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, როგორც ორსულობისა და მშობიარობის, ისე მშობიარობის შემდგომ ეტაპზე.  მშობიარობის შემდგომი ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისები ინტეგრირდეს დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში; ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება ოჯახის დაგეგმვის სერვისების სრულყოფილად ინტეგრირება ჯანდაცვის პირველად რგოლში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური წვდომის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის.  დაიწყოს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ოჯახის დაგეგმვის სერვისები სრულყოფილად ინტეგრირების მიზნით, მასზე გეოგრაფიული და ფინანსური წვდომის ბარიერების აღმოსაფხვრელად ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს წელს ჩატარებული წარმომადგენელი ჯანმრთელობის სახალხო დამცველის მიერ 2021 კვლევის - „საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების ქალებისა და და გოგოების სექსუალური უფლებების კუთხით არსებული და რეპროდუქციული მდგომარეობა“ მიხედვით, სამშობიარო სახლებში ჯერ კიდევ გავრცელებულია ქალებისთვის არასაჭირო და საზიანო პროცედურების ჩატარების პრაქტიკა, რაც ქალის ღირსების შემლახავად და საზიანო პრაქტიკებად არის აღიარებული. მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს ე.წ. გინეკოლოგიური ძალადობის დეფინიცია, რაც შესაძლებელს გახდის მისი გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას.  შემუშავდეს ე.წ. გინეკოლოგიური ძალადობის დეფინიცია, გაიწეროს და დამტკიცდეს ღირსების შემლახველი კონკრეტული პრაქტიკების ნუსხა პირველადი ჯანდაცვის სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია, ოჯახის ექიმის ბენეფიციარებთან სწორი და ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა, რაც ანგარიშის მიხედვით დიდ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.  პირველადი ჯანდაცვის სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ასამაღლებლად, შეიმუშაოს ეფექტიანი საკომუნიკაციო ღონისძიებები ოჯახის ექიმის ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით, განისაზღვროს მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების კონკრეტული ინდიკატორები, ასევე, გადამოწმდეს მიღებული შედეგები; პანდემიის გავრცელების პირობებში მკვეთრად გამოიკვეთა ძლიერი და მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის არსებობის საჭიროება. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია, მკაფიო და დროში გაწერილი გეგმის შემუშავება, რათა პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიერ მოწოდებული სერვისები იყოს პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი, ეფექტიანი, დროული და თანაბრად ხელმისაწვდომი.  შეიმუშაოს მკაფიო და დროში გაწერილი გეგმა პანდემიის პირობებში პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, მართვა) ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად; ანგარიშის მიხედვით, საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებისა და განათლების სრულყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩამოყალიბდა „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“, ასევე დამტკიცდა საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია, თუმცა არც 2020, და არც 2021 წელს, საბჭოს რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობა არ განუხორციელებელია. ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია, საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს გააქტიურება, ასევე, სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გეგმის შემუშავება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საექიმო/საექთნო ადამიანური რესურსის განვითარება, დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მოტივაციის გაძლიერება და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა.  შეიმუშაოს სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საექიმო/საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებას, დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მოტივაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება; ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საექთნო საქმიანობის კუთხით არსებულ პრობლემებზე და აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის თანახმად, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით, ბოლოსწინა ადგილს იკავებს. 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ იღებს არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. არც კერძო და არც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულთა სამუშაოს სიმძიმისა და დატვირთვის შესახებ რეგულაცია. ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია, ექთნების/ფერშლის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტების დროულად შემუშავება, მათი უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება.  შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტებს ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურებაზე ცალსახად გაუმჯობესებული წვდომის მიუხედავად, კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ონკოლოგიური დაავადებების ეფექტიანად სამართავად, მნიშვნელოვანია ერთიანი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების მიერ სერვისების სრულად მიღებას, მკურნალობაზე დამყოლობის და სერვისების მიღებაზე მონიტორინგს.  ონკოლოგიური პაციენტებისათვის გათვალისწინებულ სერვისებზე მიმართვიანობის გასაზრდელად და დაავადებების ეფექტიანად სამართავად, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების მიერ სერვისების სრულად მიღებას, მკურნალობაზე დამყოლობის და სერვისების მიღებაზე მონიტორინგს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მეთოდოლოგიაში საანგარიშო პერიოდში ასახული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების ადმინისტრირების საკითხი. ანგარიშის მიხედვით, „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამა საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესს დროში აჭიანურებს (ოჯახის მიერ განცხადებით მიმართვიდან სისტემაში მოხვედრისა და საბოლოოდ შემწეობის ჩარიცხვამდე პერიოდი 3-4 თვემდე მერყეობს), რაც გამოკვეთს აღნიშნულ პროგრამაში საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საჭიროებას.  მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად, განახორციელოს ცვლილებები. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობის სიმცირე. აღნიშნულ ორგანოში 2021 წელს 11 ეთეულით იკლო სოციალურ მუშაკთა ისედაც არასაკმარისმა რაოდენობამ და ამჟამად, ქვეყნის მნიშვნელოვანია, ტრეფიკინგის მასშტაბით დასაქმებულია ყოველწლიურად მსხვერპლთა, ჯამში შეფასდეს სსიპ დაზარალებულთა 257 სოციალური სახელმწიფო დახმარების მუშაკი. ზრუნვისა სააგენტოს და ბაზაზე დასაქმებული სოციალური მუშაკების კადრების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გატარდეს სათანადო ღონისძიებები მათი რაოდენობის გასაზრდელად.  ყოველწლიურად შეფასდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული სოციალური მუშაკების კადრების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გატარდეს სათანადო ღონისძიებები სოციალური მუშაკების რაოდენობის გასაზრდელად; ანგარიშის მიხედვით, კვლავ საგანგაშოა ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დახმარების ფსიქოლოგების რაოდენობის სიმცირე. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და სააგენტოს უწყებიდან ბაზაზე დასაქმებული მიღებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ორგანოში, ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამში მხოლოდ 17 ფსიქოლოგია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად შეფასდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გატარდეს სათანადო ღონისძიებები მათი რაოდენობის გასაზრდელად.  ყოველწლიურად შეფასდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გატარდეს სათანადო ღონისძიებები ფსიქოლოგთა რაოდენობის გასაზრდელად; საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების - სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სათანადო კვალიფიკაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მეორეული ვიქტიმიზაციისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების მიმართულებით.  სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დახმარების სააგენტოს საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადამზადდნენ ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მეორეული ვიქტიმიზაციისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების შესახებ; ანგარიშის მიხედვით, კვლავ მზარდია ბავშვთა სიღარიბის რაოდენობრივი მაჩვენებელი. წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ცხოვრობს. სიღარიბის მზარდი ტენდენციის შემცირებისა და სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ქმედითი მექანიზმის შემუშავება.  პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სოციალური ფუნქციის ასამაღლებლად, ინიცირებულ იქნას სამოქმედო გეგმის შემუშავება. ანგარიშის მიხედვით, ეფექტური ხელშემწყობი მექანიზმებისა და შესაბამისი პირობების არარსებობის დაბრკოლებებს გამო, დასაქმების 2021 წელს კუთხით, შშმ პირები აღნიშნული კვლავ კიდევ აწყდებოდნენ უფრო გაამწვავა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა. 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების ფარგლებში სულ დასაქმებულია 38 შშმ პირი. მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებულია 128 შშმ პირი. არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა, სამუშაოს მაძიებელ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, დასაქმების აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირება, გაფართოება და ახალი კომპონენტების შემუშავება, შშმ პირთა საჭიროებების კვლევებსა და არსებული პროგრამების განხორციელების ანალიზზე დაყრდნობით.  უზრუნველყოს დასაქმების სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირება, გაფართოება და ახალი კომპონენტების შემუშავება შშმ პირთა საჭიროებების კვლევებსა და არსებული პროგრამების განხორციელების ანალიზზე დაყრდნობით; შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, შემუშავდეს გაიდლაინები/რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება დამსაქმებლებს შშმ პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებაში, ინკლუზიური კოლექტივის შექმნაში, უნივერსალურ დიზაინის პრინციპების გააზრებასა და სამუშაო ადგილზე გონივრული მისადაგების უზრუნველყოფაში.  შემუშავდეს გაიდლაინები/რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება დამსაქმებლებს შშმ პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებაში, ინკლუზიური კოლექტივის შექმნაში, უნივერსალურ დიზაინის პრინციპების გააზრებასა და სამუშაო ადგილზე გონივრული მისადაგების უზრუნველყოფაში; ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში ფსიქიატრიულ სერვისებში პაციენტების უსაფრთხო მართვის კუთხით. მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და გადატვირთულობა პრევენციულ დიდწილად ღონისძიებათა არ იძლევა გატარების, პანდემიის პერიოდში ეპიდემიოლოგიური COVID-19-ის მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ფსიქიატრიული პაციენტის უსაფრთხო მართვის შესაძლებლობას. უკიდურესად დაბალია ფსიქიატრიული სერვისების პერსონალის უმრავლესობის ცნობიერება გაიდლაინის „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19“ მოთხოვნების შესახებ.  უზრუნველყოს კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიატრიული პაციენტის უსაფრთხო მართვის პროცესის ხელშეწყობა, შესაბამისი ზედამხედველობის განხორციელების გზით; საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დასაცავად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები, საკმარისი არ არის. არსებითად არ გაზრდილა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. კვლავ არ შექმნილა სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია.  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის ორგანიზებული წარმართვის მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია. განავითაროს სათემო მომსახურებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი; გამოწვევას წარმოადგენს 2021 წელს მულტიპროფილურ საავადმყოფოებში მოქმედი სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა (სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ივ. ბოკერიას ცენტრი (სტაციონარი, ქ. თბილისი); სს „ევექსის ჰოსპიტლები“ (ახალციხის ამბულატორია) ფსიქიატრიული განყოფილება). აღნიშნული აბრკოლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, თემზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასვლის პროცესს.  მიიღოს ქმედითი ზომები მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების გაუქმების პრევენციისა და სპეციალიზებული დაწესებულებების მულტიპროფილურ კლინიკებში შესაბამისი განყოფილებებით ჩანაცვლების წახალისების მიზნით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების სისტემის ცვლილების გზით; ანგარიშის მიხედვით, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავების და აღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად თემზე ხელშესახები საქმიანობა არ დაფუძნებული განუხორციელებია. სერვისის დანერგვის მნიშვნელოვანია, მიზნით, სახელმწიფომ დროულად დაასრულოს აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი, სადაც გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა/ბავშვთათვის დიდი ზომის დაწესებულებებისა და მოქმედი სათემო სერვისების (სათემო მომსახურება საკმაოდ მრავალრიცხოვან, 24 ბენეფიციარზეა გათვლილი, რაც შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტიანად ჩართვასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ბარიერს უქმნის) ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით ჩანაცვლების მექანიზმი. მნიშვნელოვანია, დოკუმენტმა გაითვალისწინოს ასევე, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებების გაუმჯობესება და სერვისების გეოგრაფიული დაფარვა, რადგან არსებული მდგომარებით მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა. აღნიშნულის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაწესებულებებში მყოფი სახელმწიფომ შშმ უზრუნველყოს პირების/ბავშვების უფლებების დიდი ზომის სათანადო დაცვა, არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე ეფექტიანი ქმედებების განხორციელების გზით.  უზრუნველყოს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობით ორგანიზაციების ჩართულობით დეინსტიტუციონალიზაცის სტრატეგიის დროული შემუშავება და დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს: o არსებული 24 ადამიანზე გათვლილი სათემო სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას; o არსებული თანამედროვე სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული სერვისების გაძლიერებას და მომზადებას შშმ პირთა/ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად; o სოციალური რეაბილიტაციისა და მხარდამჭერის სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფას სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირებისთვის; o ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა/ბავშვთა მოცვას. შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის სისტემის ყველა ეტაპის შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შესაბამისი ცვლილებების სტრატეგიის შემუშავება სფეროში სისტემური და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით.  შეაფასოს მხარდაჭერის სისტემის ყველა ეტაპი, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შეიმუშავოს შესაბამისი ცვლილებების სტრატეგია სფეროში სისტემური და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით; სახელმწიფო ალტერნატიულ ზრუნვას რამდენიმე ფორმით, მათ შორის, მინდობით აღზრდის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეპროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, შშმ ბავშვებისთვის მომსახურების მიღების პროცესი რიგი გამოწვევებით ხასიათდება. მათ შორისაა, სპეციალური მინდობით აღმზრდელთა აღმზრდელთა მოძიების და სიმცირე, რაც გამოწვეულია მინდობით გადამზადება/გაძლიერების გამართული სისტემის არარსებობით.  შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები; სახელმწიფო ზრუნვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია რეინტეგრაციის ქვეპროგრამა, რაც გულისხმობს სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან დაბრუნებას, თუ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ანგარიშის მიხედვით, რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახებისთვის, გამოწვევად რჩება არასრულწლოვანთა საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილება და მათთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. მნიშვნელოვანია, შესაბამისად, სერვისის ბიოლოგიური ოჯახების გამართული გაძლიერება ფუნქციონირებისთვის მათი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.  გაძლიერდეს რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ოჯახების მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები სრულიად უფასოდ მკურნალობენ საქართველოს სამედიცინო მომსახურების“ დაწესებულებებში ფარგლებში, (2021 წლის ოკუპირებული განმავლობაში, ტერიტორიებიდან „რეფერალური 1289 პაციენტი დაფინანსდა). თუმცა, 2017 წლის დასაწყისში პაციენტთა დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილების შედეგად, რომლის მიხედვითაც დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება პირველადი დიაგნოსტიკა, მნიშვნელოვნად იკლო პაციენტთა რიცხვმა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასწორი დიაგნოსტირება არის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ კლინიკებში პაციენტების გადმოსვლის მიზეზი.  გადაიხედოს ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანის ან რეანომობილის გამოძახების მექანიზმის დახვეწის საჭიროება აფხაზეთიდან გადაუდებელი პაციენტების დროული ტრანსპორტირებისთვის, რადგანაც ის დროში არაგონივრული ვადით იწელება. ასევე, ყურადღება გამახვილდა რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშესაწყობად შექმნილი კომისიის მიერ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის მიღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დროში გაჭიანურების შემთხვევებზე, რის გამოც დარღვეულია სამედიცინო მომსახურების მიღების ვადები.  პაციენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადაიხედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო და შემთხვევები განიხილოს უმოკლეს ვადაში; მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა, რათა ადგილზე გაუმჯობესდეს საბაზო სამედიცინო დახმარება. ამ მიმართებით კვლავ გამოწვევად რჩება სამედიცინო პერსონალის ჩართვა გადამზადების პროგრამებში, რომლებშიც ისინი რეგულარულად ვერ იღებენ მონაწილეობას, განსხვავებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისგან. დაბალი ანაზღაურება და მოძველებული ინფრსატრუქტურის პირობებში, გადამზადების ნაკლებობა კიდევ უფრო ამცირებს გაწეული სერვისის ხარისხს და ექიმთა მოტივაციას.  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, ასევე, გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილებს ქონების გადაცემიდან 3 წლის განმავლობაში ეკრძალებათ მათთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების გასხვისება. ამგვარი შეზღუდვა შესაძლოა იყოს საკუთრების უფლებაში არაპროპორციული ჩარევა და არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს დაიცვას დევნილი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენისაგან.  დროებითი ექსპერტთა ჯგუფის ფორმატში განსახილველად იქნას წარმოდგენილი მინისტრის 2021 წლის აპრილის 8 №01-30/ნ ბრძანებით განსაზღვრული საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისათვის ქონების გასხვისების 3 წლიანი აკრძალვის საკითხი და უზრუნველყოს ამ საკითხის ინკლუზიურად განხილვა. საანგარიშო პერიოდში ეკომიგრანტებისთვის შესასყიდი საცხოვრებელი სახლისათვის გათვალისწინებული თანხის ლიმიტი გაიზარდა და გაჩნდა ოჯახების ქირით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. 2021 წლის ბოლოს მონაცემებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა გაიზარდა და 7866 ოჯახი შეადგინა. მათგან, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 2882 ოჯახი. ძირითად გამოწვევას წარმოადგენს განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე.  ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი თანხის გასაზრდელად, პოლიტიკის დოკუმენტით შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას 2021-2030 აღიარებულია, წლების რომ მიგრაციის ქვეყანაში სტრატეგიის მცხოვრები უცხოელებისთვის კომპლექსური და მიზნობრივი საინტეგრაციო პროგრამა ჯერჯერობით არ არსებობს და ცალკეული საინტეგრაციო ღონისძიებები ფრაგმენტულად ხორციელდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრებ დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრული იქნება უცხოელთა ინტეგრაციასთან სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი.  შემუშავდეს იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ ერთიანი მიდგომების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი; მოქმედი კანონმდებლობით, თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, სარგებლობენ საბაზო ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებით. თუმცა, ანგარიშში მითითებულია, რომ სერვისების მიმწოდებლები (კლინიკები), ზოგიერთ შემთხვევაში, არ ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირები დაბრკოლებებს აწყდებიან სერვისით სარგებლობაში.  პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოთ საერთაშორის დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლებების თაობაზე. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ გამოწვევად გამოიკვეთა ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციართა როგორც დასაქმება, ისე მათი ინფორმირებულობა არსებული სერვისების შესახებ. ასევე, გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის (უმეტესად ქალების) მიერ თავშესაფრით რამდენჯერმე სარგებლობის შემთხვევები, რაც ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულებებში გასაძლიერებელი პროგრამების არასაკმარისობით იყო გამოწვეული.  გაძლიერდეს და დაიხვეწოს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში ბენეფიციართა გაძლიერების პროგრამები; თავშესაფარში კვლავ მწვავე პრობლემად დასახელდა პირველადი საჭიროების ნივთების არარსებობა, რაც ბენეფიციართათვის ღირსების შემლახველია.  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში გადაიხედოს და განახლდეს პირველადი ნივთების გაცემის წესი და ჩამონათვალი, არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვების გართულებული ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამასთანავე, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, აღმზრდელებს არ აქვთ გავლილი სპეციალური გადამზადება, რომელიც ითვალისწინებს ქცევითი და ემოციური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკას. იკვეთება, როგორც აღსაზრდელთა შორის განმეორებითი ძალადობის ფაქტები, ასევე, ბავშვებსა და აღმზრდელებს შორის დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებები. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის სახელმწიფოს არ აქვს მათი ეფექტიანი მხარდაჭერის ერთიანი სისტემა, მწირია სოციალური უნარების ამაღლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების სერვისები.  ხელი შეეწყოს მცირე თავშესაფრებში, საოჯახო მიუსაფარ ტიპის ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებში დედათა და ბავშვთა დასაქმებულ პირთა გადამზადებას აღსაზრდელთა რთული ქცევის, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის, ასევე, თითოეულ სახლში, არასრულწლოვნებთან მუშაობის კუთხით გამოვლენილ სხვა სპეციფიკურ თემატიკაზე; ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვების და მათი ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება, სათემო რესურსის მოძიება და მათ მიმართ საზოგადოებაში, თანატოლებისა თუ უფროსების მხრიდან, სკოლასა თუ ქუჩაში დამკვიდრებული სტერეოტიპული დამოკიდებულება. მიუხედავად, 2021 წლიდან ბათუმში ბავშვთა დღის ცენტრის ფუნქიონირებისა, კვლავ გამოწვევად რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიუსაფარ ბავშვთა 24-საათიანი მომსახურების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს.  უწყებათაშორისი, მათ განვითარების სამინისტროსთან, ორგანოებთან, შორის, საქართველოს თანამშრომლობის ეკონომიკისა ადგილობრივი საფუძველზე, და მდგრადი თვითმმართველობის მოხდეს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, აჭარის რეგიონში 24-საათიანი მომსახურების გახსნის მიზნით; მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, მათი საჭიროებების სახელმწიფო სერვისები მკვეთრად უარყოფითი და დასაკმაყოფლებლა არსებული გავლენა სერვისების იქონია არასაკმარისი მიზნობრივი არაეფექტიანობა. პანდემიამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შედეგად, საქართველოში 2021 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რიცხვი გაიზარდა. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მათი ამჟამინდელი რაოდენობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 257 სოციალური მუშაკით და 17 ფსიქოლოგით შემოიფარგლება.  შეფასდეს საჭიროება და შემუშავდეს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ადამიანური და მატერიალური რესურსით გაძლიერების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის კონკრეტული გეგმა. მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით მინდობით აღზრდის ქვეპროგრამების განხორციელებისა, შშმ ბავშვებისთვის მომსახურების მიღების პროცესი კვლავ რიგი გამოწვევებით ხასიათდება. მათ შორის: სპეციალური მინდობით აღმზრდელთა სიმცირე, შშმ ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების ნაკლებობა, ბენეფიციარების განათლების ხარისხი, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების სიმწირე და სხვა. 2021 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართული იყო 1405 არასრულწლოვანი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 322 ბავშვი, 2021 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული იყო 19 შშმ ბავშვი, ხოლო გადაუდებელ მინდობით აღზრდაში - 2 შშმ ბავშვი.  უზრუნველყოს სპეციალურ მინდობით აღმზრდელთა გადამზადება. შშმ ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებამდე, მიიღოს ინფორმაცია მიმღებ ოჯახში მისაწვდომი გარემოსა და დამხმარე მოწყობილობების შესახებ. ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს აღნიშნულის უზრუნველყოფა; რეინტეგრაციის ქვეპროგრამის გამოწვევად კვლავ რჩება ოჯახის სოციალური ფუნქციონირების ამაღლება, მისი გაძლიერება და ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება, ასევე რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის სიმცირე. პროგრამის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია მასში ჩართული ბენეფიციარების მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი და საჭიროებების გამოკვეთა.  გააძლიეროს რეინტეგრაციის ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვის ოჯახები მათი საჭიროებების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული შშმ ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნება; მთელი ქვეყნის მასშტაბით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში დასაქმებულია 257 სოციალური მუშაკი და 17 ფსიქოლოგი. არსებითად არ შეცვლილა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები და კვლავ პრობლემურია სერვისების გეოგრაფიული დაფარვა, ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა, რადგან ქვეპროგრამები კვლავ არ ეფუძნება სტატისტიკურ და კვლევით მონაცემებს.  გაძლიერდეს მონიტორინგის სისტემა, რათა მოხდეს მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამებში ჩართული შშმ ბავშვების მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგი; შშმ პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული ვითარება რიგი გამოწვევებით ხასიათდება. მათ შორისაა: საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონა/სიმცირე, თავად მსხვერპლთა მხრიდან ძალადობის ფაქტის აღქმა. შედეგად, შესაბამისი უწყებებისადმი მსხვერპლთა დაბალი მიმართვიანობა, სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაცია შშმ პირთა საკითხებზე, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების პრობლემა, ასევე დაუსჯელობის სინდრომის არსებობა, რომლის დროსაც ხშირად მინიმუმამდეა დაყვანილი დამნაშავე პირთა გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნაკლები ჩართულობა, ეს ყველაფერი წარმოადგენს მონიტორინგის გაძლიერება და პრაქტიკაში დიდ პრობლემას და საჭიროა უფრო ეფექტური მეთოდოლოგიის გამოყენება.  გააძლიეროს მონიტორინგი, შეიმუშავოს და პრაქტიკაში აამოქმედოს ეფექტური მეთოდოლოგია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებებში; ანგარიშის ანალიზის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში, სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა იდენტიფიცირება, შეზღუდვის ტიპისა და შესაბამისი საჭიროების დროული და ზუსტი გამოვლენა, გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკაში განხორციელება. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოება.  გააძლიერონ თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან შშმ პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტების შესწავლისა და მათზე რეაგირების პროცესში. გამოიკვეთა, რომ სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო შეუძლებელი ხდება თავშესაფრის მაძიებელ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სათანადოდ შესწავლა. მოქმედი რეგულაციებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა გამოვლენა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა, თუმცა ამას ხელს უშლის ის გარემოება, რომ საერთაშორისო დაცვის ძიების ეტაპზე, შესაძლებლობის შეზღუდვის გამოვლენის პროცესი არ არის სტრუქტურიზებული შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპების მიხედვით.  უზრუნველყოს სახელმწიფო სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ან სარგებლობის მაძიებელ იმ შშმ პირთა სტატისტიკის წარმოება, რომლებიც არიან თავშესაფრის მაძიებლები, ან აქვთ საერთაშორისო დაცვის სტატუსი, მათ შორის, ძალადობის შემთხვევების აღრიცხვის დროს. რამდენადაც, კვლავ არ აღირიცხება და მოწმდება დევნილთა განსახლების ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც არ არსებობს საექსპერტო შეფასება, მაგრამ მათი მდგრადობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის, საჭიროა უწყებამ ნგრევის საფრთხის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი გზით მიღებისას, მიმართვის გარეშე პროაქტიულად უზრუნველყოს ამ ობიექტების ექსპერტული შეფასება.  აღირიცხოს დევნილთა განსახლების ყველა ის ობიექტი, რომელთა მდგრადობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის, საჯარო ან სხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მოამზადოს საექსპერტო შეფასება. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ე.წ. „ნგრევადი ობიექტებიდან“ განსახლებული ოჯახების რაოდენობა შემცირებულია. საფრთხეების თავიდან აცილების და სათანადო საცხოვრებელ პირობებში განსახლების მიზნით, საჭიროა მსგავსი ობიექტებიდან დევნილთა დროულ უსაფრთხო ადგილას განსახლება და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება.  2022 წელს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან, გრძელვადიანად განსახლდეს არანაკლებ 550 დევნილი ოჯახი. რამდენადაც სტიქიის შედეგად ყოველწლიურად იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა და მათი განსახლების კუთხით გამოყოფილი რესურსი კი არასაკმარისია, აუცილებლად უნდა გაიზარდოს დაფინანსება და თანხის მინიმუმ 30% მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახების განსახლებას უნდა მოხმარდეს.  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად გამოვლინდეს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30% მოხმარდეს ასეთი ოჯახების განსახლებას; 2021 წელს კვლავ ეკომიგრანტებისათვის არ დასრულებულა საცხოვრებელი 2004-2012 სახლების კერძო წლებში განსახლებული საკუთრებაში გადაცემის პროცესი. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახიდან მხოლოდ 812 ოჯახს აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული.  2022 წელს დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას, მთავარ გამოწვევად გამოკვეთილია ინტეგრაციის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი. ამ მხრივ ძირითადი პრობლემა კვლავ ქართული ენის არცოდნაა, რაც ხელს უშლის განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართულობას.  გაანალიზდეს ქართული ენის სწავლების მეთოდების ხარვეზები და სწავლება მოერგოს ბენეფიციართა საჭიროებებს; დღემდე არ არის შემუშავებული იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ „ერთიანი მიდგომის დოკუმენტი“, რომლის შემუშავებაც 2021 წელს იყო გათვალისწინებული. კორონავირუსით გამოწვეული დისტანციურად განხორციელდა. შეზღუდვების გამო, სასწავლო ბენეფიციარები უთითებდნენ პროგრამები ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ენის სწავლების მეთოდებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია ენის სწავლის შესაძლებლობის შესახებ. ამდენად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სწავლების მეთოდების ხარვეზების შესწავლა, ხოლო, მეორე მხრივ, სააგენტომ აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია ენის სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების მეშვეობით.  ინტეგრაციის პროგრამების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდეს სოციალური ქსელის/ვებგვერდის საშუალებით; ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის კომპლექსური და მიზნობრივი საინტეგრაციო პროგრამების შესამუშავებლად, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ინტეგრაციის მიმართულებით პოზიტიური შედეგების მისაღწევად, აუცილებელია შეიქმნას მონაცემთა ერთიანი ბაზა, რითას შესაძლებელი გახდება ბენეფიციართა შესაძლებლობების და საჭიროებების განსაზღვრა.  შეიქმნას ბენეფიციართა მონაცემთა ერთიანი ბაზა. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, როგორც დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობაზე, ასევე ინსპექტირებების აქტიურად და ინტენსიურად ჩატარების მნიშვნელობაზე, რისთვისაც საჭიროა არსებული ვაკანტური თანამდებობების დროულად დაკომპლექტება. 2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება (ინსპექტორის 109 საშტატო ერთეულიდან 31 საშტატო ერთეული კვლავ ვაკანტურია) არ მომხდარა, რაც პრობლემას წარმოადგენს სამსახურისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების თვალსაზრისით.  დროულად დაასრულოს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების ვაკანტური თანამდებობების დაკომპლექტება; 2020 წლის 29 სექტემბერს „საქართველოს შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახურისთვის მანდატის გაფართოებისა და სანქციების გამოყენების უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ, დასაქმებულთა ცნობიერების დაბალ დონეს საჩივრების სიმცირე კვლავ უკავშირდება და საჭიროა ამ მიმართულებით ეფექტიანი მუშაობის წარმართვა.  2021 წლის 1 ცნობიერების იანვრიდან მინიჭებული ასამაღლებლად, აწარმოოს მანდატის შესახებ დასაქმებულთა ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. რამდენადაც, 2021 წელსაც ხელშეკრულების ფარგლებში, გამოიკვეთა სარეცენზიო დასკვნის არასრულყოფილად წარდგენის და გაჭიანურების ფაქტები, რაც სარეცენზიო მომსახურების მიმწოდებელი უნივერსიტეტის“განმარტებით, სსიპ „თბილისის ქვეყანაში შექმნილი სახელმწიფო რთული სამედიცინო ეპიდემიოლოგიური სიტუაციით იყო გამოწვეული და სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზირება, ობიექტური მიზეზების გამო ფერხდებოდა, აუცილებელია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გააუმჯობესოს როგორც პაციენტთა უფლებების დაცვის სფეროს კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულების ერთიანი სამართლებრივი რეგულაციები, ისე განმცხადებლებთან კომუნიკაციის ერთგვაროვანი სტანდარტები. გააუმჯობესოს  საქმისწარმოების ნორმები/სტანდარტი, ხარისხის რომლითაც შესაფასებლად პროფესიული საბჭოსათვის პროცედურის განისაზღვრება მომზადებული განმსაზღვრელი სამედიცინო სარეცენზიო განსახილველად მომსახურების დოკუმენტაციის მიწოდების დროული და სრულყოფილი წარდგენის ვალდებულება. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ორსულობისა და მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ბავშვის გამო მოვლის შვებულების გამო შვებულებების, პერიოდში ასევე დასაქმებულის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას. საკანონმდებლო ინიციატივის გზით შეიმუშაოს ორსულობისა და მშობიარობის  გამო, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურების ერთიანი სტანდარტი იმგვარად, რომ არ გააუარესოს რომელიმე სამიზნე ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი, რომელიც პრაქტიკაში დაბრკოლებას უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებს, მიიღონ მათი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი სარგებელი.  ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინოს სამედიცინო მოდელის მოქმედებით განპირობებული უთანასწორობა და მხედველობაში მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებები; საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება როგორც ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ დონეს, ისე, იმავე ეკონომიკურ ჯგუფში შემავალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.  უზრუნველყოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი და ამ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიში 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს საზოგადოებას;  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კანონით დადგენილ ვადაში შემუშავდეს და დამტკიცდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი; დადებითად უნდა პაციენტებისათვის შეფასდეს სამედიცინო სახელმწიფოს სერვისების და მხრიდან ონკოლოგიური მედიკამენტებით ფინანსური უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევა. თუმცა, ცალკეული პროგრამების მიღმა რჩება გვერდითი მოვლენების მართვის და ფსიქოლოგიური სერვისების დაფინანსების საკითხი, ასევე, პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობა.  შეისწავლოს ონკოლოგიური პაციენტებისათვის განკუთვნილი არსებული პროგრამები და განიხილოს სერვისების გაზრდის შესაძლებლობა საცხოვრისის გათვალისწინებით, სათანადოობის ერთიანი სტანდარტის მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა არარსებობის ეძლევათ, საცხოვრისად გამოუსადეგარი შენობა უსახლკარო ადამიანებისა და ოჯახების შესასახლებლად გამოიყენონ, რაც არა მარტო ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხზე ახდენს ზეგავლენას, არამედ, საფრთხის შემცველიც შეიძლება გახდეს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.  სოციალური მუშაობის კოდექსზე“ მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები; თავშესაფარში ჩარიცხული ბენეფიციარები უმეტესად ტრავმული გამოცდილების, ძალადობა გამოვლილი, თავშესაფრის არმქონე ან დისფუნქციური ოჯახებიდან არიან, თუმცა არ არსებობს მათი ეფექტიანი მხარდაჭერის სისტემა, მწირია სოციალური უნარების ამაღლების, ცხოვრებისთვის კონსულტირებისა მომზადების სერვისები. და რეაბილიტაციის, თავშესაფრები დამოუკიდებელი სათანადოდ ასევე ვერ უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროში ჩართული დედების მხარდაჭერას ბავშვებზე ზრუნვის კუთხით.  პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით, ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, გადაიხედოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრების დაფინანსების მოცულობა გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებთან, მათ ოჯახებთან სოციალური მუშაობის კუთხით გაწეული მომსახურება და მხარდამჭერი, მათ შორის, ბაზისურ საჭიროებებზე ორიენტირებული, სერვისების განხორციელება მნიშვნელოვან გამოწვევებს უკავშირდება, განსაკუთრებით, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში. მიუსაფარ და თავშესაფრის არმქონე ბავშვებთან მიმართებით, პრობლემურია, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე სამართალდამცავი უწყების ტერიტორიულ ერთეულებს შორის ბავშვების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის საკითხი.  „უწყებათაშორისი, მათ შორის, საქართველოს განვითარების სამინისტროსთან, ეკონომიკისა ადგილობრივ და მდგრადი ხელისუფლებასთან, თანამშრომლობის საფუძველზე, გაზარდოს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის კუთხით, ქვეყანაში მოქმედებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, ასევე გათვალისწინებულია სტაჟირება საჯარო სამსახურებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4 პროგრამის) ბენეფიციარებისთვის, თუმცა ეს უკანასკნელი დასაქმების პირდაპირ საშუალებად არ მოიაზრება.  ეროვნული უმცირესობების დასაქმების მაჩვენებლის წარმომადგენელთა გასაზრდელად, სახელმწიფო შემუშავდეს ახალი უწყებებში დასაქმების პროგრამები. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს „ევექსის ჰოსპიტლების“ ფსიქიატრიულ განყოფილებასა და სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოვლინდა პაციენტის გაქცევის რამდენიმე შემთხვევა, რის შემდეგაც დაწესებულებებმა საპატრულო პოლიციას მიმართეს და გაქცეული პაციენტის უკან დაბრუნება ითხოვეს.  საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეისწავლოს ფსიქიატრიული სტაციონარებიდან ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების გაქცევის გამომწვევი მიზეზები; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ენერგეტიკის ცალკეულ მიმართულებასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქვეყანას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საპასუხოდ არ შეუმუშავებია კომპლექსური, გრძელვადიანი, ერთიანი ხედვის ამსახველი ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული საფუძველი იქნება. შედეგად, ისეთი დოკუმენტის არარსებობა, რომელიც ასახავდა ქვეყანაში ენერგეტიკის დარგში არსებულ გამოწვევებს, გრძელვადიან ხედვებსა და პრიორიტეტებს, მთლიანობაში, მრავალი წლის განმავლობაში, არაერთ მწვავე პრობლემას განაპირობებდა. ინფრასტრუქტურული მათ შორის, მოქალაქეთა წინააღმდეგობას პროექტების მიმართ, კონტროლის შეუძლებლობას, გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრობლემებს, სტრატეგიული ხედვების, ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, რისკებისა და შესაძლებლობების გააზრების ნაკლებობას.  დროულად შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, სულ მცირე 10 წლიანი პერიოდისთვის და უზრუნველყოს მის დასამტკიცებლად საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის ჯეროვნად და დროულად წარმართვა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდში კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაფიქსირებული ზედდებების გაუქმების მოთხოვნით, სააგენტოს 2449 მიმართვა წარედგინა, მათგან სააგენტოს დადებითი პოზიცია გაიცა მხოლოდ 1006 მიმართვაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვებზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, უმრავლეს შემთხვევაში, რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი, წლის შემდეგ რეაგირებდა. სარეგისტრაციო წარმოების დროს აღნიშნული უწყების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების ხანგრძლივი დროით გაჭიანურება თავისთავად უარყოფითად აისახება მოქალაქეთა საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზაციაზე, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციის გარეშე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია სარეგისტრაციო წარმოების დასრულების და საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.  უზრუნველყოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის სფეროში, ფართო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე ფლობდეს ინფორმაციას დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით.  გააუმჯობესოს ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობა საქმიანობის დაუმტკიცებია ტექნიკური რეგლამენტი დაგეგმვის ყველა ეტაპზე; მთავრობას 2021 დაწესებულებების წელს არ შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ- მიმართებით, დამტკიცდეს ტექნიკური ბაზის შესახებ.  ადრეულ და ტექნიკური სკოლამდელ დაწესებულებებთან რეგლამენტი „დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრობლემად რჩება ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული განათლების კომპონენტის სრულყოფილად ინტეგრირება, რადგან არსებული მიდგომა მხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო ასპექტებს შეეხება და ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ადრეულ ასაკში ორსულობის პრევენციას. გარდა ამისა, გამოწვევად რჩება თავად მასწავლებლების ცოდნა და კომპეტენცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  შეისწავლოს ადამიანის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულყოფილად ინტეგრირების საჭიროება ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემებში და იდენტიფიცირებულ საჭიროებათა შესაბამისად დაგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის (2022-2032) პირველად პროექტში არაფერია ნათქვამი დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების (EDC/HR) ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ხოლო სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების და პროფესიული განათლების სამოქმედო გეგმების აქტივობები და ინდიკატორი ან არ მოიცავს ჩანაწერს EDC/HR-ის შესახებ, ან მწირად და ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი.  პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტები საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, ასახული არ aris EDC/HR-ის ინტეგრირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა (2022-2032) და სამოქმედო გეგმებში, ფორმალური განათლების ყოველი საფეხურისთვის განისაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობაზე მიმართული ამოცანები/აქტივობები და შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები; კვლავ პრობლემურია იყო სააპელაციო კომისიის დაკომპლექტების პრაქტიკა, რომელიც, მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, განმცხადებელთა საჩივრების განსახილველად იქმნება. მართალია, სააპელაციო კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო მისი დასკვნების დასაბუთების ვალდებულებას ითვალისწინებს, თუმცა მისი წევრები მხოლოდ სამინისტროს სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირები და სკოლის დირექტორები იყვნენ. საანგარიშო პერიოდში, უფლებრივ ჭრილში გასაჩივრებული მასალების შეფასებისას, კომისიას არ მოუწვევია დამოუკიდებელი სპეციალისტი, ან შემფასებელი რეცენზენტი. საგულისხმოა, რომ, საპირისპირო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი, არცერთ ხსენებულ პირს არ აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება და მათი მოსაზრებები კომისიისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სააპელაციო კომისიის მიერ, განხილული საგნისა თუ თემატიკის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ექსპერტის სავალდებულო მოწვევა, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით, ეფექტიანი მექანიზმი იქნებოდა მაკეტის შინაარსის ძირითად უფლებებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად.  გადახედოს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების არსებულ პროცედურას და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ექსპერტის ჩართულობა ყველა ეტაპზე. 2021 წლიდან, შინაარსობრივი რეცენზირებისათვის წარმოდგენილი მაკეტების საჯარო განხილვის სისტემა დაინერგა, რომლის მიხედვითაც, განსაზღვრულ პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მასალის ანონიმური ეგზემპლარის, მათ შორის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა. რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი ვალდებულია გაეცნოს ამ მოსაზრებებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი საქართველოში გენდერული, თუ სხვა სახის სტერეოტიპების გავრცელების სიღრმისა და რეცენზენტებს შორის ამ საკითხებზე დაბალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, პოტენციურად ხელს შეუშლის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ხორცშესხმას ზოგადი განათლების სისტემაში. ამდენად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს საგნობრივ ჯგუფებში მშობელთა ჩართვის მოდელის დანერგვას. სამინისტროს განმარტებით, საქართველოში ეს მოდელი უკვე იყო დანერგილი, თუმცა მშობლებს პროცესის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მშობელთა ინტერესის ნაკლებობა ზემოხსენებული ცვლილების არგუმენტად ვერ მიიჩნევა, რადგან არსებული მექანიზმი წარმოშობს უფლებრივ რისკებს.  შეისწავლოს საჭიროება და ზოგადი განათლების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის ეტაპზე დაგეგმოს საზოგადოებრივ საწყისებზე მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის წამახალისებელი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევები. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქომ და „ჩოხოსანთა საზოგადოებამ“ შემოიღეს საგაკვეთილო ციკლი „სამშობლოსმცოდნეობა“. ანგარიშის თანახმად, საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ ამ გაკვეთილებს, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, არაერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უტარებდნენ. გაკვეთილები ლექტორთა მხრიდან მკვეთრად კონფესიური შინაარსით, ქალთა მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაციული პოზიციებითა და საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების უარყოფით ხასიათდებოდა. ამ საგაკვეთილო ციკლის ორგანიზებაში, მოსწავლეთა მობილიზებაში, ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორებიც მონაწილეობდნენ.  უზრუნველყოს სკოლებში პროაქტიული მონიტორინგი რელიგიური ინდოქტრინაციის და პროზელიტიზმის შემთხვევების გამოსავლენად და მიიღოს ყველა ზომა სათანადო რეაგირების და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი კრიტერიუმების, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესწავლის შედეგად, საანგარიშო პერიოდში მომზადდა სახალხო დამცველის წინადადება. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნორმატიული აქტები სათანადოდ არ ასახავს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის კულტურის ხელშემწყობ დებულებებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ხანგრძლივი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ტერიტორიული მნიშვნელოვანია კონფლიქტების სახელმძღვანელოთა მქონე შეფასების კრიტერიუმებს დაემატოს კონფლიქტების გადაჭრის სამშვიდობო პოლიტიკის ელემენტი, რომელიც მოიცავს შუღლის გაღვივების თავიდან არიდებისა და პოზიტიური მშვიდობის მშენებლობის კონცეფციას, ასევე, კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით მშვიდობის იდეების კულტივირებასა და სახელმძღვანელოებში ამ რეგიონების და ხალხების პოზიტიურ რეპრეზენტაციას.  ზოგადი განათლების შინაარსობრივ სახელმძღვანელოს/სერიის კრიტერიუმებში, საგნობრივი მაკეტის სპეციფიკის რეცენზირების გათვალისწინებით განისაზღვროს ვალდებულება, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოს შინაარსი გაითვალისწინებს იმგვარ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან ტრანსფორმაციასა და მშვიდობის კულტურის გაზიარებას. Covid 19-ის მიმდინარე პანდემიის ფონზე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების არასრულფასოვანი ინტეგრირების თაობაზე, სახალხო დამცველი მიუთითებდა 2020 წელს. საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა ხსენებული საგნის სტანდარტი, თუმცა მისი შინაარსი მიუთითებს, რომ იგი უშუალოდ განკუთვნილია V-VI კლასების მოსწავლეთათვის. ვინაიდან, 2021 წელს არაერთი სკოლა იყენებდა დისტანციური სწავლების მეთოდს, სახალხო დამცველის მიერ ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ჭრილში გამოვლენილი გამოწვევები კვლავ აქტუალურია.  ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფილი იყოს ციფრული მოქალაქეობის სწავლება იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების სრულფასოვანი ინტეგრირება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. ანგარიში პოზიტიურად აფასებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და მათი სტატუსის შეჩერების წესში 2021 წელს შესულ ცვლილებებს. კერძოდ, გაცდენების მაქსიმალური რაოდენობის 45 დღემდე შემცირებას და ბავშვის მიერ სწავლის მიტოვების თავიდან ასაცილებლად, სკოლისთვის მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესზე დაუსწრებლობის მიზეზების დროული მოკვლევისა და არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების გატარების, მათ შორის, საქმეში სოციალური მუშაკის ჩართვის ვალდებულების დადგენას.  რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით განისაზღვროს მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციული აქტივობები, მათ შორის პედაგოგთა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, და საჭიროების შემთხვევაში დარეგულირდეს ნორმატიულ დონეზე. საანგარიშო პერიოდში ისევ აქტუალური იყო სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, რაც კვლავაც ყველაზე მაღალია თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში. ამასთანავე, გენდერულ ჭრილში, ბიჭების მხრიდან, შედარებით უფრო ხშირია სწავლის მიტოვება. კვლავ დახვეწასა და დაზუსტებას საჭიროებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების სტატისტიკა. კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების აღრიცხვისას ბუნდოვანი შინაარსის საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ ან „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების რეალური მიზეზის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა.  მუნიციპალურ დონეზე აღირიცხოს/შეფასდეს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით, და გამოვლენილი მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთან საჭიროებების შემუშავდეს შესაბამისად, სამომავლო გეგმა ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად. ქვეყანაში უცვლელად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, დროული გამოვლენის, შემთხვევაზე კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირების გამოწვევები, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში პერიოდულად მიღებული შეზღუდვებისას, იზოლაციისა და დისტანციური სწავლების პროცესში. ამ კუთხით, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებს შორის კვლავ ჭარბობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის საქმეები, რომელმაც საერთო საქმისწარმოების 34,5% შეადგინა. დისტანციური სწავლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების პერიოდული დახურვის პირობებში, ზიანი მიადგა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამაზე მიუთითებს გაორმაგებული მიმართვიანობაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში. გართულდა ბავშვთა მდგომარეობის შეფასებაც, მათ მიმართ უგულებელყოფის, შრომითი ექსპლოატაციის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან ძალადობის სხვა ფორმების დროული გამოვლენა. ამას ემატება უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედების პრობლემა, რაც ასევე მიუთითებს ბავშვთა დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობაზე. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის რისკები. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო უარყოფითად აისახა შემთხვევათა დროული გამოვლენისა და უფლების დაცვის მექანიზმებზე ბავშვების ხელმისაწვდომობის გამოწვევებზე.  გადამზადდნენ ჩატარდეს საჯარო სკოლების საგანმანათლებლო მასწავლებლები, ღონისძიებები მოსწავლეებისთვის ბავშვთა მიმართ კი, ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ბულინგის თემაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას სკოლამდელ აღზრდაში ჩართული შშმ ბავშვების შესახებ. ხელმისაწვდომია მონაცემები მხოლოდ სკოლამდელ განათლებაში ამ ეტაპზე ჩართული სასკოლო ასაკის შშმ ბავშვების შესახებ. ნეგატიურად ფასდება ის ფაქტი, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტებში არ ჩატარებულა შშმ აღსაზრდელთა საჭიროებების სიღრმისეული კვლევა. ასევე, ვერ ხდება სკოლამდელი აღზრდის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭო არ ფუნქციონირებს 6 მუნიციპალიტეტში.  მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდეს სკოლამდელ აღზრდაში ჩართული შშმ აღსაზრდელების საჭიროებებისა და ზოგადი ტენდენციების კვლევა. გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად მოხდეს აქტივობების დაგეგმვა; ამ დრომდე სრულყოფილად არ მომხდარა ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მონაცემთა დამუშავება. 2022 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, სკოლის მიღმა დარჩენილია 445 შშმ ბავშვი. ამასთან, გამოვლინდა 21 ბავშვი, რომელთაც არ ჰქონდათ შშმ სტატუსი. მათგან, ჯერ მხოლოდ 2 გახდა სკოლის მოსწავლე. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 9 კლასის დასრულებამდე შშმ მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის 117 შემთხვევა.  მუნიციპალიტეტებთან ოკუპირებული აქტიური ტერიტორიებიდან თანამშრომლობითა დევნილთა, შრომის, და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მონაცემთა სიღრმისეულად დამუშავება, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამის სერვისებში ჩართვა. ასევე, საჭიროებისამებრ, არსებული მექანიზმების გაძლიერება; 2021 წელს საშუალო სკოლის კურსდამთავრებულ 483 სსსმ/შშმ პირთაგან, მხოლოდ 54 პირი ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, დღემდე არ განხორციელებულა იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში.  განხორციელდეს იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს საფეხურზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები; მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, პრობლემას წარმოადგენდა ინტერნეტსა და საჭირო ტექნიკაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი და სოფლად მცხოვრები ბავშვების წვდომა, დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის სათანადოდ მობილიზება, მშობლებთან არასათანადო კომუნიკაცია, აუდიოვიზუალური და ადაპტირებული მასალების შექმნა. გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების არასაკმარისი რაოდენობა რეგიონებში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 90 დაწესებულებიდან, მხოლოდ 31 დაწესებულებაში არიან გამოყოფილნი სსსმ/შშმ სტუნდენტთა მხარდამჭერი სპეციალისტები. გამოწვევად რჩება დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს 66 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი, მათგან მხოლოდ ოთხია მოწყობილი უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად.  მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით, მიღებულ იქნას საგანმანათლებლო სათანადო ზომები დაწესებულებების შშმ მოსწავლეების/სტუდენტების ინფრასტრუქტურასა და სასწავლო მასალებზე წვდომის გასაუმჯობესებლად, გატარებული ღონისძიებების შესახებ მომზადდეს ანალიტიკური დოკუმენტი.  განხორციელდეს დისტანციური ინკლუზიური სწავლების ხარისხის სამინისტროდან მიღებული კვლევა/შეფასება ზოგად და უმაღლეს საფეხურებზე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ინფორმაციით, 16 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საფეხურზე აქტიური სტატუსით სარგებლობს 99 შშმ სტუდენტი. 2021 წელს დაფიქსირდა სტატუსის შეჩერების 3 შემთხვევა. რაც შეეხება მხარდამჭერ მომსახურებებს უმაღლესი განათლების საფეხურზე, უნივერსიტეტების დონეზე დამკვიდრებულია არაერთგვაროვანი პრაქტიკა. ხაზგასასმელია, რომ შშმ დაკმაყოფილების პროცესში, სტუდენტების უმეტეს ინდივიდუალური შემთხვევებში, ინკლუზიური საჭიროებების განათლების სპეციალისტები არ არიან ჩართულნი.  განხორციელდეს უმაღლეს განათლებაში ჩართულ შშმ სტუდენტთა საჭიროებების შეფასება და გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შემუშავდეს რეკომენდაციები;  სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით შემუშავდეს/გაძლიერდეს სსსმ (შშმ) სტუდენტთა მხარდამჭერი მომსახურებები. წინა წლების მსგავსად, 2021 წელსაც გამოწვევა იყო ერთიანი კონცეპტუალური მიდგომისა და ხედვის დაწესებულებების არარსებობა, უზრუნველყოფა ორენოვანი შესაბამისი პედაგოგების მომზადება, სასწავლო-მეთოდოლოგიური პროგრამებით, დამხმარე სახელმძღვანელოებითა და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია ბილინგვური განათლება. მისასალმებელია, რომ 2022 წლის იანვრისთვის პროგრამაში, სტანდარტების „სახელმწიფო დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში", ჩართულია 25 არაქართულენოვანი სკოლა. ასევე მისასალმებელია, რომ 2021 წელს, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა მე-8 კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები.  ეროვნული უმცირესობების ენოვან სკოლებში გაძლიერდეს ბილინგვური სწავლების მოდელი, შემუშავდეს ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მომზადდნენ/გადამზადდნენ ბილინგვური პედაგოგები;  გააგრძელოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება; საანგარიშო საქართველოს პერიოდში სომხური, კვლავ არ გატარებულა აზერბაიჯანული და ქმედითი ღონისძიებები რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შესადგენად, გამოსაცემად და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად. მართალია, საანგარიშო პერიოდში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა, თუმცა, შეხვედრების ფარგლებში სახელმძღვანელოების შედგენასა და გამოცემასთან დაკავშირებული დეტალური ხედვა არ განუხილავთ.  საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების ჩეჩნური, (ოსური, ქურთული/ყურმანჯი) ხუნძური/ავარული, სასკოლო გრიფირებული უდიური, ასურული სახელმძღვანელოების და შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება კვლავ სისტემური პრობლემაა. იქვე აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პედაგოგთა გადამზადებასთან დაკავშირებით, მზადაა ინიციატივის პროექტი და დაგეგმილია მისი განხილვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად  შეისწავლოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე სასწავლო რესურსების მომზადებისა და გამოცემის, აგრეთვე პედაგოგთა გადამზადების საჭიროებები და პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები; კვლავ პრობლემურია სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების სიმწირე. ასევე გამოწვევას წარმოადგენს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა და აღდგენა.  როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ისე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას;  ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა მშობლიურ ენაზე განათლებაზე წვდომის საკითხი ოკუპირებულ გალში. დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, მათ შორის, მე-11 კლასშიც და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის მსგავს საგნად გადაკეთდა. 2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. ანგარიში წარმოადგენს მონაცემებს სკოლებში წლიდან წლამდე კლებადი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ. ოკუპირებული გალის რეგიონში, პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ონლაინ სწავლება. 2019 წელს ჩარიცხული 110 სტუდენტიდან, სავალდებულო კრედიტების უქონლობის გამო, 2020-2021 წლებში 47 სტუდენტს შეუჩერდა დაფინანსება. მიზეზად უმრავლესობა ინტერნეტთან და კომპიუტერთან გართულებულ წვდომას ასახელებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საკითხიც. პრობლემურ საკითხად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისა და განვითარების საკითხი, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2021 წელს, მოსწავლეების არარსებობის გამო, 1 ქართული სკოლა დაიხურა (ახმაჯის სკოლა). 2021 წლის სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 58 მოსწავლე ირიცხება და 115 პედაგოგია დასაქმებული. 2020 წელს 63 მოსწავლე იყო. 6 სკოლიდან, 5 სკოლაში ისწავლება ქართულ ენაზე და ისიც მხოლოდ მე-9-დან მე-11 კლასამდე. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სკოლაში განათლების მიღება მხოლოდ რუსულ ენაზე დაიშვება. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.  გაგრძელდეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები. საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2021 წელს, ოკუპირებული რეგიონებიდან 1829 პირი ჩაირიცხა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი - 3 პირი. ოკუპირებული საგანმანათლებლო აფხაზეთიდან დაწესებულებებში და ცხინვალის ჩარიცხულ რეგიონიდან აბიტურიენტთაგან უმაღლეს 2021 წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, გამოცდების ქულების შესაბამისად, 402-მა სტუდენტმა მოიპოვა.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, განვითარდეს უმაღლესი განათლების ხელშემწყობი პროგრამები ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნივერსიტეტში სწავლის დაინტერესებისა მიმართ სტუდენტებისათვის და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ,,თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული არასრულწლოვნებისათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამას, რომელიც საქართველოში თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირებისა და შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოხვედრილი არასრულწლოვნების ზოგადი განათლების ხელშეწყობას ითვალისწინებს. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, საერთაშორისო დაცვის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვნები, განათლების მიღების პროცესში არაერთ წინააღმდეგობას აწყდებიან, რომელთა შორის უმთავრესია ენობრივი ბარიერი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.  უზრუნველყოს განათლების ყველა ეტაპზე ჩართულ თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე, მათ შორის შშმ და სსსმ, მოსწავლეთა სტატისტიკის წარმოების საჭიროება და კვლევის შედეგების შესაბამისად დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.  2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, ასევე, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროება  2022-2023 სასწავლო რუსულენოვანი წლისთვის ტესტის შეისწავლოს შედეგების მხოლოდ საფუძველზე ზოგადი ჩარიცხულ უნარების სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროება  2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროება; ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის კუთხით, ქვეყანაში მოქმედებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, ასევე გათვალისწინებულია სტაჟირება საჯარო სამსახურებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4 პროგრამის) ბენეფიციარებისთვის, თუმცა ეს უკანასკნელი დასაქმების პირდაპირ საშუალებად არ მოიაზრება.  ხელი შეეწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზებას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით;  ადრეულ და სკოლამდელ ტექნიკური დაწესებულებებთან რეგლამენტი მიმართებით, დამტკიცდეს შენობა-ნაგებობების, „დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ;  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მესხების თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდაზე ორიენტირებული, ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გამოწვევების ძირითადი ნაწილი საპასუხოდ სახელმწიფოსგან აქტიური, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას მოითხოვს, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სათანადო და ეფექტიან დაცვაზე ორიენტირებულ დამცველისთვის ძირეულ ცნობილია, წლებია, ცვლილებებს საჭიროებს. როგორც სახალხო გრძელდება „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე მუშაობა, რომლის ინიციირება პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა. სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ახალმა რეგულაციებმა შესაძლებელი გახადოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებების თავიდან აცილება და აღკვეთა, ძეგლების რეაბილიტაციისას მათი დაცვის ინტერესებისათვის საჭირო სრულყოფილი ბერკეტების შექმნა, კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად საჭირო გარანტიების შემუშავება.  „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ შემუშავებისას გაითვალისწინოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სამართლებრივი რეგულირების საკითხი და უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა; გელათის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საანგარიშო წელსაც აქტუალური იყო, კერძოდ, ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებით, საჯარო წყაროებიდან ცნობილია რამდენიმე დასკვნა - იტალიელი ექსპერტების დასკვნა, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა და UNESCO-ს მრჩეველი ორგანოს, ICOMOS-ის დასკვნა იტალიელი ექსპერტების დასკვნის შეფასებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ გაიზიარა იტალიელი ექსპერტების დასკვნა და მის საფუძველზე გელათში გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები წამოიწყო. სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები საქართველოში წუხილს გამოთქვამენ ამ პროცესის დახურულად წარმართვასა და გადაწყვეტილებების სათანადოდ დასაბუთების მიღების თაობაზე.  გააგრძელოს გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პროცესების და ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის; საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული პროცესები, რომელიც, ერთი მხრივ, უშუალოდ უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჯარო ინტერესს, მეორე მხრივ კი, მუზეუმში დასაქმებულ პირთა უფლებებს ეხება. საზოგადოებაში ინფორმაცია მწირია და ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულების შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანი პროფესიული წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა, ინფორმაციის საჯაროობა და პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა, რაც სახელმწიფოს მხრიდან უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა.  გააგრძელოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დარგის კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობა;  გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში შეუდგეს ამ ძეგლების კონსერვაციას ან/და რესტავრაციას;  ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დე ფაქტო ორგანოებისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი, ხელოვნური მიზეზების დასახელებით ზღუდავს ადგილობრივ მკვიდრთა გადაადგილებას, პერიოდულად კი, ე.წ. გამშვები პუნქტები სრულად იკეტება.  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა, საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით, დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება; უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება და ვითარების ადგილზე შეფასება.  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; აუცილებელია ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო რეფორმის დროული გატარება და შესაბამისი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნა.  რატიფიცირების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, სკრინინგის პროცედურა განსაზღვრავს გზშ-ის ჩატარების საჭიროებას. მოქმედ კოდექსში მითითებულია ზოგადი კრიტერიუმები და არ არის დადგენილი სამინისტროს მიერ სკრინინგის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული კრიტერიუმები და წესი, მათ შორის, არ არის განსაზღვრული წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების სკრინინგის კრიტერიუმების დაზუსტება საქართველოს ვალდებულება. მიზანშეწონილია სპეციფიკის გათვალისწინებით, რასაც ევროდირექტივაც ითვალისიწნებს და საჭიროა სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისთვის დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.  2011/92/EU დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, შეისწავლოს სკრინინგის კრიტერიუმები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს საკანონმდებლო ანალიზზე დაყრდნობით, ცვლილებების ინიცირება გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემურ ანგარიშში აღნიშნულია რომ, ენერგეტიკის ცალკეულ მიმართულებასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქვეყანას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არ შეუმუშავებია კომპლექსური, გრძელვადიანი, ერთიანი ხედვის ამსახველი ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული საფუძველი იქნება და პრობლემას გადაწყვეტს, ინფრასტრუქტურული მათ პროექტების რაც არაერთ მწვავე შორის: მოქალაქეთა წინააღმდეგობას მიმართ, კონტროლის შეუძლებლობას, გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრობლემებს, სტრატეგიული ხედვების, ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, რისკებისა და შესაძლებლობების გააზრების ნაკლებობას და ეს იქნებოდა თემატური სახელმძღვანელო.  დაგეგმოს შემუშავება, და უზრუნველყოს მაგალითად, თემატური ჰიდროელექტრო სახელმძღვანელო პროექტებთან, დოკუმენტების ელექტროგადამცემ ხაზებთან, მაგისტრალებთან დაკავშირებით და იმსჯელონ ამ დოკუმენტებით სავალდებულოდ ხელმძღვანელობის მიზანშეწონილობაზე. ენერგეტიკის ცალკეული მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების ადრეულ პროექტების განხორცეიელებაზე ეტაპზევე საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით და მოქალაქეთა პროცესებში მონაწილეობა უნდა იყოს რეალური და შედეგზე ორიენტირებული. აღნიშნული მიმართულებით საჯარო განხილვების წარმართვის მოქმედი რეგულაცია, რომ საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას საზოგადოების წარმომადგენელი, ეს აზრს უკარგავს საჯარო განხილვის მიზანს და საჯარო განხილვების ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება. შეისწავლოს საჯარო განხილვების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით არსებული  პრაქტიკა და ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში“ ცვლილებების შეტანა სხვადასხვა ენერგოპროექტების საჯარო განხილვისთვის ადგილის შერჩევისას, მოქალაქეთა მობილობის გაზრდის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია დისტანციის და ტრანსპორტირების საკითხების გათვალისწინება.  შეისწავლოს არსებული პრაქტიკა შემთხვევაში მოახდინოს საჯარო და ანალიზის საფუძველზე, განხილვისათვის ადგილის საჭიროების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი  კოორდინაცია გაუწიოს საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხების თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდაზე ორიენტირებული, ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზების მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას;  განიხილოს საქართველოში გამარტივებული წესით დაბრუნებული მინიჭების ინიციატივის წარდგენის საჭიროება; მესხებისათვის განახლებული მოქალაქეობის მექანიზმების თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების უმცირესობებისთვის ეფექტიანი დონეზე არ გადადგმულა ინსტიტუციონალიზებული ნაბიჯები საკონსულტაციო მექანიზმების გასაძლიერებლად  ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმების საქართველოს პარლამენტში შექმნის საკითხზე; 2021 წლის 16-17 მაისს დმანისში მომხდარი კონფლიქტი ეთნიკურად ქართველ და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ძალადობრივ დაპირისპირებაში შორის გადაიზარდა. ორდღიან მსგავსი უმართავ ჯგუფურ შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, კვლავ დღის წესრიგში დგას სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაძლიერების საჭიროება.  შეიმუშაოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ინტერეთნიკური და ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერების გეგმა და მექანიზმები, თემთაშორისი უკონფლიქტო ურთიერთობების განვითარების მიზნით. მუნიციპალიტეტის ორგანოები გამოვლინდა მუშაკებს, თანამშრომლობისა პოლიციას, და თვითმმართველ კომუნიკაციის ორგანოებსა ნაკლებობა სოციალურ სხვადასხვა თემატურ და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. მწირია მერიის წარმომადგენლების ცოდნა, მგრძნობელობა და კომპეტენცია ქვეყანაში არსებულ დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე, რაც დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი და სოფლად მცხოვრები ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე.  უზრუნველყონ მერიის წარმომადგენლების ცოდნის და კომპეტენციის გაფართოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე; კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მექანიზმების ეფექტიანი მუშაობა. ამ დრომდე პრობლემურია გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე გენდერული თანასწორობის საბჭოების და საფინანსო სამსახურების ცოდნა და კომპეტენცია.  დაინერგოს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის პრაქტიკა და გამოიყოს შესაბამისი ფინანსური რესურსი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად. ქვეყნის რიგ მუნიციპალიტეტებში უფასო სასადილოები განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდი მანძილზე უწევთ გადაადგილება.  შეისწავლონ საკვების მუნიციპალიტეტის ხელმისაწვდომობასთან საჭიროებები, ხელმისაწვდომობის/დაფარვის კუთხით დაკავშირებით თავიანთი მათ შორის, ტერიტორიული და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები. მუნიციპალიტეტების ნაწილი, რომელსაც აქვს უფასო სასადილოს სერვისი, საკვებით ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ბენეფიციარს. იქ, სადაც მაღალია საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და/ან ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, უფასო კვების მიწოდებაზეც მაღალია მოთხოვნა, თუმცა მწირი საბიუჯეტო დაფინანსების გამო ასეთი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი. სერვისის მიმღებ პირთა ფორმირებული სიებიც დამოკიდებულია გამოყოფილი თანხის ოდენობაზე. გარკვეულ მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებულია უფასო სასადილო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილების შესაძლებლობის არმქონე მარტოხელა ხანდაზმული პირებისთვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, არ არის გათვალისწინებული საკვების ადგილზე მიტანის შესაძლებლობა და ამ პირებს რეალურად არ მიუწვდებათ ხელი უფასო სასადილოს მომსახურებაზე. მუნიციპალიტეტების მხოლოდ ნაწილი ახორციელებს საჭიროების მქონე ბენეფიციარებისათვის ულუფის შინ მიწოდების სერვისს.  საჭიროების შესაბამისად საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები, ასევე, უზრუნველყონ საჭიროების მქონე ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანა. უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები. შესაბამისად, მომლოდინე პირს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ სერვისით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან გარდაიცვლება პირი, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება. დამატებითი სიების არსებობა, სწორედ სიის მსგავს უძრაობას შეუწყობდა ხელს და სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ძირითადი სიების ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული გაცემის საათების შემდეგ, ისინიც ისარგებლებდნენ კვების სერვისით.  საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში. ბავშვის უფლებათა კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე, მუნიციპალიტეტებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაეკისრათ ვალდებულება კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის დაძლევისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, განსაზღვრონ შესაბამისი სამსახური, რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი აღსრულების კონტროლს საკუთარი ან მდგომარეობით, დელეგირებული უფლებამოსილების ეს ყველა სამსახურები ფარგლებში. მუნიციპალიტეტში ამჟამინდელი სრულად არ არის დაკომპლექტებული მინიმალური რაოდენობის კვალიფიციური კადრით, არ არის გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებები და სპეციალისტების ფუნქცია- მოვალეობები ნათლად არ არის გამიჯნული სხვა უწყებების ვალდებულებისგან.  იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური სრულად არ დაკომპლექტებულა სათანადო კვალიფიკაციის მქონე მინიმალური კადრით, შესრულდეს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი ვალდებულება; საბავშვო ბაღების ფუნქციონირების შეჩერების პარალელურად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დისტანციური სწავლების მექანიზმების სრულყოფილად დანერგვა. კერძოდ, 2021 წელს დისტანციური სწავლების შესახებ შემუშავებული ტრენინგ მოდულის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მხოლოდ 207 თანამშრომელი გადამზადდა.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალი გადამზადდეს დისტანციური სწავლების საკითხზე; დისტანციურ სააღმზრდელო პროცესში ჩაერთო საქართველოს მხოლოდ სამი რეგიონის 50-მდე საბავშვო ბაღი და 2581 ბავშვი, რაც აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის 2%-საც არ შეადგენს.  საჭიროების შემთხვევაში, შეფასდეს დისტანციური სააღმზრდელო პროცესის ხელმისაწვდომობის გამოწვევები და ამის საფუძველზე, შემუშავდეს კონკრეტული გეგმა და გატარდეს პროცესის ხელშემწყობი სათანადო ღონისძიებები. 2021 წელს დღის წესრიგში კვლავ იდგა კომპლექსური მისაწვდომობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი ეროვნული ,,მისაწვდომობის სტანდარტები“, ეფექტურად არ განხორციელებულა მის აღსრულებაზე მონიტორინგი. ასევე, არ ჩატარებულა აქტიური საინფორმაციო კამპანია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და ვალდებულებებზე.  მოხდეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების აღსრულებაზე ეფექტური ზედამხედველობა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ; ეფექტური ხელშემწყობი მექანიზმებისა და შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, 2021 წელს შშმ პირები კვლავ აწყდებოდნენ დაბრკოლებებს დასაქმების კუთხით, აღნიშნული კიდევ უფრო გაამწვავა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა. არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა, სამუშაოს მაძიებელ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს. 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების ფარგლებში სულ დასაქმებულია 38 შშმ პირი. რაც შეეხება საჯარო სექტორს, ჯამში დასაქმებულია 128 შშმ პირი. მათგან, პროფესიული საჯარო მოხელეა 65, მენეჯერულ თანამდებობაზე დასაქმებულია - 15, ხოლო ხელშეკრულებით - 48.  შემუშავდეს და დაინერგოს პროგრამები/სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობაზე; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დიდ ნაწილს ინკლუზიური განათლების სპეციალისტებიდან ემსახურება: ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი (სპეც. აღმზრდელი) და ლოგოპედი. თუმცა, მათი რეგიონული განაწილება არასაკმარისია და უმეტესობა თავმოყრილია თბილისში.  ბაგა-ბაღებს, აღსაზრდელთა საჭიროებებიდან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები. ლოგოპედები, ოკუპაციური თერაპევტები, მათ გამომდინარე შორის, ასისტენტები, ორიენტაციის სპეციალისტები, სხვა სპეციალისტები; დაემატოს ფსიქოლოგები, მობილობისა და საკონსულტაციო საბჭო, რომელიც გათვალისწინებულია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, არ ფუნქციონირებს ახალქალაქის, ქედის, ნინოწმინდის, ხონის, შუახევის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.  განხორციელდეს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭოების ფორმირება და ხელი შეეწყოს მათ ეფექტურ ფუნქციონირებას. განხორციელდეს აღნიშნულ საბჭოებში შშმ აღსაზრდელთა მშობლების ჩართვა; საანგარიშო პერიოდში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგები ჩატარდა თვითმმართველ ერთეულთა დაახლოებით 7 %-ში. აღსანიშნავია, რომ 51 მუნიციპალიტეტიდან, ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონიტორინგი არ მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ბორჯომი, ქედა, ქუთაისი (ხორციელდება მხოლოდ შიდა კონტროლი თავად პერსონალის მხრიდან), ყვარელი და ჩხოროწყუ.  განხორციელდეს მონიტორინგი ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიზნით და მომზადდეს შესაბამისი ანგარიშები; მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში მოქმედი საბჭოების ფუნქციონირების კუთხით. რამდენიმე მუნიციპალიტეტში (დუშეთი, თიანეთი, კასპი, ყაზბეგი, წალკა, ჭიათურა), კვლავ არ შექმნილა საბჭოები. საანგარიშო პერიოდში სათათბირო ორგანოს სხდომები გაიმართა მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტში. აღნიშნულის მიზეზად, მუნიციპალიტეტების მიერ სახელდება ქვეყანაში არსებული პანდემიის გამოწვეული ვითარება.  უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების ეფექტიანად მუშაობა. მათ შორის პანდემიის პირობებში, ონლაინსხდომების ჩატარების გზით. სამწუხაროდ, ვერც მუნიციპალიტეტები სთავაზობენ ხანდაზმულ პირებს შესაბამის პროგრამებს მათი ღირსეული სიბერისათვის. მუნიციპალიტეტები სათანადოდ არ ეწევიან თავიანთ ტერიტორიაზე სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს, მათ შორის, ხანდაზმული პირების აქტიურ გამოვლენას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების წარმოჩენას, შესაბამისი პროგრამების დანერგვას და შემდგომ განხორციელებას. მათ მიერ ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამათა უმრავლესობა გათვლილია ხანდაზმულთა ერთჯერად დახმარებაზე და არ აქვთ გრძელვადიანი ხედვა ხანდაზმულთა წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.  შეაგროვონ სტატისტიკური ხანდაზმული პირების (ხანდაზმულთა მონაცემები წინაშე საჭიროებების მათ არსებული შეფასების ტერიტორიაზე საჭიროებების დოკუმენტი). მცხოვრები შესაფასებლად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები, ასახონ ბიუჯეტში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება. მუნიციპალიტეტთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო საორიენტაციო ფინანსების შესახებ. ასევე, მუნიციპალიტეტების ნაწილის ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს პრევენციის მიზნით თანხებს. ის მუნიციპალიტეტები კი, რომლებიც არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში, ატარებენ ამა თუ იმ პრევენციულ ღონისძიებას, რეკომენდაციის გამცემ ორგანოს, ჩატარებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაციას არ აწვდიან. რიგი მუნიციპალიტეტები პრევენციული ღონისძიებების არჩატარებასთან ერთად, აღნიშნავენ, რომ სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში, რეკომენდაციის გამცემ ორგანოს ინფორმაციას არ მიაწვდიან.  ეკომიგრაციის თავიდან არიდების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.  ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყონ კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიები სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტების არარსებობა სერვისში ჩართული ბენეფიციარებისათვის სათანადო საცხოვრისის უფლებების დარღვევის რისკებს აჩენს. საცხოვრისად გამოყენებული ზოგი შენობა არა მარტო ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხზე ახდენს ზეგავლენას, არამედ, საფრთხის შემცველიც შეიძლება გახდეს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.  2022 წლის განმავლობაში შეფასდეს სოციალური საცხოვრისების სათანადოობა და საცხოვრებლად ვარგისიანობა, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კი, იქ მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრისით. დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიები და საკრებულოები საანგარიშო პერიოდში, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ერთი მუნიციპალიტეტის მიერ მიღების შემდეგ, რჩება ექვსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელთაც ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებიათ ხსენებული ნორმატიული აქტები.  შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები. საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები წინა წლების მსგავსად, 2021 წელსაც გამოწვევა იყო ერთიანი კონცეპტუალური მიდგომისა და ხედვის დაწესებულებების არარსებობა, უზრუნველყოფა ორენოვანი შესაბამისი პედაგოგების მომზადება, სასწავლო-მეთოდოლოგიური პროგრამებით, დამხმარე სახელმძღვანელოებითა და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. კვლავ არ გატარებულა ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შესადგენად, გამოსაცემად და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების თვითმმართველობის ორგანოების ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების გვერდების თარგმნა ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად გაეცნონ და სისტემატურად მიუწვდებოდეთ ხელი შესაბამისი სერვისებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციაზე.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით დაიწყონ მუშაობა გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათ მიერ ენობრივი ბარიერის დაძლევის ხელშეწყობას; საქართველოში საჯარო სერვისებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წვდომა უპირველესად დაკავშირებულია ენობრივ ბარიერთან. ეთნიკური ჯგუფებისთვის გასაგებ ენაზე სახელმწიფო პროგრამებისა და საჯარო სერვისების შესახებ სათანადო ინფორმირება უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით დაიწყონ მუშაობა გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების) ან ამ ნორმატიული აქტების შესახებ ინფორმაციის (ძირითადი შინაარსის ჩათვლით) ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათ მიერ ენობრივი ბარიერის დაძლევის ხელშეწყობას; სამტრედიის, ლაგოდეხის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ლენტეხის, ასპინძის, ბორჯომის, ზესტაფონის, სენაკის, რუსთავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაცემულ დასკვნებში გაწერილი აქვთ ის ღონისძიებები, რაც მიუხედავად ამისა, საჭიროა გეოლოგიური აღნიშნული პროცესების თავიდან ასარიდებლად. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს თანხებს პრევენციის მიზნით. ისინი მხოლოდ ზიანის დადგომის შემდეგ რეაგირებენ.  ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, მოითხოვონ შესაბამისი ფინანსების გამოყოფა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში შშმ პირთა მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების - როგორც არჩევნებში შშმ პირთა მონაწილეობის ხელშემწყობი ღონისძიებების, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლების კუთხით - მიუხედავად, გარკვეული ხარვეზები ვლინდება შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. კვლავ გამოწვევად რჩება შშმ პირთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დაბალი დონე.  უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა განგრძობადი სწავლება შშმ ამომრჩეველთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ძირითადად ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გავრცელების პრაქტიკა.  უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების სატელევიზიო ტრანსლირება და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზებას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის'' პროგრამის ფარგლებში თითეულ ოჯახს გაეწევა 30 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად. უძრავი ქონების გაძვირების გამო ეკონიმიურად მოწყვლად ოჯახებს გაუჭირდათ თანადაფინანსება სახლის შეძენის მიზნით.  შეისწავლოს ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროების საკითხი და შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. თანამდებობის პირები  კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს, დაიცვან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და ხელი შეუწყონ მათ საქმიანობას ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები  მიიღონ პრევენციული ზომები პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების თავიდან აცილების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რიგი რეკომენდაციები არ აისახა კომიტეტის დასკვნაში, რადგან მათ ნაწილს დღეის მდგომარეობით დაკარგული აქვს აქტუალობა, მათ შორის, თავად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მათი გაზიარება აღარ არის მიზანშეწონილი. ხოლო რიგ რეკომენდაციებზე, მათ შორის, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფარგლებში. ზემოთ აღნიშნული დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაცია/ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და წარედგინოს 2023 წლის 1 მარტამდე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უნდა
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს. ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები: დადებითად აღინიშნება, რომ 2021 წელს უცხოელი პატიმრები ნაკლებად მიუთითებდნენ საკანში განთავსების პრობლემებზე. უმეტესობა აღნიშნავდა, რომ საკანში მათი განთავსებისას გაითვალისწინეს მათი სურვილი და საკანში ძირითადად მათ ენაზე მოსაუბრე პატიმრები იმყოფებიან; შესამჩნევია სიძულვილის მოტივის გამოკვეთის გაუმჯობესებული ტენდენცია; აღსანიშნავია, რომ სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტური ძირითადად, ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, კენჭისყრა, ცალკეული პროცედურული ხარვეზების მიუხედავად, კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართა; მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება; მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა; დადებითად ფასდება ის ფაქტი, რომ გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი გეგმა მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის კომპონენტებს; მისასალმებელია უწყებათა თანამშრომლობის მცდელობა შშმ პირთა მიმართ დანაშაულის სტატისტიკის წარმოების დახვეწის მიზნით; პოზიტიურად ფასდება, რომ 2021 წლის მაისიდან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასური განახევრდა; დადებითი ცვლილება იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებებში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლების ჩართვა; 1 ახლებურად დარეგულირდა ორსულობის და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების საკითხი, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევაში; მნიშვნელოვნად გაფართოვდა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი, რითაც გაძლიერდა კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფაზე; გაზრდილია ქალთა მონაწილეობის რაოდენობა და ხარისხი ეკონომიკურ აქტივობებში, კერძოდ საგრანტო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების თითქმის ნახევარი (48,7%) ქალ ბენეფიციარს ეკუთვნის; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის წვდომა აუცილებელ მედიკამენტებზე, რაც გამოწვეულია ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით საზღვარგარეთიდან საქართველოში ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების შემოტანის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენით; მისასალმებელია, რომ ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტი სავალდებულო გახდა ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე, თითოეულ კლასში; აღსანიშნავია, რომ საქართველოში 26 ერთეულით გაიზარდა საბავშვო ბაღების რაოდენობა; მისასალმებელია, რომ გათვალისწინებულ იქნა ეთნიკური უმცირესობების ინტერესები თავდაცვის ძალებში და შესაბამის ქვედანაყოფებში დაშვებულ იქნა თარჯიმნის შტატები. ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე. საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციებს და ადგენს: იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის 1. საქართველოს მთავრობამ: ა) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, ასევე სხვა სექტორულ კომიტეტებთან ერთად/თანამშრომლობით, შეისწავლოს სოციალური პაკეტების გაცემის ზოგადი წესის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ დასაშვები გახდეს გამონაკლის შემთხვევებში ან ზოგადად სახელმწიფოსგან ერთზე მეტი სოციალური სარგებლის მიღება; ბ) დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); გ) დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და წინასწარგანწყობების აღმოფხვრას; დ) სოგი-ს ნიშნით მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებები გათვალიწინებული იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში; 2 ე) გაგრძელდეს მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილების პროექტებზე; ვ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით, გაიმიჯნოს მუნიციპალიტეტებში დასაქმებული სოციალური მუშაკების, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკებისა და საგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკების ფუნქცია-მოვალეობები და გაიწეროს, მათ შორის, კოორდინაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი; ზ) შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში შემუშავდეს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა; თ) შშმ პირთა ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვა მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით მისაწვდომობის ეროვნული გეგმის ფარგლებში შემუშავდეს შესაბამისი წესები. სახელმწიფო უწყებებმა დანერგონ ვებ მისაწვდომობის სტანდარტები. მონიტორინგი გაეწიოს აღნიშნული მოთხოვნების პრაქტიკაში აღსრულებას; ი) საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს ახალი სამოქმედო გეგმის ინიციირება, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლის აქტივობებს; კ) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, ასევე სხვა სექტორულ კომიტეტებთან ერთად/თანამშრომლობით, შეისწავლოს ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათის 6 000 ლარამდე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ კი 9 000 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ: ა) წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თაობაზე ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, გაასაჯაროოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2021 წლის მაისის საგანგებო ვიზიტის თაობაზე ანგარიში; ბ) კანონმდებლობით განსაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, ასევე, განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის ვალდებულება, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით; გ) პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გამართოს მსჯელობა დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსების, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საკითხზე; დ) პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში მკაფიოდ გამოკვეთოს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, 3 ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების მულტიდისციპლინური მუშაობის ამოცანები; თანამშრომლების ერთობლივი, ე) გააგრძელოს მუშაობა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით; ვ) დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განსაზღვროს 48 საათი შემდგომში დამატებით 24 საათით გაგრძელების შესაძლებლობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა სამოქალაქო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების მისაღებად; ზ) გააგრძელოს მუშაობა კონტროლის გასაძლიერებლად შემდეგ საკითხებზე: ზ.ა) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენების და ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის თავიდან ასარიდებლად; ზ.ბ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის თავიდან ასარიდებლად; თ) სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის აკრძალვა არსებული ფორმით გადაიტანოს პენიტენციური დაწესებულებების განახლებულ დებულებებში; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, შეისწავლოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას ე.წ. „ბუქნების გაკეთების“ სხვა ღონისძიებით ჩანაცვლების შესაძლებლობა; კ) შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის საკითხზე და აღნიშნულის საფუძველზე შეიმუშაოს გეგმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე; ლ) პენიტენციურ დაწესებულებებში გააძლიეროს პრევენციული ღონისძიებები კრიმინალური გავლენის თავიდან ასაცილებლად და იმსჯელოს აღნიშნული მიმართულებით სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე; მ) გამართოს კონსულტაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და შესაბამისი საჭიროების გამოკვეთისას, შეიმუშაოს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში ექიმის მიერ საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის წესი და სამართლებრივად მოაწესრიგოს ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ექიმის ვალდებულება ამ წესის შესაბამისად მიმართოს საგამოძიებო ორგანოს; 4 ნ) ყველა იმ ექიმისთვის, რომელიც ახდენს დაზიანების დოკუმენტირებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №633 ბრძანებით დამტკიცებული პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად, გააგრძელოს დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი; ო) მათ შორის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამართოს კონსულტაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეტყობინების გაგზავნის წესის შესახებ, რომელიც ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან გაყვანისა და დაბრუნების დროს, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა სამედიცინო შემოწმებაზე განაცხადა უარი, თუმცა მის სხეულზე არსებული ხილული დაზიანებების ან/და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმს გაუჩნდება ძალადობაზე ეჭვი; პ) დაიწყოს მუშაობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების პროექტზე და მაქსიმალურად მოკლე ვადაში განახორციელოს ცვლილება, რათა განისაზღვროს ექიმის ვალდებულება, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ბრალდებულის/მსჯავრდებული არ აცხადებს თანხმობას სამედიცინო შემოწმებაზე და მას დაზიანება არ აღენიშნება, სამედიცინო შემოწმებაზე თანხმობის მისაღებად, გონივრულ ვადაში პატიმარს განმეორებით შესთავაზოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება; ჟ) გააანალიზოს სამედიცინო პერსონალის პატიმრებთან შეხვედრისას მესამე პირის დასწრების შემთხვევაში, წერილობით დასაბუთების საჭიროება; რ) გამართოს კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილების დაკომპლექტების თაობაზე და კონსულტაციების შედეგების მიხედვით ამ მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; ს) გამართოს კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაწესებულებებში ექთნების რაოდენობის გაზრდის თაობაზე და კონსულტაციების შედეგების მიხედვით ამ მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; ტ) ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინფექციის კონტროლის ყველა ზომის დაცვით, უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება; უ) დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, გააგრძელოს პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება; ფ) გააგრძელოს ინფორმაციის შეტანა ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სისტემატიზებას; ქ) გამართოს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და საქართველოს სახალხო დამცველთან რელევანტური უწყებების ჩართულობით პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის გაუმჯობესება-დახვეწის მიზნით; 5 ღ) გააგრძელოს პენიტენციური დაწესებულებების პერსონალის გადამზადება ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის საკითხებში; ყ) შეისწავლოს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურის გასაუმჯობესებლად; შ) გააგრძელოს მუშაობა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა საჭიროებების შეფასებაზე, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ; გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს ბიო-ფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს შესაბამისი დახმარება; ჩ) გააანალიზოს არსებული წესები პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად იმ მიზნით, რომ ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და უზრუნველყოფილი იქნენ შესაძლებლობით, რომ საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტი; ც) განახორციელოს საჩივრის ყუთების ვიდეომეთვალყურეობის არეალში მოქცევის საკითხის მონიტორინგი და უზრუნველყოს, რომ დაცული იყოს საჩივრის გამგზავნის ანონიმურობა; ძ) კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ შეისწავლოს №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის შესაძლო დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ განხორციელებული რეპრესიების სავარაუდო ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების განხორციელება; წ) სახალხო დამცველის აპარატს მისცეს სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე ზომის დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა; ჭ) წარმოადგინოს გეგმა №17 დაწესებულებაში ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლების გაუქმების საკითხზე; ხ) პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული თითოეული ბრალდებულისთვის გამოყოფილი იყოს 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი; ჯ) გააგრძელოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; ჰ) ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, აქტივობების ჩატარების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენებით, გააგრძელოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები; ჰ1) წარმოადგინოს 3-წლიანი გეგმა დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის სუფთა ჰაერზე 1 საათზე მეტი ხნით ყოფნის შესაძლებლობის მიცემის თაობაზე; 6 ჰ2) №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებისთვის უზრუნველყოს დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს გასეირნების უფლებით სარგებლობა; ჰ3) შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის პროპორციულობა პატიმართა რაოდენობასთან და წარმოადგინოს გეგმა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის თაობაზე; ჰ4) გააგრძელოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ჰ5) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას, ერთ-ერთ გარემოებად მხედველობაში მიიღოს პატიმრების სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის ფაქტი; ჰ6) 2022 წელს უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში; ჰ7) შეისწავლოს უცხოენოვანი პატიმრებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი და ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს სათანადო ზომები მათი თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველსაყოფად; ჰ8) პატიმართა საკნებში განთავსების დროს უზრუნველყოს ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება; ჰ9) გააგრძელოს მუშაობა ქალი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, უზრუნველყოს კომპიუტერით სარგებლობა, სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოს გარე კედლებზე დამონტაჟებული ტელეფონის აპარატების კაბინებში განთავსება, საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარება სამედიცინო ნაწილის საშხაპეების გვერდით არსებულ პალატებში და პოსტოპერაციული პალატის ადაპტირება პოსტოპერაციული პაციენტებისთვის, ასევე, დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებული პირებისთვის მომვლელით სარგებლობის შესაძლებლობა; ჰ10) ურთიერთთანამშრომლობის გზით შეიმუშაოს პენიტენციური ჯანდაცვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სრული ინტეგრაციის გეგმა; ჰ11) გამართოს მსჯელობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების დამატების თაობაზე; ჰ12) საქართველოს პარლამენტის ჩართულობით, ყველა რელევანტური უწყების მონაწილეობით, გამართოს კონსულტაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-N010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანების განსაიდუმლოების საკითხის შესასწავლად; ჰ13) გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებათა ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა დაწესებულებებში გაიზარდოს სპეციალური ოთახების რაოდენობა და კომპიუტერული ტექნიკა დისტანციური წესით გასამართ სხდომაზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად; 7 ჰ14) გააგრძელოს მუშაობა, რომ უცხოელმა პატიმრებმა, მოქალაქეობის არმქონე პირებმა, ასევე, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების განხორციელება შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად; ჰ15) გააგრძელოს ზომების მიღება, რომ უცხოელ პატიმრებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, ასევე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად; ჰ16) გააგრძელოს ზომების მიღება, რომ ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნეს თარჯიმნის მომსახურებით, მათ შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ; ჰ17) შეისწავლოს საერთაშორისო ზარების განხორციელების პრაქტიკა და კანონმდებლობით დადგენილი სიხშირითა და ხანგრძლივობით ზარების განხორციელების კუთხით ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები; ჰ18) შეისწავლოს ვიდეოპაემნების იმგვარად განხორციელების შესაძლებლობა, რა დროსაც სავალდებულო არ იქნება ამ პატიმრის ოჯახის წევრისთვის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება; ჰ19) გააგრძელოს №3, №6, №10 და №18 პენიტენციური დაწესებულებების აღჭურვა ვიდეოპაემნისათვის აუცილებელი ინფრასტუქტურით და აღნიშნული პროცესი დაასრულოს 1 წლის ვადაში, ხოლო იმ დაწესებულებებში, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა არსებობს, შეისწავლოს მისი სრულყოფის საჭიროება და დადებით შემთხვევაში, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ20) 2022 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, განიხილოს პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის საკომპენსაციოდ დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობა; ჰ21) კერძოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეისწავლოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო ზარის უფლების სრულყოფილად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს სახალხო დამცველს; ჰ22) უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების პერიოდში პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, განიხილოს დაწესებულებების დებულებებში ცვლილების განხორციელების საჭიროება; ჰ23) გააგრძელოს მუშაობა ბრალდებულის სატელეფონო ბარათის მაქსიმალურად მცირე ვადაში დასამზადებლად; ჰ24) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების გზით შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტები, აწარმოოს გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა და უზრუნველყოს დარღვევაზე პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა; 8 ჰ25) დახვეწოს სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღება/ჩაბარების არსებული პრაქტიკა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პატიმრის მიერ კორესპონდენციის გაგზავნის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობა; ჰ26) გააგრძელოს მუშაობა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთი სატელეფონო კაბინების (ხმის იზოლაციით) მოსაწყობად, სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბარი კონფიდენციალურ გარემოში. ამ მიზნით, შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, სადაც დეტალურად აღიწერება, თუ რომელ დაწესებულებაში რა კონკრეტული სამუშაო გატარდება 2022 წლის განმავლობაში; ჰ27) 2022 წლის განმავლობაში, სიღრმისეულად შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი და მსჯავრდებულების რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე პატიმართათვის სალოცავი სივრცეების გამოყოფა; ჰ28) რელიგიური უმცირესობების ძირითადი დღესასწაულების დროს, მართლმადიდებლური დღესასწაულების მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადების სახით გააგრძელოს საზოგადოების ინფორმირების პრაქტიკა; ჰ29) დამატებით შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების შესაბამისად, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ30) კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; ჰ31) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით აუნაზღაუროს კვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხა; ჰ32) მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება; ჰ33) გააგრძელოს ძალადობრივი ქცევის კორექციის სავალდებულო პროგრამები მსჯავრდებულებისთვის, ხოლო იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი, შეიმუშაოს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები; ჰ34) დაგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მათ პროაქტიულად გამოსავლენად; ჰ35) რატიფიცირების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“; ჰ36) ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ქუჩაში 9 მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და სტერეოტიპული დამოკიდებულებების დასაძლევად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები. 3. საქართველოს პროკურატურამ: ა) ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების შედეგები აცნობოს საზოგადოებას, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის აღკვეთის მიზნით წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; გ) სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; დ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე სისხლისსსამართლებრივი დევნის პროცესში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ე) საჯაროდ მისაწვდომი გახადოს გენერალურ პროკურატურაში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის ანგარიში; ვ) განაგრძოს 2021 წელს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; ზ) საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია 2021 წლის საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდეს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირების პრაქტიკის შესწავლა; 10 ბ) შეისწავლოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებული პირისა და ადვოკატის შეხვედრის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება; გ) 2022 წელს, გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი; დ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; ე) დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებთან შენახვა; ვ) შეისწავლოს დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის წარმოებისა და კომუნიკაციის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა; ზ) შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №625ე ბრძანებაში და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოყენებულ იქნა თუ არა იძულების ზომა და რა ფორმით; თ) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმოს პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი დაკავებული პირის შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით აღრიცხვის მდგომარეობა; ი) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირსა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელს შორის შეხვედრების (მათ შორის, დისტანციური შეხვედრების) კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება; კ) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დისტანციური სასამართლო სხდომის კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაუსწრებლად; ლ) უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში აღწერილი, დაკავების პირობებისა და კვების კუთხით დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პრობლემების მოგვარება და მიღებული ზომების შესახებ აცნობოს სახალხო დამცველს; მ) სახელმწიფო საიდუმლოების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობითა და სხვა რელევანტური უწყებების მონაწილეობით, გამართოს კონსულტაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-N010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანების განსაიდუმლოების საკითხის შესასწავლად; ნ) 5-6 ივლისს მომხდარი ყველა სავარაუდო დანაშაულის საქმეებზე შეაფასოს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება; ო) გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთანავე, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი 11 შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; პ) შემუშავდეს და საჯაროდ მისაწვდომი გახდეს ანგარიში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე; ჟ) მიმდინარეობდეს შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობის და ყველა სხვა დანაშაულის შემთხვევების გამოძიებაში ჩართული პირების სისტემატურად გადამზადება შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ; რ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამოვლენისას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და სანქციის დაკისრება; ს) შსს თანამშრომლები გადამზადდნენ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების/თავისუფლების უკანონო აღკვეთის/ ქორწინების იძულების შესახებ, ამასთანავე, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი; ტ) შეისწავლოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ინფორმაცია შეკრების მონაწილეთა შეჩერებისა და ჩხრეკის, ასევე დაკავების წესების შესახებ სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების შესახებ; უ) შეიმუშაოს სამედიცინო პერსონალისთვის ერთიანი სახელმძღვანელო დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის სამართავად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორში დახმარების მოცულობა და მკაფიოდ გაიწერება, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ დაკავებული სტაციონარში; ფ) უზრუნველყოს ნივთიერებებზე დამოკიდებული დაკავებული პირების დროული რეფერირება სამედიცინო დაწესებულებაში; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლოს 2021 წელს საარჩევნო პერიოდის თაობაზე სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში მითითებული ზეწოლის, მუქარის, შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან, ძალადობრივი ინციდენტებსა და სხვა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შემთხვევებთან დაკავშირებულ საქმეებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება; ღ) გაატაროს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებების აკრძალვის თაობაზე საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის პრაქტიკაში აღსასრულებლად; ყ) სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობით, დეტალური ინსტრუქციის გაწერის მიზნით, დაიწყოს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება, და ამ საკითხზე გადამზადდნენ სამართალდამცავი უწყების ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლები; შ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკის წარმოება; 12 ჩ) სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისთვის თანამშრომელთა (მათ შორის 112-ის პერსონალის) კვალიფიკაციის ამაღლება; ც) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა; ამასთანავე, ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ, მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს; ძ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებში შეისწავლოს სარემონტო სამუშაოებისჩატარების საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში გაუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; ჭ) შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ქვედანაყოფებში საკმარისი რაოდენობის წყლის დისპენსერების განთავსება; ხ) სამხედრო ფორმის ფეხსაცმელი ჩანაცვლდეს ახალი, მაღალი ხარისხის ფეხსაცმლით და გაიცეს წელიწადში ორჯერ - ზამთრის და ზაფხულის სეზონის შესაბამისად; ჰ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოს საინფორმაციო საშუალებებზე სათანადო ხელმისაწვდომობა; ჰ1) უზრუნველყოს საზღვრის უკანონო კვეთის დროს თავშესაფრის მაძიებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პრინციპის დაცვაზე ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების გატარება შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისთვის; ჰ2) „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანით, უზრუნველყოს ბრძანებით შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტების და ასპექტების მოცვა, მათ შორის, სურდო თარჯიმნის მომსახურება და მისი ორგანიზება; ჰ3) აწარმოოს შშმ თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა სტატისტიკა შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით; ჰ4) უზრუნველყოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა საკითხებზე, მათ შორის, დეტალური ინფორმაციის მიწოდება შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, შშმ პირებთან სათანადო კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით; ჰ5) გაიმართოს თავშესაფრების მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე; ჰ6) მოხდეს დროულად შეთანხმება და ქართული ენის შემსწავლელი კურსების ფორმულირება სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან. ჰ7) ადრეულ ასაკში ქორწინებისა და თანმდევი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად, სისტემატურად მიმდინარეობდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები; 5. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ 13 ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) გააგრძელოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა; ბ) გააგრძელოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის ინფორმირება ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე. ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად, თავდაცვის ძალებს დაევალოს სათანადო პერიოდულობით ჩაატაროს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები სამხედროებთან. ასევე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მარტივად გასაგებ ენაზე (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირების გარეშე) შექმნილი ბროშურის სახით მიაწოდოს სამხედროებს და გამოაკრას სამხედროებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში; გ) თავდაცვის ძალების საცხოვრებელ კორპუსებში გააგრძელოს სარემონტო სამუშაოები და ინვენტარიზაცია, აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, საცხოვრებელი კორპუსები სრულად აღიჭურვოს მწერებისგან დამცავი ბადით. ყველა სამხედრო ნაწილში გააგრძელოს განცალკევებული სანიტარიულჰიგიენური კვანძების მოწყობა ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის; დ) შეისწავლოს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ყველა სამხედრო ნაწილში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, მათთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების თანასწორად ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზით და გასართობი სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა და შესწავლის შედეგების შესაბამისად მოახდინოს სათანადო რეაგირება; ე) შეისწავლოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წესების შესწავლის კუთხის არსებული მდგომარეობა, არსებული სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად და შესწავლის შედეგების მიხედვით მოახდინოს სათანადო რეაგირება; ვ) შეისწავლოს ყველა სამხედრო მოსამსახურის პირბადით უზრუნველყოფის საკითხი და შესწავლის შედეგების შესაბამისად მოახდინოს სათანადო რეაგირება. სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე გამოიკრას პირბადის ტარების წესის ამსახველი საინფორმაციო მასალა და ზედამხედველობა გაეწიოს პირბადის ტარების წესის დაცვას; ზ) შეიმუშაოს სამხედრო მოსამსახურეების პერიოდული ტესტირების წესი და უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ზე პერიოდული ტესტირება; თ) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის გადამზადება ინფექციის კონტროლის საკითხებში, რათა გაიზარდოს სამედიცინო პერსონალის როლი და ძალისხმევა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რაც უნდა მოიცავდეს კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების დროულ გამოვლენას, ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების დროულ 14 მოძიებას და იზოლირებას, ამასთანავე, სამედიცინო პერსონალმა უზრუნველყოს მიღებული ზომების სათანადო დოკუმენტირება; ი) კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ყველა სამხედრო ნაწილში გააგრძელოს საიზოლაციო ოთახების მოწყობის პრაქტიკა, სადაც მოთავსდებიან საეჭვო სიმპტომების მქონე პირები ტესტის პასუხის მიღებამდე; კ) შეისწავლოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების სამსახურის გავლის პერიოდში სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხი და განიხილოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა; ლ) თავდაცვის კოდექსზე მუშაობის პროცესში, შეისწავლოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე ტრანსპორტირების და კომუნალური ხარჯების გადახდისას კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გავრცელების საკითხი და ამასთან, აწარმოოს მოლაპარაკებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საშეღავათო პირობების დადგენის შესაძლებლობის შესასწავლად. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) სამინისტროს შესაბამის ერთეულს დაავალოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან/და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან სხვა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი და გარდაცვლილი პაციენტების შესახებ სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზებისა და გარდაცვალების ადგილის მითითებით; ბ) უზრუნველყოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელის ცვლილება, რათა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობისპრობლემების გამო ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იყვნენ უზრუნველყოფილნი საჭირო სამედიცინო მომსახურებით, რაც გულისხმობს: ა) პაციენტთა ტრანსპორტირების ხარჯებს; ბ) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებებში ექიმი თერაპევტის ან ოჯახის ექიმის დაქირავების ხარჯებს; გ) გეგმური სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯებს; გ) შეიტანოსს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გაითვალისწინოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით; დ) დაავალოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა. ე) შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი; 15 ვ) შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან არიდებისა და მათზე რეაგირების დოკუმენტი, სადაც ასევე იქნება გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; ზ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებით გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების, ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთება; თ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს; ი) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის სწავლების ჩატარება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პერსონალის მიერ ფსიქიატრიული დახმარების ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და პრაქტიკაში გასატარებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; კ) შეისწავლოს და აღმოფხვრას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა პაციენტებისგან განცალკევების პრაქტიკა; ლ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების თავიდან არიდებისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და შესაბამისად, საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება; მ) მონიტორინგის გზით შეისწავლოს შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, ასევე, ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვის საკითხი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში; ნ) სახალხო დამცველის აპარატთან და შშმ პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით განაახლოს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია; ო) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაეწერონ ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი; პ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან (112) შემოსული ფსიქიატრიული შემთხვევების თაობაზე შეტყობინებებზე რეაგირებისთვის გაგზავნილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისთვის შეიმუშაოს დარწმუნების გზით პაციენტის ფსიქიატრიულ დახმარებაზე დაყოლიების, ფსიქიატრიულ სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების საჭიროების განსაზღვრისა და პაციენტის უფლებების განმარტების შესახებ დეტალური ინსტრუქცია; ჟ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, სადაც გასაგები ფორმით იქნება მოცემული 16 სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრული დახმარების არსისა და პაციენტთა უფლებების შესახებ. ამასთანავე, ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, ისევე როგორც ინფორმაცია, ვის მიმართოს, თუ არ სურს სტაციონარში დარჩენა; რ) ცვლილებები შეიტანოს მინისტრის ბრძანებაში, რათა პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება; ს) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის, პაციენტის უფლებების და სტაციონარის პოლიტიკის თაობაზე; ტ) შეიმუშაოსს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები; უ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების სრული დაცვით უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ფ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან; ქ) მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, ფინანსური რესურსის გამოყოფით, რათა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღმოიფხვრას პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში უსაფრთხო და თერაპიული გარემოს კუთხით მითითებული პრობლემები; ღ) შეისწავლოს, მიეწოდება თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე; ყ) უზრუნველყოს მედიკამენტ „ციკლოდოლის“ მომარაგება, რათა ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა შეძლონ გვერდითი ეფექტების სამართავად მისი გამოყენება; შ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლება, რათა მათ შეძლონ, ამოიცნონ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტები, რომელთაც შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიონ; ჩ) დაავალოს შესაბამის სამსახურს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო ბარათების რეგულარული შემოწმება, რათა სტაციონარული სამედიცინო ბარათები ნაწარმოები იყოს ქვეყანაში არსებული მოთხოვნების146 შესაბამისად; ც) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტზე; 17 ძ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან ურთიერთანამშრომლობით უზრუნველყოს სერვისის მომხმარებლებისთვის ისეთი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რომლებიც ორიენტირებული იქნება აღდგენაზე და ხელს შეუწყობს პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას და ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; წ) უზრუნველყოს დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების როლის გაზრდა, რათა სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ თემში არსებული პროგრამების მოძიებისა და პაციენტებისთვის გაცნობის ვალდებულება; ჭ) გადახედოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი, რათა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იყვნენ სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფილნი; ხ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აგრანულოციტოზის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების და განსაკუთრებით, ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის კლინიკურლაბორატორიული დინამიკური შეფასება, ასევე, ლეიკოციტების კონტროლი მედიკამენტების გვერდითი მოვლენების მართვის მიზნით; ჯ) ხელი შეუწყოს დაწესებულებაში გამოკვლევების ჩატარებას; მოთავსებული პაციენტებისთვის სკრინინგული ჰ) უზრუნველყოს თერაპევტის მიერ ყველა პაციენტის კონსულტირება დაწესებულებაში მოთავსებისთანავე; ჰ1) დაწესებულებებთან თანამშრომლობისა და ხელშეწყობის გზით უზრუნველყოს: ჰ1.ა) დაწესებულებების სტაციონარულ განყოფილებებში დღისა და ღამის განმავლობაში მომუშავე პერსონალის რაოდენობის გაზრდა; ჰ1.ბ) დაწესებულებებში ფსიქოსოციალური მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისათვის შესაბამისად აღჭურვილი თერაპიული სივრცეების შექმნა; ჰ2) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებას, მათ შორის, კვალიფიციური ტრენინგ პროგრამების დანერგვასა და მათზე წვდომას; ჰ3) ურთიერთთანამშრომლობის გზით განიხილოს პენიტენციური ჯანდაცვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ინტეგრაციის საკითხი; ჰ4) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება; ჰ5) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის გადაწყვეტილება ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე; ჰ6) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უზრუნველყოს პაციენტის და მნახველის შეხვედრა ეპიდემიური ნორმების დაცვით; 18 ჰ7) სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომობის კუთხით და გამოვლენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა; ჰ8) მშობიარობის შემდგომი ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დააინტეგრიროს დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში; სერვისები პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ოჯახის დაგეგმვის სერვისები ჰ9) დაიწყოს მუშაობა სრულყოფილად ინტეგრირების მიზნით, მასზე გეოგრაფიული და ფინანსური წვდომის ბარიერების აღმოსაფხვრელად; ჰ10) შეიმუშაოს ე.წ. გინეკოლოგიური ძალადობის დეფინიცია, გაიწეროს და დამტკიცდეს ღირსების შემლახველი კონკრეტული პრაქტიკების ნუსხა; ჰ11) პირველადი ჯანდაცვის სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ასამაღლებლად, შეიმუშაოს ეფექტიანი საკომუნიკაციო ღონისძიებები ოჯახის ექიმის ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით, განსაზღვროს მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების კონკრეტული ინდიკატორები, ასევე, გადაამოწმოს მიღებული შედეგები; ჰ12) შეიმუშაოს მკაფიო და დროში გაწერილი გეგმა პანდემიის პირობებში პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, მართვა) ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად; ჰ13) შეიმუშაოს სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საექიმო/საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებას, დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მოტივაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას; ჰ14) შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტებს; ჰ15) ონკოლოგიური პაციენტებისათვის გათვალისწინებულ სერვისებზე მიმართვიანობის გასაზრდელად და დაავადებების ეფექტიანად სამართავად, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების მიერ სერვისების სრულად მიღებას, მკურნალობაზე დამყოლობის და სერვისების მიღებაზე მონიტორინგს; ჰ16) მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში განახორციელოს ცვლილებები საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად; ჰ17) ყოველწლიურად შეაფასოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული სოციალური მუშაკების კადრების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გაატაროს სათანადო ღონისძიებები სოციალური მუშაკების რაოდენობის გასაზრდელად; ჰ18) ყოველწლიურად შეაფასოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ფსიქოლოგთა რაოდენობის გასაზრდელად; ჰ19) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადაამზადოს 19 ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მეორეული ვიქტიმიზაციისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების შესახებ; ჰ20) პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სოციალური ფუნქციის ასამაღლებლად, მოახდინოს სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციირება; ჰ21) უზრუნველყოს დასაქმების სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირება, გაფართოება და ახალი კომპონენტების შემუშავება შშმ პირთა საჭიროებების კვლევებსა და არსებული პროგრამების განხორციელების ანალიზზე დაყრდნობით; ჰ22) შეიმუშაოს გაიდლაინები/რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება დამსაქმებლებს შშმ პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებაში, ინკლუზიური კოლექტივის შექმნაში, უნივერსალურ დიზაინის პრინციპების გააზრებასა და სამუშაო ადგილზე გონივრული მისადაგების უზრუნველყოფაში; ჰ23) უზრუნველყოს კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიატრიული პაციენტის უსაფრთხო მართვის პროცესის ხელშეწყობა, შესაბამისი ზედამხედველობის განხორციელების გზით; ჰ24) ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის ორგანიზებული წარმართვის მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია. განავითაროს სათემო მომსახურებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი; ჰ25) მიიღოს ქმედითი ზომები მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების გაუქმების პრევენციისა და სპეციალიზებული დაწესებულებების მულტიპროფილურ კლინიკებში შესაბამისი განყოფილებებით ჩანაცვლების წახალისების მიზნით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების სისტემის ცვლილების გზით; ჰ26) უზრუნველყოს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობით ორგანიზაციების ჩართულობით დეინსტიტუციონალიზაცის სტრატეგიის დროული შემუშავება და დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს: ჰ26.ა) არსებული 24 ადამიანზე გათვლილი სათემო სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას; ჰ26.ბ) არსებული თანამედროვე სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული სერვისების გაძლიერებას და მომზადებას შშმ პირთა/ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად; ჰ26.გ) სოციალური რეაბილიტაციისა და მხარდამჭერის უზრუნველყოფას სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირებისთვის; სერვისების მისაწვდომობის ჰ26.დ) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა/ბავშვთა მოცვას; ჰ27) შეაფასოს მხარდაჭერის სისტემის ყველა ეტაპი, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შეიმუშაოს შესაბამისი ცვლილებების სტრატეგია სფეროში სისტემური და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით; ჰ28) შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები; ჰ29) გააძლიეროს რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ოჯახების მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. 20 ჰ30) გადახედოს ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსებას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; ჰ31) პაციენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადახედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო და შემთხვევები განიხილოს უმოკლეს ვადაში; ჰ32) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, ასევე, გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის; ჰ33) დროებითი ექსპერტთა ჯგუფის ფორმატში განსახილველად წარმოადგენოს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით განსაზღვრული საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისათვის ქონების გასხვისების 3 წლიანი აკრძალვის საკითხი და უზრუნველყოს ამ საკითხის ინკლუზიურად განხილვა; ჰ34) ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი თანხის გასაზრდელად, შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას; ჰ35) შეიმუშაოს იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ ერთიანი მიდგომების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი; ჰ36) პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორის დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლებების თაობაზე; ჰ37) გააძლიეროს და დახვეწოს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში ბენეფიციართა გაძლიერების პროგრამები; ჰ38) ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში გადახედოს და განაახლოს პირველადი ნივთების გაცემის წესი და ჩამონათვალი, არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ჰ39) ხელი შეუწყოს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში დასაქმებულ პირთა გადამზადებას აღსაზრდელთა რთული ქცევის, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის, ასევე, თითოეულ სახლში, არასრულწლოვნებთან მუშაობის კუთხით გამოვლენილ სხვა სპეციფიკურ თემატიკაზე; ჰ40) უწყებათაშორისი, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მოახდინოს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, აჭარის რეგიონში 24საათიანი მომსახურების გახსნის მიზნით; ჰ41) შეაფასოს საჭიროება და შეიმუშაოს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ადამიანური და მატერიალური რესურსით გაძლიერების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის კონკრეტული გეგმა; ჰ42) უზრუნველყოს სპეციალურ მინდობით აღმზრდელთა გადამზადება. შშმ ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებამდე, მიიღოს ინფორმაცია მიმღებ ოჯახში მისაწვდომი გარემოსა და დამხმარე მოწყობილობების შესახებ, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს აღნიშნულის უზრუნველყოფა; 21 ჰ43) გააძლიეროს რეინტეგრაციის ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვის ოჯახები მათი საჭიროებების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული შშმ ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნება; ჰ44) გააძლიეროს მონიტორინგის სისტემა, რათა მოხდეს მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამებში ჩართული შშმ ბავშვების მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგი; ჰ45) გააძლიეროს მონიტორინგი, შეიმუშაოს და პრაქტიკაში აამოქმედოს ეფექტური მეთოდოლოგია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებებში; ჰ46) გააძლიეროს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან შშმ პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტების შესწავლისა და მათზე რეაგირების პროცესში; ჰ47) უზრუნველყოს სახელმწიფო სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ან სარგებლობის მაძიებელ იმ შშმ პირთა სტატისტიკის წარმოება, რომლებიც არიან თავშესაფრის მაძიებლები, ან აქვთ საერთაშორისო დაცვის სტატუსი, მათ შორის, ძალადობის შემთხვევების აღრიცხვის დროს; ჰ48) აღრიცხოს დევნილთა განსახლების ყველა ის ობიექტი, რომელთა მდგრადობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის, საჯარო ან სხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მოამზადოს საექსპერტო შეფასება; ჰ49) 2022 წელს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან, გრძელვადიანად განასახლოს არანაკლებ 550 დევნილი ოჯახი; ჰ50) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად გამოავლინოს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30% მოახმაროს ასეთი ოჯახების განსახლებას; ჰ51) 2022 წელს დაასრულოს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი; ჰ52) გააანალიზოს ქართული ენის სწავლების მეთოდების ხარვეზები და სწავლება მოარგოს ბენეფიციართა საჭიროებებს; ინტეგრაციის პროგრამების ჰ53) ქსელის/ვებგვერდის საშუალებით; თაობაზე ინფორმაცია გაავრცელოს სოციალური ჰ54) შექმნას ბენეფიციართა მონაცემთა ერთიანი ბაზა; ჰ55) დროულად დაასრულოს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების ვაკანტური თანამდებობების დაკომპლექტება; ჰ56) 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად, აწარმოოს ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით; ჰ57) გააუმჯობესოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ნორმები/სტანდარტი, რომლითაც განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებლად მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული საბჭოსათვის განსახილველად მიწოდების დროული და სრულყოფილი წარდგენის ვალდებულება; 22 ჰ58) საკანონმდებლო ინიციატივის გზით შეიმუშაოს ორსულობისა და მშობიარობის გამო, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურების ერთიანი სტანდარტი იმგვარად, რომ არ გააუარესოს რომელიმე სამიზნე ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა; ჰ59) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინოს სამედიცინო მოდელის მოქმედებით განპირობებული უთანასწორობა და მხედველობაში მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებები; ჰ60) უზრუნველყოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი და ამ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიში 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს საზოგადოებას; ჰ61) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი; ჰ62) შეისწავლოს ონკოლოგიური პაციენტებისათვის განკუთვნილი არსებული პროგრამები და განიხილოს სერვისების გაზრდის შესაძლებლობა; ჰ63) სოციალური მუშაობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები; ჰ64) პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გადახედოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრების დაფინანსების მოცულობა გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად; ჰ65) უწყებათაშორისი, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თანამშრომლობის საფუძველზე, გაზარდოს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად; ჰ66) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო უწყებებში დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად, შიემუშაოს ახალი დასაქმების პროგრამები; ჰ67) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეისწავლოს ფსიქიატრიული სტაციონარებიდან ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების გაქცევის გამომწვევი მიზეზები. 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: ა) დროულად შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, სულ მცირე 10 წლიანი პერიოდისთვის და უზრუნველყოს მის დასამტკიცებლად საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის ჯეროვნად და დროულად წარმართვა; ბ) უზრუნველყოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება; გ) გააუმჯობესოს ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობა საქმიანობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე; 23 დ) ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებებთან მიმართებით, დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ. 9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ა) შეისწავლოს ადამიანის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულყოფილად ინტეგრირების საჭიროება ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემებში და იდენტიფიცირებულ საჭიროებათა შესაბამისად დაგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები; ბ) პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტები საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა (2022-2032) და სამოქმედო გეგმებში, ფორმალური განათლების ყოველი საფეხურისთვის განსაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობაზე მიმართული ამოცანები/აქტივობები და შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები; დ) გადახედოს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების არსებულ პროცედურას და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ექსპერტის ჩართულობა ყველა ეტაპზე; ე) შეისწავლოს საჭიროება და ზოგადი განათლების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის ეტაპზე დაგეგმოს საზოგადოებრივ საწყისებზე მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის წამახალისებელი ღონისძიებები; ვ) უზრუნველყოს სკოლებში პროაქტიული მონიტორინგი რელიგიური ინდოქტრინაციის და პროზელიტიზმის შემთხვევების გამოსავლენად და მიიღოს ყველა ზომა სათანადო რეაგირების და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით; ზ) ზოგადი განათლების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებში, საგნობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვროს ვალდებულება, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოს შინაარსი გაითვალისწინებს იმგვარ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან ტრანსფორმაციასა და მშვიდობის კულტურის გაზიარებას; თ) ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოს ციფრული მოქალაქეობის სწავლება იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების სრულფასოვანი ინტეგრირება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ი) რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით განსაზღვროს მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციული აქტივობები, მათ შორის პედაგოგთა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროს ნორმატიულ დონეზე; კ) მუნიციპალურ დონეზე აღრიცხოს/შეაფასოს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობით, გამოვლენილი საჭიროებების 24 შესაბამისად, შეიმუშაოს სამომავლო გეგმა ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად; ლ) გადაამზადოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეებისთვის კი, ჩაატაროს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ბულინგის თემაზე; მ) მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით განახორციელოს სკოლამდელ აღზრდაში ჩართული შშმ აღსაზრდელების საჭიროებებისა და ზოგადი ტენდენციების კვლევა. გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად მოახდინოს აქტივობების დაგეგმვა; ნ) მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინოს „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მონაცემთა სიღრმისეულად დამუშავება, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამის სერვისებში ჩართვა, ასევე, საჭიროებისამებრ, არსებული მექანიზმების გაძლიერება; ო) განახორციელოს იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს საფეხურზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დაგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები; პ) მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით, მიიღოს სათანადო ზომები შშმ მოსწავლეების/სტუდენტების საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და სასწავლო მასალებზე წვდომის გასაუმჯობესებლად, გატარებული ღონისძიებების შესახებ მოამზადოს ანალიტიკური დოკუმენტი; ჟ) განახორციელოს დისტანციური ინკლუზიური სწავლების ხარისხის კვლევა/შეფასება ზოგად და უმაღლეს საფეხურებზე; რ) განახორციელოს უმაღლეს განათლებაში ჩართულ შშმ სტუდენტთა საჭიროებების შეფასება და გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შეიმუშაოს რეკომენდაციები; ს) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით შეიმუშაოს/გააძლიეროს სსსმ (შშმ) სტუდენტთა მხარდამჭერი მომსახურებები; ტ) ეროვნული უმცირესობების ენოვან სკოლებში გააძლიეროს ბილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები. მომზადოს/გადაამზადოს ბილინგვური პედაგოგები; უ) გააგრძელოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება; ფ) საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები; 25 ქ) შეისწავლოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე სასწავლო რესურსების მომზადებისა და გამოცემის, აგრეთვე პედაგოგთა გადამზადების საჭიროებები და პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები; ღ) როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ისე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას; ყ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; შ) გააგრძელოს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები; ჩ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, განავითაროს უმაღლესი განათლების ხელშემწყობი პროგრამები ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში სწავლის მიმართ დაინტერესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით; ც) უზრუნველყოს განათლების ყველა ეტაპზე ჩართულ თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე, მათ შორის შშმ და სსსმ, მოსწავლეთა სტატისტიკის წარმოების საჭიროება და კვლევის შედეგების შესაბამისად დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები; ძ) 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, ასევე, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროება; წ) 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროება; ჭ) 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროება; ხ) ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზებას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით; ჯ) ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებებთან მიმართებით, დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ“; ჰ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მესხების თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდაზე ორიენტირებული, ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. 26 10. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ: ა) კულტურის კოდექსის შემუშავებისას გაითვალისწინოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სამართლებრივი რეგულირების საკითხი და უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა; ბ) გააგრძელოს გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პროცესების და ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის; გ) გააგრძელოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დარგის კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობა; დ) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში შეუდგეს ამ ძეგლების კონსერვაციას ან/და რესტავრაციას; ე) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა, საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით, დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება; ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; გ) რატიფიცირების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“. 12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) 2011/92/EU დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, შეისწავლოს სკრინინგის კრიტერიუმები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება; ბ) დაგეგმოს და უზრუნველყოს თემატური სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, მაგალითად, ჰიდროელექტრო პროექტებთან, ელექტროგადამცემ ხაზებთან, მაგისტრალებთან დაკავშირებით და იმსჯელოს ამ დოკუმენტებით სავალდებულოდ ხელმძღვანელობის მიზანშეწონილობაზე; გ) შეისწავლოს საჯარო განხილვების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით არსებული პრაქტიკა და ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს „საჯარო განხილვის წესის 27 დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში“ ცვლილებების შეტანა; დ) შეისწავლოს არსებული პრაქტიკა და ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს საჯარო განხილვისათვის ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. 13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა: ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხების თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდაზე ორიენტირებული, ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზების მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) განიხილოს საქართველოში დაბრუნებული მესხებისათვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების განახლებული მექანიზმების თაობაზე ინიციატივის წარდგენის საჭიროება; გ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმების საქართველოს პარლამენტში შექმნის საკითხზე; დ) შეიმუშაოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ინტერეთნიკური და ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერების გეგმა და მექანიზმები, თემთაშორისი უკონფლიქტო ურთიერთობების განვითარების მიზნით. 14. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) უზრუნველყონ მერიის წარმომადგენლების ცოდნის და კომპეტენციის გაფართოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ბ) დანერგონ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის პრაქტიკა და გამოყონ შესაბამისი ფინანსური რესურსი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად; გ) შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის საჭიროებები, მათ შორის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის/დაფარვის კუთხით და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები; დ) საჭიროების შესაბამისად საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები, ასევე, უზრუნველყონ საჭიროების მქონე ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანა; ე) საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში; ვ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური სრულად არ დაკომპლექტებულა სათანადო კვალიფიკაციის მქონე მინიმალური კადრით, შეასრულონ ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი ვალდებულება; 28 ზ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალი გადაამზადონ დისტანციური სწავლების საკითხზე; თ) საჭიროების შემთხვევაში, შეაფასონ დისტანციური სააღმზრდელო პროცესის ხელმისაწვდომობის გამოწვევები და ამის საფუძველზე, შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა და გაატარონ პროცესის ხელშემწყობი სათანადო ღონისძიებები; ი) კერძოდ, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურებმა მოახდინონ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების აღსრულებაზე ეფექტური ზედამხედველობა; კ) შეიმუშაონ და დანერგონ პროგრამები/სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობაზე; ლ) ბაგა-ბაღებს, აღსაზრდელთა საჭიროებებიდან გამომდინარე დაამატონ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები, ლოგოპედები, ოკუპაციური თერაპევტები, ასისტენტები, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტები, სხვა სპეციალისტები; მ) განახორციელონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭოების ფორმირება და ხელი შეუწყონ მათ ეფექტურ ფუნქციონირებას. განახორციელონ აღნიშნულ საბჭოებში შშმ აღსაზრდელთა მშობლების ჩართვა; ნ) განახორციელონ მონიტორინგი ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიზნით და მოამზადონ შესაბამისი ანგარიშები; ო) უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების ეფექტიანად მუშაობა, მათ შორის, პანდემიის პირობებში, ონლაინსხდომების ჩატარების გზით; პ) შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ხანდაზმული პირების წინაშე არსებული საჭიროებების შესაფასებლად (ხანდაზმულთა საჭიროებების შეფასების დოკუმენტი). ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები, ასახონ ბიუჯეტში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება; ჟ) ეკომიგრაციის თავიდან არიდების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია; რ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყონ კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; ს) კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიებმა 2022 წლის განმავლობაში შეაფასონ სოციალური საცხოვრისების სათანადოობა და საცხოვრებლად ვარგისიანობა, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კი, იქ მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრისით; ტ) კერძოდ, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და 29 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები; უ) კერძოდ, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება; ფ) კერძოდ, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით დაიწყონ მუშაობა გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათ მიერ ენობრივი ბარიერის დაძლევის ხელშეწყობას; ქ) კერძოდ, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით დაიწყონ მუშაობა გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების) ან ამ ნორმატიული აქტების შესახებ ინფორმაციის (ძირითადი შინაარსის ჩათვლით) ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათ მიერ ენობრივი ბარიერის დაძლევის ხელშეწყობას; ღ) კერძოდ, სამტრედიის, ლაგოდეხის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ლენტეხის, ასპინძის, ბორჯომის, ზესტაფონის, სენაკის, რუსთავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებმა ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, მოითხოვონ შესაბამისი ფინანსების გამოყოფა. 15. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა განგრძობადი სწავლება შშმ ამომრჩეველთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ. 16. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების სატელევიზიო ტრანსლირება და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზებას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში; 17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი თანხის გაზრდის საჭიროების 30 საკითხი და შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 18. თანამდებობის პირებმა კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს, დაიცვან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და ხელი შეუწყონ მათ საქმიანობას. 19. ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღონ პრევენციული ზომები პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების თავიდან აცილების მიზნით. 20. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის №710-Vრს-Xმპ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად. 21. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2023 წლის 1 მარტამდე. 22. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, ____________ 2022 წ. N________ 31
ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წელი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში შესავალი .......................................................................................................................................................... 8 1. სიცოცხლის უფლება ............................................................................................................................ 23 1.1. შესავალი.............................................................................................................................................................. 23 1.2. სახელმწიფოს სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება პანდემიის დროს ............................................................................................................................................................................. 23 1.3. სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში ................................................................................................................................................ 25 1.4. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევები ............ 29 1.5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ....................................................................................................... 31 1.6. ე.წ. ხორავას საქმეზე მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება .............................................. 32 1.7. სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ....................................................................................................................................................... 32 2. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება ....................................................................................................... 35 2.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 35 2.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება არასათანადო მოპყრობას ..................................................... 37 2.3. არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ფაქტორები...................................................................................................................................... 48 2.4. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება ......................................... 58 3. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ....................................................................... 81 3.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 81 3.2. დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.............................................................. 82 3.3. თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა................................... 82 3.4. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების ან შეცვლის თაობაზე განჩინების გასაჩივრების პრაქტიკა ...................................................................................................................................... 83 3.5. ივანე მერაბიშვილის საქმე ....................................................................................................................... 84 3.6. საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები ......................... 85 3.7. პატიმრების გათავისუფლების მექანიზმები .................................................................................. 86 3.8. ყოფილი მსჯავრდებულების პოლიციაში დაბარების პრაქტიკა ........................................... 90 4. სამართლიანი სასამართლოს უფლება ....................................................................................... 93 4.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 93 4.2. სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები..................................... 95 1I 4.3. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება .......................................................................... 103 4.4. ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება .......... 108 4.5. ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვა პენიტენციურ დაწესებულებაში .................... 109 4.6. მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეები ................................................ 111 4.7. კანონიერების პრინციპის დარღვევა ................................................................................................... 115 4.8. არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი წარმომადგენლის დაკითხვა................................ 116 4.9. შეჯიბრებითობის პრინციპი .................................................................................................................... 116 5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ........................................................................................ 120 5.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 120 5.2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება...................................................................... 121 5.3. სავარაუდო უკონტროლო მიყურადება ............................................................................................. 123 5.4. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევები ..................................... 124 5.5. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში ....................................... 127 5.6. გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში .................................... 130 6. თანასწორობის უფლება................................................................................................................... 135 6.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 135 6.2. ახალ კორონავისურთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისობა თანასწორობის პრინციპთან ........................................................................................................................... 136 6.3. ქალთა თანასწორუფლებიანობა .......................................................................................................... 136 6.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორუფლებიანობა......................... 137 6.5. არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების უფლებები ............................................................................................................................................................... 138 6.6. ლგბტ+ თემის თანასწორუფლებიანობა .......................................................................................... 139 6.7. უთანასწორობა სოციალური დაცვის სისტემაში.......................................................................... 140 6.8. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებსა და საქმიანობის შესრულებისას .............. 140 6.9. დისკრიმინაციის წახალისება ................................................................................................................ 141 6.10. გამოწვევები სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისას .......................................................................................................................................................... 141 7. გენდერული თანასწორობა ............................................................................................................. 143 7.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 143 7.2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული მეინსტრიმინგი ............................ 143 7.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები ........................................... 144 7.4. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ............................................................................................... 146 2I 7.5. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები .................. 148 7.6. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ..................................................................................................... 149 7.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა .............................................................................................. 150 7.8. გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი) ................... 153 7.9. ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება ......................................................................................... 155 7.10. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა .................................................................................... 156 8. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება .................................................................................... 160 8.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 160 8.2. სავარაუდოდ, სუს-ის მიერ უკანონოდ მოპოვებული ფარული მასალების გავრცელება ........................................................................................................................................................................................ 161 8.3. საქართველოს კანონმდებლობა ............................................................................................................ 162 8.4. არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულთა რელიგიური საჭიროებები ........................................................................................................................................................... 164 8.5. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები................................................... 166 8.6. რელიგიური დღესასწაულები ............................................................................................................... 169 9. გამოხატვის თავისუფლება ............................................................................................................. 172 9.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 172 9.2. მედიის წარმომადგენელთა დაცულობა და მათი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა ....................................................................................................................... 172 9.3. მაუწყებლის პროგრამების შინაარსობრივი კონტროლი.......................................................... 177 9.4. გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ინიციატივები.... 180 10. შეკრების თავისუფლება ................................................................................................................ 182 10.1. შესავალი ......................................................................................................................................................... 182 10.2. 5 ივლისს განვითარებული მოვლენები .......................................................................................... 183 10.3. შეკრების გამართვის ადგილზე დაწესებული შეზღუდვები .............................................. 185 10.4. კარვის განთავსების შეზღუდვა შეკრების მიმდინარეობისას ........................................... 187 10.5. შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა................................... 188 11. ინფორმაციის თავისუფლება ....................................................................................................... 191 12. უფლებადამცველები ....................................................................................................................... 194 13. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.................................................................................... 197 13.1. შესავალი ......................................................................................................................................................... 197 13.2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა - პოლიტიკის, კანონმდებლობისა და აღსრულების გამოწვევები .............................................................................................................................. 198 3I 13.3. ნამახვანჰესის პროექტი........................................................................................................................... 201 13.4. საავტომობილო გზების პროექტები ................................................................................................. 203 13.5. სივრცითი მოწყობა და გარემოს დაცვა .......................................................................................... 204 13.6. უფლება სუფთა ჰაერზე......................................................................................................................... 206 14. შრომის უფლება ................................................................................................................................ 209 14.1. შესავალი ........................................................................................................................................................ 209 14.2. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა .................................................................... 210 15. ჯანმრთელობის დაცვის უფლება............................................................................................... 213 15.1. შესავალი ......................................................................................................................................................... 213 15.2. პანდემიის მართვა ..................................................................................................................................... 213 15.3. ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა.......................................................... 214 15.4. პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები პანდემიის პირობებში............................................ 215 15.5. მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო კადრები ..................................................... 216 15.6. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა .............................................................................................. 217 15.7. პაციენტის უფლებები .............................................................................................................................. 218 15.8. ონკოლოგიურ პაციენტთა უფლებები.............................................................................................. 219 15.9. ნარკოპოლიტიკა ......................................................................................................................................... 220 16. სოციალური უზრუნველყოფის უფლება ............................................................................... 225 16.1. შესავალი ........................................................................................................................................................ 225 16.2. მიზნობრივი სოციალური დახმარება.............................................................................................. 225 16.3. სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობა ...................... 226 17. სათანადო საცხოვრებლის უფლება .......................................................................................... 229 17.1. შესავალი ........................................................................................................................................................ 229 17.2. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა რეგიონებში ............................................. 230 18. საკუთრების უფლება...................................................................................................................... 235 18.1. შესავალი ........................................................................................................................................................ 235 18.2. საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებული პრობლემები........................................................................................................................................................... 235 18.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეფერხების საკითხი .....................................................237 18.4. საკუთრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში........................................................ 238 19. საარჩევნო უფლება ........................................................................................................................... 241 19.1. შესავალი ......................................................................................................................................................... 241 4I 19.2. წინასაარჩევნო პერიოდი ....................................................................................................................... 242 19.3. კენჭისყრის დღეები ( I და II ტური).................................................................................................... 243 19.4. დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევა პოლიტიკური მოტივით .............. 245 19.5. ზეწოლა-მუქარის/მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები და ძალადობრივი და სხვა ინციდენტები ........................................................................................................................................................ 246 20. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება............................................................... 249 20.1. შესავალი........................................................................................................................................................ 249 20.2. კონსერვაცია-რეაბილიტაცია და პროცესების საჯაროობა ................................................... 250 21. ადამიანის უფლებათა სწავლება .............................................................................................. 255 21.1. შესავალი ........................................................................................................................................................ 255 21.2. ადამიანის უფლებათა ფორმალური განათლების სახელმწიფო პოლიტიკა ............. 256 21.3. ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობა ფორმალური განათლების სფეროში .......................................................................................................................................................................................257 21.4. ადამიანის უფლებათა სწავლება უმაღლესი განათლების სფეროში ............................ 263 22. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა........................................................................................ 265 22.1. შესავალი........................................................................................................................................................ 265 22.2. განათლების უფლების უზრუნველყოფა ..................................................................................... 265 22.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან .......................................................................................................... 269 22.4. სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე .............................................................................273 22.5. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა ............ 274 22.6. ბავშვთა შრომა ............................................................................................................................................278 22.7. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვები............................................................................279 22.8. თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა ............................................................................... 280 23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ............ 284 23.1. შესავალი........................................................................................................................................................ 284 23.2. ინკლუზიური განათლება .................................................................................................................... 285 23.3. მისაწვდომობა ............................................................................................................................................ 288 23.4. შშმ პირთა დასაქმება ............................................................................................................................. 289 23.5. ფსიქიკური ჯანმრთელობა .................................................................................................................. 289 23.6. შშმ პირები სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ......................................................................... 291 23.7. შშმ პირების მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა ............................................................ 292 5I 23.8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ....................................................................................................................... 294 24. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ................................................................ 299 24.1. შესავალი........................................................................................................................................................ 299 24.2. სოციალური დაცვა.................................................................................................................................... 300 24.3. ხანგრძლივი მოვლა ................................................................................................................................. 300 24.4. ძალადობა ..................................................................................................................................................... 302 25. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია .............................. 304 25.1. შესავალი........................................................................................................................................................ 304 25.2. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ შეფასება ................................................................................................................................... 304 25.3. ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ........................ 305 25.4. წვდომა საჯარო სერვისებზე ................................................................................................................307 25.5. განათლების უფლება ............................................................................................................................. 308 25.6. მედიის ხელმისაწვდომობა................................................................................................................... 310 25.7. დმანისის კონფლიქტი ............................................................................................................................. 311 25.8. მესხების თემის წინაშე არსებული გამოწვევები ..................................................................... 312 25.9. ისტორიული გვარების დაბრუნება ................................................................................................... 313 26. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში ........................................................................ 316 26.1. შესავალი......................................................................................................................................................... 316 26.2. არასათანადო მოპყრობისგან დაცვა ................................................................................................. 317 26.3. საცხოვრებელი და სამუშაო პირობები ......................................................................................... 320 26.4. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა .................................................................................................. 322 26.5. ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ...................... 323 27. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა .... 328 27.1. შესავალი........................................................................................................................................................ 328 27.2. პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე...................................................................................................................... 328 27.3. უსაფრთხოების საკითხები ................................................................................................................. 330 27.4. გადაადგილების თავისუფლების საკითხი და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები........................................................................................................................................................... 332 27.5. განათლების უფლება ............................................................................................................................. 333 6I 27.6. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა ........................................................................................................................................................ 338 28. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა .. 341 28.1. შესავალი......................................................................................................................................................... 341 28.2. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები .......................................................... 341 28.3. დევნილთა გრძელვადიანი განსახლება ....................................................................................... 342 28.4. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება .................................................................................................. 343 29. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა ...................................................................... 345 29.1. შესავალი........................................................................................................................................................ 345 29.2. ეკომიგრანტთა განსახლება ................................................................................................................. 345 29.3. ეკომიგრაციის პრევენცია ...................................................................................................................... 346 30. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში ....................................... 348 30.1. შესავალი........................................................................................................................................................ 348 30.2. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ........................................................................................................................................................ 348 30.3. სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით ბინადრობის ნებართვით სარგებლობის შეზღუდვა............................................................................................................................................................... 356 31. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა ..................................... 359 32. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა..................................................... 361 დანართი #1 - სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული ვიზიტები 375 დანართი #2 - სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სამართალწარმოება ................ 377 7I შესავალი საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიშში წარმოდგენილია 2021 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2021 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4666 განცხადება შემოვიდა. მათ შორის მხოლოდ 3805 განცხადება ექცეოდა სახალხო დამცველის საქმიანობის მანდატის ფარგლებში, ხოლო 861 განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია, ან განაცხადონ უფლებადარღვევის შესახებ. 2021 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე 11126 ზარი შემოვიდა. ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაცია/წინადადებით. უწყებებიდან ყველაზე მეტი რეკომენდაცია გაიგზავნა იუსტიციის სამინისტროში (9), საქართველოს გენერალურ პროკურატურაში (8), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (7), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (6). 2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. მომზადდა და გაიგზავნა 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: თბილისის საქალაქო სასამართლოში (3), მინსკის საქალაქო სასამართლოში (1), ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (2), გორის რაიონულ სასამართლოში (1), თბილისის სააპელაციო სასამართლოში (4), უზენაეს სასამართლოში (2). საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 3 საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა. ანგარიში აერთიანებს შემდეგ თემატიკას: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის პირველი თავი შეეხება სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. საანგარიშო პერიოდში სამწუხარო იყო №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი. ფაქტზე გამოძიება 8I სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო, რომელმაც კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა. საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა პატიმართა შორის დაპირისპირების საფუძველზე ორი მსჯავრდებულის დაჭრისა და ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევა, პატიმრის მიერ თანამესაკნის მკვლელობის მცდელობა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე შეისწავლა ერთ-ერთი საქმე, სადაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენას, რასაც შედეგად პატიმრის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. კერძოდ, პატიმრისთვის განსაზღვრული დაჩქარებული წესით (2-5 დღეში) ჩასატარებელი ოპერაციული მკურნალობა დაახლოებით 7 თვით დაგვიანდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აუცილებელია დადგინდეს, რამდენად მოახდინა გავლენა სასჯელის მოხდის პერიოდში პატიმრისთვის არასათანადო და დაგვიანებულმა მკურნალობამ მის გარდაცვალებაზე და რა იყო მკურნალობის ხარვეზების მიზეზი. სამწუხაროდ, სომატური ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა ან მათზე შეზღუდული წვდომა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად აუარესებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზიც შეიძლება გახდეს. არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სახელმწიფოს არ გაუტარებია ეფექტიანი ღონისძიებები დახურულ დაწესებულებებში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. კერძოდ, კვლავ უცვლელია გარემოპირობები და პრაქტიკები, რომლებიც ქმნიან არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ან, ხშირ შემთხვევაში, იწვევენ ასეთ მოპყრობას. პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც შენარჩუნებული იყო პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკაც, რომლის დროსაც პატიმარს სხეულის ყველა ნაწილს ერთდროულად აშიშვლებინებენ და არა ნაწილ-ნაწილ. პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, სარეაბილიტაციო აქტივობების სიმცირე, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობა და პატიმრობის პირობები. 9I რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, 2021 წელს დაკავებული პირები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. საანგარიშო პერიოდში პრობლემად რჩება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევები. ფიზიკური ძალადობის მეთოდებიდან, რომლებსაც პოლიციის თანამშრომლები 2021 წელს მიმართავდნენ, 2019 და 2020 წლის მსგავსად, ძირითადად იკვეთება ხელბორკილების მჭიდროდ დადება, ხელ-ფეხით ცემა. გასული წლებისგან განსხვავებით, 2021 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის ცნობილი გახდა 2 შემთხვევის შესახებ, როცა დაკავებული პირები მიუთითებდნენ, რომ პოლიციელებმა არ მისცეს საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა, რის გამოც იძულებულები გახდნენ შარვალში მოეშარდათ, მათ შორის, პოლიციის შენობის ეზოში, დაახლოებით 20 ადამიანის თვალწინ, რამაც დაკავებულების დამცირება და ღირსების შელახვა გამოიწვია. სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანია ფსიქიატრიული დაწესებულებები და იქ განთავსებული პაციენტების უფლებრივი მდგომარეობა. პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებიც. კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. ფსიქიატრიული დაწესებულებები, ქვეყანაში მოქმედ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ამ დრომდე არ შექმნილა მათი დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. წინა წლების მსგავსად, 2021 წელს პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, ვერ ტოვებენ დაწესებულებას. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებული 52 სისხლის სამართლის საქმე. საქმეთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. ამის გათვალისწინებით, საქართველოს განსაკუთრებით პარლამენტის მიერ სამწუხაროა, მიღებული რომ საანგარიშო საკანონმდებლო პერიოდში ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლის პირველი მარტიდან, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდა. ეუთო/ოდირი 2022 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნავდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა 10 I გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტიანობას. ასევე, ქვეყანაში კვლავ არ არის შემუშავებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის დარღვეული უფლების აღდგენის პროცესში გამოწვევად რჩება საერთო სასამართლოებში წლების განმავლობაში გაჭიანურებული კომპენსაციის საქმეები. წინამდებარე ანგარიში ასევე მიმოიხილავს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას. 2021 წელს გამოიკვეთა პირთა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დაკავების შემთხვევები, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასა და გასაჩივრებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის განსაკუთრებულად ხარვეზიანობა. საანგარიშო პერიოდში ახალი გამოწვევის სახით გამოვლინდა უცხოელთა მიმართ საექსტრადიციო ვადების ხარვეზიანი გამოყენება და ყოფილ მსჯავრდებულთა პოლიციაში დაბარების პრაქტიკა. საგულისხმოა, რომ შენარჩუნებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია. 2019 წელს პირობით ვადამდე 1 279 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო 2020 წელს - 830. ეს უარყოფითი ტენდენცია შენარჩუნდა 2021 წელსაც - პირობით ვადამდე მხოლოდ 829 პატიმარი გათავისუფლდა. წინა წლების მსგავსად, გადაუჭრელია ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობის და იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შეუსრულებლობამ არსებითი გავლენა მოახდინა მათლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე. სამწუხაროდ, შეთანხმებიდან გასვლით ხელისუფლებამ უარი განხორციელებაზე თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც გაგრძელდა სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად. წინამდებარე ანგარიშში ყურადღება ეთმობა სასამართლოს სისტემაში არსებულ ისეთ ინსტიტუციურ გამოწვევებს, როგორიცაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების ფორმები; ასევე გადაუჭრელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხი - საბჭოში 2022 წლის 30 მარტის მდგომარეობით, არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტის მიერ ასარჩევი არამოსამართლე წევრები. ანგარიშში საუბარია საქმეთა განაწილების ელექტრონულ წესზეც, რომელიც, პროცესში არაკეთილსინდისიერი ინტერვენციის საფრთხეებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას. 11 I სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. გასული საერთო და წლების საკონსტიტუციო მსგავსად კვლავ სასამართლოებში გადაწყვეტილების მიღების ვადები არ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილ სტანდარტებს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების მიუხედავად, საქმეთა განხილვის საკასაციო ეტაპზე კვლავ პრობლემურია სწრაფი და ეფექტიანი მათლმსაჯულების პრინციპების დაცვა. სახალხო დამცველმა ასევე შეაფასა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დატვირთულობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, რათა მმართველ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეებისთვის განსაზღვრულიყო იგივე დატვირთულობა, რაც ჩვეულებრივ მოსამართლეებს აქვთ. წინამდებარე ანგარიშში შეფასებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც სახალხო დამცველმა მართლმსაჯულების არაერთი არსებითი ხარვეზი გამოკვეთა. მათ შორის, ანგარიშში განხილულია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდება („კარტოგრაფების საქმე“), მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე, დავით კეზერაშვილის საქმე და სხვა საქმეები. 2021 წელს, გასული წლების მსგავსად, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. საანგარიშო პერიოდში, ფარული მიყურადების ამსახველი მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვას ჰქონდა ადგილი. გავრცელებული მასალების მოცულობის, მასში მითითებული მონაცემებისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით, აშკარაა, რომ ეს მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო, ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული. გავრცელებული მასალები პირადი ცხოვრების ამსახველ სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან ერთად, სავარაუდოდ, შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის არასრულწლოვანთა სავარაუდო მიმართ შეუტყობინებლობისა და სექსუალური ძალადობის, სამართალდამცავი წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ფაქტების შესახებ. სავარაუდოდ უკანონო და ფართომასშტაბიანი უწყების გადამეტების მიყურადება- თვალთვალი ქვეყანაში ტოტალური კონტროლის საფრთხეებს აჩენს. მას მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის თითოეულ ეტაპზე, რაზეც, სამწუხაროდ, ინსტიტუციური ზედამხედველობა და კონტროლი არ ხორციელდება. 2021 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წლის ბოლოს, 4 დღეში საქართველოს პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველი და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებაზე პასუხიმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის - არაკონსტიტუციური და დაჩქარებული პროცედურით გაუქმება, რის 12 I შედეგადაც 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვამ შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა კანონპროექტის განხილვის პროცესში. კანონპროექტი ასევე უარყოფითად შეაფასა ეუთო/ოდირმაც და აღნიშნა, რომ ასეთი გაუმჭვირვალე ფორმით კანონის მიღება ძირს უთხრის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტების სტატუსს. სახალხო დამცველის შეფასებით, მიღებული ცვლილებები არ/ვერ უზრუნველყოფს ორი ახლად შექმნილი სამსახურის და მათი ხელმძღვანელების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს და სამომავლოდ ქმნის რისკებს, რომ მათი სამსახურიც გაუქმდეს, თუკი მათი საქმიანობა მიუღებელი იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის. თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებულია. ულტრამემარჯვენე მოქმედებებითა და იდეოლოგიის განცხადებებით, ხელს მატარებელი უწყობენ პირები ჰომოფობიური თავიანთი განწყობების გავრცელებას, დისკრიმინაციის წახალისებას და ამავე დროს, ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც, ხშირად, კანონდარღვევაში გამოიხატება. თავის მხრივ, ხელისუფლება არ ატარებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს და არც კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებს ეფექტიანად. ამის დასტურია 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, რომელთა დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლგბტ+ თემის, მათი აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაცვა და მათ მიმართ ძალადობის პრევენცია. მეტიც, სწორედ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იყო ჩადენილი ძალადობის წამახალისებელი. ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების მიმართ ძალადობის მაღალი რისკის არსებობა, ვინაიდან 5 ივლისის მოვლენებს კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები უძღოდა წინ. მიუხედავად ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მიიღო ეფექტიანი ზომები ძალადობის თავიდან ასარიდებლად და სამწუხაროდ, არც ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირება იყო სათანადო. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს. 2021 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 161 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც ყველაზე მეტი - 17% პოლიტიკური შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის არსებული 13 I შემთხვევებს ინფორმაციით, შეეხებოდა. 2021 წლის სახალხო დამცველის ადგილობრივი აპარატის ხელთ თვითმმართველობების წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი; სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს. გენდერული თანასწორობის კუთხით, სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ გატარებულა. საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებია (ფემიციდი). სტატისტიკის თანახმად, წინა წლების მსგავსად, ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის შემთხვევების კლების ტენდენცია არ შეინიშნება. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ქალის მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტიდან კი ოჯახური დანაშაულის ნიშანი 16 შემთხვევაში იკვეთება. ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება, როგორც მათი თავიდან არიდების, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვის კუთხით. პრობლემურია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, რეფერირების პროცედურის გამართულად ფუნქციონირება. დადებითად უნდა აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური საინფორმაციო კამპანია ქორწინების იძულების თავიდან ასარიდებლად. 2021 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კვლავ კრიტიკულია და არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ლგბტ+ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. არ გადადგმულა ნაბიჯები რწმენისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით გასულ წლებში გამოვლენილი პრობლემების დასაძლევად. კვლავ უცვლელი ფორმით მოქმედებენ საქართველოს საგადასახადო, კანონმდებლობაში სახელმწიფო ქონების შესახებ და შრომის არსებული დისკრიმინაციული ნორმები. გარდა ამისა, უცვლელია რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრობლემური პრაქტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები. გამოწვევად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულთა რელიგიური საჭიროებები, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 14 I სოფელ ბუკნარში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ნაკლებად არის ორიენტირებული ძალადობის შემთხვევების სისტემურ პრევენციაზე და ძირითადად ინდივიდუალური შემთხვევების მოგვარებისკენ მიმართული ერთჯერადი მიდგომებით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე იზღუდება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცე. მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით, შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში შეინიშნება და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი. 2021 წელს გაიზარდა ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. ზემოაღნიშნულის მსგავსია ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით არსებული გარემოც. 2021 წელსაც შენარჩუნებული იყო უფლებადამცველთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების, დაშინების სამწუხარო ტენდენცია. გამოწვევას წარმოადგენდა მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების მიუღებელი პრაქტიკა, რომლებიც, მათ შორის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ვრცელდებოდა. შეკრების თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც გასულ წლებში, საანგარიშო პერიოდშიც განსაკუთრებით აქტუალური იყო. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში, ძირითადად, პოლიტიკური შინაარსის, სხვადასხვა მასშტაბის მრავალი შეკრება გაიმართა. მათი ნაწილის მიმდინარეობამ სამართალდამცავებისთვის დაკისრებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების პრობლემა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. კვლავ შენარჩუნებული იყო სამართალდამცავი პირების მიერ შეკრების მონაწილეთა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს. 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი ცალკე თავს უთმობს ინფორმაციის თავისუფლებას. საქართველოში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხარვეზიანია და საჭიროებს ძირეულ რეფორმას. 2021 წელს, გარემოს დაცვის უფლების მიმართულებით, საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გამოწვევას წარმოადგენდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის ნაკლოვანებები და მისი აღსრულების პრობლემები, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ადამიანის უფლებების 15 I მიდგომების, სივრცითი მოწყობისას გარემოს დაცვის ინტერესების უგულებელყოფა, ჰაერის დაბინძურების პრობლემები. კვლავ ხარვეზიანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაბინძურების სრულფასოვან სურათს არ იძლევა. გასული წლის მსგავსად, 2021 წელსაც განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები. გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში პოლიტიკის, საკანონმდებლო რეგულაციებისა და აღსრულების თვალსაზრისით არსებული სისტემური პრობლემების ნათელი მაგალითი იყო ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მათ ფონზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოვლინდა ინფორმაციის საჯაროობასა და საზოგადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებული გამოწვევები. შრომის უფლებასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ 2020 წელს განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა 249 ობიექტზე 327 ინსპექტირება/რეინსპექტირება ჩაატარა. გაწეული ზედამხედველობის შედეგად, ჯამში გაიცა 1766 მითითება, რომელთაგან დიდი ნაწილი სამუშაო დროის ხანგრძლივობისა და შრომითი ხელშეკრულების ვადასა და არსებით პირობებთან დაკავშირებულ დარღვევებს ეხება. ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს როგორც დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობაზე, ისე ინსპექტირებების აქტიურად და ინტენსიურად ჩატარების მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე იკლო გარდაცვალების შემთხვევებმა, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კვლავ მაღალია. 2021 წელს დაღუპულთა და დაშავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, 2020 წლის მსგავსად, სამთომოპოვებითი მრეწველობის და კარიერის დამუშავების და საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის სფეროზე მოდის. ძლიერი, მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემა მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მთავარი ფაქტორია. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევად მიჩნეულია ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინასების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა. ჯანდაცვის პროფესიონალები, მნიშვნელოვანი პერსონალური რისკის ქვეშ, ხშირად მუშაობენ მძიმე სამუშაო პირობებში, სათანადო ანაზღაურების გარეშე. საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩებოდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, კვლავ არ შემუშავებულა ერთიანი სახელმწიფო პროგრამა ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ. საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის ერთ-ერთ მიზნად დასახელდა 2021 წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა. თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არაეფექტიანი საინფორმაციო 16 I კამპანიის, დაგვიანებული ფინანსური, წამახალისებელი თუ სხვა ტიპის ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 47%-ს არ აღემატებოდა. კორონავირუსთან საბრძოლველად რეგულაციების შემოღებისა და მოხსნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები უმეტესწილად მეცნიერული მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფით მიიღებოდა. 2021 წლის შემოდგომიდან შეზღუდვების მოხსნის და დარჩენილი პრევენციული ღონისძიებების აღსრულებაზე კონტროლის მოშლის შედეგად, შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად სწრაფად გაიზარდა. 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატი, გასული წლების მსგავსად, აქტიურ ზედამხედველობას უწევდა სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვას. საანგარიშო პერიოდში არსებულ სოციალურ პროგრამათა უმრავლესობა გათვლილი იყო მხოლოდ მინიმალური საჭიროებების მყისიერ დაკმაყოფილებაზე და არა არსებული პრობლემების გრძელვადიან გადაჭრაზე. 2022 წელს „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რასაც სახალხო დამცველი შემდეგ საანგარიშო პერიოდში შეაფასებს. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში 1.7 მილიონამდე პირია დარეგისტრირებული (მოსახლეობის დაახლოებით 27.4%), მათგან 532 242 პირი (52%) იღებს საარსებო შემწეობას. მიზნობრივი სოციალური დახმარების დაფარვა მოსახლეობის დაახლოებით 14.3%-ზე ვრცელდება. ბოლო სამი წელია, სისტემაში მოხვედრის მსურველ პირთა რაოდენობა მზარდია, თუმცა პროგრამა სრულად ვერ ფარავს მოთხოვნას და მოსახლეობის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილ რესურსებზე. ქვეყნის მასშტაბით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან უფასო სასადილოებით მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა მუნიციპალიტეტების ნაწილი, საკვებით ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ბენეფიციარს. ანგარიშის სათანადო საცხოვრებლის უფლების თავში სახალხო დამცველი, გასული წლის მსგავსად, უარყოფითად აფასებს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად საჭირო პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობას. სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. სახელმწიფო დღემდე არ ამუშავებს ინფორმაციას ქვეყანაში უსახლკარობის გამომწვევი ფაქტორების და უსახლკარობის მასშტაბების შესასწავლად, შედეგად, ხელისუფლებას არ გააჩნია კვლევის შედეგებზე დაფუძნებული უსახლკარობის პრევენციისთვის საჭირო პოლიტიკა. 17 I 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი უძღოდა წინ. წინასაარჩევნო პერიოდმა და კენჭისყრის დღეებმა (I და II ტურმა) დაძაბულ გარემოში ჩაიარა. სამსახურებიდან ამ პერიოდში გათავისუფლების გამოიკვეთა უკანონოდ, ფაქტები, ასევე, დისკრიმინაციულად ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების, სავარაუდოდ, უკანონო დამუშავების ფაქტები. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, კანდიდატურის მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს თაობაზე. გამოიკვეთა მედიისა და მოხსნის განცხადება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც. სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლენაზე. კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საანგარიშო წელს აქტუალური იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესები. 2021 წელს განსაკუთრებული სიმწვავით დადგა ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებული საკითხები. პრობლემურია, ერთი მხრივ, ძეგლების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-წარმართვა, მეორე მხრივ კი, ამ პროცესების საჯაროობა. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასევე მიმოხილულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების სწავლების საკითხი. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობისკენ გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, მისასალმებელია, რომ ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტი ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე, თითოეულ კლასში სავალდებულიდ იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა პროგრესი სკოლებში პროზელიტიზმის/რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევათა პროაქტიული გამოვლენის კუთხით. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, 2021 წელს, ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, ყველაზე მძაფრად წარმოჩინდა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულების საჭიროება. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერაც არ დაუმტკიცებია დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების 18 I მინდობით აღზრდისა და ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისებით ჩანაცვლების კონკრეტული გეგმა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებათა სისტემური დარღვევები, არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელი, არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობა. ეს საქმეები დღემდე არ არის გამოძიებული. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, მათი საჭიროებების დასაკმაყოფლებლად, არასაკმარისი მიზნობრივი სახელმწიფო სერვისები და ამ სერვისების არაეფექტიანობა. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შედეგად, საქართველოში 2021 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რიცხვი გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობრივი მაჩვენებელი იყო 235252, როცა 2020 წელს აღნიშნული რიცხვი 186131-ს შეადგენდა. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მათი ამჟამინდელი რაოდენობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 257 სოციალური მუშაკითა და 17 ფსიქოლოგით პირთა უფლებების შემოიფარგლება. საანგარიშო პერიოდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეფექტიანი დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მათ დაკმაყოფილებას. არსებითად არ შეცვლილა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები. პრობლემურია სერვისების გეოგრაფიული დაფარვა, მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა, რადგან ქვეპროგრამები კვლავ არ ეფუძნება სტატისტიკურ და კვლევით მონაცემებს. 19 I სახალხო დამცველი წინამდებარე ანგარიშის ერთ-ერთ თავში ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ხანდაზმულები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. სამწუხაროდ, კვლავ არ არსებობს ხანდაზმულ „საქართველოში პირთა მოსახლეობის მიმართ ძირითადი დაბერების პოლიტიკის საკითხზე დოკუმენტის სახელმწიფო - პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების მექანიზმი, ვინაიდან 2018 წლის შემდეგ არ გაწერილა კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმა. სახალხო დამცველის შეფასებით, სამწუხაროდ, არც საანგარიშო წელს აღმოფხვრილა ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები. კერძოდ, კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემები, საკონსულტაციო მექანიზმების არაეფექტიანობა, სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების სიმწირე, ასევე, მედიის ხელმისაწვდომობა. თავდაცვის სფეროში საანგარიშო პერიოდში, გასული წლების მსგავსად, კვლავ სისტემური პრობლემა იყო სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. თავდაცვის ძალებში ჩარიცხული სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება კვლავ 50 ლარს შეადგენს, რაც თვის განმავლობაში მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარადაც კი არ არის საკმარისი. კვლავ შეუსრულებელია საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობდა ვეტერანებისთვის საშემოსავლო შეღავათის გაზრდას. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წელს შესრულდა სახალხო დამცველის მიერ არაერთგზის გაცემული რეკომენდაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეთა თარჯიმნით მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, თარჯიმნის შტატის დაშვების შესახებ. წინამდებარე ანგარიშში ასევე შეფასებულია კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისები არასახარბიელო დონე და ინფრასტრუქტურა, და მომსახურების მედპერსონალის მაღალი ფასები, კვალიფიკაციის ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, მძიმე გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლებაზე. სამწუხაროდ, გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა განხილულია და ოკუპირებულ არასათანადო მოპყრობის ტერიტორიებზე პრაქტიკა. მცხოვრები ამ ქალებისა თავში და ასევე გოგოების უფლებრივი მდგომარეობა და განათლების უფლების კუთხით არსებული გამოწვევები. საანგარიშო პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში, მეჯვრისხევში, ხურვალეთში, ასევე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, ტახტისძირსა და 20 I დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში განახლდა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. სახალხო დამცველმა, წინა წლების მსგავსად, აქტიურად შეისწავლა დევნილთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან ბევრად ნაკლები დევნილი ოჯახი განსახლდა. ამ დრომდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები, სახელმწიფო პროაქტიულად არ ამოწმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების მდგრადობას. გასული წლების მსგავსად, არც 2021 წელს გაუმჯობესებულა ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა, რადგან ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე და ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაკლებობა 2021 წელს, წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველმა შეისწავლა უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა გასული წლების მსგავსად, მთავარი გამოწვევაა ინტეგრაციის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი. ამ მხრივ ძირითადი პრობლემა კვლავ ქართული ენის არცოდნაა, რაც ხელს უშლის განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართულობას. ამ დრომდე არ არის შემუშავებული იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ „ერთიანი მიდგომის დოკუმენტი“, რომლის შემუშავებაც 2021 წელს იყო გათვალისწინებული. სახალხო დამცველმა ასევე 2021 წელს შეაფასა საზღვრის პასუხისმგებლობისაგან უკანონო კვეთის გათავისუფლების, დროს ასევე, სისხლისსამართლებრივი თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული პირებისათვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვისა და სხვა საკითხები. 2021 წელს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, პრობლემური იყო მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის კომპლექსური და მიზნობრივი საინტეგრაციო პროგრამების არარსებობა. მისასალმებელია, რომ 2021 წლის მაისიდან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასური განახევრდა. ასევე დადებითი ცვლილება იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებებში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლების ჩართვა. წინამდებარე ანგარიშში ასევე განხილულია საკუთრების უფლების დაცვის პრობლემები. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების სახელმწიფო ქონების უფლების ეროვნული რეგისტრაციის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადებში წარუდგენლობით იყო გამოწვეული. 21 I გაჭიანურების ფაქტები, რაც რეესტრისთვის ინფორმაციის სასამართლოები უმეტესად ვერ ახერხებენ გამოსახლების თაობაზე საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი მცირე ვადების დაცვას. შესაბამისად, მოქალაქეებს, საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისთვის, საკმაოდ ხანგრძლივი დავა უწევთ საერთო სასამართლოებში. და ბოლოს, სახალხო დამცველი აფასებს წინა წელს მის მიერ სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციების დამცველმა 2020 წლის შესრულების საპარლამენტო მდგომარეობას. ანგარიშში, საქართველოს სახელმწიფო სახალხო უწყებებს და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს 360 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს 51 წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველის მიერ გაცემული წინადადებებიდან 50 არ შესრულდა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მათი შესრულების მდგომარეობა გასული წლის მსგავსად კვლავ არადამაკმაყოფილებელია, სახელმწიფო უწყებებმა რეკომენდაციების მხოლოდ 14% სრულად და 17% ნაწილობრივ შეასრულეს, ხოლო 63% კი შეუსრულებელი დარჩა. სახალხო დამცველის აპარატისთვის, კანონით დადგენილ ვადაში, გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 სამართალდამრღვევად წლის 2 ცნობილ დეკემბრის იქნა დადგენილებით1 სპეციალური ადმინისტრაციულ პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. სამწუხაროდ, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არ შეასრულა სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის კანონიერი მოთხოვნა და აპარატში მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში, კონკრეტულ პატიმართა უფლებების შესაძლო დარღვევის შესწავლის მიზნით გამოთხოვილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია აპარატს არ წარუდგინა. 1 საქმე №4/7130-21. 22 I 1. სიცოცხლის უფლება 1.1. შესავალი საანგარიშო პერიოდში სიცოცხლის ხელყოფის არაერთმა საქმემ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, თუმცა ამ საქმეებზე სახელმწიფო ორგანოების რეაგირება მხოლოდ კრიტიკას თუ იმსახურებდა. წინამდებარე თავში მიმოხილულია სახელმწიფოს მხრიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გატარებული ღონისძიებები მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, ფსიქიატრიულ და პენიტენციურ დაწესებულებებში პაციენტთა და პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმებისა და 2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობა. ამავე თავში, შეფასებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. წლებია, სახალხო დამცველის აპარატი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს და ითხოვს. სახალხო დამცველს, გამოძიების დასრულებამდე, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილება მიენიჭოს.2 სამწუხაროდ, პარლამენტმა არც გასულ წელს გაიზიარა სახალხო დამცველისთვის მანდატის გაზრდის საჭიროება. 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებების მიმართ 1 წინადადება და 8 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო უწყებების საქმიანობის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი რეკომენდაცია შეფასდა პოზიტიურად. კერძოდ, ნაწილობრივ შესრულებულად ვაფასებთ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატისთვის საგამოძიებოსაპროცესო მოქმედებათა შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდებას. 1.2. სახელმწიფოს სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება პანდემიის დროს კოვიდ-19-ის ვირუსით ინფიცირების გამო, მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგა. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს გამოვლინდა.3 საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა არაერთგზის გააკრიტიკა ხელისუფლება კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის იმ მიდგომების გამო, რამაც 2 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 84. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 48; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 43. 3 2022 წლის 17 მარტის მონაცემებით, კოვიდ-19-ით საქართველოში, ჯამურად 16 612 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30 ნოემბერს გამოვლინდა - 80 გარდაცვლილი. 23 I სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. სახალხო დამცველის შეფასებით, არაეფექტიანი იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. 2021 წლის განმავლობაში, კორონავირუსთან საბრძოლველად რეგულაციების შემოღებისა და მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები, უმეტესწილად, მეცნიერული მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფით მიიღებოდა. ამის სადემონსტრაციოდ საუკეთესო მაგალითია მუდმივი ე.წ. „მწვანე პასპორტის“ შემოღება და შემდეგ მისი გაუქმება, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. ამავე კონტექსტში, მნიშვნელოვანია განვიხილოთ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს როგორც ვაქცინაციის, ისე პანდემიის მართვის პროცესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაქცინაცია არ მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს და კონტრპროდუქტიულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის პროცესში.4 შედეგად, საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. 2022 წლის 3 მარტის მდგომარეობით,5 16 წლის ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 42%-ია სრულად ვაქცინირებული, ასევე ძალიან დაბალია 80 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა. ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 29%-ია აცრილი. ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში, დაუძლეველ წინაღობას ქმნიდა ვაქცინაციის ჩასატარებლად. ამავე დროს, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს, 2021 წლის შემოდგომაზე სახელმწიფოს მიერ წამოწყებული 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა წახალისების კამპანია,6 რამაც ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა. პროგრამის ამოქმედებიდან დაახლოებით სამ კვირაში ვაქცინაცია დამატებით 52 000-მდე ხანდაზმულს ჰქონდა ჩატარებული.7 4 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/3hZtRar > [ბოლოს ნანახია 11.03.2022]. ხელმისაწვდომია: <https://datacov.moh.gov.ge> [ბოლოს ნანახია 17.03.2022]. 6 ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში, ვაქცინის მიმღები 60 წელს გადაცილებული სახელმწიფოსგან 200 ლარს იღებდა. 7 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3KPPki9 > [ბოლოს ნანახია: 17.03.2022]. 5 24 I პირი 1.3. სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში 1.3.1. ხანძარი №17 პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 14 ოქტომბერს, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილმა ხანძარმა ორი მსჯავრდებული იმსხვერპლა.8 ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო, და კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები 9 განახორციელა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევალება. პენიტენციურ დაწესებულებებში დეტალური სახანძროტექნიკური შემოწმება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხოლო საკონტროლო შემოწმება – არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ის ობიექტები, რომლებშიც ღამის საათებში იმყოფებიან ადამიანები, ექვემდებარებიან მიზნობრივ (ოპერატიულ) შემოწმებებს ღამის საათებში, არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ. 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმების 11 დოკუმენტაციის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა. სამსახური, სახალხო დამცველის აპარატის დამადასტურებელი საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართვის საფუძველზე, განაგრძობს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიებას იმასთან დაკავშირებით, შემოწმებულა თუ არა წარსულში თუნდაც სხვა რომელიმე პენიტენციური დაწესებულება, და როდის და რა შედეგებით დასრულდა.12 მოცემული საქმის შესწავლის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსაც მიმართა.13 სამწუხაროდ, აპარატს, სპეციალური 8 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Jn0BXf > [ბოლოს ნანახია 10.03.2022]. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 29 ოქტომბრის SIS 7 21 00026809 და 2021 წლის 31 დეკემბრის SIS 9 21 00033687 წერილები. 10 „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილება. 11 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2021 წლის 4 ნოემბრის №153/10550 წერილი. 12 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2022 წლის 28 იანვრის MIA 0 22 00227299 წერილი. 13 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის 19 ოქტომბრის №15-3/9909 და 2022 წლის 18 იანვრის №15-3/605 წერილები. 9 25 I პენიტენციური სამსახურიდან დღემდე არ მიუღია საბოლოო ინფორმაცია14 იმის შესახებ, შემოწმდა თუ არა წარსულში №17 პენიტენციური დაწესებულება ან სხვა პენიტენციური დაწესებულებები კანონმდებლობის შესაბამისად. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ №17 დაწესებულებაში მომხდარი ხანძრის შემდგომ პერიოდში, 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად შეამოწმა ყველა პენიტენციური დაწესებულება.15 სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება - ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმის მომზადება/განახლება.16 1.3.2. პატიმართა შორის დაპირისპირება 2021 წლის ივლისში, მედიამ, №17 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა.17 დაპირისპირების შედეგად ორი მსჯავრდებული დაიჭრა, ხოლო მსჯავრდებული შ. ა. გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული მასალებისა და არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება დაწესებულების ადმინისტრაციის შესაძლო დაგვიანებული რეაგირება. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შესაბამისი კითხვები გაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციის18 თანახმად, გამოძიება 19 მიმდინარეობს როგორც განზრახ მკვლელობის, ისე №17 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც მსჯავრდებულის გარდაცვალება გამოიწვია.20 გამოძიება მიმდინარეობს ორი 21 მსჯავრდებულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზეც. საქმეზე, 2022 წლის 28 იანვრის მდგომარეობით,22 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ ჰქონდა მიღებული მიკრონაწილაკური, ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დადგენილი და შეფასებული არ ყოფილა კონკრეტული პირების, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების 14 ჩადენის გარემოებები. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა მიღებულია ე.წ. შუალედური პასუხები, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 31 იანვრის №27498/01 და №27919/01 წერილები. 15 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 4 თებერვლის №32360/01 წერილი. 16 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 4 თებერვლის №32360/01 წერილი. 17 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3t4eyDu > [ბოლოს ნანახია 10.03.2022]. 18 2021 წლის 12 აგვისტოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის №SIS 2 21 00019730 წერილი, 2021 წლის 24 სექტემბრის სახელმწიფო ინსპექტორის №SIS 4 21 00023430 წერილი, 2021 წლის 15 ნოემბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის №SIS 1 21 00028531 წერილი. 19 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 108. 20 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 3421, ნაწ. 2. 21 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 117, ნაწ. 1. 22 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 28 იანვრის SIS 0 22 00001952 წერილი. 26 I კონკრეტული პირების მიმართ დაწყებული არ ყოფილა. სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან დაწყებული გამოძიების მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობა მოითხოვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოცემულ ეტაპზე, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო, ვერ შეძლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის მასალების წარმოდგენა.23 სახალხო დამცველის აპარატი ასევე შეისწავლის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიერ თანამესაკნის მკვლელობის მცდელობის საქმეს. 2021 წლის 4 მარტს, დილის საათებში, პატიმარმა მარილით სავსე ბოთლისა და ბასრი იარაღის გამოყენებით, მძინარე მდგომარეობაში მყოფ თანამესაკნე პატიმარს მრავლობითი დაზიანება მიაყენა თავის, კისრის, სახისა და ყურის არეში. ფიზიკური ძალადობა ჩადენილია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში და მთელი ინციდენტი 3 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სახალხო დამცველის რამდენიმე აპარატმა, საყურადღებო ვიდეოჩანაწერების გარემოება გამოკვეთა: დათვალიერების 1. მსჯავრდებულ საფუძველზე, ვ. ა.-ს მიერ მსჯავრდებულ ნ. ქ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის პროცესში დაწესებულების თანამშრომლები ორჯერ იხედებიან საკანში კარის პატარა სარკმლიდან (საკვებურიდან). მათ სავარაუდოდ უნდა დაენახათ სარკმლის წინ მიმდინარე ფიზიკური ძალადობის აქტი, თუმცა, საკანში მხოლოდ 47 წამის შემდეგ შედიან; 2. ამის შემდეგ საკანში შედის 3 თანამშრომელი, რომლებიც ხედავენ როგორ განაგრძობს პატიმარი მეორე პატიმრისთვის დაზიანებების მიყენებას. თანამშრომლები საკანში ყოვნდებიან 24 წამი, არ ცდილობენ ვ. ა.-ს შეჩერებას და გადიან საკნიდან; 3. საკანში დაწესებულების თანამშრომლები სამედიცინო პერსონალის თანხლებით, მხოლოდ 53 წამის შემდეგ ბრუნდებიან. დამატებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ №3 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას ჰქონდა ინფორმაცია შემთხვევის მონაწილე პატიმრებს შორის მანამდე არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებ. კერძოდ, ნ. ქ.-ს მკვლელობის მცდელობამდე, მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის და აგრესიის ფაქტებს, რაშიც ასევე მონაწილეობდა ვ. ა. მეტიც, ხელმძღვანელობას ჰქონდა ერთ-ერთი პატიმრის მიმართვა, სადაც პატიმარი ითხოვდა, რომ ნ. ქ. და ვ. ა., პოტენციური კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ცალ-ცალკე საკნებში განეთავსებინათ.24 ზემოხსენებულმა პატიმარმა განცხადებით მიმართა საგამოძიებო უწყებასაც და აცნობა, რომ მზად იყო საგამოძიებო ორგანოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია დაპირისპირების გამომწვევ გარემოებებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულს 23 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის NSIS 2 21 00033220 წერილი. სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. 24 27 I გამომძიებელი მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის25 შემდეგ შეხვდა და გამოკითხა.26 ამ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს რჩება კითხვები №3 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებებთან დაკავშირებით. უცნობია, დაადგინა თუ არა გამოძიებამ, რა პრევენციული ღონისძიებები იყო გატარებული დაწესებულების მხრიდან ვ. ა-სა და ნ.ქ.-ს ერთად განთავსებამდე, შესწავლილი და გამორიცხული იყო თუ არა უსაფრთხოების რისკები, შესწავლილი და შეფასებული იყო თუ არა დაწესებულების ხელმძღვანელების დანაშაულის ქმედებები (ქმედებით თვალსაზრისით). ან შესაძლო შესაბამისად, უმოქმედობით სახალხო ჩადენილი დამცველის 27 საგამონაკლისო წესით მოითხოვა გამოძიების მასალების გაცნობა, აპარატმა რაზეც გენერალური 28 პროკურატურიდან უარი გვეთქვა. 1.3.3. ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ერთ-ერთი საქმე, სადაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენას, რასაც შედეგად პატიმრის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. კერძოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე შ. მ., რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს დააკავეს, სასჯელს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. სასჯელის მოხდის პერიოდში მას აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც 2019 წლის 26 ნოემბერს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 2020 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა. შ. მ.-ს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს განყოფილებამ29, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე.30 მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ პატიმრისთვის განსაზღვრული დაჩქარებული წესით (2-5 დღეში) ჩასატარებელი ოპერაციული მკურნალობა დაახლოებით 7 თვით დაგვიანდა. ამ პერიოდში მისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურება მხოლოდ სიმპტომური პრეპარატების გამოყენებით შემოიფარგლებოდა. საქმის შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქმის კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარება მოითხოვა.31 საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 25 გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება, შ. სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის 22 ივნისის №15-15/5997 მიმართვის წერილი. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2021 წლის 30 ივნისის №8737 საპასუხო წერილი. 27 სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის 11 მაისის №15-15/4516 წერილი. 28 გენერალური პროკურატურის 2021 წლის 18 მაისის №13/28390 წერილი. 29 2020 წლის 6 ივლისის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/36825 წერილი. 30 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 116, ნაწ. 1. 31 საქართველოს სახალხო დამცველის № 15-2/3379 წინადადება. 26 28 I მ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია შეიცვალა სამოხელეო დანაშაულის შესაბამისი მუხლით32 და საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაეცა.33 გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს პენიტენციურ სისტემაში პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების დროულობასა და ადეკვატურობასთან, ოპერაციული მკურნალობის დაყოვნებასთან დაკავშირებულ კითხვებს. ამასთანავე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად მოახდინა გავლენა სასჯელის მოხდის პერიოდში პატიმრისთვის არასათანადო და დაგვიანებულმა მკურნალობამ მის გარდაცვალებაზე და რა იყო მკურნალობის ხარვეზების მიზეზი. სამწუხაროდ, 2022 წლის 28 იანვრის მდგომარეობით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაგზავნილი სახელმწიფო ინსპექტორისთვის ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჭირო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა.34 სახალხო დამცველის აპარატმა საგამონაკლისო წესით მოითხოვა გამოძიების მასალების გაცნობა,35 თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე ვერ შეძლო მასალების საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის წარმოდგენა.36 სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმეზე დაკვირვებას. 1.4. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევები სომატური ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა ან მათზე შეზღუდული წვდომა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზიც შეიძლება გახდეს. 37 შიზოფრენიის მართვის ეროვნულ გაიდლაინში38 საგანგებოდ არის მითითებული ანტიფსიქოზური პრობლემების მედიკამენტების ადრეული მონიტორინგის გამოვლენის, სიმძიმის მნიშვნელობაზე, შეფასების და სომატური ანტიფსიქოზური მკურნალობის სტრატეგიის სწორი შერჩევისთვის. 32 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 342. ნაწ. 2. 2021 წლის 30 აპრილის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/26148 წერილი. 34 2022 წლის 28 იანვრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის SIS 1 22 00001953 წერილი. 35 2021 წლის 17 დეკემბრის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №15-4/12060 წერილი. 36 2021 წლის 27 დეკემბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის №SIS 2 21 00033220 წერილი. 37 სახალხო დამცველის აპარატის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. 38 ამავე პრობლემაზე მიუთითებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშში. კომიტეტისთვის მიუღებელია, სტაციონარში მოთავსებულმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებმა, რომელთაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, იზრუნონ თავიანთ სომატურ ჯანმრთელობაზე, და სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 128, 2018 წლის 1021 სექტემბრის ვიზიტი. 33 29 I ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სარგებლობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით. თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა არ ითვალისწინებს შესაბამისად, პაციენტთა პაციენტებს სომატური ჯანმრთელობის დამატებითი დაცვის გამოკვლევებისა და დაფინანსებას. ხანგრძლივი მკურნალობისთვის თავად უწევთ ხარჯების გაღება. იმ პირობებში კი, როდესაც პაციენტთა ნაწილი ხანგრძლივად იმყოფება დაწესებულებაში, ხოლო ზოგიერთ მათგანს ოჯახიც არ ჰყავს, ფინანსური რესურსის არქონის გამო ხელი არ მიუწვდებათ ასეთ მკურნალობაზე (ამას ემატება ტრანსპორტირების პრობლემაც, რაც დამატებით ხარჯებთან და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული) და ამგვარად, საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შედეგად, სომატური ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის არასრულფასოვანმა მონიტორინგმა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობამ, შესაძლოა, ბენეფიციართა გარდაცვალება გამოიწვიოს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა, თუკი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისთვის სათანადო მზრუნველობისა და მკურნალობის 39 აღმოუჩენლობა მათი გარდაცვალების მიზეზი გახდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ აწარმოებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სრულყოფილ სტატისტიკას. ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესრულებული სამუშაოც. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადგილზე სტაციონარში 2020 და 2021 წლებში გარდაიცვალა 12 პაციენტი, ხოლო პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ მოძიებული ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადგილზე სტაციონარში და სხვა სტაციონარში გადაყვანის შემდეგ, ჯამში, მხოლოდ 2021 წლის 1 იანვრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, გარდაიცვალა 14 პაციენტი.40 სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, გადადგას დროული ნაბიჯები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ყოფნის დროს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის 39 Inter alia, „სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ“ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, საჩივარი №47848/08, 143-144. 40 ინფორმაცია პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მოიძია როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაყვანისა და გაწერის ჟურნალების შესწავლით, ისე ხონის რაიონულ სამმართველოში შეტყობინებების შესწავლის შედეგად. ჟურნალის შემოწმებით ცნობილი გახდა გარდაცვალების 10 შემთხვევა, ხოლო ხონის რაიონულ სამმართველოში დამატებით - 4 შემთხვევა. 30 I შემდგომ გარდაცვლილი პაციენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზებისთვის რეესტრის შესაქმნელად. გარდაცვლილი პაციენტების ზუსტი აღრიცხვა აუცილებელია ამ შემთხვევებზე სამინისტროს რეაგირებისა და ასეთი შემთხვევების მომავალში თავიდან ასაცილებლად. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევებზე სრულყოფილი სტატისტიკა აწარმოონ უშუალოდ ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმაც. შესაბამისად, სამინისტრომ ფსიქიატრიული დაწესებულებები უნდა დაავალდებულოს, რომ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ სომატური პროფილის საავადმყოფოებსაც ჰქონდეთ ვალდებულება, ჯანდაცვის სამინისტროს შეატყობინონ იმ პაციენტების გარდაცვალების შესახებ, რომლებიც მათთან ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გადმოიყვანეს. გარდაცვალების შემთხვევებზე სტატისტიკის წარმოების გარდა, მნიშვნელოვანია გარდაცვალების თითოეული შემთხვევის შესწავლა და დადგენა, თუ რამდენად დროულად მიიღო პაციენტმა სამედიცინო დახმარება და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე კი, გაატაროს ღონისძიებები, პაციენტთა გარდაცვალების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად. 1.5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება 2019 წელს სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დარღვევად შეაფასა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიერ იმ მსჯავრდებულთა შეწყალება, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობებისთვის იხდიდნენ და მსჯავრის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს პენიტენციური დაწესებულებები. ამ საკითხს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშშიც დაეთმო ყურადღება.41 თუმცა, სამწუხაროდ, შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით 2019 წლის 20 სექტემბერს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება ისევ ხელშესახები შედეგის გარეშე მიმდინარეობს.42 იმ გარემოების ფონზე, რომ გენერალურმა პროკურატურამ არ მისცა სახალხო დამცველის აპარატს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გაცნობის საგამონაკლისო 43 შესაძლებლობა, უცნობია, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად ეფექტიანად, დროულად და ზედმიწევნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. საგამოძიებო უწყებამ აპარატს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოაწოდა გამოძიების 41 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 და 2020 წლების საპარლამენტო ანგარიშები. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 28 დეკემბრის №13/78621 წერილი. გამოძიება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 43 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 14 სექტემბრის №13/53054 წერილი. 42 31 I მიმდინარეობის შესახებ და ასევე, გვაცნობა, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი.44 1.6. ე.წ. ხორავას საქმეზე მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლებია, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგებს ელის და სისტემატურად ითხოვს ინფორმაციას მოკვლევის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.45 სამწუხაროდ, გენერალურ პროკურატურას არც 2021 წლის განმავლობაში მიუღია გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, გენერალური პროკურატურა არ განმარტავს მიზეზს, თუ რა უშლის ხელს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და სამართალდამცავების ქმედებების სამართლებრივ შეფასებას. პროკურატურა ოთხი წელია შემოიფარგლება იდენტური აბსტრაქტული და ფორმალური პასუხებით, რომ გენერალურ ინსპექციაში კვლავ მიმდინარეობს შემოწმება.46 1.7. სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სიცოცხლის უფლების კუთხით არსებული მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესებულა. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ დასჯილან 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს - გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს -არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს - ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის უფლების ხელმყოფი პირები. 2022 წლის თებერვალში გარდაიცვალა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის გადაკვეთისა და სხვა დანაშაულის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გენადი ბესტაევს დე ფაქტო ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის გაუარესება. საანგარიშო პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, 24 წლის ანრი ატეიბას შესახებ, რომელიც გაგრის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემის შედეგად მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატმა ვერ შეძლო ამ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. 44 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 28 დეკემბრის №13/78621 წერილი. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 6 იანვრის №13/555 წერილი; ასევე, 2019 წლის 9 დეკემბრის №13/86091 და 2020 წლის 17 ივლისის №13/39978 წერილები. 46 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 6 იანვრის №13/555, 2021 წლის 6 ოქტომბრის №13/60918 და 2022 წლის 11 იანვრის №13/771 წერილები. 45 32 I დამატებით, სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, რის გამოც პაციენტები კვალიფიციური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან. წინადადება საქართველოს პარლამენტს:  „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შეიტანოს ცვლილებები და სახალხო დამცველს მიენიჭოს გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილება. რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურორს:  ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას, შემოწმების მასალები კი, გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს; სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, იმსჯელოს სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე;  სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  სამინისტროს შესაბამის ერთეულს დაავალოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან/და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან სხვა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი და გარდაცვლილი პაციენტების შესახებ სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზებისა და გარდაცვალების ადგილის მითითებით;  უზრუნველყოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელის ცვლილება, რათა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის 33 I პრობლემების გამო ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იყვნენ უზრუნველყოფილნი საჭირო სამედიცინო მომსახურებით, რაც გულისხმობს: ა) პაციენტთა ტრანსპორტირების ხარჯებს; ბ) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებებში ექიმი თერაპევტის ან ოჯახის ექიმის დაქირავების ხარჯებს; გ) გეგმური სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯებს;  შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გათვალისწინებულ იქნას მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით;  დაავალოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა. 34 I 2. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება 2.1. შესავალი გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს საქართველოში. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე განიხილავს საჩივრებს დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისგან. 2021 წელს, როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ისე - პროაქტიულად - საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პრევენციის 1493 ეროვნული შეხვედრა გამართეს მექანიზმის თავისუფლებააღკვეთილ ფუნქციის ფარგლებში კი, 69 პირებთან. დახურულ დაწესებულებაში 107 რეგულარული და არაგეგმიური ვიზიტი განხორციელდა. წინამდებარე თავში მიმოვიხილავთ პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, შესაბამის რისკფაქტორებსა და საკანონმდებლო ხარვეზებს.47 მოცემული თავი სამი ქვეთავისგან შედგება: 1) პრაქტიკა, რომელიც უტოლდება ან შესაძლოა გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას, 2) არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი რისკფაქტორები და 3) სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს ჰქონდეს საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ამ მიმართებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად48, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, რაც პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. ამგვარი ქმედების მიზანი იყო, მათ არ მისცემოდათ პატიმრებთან კონფიდენციალური გასაუბრების შესაძლებლობა, ასევე, მონიტორინგის პროცესის ხელშეშლა. საგანგაშოა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ ჩადენილმა უკანონო ქმედებებმა, რასაც ციხის ადმინისტრაციასა 47 არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, წინამდებარე თავში განხილულ საკითხებთან მიმართებით დეტალური ანალიზი, ხელმისაწვდომია სპეციალური პრევენციული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში. იხილეთ ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, დეტალურად არის განხილული წინამდებარე თავში მითითებული საქმეები. 48 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 50. 35 I და პატიმრების მცირე ჯგუფს შორის კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა, უკიდურესად საფრთხის შემცველი სახე მიიღო.49 აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მდგომარეობის მონიტორინგის იანვრის შემდეგ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პროცესში სახალხო დამცველის შეექმნა აპარატს დაბრკოლება. კერძოდ, დაწესებულებაში შესვლისას ხანგრძლივი დაყოვნების (დაახლოებით 1.5 საათი) შემთხვევას ადგილი ჰქონდა გორის სამხედრო ჰოსპიტალსა (23.11.2021) და №12 დაწესებულებაში (11.01.2022), ხოლო ერთ შემთხვევაში (28.12.2021), სახალხო დამცველის რწმუნებულსა და სპეციალური რწმუნებით დროებით მოსარგებლე სამედიცინო ექსპერტს საერთოდ არ მიეცათ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობაზე მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა.50 გასული წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის მიმართულებით, 2021 წელსაც სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებაში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. წლის განმავლობაში შენარჩენუნებული დეესკალაციის ოთახებში იყო გადაყვანის დახურულ პრაქტიკა, დაწესებულებებში რომელსაც სახალხო პატიმართა დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, სარეაბილიტაციო აქტივობების სიმცირე,51 პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობა და პატიმრობის პირობები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც უშუალოდ აისახება დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სისტემაში დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, 2021 წელს დაკავებული პირები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემური იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შემთხვევაში. პრობლემურია დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდობა, 49 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3HawzVy > [ბოლოს ნანახია 26.01.2022]. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 18.11.2021, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3JuhnU3 > [ბოლოს ნანახია 21.03.2022]. 51 სარეაბილიტაციო აქტივობების კუთხით გამოწვევას, მათ შორის, წარმოადგენს ყველა მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების უფლების მინიჭება. 50 36 I ოჯახის ინფორმირება და დაკავებულის შესახებ სრულყოფილი რეესტრების წარმოება, რაც არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალებებია. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება, მათ შორის, დაკავებულ პირთა დაკითხვის პროცესის ჩაწერა. პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეომეთვაყურეობის სისტემებით სრულად არ არის დაფარული. წლიდან წლამდე არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიტრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. ფსიქიატრიული დაწესებულებები, ქვეყანაში მოქმედი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ხოლო იქ არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს არ შეესაბამება. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება, თუმცა ამ კუთხით კვლავ არაერთი ხარვეზია. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ არ არის შემუშავებული წამებისა და არაადამიანური სახელმწიფო მოპყრობის პოლიტიკა. მსხვერპლთა არასათანადო დაცვისა მოპყრობის და რეაბილიტაციის მსხვერპლთათვის ერთიანი დარღვეული უფლების აღდგენის პროცესში გამოწვევად რჩება საერთო სასამართლოებში წლების განმავლობაში გაჭიანურებული კომპენსაციის საქმეები. 2.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება არასათანადო მოპყრობას წინამდებარე ქვეთავში მიმოვიხილავთ დახურულ დაწესებულებებში გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. ასევე, მიმოვიხილავთ ამ სისტემებში არსებულ გარემოპირობებს და პრაქტიკებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, იწვევენ ასეთ მოპყრობას. დაწესებულებების თანამშრომლების/სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი ძალადობა 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატში 36 განცხადება/საჩივარი შემოვიდა, სადაც განმცხადებლები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზეც მიუთითებდნენ. განცხადებებში/საჩივრებში პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ საჩივრების დაწერის და, მათ შორის, სახალხო დამცველისთვის მიმართვის გამო, №2, №3, №6, №10 და №12 პენიტენციურ დაწესებულებებში მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ანგარიშსწორების ფაქტებს. პატიმართა განცხადებით, ძალადობა ჩადენილია სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა წყლის ბოთლით თავის არეში ცემა, სახის და ტანის არეში ხელებითა და ფეხებით ცემა. მათივე გადმოცემით, ადგილი ჰქონდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ სხვა პატიმრების წაქეზებას, და შედეგად, პატიმრების მიერ, საკნიდან გადაძახილებით, სხვა პატიმრების სისტემატურ 37 I სიტყვიერ შეურაცხყოფას. პენიტენციური პატიმრების დაწესებულებების განცხადებით, ასევე თანამშრომლების და, ჰქონდა ზოგ ადგილი შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირების მხრიდან, უხეშ და ცინიკურ საუბარს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, პირობების გაუარესების და სასჯელის დამატების მუქარას. სამწუხაროდ, პატიმრების მსგავსად, არც ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არიან დაცულნი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან. პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალი მათ უყვირის, აგრესიულად ესაუბრება და ფიზიკური შეზღუდვით ან იზოლაციით ემუქრება. პაციენტები ასევე საუბრობდნენ ცემაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მედიკამენტების დაფხვნილი სახით ძალით პირში ჩაყრაზე და ინექციების იძულებით გაკეთების პრაქტიკაზე. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პოლიციელების მიერ დაკავებისას არაპროპორციული, აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენების და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ. საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევები.52 2021 წელს პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის მეთოდებიდან, 2019 და 2020 წლის მსგავსად, ძირითადად იკვეთება ხელბორკილების მჭიდროდ დადება, ხელ-ფეხით ცემა. გასული წლებისგან განსხვავებით, 2021 წელს, 2 შემთხვევაში, დაკავებული მიუთითებდა საპირფარეშოთი სარგებლობის შეზღუდვაზე, რის გამოც იძულებული იყო, შარვალში მოეშარდა. გარდა ამისა, 1 შემთხვევაში პირი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მას სახეში აფურთხებდნენ, ხოლო 1 შემთხვევაში პირი აცხადებდა, რომ მას გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე იკვეთება, პოლიციის სამმართველოში დაკავებული პირის არაერთხელ თხოვნის მიუხედავად, სამედიცინო დახმარების ბრიგადის 1 საათით დაგვიანებული გამოძახების და დაკავებულისათვის სასმელი წყლის მიუწოდებლობის ფაქტები. ასევე საგულისხმოა, რომ ერთ შემთხვევაში, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მყოფ პირს, ტანსაცმლის ჩაცმის შესაძლებლობა არ მისცეს, პოლიციის სამმართველოში შეყვანამდე კი, გარკვეული პერიოდით გააჩერეს შენობის გარეთ, სადაც დაკავებულს სციოდა. ასევე გამოვლინდა პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ პირებზე ზეწოლა მათგან აღიარებითი და სხვისი მამხილებელი ჩვენებების მისაღებად. საანგარიშო პერიოდში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებული დაკავებულების პირადი საქმეების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველის პრევენციის 52 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. 38 I სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეროვნულმა მექანიზმმა 495 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.53 ეს შემთხვევები მოიცავს როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. მონაცემების თანახმად, 495 შემთხვევიდან 129 (26%) შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს.54 რაც შეეხება დინამიკას წლების მიხედვით, 2016 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი საეჭვო შემთხვევების 12,8%-ში, 2017 წელს იგივე მაჩვენებელი - 26,4%, 2018 წელს - 26.8%, 2019 წელს - 31.8% და 2020 წელს 34.4% იყო, ხოლო 2021 წელს, სტატისტიკურმა მაჩვენებელმა (26%), 2019 და 2020 წლებთან შედარებით, იკლო და 2017 - 2018 წლის მაჩვენებელს (26,4% - 26.8%) მიუახლოვდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის კუთხით, წინა წლებთან შედარებით, 2021 წელს, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა და 2017 წლიდან შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. თუმცა, 2019 და 2020 წლებთან შედარებით, 2021 წელს შემცირებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიერ დაკავებისას და დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევათა რაოდენობა. პატიმრებს/პაციენტებს შორის ძალადობა 2021 წელს კვლავ პრობლემური იყო პატიმართა და პაციენტთა შორის ძალადობის შემთხვევებიც. ვითარების ერთიანი ანალიზიდან იკვეთება, რომ პენიტენციური დაწესებულებები, ისევე, როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებები, სათანადოდ ვერ უმკლავდებიან ამ კუთხით არსებულ პრობლემებს. პატიმრებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხები ხდება, მაგალითად, ერთი პატიმრის მიერ, მეორე პატიმრის სატელეფონო ბარათის უნებართვოდ გამოყენება, სიგარეტის მოთხოვნა/წართმევა და თანხის გამოძალვა. ენობრივი ბარიერი კონფლიქტის დამატებითი მიზეზია უცხოელი პატიმრების შემთხვევაში. საანგარიშო პერიოდში სამწუხარო იყო №17 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი 53 პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები ამოწმებენ ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა დაკავებულის პირად საქმეს. მითითებული დაკავების გარემოებებმა, დაზიანების ლოკალიზაციამ, რაოდენობამ და ხასიათმა, მონიტორინგის ჯგუფს, ეჭვი გაუჩინა პირების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე. შემოწმება ჩატარდა თბილისის, კახეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებულ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 54 თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ეს მონაცემი იყო 33.8% (133 შემთხვევიდან 45 შემთხვევაში ადმინისტრაციულად დაკავებულ პირს დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ). რაც შეეხება დანარჩენ იზოლატორებს, 362 შემთხვევიდან 84 შემთხვევაში, ადმინისტრაციულად დაკავებულ პირს დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ, რამაც 23.2% შეადგინა. 39 I დაპირისპირების შედეგად ორი მსჯავრდებულის დაჭრა და ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალება. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობით და არაფორმალური მმართველობით არის განპირობებული. არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ძალადობის ანგარიშსწორების თავიდან მსხვერპლი პატიმრები, არიდების მიზნით, ხშირად, მოსალოდნელი გაურბიან დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან დაზიანების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე საუბარს. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, პაციენტებს შორის კონფლიქტები, ძირითადად, ერთი პაციენტის მიერ მეორესთვის პირადი ნივთების მოპარვას ან წართმევას უკავშირდება. პაციენტთა შორის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში, პერსონალი ვერ ახერხებს დროულ რეაგირებას და პაციენტების გაშველებას, რის გამოც პაციენტები ზოგჯერ დაზიანებებს იღებენ. ყველა მონახულებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პაციენტთა შორის კონფლიქტისას, პერსონალი ხშირად იყენებს ინექციებს, როგორც ნებაყოფლობით, ისე არანებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში. ფიზიკური გარემო ფიზიკური გარემოს თვალსაზრისით, მწვავე პრობლემები გამოიკვეთა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. ამ მხრივ, 2021 წელს განხორციელებული ვიზიტებისას, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მე-9; მე-10; მე-11 და მე-12 განყოფილებებში, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიული დაწესებულების მამაკაცთა განყოფილებაში. მწვავე პრობლემებია სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ არცერთ ამ დაწესებულებაში პაციენტები სრულად არ არიან უზრუნველყოფილნი სტანდარტით დადგენილი55 8 კვ.მ საცხოვრებელი სივრცით. პაციენტებს ცხოვრება უწევთ საშუალოდ 4-5 კვადრატული მეტრის სივრცეში.56 55 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება. მაგ., „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“; ბათუმის სამედიცინო ცენტრში; სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში. 56 40 I პენიტენციურ დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები პენიტენციურ დაწესებულებებში, ისევე როგორც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს, რიგი შეზღუდვები უწესდებათ. მათგან, გარკვეული შეზღუდვების გამოყენება, ამ უკანასკნელთა შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. კერძოდ, განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმართა უფლებების შეზღუდვის არსებული პრაქტიკა და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობა, უარყოფით გავლენას ახდენს პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის პატიმრების მიმართ 58 საერთაშორისო სტანდარტებს რისკებს,57 ძალადობის პირდაპირ ეწინააღმდეგება და შეიძლება გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, მათთვის საინტერესო აქტივობის გარეშე, 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში - სასეირნო ეზოებში, რომელთა მწირი ინფრასტრუქტურა ვერ 59 უზრუნველყოფს პატიმართა განტვირთვასა და რეკრეაციას. ზემოაღნიშნულის გარდა, სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში ადგილი აქვს პატიმრების ხანგრძლივი დროით იზოლირების პრაქტიკას. მაგალითისთვის, №6 დაწესებულებაში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ 2020 წლის მსგავსად, პატიმრების ნახევარზე მეტი მოთავსებული იყო განცალკევებით.60 პატიმრების თვეებისა და წლების განმავლობაში იზოლაციის პირობებში ყოფნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას.61 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დებულებები დაწესებულებების დირექტორებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, პატიმარი დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, ხანგრძლივი დროით მოათავსონ ერთადგილიან საკანში და შეუზღუდონ მას სხვა პატიმართან კონტაქტის შესაძლებლობა. პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებულ შეზღუდვებთან მიმართებით, ასევე აღსანიშნავია დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში პატიმრების მოთავსების 57 პრაქტიკა. სამწუხაროდ, 2021 წელსაც მიმართავდნენ პატიმრების იხილეთ სახალხო დამცველის ანგარიში „პატიმრობის პირობების გავლენა პატიმართა ჯანმრთელობაზე“, 2018 წელი, 118-124, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < https://bit.ly/3qYPlcz>, [ბოლოს ნანახია: 16.03.2022]. 58 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 21-ე ზოგადი ანგარიში, CPT/info(2011) 28, სტრასბურგი, ევროპის საბჭო, 2011, პუნქტი 52, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3icl98K > [ბოლოს ნანახია: 16.03.2022]. 59 ეს ეზოები საკნის ტიპის ოთახებია, რომლებიც ოთხივე მხრიდან დახურულია კედლით, ხოლო ღია ჭერში დამონტაჟებულია მეტალის გისოსები. ეზოებში მინიმალურად არის წარმოდგენილი სავარჯიშო ინვენტარი. 60 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 55. 61 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, ჰარაკჩიევი და ტოლუმოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (HARAKCHIEV AND TOLUMOV v. BULGARIA) App. nos. 15018/11 and 61199/12, პარა. 204. 41 I დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში ხანგრძლივ, არამიზნობრივ და დასჯის მიზნით მოთავსებას, რაც უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. აღსანიშნავია, რომ პატიმრები დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში, უმეტეს შემთხვევაში, მაქსიმალური ვადით გადაჰყავთ, სადაც, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში არიან მოთავსებულები ერთეული წუთების ინტერვალებით.62 ასევე საგულისხმოა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რისკის არარსებობის მიუხედავად, პატიმარი, ნორმატიული საფუძვლის გარეშე, მაინც მოათავსეს დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში. სახალხო დამცველი, წლებია, მოითხოვს დეესკალაციის ოთახში მოთავსების ვადის 24 საათამდე შემცირებას. მიუხედავად ამისა, პენიტენციური დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, დეესკალაციის ოთახში ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანის ვადად კვლავ 72 საათია განსაზღვრული. ამასთანავე, არ არის შეზღუდული დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში უსაფრთხოების მიზნით პატიმრის განმეორებით მოთავსების რაოდენობა. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, გასული წლების მსგავსად, აგზნებული ან აგრესიული პაციენტის ქცევის სამართავად აქტიურად გამოიყენება პაციენტის მექანიკური შეზღუდვა და სწრაფი ტრანკვილიზაცია, რომელიც თავისი არსით ქიმიურ შეზღუდვას წარმოადგენს.63 საგულისხმოა, რომ მექანიკურ ან/და მანუალურ შეზღუდვასთან კომბინირებულად გამოიყენება პაციენტის ქიმიური შეზღუდვა. სახალხო დამცველის შეფასებით, შეზღუდვის მეთოდების ზემოაღნიშნული პრაქტიკა იმით აიხსნება, რომ დაწესებულებებს არ აქვთ კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და არაძალისმიერი (დეესკალაციის)64 მეთოდებით მართვის პოლიტიკა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა აღმოფხვრას შეზღუდვის მეთოდების გამოყენების პრაქტიკა. სამწუხაროდ, დაწესებულებების მართვის პოლიტიკა სიტუაციის ესკალაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანისკენ არ არის მიმართული. სახალხო დამცველის შეფასებით, შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ამგვარი პრაქტიკა არასათანადო მოპყრობას უტოლდება. 62 მაგალითად, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ერთ შემთხვევაში, პატიმრის მიმართ დეესკალაციის ოთახში მოთავსების ღონისძიება ზედიზედ 16-ჯერ გამოიყენეს, და პატიმარი დეესკალაციის ოთახში, ფაქტობრივად, უწყვეტად 48 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგჯერ იკვეთება პატიმრების დეესკალაციის ოთახში 35 დღემდე ვადით მოთავსების შემთხვევები და ხშირია 15 დღეზე მეტი ხნით მოთავსების შემთხვევები. რაც შეეხება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებს, №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში, ზოგჯერ იკვეთება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების 10 დღემდე ვადით მოთავსების შემთხვევები. 63 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ზრდასრულთა შეზღუდვის მეთოდების თაობაზე“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3texFLj > [ბოლოს ნანახია: 16.03.2022]. 64 დეესკალაციის ტექნიკის შემადგენელი ელემენტებია: პოტენციური კრიზისის დაუყოვნებელი შეფასება და სწრაფი ჩარევა; პრობლემის გადაჭრაზე ორიენტაცია; ემპათიურობა და დამარწმუნებლობა; სტრესის მართვის ან რელაქსაციის ტექნიკების ფლობა, როგორიცაა სუნთქვითი ვარჯიშები; პირისთვის სივრცის გამოყოფა; არჩევანის შეთავაზება; ფიქრისთვის დროის მიცემა. 42 I მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სტაციონარში მოთავსებული პაციენტის მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის საშუალებების გამოყენების შემცირებასა და საბოლოოდ აღმოფხვრას. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოიყენება ისეთი სტატიკური უსაფრთხოების ზომა, როგორიც არის პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა პაციენტებისგან განცალკევება. „ფსიქიკური მდგომარეობის“ საფუძველზე პაციენტის ხანგრძლივად განცალკევებით მოთავსება იმაზე მიუთითებს, რომ დაწესებულებების განყოფილებებში არ არის უზრუნველყოფილი დინამიკური უსაფრთხოება და პაციენტის სათანადო მეთვალყურეობა. პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა საანგარიშო პერიოდში, №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების დროს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ დაწესებულებებში პატიმრების პირველადი შესახლების, ასევე, დაწესებულებიდან გაყვანის და დაწესებულებაში დაბრუნების დროს, გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც შენარჩუნებული იყო მათი სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.65 ამ სტანდარტის საპირისპიროდ, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები66 მთლიანად გაშიშვლების შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკას, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები მას არ ითვალისწინებს. ამგვარი პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმრების მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა. 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, სრული შემოწმების დროს, რისკის ინდივიდუალური შეფასების და თანაზომიერების პრინციპების დაცვის ვალდებულების ნორმატიულად განსაზღვრის, ასევე, სრული გაშიშვლებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის აკრძალვის რეკომენდაციით მიმართა. სამწუხაროდ, რეკომენდაცია არ შესრულებულა. 65 ევროპის საბჭო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ (2014 წლის 1-10 აპრილი, პარა. 85), ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://bit.ly/35cCmvq> [ბოლოს ნანახია: 10.12.2021]. 66 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების თანახმად, პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. 43 I სამედიცინო მომსახურება პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფის და პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც, რიგ შემთხვევებში, არასათანადო მოპყრობას უტოლდება. 2021 წელს კვლავ პრობლემად რჩება წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა67 და კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის 68 კონფიდენციალურობის დაცვა, ფსიქიატრიული ჯანდაცვის სათანადო წარმოება, სამედიცინო სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება, და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. პენიტენციური ჯანდაცვის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავდეს პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში სრული ინტეგრაციის გეგმა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი საქმე შეისწავლა, სადაც კონკრეტული პატიმრებისთვის არადროული ან არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდების ფაქტი დასტურდება.69 დროული სამედიცინო მომსახურებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, არ შესრულებულა სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ამ მიმართულებით და არ გაზრდილა პენიტენციური დაწესებულებების საშუალო სამედიცინო რგოლი, მათ შორის, მორიგე ექთნების რაოდენობა; დაწესებულებებში არ არის უზრუნველყოფილი ექიმ-სპეციალისტების ვიზიტების სათანადო სიხშირე, ხოლო პაციენტის მოლოდინის დრო 2 კვირას აღემატება. დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მისაღებად მნიშვნელოვანია ექიმსპეციალისტებთან დროული რეფერირებაც. 2021 წლის მარტიდან განახლდა გეგმური ამბულატორიული სამოქალაქო და სექტორის სტაციონარული სამედიცინო სამედიცინო რეფერალის დაწესებულებებში. განხორციელება მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ელექტრონული ბაზის სამედიცინო რეფერალის შეჩერებით გამოწვეული გადატვირთვის გამო, სამედიცინო რეფერალის ვადები დარღვეული იყო. ასევე საყურადღებოა სასწრაფო დაყოვნებული წესით გადაყვანის შემთხვევები, რასაც, რიგ შემთხვევებში, 1 თვე ან მეტი დასჭირდა. გარდა ამისა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც 67 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) 2007 წელს საბერძნეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშში უთითებს, რომ ერთ ექიმზე - 300, ხოლო ერთ ექთანზე 50 პატიმარზე მეტი არ უნდა მოდიოდეს. საქართველოში, დიდ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისა და ექთნების რაოდენობის თანაფარდობა მაღალია და შესაბამისად, საჭიროა საშუალო სამედიცინო პერსონალის დამატება. 68 ვიზიტების დროს, პატიმრები კვლავ მიუთითებდნენ ექიმთან შეხვედრის დროს დაწესებულების არასამედიცინო თანამშრომლის დასწრების პრობლემაზე. 69 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. 44 I პაციენტები სამედიცინო რეფერალს რამდენიმე თვე კი არა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდნენ. პენიტენციურ დაწესებულებებში არ ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი. პრობლემაა დროული რეფერირება ფსიქიატრთან. ასევე კვლავ პრობლემურია ფსიქიატრიულ სტაციონარში დროულად გადაყვანის საკითხიც, რაც დაკავშირებულია ექსპერტიზის დროულად ჩატარებასთან. დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება არ შეესაბამება თანამედროვე ბიო-ფსიქოსოციალური მიდგომის და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის პრინციპებს, მხოლოდ ფსიქიატრის კონსულტაციით შემოიფარგლება და არ მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი ჩართულები იყვნენ ფსიქიატრიული შეფასების პროცესსა და მართვაში, ამისთვის კი, უნდა გაიზარდოს ფსიქიატრსა და დაწესებულების სოციალურ სამსახურს შორის კომუნიკაცია. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტთა არანებაყოფლობითი მკურნალობა აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ სტაციონარში პირი თანხმობის გარეშე მოათავსონ მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ, უკიდურეს შემთხვევებში, სასამართლო კონტროლისა და სამართლებრივი დაცვის სათანადო გარანტიების პირობებში. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟების ჩართულობით პირის სტაციონარში ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა პირის თავისუფლების შეზღუდვა და არანებაყოფლობითი სტაციონირების საწყისი ეტაპია70 და მას, ამ ეტაპიდანვე, მისთვის გასაგები ფორმით უნდა განემარტოს თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი და მისი უფლებები. სამწუხაროდ, პირის სტაციონარში ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შემდეგ, არ ხდება არანებაყოფლობითი სტაციონარული დახმარებისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების ამოქმედება. იმისთვის, რათა დაწესებულებებმა თავი აარიდონ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისთვის საჭირო პროცედურებს,71 პაციენტებს ხელს აწერინებენ ინფორმირებული თანხმობის ფორმაზე 70 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი. პაციენტის სტაციონარში არანებაყოფლობითი წინასწარი მოთავსება ხდება სტაციონარის მორიგე ექიმის გადაწყვეტილებით. სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ უნდა შეისწავლოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და გადაწყვიტოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი. თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დაასკვნის, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება არ არის მიზანშეწონილი, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან. თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დაასკვნის, რომ არ კმაყოფილდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისთვის კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, თუმცა არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება აუცილებელია, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია მიმართავს სასამართლოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ 71 45 I ისეთი ხერხებით, რაც გამორიცხავს ან ეჭქვეშ აყენებს თავისუფალი ნების გამოვლენის ნამდვილობას. პაციენტების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლისას ინფორმირებული თანხმობის ფორმას გაუცნობიერებლად ან იძულებით აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ თანხმობის გარეშე პაციენტის მკურნალობამ, შესაძლოა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ზღვარსაც კი მიაღწიოს.72 სახალხო დამცველი მიესალმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას, პაციენტის სამართლებრივი სტატუსის გადახედვის თაობაზე,73 თუმცა, სამწუხაროდ, კანონში შესულმა ცვლილებამ დაწესებულებებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე ზეგავლენა ვერ იქონია. ზემოაღნიშნული მუხლი სრულიად უგულებელყოფილია. დაწესებულებებმა ვერ წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმსჯელეს ნებაყოფლობითობის სტატუსის გადასინჯვის თაობაზე და მიიღეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომ სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა არ არსებობდა. დანანებით უნდა განსაზღვრული აღინიშნოს სტაციონარში ისიც, რომ ნორმატიულ მოთავსებისა და დონეზე კვლავ მკურნალობისთვის არ არის ცალ-ცალკე ინფორმირებული თანხმობების მიღების ვალდებულება. შესაბამისად, ისევე როგორც სტაციონირებაზე თანხმობის შემთხვევებში, მკურნალობის მეთოდების შერჩევისას პაციენტების ნება კვლავ უგულებელყოფილია. პაციენტისგან ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღება მნიშვნელოვანია მკურნალობის როგორც დაწყების, ისე გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ეტაპებზე.74 2021 წელს მონახულებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, გასული წლების მსგავსად, პაციენტების უმრავლესობამ არ იცოდა, რა მედიკამენტებს/ინექციებს იღებდა, არ იცოდა, რა იყო ამ მედიკამენტების გვერდითი ეფექტები და რატომ იყო მნიშვნელოვანი კონკრეტული მედიკამენტების მიღება. სამწუხაროდ, პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ ინექციების იძულებით გაკეთება ჩვეული პრაქტიკაა და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ამ პროცესში სამედიცინო პერსონალი იყენებს დაცვის თანამშრომლებს, სანიტრებს ან სხვა პაციენტებს. სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ სწრაფი ტრანკვილიზების შემთხვევების და ამ პროცესში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის დოკუმენტირება. დაწესებულებებში დამკვიდრებული შესაბამისი ბრძანების გამოცემის მოთხოვნით პირის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში („ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი). 72 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის შუალედური ანგარიში გენერალური ასამბლეის წინაშე, A/63/175, 2008 წლის 28 ივლისი, პარა. 63, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uecqqF >[ბოლოს ნანახია: 30.12.2020]. 73 ეს, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან ერთად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციაც იყო (წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომი ანგარიში, პარა. 136). 74 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მე-8 ზოგადი ანგარიში „არანებაყოფლობით მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“, პარა. 41. 46 I პრაქტიკა, არ დაასაბუთონ დანიშნულების მიღმა გამოყენებული ინექციების აუცილებლობა, ზრდის პერსონალის თვითნებობის რისკებს. წინა წლების მსგავსად, 2021 წელს პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სახალხო დამცველის რეკომენდაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასების, მათი დაწესებულებებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართებასთან დაკავშირებით, კვლავ შეუსრულებელია. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის, ასევე, იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ.75 ექსტრადიცია სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, არ მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება ან ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში, როდესაც არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ იქ პირი წამებას დაექვემდებარება.76 სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ამ პრინციპთან შეუსაბამო შემთხვევები. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მსჯავრდებულის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საქმე. მსჯავრდებულის განცხადებით, ექსტრადიცია, წარსულში მისი პოლიტიკური საქმიანობისა და ლგბტქ+ თემისადმი კუთვნილების გამო, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა უფლებას.77 მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს მსჯავრდებულის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზანშეუწონლობის თაობაზე.78 წინადადებაში მითითებულია, რომ 2000 წელს ჰომოსექსუალობის ლეგალიზაციის მიუხედავად, აზერბაიჯანი ლგბტქ+ ადამიანებისთვის ევროპაში ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანად რჩება.79 შესაბამისი არგუმენტებით დასაბუთებული სახალხო დამცველის პოზიციის მიუხედავად, სამწუხაროდ, საქართველოს 75 შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, 2020 წლის 12 ივნისისთვის 6 თვეზე მეტი ხნის განმალობაში იმყოფებოდა 12 პაციენტი, რომელთაგან 5 პაციენტი 1 წელზე მეტი ხნით იყო მოთავსებული. მათ შორის არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც 2011 წლიდან იმყოფებიან ფსიქიატრიულ სტაციონარში. შპს „თბილისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“, 2020 წლის 16 სექტემბრისთვის, 6 თვეზე მეტი ხნის განმალობაში იმყოფებოდა 71 პაციენტი (24 კაცი და 47 ქალი), რომელთაგან 5 პაციენტი 1 წელზე მეტი ხნით იყო მოთავსებული. დაწესებულებაში არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც 2008, 2014, 2015, 2016, 2017 წლებიდან არიან მოთავსებულები ფსიქიატრიულ სტაციონარში. 76 კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ, მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი. 77 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. 78 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 27 ოქტომბრის №15-3/10221 წინადადება. 79 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3Awkwh7 > [ბოლოს ნანახია 16.03.2022]. 47 I გენერალურმა პროკურატურამ არ გაიზიარა80 საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა ასევე განაგრძო 2019 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული ი. ს.-ს საქმის მონიტორინგი. ამ საქმეზე, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სახელმწიფოს მისცა სამართლებრივი გარანტიები, რომ არ დაირღვეოდა პირის უფლებები და ის არ დაექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამის საწინააღმდეგოდ, 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ ამ პატიმრის მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებების განგრძობად დარღვევას,81 რასაც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებების კომისრის წერილიც.82 მნიშვნელოვანია, საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა, ეს კონკრეტული შემთხვევა მხედველობაში მიიღონ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პირის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის საკითხი დადგება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ საქმეზე რუსეთის ფედერაციამ დამატებით მოითხოვა ექსტრადირებული პირის მიმართ ბრალის დამძიმება, რასაც სახალხო დამცველი ეწინააღმდეგება, რადგან წარდგენილი ბრალი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, ამ საკითხზე გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. საანგარიშო პერიოდში ასევე საგულისხმო იყო ბელარუსის რესპუბლიკაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმე. სახალხო დამცველმა, მინსკის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, რომ ბრალდებულის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, აგრეთვე, სიკვდილით დასჯის მაღალი რისკის გამო, ბელარუსის რესპუბლიკას არ დაეშვა მისი ლიბანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია. სასამართლო მეგობრის მოსაზრების გაგზავნის შემდეგ, ბელარუსის რესპუბლიკამ უარი თქვა პირის ლიბანში ექსტრადირებაზე. 2.3. არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ფაქტორები არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის დონეზეც და პრაქტიკაშიც თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამართლებრივი დაცვის მინიმალური გარანტიებით. ამ გარანტიების ნორმატიულ დონეზე არსებობა და მათი ეფექტიანი აღსრულება ამცირებს 80 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 26 ნოემბრის №13/71783 წერილი. ი. ს.-ს ადვოკატი მიუთითებდა პენიტენციურ დაწესებულებაში მძიმე პირობებზე, რეგულარულ, გეგმურ პირად შემოწმებებზე, რომლებსაც თან ახლდა გაშიშვლება კონკრეტული საფუძვლის გარეშე, პატიმრობის უვადო გახანგრძლივების პრობლემურობაზე, ადვოკატთა კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევასა და ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და დარეკვის შეზღუდვაზე. 82 რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის 2021 წლის 17 დეკემბრის წერილი. 81 48 I არასათანადო მოპყრობის რისკებს, რადგან შესაძლებელი ხდება უკანონო ქმედების გამოვლენა და მასზე რეაგირება. დამატებით, წინამდებარე თავში წარმოვადგენთ არსებულ გარემოპირობებს, რომლებიც ქმნიან არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ან, ხშირ შემთხვევაში, იწვევენ ასეთ მოპყრობას. არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა და დოკუმენტირების ხარვეზები არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდეს როგორც ამგვარი მოპყრობის გამოვლენის, ისე დოკუმენტირების პროცესი. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, ეს საკითხი პრობლემური იყო როგორც პენიტენციური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემების, ისე ფსიქიატიული დაწესებულებების შემთხვევაშიც. პენიტენციური დაწესებულებების კონტექსტში, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად83, პრობლემად რჩება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კერძოდ, არსებული რეგულაციის პირობებში, თუ ექიმი ვერ მოიპოვებს პატიმრის ინფორმირებულ თანხმობას, მას არ აქვს უფლება შეავსოს დაზიანების აღრიცხვის სპეციალური ფორმა. ამგვარი რეგულაციის პირობებში, შესაძლოა, გამოვლენის, დოკუმენტირებისა და შეტყობინების მიღმა დარჩეს ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ის თანხმობას არ აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა, შესაძლოა, მის მიმართ ადგილი ჰქონოდა არასათანადო მოპყრობას. ასევე საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკით, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულებაში მყოფი პატიმარი მიუთითებს, რომ მიიღო საყოფაცხოვრებო ტრავმა, პენიტენციური დაწესებულებები შეტყობინებებს არ უგზავნიან იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში წარმოებულ დოკუმენტაციაში, პატიმრების სხეულის დაზიანების მიზეზად, მითითებულია საყოფაცხოვრებო ტრავმები, თუმცა ამ დაზიანებების ხასიათი, მდებარეობა და მათი წარმოშობის წყაროს შესახებ მითითებული ინფორმაციის ანალიზი წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ დაზიანება სავარაუდოდ მიყენებულია ძალადობის შედეგად. საგულისხმოა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა 2172 პატიმარმა მიიღო სხეულის დაზიანება, რომელთაგან 310 იყო სხვა პირის მიერ მიყენებული დაზიანება, ხოლო 93 შემთხვევაში პატიმარმა არ მიუთითა დაზიანების 83 2020 წელს განხორციელებული ცვლილება ექიმს შესაძლებლობას აძლევს, სამედიცინო შემოწმებაზე ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, შეტყობინება გაუგზავნოს სახელმწიფო ინსპექტორს ისეთ შემთხვევებზეც კი, როდესაც პატიმარი არ საუბრობს ძალადობაზე და ექიმს ეჭვი მაინც წარმოეშობა. 49 I წარმოშობის წყაროს შესახებ.84 შესაბამისად, ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ 1769 პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები თვითდაზიანებად და საყოფაცხოვრებო ტრავმებად დარეგისტრირდა. პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის შემთხვევების დოკუმენტირების მექანიზმის ეფექტიანობას ხელს უშლის არაკონფიდენციალურ გარემოში პატიმრის და ექიმის შეხვედრის ინფორმაციის დამკვიდრებული არქონის პირობებში, პრაქტიკა. სათანადო ექიმები ვერ კვალიფიკაციის ახერხებენ და დაზიანებების დოკუმენტირების მნიშვნელობის და მიზნის ახსნას და პატიმრის ნდობის მოპოვებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ, სამწუხაროდ, პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში კვლავ ხარვეზებით იწარმოება დაკავებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 35 დაწესებულებიდან 11 დაწესებულებაში ჟურნალების შევსების არსებითი ხარვეზები გამოვლინდა. გასული წლების მსგავსად, შენარჩუნებულია ტენდენცია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ შესწავლილი და დამუშავებული შემთხვევების დაახლოებით ერთ მესამედში (2021 წელი - 29.1%, 2020 წელი - 26.3%, 2019 წელი - 30.7%, 2018 წელი - 27.6 %, 2017 წელი - 30.1%, 2016 წელი - 31.3%), დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია იზოლატორებში არსებულ სამედიცინო ჩანაწერებში. 2020 წელს დამუშავებული 495 შემთხვევიდან 145 შემთხვევაში იზოლატორში აღწერილი დაზიანებები არ იყო მითითებული პირის დაკავების ოქმში. ცხადია, ამ შემთხვევებში ჩნდება მყარი პრეზუმფცია, რომ დაკავებული პირი, შესაძლოა, პოლიციის კონტროლის ქვეშ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას.85 ასევე პრობლემურია, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი საერთოდ არ შეიცავს გრაფას, სადაც პოლიციის თანამშრომელმა უნდა მიუთითოს დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში, შენიშვნის გრაფაში აღწერს დაზიანებებს, ხოლო ზოგიერთი - არა. აღსანიშნავია, რომ მცირედით გაუმჯობესებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმების მიერ დაკავებულ პირთა დაზიანებების დოკუმენტირება. მიუხედავად ამისა, 2021 წელსაც, ნახევარზე მეტია იმ შემთხვევების ხვედრითი წილი, სადაც დაზიანების მიღების გარემოებები არასრულყოფილად ან საერთოდ არ არის აღწერილი. ზემოთქმულის გარდა, მნიშვნელოვანია დაზიანებების ფოტოგრაფირებასთან დაკავშირებული სტატისტიკა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული 84 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №309509/01 და 2022 წლის 18 იანვრის №15421/01 წერილები. 85 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე, სალმანი თურქეთის წინააღმდეგ (Salman v. Turkey, N21986/93), პარა. 100. 50 I სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტირებული 421 შემთხვევიდან ფოტო გადაღებული იყო 35 (8,3%) შემთხვევაში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ ნანახი არცერთი ფოტოს ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ფოტოები იყო ბუნდოვანი, არასაკმარისი ან ზედმეტად მკვეთრი განათების პირობებში გადაღებული. დროებითი მოთავსების იზოლატორებში კვლავ არ არის დადგენილი სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად გადაღებული ფოტოების შენახვის ერთიანი წესი. ასევე საგულისხმოა, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინება არ გაგზავნილა. 2021 წელს დამუშავებული 495 შემთხვევიდან სახელმწიფო ინსპექტორთან შეტყობინება გაგზავნილია 441 (89%) შემთხვევაში, 54 (11%) შემთხვევაში კი არ არის გაგზავნილი. გაუგზავნელ შეტყობინებებს შორის არის შემთხვევები, როდესაც დაკავებულს დაზიანება აღენიშნება სახესა და თვალბუდეზე და დაზიანებების ხარისხი და ფერი მიანიშნებს, რომ ეს სავარაუდო ძალადობის შედეგად ახლად მიღებული დაზიანებებია. პენიტენციური სისტემის მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებშიც, ძალადობის შემთხვევების დოკუმენტირების მექანიზმის ეფექტიანობას ხელს უშლის არაკონფიდენციალურ გარემოში დაკავებულისა და ექიმის შეხვედრის დამკვიდრებული პრაქტიკა. გარდა ამისა, საგულისხმოა სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი სამედიცინო ბარათები მხოლოდ იზოლატორების ექიმებთან უნდა ინახებოდეს. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 19 ივლისიდან უზრუნველყო სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის დედნის იზოლატორის ექიმისთვის გადაცემა, თუმცა, ასლი კვლავ იზოლატორის თანამშრომელთან რჩება.86 ასევე პრობლემურია დაკავებული პირის თანხმობის გარეშე, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის იმ საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა, რომელიც კონკრეტული დაკავებულის სისხლის სამართლის საქმეს იძიებს, ვინაიდან დაზიანებების დოკუმენტირების მიზანია წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და არა მტკიცებულებების შექმნა თავად დაკავებული პირის წინააღმდეგ. გარდა ამისა, პრობლემურია დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმების მიერ დაკავებულის სხეულიდან ნიმუშის აღება.87 ექიმის მონაწილეობა დაკავებული პირის თანხმობის გარეშე სისხლის ნიმუშის აღებაში აზარალებს პაციენტსა და ექიმს შორის 86 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი, მუხ. 28. 87 გაეროს გენერალური ასამბლეის 1982 წლის 18 დეკემბრის 37/194 რეზოლუცია „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დასჯის დასაცავად სამედიცინო პერსონალის ეთიკური პრინციპები“. მუხ. 3. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3w5dVLY >, [ბოლოს ნანახია: 16.03.2022]. 51 I ურთიერთობას,88 ამცირებს ნდობას და საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენაზე. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევების ერთ-ერთი რისკ ფაქტორია ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის პრობლემების და სხვადასხვა საჭიროების მქონე პაციენტთა ერთად, სათანადო ზრუნვისა და მეთვალყურების გარეშე, ქაოტურ გარემოში მოთავსება. სამწუხაროდ, არცერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ არის მიღებული საკმარისი ზომები პაციენტთა არასათანადო მოპყრობისგან დასაცავად. ძალადობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია დაწესებულებებში პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციის სტრატეგიის არარსებობა. შესაბამისად, პაციენტებისგან მომდინარე რისკების შეფასებისა და შემცირების ეფექტიანი სისტემის არარსებობის გამო, პერსონალი პაციენტთაგან მომდინარე საფრთხეების გამოვლენას ვერ ახერხებს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის დანერგილი პაციენტის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის დოკუმენტირებისა და საგამოძიებო უწყებაში შეტყობინების გაგზავნის სამართლებრივი მექანიზმი. ფსიქიატრიული დაწესებულებები პრაქტიკულად რეაგირების გარეშე ტოვებენ უკვე მომხდარ კონფლიქტებს, რადგან დაწესებულებებს არ აქვთ ვალდებულება სპეციალურ ჟურნალში აღნუსხონ ძალადობის შემთხვევები და მიიღონ შესაბამისი ზომები. დამატებით, ფსიქიატრიული დაწესებულებები არ აღრიცხავენ გამოყენებული შეზღუდვების მეთოდებს, არ გააჩნიათ დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი მიდგომა. გასული წლების მსგავსად, ფსიქიატრიული დაწესებულებები მხოლოდ მექანიკური შეზღუდვის დოკუმენტირებას აწარმოებენ, თუმცა, ხარვეზებით. სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია და რაოდენობა საანგარიშო პერიოდში, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოწვევას წარმოადგენდა პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია და რაოდენობა, რაც ამ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის რისკებს ქმნის. საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე პრევენციული ვიზიტების შედეგად გაირკვა, რომ პატიმრების დიდი რაოდენობით და დაწესებულების თანამშრომლების89 მცირე რაოდენობის თანაფარდობით გამოწვეული დისბალანსი ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცულ და მოწესრიგებულ გარემოს. გადატვირთულობის პრობლემა დგას როგორც ნახევრად ღია, ასევე, დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის ვიზიტებისას მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა 88 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში 2006 წელს სლოვენიაში ვიზიტის შემდგომ, პარა. 99, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tZxker > [ბოლოს ნანახია: 16.03.2022]. 89 სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები. 52 I პროფესიული და დამხმარე კადრების აშკარა დეფიციტი, რაც ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე90 უარყოფითად აისახება. ასევე, გამოწვევაა პერსონალის კვალიფიკაცია, განსაკუთრებით, არაჯეროვანი ფსიქოსოციალური შესრულება, რეაბილიტაციის მოტივაციის არახელსაყრელი სამუშაო პირობები. მიიღოს ყველა ზომა, რათა კუთხით; ნაკლებობა, უფლებამოსილების დაბალი ანაზღაურება და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ კონტექსტში ასევე სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია ფსიქიატრიული გადაიხედოს დაწესებულებების სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი, რათა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული სომატური პაციენტები დაავადებების სრულად და მკურნალობით, დროულად თერაპევტის იყვნენ უზრუნველყოფილნი მომსახურებით პაციენტის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, სტომატოლოგიური მომსახურებით და სხვ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დაკავებულებს სამედიცინო მომსახურება დროულად მიეწოდებოდათ. თუმცა, საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, 2021 წელს შემცირდა იმ იზოლატორების რაოდენობა, სადაც არის სამედიცინო პუნქტი და რეგულარულად მორიგეობს ექიმი. კერძოდ, სამედიცინო პუნქტი 2021 წლის მდგომარეობით, ფუნქციონირებდა 21 იზოლატორში, მაშინ როდესაც ეს რიცხვი გასულ წელს 23 იყო და წინა წლებთან შედარებით იზრდებოდა. ასევე საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალი მუდმივად მხოლოდ 10 იზოლატორში მორიგეობს და სამედიცინო პერსონალის მოზიდვის და დასაქმების კუთხით წინსვლა არ შეინიშნება. მოთხოვნა/საჩივარი - გასაჩივრების მექანიზმის ხარვეზები არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის არსებობა. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, გამოწვევას წარმოადგენდა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიანობა. ორივე სისტემაში გამოიკვეთა, რომ პატიმრები და ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ ფლობენ სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციას. მისასალმებელია 2021 წლის 5 ივლისის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი და დაადგინა პატიმრობის კოდექსის იმ დებულებების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, რომელიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დისციპლინური სახდელის და 90 ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ანტიფსიქოზური მედიკამენტებით მკურნალობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში. 53 I სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში, ბლანკეტურად უზღუდავდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების უფლებას.91 2021 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგისას კვლავ გამოვლინდა, რომ პატიმრებისთვის გასაჩივრების უფლების რეალიზებას, კრიმინალურ სუბკულტურასთან ერთად, აბრკოლებს პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციაც. სახალხო დამცველის აპარატში ყველაზე მეტი მომართვა კვლავ დახურული დაწესებულებებიდან შემოვიდა, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან შემოსული განცხადებების რიცხვი ისევ მცირეა. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, მსჯავრდებულები თავს იკავებენ საჩივრების გაგზავნისაგან. კონფიდენციალური საჩივრების კონვერტების მიღება დამოკიდებულია დაწესებულების თანამშრომელზე. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შინაარსი დაწესებულებისთვის უცნობი დარჩება, თავად საჩივრის დაწერის ფაქტმაც კი შეიძლება პრობლემა შეუქმნას პატიმარს და ამის გამო მან თავი შეიკავოს კონფიდენციალური საჩივრის კონვერტის მოთხოვნისა და გაგზავნისაგან. საჩივრის გაგზავნისგან თავის შეკავების თვალსაზრისით, განსაკუთრებული რისკის პრობლემას ამწვავებს დაწესებულებებში ისიც, საჩივრები რომ და დახურულ წერილები და იკარგება, პატიმრების ნაწილს არ აქვს საჩივრის დასაწერად საჭირო საშუალებები. პენიტენციური დაწესებულებების მსგავსად, ხარვეზიანი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული გასაჩივრების მექანიზმიც. მართალია, კანონმდებლობა ითვალისწინებს პაციენტის უფლებას, შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში,92 თუმცა პაციენტის მიერ ამ მექანიზმების გამოყენების პროცედურა ნორმატიულ დონეზე არ არის გაწერილი. პაციენტები ძირითადად სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის, სახალხო დამცველს. დაწესებულებებში გამოკრულია სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი, თუმცა ტელეფონთან დაკავშირებული პრობლემების,93 არაკონფიდენციალური გარემოს და ინფორმირებულობის ნაკლებობიდან გამომდინარე, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან შემოსული ზარები და განცხადებები ძალზე მწირია როგორც სახალხო დამცველის აპარატში, ისე პაციენტის უფლებებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტებს ხელი არ მიუწვდებათ იურიდიულ კონსულტაციაზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დაწესებულებაში იურისტი. 91 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/1441 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3fVTxUd> [ბოლოს ნანახია: 03.11.2021]. 92 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 „ზ“ პუნქტი. 93 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თავი. 54 I პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა. 2021 წელს მდგომარეობა არ შეცვლილა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ისევ ერთად არიან განთავსებულები ბრალდებულები და მსჯავრდებულები. კვლავ დარღვეულია საერთაშორისო სტანდარტები94 და პატიმრობის კოდექსის დადგენილი მოთხოვნა ბრალდებულების მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით განთავსების შესახებ.95 ამ დაწესებულებებში, გადატვირთულობის გამო, პატიმრების საკნებში განაწილების დროს, კვლავ ყურადღების მიღმა რჩება პატიმრის პიროვნული თვისებები, ჩვევები, ქცევა, რისკები. შედეგად, განსხვავებული კატეგორიისა და მსოფლმხედველობის პატიმრებს ერთ საკანში უწევთ თანაცხოვრება, რაც დახურული სივრცის პირობებში ხშირად ხდება პატიმართა შორის უთანხმოების მიზეზი. ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთა უფლებების თვითნებური შეზღუდვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,96 ექიმი უფლებამოსილია უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის რიგი უფლებები საკუთარი გადაწყვეტილებით, 97 დოკუმენტაციაში. რომელზეც უნდა მიეთითოს სამედიცინო ბუნდოვანია, რას გულისხმობს უსაფრთხოების მიზნით უფლების შეზღუდვა, გაურკვეველია, რა სახის უსაფრთხოების საფუძვლით აქვს ექიმს პაციენტის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის დონეზეც, მკაცრად უნდა დარეგულირდეს პაციენტებისათვის კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შეზღუდვის პროცედურა, მათ შორის, თვითნებობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს თითოეული უფლების შეზღუდვის პროცედურები.98 94 მაქსიმალური დრო, კრიტერიუმები და გასაჩივრების გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, 70/175 (ნელსონ მანდელას წესები), ბრალდებულები და მსჯავრდებულები განცალკევებით უნდა იყვნენ განთავსებულნი (წესი N11(ბ)). 95 პატიმრობის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი. 96 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი. 97 კერძოდ, ექიმს აქვს უფლება პაციენტს შეუზღუდოს ტელეფონით სარგებლობის უფლება; სტაციონარის ხანმოკლე დროით დატოვების უფლება; წერილების, ამანათების და მნახველების მიღების უფლება; პირადი ნივთის ქონის უფლება; აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლება, ასევე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გასაგები ინფორმაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის უფლება. 98 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, 166-170. 55 I დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო სამწუხაროდ, კვლავ პრობლემურია დროებითი მოთავსების იზოლატორების99 ორ ან მეტ ადგილიან საკნებში ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძების არსებობა, სადაც ორი და მეტი დაკავებულის მოთავსების შემთხვევაში, დაკავებულებს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა დაკავებულის/დაკავებულების თვალწინ უწევთ. გარდა ამისა, იზოლატორების საკნების საპირფარეშოებში არ არის ჩამრეცხი მოწყობილობა და მის ნაცვლად გამოიყენება საკნების საპირფარეშოებში არსებული საკანალიზაციო ღია ხვრელის ზემოთ რამდენიმე სანტიმეტრში განთავსებული წყლის მილი. ამგვარ პირობებში დაკავებულის ხანგრძლივი დროით მოთავსება,100 შესაძლოა, გაუტოლდეს დაკავებული პირების მიმართ დამამცირებელ მოპყრობას.101 ფიზიკური გარემოს თვალსაზრისით, კვლავ პრობლემურია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. 2021 წელს კვლავ გადატვირთულობის პრობლემა იდგა როგორც ნახევრად ღია, ისე დახურული ტიპის დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებში. სამწუხაროდ, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ხოლო მსჯავრდებულთა უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი 4 კვ.მ. პირადი საცხოვრებელი ფართით. დაკავებული პირის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები დაკავებულის ინფორირება - პოლიციის მიერ პირის ინფორმირება მისი უფლებების შესახებ, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემური იყო. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულ პირებს, უმეტეს შემთხვევებში, არც დაკავებისას და არც გამოკითხვის წინ, ან საერთოდ არ უმარტავენ უფლებებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწვდიან ინფორმაციას. ადვოკატის ხელმისაწვდომობა - სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ სტატისტიკური პროგრამის გამოყენებით დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, პირველი 24 საათის განმავლობაში ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებელი საგრძნობლად გაუარესდა. კერძოდ, 2021 წელს, პირველ 24 საათში ეს მაჩვენებელი 17.4%-ია, მაშინ როდესაც 2020 წელს 45% იყო. ხოლო პირველ 48 საათში ადვოკატის ჩართვის მაჩვენებელი 99 ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძები კვლავ ფუნქციონირებს მარნეულის, ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ბათუმის, ქობულეთის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 100 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობა შესაძლოა დადგინდეს 15 დღემდე ვადით. 101 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე მსჯელობისას, ხელმძღვანელობს მის მიერვე დადგენილი სტანდარტით და აღნიშნავს, რომ დაკავების/პატიმრობის მატერიალური პირობები არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას და არ უნდა იყოს იმაზე მძიმე, ვიდრე ეს გარდაუვლად არის დაკავშირებული პატიმრობასთან. მაგალითისთვის, იხილეთ VASILESCU c. BELGIQUE (App. no. 64682/12), პარა. 105. 56 I 29%-იდან 37.6%-მდე გაიზარდა.102 2021 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ გამოკითხულ პოლიციის დაკავებულთაგან დაწესებულებაში. არცერთი დაკავებული საყურადღებოა, რომ არ შეხვედრია სისხლის ადვოკატს სამართლის წესით დაკავებული პირები პირდაპირ მიუთითებდნენ ადვოკატთან დაკავშირების ხელშეშლის და ადვოკატის მოთხოვნის უგულებელყოფის პრობლემაზე.103 დაკავებული პირის მიერ ადვოკატის მოთხოვნის ან დაკავშირების დრო კვლავ არ აღირიცხება. კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის დაწესებულებებში დაკავებულ პირთან კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის უზრუნველყოფა. არაკონფიდენციალურ პირობებში ადვოკატი ვერ შეძლებს დაკავებულთან კონფიდენციალურად გასაუბრებას, რაც საპროცესო ნორმების დარღვევა104 და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიის უხეში უგულებელყოფაა.105 ოჯახის ინფორმირება - სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, კანონმდებლობით დადგენილ 3-საათიან ვადაში106 ოჯახებს დაუკავშირდნენ დამუშავებული სისხლის სამართლის საქმეების 94%-ში. წინა წელთან შედარებით, ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.107 სახალხო დამცველი, წინა წლის მსგავსად,108 მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის იმის შემოწმებას, პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ან ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების უფლება. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების დაკავშირებით, წლებია, დასარეგულერებელ წარმოება გასცემს საკითხებზე, - სახალხო რეკომენდაციებს როგორიცაა დამცველი როგორც სამხრე ვიდეოჩანაწერებთან ნორმატიული კამერებით და აქტით პოლიციის ავტომანქანაში ვიდეოგადაღების ვალდებულება და გონივრული ვადით მასალის შენახვა, ასევე, გასცემს რეკომენდაციებს პოლიციის დაწესებულებების ვიდეო ინფრასტურქტურით სრული აღჭურვის და დაკავებული პირის გადაადგილების არეალის სრული დაფარვის შესახებ.109 სამწუხაროდ, 2021 წელს, ნორმატიულ დონეზე, ამ მხრივ ცვლილებები არ განხორცილებულა. პოლიციის 102 კერძოდ, დეპარტამენტისა პატრულ და ინსპექტორებს/ცენტრალური ტერიტორიული ორგანოების კრიმინალური თანამშრომლებს, სტატისტიკა წლების მიხედვით, პირველი 24 საათის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის ჩართვასთან დაკავშირებით: 2017 წელი - 15%, 2018 წელი - 11,9%; 2019 წელი - 24,6%; 2020 წელი 45%. 103 ზემოხსენებული საპროცესო და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველი, წლებია, გასცემს რეკომენდაციას, აღინუსხოს ადვოკატთან დაკავშირების მოთხოვნა. 104 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 5. 105 დადებითად უნდა აღინიშნოს დროებითი მოთავსების იზოლატორები, სადაც ადვოკატთან შესახვედრად გამოყოფილია საგამოძიებო ოთახები და, ამ მხრივ, 2021 წელს პრეტენზია არ გამოთქმულა. 106 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. 107 წლების მიხედვით დინამიკა შემდეგია: 2017 წელს - 71%, 2018 წელს - 86,8%. 2019 წელს - 94.4%, 2020 - 84%. 108 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 89; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 61. 109 დეტალურად ვიდეოკამერების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში, 131-136. 57 I მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება არ აქვთ. პატრულ ინსპექტორების გარდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გაწერილი ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები.110 პოლიციის დაწესებულებებში კვლავ არ მიმდინარეობს დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.111 პოლიციის დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობით არ არის დაფარული ყველა ის სივრცე, სადაც დაკავებულს შესაძლოა უწევდეს ყოფნა. მოსამართლის როლი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია, რომ, თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე მოსამართლეს ეჭვი გაუჩნდება, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ჩადენილია წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, 112 რეაგირებისთვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს. მოსამართლე თუმცა, მნიშვნელოვანია, ცვლილებები შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ამის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებსაც მიეცეთ. ამის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები კვლავ ხშირია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წელს, სასამართლოების მოსამართლეებმა 93 შემთხვევაში მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ვინაიდან გაუჩნდათ ეჭვი, რომ დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას ან ამის შესახებ თავად განაცხადა დაკავებულმა.113 2.4. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა ამ დანაშაულის თავიდან ასარიდებლად. სამწუხაროდ, 2021 წლის განმავლობაში, არაერთი გამოწვევა გამოვლინდა ამ მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი საქმიანობის ფონზე, 110 საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანება, მუხ. 121. 111 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედების დროს დასაშვებია ვიდეო და აუდიო ჩაწერა. 112 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლი. 113 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის წერილი №პ-81-22. 58 I საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმება და ამას კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების პროცესი გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ 114 მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე წარიმართა. 2019 წლის პირველი ნოემბრიდან მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო არასათანადო მოპყრობის სათანადო გამოძიება, რაც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მოთხოვნიდან გამომდინარე, სახელმწიფოს კონსტიტუციური შინაარსის პოზიტიური ვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. საგულისხმოა, რომ ცვლილებები არ/ვერ უზრუნველყოფს ორი ახლად შექმნილი სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს და სამომავლოდ ქმნის რისკებს, რომ მათი სამსახურიც გაუქმდეს, თუკი სამსახურების საქმიანობა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის მიუღებელი იქნება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური (ყოფილი Ⴑახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის და გამოძიების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომლისთვისაც შეტყობინებების მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორები წარმოადგენს. სახალხო დამცველმა, 2021 წელს, დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული მონაცემების დამუშავებით შეისწავლა, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის დროებითი მოთავსების იზოლატორში დროულად გამოცხადების მაჩვენებელი, ისე დაკავებულთან გასაუბრების ხანგრძლივობა და პირობები. პრევენციის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული 495 შემთხვევის115 ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაგზავნილი 441 შემთხვევიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი დაკავებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში 350 შემთხვევაში შეხვდა.116 აქედან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი, დაკავებულს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან შეტყობინების გაგზავნიდან, საშუალოდ 7 საათში ხვდებოდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო 114 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება იხილეთ სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თავში. 115 პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა დაკავებულის პირად საქმეს ამოწმებენ. მითითებული დაკავების გარემოებებმა, დაზიანების ლოკალიზაციამ, რაოდენობამ და ხასიათმა მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი გაუჩინა პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე. შემოწმება ჩატარდა თბილისის, კახეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებულ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 116 სპეციალური პრევენციული ჯგუფის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკავებული პირების იზოლატორში მოუნახულებლობის მიზეზი ძირითადად უკავშირდება დაკავებული პირის იზოლატორში გვიან ღამით შემოყვანას და მეორე დღეს დილის საათებში სასამართლოში გადაყვანას. 59 I ინსპეტორის რესურსებიდან და წარმომადგენლობიდან გამომდინარე, საშუალოდ 7 საათში იზოლატორში დაკავებულის მონახულება - კარგი მაჩვენებელია.117 სამწუხაროდ, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებთან შეხვედრა, 2021 წელსაც, უმეტესად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რადგანაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულს დისტანციური შეხვედრების ოთახში მარტო არ ტოვებენ, დისტანციური ჩართვის დროს არ არის უზრუნველყოფილი კონფიდენციალური გარემო, რაც გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთან გულახდილად საუბარზე. დამატებით, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებული 52 სისხლის სამართლის საქმე.118 საქმეთა სრულყოფილად შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები ძირითადად აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. გამომძიებლები, როგორც წესი, დროულად და ზედმიწევნით ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებას. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შემთხვევის გარდა, სავარაუდო მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა ხსენებულ საქმეებში არ მომხდარა,119 ხშირ შემთხვევაში, გამოძიება მათ აწვდიდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა თუ შეწყვეტის შესახებ. შესწავლილ საქმეებში გამოვლინდა ერთეული შემთხვევა, როდესაც რიგი საგამოძიებო მოქმედებები უფრო დროულად უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, გარკვეულ დაგვიანებას გამოძიების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. დამატებით, საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ 4 სისხლის სამართლის საქმეში120 გამოვლინდა კონკრეტული სამართალდამცავების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, რის თაობაზეც ინსპექტორის სამსახურმა წერილობითაც (წინადადებით) მიმართა პროკურატურას. პროკურატურას არცერთ შემთხვევაზე არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვა, რასაც სახალხო დამცველი უკიდურესად უარყოფითად აფასებს. პროკურატურას არ დაუწყია დევნა, მიუხედავად იმისა, რომ 117 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის SIS 4 21 00033583 წერილის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე, შემოვიდა 1012 შეტყობინება 1062 პირთან დაკავშირებით. 118 სახალხო დამცველის აპარატის მიზანი იყო შეესწავლა ის საქმეები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აწარმოა და გამოძიება შეწყვიტა კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიუცემლად, 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. 119 პირის დაზარალებულად ცნობის უფლებამოსილება გამომძიებლებს არ აქვთ, ეს პროკურორების უფლებამოსილებაა. 120 ზემოაღნიშნული 52 საქმის გარდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატს საგამონაკლისო წესით 8 მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე გააცნო. მათგან 4 საქმეში მითითებული პრობლემური საკითხი გამოვლინდა. 60 I სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ოთხივე საქმეში, მტკიცებულებათა ერთობლიობით, გამოვლენილი ჰყავდა კონკრეტული სამართალდამცველები, რომელთა მიმართ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა ქმნიდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნამდე, ეს საქართველოს პროკურატურის ფუნქცია იყო და მათ მიერ საქმიანობის არაეფექტიანად და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ შესრულება არაერთი კვლევით დასტურდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიებულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყება და ამგვარი ქცევის დასასაბუთებლად გაუგებარი მიზეზების მოშველიება, პროკურატურის მიერ სამართალდამცველთა დანაშაულების დაფარვის ეჭვს ბადებს. საქართველოს სახალხო ინსტიტუციური დამცველი, მოწყობისა გასული და წლების მსგავსად,121 ანგარიშვალდებულების პროკურატურის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, პარლამენტს გენერალური პროკურატურის რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდებს, რაც, საქართველოს დარღვეული გენერალური უფლებების პროკურატურის აღდგენისა და პრევენციის არსებითი როლის კუთხით გათვალისწინებით, 122 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გენერალური ინსპექციები სამართალდამცავი სტრუქტურების ფარგლებში ისეთი სამსახურის არსებობა, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილებათა ჯეროვანი განხორციელების უწყებებს პროაქტიული მონიტორინგი, მონიტორინგის კრიტიკულად გარდა, მნიშვნელოვანია. ასევე ევალებათ ამავე საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო უკანონო ქმედებების შესახებ მოქალაქეთა საჩივრებზე ეფექტიანი რეაგირება. სახალხო დამცველის აპარატმა, საანგარიშო პერიოდში, შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ცალკეული სამსახურებრივი შემოწმების მასალები.123 შედეგად, 2021 წელს, სახალხო დამცველმა 4 წინადადებით მიმართა იუსტიციის მინისტრს მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ არასრულფასოვნად ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძვლით დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების თაობაზე, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს - 2 შემთხვევაში. პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტზე სწრაფი, ობიექტური და ჯეროვანი რეაგირება კვლავ გამოწვევად რჩება. დღემდე 121 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 79. სახალხო დამცველმა გენერალური პროკურატურის რეფორმის დაწყების თაობაზე წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. თუმცა, 2019-2020 წლების მსგავსად, ეს წინადადება არც საანგარიშო პერიოდში გაუთვალისწინებიათ. 123 სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. 122 61 I პრობლემური საკითხია სამსახურებრივი შემოწმების დაგვიანებით დაწყება, რომელიც, თავის მხრივ, დამატებით აბრკოლებს სამსახურებრივი შემოწმების სრულფასოვნად ჩატარებას. მაშინ, როდესაც ორივე სამსახურის ვალდებულებაა განმცხადებელთა საჩივრებზე ეფექტიანი რეაგირება და უფლების შესაძლო დარღვევის არსებითად გამოკვლევა ყველა ვალდებულებების ხელმისაწვდომი არაჯეროვანი კანონისმიერი შესრულება, ხერხით, სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების დაუსაბუთებლად დასრულება და მოქალაქეთა ინფორმირებისგან თავშეკავება, ამცირებს უწყებათა მიმართ საზოგადოების ნდობას და აზიანებს მათ რეპუტაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ საქმიანობის არაჯეროვანი შესრულების კუთხით, აღსანიშნავია ინსპექციის მიერ ჩატარებულ სამსახურებრივ შემოწმებაში აღმოჩენილი არსებითი ხარვეზები. მაგალითისთვის, ერთ-ერთ საქმეში, სადაც განმცხადებელი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, თანამშრომლების გამოკითხვის გარდა არცერთი სხვა მოქმედება არ ჩატარებულა. საბოლოოდ კი, განმცხადებლის უფლების დარღვევა არ დადგინდა. აღნიშნულის მსგავსად, ერთ-ერთ საქმეში, რომელიც სამი არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო სიტყვიერი შეურაცხყოფის საკითხს ეხებოდა, გენერალური ინსპექცია მხოლოდ სამი თანამშრომლის გამოკითხვით შემოიფარგლა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მათგან მიღებული ინფორმაციით იხელმძღვანელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის არაჯეროვანი მუშაობა ასევე დასტურდება იაღლუჯის ბაზის სამხედროების საქმის მაგალითზე., რომელიც ზემდგომი პირების მიერ ჯარისკაცების დასჯის მიზნით მათთვის კბილის ან ფეხსაცმლის ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის მოხეხვის იძულებას შეეხება. ამ დანაშაულებრივ ფაქტებზე ინფორმაციას გარკვეული პერიოდით ადრე უკვე ფლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ოფიციალურ წერილობით მიმართვამდე,124 გენერალურ ინსპექციას საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის არ გადაუგზავნია.125 დღეის მდგომარეობით, ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის126 მიმართ, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატის მიერ, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიების კუთხით, საანგარიშო პერიოდში შესწავლილ იმ საქმეებს, 124 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის 27 ივლისის №14/7360 წერილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 30 ივლისის MIA 9 20 01750649 წერილით სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ საქმე 29 ივლისს გადააგზავნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 126 ერთ-ერთი პირის მიმართ, მისი გარდაცვალების გამო, გამოიცა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ. 125 62 I რომელთა მიმართაც განსაკუთრებით დიდი იყო საზოგადოებრივი ინტერესი, წარმოგიდგენთ მათ მოკლე მიმოხილვას: მიხეილ სააკაშვილის საქმე127 - პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის კანონით გათვალისწინებული ფორმა - შიმშილობა გამოიყენა. პოლიტიკური თანამდებობის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა განცხადებები ქმედებები, და 128 შიმშილობას. გაატარეს პირებმა სამსახურმა რომლებიც და იუსტიციის არაერთხელ გააკეთეს ეჭვქვეშ აყენებდა პატიმრის სახალხო დამცველის აპარატის მიერ დოკუმენტების ადგილზე გაცნობით დადასტურდა, რომ მ. სააკაშვილის მიერ სამედიცინო დანიშნულების დანამატების მიღების მიუხედავად, შიმშილობის ფორმა არ შეცვლილა და პატიმარი განაგრძობდა შიმშილობას. აპარატმა ცალსახად უარყოფითად და პატიმრის ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკების შექმნის მცდელობად შეაფასა თანამდებობის პირთა მიერ მსგავსი განცხადებების გავრცელება.129 სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ პატიმრის პროტესტის ეჭვქვეშ დაყენება მათ პროტესტის ფორმის დამძიმებისკენ ან/და სამედიცინო მომსახურების მიღების შეწყვეტისკენ უბიძგებს, რაც ამძიმებს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გადაიყვანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, №18 დაწესებულება სრულფასოვნად არ პასუხობდა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ (რომელიც მოწვეულ იქნა სახელმწიფო უწყებების მიერვე) გაცემულ რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით და ასევე, არსებობდა რისკები მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის №18 დაწესებულებაში გადაყვანა, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის დაწესებულებების რამდენიმე დღის მნიშვნელოვანი საფრთხის დეზორგანიზაციას. №18 განმავლობაში, მიხეილ გამო, გამოიწვევდა დაწესებულებაში სააკაშვილს №8 და გადაყვანის პატიმართა №18 შემდეგ, მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილების მოსმენა უწევდა, რაც ცალსახად ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო და ამით სახელმწიფომ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულება 127 დაარღვია.130 საგულისხმოა, რომ 2021 და წინა რამდენიმე წლის საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში. 128 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 12.10.2021, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3CMwaa7 > [ბოლოს ნანახია 28.03.2022]. 129 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 12.10.2021, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3CMwaa7 > [ბოლოს ნანახია 21.03.2022]. 130 დამატებით იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თავი. 63 I განმავლობაში, №12 პენიტენციური დაწესებულების არცერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, №18 დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ. იმის გათვალისწინებით, რომ №18 დაწესებულება არ იყო მზად მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო სერვისის მისაწოდებლად, ხოლო სახელმწიფოს მიერ შერჩეულ ექიმთა მულტიფუნქციურ ჯგუფს აღარ ეძლეოდა პაციენტის მონახულებისა და №18 დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის ადეკვატურობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უცნობი იყო საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სახალხო დამცველმა მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფი შექმნა. ჯგუფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობა და დროულობა უნდა შეეფასებინა. სახალხო დამცველის ექსპერტთა გამომდინარე, ჯგუფმა არაერთხელ გასცა პაციენტის მდგომარეობის რეკომენდაცია, რომ კრიტიკულობიდან პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რის პირობებსაც №18 დაწესებულება არ აკმაყოფილებდა. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე დაყრდნობით, 2021 წლის 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი №18 დაწესებულებიდან სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით სამჯერ მოინახულა. შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი კვების აღდგენის (რეფიდინგის) პროცესში მიღწეული დადებითი შედეგების (სასიცოცხლო რისკების მოხსნა) შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა. პაციენტს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მრავალჯერადად გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, სააკაშვილის ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი, სამწუხაროდ, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დარჩა.131 131 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 25.11.2021, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3KHJTli > [ბოლოს ნანახია 16.03.2022]; საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 14.12.2021, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3tdTNVU > [ბოლოს ნანახია 16.03.2022]; საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 19.01.2022, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MTg96W > [ბოლოს ნანახია 16.03.2022]. 64 I გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, №18 დაწესებულებაში ის ძალის გამოყენებით შეასახლეს. მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში შესახლების ამსახველი კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელი კადრების გავრცელებით დაირღვა მისი პატივისა და ღირსების უფლება. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შესახლების ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილი შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.132 სახალხო დამცველის აპარატი დღემდე პერიოდულად ითხოვს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. ლუკა სირაძის საქმე133 - საქართველოს სახალხო დამცველმა ლუკა სირაძის საქმის (შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვან ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების მიცემის იძულებისა და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი) შესწავლის შედეგების საფუძველზე, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქმეში გამოვლენილ სხვადასხვა საკითხზე რეაგირების თაობაზე, წინადადებით მიმართა. აღსანიშნავია, რომ წინადადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მონაწილეობით, რომელიც გამოკითხვისას დეტალურად აღწერდა ლუკა სირაძის მიმართ გამომძიებელ მ. ჩ.-ს გარდა, კიდევ ერთი გამომძიებლის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ჩაატარა წინადადებაში მითითებული საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა.134 გამოძიება გრძელდება. ლუკა სირაძის საქმის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში პრობლემური იყო არასრულწლოვანთან პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში შეხვედრა. წლებია, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღმოიფხვრას დაკავებული პირის პოლიციის უფროსების და უფროსის მოადგილეების კაბინეტებში შეხვედრის პრაქტიკა და მათთან შეხვედრა გაიმართოს მხოლოდ ვიდეომეთვალყურეობით აღჭურვილ სივრცეში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე შეისწავლა ხსენებულ საქმეზე მსჯავრდებული პირის - მ. ჩ.-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. ჩვენი შეფასებით, ამ საშეღავათო ღონისძიების გამოყენებით, სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპი, რადგან საბოლოოდ მსჯავრდებულს არ მოუხდია შეფარდებული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი. კერძოდ, მ. ჩ.-ს განსაზღვრული 3-წლიანი თავისუფლების 132 სახალხო დამცველის აპარატმა მჭიდროდ ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, გამოძიებას მიაწოდა სრული ინფორმაცია, სახალხო დამცველის აპარატში დაცული სრული რელევანტური დოკუმენტაცია და სახალხო დამცველის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ინსპექტორის სამსახურში გამოიკითხნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები, მათ შორის, სპეციალური რწმუნებით აღჭურვილი სამედიცინო ექსპერტები. 133 საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 81. 134 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 5 მარტის №SIS 5 21 00004207 წერილი. 65 I აღკვეთიდან მოუხდელი დარჩა სასჯელის ფაქტობრივად ნახევარი, კერძოდ - 1 წელი, 4 თვე და 13 დღე. საგულისხმოა, რომ მ. ჩ.-ს არ ჰქონდა დაზარალებული მხარის თანხმობა და თავს ბრალდებაში დამნაშავედ არ მიიჩნევდა. ადგილობრივი საბჭოები, როგორც წესი, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების ფაქტებს, ასევე, დაზარალებული მხარის პოზიციას, თუ მას პრეტენზია მსჯავრდებულთან აღარ გააჩნია.135 მოცემულ საქმეში კი, საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია ამ გარემოებებზე, არ დაუსაბუთებია საკუთარი პოზიცია, ისე მიიღო მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება. ნინოწმინდის პანსიონის საქმე - მნიშვნელოვანი და არსებითი ხარვეზები გამოვლინდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების პროცესში. აპარატმა შეისწავლა 4 სისხლის სამართლის საქმე, რომელთა გამოძიება 2016 და 2019-2021 წწ. დაიწყო.136 მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ, სამწუხაროდ, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, გულგრილად ეკიდებიან არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, წლების განმავლობაში აჭიანურებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებენ მსხვერპლი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებენ სტერეოტიპულად, არ ანიჭებენ მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს,137 არ ცდილობენ შეკრან დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და სრულფასოვნად გამოავლინონ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში. საგულისხმოა, რომ შესწავლილი მასალებიდან, იკვეთებოდა ბავშვების მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიშნებიც, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არც საქმეების ფარგლებში წარმართულა და არც ცალკე წარმოებად გამოყოფილა საქმე. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოს არ გაუტარებია ღონისძიება პანსიონში მყოფი ბავშვების უსაფრთხოების და სავარაუდო ძალადობრივი გარემოსგან დასაცავად. სახალხო დამცველმა ეფექტიანი გამოძიების წარმოების თაობაზე წინადადებით138 მიმართა გენერალურ პროკურორს და მოითხოვა: საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება, 135 მაგ., იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში „პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა საქართველოში“, 30-32, < https://bit.ly/3uHbLQ > [ბოლოს ნანახია 30.03.2022], ასევე, იხ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში, 27-28, <https://bit.ly/3wKa1bI > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 136 კვალიფიკაცია 3 საქმეზე - სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა), ხოლო 1 საქმეზე სსკ-ის 137-ე მუხლით (გაუპატიურება). 137 აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2022 წლის გადაწყვეტილებაში, ცინცაბაძე ჯგუფის საქმეებზე, სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ზოგადი ღონისძიებების ნაწილში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები დაზარალებულთათვის სტატუსის მისანიჭებლად, როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ისე პრაქტიკაში აღნიშნულის გაუმჯობესების გზით (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ცინცაბაძე ჯგუფის საქმეებზე, პარა. 7, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3IfcwVz > [ბოლოს ნანახია 16.03.2022]). 138 საქართველოს სახალხო დამცველის 07.12.2021 წ. №15-5/11525 წინადადება. 66 I საქმეთა კვალიფიკაციის, საგამოძიებო სტრუქტურული ერთეულისა და ზედამხედველი პროკურორის შეცვლა, საქმიდან მოქმედი სოციალური მუშაკის ჩამოშორება, ასევე, მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, კონკრეტულ შემთხვევებში დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და სხვ. საგულისხმოა, რომ გენერალურმა პროკურორმა სახალხო დამცველის წინადადებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულის სისტემური გამოძიება, მნიშვნელოვანია წარიმართოს სსკ-ის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), რადგან ბავშვების ჩვენებებში იკვეთება არასათანადო მოპყრობისა და დასჯის ძალადობრივი მეთოდები, რასაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა და გამოიყენებოდა არა კონკრეტული, არამედ თითქმის ყველა ბავშვის მიმართ. ამ პირობებში სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) კვალიფიკაცია არასაკმარისია და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტების სიმძიმეს ვერ დაფარავს. თემურ აბაზოვის ბრალდების საქმე139 - 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა მიმოიხილა თემურ აბაზოვის საქმე.140 მარნეულის ყოფილ მერს პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 2 მძიმე ბრალიდან ერთ-ერთი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებლად მოხსნა, რითაც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდა არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ბრალდებისა და ძალადობის ნაწილში.141 2022 წლის 27 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ყველა პირი, მათ შორის, თემურ აბაზოვი, კვლავ სრულად გაამართლა. ხოლო პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და გავრცელების ეპიზოდი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე ბრალდების მოხსნის გამო, კვლავ სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე დარჩა. 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების გამოძიება142 - საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ 5 ივლისს სხვადასხვა ლოკაციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტები. ძალადობის შედეგად 139 საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში. 140 საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 83. 141 სხვა პირებს გამოძიება დაზარალებულზე ძალადობას ედავებოდა მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და გავრცელების ეპიზოდში ბრალდება მათ მიმართაც მოიხსნა. 142 საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში. 67 I მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. მედიაში გავრცელებულ სიუჟეტებსა და სხვადასხვა პირების მოწოდებებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდების შემადგენლობის ნიშნები იკვეთებოდა, თუმცა, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების უმოქმედობა, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების გამოუძიებლობასა და ძალადობრივი მოვლენების თავიდან ასარიდებლად საჭირო ღონისძიებების განუხორციელებლობაში, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან ჩადენილი ძალადობის მასშტაბებზე.143 ასევე საგულისხმოა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან144 დაკავშირებული გამოძიების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სახალხო დამცველის შეფასება უცვლელია. სამწუხაროდ, გამოძიებაში კვლავ იკვეთება რიგი ხარვეზები, მათ შორის, გამოძიებისთვის ექსპერტის დასკვნის გადაცემის დაგვიანების შემთხვევები. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2020-2021 წელს, სასამართლომ, რამდენიმე შემთხვევაში, ფორმალური საფუძვლით თავი აარიდა საჩივრის შინაარსობრივ განხილვას და ადვოკატს პირის დაზარალებულად ცნობის თაობაზე განცხადება/საჩივარზე უარი ეთქვა. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  დაიწყოს საქართველოს გენერალური პროკურატურის რეფორმა, გაითვალისწინოს საპროკურორო საბჭოს მონაწილეობა პროკურატურაში ქვემდებარეობის განსაზღვრისა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესში; ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებასა და იმ ნორმატიული აქტების მიღების პროცესში, რომლებიც პროკურატურის სისტემურ საკითხებს არეგულირებენ;  2022 წელს პატიმრობის კოდექსით განისაზღვროს ბრალდებულების 4 კვ.მ.-ის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება; 143 ამავეზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომელმაც 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, მიუთითა, რომ 2013 წლის 17 მაისს ჩადენილი ძალადობის მასშტაბზე ზეგავლენა მოახდინა ხელისუფლების უმოქმედობამ და რომ სახელმწიფომ ვერ ჩაატარა დროული და ობიექტური გამოძიება ლგბტ+ თემზე წარსულში განხორციელებული თავდასხმის ფაქტებთან მიმართებით. ამ ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე, „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის დარღვევა სასამართლომ 2015 წელს დაადგინა. 144 საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში. 68 I  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის შესაბამის მუხლებში და ყველა მსჯავრდებულს მიენიჭოს აკადემიური უმაღლესი განათლების უფლება;  შევიდეს ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და განისაზღვროს, რომ თუ მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს;  შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და გამოირიცხოს დაკავებული პირის თანხმობის გარეშე, სასამართლო განჩინებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გარდა სხვა საგამოძიებო ორგანოების მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმების მიერ წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღება;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით განისაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ იძულებითი სწრაფი ტრანკვილიზებისას, უნდა გავრცელდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში (პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენება) მოცემული მოთხოვნები და გარანტიები;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ, ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების თავიდან არიდებისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების და დამტკიცების ვალდებულება, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და შესაბამისად, საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის განისაზღვროს, შეზღუდვის ნებაყოფლობით მეთოდის შესახებ“ საქართველოს მკურნალობაზე გამოყენების მყოფი შემთხვევაში კანონით მკაფიოდ პაციენტის მიმართ დაწესებულებების მიერ სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები და პაციენტის სამართლებრივი სტატუსის გადასინჯვის პროცედურები და მათი დაუცველობის შემთხვევაში შესაბამისი სანქცია;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით უზრუნველყოს უსაფრთხოების მიზნით ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურა სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობის პირობებში (განისაზღვროს, თითოეული უფლების შეზღუდვა რა კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში დაიშვება, რა ვადით დაიშვება თითოეული უფლების შეზღუდვა და როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება); 69 I  „ფსიქიკური შეტანით, ჯანმრთელობის მკაფიოდ ინფორმირებული შესახებ“ გაიმიჯნოს თანხმობა და საქართველოს სტაციონარში მკურნალობის კანონში ცვლილების მოთავსების თაობაზე თაობაზე ინფორმირებული თანხმობა. რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თაობაზე ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, გაასაჯაროოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2021 წლის მაისის საგანგებო ვიზიტის თაობაზე ანგარიში;  2022 წელს, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებების შეტანის გზით განისაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, ასევე, განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის ვალდებულება, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით;  პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შევიდეს ცვლილება და გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსება შესაძლებელია გამოიყენებოდეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენებისას დასაბუთდეს, თუ რატომ ჩაითვალა, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება წარმოადგენს უალტერნატივო ღონისძიებას. ასევე, დებულებაში გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახის და სამარტოო (უსაფრთხო) საკნის გამოყენებამდე, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა;  დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად;  დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით;  დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი და იმ შემთხვევაში, თუ 24 საათის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა სამოქალაქო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების მისაღებად;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემური შემოწმების ჩატარების გზით: 70 I მონიტორინგის დეპარტამენტმა o უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენების და ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის თავიდან ასარიდებლად; o უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის თავიდან ასარიდებლად.  პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით აიკრძალოს სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების ჩატარებით, გამოავლინოს და აღმოფხვრას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას ე.წ. „ბუქნების გაკეთების“ მოთხოვნის პრაქტიკა;  პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინონ პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15 პატიმარზე მოდიოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ ერთი თანამშრომელი;  პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის დასაძლევად, უზრუნველყოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება და მომზადებული დოკუმენტი მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საკუთარი მოსაზრებების წარმოსადგენად;  შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვროს პენიტენციური დაწესებულების ექიმების ვალდებულება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის სხეულის დაზიანების ყველა შემთხვევაში, შეაფასოს რამდენად შეესაბამება დაზიანება პატიმრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მისი წარმოშობის შესახებ და შესაბამის დოკუმენტში წერილობით მიუთითოს, გაუჩნდა თუ არა ეჭვი შესაძლო ძალადობაზე; ასევე, განისაზღვროს, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, ძალადობაზე ეჭვის გაჩენისას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება;  პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ექიმს, რომელიც ახდენს დაზიანების დოკუმენტირებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №633 ბრძანებით დამტკიცებული პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, 71 I არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად, ჩაუტარდეს დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი;  შევიდეს ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებულ წესში და განისაზღვროს ექიმის ვალდებულება, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა ბრალდებულის/მსჯავრდებული არ და აცხადებს დაბრუნების თანხმობას დროს, სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა მის სხეულზე არსებული ხილული დაზიანებების ან/და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმს გაუჩნდება ძალადობაზე ეჭვი, აღწეროს ხილული დაზიანებები და შეტყობინება გაუგზავნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;  შევიდეს ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებულ წესში და განისაზღვროს ექიმის ვალდებულება, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ბრალდებულის/მსჯავრდებული არ აცხადებს თანხმობას სამედიცინო შემოწმებაზე და მას დაზიანება არ აღენიშნება, სამედიცინო შემოწმებაზე თანხმობის მისაღებად, არაუგვიანეს 24 საათისა, პატიმარს განმეორებით შესთავაზოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება;  შევიდეს ცვლილება პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში და განისაზღვროს, რომ სამედიცინო პერსონალის პატიმრებთან შეხვედრისას მესამე პირის დასწრების შემთხვევაში, წერილობით დასაბუთდეს დასწრების მიზეზი;  უმოკლეს ვადებში შეივსოს სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილები;   უზრუნველყოს დაწესებულებებში ექთნების რაოდენობის გაზრდა მინიმუმ ორჯერ; ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინფექციის კონტროლის ყველა ზომის დაცვით, უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება;  დაწესებულებების განათლების სამედიცინო ფარგლებში, პერსონალისთვის უზრუნველყოს უწყვეტი პროფესიული სამედიცინო ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება;  უზრუნველყოს პენიტენციურ სისტემაში ინფორმაციული ელექტრონული სისტემის დანერგვა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეტანა ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სისტემატიზებას;  პენიტენციურ დაწესებულებებში შემუშავდეს და დაინერგოს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის ინსტრუმენტი;  პენიტენციური დაწესებულებების პერსონალი გადამზადდეს ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის საკითხებში; 72 I  პენიტენციური დაწესებულებების კანონქვემდებარე ნორმატიულ თავისებურებებიდან დონეზე გაიწეროს გამომდინარე, ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა;  მუდტიდისციპლინურმა პრობლემების მქონე მკურნალობა არ გუნდმა პაციენტთა ესაჭიროებათ; შეაფასოს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაონ ბიო-ფსიქო-სოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიონ შესაბამისი დახმარება;  პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კონფიდენციალური საჩივრების კონვერტები განათავსოს დაწესებულების კონვერტის თანამშრომელზე მიმღები პატიმრისთვის იმგვარად, პატიმრის უფასოდ რომ კონვერტის დამოკიდებული ვინაობის ხელმისაწვდომი და დადგენა. იყოს მიღება არ იყოს შეუძლებელი იყოს ამასთანავე, ყველა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მიეცეთ შესაძლებლობა საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტი;  საჩივრის ყუთები განთავსდეს იმგვარად, რომ არ მოექცეს ვიდეომეთვალყურეობის არეალში და დაცული იყოს საჩივრის გამგზავნის ანონიმურობა;  იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური შემოწმებითა და შესაბამისი რეაგირებით გამოავლინოს და შეისწავლოს №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ განხორციელებული რეპრესიების სავარაუდო ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა;  სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე ზომის დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა;   №17 დაწესებულებაში გაუქმდეს ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები; პენიტენციურ დაწესებულებებში თითოეული პატიმრისთვის გამოყოფილი იყოს 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი;  უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;  ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, აქტივობების ჩატარების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენებით, უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო 73 I აქტივობების დანერგვა. გაიზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები;  დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა;  №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ საშუალება, დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს, ისარგებლონ გასეირნების უფლებით;  უზრუნველყოს პენიტენციურ ფსიქოლოგების დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და რაოდენობის დაბალანსება პატიმართა რაოდენობასთან, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდით;  გააგრძელოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;  პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რაც უშუალოდ აისახება დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე;  2022 წელს უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში;  ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს თარჯიმნის მომსახურებით; მათ შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოთ ინფორმაცია დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ;  პატიმართა საკნებში განთავსების დროს გათვალისწინებული იყოს ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებები;  მიიღოს ყველა ზომა ქალი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, უზრუნველყოს კომპიუტერით სარგებლობა, სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოს გარე კედლებზე დამონტაჟებული ტელეფონის აპარატების კაბინებში განთავსება, საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარება სამედიცინო ნაწილის საშხაპეების გვერდით არსებულ პალატებში და პოსტოპერაციული პალატის ადაპტირება პოსტოპერაციული პაციენტებისთვის, ასევე, დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებული პირებისთვის მომვლელით სარგებლობის შესაძლებლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში, უზრუნველყოს პოლიციელთა მიერ დაკავებული პირისათვის უფლებების განმარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესის ტექნიკური საშუალებებით (აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით) დაფიქსირება; 74 I  პოლიციის დაწესებულებებში განხორციელდეს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება შესაბამისი რეესტრების წარმოების გზით;  უზრუნველყოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებული პირისა და ადვოკატის კონფიდენციალური შეხვედრა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ინფრასტრუქტურის შექმნით;  2022 წელს, გაიზარდოს იმ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი;  დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ;  დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებთან შენახვა;  2022 წელს, ტერიტორიული ორგანოების და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად აღიჭურვონ სამხრე კამერებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვროს მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, ასევე, გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები;  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით განისაზღვროს პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება. ვიდეოგადაღების ვალდებულება დაწესდეს შემდეგ შემთხვევებში: პირის ვინაობის დადგენა; ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა, პირის დაკავება;  პოლიციის ავტომანქანები ეტაპობრივად აღიჭურვოს ავტომანქანის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით;  ნორმატიული აქტით განისაზღვროს დაკავებული პირის პოლიციის ავტომანქანაში ყოფნის დროს უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულება ავტომანქანის გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერით ან მისი არარსებობის შემთხვევაში - სამხრე კამერით;  პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა; 75 I  აღმოიფხვრას დაკავებული პირის პოლიციის მოადგილეების კაბინეტებში შეხვედრის უფროსების პრაქტიკა და და უფროსის მათთან შეხვედრა გაიმართოს მხოლოდ ვიდეომეთვალყურეობით აღჭურვილ სივრცეში;  პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება;  შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №625-ე ბრძანებაში და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოყენებულ იქნა თუ არა იძულების ზომა და რა ფორმით;  რეესტრის წარმოების გზით, უზრუნველყოს პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი ყველა პირის აღრიცხვა, მათი სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით;  პოლიციის დაწესებულებებში დაინერგოს ელექტრონული, სისტემატიზებული, სტანდარტიზებული და უნიფიცირებული მონაცემთა ბაზების წარმოება, რომელიც ჩაანაცვლებს დაწესებულებაში წარმოებულ ჟურნალებს;  ელექტრონულ მონაცემთა ბაზის დანერგვამდე, უზრუნველყოს დაწესებულებაში წარმოებული ჟურნალების ჩანაცვლება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან კონსულტაციით;  უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირსა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელს შორის შეხვედრების (მათ შორის, დისტანციური შეხვედრების) კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება;  უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დისტანციური სასამართლო სხდომის კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაუსწრებლად;  უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში აღწერილი, დაკავების პირობებისა და კვების კუთხით დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პრობლემების მოგვარება და მიღებული ზომების შესახებ აცნობოს სახალხო დამცველს;  აღმოფხვრას ფსიქიატრიული სტაციონარებიდან გაქცეული ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სტაციონარში დაბრუნების პრაქტიკა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების 76 I (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, ექსპლუატაციის, ძალადობისა დოკუმენტირებისა და და შეურაცხყოფის) საგამოძიებო და ფაქტების მონიტორინგის გამოვლენის, დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი;  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან არიდებისა და მათზე რეაგირების სტრატეგია, სადაც ასევე იქნება გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;  სამინისტრომ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებით გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების, ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთება;  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს;  სამინისტრომ უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის სწავლების ჩატარება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ყურადღება მიდგომა და თანამედროვე დაეთმოს პერსონალის მიერ ფსიქიატრია, ფსიქიატრიული დახმარების ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და პრაქტიკაში გასატარებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას;  შეისწავლოს და აღმოფხვრას აკად. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა პაციენტებისგან განცალკევების პრაქტიკა;  შემუშავდეს და დაინერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების თავიდან არიდებისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და შესაბამისად, საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება;  სამინისტრომ მონიტორინგის გამოყენების კანონიერება ნებაყოფლობით გზით და მკურნალობაზე შეისწავლოს შეზღუდვის დასაბუთებულობა, ასევე, მყოფი მიმართ პაციენტების მეთოდების ფორმალურად შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვის საკითხი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში;  სახალხო დამცველის აპარატთან და შშმ პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით განახლდეს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია; 77 I  შეისწავლოს ფორმალურად მიმღები პაციენტების ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაეწერონ ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი;  შინაგან საქმეთა სამინისტეროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან (112) შეტყობინებებზე დახმარების შემოსული ფსიქიატრიული რეაგირებისთვის გაგზავნილი ეკიპაჟებისთვის, ფსიქიატრიულ შეიმუშაოს დახმარებაზე არანებაყოფლობით შემთხვევების გადაუდებელი დარწმუნების ფსიქიატრიულ საჭიროების განსაზღვრისა მოთავსების სამედიცინო გზით დაყოლიების, თაობაზე პაციენტის სტაციონარში და პაციენტის უფლებების განმარტების შესახებ დეტალური ინსტრუქცია;  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, სადაც გასაგები ფორმით იქნება მოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრული დახმარების არსისა და პაციენტთა უფლებების შესახებ; ამასთანავე, ბრძანებით განისაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, ისევე როგორც ინფორმაცია, ვის მიმართოს, თუ არ სურს სტაციონარში დარჩენა;  ცვლილებები შევიდეს მინისტრის ბრძანებაში, 145 რათა პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება;  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით ზეპირი და წერილობითი  ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის, სტაციონარის პოლიტიკის თაობაზე; პაციენტის შემუშავდეს დამტკიცდეს და მინისტრის დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი, ბრძანებით სავალდებულო, მარტივი და უფლებების ფსიქიატრიული განცხადების/საჩივრის კონფიდენციალური და გაგზავნის ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები;  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების სრული დაცვით უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან 145 სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ, 2007 წლის 20 მარტი. 78 I სტაციონარიდან გაწერის გარეშე, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;  მიიღოს ყველა ზომა, რათა სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან;  მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, ფინანსური რესურსის გამოყოფით, რათა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღმოიფხვრას პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში უსაფრთხო და თერაპიული გარემოს კუთხით მითითებული პრობლემები;  შეისწავლოს, მიეწოდება თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე;  დროულად აღმოიფხვრას მედიკამენტ „ციკლოდოლის“ მომარაგების პრობლემა, რათა ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა შეძლონ გვერდითი ეფექტების სამართავად მისი გამოყენება;  უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლება, რათა მათ შეძლონ, ამოიცნონ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტები, რომელთაც შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიონ;  დაავალოს შესაბამის სამსახურს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო ბარათების რეგულარული შემოწმება, რათა სტაციონარული სამედიცინო ბარათები ნაწარმოები იყოს ქვეყანაში არსებული მოთხოვნების146 შესაბამისად;  შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტზე;  ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან ურთიერთანამშრომლობით უზრუნველყონ სერვისის მომხმარებლებისთვის ისეთი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რომლებიც ორიენტირებული იქნება აღდგენაზე და ხელს შეუწყობს პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას და ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;  უზრუნველყოს დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების როლის გაზრდა, რათა სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ თემში არსებული პროგრამების მოძიებისა და პაციენტებისთვის გაცნობის ვალდებულება;  გადაიხედოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი, რათა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იყვნენ სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფილნი; 146 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი. 79 I  უზრუნველყოს ნივთიერებათა ფსიქიატრიულ ცვლის დაწესებულებებში პროცესების და აგრანულოციტოზის, განსაკუთრებით, ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის კლინიკურ-ლაბორატორიული დინამიკური შეფასება, ასევე, ლეიკოციტების კონტროლი მედიკამენტების გვერდითი მოვლენების მართვის მიზნით;  უზრუნველყოს დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;  უზრუნველყოს თერაპევტის მიერ ყველა პაციენტის კონსულტირება დაწესებულებაში მოთავსებისთანავე;  შეისწავლოს დაწესებულებებში არსებული ფინანსური მდგომარეობა და დაწესებულებებთან თანამშრომლობისა და ხელშეწყობის გზით უზრუნველყოს: o დაწესებულებების სტაციონარულ განყოფილებებში დღისა და ღამის და მათი განმავლობაში მომუშავე პერსონალის რაოდენობის გაზრდა; o დაწესებულებების თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდა უზრუნველყოფა დაზღვევით; o დაწესებულებებში ფსიქოსოციალური სპეციალისტებისათვის შესაბამისად მიმართულებით აღჭურვილი მომუშავე თერაპიული სივრცეების შექმნა; o დაწესებულებაში 24-საათიან გრაფიკზე მყოფი თანამშრომლებისთვის კვების უზრუნველყოფა.  ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებას, მათ შორის, კვალიფიციური ტრენინგ პროგრამების დანერგვასა და მათზე წვდომას. რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  ურთიერთთანამშრომლობის გზით შეიმუშაონ პენიტენციური ჯანდაცვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სრული ინტეგრაციის გეგმა. 80 I 3. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება 3.1. შესავალი წინამდებარე თავი საანგარიშო პერიოდში თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევის კუთხით კანონმდებლობის არსებულ მოთხოვნათა შემდეგ გამოწვევებს დარღვევით დაკავების მიმოიხილავს: შემთხვევებს; პირთა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასა და გასაჩივრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; ასევე, პატიმრების გათავისუფლების მექანიზმების განსაკუთრებულად ხარვეზიანობას. საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემურ საკითხებთან ერთად, ტენდენციის სახით ახალი გამოწვევებიც გამოვლინდა, კერძოდ, უცხოელთა მიმართ საექსტრადიციო ვადების ხარვეზიანი გამოყენება და ყოფილ მსჯავრდებულთა პოლიციაში დაბარების პრაქტიკა. ნიშანდობლივია, რომ კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები. საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის თავისუფლებისა და უსაფრთხოების თავში 2 რეკომენდაცია და 4 საპარლამენტო წინადადება გასცა. სამწუხაროდ, არცერთი წინადადება და რეკომენდაცია არ შესრულებულა. ცვლილება სამართალდარღვევათა კანონიერების კოდექსს შემოწმება ვალდებულებად არ იმისათვის, ადმინისტრაციული განსაზღვრულიყო; თავისუფლებააღკვეთილი შეხებია საქართველოს რათა ადმინისტრაციული საქმის კვლავ მსჯავდებულებისთვის, ადმინისტრაციულ განმხილველი არ დაკავების სასამართლოს შემცირებულა როგორც პირობით უვადო ვადამდე გათავისუფლების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის, ისე პრეზიდენტის შეწყალების უფლებით სარგებლობის მიზნით დაწესებული პრობლემურია ე.წ. გარიდების მექანიზმის 147 ვადები. სამწუხაროდ, კვლავ გამოყენება და მისი საკანონმდებლო მოწესრიგება. მექანიზმის გამოყენების შესახებ რეგულაციების148 ნორმატიულ დონეზე განუსაზღვრელობა პოლიციელებს მოქმედების ფართო დისკრეციას ანიჭებს.149 ასევე შეუსრულებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გაცემული ორი რეკომენდაცია. კერძოდ, ნორმატიულად არ განსაზღვრულა სპეციალურ ოპერაციაში 147 ეს მექანიზმი პრაქტიკაში პოლიციელის მიერ პირისათვის გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვების მოთხოვნასა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას გულისხმობს. 148 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, „პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება და აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე“. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, ამ მუხლზე არ მიეთითება, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მისი გამოყენების საფუძვლები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელი და საჭირო იქნება ქვემდგომი ნორმატიული აქტით ამ საკითხის დეტალური დარეგულირება და საფუძვლების და პროცედურების მკაფიოდ გაწერა. 149 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 104. 81 I მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი. 3.2. დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა, წინა წლის მსგავსად, კვლავ გამოავლინა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოწმეების ფაქტობრივი დაკავების შემთხვევები. სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, პირები, რომელთა მიმართ ბრალდების წარდგენაც იგეგმება, იძულებით გადაჰყავთ პოლიციის შენობაში, მათთან მოწმის სახით ატარებენ საგამოძიებო მოქმედებას და მხოლოდ ამის შემდეგ აფორმებენ ფორმალურად მათ დაკავებას. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში იკვეთება, რომ მოწმის სახით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას მათ ართმევენ პირად ნივთებს და არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილებისა და შენობის დატოვების უფლება. შესაბამისად, პირები ფაქტობრივი დაკავების პირობებში იმყოფებიან, თუმცა ვერ სარგებლობენ ბრალდებულის უფლებებით, რადგან ფორმალურად მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ბრალდება წარდგენილი. კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დაკავების შემთხვევების კონტექსტში, ასევე საგულისხმოა, ადმინისტრაციულ დაკავებებთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში შესწავლილი არაერთი საქმე. მაგალითისათვის, სახალხო დამცველის აპარატმა 2021 წლის 30 ოქტომბერს დაკავებული ოთხი პირის საქმეზე დაადგინა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყების მომენტისთვის ოთხივე დაკავებული პირის დაკავების მაქსიმალური, 48-საათიანი ვადა ამოწურული იყო.150 მიუხედავად ამისა, დაკავებულები არ გაუთავისუფლებიათ და სასამართლოს დაკავების ვადა დარღვეულად არ მიუჩნევია. 3.3. თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმე, რომლის ფარგლებშიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არასწორად გამოყენების - ჩხრეკის შედეგად პასპორტების ამოღების გამო, პირებს გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ. კერძოდ, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ისრაელის მოქალაქისა და მისი მეუღლის, ბელორუსის მოქალაქის პასპორტები. აღნიშნული განხორციელდა იმის მიუხედავად, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება პასპორტების შესაძლო გაყალბების ან რაიმე ამგვარ ფაქტზე არ მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული პირები ბრალდებულები არ ყოფილან, მათ მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების 150 კერძოდ, პირები დააკავეს 2021 წლის 30 ოქტომბერს 10:25-11:25 საათების პერიოდში, სასამართლოში მასალები წარადგინეს 2021 წლის 1 ნოემბერს 10:15 საათზე. 2021 წლის 1 ნოემბრის 11:25 საათისთვის ამოწურული იყო მათი დაკავების მაქსიმალური, 48-საათიანი ვადა, თუმცა დაკავებულები არ გათავისუფლებულან. ისინი მოსამართლეს წარუდგინეს და სასამართლო სხდომები 2021 წლის 1 ნოემბრის 12:13, 14:13, 15:30 და 15:42 საათებზე დაიწყო. 82 I შეჩერების თაობაზე დადგენილი წესი მათზე ვერ გავრცელდებოდა.151 სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ, პირებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული პასპორტები ორი თვის შემდეგ დაუბრუნდათ. ასევე აღსანიშნავია, რომ, გასული წლების მსგავსად,152 საქართველოს სახალხო დამცველისადმი პირთა ცალკეულ მომართვებში კვლავ გამოიკვეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში თანამშრომელთა შემოსვლისა და მაგალითისათვის, 2021 წლის თანამშრომლებმა საქართველოს მიერ გასვლის 20 გარკვეული უსაფუძვლო დეკემბერს, მოქალაქეებისთვის აკრძალვის სამართალდამცავი კანონმდებლობით განსაზღვრული ფაქტები. ორგანოების შეზღუდვის საფუძვლების არსებობის გარეშე, მოქალაქეს შესაძლებლობა არ მისცეს გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს, 2021 წლის 20 დეკემბერს, განმცხადებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ იყო და მას შეზღუდული არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება. ასევე, სხვა საქმეზე დადგინდა, რომ მოქალაქეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, 2021 წლის 24 მაისს არ მიეცა პოლონეთში გამგზავრების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ დაწყებული არ ყოფილა სისხლისსამართლებრივი დევნა და მას არც პასპორტის მოქმედება ჰქონია შეჩერებული. საგულისხმოა, რომ ამ საქმეში სახალხო დამცველის აპარატის 153 კომუნიკაციის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალჯერადი შედეგად, გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა შემოწმება, რომლის ფარგლებშიც დადგინდა მოქალაქის უფლების დარღვევა და გამომძიებელს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.154 3.4. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების ან შეცვლის თაობაზე განჩინების გასაჩივრების პრაქტიკა სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის განჩინების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოების ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკა გამოიკვეთა. კერძოდ, შესწავლილი საქმეებიდან155 დგინდება, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის განჩინება სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება არა 48 საათში,156 არამედ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, განაჩენთან ერთად. 151 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 163-165. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 131; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 88. 153 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის 14 სექტემბრის №15-8/8829; 2021 წლის 20 ოქტომბრის №15-8/9953; 2022 წლის 6 იანვრის №15-8/200 და 2022 წლის 2 თებერვლის №15-8/1330 წერილები. 154 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 27 იანვრის MIA 8 22 00220393 და 2022 წლის 8 თებერვლის MIA 7 22 00330859 წერილი. 155 ამ შინაარსის განჩინება მიიღეს ბრალდებულ ს. ქ.-ის მიმართ, ბრალდებულ ნ. მ-ის მიმართ, აგრეთვე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილულ 9 საქმეში. 156 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 152 83 I სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა აზრს უკარგავს აღკვეთის ღონისძიების განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, ვინაიდან საქმის განხილვის დასრულების შემდეგ საქმეზე განაჩენის მიღების დროს პირის მიმართ გამოტანილი აღკვეთის ღონისძიება თავისთავად წყვეტს მოქმედებას. შესაბამისად, აზრს მოკლებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კანონიერებას განიხილავს მას შემდეგ, რაც ამ ღონისძიების მოქმედება შეწყდება. ზემოაღნიშნულის გარდა, საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი ისე განიხილა, რომ სხდომის შესახებ ინფორმაცია მხარეებს არ მიაწოდა და, შესაბამისად, მხარეთა დაუსწრებლად დატოვა ძალაში გამოყენებული პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლის მიერ მხარეთა დაუსწრებლად პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.157 ამის გათვალისწინებით, დასახელებული საკითხის შესწავლის მოთხოვნით სახალხო დამცველმა დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა. ინსპექტორის სამსახურმა გაიზიარა სახალხო დამცველის აპარატის პოზიცია და დაადგინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე, კერძოდ, მოსამართლის ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს. გამომდინარე იქიდან, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე 65 წლის ასაკის მიღწევის გამო გათავისუფლებულია მოსამართლის თანამდებობიდან, დისციპლინური საქმისწარმოება შეწყდა.158 3.5. ივანე მერაბიშვილის საქმე სახალხო დამცველმა, გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში, საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ივანე მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების159 აღსრულების მდგომარეობის შესახებ. 2021 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე განახლებული გამოძიების მასალების გაცნობა განაგრძო. სახალხო დამცველის აპარატმა, საქმის მასალების უშუალოდ გაცნობისა და შესწავლის საფუძველზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაციები წარადგინა, სადაც შეფასებულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას“. 157 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილი. 158 დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №125-69-03 წერილი. 159 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.“ 84 I აღსრულების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების ეფექტიანობა. კომუნიკაციებში მითითებულია, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება წარიმართა მნიშვნელოვანი შეფერხებებით. გამოძიების განსაკუთრებულ ნაკლად სახალხო დამცველმა მთავარი მოწმეების დროულად არგამოკითხვა, ამოცნობის ჩაუტარებლობა და გამოძიების პროცესში მსხვერპლის არასათანადო ჩართულობა მიუთითა. სახალხო დამცველის შეფასებით, განახლებული გამოძიების არასრულყოფილი და დაგვიანებული ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ მინისტრთა კომიტეტის წინაშე აღებული ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება. 3.6. საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა შეისწავლა რამდენიმე საქმე საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით.160 საქმეთა შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირის ექსტრადიციის საკითხის არსებითად შესწავლა, უმეტეს შემთხვევაში, იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული მსჯავრდებული პირი თავისუფლდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. ამრიგად, ამჟამად არსებული პრაქტიკით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და საქართველოს პროკურატურა იღებს უცხო ქვეყნისგან მოთხოვნას ამ პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა ელოდება, სანამ აღნიშნული პირი სრულად არ მოიხდის სასჯელს და მხოლოდ შემდგომ იწყებს საექსტრადიციო საქმისწარმოებას. საქმისწარმოების ფარგლებში პროკურატურა ითხოვს პირისთვის დამატებითი პატიმრობის შეფარდებას, რასაც საერთო სასამართლოები აკმაყოფილებენ. ეს პატიმრობის დამატებით შეფარდებას იწვევს, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა დაუყოვნებლივ დაიწყებდა საექსტრადიციო საქმისწარმოებას, მაშინ პირის გათავისუფლების შემდგომ მისი ხელახალი დაპატიმრება საჭირო არ გახდებოდა, რადგან ექსტრადიციის საკითხი პირის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე იქნებოდა შესწავლილი. ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, 2021 წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის მიერ წინადადების გაზიარების შემთხვევაში, დაუშვებლად იქნება ცნობილი საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან/და გაგრძელება, თუ პირის მიმართ საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.161 160 2020-2021 წლებში სახალხო დამცველმა შეისწავლა ადვოკატების, მ. ზ.-ს და ი. კ.-ს განცხადებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ი. ო-ს, ბ. ჩ.-ს, ა. ი.-ს და თ. ე.-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით. 161 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 7 დეკემბრის №15-2/11520 წინადადება. 85 I 3.7. პატიმრების გათავისუფლების მექანიზმები 2021 წლის განმავლობაში, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემური იყო მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა და ამ საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. პატიმრებისთვის სრულიად გაუგებარია, ვის, რა შემთხვევაში, რა ფორმალური და მატერიალური საფუძვლით შეიძლება უთხრან უარი ან თანხმობა გათავისუფლებაზე. ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებით, ნათელია, რომ საკანონმდებლო რეგულირებების პრაქტიკული აღსრულება ხდება თვითნებურად, რაც პატიმრების ყოველდღიურ გულისწყრომას და განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრმა გაიზიარა სახალხო დამცველის 2021 წლის 28 სექტემბრის №15-10/9226 რეკომენდაცია, რომელიც დამკვიდრებული კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. არსებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი მსჯავრდებულს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში, პროცესის დასრულებამდე მისი განცხადება აღარ გადაიხედებოდა ადგილობრივი საბჭოების მიერ პერიოდულად. ამის მიზეზი კი ის გარემოება იყო, რომ საბჭოსთვის აღარ იყო ხელმისაწვდომი მსჯავრდებულთა პირადი საქმეები, რომლებიც სასამართლოში იყო გადაგზავნილი.162 შესაბამისად, მსჯავრდებულებს უწევდათ არჩევანის გაკეთება კანონით გარანტირებულ ორ უფლებას შორის - პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ სასამართლოში, ან უარი ეთქვათ გასაჩივრებაზე და ესარგებლათ პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის მექანიზმით ხელმეორედ კანონით დადგენილ ვადაში. იუსტიციის სამინისტრომ კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მიეცა კონკრეტული მითითებები. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის ხარისხობრივი შეფასების მიზნით, 2021 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საბჭოების მიერ გამოცემული 1777 გადაწყვეტილება შეისწავლა. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოიკვეთა გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობის და იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში არაერთგვაროვანი 162 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 02.02.2022, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3sF0e47 > [ბოლოს ნანახია 04.03.2022]. 86 I გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა.163 ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ პრაქტიკა არ შეცვლილა და ხშირ შემთხვევაში, საბჭოები საქმეთა განხილვის პროცესში კვლავ იჩენენ არათანმიმდევრულობას. გაუგებარი რჩება, რატომ იღებენ ადგილობრივი საბჭოები განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი შაბლონური და ფორმალურია და არ იძლევა იმის განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ მიიღო ადგილობრივმა საბჭომ ერთ შემთხვევაში დადებითი, ხოლო ანალოგიური ხასიათის სხვა საქმეში - უარყოფითი გადაწყვეტილება. მაგალითისთვის მიმოვიხილავთ ლუკა სირაძის საქმეში164 მსჯავრდებული პირის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მსგავსიც არაერთი სხვა გადაწყვეტილებაა. ადგილობრივმა საბჭომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც შეფარდებული სამწლიანი სასჯელიდან მსჯავრდებულს დარჩენილი ჰქონდა თითქმის ნახევარი - ერთი წელი და ოთხი თვე, არ ჰქონდა დაზარალებული მხარის თანხმობა და თავს ბრალდებაში დამნაშავედ არ მიიჩნევდა. აღნიშნულისგან განსხვავებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია არაერთი სხვა გადაწყვეტილება, სადაც პირს უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე იმის გამო ეთქვა, რომ იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. საქმეების შესწავლის დასაბუთების შედეგად ნაწილში დგინდება, ადგილობრივი კრიტერიუმებზე, განსაკუთრებით გადაწყვეტილების დასაბუთება რომ უარყოფითი საბჭოები გადაწყვეტილების შაბლონურად მიუთითებენ დანაშაულის სიმძიმესა და შეიცავს მსჯელობას მსჯავრდებულის არ ხასიათზე. რესოციალიზაციის პროცესზე და მის დინამიკაზე. ასევე საგულისხმოა, რომ უარყოფითი გადაწყვეტილების განმსაზღვრელ მთავარ კრიტერიუმად კვლავ რჩება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე. გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოების მიერ სოციალურ აქტივობებში ჩართულობაზე მითითებაც. როგორც წესი, უარყოფითი გადაწყვეტილების დასაბუთებაში მითითებულია შაბლონური ჩანაწერი, რომ პატიმარს „არ მიუღია მონაწილეობა სოციალურ აქტივობაში“ და ეს იმ ფონზე, როდესაც თავად პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქოსარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და კულტურულ-სპორტული ღონისძიებები მწირი რაოდენობით, ფრაგმენტულად ტარდება. ასევე საგულისხმოა, რომ აქტივობები 165 მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული არ არის. სამწუხაროდ, დაუსაბუთებლობის პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ ჩანს დადებითი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას, ადგილობრივი საბჭო არ წარმოადგენს დასაბუთებას და შესაბამისად, უცნობი რჩება, რა 163 სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 81-82. 165 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში, 61; პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, 41. 164 87 I კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მან კონკრეტულ საქმეში, რატომ არ მიაქცია ყურადღება არაერთ უარყოფით მახასიათებელს და რა გახდა დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. უარყოფითი და დადებითი გადაწყვეტილების ანალიზისას აშკარა და ცხადი ხდება, რომ ერთსა და იმავე, ან მსგავს ფაქტობრივ მოცემულობებში, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღება. ასევე საგულისხმოა, რომ ადგილობრივი საბჭოები, ხშირ შემთხვევაში, სათანადო ყურადღებას არ უთმობენ მსჯავრდებულის წახალისებისა თუ დისციპლინური სახდელის დაკისრების ფაქტებს, არ მსჯელობენ მისი ქცევის ქრონოლოგიაზე, არ აფასებენ, თუ რამდენად შეიცვალა პატიმრის ქცევა დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ქალ მსჯავრდებულთა და არასრულწლოვნების განმხილველი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებები გაცილებით ინფორმატიულია. კერძოდ, გადაწყვეტილებებში ოჯახისა და იმ მოცემულია სოციალური გარემო-პირობების მუშაკის შესახებ, სადაც დასკვნა მსჯავრდებულთა მსჯავრდებული შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს. უარყოფითი და დადებითი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობაზე მითითების პარალელურად შესაბამისი არსებითად მნიშვნელოვანია, ღონისძიებების გატარება. გამომწვევი ადგილობრივი მიზეზების საბჭოების კვლევა და სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების166 დაჯამებისა და გაანალიზების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოს თითოეულ წევრს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს შესრულება უწევს. პრობლემას ასევე წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივი საბჭოების წევრების მიერ თითოეული მსჯავრდებულის დახასიათების სრულყოფილი გაცნობის, კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებისა და შემდგომ კოლექტიურად თითოეული დახასიათების განხილვა/გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაწეული სამუშაო არ არის ანაზღაურებადი და საბჭოს თითოეული წევრი სხვადასხვა სამუშაოს პარალელურად ახორციელებს ამ საპასუხისმგებლო მისიას. რაც შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენების სტატისტიკურ მონაცემებს წლების მიხედვით, უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკა, სამწუხაროდ, გაუარესებულია. კერძოდ, 2019 წელს პირობით ვადამდე 1 279 მსჯავრდებული 166 მაგალითად, 2021 წლის მარტში აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ განიხილა 156 შუამდგომლობა, მეორე ადგილობრივი საბჭომ - 252 შუამდგომლობა, მესამე ადგილობრივმა საბჭომ 270 შუამდგომლობა. 2021 წლის ოქტომბერში აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ განიხილა 134 შუამდგომლობა, მეორე ადგილობრივმა საბჭომ - 310 შუამდგომლობა, მესამე ადგილობრივმა საბჭომ - 315 შუამდგომლობა. 88 I გათავისუფლდა, ხოლო 2020 წელს - 830.167 აღნიშნული უარყოფითი ტენდენცია შენარჩუნდა 2021 წელსაც - პირობით ვადამდე მხოლოდ 829 პატიმარი გათავისუფლდა. ასევე, 2020 წელთან შედარებით გაუარესებულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკაც. კერძოდ, 2020 წელს სასჯელი შეეცვალა 545 მსჯავრდებულს,168 ხოლო 2021 წელს - 440 მსჯავრდებულს.169 თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020-2021 წლებში მონაცემები გაზრდილია - 2019 წელს ეს მექანიზმი 236 მსჯავრდებულის მიმართ იქნა გამოყენებული.170 ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება.171 მნიშვნელოვანია პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი კრიტერიუმი კვლავ დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე არ იყოს, მით უფრო ისეთ შემთხვევებში, როდესაც სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული დადებითად ხასიათდება. სასჯელის გადასინჯვის მნიშვნელოვანია თავისუფლების მექანიზმის უვადო აღკვეთა, ეფექტიანი ფუნქციონირება თავისუფლებააღკვეთილი თავისუფლების ხელახლა განსაკუთრებით მსჯავრდებულებისთვის. მოპოვების იმედის გარეშე, შეუთავსებელია ადამიანურ ღირსებასთან და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს.172 უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა სასჯელის გადასინჯვისთვის და პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად დადგენილია პატიმრის მიერ თავისუფლების აღკვეთის მინიმუმ 20 წლის მოხდა.173 სახალხო დამცველი მსჯავრდებულისთვის, გათავისუფლების შეწყალების 167 მიიჩნევს, მნიშვნელოვანია მიზნით უფლებით რომ შემცირდეს სასამართლოსთვის სარგებლობის უვადო მიზნით თავისუფლებააღკვეთილი როგორც მიმართვის, პირობით ასევე, დაწესებული ვადამდე პრეზიდენტის ვადები. ამასთან საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. 2020, 108. 168 იქვე. 169 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2022 წლის 10 იანვრის №5083/01 წერილი. 170 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2020, 108. 171 საქართველოს სახალხო დამცველი, „პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა საქართველოში“, ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/37NBXy5 > [ბოლოს ნანახია 04.03.2022]. 172 ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and others v. The United Kingdom), ხელმისავწდომია შემდეგ მისამართზე: <https://bit.ly/3nTum91> [ბოლოს ნანახია: 12.11.21]. 173 სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბერის №556 ბრძანებულება შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ. 89 I დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2020 წლის ანგარიშში წინადადებებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, თუმცა მისი წინადადებები არ 174 გაუზიარებიათ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში უვადო თავისუფლებააღკვეთილი დაბრუნების იმედთან ერთად, მსჯავრდებულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გათავისუფლების გეგმის შემუშავება, რაც განაჩენის გამოტანისთანავე უნდა განისაზღვროს და შემდგომში რეგულარულად გადაიხედოს.175 მისასალმებელია, რომ 2021 წლიდან სასამართლოს მხრიდან სასჯელის გადასინჯვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით გავლა და მის საფუძველზე მომზადებული შემაჯამებელი ანგარიში განისაზღვრა.176 ასევე დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მომზადებაგათავისუფლებისთვის პროგრამის დანერგვა დაიწყო.177 თუმცა, სამწუხაროდ, პროგრამაში ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეჟიმი დანერგილი არ არის, რამაც, შესაძლოა, მის ეფექტიანობაზე იქონიოს გავლენა.178 3.8. ყოფილი მსჯავრდებულების პოლიციაში დაბარების პრაქტიკა საანგარიშო პერიოდში მსჯავრდებულების გამოვლინდა პოლიციაში კიდევ დაბარების ერთი გამოწვევა, ხარვეზიანი კერძოდ, პრაქტიკა. ამ ყოფილი საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი საიდუმლო ბრძანება არეგულირებს.179 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველისთვის არ უცნობებია, ნებაყოფლობითია თუ არა გათავისუფლებულ პატიმრებთან პოლიციის განყოფილებაში გასაუბრება, ან პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებასა ან/და გასაუბრებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეკისრებათ თუ არა მათ რაიმე სახის პასუხისმგებლობა. 174 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 112. ციხის ევროპული წესები, წესი 103.8. 176 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 721 -ე მუხლის პირველი ნაწილი; 73-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი. 177 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პროგრამაში, ჯამში - 43 მსჯავრდებულია - №5 პენიტენციური დაწესებულება – 2, №6 პენიტენციური დაწესებულება – 9, №8 პენიტენციური დაწესებულება – 27, №10 პენიტენციური დაწესებულება – 1, №15 პენიტენციური დაწესებულება – 4. რაც შეეხება ინდივიდუალურ გეგმებს, 2021 წლის იანვრიდან დღემდე უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდის 37 ინდივიდუალური გეგმა შემუშავდა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის წერილი №276853/01). 178 დამატებით დეტალები იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში. 179 კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-N010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანება (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 5 მაისის NMIA 1 21 01125329 წერილი). 175 90 I სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ ბრძანების განსაიდუმლოება, რათა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს მისი ვალდებულებები და შესაძლო პასუხისმგებლობის ზომა, პოლიციის განყოფილებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ აკრძალულია იმ ინფორმაციის დასაიდუმლოება, რომლითაც შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის უფლებები და შეილახოს მისი კანონიერი ინტერესები.180 ამ დოკუმენტის დასაიდუმლოებისა და პირისთვის მისი უფლება-მოვალეობების შეუტყობინებლობის გამო, კონკრეტული პირის სანქცირებამ, შესაძლოა, სამომავლოდ კანონიერების პრინციპთან წინააღმდეგობის პრობლემა წარმოშვას. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შევიდეს ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებად განისაზღვრება;  საქართველოს სამართლის სისხლის სამართლის კოდექსსა საპროცესო კოდექსში ცვლილებების თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის და საქართველოს შეტანის მიერ სისხლის გზით, პირობით უვადოდ ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, რამდენიმე წლით შემცირდეს;  „სისხლის სამართლის საქართველოს კანონის სფეროში 30-ე საერთაშორისო მუხლს დაემატოს თანამშრომლობის 1 მე-12 პუნქტი, შესახებ“ რომლითაც დაუშვებლად იქნება ცნობილი საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან/და გაგრძელება იმ შემთხვევაში, საქმისწარმოებისთვის საკმარისი თუ პირის საფუძვლის მიმართ გამოვლენის საექსტრადიციო შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში;  შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მკაფიო ვალდებულებად განისაზღვრება აღკვეთის ღონისძიების კანონიერებაზე დაუყონებლივ მსჯელობის ვალდებულება;  შევიდეს ცვლილებები პატიმრობის კოდექსში და განისაზღვროს ადგილობრივი საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენების ჩატარების სავალდებულო კრიტერიუმები. ამავე 180 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. 91 I დროს, ადგილობრივ საბჭოს შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ჩაატაროს ზეპირი განხილვა. საქართველოს პრეზიდენტს:  შევიდეს ცვლილებები „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №556 ბრძანებულებაში და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადად 15 წელი განისაზღვროს. რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  2022 წელს ნორმატიულად განისაზღვროს სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი;  2022 წელს სამხრე კამერებით აღიჭურვონ სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე სამართალდამცავები;  განსაიდუმლოვდეს და საჯარო გახდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-N010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანება. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  შევიდეს ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში და დადგენილი შეფასების კრიტერიუმებს დაემატოს ისეთი ელემენტები, რომლებიც მიემართება მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებს და სხვა საკითხებს;  განსაიდუმლოვდეს და საჯარო გახდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-N010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანება. 92 I 4. სამართლიანი სასამართლოს უფლება 4.1. შესავალი გასული წლების მსგავსად, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ხარისხი, ტრადიციულად, საანგარიშო პერიოდშიც გაუარესდა. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები, რომლებიც როგორც ინსტიტუციურ, ისე საკანონმდებლო დონეზე ვლინდება, დღის წესრიგში აყენებს სიღრმისეული და ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებას. სამართლებრივ სახელმწიფოში, სამართლიანი სასამართლო, თავისი ინსტრუმენტული ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და უკვე დარღვეული უფლების აღდგენის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. სამწუხაროდ, საქართველოში, ინსტიტუციურად გამართული და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ამ დრომდე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციით, ხელი განმუხტვის მოეწერა მიზნით, პოლიტიკურ ევროპული საბჭოს შეთანხმებას - თავმჯდომარის „სამომავლო 181 საქართველოსთვის“ (შემდეგში, ასევე როგორც „19 აპრილის შეთანხმება“). იძლეოდა ისტორიულ ფორმირების ღრმა შანსს, ქვეყანაში შექმნილიყო სამართლიანი და ინსტიტუციურად გამართული გარანტიები. გზა შეთანხმება სასამართლოს შეთანხმების ფარგლებში, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში განეხორციელებინა ფუნდამენტური რეფორმა, ხოლო მის სისრულეში მოყვანამდე სახელმწიფოს უნდა შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, რაც, სამწუხაროდ, სახალხო დამცველისა182 და ეუთო/ოდირის183 მოწოდებების მიუხედავად, არ განხორციელებულა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ არ შეაჩერა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, სახალხო დამცველის აპარატს მონაწილეობა არ მიუღია კანდიდატების საჯარო განხილვის პროცესში.184 დანიშვნების პროცესი ნეგატიურად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცესის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივი ნდობის მიმართ საფრთხის შემცველად შეაფასა.185 181 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/34oNDc2 > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. სახალხო დამცველის 2021 წლის 19 მაისის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე< https://bit.ly/3sShmDy > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 183 ეუთო/ოდირის ანგარიში „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეოთხე ანგარიში”, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/3CrHMzl, 2021 წელი, აგვისტო. გვ. 23. [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 184 სახალხო დამცველის 2021 წლის 30 ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/3tDtuaJ > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 185 ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის 2021 წლის 2 დეკემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე< https://bit.ly/373G6jM > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 182 93 I მართლმსაჯულების სისტემაში, კიდევ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, 2021 წლის ბოლოს, დაჩქარებული წესით, ოთხ დღეში ინიცირებული და მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეასუსტა მოსამართლის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართულებით, 12 წინადადება და 7 რეკომენდაცია გასცა. გასული წლების მსგავსად, რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელია. სახალხო დამცველის მიერ გაცემული 12 წინადადებიდან, საქართველოს პარლამენტს, სამწუხაროდ, არცერთი არ გაუთვალისწინებია, ხოლო რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3 ფასდება ნაწილობრივ შესრულებულად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია/წინადადებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა, სამწუხაროდ, ასევე არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი წინადადებები, რომლებიც ეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობდა დანაშაულის პროვოკაციის შემთხვევების თავიდან აცილებას. სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტებს. საანგარიშო პერიოდში ასევე არ განხორციელებულა ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მისაღებად ხელშესახები საქმიანობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში, სამწუხაროდ, კვლავ შედიან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები.186 სახალხო დამცველის შეფასებით, გაუგებარია მათი როლი უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში.187 სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ხარისხზე კოვიდ პანდემია კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, გასული წლების მსგავსად, ისევ გამოვლინდა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მითითებული ხარვეზები, რომლებიც დისტანციურ სასამართლო პროცესებს შეეხებოდა.188 პრობლემები განსაკუთრებით ეხებოდათ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს. მათი თქმით, ისინი ვერ ახერხებდნენ სასამართლო პროცესებში სრულყოფილ მონაწილეობას, 186 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 18. ამ მოსაზრებას იზიარებს ვენეციის კომისიაც - სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის პირველად ვერსიაში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები პლენუმის შემადგენლობაში არ მოიაზრებოდნენ, რაც კომისიამ დადებითად შეაფასა, ვენეციის კომისიის 2014 წლის 14 ოქტომბრის მოსაზრება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38G9VUQ > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 188 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tANb4y > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 187 94 I რადგან ტექნიკური პრობლემები, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდიდა როგორც პროცესის მიმდინარეობაზე თვალ-ყურის მიდევნებას, ისე მასში ჩართვას. წინამდებარე თავში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასამართლოს სისტემაში არსებულ ინსტიტუციურ გამოწვევებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესს, ანგარიშვალდებულების საკითხებს, საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემას, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვ. ცხადია, გასული წლების მსგავსად, 2021 წლის განმავლობაშიც პრობლემური იყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების მიუხედავად, საკასაციო ეტაპზე სწრაფ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემები, სამწუხაროდ, არ აღმოფხვრილა. საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო განაჩენზე ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვის დაწესებულებებში. საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევები პენიტენციურ გადაწყვეტილების მიუხედავად, ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. სამწუხაროდ, კანონიერებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით წარიმართა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ჩვენ შევისწავლიდით. 2021 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ, 3 გადაწყვეტილება მიიღო,189 საიდანაც ორში190 ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების საფუძვლით, საქართველოს სახალხო დამცველს 2021 წლის განმავლობაში 259 განცხადებით მიმართეს, აქედან 100 - სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ხანგრძლივობას ეხებოდა. 4.2. სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები სასამართლო ხელისუფლების ფორმირება და მისი ინსტიტუციურად გამართული მუშაობა სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. დამოუკიდებელი და ინსტიტუციურად გამართული სასამართლოს პირობებში, ფაქტობრივად, შეუქცევადი ხდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით შებოჭილი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური 189 (1) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის №894/12 გადაწყვეტილება საქმეზე, მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; (2) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის №42371/08 გადაწყვეტილება საქმეზე, თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ; (3) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის №57542/12 გადაწყვეტილება საქმეზე, კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ. 190 (1) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის №894/12 გადაწყვეტილება საქმეზე, მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; (2) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის №57542/12 გადაწყვეტილება საქმეზე, კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ. 95 I უფლება არა აბსტრაქტულად, არამედ, კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ვრცელდება191 ფარგლებში და იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის 192 უფლებებთან. მართლმსაჯულების სისტემაში სხვადასხვა მორიგი ტალღის სახელით ცნობილმა ცვლილებებმა, სამწუხაროდ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ გაზარდა და პირიქით, სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა. სასამართლოს შიგნით არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებით, სასამართლო ხელისუფლებას კორპორატიული გავლენების ფარგლებში მართავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევის შესაბამისად, რეფორმირების „პირველი ტალღის“ შემდეგ არცერთი ცვლილების მიზანი სასამართლოს შიგნით დემოკრატიული პროცესების გაძლიერება არ ყოფილა. საბოლოოდ კი, ცვლილებებმა სასამართლოს სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი გააძლიერა.193 გასულ წლებში არაერთგზის დადასტურდა, რომ სასამართლო ხელისუფლება მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ იმართებოდა. მაგალითად, 2021 წლის 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა 30-ე კონფერენციაზე, საქართველოს იუსტიის უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა,194 თანამდებობა ისე დატოვა, რომ გადადგომის მიზეზებზე ამ დრომდე არ უსაუბრიათ. ისინი 4 წლის ვადით იყვნენ არჩეულები. მათი გადაწყვეტილება ბუნებრივად აჩენს ეჭვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების დამოუკიდებლობის თაობაზე და იმაზე, რომ გადაწყვეტილებები საბჭოს წევრად განწესებაზე ან გათავისუფლებაზე, დახურულ კარს მიღმა, სხვა პირთა მიერ მიიღება. ასევე, ჩვენს მიერ გასულ წლებში მომზადებულმა მონიტორინგის ანგარიშმა კარგად გამოაჩინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გარკვეული ნაწილის წინასწარი შეთანხმება კენჭისყრის პროცესში.195 ამის პარალელურად კი, წლების განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, სულ უფრო მცირდება გამჭირვალობის ხარისხი. საკითხების გადაწყვეტისას საბჭოს იზოლაციური და ჩაკეტილი მიდგომა ამყარებს ეჭვს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები გავლენიანი ჯგუფის მიერ არაფორმალურად მიიღება. 191 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს პარლამენტართა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარა. 68. 192 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარა. 1. 193 „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში, 2013-2021 წლები“, 1. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3vRsqD5> [ბოლოს ნანახია 25.02.2022]. 194 თამარ ონიანი, თეა ლეონიძე. 195 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში, 7-40. 96 I ამ პირობებში განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა პირდაპირ უჭერს მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ ტიპის საქმიანობას. როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლის დეკემბერში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები. სახალხო დამცველის შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება სწორედ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვაა,196 შეუძლებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელმყოფი კანონის პროექტი საბჭოს ინტერესის საგანი არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთი განცხადებაც კი არ გაავრცელა კანონპროექტთან დაკავშირებით, არც განხილვის პროცესში მიუღია მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან კანონპროექტი წინასწარ იყო შეთანხმებული.197 წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო სისტემის მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რიგით მოსამართლეებზე გავლენას სასამართლოს თავმჯდომარეების მეშვეობით ინარჩუნებს, რომელთა თანამდებობაზე განწესების უფლებამოსილება მმართველობის პირობებში თავად აკისრია. უზრუნველყოფს სწორედ ამგვარი იუსტიციის ვერტიკალური უმაღლესი საბჭო მოსამართლეებზე გავლენის შენარჩუნებას. სახალხო დამცველი, 2017 წლიდან, აქტიურად მიუთითებს საკანონმდებლო თავმჯდომარის არჩევასთან ცვლილების აუცილებლობაზე, დაკავშირებული რომლითაც მიიღწევა გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაცია. 198 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შეუსრულებლობის, ასევე, სასამართლო სისტემაში არსებული კორპორატიული გავლენების პირობებში, რიგითი რეფორმის ფარგლებში, შეუძლებელი იქნება რაიმე ხელშესახები გაუმჯობესების მიღწევა. საანგარიშო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გამოკვეთა სახალხო დამცველის მიერ, გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში, სასამართლო სისტემის რადიკალური რეფორმის საჭიროების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებაზე მსჯელობის აუცილებლობა.199 განსაკუთრებით აღსანიშნავია სხვადასხვაგვარი გამოცდილების არსებობა, საკითხი დადებითად შეაფასეს ევროპულმა სასამართლომ200 და ვენეციის კომისიამ.201 202 196 საქართველოს კონსტიტუცია. მუხ. 64. სახალხო დამცველის 2021 წლის 30 დეკემბრის განცხადება. ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3Jb3Kt7 > ბოლოს ნანახია 16.03.2022]. 198 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ. 103-104. 199 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ.123-124. 200 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის №15227/19 გადაწყვეტილება საქმეზე, CASE OF XHOXHAJ v. ALBANIA. პ. 299. 201 ვენეციის კომისიის 2016 წლის 12 დეკემბრის სასამართლო მეგობრის №868/2016 მოსაზრება ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3vsxtab > [ბოლოს ნანახია 25.02.2022]. 202 მსგავს საკითხებზე საქართველოში უკვე საკმაოდ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს - (1) „მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარებით 197 97 I 4.2.1. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. საბჭოს რვა წევრს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს, ხუთს - საქართველოს პარლამენტი, ერთს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს თანამდებობაზე, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ავტომატურად შედის საბჭოს შემადგენლობაში.203 იუსტიციის უმაღლესი საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა ნაწილს ხმათა 2/3-ის უმრავლესობით იღებს. სხვა საკითხები დამსწრე წევრთა ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მოსამართლეთა უმაღლესი კონფერენციის საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს 204 ანგარიშვალდებულების ფარგლებში, წინაშე. ამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც, თავის მხრივ, საბჭო ამტკიცებს სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. როგორც ზემოთაც აღინიშნა, სასამართლო ხელისუფლების მმართველობის პირობებში იკვეთება კორპორატივიზმის ნიშნები, ე.წ. გავლენიანი ჯგუფის გადაწყვეტილებით ხდება იუსტიციის უმაღლესი გადაწყვეტილებების საბჭოს წევრების მხარდაჭერა. ანგარიშვალდებულების გაზრდა ამ დანიშვნა, გათავისუფლება პირობებში, სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. და მათი სისტემის პოლიტიკური პარტიების 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო საკითხი სწორედ ეს იყო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალთა ბალანსის შეცვლის აუცილებლობაზე სახალხო დამცველის აპარატთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 205 ეუთო/ოდირმაც. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო თავად ხელისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირები იმგვარად იყვნენ წარმოდგენილნი, რომ შეუძლებელი იყოს მათი პროცესიდან გათიშვა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას კი, მათი მხარდაჭერა იყოს აუცილებელი. ამგვარი რეალობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლით მიიღწევა. სახალხო ლეგიტიმაციის უწყვეტი ჯაჭვის კონსტიტუციური პერსპექტივაში“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3h2xifY > [ბოლოს ნანახია 27.02.2022]. (2) „სასამართლო რეფორმები გარდამავალი დემოკრატიის პირობებში – ლუსტრაციისა და ვეტინგის ფორმები სასამართლო სისტემაში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <https://bit.ly/3KL2NIj > [ბოლოს ნანახია 27.02.2022]. 203 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 47, პუნ. 2. 204 საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხ. 47, პუნ. 11. 205 ეუთო/ოდირის ანგარიში „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეოთხე ანგარიში”, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/3CrHMzl, >2021 წელი, აგვისტო. გვ. 23. [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 98 I კონცეფციის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საბჭო იმ ფორმით იღებდეს გადაწყვეტილებას, რომ თეორიულ დონეზეც კი გამორიცხავდეს საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩეული საბჭოს წევრების პოზიციის გაუთვალისწინებლობას. ამდენად, მნიშნველოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღებოდეს 2/3 უმრავლესობით იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ორმაგი უმრავლესობა. 4.2.2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება არამოსამართლე წევრების არჩევა 2021 წლის ივნისიდან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია.206 ამ დროისთვის207 საბჭო არ არის სრულად დაკომპლექტებული, მასში საერთოდ არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტის მიერ დასანიშნი არამოსამართლე წევრები. საკანონმდებლო ორგანოს ჯერაც არ აურჩევია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო შტოები სრულად არ არიან წარმოდგენილნი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი კონსტიტუციური ორგანო სახალხო ლეგიტიმაციის ელემენტებს უნდა ატარებდეს. ამ დროისთვის საბჭოში პარლამენტის მიერ ასარჩევი წევრების არყოფნა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური ლეგიტიმაციის მიღმა ტოვებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში დაიწყოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცედურები. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტმა სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერით უნდა აირჩიოს, აუცილებელი იქნება, რომ გადაწყვეტილებები რეალურ პოლიტიკურ კონსესუსს დაეფუძნოს და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს. საქართველოს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს წევრების შერჩევის პროცედურისთვის აშკარა თავის არიდებას და მას, საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტების პროცესის ფართო 208 საზოგადოებრივი კონსესუსის ფარგლებში დაწყებისკენ მოუწოდა. მოსამართლე წევრებით საბჭოს დაკომპლექტება 2021 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია გაიმართა. მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს. მოსამართლეთა კონფერენციის ამ დღეს ჩატარების მიზანი საზოგადოების ყურადღების 206 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 23 მარტს ამოეწურა, 2021 წლის ივნისში უფლებამოსილების ვადა ასევე ამოეწურათ: ნაზი ჯანეზაშვილს, ზაზა ხარებავას, ირმა გელაშვილს და ლევან გზირიშვილს. 207 2022 წლის 31 მარტი. 208 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/365enyD > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 99 I მიღმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება იყო, რომელმაც საბოლოოდ საბჭოში არსებული კორპორატიული გარემო გააძლიერა. კონფერენციის ჩატარება დასავლელმა პარტნიორებმა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.209 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ცნობილი გახდა, რომ კონფერენცია, სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს ახალი მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას ითვალისწინებდა,210 თუმცა საბჭოს არცერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამ დროისთვის არ ეწურებოდა. მხოლოდ კონფერენციის დღეს გახდა ცნობილი, რომ საბჭოს წევრებმა თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ პირადი განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციულ კომიტეტს და ვადაზე ადრე მოითხოვეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. თამარ ონიანს უფლებამოსილება 2022 წლის მარტში, ხოლო თეა ლეონიძეს 2024 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. კონფერენციაზე მოსამართლე წევრის ვაკანსიაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების პაატა სილაგაძისა და გიორგი გოგინაშვილის კანდიდატურები დასახელდა. კონკურენცია არც ამჯერად ყოფილა, კანდიდატებს ასევე არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით. 4.2.3. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს დაჩქარებული წესით, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, შეიტანა ცვლილებები საერთო სასამართლოების ცვლილებების უმაღლესი შესახებ საქართველოს შესაბამისად, საბჭოს ორგანულ სადისციპლინო გადაწყვეტილება კანონში. საკითხზე მიღებულად კანონში საქართველოს ჩაითვლება, თუ შესული იუსტიციის მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კანონში შესულ ცვლილებებამდე გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნეოდა, თუ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით დაუჭერდა მხარს.211 ამ ცვლილებით გამარტივდა მოსამართლეთა პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმი, რასაც უშუალო გავლენა აქვს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე და ასევე ქმნის საფრთხეს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი უზრუნველსაყოფად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პრინციპის საწინააღმდეგოდ, შეუძლია სასამართლოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღება უფლების დანაწილების სადისციპლინო საკითხზე (მხოლოდ მოსამართლე წევრებს, სხვა წევრთა გარეშე) კონფიდენციალური სამართალწარმოების გზით, რაც ამცირებს დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას და ზრდის თვითნებობის რისკებს. ამ ტიპის მოწესრიგება ნებისმიერი ძირითადი 209 (1) განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/35J8Cae > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. (2) განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/3KvqCDA > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 210 საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია, 2021 წლის 27 ოქტომბერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3u2GSFK > , განახლებულია: 01.11.2021. 211 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. მუხ. 50. პუნ. 3. 100 I უფლებისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ განსაკუთრებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებისთვის, რომელიც ინსტრუმენტული გარანტიაა და ყველა ძირითადი უფლების რეალიზების საშუალებაა. საქართველოს სახალხო დამცველი ამ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოში განხილვის ეტაპზევე გამოეხმაურა.212 მისი შეფასებით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობის შემცირება წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და კონსტიტუციის 25-ე მუხლით განსაზღვრულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან. კანონში შეტანილი ცვლილებებით ასევე განისაზღვრა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის დამატებითი საფუძველი. პასუხისმგებლობას დაექვემდებარება, თუ მის მოსამართლე მიერ აზრის 213 პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით მოხდება. დისციპლინურ საჯაროდ გამოთქმა სახალხო დამცველის შეფასებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად მსგავსი გაუმჭვირვალე დანაწესის განსაზღვრა ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ გარანტიას, ისე გამოხატვის თავისუფლებას, რაც, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, საბჭოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის კლებისა და პროცედურების გაუმჭვირვალეობის პირობებში ხდება. გაუმჭვირვალე ნორმების საფუძველზე, რომლებიც სამომავლოდ მანიპულაციების სივრცესაც ტოვებს, უკიდურესად მარტივდება მოსამართლეების საქმიდან ჩამოცილება. განსახილველი საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე ოთხჯერ იზრდება მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მოსამართლის მივლინების ქვედა ზემოაღნიშნული ვადები, ინსტანციაში ცვლილებებით, უქმდება სააპელაციო არანებაყოფლობითი მოსამართლეთა სასამართლოს მივლინების გავლენიან ჯგუფს, აკრძალვა. მათთვის მიუღებელი კოლეგების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ახალი სადამსჯელო ბერკეტები ემატება. სახალხო დამცველის შეფასებით, ეჭვს იწვევს კანონმდებლის მოტივაცია მსგავსი ცვლილებების განხორციელებისას. ადმინისტრაციული კომიტეტის კანონის განცხადება, მიღებას წინ რომელმაც უძღოდა სასამართლოს გააკრიტიკა საქართველოს დასავლელი პარტნიორები და მოუწოდა არ ჩარეულიყვნენ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში.214 ამ განცხადებას მალევე გაემიჯნა მოსამართლეთა ნაწილი.215 სახალხო დამცველის შეფასებით, სწორედ ინდივიდუალური მოსამართლეების მიერ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის გამოხატული პოზიციისგან გამიჯვნა გახდა მსგავსი ცვლილების 212 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 30 დეკემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3Jb3Kt7 > [ბოლოს ნანახია:14.03.2022]. 213 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი 751 პუნ. „ა“. ქვეპუნქტი: „ბ.ვ“. 214 განცხადება ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Hb5qB1 > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 215 განცხადება ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/35mtP9y > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 101 I მოტივაცია, რათა შემდგომში გაცილებით გამარტივებულიყო ასეთი მოსამართლეების პოტენციური სანქციით დაშინება. 4.2.4. საქმეთა ელექტრონული განაწილება გასული წლის მსგავსად, კვლავ პრობლემურია საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება. 216 ელექტრონული პროგრამის დანერგვა ბუნებრივია, საქმეთა განაწილების თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, თუმცა არსებული სამართლებრივი რეალობა გაუმჯობესებას საჭიროებს. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოებში საქმეთა შემთხვევითად, ელექტრონული პროგრამის საშუალებით განაწილების წესი შემოიღო.217 იგი საქართველოს მასშტაბით, არსებულ საქალაქო/რაიონულ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში საქმეთა შემთხვევითად, ელექტრონული პროგრამის საშუალებით განაწილებას გულისხმობს. ცვლილება საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს.218 თუმცა ამ ცალსახად პოზიტიური მოვლენის მიუხედავად, პრაქტიკაში განსახილველი წესის გამოყენებამ გამოავლინა ხარვეზები, რაც გულისხმობს ელექტრონული განაწილების სისტემის მიღმა, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო შემადგენლობებზე გავლენის მოხდენის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რაც პროცესის სანდოობის მიმართ ეჭვებს აჩენს. საქართველოს სახალხო დამცველი ამ ხარვეზების შესახებ გასული წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მიუთითებდა, თუმცა, სამწუხაროდ, მის მიერ გაცემულ წინადადებებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.219 საბჭოს გადაწყვეტილებით, შემადგენლობის პირველი განსაზღვრის ინსტანციის უფლებამოსილება სასამართლოებში სასამართლოს კოლეგიური თავმჯდომარეებს მიენიჭათ. საგულისხმოა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების თავდაპირველი რედაქციით, კოლეგიური შემადგენლობის დაკომპლექტება საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემას უნდა უზრუნველეყო. მსგავსი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.220 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციით, სახალხო დამცველის რეკომენდაციის გაზიარება საქმეთა გაჭიანურებას გამოიწვევს, რაც შეაფერხებს სწრაფი და ეფექტიანი 221 მართლმსაჯულების განხორციელებას. 216 საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა საქართველოში EMC- 2020. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილება №1/56, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3aBAuLc > [ბოლოს ნანახია 17.03.2021]. 218 ვენეციის კომისიის მოსაზრება საერთო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/37iVmo7 > [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის - მოსაზრებები სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2RgnR0f> [ბოლოს ნანახია 17.03.2021 ]. 219 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ. 129-130. 220 იქვე. გვ. 148. 221 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 19 აპრილის №245/33-01-5 წერილი. 217 102 I სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, კოლეგიური შემადგენლობის პირობებში საქმის განხილვისას, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, საქმე მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე ნაწილდება. ბუნდოვანია კოლეგიური შემადგენლობის საქმის განმხილველი დანარჩენი მოსამართლეების შერჩევის საკითხი. ბუნდოვანებას ადასტურებენ თავად სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებიც.222 საქმეთა განაწილების სასამართლოსადმი ელექტრონული საზოგადოებრივი პროგრამის ნდობის ერთ-ერთი გაზრდა და მთავარი შიდა მიზანი, მანიპულაციების გამორიცხვაა, რომლითაც შესაძლებელი ხდება საქმის კონკრეტულ მოსამართლესთან მოხვედრა (ან პირიქით). შეუძლებელია საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი გაიზარდოს, თუ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მხოლოდ ერთი მოსამართლე იქნება კოლეგიაში. შესაბამისად, სასამართლოს ხელისუფლების მიერ საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და ძალაში დარჩება რისკები, რომლითაც შესაძლებელი ხდება სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ საკითხით მანიპულირება. 4.3. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება 4.3.1. სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება საანგარიშო პერიოდშიც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სისხლის სამართლის საქმეთა არსებითი განხილვა ხშირად სცდება კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილ ვადებს და არაგონივრული დროით ჭიანურდება. ამის მიზეზად, შესაძლოა, ცალკეული საკითხების ნორმატიულ დონეზე არასათანადო მოწესრიგებაც მივიჩნიოთ, მაგრამ მთავარი გამოწვევა სასამართლოთა გადატვირთულობაა. გასული წლების მსგავსად,223 საანგარიშო პერიოდშიც გამოვლინდა მხარისთვის დასაბუთებული განაჩენის გადაცემის კანონით დადგენილი ვადის არაგონივრული გაჭიანურების შემთხვევები. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი 4 თვეზე მეტი დროის დაგვიანებით გაეგზავნა, რაც, სიღნაღის სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის დატვირთულობით იყო გამოწვეული.224 მოსამართლის საქმეთა სიმრავლე დაასახელა გორის რაიონულმა სასამართლომაც, მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის ორ თვეზე მეტი ხნის დაგვიანებით გაგზავნის მიზეზად.225 222 ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) – „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში“, თბილისი, 2020, გვ. 34. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, 131. 223 გორის რაიონულ სასამართლოში გამოვლენილი სისტემური პრობლემის თაობაზე იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 381-383, 405; 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 445-449, 469-470. 224 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის №2812 წერილი. 225 გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის №4407/21 წერილი. 103 I შემაშფოთებელია განაჩენის მხარისთვის გაგზავნის გაჭიანურება უზენაესი სასამართლოს მიერ. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა პირი ერთ-ერთ საქმეში უდანაშაულოდ ცნეს, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იგი გაამტყუნა და განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. განაჩენის დასაბუთებული ასლი კი, მხარეს მხოლოდ 8 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ გაეგზავნა. მთელი ამ დროის განმავლობაში მსჯავრდებულისთვის უცნობი იყო ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელსაც უზენაესი სასამართლო დაეყრდნო. ასეთ შემთხვევაში მხარისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. უცხოენოვანი მსჯავრდებულებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი განაჩენის ხელმისაწვდომობის პრობლემა კვლავ აქტუალურია. მსჯავრდებულთათვის განაჩენის გადაცემა ხშირად ჭიანურდება, რის გამოც მათ არ იციან, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამტყუვდნენ და არ შეუძლიათ გასაჩივრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობა. გონივრულ ვადაში განხილვის კუთხით, პრობლემები გამოიკვეთა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებშიც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განსახილველი 2077 საქმიდან, 664 საქმის განხილვა გაჭიანურდა,226 ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში, 922 საჩივრიდან - 172 საჩივრის.227 საქართველოს უზენაესი სასამართლოს228 სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2021 წელს დასრულებული 1452 საქმიდან კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით დასრულდა 330 საქმის განხილვა. 4.3.2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა გასული წლის მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების კანონით განსაზღვრულ ვადაში განხილვის საკითხი. თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებიდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ საქმეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საპროცესო ვადების დარღვევით მიმდინარეობს. სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვისთვის საქართველოს სააპელაციო სასამართლოებს კანონით განსაზღვრული 2თვიანი ვადა აქვთ, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება 5 თვემდე გახანგრძლივდეს.229 იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის აპარატს 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე არსებული მონაცემები მიეწოდა, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ხანგრძლივობის შესახებ, ანგარიშში 226 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის №3/1635 წერილი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის წერილი. 228 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის №პ-162-22 წერილი. 229 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი. 227 104 I მხოლოდ 2021 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები შეფასდება, რადგან უკვე ოქტომბერში დარეგისტრირებულ სააპელაციო საჩივარზე, განხილვის ვადა ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,230 2021 წლის პირველ ცხრა თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დარეგისტრირებული 1257 საჩივრიდან 2 თვის ვადაში დასრულდა მხოლოდ 213 (16.9%) საქმის განხილვა, ხოლო 5 თვის ვადაში - 272 (21.6%) საქმისა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2021 წელს რეგისტრირებული საჩივრების მინიმუმ 61.5%-ის განხილვა არ დასრულებულა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში, 2021 წლის პირველ ცხრა თვეში დარეგისტრირდა 1202 საჩივარი, მათგან 2 თვის ვადაში წარმოება დასრულდა 253 (21%) საჩივარზე, ხოლო 5 თვის ვადაში სასამართლომ 345 (28.7%) სააპელაციო საჩივარი განიხილა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2021 წელს რეგისტრირებული საჩივრების დაახლოებით სააპელაციო სასამართლოს 50.3%-ის განხილვა არ ადმინისტრაციულ და დასრულებულა. აღსანიშნავია, სამოქალაქო რომ ქუთაისის პალატებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საჩივართა დაახლოებით 65%-ია განხილული. 231 საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პალატებს, საკასაციო საჩივრის მისაღებად, 3-თვიანი ვადა 232 დასაშვებად მიღების შესახებ გადაწყვეტილების აქვთ, 6-თვიანი ვადა კი, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 233 საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, საანგარიშო პერიოდში 1135 საჩივარი დარეგისტრირდა.234 დაუშვებლად ცნობილი 300 საქმიდან, 3-თვიანი ვადის დარღვევით სასამართლომ 187 საჩივარი (62%) განიხილა, ხოლო დასაშვებად ცნობილი 835 საქმიდან, 6-თვიან ვადაში, სასამართლომ საქმის წარმოება მხოლოდ 25 (2.9%) შემთხვევაში დაასრულა. 230 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის №3/1635 წერილი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის წერილი. 232 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-31 ნაწილი. 233 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილი. 234 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის №პ-145-21 წერილი. 231 105 I საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 2021 წელს 1106 საჩივარი შევიდა, საიდანაც დაუშვებლად ცნობილი 384 საქმიდან, 3-თვიანი საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევით 297 (77%) საჩივარი იქნა დაუშვებლად ცნობილი. დასაშვებად ცნობილი 722 საქმიდან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 6-თვიან ვადაში მხოლოდ 1 საქმე განიხილა. მიუხედავად იმისა, შემადგენლობა ეფექტიანი რომ ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვნად გაიზარდა, საკასაციო მართლმსაჯულების მიმართულებით არა უზენაესი ინსტანციაში თუ სასამართლოს სწრაფი პროგრესი, და არამედ, მნიშვნელოვანი რეგრესი შეინიშნება. 4.3.3. მოსამართლეთა დატვირთულობა ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ ერთ-ერთ პრობლემად მოსამართლეთა არათანაბარი დატვირთულობა სახელდება.235 პრობლემის საფუძველს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქმნის, რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის მქონე მოსამართლეებისათვის დატვირთულობის საგრძნობლად და არაპროპორციულად შემცირებას ითვალისწინებს.236 მაგალითად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით:  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის დატვირთულობა 20%-ია, ხოლო თუ აღნიშნული წევრი, ამავე დროს, არის სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე - 10%237  იმ სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარისათვის, სადაც მოსამართლეთა რაოდენობა არ აღემატება 7-ს, დატვირთულობა 50%-ია, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარისათვის, სადაც მოსამართლეთა რაოდენობა აღემატება 7-ს - 20%238  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილესა და კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეზე, თავმჯდომარესა კოლეგიის პირდაპირ და გათვალისწინებული თბილისის თავმჯდომარეზე, განსჯადი საქალაქო გარდა საქმეებისა, სასამართლოს კანონმდებლობით ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმეები შესაძლებელია განაწილდეს, როგორც წესი, არაუმეტეს 5%ისა.239 235 „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა საქართველოში“, EMC, 2020 წელი, გვ. 39-41. ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://bit.ly/3w8JJiX > [ბოლოს ნანახია 12.03.2022]. 236 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56; 01.05.2017. ხელმისაწვდომი: <https://bit.ly/35OzxS9 > [ბოლოს ნანახია 12.03.2022]. 237 საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, მუხ. 5, პუნ. 6, ქვეპუნქტი: „ა“. 238 საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, მუხ. 5, პუნ. 6, ქვეპუნქტი: „ბ“. 239 საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, მუხ. 5, პუნ. 7. 106 I უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, შალვა თადუმაძეს, 2021 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში მხოლოდ 24 საქმე დაეწერა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში პალატის დანარჩენ 4 მოსამართლეს ჯამში 1482 საქმე (თითოეულს საშუალოდ 370 საქმე) დაეწერა.240 უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, გიორგი მიქაუტაძეს, 2021 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 15 საქმე დაეწერა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში პალატის დანარჩენ 10 მოსამართლეს ჯამში 1429 საქმე (თითოეულს საშუალოდ 143 საქმე) დაეწერა.241 უზენაესი სასამართლოსა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს 2021 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 2 საქმე დაეწერა, მაშინ როდესაც ამავე პალატის დანარჩენ 7 მოსამართლეს იმავე პერიოდში 1129 საქმე (თითოეულს საშუალოდ 161 საქმე) დაეწერა.242 აქვე აღსანიშნავია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარისა და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის შემთხვევა. მას, 2021 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 19 საქმე დაეწერა, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ამავე კოლეგიის დანარჩენ 5 მოსამართლეს 1983 საქმე (თითოეულს საშუალოდ 297 საქმე) დაეწერა.243 აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მოსამართლის მიერ სასამართლო სისტემაში გარკვეული თანამდებობის დაკავება დატვირთულობის საგრძნობლად და არაპროპორციულად შემცირებას უკავშირდება, ის, ამავე დროს, იღებს გაზრდილ ჯამურ ხელფასს. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსავე გადაწყვეტილებით,244 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლისათვის დანამატი 1200 ლარია, მაშინ როდესაც მისი დატვირთულობა მხოლოდ 20%-ს შეადგენს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის კი დანამატი 1950 ლარია, მაშინ როდესაც მისი დატვირთულობა არაუმეტეს 5%-ით განისაზღვრება. 4.3.4. საქმეთა განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მსგავსად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებიდან მომდინარე გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ბუნდოვანი რეგულირებებიდან გამომდინარე, მხარეებს ვერ ექმნებათ გონივრული მოლოდინები საქმისწარმოების დასრულებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადების შესახებ.245 2021 წლის განმავლობაში, კონსტიტუციური 240 სარჩელი საქართველოს და 5 საკონსტიტუციო კონსტიტუციური სასამართლოში წარდგინება 106 დარეგისტრირდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის №პ-880-21 წერილი. იქვე. 242 იქვე. 243 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის №3/10827 და 2022 წლის 11 თებერვლის №3/791 წერილები. 244 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 23 იანვრის №1/6, განკარგულება, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/36jjqeU > [ბოლოს ნანახია 12.03.2022]. 245 კონსტიტუციის მე-2 თავის საფუძველზე შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული. 241 107 I საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითად, მხოლოდ 6 მათგანი განიხილა. საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულ სარჩელებთან/წარდგინებებთან მიმართებით კი, 246 სასამართლომ მხოლოდ 16 განჩინება და 19 საოქმო ჩანაწერი გამოსცა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საანგარიშო 247 სასამართლომ არსებითად მხოლოდ 28 საქმე განიხილა. მიერ 2021 წლის განმავლობაში მიღებული პერიოდში საკონსტიტუციო შემაშფოთებელია სასამართლოს გადაწყვეტილებების რაოდენობაც. საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ 10 გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს დატვირთულობის, შესაბამისად, გადაწყვეტილებების მომლოდინე პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მონაცემები ცალსახად არადამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ინფორმაცია იმ საქმეთა რაოდენობის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად არღვევს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპს. ქვემოთ წარმოდგენილია ინფორმაცია იმ საქმეთა რაოდენობისა საკონსტიტუციო და სასამართლოს რეგისტრაციის არსებითი თარიღების განხილვა შესახებ, რომლებზეც დასრულებულია,248 თუმცა 249 გადაწყვეტილებები ამ დრომდე არ მიუღია. სარჩელის რეგისტრაციის დრო საქმეთა რაოდენობა 2015 წელი 5 საქმე 2016 წელი 16 საქმე 2017 წელი 11 საქმე 2018 წელი 12 საქმე 2019 წელი 16 საქმე 2020 წელი 9 საქმე 4.4. ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თავისი 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების ნორმატიული შინაარსი, რითიც გაუქმდა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, იმ შემთხვევისთვის, როდესაც ჩხრეკის 246 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის №01/150 წერილი. განხილული საქმეებიდან, 2021 წელს რეგისტრირებული მხოლოდ 6 სარჩელი/წარდგინება იყო. 248 უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი მონაცემები შეეხება მხოლოდ იმ საქმეთა რაოდენობას, რომელთა შესახებაც სასამართლოს არსებითი განხილვა აქვს დასრულებული და კიდევ მეტია იმ საქმეთა 247 რაოდენობა, რომლებზეც არ დაწყებულა განხილვა ან რომლებმაც გაიარეს დასაშვებობა და არსებით განხილვას ელოდებიან. 249 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის №01/150 წერილი. 108 I ჩამტარებელ გამომძიებლებს შეეძლოთ, მაგრამ არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.250 საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა, სადაც გამოვლინდა, რომ პირადი ჩხრეკის ჩატარებისა და გამოძიების დროს აშკარად დარღვეული იყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების სტანდარტი. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში,251 პირადი ჩხრეკის ჩატარების შუამდგომლობებზე სასამართლომ განჩინებები ჩხრეკის ჩატარებამდე 4 დღით ადრე გამოსცა. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებს ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად (თუნდაც, ჩხრეკის ვიდეოკამერით გადასაღებად) საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ გაუკეთებიათ. მითითებული გარემოებების საფუძველზე, სახალხო დამცველმა, 2021 წლის 12 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრებით მიმართა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველმა არაერთი სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა, სადაც, ჩხრეკის და ამოღების პროცესში, ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ხარვეზები გამოიკვეთა. საქმეების შესწავლისას იკვეთება ტენდენცია, რომ არცერთ საქმეში არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, არც იმ საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო.252 4.5. ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს, გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობა.253 მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ეს შეზღუდვა ასევე ვრცელდება ადვოკატთან კომუნიკაციაზეც.254 სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს ბრალდებულებმა, რომლებსაც პროკურორის დადგენილებით შეზღუდული ჰქონდათ სატელეფონო საუბრის უფლება და ამის გამო ვერ 250 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე, გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-104. 251 კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, გამოძიებას არ აუღია ბიოლოგიური (დნმ) ნიმუში გ. მ.-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ოქროს სამაჯურზე, არ შემოწმებულა ს. ჯ. ნარკოლოგიურ თრობაზე, არ განხორციელებულა რაიმე საგამოძიებო მოქმედება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის და სხვა გზით დაუფლების ფაქტის შესასწავლად (გადაადგილების მარშრუტი, სატელეფონო ზარები, სატელეფონო ანძები და სხვ.). არ გამოკითხულა ს. ჯ.-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ადგილზე მყოფი არცერთი ნეიტრალური მოწმე. 252 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 28 ივნისის კანონი. 253 პატიმრობის კოდექსი, მუხ. 78, ნაწ. 2. 254 პატიმრობის კოდექსი, მუხ. 78. ნაწ. 21. 109 I უკავშირდებოდნენ ადვოკატებს. პენიტენციური დაწესებულებების ცნობით,255 ამის მიზეზი პატიმრობის კოდექსია, რომლის საგამონაკლისო ჩამონათვალში ადვოკატი მითითებული არ არის.256 სახალხო დამცველის პროკურორისთვის შეფასებით, ისეთი სისხლისსამართლებრივი უფლებამოსილების მინიჭება, დევნის რომლითაც ფარგლებში ბრალდებულს ადვოკატთან სატელეფონო კავშირი ეზღუდება, არღვევს შეჯიბრებითი პროცესისა და ეფექტიანი დაცვის პრინციპს, რომელიც მოითხოვს, რომ დაცვის მხარეს სრულყოფილად შეეძლოს დაცვის უფლების განხორციელება, რომლის მთავარი ელემენტიც ბრალდებულისა და ადვოკატის შეუფერხებელი და კონფიდენციალური კომუნიკაციაა. შესაბამისად, პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვა გარესამყაროსთან სატელეფონო კომუნიკაციაზე, არ უნდა მოიცავდეს ადვოკატთან სატელეფონო საუბრის შეზღუდვას. აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომას იზიარებს 257 საქართველოს გენერალური პროკურატურაც. ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.258 ადვოკატთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა, ასევე იკვეთება, როგორც ადმინისტრაციული სახდელი. მსჯავრდებულს, სახდელის ფარგლებში, 2 თვის ვადით შეეზღუდა სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობა. პენიტენციური დაწესებულების პოზიციით,, სახდელი და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა ასევე ვრცელდებოდა პატიმრის ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციაზე.259 მსგავსი განმარტება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას.260 შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გავრცელება ადვოკატთან კომუნიკაციაზე, არაგონივრული და არაპროპორციული შეზღუდვაა. 255 2021 წლის 9 დეკემბრის №12 პენიტენციური დაწესებულების №297077/27 წერილი, 2021 წლის 9 დეკემბრის №8 პენიტენციური დაწესებულების №296746/24 წერილი, 2021 წლის 9 დეკემბრის №5 პენიტენციური დაწესებულების №296736/22 წერილი, 2021 წლის 6 დეკემბრის №2 პენიტენციური დაწესებულების №293017/20 წერილი, 2021 წლის 6 დეკემბრის №6 პენიტენციური დაწესებულების №293525/23 წერილი. 256 პატიმრობის კოდექსი, მუხ. 79, ნაწ. 21. 257 გენერალური პროკურატურის პოზიციის თანახმად, შეზღუდვა (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით სატელეფონო საუბრის შეზღუდვა) არ მოიცავს ადვოკატთან სატელეფონო საუბარს და განმცხადებლებს, ამ შეზღუდვის ფარგლებში, არ აქვთ შეზღუდული ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლება. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 10 ნოემბრის №13/68197 წერილი, გენერალური პროკურატურის 2022 წლის 12 იანვრის №13/1014 წერილი. 258 საქართველოს სახალხო დამცველის, 2020 წლის 18 თებერვლის №15-2/2008 წინადადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. 259 სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულების 12.10.2021 წ. №241828/24 წერილი. 260 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 5. 110 I 4.6. მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეები 4.6.1. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდება („კარტოგრაფების საქმე“) ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმის მასალების შესწავლის შედეგად, 2021 წლის 25 თებერვალს, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 261 დოკუმენტი მიმოიხილავს ორ ძირითად საკითხს: წარდგენილი ბრალდების შესაბამისობას კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლთან. დოკუმენტში წარდგენილი მოსაზრების ფარგლებში გაანალიზებულია კანონიერების პრინციპის ელემენტები. სასამართლო მეგობრის მოსაზრების თანახმად, ექპერტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, მის მიერ წარდგენილ ექსპერტულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არ დასტურდება ამ უკანასკნელის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედების ჩადენა, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებს და უხეშად არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. საქმის მასალების შესწავლის, ასევე, გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის აშკარა პოლიტიკური ელფერისა და საქმეში გამოკვეთილი მძიმე სამართლებრივი ხარვეზების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა უკანონო მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის, რაც, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.262 4.6.2. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე 2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უდანაშაულოდ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, თუმცა დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ჯგუფურ თაღლითობაში. დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ქმედებისთვის ჩადენილი სასჯელი გაუქმდა. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის 9 იანვარს, განსახილველი საქმის ფარგლებში, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.263 დოკუმენტში განხილული საკითხები სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ ფულის გათეთრების ქმედების შემადგენლობა, ჩადენილი ქმედებებიდან, არცერთ შემთხვევაში არ დგინდებოდა.264 სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განხილულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) შინაარსობრივი, სტრუქტურული და მიზნობრივი ელემენტები. 261 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 25 თებერვლის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 139-141. 263 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3H2dODx > [ბოლოს ნანახია 26.01.2022]. 264 სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 152-153. 262 111 I ასევე შეფასებულია, თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული და რა სპეციალური წინაპირობები, სქემა, მიზანი სჭირდება ამ დანაშაულის ჩადენას. დოკუმენტში განხილულია სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ნორმის ავტონომიური განმარტების მეთოდის საჭიროებაც. ამ თეორიული საკითხების გაანალიზების შემდგომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს კონკრეტული ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებდა ფულის გათეთრებისთვის საკვანძო ელემენტების - რეგულარული და არაერთგზისი პრედიკატული დანაშაულის, უკანონო ლეგალიზაციის მრავალჯერადი და დაწვრილმანებული სქემისა და უკანონო ლეგალიზაციის მიზნის - თანხის ბრალდებულთა ანგარიშზე დაბრუნების არარსებობაზე, რაც ცალსახად მიუთითებდა, რომ ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენიდან იკვეთება, რომ სასამართლომ აღნიშნული პოზიცია სრულად გაიზიარა, მიმოიხილა ფულის გათეთრების ხსენებული სქემა და წინაპირობები და დარწმუნდა, რომ განხილული ქმედება არ წარმოადგენდა სსკ 194-ე მუხლით გათვალისწინებულ კონვენციურ დანაშაულს.265 სახალხო დამცველის აპარატი საქმის მიმდინარეობას სააპელაციო სასამართლოშიც დააკვირდება. 4.6.3. დავით კეზერაშვილის საქმე 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და 2018 წლის 23 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით, დავით კეზერაშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში - გაფლანგვაში. ბრალდების თანახმად, დავით კეზერაშვილის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული პირის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან. ხელშეკრულების საგანი იყო სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადება. ბრალდების თანახმად კი, მსგავსი სწავლება საჯარისო დანაყოფებში უკვე მიმდინარეობდა. გამამართლებელ განაჩენებში მითითებულია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, სადავო ქმედების ჩადენის პერიოდში, სამინისტროს შესაბამის სამხედრო დანაყოფებში მიმდინარეობდა გარკვეული წვრთნები, თუმცა, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ უკვე მიმდინარე წვრთნები ის წვრთნები იყო, რაზეც სადავო ხელშეკრულებები გაფორმდა, არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, სასამართლოებმა, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოება ხელშეკრულებების ფიქტიურობის შესახებ, დაუსაბუთებლად მიიჩნიეს. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, 265 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი, გვ. 36-40. 112 I რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წვრთნები არ ჩატარებულა. უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას, საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. კერძოდ, არ ჩატარებულა სადავო ხელშეკრულებების შედარებითი ანალიზი, არ მომხდარა სადავო ხელშეკრულებებით შესყიდული პროდუქტის იდენტიფიცირება და არ დადასტურებულა სადავო წვრთნების ჩაუტარებლობა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, უზენაესი სასამართლოსგან განსხვავებით, არ გაიზიარეს ბრალდების მხარის პოზიცია. საკასაციო სასამართლომ, გაფლანგვის ჩადენის დადასტურებად, მხოლოდ მიღებაჩაბარების აქტისა და სხვა წერილობითი დოკუმენტაციის არარსებობა მიიჩნია და განმარტა, რომ სხვა მტკიცებულებებთან შედარებით, უპირატესობა დოკუმენტურ მტკიცებულებებს ენიჭება. ხელშეკრულებების მომსახურების ამრიგად, ფიქტიურობა, არმიღება და სხვა სასამართლომ გაფლანგვის შემადგენლობა, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საკვანძო ბრალდებულისთვის საკითხები საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმ ფაქტის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ შედგენილი არ იყო მიღება-ჩაბარების აქტი. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენში არ არის გამოვლენილი ქმედების გაფლანგვად კვალიფიცირებისთვის საჭირო გარემოებები. სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენები დადასტურებულად მიიჩნევდა, რომ სადავო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული შესყიდვისა და გაწეული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია სათანადოდ არ იყო შედგენილი. ეს შესაძლებელია შეიცავდეს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს, თუმცა, მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებების არარსებობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურებს გაფლანგვის შემადგენლობის ჩადენას. დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს განაჩენის არასაკმარისი დასაბუთების გამო. განაჩენის დასაბუთებულობის ხარვეზი განსაკუთრებით დამაზიანებელია იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენის ავტორი საქართველოს უზენაესი სასამართლოა, რომლის გადაწყვეტილებაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 113 I 4.6.4. მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლება 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო სამ სისხლის სამართლის საქმეს,266 სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე საქმის საკასაციო განხილვაში მონაწილეობდა, სამართალწარმოების ხოლო იმავე მიმდინარეობისას საქმეებზე პროკურატურაში გენერალური/მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა. საქმეთა შესწავლისას სახალხო დამცველი დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლე წარსულში პროკურორის უფლებამოსილებას ახორციელებდა, არ არის საკმარისი მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად. თუმცა, დადგენილი სტანდარტით, მხედველობაში მისაღებია მისი სტატუსი პროკურატურის სისტემაში, იერარქიული წყობა და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში მის მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობები. 267 საქართველოს პროკურატურის ვერტიკალური იერარქიიდან გამომდინარე, გენერალური პროკურორი (მანამდე მთავარი პროკურორი) არის პირი, რომლის მითითების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პროკურორისათვის. დავით კეზერაშვილის საკასაციო საჩივრის უზენაესი სასამართლოს ეტაპზე განხილვის პროცესში, სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული სტანდარტი არ დარღვეულა, რადგან საკასაციო საჩივრის შეტანისას შალვა თადუმაძე არ იკავებდა მთავარი/გენერალური პროკურორის პოზიციას, შესაბამისად, ქვემდგომ ინსტანციებში, საქმის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. ერთ-ერთ საქმეში, რომელსაც საკასაციო ეტაპზე შალვა თადუმაძე განიხილავდა, საჩივარი ბრალდების მხარემ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ როგორც საჩივრის წარდგენის, ისე სრული სააპელაციო სამართალწარმოების განმავლობაში, შალვა თადუმაძე იკავებდა გენერალური პროკურატურის თანამდებობას. მაშინ, როდესაც მოსამართლის ობიექტური მიუკერძოებლობისა და შესაბამისად, აცილების პერსპექტივის საკითხი მრავალ ინდივიდუალურ გარემოებასა თუ ფაქტორზეა დამოკიდებული, მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა მკაფიოდ წარმოაჩენს პროკურატურის აქტიურ მოქმედებას, საქმეზე სამართლებრივი გავლენა მოეხდინა. სწორედ ამიტომ, მსგავს პირობებში, დაუშვებელია საქმეზე მოსამართლედ მონაწილეობა. ანალოგიური გარემოებები გამოიკვეთა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილულ მესამე საქმეშიც, საქართველოს სადაც უზენაესი მსჯავრდებულების სასამართლოს საქმეზე სისხლის საბოლოო სამართლის მოსამართლე შალვა თადუმაძის მონაწილეობით გამოიტანა. 268 საქმის ქვემდგომ ინსტანციებში განხილვისას, 266 გადაწყვეტილება, საქმეთა პალატამ მოსამართლე თადუმაძე ამ მთავარი/გენერალური პროკურორის 1) დავით კეზერაშვილის საქმე; 2) ს. გ.-ის საქმე; 3) ი. ფ.-ს და დ. ი.-ის საქმე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, 93. 268 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება №229აპ-21. 267 114 I თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, არსებობდა მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რაც, მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტის დარღვევის გამო, მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავდა. 4.6.5. მიხეილ სააკაშვილის საქმე მიხეილ სააკაშვილს, 2021 წლის 10, 15 და 16 ნოემბერს, 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა. მიზეზად კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ მკურნალობის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დასახელდა. საგულისხმოა, რომ სასამართლომ ამგვარი განმარტება დამატებითი მსჯელობის გარეშე მიიღო. სახალხო დამცველმა საჯარო განცხადებით მიუთითა,269 რომ ორივე საფუძველი დაუსაბუთებელი იყო შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანაზე უარი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სხვა რეგულირებები, არ იცნობდნენ, მიმდინარე გამოძიების გამო, პირის სასამართლოში მიყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა 10 წელია. 4.7. კანონიერების პრინციპის დარღვევა საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ერთ-ერთი სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერების საკითხი. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2021 წლის 25 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩხრეკის დროს, ჩანთიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“. ბრალდებული აღნიშნავდა, რომ ექიმის დანიშნულებით, 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, სხვა მედიკამენტებთან ერთად სისტემატურად იღებდა ამ ნივთიერებას, როგორც ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს. ბრალდებულის ჩვენებას ადასტურებდა მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაც. აღსანიშნავია, რომ არც პროკურატურამ და არც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა. სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავს გარემოებებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან ქმედებით, ერთი მხრივ, არ დასტურდება დანაშაულის ობიექტური 269 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 16 ნოემბრის საჯარო განცხადება. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3If2R1t> [17.03.2022]. 115 I შემადგენლობა, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც დანაშაულის სუბიექტური მხარის ნიშნები დგინდება. 4.8. არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი წარმომადგენლის დაკითხვა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში, დაცვის მხარეს არ მიეცა არასრულწლოვნის დედის მოწმის სახით დაკითხვის შესაძლებლობა, რადგან იგი წინა სხდომაზე კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა არასრულწლოვნის დაკითხვას. დაცვის მხარეს წინასწარ ჰქონდა მოთხოვნილი, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას საპროცესო წარმომადგენლის სახით მისი დედა არ დასწრებოდა, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერი წარმომადგენლის შეცვლის მსგავს საფუძველს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. საქმის შესწავლის შედეგად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. ცვლილების შედეგად, პროკურორს/მოსამართლეს მიეცემოდა არასრულწლოვანი წარმომადგენლის მოწმის/დაზარალებულის ჩანაცვლების კანონიერი/საპროცესო უფლებამოსილება, წარმომადგენელი რომელიმე კანონიერი/საპროცესო თუკი: მხარის მიერ (1) მოქმედი მოწმის სახით დასაკითხი პირია; (2) მხარე ასაბუთებს, რომ მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გასამყარებლად; (3) კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლება არ დააზიანებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადება, მიიჩნია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამჟამადაც ითვალისწინებს კანონიერი წარმომადგენლის შეცვლის შესაძლებლობას. სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს ამ საკითხზე პარლამენტთან სხვა სამუშაო ფორმატის ფარგლებში მუშაობას, რადგან ამჟამად არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი აშკარად არ იძლევა კანონიერი წარმომადგენლის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაცვლების შესაძლებლობას, რაც ხსენებულ საქმეზე მოსამართლის განმარტებითაც დადასტურდა. 4.9. შეჯიბრებითობის პრინციპი საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმე, რომელშიც სასამართლომ არაფორმალური დაკითხვის ოქმი, გამამტყუნებელ განაჩენში გამოიყენა. პირველი ინსტანციის სასამართლოში 4 ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს. სააპელაციო ინსტანციაში 2 ბრალდებულის პოზიცია შეიცვალა - მათ გააფორმეს საპროცესო შეთანხმება, აღიარეს ბრალდება, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და სასჯელი მნიშვნელოვნად 270 შეუმცირდათ.270 საპროცესო შეთანხმების გაფორმების სხდომაზე, ერთი მსჯავრდებული განაჩენის გამოტანის დღეს გათავისუფლდა, მეორე - 2 თვის შემდეგ. 116 I ბრალდებულებმა, პროკურორის კითხვების საპასუხოდ, ისაუბრეს ამავე საქმეზე ორი სხვა მსჯავრდებულის დამნაშავეობის შესახებ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთი კითხვების დასმის შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ პროკურორს მოსამართლემაც მიუთითა, რომ „დაკითხვის“ წარმოებას პროცესი არ ითვალისწინებდა. მიუხედავად ამ განმარტებისა, ამავე მოსამართლემ, მაინც მისცა ბრალდების მხარეს კითხვების ბოლომდე დასმის და პასუხების მიღების საშუალება. შედეგად, პროკურორმა ისინი, ფაქტობრივად, პირდაპირი წესით დაკითხა, მიუხედავად იმისა, რომ არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის გაფრთხილებულან და არც ფიცი დაუდიათ. ამასთანავე, ბრალდებულებს, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენება იქნა მიცემული, არ მისცემიათ ინფორმაციის გამოკვლევის ან/და ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა. ამ საქმეზე სახალხო დამცველმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარუდგინა.271 დოკუმენტში განხილულია კანონმდებლობისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. ევროპული სასამართლოს თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს უნდა ჰქონოდა საპროცესო შეთანხმების გამფორმებელი პირის ჯვარედინი დაკითხვის უფლება. შესაბამისად, მსგავსი შესაძლებლობის გარეშე ბრალდებულის დატოვება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების, როგორც კონვენციურ, ისე კონსტიტუციურ სტანდარტს. უზენაესმა სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას, თუმცა მაინც არ დაუშვა ი. ფ.-სა და დ. ი.-ს საჩივრები განსახილველად.272 სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმეთა სადავო გამოკითხვის ოქმები არ არის ი. ფ.-სა და დ. ი.-ს მსჯავრდების ერთადერთი ან ძირითადი მამხილებელი მტკიცებულება. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  უმოკლეს ვადაში, ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩართულობით უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისთვის საჭირო პროცედურის დაწყება;  ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩართულობით უზრუნველყოს საჯარო განხილვის პროცედურის წარმართვა, რომლის მიზანი იქნება მათლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება;  ცვლილებები შევიდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, რომლითაც შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების 271 12.04.2021 წ. №15-5/3371. 117 I მიღების წესი და ნებისმიერი გადაწყვეტილების მისღებად საჭირო გახდება საბჭოს წევრთა 2/3 უმრავლესობის მხარდაჭერა ორმაგი უმრავლესობის პრინციპით (მინიმუმ 5 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრის სავალდებულო მხარდაჭერა);  შეიტანოს ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში და უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრებად განსაზღვროს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;  სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ სასამართლოში საქმეთა კოლეგიური განხილვისას, კოლეგიის შემადგენლობა სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად, საქმეთა განაწილების ელექტრონულმა პროგრამამ განსაზღვროს;  საკონსტიტუციო ცვლილებით, სასამართლოს განსაზღვროს შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო ორგანული კანონის სასამართლოში საქმეთა განხილვასთან დაკავშირებული ვადები, რითაც დადგინდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა;  საკანონმდებლო ცვლილების გზით, უზრუნველყოს მტკიცებულებების კანონიერების სასამართლო წესით ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს დანაშაულის პროვოკაციის რისკის საშიშროება;  მიიღოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;  შევიდეს ცვლილებები განისაზღვროს სისხლის საგამოძიებო სამართლის მოქმედების საპროცესო კოდექსში განმახორციელებელი და უწყების ვალდებულება, ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევების გარდა, სასამართლოს წარუდგინოს ჩხრეკა-ამოღების პროცესის უწყვეტი ვიდეო კადრი ან/და ნეიტრალური მოწმის ჩვენება, რაც დაადასტურებს საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას;  განხორციელდეს სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევის წესის რეფორმირება და კონკრეტული სასამართლოს მოსამართლეებს მიენიჭოთ თავმჯდომარეთა არჩევის უფლებამოსილება;  შევიდეს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და გაუქმდეს 751-ე მუხლის „ა“ პუქნტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი;  შევიდეს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლში და მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს ერთი წელი;  შევიდეს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლში და მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოცილების საფუძვლებად კვლავ განისაზღვროს მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება; 118 I  შევიდეს ცლილებები საქართველოს პატიმრობის კოდექსში და გაუქმდეს ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, როგორც პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილების, ისე სადისციპლინო სახდელის სახით;  შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის წარმომადგენლის ჩანაცვლებას იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს აქვთ წარმომადგენლის სასამართლოში დაკითხვის ინტერესი. რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებათა ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა დაწესებულებებში გაიზარდოს სპეციალური ოთახების რაოდენობა და კომპიუტერული ტექნიკა დისტანციური წესით გასამართ სხდომაზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:  უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნების გამოქვეყნება, პერსონალურ მონაცემთა სტანდარტების დაცვით;  საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილებების გზით, უზრუნველყოს სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კოლეგიის სამივე კლიენტისა და წევრის შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე არჩევა;  დისტანციური სასამართლო კონფიდენციალური პროცესების კომუნიკაციის დროს შესაძლებლობის ადვოკატის უზრუნველსაყოფად, გააუმჯობესოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა;  ცვლილებები შევიდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, 2017 წლის 1-ლი მაისის №1/56 გადაწყვეტილებაში და გაუქმდეს მე-6 , მე-7 და მე-8 პუნქტები. 119 I 5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 5.1. შესავალი 2021 წელს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. საანგარიშო პერიოდში, ფარული მიყურადების ამსახველი მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვას ჰქონდა ადგილი. გავრცელებული მასალების მოცულობისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით, აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ, სავარაუდოდ, უკანონო, ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული. ამ გარემოებებმა საზოგადოებაში განამტკიცა განცდა, რომ ადამიანები ტოტალური მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან. 2021 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წლის ბოლოს, 4 დღეში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველი სახელმწიფო ინსტიტუტის არაკონსტიტუციური და დაჩქარებული პროცედურით გაუქმება საქართველოს პარლამენტში, რის შედეგადაც 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. წინამდებარე თავში მიმოხილულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემდეგი საკითხები: სავარაუდო უკონტროლო მიყურადება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევები და ამ საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მდგომარეობა; დახურულ დაწესებულებებში, გარე სამყაროსთან კონტაქტის საანგარიშო პერიოდში თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. უფლებადარღვევებზე რეაგირების ხარისხი, არც ამ განსხვავდებოდა გასული წლებისგან. სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მეტწილად უშედეგოდ გრძელდება. სამართალდამცავმა უწყებებმა კვლავ ვერ შეძლეს უფლებაში უკანონო ჩარევის თავიდან არიდება ან/და ეფექტიანი გამოძიებით შესაბამისი დამნაშავეების გამოვლენა. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური კონტექსტი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. პანდემიის გამო, გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე დაწესებულმა დამატებითმა შეზღუდვებმა, დიდი ზიანი მიაყენა პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს. ამავე დროს, დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტივობები გარე სამყაროსთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობას არ იძლევა. 120 I სამწუხაროდ, შეუსრულებელია 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თავში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით 12 რეკომენდაცია და 8 საპარლამენტო წინადადება გასცა.273 უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა არცერთი წინადადება არ გაითვალისწინა. 5.2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, 4 დღის ვადაში, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, უფლებამოსილება შეუწყდათ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს.274 უპრეცედენტო დამოუკიდებელი შემთხვევაა და სახელმწიფო ეს ორგანოს გადაწყვეტილება გაუქმება სრულიად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა სამართალთან. მიღებული ცვლილებებით შეიქმნა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება: (1) სპეციალური საგამოძიებო სამსახური და (2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.275 კანონპროექტის ავტორთა პოზიციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იყო ორი ფუნქციის მატარებელი სახელმწიფო უწყების მანდატის იმგვარი მოწესრიგება, რომ ფუნქციებს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოერიცხა. საყურადღებოა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო საფრთხის შესახებ მოსაზრებები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა წლების წინ, 2018 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში წარუდგინეს საქართველოს პარლამენტს. მაშინ, იმავე მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უარი განაცხადა ინსპექტორის სამსახურის ცალკე ჩამოყალიბებაზე და იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე შექმნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინტერესთა კონფლიქტის არსებობა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, კანონპროექტის ავტორებმა ვერ დაადასტურეს. ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობაზე აპარატის დაკვირვების მიერ შედეგები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არათუ დაყოფა, არამედ, პირიქით, გაძლიერება სჭირდებოდა როგორც საკანონმდებლო, ისე საბიუჯეტო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვამ შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა კანონპროექტის განხილვის პროცესში. მეტიც, 273 სახალხო დამცველის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2020, 161-163. 274 ცვლილებები ძალაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან შევიდა. 275 საკანონმდებლო ცვლილებამდე, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველობა და დამოუკიდებელი საგამოძიებო უფლებამოსილებების განხორციელება ერთი მანდატის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფარგლებში მიმდინარეობდა. 121 I კანონპროექტის მომზადებაში, არათუ დაინტერესებული ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფო ინსპექტორიც კი არ ყოფილა ჩართული. სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, აშკარაა რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო.276 მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მიღებული ცვლილებები არ/ვერ უზრუნველყოფს ორი ახლად შექმნილი სამსახურის და მათი ხელმძღვანელების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს და სამომავლოდ ქმნის რისკებს, რომ მათი სამსახურიც გაუქმდება, თუკი მათი საქმიანობა მიუღებელი იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის. სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვისა, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, გავლენას ახდენს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების უფლებაზეც. სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, ასევე, მოითხოვა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერება, მათგან მომდინარე გამოუსწორებელი ზიანის საფრთხის გამო. 277 სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და არასარწმუნო და დაუსაბუთებელი არგუმენტაციით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე.278 უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის მოწვევით, საკანონმდებლო ცვლილებები ასევე შეაფასა ეუთო/ოდირმაც.279 მისი შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში ნაჩქარევი იყო და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. ასეთი გაუმჭვირვალე ფორმით კანონის მიღება ძირს უთხრის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტების სტატუსს. ეუთო/ოდირის მიერ დოკუმენტში ასახული ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელი იყო მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება, ვინაიდან 276 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მცდელობასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3JivADs > [ბოლოს ნანახია 16.03.2022]. 277 სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3i1E7P9 > [ბოლოს ნანახია 13.03.2022]. 278 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერი, საქმეზე, ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 279 ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3q2dqOL > [ბოლოს ნანახია 13.03.2022]. 122 I საფრთხე ექმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობას, რაც, თავის მხრივ, აისახებოდა ამ უწყებების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხზე.280 5.3. სავარაუდო უკონტროლო მიყურადება საანგარიშო პერიოდში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ადამიანების პირადი კომუნიკაციის მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალები რამდენჯერმე გამჟღავნდა.281 სახალხო დამცველის შეფასებით, უკანონო მიყურადებათვალთვალის მიზანი, სავარაუდოდ, მადისკრედიტირებელი ინფორმაციის შეგროვება და გავრცელებაა. ფარული მიყურადების ამსახველი მასალების მასშტაბურ გაჟონვას ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს. შემაშფოთებელი იყო ამ მასალების დროებით საჯარო პლატფორმაზე განთავსებაც, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს აძლევდა მათი ნახვისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობას. გავრცელებული ფაილები შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებულ აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემს. გარდა ამისა, მასალები სავარაუდოდ შეიცავს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, სამართალდამცავი დანაშაულის უწყების სავარაუდო წარმომადგენელთა შეუტყობინებლობისა მხრიდან და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. ზემოაღნიშნული ფაილები შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და სხვა პირთა კომუნიკაციის შესახებ. საგულისხმოა, რომ კომუნიკაციის მონაწილე არაერთმა მოქალაქემ საჯაროდ დაადასტურა გავრცელებულ მასალებში ასახული ინფორმაციის სინამდვილე, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა. პროკურატურაში ამ ფაქტზე მალევე დაიწყო გამოძიება. 282 საქართველოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა და დაწყებული გამოძიების მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობა მოითხოვა.283 სახალხო დამცველის მოთხოვნას პროკურატურამ უარით უპასუხა. ამის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა მიმდინარე გამოძიების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია,284 მაგრამ გენერალურმა პროკურატურამ, მსგავსი კატეგორიის სხვა საქმეების მსგავსად, ამ გამოძიების შესახებაც მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია წარმოადგინა. 280 ეუთო/ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის №GEN-GEO/436/2022 [NR] მოსაზრება, პარა. 55, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3pW9VcP > ბოლოს ნანახია [13.03.2022]. 281 სახალხო დამცველის 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადება, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3trRNdx >, [ბოლოს ნანახია 31.12.2021]. 282 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 18 ოქტომბრის განცხადება, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/31K58SW > [ბოლოს ნანახია 31.12.2021]. 283 2021 წლის 27 სექტემბრის და 4 ნოემბრის საქართველოს სახალხო დამცველის №15-2/9225 და №15-2/10536 წერილები. 284 2021 წლის 2 დეკემბრის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №15-2/11390 წერილი. 123 I მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირი ბრალდებულად ან დაზარალებულად კვლავ არ არის ცნობილი.285 დამატებით, სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, საქართველოში მოიწვია.286 სავარაუდოდ უკანონო და ფართომასშტაბიანი მიყურადება-თვალთვალი ქვეყანაში ტოტალური კონტროლის საფრთხეებს აჩენს. მას მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს არჩევნები, თუ სხვა მნიშვნელოვანი პროცესი. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს წარმომადგენლების პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატიური მიყურადება, ამავე დროს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს კანონმდებლობაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის არასაკმარისი გარანტიებისა და ხელისუფლების თვითნებობის შესაძლებლობის მაღალი რისკების შესახებ. უკონტროლო მიყურადების საფუძველს ქმნის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს მობილური ოპერატორების სერვერებზე უკონტროლო, პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას, რაც აიოლებს უკანონო მიყურადების შესაძლებლობას და ამცირებს მისი გამოვლენის რისკებს. საქართველოს 287 გაასაჩივრა, სახალხო დამცველმა ეს ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში რომელმაც საქმის არსებითი განხილვა 2018 წელს დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. ასევე საყურადღებოა, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას. პარლამენტს ასევე შეეძლო განეხილა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც. 5.4. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევები 2021 წელს, გასული წლების მსგავსად, პირადი ცხოვრების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. წინამდებარე ქვეთავის ფარგლებში განვიხილავთ საქმეებს, რომლებიც აპარატმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შეისწავლა. 285 2021 წლის 28 დეკემბრის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/78738 წერილი. საქართველოს სახალხო დამცველის, 2021 წლის ოქტომბრის განცხადება, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3td4Kb0 > [ბოლოს ნანახია 31.12.2021]. 287 სახალხო დამცველის, 2017 წლის, 31 მაისის განცხადება, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3GbXdMZ > [ბოლოს ნანახია 03.01.2022]. 286 124 I 5.4.1. ალექსანდე ლაშქარავას საქმე 2021 წლის 11 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. ის ამავე წლის 5 ივლისს ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გარდაცვალების დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა. ამავე დროს, შსს-ს წარმომადგენელმა საზოგადოებას მოუწოდა, გარდაცვალების მიზეზების შესახებ ნაადრევი დასკვნები არ გამოეტანა, თუმცა ჩანაწერის გავრცელების მიზანი სწორედ ეს იყო. სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ალექსანდრე ლაშქარავას შესახებ ჩანაწერების გავრცელების ფორმა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას და საზოგადოების ინფორმირებას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ, შერჩევითად გავრცელებული ინფორმაციის მიზანი იყო ნაცემი და გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაცია.288 ზემოაღნიშნული მოვლენები შეისწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 289 ინსპექტორის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელებით დაირღვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპი.290 ინსპექტორმა ასევე დაადგინა, რომ გავრცელებული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოიპოვა, კერძოდ, აუდიოვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაიცა. აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს, სამინისტროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი საპროცესო დოკუმენტი არ შეუდგენია. 5.4.2. მიხეილ სააკაშვილის საქმე 2021 წლის 11 ნოემბერს, დაწესებულებაში მიხეილ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის, მისი გაავრცელა ნების №18 სამედიცინო საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრები. ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავდა საქმესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაში იყო აღბეჭდილი. იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების 288 გავრცელება მიზნად ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3CBkyHd > [ბოლოს ნანახია 11.03.2021]. სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 24 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია <https://bit.ly/3r746cp> [ბოლოს ნანახია 03.01.2022]. 290 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 4, პუნქტი „ბ“. 289 125 I ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით დაირღვა მიხეილ სააკაშვილის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის ამ ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელი იყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება შეერჩიათ.291 შემთხვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.292 5.4.3. ანა დოლიძის საქმე 2021 წლის მარტში, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, ძალოვანი უწყების ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ანა დოლიძისა და სხვა პოლიტიკურად აქტიური პირების საცხოვრებელ ბინებში ხორციელდებოდა ფარული მიყურადება და ამ მიზნით მათ დამონტაჟებული ჰქონდათ მოწყობილობები.293 სათვალთვალო აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში აღწერილი ფაქტების სისწორე თავად ანა დოლიძემაც დაადასტურა. საქმეზე, სახალხო დამცველის აპარატმა, 2021 წლის მარტიდან წლის ბოლომდე, ოთხჯერ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.294 უწყების საპასუხო წერილებით295 დგინდება, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს კომუნიკაციის სამსახურებრივი საიდუმლოების უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო 296 ფაქტებზე. მდგომარეობის გამოყენებით დარღვევისა და კერძო სამსახურებრივი გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც 291 2021 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს, გამოიკითხნენ მოწმეები, სახალხო დამცველის 2021 წლის 11 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3JUtN8s > [ბოლოს ნანახია 04.01.2022]. 292 სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია <https://bit.ly/333Vmvw > [ბოლოს ნანახია 04.01.2022}. 2022 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესები ჩვეულებრივზე გაცილებით სწრაფი ტემპით წარიმართა, ხოლო თავად სასამართლო განხილვები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესს დაემთხვა. 293 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < https://bit.ly/3hsO3Bb > [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 294 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 26 მარტის №15-10/2933, 2021 წლის 14 მაისის №15-10/4608, 2021 წლის 13 სექტემბრის №15-10/8807, 2021 წლის 12 დეკემბრის №15-10/11438 წერილები. 295 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 30 მარტის №3408/21, 2021 წლის 25 მაისის №5509/21, 2021 წლის 24 სექტემბრის №10255/21, 2021 წლის 16 დეკემბრის №13552/21 წერილები. 296 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით. 126 I გამოთხოვილ იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა, დაზარალებულად და ბრალდებულად, ამ დრომდე არავინაა ცნობილი. 5.4.4. პირადი ცხოვრების მასალებით სავარაუდო შანტაჟი 2021 წლის 2 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა,297 რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უცნობი პირი დაემუქრა. კერძოდ, 2021 წლის 24 მაისს, მას ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი მამაკაცი და საპროტესტო აქციის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი რძლის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით დაემუქრა. მოქალაქის განმარტებით, მან იმავე დღეს მიაწოდა ჭიათურის რაიონულ სამმართველოს საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი. ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.298 2022 წლის 18 იანვრის მდგომარეობით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა. 5.5. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წელს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პირადი ცხოვრების უფლების არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მთელი წლის მოქმედებდა განმავლობაში, განსაკუთრებული მიმდინარეობდა პაემნების დაწესებული შესაძლებლობა პანდემიის გამო, პირობები, თუმცა, შეზღუდვების პატიმრებს 2021 პენიტენციურ ამავე შემსუბუქებაც. წლის 1-ლი სისტემაში დროს, კვლავ ეტაპობრივად კერძოდ, ხანმოკლე თებერვლიდან მიეცათ,299 ხანგრძლივი პაემნები კი 2021 წლის 29 სექტემბრიდან აღდგა.300 საოჯახო პაემნები დღემდე შეზღუდული რჩება. მიუხედავად ეტაპობრივი შემსუბუქებებისა, პატიმრების ცნობით, საერთო ჯამში, გარე სამყაროსთან მათი კონტაქტი პანდემიის გავლენით, 2021 წელსაც გაუარესებული იყო. 297 ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე < https://bit.ly/3ItL1IT >[ ბოლოს ნანახია 28.02.2022.] სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის 7 ივნისის №15-13/5352, 2021 წლის 5 აგვისტოს №15-13/7684 და 2021 წლის 31 დეკემბრის №15-13/12762 წერილები. 299 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №760 ბრძანება პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის №4109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. 300 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 29 სექტემბრის №14581 ბრძანება პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის №4109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. 298 127 I სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ 1 წელზე მეტია, ოჯახის წევრი მათთან პაემანზე არ მისულა და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ. მიზეზად პატიმრები სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, რომელთაგან ყველაზე ხშირია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. სამწუხაროდ, შეზღუდვების საკომპენსაციო ღონისძიებები 2021 წელს პრაქტიკულად არ განხორციელებულა. პატიმრების თქმით, 2021 წელს მხოლოდ ერთხელ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო. №8 და №6 დაწესებულებებში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ყველა პატიმარმა ვერ ისარგებლა გადაცემული უფასო დროით, ზოგიერთს კი, შესაბამისი თანხა სატელეფონო ბალანსზე საერთოდ არ დარიცხვია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებს სატელეფონო ბარათი დაწესებულებაში შესახლებიდან 10-15 დღის შემდეგ უმზადდებათ, რის გამოც მანამდე ვერ ახერხებენ ოჯახთან დაკავშირებას და ასევე არ აქვთ მაღაზიაში ნივთების შეძენის შესაძლებლობა. განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს კვლავ არ შეუძლიათ ვიდეოპაემნით სარგებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა დაწესებულებაში, სადაც კანონმდებლობით დასაშვებია ვიდეოპაემნით სარგებლობა, არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.301 ასევე არ შეცვლილა თავად ვიდეოპაემნის განხორციელების წესი და პატიმართა ოჯახის წევრებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულში უწევთ გამოცხადება.302 ასევე მნიშვნელოვანია, რომ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს მიეცეთ მეტი ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი, რაც ხელს შეუწყობს ოჯახის წევრებთან მყარი კავშირის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციას. კონფიდენციალურ გარემოში სატელეფონო საუბრის განხორციელება კვლავ მიუღწეველ მიზნად რჩება. პატიმრები აღნიშნავენ, რომ დაწესებულებებში კონფიდენციალურად სატელეფონო საუბრის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი თქმით, საუბრის დროს თანამშრომლები უსმენენ, ხოლო ინფრასტრუქტურა, თავის მხრივ, იმგვარად არის მოწყობილი, რომ ტელეფონი ან სამორიგეოშია ან კაბინაში, რომელიც ხმის იზოლაციას ვერ უზრუნველყოფს. პენიტენციურ დაწესებულებებში, გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება დისციპლინური სახდელის დაკისრებაა. საქართველოს პატიმრობის კოდექსის შესაბამისად,303 დისციპლინური სახდელის სახეებად განსაზღვრულია გარე სამყაროსთან კონტაქტის ცალკეული ფორმების შეზღუდვა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს, 301 №2, №10, №12 და №18 დაწესებულებები. პატიმრობის კოდექსის მე-171 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“. 303 საქართველოს პატიმრობის კოდექსი - 82-ე მუხლი, პირველი ნაწილის „თ“ „მ“ „ი“ და „მ“ პუნქტები. 302 128 I რომ ეს ეწინააღმდეგება პატიმართა რესოციალიზაციის მიზანს და მისით მიღწეული შედეგი გარე სამყაროსთან კონტაქტის ინტერესს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.304 ამის შესახებ აგრეთვე მიუთითებს გაეროს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც. 305 საანგარიშო პერიოდში, მსჯავრდებულთათვის კორესპონდენციის გაგზავნის უფლებისა და მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევებიც გამოვლინდა. რამდენიმე შემთხვევაში, აპარატის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდანაც დადასტურდა დარღვევა. სახალხო დამცველის აპარატმა პირადი მიმოწერის უფლების დარღვევა დაადგინა ერთ-ერთ საქმეზე, სადაც №6 დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა მსჯავრდებულის მიერ გადაცემული ორი განცხადება არ დაარეგისტრირა, რომლებიც, შესაბამისად, ვერ გაიგზავნა ადრესატებთან. აპარატმა №8 დაწესებულებაშიც დაადგინა მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევა.306 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევა შესაბამისი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობით დასრულდა.307 მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულისთვის პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ხანმოკლე პაემნის შეზღუდვა უპირველესად ლეგიტიმურ საგამოძიებო და მართლმსაჯულების ინტერესებს უკავშირდება, იგი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. კერძოდ, არ არსებობს ამ უფლებაშემზღუდველი ღონისძიების სასამართლო კონტროლის მექანიზმი, რაც, თავისთავად ზრდის თვითნებობის რისკს. ხოლო იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული ფაქტობრივად ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში იმყოფება, მისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობის თვითნებურმა შეზღუდვამ, შესაძლებელია, მნიშვნელოვნად დააზიანოს მისი უფლებრივი ინტერესები. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს განხორციელებული ვიზიტებისას, უცხოელი პატიმრები ნაკლებად მიუთითებდნენ საკანში განთავსების პრობლემებზე. უმეტესობა აღნიშნავდა, რომ საკანში მათი განთავსებისას გაითვალისწინეს მათი სურვილი და საკანში ძირითადად მათ ენაზე მოსაუბრე პატიმრები იმყოფებიან. სამწუხაროდ, მათთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება საზღვარგარეთ მყოფ ოჯახებთან დაკავშირების სირთულე. საზღვარგარეთ დასარეკად კვლავ 2 დღეა გამოყოფილი კვირაში და იმ შემთხვევაში, თუ საკნისთვის დადგენილი სატელეფონო ზარის დღე არ ემთხვევა საერთაშორისო ზარის დღეს, პატიმარი საზღვარგარეთ მყოფ ოჯახის წევრებს საერთოდ ვერ უკავშირდება. 304 სახალხო დამცველის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2020 წელი, 156. 305 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარა. 100, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: <http://bit.ly/2J9IeHP> [ბოლოს ნანახია: 05.01.2022]. 306 სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. 307 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 იანვრის №3465/01 წერილი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 24 იანვრის №19656/01 წერილი. 129 I პატიმართათვის, ხშირ შემთხვევაში, დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენს ზარის საფასური, რომლის დაფარვის საშუალება მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს. პანდემიის გამო ერთჯერადად საჩუქრად გადაცემული უფასო სასაუბრო დრო კი, საერთაშორისო ზარებზე არ ვრცელდება. ზოგიერთ სახელმწიფოში წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნაც შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებს უკავშირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამ მიმართულებით შეიმუშაოს ისეთი ღონისძიება, რაც პატიმრებისთვის შესაძლებელს გახდის საზღვარგარეთ მყოფ ოჯახთან კავშირის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო წლის სასამართლოს დაწესებულებების შეუსაბამობა, 2021 და გაასაჩივრა იმ ნორმათა დებულებების როგორიცაა განმავლობაში განსაკუთრებული არაერთი სარჩელით პატიმრობის კოდექსისა საქართველოს რისკის მიმართა და კონსტიტუციასთან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების ბლანკეტური აკრძალვა,308 ბრალდებულისთვის ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის იმპერატიული შეზღუდვა,309 ასევე, დისციპლინური სახდელის სახით პატიმრისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა310 და პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე პატიმრობა შეფარდებული ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის 311 შეზღუდვა. 5.6. გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის ნაწილში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, ფაქტობრივად არ განსხვავდება 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღწერილი კონტექსტისგან.312 „ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლებამოსილებას, შესახებ“ სტაციონარში საქართველოს მოთავსებულ კანონი313 პაციენტს ექიმს ანიჭებს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუზღუდოს შემოწმების გარეშე წერილის მიღებისა და გაგზავნის, საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, მესამე პირის დაუსწრებლად მნახველის მიღების და ხანმოკლე ვადით სტაციონარის დატოვების უფლება. 314 სახალხო დამცველის შეფასებით, თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით, 308 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 22 ივლისს საკონსტიტუციო ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3JjMCkZ > [ბოლოს ნანახია: 13.02.2022]. 309 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 20 მაისის საკონსტიტუციო ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3hWBpdZ> [ბოლოს ნანახია: 13.02.2022]. 310 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 22 ივლისს საკონსტიტუციო ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3t1XhLl> [ბოლოს ნანახია: 13.02.2022]. 311 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 22 ივლისს საკონსტიტუციო ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3MHKPIj> [ბოლოს ნანახია: 13.02.2022]. 312 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 159-160. 313 ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი. მუხ. 15. პუნ. 3. 314 იქვე. მუხ. 15. პუნ. 2 ქვეპუნქტი: „ა“ – „დ“. 130 I სარჩელი №1602 სარჩელი №1603 სარჩელი №1633 სარჩელი №1632 პაციენტის უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლებებს.315 ხელშეუხებლობის ამ გარემოებების გათვალისწინებით, დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სახალხო სადავოდ გამხდარი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. 2021 წელს, 2020 წლის მსგავსად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეჩერებული იყო მნახველისა და პაციენტის შეხვედრები. შესაბამისად, პაციენტებს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სახალხო დამცველის აპარატის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად,316 გამონაკლისი მხოლოდ „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ იყო, სადაც 2021 წელს პაციენტებს ეძლეოდათ მნახველთან შეხვედრის შესაძლებლობა. განსხვავებული რეჟიმით ფუნქციონირებდა სურამის ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებს მნახველებთან მხოლოდ დაწესებულების გარეთ, ისიც, ამანათის გამორთმევის მიზნით შეეძლოთ შეხვედრა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები ასევე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ისარგებლონ ტელეფონებით. სტაციონარში მოთავსებული პაციენტების მიერ ტელეფონით სარგებლობის უფლება ექიმის ზეპირ ნებართვაზეა დამოკიდებული. დაწესებულებაში შესვლისთანავე პაციენტებს მობილურ ტელეფონებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ართმევენ. დადებითად უნდა აღინიშნოს №5 კლინიკური საავადმყოფო, სადაც პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა კუთვნილი მობილური ტელეფონები და სმარტფონები, თუმცა, აქაც, ზოგიერთ პაციენტს თვითნებურად ჰქონდა შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება. ამ პაციენტებთან მიმართებით არ მოიპოვებოდა წერილობითი დოკუმენტაცია, ექიმის დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე. ასევე გართულებულია დაწესებულების ტელეფონებით სარგებლობაც. მონიტორინგის დროს გამოვლინდა მექანიზმის როდესაც პაციენტები სთხოვდნენ ოჯახთან დარეკვის განსაკუთრებით რთული წევრებს მიმართულებით 315 შემთხვევები, პრევენციის მიზნით, მდგომარეობაა ეროვნული დახმარებას. ამ „თერჯოლამედის“ საქართველოს კონსტიტუცია. მუხ. 15. მონიტორინგი ჩატარდა შემდეგ დაწესებულებებში: №5 კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება, შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (შემდგომში „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“), შპს „იმერმედი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის („თერჯოლამედი“) ფსიქიატრიული განყოფილება (შემდგომში „თერჯოლამედი“), შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიული განყოფილება, აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო (სურამის ფსიქიატრიული კლინიკა), ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება (შემდგომში, ასევე, „ევექსის ჰოსპიტლები“), თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. 316 131 I ფსიქიატრიულ განყოფილებაში, სადაც ყოველი დარეკვის წინ პაციენტმა უშუალოდ ექიმისგან უნდა აიღოს ნებართვა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პაციენტებს დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი ტელეფონები, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში, შეძლონ დღეში მინიმუმ 1 ზარის განხორციელება დაწესებულების ტელეფონით. პაციენტი არ უნდა იყოს დამოკიდებული პერსონალის კეთილ ნებაზე, დაუთმოს საკუთარი ტელეფონი, მით უფრო, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვის პირობებში, როდესაც პაციენტებს ოჯახის წევრებთან კონტაქტი კიდევ უფრო შეზღუდული აქვთ. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის 77-ე და 79-ე მუხლებში და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს გარე სამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდოს მხოლოდ სასამართლო განჩინებით;  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებში და შესაძლებელი გახდეს ხანმოკლე პაემნის ვიდეოპაემნით ჩანაცვლება;  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის მე-172 მუხლის მე-9 ნაწილში და შესაძლებელი გახდეს ხანგრძლივი პაემნის სატელეფონო ზარით, ხანმოკლე პაემნით და ვიდეოპაემნით ჩანაცვლება;  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის მე-173 მუხლში და შესაძლებელი გახდეს საოჯახო პაემნის სატელეფონო ზარით, ხანმოკლე პაემნით და ვიდეოპაემნით ჩანაცვლება;  შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებს გაეზარდოთ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა;  შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებს მიეცეთ ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება;  შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ და გაუქმდეს დისციპლინური სახდელის სახით გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი კონტაქტი დანაშაულს უკავშირდება;  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსში და მსჯავრდებულებს, რომელთა ოჯახის წევრებიც საზღვარგარეთ ცხოვრების გამო ვერ სარგებლობენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებით, მიეცეთ საშუალება ისარგებლონ ვიდეოპაემნით;  პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის გაიზარდოს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების რაოდენობა. 132 I რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  უზრუნველყოს, რომ უცხოელმა პატიმრებმა, მოქალაქეობის არმქონე პირებმა, ასევე, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების განხორციელება შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად;  უზრუნველყოს, რომ უცხოელ პატიმრებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, ასევე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად;  ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნას თარჯიმნის მომსახურებით, მათ შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოთ ინფორმაცია დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ;  გაუქმდეს საერთაშორისო ზარისთვის გამოყოფილი დღეები და საერთაშორისო ზარის განხორციელება შესაძლებელი გახდეს ყოველდღე, კანონმდებლობით დადგენილი სიხშირით და ხანგრძლივობით;  2022 წელს უზრუნველყოს ვიდეოპაემნის მოქმედ წესში ცვლილებების შეტანა, იმგვარად, რომ პატიმრის ოჯახის წევრს აღარ უწევდეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება და დაიწყოს მუშაობა ისეთი უსაფრთხო აპლიკაციის შექმნაზე, რომლითაც გამარტივდება ვიდეოპაემნების განხორციელება;  2022 წელს, №2, №3, №6, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები პრიორიტეტულად აღიჭურვოს ვიდეოპაემნისათვის აუცილებელი ინფრასტუქტურით;  2022 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, მიიღოს დამატებითი ზომები პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის საკომპენსაციოდ;  სპეციალურმა პენიტენციურმა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამსახურმა სატელეფონო შეისწავლოს ზარის უფლების სრულყოფილად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ;  უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების პერიოდში უზრუნველყოს პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დაწესებულებების დებულებებში;  სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღოს ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად მცირე ვადაში მზადდებოდეს ბრალდებულის სატელეფონო ბარათი; 133 I  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების გზით გამოავლინოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტები, აწარმოოს გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა და უზრუნველყოს დარღვევაზე პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა;  ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოეწყოს ისეთი სატელეფონო კაბინები (ხმის იზოლაციით), სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბარი კონფიდენციალურ გარემოში. ამ მიზნით, შემუშავდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, სადაც დეტალურად აღიწერება, თუ რომელ დაწესებულებაში რა კონკრეტული სამუშაო გატარდება 2022 წლის განმავლობაში;  მიიღოს ყველა მიღება/ჩაბარების ზომა, რათა სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის დროს ორ ეგზემპლარად შედგეს დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ბეჭდით და რომელშიც პატიმრის თანდასწრებით შევა შემდეგი ინფორმაცია: ა) წერილის ავტორის სახელი და გვარი; ბ) წერილის მიმღები სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; გ) წერილის ჩაბარების თარიღი; დ) წერილის ადრესატი; ე) ფურცლების რაოდენობა. ორივე ფურცელზე ხელი უნდა მოაწერონ პატიმარმა და სოციალურმა მუშაკმა, შევსებული ერთი ფურცელი გადაეცეს პატიმარს, ხოლო მეორე დარჩეს სოციალურ მუშაკს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება;  ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის გადაწყვეტილება ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე;  ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, უზრუნველყოს პაციენტის და მნახველის შეხვედრა ეპიდემიური ნორმების დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, აცნობოს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის მიმდინარეობის შესახებ. 134 I საქმეებზე დაწყებული გამოძიებების 6. თანასწორობის უფლება 6.1. შესავალი 2021 წელს თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ მდგომარეობა კვლავ კრიტიკული იყო. სამწუხაროდ, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წარმომადგენლების თუ არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არც ამ წელს 317 გაუმჯობესებულა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს თანასწორობის პოლიტიკის შექმნის თუ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია შესაბამის უწყებებს არც ამ საანგარიშო პერიოდში გაუზიარებიათ, გადაწყვეტილებების მიმღები პირები, დისკრიმინაციის წამახალისებელი კიდევ უფრო მწვავე გამონათქვამებით გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით საგანგაშო იყო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებული მოვლენები, რომლის განმავლობაშიც, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კონფლიქტური ვითარება შეიქმნა რეგიონებში, სავარაუდოდ, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე. ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ, რელიგიის საფუძველზე დაპირისპირებას ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ თემებს შორის. ხოლო სავარაუდო ეთნიკურ ნიადაგზე განვითარდა კონფლიქტი დმანისში მცხოვრებ ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის. სამართალდამცავი უწყების რეაგირება ამ ინციდენტებზე არ იყო ეფექტიანი კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებდა. ამასთანავე, უკიდურესად პრობლემური იყო წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობებში, საჯარო სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების შეზღუდვის ათეულობით შემთხვევა, სავარაუდო პოლიტიკური შეხედულების გამო. ეს უფლებადარღვევები, უმეტესად, დისკრიმინაციული მოტივით ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარში, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტაში, საკუთარი სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების წარდგენის მოთხოვნასა და სამსახურიდან გათავისუფლებაში გამოიხატებოდა. 317 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3tGtWoO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 135 I ჯამში, 2021 წელს, სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 161 ფაქტი შეისწავლა, რომელთაგან ყველაზე მეტი - 17% პოლიტიკური შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხებოდა. სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის, მათ შორის, სექსუალური შევიწროების ფაქტები წელსაც აქტუალური იყო და განცხადებების 16%-ს შეადგენდა. განსხვავებული მოსაზრება და შეზღუდული შესაძლებლობა საქმეების 11-11%-ში გვხვდებოდა. სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით განმცხადებელთა 7% დავობდა.318 6.2. ახალ კორონავისურთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისობა თანასწორობის პრინციპთან ახალი კორონავირუსის პანდემიამ, თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ, 2020 წელს წარმოჩენილი პრობლემების პარალელურად, 2021 წელს დამატებითი გამოწვევები გამოავლინა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც გამოჩნდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის პოლიტიკა არ იყო სრულად თავსებადი თანასწორობის უფლებასთან. უფრო კონკრეტულად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირების ნაწილს ქვეყანაში შემოსვლა ეზღუდებოდა, რაც საქართველოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. საანგარიშო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ადამიანის უფლებებზე გავლენის საკითხი. საზოგადოების ნაწილში გაჩნდა კითხვები, დისკრიმინაციული იყო თუ არა ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა სფეროებით სარგებლობისას. საპასუხოდ საქართველოს სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებების დაწესება, შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, დისკრიმინაციას არ წარმოადგენდა.319 6.3. ქალთა თანასწორუფლებიანობა ქალთა თანასწორუფლებიანობის მდგომარეობის მხრივ, სექსუალური შევიწროების ფაქტები, განსაკუთრებით, სამუშაო ადგილზე მომხდარი შემთხვევები, წელსაც გამოწვევა იყო. როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის და შესაბამისი მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა გაზრდილია, რაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალების მხრიდან მომართვიანობაზე აისახება. ამას გარდა, წელს სახალხო დამცველს პირველად მომართეს პროფესიონალმა ფეხბურთელმა ქალებმა, რამაც შესაძლებელი გახადა მათი უფლებრივი მდგომარეობის თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობაზე მსჯელობა. საქმის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად მიიჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული 318 319 იქვე. იქვე. 136 I ქალების სპეციალური საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. კერძოდ, ლიცენზირებას სავალდებულო დაქვემდებარებული ტრენინგებში არ არის გუნდების ინტერგირებული ექიმებისთვის ქალი დაგეგმილ ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები; არ არის შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი/სტანდარტები ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და შემდგომი პერიოდისთვის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე; არასათანადოდაა უზრუნველყოფილი ქალი ფეხბურთელების, როგორც დასაქმებულების, დედობის დაცვის უფლებაც. ამასთანავე, 2020 წელს შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანასწორობის უფლებაზე გავლენის შესასწავლად, ამ საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა კაცების მიერ ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობის საკითხი გააანალიზა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის თანახმად, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი ნაწილით სულ 381 დასაქმებულმა ისარგებლა, მათ შორის 333 ქალმა და 48 მამაკაცმა. ამ 48 მამაკაციდან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით 46 შემთხვევაში ისარგებლეს 57 დღის ოდენობით (ერთ შემთხვევაში 30 დღით და ერთ შემთხვევაში 19 დღით) და მათთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა (გარდა 7 შემთხვევისა) შეადგენდა 1000 ლარს, სულ, ჯამში 48 კაცზე 45310 ლარი გაიცა.320 რაც შეეხება დედის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების გამოუყენებელი დღეებით მამის მიერ სარგებლობის ფაქტებს: 3 შემთხვევაში ისარგებლა (ორ შემთხვევაში 126 დღის და ერთ შემთხვევაში - 115 დღის ოდენობით) მამამ და მათთვის თითოეულზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობამ 1000 ლარი შეადგინა.321 გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მიიღო რამდენიმე კერძო კომპანიისგან, რომელთა პასუხების მიხედვით, მიმდინარე წელს არცერთ კაცს არ უსარგებლია ბავშვის მოვლის გამო შვებულებით. ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის ცვლილებების გათვალისწინებით, მათ წესდებაში ცალკე ჩამოყალიბდა მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება.322 6.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორუფლებიანობა სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი, რომელიც პრაქტიკაში დაბრკოლებას უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებს, მათი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი სარგებელი მიიღონ. ეს პრობლემა 320 321 სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №04/11476 წერილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №04/11476 წერილი. 322 დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tGtWoO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 137 I განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში იჩენს თავს. კვლავ გამოწვევაა ფიზიკური თუ სხვა სახის მისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დამოუკიდებლად ცხოვრებაში, მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის. 2021 წელს ეს საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების უფლებების კონტექსტში გამოვლინდა. როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკამ ცხადყო, მათ დაბრკოლებები ექმნებათ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურებების მიღებისას. კერძოდ, გამოიკვეთა როგორც ფიზიკური ადაპტირების პრობლემები ანტენატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში, ისე - ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის კუთხით არსებული გამოწვევები. კვლავ გამოწვევად რჩება საგანმანათლებლო გარემოს შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვის საჭიროებებზე ადაპტირების საკითხი, რაც, წელს, პრობლემად არაფორმალური განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა.323 6.5. არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების უფლებები მუსლიმ პირთა თანასწორუფლებიანობის კუთხით, გამოიკვეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, თავისუფლების აღკვეთის პირობებში, რელიგიის თავისუფლების სათანადო რეალიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. პრობლემები შეეხებოდა რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი საკვების დაშვებისა და სალოცავი სივრცით სარგებობის საკითხებს. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც ექმნებათ არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს, აღსანიშნავია საჯარო სერვისებზე წვდომის პროცესში არსებული გამოწვევები და თანმხლები პრობლემები, რომელთა შორისაა: ენობრივი ბარიერი, მომსახურების გამწევ დაწესებულებებში ენის მცოდნე პირების არასაკმარისი რაოდენობა, ინფორმაციის ნაკლებობა, არასახელმწიფო ენებზე წარდგენილი განცხადებების განხილვისა და რესურსების თარგმნის კუთხით არსებული რეალობა, ფინანსური ბარიერი; ასევე საგულისხმოა ე.წ. 1+4 პროგრამის ბენეფიციარების წინაშე არსებული პრობლემები. ამასთანავე, აღსანიშნავია მესხების თემის წინაშე არსებული გამოწვევები, რომელთა საფუძველზეც, შესაბამისი სტაბილური სამართლებრივი გარანტიების აუცილებლობა იკვეთება.324 323 იქვე. დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tGtWoO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 324 138 I 6.6. ლგბტ+ თემის თანასწორუფლებიანობა ლგბტ+ თემის უფლებების დაცვის მხრივ, დრამატული იყო 5 ივლისს ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები, რომლის საპასუხოდ სამართლადამცავთა უმოქმედობა ვერ უძლებს კრიტიკას. თემის წევრებისათვის სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვის უფლებების სრულყოფილი რეალიზება წელსაც პრობლემური იყო. გამოწვევები უკავშირდებოდა შრომით უფლებებს, საბინაო სფეროში არსებულ თუ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის ბარიერებს, განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, ეკონომიკურ რესურსებზე წვდომას და სხვ. საყურადღებოა, ასევე, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი, მათ შორის ის, რომ გარკვეული მედიკამენტები თუ ჰორმონალური მკურნალობა არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, არც სხვა სპეციალური პროგრამა არსებობს, რომელიც მორგებული იქნებოდა ტრანსგენდერი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებზე. გამოწვევებია განათლების მიღების უფლების თვალსაზრისითაც, როგორც პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ისე უმაღლესი განათლების მიღების კუთხით. 2021 წლის 1 ივლისს თბილისში „პრაიდ კვირეული“ კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა, კერძოდ, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან „პრაიდის კვირეულის“ კულტურული ღონისძიებების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად, ამ დღეებში, სამართალდამცავებმა მოახერხეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ლგბტ+ თემს მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა შეკრების თავისუფლებით. კვირეული 5 ივლისს „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და 5 ივლისს გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე არასათანადო რეაგირების გამო, „ღირსების მარში“ არ ჩატარდა. 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად რუსთაველის გამზირზე დილიდან შეიკრიბნენ. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, რაც, დღის განმავლობაში, საგამოძიებო უწყებების უმოქმედობამ მნიშვნელოვნად წაახალისა. 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების თანამშრომლები, უფლებადამცველები და სხვა მოქალაქეები. 5 ივლისის მოვლენებს წინ უსწრებდა ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების და სხვა წევრების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები. ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5 ივლისსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 139 I საქართველოს პროკურატურას წარუდგინა დასაბუთებული პოზიცია,325 რომ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, ორი პირის მიმართ, შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევდა, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა. 6.7. უთანასწორობა სოციალური დაცვის სისტემაში სოციალური დაცვის სისტემაში უთანასწორობა არაერთი მიმართულებით იჩენს თავს. ამ საანგარიშო პერიოდში პრობლემურად გამოიკვეთა ე.წ. სოციალური სესხით სარგებლობისას საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომლის შემცირების მოთხოვნით, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს326 მიმართა. როგორც საქმის შესწავლისას გამოვლინდა, საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას არ ხდება სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება, რაც პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. ამასთანავე, თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ შეფასდა პრაქტიკა, რომლის თანახმად, აკრძალულია ერთზე მეტი სოციალური სარგებლის მიღება სახელმწიფოსგან (გარდა მცირე გამონაკლისი შემთხვევებისა), მათი დანიშნულების მიუხედავად.327 6.8. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებსა და საქმიანობის შესრულებისას 2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები ჩატარდა, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების და შრომითი უფლებების სხვა სავარაუდო დარღვევების საგანგაშო ტენდენცია კიდევ ერთხელ გამოკვეთა. უთანასწორო მოპყრობის მიზეზად განმცხადებლები, ძირითადად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან მათი ან მათი ოჯახის წევრის ნათესაურ, მეგობრულ თუ კეთილგანწყობილ ურთიერთობებს ასახელებდნენ. მათ შორის, ნაწილი სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების თუ კომენტარების განთავსება/გაზიარებას/მოწონებას უკავშირებდა. საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევის ათეულობით საქმეზე დაიწყო მოკვლევა. ასევე აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა დისკრიმინაცია პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების (Platform Workers), კერძოდ „ბოლტის“ 325 სახალხო დამცველის 2021 წლის 3 სექტემბრის წინადადებები საქართველოს პროკურატურას, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/d6pywf > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 326 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 27 დეკემბრის ზოგადი წინადადება საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს: ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3HxjGV8 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 327 დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tGtWoO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 140 I კურიერების მიმართ, რომლებსაც კომპანიამ, საპროტესტო აქციის გამართვისა და პროფკავშირის შექმნის გამო, უვადოდ შეუზღუდა „ბოლტის“ აპლიკაციაზე წვდომა და მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. პრობლემური იყო ასევე სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, როდესაც დასაქმებული მაღაროელი შრომის უსაფრთხოების შესახებ წესების ინსპექციის არასათანადო დასკვნის ფონზე, დაცვას რომელიც აპროტესტებდა, განსაკუთრებით, განმცხადებლის მიერ შრომის დასახელებული პრობლემების არსებობას ადასტურებდა. წელს სახალხო დამცველმა ყურადღება ასევე გაამახვილა კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელთაც საქმიანობაში ხელი ეშლებოდათ.328 6.9. დისკრიმინაციის წახალისება დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების მხრივ, სამწუხაროდ, არც ეს საანგარიშო პერიოდი იყო გამონაკლისი. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს არაერთხელ მოუწოდა, თანასწორობის უფლების დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ერთიანი ხედვისა და პოლიტიკის შექმნის აუცილებლობისკენ, ასევე, თანასწორობის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების გავრცელებისკენ. თუმცა, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის მიმართ წლიდან წლამდე გამოთქმული დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების სიმრავლე მოწმობს, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები სტერეოტიპული განწყობების შესამცირებლად და სხვადასხვა ჯგუფების თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად. დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემო უფრო მეტად შესამჩნევია ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ლგბტ+ თემის მიმართ.329 6.10. გამოწვევები სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისას სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, გასული წლის საანგარიშო პერიოდის მსგავსად, კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება. სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მომართვიანობა, როგორც წესი, სტაბილურად მაღალია იეჰოვას მოწმეებისა და ლგბტ+ ადამიანების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ლგბტ+ ადამიანების მიმართ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ნაწილი, როგორც წესი, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ცემის, თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს შეეხება. 328 დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tGtWoO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 329 დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tGtWoO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 141 I განმცხადებლები ასევე მიუთითებენ, რომ, რიგ შემთხვევებში, შემთხვევის ადგილზე გამოძახებული სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, თავად იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას და მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ჰომოფობიურ ნიადაგზე. სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეებიდან ასევე იკვეთება ტრანსფობიურ ნიადაგზე 330 სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტები. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  საკანონმდებლო ინიციატივის გზით შეიმუშაოს ორსულობისა და მშობიარობის გამო, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურების ერთიანი სტანდარტი იმგვარად, რომ არ გააუარესოს რომელიმე სამიზნე ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა;  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი სრულად ჩანაცვლდეს სოციალური მოდელით. ამ ცვლილებამდე კი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინოს სამედიცინო მოდელის მოქმედებით განპირობებული უთანასწორობა და მხედველობაში მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებები;  შეცვალოს სოციალური პაკეტების გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მცირე გამონაკლისების გარდა, იკრძალება სახელმწიფოსგან ერთზე მეტი სოციალური სარგებლის მიღება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  უზრუნველყოს 5-6 ივლისს მომხდარი ყველა სავარაუდო დანაშაულის მყისიერი და ეფექტიანი გამოძიება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  330 2022 წლის განმავლობაში, სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომობის კუთხით, და გამოვლენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა. დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tGtWoO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 142 I 7. გენდერული თანასწორობა 7.1. შესავალი გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა უფლებების დაცვა კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში. კოვიდ პანდემიამ არაპროპორციული გავლენა იქონია ქალთა დასაქმების, განათლების შეუფერხებლად მიღებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, შეაფერხა ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის გამოვლენა და ეფექტიანი რეაგირება, რამაც უფრო გაამწვავა ფემიციდის რისკები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმი წლების განმავლობაში გაძლიერდა და უწყებების დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, 2021 წელს ეროვნული სამოქმედო გეგმები არ შემუშავებულა და არც ის მიზნები და ამოცანები დასახულა, რაც საქართველოში მცხოვრები ქალების მდგომარეობაზე მოახდენდა დადებით გავლენას. ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით გამოწვევად რჩება საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ძალადობრივი ქცევის შეცვლაზე მუშაობა. ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა ისევ კავშირშია სახელწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის დეფიციტთან. ასევე, ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ვერ ქმნის თანასწორი უფლებებით სარგებლობის გარანტიებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. 7.2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული მეინსტრიმინგი გენდერული უთანასწორობა ქართულ პოლიტიკაში კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად. პოლიტიკური გარემო თანაბრად წინააღმდეგობრივია როგორც პოლიტიკაში ჩართული, ისე პოლიტიკაში მოსვლის სურვილის მქონე ქალებისთვის. ქალებს მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერი ექმნებათ გენდერული სტერეოტიპების, რესურსებზე თანაბარი მისაწვდომობის, სექსუალური შევიწროების, სექსიზმის, მუქარის და დაშინების სახით. 2021 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის331 მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლით, 156 ქვეყნიდან საქართველო 94-ე ადგილიდან მე-60 ადგილზე დაწინაურდა, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვით. პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების332 მიხედვით, 186 ქვეყანას შორის, საქართველო 121-ე ადგილზეა.333 აღსანიშნავია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის საბოლოო რედაქციაში, რომელიც ადგილობრივ 331 მონაცემი ასახავს ქვეყანაში ქალთა მონაწილეობას მინისტრთა კაბინეტებში, პარლამენტსა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე; მისაწვდომია: < https://cutt.ly/zIRs2E4 > [ბოლოს ნანახია 19.01.2022]. 332 მონაცემი ასახავს პარლამენტში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველო იმყოფებოდა 188 ქვეყანას შორის 109-ე ადგილზე, 31 ქალით პარლამენტში. მისაწვდომია: < https://cutt.ly/zIRf21L > [ბოლოს ნანახია 14.03.2022]. 333 მონაცემები ასახულია 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით. 143 I თვითმმართველობებში კანდიდატის არჩევას ეხება,334 მოულოდნელად შევიდა ცვლილება335 და ყოველი მეორეს ნაცვლად, განსხვავებული სქესის ყოველი მესამე კანდიდატი ჩაიწერა. სახალხო დამცველი უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ასეთ ცვლილებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა არ გამართულა საკითხით დაინტერესებულ პირებთან და ფართო საზოგადოებასთან. ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების336 როლი დიდწილად ადმინისტრაციულ მხარდაჭერასა და საკონსულტაციო ფუნქციებში ვლინდება და შესაბამისად, გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკის განსაზღვრასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გამოწვევად რჩება გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ სახელმწიფო ხედვის არარსებობა, მათ შორის, მზაობის და კოორდინაციის ნაკლებობა. რაც შეეხება უწყებებს, წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად,337 გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტები ქაოტური და არასისტემურია.338 კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მექანიზმების ეფექტიანი მუშაობა.339 გარდა ამისა, მწირია მერიის წარმომადგენლების ცოდნა, მგრძნობელობა და კომპეტენცია ქვეყანაში არსებულ დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე, რაც დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი და სოფლად მცხოვრები ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე. ასევე, გამოვლინდა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ნაკლებობა სოციალურ მუშაკებს, პოლიციას, თვითმმართველ ორგანოებსა და სხვადასხვა თემატურ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.340 7.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები 2021 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით,341 ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით, 156 ქვეყანას შორის საქართველომ 61-ე ადგილიდან 64-ზე გადაინაცვლა. მცირედით გაუმჯობესებულია 334 თავდაპირველ რედაქციაში ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული კვოტირების მექანიზმი ითვალისწინებდა სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატის არსებობას. 335 საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, შევიდა ცვლილება, 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703; მისაწვდომია: < https://cutt.ly/ZO73Edd > [ბოლოს ნანახია 11.02.2022]. 336 მისაწვდომია: < https://cutt.ly/PO75wUO > [ბოლოს ნანახია 11.02.2022]. 337 საქართველოში სამთავრობო დონეზე არსებობს გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი მუდმივმოქმედი ეროვნული მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებახე. ასევე, მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს გააქტიურება თემატური მოკვლევებისა და კოორდინაციის მექანიზმის გაძლიერების მხრივ. 338 გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ სახელმწიფო ხედვა არ არის დაფუძნებული ერთიან მიდგომაზე, რაც იმის მანიშნებელიცაა, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები კვლავ არ მიეკუთვნება უწყებათა პრიორიტეტულ სფეროს. 339 ამ დრომდე პრობლემურია გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე გენდერული თანასწორობის საბჭოების და საფინანსო სამსახურების ცოდნა და კომპეტენცია. 340 სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში გამართული თემატური შეხვედრები მოსახლეობასთან. 341 მისაწვდომია: < https://cutt.ly/8IRgGbP > [ბოლოს ნანახია 19.01.2022]. 144 I სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი,342 რომლის მიხედვითაც, საქართველო 115-ე ადგილს იკავებს.343 იმავე წყაროს მონაცემებით, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების მაჩვენებლით, საქართველომ პროგრესი განიცადა და 73-ე ადგილიდან 30-ე ადგილზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობასა და ეროვნულ სამოქმედო გეგმებში ინტეგრირებულია თანასწორი ანაზღაურების საკითხი, თუმცა აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ საჯარო სამსახურს ფარავს და ვერ უზრუნველყოფს კერძო სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას.344 2021 წელს საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსი“, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა,345 რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევაში წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს როგორც მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება საჯარო სექტორში, ისე კერძო სექტორში დასაქმებული ქალების მიერ ამ უფლებით სარგებლობა.346 უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა. ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და მაშინ, როდესაც ევროპაში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-დან 5-მდე ექთანი მოდის, საქართველოში ეს ციფრი 0,6-ს უტოლდება. შესაბამისად, ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და გაზრდილი სამუშაო გრაფიკის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას.347 ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავისუფალი გადაადგილება და მისი გენდერული ასპექტები.348 საქართველოს ყველა რეგიონში, დედაქალაქის ჩათვლით, გამოწვევაა მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობა და რიგ შემთხვევებში, მისი არარსებობაც კი. აღნიშნული პრობლემა ორმაგად ართულებს წვდომას განათლებაზე,349 დასაქმებასა და სხვა ბაზისურ სერვისებზე, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის. იგი აბრკოლებს ქალებისთვის შესაბამისი უნარებისა 342 იმავე წყაროს ინფორმაციით, კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას და შეადგენს 19.2 (ათასი) აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ქალები საშუალოდ 9.7 (ათასი) აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. 343 2020 წლის მონაცემებით, საქართველო სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლით 118-ე ადგილს იკავებდა. 344 გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2020, 53; მისაწვდომია: < https://cutt.ly/NPu2xf7 > [ბოლოს ნანახია 14.02.2022]. 345 ახალი წესის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად გაიყო: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება. 346 საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს შრომის კოდექსი“, შევიდა ცვლილებები, რომლებიც კანონში ორსულობის და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების სამართლებრივი რეგულირების საკითხს ეხება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №01/12197; 07.10.2020. 347 ხელმისაწვდომია: < https://cutt.ly/SPdFCoY > [ბოლოს ნანახია 16.02.2022]. 348 კვლევა „ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტები“; მისაწვდომია: < https://cutt.ly/eIVQXuY > [ბოლოს ნანახია 19.01.2022]. 349 კვლევის თანახმად, ქალების მობილობა განათლების მიღების მიზნით, ყველა რეგიონში საგანგაშოდ დაბალია. 145 I და ჩვევების გამომუშავებას და შემდგომში მათ პროფესიულ განვითარებას, რაც პირდაპირ აისახება ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და ზოგადად, ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ქალების მობილობა უშუალოდ არის დამოკიდებული მათი შემოსავლის ოდენობაზე.350 მისასალმებელია, რომ 2021 წელს საგრანტო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“,351 ფარგლებში დაფინანსებული 689 პროექტიდან352 341 (48,7%) ქალი ბენეფიციარია, რაც წინა წლებთან შედარებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება.353 რაც შეეხება ქალთა თანაბარ მონაწილეობას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში, აღნიშნულის მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება.354 ამას ადასტურებს გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მონაცემიც,355 რომლის მიხედვითაც, STEM პროგრამებში გოგოების მონაწილეობის მაჩვენებელი ორჯერ დაბალია (გოგოები - 15.58%, ბიჭები - 29.47%). 2021 წელს, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი356 მიენიჭა 696 პირს, საიდანაც ყველა მარტოხელა დედა იყო. რაც შეეხება მრავალშვილიან მშობლებს, სტატუსი დაუდგინდა 1286 დედას და 714 მამას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მშვილებელი მამის მხოლოდ ერთი შემთხვევა გვხვდება. 7.4. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგს საქართველოს მთავრობა 2011 წლიდან შეუერთდა. სამწუხაროდ, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხი დღესაც აქტუალურია და გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ სახით, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით, ქალებსა და გოგოებს. აღნიშნულს ემატება კოვიდ პანდემიის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეგულაციები, რამაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მდგომარეობა საგრძნობლად დაამძიმა.357 სამწუხაროდ, 2021 წელს დროულად არ შემუშავებულა და დამტკიცებულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მომდევნო (მეოთხე) ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ გეგმით ნაკისრი 350 მცირე შემოსავლის მქონე ქალების 38.4% იშვიათად ან საერთოდ არ გადის სახლიდან. ასევე, ქალების მობილობას აქვს მნიშვნელოვანი ასაკობრივი განზომილება და 61 წელზე მეტი ასაკის ქალების ნახევარი იშვიათად ან საერთოდ არ გადის შინიდან. 351 საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „აწარმოე საქართველოში“, წერილი №EG-3.1/92; 27.01.2022. 352 პროგრამის საკონსულტაციო კომპონენტის ფარგლებში, ტრენინგი სამეწარმეო საკითხებში და ბიზნეს გეგმის შედგენაში ჩაუტარდა 4124 აპლიკანტს, საიდანაც 2074 ქალი მეწარმეა. 353 2015 წელს დაფინანსებული პროექტებიდან 32% იყო ქალ მეწარმეთა წილი, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 45%-ს მიაღწია. 2020 წლის ეტაპზე ეს მაჩვენებელი 48.5%-მდე გაიზარდა. 354 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი №08/561; 04.02.2022; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გადამზადების პროგრამებში გოგოების ჩართულობა 35%-ს შეადგენს. 355 მისაწვდომია: < https://cutt.ly/NPdDfEP > [ბოლოს ნანახია 16.02.2022]. 356 იუსტიციის სამინისტროს წერილი: №N 01/11734; [ბოლოს ნანახია 18.01.2022]. 357 კვლევა ,,COVID-19 პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“; მისაწვდომია: < https://cutt.ly/nPiPwJG > [ბოლოს ნანახია 11.02.2022]. 146 I ვალდებულებების შესრულების ხარისხის გაუმჯობესების მიუხედავად, ქალთა წარმომადგენლობა სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესებში კვლავ მინიმალურია, რაც გაეროს რეზოლუციების დღის წესრიგის პრინციპის გადამწყვეტი ასპექტია. ამასთანავე, უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად არ ასახულა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებებზე. სამწუხაროდ, საქართველოში ქალები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე კვლავ არაპროპორციულად არიან წარმოდგენილნი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა 6%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში358 ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობა 20%-ია.359 360 ასევე გამოწვევად რჩება ქალთა თანაბარი მონაწილეობა მშვიდობისა და შერიგების მიმართულებით მიმდინარე პროცესებში.361 მისასალმებელია მოლაპარაკებების პროცესში ჩართული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მონაწილეობით გამართული შეხვედრები, მათ შორის, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება.362 მიუხედავად ამისა, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის მექანიზმი სუსტია, ამასთანავე, მუნიციპალიტეტები სათანადოდ არ შეისწავლიან და ითვალისწინებენ პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებებს. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინასების ზრდას, სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერასა და სტუდენტების ტრანსპორტირების თანხით უზრუნველყოფას.363 აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა დევნილის სტატუსის მქონე 1 527 პირი (761 358 ეს მონაცემი 2020 წელს 33%-ს შეადგენდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი MOD 5 22 00078796; [25.01.2022]; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 1 22 00141682; [ბოლოს ნანახია 18.01.2022]. 360 შსს - 2021 წელს დასაქმებული იყო 15867 კაცი და 3456 ქალი. ეს ინფორმაცია არ მოიცავს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეების მონაცემებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულთა 54% ქალია და 46% კაცი. 361 2021 წელს გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი, რომელშიც 32 კაცი და 10 ქალი მონაწილეობდა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 წარმომადგენელს შორის, 2 ქალი იყო. 362 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველა ფორმატის შეხვედრაზე მწვავედ აყენებს ქალთა მიერ გაჟღერებულ საკითხებს და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების 70%-ზე მეტი გათვალისწინებულია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილი №84; 20.01.2022. 363 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 1990 სტუდენტი (1054 ქალი) დაფინანსდა მეორე სემესტრში - 2198 სტუდენტი (1213 ქალი). 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაფინანსდა 1608 სტუდენტი (865 ქალი), მეორე სემესტრში - 1626 სტუდენტი (883 ქალი). 359 147 I ქალი). პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე - დევნილის სტატუსის მქონე 483 პირი ( 265 ქალი).364 7.5. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში მშობიარობის შემდგომი სამედიცინო ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კომპონენტის ინტეგრირება. აღნიშნული უარყოფითად აისახება ქალების სომატურ და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, როგორც ორსულობისა და მშობიარობის, ისე მშობიარობის შემდგომ ეტაპზე. გარდა ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება ოჯახის დაგეგმვის სერვისების სრულყოფილად ინტეგრირება ჯანდაცვის პირველად რგოლში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ოჯახის დაგეგმვის სერვისებისა და კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის. პრობლემად რჩება ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული განათლების კომპონენტის სრულყოფილად ინტეგრირება, რადგან365 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო366 ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების ვიწრო გაგებით ხელმძღვანელობს და მხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო ასპექტებს შეეხება.367 ამგვარი მიდგომა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ადრეულ ასაკში ორსულობის პრევენციას.368 გარდა ამისა, გამოწვევად რჩება თავად მასწავლებლების ცოდნა და კომპეტენცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.369 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ ისეთ მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ პროცესზე, როგორიცაა მენსტრუაცია. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის ნაკლებობა მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სტიგმას კიდევ უფრო აღრმავებს და უარყოფითად აისახება გოგოების ცხოვრების ბევრ ასპექტზე. დადებითად უნდა შეფასდეს საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება.370 აღნიშნული 364 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი MES 4 22 0000038013; [18.01.2022]. მათ შორის, შესაბამისი საგნის მასწავლებლების გადამზადება და სასკოლო კურიკულუმისა და სახელმძღვანელო წიგნების შექმნა. 366 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი №MES 8 21 0001061859; [08.10.2021]. 367 ქალის რეპროდუქციული სისტემა, კაცის რეპროდუქციული სისტემა, ორსულობა, სასქესო ორგანოების ჰიგიენის სათანადოდ დაცვის მნიშვნელობა, განაყოფიერება და ნაყოფის განვითარება, უშვილობის დაძლევა, ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და მათგან დაცვის გზების შესახებ და ა.შ. 368 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №01/530 [12.01.2022]. 2021 წელს არასრულწლოვანთა ორსულობის 518 შემთხვევა გვხვდება, რაც გასულ წლებთან შედარებით, კლების ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს აღირიცხა 578 არასრულწოვანი ორსული, ხოლო 2019 წელს - 664. 369 ხელმისაწვდომია : < https://bit.ly/3F06VRd > [04.01.2022]. 370 თავდაპირველად სამიზნე ჯგუფი 10-12 წლის გოგოებით შემოიფარგლებოდა. თუმცა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა და „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების თანახმად, ამჟამად 13-18 წლის გოგოებსაც აერთიანებს. სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წერილი №06/695; 25.02.2022. 365 148 I პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის ეფექტიანი საშუალებაა. თუმცა ქვეყანაში საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით მისი პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი დაბალია.371 2021 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, ,,საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა’’, ცხადყო, რომ სამშობიარო სახლებში ჯერ კიდევ გავრცელებულია ქალებისთვის არასაჭირო და საზიანო პროცედურების ჩატარების პრაქტიკა,372 რაც ქალის ღირსების შემლახავად და საზიანო პრაქტიკებად არის აღიარებული. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის შემუშავებული ე.წ. გინეკოლოგიური ძალადობის დეფინიცია, რაც შეუძლებელს ხდის მის გამოვლენას და, შესაბამისად, მის აღმოსაფხვრელად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში ხშირად უგულებელყოფილია ქალის ინდივიდუალური საჭიროებები.373 ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების ნაცვლად მათი პარტნიორები და ოჯახის სხვა წევრები მონაწილეობენ.374 7.6. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის თანახმად,375 საქართველო, წინა წლის მსგავსად, აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და კვლავ პირველ კალათაშია. მიუხედავად ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წლისგან განსხვავებით, 2021 წელს გამოძიებისა და ბრალდებულთა დაკავების მაჩვენებელი შემცირდა. 371 2020 წელს პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა სამიზნე ჯგუფის 23%-ს. ხოლო 2021 წელს სამიზნე ჯგუფის 24%-ს. სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წერილი №06/750; 02.03.2022. 372 ფუძეზე ზეწოლა, მშობიარობის წინა პერიოდში ნაწლავის გამწმენდი პროცედურები, ეპიზიოტომია, ბოქვენის გაპარსვა, ზოგჯერ - ფიზიკური ძალის გამოყენება და სხვ. 373 მათ შორის, პროფესიონალი თარჯიმნების ნაკლებობა სამედიცინო დაწესებულებებში. რაც გამორიცხავს პაციენტის მხრიდან კონფიდენციალური სერვისის მიღების შესაძლებლობას. 374 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ,,საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა’’ 375 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ; მისაწვდომია: < https://cutt.ly/aIVUVSb > [ბოლოს ნანახია 19.01.2022]. 149 I ტრეფიკინგის დანაშაულის 2021 წლის სტატისტიკა სასამართლო გაიმართა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 5 საქმეზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი 6 საქმეზე 7 პირის მიმართ 19 საქმეზე სახელმწიფოს ასევე არ უმუშავია სამუშაო ნებართვის სისტემაზე, რომელიც მიგრანტებს მისცემდა დასაქმების შესაძლებლობას. დამატებით ძალისხმევას საჭიროებს სამართალდამცავთა გადამზადება და მიდგომები ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოსავლენად. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დონეზე შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო და შემუშავებულია 2021-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს როგორც საზოგადოების, ისე შესაძლო ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცნობიერების დაბალი დონე ქვეყანაში არსებულ დაცვისა და დახმარების ღონისძიებებზე.376 7.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, სახელმწიფომ პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალდამცავი პირების მიერ შემთხვევებზე რეაგირების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მიუხედავად ამისა, კვლავ პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლების მეორეული ვიქტიმიზაციისა და განმეორებითი ძალადობისგან ეფექტიანი დაცვა. უარყოფითად უნდა შეფასდეს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის კომპენსაციის გაცემის წესის377 მიღება 1 წლით გადავადდა.378 გარდა ამისა, კვლავ არ დამტკიცებულა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რეფერირების პროცედურების დოკუმენტი. გამოწვევად რჩება სრულწლოვანი ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი და ფორმალური ხასიათი.379 376 2022 წელს იგეგმება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე; იუსტიციის სამინისტროს წერილი №717; 20.01.2022. 377 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად. 378 კანონი მისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/36yxB0x > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 379 ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე, სოციალური მუშაკები, ძირითადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვებიან, როდესაც შესაძლო მსხვერპლი არასრულწლოვანია, ან შესაძლო ძალადობის 150 I საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ითვალისწინებს მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, როგორც სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციის შემადგენელ ნაწილს. საქართველოს კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს დაზარალებულის დაკითხვის დისტანცურად ჩატარების, ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანის შესაძლებლობას. ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2021 2020 2019 ,,112" ოჯახში ძალადობის/კონფლიქტის შეტყობინებები დამცავი ორდერი 18007 18482 18842 92 104 106 9376 10321 10266 შემაკავებელი ორდერი 11-1. 126-1 მუხლებით დევნის დაწყების მაჩვენებელი 5144 4637 4579 კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი უწყებების მიერ ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სისტემატურობის გამოვლენა და მისი ერთიან დანაშაულად აღქმა. მსგავს შემთხვევებზე სამართალდამცავი პირების რეაგირება ფრაგმენტულია და შესაძლო მსხვერპლს განმეორებითი ძალადობისგან ვერ იცავს.380 ამასთანავე, სამართალდამცავი პირების მხრიდან საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ქალის მიმართ და ოჯახში შესაძლო ძალადობის შემთხვევებზე რისკების სწორად შესაფასებლად, რადგან კონკრეტულ შემთხვევებზე381 გამოძიების დაწყების მიუხედავად, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო მოძალადეებისთვის ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემა დაინერგა, მინიმალურია ისეთი შემთხვევები, სადაც შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, სამართალდამცავი პირები შესაძლო მოძალადეების მიმართ ელექტრონულ სამაჯურებს იყენებენ.382 2021 წლის მონაცემებით, ასევე მცირეა იმ მოძალადეების რაოდენობა, რომლებიც ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსს გადიან, რაც კურსის ნებაყოფლობითი ფაქტს არასრულწლოვანი პირი შეესწრო, ან თუ ძალადობის მსხვერპლი შშმ პირია. სრულწლოვანი ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები ხშირ შემთხვევაში არ ერთვებიან. 380 მაგ., იხ. საქმე №2916/21; 12722/21; 13807/21; 2868/21. 381 მაგ., იხ. საქმე №13441/21; 9789/21. 382 2021 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 9376 შემაკავებელი ორდერი, ხოლო ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 744 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ხოლო ელექტრონული ზედამხედველობა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მხოლოდ 14 პირის, ხოლო ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე 1 პირის მიმართ დაწესდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 5 22 00444842; 20.02.2022. 151 I ხასიათითაა გამოწვეული.383 კვლავ არ შემუშავებულა პროგრამა იმ მოძალადეებისათვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია გამოცემული.384 მისასალმებელია, რომ 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში პრობლემად გამოიკვეთა სექსუალური ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.385 გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკური ძალადობის გამოვლენა და ეფექტიანი რეაგირება, რაც საკანონმდებლო დონეზე ეკონომიკური ძალადობის, როგორც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმის, ხარვეზიანი რეგულირებით აიხსნება. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგის386 შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსამართლეები ძალადობის მსხვერპლ ქალებს არ აწვდიან ან/და არასრულად აწვდიან ინფორმაციას მათი უფლება-მოვალეობების და მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ.387 აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებული ქალების მეორეული ვიქტიმიზაციის რისკი მაღალია და მათი ადეკვატური დაცვა უზრუნველყოფილი არ არის. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგი და შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ პრობლემურია ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობა და მისი ეფექტიანი მუშაობა.388 აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გამოუკვლევია შშმ, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების ძალადობის რისკები და საჭიროებები.389 პრაქტიკა ცხადყოფს, 383 2021 წელს აღნიშნული პროგრამები გაიარა 97-მა პრობაციონერმა. ხოლო პენიტენციურ სისტემაში 20202021 წლებში კურსის ფარგლებში სწავლება შეჩერდა კოვიდ-19-ის შედეგად გამოწვეული პანდემიის პენიტენციურ სისტემაში გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ამ პერიოდში ქცევის კორექციის პროგრამის პენიტენციურ დაწესებულებებში დასანერგად და თანამშრომლების გადამზადდნენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილები № 2/2148; №68747/01; 12.01.2022 11.03.2022.. 384 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი GOV 7 22 00004931; 16.02.2022. 385 მაგ., იხ. საქმე №2916/21; №13414/20; 3875/21. 386 ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგი (სპეციალური ანგარიში); 2021 წელი. 387 ინფორმაცია მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დამცავი და მხარდამჭერი მექანიზმების, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების თაობაზე. 388 ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მცირე რაოდენობაა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დასაქმებულია მოწმის და დაზარალებულის 18 კოორდინატორი, რომლებიც 2021 წელს ქალის მიმართ ძალადობის 119 და ოჯახში ძალადობის 1706 საქმეში იყვნენ ჩართულები. საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილები №13/8086; 13/3242; 24.01.2022 14.02.2022. ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულია მოწმის და დაზარალებულის 14 კოორდინატორი, რომლებიც ოჯახური დანაშაულების 1682 სისხლის სამართლის საქმეში, და ქალის მიმართ ძალადობის 108 საქმეში ჩაერთნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილები MIA 6 22 00397990; MIA 6 22 00092772; 13.01.2022 14.02.2022 ასევე, მაგ., იხ. საქმე №10635/21. 389 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის საკითხებზე, რომლის მიზანი იყო სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 152 I რომ შშმ ქალებისა და გოგოების მართლმსაჯულების სისტემაზე წვდომის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობს. მათ შორისაა როგორც ფიზიკურ გარემოზე წვდომა, ისე სამართალდამცავი პირების სტერეოტიპული დამოკიდებულება შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტებზე,390 რაც, თავის მხრივ, სამართალდამცავი პირების ცოდნის ნაკლებობით აიხსნება.391 პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ გამოწვევად გამოიკვეთა392 ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციართა როგორც დასაქმება, ისე მათი ინფორმირებულობა არსებული სერვისების შესახებ.393 ასევე გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ თავშესაფრით რამდენჯერმე სარგებლობის შემთხვევები, რაც ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა გასაძლიერებელი პროგრამების არარსებობითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა თავშესაფარში მწვავე პრობლემად დასახელდა პირველადი საჭიროების ნივთების არარსებობა,394 რაც, შესაძლოა, ბენეფიციართათვის ღირსების შემლახველი იყოს. 7.8. გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი) საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის395 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, გამოვლინდა 31396 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა - სხვა მოტივით. დაფინანსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების ჩართულობისა და არსებული სამედიცინო მომსახურებების შესწავლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2020 წლის 7 დეკემბრის წერილი (GOV 8 20 00050825). 390 მაგ., საგამოძიებო უწყების თანამშრომლები, უმეტესად ეჭვქვეშ აყენებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და/ან ინტელექტუალური ნიშნით შშმ ქალის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების სანდოობას. შშმ ქალებისათვის, ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება, ხშირად ხდება იმის საფუძველი, რომ უარი თქვან საკუთარი უფლებების დაცვაზე. საქათველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3wTLLns > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 391 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რთულდება მტკიცებულებების შეგროვების ნაწილი, რადგან გამომძიებლებმა არ იციან, როგორ მოიპოვონ მტკიცებულებები, როგორ დაამყარონ კომუნიკაცია შშმ ქალთან. განსაკუთრებით რთულია მტკიცებულებების მოპოვება იმ შშმ ქალებისგან, რომელთაც აქვთ კომუნიკაციის სირთულეები და ამის პარალელურად, გამომძიებელი მოუმზადებელია ასეთი შემთხვევების ეფექტიანად მართვაში. კვლევის ლინკი. 392 მონიტორინგი ჩატარდა 2021 წელს, საქართველოში არსებულ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში. 393 ექიმთან ვიზიტი, გადამზადების კურსები, იურიდიული მომსახურება და სხვ. 394 გამოკითხული ბენეფიციარების ნაწილს არ ჰქონდა პირადი საცვლები, ჩუსტი, სავარცხელი და ა.შ. 395 მათ შორის, ოჯახის წევრის მიერ თვითმკვლელობამდე მიყვანის 2 ფაქტი და ჯანმრთელობის დაზიანების 2 ფაქტი, რომელმაც მსხვერპლის გარდაცვალება გამოიწვია. 396 მათ შორის, ოჯახის წევრის მიერ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 10 ფაქტი და სხვა მოტივით ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 3 ფაქტი. 153 I ქალთა მკვლელობების სტატისტიკა 22 სულ 19 სხვა მოტივი 11 9 9 11 ოჯახის წევრის მიერ 15 10 2021 24 2020 2019 სტატისტიკის თანახმად, წინა წლების მსგავსად, ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის შემთხვევების კლების ტენდენცია არ შეინიშნება. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობა.397 ასევე, გაზრდილია ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტები. ქალის მკვლელობის მცდელობების სტატისტიკა სულ სხვა მოტივით 22 31 15 10 4 27 16 17 18 ოჯახის წევრის მიერ 2021 2020 2019 მისასალმებელია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, იქმნება სასამართლო პრაქტიკა და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებში ვითარდება მსჯელობა გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობასთან ან მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. თუმცა კვლავ დაბალია ისეთი საქმეების რაოდენობა, სადაც დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით გამოიკვეთა და, შესაბამისად, სასჯელი დამძიმდა. ასევე პრობლემურია ფემიციდის მცდელობის შემთხვევაზე საქართველოს პროკურატურის მიერ გენდერული მოტივის დადგენა, ქმედების ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით ჩადენის გამოვლენა და სპეციალური ნორმით კვალიფიკაცია.398 397 2019 წელს, ქალთა მკვლელობის 19 შემთხვევიდან 2 შემთხვევა თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხებოდა. ხოლო მკვლელობის მცდელობის 22 შემთხვევიდან 6 - თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას. 2020 წელს, ქალთა მკვლელობის 15 შემთხვევიდან არცერთი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი არ ყოფილა. ხოლო 27 ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევიდან, 7 თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტი იყო. რაც შეეხება 2021 წელს, 22 ქალის მკვლელობიდან 2 თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი იყო, ხოლო 31 მკვლელობის მცდელობის შემთხვევიდან - 13 თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა. 398 აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ოჯახის წევრის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის. 154 I შემაშფოთებელია 2020 წელს გამოვლენილი შემთხვევები, როდესაც მოძალადისთვის ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ზედმეტად ხანმოკლე და ლმობიერი სასჯელის გამოყენება ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ჩადენის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა და შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი თავიდან აცილება.399 საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებში არ არსებობს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის დეფინიციის განმარტების ერთიანი ხედვა და „გენდერული ნიშანი“ ვიწროდ განიმარტება.400 ასევე არაერთგვაროვანი პრაქტიკაა „არარეგისტრირებული ქორწინების“ ცნების განმარტებასთან დაკავშირებით. 7.9. ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება ადრეულ ასაკში ქორწინების მანკიერი პრაქტიკა, გენდერული თანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, რეფერირების პროცედურის გამართულად ფუნქციონირება401 და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგოების ნიშნობა. საქმეების შესწავლა აჩვენებს, რომ უწყებების მხრიდან უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა.402 აღსანიშნავია, რომ კვლავ იკვეთება სკოლის მიტოვების რისკი არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების შიშის გამო.403 ქორწინების იძულების დანაშაულებზე დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირება ხშირად ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებითაა გამოწვეული.404 საქართველოს სახალხო 405 დამცველის მიერ განხორციელებულმა კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ არსებითად განსხვავებული შეხედულებები აქვთ სახელმწიფო უწყებებსა და თემის წევრებს. თემის წევრები ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების მთავარ გამომწვევ მიზეზად, სამომავლო პერსპექტივის არქონას, მძიმე სოციალურ ფონს და გენდერულ უთანასწორობას ასახელებენ. 399 მონიტორინგისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულები ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ჩადენამდე ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდნენ სასჯელს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან ხანმოკლე პერიოდში უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. 400 მაგ., სასამართლოებში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ქალის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული. 401 საქმე №5494/21, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან და სამართალდამცავი უწყებიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გვეცნობა. 402 საქმე №11898/21; №12222/21. 403 საქმე №1222/21 - სოციალური სააგენტოდან მიღებული ცნობით, მშობლებსა და სკოლას შორის შედგა შეთანხმება, რომ მშობლები უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის სკოლაში მათი თანხლებით მისვლის და იქიდან სახლში დაბრუნების საკითხს, არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან ასაცილებლად, რაც საკმაოდ გავრცელებულია აზერბაიჯანულ თემში. წერილი № 07/1692. 404 სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადრეულ ასაკში ქორწინებას ეთნიკური უმცირესობების თემის ტრადიციად და ჩვეულებად მიიჩნევენ, რასთანაც გამკლავება აზრს მოკლებულია. 405 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური ანგარიში „ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების არსებული პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა“. 2021 წელი . 155 I სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2021 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 129 შემთხვევა შეისწავლა.406 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სავარაუდო დანაშაულის 101 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო.407 ხოლო განათლების სამინისტროში ქორწინების მიზეზით სკოლა 36-მა არასრულწლოვანმა მიატოვა.408 2020 წელს კი, სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, განათლების სამინისტროში, ქორწინების მიზეზით სკოლის მიტოვების 20 ფაქტია აღრიცხული, ხოლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2020 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 115 შემთხვევა შეისწავლა. 7.10. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კვლავ კრიტიკულია და არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ლგბტ+ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს შეაფასა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,409 რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს პოლიტიკა ლგბტ+ პირების მიმართ არათანმიმდევრულია და პოლიტიკის დაგეგმვისას მათი რეალური საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში იღებს ისეთ საკანონმდებლო ან პოლიტიკის ზომებს, რომლებიც ლგბტ+ პირთა რეალურ ცხოვრებაზე არ აისახება და მათი ცხოვრების ხარისხს ვერ აუმჯობესებს. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ლგბტ+ პირები შეკრებისა და გამოხატვის, განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და ადეკვატური საცხოვრისის უფლებებით სარგებლობისას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის დაბრკოლებები, რაც ლგბტ+ პირებს აღნიშნული უფლებებით სარგებლობის დროს ხვდებათ. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით უარყოფითად აისახა ლგბტ+ პირების მიერ შრომითი უფლებებით სარგებლობაზე.410 406 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი (№07/1986) 15.03.2022. 407 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 8 22 00390755; 15.02.2022. 408 ქორწინების მიზნით სკოლა 34-მა გოგომ და 2-მა ბიჭმა მიატოვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი MES 9 22 0000060734; 25.01.2022. 409 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ,,ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა“. 410 ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის კვლევაც, რომლის თანახმადაც, კარანტინის პერიოდში, ლგბტ+ რესპონდენტთა 12.8% საერთოდ შემოსავლების გარეშე დარჩა. აქვე, საგულისხმოა, რომ თუ პანდემიამდე ლგბტ+ ჯგუფის (კვლევის მონაწილეთა) ყოველთვიური შემოსავლების მედიანური მაჩვენებელი 900 ლარი იყო, კარანტინის დროს ეს მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა (300 ლარი). ამჟამად კი, რესპონდენტთა საშუალო ყოველთვიური შემოსავლების მედიანა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელზე 45%-ით ნაკლებია და 500 ლარს შეადგენს. გამოუქვეყნებელი კვლევა: აღდგომელაშვილი და სხვები, ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ანტიპანდემიური შეზღუდვებისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენის შეფასება ლგბტქი თემზე, WISG, 2021. 156 I გარდა ამისა, საზოგადოებაში კვლავ შენარჩუნებულია ჰომოფობიური განწყობები, რასაც დამატებით ხელს უწყობს პოლიტიკოსთა მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება და სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ+ პირთა მიმართ დისკრიმინაციული შემთხვევების ინგორირება, საყურადღებოა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფო არ აანალიზებს ლგბტ+ ჯგუფის მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს და არ იკვლევს დისკრიმინაციის ძირითად გამომწვევ მიზეზებს.411 სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შექმნილა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურას დაარეგულირებდა. აღნიშნული ტრანსი პირებისთვის, უფლებებით სარგებლობის კუთხით, მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შემუშავდეს საკანონმდებლო პაკეტი სექსუალური ძალადობის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად;  საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს/კრიმინალიზებული გახდეს ეკონომიკური ძალადობა, როგორც ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კანონით დადგენილ ვადაში შემუშავდეს და დამტკიცდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი;  დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);  შემუშავდეს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი, ხოლო სავალდებულო გახდეს მსჯავრდებულებისთვის;  დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მათ პროაქტიულად გამოსავლენად;  სამოქალაქო აქტებში სქესის შეცვლის პროცედურა დარეგულირდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამ მიზნით განიხილოს სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი; 411 საქართველოს სახალხო დამცველის მდგომარეობის შეფასება საქართველოში“. 157 I სპეციალური ანგარიში ,,ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი  დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ლგბტ+ ჯგუფის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებების, სტიგმისა და წინასწარგანწყობების აღმოფხვრას;  ლგბტ+ პირების საჭიროებები გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში;  ადრეულ ასაკში ქორწინებისა და თანმდევი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად, სისტემატურად მიმდინარეობდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  მშობიარობის შემდგომი ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისები ინტეგრირდეს დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში;  ოჯახის დაგეგმვის სერვისები სრულყოფილად ინტეგრირდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, მასზე გეოგრაფიული და ფინანსური წვდომის ბარიერების აღმოსაფხვრელად;  შემუშავდეს ე.წ. გინეკოლოგიური დამტკიცდეს ღირსების ძალადობის შემლახველი დეფინიცია, კონკრეტული გაიწეროს პრაქტიკების ნუსხა და და ამაღლდეს სერვისის მიმწოდებელთა ცნობიერება ამგვარ საზიანო პრაქტიკებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ტრენინგის საკითხებთან შემდგომი შეფასების დაკავშირებით, დოკუმენტი, ამასთანავე, რაც შემუშავდეს შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას;  შემუშავდეს და საჯაროდ მისაწვდომი გახდეს ანგარიში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე;  მიმდინარეობდეს შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობის და ყველა სხვა დანაშაულის შემთხვევების გამოძიებაში ჩართული პირების სისტემატურად გადამზადება შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ;  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამოვლენისას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მოჰყვეს და ბავშვთა შესაბამისი რეაგირება და სანქციის დაკისრება;  შსს თანამშრომლები გადამზადდნენ ადრეულ ასაკში ქორწინების/თავისუფლების უკანონო აღკვეთის/ ქორწინების იძულების შესახებ, ამასთანავე, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი. 158 I საქართველოს გენერალურ პროკურორს:  შემუშავდეს და საჯაროდ მისაწვდომი გახდეს ანგარიში გენერალურ პროკურატურაში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება სრულყოფილად ინტეგრირდეს ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემებში. საქართველოს უზენაეს სასამართლოს:  შეიქმნას სახელმძღვანელო დოკუმენტი და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები გადამზადდნენ ოჯახური დანაშაულების მსხვერპლთა დაკითხვისას მეორეული ვიქტიმიზაციისგან მათ ეფექტიანად დასაცავად. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა დახმარების სააგენტოს:  გაძლიერდეს და და ტრეფიკინგის დაიხვეწოს მსხვერპლთა, ძალადობის დაზარალებულთა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში ბენეფიციართა გაძლიერების პროგრამები;  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში გადაიხედოს და განახლდეს პირველადი ნივთების გაცემის წესი და ჩამონათვალი, არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ადგილობრივ თვითმმართველობებს:  უზრუნველყონ მერიის წარმომადგენლების ცოდნის და კომპეტენციის გაფართოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე;  დაინერგოს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის პრაქტიკა და გამოიყოს შესაბამისი ფინანსური რესურსი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად. 159 I 8. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება 8.1. შესავალი წინამდებარე თავი, 2021 წლის განმავლობაში რწმენისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების მიმოხილვას, მათ შორის, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონოდ მოპოვებული ფარული მასალების გავრცელებას, არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით საგადასახადო და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობის დისკრიმინაციულ ნორმებს, არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულთა რელიგიურ საჭიროებებს, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს და მათ ირგვლივ სახელმწიფოს მიერ წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობას, ეთმობა. სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, კვლავ შეუსრულებელია 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თავში სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, წლიდან წლამდე გვიწევს რეკომენდაციების გამეორება ადრესატი სახელწმიფო უწყებებისთვის. ამ დრომდე არ შესულა ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ შესახებ. ასევე, კვლავ უცვლელი ფორმით მოქმედებენ საქართველოს საგადასახადო, სახელმწიფო ქონების412 შესახებ და შრომის კანონმდებლობაში413 არსებული დისკრიმინაციული ნორმები. გარდა ამისა, უცვლელია რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრობლემური პრაქტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები. გამოწვევად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც. კვლავ გადაუჭრელია ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ იქნა მიჩნეული, 2021 წელს ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რასაც ბათუმის მერიის მხრიდან გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება მოჰყვა. რელიგიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მერიის ამგვარი ნაბიჯი საკუთარი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურების სტრატეგიის ნაწილად შეფასდა, რაც ლახავს მუსლიმი თემის უფლებებს და აფერხებს მათ სრულყოფილ რეალიზებას.414 412 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 212-215. იქვე, 220-221. 414 იხ. მაგ.: < https://bit.ly/35EVfYL > [ბოლოს ნანახია 06.03.2022], < https://bit.ly/3CvMKLB > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 413 160 I 8.2. სავარაუდოდ, სუს-ის მიერ უკანონოდ მოპოვებული ფარული მასალების გავრცელება საანგარიშო წელს მედიით გავრცელდა მონაცემთა ბაზა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე. წ. კრებსებს წარმოადგენს. ფარული მიყურადების ამსახველი მასალების დიდი ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონოდ არის მოპოვებული და მიმდინარე წლის 13 სექტემბერს საჯარო პლატფორმებზე აიტვირთა, მიუთითებს, თუ რამდენად ტოტალური, ყოვლისმომცველი და მასშტაბური ხასიათი აქვს რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის კონტროლს, თვალთვალს და უკანონო მიყურადებას, სავარაუდოდ, სასულიერო პირებისა და უფლებადამცველების შესახებ მადისკრედიტირებელი ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების მიზნით. ყოველივე ეს, უნდა შეფასდეს როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში, ისე რელიგიის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად.415 ამ ფაქტს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გამოეხმაურნენ. განცხადების ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს, დაისაჯოს უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი. 2021 წლის 18 სექტემბერს საქართველოს 416 გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.417 სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა და დაწყებული გამოძიების მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობა მოითხოვა.418 სამწუხაროდ, პროკურატურამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა. დამატებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ. გენერალურმა პროკურატურამ, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულად ან სახელმწიფოს შესაბამის მიუკერძოებელი 415 დაზარალებულად უწყებებს გამოძიება, გამოძიების ცნობილი ფარგლებში არ მოუწოდებს, მიაწოდონ 419 არის. აწარმოონ საზოგადოებას კონკრეტული სახალხო დამცველი ობიექტური ინფორმაცია პირი და მიმდინარე სახალხო დამცველის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/364uc94 > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 416 სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებების განცხადება გავრცელებული საიდუმლო მასალების შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3HB2PQP > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 417 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3IfEpNx >, [ბოლოს ნანახია 01.12.2021]. 418 2021 წლის 27 სექტემბრის და 4 ნოემბრის საქართველოს სახალხო დამცველის №15-2/9225 და №15-2/10536 წერილები. 419 2021 წლის 28 დეკემბრის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/78738 წერილი. 161 I გამოძიების შესახებ და დროულად გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირები. დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების შესაძლო კონტროლის შესახებ ფაქტებს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ამ კუთხით, შეიძლება გამოიყოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის საქმე, რომლის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა შეიხის თანამდებობიდან გადადგომის იძულებას.420 გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების შიდა საქმეებში ჩარევისა და კონტროლის მომეტებული საფრთხის წყაროდ, როგორც სახალხო დამცველის,421 ისე საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების422 მხრიდან მოაზრებულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც 2014 წელს დაარსდა და სამთავრობო სისტემაში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე პასუხისმგებელ ძირითად უწყებად განიხილება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანების ავტონომიაში ჩარევის თაობაზე მუსლიმი თემის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების ანგარიშში საქართველოს შესახებ.423 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების საქმიანობაში შესაძლო ჩარევა და მათი კონტროლის ყოველი მცდელობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ და სეკულარულ წყობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს. 8.3. საქართველოს კანონმდებლობა სახალხო დამცველი და მასთან არსებული რელიგიათა საბჭო უკვე არაერთი წელია მიუთითებენ ქვეყნის საგადასახადო და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ჩანაწერებზე, რომლებიც არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ უთანასწორო მიდგომებს აწესებენ. სამწუხაროდ, ეს საკითხი 2021 წელსაც გამოწვევად დარჩა. 420 ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ანგარიში „რელიგიის და რწმენის თავისუფლება საქართველოში პანდემიის პირობებში და მის მიღმა 2020-2021“ (მაისი), 2021, 32-33. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/364Nsmy > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 421 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 219-220. 422 იხ. მაგ., ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები - კვლევების, ანგარიშებისა და სტატიების კრებული, თბილისი, 2020, 87. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tpOPo6 > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 423 US Department of State, 2020 Report on International Religious Freedom: Georgia, 2021. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3ILZpMz > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 162 I 8.3.1. საგადასახადო კანონმდებლობა 2020 წლის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა,424 თუმცა, დღეის მდგომარეობით, სადავო ნორმები არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 11 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო425 ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტისა და 195-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმები, რელიგიური დანიშნულების საგნების უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებისას, ყველა რელიგიურ გაერთიანებას, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, იმპორტის და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის ვალდებულებას აკისრებს. მოსარჩელეების აზრით, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან. 8.3.2. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობა წინა წლების მსგავსად, კვლავ ხარვეზიანია სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობა, რაზეც სახალხო დამცველი ასევე არაერთი წელია მიუთითებს.426 ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2020 წლის საპარალამენტო ანგარიშში სახელმწიფოსადმი გაცემული რეკომენდაციები/წინადადებები დღემდე 427 შეუსრულებელია. სხვა საკითხებს შორის, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი მიუთითებდა „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის დისკრიმინაციულ ნორმებზე,428 რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სახელმწიფო ქონების შეძენასა და გაცვლას უზღუდავს. ასევე, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას მიეცა უფლება, საკუთრებაში მიიღოს 424 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 223-224. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1593 საოქმო ჩანაწერი საქმეზე, „სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 426 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2021, 214-215. 427 იქვე, 224. 428 „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები. 425 163 I ეკლესიების გარშემო არსებული ტყის მასივი 20 ჰექტარის ოდენობით.429 ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიმართ გაიცა წინადადება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონების შეძენის და გაცვლის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებები შესულიყო „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში.430 გარდა ამისა, 2021 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ზემოაღნიშნული ნორმა (მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი), რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს უფლებას, საკუთრებაში მიიღოს ეკლესიების გარშემო არსებული ტყის მასივი 20 ჰექტარის ოდენობით.431 ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და 432 მინისტრის მოადგილის 2021 წლის 16 აპრილის წერილში მდგრადი განვითარების ვკითხულობთ, „... 2020 წელს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე − დევნილებზე“. თუმცა, კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ მიმღებ სუბიექტთა შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად, ჯერ კიდევ მოიხსენიებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასაც. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ კანონმდებლობის ის პრობლემური ნორმები, რომლებზეც სახალხო დამცველი 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებდა, კვლავ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება, რაც ხელს უწყობს არადამონანტური რელიგიური გაერთიანებების უთანასწორო მდგომარეობას. 8.4. არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულთა რელიგიური საჭიროებები წინა წლის მსგავსად,433 რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს არც 2021 წელს დაუკარგავს აქტუალობა. საანგარიშო პერიოდში ეს გამოწვევა სახალხო დამცველის აპარატის წინაშე არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულებთან მიმართებით დაისვა. კერძოდ, კითხვები წარმოიშვა პენიტენციურ დაწესებულებებში სალოცავი სივრცეების არარსებობისა და რელიგიურ 429 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2021, 214. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2021, 224. 431 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 22 ივლისის კონსტიტუციური სარჩელი №1627. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MGZPWO > [ბოლოს ნანახია 11.03.2022]. 432 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 16 აპრილს №04/2482 წერილი. 433 დისკრიმინაციასთან ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 430 სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიში, 26-27. 164 I დღესასწაულებთან დაკავშირებით ნებადართული საკვები პროდუქტების თაობაზე არასათანადო ინფორმირების საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ დრომდე არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია საკვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ.434 როგორც საერთაშორისო,435 ისე ეროვნული436 ნორმატიული სტანდარტები ადგენს გარანტიებს, რათა მსჯავრდებულებმა, შეძლებისდაგვარად, სრულად შეძლონ თავიანთი რელიგიისა თუ რწმენის გამოხატვის უფლების რეალიზება თავისუფლების აღკვეთის პირობებშიც, რაც მოიცავს, როგორც რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას და მასთან განუყოფლად დაკავშირებულ პრაქტიკებს (მათ შორის, სალოცავ სივრცეებს), ისე დღესასწაულების აღნიშვნას და შესაბამისი კვების რაციონის დაცვას.437 თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მათი აღსრულება პრობლემურია. წლების განმავლობაში, არაერთ მსჯავრდებულს წარმოუდგენია განცხადებები როგორც რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საკვები პროდუქტების მიღების პრობლემებზე, ისე ლოცვის სათანადოდ აღსრულების შეუძლებლობის საკითხზე. 2021 წელს, ამ საკითხზე საქმისწარმოებას საფუძვლად დაედო ერთ-ერთი პატიმრის სატელეფონო მომართვა, რომელმაც თქვა, რომ მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე არ გამოკრულა ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით ნებადართული კვების პროდუქტების სია მაშინ, როდესაც ამგვარი პრაქტიკა დანერგილია დამცველის აპარატის პენიტენციურმა ქრისტიანულ მიერ სამსახურმა დღესასწაულებთან ინფორმაციის განმარტა, გამოთხოვის რომ დაკავშირებით. საპასუხოდ, პენიტენციური სახალხო სპეციალურმა დაწესებულებების ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება ინფორმაცია ნებადართული საკვები პროდუქტების შესახებ.438 უწყების განცხადებით, საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ოფიციალური მართლმადიდებლურ, 439 დაკავშირებით. მიუთითებს, რომ ისე ვებგვერდის (sps.gov.ge) არადომინანტურ საშუალებითაც, რელიგიურ როგორც დღესასწაულებთან თუმცა, სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებები საზოგადოების ინფორმირება ამანათების მიღების თაობაზე მიმდინარეობს ისეთ დღესასწაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შობა, აღდგომა, 434 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 86. „პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები“, გაეროს გენერალური ასამბლეა, რეზოლუცია 70/175, წესი 6, 42; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006)2 წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის წესებთან დაკავშირებით, პუნ. 29.1-29.2, 22.1. 436 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 435 2010 წლის 30 დეკემბრის №187 ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“, მუხ. 4; პატიმრობის კოდექსი, მუხ. 23, პუნ. 6. 437 გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №22: მუხლი 18 (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება), 1993, CCPR/C/21/Rev.1/Add.4, პარა. 4, 8. 438 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 6 დეკემბრის №292813/01 წერილი. 439 იქვე. 165 I მარიამობა, გიორგობა და ახალი წელი.440 ანალოგიური განცხადებები ქვეყნდება სოციალური ქსელის მეშვეობითაც.441 თუმცა, მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ იძებნება არადომინანტური რელიგიური კონფესიების დღესასწაულებთან დაკავშირებით. შესაბამისი ბმულები არც სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია მითითებული. რაც შეეხება სალოცავ სივრცეებს, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური სამლოცველო, სხვა რელიგიური აღმსარებლობის მსჯავრდებულებისთვის კი, სალოცავი სივრცეები გამოყოფილია მხოლოდ ორ (№3 და №5) პენიტენციურ დაწესებულებაში. დანარჩენ დაწესებულებებში, მსჯავრდებულები 442 რელიგიურ რიტუალებს საცხოვრებელ საკნებში ასრულებენ. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიღრმისეულად შეისწავლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი და მსჯავრდებულების რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებით, გადადგას ხელშესახები ნაბიჯები არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე პატიმართათვის სალოცავი სივრცეების მოსაწყობად. გარდა ამისა, უფრო ეფექტიანი ღონისძიებების დანერგვაა საჭირო რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით ნებადართული საკვები პროდუქტების თაობაზე მსჯავრდებულთა ინფორმირებისა და საკვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გასათვალისწინებლად. 8.5. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები საანგარიშო პერიოდში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენები.443 სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მიერ სამლოცველო უკმაყოფილება მოჰყვა, რაც, 2021 დაპირისპირებაში გადაიზარდა. სახლის გახსნას წლის იანვარში, აღსანიშნავია, რომ ქრისტიანი მოსახლეობის სიტყვიერ და ფიზიკურ განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფოს რეაგირება მეტ-ნაკლებად დროული იყო, რაც დაპირისპირების ადგილზე პოლიციის მობილიზებასა და მხარეთა შორის მედიაციის პროცესის წარმართვაში 440 ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/vr0uqx > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 441 იხ. მაგალითად: < https://rb.gy/l4qarg > ;< https://rb.gy/uzmiri > ;< https://rb.gy/30zru0 > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 442 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 6 დეკემბრის №292813/01 წერილი; აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მიღებულ მომართვაში, განმცხადებელი ითხოვდა მცირეოდენი სივრცის გამოყოფას, ვინაიდან, მისი მითითებით, საცხოვრებელ საკანში, საამისოდ არასაკმარისი სივრცის გამო, ვერ ხერხდება ლოცვის აღსრულება. ამასთანავე, საკანში განთავსებულია საპირფარეშო, ასეთ სივრცეში ლოცვა კი, შესაბამის რელიგიურ წესებს ეწინააღმდეგება. 443 სახალხო დამცველის განცხადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3w1OfgQ > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 166 I გამოიხატა.444 შემთხვევიდან მალევე, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.445 საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,446 ბუკნარში ჩადენილი ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდის გამო, დაზარალებულად ცნეს 5 პირი; ორ პირთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა; ერთ პირს კი, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა. ბუკნარში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევებთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოლიტიკა ნაკლებად არის ორიენტირებული მათ სისტემურ პრევენციაზე და ძირითადად, ინდივიდუალური შემთხვევების მოგვარებისკენ მიმართული ერთჯერადი მიდგომებით შემოიფარგლება.447 ამასთანავე, ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ ყოფილა საქართველოში რელიგიის თავისუფლების შელახვის მცდელობის პირველი შემთხვევა. გასულ წლებში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მიმართ სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს ადგილი ჰქონდა სამთაწყაროში,448 ნიგვზიანში,449 წინწყაროში,450 ქობულეთსა451 და ადიგენის სოფელ მოხეში.452 ზემოაღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, წინწყაროს და ნიგვზიანის შემთხვევებზე, 2020 წელს შეწყდა.453 რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სიახლეა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე - სოფელ მოხეში განვითარებულ ინციდენტებთან დაკავშირებით. კერძოდ, დაზარალებულად ცნეს ერთი პირი, ხოლო ორ ადამიანს ბრალი რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამჟამად, საქმეს არსებითად იხილავს ახალციხის რაიონული სასამართლო.454 ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულად 444 სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ბუკნარი - კიდევ ერთი რელიგიური კონტექსტის მქონე კონფლიქტის ადგილი, 2021, 7-8. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MckCRR > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 445 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3szw6qR > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 446 2022 წლის 11 მარტის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/14062 წერილი. 447 სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ბუკნარი - კიდევ ერთი რელიგიური კონტექსტის მქონე კონფლიქტის ადგილი, 2021, 14-15. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MckCRR > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 448 სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2014, 295. 449 სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2013, 520. 450 იქვე. 451 სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2015, 432. 452 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, 487. 453 სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 217. 454 2022 წლის 11 მარტის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/14062 წერილი. 167 I ცნობილი პირის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) არსებითი დარღვევა დაადგინა.455 დანარჩენ ორ საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად, წინა წლების მსგავსად, არც 2021 წელს ყოფილა ცნობილი.456 საანგარიშო პერიოდში, შედარებით იკლო იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვმა, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ იეჰოვას მოწმეებს შეჩერებული აქვთ მსახურება როგორც საზოგადოებრივ ადგილებში, ისე კარდაკარ. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს, კვლავ გამოიკვეთა იეჰოვას მოწმეთა საკუთრების დაზიანების ცალკეული ფაქტები.457 რაც შეეხება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას, კერძოდ, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და მათი გამოძიების ხარვეზებზე საუბრისას, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება საქმეზე, „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ",458 რომელიც 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში პოლიციის მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ადგილობრივი მუსლიმების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა459 და მასზე წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობას ეხება. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები, რაც, დისკრიმინაციის აკრძალვასთან ერთობლიობაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მომხდარი ფაქტის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ხარვეზებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა იმ პირთა მხრიდან, რომელნიც ვერ აკმაყოფილებდნენ დამოუკიდებლობის კრიტერიუმს,460 ამასთანავე, გამოძიების პროცესის დროში გაჭიანურებასა461 და პოლიციელთა ქმედებებში რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის კუთხით გამოძიების არაეფექტიანობაზე მიუთითა.462 455 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Mikeladze and others v. Georgia, (Application no. 54217/16). 456 იქვე. 457 დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში, 62-64. 458 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Mikeladze and others v. Georgia, (Application no. 54217/16). 459 საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, 434-438. 460 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Mikeladze and others v. Georgia, §65. 461 იქვე, §68. 462 იქვე, §67. 168 I სახალხო დამცველის შეფასებით, მართალია, შესამჩნევია სიძულვილის მოტივის გამოკვეთის გაუმჯობესებული ტენდენცია, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება ამ ტიპის სავარაუდო დანაშაულების ირგვლივ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეფექტიანი გამოძიების წარმოების საკითხი.463 კერძოდ, პრობლემად რჩება ჩადენილ დანაშაულთა დროული გამოძიება, ასევე, მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.464 მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმ სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელზეც ადამიანის უფლებათა სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება. 8.6. რელიგიური დღესასწაულები 2020 წლის მსგავსად, ხელისუფლება კვლავ დიფერენცირებული განაგრძობდა მოპყრობა ექსკლუზიური 2021 წელსაც შენარჩუნდა. პრივილეგიების მინიჭებას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ინარჩუნებდა დისკრიმინაციულ პოლიტიკას სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. კერძოდ, გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვიდან გამონაკლისები მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებს შეეხო (6 იანვრის ღამეს - შობის, ხოლო 2 მაისის ღამეს - აღდგომის მართლმადიდებლურ დღესასწაულს465). რაც შეეხება არადომინანტური ქრისტიანული გაერთიანებების მიერ აღსანიშნი აღდგომის დღესასწაულის დღეს,466 სახელმწიფოს მიერ საგამონაკლისო წესის შემოღებისგან თავის შეკავების პირობებში, 4 აპრილს, რელიგიურ გაერთიანებებს სააღდგომო მსახურების ჩატარება დღის საათებში მოუხდათ.467 ყოველივე ეს სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებად უნდა შეფასდეს. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების (რომლებიც მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება) მიწოდებისას, დღგ-ს გადახდისგან, 463 საქართველოს საპატრიარქოს მსგავსად, სხვა რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში, 62-64, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3MvxGSM > [ბოლოს ნანახია 07.03.2022]. 464 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, თბილისი, 2020, 22, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ux6IRr >[ბოლოს ნანახია 06.03.2022]. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში, 62-64, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MvxGSM > [ბოლოს ნანახია 07.03.2022]. 465 ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ანგარიში „რელიგიის და რწმენის თავისუფლება საქართველოში პანდემიის პირობებში და მის მიღმა 2020-2021“ (მაისი), 2021, 14-15, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/364Nsmy > [ბოლოს ნანახია 06.03.2022 466 კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო, ევანგელურ-ლუთერული და ზოგიერთი პროტესტანტული ეკლესია 2021 წელს აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავდა. 467 ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ანგარიში „რელიგიის და რწმენის თავისუფლება საქართველოში პანდემიის პირობებში და მის მიღმა 2020-2021“ (მაისი), 2021, 14-15, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/364Nsmy > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 169 I გაერთიანებების გათავისუფლების მიზნით, ცვლილებები შევიდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტში;  რელიგიური მიზნით გამოყენებული ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნისა და კალენდრის რეალიზაციით მიღებული მოგების ნაწილში მოგების გადასახადისგან, საქართველოს საპატრიარქოს მსგავსად, სხვა რელიგიური გაერთიანებების გათავისუფლების მიზნით, ცვლილებები შევიდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში;  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიერ არაეკონომიკური მიზნით გამოყენებული ქონების (მიწის) გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, ცვლილებები შევიდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში;  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონების შეძენის და გაცვლის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებები შევიდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებში;  რელიგიური გაერთიანებების მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური და საკულტო ნაგებობების, მათი ნანგრევების, აგრეთვე, მიწის ნაკვეთების, რომლებზედაც ისინია განთავსებული, პრივატიზების გზით მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებები შევიდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში;  საქართველოს შრომის კოდექსში გაიწეროს ალტერნატიული საკანონმდებლო დათქმა, რომელიც არამართლმადიდებელ მოსახლეობას მათი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობას მისცემს;  სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდეს რესტიტუციის შესახებ კანონი, რომელიც საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული ქონების ისტორიული მესაკუთრისათვის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, პასუხისმგებელ უწყებებსა და ვადებს განსაზღვრავს. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  აღრიცხოს საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობა;  შევიდეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ 170 I ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ შესახებ და ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცეთ ზიანის შესაბამისი კომპენსაცია;  შეიცვალოს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრაქტიკა. სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით, შემუშავდეს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საგადასახადო სისტემა, რომელიც თანასწორუფლებიანობისა და სახელმწიფოს ნეიტრალობის მოთხოვნებს უპასუხებს;  სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით, იმსჯელოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობისა და მანდატის ცვლილებების საჭიროებაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  2022 წლის განმავლობაში, დაწესებულებებში სიღრმისეულად არსებული შეისწავლოს ინფრასტრუქტურული პენიტენციურ რესურსი და მსჯავრდებულების რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის მქონე პატიმართათვის სალოცავი სივრცეების გამოყოფა;  რელიგიური უმცირესობების მართლმადიდებლური ძირითადი დღესასწაულების დღესასწაულების მსგავსად, დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადების სახით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება;  პენიტენციურ დაწესებულებებში საკვების მომზადების დროს გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებები. 171 I 9. გამოხატვის თავისუფლება 9.1. შესავალი 2021 წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილმა საფრთხის შემცველმა და მტრულმა გარემომ, შემაშფოთებელი სახე შეიძინა. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა როგორც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლე, ისე მათი საქმიანობისთვის სხვაგვარი ხელშეშლის შემთხვევები, რაც, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც დაფიქსირდა. სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად დარჩა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე ყოვლისმომცველი სტატისტიკის არარსებობა, რაც ხელს უშლის პრობლემის სრული მასშტაბის დანახვას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას. ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის კუთხით საშიში პრეცედენტის დამკვიდრების საფრთხე გააჩინა სასამართლოს განჩინებამ, რომელიც „TV პირველში“ საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა. ეს განჩინება საქართველოს სახალხო დამცველმა შეაფასა როგორც დაუსაბუთებელი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.468 საბოლოოდ, მისი აღსრულება და, შესაბამისად, საფრთხის პრაქტიკული რეალიზება არ მომხდარა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობა. 9.2. მედიის წარმომადგენელთა თავისუფლებით სარგებლობა დაცულობა და მათი მხრიდან გამოხატვის 2021 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებებისა თუ სამართალდარღვევების ათობით შემთხვევა აღრიცხა, რაც გულისხმობდა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და თავდასხმას,469 განზრახ მკვლელობის მომზადებას,470 მუქარას ან/და ნივთის დაზიანებას,471 მათ მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით 468 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uLoiny > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 469 პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ან/და თავდასხმის შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/32WRexn>;<https://bit.ly/34xL8nF>; <https://bit.ly/34bjexZ>;<https://bit.ly/3LcezMA>;<https://bit.ly/3uq6gXy>;<https://bit.ly/34xxAbM>;<https://bit.ly/3ro Wcw6>;<https://bit.ly/3uqhWJW>;<https://bit.ly/3J2DsIN>;<https://bit.ly/3AYFBm1>;<https://bit.ly/3gkRcT9>;<https://b t.ly/3unsHNh> ; <https://bit.ly/3L9ItRD> ; < https://bit.ly/3AX85g0 > ; < https://bit.ly/3uq2QEh > ; <https://bit.ly/34c0gr0> [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 470 განზრახ მკვლელობის შესაძლო მომზადების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3uowaLr > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 471 მუქარის ან/და ნივთის დაზიანების შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sg5euD>;<https://bit.ly/34Au7ZJ>;<https://bit.ly/34bjexZ>;<https://bit.ly/35Opb4i>;<https://bit.ly/3uvA 172 I გადამეტებას472 და სიტყვიერ შეურაცხყოფას.473 ცალკეულ შემთხვევებში, ასეთ ფაქტებს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და საგამოძიებო უწყებებს დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.474 შედეგად, გამოძიება 19475, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 7476 საქმეზე დაიწყო. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა 1 პირს.477 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით,478 დანაშაულის ნიშნების არარსებობის, შესაბამისი შეტყობინების მიუღებლობისა თუ დაზარალებული პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, გამოძიება ან/და ადმინისტრაციული WqJ> ;<https://bit.ly/3sfC5zV> ; <https://bit.ly/3sgFApF> ; <https://bit.ly/3AXO6xM > ;<https://bit.ly/3L5jXRX> ;< https://bit.ly/3ITGqPU > ;< https://bit.ly/3J8BneF > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 472 სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობის გადამეტების შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3gsnoni > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 473 სიტყვიერი შეურაცხყოფის შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sd9jzW > ; < https://bit.ly/34xSaJ5 > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 474 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3CDI58Z >, < https://bit.ly/3AAGtMN > ; < https://bit.ly/3lLqiWG > ; < https://bit.ly/3CAWtik > ; < https://bit.ly/2W3IlOX > ; < https://bit.ly/3sn3H6i >, < https://bit.ly/3GEsyaR >, < https://bit.ly/3AVug6a > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 475 გამოძიება დაიწყო ვახო სანაიაზე თავდასხმის; ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის განზრახ მკვლელობის შესაძლო მომზადების; ნოდარ მელაძის ოჯახის წევრის მიმართ მუქარის; „TV პირველის“ წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის 2 შემთხვევაზე; „TV პირველის“ წარმომადგენლისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და ქონების დაზიანების; „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიას მიმართ მუქარისა და მისი ავტომობილის დაზიანების; ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ჩადენილი ძალადობის; „მთავარი არხის“ წარმომადგენლის ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების; „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მუქარის; ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ძალადობის; ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის ავტომანქანის დაზიანების; ჟურნალისტ სერგო ჩივაძის მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების; ჟურნალისტ სერგო ჩივაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის; საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი ძალადობის; ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ თანადამფუძნებელზე ძალადობის და ჟურნალისტ ნ. მ.-ის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე. 476 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ვახო სანაიაზე თავდასხმის; მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; „TV პირველის“ წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ჟურნალისტ სერგო ჩივაძის მიმართ მუქარის; მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ თანადამფუძნებელზე ძალადობის; „TV პირველის“ წარმომადგენლისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და ქონების დაზიანების; და ჟურნალისტ ნ. მ.-ის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე. 477 ჟურნალისტ ემა გოგოხიას და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სხვა თანამშრომლების მიმართ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი 1 პირი, რომელსაც შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 478 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 28 მაისის №1340223, 2021 წლის 14 ივნისის №1507876, 2021 წლის 9 ივნისის №1469679, 2021 წლის 3 ივნისის №1406379, 2021 წლის 4 აგვისტოს №2044985, 2021 წლის 29 სექტემბრის №2572428, 2021 წლის 19 ნოემბრის №3042252 და 2022 წლის 24 იანვრის №189415 წერილები; საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 12 აგვისტოს №13/48945 წერილი. 173 I წარმოება არ დაწყებულა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილი შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების 12 შემთხვევაზე.479 მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძვლით,480 საგამოძიებო უწყების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მიკროფონის წართმევის ფაქტს.481 ხსენებული ინციდენტის ამსახველი საჯაროდ გავრცელებული კადრების გაცნობის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მინისტრის ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები482 და საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა წინადადებით, დაეწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით.483 თუმცა, გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა.484 დამატებით, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მათზე თავდასხმის, ნივთის დაზიანების, მუქარის485 და სიტყვიერი შეურაცხყოფის486 არაერთი შესაძლო შემთხვევა გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების 479 გამოძიება ან/და ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა ტელეკომპანია „POSTV“-ის წარმომადგენლების მიმართ მუქარის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ან/და თავდასხმის 2 შემთხვევაზე; მედიასაშუალება „on.ge”-ს მთავარი რედაქტორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო შემთხვევაზე; „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ სასულიერო პირის მიერ ჩადენილ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაზე; „Factcheck.ge”ის ჟურნალისტის მიმართ შესაძლო მუქარის შემთხვევაზე; „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შემთხვევაზე; თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ შესაძლო მუქარის შემთხვევაზე; „TV პირველის“ რეპორტიორისთვის გადაღებაში ხელშეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო შემთხვევაზე; „ქართული ოცნების“ მიერ გამართული შეკრების მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებისთვის შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევებზე; „TV პირველის“ მიკროფონის შესაძლო დაზიანების შემთხვევაზე; სოფელ ურთაში, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ შესაძლო მუქარის შემთხვევაზე; და „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ შესაძლო მუქარის 1 შემთხვევაზე. 480 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 12 აგვისტოს №13/48945 წერილი. 481 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3sFE0ht > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 482 საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მინისტრის ქმედებაში იკვეთებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. დამატებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე ან 360-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. 483 „საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 15 ნოემბრის №15-4/10817 წინადადება; დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.საკუთრების უფლების თავი 484 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 9 დეკემბრის №13/74495 წერილი. 485 არჩევნების მიმდინარეობისას, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ნივთის დაზიანების, თავდასხმის ან/და მუქარის შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3AUDyzu>;<https://bit.ly/35QPlU3>;<https://bit.ly/3gkg5ON>;<https://bit.ly/35EEzA0>;<https://bit.ly/330 F9Hw>; <https://bit.ly/3sjM2Mr>; <https://bit.ly/3Gu1LOd>; <https://bit.ly/3oow5DR>; <https://bit.ly/3HvjO7V>; <https://bit.ly/3sdKWCc>;<https://bit.ly/3rqPohC>;<https://bit.ly/3gki9Gx>;<https://bit.ly/3urinUr>;<https://bit.ly/3L8vks 8>;<https://bit.ly/3AVGAn0>;<https://bit.ly/3rpZNdi>;<https://bit.ly/3LbSpKm>;<https://bit.ly/3uuNT3R>;<https://bit.ly/ 3HuSnLE > (იხ. ჩანაწერი 58:27 წთ.-დან);<https://bit.ly/3J0H5PB>;< https://bit.ly/3rnqpf8 > < https://bit.ly/3GsMuNq>; <https://bit.ly/3rtpDxj> [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 486 არჩევნების მიმდინარეობისას, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, მათ შორის, შემდეგ ვებგვერდებზე: <https://bit.ly/3glqF82>;<https://bit.ly/3AVWPQW>;<https://bit.ly/3rsTlCg>;<https://bit.ly/3HtDp8C>;<https://bit.ly/3AV GSKC >;< https://bit.ly/3HA3V0g >;< https://bit.ly/3onXpBY > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 174 I პირველი და მეორე ტურების მიმდინარეობისას. ყოველივე ამის საფუძველზე, გამოძიება, სულ მცირე, 7 სისხლის სამართლის საქმეზე,487 სისხლისსამართლებრივი დევნა 1 სისხლის სამართლის საქმეზე,488 ხოლო ადმინისტრაციული წარმოება 5 შემთხვევაზე დაიწყო.489 ასევე საყურადღებოა 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენები, რომლის მიმდინარეობისას, მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა და რომელმაც მკაფიოდ წარმოაჩინა განსახილველი პრობლემის სიმწვავე.490 საგულისხმოა, რომ დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.491 მოგვიანებით, „იუნესკომ“ იგი მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.492 მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა დასახელდა.493 ზემოხსენებული ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე. ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა გაზრდილი მაჩვენებელი, პირდაპირ არის დაკავშირებული საგამოძიებო უწყებების არასათანადო რეაგირებასთან რიგ შემთხვევებში, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის გარემოს ქმნის. კერძოდ, სახალხო დამცველმა, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, 2015-2020 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, არაერთი გამოძიება 487 გამოძიება დაიწყო ჟურნალისტ ს. ჩ.-ს მიმართ მუქარის; „TV პირველის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების; ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის; ჟურნალისტ ს. ნ.-სთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის; „ფორმულას“ ოპერატორის ავტომობილის დაზიანების; ჟურნალისტ ე. გ.-ს მიმართ ჩადენილი ძალადობის; და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის ფაქტებზე. 488 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის ან ძალადობის მუქარის ფაქტზე. 489 ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო თბილისში, ზემო ფონიჭალაში მდებარე №29 საარჩევნო უბანზე გამოვლენილ ფაქტთან; მარტვილის №31 და №2 საარჩევნო უბნებზე ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ ნ. ჩ.-ს მიმართ მომხდარ ინციდენტებთან; ქუთაისში, გოგებაშვილის №17-ში განთავსებულ №14 საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ მომხდარ ინციდენტთან; ქუთაისში, გორის ქუჩის №9 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღები ჯგუფის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან; და ჟურნალისტ თ. ფ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. 490 იხილეთ წინამდებარე ანგარიშის შეკრების თავისუფლების თავი. 491 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3uHZoFs > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 492 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3suWmRX > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 493 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/36anjCS > [ბოლოს ნანახია 11.03.2022]. 175 I მიმდინარეობდა, რომლებშიც საგამოძიებო უწყებებს არ ჰქონდათ გამოკვეთილი და დაყენებული დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.494 ნიშანდობლივია, რომ სტატისტიკა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ 495 საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას მოიცავდა და არ ასახავდა ინფორმაციას მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ სხვა ისეთი დანაშაულების შესახებ, როგორიცაა ძალადობა,496 მუქარა,497 დევნა498 და სხვ. ამდენად, მონაცემები არ იძლეოდა ჟურნალისტთა წინააღმდეგ თავდასხმების მასშტაბისა და საგამოძიებო უწყებების საპასუხო რეაგირების ეფექტიანობის სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა 2020 წლის განმავლობაში, მედიასაშუალებების, ჟურნალისტებისა თუ მათთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებათა მიმდინარეობით.499 კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ 6 სისხლის სამართლის საქმის500 თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, მოცემული ეტაპისთვის, კვლავ არცერთ მათგანში არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.501 ცალკე ყურადღებას იმსახურებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე ჯერ კიდევ 2017 წელს დაწყებული გამოძიება.502 მართალია, ამ დროისთვის, დანაშაულის კვალიფიკაცია დამძიმდა503 და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგამდე.504 ხსენებული საქმეები კიდევ ერთხელ მიუთითებს მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი და დროული გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემაზე. გარდა ამისა, საანგარიშო წელს, არაერთხელ გამოიკვეთა სამინისტროების მიერ გამართულ ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის 494 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 233-238. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი. 496 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი. 497 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი. 498 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი. 499 აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა იმ გამოძიებათა მიმდინარეობის შესახებ, რომელიც დაიწყო „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; აჭარის ტელევიზიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის; „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფისთვის აპარატურის მოპარვისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, აგრეთვე, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ უცხო პირების მიერ დამუქრების ფაქტზე. 500 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 236-237. 501 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 23 თებერვლის №13/10329 წერილი. 502 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, 165-167. 503 გამოძიება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გაგრძელდა. 504 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 23 თებერვლის №13/10329 წერილი. 495 176 I სამწუხარო ტენდენცია.505 მსგავსი პრაქტიკის შესაძლო დაწესების შესახებ მიანიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმაც, რაც მედიასაშუალებების მხრიდან უწყების საქმიანობის შესახებ გარკვეული ინფორმაციის გაუშუქებლობის მოტივით ახსნა.506 საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციაზე, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი თითოეული წევრის სათანადო ჩართულობის აუცილებელი წინაპირობაა. თავის მხრივ, ინფორმაციაზე წვდომის უფლებისთვის საფრთხის შექმნა, მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს და სამართლის უზენაესობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უზრუნველყონ ჟურნალისტების საქმიანობისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ამ მიზნით, აუცილებელია, ერთი მხრივ, დროულად და ეფექტიანად იქნეს გამოძიებული მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ხოლო, მეორე მხრივ, გარანტირებული იყოს მათი დაუბრკოლებელი წვდომა ხელისუფლების ხელთ არსებულ ყველა სახის საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის, გამართულ საინფორმაციო ბრიფინგებზე დაშვებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობის მინიჭების გზით. 9.3. მაუწყებლის პროგრამების შინაარსობრივი კონტროლი 2021 წლის დასაწყისში, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლის პროგრამების შინაარსის მონიტორინგისთვის, უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსების ამკრძალავი ნორმის ამოქმედება დაიწყო და „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობით, პრაქტიკაში ამ მიმართულებით საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პრეცედენტი დაამკვიდრა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ეს კანონმდებლობის არასათანადო განმარტების შედეგი იყო, რასაც მსუსხავი ეფექტი ჰქონდა მაუწყებლების მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.507 მაუწყებლების პროგრამების შინაარსობრივი კონტროლის თვალსაზრისით, საყურადღებოა აგრეთვე წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მთავარი არხის“ მიმართ, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამების508 კანონდარღვევით 505 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/33g0SLl > ; < https://bit.ly/3dCjTJU > ;< https://bit.ly/3pGDspR > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 506 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3GskwSt > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 507 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 229-233. 508 საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განიმარტება, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. 177 I გავრცელებისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი509 და ამ საქმეზე მიღებული პირველი და მეორე ინსტანციის განსხვავებული განმარტებები.510 თავდაპირველად სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სადავო შინაარსი არ მიეკუთვნებოდა წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას,511 თუმცა მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა,512 რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვა.513 საგულისხმოა, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად სასამართლომ სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საკანონმდებლო განმარტებას და მათ შორის, მიიჩნია, რომ ასეთად დაკვალიფიცირებისთვის, აუცილებელი პირობა არ იყო რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის მონაცემების ასახვა. „მთავარმა არხმა“ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა. ხსენებული შემთხვევა კარგად წარმოაჩენს წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებასთან დაკავშირებულ არაერთგვაროვან მიდგომას, რაც მისი დეფინიციის არასაკმარისი სიცხადით ფორმულირების პრობლემაზე მეტყველებს. ამდენად, აუცილებელია, ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა უფლებადამცველების მონაწილეობით, დროულად დაიწყოს კონსულტაციები ამ თვალსაზრისით მოქმედი ნორმის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, გასული წლების მსგავსად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან კვლავ გამოვლინდა მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევა არაწინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო, მათ შორის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის მოქმედებაც პოლიტიკური შინაარსის რეკლამაზე არ ვრცელდება.514 სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არასაარჩევნო რეკლამის მარეგულირებელ წესებს და, შესაბამისად, პირდაპირ არ კრძალავს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას. ამდენად, კომისიის მიერ გამოყენებული აკრძალვა და მისი დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის 509 ოქმის თანახმად, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, „მთავარმა არხმა“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები დაარღვია. კერძოდ, მაუწყებლის ეთერში, მაუწყებლის ინიციატივით, განთავსდა ისეთი პოლიტიკური ვიდეორგოლები, რომლებიც არ აკმაყოფილებდა ამ კოდექსის 186-ე მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს და რომელიც აღემატებოდა იმ ფასიან თუ უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას, რომელიც საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა შეძენილი/კანონის შესაბამისად ეკუთვნოდა. 510 ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეხებოდა „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ 2 პროდუქტს ჰეშთეგებით - „#თავისუფლებამიშას“, „#თავისუფლებისათვის“. ვიდეორგოლი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციისა და მისი პრეზიდენტობის ამსახველ კადრებს. ერთ-ერთი ვიდეოს ბოლოს კი, ტელეკომპანია მაყურებლებს მოუწოდებდა, შეერთებოდნენ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას. 511 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №4/6707-21 დადგენილება. 512 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის №4ა/755-21 დადგენილება. 513 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის №4/8024-21 დადგენილება. 514 გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3ISDWki > [12.02.2022]. 178 I მართლზომიერების, მოთხოვნებს.515 ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ზემოხსენებული მაგალითები მიუთითებს, რომ ქვეყანაში პრობლემურია გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი, მათ შორის, ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმების განმარტება, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, უფლების გაუმართლებელი შეზღუდვით სრულდება. ამავე პრობლემას კარგად წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 22 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებაც საქმეზე, „გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც არაეთიკური რეკლამის განთავსების გამო მომჩივანის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა516, ეროვნული სასამართლოების მიერ რელევანტური დასაბუთების წარმოუდგენლობის პირობებში, გაუმართლებლად იქნა მიჩნეული. საყურადღებოა, რომ უშუალოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები, რომლებსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლების პროგრამების შინაარსობრივი კონტროლისა და მაუწყებლების სანქცირებისთვის იყენებს, ამჟამად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.517 მოსარჩელეები, მათ შორის, მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანი და განუჭვრეტელია. ხსენებული კანონის საფუძველზე, ცალკეული შინაარსობრივი მოთხოვნის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების პრობლემურობას აღიარებს თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც და მას საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, ასევე, მაუწყებლობის სფეროს საუკეთესო ინტერესებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.518 ამავე დროს, კომისია მიუთითებს, რომ ხარვეზის აღსამოფხვრელად, მზადდება საკანონმდებლო წინადადება.519 ამის გათვალისწინებით, ხარვეზიანი კანონმდებლობიდან მომდინარე ცენზურის თუ თვითცენზურის თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავების დასრულებამდე ან/და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებამდე, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მაუწყებლების მიმართ ამდაგვარი საქმეების განხილვას. ამასთანავე, სახალხო დამცველი მოუწოდებს კომისიას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადების პროცესში, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის (მათ შორის, მაუწყებლების, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის) ეფექტიანი ჩართულობა. 515 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 232-233 და საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 232. 516 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 157-158. 517 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/2/1537 საოქმო ჩანაწერი და „შპს მთავარი არხის“ 2021 წლის 13 აპრილის №1589 კონსტიტუციური სარჩელი. 518 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 31 იანვრის №გ-22-03/187 წერილი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3gECHJR > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 519 იქვე. 179 I 9.4. გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ინიციატივები საანგარიშო წელს კვლავ520 გაგრძელდა ეროვნულ დონეზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის სამწუხარო ტენდენცია. კერძოდ, 2021 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ იქნა ცვლილებების შეტანა საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში.521 შემოთავაზებული ცვლილებებით, ასევე იგეგმება იმგვარი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელების აკრძალვა, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად, აგრეთვე, მსგავსი მიზნის მქონე წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსება. აკრძალვით გათვალისწინებული გამოხატვის შინაარსის მსგავსი ფართო ფორმულირების პირობებში, მნიშვნელოვნად იზღუდება პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა. თავის მხრივ, მსგავსი მიდგომა შეუსაბამოა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან, რომლის თანახმადაც, მაღალი დაცულობით სარგებლობს გამოხატვა, რომელიც პოლიტიკური შინაარსისაა522 ან/და პოლიტიკოსებისკენ523 არის მიმართული, რადგან მათი დასაშვები კრიტიკის საზღვრები ფართოა. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციას უკავშირებს არა მხოლოდ იმგვარ ქმედებას და მოწოდებას, რომელსაც საარჩევნო სუბიექტისა თუ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდამჭერი ხასიათი აქვს და მის არჩევას უწყობს ხელს, არამედ ისეთსაც, რომელიც მათ წინააღმდეგ არის მიმართული ან/და მიზნად ისახავს მათი არჩევის ხელშეშლას.524 ამდენად, კოდექსი საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის კრიტიკას და მისი საწინააღმდეგო ნარატივის გავრცელებას საარჩევნო პროცესის ბუნებრივ თანმდევ ნაწილად მიიჩნევს, რის ფონზეც, კიდევ უფრო ნათლად იკვეთება შემოთავაზებული ცვლილებების გაუმართლებელი ხასიათი. 520 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 225. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3uLIrKe > [ ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 522 იხ. მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ, პარ. 51; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე, Baka v. Hungary, პარ. 159; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, Ceylan v. Turkey, პარ. 34. 523 იხ. მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე, Dickinson v. Turkey, პარ.55; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე, Mladina D.D. Ljubljana v. Slovenia, პარ. 40; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე, Tuşalp v. Turkey, პარ. 45; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, Oberschlick v. Austria, პარ. 29. 524 საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2, ქვეპუნქტი “ჰ1“. 521 180 I ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, მედიასაშუალებებს არ შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა მათ მიერ განთავსებული პოლიტიკური რეკლამის შინაარსის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უკანონოდ არის ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ან შეიცავს ძალადობრივი ქმედებისკენ პირდაპირ მოწოდებას.525 შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილებები დამატებით ზედმეტ და გაუმართლებელ ტვირთს დააკისრებს მაუწყებლებს. წინადადება საქართველოს პარლამენტს:  მხარი არ დაუჭიროს 2021 წლის 13 ოქტომბერს ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  525 აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო მოხსენება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ (2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი), 18, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3BeOwA5 > [ბოლოს ნანახია 12.02.2022]. 181 I 10. შეკრების თავისუფლება 10.1. შესავალი გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში, ძირითადად, პოლიტიკური შინაარსის, სხვადასხვა მასშტაბის მრავალი შეკრება გაიმართა. მათი ნაწილის მიმდინარეობამ წარმოაჩინა, ერთი მხრივ, შეკრების თავისუფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სამართალდამცავებისთვის დაკისრებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების პრობლემა, ხოლო, მეორე მხრივ, უფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დროული დახვეწის აუცილებლობა. გარდა ამისა, 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაადასტურა, რომ ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა ლგბტქი+ თემისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული ვითარება. ამ ძალადობრივმა ინციდენტებმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა შეკრების გასაშუქებლად ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების დაცულობის მნიშვნელობა. საანგარიშო წლის პირველ ნახევარში, შეკრების უფლების რეალიზებაზე გავლენას ახდენდა პანდემიის საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვები.526 კერძოდ, ღამის საათებში, გადაადგილების აკრძალვამ და მისი დარღვევის გამო, აქციის მონაწილეთა დაჯარიმებამ არაერთხელ გამოიწვია შეკრების უფლებაში ჩარევა.527 მართალია, 2021 წლის ივნისში, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნა,528 ხოლო სექტემბერში, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებისთვის ადმინისტრაციული ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხოთ,529 თუმცა, ხსენებულმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მანამდე მოქმედი ბლანკეტური აკრძალვის საფუძველზე, მოქალაქეთა შეკრების თავისუფლებაში ჩარევის დაუსაბუთებელი ხასიათი. შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით 2021 წელს არსებულმა მდგომარეობამ დაადასტურა, რომ კვლავ აქტუალურია შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც 2020 წლის სპეციალურ ანგარიშში „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“ (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი) შეფასდა.530 ანგარიშში ასახული რეკომენდაციები მიმართულია 526 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 241-244. 527 მაგ., აპარატის ინფორმაციით, გადაადგილების აკრძალვის დარღვევის გამო პირთა სანქცირება მოხდა თბილისში 2021 წლის 24 იანვარს და 6 თებერვალს, ბათუმში - 2021 წლის 6 თებერვალს და სოფელ გუმათში 2021 წლის 3 აპრილს. 528 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივნისის №294 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხ. 1, პუნ. 1 და მუხ. 2. 529 2021 წლის 9 სექტემბრის კანონი (924-VIმს-Xმპ ) „ამნისტიის შესახებ“ და 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი (923-VIმს-Xმპ) „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“. 530 ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3HT75v3 > [ბოლოს ნანახია 07.03.2022]. 182 I კანონმდებლობასა და პრაქტიკაში წლების განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისკენ, რაც სახელმწიფოსგან დროული საპასუხო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. 10.2. 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გასული წლების მსგავსად, კვლავ კრიტიკულია მდგომარეობა ლგბტქი+ თემის შეკრების თავისუფლების რეალიზაციის კუთხით.531 ამ მხრივ, 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა ცხადად დაადასტურა, რომ ვითარება არათუ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა. სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ 2019 წელს მოუწოდებდა ბოლო წლებში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე გააზრებისა და ამ მიმართულებით 532 პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვისკენ. ერთიანი ამასთანავე, მიუთითებდა, რომ საგანგაშო იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების მაჩვენებელი და მნიშვნელოვანი იყო ამ ჯგუფების ლიდერების განცხადებებს სათანადო და სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოჰყოლოდა.533 არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელს, „ღირსების მარშის“ გამართვამდე, სახალხო დამცველმა დამატებით მოუწოდა კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაეტარებინათ სათანადო ღონისძიებები, რომელიც შეკრების 534 მონაწილეების უსაფრთხოებას და მათ უფლებებს რეალურად დაიცავდა. თუმცა, 2021 წლის 5 ივლისს, ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და მიმდინარე ძალადობრივ ქმედებებზე არასათანადო რეაგირების გამო, „თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე უარი თქვა.535 პარალელურად, ძალადობრივმა ჯგუფებმა შეძლეს, თავად დაეკავებინათ საპროტესტო სივრცე, მათი თავდასხმების შედეგად კი, მათ შორის,536 ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა537 და დაზიანდა უფლებადამცველთა 531 532 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 246-247. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 4 ნოემბრის ზოგადი წინადადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://cutt.ly/UTG7Dma > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 533 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, 2019 წელი, 23 < https://cutt.ly/DTP57nT > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 534 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3IJJdM1> [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 535 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3pteueh > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 536 განვითარებული მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, 40-44, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/35koGyX > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 537 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://cutt.ly/7Yj6oXO >; < https://cutt.ly/YYj6lAy > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 183 I ოფისები.538 მართალია, ხსენებულ მოვლენებს წინ უსწრებდა და 5 ივლისსაც გაისმოდა „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების ლიდერებისა თუ სხვა წევრების საჯარო მოწოდებები ძალადობისკენ, და ამ მიზნით საზოგადოების მობილიზებისკენ, ამ ქმედებების აღსაკვეთად სამართალდამცავებს ქმედითი პრევენციული და რეაქციული ზომები არ მიუღიათ. მათ შორის, რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა მობილიზებული სამართალდამცავთა შესაბამისი დანაყოფების სათანადოდ მაღალი რაოდენობა.539 საქართველოს სახალხო დამცველი, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მშვიდობიანი შეკრების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ ვალდებულებაზე, მონაწილეთა დასაცავად, არა მხოლოდ საჭირო საპოლიციო რესურსის მობილიზება უზრუნველყოს, არამედ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების შემცირებას.540 ამავეს მოწმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებაც საქმეზე, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 17 მაისის შეკრებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ სრული ინფორმირებულობის პირობებში, ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო ლგბტქი+ თემისა და მისი მხარდამჭერების დაცვა სათანადო ზომების მიღების გზით. ამ თვალსაზრისით, მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი არეულობისა და ძალადობის დროს, არასაკმარის რეაგირებად შეფასდა მანიფესტანტთა დასაცავად სათანადო სპეციალური საშუალებებით შეუიარაღებელი და დაუცველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე განთავსება. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბი, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც გამოწვეული იყო დროული და ობიექტური გამოძიების ჩაუტარებლობით 2012 წლის 17 მაისის ინციდენტებზე, რასთან დაკავშირებითაც მან საქართველოს მიმართ დარღვევა დაადგინა 2015 წლის გადაწყვეტილებაში, „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების ამსახველი და საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევდა ბრალის წარდგენის სტანდარტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2 პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა.541 სამწუხაროდ, ადრესატმა უწყებამ წინადადება არ გაიზიარა.542 ამასთანავე, 538 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3huNo2e > ; < https://bit.ly/3hsCFFy >; <https://bit.ly/3MmNJC6 > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 539 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე, „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, პარ. 99. 540 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. 541 საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3K4Gb51> [ბოლოს ნანახია 28.02.2022]. 542 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 9 დეკემბრის წერილი №13/74440. 184 I აპარატს ეცნობა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, ბრალდება მხოლოდ სამ პირს წარედგინა „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და დაზიანების ფაქტის გამო.543 რაც შეეხება საქართველოს საფუძველზე სისხლის ინდივიდუალური სამართლის კოდექსის მოძალადეების 544 სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევებს, სხვადასხვა მიმართ მუხლის დაწყებული ისინი ლგბტქი+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეიძლება საკმარისი რეაგირების ფორმად ჩაითვალოს. ამის საწინააღმდეგოდ, მნიშვნელოვანია როგორც ამგვარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ მკაცრი მიდგომის გამოვლენა სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, სხვა ეფექტიანი და დროული პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალადობის თავიდან ასარიდებლად. საყურადღებოა, მონაწილეთა რომ მედიის წინააღმდეგ წარმომადგენელთა სამართალდამცავთა დაშავების მიერ ძალის ფაქტები შეკრების გამოყენების დროსაც 545 გამოვლინდა 2019 წლის 20-21 ივნისს და 2020 წლის 8 ნოემბერს, თუმცა დანაშაულის 546 მსგავსი გამოწვევების ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა წარსულში არაერთხელ მიუთითა მედიის წარმომადგენელთა დაცულობის თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობის 547 ნაკლოვანებებზე და მისი დახვეწის საჭიროებაზე. 10.3. შეკრების გამართვის ადგილზე დაწესებული შეზღუდვები საანგარიშო წლის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გამოიკვეთა სასურველ ადგილას მშვიდობიანი შეკრების გამართვის ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა. ამ კუთხით, საყურადღებოა ნამახვანჰესის საპროტესტო აქციის მიმდინარეობა 2021 წლის 3 აპრილს, როდესაც პოლიციამ საპროტესტო ადგილამდე მისასვლელი გზები გადაკეტა,548 543 იქვე. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, 42-43. 545 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 245-246. 546 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 23 თებერვლის №13/10290 წერილის შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისს, სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობითა და იარაღით გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულად ცნობილია სულ 11 ჟურნალისტი, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონკრეტული პირი დაზარალებულად ცნობილი არ არის. 547 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი), 32-34, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3Iy5lJ7 > [ბოლოს ნანახია 28.02.2022]; იხ. აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 239, 249. 548 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3HNyiQV > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. 544 185 I რის გამოც, შეუძლებელი გახდა აქციას სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ.549 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას პერმანენტული აქციების ცალკეულ მონაწილეთა მხრიდან ჰესის მშენებლობის წინა მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართული პირებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით და კომპანიის ქონების დაზიანების შემთხვევით ხსნიდა.550 სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზებას ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ახდენს, ხოლო ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფების სიტყვიერი ან ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები, მით უფრო, ამის ცალკეული შემთხვევა, არ უნდა აბათილებდეს იმ ადამიანთა უფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ.551 მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ თუ სხვაგვარ ქმედებებზე თანაზომიერ პასუხს და არა მთელი შეკრების მიმართ შეზღუდვების დაწესებას.552 მოგვიანებით, 2021 წლის 11 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრებილ პირთა უფლება სოფელ ნამახვანში განთავსებული კარვების ადგილიდან გატანის გზით შეზღუდა,553 რაც გარემოს 554 ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით ახსნა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ შემთხვევაში, სამინისტროს აქციის გასაგრძელებლად სასურველთან ახლომდებარე უნდა ლოკაციაზე, გამოეყო რომლის 555 დაუკარგავდა მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს. ალტერნატიული ადგილმდებარეობაც ადგილი არსს არ მიუხედავად ამისა, მსურველებს საპროტესტო აქციების გაგრძელების შესაძლებლობა მხოლოდ სოფელ გუმათში მიეცათ. მნიშვნელოვანია მითითება სახელმწიფოს ვალდებულებაზე, ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას და უზრუნველყოს მისი გამართვა იმგვარად, რომ სამიზნე აუდიტორიისთვის შესაძლებელი იყოს შეტყობინების მიწოდება, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი.556 უფლებაში ჩარევის 549 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3GGuJKZ > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 მაისის წერილი №1279949. 551 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, 18, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uNAvrN > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. 552 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 164, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3uNAHY3 > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“ (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი), 14-20, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3GO1V3d > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. 553 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/34WQKYN > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. 554 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 მაისის წერილი №1279949. 555 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3Bk9aPl> [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. 556 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების 550 186 I პროპორციულობასთან დაკავშირებული პრობლემა კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა პროტესტის მონაწილეებისთვის ნამახვანამდე გადაადგილების აკრძალვის ხანგრძლივობამ. შეკრების ადგილის არჩევის უფლების შეზღუდვა, რამდენიმე შემთხვევაში, აგრეთვე გამოიკვეთა პოლიტიკური შინაარსის აქციების მიმდინარეობისას, როდესაც მათი მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების 557 ცდილობდნენ. მასობრივი ბლოკირებას ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე გადასვლას მსგავს შემთხვევებს თან სდევდა ადმინისტრაციული წესით პირთა დაკავება. მართალია, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ადმინისტრაციულ შენობათა ბლოკირებასთან558 და ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვასთან559 დაკავშირებით, თუმცა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი შეკრებას არ ართმევს მშვიდობიან ხასიათს,560 რაც სახელმწიფოს გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობის გამოჩენას აკისრებს.561 ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა სპეციალურ ანგარიშში, „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“ (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი),562 რომელშიც აგრეთვე გასცა რეკომენდაცია შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური აკრძალვების გაუქმებისა და ამის საპირწონედ, შეზღუდვის დაწესების კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, უფლებამოსილი უწყებისთვის საკითხის ინდივიდუალური გადაწყვეტის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ.563 10.4. კარვის განთავსების შეზღუდვა შეკრების მიმდინარეობისას წინა წლების მსგავსად,564 საანგარიშო პერიოდში, კვლავ სისტემურ პრობლემად გამოიკვეთა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა საქართველოს სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 3.5 და პარა. 2.2; იხ. აგრეთვე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, №37 ზოგადი კომენტარი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების თაობაზე (მუხლი 21), 17 სექტემბერი 2020, პარა. 22, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/34Io7hY > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]. 557 მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა, მათ შორის, 2021 წლის 10 ნოემბერს, 12 ნოემბერს და 29 ნოემბერს, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/364YQil>;<https://bit.ly/3Jmkltu>; <https://bit.ly/34Bmt1L > [ბოლოს ნანახია 14.02.2022]. 558 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 9. 559 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 111. 560 გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, №37 ზოგადი კომენტარი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების თაობაზე (მუხ. 21), 17 სექტემბერი 2020, პარა. 16; ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, 14-15. 561 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Oya Ataman v. Turkey, პარ. 39-42. 562 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიში - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“ (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი), 23-27, 29-30. 563 იქვე, 63-64. 564 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 159-160; საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, 171-172. 187 I პარლამენტისა და 565 ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე გარკვეულ შემთხვევებში, მსგავს ფაქტებს ადგილზე სიტუაციის ესკალაცია და შეკრებილ პირთა დაკავება მოჰყვა. საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების გამოყენება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.566 მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების მონაწილეთათვის კარვების ფლობის შეზღუდვისთვის უსაფრთხოებისა და პირთა შეუფერხებელი გადაადგილების ხელშეშლის თავიდან წარმოუდგენია აუცილებლობას აცილების სათანადო თუ მიზნებზე არგუმენტაცია, საჭიროებას მიუთითა, რაც არცერთ ამგვარი 567 დაადასტურებდა. თავის შემთხვევაში ინტერესების მხრივ, არ დაცვის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება უფლებაში ჩარევის მართლზომიერ საფუძველს არ წარმოშობს. 10.5. შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა როგორც წინამდებარე თავში განხილული და 2021 წლის განმავლობაში გამოვლენილი სხვა მაგალითებით დადასტურდა, გასული პერიოდის მსგავსად, შეკრების მართვისას, სამართალდამცავები კვლავ აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისა568 და სამართალდამცავი 569 თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ორგანოს გამო. მსგავსი ფაქტები სახალხო დამცველმა წარსულში შეაფასა მავნე პრაქტიკად, რომელიც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებს.570 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მითითებით, შეკრების მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი ქმედებების ჩადენის გამო, მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების გათვალისწინებით და რადგან შეკრების თავისუფლებაში 565 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3gM6110 > ; <https://bit.ly/34FN3Xp> ; <https://bit.ly/3gJWFD3 > ; < https://bit.ly/3sXN2qf > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 566 იხ. სახალხო დამცველის განცხადებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: <https://bit.ly/3qEvQ6s>; <https://bit.ly/3ptyomI > ; < https://bit.ly/3qA8orf > ; < https://bit.ly/3qzv5fa > [ბოლოს ნანახია 13.02.2022]; იხ. აგრეთვე სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 159-160. 567 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 15 ივლისის №1850997 და 28 ივლისის №1979244 წერილები. 568 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი. 569 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი. 570 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 240. 188 I ნებისმიერი ჩარევა დროის მიმართ მგრძნობიარე მოვლენაა.571 ამდენად, დაკავება მხოლოდ ყველაზე გადაუდებელ შემთხვევებში უნდა განხორციელდეს, როდესაც ნათელია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩადენა მოხდება.572 ამავე დროს, პირთა განურჩეველი მასობრივი დაკავება შეკრებამდე, მისი მიმდინარეობისას ან მის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ თვითნებურ, და ამდენად, უკანონო პრაქტიკად ფასდება.573 სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს შესაბამისი პროტოკოლი, რომელშიც ასახული იქნება შეკრების მონაწილეთა კანონიერი შეჩერებისა და ჩხრეკის თუ დაკავების სპეციფიკური და ნათელი წესები.574 მსგავსი პროტოკოლები უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს და შეიცავდეს სახელმძღვანელო მითითებებს იმის თაობაზე, თუ როდის არის ზემოხსენებული ღონისძიებებისთვის მიმართვა მიზანშეწონილი, როგორ უნდა გამოიყენებოდეს ისინი პრაქტიკაში და როგორ უნდა მოეპყრას სამართალდამცავი სტრუქტურა ინდივიდებს დაკავების შემდეგ.575 საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ სამართღალდარღვევათა კოდექსში არ არის გათვალისწინებული კონკრეტული მტკიცებულებითი სტანდარტი და მტკიცების ტვირთის განაწილება, რის გამოც კოდექსი პირის სამართალდამრღვევად ცნობას უშვებს მხოლოდ ოქმისა და მისი შემდგენი პირის განმარტების საფუძველზე. შედეგად, სასამართლო გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს. რაკი კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცების ტვირთს არ აკისრებს, ხშირია უდანაშაულობის პრეზუმფციის პირის საწინააღმდეგოდ გამოყენება და მოსამართლეების მხრიდან პირისთვის მოთხოვნა, ამტკიცოს საკუთარი არაბრალეულობა. კოდექსის სხვადასხვა მუხლები ერთმანეთის დისპოზიციებს კვეთს, რის გამოც, ერთი ქმედების გამო პასუხისმგებლობა ხელოვნურად დადგენილებები სახდელის მძიმდება. გამოყენების დაუსაბუთებელია თვალსაზრისითაც სასამართლოს - კოდექსში დასაბუთებულობის სტანდარტის არარსებობის პირობებში, გადაწყვეტილებებში არ მიეთითება სახდელის გამოყენების მიზეზი და საფუძველი.576 571 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, 109-110; ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 108. 572 იქვე. 573 გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, №37 ზოგადი კომენტარი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების თაობაზე (მუხ. 21), 17 სექტემბერი 2020, პარა. 82. 574 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარა. 161. 575 იქვე. 576 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, 145-146; 2019 წლის ანგარიში, 157-159; დაწვრილებით იხ: სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, 463-468. 189 I წინადადება საქართველოს პარლამენტს:  უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“ (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი) ასახული რეკომენდაციების შესაბამისად. კერძოდ: o განიმარტოს სხვადასხვა სახის შეკრების (მათ შორის, სპონტანური და ერთდროული შეკრებები) ცნება და მოწესრიგდეს მათი გამართვის წესთან დაკავშირებული საკითხები; o გაუქმდეს შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური აკრძალვები და უფლებამოსილ უწყებას მიენიჭოს საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად; o დადგინდეს სამართალდამცავთა მოქმედების სტანდარტი შეკრების დროს ძალადობის გამოვლენის შემთხვევებში. მათ შორის, დეტალურად დარეგულირდეს მოსალოდნელი ძალის გამოყენების შესახებ შეკრების მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების წესი; o ვითარების ესკალაციისა მაქსიმალურად თავიდან და უფლებაში ასარიდებლად, ძალისმიერი ჩარევის საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს შეკრების მონაწილეებთან დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოების მექანიზმი; o გაიმიჯნოს და დეტალურად განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციები შეკრების მართვის პროცესში. რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შეიმუშაოს შესაბამისი პროტოკოლი, რომელშიც ასახული იქნება შეკრების მონაწილეთა შეჩერებისა და ჩხრეკის, ასევე დაკავების წესები. 190 I 11. ინფორმაციის თავისუფლება საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ღიაობის და მათზე სათანადო საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების წინაპირობას. ამ უფლების რეალიზაცია ხელს უწყობს როგორც უწყებათა ანგარიშვალდებულების ამაღლებას, ასევე, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.577 საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებდა თვალს საანგარიშო პერიოდში ამ უფლების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხარვეზიანია და ძირეულ რეფორმას საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად.578 მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახალხო დამცველმა ვრცლად განიხილა ის პრობლემები, რომლებიც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების განხორციელებას უკავშირდება.579 საანგარიშო პერიოდში, კვლავ გამოწვევად დარჩა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ ის თითქოს არ არის ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება. ამ თვალსაზრისით, საყურადღებო იყო საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავა, რომელიც შეეხებოდა ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას სწორედ იმ საფუძვლით, რომ იგი არ არის ადმინისტრაციული ორგანო. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,580 დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ დაევალა სადავო ინფორმაციის გაცემა. სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული იურიდიული პირი სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე,581 ჩამოყალიბებული იყო საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად - საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განსავითარებლად, და ამის გათვალისწინებით, ფუნქციურად მოქმედებდა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო. სააპელაციო სასამართლოში დავის გაგრძელების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, შეესრულებინა სასამართლოს მეგობრის ფუნქცია და სასამართლოს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული ორგანოს ცნებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების მიზნით, ამ ცნების 577 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II,პ.5. 578 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, 174; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 250. 579 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 250-252. 580 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №3/2660-20. 581 იხ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 141, პუნქტი 3. 191 I განმარტების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.582 მათ შორის, დოკუმენტში, სახალხო დამცველმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტზე, რომლის თანახმადაც, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა, ის შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოდ, დაკისრებული საჯარო სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებისას.583 აპარატის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მოთხოვნა და ხსენებული გადაწყვეტილება, ამჟამად, საქართველოს უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განხილული ერთ-ერთი საქმის ფარგლებში, გამოიკვეთა შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციის584 ცნების ზედმეტად ფართოდ განმარტების პრობლემაც. საუბარია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განმცხადებლისთვის ექსპერტიზის დასკვნისას გამოყენებული ერთ-ერთი დოკუმენტის - „ხარისხის და პროცედურების სახელმძღვანელო ხელმოწერაში“ გადაცემაზე უარის თქმაზე. უწყება თავის გადაწყვეტილებას, მათ შორის, იმ გარემოებითაც ხსნიდა, რომ სადავო ინფორმაცია შიდა უწყებრივი ხასიათის სამუშაო დოკუმენტი იყო, რომლის გაცემის ვალდებულებასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სახალხო დამცველმა ამგვარი დასაბუთება არარელევანტურად მიიჩნია და რეკომენდაციით მიმართა უწყებას.585 სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ წლიდან წლამდე გამოვლენილი ზემოხსენებული ხარვეზები ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო რეფორმის დროული გატარებისა და შესაბამისი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობაზე მეტყველებს.586 პრობლემას განსაკუთრებით ამწვავებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებასა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმებს შორის არსებული დისბალანსი. იმ ფონზე, როდესაც, ერთი მხრივ, სპეციალური კანონი587 პერსონალური მონაცემების დაცვაზე საზედამხედველო ეფექტიან ბერკეტს ქმნის, ხოლო, მეორე მხრივ, მსგავსი ქმედითი სისტემა არ არსებობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულებები ხშირად სარგებლობენ ამ საკანონმდებლო გარემოთი და თავს არიდებენ ინფორმაციის გაცემას. 582 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 6 აგვისტოს №04-5/7722 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. 583 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის №ბს-674-670(2კ-17) გადაწყვეტილება. 584 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 99, ნაწილი 1. 585 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 11 ნოემბრის რეკომენდაცია №04-5/10729. 586 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 252. 587 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. 192 I რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  დასრულდეს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილების პროექტებზე მუშაობა და მოახდინოს მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში;  რატიფიცირების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ.“ 193 I 12. უფლებადამცველები დემოკრატიული საზოგადოებისთვის უფლებადამცველთა განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი განაგრძობს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლას. 2021 წელს, კვლავ აქტუალური იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე 588 ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლებიც, ძირითადად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან მათ დაკავშირებას ისახავდა მიზნად. ასევე გამოითქვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დამატებითი 589 რეგულირების ინიციატივა და გამოვლინდა აქტივისტებისთვის გამოხატვის შეურაცხმყოფელი ფორმით მიმართვა.590 წარსულში, სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა მსგავს ფაქტებს და შეაფასა მიუღებელ პრაქტიკად, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო დონეზე უფლებადამცველთა დაცვის 591 უზრუნველსაყოფად შექმნილ გარანტიებს. საანგარიშო პერიოდში, საფრთხის შემცველი და მტრული გარემო შეიქმნა მედიის წარმომადგენლების, როგორც უფლებადამცველთა ერთ-ერთი ჯგუფის მიმართ, რაც მკაფიოდ წარმოაჩინა 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა.592 ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია არა მხოლოდ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის ზრდა, არამედ პოლიტიკოსთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და მათი მადისკრედიტირებელი თუ შეურაცხმყოფელი განცხადებები,593 ისევე როგორც სამინისტროების მიერ გამართულ ბრიფინგებზე კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის სამწუხარო ტენდენცია.594 სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ მედიას აკისრია განსაკუთრებული ფუნქცია, მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ და ამ გზით, ხელი შეუწყოს როგორც 588 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3lU83hI > ; < https://bit.ly/3EL8Ud9 > ; < https://bit.ly/3lPBemi > ; <https://bit.ly/3lK0dbh > ; < https://bit.ly/3dqJNzU > [ბოლოს ნანახია 15.02.2022]. 589 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3lC41vh > [ბოლოს ნანახია 15.02.2022]. 590 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/34XhJn5 > [ბოლოს ნანახია 15.02.2022]. 591 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 167-168, საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 250-251; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 257; იხ. აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3LtqtBY > ; < https://bit.ly/3sEx9EJ > ; < https://bit.ly/3LDy8h2 > ; <https://bit.ly/3uRAlQm > ; <https://bit.ly/3Bu9JGb > [ბოლოს ნანახია 15.02.2022]. 592 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. წინამდებარე ანგარიშის შეკრების თავისუფლების თავი. 593 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3yajvM8 > ; <https://bit.ly/3EwXSHX > ; <https://bit.ly/3lCyQzZ> ; < https://netgazeti.ge/news/555767/ >; < https://bit.ly/3oy0qQw > [ბოლოს ნანახია 15.02.2022]. 594 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. წინამდებარე ანგარიშის გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების თავები. 194 I დარღვევების თავიდან აცილებას, ისე, მათი გამოვლენის შემთხვევაში - შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. მისი როლი კიდევ უფრო თვალსაჩინოა საარჩევნო პერიოდში, არჩევნების კანონის შესაბამისად, თავისუფლად და სამართლიანად წარსამართავად. მსგავსი საქმიანობის შესრულებისას, ჟურნალისტები უფლებადამცველების სტატუსითა და ყველა სათანადო დაცვის გარანტიით სარგებლობენ. გარდა ამისა, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები იყო პირდაპირი დადასტურება, რომ ქვეყანაში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან შეკრებისა თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.595 საყურადღებოა ისიც, რომ ქალთა და ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველებისკენ 2017-2019 წლებში მიმართული მუქარის, აგრეთვე, 2020 წელს, „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში,596 დღეის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არცერთ შემთხვევაში დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.597 ეს მოწმობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში გამოვლენილი პოზიტიური რეაგირების მიუხედავად, ეროვნულ დონეზე უფლებადამცველთა დაცვის 598 უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისი რჩება. საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2021 წელს, უფლებადამცველების (გარდა მედიის წარმომადგენლებისა) მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 პირის მიმართ დაიწყო.599 გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ არ აღირიცხება სტატისტიკური მონაცემები უშუალოდ უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაწყებული გამოძიების თაობაზე, რაც ხელს უშლის სისტემური გამოწვევების გადასაჭრელი სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-გატარებას. წლების განმავლობაში, სამინისტრო, ამ პრობლემას უფლებადამცველების საკანონმდებლო ცნების არარსებობას უკავშირებდა,600 თუმცა, მოცემული ეტაპისთვის, უწყებაში, საქართველოს სახალხო დამცველის 601 სახელმძღვანელოს საფუძველზე, უფლებადამცველთა ცნების განმარტებაზე 602 მიმდინარეობს მუშაობა. საგულისხმოა, რომ 2021 წელს, გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიში ცალკეულ ქვეყნებში უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ.603 ანგარიშში, მათ შორის, საქართველოში არსებული ვითარების 595 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. წინამდებარე ანგარიშის შეკრების თავისუფლების თავი. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 257-258. 597 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 28 თებერვლის №13/11449 წერილი. 598 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 258. 599 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 28 თებერვლის №13/11449 წერილი. 600 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 258-259. 601 საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს წარდგენილი „ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/371WIby > [ბოლოს ნანახია 15.02.2022]. 602 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 15 მარტის №667697 წერილი. 603 ანგარიში ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3CjvLMc >[ბოლოს ნანახია 07.03.2022]. 596 195 I შეფასების შედეგად, გამოკვეთილია ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც წევრ სახელმწიფოებში უფლებადამცველთა დაცვას გააძლიერებს. მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანის უფლებათა ოფისი სახელმწიფოებს მოუწოდებენ, სწრაფად, მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად გამოიძიონ უფლებადამცველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები; საჯაროდ დაგმონ უფლებადამცველთა თავდასხმების თუ დაშინების ფაქტები და ყურადღება გაამახვილონ საზოგადოებაში მათ პოზიტიურ როლზე; უზრუნველყონ მედიაზე, მათ შორის, საჯარო მაუწყებლებზე პოლიტიკური გავლენის ან სხვაგვარი ზეწოლის თავიდან არიდება; შეკრების მონაწილეებისთვის ადმინისტრაციული და სხვა სახის სანქციების შეფარდება კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ და შეძლებისდაგვარად გააუქმონ პატიმრობა თუ გადაჭარბებული ჯარიმები, როგორც მშვიდობიანი შეკრების კონტექსტში მოსალოდნელი დასჯის ღონისძიებები; ასევე, შეიმუშაონ მამხილებელთა დაცვის ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩო. სახალხო დამცველი ხელს შეუწყობს და თვალს მიადევნებს საქართველოს მხრიდან ამ და სხვა რეკომენდაციების შესრულებას. რეკომენდაცია თანამდებობის პირებს:  196 I კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს, დაიცვან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. მათ შორის, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან და ხელი შეუწყონ მათ საქმიანობას. 13. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება 13.1. შესავალი 2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იყო გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებით, რადგან გასულ წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ აღიარა, რომ სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემო ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.604 რაც კაცობრიობის განვითარებასთან ერთად გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიდგომების დინამიკური ცვლილებების ლოგიკური გაგრძელებაა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობის ფარგლებში, სახალხო დამცველმა გასულ წელსაც არაერთი გამოწვევა დაადგინა, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის ნაკლოვანებები და მისი აღსრულების პრობლემები, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ადამიანის უფლებების მიდგომების, სივრცითი მოწყობისას გარემოს დაცვის ინტერესების უგულებელყოფა, ჰაერის დაბინძურების პრობლემები. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოში საზოგადოებისათვის ერთერთ ყველაზე მწვავე თემად მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქცა.605 საზოგადოების მთავარი კითხვები, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, უმეტესწილად ენერგეტიკულ პროექტებს უკავშირდება, რაზეც საანგარიშო წელს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში606 გამოაქვეყნა. გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში პოლიტიკის, საკანონმდებლო რეგულაციებისა და აღსრულების თვალსაზრისით არსებული სისტემური პრობლემების ნათელი მაგალითია ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლებიც წინა საანგარიშო წლის მსგავსად, ამჯერადაც აქტუალური იყო. წინა საპარლამენტო ანგარიშში607 სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა სამეწარმეო საქმიანობით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, მათ შორის: ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ კასპში, ქალაქ ფოთში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,608 სახალხო დამცველი რეკომენდაციის შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წელს არაერთი საწარმოს ინსპექტირება მოახდინა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ხელყოფის სხვადსხვა ფაქტიც გამოავლინა. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ერთის მხრივ, გაგრძელდეს და გაძლიერდეს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პრობლემური საწარმოების ინსპექტირება, ასევე, გაძლიერდეს თავად ზედამხედველობის ბერკეტები, ვინაიდან, როგორც ირკვევა, დარღვევებს წლებია განგრძობითი და სისტემური 604 იხ. ბმული: < https://bit.ly/3iMrEiQ > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. როგორიცაა მაგალითად, ჰიდროელექტროსადგური, ელექტროგადამცემი ხაზი, სხვადასხვა მულტიფუნქციური კომპლექსი, ტვირთების ტერმინალი, ნაგავსაყრელი თუ საავტომობილო გზა. 606 სპეციალური ანგარიში „გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა - პოლიტიკის, კანონმდებლობისა და აღსრულების გამოწვევები“, იხ. ბმული: https://bit.ly/3hI9ldY [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 607 სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2020, 272. 608 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 1/03/2022; DES 3 22 00012196 წერილი. 605 197 I ხასიათი აქვს და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ შემხვედრ ნაბიჯებს მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია, დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმირებულება, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა. 13.2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა - პოლიტიკის, კანონმდებლობისა და აღსრულების გამოწვევები სახალხო დამცველის შეფასებით, ეკონომიკურ ზრდასთან, ენერგოდამოუკიდებლობის მიზნის მიღწევასთან ერთად, თანაბარი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ეფექტიან გარემოსდაცვით მმართველობას. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგებაში უნდა აისახებოდეს. პოლიტიკის წარმოებასა და ანალიზმა ცხადყო, რომ ენერგეტიკის ცალკეულ მიმართულებასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქვეყანას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საპასუხოდ არ შეუმუშავებია ენერგეტიკული სექტორის კომპლექსური, პოლიტიკის განვითარების გრძელვადიანი, დოკუმენტი, სტრატეგიული ერთიანი რომელიც ხედვის საქართველოს საფუძველი იქნება. ამსახველი ენერგეტიკული შედეგად, ისეთი დოკუმენტის არარსებობა, რომელიც ასახავდა ქვეყანაში ენერგეტიკის დარგში არსებულ გამოწვევებს, გრძელვადიან ხედვებსა და პრიორიტეტებს, მთლიანობაში, მრავალი წლის განმავლობაში, არაერთ მწვავე პრობლემას განაპირობებდა. მათ შორის, მოქალაქეთა წინააღმდეგობას შეუძლებლობას, ინფრასტრუქტურული გამჭვირვალობისა და პროექტების ანგარიშგების მიმართ, კონტროლის პრობლემებს, სტრატეგიული ხედვების, ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, რისკებისა და შესაძლებლობების გააზრების ნაკლებობას. სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის კონცეფცია, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკულ პოლიტიკაზე.609 ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი სამუშაო ვერსიის მომზადებისთანავე წარედგინება შესაბამის უწყებებს,610 სკოპინგის დასკვნის საფუძველზე კი მომზადდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში, ასევე, როგორც გვეცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან თანამშრომლობით, გასულ საანგარიშო წელს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მართავდა შეხვედრებს. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტები დროულად და ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის 609 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04/1047 23/02/2022 წერილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 610 198 I მოთხოვნათა სრული დაცვით შემუშავდება და დამტკიცდება, შეუფერხებლად აისახება კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. და შემდგომში რაც შეეხება თავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემას, კვლევამ ცხადყო, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევებია როგორც საკანონმდებლო რეგულაციების აღსრულების თვალსაზრისით. ასეთი დონეზე, ისე პრობლემები არსებული თავს იჩენს ინდივიდუალურ შემთხვევებშიც, და თანაც, სისტემურ ხასიათსაც ატარებენ, მათ შორისაა, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების კუთხით არსებული გამოწვევები; გარემოზე ზემოქმედების შეფასების ფარგლებში ჩატარებული კვლევების ხარისხი და მათ მიმართ უნდობლობა; გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის გადახედვის საჭიროება. 13.2.1. საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა მიუხედავად მაღალი სამართლებრივი გარანტიებისა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეგულაციების ეფექტიანად აღსასრულებლად, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა ჩატარებული წარმოება არა მხოლოდ პროცედურულად აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ სტანდარტებს, არამედ აღსრულდეს კანონმდებლის უმთავრესი ნება - ფართო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე ფლობდეს ინფორმაციას დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა პროცესებში მონაწილეობა კი იყოს რეალური და შედეგზე ორიენტირებული. საჯარო განხილვისთვის ადგილის შერჩევისას, მნიშვნელოვანია დისტანციის და ტრანსპორტირების საკითხების გათვალისწინება. ასევე, მეორე და უმთავრეს საკითხს წარმოადგეს თავად საჯარო განხილვების წარმართვის პროცესი. მოქმედი რეგულაციით611, საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას საზოგადოების წარმომადგენელი. მსგავსი ჩანაწერი აზრს უკარგავს საჯარო განხილვის პროცედურის უმთავრეს მიზნებს - საზოგადოებისთვის ინფორმაციის ზეპირ მიწოდებას და მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღებას. ამდენად, ისეთი განხილვა, რომელსაც არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება, არ უნდა ჩაითვალოს ჩატარებულ საჯარო განხილვად. სახალხო დამცველს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, საჯარო განხილვების ფარგლებში მოქალაქეთა შორის გაჩენილი კითხვებისთვის მაქსიმალურად ამომწურავი და სიღრმისეული პასუხების გაცემა. საჯარო განხილვების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მიღებულმა მოსაზრებებმა და შენიშვნებმა რეალური გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, როგორც ამას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს; მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და კანონიერი ინტერესები. 611 საჯარო განხილვის წესი, მუხლი 9, პუნქტი 13. 199 I 13.2.2. სკრინინგის პროცედურა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, სკრინინგის პროცედურა განსაზღვრავს გზშ-ის ჩატარების საჭიროებას. ამჟამად, კოდექსში მითითებულია ზოგადი კრიტერიუმები, მაგრამ არ არის დადგენილი სამინისტროს მიერ სკრინინგის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული კრიტერიუმები და წესი, მათ შორის, არ არის განსაზღვრული წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება. 2011/92/EU დირექტივის თანახმად, სკრინინგის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალური (case-by-case) გამოკვლევის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით.612 სახელმწიფოს შეუძლია, ორივე პროცედურა გამოიყენოს. მაგრამ იმის მიუხედავად, თუ რა არჩევანს გააკეთებს, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს დირექტივით განსაზღვრული 613 კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლებიც დადგენილ მახასიათებლებთან ერთად სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება. ამდენად, მიზანშეწონილი იქნება სკრინინგის კრიტერიუმების დაზუსტება საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. მით უფრო, რომ დირექტივის თანახმად, სახელმწიფოებს არ მოეთხოვებათ პროექტის შემოწმება დადგენილი კრიტერიუმების მიღმა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სკრინინგის პროცედურა გზშ-ს სისტემის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების საფუძველს წარმოადგენს, აუცილებელია სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. ცხადია, რომ სკრინინგი არ გულისხმობს კვლევებისა და შეფასების იმ ხარისხს, რომელიც გათვალისწინებულია გზშ-სთვის, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელია სკრინინგის პროცედურა სრულად იყოს ორიენტირებული საკვლევი საკითხის სიღრმისეულ და დასაბუთებულ შესწავლაზე, მათ შორის, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების გზით. ამდენად, განსახორციელებელი პროექტის გარემოზე ზემოქმედების კვლევის საჭიროების მაღალი სტანდარტებით გადასაწყვეტად, საჭიროა შეიქმნას და დაინერგოს დამატებითი სამართლებრივი გარანტიები. 13.2.3. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს ზემოქმედების გარემოსდაცვითი შეფასებას შეფასების კოდექსის დაქვემდებარებული მიღებით საქმიანობების გარემოზე საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას. თუმცა პრაქტიკამ ცხადყო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი გადახედვას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წინა საპარლამენტო ანგარიშში გაცემული 612 მუხლი 4, ნაწილი 2. იხ. ბმული: < https://bit.ly/3IWzbpQ > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. მაგ., საქმიანობის მახასიათებლები, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა; საქმიანობის შესაძლო ზემოქმედების ხასიათი. საგულისხმოა, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილს და მისი თავსებადობის კრიტერიუმს, დირექტივა სენსიტიურ გეოგრაფიულ არეალებს უკავშირებს. 613 200 I წინადადების მიუხედავად, საანგარიშო 614 მიმართულებით კოდექსში არ შესულა. წელს რაიმე სახის ცვლილებები ამ კოდექსის დანართებით განსაზღვრული საქმიანობების კრიტერიუმები, ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოს თავისებურებებისა და რეალობის გათვალისწინებით, შეცვლას მოითხოვს.615 მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ისეთი საქმიანობების რეგულირების მიღმა დარჩენა, რასაც, პოტენციურად, შესაძლოა, მოჰყვეს ეკოლოგიური უფლებების ხელყოფა. ამდენად, გამჭვირვალე პროცესის წარმართვის გზითა და სათანადო კომპეტენციის, გამოცდილების მქონე ჯგუფების მონაწილეობით უნდა გამოვლინდეს ყველა ის საქმიანობა, რომელიც დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. 13.3. ნამახვანჰესის პროექტი გასული წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც, ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო. სახალხო დამცველმა არაერთხელ განმარტა, რომ ეს პროექტი იმ სისტემური გამოწვევების ერთ-ერთი მაგალითია, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას ენერგეტიკული პროექტების დაგეგმვაგანხორციელების თვალსაზრისით, მათ შორის, საზოგადოების სათანადო 616 ინფორმირებულობისა და რეალური ჩართულობის კუთხით. საანგარიშო წელს კვლავ გრძელდებოდა მოქალაქეთა პროტესტი პროექტის მიმართ. სახალხო დამცველი თავად იმყოფებოდა გუმათის დასახლებაში, სადაც პროექტის მოწინააღმდეგეებს შეხვდა. პროტესტის მონაწილეების ლეგიტიმური კითხვების საფუძველზე, სახალხო დამცველმა კვლავ მოუწოდა ხელისუფლებას მოქალაქეებთან გამჭირვალე, შედეგზე ორიენტირებული დიალოგისა და მათთვის დისკუსიის ფორმატის დაუყოვნებლივი შეთავაზებისკენ და განმარტა, რომ საპოლიციო ძალისმიერი გზა მხოლოდ პრობლემის გამწვავებას უწყობდა ხელს.617 როგორც ცნობილია, ნამახვანჰესის პროექტი618 საქართველოს მთავრობამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად მიიჩნია.619 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 614 სამინისტრომ620 გვაცნობა, რომ საქართველოს მთავრობის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2020, 275. მაგ., გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართის თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი ექვემდებარება სკრინინგის გადაწყვეტილებას. ხსენებული ზღვრული მაჩვენებლის დაწესება პრაქტიკაში მძიმე შედეგებს იწვევს. 616 ვრცლად იხ. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, 2020, გვ. 266-დან. 617 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38j0tdH > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 618 საქართველოს მთავრობასა და ინვესტორთან დადებული კორექტირებული ხელშეკრულების პრეამბულის მე-5 აბზაცი. 619 „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე. 620 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის GOV 3 21 00023559 06/07/2021 წერილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №23/4430, 13.07/2021 წერილი. 615 201 I განკარგულებით,621 მოწონებულ იქნა დასადები ხელშეკრულება, ამასთანავე, ნამახვანჰესის პროექტი განისაზღვრა მომზადების ეტაპზე მყოფ პროექტად. სამინისტროს განმარტების გათვალისწინებით, სხვა პროცედურებთან ერთად, მომზადების ეტაპზე, საჭირო იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეემუშავებინა შესაბამისი დასკვნა, პროექტის ფისკალური რისკების შესახებ. საგულისხმოა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვების დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხს მიემართება.622 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არ მიუღია პასუხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან იმის შესახებ, დაკავშირებით „საჯარო არსებობდა თუ არა ნამახვანჰესის და კერძო 623 თუმცა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ გავრცელდა გათვალისწინებული დასკვნა. თანამშრომლობის შესახებ“ პროექტთან კანონით ინფორმაცია, რომ ინვესტორი წყვეტს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას, მედიამ624 უწყებისგან მიიღო წერილობითი განმარტება ასეთი დასკვნის არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია არაერთი თვის განმავლობაში ცდილობდა ამ დასკვნის მოპოვებას ან იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომ ასეთი დასკვნა არ ყოფილა შემუშავებული. გარდა იმისა, რომ პრობლემურია კანონით განსაზღვრული ზემოთ მითითებული დასკვნის არარსებობა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს განსახილველ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის საჯაროობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის უგულებელყოფას, რაც ეწინააღმდეგება ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. გასულ წელს ამ პროექტის ირგვლივ შექმნილმა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მედიაციის პროცესის დაწყება, რომელსაც მთავრობასა და საზოგადოებას შორის მოლაპარაკებების წარმართვა, ასევე, პროექტის შესახებ დამოუკიდებელი შეფასებების მომზადება უნდა მოჰყოლოდა.625 თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია626 ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკას” მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების627 შეწყვეტის ინიციატივის თაობაზე, ენერგეტიკული გაერთიანების შემაჯამებელი ანგარიშით ცნობილი გახდა, რომ დამოუკიდებელი შეფასებების მომზადება შეჩერდა. საყურადღებოა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს628 ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბრიდან კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, 621 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის №905 განკარგულება. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-10, 13, მუხლები. 623 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №04-11/5319, 4/06/2021 წერილი. 624 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hKVXpE [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 625 მედიაციის დასაწყისში, დამკვირვებლის სტატუსით შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. 626 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3DrO0zv > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 627 ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება. 628 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №23/1040, 23/02/2022 წერილი. 622 202 I მხარეები ელოდებიან მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას, რის შემდეგაც გადაწყდება პროექტის განხორციელების სამომავლო ჩარჩო. 13.4. საავტომობილო გზების პროექტები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, წინა წლების მსგავსად, საანგარიშო წელსაც მომართავდნენ629 მოქალაქეები საავტომობილო გზების პროექტების ფარგლებში მათი საკუთრების უფლების, ჯანმრთელობისათვის უვნებელ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვა, თითქმის მთლიანად, საავტომობილო გზებზე ხორციელდება. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანად იქნა მიჩნეული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის სრულყოფა და განვითარება, მათ შორის, საავტომობილო გზის ზედაპირის რეაბილიტაცია და ახალი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა.630 ამდენად, ბოლო ინფრასტრუქტურული წლებში აქტიურად პროექტი, რომელიც მიმდინარეობს თავისი რამდენიმე მასშტაბისა და საგზაო სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდებარედ დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების უფლებებთან იკვეთება.631 განმცხადებლები თითოეულ შემთხვევაში მოგვმართავდნენ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. მათი მთავარი წუხილი შეეხება მშენებლობის-ექსპლუატაციის შედეგად მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანების რისკებს, გეოლოგიურ საფრთხეებს, მათ ხეხილსა და სხვა სამეურნეო საქმიანობაზე მოსალოდნელ უარყოფით ზეგავლენას, მოსალოდნელ ხმაურს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და ამდენად, საცხოვრებელი გარემოს გაუარესებას და უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებებს. აქაც ასევე პრობლემურია მოქალაქეთა ვალდებულების შესრულება, სათანადო ინფორმირებულობა-ჩართულობის რიგ შემთხვევებში აქტუალური ხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება. მოქალაქეების პრეტენზიები ხშირად ეხება იმას, რომ მოსალოდნელი უარყოფითი ზეგავლენის მიუხედავად, მათი საკუთრება არ ექვემდებარება კომპენსირებას, ან შეთავაზებულ კომპენსაციებს არ ეთანხმებიან, ან მიაჩნიათ, რომ მათი ოჯახები უსამართლოდ არ დაექვემდებარნენ განსახლებას; ენერგეტიკული პროექტების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მაღალია უნდობლობა გზშ-ს 629 ა. ბ., მ, პ, №12385/21, მ. პ. №10369/21, ჯ. მ., მ. გ. №5649/21, ნ. მ. 5778/21, ნ. ჭ. №6704/21. საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021, გვ:88-დან, https://bit.ly/3vOC4Gn [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 631 საერთაშორისო მნიშვნელობის ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას ავტომაგისტრალის პროექტის(E-60); საერთაშორისო მნიშვნელობის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტის (E70); ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, ქვეშეთი-კობის მონაკვეთის პროექტის შესახებ. 630 203 I დოკუმენტებში ასახული სხვადასხვა კვლევის შედეგებისა და გათვალისწინებული ღონისძიებების მიმართ. როგორც წესი, სახელმწიფო უწყებები, კომპენსაცია/განსახლების საკითხებთან მიმართებით, ასეთ დროს ეყრდნობიან ინდივიდუალურად, პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიდგომებსა და პოლიტიკას; რაც შეეხება სხვა სახის ზემოქმედებებს, სახელმწიფო ეყრდნობა გზშ-ს დოკუმენტებში გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის, ჰაერის დაბინძურების, გადაჭარბებული ხმაურის ასარიდებლად/შესარბილებლად. მართალია, სახალხო უფლებამოსილების დამცველის აპარატი კანონმდებლობით მინიჭებული გათვალისწინებით, თავად ინდივიდუალურად ვერ აფასებს საკუთრებაზე თუ მთლიანად გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის ხარისხს იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული შეფასება-დასკვნა და კონკრეტული უფლების ხელყოფის ფაქტების დადგენა რთულდება. თუმცა მოქალაქეთა პრეტენზიები ცხადყოფს, როგორც სპეციალურ ანგარიშში ასახული სხვადასხვა სისტემური პრობლემის დროულად აღმოფხვრის საჭიროებას, ისე თითოეული ასეთი პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევის გაწევის აუცილებლობას. რათა, ერთი მხრივ, მოქალაქეებს ადრეულ ეტაპზევე ჰქონდეთ ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების, მოსალოდნელი რისკების და ზეგავლენის მასშტაბების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები, მათ შორის, სამართლიანი განსახლების პოლიტიკის დაგეგმვით. 13.5. სივრცითი მოწყობა და გარემოს დაცვა სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს მშენებლობის მიმართულებით არსებული მძიმე გამოწვევების თაობაზე. სამშენებლო სფერო ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებს საჭიროებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ნებისმიერი ინიციატივისა თუ დაგეგმილი ცვლილების მიზანი სწორედ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა და ვითარების გამოსწორება უნდა იყოს და არა პირიქით, დამძიმება. ასევე, მაღალი საჯარო ინტერესისა და დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრინციპულად ძირეული ცვლილება მუშავდებოდეს და მიიღებოდეს შესაბამისი პროფესიული წრეების ჩართულობითა და მათთან შინაარსობრივი კონსულტაციების გზით. საანგარიშო წლის მიწურულს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა,632 რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ მნიშვნელოვანი 632 ცვლილებები მომზადდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38feDwg > ; < https://bit.ly/3LqjPf0 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 204 I საქართველოს პარლამენტის ბიურომ კი, ამ ცვლილებების განხილვის პროცედურის დაჩქარებული წესით დაწყებას დაუჭირა მხარი. სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, შემოთავაზებული პაკეტის მიხედვით, კანონში განიმარტა საინვესტიციო პროექტის ცნება. ასეთად ჩაითვლება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის არასაცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას და ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას ან ხასიათდება განსაკუთრებული მიზნობრიობით. დაიგეგმა, რომ კანონით დადგინდეს ასეთი პროექტის მინიმალური მიეცეს ღირებულებაც შესაძლებლობა, და მათი ტერიტორია განხორციელებისას დაინტერესებულ პირს განავითაროს ტერიტორიაზეც კი.633 უშენ ცვლილებების თანახმად, ასეთ პროექტებზე აღარ გავრცელდება კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისას განაშენიანების არსებულ გარემოსა და სამეზობლო ინტერესების შესაბამისობის გათვალისწინებას, შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მოქმედი სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ეს საზოგადოებრივ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. შემოთავაზებული მოწესრიგება უკვე ნიშნავს, რომ ნებისმიერი მსგავსი პროექტი, შესაძლოა, ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელდეს. სახალხო დამცველის შეფასებით, საჯარო ინტერესებისა და სხვა დასახელებული გარემოებების უგულებელყოფა დაუშვებელია. იმ პირობებში, როდესაც ისედაც მწვავედ დგას ქაოსური და პრობლემური მშენებლობების საკითხი, კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად მოხსნა მსხვილი პროექტების მიმართ, რომელთაც თავიანთი არსით დიდი გავლენა ექნებათ გარემოსა და სხვა დაკავშირებულ ასპექტებზე, მიზანშეუწონელია. ამის საპირწონედ ვერ მიიჩნევა მხოლოდ საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ასეთი ტერიტორიების პოტენციალის ათვისების ინტერესი. უპირველესად, სწორედ ასეთი მსხვილი პროექტების მიმართ დგება დღის წესრიგში გარემოს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პირობების, საკუთრებისა და ადამიანის უფლებების პერსპექტივასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის სწორი ბალანსის პოვნის საჭიროება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნების კრიტერიუმებიც უფრო კონკრეტული და წინასწარ განჭვრეტადი იყოს, რათა ინდივიდუალურ შემთხვევებში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებაზე არ გახდეს დამოკიდებული გარემოს დაცვის ინტერესების უგულებელყოფა და შეუქცევადი ზიანის დადგომა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი 633 საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადამიანის უფლებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს წაახალისებს ბიზნესს, აუთვისებელ ტერიტორიებზე განახორციელოს ღირებული და გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასეთი ტერიტორიის პოტენციალის ეფექტიანად ათვისებას და წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ/სოციალურ კეთილდღეობაში. 205 I პერსპექტივიდან დამატებით შესწავლას, დასახელებული საკითხების სიღრმისეულ ანალიზსა და პროფესიული წრეების ჩართულობას მოითხოვს. 13.6. უფლება სუფთა ჰაერზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ბოლო პერიოდში გატარებული და დაგეგმილი არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მიუხედავად, ჰაერის დაბინძურება ქვეყანაში ჯერ კიდევ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. კვლავ ხარვეზიანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა,634 რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაბინძურების სრულფასოვან სურათს არ იძლევა.635 მიუხედავად ამისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მოსალოდნელია სადამკვირვებლო ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება.636 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ევროპულ სტანდარტზე ეტაპობრივად გადასვლის კუთხით,637 წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიის 5 ზონად638 და 1 აგლომერაციად639 დაყოფა საანგარიშო წელს.640 ეს შესაძლებელს გახდის ჰაერის ხარისხის შეფასებას და ეფექტიანად მართვას თითოეულ დანაყოფში არსებული გამოწვევების შესაბამისად.641 634 წინა საანგარიშო წლის მსგავსად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი კვლავ 8 ავტომატური და 1 არაავტომატური სადგურის საშუალებით ხორციელდება. 635 დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 262-263. 636 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 თებერვლის №1748/01 წერილის შესაბამისად, უწყებამ 2021 წელს, ახალი მობილური ავტომატური სადგური შეიძინა (მოწოდების ვადაა 2022 წლის აპრილი), ხოლო სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) შორის საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად, 8 ახალ ავტომატურ და ერთ მობილურ სადგურს შეიძენს. 637 დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 262. 638 შავი ზღვის ზონა, დასავლეთის ზონა, ცენტრალური ზონა, აღმოსავლეთის ზონა, და მაღალმთიანი ზონა. 639 თბილისის აგლომერაცია. 640 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 30 აგვისტოს №2-1293 ბრძანებით დამტკიცებული „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ზონები და აგლომერაციები“. 641 „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 671; საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 დეკემბრის №563 დადგენილება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე, დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 თებერვლის №1748/01 წერილის შესაბამისად, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, 2022 წელს, დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავება თბილისის აგლომერაციისთვის და შავი ზღვის ზონისთვის. ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავება სხვა ზონებისთვის კი, დონორების მიერ დაფინანსებული სხვა პროექტების ფარგლებში იგეგმება. 206 I იმის გათვალისწინებით, რომ სამრეწველო სექტორი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, მნიშვნელოვან ღონისძიებად უნდა შეფასდეს სამრეწველო ობიექტების მიერ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაწესებული ჯარიმების ზრდა642 და მსხვილი საწარმოებისთვის გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის, აგრეთვე, შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულების დაწესება.643 მიუხედავად ამისა, ამ სიახლეებით სამრეწველო სექტორიდან მომდინარე დაბინძურების რეგულირების სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩო არ იქმნება. წლებია, საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამგვარი გაფრქვევების შესამცირებლად და მათი კონტროლის ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად, აუცილებელია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში, რაც თავდაპირველად 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა დღემდე არ განხორციელებულა.644 დაბინძურების კიდევ ერთი უმსხვილესი წყარო ეროვნულ დონეზე, ავტოტრანსპორტია. ეს კარგად გამოვლინდა პანდემიის საპასუხოდ გადაადგილების აკრძალვის მოქმედების პერიოდში, როდესაც ატმოსფერულ ჰაერში იკლო მავნე ნივთიერებების კონცენტრაციამ და განსაკუთრებით შემცირდა აზოტის დიოქსიდის შემცველობა.645 სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ არ დასრულებულა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოვლენისა და ამ სახის სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა-ამოქმედებისთვის მიმდინარე სამუშაოები.646 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შექმნილი „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი“ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.647 642 საქართველოს 2021 წლის 2 მარტის №249-IVმს-Xმპ კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. 643 საქართველოს 2021 წლის 2 მარტის №246-IVმს-Xმპ კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 644 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 256 და საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 264. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 თებერვლის №1748/01 წერილის თანახმად, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და მისგან მომდინარე კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. 645 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 თებერვლის №1748/01 წერილის თანახმად, „მაგალითად, თუ 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებით, აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე იყო 60 მკგ/მ3, რაც შესაბამის ზღვრულად დასაშვებ ნორმას (40 მკგ/მ3 ) აჭარბებდა 1,5-ჯერ, 2020 წლის აპრილში ეს მონაცემი შეადგენდა მხოლოდ 26 მკგ/მ3 და ნორმის ფარგლებში იყო. ასევე ქ. თბილისში ყაზბეგის გამზირზე 2019 წელს ფიქსირდებოდა 35 მკგ/მ3, ხოლო 2020 წლის აპრილში საშუალო წლიური კონცენტრაცია 19 მკგ/მ3 დაფიქსირდა და მისი მნიშვნელობაც არ აღემატებოდა ნორმას. ქ. ბათუმში 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებით აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია იყო 62 მკგ/მ3, რაც ზღვრულად დასაშვებ ნორმას აღემატებოდა 1,6-ჯერ, ხოლო 2020 წლის აპრილში საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში - 37 მკგ/მ3 დაფიქსირდა“. 646 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 264-265. 647 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 თებერვლის №1748/01 წერილი. 207 I რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობის განუხრელი დაცვა საქმიანობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს:  შეიმუშაოს დამატებითი ბერკეტები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას საკვლევი საკითხის სიღრმისეულად შესწავლისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად;  დაგეგმოს და შემუშავება, უზრუნველყოს მაგალითად, თემატური ჰიდროელექტრო სახელმძღვანელო პროექტებთან, დოკუმენტების ელექტროგადამცემ ხაზებთან, მაგისტრალებთან დაკავშირებით და გაატაროს საჭირო ღონისძიებები ამ დოკუმენტებით ხელმძღვანელობისათვის სავალდებულო ძალის მისანიჭებლად;  საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, ისეთი საჯარო განხილვა, რომელსაც არ დაესწრება არცერთი წარმომადგენელი, არ ჩაითვალოს ჩატარებულად;  საჯარო განხილვისათვის ადგილის შერჩევისას, მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაითვალისწინოს ყველა რელევანტური კრიტერიუმი, მათ შორის, ტერიტორიულობისა და ტრანსპორტირების საკითხები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს:  დროულად შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, სულ მცირე 10 წლიანი პერიოდისთვის და უზრუნველყოს მის დასამტკიცებლად საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის ჯეროვნად და დროულად წარმართვა. 208 I 14. შრომის უფლება 14.1. შესავალი გასული საანგარიშო წელი, შრომის უფლების დაცვის თვალსაზრისით, გამოწვევებით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ შრომის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით648 და საერთაშორისო აქტებით,649 არჩევნების წინა პერიოდში გამოიკვეთა შრომითი უფლებების დარღვევის ტენდენცია პოლიტიკური შეხედულებების საფუძვლით. სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 69 პირის, სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად, სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების ან სამსახურებრივი შევიწროების შემთხვევების შესახებ. სახალხო დამცველმა სამართალდამცავ ორგანოებს 44 ასეთი შემთხვევის შესახებ აცნობა. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და გენერალურმა პროკურატურამაც, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ შრომის კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის სხვადასხვა ფაქტზე დაიწყეს გამოძიება. ამასთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატმა მოცემული ეტაპისთვის, 9 პირის მიმართ შრომითი უფლებების ან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და პასუხისმგებელ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა. ასევე, საერთო სასამართლოებში მიმდინარე შრომითი დავის ფარგლებში 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.650 პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა. მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასი კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ სიტუაციას. ქვეყანაში საგანგაშოდ დაბალია ექთნების რაოდენობა. შესაბამისად, ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და გაზრდილი სამუშაო გრაფიკის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას.651 კვლავ პრობლემურია სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნორმების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე იკლო გარდაცვალების შემთხვევებმა, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კვლავ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, 2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს მიეცა უფლებამოსილება საქართველოს შრომის კოდექსითა და ,,საჯარო სამსახურის 648 შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. ევროპის სოციალური ქარტია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და სხვ. 650 იხილეთ წინამდებარე ანგარიშის საარჩევნო უფლების თავი. 651 იხილეთ წინამდებარე ანგარიშის გენდერული თანასწორობისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების თავები. 649 209 I დარღვევის გამოვლენის მიზნით, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე ჩაატაროს სამუშაო ადგილების ინსპექტირება და უფლებადარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სანქციები.652 როგორც ზემოხსენებული უფლებამოსილების ფარგლებში, ისე ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და როგორც დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობის, ისე სისტემური ინსპექტირებების საჭიროებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, საანგარიშო წლის განმავლობაში გაიზარდა შემოწმებული ობიექტების რაოდენობა, მნიშვნელოვანია, მომავალში ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით წარიმართოს. 14.2. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა შრომის ინსპექციის საქმიანობა, 2021 წლის განმავლობაში, გულისხმობდა როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების ინსპექტირებას, ისე საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსის“, მოთხოვნების დაცვის მდგომარეობის შემოწმებას. 2020 წლის მსგავსად, 2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება (ინსპექტორის 109 საშტატო ერთეულიდან 31 საშტატო ერთეული კვლავ ვაკანტურია)653 არ მომხდარა, რაც პრობლემაა სამსახურისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების თვალსაზრისით. 14.2.1. შრომის ინსპექციის საქმიანობა შესრულებასთან დაკავშირებით შრომითი უსაფრთხოების ნორმების სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით,654 2021 წელს ამავე უწყებამ ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე 446 ობიექტზე 1074 (პირველადი და შემდგომი, დარღვევების აღმოფხვრამდე) ინსპექტირება ჩაატარა. მონაცემი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული წინა წელთან შედარებით,655 თუმცა, ნაკლებია 2019 წელს მონაცემებთან შედარებით.656 მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების პროცესში გამოვლინდა 4538 დარღვევა, და ყველა ობიექტის მიმართ გაიცა გაფრთხილება გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად, რაც, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, დამსაქმებლისთვის გონივრული ვადის მიცემას გულისხმობს. ამასთანავე, 652 საქართველოს კანონი ,,შრომის ინსპექციის შესახებ’’; საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე’’, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3fs8JJJ > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 653 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 12 თებერვლის №09/499 წერილი. 654 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 12 თებერვლის №09/499 წერილი. 655 ინსპექტირება ჩატარდა 169 ობიექტზე. იხ. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, 280. 656 2019 წელს ინსპექტირება ჩატარდა 558 ობიექტზე. იხ. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში, 275. 210 I საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საერთო სასამართლოებში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დარღვევის საფუძველზე შედგენილი 12 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გასაჩივრდა. ინფორმაციის მოწოდების დროისთვის მათზე საქმისწარმოება არ იყო დასრულებული. როგორც ირკვევა დამსაქმებლები, უმეტეს შემთხვევებში არ ცდილობენ სამუშაო სივრცეებში არსებული საფრთხის გამოვლენას, არ ატარებენ შესაბამის სწავლებასა და ტრენინგებს, ამ ობიექტებზე დასაქმებულები არ სარგებლობენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ასევე, ხშირია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის’’ მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 (მამაკაცი) და დაშავდა 253 პირი (37 ქალი და 216 მამაკაცი). საწარმოო უბედური შემთხვევებიდან 1 მასობრივი ხასიათისაა, 58 - მძიმე და 195 - საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა. ამათგან, დაღუპულთა და დაშავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამთომოპოვებითი მრეწველობის და კარიერის დამუშავების და საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის სფეროზე მოდის, მსგავსად 2020 წლისა,657 თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია, 2020 წელთან შედარებით 13%-ით, 2019 წელთან შედარებით - 24%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით - 42%-ითა შემცირებული.658 გამოვლენილი დარღვევების თაობაზე ზემოაღნიშნული მონაცემების თანახმად, შეიძლება დავასკვნათ, რომ პრობლემად რჩება შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დაცვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გამოყენება დამსაქმებლების მიერ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ინტენსიურად ჩატარდეს ინსპექტირებები. 14.2.2. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შრომის უფლებების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 2021 წელს, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საქართველოს ორგანული კანონის, ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ შესაბამისად გაწეული ზედამხედველობის შედეგად, გამოვლინდა, რომ ყველაზე ხშირი დარღვევა შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ხელფასის გაუცემლობა იყო. გამოიკვეთა შრომის ანაზღაურების გაცემის ფორმის, დროისა და ოდენობის დარღვევის შემთხვევებიც. 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა, საანგარიშო წელს საქართველოს მასშტაბით, 249 ობიექტზე 327 657 იხ. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, 281. 658 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 12 თებერვლის №09/499 წერილი. 211 I ინსპექტირება/რეინსპექტირება ჩაატარა. მათგან, გეგმური ინსპექტირება იყო 73, საჩივრის საფუძველზე ჩატარდა 36, ხოლო საკუთარი ინიციატივით - 140 ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად გამოიცა 195 ოქმი. 192 შემოწმებული ობიექტის მიმართ სანქციის სახედ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ხოლო 3 ობიექტი დაჯარიმდა. ასევე, საქართველოს ორგანული კანონის, ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ შესაბამისად გაწეული ზედამხედველობის შედეგად, ჯამში გაიცა 1766 მითითება, რომელთაგან დიდი ნაწილი სამუშაო დროის ხანგრძლივობისა და შრომითი ხელშეკრულების ვადასა და არსებით პირობებთან დაკავშირებულ დარღვევებს ეხება. ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს როგორც დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობაზე, ასევე ინსპექტირებების აქტიურად და ინტენსიურად ჩატარების მნიშვნელობაზე. აღმოჩენილი დარღვევების სიმრავლის მიუხედავად, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის განმარტებით,659 ამავე უწყებაში 2021 წელს შრომით უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული მხოლოდ 36 საჩივარია შესული, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2020 წლის მონაცემისგან (32 საჩივარი).660 გასულ წლებში საჩივართა სიმცირე ძირითადად შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის სისუსტეს და გაცემული რეკომენდაციების არასავალდებულო ხასიათს უკავშირდებოდა. თუმცა 2020 წლის 661 საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, 29 სექტემბერს სამსახურის მანდატის გაფართოებისა და სანქციების გამოყენების უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ, საჩივრების სიმცირე ინსპექციის უფლებამოსილების შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების დაბალ დონეს უნდა დავუკავშიროთ, ამიტომაც, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა. რეკომენდაციები სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს:  დროულად დაასრულოს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების ვაკანტური თანამდებობების დაკომპლექტება;  2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად, აწარმოოს ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. 659 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 12 თებერვლის №09/499 წერილი. იხ. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, 283. 661 საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე’’, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3fs8JJJ < [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 660 212 I 15. ჯანმრთელობის დაცვის უფლება 15.1. შესავალი მეორე წელია, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელებით გამოწვეული პანდემია გრძელდება. საქართველოში პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემის მართვის 2-წლიანმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი, მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მთავრობის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების სათანადოდ მეცნიერული არგუმენტებით დასაბუთება და არა პოლიტიკური დღის წესრიგით მართვა. ამავე პერიოდში დიდ გამოწვევად იქცა მოსახლეობასთან სწორი და ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა, რამაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე ნეგატიური გავლენა იქონია და სამიზნე ჯგუფების დაგეგმილი ოდენობით ვაქცინაცია შეუძლებელი გახადა. ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობის ადმინისტრაციული და კონტროლის შესაბამისი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა და ჯანდაცვის უფლების რეალიზაციის და ეფექტიანად დაცვის წინაპირობა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩებოდა პაციენტის დარღვეული უფლებების დაცვის სწრაფად და ეფექტიანად აღდგენა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოწყვლადი პაციენტებისათვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების სრულად მიწოდება, ასევე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. 15.2. პანდემიის მართვა 2021 წელს პანდემიამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ჯანდაცვის სისტემების სისუსტემ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ პროგრესზე, ნდობასა და სოციალურ ურთიერთობებზე.662 ახალი კორონავირუსის სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტის არარსებობის პირობებში, სხვადასხვა ქვეყნებში პანდემიის მართვის მოდელების საერთო მიზანი ინფექციის გადაცემის შეჩერებაა. მართვის ცალკეული მოდელი მოიაზრებს საზოგადოებრივი მობილობის მნიშვნელოვნად შეზღუდვას, ხოლო სხვა მოდელები ინფექციის შეჩერებას მასობრივი ტესტირებით, ინფიცირებულთა გამოვლენით და იზოლირებით. ამ დროს მობილობის და კონტაქტების შეზღუდვა მხოლოდ დამხმარე საშუალებად განიხილება. საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო. როგორც დაინფიცირებულთა, ასევე გარდაცვალებულთა რიცხვის მიხედვით, საქართველო „მწვანე ზონად“ რჩებოდა, თუმცა 2021 წლის შემოდგომიდან შეზღუდვების მოხსნის და დარჩენილი პრევენციული ღონისძიებების აღსრულებაზე კონტროლის მოშლის შედეგად, შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად 662 This policy tracker summarizes the key economic responses governments are taking to limit the human and economic impact of the COVID-19 pandemic. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3s4fOEZ > [ბოლოს ნანახია 22.03.2022]. 213 I სწრაფად გაიზარდა.663 გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მომზადებულ ანგარიშში664 აღნიშნულია, რომ „ლოქდაუნი“ ხშირად ერთადერთი გამოსავალია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ჯანდაცვის საზოგადოებრივი სისტემები ვერ ახერხებენ ინფექციის სხვა გზით შეჩერებას და მართვას: არ არის საკმარისი სიმძლავრეები საჭირო რაოდენობით ტესტების ჩასატარებლად, არ არის საკმარისი რაოდენობის ინტენსიური თერაპიის საწოლები, აპარატურა და სპეციალისტები დროის მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობის პაციენტის იზოლირებისთვის და სამკურნალოდ. 15.3. ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა COVID-19 პანდემიით მიყენებული შესაძლო ზიანის შემცირებისათვის ვაქცინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად. გეგმის ერთ-ერთ მიზნად დასახელდა 2021 წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა.665 თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებული არაეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის, დაგვიანებული ფინანსური, წამახალისებელი თუ სხვა ტიპის ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 47%-ს არ აღემატებოდა.666 საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება როგორც ეროვნული გეგმით განსაზღვრულ დონეს, ისე, იმავე ეკონომიკურ ჯგუფში შემავალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.667 აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში არ არის მსჯელობა სავალდებულო ვაქცინაციაზე,668 როგორც პანდემიის შეკავების ერთ-ერთ ეფექტიან ხერხზე. სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გასულ წელს განმარტა, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება, მართალია, გამოიწვევს ინდივიდების უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოებრივი ჯანდაცვის, და ამით - ადამიანების სიცოცხლის დაცვას. შექმნილი ვითარების ფონზე, ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და 663 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სტატისტიკური მონაცემები. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/342LNgR> [ბოლოს ნანახია 22.03.2022] 664 Sachs, J., Schmidt-Traub, G., Kroll, C., Lafortune, G., Fuller, G., Woelm, F. 2020. The Sustainable Development Goals and COVID-19. Sustainable Development Report 2020. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rdyx1y> [ბოლოს ნანახია 22.03.2022]. 665 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის განკარგულება №67 „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“. 666 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სტატისტიკური მონაცემები, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Lo5Cze > [ბოლოს ნანახია 22.03.2022] 667 Coronavirus (COVID-19) vaccinations ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3LsS7y6 > [ბოლოს ნანახია 22.03.2022]. 668 მანდატორული (სავალდებულო) ვაქცინაცია განსაზღვრულია როგორც ნორმატიული აქტით დადგენილი/განსაზღვრული სავალდებულო ვაქცინაცია პროფესიულ საქმიანობაში, რომლის გარეშეც საქმიანობის დაწყება ან გაგრძელება არის შეზღუდული და/ან სანქცირებული. 214 I მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა.669 2021 წლის ბოლოს ასევე ამოქმედდა „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს განსაზღვრულ სტატუსის სივრცეებსა შემოწმებას, და ღონისძიებებზე საქართველოში მოქმედი შესვლისას პირის რეგულაციების კოვიდ- მიხედვით.670 ჩატარებული ეროვნული კვლევის671 შედეგად დადგინდა, რომ სერტიფიკატის შემოღებას აქვს როგორც დადებითი (ვაქცინაციის მოცვის გაფართოება, ამკრძალავი რეგულაციების შემსუბუქება) ასევე, უარყოფითი (სერტიფიკატის გაყალბება, საპროტესტო აქციები) მხარეც. ევროპული გამოცდილებისგან განსხვავებით,672 საქართველოში კოვიდგადატანილ პირებთან მიმართებით განსხვავებული რეგულაცია დაწესდა და კოვიდ-სერტიფიკატი გაიცა იმ ადამიანებზეც, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი პერიოდის წინ გადაიტანა. „ომიკრონის" შტამის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად ზრდის ფონზე, კიდევ უფრო უარყოფითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების შესახებ.673 სახალხო დამცველის მოსაზრებით, მწვანე სტატუსის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება, ასევე, ამ სტატუსის ერთ-ერთი პირობა - გადატანილი კორონავირუსული ინფექცია ვადის გარეშე - არ შეესაბამება სადღეისოდ არსებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს ბუნებრივი იმუნიტეტის ხანგრძლივობის შესახებ და ეწინააღმდეგება „მწვანე პასპორტის“ დანერგვის მთავარ მიზნებს - ხელი შეუწყოს ბიზნესის და კულტურული აქტივობის გაზრდას ინფექციის გადაცემის რისკის გარეშე და ვაქცინაციის პროცესს. 15.4. პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები პანდემიის პირობებში პირველადი ჯანდაცვა სრულიად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული მიდგომაა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაძლო საუკეთესო მდგომარეობა და ჯანდაცვის რესურსის სამართლიანად გადანაწილება. ამის შედეგად, ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მისი საჭიროების შესაბამისი დახმარება, მისთვის სასურველ გარემოში.674 პანდემიის პირობებში საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევად მიჩნეულია ექიმების და ექთნების დეფიციტი სოფლად, 669 სახალხო დამცველის განცხადება, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3ufNiD3>[ბოლოს ნანახია 22.03.2022]. 670 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 ნოემბრის №01-93/ნ ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ. 671 ფონდი კურაციო. მანდატორული ვაქცინაცია და მწვანე საშვები – საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა. 2021 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3IWBxp0 > [ბოლოს ნანახია 22.03.2022]. 672 EU Digital COVID Certificate ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ufywfz >[ბოლოს ნანახია22.03.2022]. 673 ინფორმაცია ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3uiz6t8> [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 674 World Health Organization & United Nations Children's Fund (UNICEF). (2018). A vision for primary health care in the 21st century: towards universal health coverage and the Sustainable Development Goals. World Health Organization. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uh9iNW >[ბოლოს ნანახია 22.03.2022]. 215 I ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინასების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა.675 2021 წლის ზაფხულიდან ხელისუფლებამ წამოიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის აქტივობებს სისტემის ფუნდამენტური და კომპლექსური გაუმჯობესების მიმართულებით.676 სახალხო დამცველის მოსაზრებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაცავად, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის ქსელის გაფართოება, მომსახურების პაკეტის სრულყოფა და იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მოტივაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება. პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიერ მოწოდებული სერვისები უნდა იყოს ხარისხიანი, ეფექტიანი (როგორც კლინიკურად, ისე ხარჯების კუთხით) დროული და თანაბრად ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში ამ საკითხების გათვალისწინება მოხდეს. 15.5. მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო კადრები დამხმარე ჯანდაცვის მუშაკები COVID-19-ზე გლობალური რეაგირების განუყოფელი ნაწილია. საავადმყოფოებში, კლინიკებში, ჯანდაცვის პროფესიონალები, მნიშვნელოვანი პერსონალური რისკის ქვეშ, ხშირად მუშაობენ სათანადო პირობების გარეშე, რათა უზრუნველყონ ყველასთვის საჭირო ზრუნვა. მიმდინარე კრიზისი ცხადყოფს ჯანდაცვის მუშაკების არსებით, ინოვაციურ და ძალიან ხშირად შეუფასებელ როლს ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის სისტემების უზრუნველსაყოფად. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 3.8% შეადგენენ, ხოლო ამ მაჩვენებლის 32.3% ექთნებზე/დამხმარე სამედიცინო პერსონალზე მოდის.677 2021 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასი კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ სიტუაციას. ქვეყანაში საგანგაშოდ დაბალია ექთნების რაოდენობა. კიდევ ერთი პრობლემაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს დადგენილი ხელშესახები და ეფექტიანი სტანდარტი, რომელიც დააწესებდა ზღვარს ღირსეული სახელფასო სისტემის 678 შესაქმნელად, როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სფეროში დასაქმებულთათვის. საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებისა და განათლების სრულყოფის მიზნით, ჯანდაცვის 675 სამინისტროსთან ჩამოყალიბდა „საექთნო საქმიანობის განვითარების WHO Regional office for Europe. Rethinking primary health care financing in Georgia (2021) ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/34EtXAy> [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 676 სამინისტროს 3-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში 2021, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rcAmMb > [ბოლოს ნანახია 22.03.2022]. 677 COVID-19 საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიში, მე-8 გადახედვა, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3HpSW9B> [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 678 „სოლიდარობის ქსელის“ კვლევა „კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება“ 2021 წ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/34vfSW3 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 216 I ეროვნული საბჭო“, ასევე დამტკიცდა საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია,679 თუმცა არც 2020, და არც 2021 წელს, საბჭოს რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობა არ განუხორციელებელია. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია დამხმარე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა, საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს გააქტიურება, ასევე, აუცილებელია ექთნების/ფერშლის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტების დროულად შემუშავება, მათი უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება.680 15.6. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჯანმრთელობის შენარჩუნება ან ავადობის დაძლევა. სახალხო დამცველი წინა წლების ანგარიშებში მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაზარდოს მედიკამენტებზე წვდომა და რეგულარული ზედამხედველობა გაუწიოს წამლების ფიზიკურ ხელმისაწვდომობას.681 ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის გამოვლენის და მონიტორინგის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება დაევალა.682 სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი მაღალკონცენტრირებულია და 683 გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით, გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით ხორციელდება. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევებში აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით - 20-30%ის ფარგლებშია. სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, ახალი თამაშის წესების განსასაზღვრად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა.684 აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საზღვარგარეთიდან (თურქეთის რესპუბლიკა) საქართველოში ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების შემოსატანად რიგი ცვლილებები 679 საქართველოს მთავრობის დადგენილება №334 „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე.“ 680 სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 282. 681 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 217. 682 საქართველოს პარლამენტის დადგენილება №3148-რს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ 683 ქიმიური ნივთიერების შემცველი პრეპარატი - აქტიური ფარმაცევტული ნივთიერება, იდენტურია კომპანიის მიერ დაპატენტებული, მედიკამენტის ორიგინალური შემქმნელის მიერ. ის იწარმოება და იყიდება პატენტის ამოწურვის შემდეგ და, შესაბამისად, ფასიც უფრო დაბალია. 684 ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში, თბილისი 2021, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3uaB7HP> [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 217 I შეიტანა მარეგულირებელ მნიშვნელოვანია შეიქმნას საკანონმდებლო დამატებითი აქტებში,685 მექანიზმი მაგრამ ამასთან შემოტანილი ერთად, მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად. სახალხო დამცველის მოსაზრებით, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, სამკურნალო საშუალებების შექმნის, სტანდარტიზაციის, ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ღონისძიებების გააქტიურება, აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომის გაფართოება. მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის მოქმედი მექანიზმების დახვეწა და მედიკამენტების ფასის რეგულირების მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება. 15.7. პაციენტის უფლებები პაციენტის განცხადების/საჩივრების ეფექტიანად, სამართლიანად და საკმარისად სწრაფად განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის დაცვისათვის. 2008 წლის ნოემბერში ინგლისის პარლამენტისა და ჯანდაცვის ომბუდსმენმა გამოაქვეყნა „საჩივრის კარგი განხილვის პრინციპები“.686 მოხსენებაში ნათქვამია: „..საჩივრებზე კარგი მუშაობა უნდა იმართებოდეს ზემოდან... უნდა იყოს ორიენტირებული შედეგებზე. იყოს სამართლიანი, პროპორციული და მგრძნობიარე მომჩივანთა საჭიროებების მიმართ. პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მკაფიოდ და ნათლად, იყოს ადვილად აღსაქმელი, მარტივად ხელმისაწვდომი მომჩივანისათვის და კარგად იმართებოდეს გადაწყვეტილებების სწრაფად განსახილველად და სამომავლოდ 687 მომსახურების გასაუმჯობესებლად“. საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების არსებობის მიუხედავად, პრობლემად რჩება პაციენტების ინფორმირება მათი უფლებების, ხოლო სამედიცინო პერსონალის მათი მოვალეობების შესახებ. ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მასთან შექმნილია პროფესიული განვითარების საბჭო,688 რომელიც განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს და შესწავლილი მასალების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. 685 საქართველოს მთავრობის დადგენილება №13 „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 686 Patients Association Good practice standards for NHS Complaints Handling 2013, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3AC1hUY > [ბოლოს ნანახია 22.03.2022] 687 Good practice standards for NHS Complaints Handling, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3407tu3 > [ბოლოს ნანახია 22.03.2022] 688 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის ბრძანება №122/ნ. 218 I საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2017-2021 წლებში შესწავლილ საქმეები ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნულ საბჭოში მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა, წლებია, ჭიანურდება. ასევე არ არიან მოქალაქეები სრულყოფილად ჩართულები განცხადების განხილვა/შესწავლის პროცესში, არ მიმდინარეობს მათი სრულყოფილად ინფორმირება განხილვის მიმდინარე ეტაპების შესახებ, მათ მხოლოდ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას აქვთ სხდომაზე დასწრების უფლება.689 2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან“ სარეცენზიო მომსახურება შეისყიდა. 690 ინსპექტირების ჯგუფი უწევდა. სარეცენზიო დასკვნის ხელშეკრულების შესრულებას კონტროლს 2021 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, გამოიკვეთა წარმოდგენის გაჭიანურების ფაქტები. უნივერსიტეტის განმარტებით, ეს ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით იყო გამოწვეული. სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზირება, ობიექტური მიზეზების გამო ფერხდებოდა, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა მათგანი მოქმედი ექიმია და მათ უწევ როგორც მიმდინარე პაციენტების მიღება, ისე კოვიდინფიცირებული პაციენტების მომსახურება.691 აღსანიშნავია, რომ საჩივრის სამართლიანად განხილვის უფლებით სარგებლობის პროცესში, ვადები უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს ემსახურება ეფექტიანი, ობიექტური და სამართლიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა. ამ უფლების სრულყოფილად რეალიზაციისათვის აუცილებელია საბჭომ გონივრულ ვადაში განიხილოს საჩივრები, რეგულირების სააგენტომ კი, განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქმისწარმოების პროცესის მიმდინარეობის ყოველი ეტაპის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო მხარეთა უფლებების დაცვას ადმინისტრაციული წარმოებისას, არამედ უფრო კვალიფიციური და სწორი გადაწყვეტილებების გამოტანასაც, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფრო უკეთ იქნება ინფორმირებული განმცხადებლის მოსაზრებებზე საქმის ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. აუცილებელია, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეიმუშაოს პრაქტიკაში როგორც პაციენტთა აღსრულების უფლებების ერთიანი დაცვის სფეროს სამართლებრივი კანონმდებლობის რეგულაციები, ისე განმცხადებლებთან კომუნიკაციის ერთგვაროვანი სტანდარტები. 15.8. ონკოლოგიურ პაციენტთა უფლებები ონკოლოგიური დაავადებები გლობალური მნიშვნელობის გამოწვევაა ჯანმრთელობისათვის. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურებაზე ცალსახად გაუმჯობესებული წვდომის მიუხედავად, კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 689 საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მუხ. 87. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2021-32/ბ, 22 თებერვალი 2021 წ. 691 სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოs წერილი № 02/1134 27.01.2022 წ. 690 219 I საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში კიბოთი ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია. მაგალითად, 2015 წლამდე, ყოველწლიურად კიბოს 7000-მდე ახალი შემთხვევა აღინუსხებოდა, 2021 წელს კი ეს რიცხვი უკვე 10 ათასს მიუახლოვდა.692 საერთაშორისო ექსპერტთა პროგნოზით, 2018-2030 წლების პერიოდში საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით მოიმატებს. იმავე პერიოდში ევროპისათვის პროგნოზირებულია ახალი შემთხვევების 14%-ით მატება.693 დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისების 694 და მედიკამენტებით ფინანსური უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევა. მაგრამ ამ ცვლილებების მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ამ ცალკეული მიღმა პროგრამების ფსიქოლოგიური სერვისების რჩება გვერდითი დაფინანსების მოვლენების 695 საკითხი, ასევე, მართვის და პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობა.696 საქართველოს სახალხო დამცველი გასულ წლებშიც მიმართავდა მთავრობას რეკომენდაციით, ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავების თაობაზე, რაც, სამწუხაროდ, არ გაუზიარებიათ. ერთიანი პროგრამა არსებითად გააუმჯობესებდა ონკოლოგიური პაციენტების (სპეციალური სტატუსის მიუხედავად) მკურნალობას და წამლებზე მათ წვდომას. 15.9. ნარკოპოლიტიკა სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს697 მკაცრი და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით ჩანაცვლების საჭიროებაზე, მაგრამ ეს საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება. სამწუხაროდ, პარლამენტს ამ დრომდე არ შეუსრულებია სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში 692 საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სააგენტო -ჯანდაცვა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3HbMJhh>[ბოლოს ნანახია 22.03.2022] 693 ავთვისებიანი კიბო საქართველოში, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ucrrMO > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 694 საქართველოს მთავრობის 2020. წლის 21 აგვისტოს დადგენილება №520 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილების თანახმად ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა. ასევე, საბაზო, მიზნობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარს გაუტოლდა. 695 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 196. 696 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 283. 697 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 199-201; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 285-286; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 295-299. 220 I წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც პრობლემური პრაქტიკის გამოსწორებას ისახავს მიზნად.698 მისასალმებელია, რომ 2021 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი,699 რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII (ნარკოტიკული 700 გავრცელდა. დანაშაული) თავით გათვალისწინებულ ცალკეულ ნორმებზეც გარდა ამისა, 2021 წლის მიწურულს, ინიცირებულ იქნა ამნისტიის კიდევ ერთი კანონპროექტი,701 რომელიც, მათ შორის, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირთა გარკვეულ კატეგორიასაც ეხება.702 2022 წლის 16 მარტს, პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ამ ინიციატივას და იმედოვნებს, რომ პარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს და დაამტკიცებს ამნისტიის კანონს, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მაქსიმალურად ბევრ პატიმარს მოიცავს და თანხვედრაში იქნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებსა და 703 დაზარალებულთა მიმართ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან. საყურადღებოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა აღკვეთის სინდრომის704 მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის705 უზრუნველყოფილია ჩანაცვლებით თერაპიაზე ხელმისაწვდომობა. 2021 დაკავებული პირები, მეტადონით ჩართულები, უზრუნველყოფილები მოთავსებულ იზოლატორში ყოფნის ჩანაცვლების პროგრამაში 698 პერიოდში, იყვნენ მე-16 რომლებიც მუხლით წელს, იყვნენ ამ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში,298. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Iyb8NH > [ბოლოს ნანახია: 21.03.2022]. 700 კერძოდ, ამნისტიის კანონის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული: 260(1-2), 261(1-2 (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა)), 265(1), 271(1), 273, 2731(1-7); სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული: 260(3), 261(3 - (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა)); ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი: 260 (6-ა), 261(4-ა) - გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა), ასევე, 265(2-3). 701 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tukMww > [ბოლოს ნანახია: 21.03.2022]. 702 კერძოდ, კანონპროექტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული“. 703 იხ. სახალხო დამცველის 2021 წლის 31 დეკემბრის განცხადება. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3wpN799 > [ბოლოს ნანახია: 21.03.2022]. 704 სხვადასხვა შეხამებისა და სიმძიმის სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირებისას, რომელსაც, ჩვეულებრივ, მოიხმარდნენ დიდი ხნის განმავლობაში და/ან დიდი დოზებით. სინდრომს შესაძლებელია თან სდევდეს ფიზიოლოგიური დარღვევები. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3aGshWM> [ბოლოს ნანახია: 21.03.2022]. 705 დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის №691 ბრძანებით. 699 221 I მომსახურებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას წინასწარ აღებული ულუფის დღეების გასვლამდე, მეტადონის გამცემ კაბინეტში არ გაჰყავდათ მეტადონის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი ის პირები, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ აღებული 5 დღის ულუფა.706 დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს ეს მიდგომა შეიცვალა და მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობის საშუალება მიეცათ იმ პირებსაც, რომელთაც მეტადონის კუთვნილი, რამდენიმე დღის ულუფა წინასწარ ჰქონდათ გატანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,707 სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს იზოლატორში პირისთვის აღკვეთის სინდრომის სიმპტომურ მკურნალობას და პაციენტის სუბიექტური/ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებას, ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციისა და შემდგომი მკურნალობის მისაღებად. მისასალმებელია, რომ ადგილზევე არის სიმპტომური მედიკამენტების მიწოდების საშუალება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებს ეფექტი მცირე დროით აქვს და ექიმს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს ტკივილგამაყუჩებლისა და დამამშვიდებელი მედიკამენტის გაკეთება,708 რაც პაციენტს ტანჯვას აყენებს, თუმცა სტაციონარში არ აუცილებელია პაციენტის გადაყვანა. ამიტომ, სინდრომის გადაჰყავთ. შესაბამის სინდრომის დაწესებულებაში დროულად მოსახსნელად, შემჭიდროებულ ვადებში მნიშვნელოვანია, დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სამართავად გათვალისწინებული აღკვეთის იქნება ერთიანი დროებითი სახელმძღვანელოს მოთავსების შექმნა, რომელშიც იზოლატორში დახმარების მოცულობა და მკაფიოდ გაიწერება, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ დაკავებული სტაციონარში. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა 2020 წელს გასცა რეკომენდაცია,709 რომელიც ამ დრომდე არ შესრულებულა. წინადადებები საქართველოს პარლამენტს: 706 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, 145. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ufFlfv > [ბოლოს ნანახია: 21.03.2022]. 707 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 29 დეკემბრის MIA4210349972 პასუხი. 708 მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში, პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობდა მეტადონის ჩანაცვლების პროგრამით, აღენიშნებოდა აღკვეთის სინდრომი, ჰქონდა საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, კანკალი და შფოთვა, პაციენტს ყოველდღიურად ეძლეოდა მედიკამენტები ამ ჩივილების მოსახსნელად. დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სამედიცინო ჩანაწერების თანახმად, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით იშიმშილა 1 დღე, ამავე ჩანაწერების თანახმად, დღის განმავლობაში 3-4 ჯერ ესაჭიროებოდა მედიკამენტების მიღება, თუმცა კლინიკაში არ გადაუყვანიათ. 709 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 145. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36zOwzc > [ბოლოს ნანახია: 21.03.2022]. 222 I  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები ჩამოყალიბდეს არა ეპიზოდური მომხმარებლის ერთჯერადი დოზის, არამედ რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზის გათვალისწინებით;  დაინიცირდეს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი, რომელიც ფუნდამენტური დაეფუძნება ცვლილებების მომხმარებლებზე რეფორმის ზრუნვას და ორიენტირებული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებაზე. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი და ამ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიში 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს საზოგადოებას;  შეიმუშაოს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა/დაამატოს არსებულ პროგრამებს შესაბამისი ელემენტები, რათა უზრუნველყოს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა, კიბოს გავრცელების შესუსტება და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  პირველადი ჯანდაცვის სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ასამაღლებლად, შეიმუშაოს ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ოჯახის ექიმის ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით, განისაზღვროს მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების კონკრეტული ინდიკატორები, ასევე, გადამოწმდეს მიღებული შედეგები;  შეიმუშაოს მკაფიო და დროში გაწერილი გეგმა პანდემიის პირობებში პაციენტის საჭიროებებზე სერვისების ორიენტირებული, მაღალხარისხიანი (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, პირველადი მართვა) ჯანდაცვის ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად;  შეიმუშაოს სწრაფი უზრუნველყოფს და ეფექტიანი საექიმო/საექთნო ღონისძიებების ადამიანური გეგმა, რესურსის რომელიც განვითარებას, დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მოტივაციისა და პროფესიული უნარჩვევების გაძლიერება;  223 I შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტებს;  ონკოლოგიური პაციენტებისათვის გათვალისწინებულ სერვისებზე მიმართვიანობის გასაზრდელად და დაავადებების ეფექტიანად სამართავად, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების მიერ სერვისების სრულად მიღებას, მკურნალობაზე დამყოლობის და სერვისების მიღებაზე მონიტორინგს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს:  შეიმუშაოს საქმისწარმოების ნორმები/სტანდარტი, ხარისხის რომლითაც შესაფასებლად პროფესიული საბჭოსათვის პროცედურის განისაზღვრება მომზადებული განსახილველად განმსაზღვრელი სამედიცინო სარეცენზიო მიწოდების ახალი მომსახურების დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარდგენის ვალდებულება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  შეიმუშაოს სამედიცინო პერსონალისთვის ერთიანი სახელმძღვანელო დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის სამართავად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორში დახმარების მოცულობა და მკაფიოდ გაიწერება, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ დაკავებული სტაციონარში ;  უზრუნველყოს ნივთიერებებზე დამოკიდებული დაკავებული პირების დროული რეფერირება სამედიცინო დაწესებულებაში. 224 I 16. სოციალური უზრუნველყოფის უფლება 16.1. შესავალი სოციალური დაცვა არის ადამიანის უფლება და განისაზღვრება, როგორც პოლიტიკისა და პროგრამების ერთობლიობა, რომელიც შექმნილია სიღარიბისა და დაუცველობის შესამცირებლად და პრევენციისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში. სოციალური დაცვა მოიცავს შეღავათებს ბავშვებისა და ოჯახებისთვის, მშობიარობის, უმუშევრობის, დასაქმებისას დაზიანების, ავადმყოფობის, სიბერის, შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ასევე ჯანმრთელობის დაცვისას. 710 საქართველოში სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს სოციალური დაცვის სისტემის წინაშე არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე711 და მიუთითებს, რომ მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შინამეურნეობების კვლევაზე დაყრდნობით „მიზნობრივი სოციალური პროგრამის“ ეფექტიანობის პერიოდული შეფასება და შედეგების მიხედვით შესაბამისი ზომების მიღება. უნდა აღინიშნოს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების ის ძირითადი პრობლემები712, რაზეც სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირების არაეფექტიანი პროცედურები,713 საანგარიშო პერიოდში მწვავედ არ გამოკვეთილა, ვინაიდან ამ პერიოდში მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს714 უწყვეტად უგრძელდებოდათ საარსებო შემწეობის გაცემა.715 ასევე პრობლემად რჩება ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო კვების უფლებაზე ხელმისაწვდომობა. 16.2. მიზნობრივი სოციალური დახმარება სოციალური პაკეტი სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა, რომელიც მიზნად ისახავს, სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემის შექმნას, მოსახლეობის მიზნობრივი და 710 უკიდურესი სიღარიბისა და ადამიანის უფლებების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ანგარიში „სოციალური დაცვა“, ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3iMv4lw > [ბოლოს ნანახია 21.02.2022]. 711 სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2020, 300; სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019, 288. 712 წლებია, არ შეფასებულა პროგრამის ეფექტიანობა, არ შესწავლილა სამომხმარებლო ინდექსის გამომთვლელი ფორმულის ეფექტიანობა და შინამეურნეობების საჭიროებები; ინტელექტუალური თამაშისგან, შეჯიბრისგან ან მსგავსი ინტელექტუალური შრომის შედეგად ბავშვის მიერ მიღებული ჯილდო/თანხა „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში ოჯახის კონკრეტული წევრის მიერ მიღებულ პირად ფულად შემოსავლად აისახება, რაც უარყოფითად მოქმედებს სოციალურად დაუცველი ბავშვების მოტივაციაზე, მიიღონ და გამოავლინონ ცოდნა, რადგან მათი ოჯახი დახმარების დაკარგვის რისკის ქვეშ დადგება; თბილისში მცხოვრები ოჯახების ძირითადი საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობის ინდექსის გამოთვლის საკითხი; ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში სამომხმარებლო კალათის ღირებულების უცვლელობა. 713 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, 230, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019. 290, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020, 302. 714 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით. 715 COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში, 45. 225 I ეფექტიანი დახმარების უზრუნველსაყოფად.716 2022 წლამდე არსებულ სოციალურ პროგრამათა უმრავლესობა გათვლილი იყო მხოლოდ მინიმალური საჭიროებების მყისიერ დაკმაყოფილებაზე და არა არსებული პრობლემების გრძელვადიან გადაჭრაზე. 2022 წელს პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა717 რასაც სახალხო დამცველი შემდეგ საანგარიშო პერიოდში შეაფასებს. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში 1.7 მილიონამდე პირია დარეგისტრირებული (მოსახლეობის დაახლოებით 27.4%), მათგან 532 242 პირი (52%) იღებს საარსებო შემწეობას. მიზნობრივი სოციალური დახმარების დაფარვა მოსახლეობის დაახლოებით 14.3%-ზე ვრცელდება.718 ბოლო სამი წელია, ეს მონაცემები მზარდია, თუმცა სისტემაში მოხვედრის მსურველ პირთა რაოდენობის მიუხედავად, პროგრამა სრულად ვერ ფარავს მოთხოვნას და მოსახლეობის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილ რესურსებზე. ცხრილზე მოცემულია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2019, 2020 და 2021 წლებში. საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და ოჯახების რაოდენობა 532,242 524,598 427,373 119582 2019 146,619 2020 მოსახლეობა 148,653 2021 ოჯახები 16.3. სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობა როგორც წესი, უფასო სასადილოთი სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, რომლებიც სოციალური 716 სოციალური დაცვა და შეზღუდული შესაძლებლობა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2014. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №80 დადგენილება: იმ შემთხვევაში, თუ [...] სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი მონაწილეობას მიიღებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში“, ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაუფორმდება სოციალური ხელშეკრულება და დაენიშნება სოციალური გასაცემელი, დასაქმდება შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან მოახდენს დასაქმების ფორმალიზებას, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით. 718 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qKwoKo > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 717 226 I პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ქვეყნის მასშტაბით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან უფასო სასადილოებით მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეს მომსახურება მოსახლეობას განსხვავებულად მიეწოდება, ხოლო იმავე მუნიციპალიტეტებში, ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი ამ სერვისზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქვეყნის რიგ მუნიციპალიტეტებში უფასო სასადილოებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ, როგორც წესი, უფასო სასადილოები განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდი მანძილზე უწევთ გადაადგილება. მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კმ გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა ისარგებლოს უფასო სასადილოს მომსახურებით.719 ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - 15 კმ. მანძილის გადაადგილება.720 წლებია პრობლემაა ისიც რომ უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები.721 შესაბამისად, მომლოდინე პირს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ სერვისით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან გარდაიცვლება პირი, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება. დამატებითი სიების არსებობა, სწორედ სიის მსგავს უძრაობას შეუწყობდა ხელს და სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ძირითადი სიების ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული გაცემის საათების შემდეგ, ისინიც ისარგებლებდნენ კვების სერვისით. მუნიციპალიტეტების ნაწილი, რომელსაც აქვს უფასო სასადილოს სერვისი,722 საკვებით ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ბენეფიციარს. იქ, სადაც მაღალია საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და/ან ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, უფასო კვების მიწოდებაზეც მაღალია მოთხოვნა, თუმცა მწირი საბიუჯეტო დაფინანსების გამო723 ასეთი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი. სერვისის მიმღებ პირთა ფორმირებული სიებიც724 დამოკიდებულია გამოყოფილი თანხის ოდენობაზე. გარდა ამისა, გარკვეულ მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებულია უფასო სასადილო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილების შესაძლებლობის არმქონე მარტოხელა ხანდაზმული პირებისთვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, არ არის გათვალისწინებული საკვების ადგილზე მიტანის შესაძლებლობა და 719 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი №7708, 26/01/2022. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის წერილი №5322, 21/01/2022. 721 მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 722 მაგალითად უფასო სასადილო არ ფუნქციონირებს ადიგენში, გარდაბანში, ონში, მარტვილში, ლენტეხში, მესტიაში, მარნეულში. 723 მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 724 ძირითადი და დამატებითი სიები. აქედან, დამატებით სიაში აღრიცხული პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირთადი სიის რაოდენობის 10%-ს. 720 227 I ამ პირებს რეალურად არ მიუწვდებათ ხელი უფასო სასადილოს მომსახურებაზე.725 მუნიციპალიტეტების მხოლოდ ნაწილი ახორციელებს საჭიროების მქონე 726 ბენეფიციარებისათვის ულუფის შინ მიწოდების სერვისს. რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად, განახორციელოს ცვლილებები. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს:  შეისწავლონ საკვების მუნიციპალიტეტის ხელმისაწვდომობასთან საჭიროებები, ხელმისაწვდომობის/დაფარვის მათ კუთხით და დაკავშირებით თავიანთი შორის, ტერიტორიული შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები.  საჭიროების შესაბამისად საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები, ასევე, უზრუნველყონ საჭიროების მქონე ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანა.  საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში. 725 მაგალითად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი (წერილი №5602, 27/01/2022), ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი (წერილი №5602, 27/01/2022). 726 მაგალითად, ქუთაისში მდებარე უფასო სასადილო 34 ოჯახს აწვდის ულუფას. ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე უფასო სასადილო. 228 I 17. სათანადო საცხოვრებლის უფლება 17.1. შესავალი სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის კუთხით, ქვეყანაში კვლავ მძიმე მდგომარეობაა, შესაბამისად, ეს იწვევს უსახლკარო პირთა საჭიროებების უგულებელყოფას და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზე ხელმისაწვდომობის არქონას. წინა წლების მსგავსად, არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. 2020 წელს „სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის727 საფუძველზე, საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ღონისძიებები არ გატარებულა. ვერც ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად საჭირო პოლიტიკის დოკუმენტის და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით 2019 წელს შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ728 შეძლო მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება და შეუსრულებელი დარჩა ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით729 აღებული ვალდებულებები. სახელმწიფო არ ამუშავებს ინფორმაციას ქვეყანაში უსახლკარობის გამომწვევი ფაქტორების და უსახლკარობის მასშტაბების შესასწავლად, შედეგად, ხელისუფლებას არ გააჩნია კვლევის შედეგებზე დაფუძნებული უსახლკარობის პრევენციისთვის საჭირო პოლიტიკა. ქვეყანაში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები, შეზღუდულია უსახლკარო პირთათვის გამოყოფილი საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის არ არსებობს მხარდამჭერი პროგრამები, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებული პროგრამები არაეფექტიანია და ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს. 727 ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/3557Bcb > [ბოლოს ნანახია: 24.02.2022]. „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილება. 729 „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის №537 დადგენილება, ვალდებულება №14. 728 229 I არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალაში რჩება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები, რომლებიც წინა წლის საპარლამენტო ანგარიშში 730 ზემოხსენებული გამოწვევების გადასაჭრელად გაიცა. 17.2. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა რეგიონებში 17.2.1. ზოგადი მდგომარეობა და პრობლემები უკანასკნელ წლებში საცხოვრისით დაკმაყოფილების კუთხით რეგიონებში წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ, მუნიციპალიტეტმა უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრისის სერვისით დაკმაყოფილების წესები შეიმუშავა. მაგალითად, თბილისში ამგვარი რეგულაციები 2015 წელს დამტკიცდა, ქუთაისში – 2017 წელს, ხოლო რუსთავში – 2018 წელს. ამავე პერიოდში, ექსპლუატაციაში შევიდა სოციალური საცხოვრისებიც. 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი უსახლკარო პირად მიჩნევის მუნიციპალური კრიტერიუმების სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებდა.731 საყურადღებოა, რომ უსახლკარობის ცნება, რომელსაც ადგენენ მუნიციპალიტეტები, არ ასახავს რეალობაში არსებულ უსახლკარობის ყველა ფორმას, მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული უსახლკარო პირთა რეგისტრაციის წესი კი, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენის უსახლკარო პირების დიდ ნაწილს, სათანადო საცხოვრისზე მისაწვდომობის უფლების გარეშე ტოვებს. შექმნილ ვითარებაში საქართველოს სახალხო დამცველმა უსახლკარო პირად მიჩნევის 12 მუნიციპალური კრიტერიუმის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.732 აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემა ძირეულად გამოწვეულია უსახლკარო პირის სრულფასოვანი და ერთიანი საკანონმდებლო განმარტების უქონლობით, რაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საპარლამენტო ანგარიშებში ამახვილებს ყურადღებას. სხვა პრობლემებთან ერთად, საცხოვრისებში ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკურისაგანმანათლებლო მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების/სერვისების (პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება/გადამზადება, დასაქმებაში ხელშეწყობა და სხვ.) არარსებობა, ასევე სერიოზულ გამოწვევად გვესახება. შედეგად ვერ ხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს განუსაზღვრელი ვადით ამყოფებს სახელმწიფო მხარდაჭერაზე დამოკიდებულ მდგომარეობაში. 17.2.2. საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა სოციალურ საცხოვრისებში უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელებმა თბილისში, ქუთაისში, 730 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“. 731 იქვე. 732 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 29 ივლისის №1639 კონსტიტუციური სარჩელი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Lx7Kot > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 230 I რუსთავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში არსებული მუნიციპალური საცხოვრისები მოინახულეს. საპარლამენტო ანგარიშის მომზადების მომენტისათვის (2022 წლის მარტი) თბილისის მუნიციპალიტეტში, ორხევის საცხოვრისში 260-მდე მცხოვრები იმყოფებოდა; ოზურგეთის სოციალურ საცხოვრისში - 52 ოჯახი, ბათუმში - 21 ოჯახი (2 ორსართულიანი თითოეულში 7 ოჯახი); ქუთაისში - 70 ოჯახი და 11 მიუსაფარი პირი, ხოლო რუსთავის საცხოვრისში 52 ოჯახი იყო განთავსებული. სოციალურ საცხოვრისებში უმთავრესი პრობლემაა საცხოვრებელი ფართის ზომა, რომელიც გამორიცხავს რამდენიმე წევრისგან შემდგარი შინამეურნეობისათვის საკმარისი საცხოვრებელი ფართების გარემოს მცირე იძულებულები არსებობას. ზომიდან არიან, მაგ., გამომდინარე არასრულწლოვანი რუსთავის (26 საცხოვრისში, კვ.მ), შვილები საცხოვრებელი მრავალშვილიანი ნათესავებთან ან ოჯახები მინდობით აღზრდაში ამყოფონ. რეალურად, ყველა სოციალურ საცხოვრისში არიან მრავალშვილიანი ან ორი და მეტი თაობისგან შემდგარი ოჯახები, რომელთა სარგებლობაში არსებული ფართიც ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, თუმცა იმის გამო, რომ მათ არსად აქვთ წასასვლელი და ალტერნატიულ სერვისებს მუნიციპალიტეტები ვერ სთავაზობენ, იძულებულნი არიან დარჩნენ ამ პირობებში. ამ პრობლემასთან დაკავშირებით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილება.733 საქმე ეხებოდა უსახლკაროდ რეგისტრირებულ 6 წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის 38.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართის სათანადობის საკითხს. სათანადო საცხოვრებლის უფლების განმარტებისას, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფის დროს მოქალაქისთვის გადაცემული ფიზიკური ფართი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ სტანდარტებს, რათა ოჯახს მიეცეს მასში ღირსეულად ცხოვრების საშუალება, ხოლო ერთ ადამიანზე 6.4 კვ.მ ფართობის გამოყოფა ამგვარ შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. ქუთაისში ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალური საცხოვრისის შენობა ყოფილი კავშირგაბმულობის დაწესებულებაა, რომელიც აუდიტის შესაბამისობის ანგარიშის თანახმად, სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი საცხოვრებელი პირობები.734 გარდა იმისა, რომ შენობა ავარიულია, ობიექტს არ გააჩნია საცხოვრებლისთვის აუცილებელი პირობები, მაგ., ფანჯრები არ არის საცხოვრებელი სივრცის შესაფერისი, ისინი განთავსებულია დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე; საცხოვრისს არ აქვს აივნები, რის გამოც სარეცხს და ქვეშაგებელს სადარბაზოებში ფენენ, ოთხებში სამზარეულო საძინებლისგან არ არის გამიჯნული, შენობაში ოთახები 733 734 ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3KPvt2X (ბოლოს ნანახია: 10.03.2022 წ.). საქართველოს აუდიტის სამსახურის „შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“, თბილისი, 2019. 231 I გატიხრულია თაბაშირ-მუყაოთი, რის გამოც შეუძლებელია ხმის იზოლაცია და არ არის დაცული პირადი სივრცე. შენობის საძირკველში დაგუბებული წყალი საცხოვრებელ სახლებში ნესტს და ობს იწვევს. თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე შენობაში, უმთავრესი პრობლემაა იზოლაციის საკითხი, კერძოდ, შიდა კედლებისა და დერეფნის სისტემის ისეთი მოწყობა, რაც მცხოვრებთა უწყვეტი საყოფაცხოვრებო ხმაურისგან დაცვას უზრუნველყოფდა.735 ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მსგავსად, შენობაში ოთახები ერთმანეთისგან გამოყოფილია თაბაშირ-მუყაოს მასალით, რაც ასევე შეუძლებელს ხდის ხმის იზოლაციას და ოჯახებს არ აქვთ პრივატული გარემო. ამას ემატება ისიც, რომ საცხოვრისში 87 ბავშვი ცხოვრობს, შესაბამისი რეკრეაციული სივრცის არარსებობის გამო, ისინი უმეტეს დროს შენობის დერეფანში ატარებენ, რაც იწვევს ხმაურს და ამ ნიადაგზე - მეზობლებს შორის სისტემატურ კონფლიქტებს. ხმაური ბავშვებს - მეცადინეობაში, ოჯახებს - პირადი ცხოვრების ქონაში უშლის ხელს, მოხუცებსა და სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქიკური საჭიროების მქონე ადამიანებს კი - დასვენებაში, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ორხევის სოციალური საცხოვრისის შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემაა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა - ობიექტი არ მდებარეობს ურბანულად განვითარებულ გარემოში, შენობის მიმდებარედ არ არის განთავსებული ყოველდღიური საჭიროების ინფრასტრუქტურული ობიექტები, მაგალითად, მუნიციპალური უფასო სასადილო, საავადმყოფოები, დღის ცენტრები და სხვ. ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი ყოფილი სამშობიაროს შენობაშია განთავსებული და მობინადრეები 3 სართულზე არიან განაწილებულნი. სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა უმწვავესი პრობლემაა შენობაში არსებული ნესტი, დაობებული კედლები და ჭერი, რაც გამოწვეულია შენობის სარდაფში წლის სისტემატური დაგუბებით. ამ მხრივ უკიდურესად მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან შენობის პირველ სართულზე მცხოვრები ოჯახები, რომელთა შორისაც არიან ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვები, აგრეთვე ხანდაზმული პირები. 7 წელია ოჯახები ამ პირობებში ცხოვრობენ. შედეგად, მობინადრეთა განმარტებით, ბავშვებს სუნთქვის უკმარისობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები განუვითარდათ. დამატებით, საგულისხმოა, რომ შენობა მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, ურბანულად განუვითარებელ გარემოში, შენობის ირგვლივ მხოლოდ დანგრეული შენობებია, არ არის მანქანით მისასვლელი ასფალტირებული გზა, რეკრეაციული ზონა ბავშვებისთვის, ხანდაზმული და შშმ პირებისთვის. რაც შეეხება ბათუმის სოციალურ საცხოვრისებს, ისინი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთობლივი პროექტის – „სოციალური საცხოვრისი 735 საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 2020 წ., ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3I3hYuq [ბოლოს ნანახია: 10.03.2022]. 232 I კეთილგანწყობილ გარემოში“ – ფარგლებში 2008 წელს აშენდა, ოჯახები კი, 2009 წელს შეასახლეს. აქ საგანგაშოა ერთ-ერთი შენობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, მიწის დაწევის შედეგად, შენობის კედლებზე გაჩენილია ნაპრალები, საიდანაც შენობის სარდაფში ნალექის დროს წყალი ჩაედინება. სარდაფში სრულ პერიმეტრზე იყო წყალი დაგუბებული. მობინადრეთა განცხადებით, ამის გამო ოთახებში ნესტის სუნი დგას, ზაფხულში სარდაფი კოღოებით და ქვეწარმავლებით ივსება, სუფევს ანტისანიტარია. ამგვარ პირობებში ცხოვრება კი საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მცხოვრებლებისგან მოპოვებული ინფორმაციით დამატებით ირკვევა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია პერიოდულად ეხმარებათ სარდაფიდან წყლის ამოტუმბვაში, თუმცა სარდაფში წლის დაგუბების თავიდან ასაცილებლად, შენობას დღემდე არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოდგენილი მაგალითები ადასტურებს, რომ სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტების არარსებობა სერვისში ჩართული ბენეფიციარებისათვის სათანადო საცხოვრისის უფლებების დარღვევის რისკებს აჩენს და სერვისის მიწოდებისას მუნიციპალიტეტებს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას ანიჭებს. კერძოდ, საცხოვრისის სათანადოობის ერთიანი სტანდარტის არარსებობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ, საცხოვრისად გამოუსადეგარი შენობა უსახლკარო ადამიანებისა და ოჯახების შესასახლებლად გამოიყენონ, რაც არა მარტო ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხზე ახდენს ზეგავლენას, არამედ, საფრთხის შემცველიც შეიძლება გახდეს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  ზედამხედველობა გაუწიოს „სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებას;  საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონმდებლობით განისაზღვროს უსახლკარო პირის ცნება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  შემუშავდეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები. ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას: 233 I  2022 წლის განმავლობაში შეფასდეს სოციალური საცხოვრისების სათანადოობა და საცხოვრებლად ვარგისიანობა, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კი, იქ მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრისით. 234 I 18. საკუთრების უფლება 18.1. შესავალი საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით736 და ეროვნული კანონმდებლობით და მისი დაცვა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.737 2021 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად გამოიკვეთა საკუთრების უფლების დაცვის პრობლემები, კერძოდ, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაჭიანურების ფაქტები, რაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ რეესტრის მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობით იყო გამოწვეული. გასულ წელს, სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე მოვალეებისა და მათი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანის შეჩერებამ, ასევე მნიშვნელოვნად 738 შესაძლებლობა. გაართულა საკუთრებით სრულყოფილად სარგებლობის უძრავი ნივთის მესაკუთრეები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოკლებულნი იყვნენ საკუთრებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვის შემოღება პანდემიით იყო განპირობებული და გარკვეულწილად იცავდა უკანონო მფლობელების ინტერესებს, არ ითვალისწინებდა მესაკუთრის ინტერესს, მათ შორის, გაწერილი არ ყოფილა გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც დაშვებული იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება (მაგ., როცა შეჭრილ პირს აქვს სხვა საკუთრებაც, მესაკუთრისთვის კი, ეს ერთადერთი საცხოვრებელი ფართი ან/და საკუთრებაა და სხვ.). მისასალმებელია, რომ ამჟამად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის №812 ბრძანების საფუძველზე, გაუქმებულია ეს შეზღუდვა. 18.2. საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებული პრობლემები საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უძრავი ქონების მესაკუთრეთათვის მათი საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტების აღკვეთასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემური საკითხი. ამ კუთხით, აღსანიშნავია უძრავი ქონებიდან იძულებითი გამოსახლების პროცედურების სირთულე და დროში გაჭიანურება, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. 736 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე, „შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ. 1. 738 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანება, მუხ. 4, პუნ. 2. 737 235 I 18.2.1. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო პაკეტით გაუქმდა ე. წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა პოლიციისა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონებში, ასევე, სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებში. კერძოდ, 2015 წლის 11 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამოსახლებასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოში საქმის განხილვის ვადები ერთ თვემდე შემცირდა, ხოლო საკასაციო საჩივრის მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადად ორი თვე განისაზღვრა.739 ასევე, შესაძლებელი გახდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაც. ამ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა კი საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ განიხილება. ამ ცვლილების მიუხედავად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებითა და საქართველოს საერთო სასამართლოების სტატისტიკური ინფორმაციით დასტურდება,740 რომ სასამართლოები უმეტესად ვერ ახერხებენ გამოსახლების თაობაზე საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი მცირე ვადების დაცვას. შესაბამისად, მოქალაქეებს, საკუთარი საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისთვის, საკმაოდ ხანგრძლივი დავა უწევთ საერთო სასამართლოებში. სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის გარდა, მოქმედებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი’’, რომელიც, მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, უკანონო მფლობელის გამოყვანის წესს და პროცედურებს ადგენს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით741 გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას. ამ წესის საფუძველზე საკუთრებაში შეჭრილი პირების იძულებითი გამოყვანა ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,742 საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების მოთხოვნით წარედგინათ 26 განცხადება, რომელთაგან მხოლოდ 3-ს მოჰყვა გამოსახლება. 739 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 391, ნაწილი 6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის №211/გ წერილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის №1867-1 წერილი. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის №92 წერილი. 741 ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა. 742 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 19 ნოემბრის №MIA62103044692 წერილი. 740 236 I ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით743 დადგინდა, რომ სხვისი საკუთრებიდან სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლებულმა პირმა კვლავ დაიკავა სხვისი საკუთრება და განაგრძო იქ ცხოვრება. მესაკუთრემ შეჭრილი პირის გამოსახლება მოითხოვა. ამ პირის მიმართ სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 4 მარტს დაიწყო. გამოძიება დასრულდა და საქმე არსებითი განხილვის მიზნით, 2021 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. თუმცა, 2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, ბინაში შეჭრილი პირი ჯერ კიდევ არ იყო გამოსახლებული. ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ ზემოხსენებული ბრძანებით გათვალისწინებული მექანიზმი, ასევე ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის ეფექტიან მექანიზმად და ამ მიმართულებით, მესაკუთრეთა ინტერესების დაცვის მიზნით, სულ მცირე, აუცილებელია პრაქტიკის კანონმდებლობის მოთხოვნებთან მისადაგება. 18.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეფერხების საკითხი საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა განცხადებების შესწავლით დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების ფარგლებში, ამავე უწყებიდან გაგზავნილ წერილებზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დადგენილ ვადაში არ რეაგირებდა. წერილებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კორექტირების თაობაზე, ვინაიდან დგინდებოდა ზედდება განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზებზე დატანილი მიწის ნაკვეთებისა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პოზიციას მხოლოდ მას შემდეგ გამოთქვამდა, რაც ამის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ინტერესდებოდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,744 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდში კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაფიქსირებული ზედდებების გაუქმების მოთხოვნით, სააგენტოს 2449 მიმართვა წარედგინა. მათგან სააგენტოს დადებითი პოზიცია გაიცა მხოლოდ 1006 მიმართვაზე. წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ სსიპ საჯარო 743 744 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 15 თებერვლის №MIA52200394668 წერილი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 თებერვლის №17/10614 წერილი. 237 I რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვებზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, უმრავლეს შემთხვევაში, რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი, წლის შემდეგ რეაგირებდა. ამასვე ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა მომართვიანობა.745 სარეგისტრაციო წარმოების გათვალისწინებული დროს აღნიშნული უფლებამოსილების უწყების განხორციელების მიერ კანონმდებლობით ხანგრძლივი დროით გაჭიანურება თავისთავად უარყოფითად აისახება მოქალაქეთა საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზაციაზე, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციის გარეშე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია სარეგისტრაციო წარმოების დასრულების და საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. 18.4. საკუთრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ფარგლებში კვლავ გამოიკვეთა სისხლის სამართლის საქმეებში საკუთრების უფლების შეზღუდვის პრაქტიკა. ამ საკითხთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემებზე, სახალხო დამცველს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში წარსულშიც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება.746 წინამდებარე თავი 2021 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ გაცემული ცალკეული წინადადებებისა და შესწავლილი საქმეების ანალიზს ეთმობა. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა გამოძიების ფარგლებში საკუთრების უფლების არაგონივრული შეზღუდვის პრობლემური პრაქტიკა. აპარატის მიერ შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში,747 ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ავტომობილი საჯარიმო სადგომზე 3 წელიწადზე მეტი ხნით იყო გადაყვანილი, რაც მოქალაქისთვის არაგონივრულ ხარჯებსა და საკუთრების განკარგვის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას იწვევდა. ერთ-ერთი სხვა საქმე748 შეეხებოდა გამოძიების ფარგლებში კომპანიიდან კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების ამოღების საკითხს, რომლებიც ამოღებიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგაც კი, საექსპერტო კვლევის დაუსრულებლობის მიზეზით, კვლავ გამოძიების ხელთ არის, რის გამოც კომპანიის საქმიანობა შეჩერებულია. გამოსაკვლევი ობიექტების რაოდენობისა და მოცულობის მიუხედავად, შეუძლებელია, რომ საკუთრების უფლების ასეთი ხანგრძლივი შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვალოს. ამგვარი პრაქტიკა ნივთის მესაკუთრის საკუთრების განკარგვის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად უნდა შეფასდეს. 745 ნ.კ.-ს 2021 წლის 16 აპრილის №4077/21 განცხადება; ი.ა.-ს 2021 წლის 17 ივნისის №6444/21 განცხადება; ს.მ.ს 2021 წლის 22 სექტემბრის №10191/21 განცხადება; ა.ა.-ს 2021 წლის 27 ოქტომბრის №11476/21 განცხადება. 746 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში,397-403; 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, 513-519; 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 214-216. 747 ა. მ.-ს საქმე. 748 ა. ბ-სა და შ. ბ.-ს საქმე. 238 I 2021 წლის 22 ივლისს საჯაროდ გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავდა, თუ როგორ წაართვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი, როდესაც იგი ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და მინისტრს შეკითხვას უსვამდა. მინისტრმა ნივთი ტელეკომპანიას მომხდარიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაუბრუნა.749 ამასთან დაკავშირებით, 2021 წლის 15 ნოემბერს სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა.750 სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ მინისტრის ქმედებაში იკვეთებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლითა (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა)751 და 360-ე (თვითნებობა) ან 178-ე (ძარცვა)752 მუხლებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები. წინადადებაში სახალხო დამცველი მიუთითებდა სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ პოზიტიურ ვალდებულებაზე, დაეწყო და ეწარმოებინა ეფექტიანი გამოძიება გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების ძირითადი უფლების შელახვის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის წერილით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ მათი შეფასებით, მინისტრის ქმედებაში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.753 პროკურატურის წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულებრივი ნიშნები ვერ დადგინდა, რადგან ჟურნალისტმა მიკროფონის წართმევის მომენტში და შემდეგ შეუფერხებლად შეძლო საკუთარი საქმიანობის გაგრძელება (კითხვების დასმა), ხოლო ძარცვის დანაშაული გამოირიცხა, რადგან მინისტრმა მოგვიანებით არაერთხელ გამოხატა ნივთის დაბრუნებისადმი მზაობა. სამწუხაროდ, ამგვარი პოზიციის გაზიარება შეუძლებელია, რადგან (1) ფაქტის მიუხედავად, ჟურნალისტის მიერ საქმიანობის გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მის საქმიანობას მიკროფონის წართმევით ხელი არ შეეშალა (რაზეც მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა) და (2) ნივთის უკანონოდ დაუფლებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მისი დაბრუნებისადმი მზაობა არ აქარწყლებს დანაშაულებრივ ფაქტს. აპარატის მიერ შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში754 გამოვლინდა ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან დაკავებულის მობილური ტელეფონის „ამოღების“ ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ამოღება საგამოძიებო მოქმედებაა, რომელიც დანაშაულის 749 ფაქტზე დაწყებული გამოძიების პროცესში ტარდება სასამართლოს ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2XUJTvB > [ბოლოს ნანახია 22.03.2022]. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 15 ნოემბრის №15-4/10817 წინადადება. 751 ვინაიდან შემთხვევის დროს ჟურნალისტი ასრულებდა პროფესიულ საქმიანობას, ხოლო მიკროფონის წართმევით მინისტრმა მას ხელი შეუშალა საქმიანობაში. 752 სახალხო დამცველმა წინადადებაში მიმოიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც, ფაქტობრივად, იდენტური ფაქტობრივი გარემოებების შემცველი საქმეები დაკვალიფიცირებული აქვს თვითნებობის ან ძარცვის მუხლებით. 753 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 9 დეკემბრის №13/74495 წერილი. 754 ბ. შ.-ს საქმე. 750 239 I განჩინებით ან გადაუდებელი აუცილებლობისას.755 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ამოღებას კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს. პირადი გასინჯვის დროს სამართალდარღვევის მობილური შეიძლება მხოლოდ 756 იარაღია. ტელეფონი, იმ ნივთების არაკანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციული წესით ჩამორთმევა, საგნები, დაკავებულ 757 მოთავსების იზოლატორში შემოწმებისას ჩამოერთმევა. რომლებიც მათ პირს შორის, დროებითი ამრიგად, ადმინისტრაციული წესით დამკავებელმა პოლიციელებმა დაარღვიეს კანონი, რომელთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების წინადადებით სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.758 რეკომენდაციები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს:  უზრუნველყოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება. საქართველოს საერთო სასამართლოებს:  უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის კატეგორიის საქმეები, პრიორიტეტულად განიხილებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში. 755 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილი. 757 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.08.2016 წ. №423 ბრძანების №2 დანართის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის დანართი №1. 758 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 27 ივლისის №15-5/7355 წინადადება. 756 240 I 19. საარჩევნო უფლება 19.1. შესავალი საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად ადევნებდა თვალს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი უძღოდა წინ.759 წინასაარჩევნო პერიოდმა და კენჭისყრის დღეებმა (I და II ტურმა) დაძაბულ გარემოში, ნეგატიური რიტორიკის ფონზე ჩაიარა. სახალხო დამცველის აპარატისთვის, ამ პერიოდში, სხვადასხვა წყაროს საშუალებით, ადამიანის უფლებების შესაძლო ხელყოფის არაერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. 2022 წლის 01 მარტის მდგომარეობით აპარატისთვის ცნობილი ინფორმაციით, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების მიმართ, კანდიდატურის მოხსნის მიზნით ჩადენილ შესაძლო იძულების, ასევე, მოქალაქეთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებებში, დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის. არჩევნებს წინ უძღოდა საარჩევნო საპარლამენტო არჩევნების რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ შემდგომ შექმნილი კრიზისის ფონზე 2020 წლის წარიმართა. პარლამენტში დაიწყო საქმიანობა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, თუმცა ბოიკოტის გამო მასში არ მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები., საერთაშორისო მედიაციისა და მიღწეული კონსესუსის შედეგად, რეფორმის პროცესში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც ჩაერთნენ. რეფორმის ფარგლებში ცალკეული პოზიტიური ცვლილების მიუხედავად,760 ვენეციის კომისიის და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისების (OSCE/ODIHR) შეფასებით,761 მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების ნდობას უკავშირდება. ამდენად, მნიშვნელოვანია დაიგეგმოს არა ფრაგმენტული, არამედ გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას სრულად მისადაგებული საარჩევნო რეფორმა. 759 2021 წლის 19 აპრილს, გახანგრძლივებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ფასილიტაციით ჩატარდა, შეთანხმდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა 2022 წელს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, თუკი შეთანხმების შესაბამისად, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია ვერ მიაღწევდა პროპორციული ხმების 43 პროცენტს. 760 მაგალითად, საარჩევნო რეფორმით დაინერგა საჩივრების ელექტრონული პლატფორმა და გამარტივდა საჩივრების წარდგენის პროცესი, გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევის წესი, დაინერგა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნების გადათვლის ვალდებულება. 761 EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), OSCE OFFICE FOR DEMOCRATIC INSTITUTIONS AND HUMAN RIGHTS (ODIHR), 30 April 2021, ELE-GEO/408/2021, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3NvFZyi > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 241 I 19.2. წინასაარჩევნო პერიოდი გასულ წლებში საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი არჩევნების უკიდურესად პოლარიზებული და ძალადობრივი საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საჯარო განცხადებით762 გამოეხმაურა და შესაბამის ინსტიტუტებს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილმა ადამიანის უფლებების ხელყოფის ათეულობით შემთხვევამ კვლავ დააზარალა ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესი. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით უკანონოდ, დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს, ასევე, გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების, სავარაუდოდ, უკანონო დამუშავების ფაქტები. გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.763 წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების საჭიროებებისა და მათი პრობლემების მოგვარების საშუალებებზე მსჯელობის ნაცვლად, კამპანიის ცენტრალურ ადგილს პოლიტიკური დაპირისპირებები იკავებდა ეროვნულ საკითხებზე ფოკუსირებით, რამაც ადგილობრივი საკითხები დაჩრდილა. სადამკვირვებლო სხვადასხვა 764 ორგანიზაციები სოციალურ-ეკონომიკური გარდა ამისა, ეროვნული მიუთითებდნენ საარჩევნოდ პროგრამისა პროექტის და მნიშვნელოვანი მოტივირებული ინიცირებასა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობაზეც. ამან, თავის მხრივ, ხელი შეუშალა ჯანსაღი კონკურენციისა და თანასწორი საარჩევნო გარემოს ფორმირებას. წინასაარჩევნო პერიოდში შემაშფოთებელი იყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების თაობაზე.765 დაუშვებელია პირთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება, რაც, მაღალი ალბათობით, მათი პოლიტიკური ნიშნით შევიწროების მიზნით გამოიყენება. ამგვარ ვარაუდს ამყარებს მანამდე არსებული პრაქტიკაც. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარსულში შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება საარჩევნო პერიოდში 762 სახალხო დამცველის მიმართვა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3IR9Yhw > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 763 სახალხო დამცველის საჯარო განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3pIVTLt [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 764 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადება/ანგარიში,იხ. ბმულები: <https://bit.ly/34iUOCy>; <https://bit.ly/3tHHcts> 6; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შუალედური ანგარიში, იხ. ბმული: < https://bit.ly/3sLop10 >[ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 765 ტელეკომპანია პირველის სიუჟეტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ChQ2lk [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 242 I ბაღის და სკოლის დირექტორების 766 გათავისუფლების პრობლემა. სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით ერთ-ერთი საქმის შესწავლისას სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია, რადგან გაირკვა, რომ განმცხადებლისთვის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე ხელმეორედ დანიშვნაზე პოლიტიკური საქმიანობით იყო განპირობებული. უარი მისი ოჯახის წევრების 767 19.3. კენჭისყრის დღეები ( I და II ტური) რაც შეეხება კენჭისყრის დღეებს, სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, ორივე ტური ძირითადად, ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, კენჭისყრა, ცალკეული პროცედურული ხარვეზების მიუხედავად, კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართა. თუმცა, ამავე მისიების შეფასებით,768 ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საჯარო წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ კენჭისყრის დღეს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა საარჩევნო უბნებთან საეჭვო შეკრებები, ამომრჩევლის ამომრჩევლის აღრიცხვის სატრანსპორტო საშუალებებით ფაქტები ამომრჩევლის იყო. უბნებამდე მიყვანა, სახელობითი აღნუსხვა, განსაკუთრებით, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, მიმდინარეობდა როგორც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ისე უბნების შიგნითაც. საერთო ჯამში უბნებთან შექმნილი ვითარება არ ქმნიდა ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. სახალხო დამცველი იზიარებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებას, რომ ასეთი ფაქტები და შექმნილი დამაშინებელი გარემო აბრკოლებს ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლინებას. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ დასკვნის გათვალისწინებით, რომ ამას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის გათვალისწინებით, შესაძლოა, შედეგებზეც მოეხდინა გავლენა.769 ნების თავისუფლება საარჩევნო უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ამდენად, სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების770 მიუხედავად, რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებები აიკრძალა, პრაქტიკაში ეს საკითხი კვლავ პრობლემურია. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ771 განმარტა, რომ მათ მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 29 პროცენტში, 766 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2018, 230-231. სახალხო დამცველმა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნაზე უარი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა, იხ. ბმული: https://bit.ly/3tDOL44 [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 768 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/34izlto [ბოლოს ნანახია 30.03.2022]; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3I1ehFT [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 769 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, „სამართლიანო არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, 4, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tUvoW1 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 770 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილი. 771 საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, მეორე ტური, მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, 20, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3NBta5o > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 767 243 I დროდადრო შეიმჩნეოდა ცალკეულ პირთა ჯგუფების დამაშინებელი ყოფნა უშუალოდ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამომრჩეველთა აღრიცხვა მონახულებული საარჩევნო უბნების დაახლოებით 9 პროცენტში იკვეთება. ხოლო ეროვნული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მითითებით, 14 ასეთ შემთხვევაში, დამკვირვებლებმა საჭიროდ მიიჩნიეს საპატრულო პოლიციის გამოძახება. ორ შემთხვევაში, გამოძახებული პატრული არ მოსულა, ზოგ შემთხვევაში კი, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.772 საინტერესოა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,773 მხოლოდ 3774 შემთხვევაში დაიწყო საარჩევნო უბნებთან 100 მეტრამდე მანძილზე მოქალაქეთა შეკრებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმისწარმოება. სახალხო დამცველის შეფასებით, ერთი მხრივ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი შემთხვევები, მხრივ, და მეორე სამინისტროს მონაცემები, ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი უწყების მიერ გატარებული ღონისძიებები არაეფექტიანიაა. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით,775 საგანგაშო და მასშტაბური სახე ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედ პარტიულ სადამკვირვებლო საქმიანობას, კერძოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედი დამკვირვებლები ხშირად აზიანებდნენ საარჩევნო პროცესს, ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში, ხელს უშლიდნენ მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და ეწეოდნენ ამომრჩეველთა აღრიცხვასა და მათი ნების გაკონტროლებას. კენჭისყრის დღეს მედიასაშუალებებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია უბნებთან არსებული დაძაბულობების შესახებ, რომლებიც, ძირითადად, ან პარტიების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაში, ან მედიის წარმომადგენელისკენ მიმართულ აგრესიაში/თავდასხმაში გამოიხატებოდა.776 ცხადია, ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა, ერთიანობაში, მთლიანად დააზარალა საარჩევნო პროცესები, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან ნდობაც. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცალკეულ საქმეებში კანონის უზენაესობის აღსრულებას 772 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3JTLViz > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 773 საქათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 5 22 00144520 წერილი. 774 ქ. ქუთაისში №59 ოლქის №90 საარჩევნო უბანთან; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის №83 საარჩევნო ოლქის №30 საარჩევნო უბანთან; ასევე, გვეცნობა, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში შესული შეტყობინების საფუძველზე, თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს პერიმეტრზე მომხდარ სავარაუდო გადაცდომებთან დაკავშირებით, სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულ სამმართველოში გამოიცა ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 775 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, ISFED, > 7, 62, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tUvoW1 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 776 იხილეთ წინამდებარე ანგარიშის გამოხატვის თავისუფლების თავი. 244 I გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უკანონო ქმედების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, რაც, წლებია, საარჩევნო პროცესების ერთ-ერთ უცვლელ და მთავარ გამოწვევად რჩება. 19.4. დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევა პოლიტიკური მოტივით როგორც აღინიშნა, საარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა შესაძლო პოლიტიკური ნიშნით პირთა შრომის თავისუფლებაში ჩარევის სამწუხარო ტენდენცია. კერძოდ, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 69 პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გათავისუფლების ან სამსახურებრივი შევიწროების შემთხვევების შესახებ. ამ პირთა უმეტესობამ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას, მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიასთან თუ მის წევრებთან ნათესაური, მეგობრული ან კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათ შორის, ნაწილი ამას სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების ან კომენტარების განთავსებას უკავშირებდა. გარდა ამისა, მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ ზემდგომი პირები უშუალოდ ან სხვა პირების დახმარებით სთხოვდნენ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დაეთანხმა, ნაწილი კი - არა. მათი გარკვეული რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სხვა საფუძვლით გაათავისუფლეს. სახალხო დამცველმა, პოლიტიკური ნიშნით შესაძლო უკანონო გათავისუფლების და სამსახურებრივი ზეწოლის 44 შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესწავლისა და რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა.777 შედეგად, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ შრომის კანონმდებლობის დარღვევის778 სავარაუდო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში,779 აგრეთვე, გენერალურ პროკურატურაში.780 მოცემულ ეტაპზე, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულად ან ბრალდებულად არცერთი პირია ცნობილი.781 გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა მოცემული ეტაპისთვის, 9 პირის მიმართ შრომითი უფლებების ან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და პასუხისმგებელ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.782 დამატებით, 2 777 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 31 აგვისტოს №04-2/8451, 20 სექტემბრის №04-2/8982 და 21 სექტემბრის №04-2/9063 წერილები. 778 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლი. 779 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 29 სექტემბრის №2572356 წერილი. 780 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 5 ოქტომბრის №13/60486 წერილი. 781 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 21 თებერვლის №13/9757 წერილი. 782 მათგან ორ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rTeiXr> [ბოლოს ნანახია 16.02.2022]. 245 I შემთხვევაში, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა საერთო სასამართლოებში განმცხადებლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მიმდინარე შრომითი დავების ფარგლებში.783 სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს დასაქმებულთა შრომითი უფლებების უკანონო და დაუსაბუთებელი საფუძვლებით დარღვევის ტენდენციას, რაც, რეალურად, პოლიტიკური შეხედულების გამო, მათ მიმართ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად. მსგავსი ფაქტები ნეგატიურად მდგომარეობაზე, აისახება აგრეთვე, როგორც ქვეყანაში ცალკეულ ჯანსაღი ინდივიდთა პოლიტიკური უფლებრივ პროცესების მიმდინარეობაზე. 19.5. ზეწოლა-მუქარის/მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები და ძალადობრივი და სხვა ინციდენტები წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია იყო ზეწოლის ფაქტების სიმრავლე. საგულისხმოა, რომ წინასაარჩევნოდ შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მსგავსად, ასეთი ფაქტების უმრავლესობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა წინააღმდეგ იყო მიმართული. საქართველოს სახალხო დამცველმა ჯამში დაახლოებით 60მდე სავარაუდო ზეწოლა-მუქარის ფაქტზე მიმართა784 სამართალდამცავ უწყებებს. კანდიდატების წარმდგენი მომდინარეობდა მმართველი სახელმწიფო გუნდის პირებისგან. პარტიების უსაფრთხოების საარჩევნო პარტიების ცნობით, შტაბებიდან, ცნობით, სავარაუდო მუქარები სამსახურის წარმომადგენლებისგან, კრიმინალური კანდიდატებს უმეტესად ავტორიტეტის ემუქრებოდნენ მქონე ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში, კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას პირდებოდნენ. ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთმა კანდიდატმა არ მოისურვა მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო საფუძველს, რომ დამცველის წარმომადგენლებთან, ზეწოლის/მუქარის განხორციელების იძლევა შემთხვევაში, ვარაუდის ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ. 783 მათგან ერთ-ერთი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rTeiXr> [ბოლოს ნანახია 16.02.2022]. 784 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 04-11/8857, 04-11/9729 წერილი. 246 I საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ785 მითითებული ფაქტების ნაწილში კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ვერ გამოკვეთა, ნაწილის შემთხვევაში კი, მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, გამოძიება მიმდინარეობს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების მიმართ კანდიდატურის მოხსნის მიზნით ჩადენილი შესაძლო იძულების ფაქტზე.786 ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის.787 როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის 32 ფაქტზე მიმართა,788 თუმცა უწყებამ789 ჯამში 7 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათგან 2 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა და ამჟამად 5 საქმეზე მიმდინარეობს.790 დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი არცერთ შემთხვევაში ცნობილი არ არის.791 გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველმა, საჯარო წყაროებისა და ეროვნული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების დამუშავების შედეგად, დაახლოებით 40 შემთხვევაზე, რომელთა ფარგლებშიც, შესაძლოა, ადგილი 792 კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ქმედებას, ასევე მიმართა ჰქონოდა სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებებს. ამ საქმეებიდან 13 შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება,793 რომელთაგან 3 სისხლის სამართლის საქმეში794 დაზარალებულად არის ცნობილი სამი პირი, ხოლო 1 შემთხვევაში795 დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. სხვა საქმეებში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. დანარჩენ ფაქტებთან 785 MIA 2 21 02530699 წერილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. №090220921001 საქმე. 787 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/10411 23/02/2022 წერილი. 788 საქართველოს სახალხო დამცველის №04-11/8858, №04-11/10215 და №04-11/10538 წერილები. 789 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/57997, №13/68455 და №13/72731 წერილები. 790 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, კონკრეტული პირები დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ იყვნენ. 791 საქართველოს გენერალური პროკურატურის 13/12003, 1/03/2022 წერილი. 792 საქართველოს სახალხო დამცველის №04-11/8854, №04-11/10216, №04-11/10539 წერილები. 793 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 5 21 02532690, MIA 1 22 00099293, MIA 3 22 00150332 წერილები. 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა): №038300721003, №056010920002, №004021021014, №038270921002, №014220921001, №012210921001; №038300721003; №056140921005. 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების გამოხატვაში ხელის შეშლა): №031031021001; №068021021001. №173270821005 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა), №031021021003 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), , №171291021006 151-ე მუხლით (მუქარა). 794 ეს საქმეებია: №014220921001 ა.ს.;, №012210921001 ი.გ.;, №031021021003 ე.მ., საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/12004, 1/03/2022 წერილი. 795 №031021021003, ბრალი წარედგინა გ.რ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით. 786 247 I დაკავშირებით გვეცნობა, რომ არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები/კანონდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ან ზოგიერთ შემთხვევაში, დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება. რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებ ულებების ხელმძღვანელ პირებს:  მომავალში არ დაუშვან პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა შევიწროება, დისკრიმინაცია და სამსახურიდან გათავისუფლება. საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  დროულად გამოიკვლიონ 2021 წელს საარჩევნო პერიოდის თაობაზე სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებსა და საჯარო წყაროებში მითითებული ზეწოლის, მუქარის, შრომის კანონმდებლობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები, კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ინციდენტები და შემთხვევები, უზრუნველყონ ფართო სხვა შესაძლო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირება ყველა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  წარმოადგინოს მსჯელობა/არგუმენტაცია ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში „პროკურატურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  გაატაროს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებების აკრძალვის თაობაზე საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე პრაქტიკაში აღსასრულებლად. 248 I მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის 20. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება 20.1. შესავალი საქართველოს სახალხო დამცველი, სხვა უფლებების მსგავსად, ზედამხედველობას უწევს კონსტიტუციით აღიარებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებასაც. მართალია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატისათვის მომართვიანობა არ არის მაღალი, თუმცა არაერთი წელია, ცალკეული საქმეების შესწავლისა და აპარატის პროაქტიული საქმიანობის შედეგად გამოვლენილი სისტემური პრობლემები ყოველწლიურად ხვდება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში. სახელმწიფოსგან აქტიური, გამოწვევების შედეგზე ძირითადი ორიენტირებული ნაწილი საპასუხოდ ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელებას მოითხოვს. ეს, უპირველეს ყოვლისა, შეეხება საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სათანადო და ეფექტიან დაცვაზე ორიენტირებულ ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. როგორც ცნობილია, წლებია, გრძელდება „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე მუშაობა,796 რომლის ინიცირება პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა. სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ახალმა რეგულაციებმა შესაძლებელი გახადოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებების თავიდან აცილება და აღკვეთა, ძეგლების რეაბილიტაციისას მათი დაცვის ინტერესებისათვის საჭირო სრულყოფილი ბერკეტების შექმნა, კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად საჭირო გარანტიების შემუშავება.797 წინა წლის მსგავსად, საანგარიშო წელს აქტუალური იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესები; წელს განსაკუთრებული სიმწვავით დადგა ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის შეფასებით, ორივე ამ შემთხვევას, მათი ინდივიდუალური პრობლემების პარალელურად, აერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - პროცესები არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ და საზოგადოების მონაწილეობით. არც გასულ წელს მიუღიათ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი, რომლითაც უნდა დამუშავდეს კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს დაქვემდებარებული რიგი საკითხები. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ 2022 წელს მაინც მოხერხდება დოკუმენტის დამტკიცება,798 რასაც, ბათუმის განაშენიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით 796 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს № 00005136, 23/02/2022 წერილი. ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2020, 330. 798 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №14-1422053696, 22/02/2022 წერილი. 797 249 I არსებული უმძიმესი გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სამწუხაროდ, კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტებისა და საყდრისიყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანების ფაქტებზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, არსებითად ახალი გარემოებები არც საანგარიშო წელს გამოვლენილა.799 20.2. კონსერვაცია-რეაბილიტაცია და პროცესების საჯაროობა უკანასკნელი ორი საანგარიშო წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ორი უმნიშვნელოვანესი საქმის, გელათისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესწავლამ ცხადყო, რომ პრობლემურია, ერთი მხრივ, ძეგლების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-წარმართვა, მეორე მხრივ კი, ამ პროცესების საჯაროობა. კონსტიტუციურ ვალდებულებებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ ვალდებულებას ადგენს საქართველოს მიერ რატიფიცირებული არაერთი ხელშეკრულება.800 საერთაშორისო მათ შორის, აღსანიშნავია, „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციისა და რესტავრაციის საერთაშორისო ქარტია“801 („ვენეციის ქარტია“), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონსერვაციის პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ქარტიის მიხედვით, კონსერვაციისა და რესტავრაციის ყველა სამუშაოს წინ უნდა უძღოდეს ზუსტი დოკუმენტაცია ანალიტიკური და კრიტიკული დასკვნების სახით, ნახატების, ნახაზების და ფოტოების თანხლებით. აღწერილი უნდა იყოს სამუშაოების ყველა ფაზა: განშრევება, გამაგრება, აღდგენა და ინტეგრირება, ისევე როგორც ამ სამუშაოების დროს წარმოჩენილი ტექნიკური ან ფორმალური ელემენტები. ეს დოკუმენტაცია შესაბამისი საჯარო ორგანიზაციის არქივში უნდა ინახებოდეს და მეცნიერებისთვის 802 მისაწვდომი უნდა იყოს, ასევე რეკომენდებულია მასალების გამოქვეყნება. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთან (გელათი) მიმართებით, ასევე რელევანტურია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი 803 მემკვიდრეობის კონვენცია. 799 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/11742, 1/03/2022 წერილი. ევროპის კულტურული კონვენცია, პარიზი, 1954, კონვენცია „ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, 1982, კონვენცია „ევროპის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, 1992, ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, 1982, კონვენცია „კულტურული ექსპრესიების მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“, 2005, ჩარჩო კონვენცია „საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ“ (ფარო) 2005 და სხვ. 801 საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2000 წელს, იხ. <https://bit.ly/3JVQOaz > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 802 იხ. ბმული: < https://bit.ly/3wX25nk > [ბოლოს ნანახია 30.03.2022], პარა. 16. 803 საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 1992 წელს. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები, Bernard M. Feilden, Jukka Jokilehto, ICCROM, 2007, იხ. ბმული: <https://bit.ly/3IMnbr7 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 800 250 I გარდა ამისა, სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კულტურული მემკვიდრეობის მართვაში საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც „საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის (ე.წ. ფაროს კონვენცია)804 მთავარი ფუნდამენტია. ფაროს კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, აღიარონ როგორც დაინტერესებული ინდივიდების, ისე საზოგადოების უფლება, იყვნენ ჩართულნი მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაში. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემის ღიაობა და ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობა, აუცილებელია საზოგადოების მონაწილეობა/ჩართულობის მიზნის მისაღწევად. საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებულ მიდგომებზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მართვის თანამედროვე ხედვაზე, საუბარია არაერთ საერთაშორისო პუბლიკაციაშიც.805 20.2.1. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საქმე როგორც უკვე აღინიშნა, საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული პროცესები, რომელიც, ერთი მხრივ, უშუალოდ უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჯარო ინტერესს, მეორე მხრივ კი, მუზეუმში დასაქმებულ პირთა უფლებებს ეხება. როგორც ცნობილია, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, წლებია, შენობის მდგრადობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე იდგა. შენობა მე-19 საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს განძთსაცავს, ამდენად, დღის წესრიგში დგას როგორც შენობის, ისე მასში დაცული უნიკალური ნიმუშების სათანადო დაცვა და მათი კულტურული ღირებულების შენარჩუნება. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით,806 შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით გაცემულია საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შენობის გარკვეული ნაწილის გამაგრება და გაძლიერება შესაძლებელია, თუმცა დაკავშირებულია დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან და ამ სამუშაოების ჩატარება შესაძლოა არ იყოს რენტაბელური. ამ ინფორმაციის გავრცელებამ მოგვიანებით, გაკეთდა 804 საზოგადოებაში ზეპირი განმარტება, შენობის რომ დემონტაჟის შენობა შიში მუზეუმის გააჩინა. ფუნქციას კონვენცია საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2011 წელს. მაგალითად, იხ. „People-Centred Approaches to the Conservation of Cultural Heritage: Living Heritage“, International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property (ICCROM), 2015, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qMaGp2 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022], Community Involvement in Heritage Management“, 2017, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qOkjnm > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 806 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uD3XPz > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 805 251 I შეინარჩუნებს სივრცეებში და აღდგება, 807 გადაიტანენ. კოლექციებს კი დროებით პროფესიული ჯგუფები შესანახად წერილობით ახლომდებარე დადასტურებას მოითხოვენ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შეინარჩუნებს სამუზეუმო ფუნქციას და დაცული იქნება მისი კულტურული მნიშვნელოვნება, ავთენტურობა და მთლიანობა. ისინი ასევე მიუთითებენ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა დაიგეგმოს ამ მიმართულებით.808 აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხედვისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმა.809 თუმცა საზოგადოებისთვის უცნობი იყო შესაბამისი უწყებების ოფიციალური პოზიცია, იგეგმებოდა თუ არა უკვე შემუშავებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით სამუშაოების განხორციელება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული იყო ფონდის ევაკუაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შენობიდან ექსპონატების დროებით სხვა სივრცეში განთავსებას და ამ და სხვა სამუშაოებისათვის განსაზღვრულია 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდი, რაც ამ სფეროში მოღვაწე ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა უკვე შეაფასეს როგორც არარეალურად მცირე დრო მსგავსი მოცულობის სამუშაოების შესასრულებლად.810 სამწუხაროდ, ამ საკითხზე საზოგადოებაში ინფორმაცია მწირია, რაც, ცხადია, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს.811 ამასთანავე, სამწუხაროდ, ვერც სახალხო დამცველის აპარატის მცდელობის მიუხედავად მოხერხდა სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მიღება.812 ამდენად, სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულების შესასრულებლად, ასევე, პროფესიული წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოების 807 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tRruNz > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. რამდენიმე საზოგადოებრივმა ჯგუფმა მუზეუმთან საპროტესტო აქციებიც გამართა, ასევე იხ. საქართველოს ერთობლივი მიმართვა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს: ICOMOS, ICOM, საერთაშორისო ლურჯ ფარს, ევროპა ნოსტრას და მსოფლიო მონუმენტთა ფონდს: 10.09.2021, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების პროცესებში სრულად ჩართვის აუცილებლობაზე, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/36KXEBo > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 809 საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან/სპეციალისტებთან თანამშრომლობით, მრავალ დარგობრივ კვლევაზე დაყრდნობითა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სრულად დაცვით მომზადდა ხელოვნების მუზეუმის კოლექციების დროებით გადაადგილების დეტალური გეგმა; ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის კონცეფცია; მუზეუმის 1980-იან წლებში აგებულ შენობაში რესტავრაცია-კონსერვაციის ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბების დეტალური პროექტი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36WGtN5 > [ბოლოს ნანახია 09.08.2021]. 810 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/371Wiby > ბოლოს ნანახია 09.08.2021] 811 ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის 20.01.2022, №01-03/22 წერილი სახალხო დამცველს. 812 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №04-9/7786,09/08/2021 წერილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, აპარატს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 808 252 I ჩართულობა, ინფორმაციის საჯაროობა და პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა, რაც სახელმწიფოს მხრიდან უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. 20.2.2. გელათის საქმე სახალხო დამცველის გამოვლენილი რეაბილიტაციასთან ვრცლად ისაუბრა აპარატის სისტემური მიერ საკანონმდებლო დაკავშირებული წინა გელათის საქმის ხარვეზებისა გამოწვევების საპარლამენტო შესწავლის ანგარიშში. და კონსერვაცია- სახალხო დამცველმა ასევე, სახალხო დამცველის შესახებ, 813 ფარგლებში შეფასებით, აუცილებელი იყო ტაძრის დაზიანების ზუსტი მიზეზების დადგენა და მომავალში ყველა საჭირო ღონისძიების გატარება მსგავსი ფაქტის თავიდან ასარიდებლად და დამდგარი შედეგების გამოსასწორებლად. გელათის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საანგარიშო წელსაც აქტუალური იყო, კერძოდ, ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებით, საჯარო წყაროებიდან ცნობილია რამდენიმე დასკვნა - იტალიელი ექსპერტების დასკვნა,814 ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა815 და UNESCO-ს მრჩეველი ორგანოს, ICOMOS-ის დასკვნა816 იტალიელი ექსპერტების დასკვნის შეფასებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ გაიზიარა იტალიელი ექსპერტების დასკვნა და მის საფუძველზე გელათში გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები წამოიწყო. სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები საქართველოში წუხილს გამოთქვამენ ამ პროცესის დახურულად წარმართვასა და გადაწყვეტილებების სათანადოდ დასაბუთების მიღების თაობაზე. ამდენად, სახალხო დამცველის შეფასებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული პროცესები და სამინისტროს რეაგირება საჯაროობის მაღალი სტანდარტის დაცვით არ წარმართულა. რეკომენდაციები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს:  უზრუნველყოს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე მუშაობის პროცესის გამჭვირვალობა და მასში პროფესიული წრეების ჩართულობა, დროულად დაასრულოს მიმდინარე სამუშაოები და მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება;  813 უზრუნველყოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის, ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, 2020, გვ. 331-დან. REPORT ON THE STATE OF CONSERVATION OF THE GELATI MONASTERY WORLD HERITAGE PROPERTY, GEORGIA Mission of 22 – 28 June 2021 Conservation specialists of wall paintings: Mario Pulieri (Italy) – Vincenzo Centanni (Italy). 815 Comments on the Gelaty Monastery Wall Painting Report, RICKERBY & SHEKEDE wall painting conservation. 816 ICOMOS Technical Review Property, Mission report on the state of conservation of the mural paintings of Gelati Monastery, February 2022. 814 253 I კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართოს დარგის კვალიფიციური ექსპერტები და დაინტერესებული საზოგადოება;  უზრუნველყოს გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პროცესების, ასევე, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის. 254 I 21. ადამიანის უფლებათა სწავლება 21.1. შესავალი განათლების უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი გენერალური ასამბლეისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშებში რეგულარულად განიხილავს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ არაერთ ემპირიულ კვლევას, რომელიც ცხადყოფს ადამიანის უფლებათა განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას 817 ძალადობისა და ჩაგვრის თავიდან აცილების საქმეში. უფლებათა დარღვევის, ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების როლი, როგორც ძალადობის, რასიზმის, ექსტრემიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმისა, განუხრელად იზრდება საქართველოში. გაზრდილი ძალადობრივი ქმედებების ფონზე, არაერთი კვლევით დასტურდება ადამიანის უფლებების სწავლების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა საქართველოში.818 უფლებების შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, ასევე მიუთითებს ქვეყნის მასშტაბით 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდული სეგმენტის მხოლოდ 10-12% მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება.819 სახალხო დამცველის საგანმანათლებლო მანდატის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, აპარატი რეგულარულად ატარებს არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელთა მიზანია უფლებათა უნივერსალური პრინციპების შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ცოდნის გადაცემა, იმგვარი დამოკიდებულებებისა და ქცევის წესის ფორმირება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა დანერგვისა და დაცვის საქმეში. ამ მიზნით, COVID19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლეს ჩაეტარებინათ 1509 საინფორმაციო შეხვედრა, 31 ტრენინგი და 280 ლექცია/სემინარი ადამიანის უფლებათა მთელ რიგ თემატურ საკითხებზე. სახალხო დამცველი ასევე უწყობს ხელს უფლებათა საკითხების ინტეგრირებას ფორმალური განათლების სფეროში. ამ მიმართულების სტრუქტურიზებისთვის ძირითად ორიენტირად რჩება გაეროს მდგრადი განვითარების 4.7. მიზნის განხორციელების მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტი.820 ამასთანავე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და 817 განათლების უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის წლიური ანგარიში გაეროს გენერალური ასამბლეის 27-ე სესიაზე, 2019 წ. 29 ივლისი, 10, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3HTU8Bj > [ბოლოს ნანახია 02.03.2022]. 818 Inter alia, „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში”, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2018 წ., ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3vv6UUe > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 819 18-34 წლის ახალგაზრდების ასაკობრივი კატეგორია; „საზოგადოების განწყობა საქართველოში”, 2021 წელი, NDI, CRRC, 51-54. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3nkj4JY > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 820 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bQTgAR > [ ბოლოს ნანახია 02.03.2022]. 255 I ადამიანის უფლებათა განათლების (EDC/HR) ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტივობების მონიტორინგი დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ევროპის საბჭოს ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.821 საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან მიღწევად უნდა მივიჩნიოთ ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მისასალმებელია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეასრულა სახალხო დამცველის 2019-2020 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული რეკომენდაცია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე უფლებათა ეფექტიანი სწავლების უზრუნველყოფის შესახებ. ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2021 წლის 17 დეკემბერს შესული ცვლილების მიხედვით, მომდევნო წლის სექტემბრიდან სავალდებულო საგანი „მოქალაქეობა“ XI და XII კლასებსაც მოიცავს.822 21.2. ადამიანის უფლებათა ფორმალური განათლების სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა კულტურის დამკვიდრებისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები და მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები უნდა პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს. განათლებისა და შემოთავაზებული ამ ჭრილში მეცნიერების პირველადი მნიშვნელოვანია ერთიანი ვერსია. განვიხილოთ ეროვნული სტრატეგიის საქართველოს სტრატეგიის დოკუმენტში (2022-2032) პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების (EDC/HR) ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს - არც სკოლამდელი განათლებისა და არც ზოგადი განათლების სამოქმედო გეგმების არცერთი აქტივობა (შესაბამისად, არც ინდიკატორი) არ მოიცავს ჩანაწერს EDC/HR-ის შესახებ. პროფესიული გულისხმობს განათლების სამოქალაქო სამოქმედო განათლების გეგმის მხოლოდ განვითარების ერთი აქტივობა 823 ხელშეწყობას. (1.3.3.4) უმაღლესი განათლების სამოქმედო გეგმაში კი, ნახსენებია მხოლოდ დაკავშირებული საკითხი, კერძოდ - აქტიური მოქალაქეობისთვის სტუდენტის მომზადება824, ხოლო შედეგის ინდიკატორებს შორის არცერთი არ არის დაკავშირებული აქტიურ მოქალაქეობასთან და ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნასთან, ღირებულებებსა და უნარებთან. სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიერ მიუხედავად, წარდგენილი წერილობითი სამინისტროს მიერ 2022 კომენტარებისა წლის 15 და თებერვლის მდგომარეობით განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, ასახული არ აღმოჩნდა 821 ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ მიღებულია მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის _ CM/Rec (2010)7, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3HtYDm0 > [ ბოლოს ნანახია 2.03.2022]. 822 „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანების პირველი მუხლის ‘ე’ ქვეპუნქტი. 823 აქტივობის ინდიკატორია: ახალი მოდული დანერგილია 5 პროგრამის ფარგლებში; სამოქალაქო განათლების ყველა მასწავლებლის შესაძლებლობები გაძლიერებულია. 824 უმაღლესი განათლების სამოქმედო გეგმის ამოცანა 1.4.1. 256 I EDC/HR-ის ინტეგრირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.825 ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის 2020 წლის რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, შესაბამის უწყებას არ შეუსრულებია.826 არც ადამიანის უფლებათა შესახებ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციები შესრულებულა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილის თანახმად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული დოკუმენტის შემუშავებაზე.827 უფლებათა სწავლების ხელშეწყობის ეფექტიანი მექანიზმია ფორმალური განათლების სფეროში დასაქმებულ სპეციალისტთა კვალიფიკაციის მარეგულირებელ ნორმატიულ ჩარჩოში ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის მოთხოვნაზე მითითება. საანგარიშო პერიოდში, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ერთი (ლანჩხუთის) მუნიციპალიტეტის მიერ მიღების 828 თვითმმართველობის ორგანო, შემდეგ, რჩება ექვსი ადგილობრივი რომელთაც ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებიათ ხსენებული ნორმატიული აქტები. 21.3. ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობა ფორმალური განათლების სფეროში 21.3.1. ზოგადი განათლების სახელმძღვანელოთა რეცენზირება სახალხო დამცველის აპარატსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში 2018 წლიდან ჩამოყალიბებული თანამშრომლობა 2021 წელსაც გაგრძელდა.829 გრიფირებისათვის წარდგენილი მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირებისთვის შექმნილ საგნობრივ ჯგუფებში სახალხო დამცველის მიერ ნომინირებულმა „სხვა სპეციალისტებმა“ უმნიშვნელოვანესი სამუშაო გასწიეს მასალებში დისკრიმინაციული, სტერეოტიპული ტექსტების თავიდან აცილების, თანასწორობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის, ასევე, ადამიანის უფლებათა პრინციპების სახელმძღვანელოებში შეტანის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების შედეგად, რეცენზირების ორგანიზაციული ასპექტები დიდწილად მოწესრიგდა, თუმცა პროცესის 825 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2022 წლის 1 თებერვლის №17-1/1204 წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2022 წლის 15 თებერვლის MES 4 22 0000147229 წერილის დანართი. 826 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2021 წლის 7 მაისის GOV 1 21 00015745 წერილი. 827 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2021 წლის 17 ნოემბრის GOV 4 21 00039940 წერილი. 828 ნორმატიული აქტები არ შეუმუშავებიათ დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებს. 829 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2020 წლის 21 დეკემბრის MES 7 20 0001217063 წერილი. 257 I არსისკენ მიმართული გამოწვევები კვლავ პრობლემური რჩება. კერძოდ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ადამიანის უფლებათა შესახებ ტრენინგებზე რეცენზენტების ნაკლები ხელმისაწვდომობა. საანგარიშო პერიოდში რეცენზენტებს ადამიანის უფლებათა 830 საკითხებზე მხოლოდ ერთი, არასავალდებულო ტრენინგი ჩაუტარდათ. დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სამინისტროს სავალდებულო ამასთან პროგრამების შემუშავებისა და რეცენზენტთათვის ტრენინგების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა.831 უწყებამ, პასუხად, არა ამგვარი ტრენინგ-პროგრამების სავალდებულოდ დანერგვის, არამედ სხვა ორგანიზაციების მიერ რეცენზენტთათვის მათი ჩატარების ხელშეწყობის მზაობაზე მიუთითა.832 ამდენად, ნათელია, რომ 2020 წლის მსგავსად, არც საანგარიშო პერიოდში ჰქონია სამინისტროს სისტემური მიდგომა უფლებრივ საკითხებზე რეცენზენტთა ცოდნის ამაღლების კუთხით. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან „[...]რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრი, […] არსებით მონაწილეობას იღებს მოსწავლეთათვის განკუთვნილი სავალდებულო სასწავლო შინაარსის ფორმირებისა და მისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გამავრცელებელი/წამახალისებელი 833 ღირებულებების გადაცემის პროცესში“. 2021 წლიდან, შინაარსობრივი რეცენზირებისათვის წარმოდგენილი მაკეტების საჯარო განხილვის სისტემა დაინერგა,834 რომლის მიხედვითაც, განსაზღვრულ პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მასალის ანონიმური ეგზემპლარის, მათ შორის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა.835 რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი ვალდებულია გაეცნოს ამ მოსაზრებებს.836 ეს მოდელი საქართველოში გენდერული, თუ სხვა სახის სტერეოტიპების გავრცელების სიღრმისა და რეცენზენტებს შორის ამ საკითხებზე დაბალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, პოტენციურად ხელს შეუშლის ადამიანის უფლებებზე 837 დაფუძნებული მიდგომის ხორცშესხმას ზოგადი განათლების სისტემაში. 830 ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2021 წლის 27 სექტემბრის MES 8 21 0000987637 წერილი. 831 იქვე. 832 იქვე. 833 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 27 ოქტომბრის 17-1/10213 წინადადება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების რეცენზირების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე“, 7-8. 834 ‘„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის 28/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 93 მუხლი. 835 „ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის MES 6 20 0001239194 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის ‘გ’ ქვეპუნქტი. 836 იქვე, მე-10 მუხლის მეხუთე პუნქტი. 837 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 27 ოქტომბრის 17-1/10213 წინადადება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების რეცენზირების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე“ , 8. 258 I საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიზანშეწონილია, საგნობრივ ჯგუფებში მშობელთა ჩართვის მოდელის დანერგვა.838 სამინისტროს განმარტებით, საქართველოში ეს მოდელი უკვე იყო დანერგილი, თუმცა მშობლებს პროცესის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ.839 სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მშობელთა ინტერესის ნაკლებობა ზემოხსენებული ცვლილების არგუმენტად ვერ მიიჩნევა, რადგან არსებული მექანიზმი წარმოშობს უფლებრივ რისკებს. საანგარიშო პერიოდში შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში კვლავ პრობლემური იყო სააპელაციო კომისიის დაკომპლექტების პრაქტიკა, რომელიც, მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე,840 განმცხადებელთა საჩივრების განსახილველად იქმნება. საჩივრის განხილვის ფარგლებში, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული კრიტერიუმის ჭრილში გასცეს ახალი რეკომენდაცია, შეცვალოს რეცენზენტთა მიერ გაცემულ რეკომენდაციათა შინაარსი, ან უცვლელად დატოვოს ისინი.841 მართალია, სააპელაციო დასაბუთების კომისიის საქმიანობის ვალდებულებას მარეგულირებელი ითვალისწინებს, თუმცა ჩარჩო მისი დასკვნების მისი წევრები მხოლოდ სამინისტროს სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირები და სკოლის დირექტორები იყვნენ.842 საგულისხმოა, რომ სახელმძღვანელოთა გრიფირების შეფასებულ კონკურსში, სავალდებულო სასწავლო მასალა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სასკოლო საგნებში უნდა შერჩეულიყო.843 შესაბამისად, ნათელია, რომ სააპელაციო კომისიის დაკომპლექტების ლოგიკა წევრთა კვალიფიკაციის მრავალგვარობას უნდა ემყარებოდეს. საანგარიშო პერიოდში, უფლებრივ ჭრილში გასაჩივრებული მასალების შეფასებისას, კომისიას არ მოუწვევია დამოუკიდებელი სპეციალისტი, ან შემფასებელი რეცენზენტი. საგულისხმოა, რომ, საპირისპირო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი, არცერთ ხსენებულ პირს არ აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება და მათი მოსაზრებები კომისიისთვის 838 იქვე, 8-9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2021 წლის 22 ნოემბრის MES 8 21 0001251632 წერილი. 840 „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის 28/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის ‘ქ’ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლის მე2 პუნქტი. 841 „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებისას განმცხადებელთა საჩივრის წარდგენის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების წესის და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 მაისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 აპრილის MES 7 21 0000320130 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის ‘ბ.ა’-‘ბ.გ’ ქვეპუნქტები. 842 იქვე, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ‘ბ’ ქვეპუნქტი. 843 „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების გამოცხადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის MES 1 20 0001013153 ბრძანების პირველი მუხლის ‘ა’ ქვეპუნქტით დამტკიცებული შესარჩევი ერთეულები. 839 259 I სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ არის.844 შესაბამისად, სააპელაციო კომისიის მიერ, განხილული საგნისა თუ თემატიკის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ექსპერტის სავალდებულო მოწვევა, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით, ეფექტიანი მექანიზმი იქნებოდა მაკეტის შინაარსის ძირითად უფლებებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად. 21.3.2. კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი კრიტერიუმების, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესწავლის შედეგად, საანგარიშო პერიოდში მომზადდა სახალხო დამცველის წინადადება.845 ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნორმატიული აქტები სათანადოდ არ ასახავს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის კულტურის ხელშემწყობ დებულებებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ხანგრძლივი ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყნისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში აფხაზები და ოსები ძირითადად სეპარატისტებად არიან წარმოჩენილნი, რაც აზიანებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესს.846 ამასთანავე, ისტორიის საგანში უმეტესად მილიტარისტული მიდგომებია დეკლარირებული.847 შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოთა შეფასების კრიტერიუმებს დაემატოს კონფლიქტების გადაჭრის სამშვიდობო პოლიტიკის ელემენტი, რომელიც მოიცავს შუღლის გაღვივების თავიდან არიდებისა და პოზიტიური მშვიდობის მშენებლობის კონცეფციას, ასევე, კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით მშვიდობის იდეების კულტივირებასა და სახელმძღვანელოებში ამ რეგიონების და ხალხების პოზიტიურ რეპრეზენტაციას. 21.3.3. პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის შემთხვევები სასკოლო სივრცეში საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევები. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქომ და „ჩოხოსანთა საზოგადოებამ“ შემოიღეს საგაკვეთილო ციკლი „სამშობლოსმცოდნეობა“.848 საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ ამ გაკვეთილებს, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, არაერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უტარებდნენ.849 გაკვეთილები 844 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მესამე პუნქტი. 845 სახალხო დამცველის წინადადება „ზოგადი განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებში კონფლიქტსენსიტიური სწავლებისა და მშვიდობის შესახებ განათლების სათანადო ასახვის თაობაზე”, 2021 წლის 29 ივნისი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3KezVYn >. 846 ჯიშკარიანი დ., რა ვიცით და როგორ ვსწავლობთ კონფლიქტებს, თბილისი 2017, 10, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jycMpQ > [ბოლოს ნანახია 06.03.2022]. 847 „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება: ქართული განათლების სისტემის გამოწვევები”, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი, 2021 წ., 6. 848 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 12 აპრილის წინადადება „სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილების ორგანიზებაში საჯარო სკოლების დირექტორების ჩართულობის თაობაზე“,1-2., ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3vIGdvG >. [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 849 იქვე. 260 I ლექტორთა მხრიდან მკვეთრად კონფესიური შინაარსით, ქალთა მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაციული პოზიციებითა და საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების უარყოფით ხასიათდებოდა.850 მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ამ საგაკვეთილო ციკლის ორგანიზებაში, მოსწავლეთა მობილიზებაში, ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორებიც მონაწილეობდნენ.851 სახალხო დამცველმა საკითხის კომპლექსურად შეფასების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, საჯარო სკოლის საკანონმდებლო პრინციპის დარღვევა დაადგინა. 852 რელიგიური ნეიტრალიტეტის ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, მათ შორის, სკოლის ადმინისტრაციის მიერ გაკვეთილებზე დასასწრებად მოსწავლეთა მობილიზებასა და 853 დირექტორის ფიგურის ავტორიტეტულობაზე. მოსწავლეთათვის ამ პროცესში სამწუხაროდ, ამ საკითხის შესწავლის შედეგად გაცემული რეკომენდაციის განხილვის შედეგები სამინისტროს აპარატისთვის არ უცნობებია. საგულისხმოა, რომ საკითხის შესწავლის ფარგლებში, ქვემო ქართლის ერთ-ერთმა საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დაადასტურა, რომ მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ორ საჯარო სკოლაში, მათივე ფინანსური რესურსის გამოყენებით, უფასო ფაკულტატიური წრის სახით, ისწავლებოდა „სამშობლოთმცოდნეობა“.854 სამართლებრივ საფუძვლად, უწყებამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის” 22-ე მუხლზე მიუთითა.855 ამ ნორმის მიხედვით, სკოლას აქვს უფლება მოსწავლეს შესთავაზოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურება, თუმცა იგი „[...]ხელს უნდა უწყობდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების [...] მიღწევას“.856 ამასთანავე, ფაკულტატიურ წრეს მოსწავლეები „[...]სურვილის მიხედვით ირჩევენ/ესწრებიან“.857 ამავე ჭრილში საყურადღებოა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია საჯარო სკოლის მოსწავლეთა უფლება „[...]სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია[...]”.858 850 იქვე, 3. იქვე, 2. 852 იქვე, 11. 853 იქვე, 12. 854 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 12 აპრილი, წინადადება „სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილების ორგანიზებაში საჯარო სკოლების დირექტორების ჩართულობის თაობაზე“, 5. 855 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის” 22-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები. 856 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის” 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. 857 იქვე, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი. 858 „ზოგადი განათლების შესახებ შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი. 851 261 I შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციებმა უგულებელყვეს ამ ნორმის უმთავრესი მოთხოვნა - ნებაყოფლობითობა. საგულისხმოა, „სამშობლოსმცოდნეობასთან“ მიმართებით, სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტმაც ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე მიუთითა და არ შეაფასა, ერთი მხრივ, საკუთრივ მომსახურების შინაარსის თავსებადობა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, ხოლო, მეორე მხრივ, სკოლის 859 ადმინისტრაციათა მიერ მოსწავლეების ნებაზე ზემოქმედების ხარისხი. 21.3.4. ციფრული მოქალაქეობის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში განათლების ინტეგრირების ხარისხი Covid 19-ის მიმდინარე პანდემიის ფონზე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების არასრულფასოვანი ინტეგრირების თაობაზე, სახალხო დამცველი ვრცლად მიუთითებდა წელს.860 2020 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით გვაცნობა, რომ მზადდებოდა ახალი საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“, 861 მოსწავლეთათვის იქნებოდა განკუთვნილი. რომელიც II-დან VI კლასის სწორედ ამ საგნით უნდა ჩანაცვლებულიყო ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი ერთადერთი სავალდებულო დისციპლინა „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“. საანგარიშო პერიოდში მიიღეს ხსენებული საგნის სტანდარტი, თუმცა მისი შინაარსი მიუთითებს, რომ იგი უშუალოდ განკუთვნილია V-VI კლასების მოსწავლეთათვის.862 ვინაიდან, 2021 წელს არაერთი სკოლა იყენებდა დისტანციური სწავლების მეთოდს, სახალხო დამცველის მიერ ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ჭრილში გამოვლენილი გამოწვევები კვლავ აქტუალურია.863 859 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 მარტის MES 5 21 0000304262 წერილი. 860 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 343; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 3 ივნისის 17-1/5429 რეკომენდაცია „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი სწავლების შესახებ.“ 861 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 343-344; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 21 ივნისის MES 7 20 0000494661 წერილი. 862 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 15 თებერვლის MES 2 22 0000100589 წერილის დანართით წარმოდგენილი სტანდარტი; „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის 40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 75-ე და 76-ე მუხლები. 863 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 24 იანვრის MES 3 22 0000057264 წერილის დანართი №7; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 3 ივნისის 17-1/5429 რეკომენდაცია „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი სწავლების შესახებ“. 262 I 21.4. ადამიანის უფლებათა სწავლება უმაღლესი განათლების სფეროში საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კვლევა უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის შესაფასებლად.864 კვლევის ფარგლებში, აპარატმა შეისწავლა 9 უნივერსიტეტის (5 სახელმწიფო და 4 კერძო) სამართლის საბაკალავრო პროგრამები და შეაფასა, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში ცოდნის, ისე შესაბამისი უნარების განვითარებისკენ მიმართული სავალდებულო საგანმანათლებლო კომპონენტები და დამატებითი საგანმანათლებლო აქტივობები. კვლევა განხორციელდა USAID/PROLoG-ის ფინანსური და ინსტიტუციური მხარდაჭერით, ხოლო მეთოდოლოგიის შემუშავებაში ჩართული იყო კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობაში ადამიანის უფლებები მხოლოდ ერთი სასწავლო კურსის მეშვეობით ისწავლება, შედარებითი პერსპექტივის გარეშე.865 ასევე, პრობლემურია ქართულენოვანი განახლებული სახელმძღვანელოების ნაკლებობა და საკადრო რესურსის სიმწირეც, განსაკუთრებით, რეგიონებში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში.866 ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სტუდენტთა პროფესიული კვლევამ გამოავლინა უნარებისა და კომპლექსური პრობლემები სამართლის პრაქტიკული სწავლების 867 თვალსაზრისით. რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა (2022-2032) და სამოქმედო გეგმებში, ფორმალური განათლების ყოველი საფეხურისთვის განისაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობაზე მიმართული ამოცანები/აქტივობები და შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები;  სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისას, რეცენზირების ფარგლებში საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილმა სააპელაციო კომისიამ გასაჩივრებული საგნის, ასევე თემატიკის მიხედვით, კომისიის ვალდებულებად განისაზღვროს ადამიანის უფლებათა ექსპერტის მოწვევა, გადაწყვეტილების მიღების უფლებით; 864 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“ 2021 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3Iaxe9D> [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 865 იქვე, 20. 866 იქვე, 23. 867 იქვე, 37-43. 263 I  შეიცვალოს მაკეტის საჯარო განხილვის არსებული მოდელი, საზოგადოებრივი საწყისის უზრუნველსაყოფად პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართვის გზით;  შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საჯარო სკოლებში ჩაატაროს პროაქტიული მონიტორინგი „სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილების ორგანიზებაში სკოლების მონაწილეობის, ასევე, რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის სხვა შემთხვევების გამოსავლენად;  ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებს დაემატოს კრიტერიუმი კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ;  დაინერგოს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე, სავალდებულო საგნის მეშვეობით, იმგვარად, რომ სრულფასოვნად ინტეგრირდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:  დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები. 264 I 22. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა 22.1. შესავალი 2021 წელს, კორონავირუსის პანდემია კვლავაც მწვავედ აისახა ბავშვის უფლებების რეალიზებაზე. არსებულმა პროგრამებმა ვერ უზრუნველყო სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი მხარდაჭერა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლება. ამასთანავე, არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო დანაკარგი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში, უარყოფითად აისახა ბავშვთა, როგორც უშუალოდ განათლების უფლებაზე, ისე მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. პანდემიის პირობებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკის ფონზე, მიღებული შეზღუდვები, განსაკუთრებით, სოციალური იზოლაცია და დისტანციური სწავლება, უარყოფითად აისახა ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელზეც. ბავშვთა დაცვის სისტემის გამოწვევებს შორის, კვლავ საგანგაშოა ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილება, სათანადო სარეაბილიტაციო სერვისებისა და ბავშვთან მომუშავე მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტების სიმცირე. აღსანიშნავია, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში, 2021 წელს 11-ით იკლო სოციალურ მუშაკთა ისედაც არასაკმარისმა რაოდენობამ და ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია ჯამში 257 სოციალური მუშაკი და 17 ფსიქოლოგი.868 2021 წელს, ყველაზე მძაფრად წარმოჩინდა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხარვეზები, რაც, თავის მხრივ, ბავშვის უფლებების მწვავე დარღვევებს უკავშირდება.869 თუმცა, სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და გეგმა კვლავ არ დაუმტკიცებია. 22.2. განათლების უფლების უზრუნველყოფა მსოფლიო პანდემიის პირობებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულმა მძიმე ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა და არასრულწლოვანთათვის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის არათანაბარმა პირობებმა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დანაკარგი გამოიწვია, საფრთხე შეუქმნა ბავშვების ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და სხვა უფლებების რეალიზებას. არსებული გამოწვევები განსაკუთრებით აისახა ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა მრავალშვილიანი, 868 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №07/721, 31/01/22. 869 „ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, ხელმისაწვდომია:<ttps://bit.ly/3nVKIOx> [ბოლოს ნანახია 24.01.2022]. 265 I სიღარიბეში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. 22.2.1. ზოგადი განათლება 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოში 2086 საჯარო სკოლა ფუნქიონირებდა, მათგან 14 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა.870 საანგარიშო პერიოდში მოსწავლეების რაოდენობამ ჯამში 563370 შეადგინა. ხოლო, 2020 წელს გამოვლენილი 10,404 არასრულწოვნიდან, რომელსაც მოსწავლის სტატუსი მანამდე არასდროს ჰქონია, 2021 წელს, სკოლაში მხოლოდ 1681 ჩაირიცხა.871 საანგარიშო პერიოდში ისევ აქტუალური იყო სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, რაც კვლავაც ყველაზე მაღალია თბილისში (2947/35%), ქვემო ქართლსა (1970/23.4%) და კახეთში (714/8.5%). ამასთანავე, გენდერულ ჭრილში, ბიჭების მხრიდან, შედარებით უფრო ხშირია სწავლის მიტოვება.872 მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის მაჩვენებელი სულ 8429 გოგო ბიჭი მე-9 კლასამდე 9 კლასის დასრულების შემდგომ 6704 4740 3689 4103 4326 3927 3630 2777 2021 წელი 3074 2020 წელი კვლავ დახვეწასა და დაზუსტებას საჭიროებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების სტატისტიკა. კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების აღრიცხვისას ბუნდოვანი 870 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 3 22 0000057264, 24/01/22; სკოლა-პანსიონში 2021 წლის სექტემბრის მონაცემების მდგომარეობით ირიცხებოდა 2785 მოსწავლე; 8 სკოლა პანსიონი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებს სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს. 871 იქვე; 2021 წელს მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა სამსახურების მიერ დამუშავდა 5,973 ბავშვის ინფორმაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანარჩენი 4,431 ბავშვის მონაცემების დამუშავება. 872 იქვე. 266 I შინაარსის საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ ან „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების რეალური მიზეზის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა. მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები 2020 სკოლიდან გარიცხვა 2021 7 15 1010 1140 პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება 1502 მშობლის/მოსწავლის განცხადება 293 324 მუშაობის დაწყება საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება დონის დაძლევით ამორიცხვა დაოჯახება გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობა 24 36 85 92 74 87 2073 1357 2698 378 316 ზედიზედ გაცდენის ზღვრული რაოდენობა 1619 1974 კოვიდ პანდემიის პირობებში, სკოლების დიდ ნაწილში სწავლება კვლავ დისტანციური ფორმატით მიმდინარეობდა. 2020-2021 სასწავლო წელს საჯარო სკოლების მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 94%, ხოლო 2021-2022 წელს 93% იყო ჩართული დისტანციურ სწავლებაში. თუმცა სწავლების ეს ფორმატი კვლავ დაკავშირებული იყო ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ბავშვების ინტერნეტსა თუ კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. მისასალმებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და მათი სტატუსის შეჩერების წესში 2021 წელს შესული ცვლილებები. კერძოდ, გაცდენების მაქსიმალური რაოდენობის 45 დღემდე შემცირება და ბავშვის მიერ სწავლის მიტოვების თავიდან ასაცილებლად, სკოლისთვის მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესზე დაუსწრებლობის მიზეზების დროული მოკვლევისა და არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების გატარების, მათ შორის, საქმეში სოციალური მუშაკის ჩართვის ვალდებულების დადგენა. სკოლებში კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით, კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, პრობლემები, სანიტარიული კვანძებისა და ინფრასტრუქტურის თბილი წყლით უზრუნველყოფის საჭიროება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დანერგვის პროცესში, პრიორიტეტული 267 I არ ყოფილა პედაგოგების ვაქცინაცია, კერძოდ, ისინი არ უღიარებიათ „წინა ხაზის მშრომელებად“, ამ ეტაპისთვის, ჯამში, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხოლოდ 73,6%-ია აცრილი.873 22.2.2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს 1,647 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, რომელშიც 158062 აღსაზრდელი ირიცხება. 2021 წელს საბავშვო ბაღების რაოდენობა 26-ით გაიზარდა,874 მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვების სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე სრულფასოვანი ხელმისაწვდომობა კვლავ ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მწვავედ წარმოჩინდა საბავშვო ბაღებში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები, კერძოდ, გეოგრაფიული და ფიზიკური ხელმისაწვდომობა,875 გადატვირთულობა, არასათანადო გათბობა, ინვენტარიზაცია, სათამაშოებით უზრუნველყოფა, კადრების სიმცირე და გადამზადების ნაკლებობა.876 დაწესებულებებში სრულყოფილად ვერ ხდება კოვიდ-19-ის 877 გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება და უსაფრთხო სასწავლო- სააღმზრდელო მათ გარემოს უზრუნველყოფა. შორის, გამოწვევას წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და საიზოლაციო ოთახის მოწყობა.878 საბავშვო ბაღების ფუნქციონირების შეჩერების პარალელურად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დისტანციური სწავლების მექანიზმების სრულყოფილად დანერგვა. კერძოდ, 2021 წელს დისტანციური სწავლების შესახებ შემუშავებული ტრენინგ მოდულის ფარგლებში, 873 საბავშვო ბაღების მხოლოდ 207 თანამშრომელი გადამზადდა. ხოლო, იქვე. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა წლების მიხედვით - 2019/2020 წლები - 1,621; 2020/2021 წლები - 1,647; 2021/2022 წლები - 1,648; წყარო: https://tinyurl.com/2p863rbz [ბოლოს ნანახია: 24/01/2022]. 875 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფიზიკური ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, გულისხმობს დაწესებულების შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესაბამისად მოწყობასა და ამ მხრივ მისაწვდომობას. 876 იხ. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, წყარო: https://tinyurl.com/29wuvm3j [ბოლოს ნანახია: 24/01/2022]. 877 იხ. ბრძანება №01-227/ო - „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე, დანართი №39, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის, 2021 წელი, წყარო: https://tinyurl.com/5cpez988 [ბოლოს ნანახია: 24/01/2022]. 878 საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა მონიტორინგი, გამართა შეხვედრები ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან, რის საფუძველზეც გამოიკვეთა არაერთი გამოწვევა, როგორც დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური მოწყობის, ისე კოვიდ რეგულაციების დაცვის კუთხით. 874 268 I დისტანციურ სააღმზრდელო პროცესში ჩაერთო საქართველოს მხოლოდ სამი რეგიონის 50მდე საბავშვო ბაღი და 2581 ბავშვი, რაც აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის 2%-საც არ შეადგენს.879 გარდა ამისა, საკითხზე საკანონმდებლო მსჯელობის მიმდინარეობის მიუხედავად, ჯერაც არ მომხდარა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დაწყება. ამასთან, მთავრობას დაწესებულებების 2021 წელსაც არ შენობა-ნაგებობების, დაუმტკიცებია ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და რეგლამენტი მატერიალურ- ტექნიკური ბაზის შესახებ. 22.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან ქვეყანაში უცვლელად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, დროული გამოვლენის, შემთხვევაზე კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირების გამოწვევები, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში პერიოდულად მიღებული შეზღუდვებისას, იზოლაციისა და დისტანციური სწავლების პროცესში. ამ კუთხით, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებს შორის კვლავ ჭარბობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის საქმეები, რომელმაც საერთო საქმისწარმოების 34,5% შეადგინა. დისტანციური სწავლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების პერიოდული დახურვის პირობებში, ზიანი მიადგა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამაზე მიუთითებს გაორმაგებული მიმართვიანობაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, რომელიც 2020 წელს სულ 928 იყო, ხოლო, 2021 წელს, ჯამში, 1860ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მიმართვიანობის ძირითადი საფუძვლები იყო ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან (1,479 შემთხვევა), ქცევით სირთულეებთან (1,101 შემთხვევა) და აკადემიურ გამოწვევებთან (524 შემთხვევა) დაკავშირებული გარემოებები, ასევე, ბავშვის მიმართ ძალადობა (315 შემთხვევა).880 გართულდა ბავშვთა მდგომარეობის შეფასებაც, მათ მიმართ უგულებელყოფის, შრომითი ექსპლოატაციის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან ძალადობის სხვა ფორმების დროული გამოვლენა. ამას ემატება უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედების პრობლემა, რაც ასევე მიუთითებს ბავშვთა დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობაზე. 2021 წელს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაზე, წინა წელთან შედარებით, 84-ით მეტი, ჯამში, 1904 მიმართვა შევიდა. თუმცა, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების მომსახურებით, წინა წელთან შედარებით, 11-ით 879 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 3 22 0000057264, 24/01/2022. 880 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 3 22 0000057264, 24/01/2022. 269 I ნაკლებმა, 406-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, საიდანაც, 53 იყო არასრულწლოვანი.881 ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისების, შესაბამისი სპეციალისტების სიმცირე და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თუმცა, მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ქალაქ თბილისში ფსიქოსოციალური ცენტრის გახსნაზე მუშაობა, რომელიც 2022 წელს დაინერგა. 22.3.1. ოჯახში ძალადობა კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის რისკები. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო უარყოფითად აისახა შემთხვევათა დროული გამოვლენისა და უფლების დაცვის მექანიზმებზე ბავშვების ხელმისაწვდომობის გამოწვევებზე.2021 წლის დეკემბრამდე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, დამცავი ორდერის მოთხოვნით, სასამართლოს 12 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა, აქედან 7 ოჯახში ძალადობის და 5 საოჯახო დავის საფუძველზე.882 ასევე, 17%-ით შემცირდა ოჯახში ძალადობის საფუძველზე არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელი და ჯამში შეადგინა 734.883 აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის სულ 187 საქმე იქნა საერთო სასამართლოების მიერ განხილული და აქედან 145 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.884 ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2619 2622 887 734 13 დევნის დაწყება დაზარალებულად ცნობა 2020 წელი 881 12 დამცავი ორდერი 2021 წელი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №07/721, 31/01/22. 882 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია, 2022 წლის 31 იანვრის №07/721 კორესპონდენცია. 883 საქართველოს გენერალური პროკურატურის კორესპონდენციები №13/12360, 05/03/21 №13/2295, 18/01/22. ასევე, იხ, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2020 წელი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3iwaAOp > [ბოლოს ნანახია 24.01.2022]. 884 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კორესპონდენცია №პ-02-22, 18/02/2022. 270 I არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისა და ბავშვზე მორგებული მიდგომის დანერგვის თვალსაზრისით, მისასალმებელია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაცია, რომლის ფარგლებშიც, ფართოდ განიხილება საერთაშორისო სტანდარტები, ფსიქოლოგიური და საკითხის ირგვლივ სხვა ასპექტები.885 სახალხო დამცველის შესწავლის შედეგად ასევე იკვეთება, რომ შვილთან მშობლების ურთიერთობის წესის შესახებ სასამართლო დავის ან/და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას, მშობლის/მშობლების, ოჯახის სხვა წევრთა თუ სხვა პირთა მხრიდან ხშირია არასრულწლოვნების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და მანიპულირების შემთხვევები. თუმცა, მათ საპასუხოდ, მყისიერად და ეფექტიანად არ ხორციელდება ბავშვის დამცავი თუ მხარდამჭერი ღონისძიებები. ამ პროცესში, ასევე არ არის სათანადოდ გათვალისწინებული ბავშვის აზრი და მისი საუკეთესო ინტერესი.886 22.3.2. ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოვლენის, მათზე დროული და ეფექტიანი, ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების კუთხით არსებულ გამოწვევებს, სხვა მიზეზებს შორის, განაპირობებს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიშნებისა და მისგან დამცავი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ამ მიმართულებითაც პრობლემურია ძალადობაგანცდილი ბავშვის მხარდამჭერი სერვისებისა და სპეციალისტების სიმცირე. ასევე, მწვავედ დგას სამედიცინო-საექსპერტო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ბავშვზე მორგებული გარემოს და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის პრინციპებთან. მისასალმებელია, რომ დანაშაულების სრულფასოვანი სტატისტიკის შესახებ, სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამჟამად, ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებების სრულყოფილ აღრიცხვას ახორციელებს,887 რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის შეფასებას. 885 საქართველოს გენერალური პროკურატურის კორესპონდენცია №13/2295, 18/01/21. 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 74 განცხადება ბავშვის მშობელთან ან/და მისი ოჯახის სხვა წევრთან ურთიერთობის უფლების უზრუნველყოფის კუთხით არსებული დაბრკოლებების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემების შესახებ. აქედან, 33 განცხადება ეხებოდა არასრულწლოვნების დედასთან, 34 - მამასთან, ხოლო 5 - ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის საკითხებს. 886 887 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორესპონდენცია MIA 3 21 02245075, 5/08/2021. 271 I საგულისხმოა, რომ 2021 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე, 253-254-ე და 2552552 მუხლებით დაკვალიფიცირებულ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულის 252 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი, 53 საქმეზე შეწყდა გამოძიება, ხოლო სულ 187 არასრულწლოვანი იქნა დაზარალებულად ცნობილი.888 საანგარიშო პერიოდში საერთო სასამართლოების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობის დანაშაულის 121 საქმე იქნა განხილული, აქედან 111 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, 8 საქმეზე შეწყვეტის, ერთ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი იქნა მიღებული, ხოლო ერთი საქმე გადაკვალიფიცირდა.889 ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულზე მართლმსჯულების განხორციელების სტატისტიკა წლების მიხედვით 252 200 157 143 187 121 64 51 53 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება გამოძიების შეწყვეტა დაზარალებულად ცნობა გამოწვევად რჩება ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების სათანადო კვალიფიკაცია სექსუალური ძალადობის თემატიკაზე. კერძოდ, სახალხო დამცველის შესწავლის შედეგად, კვლავ გამოიკვეთა გამოძიების პროცესში ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შემქმნელი და 890 დამაბრკოლებელი არაერთი გარემოება. გამოძიების ეფექტიანი წარმართვის თუმცა, მისასალმებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაიზიარეს ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები.891 კერძოდ, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის თემებზე, გადამზადდნენ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ასევე, მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები.892 888 საქართველოს გენერალური პროკურატურის კორესპონდენცია №13/13811, 10/03/2022. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კორესპონდენცია №პ-02-22, 18/02/2022. 890 „ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3nVKIOx > [ბოლოს ნანახია 24.01.2022]. 891 „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება“, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, < https://bit.ly/3fYND4w> [ბოლოს ნანახია 24.01.2022]. 892 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორესპონდენცია MIA 3 21 02245075 - 5/08/2021; საქართველოს გენერალური პროკურატურის კორესპონდენცია №13/2295, 18/01/2022; სსიპ ლევან 889 272 I აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია გამოძიების პროცესში მსხვერპლ ბავშვთან მხარდამჭერი პროფესიის სპეციალისტების, მათ შორის, ფსიქოლოგების პროაქტიული ჩართულობის შესახებ. თუმცა, კადრების სიმცირისა და კვალიფიკაციის საკითხი, აფერხებს სპეციალისტის დროულად ჩართვას და პროცესში მის ეფექტიან მონაწილეობას. 22.4. სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, მათი საჭიროებების დასაკმაყოფლებლად, არასაკმარისი მიზნობრივი სახელმწიფო სერვისები და ამ სერვისების არაეფექტიანობა. კვლავ მზარდია ბავშვთა სიღარიბის რაოდენობრივი მაჩვენებელი. წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი არასრუწლოვანი მაინც ცხოვრობს. პროგარამაში ჩართული არასრულწლოვნების რაოდენობამ კი 235252 შეადგინა.893 ხოლო, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 31 809 ბავშვიან ოჯახს ჩაერიცხა კომპენსაცია, რომელთაგან 28 016 მრავალშვილიანი იყო.894 საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 150213 დეკემბერი 2021 წელი დეკემბერი 2020 წელი 235252 186131 დეკემბერი 2019 წელი 895 წლიდან-წლამდე ბავშვთა სიღარიბის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმი. ამ მიმართებულით, მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტების მიზნობრივი პროგრამების ვალდებულება, ბავშვებისა შესამუშავებლად და და მათი აღსასრულებლად, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კორესპონდენცია: №5005041221, 26/07/2021. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კორესპონდენცია: №02/2937, 26/01/2022; ამასთანავე, 2021 წლიდან ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობას, მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ეწევიან. 893 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია № 04/12639, 31/12/21. 894 იქვე. 895 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/34Nq11a>[ბოლოს ნანახია 18.02.2022]. 273 I განსაზღვრონ შესაბამისი სამსახური.896 თუმცა, სამსახურები ყველა მუნიციპალიტეტში მინიმალური რაოდენობის ამჟამინდელი მდგომარეობით, ეს სრულად კვალიფიციური არ არის კადრით, არ დაკომპლექტებული არის გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებები და სპეციალისტების ფუნქცია-მოვალეობები ნათლად არ არის გამიჯნული სხვა უწყებების ვალდებულებისგან. 22.5. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ალტერნატიულ ზრუნვას რამდენიმე ფორმით, კერძოდ, მინდობით აღზრდის სახელმწიფო ქვეპროგრამის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების ფარგლებში ახორციელებს. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონიერებს 42 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სამი ლიცენზირებული (აქედან ორი დიდი ზომის სკოლა-პანსიონი) დაწესებულება და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული ერთი ჩვილ ბავშვთა სახლი. ხოლო, 2021 წლის მონაცემებით, მინდობით აღზრდის 739 ოჯახში სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანილი 1497 არასრულწლოვანი იზრდება. არასრულწლოვანი 2021 განთავსდა, წელს ხოლო სახელმწიფო ბიოლოგიურ ზრუნვაში ოჯახში ჯამში 309 დაბრუნდა 98 897 არასრულწლოვანი. ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებული ბავშვების რაოდენობა 297 მცირე საოჯახო ტიპის სახლი 2021 წელს, 309 39 101 ჩვილ ბავშვთა სახლი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები არასრულწლოვნის ბიოლოგიური ოჯახისგან 1513 მინდობით აღზრდა განცალკევებისა და სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების ძირითადი საფუძველი, წინა წლის მსგავსად, იყო 896 ბავშვის უფლებათა კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე, მუნიციპალიტეტებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაეკისრათ ვალდებულება კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის დაძლევისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, განსაზღვრონ შესაბამისი სამსახური, რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი აღსრულების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 897 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენციები №07/11171, 30/12/2021, №07/1734, 07/03/2022. 274 I ძალადობა და უგულებელყოფა. ამასთანავე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო განმარტავს, რომ სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე არცერთ შემთხვევაში არ არის ბავშვის ოჯახისგან განცალკევების მიზეზი და ის სხვა მიზეზებთან ერთობლიობაში განიხილება.898 2020-2021 წლებში სახელმწიფო ზრუნვაში არასრულწლოვნების განთავსების საფუძვლები 80% 65% 12.5% 4.4% 10% 3.1% 2021 6.4% 3.6% 15% 2020 ძალადობა და უგულებელყოფა ბავშვის ქცევა მშობლისგან მიტოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე სახალხო დამცველის შეფასებით, ამ მიმართულებითაც გამოწვევად რჩება ბავშვების დაცვა ძალადობისგან, მათი ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება არასრულწლოვნის რეინტეგრაციის მიზნით, როდესაც ეს მის საუკეთესო ინტერესებს არ ეწინაღმდეგება. ასევე, პრობლემურია სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბავშვების მხარდაჭერა. 22.5.1. დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების მიერ ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის განხორციელება არსებითად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, მის უფლებას, იზრდებოდეს საკუთარ ოჯახში ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. ამ კუთხით, მისასალმებელია, რომ 2021 წლის დეკემბერში დაიხურა კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი და 14 აღსაზრდელი ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავ ფუნქციონირებს სამი დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულება,899 აქედან ორი ა(ა)იპ 898 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №07/1734, 07/03/2022. 899 თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, „ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი” და ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონი“, რომლებიც ფუნქციონირებს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №07/11171, 30/12/2021. 275 I „საქართველოს საპატრიარქოს" დაქვემდებარებაში არსებული ლიცენზირებული სკოლაპანსიონია, სადაც 2021 წლის დასასრულს ჯამში 140 არასრულწლოვანი ირიცხებოდა. 2021 წელს განვითარებულმა მოვლენებმა და საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ორივე დიდი ზომის ლიცენზირებული სკოლა-პანსიონის დეტალური მონიტორინგის შედეგებმა900 კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსგავსი ინსტიტუციების მანკიერი ბუნება, იქ არსებული ჩაკეტილი გარემო, რასაც დამანგრეველი გავლენა აქვს როგორც ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ხელს უშლის ბავშვების სოციალიზაციას და სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლისთვის მზაობას. ამასთან, განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, თავად არასრულწლოვნებს უჭირთ ძალადობის ფორმებისა და აღზრდის ფორმების განსხვავება. საკითხს კიდევ უფრო ამწვავებდა ის გარემოება, რომ ორივე რეზიდენტული დაწესებულების შემთხვევაში, სოციალური მუშაკები დროულად არ ახორციელებდნენ დაწესებულების მონიტორინგს, ბავშვებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას და მათი მდგომარეობის შეფასებას. შედეგად, ბავშვებს არ ჰქონდათ სოციალური მუშაკების მიმართ ნდობა და არც უფლების დაცვითი მექანიზმების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას. ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგმა ცხადყო, რომ დაწესებულებაში არათუ უგულებელყოფილი იყო ბავშვების საბაზო საჭიროებები და ინტერესები, არამედ, დაწესებულების მოქმედებები უშუალო ზიანს აყენებდა მათ ჯანმრთელობას და განვითარებას, იყო მატრავმირებელი, ხშირად, დანაშაულებრივი ხასიათის და ეწინააღმდეგებოდა ბავშვზე ზრუნვის ყველა სტანდარტს. თუმცა, წმ. მატათას სახელობის პანსიონის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაწესებულებაში მოწესრიგებულია საცხოვრებელი გარემო და უზრუნველყოფილია ბავშვების საბაზო საჭიროებები, მისი ინსტიტუციური ხასიათი და ჩაკეტილი გარემო ბავშვებს დაწესებულებისადმი არაჯანსაღ მიჯაჭვულობას უყალიბებს, ხელს უშლის მათ სოციალიზაციას, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებას და სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლისთვის მზაობას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფოს ჯერაც არ დაუმტკიცებია დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების მინდობით აღზრდისა და ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისებით ჩანაცვლების კონკრეტული გეგმა და ვერც სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანილი ბავშვის მსგავს ინსტიტუციებში მოხვედრის პრევენციას უზრუნველყოფს, რაც სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არაეფექტიანი პოლიტიკის შედეგია. 900 „ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, ხელმისაწვდომია <:https://bit.ly/3nVKIOx > [ბოლოს ნანახია 24.01.2022]. 276 I 22.5.2. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა 2021 წლის მონაცემებით, 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლში,901 297 არასრულწლოვანი ირიცხება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მწვავე პრობლემას წარმოადგენს ბავშვების გართულებული ფსიქოემოციური მდგომარეობა, რასაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო კოვიდ19-ის პანდემიის თავიდან აცილების მიზნით მიღებულმა ზომებმა. ამასთანავე, მიუხედავად გამოკვეთილი საჭიროებებისა, აღმზრდელებს არ აქვთ გავლილი სპეციალური გადამზადება, რომელიც ითვალისწინებს ქცევითი და ემოციური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკას. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში იკვეთება, როგორც აღსაზრდელთა შორის განმეორებითი ძალადობის ფაქტები, ასევე, ბავშვებსა და აღმზრდელებს შორის დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან თავისუფალი, კეთილგანწყობილი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ნაკლებობა. აღსანიშნავია ასევე, რომ აღმზრდელები პრაქტიკაში ეფექტიანად ვერ იყენებენ ქცევის მართვის პოზიტიურ ფორმებს. დაწესებულებებში არც შემთხვევაზე დროული რეაგირების წინასწარ განსაზღვრული ეფექტიანი მექანიზმია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა არა მხოლოდ გამწვავებული შემთხვევის მართვაზე, არამედ მისი საფუძვლების ძირეულ მოკვლევასა და თავიდან აცილებაზე. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არ არის აღსაზრდელების ემოციური, კოგნიტური და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული, სათანადოდ შემუშავებული, სპეციალური ღონისძიებები. დაწესებულებებში ასევე იკვეთება, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ბავშვების სოციალიზაციის ხელშეწყობის გამოწვევები. 22.5.3. დედა და ბავშვთა სახელმწიფო თავშესაფრების ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ბავშვიანი ოჯახის მხარდაჭერას, ბავშვის მიტოვებისა და ოჯახისგან განცალკევების თავიდან აცილებას. 902 თავშესაფარი. საქართველოში ფუნქციონირებს 6 დედათა და ბავშვთა მათი მომსახურებით 2021 წელს 480 ბენეფიციარმა ისარგებლა, მათგან 190 დედამ, რომელთაგან 25 იყო არასრულწლოვანი დედა და 190 ბავშვმა.903 901 აქედან, ოთხი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი. 902 თბილისი (ოთხი თავშესაფარი), ქუთაისი (ერთი თავშესაფარი) და ხაშური (ერთი თავშესაფარი). 903 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №07/11172, 30/12/2021. 277 I ქვეპროგრამის განხორციელების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სიმწირე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ კვების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პერსონალის შრომის ანაზღაურებისა და ბენეფიციართა პირველადი საჭიროებებისთვის არის საკმარისი. თავშესაფარში ჩარიცხული ბენეფიციარები უმეტესად ტრავმული გამოცდილების, ძალადობა გამოვლილი, თავშესაფრის არმქონე ან დისფუნქციური ოჯახებიდან არიან, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს მათი ეფექტიანი მხარდაჭერის სისტემა, მწირია სოციალური უნარების ამაღლების, კონსულტირებისა ცხოვრებისთვის მომზადების შემთხვევების გარდა, სერვისები. თავშესაფრები და რეაბილიტაციის, კადრების სათანადოდ სიმცირის ასევე დამოუკიდებელი გამო, ვერ გამონაკლისი უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროში ჩართული დედების მხარდაჭერას ბავშვებზე ზრუნვის კუთხით. თავშესაფრების დატოვების შემდგომ, დედებს სტაბილური საცხოვრისი სჭირდებათ, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან მსგავსი სპეციალური პროგრამები ნაკლებადაა მხარდაჭერილი. შესაბამისად, თავშესაფარში ჩარიცხული დედების პრობლემები ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევისა და ცხოვრების შემდგომი ეტაპისთვის მომზადების გზაზე, კიდევ უფრო რთულდება. 22.6. ბავშვთა შრომა სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების, სეზონური შრომის და შრომითი მიგრაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას. შინა მეურნეობებში, სეზონურ სამუშაოებში არასრულწლოვნების ჩართვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. სიღარიბეს რომ თავი დააღწიონ, ბავშვებს ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, როგორიცაა ჯართის შეგროვება, სატვირთო მანქანებზე მუშაობა, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები. კვლავ პრობლემურია, შრომით საქმიანობაში ჩართვის საფუძველზე, საგანმანათლებლო პროცესიდან დროებითი გამოთიშვის შემთხვევები, რაც ყოველთვის არ აღირიცხება და რეაგირების მიღმა რჩება. ამასთანავე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ჩართული მობილური ჯგუფების რაოდენობა არ შეესაბამება ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ საჭიროებას.904 ეს სერვისი თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის გარდა, არ ფუნქციონირებს ისეთ სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ასევე, განსაკუთრებით აქტუალურია მსგავსი გამოწვევები. 904 „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3xR7x9r> [ბოლოს ნანახია 09.03.2022]. 278 I საანგარიშო პერიოდში, 2021 წელს, დეკემბრამდე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში 18 მიმართვა გაკეთდა ბავშვთა შესაძლო შრომის/შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევაზე.905 ხოლო, შრომის ინსპექციის სამსახურმა 139 ობიექტს ჩაუტარა ინსპექტირება, რის შედეგადაც, ერთგან არასრულწლოვნის საქართველოს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანულ კანონთან შეუსაბამო შრომა გამოვლინდა.906 22.7. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვები ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებთან, მათ ოჯახებთან სოციალური მუშაობის კუთხით გაწეული მომსახურება და მხარდამჭერი, მათ შორის, ბაზისურ საჭიროებებზე ორიენტირებული, სერვისების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებს უკავშირდება, განსაკუთრებით, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში. 2021 წლის მონაცემებით,907 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის908 ფარგლებში მოქმედ 7 დღის ცენტრსა და 6 სადღეღამისო თავშესაფარში ჩაირიცხა - 104 ბენეფიციარი, ხოლო ამოირიცხა - 90. თუმცა, შემთხვევათა გამოვლენის სირთულისა და სერვისების სიმწირის გათვალისწინებით, ეს რიცხვი არ ფარავს მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვთა სრულ კონტიგენტს. ქვეპროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 277 277 სულ 180 177 დღის ცენტრი თავშესაფარი 97 100 2021 წელი 2020 წელი 905 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №07/721, 31/01/2022. 906 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის კორესპონდენცია №09/24, 06/01/22. აქ იგულისხმება „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილების ფარგლებში ჩატარებული ინსპექტირება. გამოკვეთილი დარღვევის საფუძველზე, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა კომპანიის წარმომადგენლებს არასრულწლოვნის ობიექტიდან გაყვანა მოსთხოვა, ვინაიდან სამშენებლო საქმიანობა განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სფეროა, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ. 907 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია № 07/1987 , 15/03/2022. 908 ქვეპროგრამა სრულად ხორციელდება თბილისში (ოთხი დღის ცენტრი და ოთხი თავშესაფარი), რუსთავში (ერთი დღის ცენტრი და ერთი თავშესაფარი), ქუთაისში (ერთი დღის ცენტრი და ერთი თავშესაფარი), ხოლო ბათუმში 2021 წელს ფუნქციონირება დაიწყო ერთმა დღის ცენტრმა. 279 I 2021 წელს, ქვეპროგრამის სერვისებიდან, სახელმწიფო ზრუნვაში, კერძოდ, მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა - 5 ბენეფიციარი, ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა ერთი ბენეფიციარი, დოკუმენტაცია მოუწესრიგდა 15-ს და დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი დაუმზადდა 7 ბავშვს, ხოლო, სკოლაში 12 მიუსაფარი ბავშვი ჩაირიცხა. 2021 წელს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიუსაფარ ბავშვთა ყველა დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ კვლავ მწვავედ დგას ბავშვების და მათი ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება, ამ მხრივ, სათემო რესურსის მოძიება და მათ მიმართ საზოგადოებაში, თანატოლებისა თუ უფროსების მხრიდან, სკოლასა თუ ქუჩაში დამკვიდრებული სტერეოტიპული დამოკიდებულება. თავშესაფრებში თავს იჩენს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, განსაკუთრებით, რუსთავში მდებარე თავშესაფარში. ამ მხრივ, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლიდან, ბათუმში ფუნქციონირებს ბავშვთა დღის ცენტრი. თუმცა, რეგიონში არსებული მწვავე საჭიროების გათვალისწინებით, კვლავ გამოწვევად რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიუსაფარ ბავშვთა 24-საათიანი მომსახურების, თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. დამატებით, მიუსაფარ და თავშესაფრის არმქონე ბავშვებთან მიმართებით, ისევ პრობლემურია, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე სამართალდამცავი უწყების ტერიტორიულ ერთეულებს შორის ბავშვების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის საკითხი. 22.8. თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დაცვის მქონე ბავშვების უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, იკვეთება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, მათი განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ იხილეთ საპარლამენტო ანგარიშის მდგომარეობა შემდგომ ქვეთავში: ,,უცხოელთა სამართლებრივი საქართველოში.” რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  ადრეულ და ტექნიკური სკოლამდელ რეგლამენტი დაწესებულებებთან მიმართებით, „დაწესებულებების დამტკიცდეს შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ“;  პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით, ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, გადაიხედოს დედათა და 280 I ბავშვთა თავშესაფრების დაფინანსების მოცულობა და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, ასევე, მომსახურების მიზნებიდან გამომდინარე, შემუშავდეს თავშესაფრების ქვეპროგრამის ეტაპობრივად გაძლიერების გეგმა;  უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და სტერეოტიპული დამოკიდებულებების დასაძლევად, დაიგეგმოს და ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები;  უწყებათაშორისი, მათ შორის, საქართველოს განვითარების სამინისტროსთან, ეკონომიკისა ადგილობრივ და მდგრადი ხელისუფლებასთან, თანამშრომლობის საფუძველზე, დაისახოს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების ინფრასტრუქტურული გამოწვევების გადაჭრის გზები, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადების საფუძველზე;  განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებში დასაქმებული სოციალური მუშაკების, ზრუნვის სააგენტოში დასაქმებული სოციალური გაიმიჯნოს სახელმწიფო მუშაკებისა და საგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკების ფუნქცია-მოვალეობები და გაიწეროს, მათ შორის, კოორდინაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  ყოველწლიურად შეფასდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული სოციალური მუშაკების კადრების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გატარდეს სათანადო ღონისძიებები სოციალური მუშაკების რაოდენობის გასაზრდელად;  ყოველწლიურად შეფასდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობის შესაბამისობა არსებულ საჭიროებასთან და გატარდეს სათანადო ღონისძიებები ფსიქოლოგთა რაოდენობის გასაზრდელად;  სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დახმარების სააგენტოს საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადამზადდნენ ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მეორეული ვიქტიმიზაციისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების შესახებ;  პასუხისმგებელი სახელმწიფო თვითმმართველობების 281 I ჩართულობით, უწყებებისა სიღარიბეში და ადგილობრივი მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სოციალური ფუნქციის ასამაღლებლად, ინიცირებულ იქნას ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა დახმარების სააგენტოს:  ხელი შეეწყოს და მცირე თავშესაფრებში, ტრეფიკინგის საოჯახო მიუსაფარ ტიპის ბავშვთა მსხვერპლთა, სახლებში, დაზარალებულთა დედათა თავშესაფრებში და ბავშვთა დასაქმებულ პირთა გადამზადებას აღსაზრდელთა რთული ქცევის, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის, ასევე, თითოეულ სახლში, არასრულწლოვნებთან მუშაობის კუთხით გამოვლენილ სხვა სპეციფიკურ თემატიკაზე;  უწყებათაშორისი, მათ განვითარების სამინისტროსთან, ორგანოებთან, შორის, საქართველოს თანამშრომლობის ეკონომიკისა ადგილობრივი საფუძველზე, და მდგრადი თვითმმართველობის მოხდეს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, აჭარის რეგიონში 24-საათიანი მომსახურების გახსნის მიზნით;  შეფასდეს საჭიროება და შემუშავდეს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ადამიანური და მატერიალური რესურსით გაძლიერების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის კონკრეტული გეგმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეული დამრიგებელი გადამზადდეს მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციული ღონისძიებებისა და დაკისრებული ახალი ვალდებულებების შესახებ;  მოსწავლის სწავლის მიტოვებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რეგიონულ დონეზე აღირიცხოს/შეფასდეს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის მუნიციპალიტეტებთან, ორგანოსთან საჯარო გამომწვევი სკოლებთან თანამშრომლობით, მიზეზები და გამოვლენილი და ადგილობრივ მეურვეობა-მზრუნველობის საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდეს სამომავლო სტრატეგია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად;  გადამზადდნენ ჩატარდეს საჯარო სკოლების საგანმანათლებლო მასწავლებლები, ღონისძიებები ბავშვთა დისკრიმინაციის აკრძალვის და ბულინგის თემაზე. 282 I მოსწავლეებისთვის მიმართ კი, ძალადობის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობით, დეტალური ინსტრუქციის გაწერის მიზნით, დაიწყოს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება, და ამ საკითხზე გადამზადდნენ სამართალდამცავი უწყების ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლები. ადგილობრივ თვითმმართველობებს:  იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური სრულად არ დაკომპლექტებულა სათანადო კვალიფიკაციის მქონე მინიმალური კადრით, შესრულდეს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი ვალდებულება;  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალი გადამზადდეს დისტანციური სწავლების საკითხზე;  საჭიროების შემთხვევაში, შეფასდეს დისტანციური სააღმზრდელო პროცესის ხელმისაწვდომობის გამოწვევები და ამის საფუძველზე, შემუშავდეს კონკრეტული გეგმა და გატარდეს პროცესის ხელშემწყობი სათანადო ღონისძიებები. 283 I 23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა 23.1. შესავალი 2021 წელს კვლავ გამოწვევად რჩებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვა. კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში გაუარესდა ამ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმების პერსპექტივა. მათი ნაწილი კვლავ დარჩა პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიღმა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის909 რატიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია ამ პირთა უფლებების საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფისთვის. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა910, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვას. ამასთან, ჯერ კიდევ არ მომხდარა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ უზრუნველყოფს მათ დაკმაყოფილებას. არსებითად არ შეცვლილა სოციალური საჭიროებებზე, რეაბილიტაციისა მინიმალურადაც და ბავშვზე ვერ ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები. პრობლემურია სერვისების გეოგრაფიული დაფარვა, მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა, რადგან ქვეპროგრამები კვლავ არ ეფუძნება სტატისტიკურ და კვლევით მონაცემებს. გამოწვევად რჩება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დაცვა. ამ დრომდე არ შექმნილა სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. მნიშვნელოვანი 909 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3vj859x > [ბოლოს ნანახია 20.02.2022] 910 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3BCNCO4 > [ბოლოს ნანახია 20.02.2022] 284 I ხარვეზები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში ფსიქიატრიულ სერვისებში პაციენტების უსაფრთხო მართვის მიმართულებით.911 საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ორგანოების/დაწესებულებების უმეტესი ნაწილის მიერ შემუშავდა შშმ პირთა უფლებების წლიური სამოქმედო გეგმები.912 თუმცა ამ პროცესში სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი შშმ პირების/შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობა. გარდა ამისა, უწყებების ცნობით, მათ მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას ხელი შეუშალა სხვადასხვა ფაქტორმა.913 23.2. ინკლუზიური განათლება ინკლუზიური განათლების სათანადოდ მიწოდებამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა პანდემიის პირობებში. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა საფეხურზე გამოწვევას წარმოადგენდა შშმ მოსწავლეთა/სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა, ინფრასტრუქტურის/მასალების მისაწვდომობა და სათანადო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა. 23.2.1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას სკოლამდელ აღზრდაში ჩართული შშმ ბავშვების შესახებ. ხელმისაწვდომია მონაცემები მხოლოდ სკოლამდელ განათლებაში ამ ეტაპზე ჩართული სასკოლო ასაკის (6 წელზე უფროსი) შშმ ბავშვების შესახებ (167 ბავშვი).914 ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტებში 915 აღსაზრდელთა საჭიროებების სიღრმისეული კვლევა. აღზრდის მიღმა დარჩენილი ბავშვების არ ჩატარებულა შშმ ასევე, ვერ ხდება სკოლამდელი იდენტიფიცირება.916 917 კანონმდებლობით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭო აღსანიშნავია, რომ არ ფუნქციონირებს 6 918 მუნიციპალიტეტში. პრობლემას წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა, რომელიც უმეტესწილად მხოლოდ პანდუსის მონტაჟით შემოიფარგლება. 911 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უსაფრთხო მიწოდება COVID-19-ის პანდემიის პირობებში“. 2021 წელი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3tIqHNp >[ბოლოს ნანახია 08.03.2022] 912 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ‘’ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში. დასახელებული კანონი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3r0RHba > [ბოლოს ნანახია 09.03.2022]. 913 პანდემიით გამოწვეული ვითარება, დროის სიმცირე, დონორის მიერ ბიუჯეტის შემცირება, სხვა პრობლემები. 914 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 7 22 000000260010.01.2022. 915 ინფორმაცია მიღებულია 51 მუნიციპალიტეტიდან. 916 მხოლოდ 4 შემთხვევაში მოხდა ამგვარი ფაქტების გამოვლენა. კერძოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტში 3 შშმ ბავშვი, ბათუმში 14, ჩოხატაურში 1, ცაგერში 4. 917 საკონსულტაციო საბჭო, რომელიც გათვალისწინებულია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით. 918 ახალქალაქის, ქედის, ნინოწმინდის, ხონის, შუახევის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.. 285 I რაც შეეხება პერსონალს, დაწესებულებათა დიდ ნაწილს919 ინკლუზიური განათლების სპეციალისტებიდან ემსახურება ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი (სპეც. აღმზრდელი) და ლოგოპედი. თუმცა, მათი რეგიონული განაწილება არასაკმარისია და უმეტესობა თავმოყრილია თბილისში. ინკლუზიური განათლების სპეციალისტების განაწილება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადრ. განათლებისა და განვითარების… 1 მეთოდისტი 9 ასისტენტი 13 ლოგოპედი 300 ფსიქოლოგი 372 სპეც. მასწავლებელი (აღმზრდელი) 552 0 100 200 300 400 500 600 საანგარიშო პერიოდში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგები ჩატარდა თვითმმართველ ერთეულთა მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით ინკლუზიური 7 %-ში.920 სკოლამდელი აღსანიშნავია, აღზრდისა და რომ 51 განათლების 921 მონიტორინგი არ მიმდინარეობს 6 თვითმმართველ ერთეულში. 23.2.2. ზოგადი განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს 624.5 ათასი მოსწავლე,922 მათ შორის, 10447 სსსმ მოსწავლეა. მათგან, ამავდროულად შშმ სტატუსი აქვს 1148 ბავშვს.923 სულ სსსმ/შშმ მოსწავლეები ირიცხებიან 1455 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სრულყოფილად არ მომხდარა ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის დამუშავება. 924 სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მონაცემთა 2022 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, სკოლის მიღმა დარჩენილია 445 შშმ ბავშვი. ამასთან, გამოვლინდა 21 ბავშვი, რომელთაც არ ჰქონდათ შშმ სტატუსი. მათგან, 919 42 მუნიციპალიტეტი. ამბროლაურის, ასპინძის, ახალქალაქის, ბათუმის, ხარაგაულის, თბილისის, მესტიის, მცხეთის, ოზურგეთის, ხაშურის, საჩხერის, სენაკის, ქობულეთის, ჩოხატაურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. 921 ახალქალაქის, ბორჯომის, ქედის, ქუთაისის (ხორციელდება მხოლოდ შიდა კონტროლი თავად პერსონალის მხრიდან), ყვარლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები. 922 2020-2021 სასწავლო წელს. მონაცემები აღებულია საქსტატის ოფიციალური გვერდიდან. 923 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 7 22 0000002600-10.01.2022. 924 საწყის ეტაპზე, პროგრამაში ჩართულ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა 1,098 სკოლის მიღმა მყოფი 6-16 წლის შშმ პირი. მათგან, 431 - უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების გამო ვერ ერთვება ზოგად განათლებაში. ან წარდგენილია მიმართვა სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან და პროცესი მიმდინარეობს. 302 ბავშვთან დაკავშირებით სამინისტროს ჯერ არ მიუღია უკუკავშირი შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან. 920 286 I ჯერ მხოლოდ 2 გახდა სკოლის მოსწავლე.925 საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 9 კლასის დასრულებამდე შშმ მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის 117 შემთხვევა.926 მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ინკლუზიური შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, 927 განათლების მიმართულებით პრობლემას წარმოადგენდა ინტერნეტსა და საჭირო ტექნიკაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი და სოფლად მცხოვრები ბავშვების წვდომა, დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების ნაკლებობა,928 ადამიანური რესურსის სათანადოდ მობილიზება, მშობლებთან არასათანადო კომუნიკაცია, აუდიოვიზუალური და ადაპტირებული მასალების შექმნა. გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა929 და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების არასაკმარისი რაოდენობა რეგიონებში. 23.2.3. პროფესიული განათლება პროფესიულ განათლებაში ჩართულია 350 სსსმ/შშმ პირი. 2021 წელს სსსმ სტუდენტები ჯამში 46 პროფესიულ დაწესებულებაში ირიცხებოდნენ, თუმცა, 930 არადამაკმაყოფილებელია ამ დაწესებულებათა რეგიონული მოცვა. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 931 დაწესებულებებიდან (ჯამში 90), მხოლოდ 31 დაწესებულებაში არიან გამოყოფილნი სსსმ/შშმ სტუნდენტთა მხარდამჭერი სპეციალისტები.932 გამოწვევად რჩება დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა. საქართველოში ფუნქციონირებს 66 მიუხედავად პროფესიული იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი, მათგან მხოლოდ ოთხია მოწყობილი უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად. 925 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 7 22 000000260010.01.2022. 926 სსსმ-88, შშმ-2. სსსმ/შშმ-27. მათ შორის 43 გოგო, 74 ბიჭი. 927 სენსორული სასწავლო გეგმა განვითარების შეფერხების მქონე მოსწავლეთათვის და გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის. ასევე, მომზადდა გზამკვლევები სსსმ მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებით. დოკუმენტები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <bit.ly/379s7co> ბოლოს ნანახია [07.03.2022]. 928 განსაკუთრებით, სენსორული შეზღუდვისა და ქცევის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის. 929 თბილისში, სრულად ადაპტირებულია 36 საჯარო სკოლის შენობა, ნაწილობრივ - 117, 20 სკოლაში მიმდინარეობს მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები. რეგიონებთან დაკავშირებით მიმდინარეობს 2021 წლის მდგომარეობის ამსახველი ბაზების დამუშავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 7 22 0000002600-10.01.2022. 930 თბილისში - 21 (კერძო და საჯარო). აჭარა 7, გურია 1, იმერეთი 3, კახეთი 2, მცხეთა-მთიანეთი 1, რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთი 1, სამეგრელო-ზემო სვანეთი 4, სამცხე-ჯავახეთი 1, ქვემო ქართლი 1, შიდა ქართლი 4. 931 მათგან, 66 არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი. 932 მათ შორის: 39 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, 7 სასწავლო პროცესის ასისტენტი, 17 ჟესტური ენის თარჯიმანი, 1 პერსონალური ასისტენტი, 1 მობილობის და ორიენტაციის სპეციალისტი, 1 უსინათლო პირის გამცილებელი და 1 ხმოვანი პროგრამის ტრენერი. 287 I 23.2.4. უმაღლესი განათლება 2021 წელს საშუალო სკოლის კურსდამთავრებულ 483 სსსმ/შშმ პირთაგან, მხოლოდ 54 პირი ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.933 მიუხედავად ამისა, დღემდე არ განხორციელებულა იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 16 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საფეხურზე აქტიური სტატუსით სარგებლობს 99 შშმ სტუდენტი. 2021 წელს დაფიქსირდა სტატუსის შეჩერების 3 შემთხვევა.934 რაც შეეხება მხარდამჭერ მომსახურებებს უმაღლესი განათლების საფეხურზე, უნივერსიტეტების დონეზე დამკვიდრებულია არაერთგვაროვანი პრაქტიკა. ხაზგასასმელია, რომ შშმ სტუდენტების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში, უმეტეს განათლების სპეციალისტები არ არიან ჩართულნი. შემთხვევებში, ინკლუზიური 935 23.3. მისაწვდომობა 2021 წელს დღის წესრიგში კვლავ იდგა კომპლექსური მისაწვდომობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი ,,მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“,936 ეფექტურად არ განხორციელებულა მის აღსრულებაზე მონიტორინგი. ასევე, არ ჩატარებულა აქტიური საინფორმაციო კამპანია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და ვალდებულებებზე. არ შემუშავებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. ქვეყანაში ამ დრომდე არ არის მიღებული ევროკავშირის მიდგომასთან ჰარმონიზებული შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი კომპონენტები, ყველა სახელმწიფო უწყებისთვის არ არის დანერგილი ,,ონლაინ გამოყენებადობა და ვებ მისაწვდომობის სტანდარტი“ (მათ შორის WCAG სტანდარტი, AA დონე)937, ასევე, არ ხორციელდება მონიტორინგი.938 933 10.01.2022-ის მდგომარეობით ყველა მათგანს აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი. ძირითად საფუძველს წარმოადგენდა აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 935 გამონაკლისია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელშიც დასაქმებულია 1 სპეციალისტი; ა(ა)იპ - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, რომელშიც გამყოფილია ინკლუზიის კოორდინატორის პოზიცია; შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, რომელშიც დასაქმებულია 4 სპეციალისტი. ასევე, შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოყოფილია საკონტაქტო პირები. 936 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის N732 დადგენილება. დოკუმენტი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3rIkrTM > [ბოლოს ნანახია 04.03.2022]. 937 W3C WCAG არის სტანდარტი ვებ მისაწვდომობისთვის. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პუბლიკაცია: ,,ვებ მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში: არსებული მდგომარეობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.“ მორტენ მეიერჰოფ ნილსენი UNUEGOV. 2021 წელი. ნაწილი 3.1.,18-19. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://bit.ly/3pJT64v > [ბოლოს ნანახია 08.03.2022] 938 იქვე, 6. 934 288 I 23.4. შშმ პირთა დასაქმება ეფექტური ხელშემწყობი მექანიზმებისა და შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, 2021 წელს შშმ პირები კვლავ აწყდებოდნენ დაბრკოლებებს დასაქმების კუთხით, აღნიშნული კიდევ უფრო გაამწვავა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა. არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა, სამუშაოს მაძიებელ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს. 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების ფარგლებში სულ დასაქმებულია 38 შშმ პირი.939 დასაქმების ხელშეწყობის მოქმედი პროგრამები/კომპონენტები 4 7 სუბსიდირების კომპონენტი 26 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტირება სტაჟირების კომპონენტი 2 4 პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2 0 დასაქმდა (შშმ პირი) 220 19 50 100 150 200 250 ჩაერთო (შშმ პირი) რაც შეეხება საჯარო სექტორს, ჯამში დასაქმებულია 128 შშმ პირი. მათგან, პროფესიული საჯარო მოხელეა 65, მენეჯერულ თანამდებობაზე დასაქმებულია 15, ხოლო, 940 ხელშეკრულებით 48. 23.5. ფსიქიკური ჯანმრთელობა 2021 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარება კონკრეტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გარეშე წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტრატეგია,941 რომელიც 2022 წელს დამტკიცდა, ფარავს სფეროს განვითარების ძირითად მიმართულებებს, დოკუმენტის ლოგიკურ ჩარჩოში მოცემული ინდიკატორები არც ერთი ამოცანის შემთხვევაში არ არის სრულყოფილი. ამასთან, სტრატეგიული დოკუმენტით სრულყოფილად არ იქნა დაფარული რიგი საკითხები.942 ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ზოგიერთი მიმართულება კი დეკლარაციული ხასიათის მატარებელია და 939 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კორესპონდენცია N 01/21487-27.12.2021. 940 სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს კორესპონდენცია N გ2231-25.02.2022. 941 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 იანვრის N 23 დადგენილება „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.“ დოკუმენტი ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rR67tq >[ბოლოს ნანახია: 26.01.2022]. 942 ცნობიერების ამაღლება, სუიციდის პრევენცია 289 I მათი განხორციელების მკაფიო გზები დასახული არ არის.943 აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტში კვლავ ვხვდებით შშმ პირთა მიმართ სტიგმის შემცველ ტერმინოლოგიას.944 დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი გეგმა მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის კომპონენტებს. ასევე, აქტივობების უმეტესი ნაწილისთვის მოცემულია კონკრეტული ბიუჯეტი და აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება. თუმცა რიგ შემთხვევებში გამოყოფილი ბიუჯეტი ვერ პასუხობს აქტივობის მასშტაბებს.945 ხშირად მოცემული არ არის რაოდენობრივი ან თვისობრივი ინდიკატორი, რაც კონკრეტული აქტივობის სრულფასოვნად განხორციელების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.946 სამოქმედო გეგმით არ არის მკაფიოდ განსაზღვრული როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ისე საცხოვრისი სერვისების დეინსტიტუციონალიზაცის პროცესი, სათემო სამკურნალო სერვისების განვითარების კონკრეტული ნაბიჯები, მულტიპროფილური საავადმყოფოების გაძლიერების გზები. ნეგატიურად უნდა შეფასდეს 2021 წელს მულტიპროფილურ საავადმყოფოებში მოქმედი სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვის ფაქტი.947 აღნიშნული აბრკოლებს და უკან ხევს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, თემზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასვლის პროცესს. მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში ფსიქიატრიულ სერვისებში პაციენტების უსაფრთხო მართვის კუთხით,948 მათ შორის ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და გადატვირთულობა დიდწილად არ იძლევა პანდემიის პერიოდში COVID19-ის პრევენციულ ღონისძიებათა გატარების, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ფსიქიატრიული პაციენტის უსაფრთხო მართვის შესაძლებლობას. უკიდურესად დაბალია ფსიქიატრიული 943 სფეროს დეინსტიტუციონალიზაცია, თემზე დაფუძნებული სერვისების შექმნა. ტერმინი „დაინვალიდება“. 945 აქტივობების: 1.12; 1.13, 1.1.5, 1.1.6; 1.3.2 შემთხვევაში. 946 ცნობიერების ამაღლების ნაწილში - N1.2.7.1 აქტივობის ინდიკატორად არ არის მოცემული საბაზისო მონაცემი და სამიზნე გაუმჯობესების მაჩვენებელი. N 1..2.4.1 აქტივობის ნაწილში რაოდენობრივ ინდიკატორთან ერთად მნიშვნელოვანია თვისობრივი ინდიკატორის დამატებაც. N 1.3.1 აქტივობის შემთხვევაში არაა მოცემული ინდიკატორად პირველადი ჯანდაცვის ექიმების ის მინიმალური რაოდენობა, რომლებიც უნდა გადამზადდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. 947 დაიხურა მულტი-პროფილურ საავადმყოფოებში მოქმედი ერთი სტაციონარული (სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ივ. ბოკერიას ცენტრი (სტაციონარი) ქ. თბილისი) და ერთი ამბულატორიული (სს „ევექსის ჰოსპიტლები“ (ახალციხის ამბულატორია) ფსიქიატრიული განყოფილება. 948 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უსაფრთხო მიწოდება COVID-19-ის პანდემიის პირობებში“. 2021 წელი. ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: <https://bit.ly/3HPCmzc > [ბოლოს ნანახია 07.03.2022]. 944 290 I სერვისების პერსონალის უმრავლესობის 949 ჯანმრთელობა და COVID-19“ ცნობიერება გაიდლაინის „ფსიქიკური მოთხოვნების შესახებ. 23.6. შშმ პირები სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში საქართველოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამებში აღნიშნული პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო მექანიზმების ასახვა. მიუხედავდ ამისა წლების განმავლობაში განხორციელებულა. ამ კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ ამასთან, არსებული მომსახურებები და პროგრამები გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. 23.6.1. დეინსტიტუციონალიზაცია შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული აქტივობები 2021 წელსაც ფრაგმენტულად, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გარეშე წარიმართა. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დროულად დაასრულოს აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი, სადაც გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა/ბავშვთათვის დიდი ზომის დაწესებულებებისა და მოქმედი სათემო სერვისების ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით ჩანაცვლების, ასევე ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმები.950 აღნიშნულის პარალელურად, უზრუნველყოს დიდი ზომის კრიტიკულად მნიშვნელოვანია 951 დაწესებულებებში სახელმწიფომ მყოფი შშმ პირების/ბავშვების უფლებების სათანადო დაცვა, არსებული ხარვეზების952 აღმოფხვრაზე ეფექტიანი ქმედებების განხორციელების გზით. 23.6.2. მინდობით აღზრდა მიუხედავად იმისა, რომ მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, შშმ ბავშვებისთვის მომსახურების მიღების პროცესი რიგი გამოწვევებით ხასიათდება. მათ შორის: სპეციალური მინდობით აღმზრდელთა სიმცირე, შშმ ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების ნაკლებობა, ბენეფიციარების 949 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 მაისის ბრძანება N01-222/ო, დანართი N1,N2,N3; ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3LwxG3B > ; < https://bit.ly/3gLM8rk > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 950 2021 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებულია 40 შშმ ბავშვი. მძიმე და ღრმა შშმ ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზირებული საოჯახო ტიპის მომსახურებებში განთავსებულია 27 შშმ ბავშვი; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ირიცხება 39 შშმ ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვი. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ 3 სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების მქონე დაწესებულებაში განთავსებულია 3 შშმ ბავშვი. 951 დუშეთის, ძევრის, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატები, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი. 952 საქართველოს სახალხო დამცველის შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში, 2021. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3uhKu8H> [ბოლოს ნანახია 26.01.2022]. 291 I განათლების ხარისხი, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების სიმწირე, მისაწვდომი გარემოს შექმნა/ უზრუნველყოფა და სხვა. 2021 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართული იყო 1405 არასრულწლოვანი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 322 ბავშვი953, 2021 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული იყო 19 შშმ ბავშვი, ხოლო გადაუდებელ მინდობით აღზრდაში - 2 შშმ ბავშვი.954 23.6.3. რეინტეგრაცია რეინტეგრაციის ქვეპროგრამის გამოწვევად კვლავ რჩება ოჯახის სოციალური ფუნქციონირების ამაღლება, მისი გაძლიერება და ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება, ასევე რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა (სიმცირე).955 2021 წელს განხორციელდა 98 ბავშვის რეინტეგრაცია956, საიდანაც 18 იყო შშმ პირი.957 ერთ შემთხვევაში ბავშვი ისევ დაბრუნდა მინდობით აღმზრდელთან.958 პროგრამის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია მასში ჩართული ბენეფიციარების მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი.959 23.7. შშმ პირების მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა შშმ პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული ვითარება რიგი გამოწვევებით ხასიათდება. მათ შორისაა: საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონა/სიმცირე, თავად მსხვერპლთა მხრიდან ძალადობის ფაქტის აღქმა. შედეგად შესაბამისი უწყებებისადმი მსხვერპლთა დაბალი მიმართვიანობა, სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაცია შშმ პირთა საკითხებზე, 953 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2022 წლის 9 მარტის N07/1786 წერილი 954 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 28 დეკემბრის 07/11043 წერილი. 955 რეინტეგრაციის შემწეობა ბავშვისთვის შეადგენს თვეში 100 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის შეადგენს თვეში 160 ლარს. 956 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2022 წლის 9 მარტის N07/1786 წერილი 957 2021 წლის ნოემბრის თვის მონაცემები, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 17.01.2022 წლის N07/298 წერილი. 958 აღნიშნულის მიზეზად სახელდება დედის მიერ არასათანადო მზრუნველობა, რაც გამოწვეულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით (დედა მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირია), საკუთარი საცხოვრებლისა და შემოსავლის არქონა. 959 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ რეინტეგრირებულ ოჯახებში პრობლემურია სოციალური მუშაკების მიერ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია, რაც გამოწვეულია სოციალური მუშაკების სიმცირითა და გართულებული ტრანსპორტირებით. ამასთან, რადგანაც ბავშვი ბიოლოგიურ მშობელთან ცხოვრობს, სოციალური მუშაკები ნაკლებად ხედავენ ოჯახის მუდმივი მონიტორინგის საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ‘’ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა’’ ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3IOzEuT > [ბოლოს ნანახია 20.01.2022]. 292 I ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების პრობლემა, ასევე დაუსჯელობის სინდრომის არსებობა, რომლის დროსაც ხშირად მინიმუმამდეა დაყვანილი დამნაშავე პირთა გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება; სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნაკლები ჩართულობა. გარდა ამისა მართლმსაჯულების პროცესში, სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა იდენტიფიცირების პრობლემა; შეზღუდვის ტიპისა და შესაბამისი საჭიროების დროული და ზუსტი გამოვლენა; გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკაში განხორციელება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სტატისტიკის წარმოება შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.960ამასთან მისასალმებელია უწყებათა თანამშრომლობის მცდელობა შშმ პირთა მიმართ დანაშაულის სტატისტიკის წარმოების დახვეწის მიზნით.961 ძალადობა შშმ პირთა მიმართ დაზარალებული არასრულწლოვანი 13 ძალადობა სხვა პირის მხრიდან 30 ოჯახის წევრის მხრიდან 32 ბრალდებულები შეუწყნარებლობის მოტივი სულ 62 სრულწლოვანი 49 სხვა 20 სულ 62 სულ 51 ოჯახური ძალადობა 31 სულ 7 შშმ და გენდერი 2 შშმ ნიშნით 5 მოცემული სტატისტიკის962 ფონზე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2021 წელს, შშმ პირთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აწარმოა მხოლოდ 10 საქმე. ამავე პერიოდში, ძალადობის 960 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს სტატისტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით, რომელიც არ ითვალისწინებს მაკვალიფიცირებელ გარემოებად მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 11.01.2022 წლის NMIA 5 22 00075626 კორესპონდენცია. 961 ,,თანამშრომლობის მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ’’, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3o0As7T >[ბოლოს ნანახია 17.01.2022]. 962 სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს გენერალური პროკურატურის 11.01.2022 წლის №13/764 წერილით მიეწოდა შშმ პირების მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის 2021 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემები, რაც შეეხება წლის დანარჩენ პერიოდს, მიღებული ინფორმაციით, პროკურატურაში მიმდინარეობს მისი დამუშავება, ზემოაღნიშნული მემორანდუმის გათვალისწინებით. 293 I მსხვერპლთა თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მომსახურებით ისარგებლა შშმ პირის სტატუსის მქონე 16 ბენეფიციარმა.963 23.8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საანგარიშო პერიოდში კვლავ რჩება პრობლემები შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მიმართულებით. მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქმედი საბჭოების ფუნქციონირების კუთხით964. რაც შეეხება არჩევნებში შშმ პირთა მონაწილეობის საკითხს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების965 მიუხედავად, გარკვეული ხარვეზები ვლინდება შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის პროცესშიც. გასული წლების ანალოგიურად, 966 მისაწვდომობის საკითხი. კვლავ გამოწვევად რჩება საარჩევნო უბნების ასევე შშმ პირთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის 967 დაბალი დონე. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, დროულად შემუშავდეს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა; 963 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის N07/11161 წერილი. 964 ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა 64 მუნიციპალიტეტიდან. შედეგად გაირკვა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში (დუშეთი, თიანეთი, კასპი, ყაზბეგი, წალკა, ჭიათურა), კვლავ არ შექმნილა საბჭოები. საანგარიშო პერიოდში სათათბირო ორგანოს სხდომები გაიმართა მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტში აღნიშნულის მიზეზად, თვითმმართველობების მიერ სახელდება ქვეყანაში არსებული პანდემიის გამოწვეული ვითარება. 965 როგორც არჩევნებში შშმ პირთა მონაწილეობის ხელშემწყობი ღონისძიებების, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლების კუთხით. 966 საქართველოს მასშტაბით 3 664 საარჩევნო უბნიდან, გადაადგილების შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი იყო 1123 საარჩევნო უბანი. არჩევნების II ტურში გახსნილი 1 867 საარჩევნო უბნიდან ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი იყო 648 საარჩევნო უბანი. რაც შეეხება უსინათლო და სმენადაქვეითებული პირების მისაწვდომობის საკითხს, გვეცნობა, რომ ცესკო არ ფლობს შესაბამის ინფორმაციას. 967 ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, უბნის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა შშმ პირთა მიმართ გამოთქმული სტიგმის, დისკრიმინაციული ხასიათისა და მათი ღირსების შემლახავი ტერმინების გამოყენების ფაქტს (შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმე N11716/21). მოცემულ საკითხზე ცსკოდან მიღებული წერილის( N01-02/1903 – 02.12.2021) თანახმად, N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ფაქტის შესახებ საჩივარი არ დაფიქსირებულა და ზემდგომი საარჩევნო კომისია ინფორმირებული არ იყო. კანონის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ქცევის ნორმების შესაძლო დარღვევის თაობაზე, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, ეწარმოებინა საკითხის შესწავლა. 294 I  შშმ პირთა ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვა მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდეს შესაბამისი წესები. სახელმწიფო უწყებებმა დანერგონ ვებ მისაწვდომობის სტანდარტები. მონიტორინგი გაეწიოს აღნიშნული მოთხოვნების პრაქტიკაში აღსრულებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  უზრუნველყოს დასაქმების სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირება, გაფართოება და ახალი კომპონენტების შემუშავება შშმ პირთა საჭიროებების კვლევებსა და არსებული პროგრამების განხორციელების ანალიზზე დაყრდნობით;  შემუშავდეს გაიდლაინები/რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება დამსაქმებლებს შშმ პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებაში, ინკლუზიური კოლექტივის შექმნაში, უნივერსალურ დიზაინის პრინციპების გააზრებასა და სამუშაო ადგილზე გონივრული მისადაგების უზრუნველყოფაში;  უზრუნველყოს კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიატრიული პაციენტის უსაფრთხო მართვის პროცესის ხელშეწყობა, შესაბამისი ზედამხედველობის განხორციელების გზით;  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის ორგანიზებული წარმართვის მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია. განავითაროს სათემო მომსახურებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;  მიიღოს ქმედითი ზომები მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების გაუქმების პრევენციისა და სპეციალიზებული დაწესებულებების მულტიპროფილურ კლინიკებში შესაბამისი განყოფილებებით ჩანაცვლების წახალისების მიზნით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების სისტემის ცვლილების გზით;  უზრუნველყოს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობით ორგანიზაციების ჩართულობით დეინსტიტუციონალიზაცის სტრატეგიის დროული შემუშავება და დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს: o არსებული 24 ადამიანზე გათვლილი სათემო o დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას; არსებული თანამედროვე სახელმწიფო ზრუნვის სერვისების ალტერნატიული სერვისების გაძლიერებას და მომზადებას შშმ პირთა/ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად; o სოციალური მისაწვდომობის რეაბილიტაციისა უზრუნველყოფას და მხარდამჭერის სახელმწიფო სერვისების ზრუნვაში მყოფი პირებისთვის; o 295 I ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა/ბავშვთა მოცვას.  შეაფასოს მხარდაჭერის სისტემის ყველა ეტაპი, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შეიმუშავოს შესაბამისი ცვლილებების სტრატეგია სფეროში სისტემური და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით;  შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები;  არსებითად გაიზარდოს ბავშვის რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შეიქმნას ოჯახების მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით აღზრდაში შშმ ჩართული ტენდენციების კვლევა. განხორციელდეს აღსაზრდელების გამოვლენილი სკოლამდელ საჭიროებებისა პრობლემების და ზოგადი შესაბამისად მოხდეს აქტივობების დაგეგმვა;  მუნიციპალიტეტებთან ოკუპირებული აქტიური ტერიტორიებიდან თანამშრომლობითა დევნილთა, შრომის, და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მონაცემთა სიღრმისეულად დამუშავება, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამის სერვისებში ჩართვა. ასევე, საჭიროებისამებრ, არსებული მექანიზმების გაძლიერება;  განხორციელდეს იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს საფეხურზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები;  მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით, მიღებულ იქნას საგანმანათლებლო მასალებზე სათანადო ზომები დაწესებულებების წვდომის შშმ მოსწავლეების/სტუდენტების ინფრასტრუქტურასა გასაუმჯობესებლად. გატარებული და სასწავლო ღონისძიებები კი დამუშავდეს სტატისტიკურად;  განხორციელდეს დისტანციური ინკლუზიური სწავლების ხარისხის კვლევა/შეფასება ზოგად და უმაღლეს საფეხურებზე;  განხორციელდეს უმაღლეს განათლებაში ჩართულ შშმ სტუდენტთა საჭიროებების შეფასება და გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შემუშავდეს რეკომენდაციები;  სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით შემუშავდეს/გაძლიერდეს სსსმ (შშმ) სტუდენტთა მხარდამჭერი 296 I მომსახურებები. მათ შორის, მოხდეს საგანმანათლებლო პროცესში ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკის წარმოება;  სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისთვის თანამშრომელთა (მათ შორის 112-ის პერსონალის) კვალიფიკაციის ამაღლება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს:  უზრუნველყოს სპეციალურ მინდობით აღმზრდელთა გადამზადება. შშმ ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებამდე, მიიღოს ინფორმაცია მიმღებ ოჯახში მისაწვდომი გარემოსა და დამხმარე მოწყობილობების შესახებ. ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს აღნიშნულის უზრუნველყოფა;  გააძლიეროს რეინტეგრაციის ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვის ოჯახები მათი საჭიროებების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული შშმ ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნება;  გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, რათა მოხდეს მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამებში ჩართული შშმ ბავშვების მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგი;  გააძლიეროს მონიტორინგი, შეიმუშავოს და პრაქტიკაში აამოქმედოს ეფექტური მეთოდოლოგია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებებში;  გააძლიერონ თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან შშმ პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტების შესწავლისა და მათზე რეაგირების პროცესში. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:  უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა განგრძობადი სწავლება შშმ ამომრჩეველთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:  მოხდეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების აღსრულებაზე ეფექტური ზედამხედველობა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ;  შემუშავდეს და დაინერგოს პროგრამები/სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობაზე; 297 I  ბაგა-ბაღებს, აღსაზრდელთა საჭიროებებიდან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები. ლოგოპედები, ოკუპაციური თერაპევტები, მათ გამომდინარე შორის, ასისტენტები, დაემატოს ფსიქოლოგები, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტები, სხვა სპეციალისტები;  განხორციელდეს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭოების ფორმირება და ხელი შეეწყოს მათ ეფექტურ ფუნქციონირებას. განხორციელდეს აღნიშნულ საბჭოებში შშმ აღსაზრდელთა მშობლების ჩართვა;  განხორციელდეს მონიტორინგი ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიზნით და მომზადდეს შესაბამისი ანგარიშები;  უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების ეფექტიანად მუშაობა. მათ შორის პანდემიის პირობებში, ონლაინსხდომების ჩატარების გზით. 298 I 24. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა 24.1. შესავალი სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს მსოფლიოში მიმდინარე დაბერების ტემპებზე, მათ შორის, საქართველოში ხანდაზმულ პირთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ 968 მდგომარეობაზე. საერთაშორისო ასპარეზზე ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება ხანდაზმულ პირთა მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზების საკითხები. მაგრამ სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, ქვეყანაში ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. სახალხო დამცველი, ბოლო რამდენიმე წელია, საუბრობს იმაზე, რომ არ არსებობს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტის - „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების მექანიზმი, ვინაიდან 2018 წლის შემდეგ არ გაწერილა კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ქვეყანაში არ მუშაობს ხანდაზმულ პირთა მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის შეფასების მექანიზმი და არსებული კონცეფცია აღუსრულებელი დოკუმენტია. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში, პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის მონაცემების დამუშავების მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის წარმოება,969 რაც, უკეთესად ასახავს უშუალოდ ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს. სტატისტიკის შეგროვება მნიშვნელოვანია შემდგომში ძალადობის მაპროვოცირებელი გარემოებების გამოსავლენად და სათანადო პრევენციული მექანიზმების შესამუშავებლად. ასევე, საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა სოციალური (ე.წ. „საპენსიო“) სესხების970 საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვა.971 კერძოდ, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შესაბამის უწყებებს972, სს „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, სიღრმისეულად შეისწავლონ სოციალური სესხების საპროცენტო განაკვეთის ოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორები, მისი შემცირების ხელის შემშლელი მიზეზები და გამოვლენილი საფუძვლების აღმოსაფხვრელად, შეიტანონ სპეციალური დებულებები ზოგიერთი სახელმწიფო გასაცემლის დარიგების/გაცემის მიზნით საბანკო მომსახურების პირობებში. 968 იხ. სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 398, ასევე სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 370. 969 აქამდე, სამინისტრო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიან სტატისტიკას აწარმოებდა. 970 სოციალური სესხი სს „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაა, რომელიც გაიცემა სოციალური გასაცემლის გათვალისწინებით და რომლის დაფარვის წყაროსაც მომხმარებლის ანგარიშზე ყოველთვიურად ჩარიცხული გასაცემელი წარმოადგენს. 971 იხ. ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსია: < https://bit.ly/36JTPwl > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 972 საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. 299 I 24.2. სოციალური დაცვა სოციალური დაცვის არსებული სისტემა ხანდაზმულთათვის ძირითადად საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მოქალაქეებისთვის კუთვნილი სახელმწიფო პენსიის დანიშვნას გულისხმობს. პენსიის ოდენობა ხანდაზმულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, მედიკამენტების შეძენის, კვებით ძირითად მოთხოვნილებებთან დაკავშირებული პრობლემების, მინიმალური და საბაზო საჭიროებების მოგვარებას ემსახურება. ხანდაზმულთა ღირსეული დაბერებისათვის მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება საკმარისი არ არის. აღსანიშნავია, რომ „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებულია ხანდაზმულ პირთა დიდი რაოდენობა, კერძოდ, რეგისტრირებული მოსახლეობის973 20% 65 და უფროსი ასაკის პირები არიან. ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ხანდაზმული პირების პროცენტული წილიც. ხანდაზმულთა პირების წილი მთელს მოსახლეობასთან მიმართებით 6.1 21.8 3.7 1.7 9.3 1990 85+ 15.1 65+ 2020 2050 974 სამწუხაროდ, ვერც ადგილობრივი თვითმმართველობები სთავაზობენ ხანდაზმულ პირებს შესაბამის პროგრამებს მათი ღირსეული სიბერისათვის. სახალხო დამცველი მუდმივად საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტები არ ეწევიან თავიანთ ტერიტორიაზე სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს, მათ შორის, ხანდაზმული პირების აქტიურ გამოვლენას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების წარმოჩენას, შესაბამისი პროგრამების დანერგვას და შემდგომ განხორციელებას. მათ მიერ ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამათა უმრავლესობა გათვლილია ხანდაზმულთა ერთჯერად დახმარებაზე და არ აქვთ გრძელვადიანი ხედვა ხანდაზმულთა წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. 24.3. ხანგრძლივი მოვლა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან (ექსპერტებთან) ერთად, სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში განთავსებულ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი 973 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით 1,020,375 ადამიანია რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ბაზაში, აქედან 194 536 ხანდაზმული პირია. 974 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qNgYFg > [ბოლოს ნანახია 30.03.2022], 16. 300 I მდგომარეობის და პირობების შესაფასებლად, საანგარიშო პერიოდში, მონიტორინგის მიზნით მოინახულეს დასავლეთ საქართველოში მდებარე ხანდაზმულთა დაწესებულებები: შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გერიატრიული განყოფილება, ა(ა)იპ „წმ. მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე (ბათუმი), ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ხანდაზმულთა სახლი“ (სოფ. ანასეული), ა(ა)იპ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“. მონიტორინგის შედეგებზე მომზადდა ანგარიში. ვიზიტისას გამოიკვეთა, რომ ცალკეულ დაწესებულებაში მონიტორინგი არ ტარდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალურ სტანდარტებსა“975 და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგს პერიოდულად ატარებს მხოლოდ ქუთაისის და თბილისის ხანდაზმულთა დაწესებულებებში და ე.წ. სათემო ორგანიზაციებში. შემოწმებული დაწესებულებებიდან976 სამი977 არ არის სათემო ორგანიზაცია, ისინი რეგისტრირებული ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებებია და იქ მცხოვრებ ხანდაზმულ პირებს სახელმწიფო ზრუნვის სერვისი მიეწოდებათ, თუმცა იქ არსებული მდგომარეობის და მათ მიერ მინიმალური სტანდარტების შესრულების მონიტორინგი არ მიმდინარეობს. გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგებიდან მნიშვნელოვან გამოწვევად იკვეთება დაწესებულებებში ადმინისტრაციის მხრიდან ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების შესახებ ინფორმაციის არცოდნა. შესაბამისად, დაწესებულებები ზრუნვის პროცესს არ წარმართავენ სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემებია ხანდაზმულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ძირითადად დარღვეულია სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი, გამოტანილი დიაგნოზები ერთფეროვანი და ფორმალურია. ცალკეულ შემთხვევაში კი, სამედიცინო დოკუმენტაცია საერთოდ არ იწარმოება. ამგვარი პრაქტიკა კი ვერ პასუხობს ხანდაზმულთა რეალურ საჭიროებებს, რაც საბოლოოდ მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ამასთანავე, ბენეფიციარის ფსიქოსოციალური საჭიროებების გამოვლენის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი არ არის მხარდამჭერის დასანიშნად შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ინიცირების პრაქტიკა. 975 „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 23/07/2014 №01-54/ნ ბრძანება. 976 გარდა ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ხანდაზმულთა სახლისა. 977 შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გერიატრიული განყოფილება, ა(ა)იპ „წმ. მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე (ბათუმი), ა(ა)იპ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“. ხოლობათუმის ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ხანდაზმულთა სახლი“ სათემო ორგანიზაციაა და შესაბამისად, სააგენტო „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ატარებს მონიტორინგს. 301 I თანამშრომლები არ არიან გადამზადებულები და ინფორმირებულები ძალადობასა და იძულებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ხანდაზმული ბენეფიციარები დაცულები არ არიან ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან ამ სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო კოვიდის იზოლაციის დროს ბენეფიციარების მუდმივად ჩაკეტილ რეჟიმში ყოფნა და რეგულაციების შემსუბუქების პრობლემა. კერძოდ, ბენეფიციარები საგანგებოდ მიუთითებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებენ ტერიტორიიდან გასვლას, რაც მათ მდგომარეობაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახება. ბენეფიციართა დიდი ნაწილი დღის უმეტეს დროს საწოლზე, ან საწოლის მიმდებარე დერეფანში ატარებდა, მათზე ზრუნვა ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება და არ მიმდინარეობს მათ ფსიქოფიზიკურ-სოციალურ რეაბილიტაციაზე ინდივიდუალური ზრუნვა. პრობლემას წარმოადგენს ბენეფიციართა გადატვირთულობის საკითხიც.978 ცალკეული შენობის ფართობი და აღჭურვილობა არ შეესაბამება ბენეფიციართა რაოდენობას. შედეგად, დაწესებულებებში სივიწროვეა და ბენეფიციარებს არ აქვთ ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით პირადი სივრცის მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვან დარღვევად გამოიკვეთა ბენეფიციართა კვების მენიუს შედგენა. დაწესებულებების უმეტესობაში მენიუ არ ყოფილა კომპეტენტური სპეციალისტის მიერ შედგენილი, შესაბამისი კალორაჟის გათვალისწინებით. გარდა ამისა, დარღვეულია მზრუნველებზე ბენეფიციართა განაწილების სტანდარტებიც, ასევე, მზრუნველებს არ აქვთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. 24.4. ძალადობა ოჯახში, ხანდაზმულ პირებზე ძალადობა ძირითადად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ასევე, ხანდაზმულ პირებზე არ ზრუნავენ და არ იჩენენ ყურადღებას მათ მიმართ. როგორც შესავალში აღინიშნა, 2021 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტების სტატისტიკის წარმოება. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში აღნიშნავდა, რომ გასულ წლებში წარმოებული 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიანი სტატისტიკა, ვერ ასახავდა ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს. ამჟამად, ცალკე იწარმოება 61+ ასაკის ხანდაზმულების მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა. არსებული მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით, გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლი 361 ხანდაზმული კაცი და 873 ხანდაზმული ქალი. ამ მიმართულებით, გასაძლიერებელია მსხვერპლებთან მუშაობა, ძალადობის შემთხვევების შესწავლა, მათი დროული გამოვლენა და რეაგირება. ასევე, მნიშვნელოვანია 978 პრობლემა გამოიკვეთა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გერიატრიულ განყოფილებასა და „წმ. მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში.“ 302 I ხანდაზმულთა დეტალური ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში.979 ამის პარალელურად, პრობლემურია ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულ პირებზე მორგებული დაცვისა და დახმარების ფსიქოსოციალური სერვისებისა და ცალკე პროგრამების არარსებობა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი ყოვლისმომცველი მიდგომა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით, დამტკიცდეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2022-2023 წლის აქტივობებს. ადგილობრივ თვითმმართველობებს:  979 შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ხანდაზმული პირების წინაშე არსებული საჭიროებების შესაფასებლად (ხანდაზმულთა საჭიროებების შეფასების დოკუმენტი). ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები, ასახონ ბიუჯეტში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება. ხანდაზმულ პირთა მიერ ადამიანის ყველა უფლებებით სარგებლობის თაობაზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მოხსენება „კორონავირუსის დაავადების გავლენა (COVID-19) ხანდაზმული პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის თაობაზე”. 21 ივლისი 2020. პარა. 56. 303 I 25. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია 25.1. შესავალი წინამდებარე თავში განხილულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული რიგი გამოწვევები, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემები, საკონსულტაციო მექანიზმის არაეფექტიანობა და სხვ. სამწუხაროდ, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუსრულებელია. კერძოდ, არ გადადგმულა არსებითი ნაბიჯები სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად; არ შექმნილა ეფექტიანი ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო უწყებებში დასაქმების პროგრამები. კვლავ პრობლემურია სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების სიმწირე. ასევე გამოწვევას წარმოადგენს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა და აღდგენა. 25.2. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ შეფასება საქართველოს მთავრობის №356 დადგენილებით, 2021 წლის 13 ივლისს, დამტკიცდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 - 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მისასალმებელია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საანგარიშო პერიოდში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან სტრატეგიის დოკუმენტის პროექტთან 980 დაკავშირებით, არაერთი შეხვედრა გამართა. აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო აქტიურად იყო ჩართული. თუმცა, სამწუხაროა, რომ ეროვნული უმცირესობები, სურვილის მიუხედავად, მხოლოდ სტრატეგიის შემუშავებაში იყვნენ ჩართულნი და მათ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებამდე, სახალხო დამცველმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს რეკომენდაციები და მოსაზრებები წარუდგინა. უნდა აღინიშნოს, რომ წარდგენილი რეკომენდაციების ნაწილი სტრატეგიაში აისახა. სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება, 980 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2021 წლის 29 დეკემბრის წერილი №2085. 304 I რომელიც სტრატეგიაში არ ყოფილა გაზიარებული, შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზება ე.წ. შერეული ოჯახების იმ წევრების ან საქართველოში მცხოვრები მუდმივი ბინადრობის მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სხვა პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არ ფლობენ ქართულ ენას; ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების თვითმმართველობების ორგანოების ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების გვერდების თარგმნა ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე, და სხვ.981 მისასალმებელია, სახელმწიფო რომ სტრატეგიის დოკუმენტი ამოცანის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში სახით ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდას, ხოლო დასახელებული ამოცანის შესასრულებლად 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ღონისძიებებს და იმედს გამოთქვამს, რომ საინფორმაციო გასათვალისწინებელია შეხვედრებს ისიც, რომ ფრაგმენტული მსგავსი ხასიათი აქტივობები არ ექნება. 2017-2018 წლებშიც ხორციელდებოდა, თუმცა მათ რეალური შედეგები არ მოჰყოლია. სტრატეგიაში, ისევე როგორც სამოქმედო გეგმაში, არ გვხვდება ჩანაწერები ცენტრალური და ადგილობრივი უმცირესობების აღმასრულებელი მონაწილეობის ხელისუფლების გასაზრდელად ორგანოებში ეროვნული განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიაში დასახული მიზნების მიღწევა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობებით, ხშირ შემთხვევებში, შეუძლებელი ან ბუნდოვანია და ფორმალურ სახეს ატარებს. 25.3. ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა საკონსულტაციო მექანიზმები 2020 წლის მსგავსად, უცვლელია მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ საკონსულტაციო მექანიზმებთან მიმართებით.982 შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე არ შექმნილა საკონსულტაციო უმცირესობებისთვის მექანიზმები და არც ეფექტიანი არსებული ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმების გასაძლიერებლად გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 981 ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო- რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა 2021 წლის 14 აპრილს, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/hiegxp > [ბოლოს ნანახია 10.03.2022]. 982 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 407 – 409. 305 I საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა,983 ეს ფაქტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებად ვერ განიხილება. მეტიც, საკონსულტაციო საბჭოს შექმნამ პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. სახალხო დამცველი იზიარებს ამ კრიტიკას და მიიჩნევს, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა საკუთარი მოქალაქეების, ჩვენს სახელმწიფოში ისტორიულად მცხოვრები ჯგუფების დიასპორად განხილვას გულისხმობს, რაც აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და აზიანებს ინტეგრაციის პროცესს.984 უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა არ დაუწყია და, შესაბამისად, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან შეხვედრები არ გაუმართავს.985 სამწუხაროდ, დღემდე ბუნდოვანია საკონსულტაციო საბჭოს მანდატი, მიზნები და ამოცანები. ეროვნული უმცირესობების დასაქმების პოლიტიკა საქართველოს მთავრობა არ აწარმოებს სტატისტიკას საჯარო სამსახურში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობის შესახებ. ამგვარი სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობაზე არაერთხელ მიუთითა სახალხო დამცველმა. მისასალმებელია ამ კუთხით 2021 წელს გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გვეცნობა, რომ 2021 წლის სექტემბრიდან, საჯარო სამსახურის ბიუროსათვის, PMC კვლევითი ცენტრი UNDP-ის დაკვეთით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს კვლევას, რომლის მიზანია შეაფასოს რამდენად უზრუნველყოფს საჯარო სამსახური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობას. კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები წარმომადგენლობის გასაზრდელად, მათ შორის, შეგროვებისა და დამუშავების მიმართულებით.986 ეთნიკური უმცირესობების სტატისტიკური მონაცემების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში (სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა) ეროვნული უმცირესობები კვლავ ძალიან იშვიათად, ან/და ძირითადად არ არიან წარმოდგენილნი. რაც შეეხება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ თვითმმართველობებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობას, ისინი პროპორციულად არც ადგილობრივ დონეზე არიან წარმოდგენილნი. მაგალითისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ პირთა მხოლოდ 36%-ია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, მაშინ, როცა 983 „ღია საზოგადოების ფონდი“, საზოგადოებრივი ორგანიზაციები გმობენ პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვის გადაწყვეტილებას, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3AHFmdy > [ბოლოს ნანახია 09.03.2022]. 984 იქვე. 985 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 17 იანვრის წერილი №393/2-7/22. 986 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2022 წლის 17 თებერვლის წერილი №GOV 5 22 00005019. 306 I მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 91.4% ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია. ამ მხრივ, სამწუხარო ვითარებაა სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობის 69.1% ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია, თუმცა, მერიაში დასაქმებულ პირთა მხოლოდ 14%-ია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი.987 ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის კუთხით, ქვეყანაში მოქმედებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, ასევე გათვალისწინებულია სტაჟირება საჯარო სამსახურებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4 პროგრამის) ბენეფიციარებისთვის, თუმცა ეს უკანასკნელი დასაქმების პირდაპირ საშუალებად არ მოიაზრება. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული პროგრამები სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი არ არის და პრობლემის გამოსწორებისთვის ფრაგმენტულ ჩარევას უფრო წარმოადგენს. ამასთანავე, სახელმწიფოს ასევე არ აქვს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენად სარგებლობენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები შეთავაზებული პროგრამებით.988 ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ნინოწმინდისა და მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სტაჟირება გაიარა ეროვნული უმცირესობის 3-მა წარმომადგენელმა; ასევე, 3 პირი დაინიშნა სტაჟიორად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ („1+4 პროგრამა”) 989 მოსარგებლე 67 პირი. 25.4. წვდომა საჯარო სერვისებზე აღსანიშნავია, რომ საჯარო მომსახურებაზე 990 ინკლუზიის არსებითი ნაწილია, საყოველთაო წვდომის გარანტირება ვინაიდან შესაბამისი პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანასწორი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში.991 სამწუხაროდ, საქართველოში საჯარო სერვისებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წვდომა დაკავშირებულია ისეთ დაბრკოლებებთან, 987 როგორებიცაა: ენობრივი ბარიერი, მომსახურების გამწევ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის კრიტიკული შეფასება“, 2021, 6, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tMZRUm > [ბოლოს ნანახია 09.03.2022]. 988 იქვე, 5. 989 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2022 წლის 17 თებერვლის წერილი №GOV 5 22 00005019. 990 ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის მოსაზრება „ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მრავალფეროვნების მართვის“ შესახებ, პარა. 3.5, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/30o5i8 > [ბოლოს ნანახია 07.03.2022]. 991 „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2021- 2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №356 დადგენილება, დანართი 1, 32-33. 307 I დაწესებულებებში მათი მშობლიური ენის მცოდნე პირების არასაკმარისი რაოდენობა და ფინანსური ბარიერი. მათგან უმთავრეს პრობლემას კვლავ ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. ეთნიკური ჯგუფებისთვის გასაგებ ენაზე სახელმწიფო პროგრამებისა და საჯარო სერვისების შესახებ სათანადო ინფორმირება უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.992 ეროვნული უმცირესობებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 6 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე. ვებგვერდი ითარგმნება 993 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების თვითმმართველობის ორგანოების ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების გვერდების თარგმნა ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიურ უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, ენაზე, ეროვნული დროულად გაეცნონ და სისტემატურად მიუწვდებოდეთ ხელი შესაბამისი სერვისებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციაზე. 25.5. განათლების უფლება 25.5.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ, წინა წლების მსგავსად, 2021 წელსაც გამოწვევა იყო ერთიანი კონცეპტუალური მიდგომისა და ხედვის არარსებობა, ორენოვანი პედაგოგების მომზადება, დაწესებულებების უზრუნველყოფა შესაბამისი სასწავლო-მეთოდოლოგიური პროგრამებით, დამხმარე სახელმძღვანელოებითა და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. სახალხო დამცველი, წლებია, აღნიშნავს, რომ ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია ბილინგვური განათლება. მისასალმებელია, რომ 2022 წლის იანვრისთვის პროგრამაში, „სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში", ჩართულია 25 არაქართულენოვანი სკოლა (12 სომხური და 13 აზერბაიჯანული).994 ასევე მისასალმებელია, რომ 2021 წელს, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა მე-8 კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები.995 სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, 2020 წლის მსგავსად, კვლავ არ გატარებულა ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შესადგენად, 992 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალურ ანგარიშში, „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“, 27-34, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MvxGSM > [ბოლოს ნანახია 07.03.2022]. 993 იხ. <http://akhalkalaki.ge/>; <https://rb.gy/spwi6b>; <https://www.tsalka.gov.ge/ >; <https://www.dmanisi.gov.ge/ >; <https://bolnisi.gov.ge/ > ; <https://www.marneuli.gov.ge/ >[ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 994 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 5 თებერვლის წერილი №5 21 00000068607. 995 იქვე. 308 I გამოსაცემად და ამ საგნებში სახელმძღვანელოებით სასწავლო პროცესის 996 უზრუნველსაყოფად. საქართველოში მართალია, საანგარიშო გამოცემული პერიოდში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა, თუმცა, შეხვედრების ფარგლებში სახელმძღვანელოების შედგენასა და გამოცემასთან დაკავშირებული დეტალური ხედვა არ განუხილავთ.997 კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, განსაკუთრებული გამოწვევა იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარება დისტანციური სასწავლო რეჟიმის ეფექტიანად წარმართვის მიზნით. 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში, ტრენინგში, “Microsoft Teams”, აპლიკაციის საბაზო ფუნქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩაერთო სომხური და აზერბაიჯანული სკოლების 150-მდე მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, გადამზადდა 60-მდე დამხმარე ორენოვანი მასწავლებელი.998 2021 წლის მონაცემებით,999 აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში ჯამურად 5820 მასწავლებელია დასაქმებული.1000 ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მცირეა დასახელებული ტრენინგის ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 25.5.2. მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლება მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა 2015 წლიდან ისწავლება. მცირერიცხოვანი ეთნიკური ხუნძური/ავარული, უდიური, უმცირესობების ასურული და ენების (ოსური, ჩეჩნური, ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება კვლავ სისტემური პრობლემაა. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პედაგოგთა გადამზადებასთან დაკავშირებით, მზადაა ინიციატივის პროექტი და დაგეგმილია მისი განხილვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და 1001 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად. 25.5.3. უმაღლესი განათლება 2021 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, სწავლის გაგრძელების უფლება სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი, რუსულენოვანი და ოსურენოვანი 996 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წელს წიგნებს მიენიჭა ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსი და სომხეთის მხარემ საქართველოს სომხურენოვანი საჯარო სკოლებისთვის სომხური ენისა და ლიტერატურის წიგნები და მასწავლებლების გზამკვლევები გადმოსცა (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 5 თებერვლის წერილი №5 21 00000068607). 997 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 5 თებერვლის წერილი №5 21 00000068607. 998 იქვე. 999 იქვე. 1000 აზერბაიჯანულ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები - 3121, ხოლო სომხურ საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები - 2699. 1001 იქვე. 309 I ტესტის საფუძველზე, საგანმანათლებლო ჯამში 1340-მა დაწესებულებაში სტუდენტმა მოიპოვა. სომხურენოვანი მათგან ტესტით უმაღლეს ჩაირიცხა 261 აბიტურიენტი, აზერბაიჯანულენოვანი ტესტით - 1072, ხოლო ოსურენოვანი ტესტით - 7 აბიტურიენტი.1002 1340 აბიტურიენტიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტი მხოლოდ 14.8%-მა მოიპოვა. მართალია, 2020 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები კვლავ ადასტურებს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების დიდი ნაწილი დაფინანსების გარეშე რჩება. სახალხო დამცველი, წლებია, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაზარდოს სტუდენტების დაფინანსების თანხები.1003 ზემოაღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ნორმატიული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციარებზე არ ვრცელდება იმ პროგრამული მიმართულებების დაფინანსება, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.1004 გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა აზერბაიჯანული/სომხური ენისა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ლიტერატურის საგნების არარსებობა, რაც სტუდენტებს არ აძლევს ამ მიმართულებით სპეციალიზაციის შესაძლებლობას.1005 25.6. მედიის ხელმისაწვდომობა აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეში გადის ოთხი საინფორმაციო გამოშვება აზერბაიჯანულ1006 და სომხურ ენაზე.1007 საინფორმაციო გამოშვებები გადაიცემა შესაბამისი ონლაინ პლატფორმით, ასევე, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით.1008 ასევე, აღსანიშნავია, რომ მაუწყებელი უზრუნველყოფს მთავარი საინფორმაციო გამოშვების 1002 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 18 იანვრის წერილი №1220000036977. 1003 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 412; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 382. 1004 „2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის №50/ნ ბრძანება, მუხ. 6, პუნ. 5. 1005 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“, 25. 1006 „მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 12:00 საათზე; „მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 15:00 საათზე; „მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 18:00 საათზე; „მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 20:00 საათზე. 1007 „მოამბე“ სომხურ ენაზე 12:00 საათზე; „მოამბე“ სომხურ ენაზე 15:00 საათზე; „მოამბე“ სომხურ ენაზე 18:00 საათზე; „მოამბე“ სომხურ ენაზე 20:00 საათზე. 1008 საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის 1-ლი თებერვლის წერილი №67/07. 310 I სინქრონულ თარგმანს1009 აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე,1010 რომელიც ტრანსლირდება რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ძირითადად ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გავრცელების პრაქტიკა, ვინაიდან. ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობას შეზღუდული წვდომა აქვს მაუწყებლის ინტერნეტზე.1011 მიერ ამის მოწოდებული ნათელი მაგალითია ონლაინ თავად პლატფორმების საზოგადოებრივი სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2021 წელს სინქრონულად თარგმნილი მოამბის ყოველდღიური მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 500-1500 ნახვას.1012 ასევე საგულისხმოა, რომ 2021 წელს WhatsApp-ის სომხურენოვანი ნომერი 280 ადამიანს ჰქონდა გამოწერილი, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი ნომერი - 300 ადამიანს.1013 მნიშვნელოვანია, გამოშვებების სატელევიზიო ტრანსლირების შესაძლებლობა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში იყოს უზრუნველყოფილი. 25.7. დმანისის კონფლიქტი საანგარიშო პერიოდში საგულისხმო იყო 2021 წლის 16-17 მაისს დმანისში მომხდარი კონფლიქტი, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ეთნიკურად ქართველ და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ორდღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.1014 სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული კორესპონდენციით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) ბრალდება წარედგინა შვიდ პირს, ხოლო დაზარალებულად 6 პირი იქნა ცნობილი. ბრალდებულთა მიმართ გამოძიების პროცესში ეთნიკური ნიშნით სიძულვილის მოტივი არ გამოკვეთილა.1015 აღსანიშნავია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, შესაძლოა, ერთზე მეტი მოტივი ჰქონდეს.1016 დმანისის კონფლიქტში მონაწილე მხარეების ეთნიკური 1009 სინქრონული თარგმანი, სეტ-ბოქსების მეშვეობით გავრცელების პარალელურად, ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის შესაბამის ენობრივ განყოფილებაში, პირდაპირი ეთერის, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით. 1010 პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების, „მოამბე 21:00 საათზე“, სინქრონული თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე. 1011 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 414. 1012 საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის 1-ლი თებერვლის წერილი №67/07. 1013 იქვე. 1014 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 18 მაისის საჯარო განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/cctjo3 > [ბოლოს ნანახია 10.02.2022]. 1015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 28 მაისის №MIA 1 21 01340546 წერილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 12 ნოემბრის №MIA 8 21 02982973 წერილი. 1016 სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება, პრაქტიკული სახელმძღვანელო, ეუთო, 63, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/qx9hwh > [ბოლოს ნანახია 10.02.2022]. 311 I შემადგენლობისა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა წყარო დაპირისპირების პროცესში ეთნიკური ნიშნით შეურაცხმყოფელი ფრაზების გაჟღერებაზე მიუთითებს,1017 ძალადობის გამომწვევი ინციდენტის ყოფით ნიადაგზე დაწყების ფაქტი არ გამორიცხავს კონფლიქტის სავარაუდო ესკალაცია ეთნიკური და მოტივის გამოვლენილი არსებობას, მასშტაბით რასაც, შესაძლოა, განვითარება გამოეწვია. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დგას მომხდარის სამართლებრივი შეფასების, დაპირისპირებაზე ზეგავლენის მომხდენი ყველა ფაქტორის სიღრმისეული გააზრებისა და სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაძლიერების საჭიროება.1018 25.8. მესხების თემის წინაშე არსებული გამოწვევები 1944 წელს გადასახლებულ პირთა (20 000-მდე ოჯახი) და იმ მესხების რაოდენობრივი თანაფარდობა, რომლებმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს (494 პირი), ადასტურებს, რომ მესხების თემის რეპატრიაციის პროცესი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ამ მოსაზრებას იზიარებს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტიც.1019 მესხთა ნაწილი ვერ ახერხებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რადგან მათ უკვე გაუშვეს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურით სარგებლობის ვადა, მოქალაქეობის მინიჭების სხვა არსებული პროცედურა კი მათთვის გადაულახავ ბარიერებს ქმნის, მათ შორის, ენის არცოდნის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის, საქართველოში მუდმივად და უწყვეტად ცხოვრების გამოცდილების არქონის პირობების გამო. მოქალაქეობის არქონის გამო, მესხებს წარმოეშობათ უფლებრივი და სოციალური პრობლემები. საჯარო სერვისებზე წვდომა და ინტეგრაცია პრობლემურია მესხების თემისთვის, მათ შორის, ვერ სარგებლობენ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით.1020 აღსანიშნავია, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, პრობლემურია მათთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაც. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ არ დაივიწყოს მესხების ისტორიული კავშირი სამშობლოსთან (საქართველოსთან) და კვლავ დანერგოს პროცედურები მათთვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მისანიჭებლად. 1017 იხ. მაგალითად: <https://rb.gy/hykauu >[ბოლოს ნანახია 10.02.2022]; დმანისის კონფლიქტი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების ეთნიკური შტრიხები, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2021, 8, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/4pv4jb >[ბოლოს ნანახია 10.02.2022]. 1018 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“, 36, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3MvxGSM > [ბოლოს ნანახია 08.03.2022]. 1019 ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ, 2019, პარ. 43, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3HtSYwn > [ბოლოს ნანახია 10.02.2022]. 1020 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალურ ანგარიშში, „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“, 34-36, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MvxGSM > [ბოლოს ნანახია 08.03.2022]. 312 I 25.9. ისტორიული გვარების დაბრუნება აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აზერბაიჯანულმა თემმა წამოიწყო კამპანია „გვარი დამიბრუნე“, რომელიც ისტორიული გვარების დაბრუნებას უკავშირდებოდა. საქართველოს 2021 წლის პარლამენტის 26 ივლისს, ბიუროს პლატფორმა წარედგინა „სალამის“ „სამოქალაქო ინიციატივით აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც არატრადიციული/არაავთენტური გვარების ცვლილების ახალ წესს ადგენდა გვარის სუფიქსის ჩამოშორებით ან ამავე სუფიქსის შეცვლის გზით.1021 კანონპროექტის ინიციატორებს შეგროვილი ჰქონდათ 25000-ზე მეტი ხელმოწერა. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის თემისა და საზოგადოების თვითორგანიზების მნიშვნელოვანი 1022 გამოცდილება იყო. პარლამენტში ბათილად მიიჩნიეს რამდენიმე ათასი ხელმოწერა, რაც კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნის გაცემის საფუძველი გახდა. შემდგომში ამავე თემაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა თავად წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიმართ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  2022-2023 სასწავლო წლისთვის გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, ასევე, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა;  2022-2023 სასწავლო წლისთვის, გამოიყოს თანხა მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად;  2022-2023 სასწავლო წლისთვის გაიზარდოს ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა;  ეროვნული უმცირესობების დასაქმების მაჩვენებლის წარმომადგენელთა გასაზრდელად, სახელმწიფო შემუშავდეს ახალი უწყებებში დასაქმების პროგრამები;  აღმასრულებელი ხელისუფლებების დონეზე, შეიქმნას ეფექტიანი ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები უმცირესობებისთვის; 1021 „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „გვარი დამიბრუნე“ კამპანიის ორგანიზატორების სახელით სასამართლო დავა დაიწყო“, 07.12.2021, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tfWrtb > [ბოლოს ნანახია 11.03.2022]. 1022 იქვე. 313 I  ხელი შეეწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზებას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით;  შემუშავდეს გრძელვადიანი გეგმა კონფლიქტის გამოცდილების მქონე მუნიციპალიტეტებში ინტერეთნიკური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და თემთა შორის დიალოგის გასაძლიერებლად. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს:  2022 წლის განმავლობაში, შეიმუშაოს მესხების თემის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით, სახელმწიფო ენის გამოცდაზე ორიენტირებული, ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზების გეგმა და კოორდინაცია გაუწიოს მის დაწყებას;  2022 წლის განმავლობაში, შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინიციატივა საქართველოში დაბრუნებული მესხებისათვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების განახლებული მექანიზმების თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  ეროვნული უმცირესობების ენოვან სკოლებში დაინერგოს მულტილინგვური სწავლების მოდელი, შემუშავდეს მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მომზადდნენ/გადამზადდნენ ორენოვანი პედაგოგები;  უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება;  საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება;  უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე, პედაგოგთა გადამზადება;  როგორც მულტიკულტურული პროგრამების, უმცირესობების კულტურის კულტურულ-საგანმანათლებლო ისე პოპულარიზაციის ღონისძიებების სპეციფიკურად მიზნით, ხელი ჩატარებას, ეროვნული შეუწყოს ამასთანავე, გააძლიეროს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით; 314 I  ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს:  უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შეუდგეს ამ ძეგლების კონსერვაციას ან/და რესტავრაციას. საზოგადოებრივ მაუწყებელს:  უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების სატელევიზიო ტრანსლირება და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ტელეეთერით ენებზე ხელმისაწვდომობასა მომზადებული და მედიაპროდუქტის პოპულარიზებას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს:  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება;  უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის თარგმნა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მშობლიურ ენებზე;  შემჭიდროებულ ვადებში, უზრუნველყონ მათ მიერ მიღებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების) თარგმნა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მშობლიურ ენებზე. 315 I 26. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში 26.1. შესავალი თავდაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის მიზანი, პრევენციული ვიზიტების გზით, წვევამდელთა და ნებისმიერი რანგის სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებაა. წინამდებარე თავი შემდეგი საკითხების მიმოხილვას ეთმობა: სამხედრო მოსამსახურეთა არასათანადო მოპყრობისგან დაცვა; მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები; სამხედრო ნაწილებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა; ასევე, სამხედრო მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. 2021 წელს, მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 8 სამხედრო ნაწილი,1023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 გასამხედროებული ქვედანაყოფი,1024 ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის 5 განყოფილება.1025 მონიტორინგის დროს შემოწმდა სამხედრო ნაწილებში არსებული მატერიალური პირობები, დოკუმენტაცია და ჩატარდა ინდივიდუალური გასაუბრებები სამხედრო მოსამსახურეებთან.1026 სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის შესაბამის თავში 16 რეკომენდაცია გასცა. გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წელს შესრულდა სახალხო დამცველის მიერ არაერთგზის გაცემული რეკომენდაცია1027 საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში თარჯიმნის შტატის დაშვების შესახებ. საქართველოს თავდაცვის ძალებში ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეთა თარჯიმნით მომსახურების 1023 საქართველოს თავდაცვის ძალების: სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონი „დასავლეთი“; ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა; დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადები; დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადა; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალური საკომანდო პუნქტი; საჰაერო თავდაცვის ბრიგადის საზენიტო-სარაკეტო ბატალიონი; ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკი პალდო. 1024 შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის: მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილება; მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება; მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილება. 1025 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის მე-2; მე-3; მე-8; მე-14 და მე-17 განყოფილებები. 1026 ჯამში, საქართველოს თავდაცვის ძალებში გამოიკითხა 85 სამხედრო მოსამსახურე, ამათგან - 22 ვადიანი სამხედრო მოსამსახურე და 11 ქალი სამხედრო მოსამსახურე; შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გამოიკითხა 9 ვადიანი სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის განყოფილებებში - 11 ვადიანი სამხედრო მოსამსახურე. 1027 იხ. მაგ., საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 429; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 394. 316 I უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, 2021 წლის ნოემბრიდან დაემატა 1028 რაოდენობრივი კვოტა. 6 თარჯიმნის შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულების ასევე, მისასალმებელია პენიტენციურ სისტემაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების გაზრდისა და შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სადღეღამისო განწესში ყოფნის დღეს, თითოეული სამხედრო მოსამსახურის სრულფასოვანი, სამჯერადი კვებით უზრუნველყოფის შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესრულება. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ შესრულებულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ გაცემული რეკომენდაცია, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეთათვის დამატებით კვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხის ანაზღაურების შესახებ. კვლავ შეუსრულებელია საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობდა ვეტერანებისთვის საშემოსავლო შეღავათის გაზრდას. 2020 წელს პარლამენტმა გაიზიარა ეს რეკომენდაცია და მთავრობას შესაბამისი დავალება მისცა, მაგრამ რადგან დავალება არ შესრულებულა, ანალოგიური რეკომენდაცია გავეცით 2021 წელსაც. მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტმა ჩვენი რეკომენდაცია განსხვავებული ფორმულირებით ასახა საპარლამენტო დადგენილებაში და მთავრობას ვეტერანების მხარდამჭერი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესამუშავებლად მუშაობის დაწყება დაავალა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არც ეს დავალებაა შესრულებული. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მიმდინარეობს სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობა, რომელიც ვეტერანებისთვის შეღავათების, ერთიანი სოციალური პროგრამების, დასაქმების უზრუნველყოფისა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს.1029 26.2. არასათანადო მოპყრობისგან დაცვა საანგარიშო პერიოდში, გასული წლების მსგავსად, კვლავ სისტემური პრობლემა იყო სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა.1030 სამხედრო ნაწილების მონახულების შედეგად, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს 2021 წელს არ მიუღიათ ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურის მიმართ ზემდგომი ან სხვა სამხედრო მოსამსახურის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ, თუმცა გაირკვა, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. გარდა ამისა, ანალოგიური პრაქტიკა გამოიკვეთა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური 1028 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 18 ნოემბრის № MOD 22101211965 წერილი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2022 წლის 12 მარტის GOV 3 22 00007349 წერილი, 34-35. 1030 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 421. 1029 317 I უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში ჩარიცხულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.1031 მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალების ცალკეულ ბატალიონებში1032 დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის მიზნით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე,1033 ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს დამატებითი ფიზიკური აქტივობების შესრულებას ავალდებულებენ (სირბილი, აზიდვა, ბუქნები) და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამხედრო ნაწილში დარჩენას აიძულებენ. ამასთან, გაირკვა, რომ არაფორმალური დასჯის მეთოდად სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამხედრო ნაწილში დარჩენის იძულება გამოიყენება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიმართაც.1034 აღსანიშნავია, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უკანონო დასჯის პრინციპის - „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ გამოყენება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ერთი სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, არაფორმალურად, მასთან ერთად, მთელი ოცეული ისჯება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გაცემულ რეკომენდაციაში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურეების კოლექტიური და არაფორმალური დასჯის პრაქტიკა, მათ შორის, არასამუშაო საათებში სამხედრო ნაწილის დატოვების უფლების არაგონივრული შეზღუდვა და იძულებითი შრომა.1035 სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოთ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ადგილი აქვს უკანონო პრაქტიკას, რომელიც ქმნის არასათანადო მოპყრობის რისკებს, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური შესაძლებლობების, მისი სუბიექტური აღქმის, ფიზიკური აქტივობის სირთულის და ფორმის გათვალისწინებით, ასეთი სასჯელის გამოყენებამ, შეიძლება იმაზე მეტი სტრესი და ტანჯვა გამოიწვიოს, 1031 დეტალური ინფორმაცია იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში. საქართველოს თავდაცვის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონში „დასავლეთი“, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალურ საკომანდო პუნქტში და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის საზენიტო-სარაკეტო ბატალიონში. 1033 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დისციპლინური გადაცდომა და რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა გამოიყენებოდეს. წესდება არ ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დამატებითი ფიზიკური აქტივობის შესრულებას ან სამხედრო ნაწილში მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვებას. 1034 საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო, მე-2 და მე-3 ქვეით ბრიგადებში. 1035 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)4 წევრ სახელმწიფოებს, შეიარაღებული ძალების წევრთა ადამიანის უფლებების შესახებ, 2010 წლის 24 თებერვალი, მე-16 და მე18 პუნქტები. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ImETRw > [ბოლოს ნანახია: 18.03.22]. 1032 318 I ვიდრე ეს დაკავშირებულია სამხედრო სამსახურთან და მიაღწიოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მინიმალურ ზღვარს.1036 ვიზიტების დროს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრისას არაერთმა სამხედრო მოსამსახურემ აღნიშნა, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დისციპლინური სახდელის დაკისრებას ანდა ზემოაღნიშნული მეთოდებით მათ არაფორმალურ დასჯას, თუმცა გასაჩივრების მექანიზმი არ გამოუყენებიათ, რის მიზეზადაც, ძირითადად, საჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის არქონას და ამ მექანიზმის მიმართ უნდობლობას ასახელებდნენ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ დისციპლინური წარმოების ფარგლებში და გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, პირს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური სახდელი. ამასთანავე, დისციპლინური წარმოების დაწყებისთანავე, სამხედრო მოსამსახურეს უნდა მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია და მიეცეს დისციპლინურ საქმისწარმოებაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.1037 სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თავდაცვის ძალების, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტისა და სპეციალური ინფორმაციულ-ტექნიკური პენიტენციური უსაფრთხოების სამსახურის მთავარი გარე სამმართველოს დაცვისა და ცალკეულ განყოფილებებში არსებული მავნე პრაქტიკის გამოსასწორებლად, უწყებებმა უნდა უზრუნველყონ სამხედრო მოსამსახურეთა ინფორმირება დისციპლინური სახდელის კანონით გათვალისწინებული სახეებისა და დაკისრებული სახდელის გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე.1038 ამასთანავე, საჭიროა, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროების გენერალურმა ინსპექციებმა სისტემური კონტროლი გაუწიონ და აღმოფხვრან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. თავდაცვის სფეროში არასათანადო მოპყრობაზე საუბრისას, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2020 წელს „იაღლუჯას“ სამხედრო ბაზაზე შსს-ს ობიექტების დაცვის 1036 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, CHEMBER v. RUSSIA (7188/03), პარა. 49. 1037 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)4 წევრ სახელმწიფოებს, შეიარაღებული ძალების წევრთა ადამიანის უფლებების შესახებ, 2010 წლის 24 თებერვალი, მე-19 და 21-ე პუნქტი. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3i11it7 > [ბოლოს ნანახია: 18.03.22]. 1038 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები. ამასთან, მას შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. წარდგენილი საჩივრის განხილვის შეჩერება, აგრეთვე საჩივრის წარდგენისთვის სამხედრო მოსამსახურის დასჯა ან დევნა დაუშვებელია. 319 I დეპარტამენტის ზემდგომების არაადამიანური მოპყრობის მხრიდან ფაქტები. სამხედრო სახალხო მოსამსახურეების დამცველის მიმართ რწმუნებულების დაზარალებულთან გასაუბრებისა და საქმის მასალების შესწავლის დროს გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტებზე ინფორმაციას გარკვეული პერიოდით ადრე უკვე ფლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ოფიციალურ წერილობით მიმართვამდე,1039 გენერალურ ინსპექციას საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის არ გადაუგზავნია.1040 სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაეცნო მიმდინარე გამოძიების სრულ მასალებს, საიდანაც ირკვევა, რომ სხვადასხვა დროს იაღლუჯას ბაზაზე მომსახურე რამდენიმე ვადიან სამხედრო მოსამსახურეს ზემდგომმა პირებმა, ჯარისკაცებს შორის მომხდარი შელაპარაკების ან სხვა სახის შესაძლო დარღვევის საფუძველზე, დასჯის მიზნით, აიძულეს, რომ კბილის ან ფეხსაცმლის ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მოეხეხათ ყაზარმის ტერიტორია პირსაბანებისა და საპირფარეშოების იატაკების ჩათვლით.1041 გარდა ამისა, გამოიკვეთა დაზარალებულების მსგავსი ფორმით სხვადასხვა დროს დასჯის შემთხვევებიც და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც. საქმის სიმძიმის ფონზე, წარმოებული მისასალმებელია გამოძიება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სრულფასოვნად, დროულად სამსახურის და მიერ ეფექტიანად წარიმართა. შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, რაც არ გამორიცხავს მსგავსი მანკიერი პრაქტიკისა და სხვა პასუხისმგებელი პირების სამომავლოდ გამოვლენის შესაძლებლობას, რასაც სახალხო დამცველის აპარატი კვლავ მიადევნებს თვალს. 26.3. საცხოვრებელი და სამუშაო პირობები 26.3.1. ინფრასტრუქტურული პრობლემები საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის მომზადებამდე, სახალხო დამცველმა რამდენჯერმე მიმართა წერილობით საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მიაწოდა ინფორმაცია ვიზიტების დროს, სამხედრო ნაწილებში გამოვლენილი ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ, რომელთა აღმოსაფხვრელად საჭირო იყო მყისიერი რეაგირება და სთხოვა შესაბამისი ღონისძიებების 1039 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის 27 ივლისის №14/7360 წერილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 30 ივლისის MIA 9 20 01750649 წერილით სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ საქმე 29 ივლისს გადააგზავნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 1041 ერთ-ერთ ეპიზოდში, დასჯის მიზნით, დაზარალებულს აიძულეს, რომ აღჭურვილიყო ჩაფხუტითა და ჯავშან-ჟილეტით (რომლებიც საერთო ჯამში, დაახლოებით, 11 კგ-ს იწონის) და მოეხეხა ყაზარმის ტერიტორია კბილის ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, დაახლოებით, 10-12 საათის განმავლობაში, ყაზარმის სრული შემადგენლობის თვალწინ. 1040 320 I გატარება.1042 გარკვეულ შემთხვევებზე გვეუწყა, რომ დაიწყო მუშაობა პრობლემების გამოსასწორებლად.1043 საანგარიშო პერიოდში, თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებისა და შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული ქვედანაყოფების მონახულების შედეგად გაირკვა, რომ კვლავ პრობლემად რჩება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სათანადო საცხოვრებელი და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. ამასთანავე, ვიზიტების დროს, ფაქტობრივად ყველა სამხედრო ნაწილში იდგა სველი წერტილების პრობლემა, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით. სახალხო დამცველის აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონში, „დასავლეთი“, მყოფი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ცუდი საცხოვრებელი პირობები, რომელიც აშკარად განსხვავდება იმავე ბატალიონში მომსახურე საკონტრაქტო მოსამსახურეებისთვის შექმნილი საცხოვრებელი პირობებისაგან და განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა. გარდა ამისა, იკვეთება სპორტულ დარბაზებსა და განტვირთვის სივრცეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც ეწინააღმდეგება სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული 1044 საცხოვრებელი პირობების შექმნის ვალდებულებას. მონიტორინგის შედეგად, ასევე გამოვლინდა, რომ არ მიმდინარეობდა სამხედრო მოსამსახურე ქალთა საჭიროებების შეფასება/გამოკითხვა და შესაბამისი ზომების გატარება. სამხედრო ნაწილების უმეტესობაში არ იყო გათვალისწინებული ქალთა საპირფარეშოები და საშხაპეები საცხოვრებელი 1045 კორპუსებისა, განცალკევებით, სადაც გარდა ახლად სამხედროები ჯერ გარემონტებული კიდევ არ იყვნენ შესახლებულები. ქალებს არც სპეციალური ჰიგიენური საშუალებები მიეწოდებოდათ. გარკვეული ხარვეზები აღმოჩნდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხითაც. ქვედანაყოფებში საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით სახანძრო-სამაშველო ჯგუფის არსებობის მიუხედავად, ვიზიტების დროს სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებით გამოვლინდა, რომ უმეტეს მათგანს არ ჰქონდა ინფორმაცია 1042 სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ.1046 ასევე, ცალკეულ საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 27 ოქტომბრის №14-1/10223 წერილი; 2021 წლის 11 ნოემბრის №14-1/10739 წერილი და 2022 წლის 10 იანვრის №03-7/247 წერილი. 1043 დეტალური ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომია პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიურ ანგარიშში. 1044 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი. 1045 ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა; დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა; დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადა; დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადა. 1046 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს №519 დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 113. 321 I შემთხვევაში1047, გაირკვა, რომ საცხოვრებელი კორპუსებში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.1048 26.3.2. კვება და სასმელი წყალი საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით. მონიტორინგის მოსამსახურეთა უმეტესი ნაწილი ფარგლებში გამოკითხულ სამხედრო კმაყოფილი იყო საკვების მრავალფეროვნებით, ხარისხით, ულუფის ოდენობით და დამატების შესაძლებლობით. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების საკვებით უზრუნველყოფის საკითხი, რაზეც სახალხო დამცველი უკვე მრავალი წელია მიუთითებს. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამ დღეში ერთხელ მსახურობენ, არ არიან უზრუნველყოფილნი საკვებით, მათ ყოველი მორიგეობისას სახლიდან უწევთ საკვების მოტანა. მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ მონახულებულ ყველა სამხედრო ნაწილში უზრუნველყოფილია სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში,1049 გამოვლინდა არასაკმარისი რაოდენობის წყლის დისპენსერების პრობლემა, რის გამოც სამხედრო მოსამსახურეებს სასმელი წყლის მომარაგება ეზოში განთავსებული ონკანიდან ან სველი წერტილებიდან უწევდათ. ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროდან გვეცნობა,1050 რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, საცხოვრებელ ყაზარმაში, ასევე, შტაბისა და საყარაულო შენობებში, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დამატებით განთავსდა შესაბამისი რაოდენობის წყლის დისპენსერები. აღსანიშნავია, რომ წყლის დისპენსერებთან დაკავშირებული პრობლემა გამოიკვეთა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეულ განყოფილებებშიც,1051 სადაც წყლის დისპენსერების არარსებობის გამო, სამხედრო მოსამსახურეებს სასმელი წყლის აღება და ერთჯერადი ბოთლებით მომარაგება სამმართველოს ეზოში არსებული ონკანიდან უწევდათ. 26.4. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ვიზიტების დროს დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებში მნიშვნელოვანი გამოწვევებია კორონა ვირუსის კონტროლის კუთხით. კერძოდ, არ მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების პერიოდული ტესტირება და იგი მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ტარდება, არ ხდება სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალური დაცვის 1047 მაგ., დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების შემთხვევაში. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადა. 1049 ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა. 1050 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.12.21 წლის №-MOD22101279231 წერილი. 1051 შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის: მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების ქვეგანყოფილება და მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილება. 1048 322 I მე-2 საშუალებებით მომარაგება და ისინი უმეტესად უპირბადეოდ გადაადგილდებიან, ასევე, ხარვეზები შეინიშნება სავარაუდოდ ინფიცირებულ ანდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა მართვისა და აღრიცხვის პროცესში. ვიზიტებისას ასევე გამოიკვეთა, რომ ხარვეზებია საიზოლაციო ოთახების გამოყენების და ამ ფაქტის დოკუმენტირების კუთხითაც.1052 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფილი იყოს პირბადით და ამასთანავე, მუდმივად კონტროლდებოდეს პირბადის ტარების წესის დაცვა. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, მნიშვნელოვანია, სამხედრო მოსამსახურეების პერიოდული ტესტირება COVID-19-ზე.1053 ასევე, საჭიროა სამხედრო მოსამსახურეების სათანადო ინფორმირება კორონავირუსის შესახებ, როგორც საინფორმაციო შეხვედრების, ისე საინფორმაციო მასალის დარიგება-გამოკვრის გზით. მისასალმებელია თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტების შემდეგ, სამხედრო ნაწილებში გამოკრული, მოძველებული საინფორმაციო პოსტერები განახლდა.1054 26.5. ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მონიტორინგის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ მათი უმეტესი ნაწილი (საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები) არ არის უზრუნველყოფილი სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინით, რის გამოც, პირადი შემადგენლობის გარკვეული ნაწილი იძულებულია საცხოვრებლად ბაზაზე დარჩეს, იმ პირობებში, როცა არცერთ ზემოაღნიშნულ სამხედრო ნაწილში არ არის უზრუნველყოფილი გართობის და რეკრეაციის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ისინი ვერ სარგებლობენ შეღავათით ბინის ქირის და კომუნალური ხარჯების გადახდისას, ასევე, არცერთ შემთხვევაში არ უნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯები, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა.1055 სამწუხაროდ, არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია თავდაცვის ძალებში ჩარიცხული სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურების გაზრდის შესახებ და სახელფასო ანაზღაურება კვლავ 50 ლარს შეადგენს, რაც თვის განმავლობაში მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარადაც კი არ არის საკმარისი. ამასთანავე, სახალხო დამცველი მიესალმება პენიტენციური სისტემის გარე დაცვაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო 1052 კერძოდ, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში პერსონალის განმარტებით, COVID-19-ით ინფიცირებული პირების იზოლირება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს, ასევე ვერ მიუთითეს, თუ რომელი ოთახი გამოიყენებოდა საიზოლაციოდ. 1053 სულ მცირე, იმგვარად, როგორც ეს პენიტენციურ სისტემაშია დანერგილი. პენიტენციური დაწესებულებების პერსონალს კვირაში ერთხელ უტარდება PCR ტესტი და 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტი ანტიგენზე. 1054 საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული 2021 წლის 6 დეკემბრის MOD 2 21 01279231 პასუხი. 1055 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი. 323 I მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების გაზრდას.1056 თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე არ შესრულებულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ გაცემული რეკომენდაცია, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეთათვის დამატებით კვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხის ანაზღაურების შესახებ.1057 აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თავდაცვის სამინისტროს,1058 ცვლილება შესულიყო თავდაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში,1059 რათა ნებისმიერი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირისთვის დაშვებული ყოფილიყო მობილური ტელეფონის გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა. მართალია, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება არ შესულა, თუმცა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შედეგად, თავდაცვის ძალებში მობილური ტელეფონების გამოყენების პრაქტიკა შეიცვალა, სამხედრო მოსამსახურეების სწავლებების/წვრთნების განმარტებით, პერიოდში განსაზღვრულ არასამუშაო დასვენების საათებში დროს და მობილური ტელეფონით სარგებლობა შეუძლიათ. შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გამოიკვეთა, რომ ცალკეულ ქვედანაყოფებში ჩატარებული 1060 მონიტორინგის შედეგად პირადი შემადგენლობისათვის არ არის უზრუნველყოფილი წვდომა არც სატელევიზიო და არც სხვა საინფორმაციო საშუალებებზე (რადიო, ინტერნეტი). გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეების გადმოცემით, მართალია, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამხედრო უნიფორმითა და სამხედრო ფეხსაცმლით, თუმცა ფეხსაცმელი არ გაიცემა სეზონის შესაბამისად, არის უხარისხო და მალე ზიანდება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  მოახდინოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და 2022 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი გაიზარდოს - 6 000 ლარამდე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ - 9 000 ლარამდე. 1056 2021 წლამდე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად ყაზარმულ რეჟიმზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 5 ლარს, ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება 52 ლარი იყო. 2021 წლიდან მათი ანაზღაურება გაიზარდა და 70 ლარს გაუტოლდა. 1057 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 430. 1058 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 394. 1059 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 თებერვლის №MOD 32000000115 ბრძანება. 1060 შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება, მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილება, მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილება. 324 I საქართველოს თავდაცვის მინისტრს:  თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სისტემური კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა და ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს;  უზრუნველყოს თავდაცვის ძალებში ინფორმირება შეიარაღებული ჩარიცხული ძალების პირადი წევრების შემადგენლობის ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე; ამ მიზნით, იურისტს დაევალოს სათანადო პერიოდულობით ჩაატაროს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები სამხედროებთან; ასევე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მარტივად გასაგებ ენაზე (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირების გარეშე) შექმნილი ბროშურის სახით მიეწოდოს სამხედროებს და გამოეკრას სამხედროებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში;  თავდაცვის ძალების საცხოვრებელ კორპუსებში დროულად ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და ინვენტარიზაცია, აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, საცხოვრებელი კორპუსები სრულად აღიჭურვოს მწერებისგან დამცავი ბადით; ყველა სამხედრო ნაწილში უზრუნველყოს განცალკევებული სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძები ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის;  ყველა სამხედრო ნაწილში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, მიეცეთ მათ შესაძლებლობა, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების თანასწორად, ისარგებლონ ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზით და გასართობი სივრცით;  თავდაცვის ძალების თითოეული ქვედანაყოფის მეთაურს დაევალოს, უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წესების შესწავლა, არსებული სტანდარტის1061 მოთხოვნათა შესაბამისად;  ყველა სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფილი იქნას პირბადით, სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე გამოიკრას პირბადის ტარების წესის ამსახველი საინფორმაციო მასალა და ზედამხედველობა გაეწიოს პირბადის ტარების წესის დაცვას;  შემუშავდეს სამხედრო მოსამსახურეების პერიოდული ტესტირების წესი და უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ზე პერიოდული ტესტირება;  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის გადამზადება 1061 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს №519 დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხ. 113. 325 I ინფექციის კონტროლის საკითხებში, რათა გაიზარდოს სამედიცინო პერსონალის როლი და ძალისხმევა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რაც უნდა მოიცავდეს კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების დროულ გამოვლენას, ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების დროულ მოძიებას და იზოლირებას, ამასთანავე, სამედიცინო პერსონალმა უზრუნველყოს მიღებული ზომების სათანადო დოკუმენტირება;  ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ყველა სამხედრო ნაწილში მოეწყოს საიზოლაციო ოთახები, სადაც მოთავსდებიან საეჭვო სიმპტომების მქონე პირები ტესტის პასუხის მიღებამდე;  თავდაცვის ძალებში ჩარიცხული თითოეული სამხედრო მოსამსახურე, სამსახურის გავლის პერიოდში უზრუნველყოს სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინით - მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა1062 დაცვით, ან განიხილოს სამხედრო მოსამსახურეთა ბინის ქირის გადასახადით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;  თავდაცვის ძალების შემადგენლობაში 1063 გავრცელდეს კანონმდებლობით ჩარიცხულ პირად შემადგენლობაზე დადგენილი შეღავათები ტრანსპორტირების და კომუნალური ხარჯების გადახდისას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა; ამასთანავე, ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ, მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს;  ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ზემოაღნიშნულ ქვედანაყოფებში1064 დროულად ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და ინვენტარიზაცია; აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; საცხოვრებელი და სამუშაო ოთახები სრულად აღიჭურვოს მწერებისგან დამცავი ბადით;  უზრუნველყოს გარკვეულ ქვედანაყოფებში საკმარისი რაოდენობის წყლის დისპენსერების განთავსება;  სამხედრო ფორმის ფეხსაცმელი ჩანაცვლდეს ახალი, მაღალი ხარისხის ფეხსაცმლით და გაიცეს წელიწადში ორჯერ - ზამთრის და ზაფხულის სეზონის შესაბამისად; 1062 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 14. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 19. 1064 შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის: მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილება; მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება; მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილება. 1063 326 I  ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოს საინფორმაციო საშუალებებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური კონტროლი გაუწიოს და აღმოფხვრას ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა; ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით აუნაზღაურდეთ კვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხა. 327 I 27. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 27.1. შესავალი გასული წლების მსგავსად, 2021 წელი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის კვლავ სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. დღემდე დაუსჯელები არიან 2014 წელს - დავით ბაშარულის, 2016 წელს - გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს - არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობებში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს უწევთ მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და შვილების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყვანა. კვლავ საგანგაშოა მდგომარეობა თავისუფალი გადაადგილების კუთხით. გარდა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა გამყოფ ხაზზე გადაადგილებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის არსებობა. განსაკუთრებით ყურადსაღებია, 2019 წლის 4 სექტემბრიდან, გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საანგარიშო მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში, მეჯვრისხევში, პერიოდში, გორის ხურვალეთში, ასევე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, ტახტისძირსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება,1065 რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. 27.2. პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ხელოვნური იზოლაციის პირობებში, პანდემიის დროს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან, სრული მზადყოფნა გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ 1065 ინფექციის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა სპეციალურ პორტალზე საოკუპაციო თხრილები. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3LzzCsS > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 328 I დაურეგისტრირებლად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიეცათ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ამ წინადადებაზე უარი განაცხადა როგორც დე ფაქტო აფხაზეთის1066, ისე ცხინვალის ხელისუფლებამ.1067 დე ფაქტო ხელისუფლებები მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხს, მხოლოდ მათი მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის დახმარებით განიხილავდნენ.1068 უფრო მეტიც, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, თუკი ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ ან ვაქცინაციისთვის გადმოსვლას დააპირებდნენ.1069 2022 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 40, 875 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 35, 413 ადამიანი, გარდაიცვალა 588.1070 რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, ინფიცირების 11,276 შემთხვევაა აღნუსხული, 10, 362 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 199 ადამიანი.1071 ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის კატეგორიული უარყოფითი პოზიცია, დახმარება მიეღო საქართველოს ხელისუფლებისაგან, და გამშვები პუნქტის სრულად ჩაკეტვა, კიდევ უფრო ართულებს ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღებას. შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად რთული ვითარებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ახალგორიდან მძიმე პაციენტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობს გადაადგილების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით უკანონო და დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებას. სახალხო დამცველის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლებაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა, ცდილობს, სამედიცინო დახმარება ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა მიიღოს. 1066 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ვაქცინაციას მხოლოდ რუსეთის დახმარებით განიხილავს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/34Nu8tz > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1067 თბილისის წინადადება მოსახლეობის COVID-19-ისგან ვაქცინაციის შესახებ ცხინვალმაც უარყო. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3BfS19r > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1068 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ვაქცინაციას მხოლოდ რუსეთის დახმარებით განიხილავს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3JlTwWg > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1069 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3HsRwdp > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1070 COVID Cases Spike in Occupied Abkhazia, 2022, 26 იანვარი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/36B6CBt > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1071 ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის შემთხვევები, 2022, 25 იანვარი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uNDgcC > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 329 I მიუხედავად დადგენილი შეზღუდვებისა, 2021 წლის განმავლობაში, ორივე ოკუპირებული რეგიონიდან, 1026 პაციენტის გადმოყვანა მოხერხდა, მათგან 571 კოვიდ ინფიცირებულის აფხაზეთიდან და 29-ის - ცხინვალის რეგიონიდან.1072 შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო პროგრამები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის. 2021 წლის განმავლობაში, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1289 პაციენტი დაფინანსდა. მათგან, 1069 პირი - ოკუპირებული აფხაზეთიდან და 220 - ოკუპირებული ცხინვალიდან.1073 27.3. უსაფრთხოების საკითხები 27.3.1. უკანონო დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, კვლავ გრძელდება საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დაკავებების მანკიერი პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 70 პირი (აქედან, 1 არასრულწლოვანი, 59 კაცი და 10 ქალი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 11 პირი დააკავეს (აქედან, 9 კაცი და 2 ქალი).1074 კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.1075 სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 7 მოქალაქე. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუა, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში - ვლადიმერ კანიაშვილი, კახაბერ ნათაძე, მამუკა ჩხიკვაძე, ზაზა მეგრელიშვილი, თამაზ გოგიჩაშვილი და ლაშა ხეთერელი.1076 1072 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2022 წლის 14 იანვრის №51 წერილი. 1073 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 21 თებერვლის №01/5079 წერილი. 1074 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2022 წლის 24 იანვრის №SSG72200010807 წერილი. 1075 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 1 ოქტომბრის განცხადება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39qTMnx > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1076 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2022 წლის 22 თებერვლის №SSG12200027713 წერილი. 330 I 27.3.2. არასათანადო მოპყრობა მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, სახალხო დამცველი, წლებია, თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ასევე საუბრობს1077 ოკუპირებული ტერიტორიების დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში პატიმართა ცემის, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის1078 და წამების შესახებ. 2022 წლის თებერვალში, გარდაიცვალა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გენადი ბესტაევს დე ფაქტო ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა.1079 საანგარიშო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია 24 წლის ანრი ატეიბას შესახებ, რომელიც გაგრის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემის შედეგად მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა.1080 საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს. მართალია, საქართველოს სახალხო დამცველი ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას მაქსიმალურად მიეწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ,1081 თუმცა სახალხო დამცველის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება და ვითარების ადგილზე შეფასება. საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, კვლავ მუდმივად განიხილება, 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი ეთნიკურად ოსი პირის ადგილსამყოფელი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის საქმე, რომლებიც 2008 წლის აგვისტო-ოქტომბრის მონაკვეთში, სავარაუდოდ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ.1082 მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში, სავარაუდოდ ჩადენილი 1077 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 1078 სახალხო დამცველის 2019 წლის 25 ოქტომბრის განცხადება ცხინვალის დმი-ში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/37P3SNj > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1079 გენადი ბესტაევი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tRBvZF > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1080 ოკუპირებულ აფხაზეთში აღშფოთება მოჰყვა პოლიციაში 24 წლის ანრი ატეიბას თვითმკვლელობამდე მიყვანას. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36hj9JG > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1081 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 25 ოქტომბრის განცხადება. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2W7hYEl > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1082 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, 848. 331 I დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიება წარმართონ ეფექტიანად, შემჭიდროებულ ვადებში. 27.4. გადაადგილების თავისუფლების საკითხი და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თავისუფალი გადაადგილების უფლება. დე ფაქტო ორგანოებისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი, ხელოვნური მიზეზების დასახელებით ზღუდავს ადგილობრივ მკვიდრთა გადაადგილებას, პერიოდულად კი, ე.წ. გამშვები პუნქტები სრულად იკეტება. საგანგაშოა მდგომარეობა ოკუპირებულ ახალგორში. 2019 წლის 4 სექტემბრიდან, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად ჩაკეტა1083 ე.წ. გამშვები პუნქტი, რომლითაც ყოველდღიურად 400-მდე ადამიანი სარგებლობდა.1084 შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა და იქ მცხოვრებთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროისთვის ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ორმხრივად გახსნილია, თუმცა კვლავ გარკვეული შეზღუდვებით. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ადამიანებს, გადაადგილება ე.წ. ფორმა №9ით აეკრძალათ.1085 დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ფორმა №9-ით სარგებლობის აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება. გალში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ბინადრობის მოწმობის აღებას, რომელიც მათ უცხოელის სტატუსს ანიჭებს. ბინადრობის მოწმობას მკაცრი კრიტერიუმები და 5-წლიანი ვადა აქვს, რაც გალელთა მიმართ, შესაძლოა, დამატებით ზეწოლის მექანიზმადაც გამოიყენონ. ის ასევე არ ანიჭებს ამ დოკუმენტის მქონე პირს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2017 წლამდე, ფორმა №9-ით დაახლოებით 12 000 პირი სარგებლობდა. 2017 წლის შემდეგ, დე ფაქტო ადმინისტრაციამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, როდესაც ძველი აფხაზური პასპორტები ხმარებიდან ამოიღო, ხოლო ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.1086 ამ ეტაპზე, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი დოკუმენტებით: 1) დე ფაქტო (ახალი) პასპორტი;1087 2) ე.წ. ბინადრობის 1083 ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა. 1084 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 21 ოქტომბრის წერილი №SSG 6 20 00131318. 1085 გალში მცხოვრებ 5 ათასამდე ადამიანს ახალი საბუთის აღება მოუწევს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/350Gqit > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1086 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 1087 ძველი დე ფაქტო პასპორტები 2014 წელს ჩამოერთვათ. 332 I მოწმობა; 3) 14 წლამდე პირებისთვის - დაბადების მოწმობა; 4) გადაადგილება ასევე დასაშვებია ქართული პასპორტით იმ პირებისათვის, რომელთაც აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (ე.წ. ვიზა). რაც შეეხება დე ფაქტო პასპორტს, რადგანაც გალის რაიონის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეები არიან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მათზე ე.წ. აფხაზურ პასპორტს არ გასცემს, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებენ აფხაზურ მოქალაქეობას, შესაბამისად, მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე პირი, მოქალაქეობის არმქონე პირად ჩაითვლება, ხოლო საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის სანაცვლოდ აფხაზური პასპორტის აღების შეთავაზება, ფაქტობრივად, ამ პირთა აპატრიდებად ქცევას ნიშნავს. 2021 წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 20 224 ადამიანი ფლობს ე.წ. ბინადრობის მოწმობას, ხოლო 1 065 ადამიანი - დე ფაქტო პასპორტს. რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2020 წლის ბოლოს, დე ფაქტო საპასპორტო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, რაიონის მოსახლეობის დაახლოებით 80% ფლობს ე.წ. პასპორტს. 2021 წელს 43 დე ფაქტო პასპორტი გაიცა.1088 ახალგორის რაიონში, 2020 წლის მსგავსად, ე.წ. „გამშვებ პუნქტზე“ გადასაადგილებლად, აუცილებელია „საშვი“, რომელსაც დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების სამსახური გასცემს. პროცედურის თანახმად, დაინტერესებული პირი აკეთებს მიმართვას, სადაც ასაბუთებს ამ „დოკუმენტის“ საჭიროებას. რეალურად ეს ე.წ. „საშვები“ გაიცემა გარკვეული ოდენობის თანხის ქრთამის სახით გადახდის შედეგად, რომელსაც ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან ითხოვენ.1089 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თვითნებური შეზღუდვები, რომლებსაც დე ფაქტო ხელისუფლებები გადაადგილების თავისუფლებაზე აწესებენ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც უარყოფითად აისახება. მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე. 27.5. განათლების უფლება საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა მშობლიურ ენაზე განათლებაზე წვდომის საკითხი ოკუპირებულ გალში. დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება,1090 მათ შორის, მე-11 კლასშიც და 1088 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2022 წლის 1 მარტის №333 წერილი. 1089 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის 27 ოქტომბრის №1310 წერილი. 1090 2021 წლამდე, ქართულ ენაზე სწავლება დაშვებული იყო მე-11 კლასში. ამ ეტაპზე სრულად არის აკრძალული. 333 I მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის მსგავს საგნად გადაკეთდა.1091 განათლების უფლების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველი, წლებია, თავის ყოველწლიურ ანგარიშებში დეტალურად საუბრობს.1092 2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3797 მოსწავლე ირიცხება.1093 მათი რიცხვი 2020-2021 სასწავლო წლის მონაცემებით, 3803 იყო.1094 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 961 მასწავლებელი და ტექნიკური პერსონალი. საბავშვო ბაღებში ირიცხება 509 აღსაზრდელი.1095 2020-2021 წლებში ეს რიცხვი 557-ს შეადგენდა.1096 როგორც ვხედავთ, წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. მოსწავლეთა რაოდენობა გალის რაიონის სკოლებში 4428 2015-2016 4363 2016-2017 4267 2017-2018 4095 2018-2019 3828 3797 2020-2021 2021-20211 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ოკუპირებული გალის რეგიონში, პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ონლაინ სწავლება. 2019 წელს ჩარიცხული 110 სტუდენტიდან, სავალდებულო კრედიტების უქონლობის გამო, 2020-2021 წლებში 47 სტუდენტს შეუჩერდა დაფინანსება. მიზეზად უმრავლესობა ინტერნეტთან და კომპიუტერთან გართულებულ წვდომას 1091 გალის სკოლებში ქართული ენის სრულად აკრძალვა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/33jAPmH > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1092 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3oFHLCf > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 1093 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2022 წლის 25 იანვრის №MES3220000062943 წერილი. 1094 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 1095 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2022 წლის 25 იანვრის №MES3220000062943 წერილი. 1096 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 334 I ასახელებს.1097 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 1098 მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საკითხიც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების აღიარების კომისიამ, წარდგენილი სასკოლო დოკუმენტების განხილვის შედეგად, 2021 წელს 294 მოსწავლის მიერ მიღებული სრული განათლება აღიარა.1099 პრობლემურ საკითხად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისა და განვითარების საკითხი, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა. 2021 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის ტრენინგები/აქტივობები არ განხორციელებულა.1100 რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2021 წელს, მოსწავლეების არარსებობის გამო, 1 ქართული სკოლა დაიხურა (ახმაჯის სკოლა). 2020 წლის ჩათვლით ფუნქციონირებდა 7 ქართული სკოლა. ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 6 ქართული სკოლა. 2021 წლის სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 58 მოსწავლე ირიცხება და 115 პედაგოგია დასაქმებული. 2020 წელს 63 მოსწავლე იყო.1101 6 სკოლიდან, 5 სკოლაში ისწავლება ქართულ ენაზე და ისიც მხოლოდ მე-9-დან მე-11 კლასამდე,1102 მაშინ როცა 2020 წელს, ქართულ ენაზე სწავლება დაშვებული იყო მე-7 კლასიდან.1103 დანარჩენ შემთხვევებში, ქართულ ენას კვირაში მხოლოდ ხუთი საათი ეთმობა. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სკოლაში განათლების მიღება მხოლოდ რუსულ ენაზე დაიშვება.1104 ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია. 1097 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2022 წლის 25 იანვრის №MES3220000062943 წერილი. 1098 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანება. 1099 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2022 წლის 25 იანვრის №MES3220000062943 წერილი. 1100 სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 17 იანვრის №MES3220000029733 წერილი. 1101 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 1102 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2022 წელი. 1103 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 1104 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მოწოდებული ინფორმაცია, თებერვალი, 2021 წელი. 335 I მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ახალგორის ქართულ სკოლებში 118 2015-2016 105 98 2016-2017 85 2017-2018 2018-2019 63 58 2020-2021 2021-2022 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება ახალგორის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა. სასწავლო წელს, ახალგორის 6 სკოლიდან, 2-ს საერთოდ არ ჰყავდა პირველკლასელი. სკოლის დასახელება/მოსწავლეთ I ა რაოდენობა კლასების მიხედვით II III IV V ახალგორის ქართული 4 0 2 4 2 2 ახალგორის რუსული 8 7 11 5 8 იკოთი 1 1 1 1 ბალაანი 0 0 0 კორინთა 1 0 ზემო ბოლო (საბაზო) 0 სულ 14 VI 2021 VII VIII IX X XI სულ 6 2 5 3 5 34 7 6 6 6 3 6 73 3 1 1 2 1 1 1 14 0 0 0 1 0 2 0 0 3 0 0 0 0 1 0 0 1 0 3 1 0 0 0 1 0 1 1 0 0 4 9 14 10 12 11 15 11 15 8 12 131 წინა წლების მსგავსად, დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების კომიტეტი კვლავ მიმართავს მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაშინების პრაქტიკას. ახალგორის ქართული სკოლის დირექტორი, თანამდებობიდან გათავისუფლეს, რადგან წეროვანის დევნილთა დასახლებიდან ახალგორში სასწავლებლად გადასული მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვაზე უარი თქვა.1105 1105 ახალგორის ქართული სკოლის ყოფილი დირექტორი საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uNnXR4 > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 336 I ზემოაღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლის პოლიტიკა და მათი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაში. ოკუპირებულ რეგიონებში განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს თავის ყოველწლიურ ანგარიშებში.1106 რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმაღლეს განათლებას, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე,1107 ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2021 წელს, ოკუპირებული რეგიონებიდან 1829 პირი ჩაირიცხა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი - 3 პირი.1108 ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ აბიტურიენტთაგან 2021 წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, გამოცდების ქულების შესაბამისად, 402-მა სტუდენტმა მოიპოვა. ონლაინ რეჟიმში ტრეინინგები ჩაუტარდა ოკუპირებული გალის რაიონის 46 მასწავლებელს, რომელთაც ეროვნული გამოცდებისათვის მოამზადეს 420 აბიტურიენტი.1109 რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, წარდგენილი სასკოლო დოკუმენტების განხილვის შედეგად, 2021 წელს 17 მოსწავლის მიერ მიღებული სრული განათლება აღიარეს.1110 კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების აღიარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დე ფაქტო ხელისუფლებები მათ არ აღიარებენ. შესაბამისად, ახალგაზრდებს უჭირთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისინი დამკვიდრებას თბილისში ან სხვა ქალაქში ცდილობენ, რაც ოჯახების ხელოვნურად გაყოფას იწვევს. 1106 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. 1107 2020 წლის 7 ივლისს №77 ბრძანებით დამტკიცდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუვლელად ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ. 1108 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 28 თებერვლის №Mes 2220000207077 წერილი. 1109 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 28 თებერვლის №Mes2220000207077 წერილი. 1110 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი 2022 წელი. 337 I 27.6. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, განსაკუთრებით, ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობას. გასული წლები, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისთვის. COVID-19 პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენები მათზე განსაკუთრებულად ნეგატიურად აისახა. პანდემიის თავიდან ასარიდებლად შემოღებულმა რეგულაციებმა დამატებითი ბარიერები შეუქმნა მათ, რაც გადაადგილების უფლების, საკუთარ საცხოვრებელსა და ბაზისურ სერვისებზე შეზღუდულ წვდომაში გამოიხატებოდა. დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ახალი 1111 ინსტიტუციონალიზებული მექანიზმის შექმნა, რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მოხდენა. ამასთანავე, სამშვიდობო მოლაპარაკებების შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების გამოწვევებსა და საჭიროებებს.1112 ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრებზე დასახელებული გამოწვევების საპასუხოდ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში მცირე გრანტებით დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მწირია ამ პროგრამებით მოსარგებლე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების რაოდენობა.1113 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, მსგავსი პროექტები1114 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. გამშვები პუნქტების გრძელვადიანი დაკეტვისა და რეგიონის სრული იზოლაციის გამო, 2019 წლიდან ვერ ხორციელდება, კვლავ უცვლელია მდგომარეობა და გამოწვევას წარმოადგენს ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების კუთხით არსებული მდგომარეობა, რაც გამოიხატება კონტრაცეპტივებზე, სამშობიარო სახლებზე გართულებულ წვდომაში, მათ შორის, აფხაზეთის რეგიონში აბორტის სერვისის მიღების სრულ აკრძალვაში. 1111 „საკონსულტაციო პლატფორმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“. 1112 ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, პანდემიის შედეგად გართულებული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე შეუფერხებელი წვდომის საჭიროება და სხვ. 1113 პროექტების ბენეფიციარები აფხაზეთის რეგიონის გალის, ოჩამჩირისა და გაგრის რაიონების მცხოვრებლები არიან (32 ქალი და 59 კაცი). 1114 „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“. 338 I კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და ძალადობის მსხვერპლთათვის, დროული და ადეკვატური სერვისების შეთავაზება, რაც გამოწვეულია ადგილზე დე ფაქტო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ამ პრობლემისადმი მგრძნობელობისა და სერვისების ნაკლებობით.1115 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს:  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა საოკუპაციო რეჟიმებმა, შეზღუდვების მოხსნის საოკუპაციო გზით და ხაზის ე.წ. მთელ პერიმეტრზე გადასასვლელების უკანონო შეუფერხებელი მუშაობით, დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება;  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  გაგრძელდეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები  შემუშავდეს სტიპენდიის ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ შეძლონ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: 1115  განახლდეს ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელიც 2017 წლამდე ფინანსდებოდა;  პაციენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. კვლევა ,,COVID-19 პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3IQyQ8b > [ბოლოს ნანახია 30.03.2022]. 339 I გადაიხედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო და შემთხვევები განიხილოს უმოკლეს ვადაში;  340 I ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, ასევე, გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის. 28. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა 28.1. შესავალი 2021 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 289 925 დევნილი პირი და 91 627 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. სახელმწიფოს 45 724 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 45 903 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და ელის განსახლებას. საანგარიშო პერიოდში საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახების რაოდენობა 3 130-ს უტოლდება, ხოლო მათგან 656 ოჯახზე გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება გრძელვადიანი საცხოვრებლით პირველივე შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.1116 2021 წელს, გასულ წლებთან შედარებით, მაღალი იყო გრძელვადიან განსახლებულთა რიცხვი. კერძოდ, 2020 წელს 1977,1117 ხოლო 2019 წელს 20971118 ოჯახი განსახლდა. 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დევნილთა მომართვიანობა უმეტესად სწორედ საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს უკავშირდებოდა. საანგარიშო წელს მთავარი გამოწვევა კვლავ ე.წ. ნგრევად ობიექტებში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობაა. ამ კუთხით ვითარება არ გაუმჯობესებულა, პირიქით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან ბევრად ნაკლები დევნილი ოჯახი განსახლდა. ამასთანავე, ამ დრომდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები, არც მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების მდგრადობის პროაქტიული გადამოწმება ტარდება. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ერთი მხრივ, ასეთ გარემოში ცხოვრება აღარ არის დროებით განსახლების - ქირით უზრუნველყოფის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქტიკაში, გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვისას, ამავე კრიტერიუმში წინასწარ მინიჭებული ქულების დაუსაბუთებლად გაუქმების შემთხვევებიც გამოიკვეთა. 28.2. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები საანგარიშო პერიოდში შეიცვალა დევნილთა განსახლების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტი.1119 ახალი რეგულაციით იმ დევნილებს, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უშუალოდ შეეხოთ დევნა, განსახლების პროცესში დამატებითი ქულა 1116 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 16 თებერვლის №03/3515 წერილი. 1117 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №03/3334 წერილი. 1118 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №03/2060 წერილი. 1119 2021 წლის 8 აპრილიდან დევნილთა განსახლების საკითხებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანება არეგულირებს. 341 I ენიჭებათ.1120 გარდა ამისა, გაიზარდა ე.წ. სოფლად სახლის შესაძენად სულადობის მიხედვით გათვალისწინებული თანხის ლიმიტი.1121 ამ ცვლილებებს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის ცვლილებებიც, რომლებიც აუარესებს დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილებს ქონების გადაცემიდან 3 წლის განმავლობაში ეკრძალებათ მათთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების გასხვისება.1122 ამგვარი შეზღუდვა შესაძლოა იყოს საკუთრების უფლებაში არაპროპორციული ჩარევა და არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - დაიცვას დევნილი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენისაგან. ამასთანავე, ცვლილებების მიხედვით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრება აღარ არის დროებით საცხოვრებლით - ქირით უზრუნველყოფის საფუძველი.1123 მძიმე საცხოვრებლად მიიჩნევა გარემო, როდესაც „დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია.1124 იმ პირობებში, როდესაც ქირით უზრუნველყოფის მიზანი ყველაზე მოწყვლადი დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების დროებით გაუმჯობესებაა, ხოლო მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახების შემთხვევაში, განსაკუთრებით დგას ეს საჭიროება და არ არსებობს რესურსი (ბინა), სადაც დევნილის გრძელვადიანი განსახლება იქნებოდა შესაძლებელი, ქირის საკომპენსაციო თანხის მიმღებ პირთა წრიდან მათი ამორიცხვა კიდევ უფრო გააუარესებს ასეთ გარემოში მცხოვრები ოჯახების უფლებრივ მდგომარეობას 28.3. დევნილთა გრძელვადიანი განსახლება დევნილთა გრძელვადიანი განსახლება სხვადასხვა პროგრამის1125 მეშვეობით ხორციელდება. 2021 წლის ბოლომდე არსებული პრაქტიკით, სათანადო რესურსის არარსებობის გამო, ოჯახების ნაწილი, ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში 1120 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება, დანართი №8. 1121 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება, დანართი №1, მე-4 მუხლი, მე-2 პუნქტის მიხედვით, 22 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 1 წევრისაგან; 25 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 2 წევრისაგან; 28 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 3 წევრისაგან; 31 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 4 წევრისაგან; 34 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 5 წევრისაგან; 37 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 6 წევრისაგან; 40 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 7 წევრისაგან; ყოველ შემდგომ წევრზე – 3000 ლარი. 1122 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება, №1 დანართი, მე-3 მუხლი, მე-17 პუნქტი. 1123 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება, №1 დანართი, მე-7 მუხლი, მე-6 პუნქტი. 1124 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება, №7 დანართი, „ბ“ ქვეპუნქტი. 1125 ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში განსახლების, კერძო საცხოვრებლის შესყიდვის - ე. წ. „სოფლად სახლის“, ვეტერანი დევნილების განსახლების, დევნილთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებლების მშენებლობითა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროექტების მეშვეობით. 342 I განსახლებაზე დადებით გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული დაპირების1126 სახით იღებდა, რაც, მისი დროული აღსრულების თვალსაზრისით, პრობლემებს წარმოშობდა. ამიტომ, საანგარიშო წლის ბოლოს, იმ დევნილებს, რომლებიც ასეთ დოკუმენტს ფლობდნენ, შესაძლებლობა მიეცათ თავად მოეძებნათ საცხოვრებელი ფართი, სახელმწიფო კი, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში განახორციელებდა შესყიდვას.1127 2021 წლის განმავლობაში ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა და ჯამში 1383 ოჯახი განსახლდა.1128 განსახლების პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების დაგეგმვისას, მხედველობაში არ მიიღება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში განსახლების მოთხოვნა. შესაბამისად, განსახლების პროგრამებს არათანმიმდევრული ხასიათი აქვს და დევნილთა მოთხოვნებს არ შეესაბამება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აპარატში ამ დრომდე მაღალია ე.წ. სოფლად სახლის განსახლების პროგრამაში მონაწილე დევნილთა მომართვიანობა, თუმცა, დროის გაჭიანურების მიუხედავად, ისინი ჯერ კიდევ არ ფლობენ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას. სამწუხაროდ, შენარჩუნებულია განსახლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის ტენდენცია, რასაც „მძიმე საცხოვრებელ“ პირობებში ცხოვრების გამო წინასწარ მინიჭებული ქულის გაუქმების კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკაც ემატება. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ გარემოში მცხოვრებ ოჯახებს მოქმედი კანონმდებლობა პრიორიტეტს ანიჭებს,1129 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ ზოგიერთ საქმეში გამოვლინდა ოჯახებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქულის 1130 დაუსაბუთებლად გაუქმების შემთხვევები, რაც უშუალოდ უარყოფითად აისახა ასეთ გარემოში მცხოვრებ ოჯახებზე, ვინაიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ ამ ქულაზე იყო დამოკიდებული დადებითი გადაწყვეტილების მიღება. 28.4. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება 2021 წლის ბოლოს მონაცემებით, 46 მომეტებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია, სადაც 1410 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.1131 საანგარიშო პერიოდში შემცირდა ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა. 1126 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება. 1127 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება, №1 დანართი, მე-3 მუხლი, 21-ე პუნქტი. 1128 სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 16 თებერვლის №03/3515 წერილი. 1129 საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის შეფასების შედეგად დამატებით 2 ქულის მინიჭება. 1130 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 15 ოქტომბრის №04-9/9836 რეკომენდაცია. 1131 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 8 თებერვლის №03/2238 წერილი. 343 I კერძოდ, 2021 წელს 20 ე.წ. ნგრევადი ობიექტი დაიხურა, საიდანაც 531 ოჯახი განსახლდა.1132 რაც 76 ობიექტითა და 180 ოჯახით ნაკლებია 2020 წლის მონაცემებთან შედარებით.1133 განსახლებული ოჯახების შემცირების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი პრიორიტეტულად მიიჩნევს მსგავსი ობიექტებიდან დევნილთა დროულ უსაფრთხო ადგილას განსახლებას და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას. გარდა იმისა, რომ შემცირებულია განსახლებული ოჯახების რაოდენობა, მდგომარეობას აუარესებს ისიც, რომ სააგენტო საკუთარი ინიციატივით ამ დრომდე არ ამოწმებს შენობების მდგრადობას, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს, ერთი მხრივ, ჰქონდეს სრულყოფილი მონაცემები ე.წ. ნგრევადი ობიექტების რაოდენობის შესახებ და ეფექტიანად გეგმავდეს ამგვარი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას, მეორე მხრივ კი, გადაუმოწმებელ ობიექტებში მცხოვრებ ოჯახებს უხანგრძლივდებათ სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება. რეკომენდაციები სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:  აღირიცხოს დევნილთა განსახლების ყველა ის ობიექტი, რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს საექსპერტო შეფასება, მაგრამ მათი მდგრადობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის და პროაქტიულად შემოწმდეს ისინი საექსპერტო შეფასების გზით;  2022 წელს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან, გრძელვადიანად განსახლდეს არანაკლებ 550 დევნილი ოჯახი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  შევიდეს ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში და გაუქმდეს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისათვის ქონების გასხვისების 3 წლიანი აკრძალვა. 1132 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 მარტის №03/4535 წერილი. 1133 2020 წელს 96 ე.წ. ნგრევადი ობიექტი დაიხურა, საიდანაც 711 დევნილი ოჯახი განსახლდა. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 451. 344 I 29. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა 29.1. შესავალი საანგარიშო პერიოდში ეკომიგრანტთა შესასყიდი საცხოვრებელი სახლისათვის გათვალისწინებული თანხის ლიმიტის გაზრდა და ოჯახების ქირით უზრუნველყოფის შესაძლებლობის ამოქმედება პოზიტიური სიახლეები იყო, თუმცა ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. 2021 წლის ბოლოს მონაცემებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა გაიზარდა და 7866 ოჯახი შეადგინა. მათგან, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო უზრუნველყოფილია 2882 1134 ოჯახი. ორგანიზაციების ძირითად მიერ საცხოვრებლით გამოწვევად განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე და ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაკლებობა რჩება. 29.2. ეკომიგრანტთა განსახლება საანგარიშო პერიოდში განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 386 ოჯახთან დაკავშირებით მიიღეს, თუმცა მხოლოდ 327 საცხოვრებლის შესყიდვა მოხერხდა. 1135 სამწუხაროა, 2021 წელს მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების რიცხვის შემცირება. 1136 ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობის ზრდასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაიზარდოს განსახლებული ოჯახების რაოდენობაც. 2021 წელს კვლავ არ დასრულებულა 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი. აღნიშნულ 1137 ოჯახიდან 1134 პერიოდში საქართველოს 1138 მხოლოდ 812 სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახს აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 11 თებერვლის №03/3114 წერილი. 1135 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 11 თებერვლის №03/3114 წერილის მიხედვით, შეძენილია 277 საცხოვრებელი სახლი. ხოლო აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 27 იანვრის №05/359 წერილის მიხედვით, შეძენილია 50 საცხოვრებელი სახლი. 1136 2020 წელს 482 დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. 1137 საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, 620. 1138 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, 456 და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 11 თებერვლის №03/3114 წერილი. 345 I რაც შეეხება მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრებ ოჯახებს, 2021 წელს შესაბამისი უწყებების მიერ, მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრების შესახებ1139 დასკვნა 715 ოჯახზე გაიცა.1140 იმ პირობებში როდესაც, მხოლოდ 2021 წელს უსაფრთხო ადგილას განსახლების აუცილებლობის თაობაზე 715 ოჯახზე გაიცა დასკვნა, აღნიშნულს ემატება გასულ წლებში გამოვლენილი გადაუდებელი განსახლების საჭიროების მქონე სხვა ოჯახებიც და ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი რესურსი არასაკმარისია და სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ეს თანხა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. 29.3. ეკომიგრაციის პრევენცია ასევე არ გაუმჯობესებულა ეკომიგრაციის პრევენციასთან დაკავშირებული მდგომარეობა. ადგილობრივი თვითმმართველობები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას ეკომიგრაციისა და პრევენციული ღონისძიებების თაობაზე. მუნიციპალიტეტების უმრავლესობა არ ზრუნავს ეკომიგრაციის თავიდან არიდებაზე და მხოლოდ ზიანის დადგომის შემდეგ რეაგირებს. ზიანის შემდგომ გატარებული ღონისძიებები კი სალიკვიდაციო ხასიათისაა და არ ატარებს პრევენციულ ხასიათს. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, გაცემულ დასკვნებში გაწერილი აქვთ ის ღონისძიებები, რაც საჭიროა გეოლოგიური პროცესების თავიდან ასარიდებლად. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი1141 არ ფლობს ინფორმაციას, რა განსხვავებაა პრევენციულ ღონისძიებებსა და განსახლებას დაქვემდებარებულ ოჯახებს შორის, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას1142 არ აქვს ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო საორიენტაციო ფინანსების შესახებ, ასევე, მუნიციპალიტეტების ნაწილის ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს პრევენციის მიზნით თანხებს.1143 ის მუნიციპალიტეტები კი,1144 რომლებიც არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში, ატარებენ ამა თუ იმ პრევენციულ ღონისძიებას, რეკომენდაციის გამცემ ორგანოს, ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების თაობაზე, არ აწვდიან. უფრო მეტიც, რიგი მუნიციპალიტეტები1145 პრევენციული ღონისძიებების ჩაუტარებლობასთან ერთად, აღნიშნავენ, რომ სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში, რეკომენდაციის გამცემ ორგანოს ინფორმაციას არ მიაწვდიან. 1139 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრება ქულათა სისტემის გაუთვალისწინებლად განსახლების საფუძველია. 1140 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 თებერვლის №21/259 წერილის მიხედვით დასკვნა გაცემულია 382 ოჯახზე, ხოლო აჭარის ა/რ-ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2022 წლის 31 იანვრის №08/44 წერილის თანახმად, დასკვნა გაცემულია 333 ოჯახზე. 1141 თერჯოლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. 1142 ხულოს, ბაღდათის, ზესტაფონის, ხობის, ბორჯომის, ხარაგაულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. 1143 სამტრედიის, ლაგოდეხის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ლენტეხის, ასპინძის, ბორჯომის, ზესტაფონის, სენაკის, რუსთავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები. 1144 ვანის, ხულოს, ბაღდათის, ქობულეთის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ონის მუნიციპალიტეტები. 1145 ბორჯომის მუნიციპალიტეტი. 346 I უაღრესად მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ეკომიგრაციის თავიდან არიდებაზე, მათ შორის, განსაზღვრონ ამ მიმართულებით ფინანსური საჭიროების ოდენობა და არ იყვნენ მხოლოდ შედეგების ლიკვიდაციაზე ორიენტირებულები. პრევენციული ღონისძიებების აქტიურად გატარებით, შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეკომიგრაციით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება, მეორე მხრივ კი, ფინანსური რესურსების დაზოგვაც. რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი თანხის გასაზრდელად, შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი თანხის გასაზრდელად, შუამდგომლობით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად გამოვლინდეს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30% მოხმარდეს ასეთი ოჯახების განსახლებას;  2022 წელს დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებს:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. სამტრედიის, ლაგოდეხის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ლენტეხის, ასპინძის, ბორჯომის, ზესტაფონის, სენაკის, რუსთავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს:  ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული გასატარებლად, მოითხოვონ შესაბამისი ფინანსების გამოყოფა. 347 I ღონისძიებების 30. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში 30.1. შესავალი სახალხო დამცველის აპარატი 2021 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშაობას მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად. ამ პერიოდში გამოიკვეთა, როგორც არსებული რეგულაციების ხარვეზი, ისე ნორმების პრაქტიკაში ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, სახალხო დამცველმა 2021 წელს შეაფასა საზღვრის უკანონო კვეთის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული პირებისათვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვის საკითხები. აგრეთვე, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროექტების ეფექტიანობა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხები. 30.2. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა 30.2.1. სტატუსის მინიჭება 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე 1227 პირი ცხოვრობს. აქედან 493 ლტოლვილის სტატუსით, ხოლო 734 ჰუმანიტარული სტატუსით1146 სარგებლობს.1147 რაც შეეხება საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა წარმოშობის ქვეყნებს, უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ერაყის და სირიის მოქალაქეები არიან. სართაშორისო დაცვის მქონე პირები 2021 წლის მონაცემებით 1227 10 2 2 1 იემენი სომალი ლიბანი შრი ლანკა ნიგერია მოქალაქეობ… 28 ჯამი 4 დაუდგენელი 55 10 ერითრეა 1 იორდანია უკრაინა 11 პაკისტანი 226 6 სუდანი 103 სირია თურქეთი 1 სიერა ლეონე 1 რუსეთი 4 ტაჯიკეთი 223 5 ყაზახეთი ეგვიპტე 44 65 ირანი 3 ერაყი 1 კონგო 401 აზერბაიჯანი ავღანეთი 1400 1200 1000 800 600 400 200 20 0 2021 წელს, თავშესაფარი 743 პირმა მოითხოვა. მათი წარმოშობის ქვეყნები შემდეგნაირად ნაწილდება: 1146 ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის დადგენილ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება („საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი). 1147 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი №MIA 3 22 00343734, 09.02.2022. 348 I თავშესაფრის მაძიებელთა მომართვიანობა წარმოშობის ქვეყნების მიხედვით (2021წწ) 743 800 700 600 500 400 303 300 2021 200 137 125 54 100 40 32 27 25 0 მიღებული გადაწყვეტილებები 2015 -2021 წლებში: სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი 2015-2021 წწ 1000 878 800 537 600 200 332 203 315 400 407 403 426 351 69 48 53 36 59 31 42 35 10 16 21 75 2015 (1262 განხ.) 2016 (583 განხ.) 2017 (492 განხ.) 2018 (627 განხ.) 2019 (484 განხ.) 2020 (377 განხ.) 2021 (522 განხ.) 0 ლტოლვილი ჰუმანიტარული უარი 2021 წელს, უარის საფუძველი, უმეტესად, მიზეზების არქონა იყო. გამოვლინდა საკუთარი განცხადების საფუძველზე და პროცედურაზე გამოუცხადებლობის გამო საქმეების შეწყვეტის შემთხვევებიც. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უშიშროების საფრთხის საფუძველზე უარის შემთხვევებში კვლავ საყურადღებო იყო ისეთი ქვეყნის მოქალაქეები1148, სადაც საომარი მოქმედებებია, და დასაბუთებულობის ადამიანის საკითხი უფლებები კვლავ ირღვევა. პრობლემურია, ასეთ რადგან გადაწყვეტილებებში სამინისტროს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უარის მიზეზად მითითებულია საკმარისი საფუძვლის არსებობა ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს 1148 უსაფრთხოების საფუძვლით უარი ეთქვათ სირიის 10, იემენის 7, ერითრეას 2 და თურქეთის 1 მოქალაქეს. 349 I შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მიწოდებულ რეკომენდაციას ეფუძნება. ამგვარი გადაწყვეტილებების შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების უგულებელყოფით, შინაგან საქმეთა სამინიტრო უპირობოდ ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციებს. 30.2.2. საზღვარზე თავშესაფრის პროცედურაზე წვდომა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება საზღვრის უკანონო კვეთის დროს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისას დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, წარადგენს სათანადო განმარტებას ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის მიზეზთან დაკავშირებით და მოითხოვს საერთაშორისო დაცვას, მას ენიჭება თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსი და ცნობა, რომლითაც დადასტურდება პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვისა და საქართველოში მისი კანონიერად ყოფნის ფაქტი.1149 თუმცა, განცხადების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ პირს არ მიენიჭება სტატუსი,1150 მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება1151 საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისთვის. საქართველოს სახალხო დამცველი თავშესაფრის მაძიებელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო რეგულირებას არაკონსტიტუციურად აფასებს და ამასთან დაკავშირებით, გასულ წელს კონსტიტუციური სარჩელი1152 იქნა წარდგენილი. სახალხო დამცველის შეფასებით, კანონის სადავო ნორმა ეწინააღმდეგება თავშესაფრის უფლებების დამდგენ კონსტიტუციურ ნორმას,1153 ასევე, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის იმ ნორმას, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისათვის ლტოლვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ადგენს.1154 ამის პარალელურად, საყურადღებოა, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვამდე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს პრაქტიკაში გამოვლენილი ჰქონდა თავად ამ ნორმის დარღვევის შემთხვევები.1155 1149 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტი. ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე. 1151 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი. 1152 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი №628. 1153 საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს“. 1154 „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. 1155 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ თურქეთის ორ მოქალაქეს ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმების საფუძველზე უდასტურდებოდათ, რომ მათ მოითხოვეს თავშესაფარი საზღვარზე დაკავების დროს. სასაზღვრო პოლიცია ვალდებული იყო საერთაშორისო დაცვაზე მოთხოვნის გამოკვეთისთანავე 1150 350 I სახალხო დამცველის აპარატი 2022 წელსაც განაგრძობს რამდენიმე ასეთი საქმის შესწავლას, რომლებიც პროცედურაზე საქართველოს ხელმისაწვდომობისა სახელმწიფო და უკანონო საზღვრებზე საზღვრის თავშესაფრის კვეთის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს შეეხება. ამ პირებს შორის არიან ავღანეთის, ირანის და მაროკოს სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი მოითხოვეს, მათ მიმართ, კანონმდებლობის მოთხოვნათა სისხლისსამართლებრივი დევნა. 30.2.3. თავშესაფრის მაძიებლად ტერიტორიის დატოვების აკრძალვა დარღვევით, რეგისტრირებული მაინც მიმდინარეობს პირებისათვის საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემურია ის ნორმები,1156 რომელთა თანახმად, საერთაშორისო დაცვის შესახებ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადების განხილვის ერთ-ერთი წინაპირობაა განმცხადებლის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა, განცხადების წარდგენიდან საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში. ეს პროცესი, შესაძლოა, ორ წლამდე გაგრძელდეს, ამ დროის განმავლობაში კი, განმცხადებლის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, თუნდაც მცირე ვადით, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქმის შეწყვეტას და მისი მოთხოვნის განხილვაზე უარს გამოიწვევს.1157 საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ამ პრობლემიდან გამომდინარე, ამ საკითხზე, 2021 წლის 22 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა.1158 ნიშანდობლივია, რომ სამგზავრო დოკუმენტი ერთმევა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა ვრცელდება ყველა თავშესაფრის მაძიებელზე, მათი მდგომარეობის ინდივიდუალურად შეუფასებლად.1159 მართალია, კანონი ითვალისწინებს განმცხადებლების მხრიდან საქართველოს დატოვების შესაძლებლობას, თუმცა ეს მხოლოდ „სასიცოცხლო ინტერესებთან“1160 არის დაკავშირებული, რაც, ძირითადად, მხოლოდ პირის ჯანმრთელობის ინტერესებს მოიცავს.1161 ამ რეგულირების გამო, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მიღების თაობაზე განცხადების განხილვის პერიოდში, თურქეთის მოქალაქეები გაეთავისუფლებინა და მათი მოთხოვნის თაობაზე მიგრაციის დეპარტამენტისთვის ეცნობებინა, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეებს თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია არ დაუდასტურდათ, რაც საფუძვლად დაედო მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 1156 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ პუნქტი; „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ზ“ პუნქტი. 1157 გარდა იმ შემთხვევისა, თუ საზღვრის გადაკვეთა უკავშირდება პირის „სასიცოცხლო ინტერესს“, როგორც ეს გათვალისწინებულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ პუნქტით. 1158 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი №1629. 1159 იქვე. 1160 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ პუნქტი. 1161 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი №1629. 351 I განმცხადებლები ვერ სარგებლობენ რიგი სერვისებით. მაგალითად, ხელი არ მიუწვდებათ იმ საბანკო მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოში შეუძლებელია და რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, საჭიროებდეს მეზობელ ქვეყანაში გამგზავრებას. გარდა ამისა, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მიღების თაობაზე განცხადების განხილვის პერიოდში, განმცხადებლებს არც მოკლევადიანი სამუშაოს მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიის დროებით დატოვება შეუძლიათ, მაშინ როდესაც მათ უმრავლესობას არ აქვს საარსებო წყარო საქართველოში. თავშესაფრის მაძიებლებისთვის საერთაშორისო განცხადების განხილვის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ზემოთ განხილული შეზღუდვა შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ საშუალებად, რომელიც, მართალია, მიმართულია ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს უკანასკნელი არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი1162, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი1163 საშუალება.1164 განცხადების განხილვის პერიოდში, შესაძლებელია როგორც ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება, ისე წინასწარ შეთანხმება სამინისტროსთან, საქართველოს დატოვების თარიღთან დაკავშირებით, განცხადების განხილვის პროცედურის დაუზიანებლად.1165 30.2.4. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია 2021 – 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია1166 მეტნაკლებად აყალიბებს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სახელმწიფოს ხედვას. თუმცა, ამ დრომდე არ არის შემუშავებული იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ „ერთიანი მიდგომის 1167 შემუშავებაც 2021 წელს იყო გათვალისწინებული. მიმართულებით 1162 შემდეგი სერვისებია დოკუმენტი“, რომლის დღესდღეობით ინტეგრაციის1168 ხელმისაწვდომი: ქართული ენის კურსები, რაც შეეხება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, ბელგიაში თავშესაფრის მაძიებლებს არ აქვთ სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება, თუკი დოკუმენტის ჩაბარება თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიცირებისთვის არ არის საჭირო, ან თუ არ არსებობს დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ ეჭვი. ასეთ შემთხვევაშიც კი, დოკუმენტები პირებს მხოლოდ გარკვეული პერიოდით ჩამოერთმევათ, მათი ვინაობის დადგენამდე/დოკუმენტის ნამდვილობის დადგენამდე. მსგავსი რეგულირებაა ხორვატიაში, მალტასა და სლოვენიაშიც (EMN Ad-hoc Query on Handing over of personal documents in the framework of the asylum and return procedure, European Migration Network (EMN), 2016). 1163 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება, II-26. 1164 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი №1629. 1165 იქვე. 1166 „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №810 დადგენილება. 1167 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 24 დეკემბრის №01/21385 წერილი. 1168 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაციარეინტეგრაციის სამსახური უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საინტეგრაციო პროგრამის განხორციელებასა და ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირებას. 352 I სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ინფორმირება და სერვისი.1169 საკონსულტაციო კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სასწავლო პროგრამები დისტანციურად განხორციელდა. 2021 წელს ქართული ენის კურსი 102-მა პირმა გაიარა. ბენეფიციარები უთითებდნენ ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა 1170 პრობლემებზე. მათივე და ენის სწავლების მეთოდებთან დაკავშირებულ თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია ენის სწავლის შესაძლებლობის შესახებ. ამდენად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სწავლების მეთოდების ხარვეზების შესწავლა, ხოლო, მეორე მხრივ, სააგენტომ აქტიურად უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანია ენის სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჯანდაცვის მოქმედი კანონმდებლობით,1171 საკითხებს, თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, სარგებლობენ საბაზო ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებით. თუმცა, სერვისების მიმწოდებლები (კლინიკები), ზოგიერთ შემთხვევაში, არ ფლობენ ინფორმაციას ამის შესახებ, შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირები დაბრკოლებებსს აწყდებიან სერვისით სარგებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ 2021 წელს საპილოტე რეჟიმში დაიწყო გამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე საერთაშორისო დაცვის მქონე პირების და საქართველოში სტატუსის მქონე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სამედიცინო დახმარების ან/და მედიკამენტების დაფინანსება.1172 აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივი ითვალისწინებენ პირებისთვის. სოციალურ ახმეტის დაფინანსება ნებართვის 1174 შემთხვევაში. გასაცემლებს გამონაკლისია გათვალისწინებულია ბინადრობის მუნიციპალიტეტები (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)1173 არ მქონე საერთაშორისო დაცვის მუნიციპალიტეტი, რომლის ბიუჯეტშიც ფაქტობრივად მცხოვრები მუნიციპალიტეტში პირებისთვის, მკურნალობის მწვავე ქვეშ მყოფი გადაუდებელ აპარატის მიერ შესწავლილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთათვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარებები ძირითადად ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისათვის გაიცემა. სხვა სახის 1169 საინტეგრაციო პროგრამების განხორციელება სააგენტომ 2020 წლის 18 ივლისიდან დაიწყო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 17 ივნისის №03/10234 წერილი. 1170 უცხოელები აღნიშნავდნენ, რომ სირთულეებს უკავშირდებოდა ყოველდღიურად 4-საათიან ლექციებზე დასწრება. 1171 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება. 1172 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 17 ივნისის №03/10234 წერილი. 1173 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 14 დეკემბრის №15-01213482927, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის 2021 წლის №04-1421344596, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 დეკემბრის №44-4421355159 წერილები. 1174 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №86-862134972 წერილი. 353 I საჭიროებების დაფინანსება კი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. 30.2.5. მოწყვლადი კატეგორიის თავშესაფრის მაძიებლები და საერთაშორისო დაცვის მქონე პირები შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო შეუძლებელი ხდება თავშესაფრის მაძიებელ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სათანადოდ შესწავლა. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შშმ პირთა საჭიროებები, სისტემისთვის უხილავია საერთაშორისო დაცვის პროცედურის ყველა ეტაპზე. მოქმედი რეგულაციებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა გამოვლენა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება. გარდა ამისა, საერთაშორისო დაცვის ძიების ეტაპზე, შესაძლებლობის შეზღუდვის გამოვლენის პროცესი არ არის სტრუქტურიზებული შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპების მიხედვით. შესაბამისად, იგი არ ემსახურება თითოეული პირისთვის გონივრული მისადაგების მიზნით საჭირო ზომების თავიდანვე განსაზღვრას. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის მქონე შშმ პირებთან მომუშავე, როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სერვისების და დაწესებულებების ცნობიერების ამაღლების საჭიროება. უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციას არც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ამუშავებენ. ასევე პრობლემურია თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე შშმ მოსწავლეთა აღრიცხვა განათლების სამინისტროს მხრიდან, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას. ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობს თავშესაფრის მაძიებელთა და მდგომარეობაზე, რაც საერთაშორისო გამოწვეულია მათი დაცვის მქონე განსაკუთრებული ქალთა უფლებრივ საჭიროებებით.1175 თავშესაფრის მაძიებელი ქალების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათი მთავარი გამოწვევებია საზოგადოებაში ინტეგრაცია, ენობრივი ბარიერი და წვდომა ჯანდაცვის თუ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სერვისებზე.1176 თავშესაფრის მაძიებელი და საერთაშორისო დაცვის მქონე ქალები, ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, შესაძლოა, მეტად მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ 1175 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/0avf7q > [ბოლოს ნანახია 15.02.2022]. 1176 შეხვედრა თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ბენეფიციარებთან, 2021 წლის 22 ოქტომბერი. შეხვედრა თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე (ირანელ) ქალებთან, 2021 წლის 17 დეკემბერი. 354 I მასპინძელი სახელმწიფოს ენის არცოდნის, განათლებაზე მიუწვდომლობის, საჯარო სამსახურში დასაქმების შეზღუდვის და სხვა საჭიროებების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაციის პროგრამების მიუხედავად,1177 თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ბენეფიციარი ქალების ინფორმაციით, მათ არც ქართული ენის შემსწავლელ, და არც სხვა პროფესიულ კურსებზე მიუწვდებათ ხელი პროგრამების მოკლევადიანობის ან სათანადო ცოდნის მიღების კუთხით, რაც შეუძლებელს ხდის მათ დასაქმებას. მონიტორინგის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გაიმართა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე ქალებთან. თუმცა, მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ნდობისა,1178 კულტურულ-ტრადიციული ფაქტორის და თემში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების, აგრეთვე, ძალადობის ფორმების, გამოვლინებებისა და რისკების შესახებ ცნობიერების დაბალი დონის, მათ შორის, სამართალდამცავი უწყების უნდობლობითა და ძალადობის მსხვერპლთათვის დაცვისა და დახმარების არსებულ პროგრამებზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მათთვის რთული იყო ძალადობის, განსაკუთრებით კი, ოჯახში ძალადობის თემაზე საუბარი.. მათივე თქმით,, მათ იცოდნენ, თუ ვისთვის უნდა მიემართათ ძალადობის შემთხვევაში,1179 თუმცა ცალსახად აღინიშნა, რომ ვერ ჩაერეოდნენ „ოჯახის საქმეში“ და მათი ტრადიციებიდან გამომდინარე, ვერ გაბედავდნენ ხმამაღლა ესაუბრათ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობაზე. შეხვედრამ თვალსაჩინო გახადა ინფორმაციის ნაკლებობა თავშესაფრების შესახებ, ასევე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ ისეთ სერვისებზე, როგორიც არის უფასო იურისტის, ფსიქოლოგის სერვისი. ინფორმაციის ნაკლებობა კი მათ უზღუდავს ძალადობრივი გარემოდან თავის დაღწევის და მათთვის შესაძლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას. არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დაცვის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვნები, მათი საჭიროებების, სპეციფიკისა მხარდაჭერის ეფექტიან, და დაუცველობის სათანადო გათვალისწინებით, რესურსებით უზრუნველყოფილ დაცვისა და მექანიზმებს საჭიროებენ, რომლებიც დროულად, ბავშვზე მორგებული მიდგომითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოახდენს შემთხვევაზე რეაგირებას. საქართველოს განათლებისა 1180 ინფორმაციით, და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ,,თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე და შინაგან 1177 ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე დარეგისტრირებული 75 ბენეფიციარიდან 34 ქალია. 1178 რაც გამოიხატებოდა საქართველოს სახალხო პრობლემურ საკითხზე გულწრფელ საუბრებში. 1179 დასახელდა მხოლოდ პოლიცია. 1180 კორესპონდენცია: MES 6 21 0001061686 - 08/10/2021. 355 I დამცველის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული არასრულწლოვნებისათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამას, რომელიც საქართველოში თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირებისა და შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოხვედრილი არასრულწლოვნების ზოგადი განათლების ხელშეწყობას ითვალისწინებს. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ სკოლის მასწავლებლებთან და საერთაშორისო დაცვის მქონე და თავშესაფრის მაძიებელ პირებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელწმიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, საერთაშორისო დაცვის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვნები, განათლების მიღების პროცესში არაერთ წინააღმდეგობას აწყდებიან. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ენობრივი ბარიერი განსაკუთრებით ართულებს ბავშვების საგაკვეთილო პროცესში აქტიურ მონაწილეობას და აბრკოლებს მათ, სრულყოფილად აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა. მშობლების განცხადებით, არასრულწლოვნებს, ენის მიუხედავად, უჭირთ საგაკვეთილო პროგრამის გაგება, კურსში ჩართვის განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო საგნებში. ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა სკოლის თანამშრომლებსა და არასრულწლოვნების მშობლებს შორის კომუნიკაციის კუთხითაც. რაც შეეხება ბავშვთა ჯანდაცვის გასაუბრების შედეგად გაირკვა, საკითხებს, რომ თავშესაფრის მიუხედავად მაძიებელ საყოველთაო პირებთან ჯანდაცვისა, არასრულწლოვნების სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. მშობლების განცხადებით, ბავშვებს ჩატარებული აქვთ ასაკის შესაბამისი ყველა საჭირო აცრა, თუმცა, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, ენობრივი ბარიერის გამო უჭირთ კომუნიკაცია ექიმებთან, დანიშნულების გაცნობა და მედიკამენტის შეძენა. 30.3. სახელმწიფო უსაფრთხოების სარგებლობის შეზღუდვა არგუმენტით ბინადრობის ნებართვით წინა წლების მსგავსად, 2021 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური საფუძვლის გამოყენებით ბინადრობის ნებართვის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებული არაერთი საქმე შეისწავლა. ასევე საგულისხმოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რომლის თანახმადაც, ბინადრობის ნებართვაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიზეზს, როგორც წესი, ზემოხსენებული საფუძველი წარმოადგენს. 2021 წლის განმავლობაში ბინადრობის ნებართვების მიღების თაობაზე წარდგენილი 20716 განაცხადიდან დადებითად - 16853 და უარყოფითად - 1126 საქმე დასრულდა.1181 უარყოფითად დასრულებული 1126 საქმიდან, 1070 საქმეზე უარის თქმის საფუძველს 1181 საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.02.2022 წლის №01/31652 წერილი. 356 I ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა ქმნიდა.1182 კერძოდ, პირს შეიძლება უარი ეთქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების გამო მისი საქართველოში ცხოვრება არ არის მიზანშეწონილი ან ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი წესრიგს. აქვე, განსაკუთრებით საყურადღებოა 2021 წელს ბინადრობის ნებართვების თაობაზე საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეთა სტატისტიკა. გასულ წელს დასრულდა და კანონიერ ძალაში შევიდა ასეთ 207 საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება.1183 აქედან, ხელახალი განხილვის მიზნით, სააგენტოს 164 გადაწყვეტილება დაუბრუნდა, რომელთაგან 163 საქმეზე, დაინტერესებულ პირებს განმეორებით ეთქვათ უარი, ხოლო 1 საქმეზე განმეორებითი განხილვა დადებითად დასრულდა. განხილული საქმეებიდან 43 საქმეზე, სააგენტოს უცხოელი პირის სასარგებლოდ ბინადრობის ნებართვის გაცემა სასამართლოს მიერ პირდაპირ დაევალა.1184 რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  შემუშავდეს იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ ერთიანი მიდგომების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი;  პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოთ საერთაშორის დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლებების თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  უზრუნველყოს საზღვრის უკანონო კვეთის დროს თავშესაფრის მაძიებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პრინციპის დაცვაზე ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების გატარება შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისთვის;  „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანით, უზრუნველყოს ბრძანებით შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტების და ასპექტების მოცვა, მათ შორის, სურდო თარჯიმნის მომსახურება და მისი ორგანიზება;  აწარმოოს შშმ თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირთა სტატისტიკა შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით; 1182 იქვე. იქვე. 1184 იქვე. 1183 357 I  უზრუნველყოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა საკითხებზე, მათ შორის, დეტალური ინფორმაციის მიწოდება შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, შშმ პირებთან სათანადო კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით;  გაიმართოს თავშესაფრების მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე;  მოხდეს დროულად შეთანხმება და ქართული ენის შემსწავლელი კურსების ფორმულირება სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  უზრუნველყოს განათლების ყველა ეტაპზე ჩართულ თავშესაფრის მაძიებელ და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე შშმ და სსსმ მოსწავლეთა სტატისტიკის წარმოება. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა პროგრამებით მოსარგებლე დახმარების სააგენტოს:  უზრუნველყოს სახელმწიფო სოციალური ან სარგებლობის მაძიებელ იმ შშმ პირთა სტატისტიკის წარმოება, რომლებიც არიან თავშესაფრის მაძიებლები, ან აქვთ საერთაშორისო დაცვის სტატუსი, მათ შორის, ძალადობის შემთხვევების აღრიცხვის დროს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:  გაანალიზდეს ქართული ენის სწავლების მეთოდების ხარვეზები და სწავლება მოერგოს ბენეფიციართა საჭიროებებს;  ინტეგრაციის პროგრამების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდეს სოციალური ქსელის/ვებგვერდის საშუალებით;  შეიქმნას ბენეფიციართა მონაცემთა ერთიანი ბაზა, სადაც პირადი მონაცემების გარდა, ჩაიწერება მათი შესაძლებლობები და საჭიროებები;  კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებელ საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე შშმ პირთა სტატისტიკის წარმოება. 358 I და 31. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშებში ცალკე თავს უთმობს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას, რაც ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებებით არის გამოწვეული. სამწუხაროდ, ძირითადად უცვლელია იმ პრობლემათა თემატიკა და მათ გადასაჭრელად გაცემული რეკომენდაციების შინაარსი, რაც საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებშია მოცემული.1185 კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრში, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის კომპლექსური და მიზნობრივი საინტეგრაციო პროგრამების არარსებობა, რაზეც 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც გამახვილდა ყურადღება.1186 საქართველოში ამჟამად მოქალაქეობის არმქონე 529 პირია რეგისტრირებული.1187 2019 წლის ოქტომბერში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ ნებაყოფლობითი ვალდებულების ექვსპუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასური უნდა განახევრებულიყო, რაც 2021 წლის მაისში შესრულდა.1188 აქვე საყურადღებოა, რომ 2021 წლის ბოლომდე ხელისუფლებას ოთხი ვალდებულება უნდა შეესრულებინა, საიდანაც შესრულდა ერთი, კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებებში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირებიც ჩაერთნენ.1189 დანარჩენი 3 ვალდებულება 1185 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, თავი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, თავი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა. 1186 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2021, თავი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა. 1187 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.02.2022 წლის №01/31652 წერილი. 1188 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის № 508 დადგენილების მე-2 მუხლის მე-40 პუნქტში საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის №210 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებით მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მომსახურების საფასურის ოდენობა ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრა 25 ლარით. 1189 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1 მე-2 მუხლის მე-38 პუნქტში საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ოქტომბრის №521 დადგენილებით შეტანილი ცვლილებით გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეებად დამატებით განისაზღვრნენ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირები. 359 I აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების ხელშეწყობა და ამ მიზნით კანონით დადგენილი 10-წლიანი ადმინისტრაციულ ვადის ორგანოსა განახევრება, და საერთო დადგენის სასამართლოებში მომსახურებით უზრუნველყოფა, ე.წ. მოქალაქეობის არმქონე გამოვლენისა პირთა სტატუსის „კარდაკარ“ უფასო კამპანიის და პროცესში იურიდიული განხორციელება დოკუმენტირების მიზნით. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თითოეულ საკითხზე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, თუმცა 2021 წლის ბოლომდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველი, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, გასაუმჯობესებლად, მოქალაქეობის არმქონე საერთაშორისო პირთა დონეზე უფლებრივი აღებული მდგომარეობის ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  360 I უზრუნველყოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული ინტეგრაციის ცენტრის დამატებითი დაფინანსება და მოქალაქეობის არმქონე პირების ინტეგრაციისთვის საინტეგრაციო პროგრამების დანერგვა. 32. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 32.1. შესავალი საქართველოს სახალხო დამცველი, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშით, სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართავს. წინამდებარე თავში განხილულია უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მიერ, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის რეკომენდაციების/წინადადადებების შესრულების მდგომარეობა. 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში კვლავ მრავლად არის გაცემული ისეთი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი გასულ წლებშიც არაერთგზის მიუთითებდა. ეს კი რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების დაბალ ხარისხზე მეტყველებს. გასული საანგარიშო გავრცელების პერიოდის პირობებში, თვითმართველობის მსგავსად, უმაღლეს ორგანოებს 2021 წლის სახელმწიფო გარკვეულწილად განმავლობაში, უწყებებსა და არაორდინალურ პანდემიის ადგილობრივი მდგომარეობაში უწევდათ მუშაობა, რაც აფერხებდა ცალკეული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებას. ამის მიუხედავად, ჩვენს ანგარიშებში წარმოდგენილი პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად და მათი მუდმივად დღის წესრიგში ყოფნა მნიშვნელოვანია. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს 360 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტსა რეკომენდაციიდან 335 და პრეზიდენტს 51 წინადადებით უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს მიმართა.1190 მიემართებოდა, 360 ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიმართ 25 რეკომენდაცია გაიცა. სახელმწიფო ორგანოთა მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან სრულყოფილად შესრულდა 14%, ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაციების 17%, ხოლო არ შესრულდა 63%. უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული რეკომენდაციების მცირე ნაწილი (3%), ობიექტური მიზეზით ვერ შესრულდებოდა. დამატებით აღნიშვნას საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მიერ სახალხო დამცველთან თანამშრომლობის ხარისხი. რეკომენდაციების 3% სწორედ უწყებების მიერ სახალხო დამცველისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა. პროცენტული მაჩვენებლები რიცხობრივად შემდეგნაირად გამოიყურება:   1190 შესრულებულია: 46 რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული: 57 რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტს მიემართებოდა 50 წინადადება, ხოლო პრეზიდენტს -1. 361 I  არ არის შესრულებული: 213 რეკომენდაცია  უწყების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა 9 შეუძლებელია შეფასდეს 10 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა  უწყებისგან დამოუკიდებელი მიზეზის რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა. გამო, 1191 სახალხო დამცველის 2020 წლის რეკომენდაციიების შესრულების მდგომარეობა 3% 3% 14% 17% შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა 63% ობიექტური მიზეზით ვერ შესრულდა გასულ წელთან შედარებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი მცირედით არის გაუმჯობესებული, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამგვარი მცირე მასშტაბის ზრდა არ მიუთითებს სახელმწიფო უწყებებში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებაზე. 1191 ასეთი კატეგორიის რეკომენდაციები ობიექტური გარემოებების გამო ვერ შეფასდა, ეს ცალკეულ შემთხვევებში გამოწვეული იყო პანდემიის, რეკომენდაციის რელევანტურობის დაკარგვის ან სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის გამო. 362 I რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის პროცენტული მაჩვენებელი 2020-2021 წლებში 2021 წელი 63 14 65 17 11 შესრულდა 2020 წელი 16 3 არ შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა 1 ობიექტური გარემოების გამო ვერ შეფასდა 3 7 ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო ვერ შეფასდა როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს 51 წინადადებით მიმართა. მათგან საკანომდებლო ორგანომ მხოლოდ 1 წინადადება შეასრულა.1192 ზემოაღნიშნული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს,1193 რომ სახელმწიფო უწყებებს, არც საანგარიშო პერიოდში შეუსრულებიათ სახალხო დამცველის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი. შესაბამისად, რეკომენდაციების შესრულების ხარისხი, გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც არადამაკმაყოფილებელია. ქვემოთ მოკლედ წარმოგიდგენთ სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული არსებითი ხასიათის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსტიტუტების, უფლებებისა და უფლებრივი ჯგუფების მიხედვით. ამ საკითხების გარშემო დამატებით ინფორმაციას შესაბამის თემატურ თავებში იხილავთ. ასევე ცალკე ქვეთავშია განხილული ადგილობრივი 1192 2022 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა. სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობით ამჯერად მუშაობს ამ საკითხზე. 1193 რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა შეფასებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 25 მარტის მდგომარეობით. 363 I თვითმმართველობების ორგანოების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ძირითადი ტენდენციები. 32.2. სახელმწიფო უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 32.2.1. სასამართლო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, სასამართლოს სისტემის ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 12 წინადადებით, ხოლო საქართველოს მთავრობას, იუსტიციის მინისტრსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 6 რეკომენდაციით მიმართა.1194 შემთხვევაში შეუსრულებია არ სამწუხაროდ, სახალხო საქართველოს დამცველის პარლამენტს წინადადება. არცერთ სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად კი, მხოლოდ 3 რეკომენდაცია ფასდება ნაწილობრივ შესრულებულად. პოზიტიურად ვაფასებთ საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობას, რომლის შედეგადაც სახალხო დამცველი ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს რეკომენდაციებს, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ელექტრონული პროგრამის დანერგვასა და დისტანციური სასამართლო პროცესების დროს კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფას შეეხებოდა.1195 სამწუხაროდ, გასული წლების მსგავსად, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება,1196 რომელიც საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე სასამართლოს თავმჯდომარეების ზეგავლენის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. ასევე, არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ფსიქოლოგების გადამზადებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის საჭიროებასთან დაკავშირებით. 32.2.2. პროკურატურის სისტემა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა, პროკურატურის მიმართ 14 რეკომენდაცია გასცა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია. კერძოდ, არ შესრულდა 6 რეკომენდაცია, ნაწილობრივ შესრულდა 2, სრულყოფილად შესრულებულად კი მხოლოდ 3 რეკომენდაცია ფასდება. ორი რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება ობიექტური გარემოებების გამო ვერ ხერხდება. დამატებით ერთი რეკომენდაციის 1194 საქართველოს მთავრობას მიემართებოდა 1 რეკომენდაცია, იუსტიციის მინისტრს - 1, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 4. 1195 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 7 მარტის №2809/22 წერილი. 1196 წინადადება პარლამენტს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ სასამართლოში საქმეთა კოლეგიური განხილვისას, კოლეგიის შემადგენლობა სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად, საქმეთა განაწილების ელექტრონულმა პროგრამამ განსაზღვროს. 364 I შესრულების სტატუსი უწყების მიერ რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. 2019 და 2020 წლების მსგავსად, პროკურატურას არც 2021 წელს მიუღია შემაჯამებელი გადაწყვეტილება სამართალდამცავთა ქმედებებზე და გენერალურ ინსპექციაში კვლავ გრძელდება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე, არასრულწლოვნებთან მომუშავე პროკურორების და მოწმე/დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდულის შექმნასა და გადამზადების პროცესს. 32.2.3. პენიტენციური სისტემა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებების მიმართ 71 რეკომენდაცია გასცა, ხოლო პარლამენტს 8 წინადადებით მიმართა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული არცერთი წინადადება არ შესრულებულა. ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა ბრალდებულთა მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, აგრეთვე, გარე სამყაროსთან კონტაქტის საკმარისი საკანონმდებლო მექანიზმების არარსებობა. სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან, სახალხო დამცველმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს 70 რეკომენდაცია მისცა, საქართველოს მთავრობას 1. მთავრობის მიმართ გაცემული რეკომენდაცია არ შესრულებულა, ხოლო იუსტიციის მინისტრის მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან არ შესრულდა 50, სრულყოფილად შესრულდა 12 და ნაწილობრივ შესრულდა - 8 რეკომენდაცია. სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში პატიმართა პერიოდულ ტესტირებას COVID 19-ზე, ასევე, პატიმართა და პერსონალის ვაქცინაციას. სახალხო დამცველი ასევე პოზიტიურად აფასებს პენიტენციურ დაწესებულებებში ექიმი სპეციალისტების ვიზიტების, ასევე, გეგმური სამედიცინო რეფერალის განახლებას. უნდა აღინიშნოს, ძალადობისაგან რომ დაცვის გასული წლების თვალსაზრისით, მსგავსად, კვლავ 2021 წელსაც, სერიოზულ პატიმრების გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, თუმცა სამწუხაროდ უწყება არ იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით და ეს რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ გადაუდგამს ხელშესახები ნაბიჯები გეგმის შესამუშავებლად, რომლის მიზანიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, სტამბოლის პროტოკოლით 365 I დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში შესრულება და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფაა. ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პატიმართა დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად კვლავ არ განუსაზღვრავს 24 საათი. განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის დაწესებულებების მართვა ეფუძნება სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებს, რაც გულისხმობს მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვების, აკრძალვების რეჟიმის დაწესებას და არ არის ორიენტირებული სამწუხაროდ, №17 მსჯავრდებულთა დაწესებულებაში კვლავ ქცევის არ პოზიტიური გაუქმებულა ცვლილებისკენ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები. 32.2.4. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში 43 რეკომენდაცია გაიცა. სამინისტრომ სრულყოფილად შეასრულა სახალხო დამცველის მიერ გაცემული 5 რეკომენდაცია, ხოლო ნაწილობრივ - 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 შემთხვევაში არ შეასრულა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. სახალხო დამცველის აპარატმა, 2 შემთხვევაში ობიექტური გარემოების გამო ვერ შეძლო რეკომენდაციის შეფასება. კვლავ შეუსრულებელია გასულ წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემული სისტემური რეკომენდაციები, როგორიცაა პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება; პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულების განსაზღვრა და სხვ. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ არ დაუწყია სპეციალური სტატისტიკის წარმოება, რომელიც ასახავს, არა მხოლოდ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ იმ დანაშაულებებს, რომლებიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ამავე დროს, სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წლიდან სტატისტიკის წარმოების კუთხით ასაკობრივი გრადაციის განახლებულ განაწილებას, რომლის საფუძველზეც წარმოებს სტატისტიკა 45-60 პირების და 61 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. 32.2.5. ფსიქიატრიული დაწესებულებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის მიმართ 4 წინადადება გასცა და 27 რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს. სამწუხაროდ, 366 I უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან მხოლოდ ერთი რეკომენდაცია ფასდება ნაწილობრივ შესრულებულად, დანარჩენი კი შეუსრულებელია. 32.2.6. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველმა, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში 27 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის 5 რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა. დარჩენილი 22 რეკომენდაციიდან, სახელმწიფო უწყებებს სახალხო დამცველის 14 რეკომენდაცია არ შეუსრულებიათ. სრულყოფილად შესრულებულად მხოლოდ 2 რეკომენდაცია შეიძლება შეფასდეს. 5 რეკომენდაცია სახელმწიფო უწყებებმა ნაწილობრივ შეასრულეს, ხოლო 1 შემთხვევაში, უწყებების მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, შესრულების მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია. დასანანია, რომ საანგარიშო წელს არ შესრულებულა ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის საჭიროებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია. კერძოდ, სახალხო დამცველი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მოუწოდებდა, დაინტერესებული პირების ჩართულობითა და მონაწილეობით შეემუშავებინა სამოქმედო გეგმა რელიგიურ სკოლა-პანსიონატებთან მიმართებით. გეგმაში ასევე უნდა ყოფილიყო გაწერილი სახელმწიფოს მიერ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები და ამგვარი დაწესებულებების სახელმწიფოს კონტროლს მიღმა საქმიანობის შემთხვევაში არსებული რისკების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებები. 32.2.7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში 21 რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის 2 რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა. დარჩენილი 19 რეკომენდაციიდან სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად, სრულყოფილად შესრულდა სახალხო დამცველის 2 რეკომენდაცია, ხოლო ნაწილობრივ შესრულდა 7 რეკომენდაცია. 9 შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულებულა, 1 რეკომენდაციის შესრულების ხარისხის განსაზღვრის მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია კი, სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუწოდებიათ. გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შესამუშავებლად და მის შესასრულებლად, ხელშესახები საქმიანობა არ გაუწევია. ასევე შეუსრულებლად ფასდება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფოს ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავებისა და ამოქმედებისკენ მოუწოდებდა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ამ რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობის შესახებ სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს სახელმწიფო უწყებას. 367 I სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, რომლის შედეგადაც, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების ეროვნული მექანიზმი. ასევე მივესალმებით ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც სფეროს ექსპერტთა ფართო ჩართულობით მიმდინარეობდა. 32.2.8. გამოხატვის/შეკრების/ინფორმაციის თავისუფლება წინამდებარე ქვეთავის მიზნებისთვის, შეფასდება საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის რამდენიმე1197 თავით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი. გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშით სახელმწიფო უწყებებს 11 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტს 1 წინადადებით მიმართა. რეკომენდაციებიდან სრულყოფილად მხოლოდ 2 შესრულდა. 7 რეკომენდაცია შეუსრულებელი დარჩა, ხოლო ორი მათგანის შეფასება, ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება, რომელიც უზრუნველყოფდა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი) ასახული რეკომენდაციების შესრულებას. ასევე, კვლავ შეუსრულებელია რეკომენდაცია, რომლითაც სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილების პროექტებზე მუშაობის დასრულებისა და ამ დოკუმენტების საქართველოს პარლამენტში ინიცირებისკენ მოუწოდებდა. პოზიტიურად ფასდება სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობა, რომელმაც შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია 2020 წლის 8-9 ნოემბერს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ. 32.2.9. გენდერული თანასწორობა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახალხო დამცველმა, გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახელმწიფო ორგანოებს 29 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტს 1 წინადადებით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე კანონმდებლობის დახვეწას ისახავდა მიზნად. სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან 2 ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა. რაც შეეხება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს, მათგან 1197 „გამოხატვის თავისუფლება“, „შეკრების თავისუფლება“, „ინფორმაციის თავისუფლებაა“. 368 I შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს 4, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად 6 რეკომენდაცია. დანარჩენი 17 რეკომენდაცია შეუსრულებელია. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არც ამჯერად გაითვალისწინა სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავებას შეეხებოდა. მისი შესრულების ვალდებულება სახელმწიფოს 2022 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდა აღებული, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილებებით, კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ერთი წლით გადავადდა. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პროკურატურის საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც უკვე დეტალურად ანალიზდება ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულებები და წარმოებს მათთან დაკავშირებით სქესისა და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკა. 32.2.10. კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველმა 11 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო უწყებებმა სრულყოფილად შეასრულეს სახალხო დამცველის 4 რეკომენდაცია, ხოლო ამდენივე რეკომენდაცია შეუსრულებლად ფასდება. სახელმწიფო უწყებებმა ნაწილობრივ შეასრულეს 2 რეკომენდაცია. ერთი რეკომენდაციის შესრულება, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ობიექტურად შეუძლებელი იყო. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, რომელიც მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებაში გამოიხატება საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფისა და შეზღუდვების მოხსნის საკითხების განსახილველად. სამწუხაროდ, გასული წლის მსგავსად, არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის იმგვარად დაფინანსებას, როგორც ეს 2017 წლამდე ხდებოდა. 32.2.11. რწმენის და რელიგიის თავისუფლება საქართველოს სახალხო დამცველმა რწმენისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტის მიმართ 7, ხოლო მთავრობის მიმართ 4 რეკომენდაცია გასცა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უწყებებს და საქართველოს პარლამენტს, არცერთ შემთხვევაში არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის წინადადება/რეკომენდაციები. 369 I სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს საქართველოს პარლამენტს საგადასახადო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმების შეცვლის აუცილებლობაზე, თუმცა ამ მიმართლებით ხელშესახები საქმიანობა საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს ასევე მოუწოდებდა, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადებულიყო რესტიტუციის შესახებ გაუთვალისწინებიათ. კანონი, თუმცა, სხვების მსგავსად, არც ეს წინადადება 32.2.12. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ 13, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ - 1 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო უწყებებს არ შეუსრულებიათ სახალხო დამცველის 8 რეკომენდაცია, ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა 4, ხოლო სრულყოფილად შესრულდა 1 რეკომენდაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაცემული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სამწუხაროდ, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ამ დრომდე არ არის შექმნილი ეფექტიანი, ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმი უმცირესობებისთვის, ასევე ეროვნული უმცირესობების ენოვან სკოლებში სათანადო მასშტაბით არ დანერგილა მულტილინგვური სწავლების მოდელი. 32.2.13. სოციალური და ეკონომიკური უფლებები წინამდებარე ქვეთავის მიზნებისთვის, შეფასდება საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის რამდენიმე1198 თავში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი. სოციალური და ეკონომიკური უფლების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო უწყებების მიმართ 24 რეკომენდაცია,1199 ხოლო საქართველოს პარლამენტის მიმართ - 4 წინადადება გასცა.1200 სახელმწიფო უწყებებმა სახალხო დამცველის მხოლოდ 5 რეკომენდაცია შეასრულეს სრულყოფილად. გაცემული რეკომენდაციებიდან 4 ფასდება ნაწილობრივ შესრულებულად, ხოლო დანარჩენი 13 არ შესრულებულა. 1198 „სოციალური უზრუნველყოფის უფლება“, „სათანადო საცხოვრებლის უფლება“, „ჯანმრთელობის დაცვის უფლება“, „შრომის უფლება“. 1199 24 რეკომენდაციიდან 2 ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა, შესაბამისად, მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ტენდენციის სახით წარმოდგენილი იქნება შემდომ ქვეთავებში. 1200 სოციალური უზრუნველყოფის უფლება - 3 რეკომენდაცია; სათანადო საცხოვრებლის უფლება - 9 რეკომენდაცია და 2 წინადადება; ჯანმრთელობის დაცვის უფლება - 9 რეკომენდაცია და 2 წინადადება; შრომის უფლება - 2 რეკომენდაცია. 370 I სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, არ შემუშავებულა საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ახალი ნორმები/სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესახებ გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიანობას. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის შემუშავებული მიზნობრივი სოციალური პროგრამის განახლებისა და მისი ეფექტიანობის შესწავლისთვის საჭირო სამართლებრივი აქტი. ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით (2014-2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება, შესაბამისად, არ არის შემუშავებული საცხოვრისის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ამ მხრივ, გამონაკლისის სახით, დადებით შეფასებას იმსახურებს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივები და განხორციელებული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც შესრულებულად ფასდება სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია. დადებით შეფასებას იმსახურებს ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საქმიანობა, რომელთა ფარგლებშიც გატარდა საჭირო ღონისძიებები დროებითი თავშესაფრის მოწყობის ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტთან მისასადაგებლად, ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია შესაბამისი ასიგნებები, დროებითი თავშესაფრის ინფრასტრუქტურისა და შენობების სარეაბილიტაციოდ. 32.2.14. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშით სახალხო დამცველმა 6 რეკომენდაცია გასცა, რომელთაგან 2 შესრულებულად, ხოლო 3 შეუსრულებლად მიიჩნევა. სახალხო დამცველის აპარატმა ერთი რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეძლო. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უზრუნველყო ვეტერან დევნილთა განსახლების პროგრამის განხორციელება. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შესულა ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №320 ბრძანებაში, სადაც გაიწერებოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების შესაბამისი წესი, მონიტორინგის ჩატარებისა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურა. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ აღირიცხება და მოწმდება დევნილთა განსახლების ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც არ არსებობს საექსპერტო შეფასება, მაგრამ მათი მდგრადობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის. 32.2.15. თანასწორობის უფლება 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის უფლების რეალიზების მიზნით, 13 რეკომენდაცია და 1 საპარლამენტო წინადადება გასცა, 371 I რომელიც არ შესრულდა. სამწუხაროდ, ასევე შეუსრულებელია რეკომენდაციების დიდი ნაწილი. სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად, მხოლოდ 2 რეკომენდაცია შესრულდა სრულყოფილად. ნაწილობრივ შესრულებულად 1 რეკომენდაცია ფასდება, ხოლო 9 რეკომენდაცია არ შესრულებულა.1201 სამწუხაროდ, სახელმწიფო უარს ამბობს სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მისცემს შესაძლებლობას, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ თანადროულად მიიღონ შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტი და ასაკობრივი პენსია. სოციალური პაკეტები თვისებრივად განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი, შესაბამისად, სახელმწიფოს მიდგომა, რომლის მიხედვითაც გამორიცხულია შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღება, დისკრიმინაციულია. სამწუხაროდ, არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც ის ხელისუფლებას მოუწოდებდა არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გაეხადა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში არ მოუმზადებია საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსში“, შესატანი ცვლილებები, რომლითაც ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების/ანაზღაურების ოდენობა არსებითად დაუახლოვდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტს და, ამავე დროს, განისაზღვრება შეზღუდვები, რომელთა ფარგლებშიც, დამსაქმებლები უფლებამოსილნი იქნებიან დაადგინონ ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო საშვებულებო ანაზღაურების მიღების წინაპირობები. 32.3. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში 25 რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატმა, შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების მოთხოვნით, 64 თვითმმართველ ერთეულს მიმართა. სამწუხაროდ, 12 მუნიციპალიტეტს,1202 სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი არ გაუცია. 1201 ერთი რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოხერხდა. 1202 ახალქალაქი, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, საგარეჯო, ქარელი, ქედა, წალენჯიხა, წალკა, ჭიათურა, ხარაგაული და ხონის მუნიციპალიტეტები (29 მარტის მდგომარეობით). 372 I ქვემოთ წარმოგიდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული იმ არსებითი ხასიათის რეკომენდაციების შესრულების ზოგად მდგომარეობას, რომელიც ყველა თვითმმართველ ერთეულს მიემართებოდა. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული პასუხებით გამოიკვეთა, რომ სოციალური და ეკონომიკური მიმათულებებით მუნიციპალიტეტების საქმიანობა გასაძლიერებელია. საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ერთეულების დიდი ნაწილი მიუთითებს იმის შესახებ, რომ აქვთ საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა, თუმცა მონაცემების დამუშავების და სისტემატიზაციის, ასევე, საჭიროების სიღრმისეული კვლევის კომპონენტი სისტემურად არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქმედებს „უფასო სასადილო“, ძირითად შემთხვევებში უზრუნველყოფილი იყო საკვების გატანის შესაძლებლობა, თუმცა თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციით ვერ დგინდება, რამდენად ხდებოდა ეს წინასწარ გაწერილი წესების შესაბამისად. სამწუხაროდ, თვითმმართველ ერთეულებში არ მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროების კვლევა, რათა შემდგომ შესაძლებელი გახდეს მიზნობრივი სერვისების მიწოდება. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი უარყოფს თავიანთ სამოქმედო არეალში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების არსებობას, რის შედეგადაც, თვითმმართველ ერთეულებში, ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის დამატებითი მხარდამჭერი სოციალური პროგრამები. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ცალკეული წინგადადგმული ნაბიჯები შეინიშნება, თვითმმართველ ერთეულებში მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა ტრანსპორტით, საბავშვო ბაღისა და სკოლის ინფრასტრუქტურული მოწესრიგებით უზრუნველყოფის მიმართულებით. საგანმანათლებლო აქტივობების კუთხით თვითმმართველი ერთეულების საქმიანობა, 2021 წლის განმავლობაში, ცალსახად არადამაკმაყოფილებელია. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს თვითმმართველ ერთეულებს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღების აუცილებლობის შესახებ.1203 სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია. საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, არ გადამზადებულან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა აღმზრდელები, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და რთული ქცევის მართვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების 1203 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშით, ეს რეკომენდაცია მიემართებოდა ლანჩხუთის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტებს. 373 I შესახებ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვანი პედაგოგების გადამზადების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში რეკომენდაციის ადრესატ მუნიციპალიტეტებში1204 ხელშესახები საქმიანობა არ განხორციელებულა. ამ მიმართულებით დადებითად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საქმიანობა. ამისგან განსხვავებით, მასწავლებელთა შედარებით დიდი ნაწილი გადამზადდა დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში. თვითმმართველ ერთეულებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოების ეფექტიანი მუშაობის მიმართულებით, სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად არ განხორციელებულა ხელშესახები აქტივობა. საბჭოები ძირითადად არ ატარებდნენ სხდომებს და არ განიხილავდნენ შესაბამის საკითხებს, ხოლო იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საბჭოს ამ დრომდე არ უმუშავია,1205 კვლავაც არ ყოფილა უზრუნველყოფილი მისი ამოქმედება. მისასალმებელია, რომ მუნიციპალურ ერთეულებში ხანდაზმული პირებისთვის არსებობს შესაბამისი პროგრამები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ ეფუძნებიან საჭიროებების კვლევას და სტატისტიკურ მონაცემებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურმა ერთეულებმა მსგავსი ტიპის პროგრამები, სწორედ საჭიროებათა კვლევას დააფუძნონ, შემდგომში მათი ეფექტიანობისა და მიზნობრიობის ასამაღლებლად. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასება მუნიციპალური ერთეულებიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელია, რადგან ხშირ შემთხვევებში, პასუხები ბუნდოვანია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, კონკრეტული კითხვები პასუხგაუცემელია.1206 ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ამ საკითხებისკენ მეტი ძალისხმევა მიმართონ, ხოლო სახალხო დამცველი, თავის მხრივ, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გაუზიაროს თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 1204 რეკომენდაცია მიემართებოდა: საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. 1205 დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურის მუნიციპალიტეტები. 1206 მსგავს კატეგორიას განეკუთვნებიან ძირითადად შემდეგი რეკომენდაციები: 1.სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეწოდოს ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ; 2.გამოითვალოს გასატარებელი ეკომიგრაციის პრევენციული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება. 3.იმ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამები, მათში მოწყვლადი მიგრანტი ჯგუფების ინკლუზიის მიზნით, გატარდეს შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები. 4. ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, გაითვალისწინონ შესაბამისი ფინანსების მობილიზება. 374 I დანართი #1 - სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული ვიზიტები პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის ფარგლებში, რაც გულისხმობს დაკავების ადგილების რეგულარული და არაგეგმიური მონიტორინგის მეშვეობით ზედამხედველობას, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა განახორციელა 13 ვიზიტი თავდაცვის ძალების 11 ბაზაზე, 1 ვიზიტი - შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, 15 ვიზიტი - 7 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, 19 დროებითი მოთავსების იზოლატორში განხორციელდა 26 ვიზიტი, 35 პოლიციის სამმართველოში განხორციელდა 36 ვიზიტი, 7 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა 29 ვიზიტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ნაწილებში განხორციელდა 3 ვიზიტი 3 ნაწილში, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის 5 განყოფილებაში - 6 ვიზიტი. საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს 364 ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში, მოინახულეს 1 395 დაკავებული/დაპატიმრებული პირი. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განახორციელეს 17 ვიზიტი და მოინახულეს 31 პაციენტი. დამატებით 15 ვიზიტი განხორციელდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც 35 დაკავებული მოინახულეს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენციის აღსრულებისა და მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა 29 საინფორმაციო შეხვედრა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებისთვის, 12 სატრენინგო სესია ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურის 200-მდე თანამშრომლისთვის, შშმ პირთა საკითხებზე გადამზადდა 265 ნოტარიუსი, 4 ტრენინგი ჩატარდა განათლების სამინისტროს მასწავლებელთა სახლის ტრენერებისთვის, პროგრამების მენეჯერებისა და პროგრამის, „ასწავლე საქართველოსთვის", კონსულტანტი მასწავლებლებისთვის. 18 გეგმური ვიზიტი განხორციელდა სტაციონარულ და ამბულატორიულ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებში. 1 არაგეგმიური მონიტორინგი სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, 3 ვიზიტი - მცირე საოჯახო ტიპის სახლებში (ხაშური, ბედიანი, მარტყოფი), 1 თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში, 2 არაგეგმიური მონიტორინგი შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში ,,ბარბარე 21’’. სკოლების/სკოლა პანსიონების და ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა 34 ვიზიტი, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში - 1 ვიზიტი; საჯარო სკოლებში - 2 ვიზიტი. 375 I მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჩატარდა საერთაშორისო დაცვის სტატუსის დადგენის პროცედურის მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის მიგრაციის მიზნით, დეპარტამენტში თბილისის შ. - რუსთაველის 10 მონიტორინგი; სახელობის საზღვრის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისის მონიტორინგი; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 1 რეისის მონიტორინგი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის 9 განყოფილების მონიტორინგი; სასაზღვრო პოლიციის 4 სამმართველოს/სექტორის მონიტორინგი; თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის 3 მონიტორინგი. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა საჯარო უწყებების 691 წარმომადგენელთან, რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების 282 წარმომადგენელთან, 114 მასწავლებელთან, 350 ახალგაზრდასა და კერძო კომპანიების 212 თანამშრომელთან. შეხვედრები გაიმართა 6 რეგიონის (აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) 28 მუნიციპალიტეტსა და 16 სოფელში. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, განხორციელდა 3 მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელ დაწესებულებაში, 26 სკოლაში, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ 11 სკოლა-პანსიონში, აქედან 7 შშმ არასრულწლოვანთათვის პროგრამების განმახორციელებელ სკოლა-პანსიონში და ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა-პანსიონში, 20 მცირე საოჯახო ტიპის სახლში, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში, მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ გოგონათა ერთ პანსიონში, მართლმადიდებელ ეკლესიას დაქვემდებარებულ ორ დიდ რეზიდენტულ დაწესებულებაში და ერთ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, 6 მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში და ოცდაოთხსაათიან თავშესაფარში, ძალადობის მსხვერპლთა 5 თავშესაფარში, დედათა და ბავშვთა 5 თავშესაფარში, მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში. გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გაიმართა 271 საინფორმაციო შეხვედრა/სემინარი რეგიონებში მცხოვრებ ქალებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სოციალურ მუშაკებთან, რესურსცენტრისა და რეგიონული სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და გენდერის საბჭოს წევრებთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან. ჩატარდა 3 ტრენინგი მასწავლებელთა სახლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, გენდერულ თანასწორობასა და ძალადობის თემაზე. განხორციელდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 5 თავშესაფრის, 5 კრიზისული ცენტრისა და 4 სკოლის მონიტორინგი. განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებაში 5 ვიზიტი, თავშესაფრებში 2 ვიზიტი. ჩატარდა დედათა და ბავშვთა თავშესაფრების 7 მონიტორინგი, ასევე, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დღის ცენტრის მონიტორინგი. 376 I დანართი #2 - სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმატიული აქტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ უფლებებს ეწინააღმდეგება.1207 2000 წლიდან დღემდე, საქართველოს სახალხო დამცველმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 86 კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა, მათგან 37 - 2018 წლიდან დღემდე პერიოდში.1208 ამ 37 სარჩელიდან ნაწილი უკვე მიღებულია არსებითად განსახილველად (11 საოქმო ჩანაწერი) ან გადაწყვეტილია (2 გადაწყვეტილება სამ სარჩელზე). არსებითად განსახილველად არ მიუღიათ მხოლოდ 3 კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 18 დეკემბრის №459 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმის შედგენა და მისი პერიოდული განახლება. ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ სახალხო დამცველის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა დაექვემდებაროს წინასწარ დაგეგმილ მეთოდოლოგიას. სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმის წყაროა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებები, აპარატის მიერ მომზადებული კვლევები, ანალიტიკური დოკუმენტები და ანგარიშები. 2020-2021 წწ-ში გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, 2020 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია 30 კონსტიტუციური სარჩელი.1209 ქვემოთ წარმოგიდგენთ სახალხო დამცველის მიერ 2021 წელს გაგზავნილ კონსტიტუციურ სარჩელებს, რომლებიც ეხება საპროცესო უფლებებს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა უფლებებს, შეკრების თავისუფლებას, თანასწორობას, პირადი ცხოვრების, უსახლკარო პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს. 1207 გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც ირღვევა მისი კომპეტენცია ან როდესაც კონსტიტუციური დავის საგანია რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობა. 1208 სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის, სარჩელების მომზადებას, დაკომპლექტდა 2019 წელს და სრულფასოვან საქმიანობას შეუდგა 2020 წლიდან. 1209 2020 წელს შევიდა 5 კონსტიტუციური სარჩელი, 2021 წელს - 17, ხოლო, 2022 წლის იანვარ-თებერვალში გაიგზავნა 8 კონსტიტუციური სარჩელი. 377 I I. საპროცესო უფლებების დარღვევა (კონსტიტუციის 31-ე მუხლი) 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. ამ წესით აკრძალულია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება. მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრული ობიექტური, გადამოწმებადი კრიტერიუმების საფუძველზე მიიღება, თვითნებური, მიკერძოებული და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის გამოსარიცხად, აუცილებელია სასამართლო კონტროლს ექვემდებარებოდეს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე (გარდა მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.1210 2. „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ისეთ ფორმებს, როგორებიცაა საკონტროლო შესყიდვა ითვალისწინებს და შესაბამის კონტროლირებადი გარანტიებს, ამ მიწოდება, მაგრამ ოპერატიული კანონი არ ღონისძიებების განხორციელებისას დანაშაულის პროვოკაციის გამოსარიცხად. სახალხო დამცველის შეფასებით, კანონმდებლობა, ამგვარი ღონისძიებების განხორციელებისას, არ აწესებს სასამართლო კონტროლის ეფექტიან მექანიზმს (როგორიც დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით), რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან.1211 II. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევა 1. მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანია საქართველოს პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის ის დებულება, რომელიც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ბლანკეტურად უკრძალავს ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლებას. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს (თანასწორობის უფლება) და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს (ოჯახური 1210 1211 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3JUPrsY > [ბოლოს ნანახია 31.03.2022]. კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3NzfLuJ > [ბოლოს ნანახია 31.03.2022]. 378 I ცხოვრების უფლება).1212 ხელშეუხებლობის სარჩელი მიღებულია არსებითად 1213 განსახილველად. 2. კონსტიტუციურ სარჩელში, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან (თანასწორობის უფლება) და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან (ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) მიმართებით, სადავოდ მიგვაჩნია ის გარემოება, რომ პატიმრობა შეფარდებულ ბრალდებულს შეზღუდული აქვს ხანგრძლივი და ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება. კერძოდ, სადავოდ მიგვაჩნია საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისი ნორმატიული შინაარსი, 171 მუხლის პირველი-მე-7 ნაწილების შესაბამისი ნორმატიული შინაარსი, ასევე, 172 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მე-2 ნაწილის, მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების, მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-8 ნაწილის შესაბამისი ნორმატიული შინაარსი.1214 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულია არსებითად 1215 განსახილველად. 3. საქართველოს პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. მიუხედავად ამისა, იმავე ნორმის მე-2 წინადადების თანახმად, ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. სადავო ნორმა პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს ფართო დისკრეციას, პატიმარს შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი წესები, რომლებიც შემოსაზღვრავდა პროკურორის/გამომძიებლის ამ დისკრეციას, რაც პროკურორის/გამომძიებლის მხრიდან თვითნებობის რისკებს წარმოშობს. კომუნიკაციის ამგვარი აკრძალვა, მნიშვნელოვნად ზღუდავს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) დაცული უფლების 1216 განხორციელებას. 4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მიგვაჩნია საქართველოს პატიმრობის კოდექსის 82ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან (ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) მიმართებით. საქართველოს პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო, „ი“ 1212 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3IUNJq9 > [ბოლოს ნანახია 31.03.2022]. საოქმო ჩანაწერი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3IYv50q > [ბოლოს ნანახია 31.03.2022 1214 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3JVxASt > [ბოლოს ნანახია 31.03.2022]. 1215 საოქმო ჩანაწერი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3iOCG7l > [ბოლოს ნანახია 31.03.2022] 1216 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3iRNEc4 > [ბოლოს ნანახია 31.03.2022]. 1213 379 I ქვეპუნქტით - პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვისა. „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელს კი წარმოადგენს კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას, რომელთა შეზღუდვაც დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.1217 5. კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანია შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით გათვალისწინებული, პატიმრის ე.წ. „დეესკალაციის ოთახში“ მოთავსების წესებისა და პირობების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან („დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“) მიმართებით. სადავო წესების მიხედვით, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, ასევე, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში და წესი, რომლითაც პატიმარი დეესკალაციის ოთახში შესაძლებელია მოთავსდეს შეუზღუდავი რაოდენობით.1218 III. შეკრების თავისუფლების სავარაუდო დარღვევა (კონსტიტუციის 21-ე მუხლი) 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი აწესებს შეზღუდვას და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას კრძალავს ყველა იმ პირისთვის, რომლებიც თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში არიან. ამ პირების ჩამონათვალი ამავე კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტით არის განსაზღვრული და დაყოფილია სახელმწიფო უწყებების მიხედვით. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდა, ამავე შინაარსის ამკრძალვი ნორმები მეორდება ამ უწყებების საქმიანობის მომწესრიგებელ სპეციალურ საკანონმდებლო აქტებში. დასახელებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილია მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა პირთა ფართო წრისათვის, მათ შორის, იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან პასუხისმგებელნი უშუალოდ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე. საზოგადოებრივი უსაფრთხოების 1217 1218 მნიშვნელოვანია, დაცვაზე ამ უწყებებში უშუალოდ სახელმწიფო პასუხისმგებელი პირები, კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Nzhnoh > [ბოლოს ნანახია 31.03.2022]. კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3wgi1kB > [ბოლოს ნანახია 31.03.2022]. 380 I და გაიმიჯნოს ამავე უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალისგან და ამის შესაბამისად დაწესდეს შეკრების უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეკრებებში მონაწილეობის უფლების მქონე სუბიექტთა წრის მზღუდავი ნორმებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება პირთა იმაზე ფართო წრეს ეზღუდება, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის დადგენილი.1219 კერძოდ, კანონმდებლობით ხელშეკრულებით განსაზღვრულ დასაქმებულებისთვის სახელმწიფო და იმ ორგანოებში პირებისთვის, შრომითი რომლებიც არ ახორციელებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, შეკრებებში მონაწილეობის გზით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტს და 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელთა თანახმადაც, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“; „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.1220 2. აქტუალური მოვლენების შესახებ შეხედულებების და მოსაზრებების გამოხატვისას, ხშირად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროულობას, რაზეც არის დამოკიდებული პროტესტის ეფექტიანობა, ხოლო დაყოვნებამ, შესაძლოა, სრულად დაუკარგოს აზრი რეაქციას.1221 სწორედ მსგავსი შესაძლებლობაა სპონტანური შეკრება, რომელიც გარკვეული შემთხვევის/ინციდენტის მყისიერი პასუხია, არ ატარებს წინასწარ დაგეგმილ ხასიათს და ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, არ ჰყავდეს გამოკვეთილი ორგანიზატორი. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ, როდესაც ის ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.1222 თუმცა, იმ პირობებში, როცა კანონი სპონტანური შეკრების ცნებას არ განმარტავს და არც წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებიდან ადგენს რაიმე გამონაკლისს, დროის სიმცირიდან ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, სპონტანური აქციის 1219 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“. 1220 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10748 ; 1221 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილება საქმეზე, „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32. 1222 შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-8 მუხლი, 1-ლი და მე-2 პუნქტები. 381 I ორგანიზებისას, მსგავსი პროცედურის დაცვა შეუძლებელია.1223 პრაქტიკული თვალსაზრისით, ამგვარი მოცემულობა გამორიცხავს სპონტანური შეკრების გამართვის ლეგალურ შესაძლებლობას ტრანსპორტის სავალ ადგილას, ან როდესაც ის ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.1224 IV. თანასწორობის სავარაუდო დარღვევა (კონსტიტუციის მე-11 მუხლი) 1. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირების მიერ საჯარო საქმიანობის შესრულების პერიოდში. ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მხოლოდ საჯარო საქმიანობის შესრულების შემთხვევაში უწყდებათ სოციალური პაკეტის მიღების უფლება, განსხვავებით კერძო კომპანიებში დასაქმებული იმავე სტატუსის მქონე პირებისგან. ამასთანავე, საჯარო საქმიანობის შესრულების შემთხვევაში, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნარჩუნდებათ სოციალური პაკეტის მიღების უფლება, განსხვავებით ამავე საქმიანობის შემსრულებელი ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმებით, არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი წესდება. ამასთანავე, სახელმწიფო ვალდებულია, მაშინაც უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოციალური გარანტიებით, როდესაც ის დასაქმებულია. რაც, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით სრულდება. შესაბამისად, შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან.1225 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულია არსებითად განსახილველად.1226 2. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის დავის საგანია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 1223 შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-5 და მე-8 მუხლები. კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12017 ; 1225 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=11335 ; 1226 საოქმო ჩანაწერი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12941 ; 1224 382 I შეზღუდვა, რომლის მიხედვით, „მოსამსახურეს, რომელსაც უმცროსი სპეციალური წოდება აქვს, შეუძლია სამსახურში 60 წლის ჩათვლით იმსახუროს“. მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება (თანასწორობის სარჩელის საქართველოს 1227 უფლება). არსებითი კონსტიტუციის მხედველობაშია განხილვა უკვე მე-11 მუხლის პირველ მისაღები, რომ კონსტიტუციური გაიმართა, რომლის ამ დროსაც, პუნქტს მოპასუხემ - საქართველოს პარლამენტმა, ცნო კონსტიტუციური სარჩელი. 3. კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის თანახმად, „ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), საკუთრებაში არ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს...“. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული იმპერატიული აკრძალვა, კერძოდ კი, სიტყვები - „...საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს...“ - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.1228 4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში 2020 წლის 22 მაისს შეტანილი ცვლილება, რომლის შედეგად, კანონის მე-3 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც სახელმწიფო ქონების შემძენს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე, ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიგვაჩნია, რომ ეს ნორმა არღვევს სხვა რელიგიური ორგანიზაციების თანასწორობის უფლებას, ვინაიდან მათ გამორიცხავს მსგავსი შესაძლებლობისგან.1229 V. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სავარაუდო დარღვევა (კონსტიტუციის მე-15 მუხლი) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, როგორებიცაა ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი. ვინაიდან, ამ ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რასაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი შესაბამისი საქმე ადასტურებს, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 1227 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=11334 ; კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=11331 ; 1229 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=11963 ; 1228 383 I მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია.1230 VI. უსახლკარო პირთა ღირსების ხელშეუხებლობის სავარაუდო დარღვევა (კონსტიტუციის მე-9 მუხლი) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ჟ“ პუნქტით განსაზღვრული უსახლკარო პირის ცნება1231 ბუნდოვანია და არ ასახავს რეალობაში არსებულ უსახლკარობის ყველა ფორმას. კანონით დადგენილი დეფინიცია ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს მუნიციპალიტეტებს, და ტოვებს მათი მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული უსახლკარო პირთა რეგისტრაციის წესი უსახლკარო პირების დიდ ნაწილს, სათანადო საცხოვრისზე მისაწვდომობის უფლების გარეშე ტოვებს. სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან სრულად გამოირიცხებიან არასათანადო პირობებში მცხოვრები პირები, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრისის ფუნქციის არმქონე სხვადასხვა ადგილებში ან თავს აფარებენ არამყარ ნაგებობებსა და საცხოვრისად გამოუსადეგარ კონსტრუქციებს. ასევე, პირები, რომლებიც საცხოვრისში ცხოვრობენ სამართლებრივი გარანტიების გარეშე და გასახლების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ამავე წესის მიღმა რჩებიან დროებით, ახლობლებთან შეფარებული პირები. ინსტიტუციიდან გამოსვლის მოლოდინში მყოფი პირები, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები. ამ პირებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი და რეალურად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფას, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, არ ენიჭებათ უსახლკარო პირის სტატუსი, რის შედეგადაც კარგავენ თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოვლინებაა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ლახავენ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების უფლებას.1232 VII. თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევა (კონსტიტუციის 33-ე მუხლი) 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ პუნქტებით საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების განხილვისთვის დადგენილია წინაპირობა, რომლის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე 1230 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=11970 ; მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო. 1232 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12277 ; 1231 384 I უნდა იმყოფებოდეს განცხადების წარდგენიდან საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს ორ წლამდე და მოცემულ პერიოდში განმცხადებლის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, თუნდაც მცირე ვადით, გამოიწვევს საერთაშორისო დაცვის შესახებ საქმის შეწყვეტას და მისი მოთხოვნის განხილვაზე უარს. ამ პერიოდში განმცხადებლები საქართველოში ვერ სარგებლობენ რიგი სერვისებით, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის გარკვეული საბანკო მომსახურება, დადგენილი აკრძალვის გამო კი ვერ მიდიან იმ ქვეყანაში, სადაც შეძლებენ საჭირო მომსახურების მიღებას, ასევე ვერ ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას მოკლევადიანი სამუშაოს მიღების მიზნით. სახალხო დამცველის მოსაზრებით, კანონით დადგენილი წესი ხისტია, გარდა „სასიცოცხლო ინტერესისა“, რაც ძირითადად უკავშირდება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს სტატუსის მაძიებელი პირის სხვა ინდივიდუალურ საჭიროებებს და ბლანკეტურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ თავშესაფრის მიღების უფლებას.1233 2. საერთაშორისო სამართლის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია აღიარებს, რომ საქართველო არ დასჯის ლტოლვილებს მის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლისთვის ან ყოფნისთვის. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სახელმწიფო უწყებას. ასეთ შემთხვევაში, იგი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. თუმცა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი საგამონაკლისო წესით თავშესაფრის მაძიებელ პირზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ავრცელებს, იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უკანონოდ შემოსვლისა და ყოფნისთვის თავშესაფრის მაძიებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ თავშესაფრის მიღების უფლებას და ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ კანონიერების პრინციპს.1234 1233 1234 კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=11958 ; კონსტიტუციური სარჩელი ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=11959 . 385 I