„სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
- „სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „სეკიურიტიზაციის შესახებ“, შემდგომში - „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ" (07-2/192, 10.10.2022), და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/192/10, 10.010.2022), გამომდინარე „სეკიურიტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტიდან, შემდგომში -საქართველოს კანონის პროექტიდან „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“(07-2/192/10, 10.10.2022). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
სეკიურიტიზაციის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონით დგინდება სეკიურიტიზაციის ზოგადი ჩარჩო, სეკიურიტიზაციის ცნების
განსაზღვრება და სეკიურიტიზაციაში ჩართული მხარეების მიმართ მოთხოვნები.
2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ
ერთეულთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
3. ამ კანონის 21-ე, 23-ე, 24-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება
ინსტიტუციურ ინვესტორზე, ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორზე, სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნების ადგილის მიუხედავად.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ ან ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებზე.
5. არავის აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში
გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში გამოიყენოს ტერმინი
„სეკიურიტიზაცია“
ან
ამ
ტერმინის
უცხოური
შესატყვისი,
გარდა
ამ
კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ კანონის მიზნებისათვის ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სეკიურიტიზაცია - გარიგება ან გარიგებათა ერთობლიობა, რომლის/რომელთა საფუძველზეც
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული იღებს საბაზისო აქტივებთან
დაკავშირებულ საკრედიტო რისკს საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის,
დერივატივის
დადებით)
და
უშვებს
სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტებს,
რომელთა
ღირებულება ან/და შემოსავლიანობა დამოკიდებულია ამგვარ რისკზე.
ბ)
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეული
-
იურიდიული
პირი
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სეკიურიტიზაცია;
ან
გ) საქართველოში დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, რომლის რეგისტრაციის ან მართვის
ადგილი მდებარეობს საქართველოში. ამ კანონის მიზნებისათვის, სეკიურიტიზაციის ფონდი,
რომელსაც მართავს საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე
მიიჩნევა როგორც საქართველოში დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეული.
დ) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად რეგისტრირებული ან ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია.
ე) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების
მმართველი კომპანია;
ვ) მართვის ადგილი - იურიდიული პირის შემთხვევაში − ადგილი, სადაც მმართველი ორგანო
ფაქტობრივად ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის
არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში − მისი საქმიანობის ადგილი;
ზ) მმართველი ორგანო − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მმართველი ორგანო;
თ) რესეკიურიტიზაცია - სეკიურიტიზაცია, რომლის საბაზისო აქტივებიდან ერთი მაინც არის
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი .
ი) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი – პირი, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული
ინვესტორი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კ) ინიციატორი – იურიდიული პირი/ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც აკმაყოფილებს
ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
კ.ა) თავად ან მასთან დაკავშირებული სხვა იურიდიული პირის/ორგანიზაციული წარმონაქმნის
მეშვეობით პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა თავდაპირველ შეთანხმებაში;
კ.ბ) საკუთარი სახსრებით ყიდულობს მესამე პირის მოთხოვნებს და ახორციელებს მათ
სეკიურიტიზაციას;
ლ) თავდაპირველი შეთანხმება - შეთანხმება, რომლის საფუძველზეც არსებული/პოტენციური
მოვალის
მიმართ
წარმოიშობა
არსებული/პოტენციური
მოთხოვნები,
რომელთა
სეკიურიტიზაციაც ხორციელდება;
მ) თავდაპირველი კრედიტორი - იურიდიული პირი/ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც,
პირდაპირ ან არაპირდაპირ, თავად ან დაკავშირებული იურიდიული პირის/ორგანიზაციული
წარმონაქმნის მეშვეობით დადო თავდაპირველი შეთანხმება;
ნ) ინვესტორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტს;
ო) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი – ჩამოთვლილთაგან რომელიმე ინსტრუმენტი, რომელსაც
უშვებს ან/და იყენებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საბაზისო
აქტივების შეძენის დასაფინანსებლად
ო.ა) სასესხო ფასიანი ქაღალდი;
ო.ბ) სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეული (პაი);
ო.გ) სეკიურიტიზაციის კომპანიის აქცია/წილი;
ო.დ) სესხის აღება.
პ) ინსტიტუციური ინვესტორი – ინვესტორი, რომელიც ჩამოთვლითაგან წარმოადგენს ერთერთს:
პ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ლიცენზირებული კომერციული ბანკი;
პ.ბ) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“
რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
პ.გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო
კომპანია;
პ.დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/
ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ან
რეგისტრირებული/ავტორიზებული
საინვესტიციო კომპანია;
პ.ე)
„ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
ლიცენზირებული საბროკერო კომპანია;
პ.ვ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საპენსიო
სააგენტო;
პ.ზ) „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი;
ჟ) სადამფუძნებლო დოკუმენტი – სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება ან
სეკიურიტიზაციის ფონდის წესები.
რ) საბაზისო აქტივი - მოთხოვნა, მათ შორის, სამომავლო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებული
საკრედიტო რისკის სეკიურიტიზაციაც ხორციელდება;
ს) კონტროლი − მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური
ანგარიშგების
საერთაშორისო
სტანდარტების
შესაბამისად,
რომლებიც
სამოქმედოდ
შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ
ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ
საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ;
ტ) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის კავშირი:
ტ.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20 პროცენტის ან
მეტის ფლობას პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით;
ტ.ბ) კონტროლის მეშვეობით;
ტ.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით;
უ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10 პროცენტის ან მეტის
პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის
მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან ხმის უფლების
ოდენობისა;
ფ)
ვალდებულების
უზრუნველყოფის
ღონისძიებები
-
„ფინანსური
გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ქ) რეჟიმი - „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული რეჟიმი;
ღ) ეროვნული ბანკი - საქართველოს ეროვნული ბანკი;
ყ) გადახდისუუნარობა - მდგომარეობა, როდესაც:
ყ.ა)
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
ან
სეკიურიტიზაციის
განყოფილების აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა
და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში
აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით;
ყ.ბ)
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეული
ან
სეკიურიტიზაციის
განყოფილება ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი
იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული
მნიშვნელობები.
თავი II – სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული
მუხლი 3. ზოგადი დებულებები
1.
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეული
შეიძლება
დაფუძნდეს
სეკიურიტიზაციის კომპანიის ან სეკიურიტიზაციის ფონდის ფორმით.
2. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა
შეიცავდეს მითითებას, რომ იგი საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.
3. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით
შესაძლოა განისაზღვროს რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შესაძლებლობა,
რომლებიც შეესაბამება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებისა და
ვალდებულებების ერთმანეთისგან განცალკევებულ ნაწილებს. რამდენიმე სეკიურიტიზაციის
განყოფილების შექმნის შემთხვევაში:
ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებიდან შეიძლება დაკმაყოფილდეს (მათ შორის,
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ)
მხოლოდ ამ განყოფილებასთან დაკავშირებული ინვესტორთა უფლებები და კრედიტორთა ის
მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნა ამ განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან
ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც სეკიურიტიზაციის
სპეციალურ მიზნობრივ ერთეულში შემავალ ერთზე მეტ სეკიურიტიზაციის განყოფილებას
უკავშირდება,
უნდა
გაიმიჯნოს
და
შესაბამისად
მიეკუთვნოს
სეკიურიტიზაციის
განყოფილებებს ცალ-ცალკე;
ბ) ინვესტორებს შორის ურთიერთობაში სეკიურიტიზაციის თითოეული განყოფილება
დამოუკიდებელ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულად ჩაითვლება, თუ
სადამფუძნებლო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ)
სადამფუძნებლო
დოკუმენტის
ცვლილებისას,
თუ
გადასაწყვეტი
საკითხი
ეხება
ექსკლუზიურად რომელიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებს/ვალდებულებებს,
გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი
განყოფილების წილის/პაის მფლობელებს (სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, აგრეთვე ამ განყოფილების კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს).
4. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი
შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის თანახმადაც სადამფუძნებლო დოკუმენტში გარკვეული
ტიპის ან ნებისმიერი ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს
ცვლილება მიღებულია შესაბამისი უმრავლესობით ან/და ასეთ ცვლილებას დამატებით
ეთანხმება რომელიმე კრედიტორი ან კრედიტორთა ჯგუფი.
5. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს სეკიურიტიზაციის განხორციელება
შეუძლია სასესხო ფასიანი ქაღალდების ან/და ამ
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვების გზით.
კანონით
განსაზღვრული
სხვა
6. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება სხვა საქმიანობა, გარდა
სეკიურიტიზაციის გარიგების განსახორციელებლად ან მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო
საქმიანობისა (მათ შორის, საბაზისო აქტივების შეძენა ან/და მათთან დაკავშირებული რისკების
აღება, საბაზისო აქტივების მართვა და ადმინისტრირება, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების
გამოშვება) და დამხმარე საქმიანობისა (მათ შორის, მომსახურების შეძენა საკუთარი საქმიანობის
ადმინისტრირების ან მხარდაჭერის მიზნით).
მუხლი 4. სეკიურიტიზაციის კომპანია
1.
სეკიურიტიზაციის კომპანია იქმნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოების
ან
სააქციო
საზოგადოების ფორმით.
2. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა განსაზღვრავდეს კომპანიის
მიზანს და შეიცავდეს სეკიურიტიზაციის გარიგების აღწერას (მათ შორის რისკის მიღებასა და
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს), აგრეთვე,
შესაბამის შემთხვევაში, სეკიურიტიზაციის კომპანიისთვის გადაცემული საბაზისო აქტივების
ადმინისტრირების წესებსა და კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.
3. სეკიურიტიზაციის კომპანიას შეუძლია დანიშნოს აქტივების მმართველი კომპანია, რა
შემთხვევაშიც
აქტივების
მმართველ
კომპანიას
ენიჭება
სეკიურიტიზაციის
კომპანიის
ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამისილება.
4. სეკურიტიზაციის კომპანიის რეორგანიზაცია აკრძალულია.
მუხლი 5. სეკიურიტიზაციის ფონდი
1. სეკიურიტიზაციის ფონდი იქმნება სახელშეკრულებო სქემის სახით, რომელსაც მართავს და
წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანია.
2. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი შესაბამისად
ვრცელდება სეკიურიტიზაციის ფონდზეც.
3. სეკიურიტიზაციის ფონდი ფუძნდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მისი წესების
დამტკიცების საფუძველზე. სეკიურიტიზაციის ფონდის წესები უნდა მოიცავდეს სულ მცირე
შემდეგ საკითხებს:
ა) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელწოდებას, მიზანსა და ხანგრძლივობას (შეზღუდული ან
შეუზღუდავი)
ბ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;
გ) სეკიურიტიზაციის ფონდის ადმინისტრირებისა და მართვის წესებს;
დ)
შესაბამის
შემთხვევაში,
შესაძლებლობას;
სეკიურიტიზაციის
ფონდის
განყოფილებების
დაფუძნების
ე) გარემოებებს, რომელთა შემთხვევაშიც მოხდება ან შესაძლოა მოხდეს ფონდის ან მისი
რომელიმე განყოფილების ლიკვიდაცია;
ვ) აქტივების მმართველი კომპანიისა და შესაბამის შემთხვევაში
ინვესტორების შესაბამისი
უფლებებისა და მოვალეობების აღწერას;
ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო ჩანაცვლების შემთხვევაში −
ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას;
თ) რისკების მიღებისა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვების წესებს;
ი) სეკიურიტიზაციის ფონდის წესებში ცვლილების შეტანის პროცედურას.
4. სეკიურიტიზაციის ფონდის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების
შეძენით, იგულისხმება, რომ ინვესტორი ავტომატურად ეთანხმება სეკიურიტიზაციის ფონდის
წესებს.
5. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) ფლობა
დასტურდება
სეკიურიტიზაციის
ფონდის ერთეულის (პაის) მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით, რომელსაც ახორციელებს
აქტივების მმართველი კომპანია ან ნომინალური მფლობელი, თუ აღნიშნული ერთეული (პაი)
რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული.
მუხლი 6. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი
კომპანია
1. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მხოლოდ
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი ინვესტორების
სასარგებლოდ. აქტივების მმართველმა კომპანიამ საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის კუთვნილი აქტივები.
2. აქტივების მმართველი კომპანიისთვის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა)
აქტივების
მართვის
უფლებამოსილების
შეწყვეტა,
აქტივების
მართვის
შესახებ
ხელშეკრულების, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო
დოკუმენტის ან/და კანონის შესაბამისად, იმ პირობით, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის
შემთხვევაში, იგი ჩანაცვლდება სხვა აქტივების მმართველი კომპანიით;
ბ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილება.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან
რამდენიმე
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
მართვის
უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო
სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის
სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან მის ინვესტორებს.
თავი III. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნების შესახებ
შეტყობინება; სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია
მუხლი 7. ეროვნული ბანკისათვის შეტყობინება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულის დაფუძნების შესახებ
1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან მისი სახელით მოქმედი აქტივების
მმართველი კომპანია ვალდებულია, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
მიერ საქმიანობის დაწყებამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შეტყობინება,
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
2. გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შეტყობინება არ
ადასტურებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის შესაბამისობას ამ
კანონის მოთხოვნებთან და საქართველოს ეროვნული ბანკი არ იკვლევს სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ განსახორციელებელი სეკიურიტიზაციის შინაარსს.
3. ეს მუხლი არ ვრცელდება ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ
ერთეულზე, აგრეთვე იმ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე, რომელიც ამ
კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე საჭიროებს ავტორიზაციას.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები ამ
მუხლის შესაბამისად წარსადგენი ინფორმაციისა და შეტყობინების მიმართ.
მუხლი 8. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია
1. ამ კანონის საფუძველზე სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეული, რომელიც
უწყვეტად
უშვებს სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტებს, თუ თითოეულ ემისიასთან დაკავშირებით სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი
ორივე პირობა:
ა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეთავაზება ხდება, მათ შორის, გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორისთვის;
ბ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ნომინალური ღირებულება არ აღემატება 300 000 (სამასი
ათას) ლარს.
2. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული რამდენიმე სეკიურიტიზაციის
განყოფილებისგან შედგება, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის გათვალისწინებული
უნდა იქნეს ყველა სეკიურიტიზაციის განყოფილების სახელით განხორციელებული ემისიები
ჯამურად.
3. სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პირობებს, შესაძლებელია ეროვნული ბანკისგან
ავტორიზაცია მოიპოვოს ნებაყოფლობით.
4. ავტორიზაციის მოპოვების მიზნით განმცხადებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა
წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი;
ბ)
ინფორმაცია სეკიურიტიზაციის კომპანიის ან სეკიურიტიზაციის ფონდის აქტივების
მმართველი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ და დოკუმენტაცია, რომელიც
ადასტურებს მათ შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან;
გ)
ინფორმაცია
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
მომსახურე
კომერციული ბანკის და იმ აქტივების (ლიკვიდური აქტივები ან/და ფასიანი ქაღალდები)
შესახებ, რომელთა შენახვაც მოხდება ამ კომერციული ბანკის მეშვეობით;
დ) სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის ამსახველი ინფორმაცია და დოკუმენტები;
ე) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მნიშვნელოვანი წილის
მფლობელების შესახებ და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათ შესაბამისობას ამ კანონის
მოთხოვნებთან;
ვ) ინფორმაცია თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორისა შესახებ;
ზ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებსა და
მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს უნდა ჰქონდეთ საკმარისად კარგი რეპუტაცია. დამატებით,
ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებს უნდა ჰქონდეთ
საკმარისი გამოცდილება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
6. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ორგანიზაციული
მოწყობა და რესურსები, რათა შეუფერხებლად შეძლოს საქმიანობა და შესაძლებელი იქნეს მისი
ზედამხედველობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
7. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების
მმართველი კომპანია უნდა იყოს ლიცენზირებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ”
საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდური აქტივებისა და
ფასიანი ქაღალდების შენახვა უნდა მოხდეს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ
ბანკში.
9. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დამატებითი
მოთხოვნები
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
საქმიანობის,
აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ, აგრეთვე დააზუსტოს შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის
პირველი პუნქტის მიზნებისათვის ჩაითვლება, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების უწყვეტად
გამოშვებად.
მუხლი 9. ავტორიზაციის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი
1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი
შეადგენს 5 000 (ხუთი ათას) ლარს.
2. ავტორიზაციის მოსაკრებელი გადაიხდევინება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკებში,
დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
5.
ავტორიზაციის
მოსაკრებელი
სახელმწიფო
ბიუჯეტში
ირიცხება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდევინებული
ავტორიზაციის მოსაკრებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 10. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციაზე უარის თქმა
1. საქართველოს ეროვნული ბანკი არ დააკმაყოფილებს სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი
საფუძველი:
ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის
საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით
დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სეკიურიტიზაციის კომპანიას ან
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანიასა და,
მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ
კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება;
გ) არსებობს ავტორიზაციის შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძველი „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 1 თვის
ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ავტორიზაციის თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განაცხადის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებელს
დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს
სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი.
მუხლი
11.
ავტორიზებულ
სეკიურიტიზაციის
სპეციალურ
მიზნობრივ
ერთეულთან
დაკავშირებული ცვლილება
1. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა წინასწარ უნდა
შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების
შესახებ, თუ ეს ცვლილება ეხება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ავტორიზაციის პირობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია,
თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში
განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ
საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე.
3. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან
მმართველი ორგანოს წევრის ცვლილება, აგრეთვე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანიის ან სადამფუძნებლო
დოკუმენტის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული
ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს
სამართლებრივი აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 12. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ავტორიზებული
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი და თავისი ოფიციალური
ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და საქართველოს
ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
2. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და მის თითოეულ
განყოფილებას სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრში უნდა
მიენიჭოთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.
3. რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის სახელწოდება, სტატუსი (ავტორიზებული), აქტივების მმართველი
კომპანია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ინფორმაცია მის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის
მიმდინარეობის შესახებ.
4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან
ან მის განყოფილებასთან დაკავშირებული რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრის მეშვეობით ეროვნული ბანკი აგრეთვე აქვეყნებს იმ
არაავტორიზებული
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულების
სიას,
რომლებთან დაკავშირებით ამ კანონის მე-7 პუნქტის შესაბამისად განხორციელდა ეროვნული
ბანკისათვის შეტყობინება.
6. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ამ მუხლით გათვალისწინებულ
რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იქნეს განხილული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
მიერ
გამოშვებული
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ხარისხის შეფასებად ან დასტურად.
თავი IV. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია
მუხლი 13. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ლიკვიდაციის დაწყება; ლიკვიდაციის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებანი
ერთეულის
1. ამ თავით წესრიგდება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულისა
და
მისი
განყოფილების
ლიკვიდაციასთან
დაკავშირებული
საკითხები.
არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი
განყოფილების ლიკვიდაციაზე, ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით, ვრცელდება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“
საქართველოს
კანონითა
და,
შესაბამის
შემთხვევაში,
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით
დადგენილი დებულებები.
2. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის
დაწყების საფუძველებია:
ა) გადახდისუუნარობა (გარდა რამდენიმე განყოფილებისგან შედგენილი სეკიურიტაზიის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა);
ბ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში - მისი დაშლის რეგისტრაცია მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით;
გ) სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო
დოკუმენტით - პაის მფლობელთა ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული
გადაწყვეტილება.
3. დასაშვებია ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაცია თავად სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის ან მისი სხვა განყოფილების ლიკვიდაციის გარეშე. სეკიურიტიზაციის
განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია:
ა) გადახდისუუნარობა;
ბ) სეკიურიტიზაციის განყოფილების წილის/პაის მფლობელთა ან სხვა უფლებამოსილი პირის
(პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ამას ითვალისწინებს სადამფუძნებლო
დოკუმენტი.
4. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან მის განყოფილებას შესაბამისი
კრედიტორის მიმართვის საფუძველზე გადახდისუუნაროდ აცხადებს საქართველოს ეროვნული
ბანკი. სეკიურიტიზაციის განყოფილების გადახდისუუნაროდ გამოცხადების მიზნებისათვის
გაითვალისწინება უშუალოდ ამ განყოფილების აქტივები და ვალდებულებები.
5.
გარდა
ამ
მუხლის
სეკიურიტიზაციის
მე-6,
მე-7
სპეციალური
პუნქტებით
მიზნობრივი
გათვალისწინებული
ერთეულის
ან
მისი
შემთხვევებისა,
განყოფილების
ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია, ან, იმ სეკიურიტიზაციის კომპანიის
შემთხვევაში,
რომელსაც
არ
ჰყავს
დანიშნული
აქტივების
მმართველი
კომპანია
-
სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული პირი. სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ
დანიშნული ლიკვიდატორი სარგებლობს იმავე უფლებებით და ეკისრება იგივე მოვალეობები,
რომლებიც აქვთ მმართველი ორგანოს წევრებს.
6. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიკვიდატორი
ჩაანაცვლოს თავის მიერ დანიშნული ლიკვიდატორით, თუ ლიკვიდაციის პროცესში ირღვევა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
7. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების
ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია გადახდისუუნარობა ან, სეკიურიტიზაციის კომპანიის
შემთხვევაში - იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე
სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი.
8. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ ლიკვიდატორზე გადადის შესაბამისად ლიკვიდაციის
პროცესში მყოფ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან სეკიურიტიზაციის
განყოფილებასთან დაკავშირებით სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და
მისი
აქტივების
მმართველი
კომპანიის
ყველა
ორგანოს
სრული
უფლებამოსილება.
ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.
9. ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება შესაბამისად ლიკვიდაციის პროცესში მყოფი
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების
მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება.
10.
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
ან
სეკიურიტიზაციის
განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იმავე დღეს
სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
11. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები არ ვრცელდება ავტორიზებულ
სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ
კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით დაადგინოს სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულისა
და
სეკიურიტიზაციის
განყოფილების
ლიკვიდაციის
მარეგულირებელი დამატებითი წესები.
12.
ლიკვიდაციის
დასრულებამდე
ლიკვიდაციის
პროცესში
მყოფ
სეკიურიტიზაციის
სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე ან სეკიურიტიზაციის განყოფილებაზე ვრცელდება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
13. ამ თავის მე-14-მე-17 მუხლებით დადგენილი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულის ლიკვიდაციის მარეგულირებელი დებულებები შესაბამისად აგრეთვე ვრცელდება
სეკიურიტიზაციის განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციაზე.
მუხლი 14. ლიკვიდატორის უფლებები და მოვალეობები
1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყებისა და
ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდსა
და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
2. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება „საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეში“
და
ეროვნული
ბანკის
ვებ-გვერდზე
გამოაქვეყნოს
ამ
გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. ეს განცხადება განმეორებით უნდა
გამოქვეყნდეს მისი პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. კრედიტორებმა ლიკვიდატორს
შესაბამისი განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და
საფუძვლების მითითებით.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციისთვის, მისი აქტივების
განკარგვისა და ინვესტორთა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. საკუთარი
ფუნქციების
შესრულებისას
ლიკვიდატორი
უნდა
მოქმედებდეს
სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ
ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე
მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის
უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს
ვალდებულებათა
გადაცემას.
თუ
აქტივის/ვალდებულების
გადაცემისას
საჭიროა
კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/ მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ
დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის
გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი თანხმობა
ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის/მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ
აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების
მიმართ არსებული პირობები.
5. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების,
საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და
ვალდებულებითი უფლება.
6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს
ლიკვიდატორის
დანიშვნამდე
1
წლის
განმავლობაში
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის სახელით განხორციელებული შემდეგი ქმედებები და მოითხოვოს მათი
ბათილობა:
ა) ქმედება, რომლის მიზანია სალიკვიდაციო მასის შემცირება, სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვა ან გადამალვა ლიკვიდაციისას
კრედიტორებისთვის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მისაღწევად;
ბ)
ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაცემა, რაც
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
ლიკვიდაციის
დაწყებამდე
განხორციელდა და რისი შედეგიცაა სალიკვიდაციო მასის მოცულობის/ღირებულების
შემცირება;
გ) ქმედება, რომელიც დადგენილი წესით კრედიტორების დაკმაყოფილებას ხელს უშლის, ან/და
ქმედება, რომელიც კრედიტორს ისეთ უპირატესობას ანიჭებს, რომელიც მას ამ ქმედების გარეშე
არ ექნებოდა, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების
ვადაც არ დამდგარა, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება გათვალისწინებული იყო ძირითადი სავალო
ხელშეკრულების დადებისას.
მუხლი 15. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა
1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია დასრულდება
ლიკვიდაციის დაწყებიდან 6 თვის ვადაში.
2.
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
ლიკვიდატორის
მოთხოვნის
საფუძველზე
ლიკვიდაციისთვის დადგენილი ვადა გააგრძელოს ერთჯერადად, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის
მე-2 პუნქტით დადგენილი ვადისა, თუ ეს აუცილებელია ლიკვიდაციის პროცესის
დასასრულებლად და ინვესტორების ინტერესების დასაცავად.
მუხლი 16. აქტივების განაწილება
1. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
აქტივები კრედიტორებსა და სხვა პირებზე გაანაწილოს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების
მოთხოვნათა დაცვით, თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
სადამფუძნებლო დოკუმენტით ან მის მიერ დადებული ხელშეკრულებით (მათ შორის,
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ემისიის პირობებით), ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6 და
მე-8 პუნქტების შესაბამისად, აქტივების განაწილების სხვა წესი არ არის დადგენილი.
2. თითოეული უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნიდან,
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ
შორის, უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა ან მოთხოვნის ნაწილი, რომელიც ვერ
დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისი
ოდენობის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი
მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება) დაკმაყოფილდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის
მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები,
რომლებიც წარმოიშვა სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის
დაწყების შემდეგ;
ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის მიმართ
მოთხოვნები (მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნები).
არსებული სხვა
3. თუ არსებული აქტივები საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად უნდა
დაკმაყოფილდეს
პროპორციულად.
ამ
რიგის
თითოეული
კრედიტორის
მოთხოვნის
მოცულობის
4. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად
დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის
მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებობს საკმარისი აქტივები წინა რიგის მოთხოვნათა
სრულად დასაკმაყოფილებლად და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ
ადგება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ დარჩენილი გაუნაწილებელი აქტივები
განაწილდება წილის/პაის მფლობელებზე მათი წილის/პაის პროპორციულად.
5.
იმ
კრედიტორისათვის
ლიკვიდატორისათვის
განკუთვნილ
ცნობილია
და
თანხას,
რომელმაც
რომლის
დადგენილ
არსებობის
თაობაზეც
ვადაში
წარადგინა
არ
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავისი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და
საფუძვლების მითითებით, ლიკვიდატორი განათავსებს კომერციულ ბანკში აღნიშნული
კრედიტორის სახელზე გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. თუ კრედიტორი კომერციულ ბანკს
სამი წლის განმავლობაში არ მიმართავს, აღნიშნული თანხა ამ მუხლის შესაბამისად სხვა პირებზე
გადანაწილდება.
მუხლი 17. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშის წარდგენა
1. ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და
საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებიდან ან/და ყველა
აქტივის გასხვისებიდან 1 თვის ვადაში.
2. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიღების
შემდეგ გამოსცემს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის
პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3. სეკიურიტიზაციის კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემულ
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის
კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი
ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
თავი V. სეკიურიტიზებული რისკები
მუხლი 18. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ რისკის აღება
1. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული
საკრედიტო რისკების მიღება შეუძლია ამ აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის,
დერივატივის დადებით). ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სეკიურიტიზაციის
გარიგება არ ჩაითვლება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
საქმიანობად.
2. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს შეუძლია შეიძინოს ან, ამ კანონის მე-20
მუხლის მე-3 პუნქტის პირობების დაცვით, მესამე პირებს დაუთმოს არსებული ან სამომავლო
მოთხოვნები ერთი ან რამდენიმე ტრანზაქციის ფარგლებში ან უწყვეტად.
3.
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსის
295-ე
მუხლით
დადგენილი
შეზღუდვების
გათვალისწინებით, არსებული მოთხოვნის (მათ შორის, იმ მოთხოვნის, რომელიც წარმოიშვა,
მაგრამ ვადამოუსვლელია) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის ან
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ დათმობა ხელშეკრულების
მხარეთა შორის და მესამე პირების მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის დათმობის თაობაზე
მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული.
4. სამომავლო მოთხოვნა, რომელიც არ არის წარმოშობილი ხელშეკრულების დადების
მომენტისათვის, მაგრამ შესაძლოა წარმოიშვას მომავალში, ასევე ექვემდებარება დათმობას, თუ
მისი წარმოშობის ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა მომენტში შესაძლებელი იქნება
მისი იდენტიფიცირება.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების
გათვალისწინებით, სამომავლო მოთხოვნის დათმობა პირობითია და დამოკიდებულია
მოთხოვნის წარმოშობაზე, თუმცა, როდესაც მოთხოვნა წარმოიშობა, მოთხოვნის დათმობა
ხელშეკრულების მხარეთა შორის და მესამე პირების მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის
დათმობის
თაობაზე
მხარეთა
მიერ
ხელშეკრულების
დადების
მომენტიდან,
თუ
ამ
ხელშეკრულებით სხვა რამ არის განსაზღვრული. ეს წესი აგრეთვე გავრცელდება მოთხოვნის
დათმობის თაობაზე ხელშეკრულების დადებასა და მოთხოვნის წარმოშობას შორის პერიოდში
ინიციატორის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში.
6. საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.
ხელშეკრულება ან ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დამოწმდეს
კანონით დადგენილი წესით. თუ მხარეები ხელშეკრულებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ
ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ ხელშეკრულების ან მხარეთა
ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება არ მოითხოვება. დაუშვებელია საბაზისო აქტივის
გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ფორმის მიმართ დამატებითი მოთხოვნების დაწესება.
7. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე (მხარეები) მოქმედებდა
(მოქმედებდნენ) არაკეთილსინდისიერად ან კრედიტორთა ერთ ჯგუფს მეორესთან შედარებით
განზრახ ანიჭებდა (ანიჭებდნენ) უპირატესობას, საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ამ
კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება არის ნამდვილი როგორც მხარეთა შორის, ისე
მესამე პირების მიმართ და:
ა) იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს ცალმხრივად რომელიმე მხარის ან სხვა პირის მიერ რაიმე
მიზეზით შეცილებას, გაბათილებას, შეწყვეტას მოშლას ან ცვლილებას;
ბ) ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის კრედიტორებს არ აქვთ რაიმე უფლება
გადაცემულ საბაზისო აქტივებზე;
გ)
იგი არ შეიძლება სადავო გახადოს ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის
ლიკვიდატორმა, დროებითმა ადმინისტრატორმა, სპეციალურმა მმართველმა, მეურვემ,
გაკოტრების მმართველმა/რეაბილიტაციის მმართველმა ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე
ნებისმიერმა სხვა პირმა.
8. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის დათმობილი მოთხოვნა
ხდება მისი საკუთრება მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის
მომენტიდან, მიუხედავად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ
ხელშეკრულებით
ნაკისრი
ვალდებულებისა
ინიციატორისათვის
აღნიშნული
მოთხოვნის
(ასეთის
არსებობისას)
სამომავლოდ
ხელახლა
დათმობასთან
დაკავშირებით.
დაუშვებელია ასეთი ვალდებულების არსებობის გამო მოთხოვნის დათმობის თაობაზე
ხელშეკრულების მოჩვენებით ან თვალთმაქცურ ხელშეკრულებად მიჩნევა.
9. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის მოთხოვნის დათმობის
ნამდვილობისათვის არ მოითხოვება მოვალის წინასწარი თანხმობა, თუ მოვალესა და
ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს შორი დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 269-ე და 295-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების
გათვალისწინებით, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის მოთხოვნის
დათმობასთან ერთად სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე გადადის
მოთხოვნის როგორც სანივთო, ისე ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის
საშუალებები, გარანტიები და სხვა უფლებები, ყოველგვარი დამატებითი ფორმალობების
დაცვის გარეშე.
მუხლის 19. რესეკიურიტიზაციის აკრძალვა
1. სეკიურიტიზაციის გარიგების საბაზისო აქტივი არ შეიძლება იყოს სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტი,
გარდა
ამ
მუხლის
მე-2
და
მე-3
პუნქტებით
გათვალისწინებული
გამონაკლისებისა.
2. რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებია, თუ აღნიშნული საჭიროა ერთ-ერთი
ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევისთვის:
ა) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციის
მიზნებისთვის;
ბ) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის
გასაგრძელებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი ლიკვიდაცია;
გ) ინვესტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, როდესაც სეკიურიტიზაციის საბაზისო აქტივები
უმოქმედოა.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დააზუსტოს ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები ან დაადგინოს დამატებითი შემთხვევები, როდესაც
რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებად ჩაითვლება.
მუხლი 20. რისკების მართვა
1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული უფლებამოსილია თანხების
შეგროვების, ამოღების ან საბაზისო აქტივების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა
მომსახურების (გარდა პორტფელის მართვისა) შეძენის მიზნით ხელშეკრულება დადოს
ინიციატორთან ან სხვა პირთან. ინიციატორის ან სხვა პირის მიერ აღნიშნული მომსახურების
მიწოდება არ საჭიროებს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ
ლიცენზიას ან ნებართვას.
2. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ამ მუხლის პირველ პუნქტში
მითითებულ მომსახურების გამწევს პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს, მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია საკუთარი მომსახურების გაწევის
ფარგლებში შეგროვებული ან ამოღებული სახსრები გამიჯნოს საკუთარი და სხვა კლიენტების
აქტივებისგან. ამგვარი გამიჯვნით მკაფიოდ უნდა იდენტიფიცირდებოდეს სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრები და აწარმოოს
მათთან დაკავშირებით დეტალური ჩანაწერები.
3. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საბაზისო აქტივების
გასხვისება, გარდა სადამფუძნებლო დოკუმენტის ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების
ემისიის პირობებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი პირობები უნდა
ითვალისწინებდეს,
სულ
მცირე,
საბაზისო
აქტივების
გასხვისებასთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილების მიღების პროცედურას და მათი გასხვისების პირობებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გამწევი პირის მიმართ,
რომელიც მომსახურების გაწევის ფარგლებში შეგროვებული ან ამოღებული ფულადი სახსრების
საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივების გამიჯვნას ახორციელებს, რეჟიმის ამოქმედების
შემთხვევაში, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული უფლებამოსილია
მოითხოვოს აღნიშნული ფულადი სახსრების მისთვის გადაცემა და აღნიშნულს სადავოდ ვერ
გახდის ლიკვიდატორი, დროებითი ადმინისტრატორი, სპეციალური მმართველი, მეურვე,
გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე
ნებისმიერმა
სხვა
პირი.
დაუშვებელია
აღნიშნული
სახსრების
მიმართ
აღსრულების
ღონისძიებების გამოყენება მომსახურების გამწევი პირის მიმართ არსებული ნებისმიერი სხვა
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
5. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საკუთარი აქტივების
გამოყენება ნებისმიერი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც
აღნიშნული
ემსახურება
ინვესტორების
ინტერესებს
ან
კონკრეტული
სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის არსიდან გამომდინარეობს.
მუხლი 21. რისკების შენარჩუნება
1. სეკიურიტიზაციის გარიგების ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი, მუდმივად უნდა
ფლობდნენ სეკიურიტიზაციის მატერიალურ წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ს
ოდენობით.
2. თუ ინიციატორი და თავდაპირველი კრედიტორი ერთმანეთში არ არიან შეთანხმებულნი, ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ეკისრება
ინიციატორს.
3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 5%-ის საკრედიტო რისკის
მიტიგაცია ან ჰეჯირება; აგრეთვე, მისი განაწილება ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს
შორის.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის, სუბიექტი ვერ ჩაითვლება ინციატორად, თუ მისი დაფუძნებისა და
საქმიანობის ერთადერთი მიზანია მოთხოვნების სეკიურიტიზაცია.
5. ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტით ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი 5%-ის გაანგარიშების
მეთოდოლოგიას.
თავი VI. ინვესტორების, კრედიტორებისა და სხვა პირთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 22. ინვესტორები, კრედიტორები და სხვა პირები
1.
ინვესტორებისა
და
კრედიტორების
მოთხოვნის
უფლება
ვრცელდება
მხოლოდ
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებზე. თუ ეს უფლებები
უკავშირდება
სეკიურიტიზაციის
განყოფილებას
ან
წარმოიქმნა
სეკიურიტიზაციის
განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მაშინ
ისინი ვრცელდება მხოლოდ აღნიშნული განყოფილების აქტივებზე.
2. თუ ამას ითვალისწინებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
სადამფუძნებლო დოკუმენტი ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ემისიის პირობები,
სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს შეუძლია გამოუშვას სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტები, რომელთა ღირებულება ან შემოსავლიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ
სეკიურიტიზაციის განყოფილებასთან (განყოფილებებთან), აქტივებთან ან რისკებთან ან
რომელთა
დაფარვა
დამოკიდებულია
სხვა
ინსტრუმენტების,
გარკვეული
კატეგორიის
მოთხოვნების, აქციების, წილების ან ერთეულების დაფარვაზე.
3. ნებისმიერი საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად, თუ სეკიურიტიზაციის კომპანიას
გამოშვებული აქვს სხვადასხვა კლასის წილები/აქციები, მათგან გამომდინარე შესაბამისი ხმის
უფლება განისაზღვრება განთავსებულ კაპიტალში აღნიშნული წილების/აქციების ხვედრითი
წილის პროპორციულად. სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე ხმის უფლებები
(ასეთის არსებობისას) განისაზღვრება მთლიან ვალში მათი ხვედრითი წილის პროპორციულად.
4. სადამფუძნებლო დოკუმენტი და ნებისმიერი ხელშეკრულება (მათ შორის, სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტების ემისიის პირობები), რომლის მხარეც სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულია, შეიძლება ითვალისწინებდეს პირობებს, რომელთა საფუძველზეც
პარტნიორები/პაის მფლობელები, ინვესტორები ან/და კრედიტორები თანხმობას აცხადებენ,
თავიანთი
მოთხოვნების
დაკმაყოფილება
დაუქვემდებარონ
სხვა
პარტნიორების/პაის
მფლობელების, ინვესტორების ან/და კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ან/და უარს
ამბობენ თავიანთ უფლებაზე (ან თანხმდებიან მის შეზღუდვას), მოითხოვონ სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების მიმართ რეჟიმის
ამოქმედება (მათ შორის, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რეჟიმის ამოქმედებაზე) ან მისი
აქტივების მიმართ -
ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. ამ
პირობების საწინააღმდეგოდ აღძრული ნებისმიერი წარმოება დაუშვებლად უნდა იქნეს
გამოცხადებული.
5. სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას, რომლის საფუძველზეც
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან რომელიმე განყოფილების მიმართ
რეჟიმის ამოქმედების მოთხოვნის (მათ შორის, რეჟიმის ამოქმედებაზე გადაწყვეტილების
მიღების) უფლება მიენიჭება რომელიმე კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს, სხვა ნებისმიერი
პირის (მათ შორის, პარტნიორების) გამორიცხვით.
6. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის დადებული
ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს, რომ რეჟიმის მიმდინარეობისას კრედიტორთა
დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილ აქტივებზე ან მათ ნაწილზე სრული უფლება ინიციატორს
გადაეცემა.
7.
სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტების
გამოშვების
პირობები
სავალდებულოა
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის, შესაბამისი ინვესტორებისა და
მესამე პირებისთვის, მათ შორის ერთი ან მეტი განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედებისას,
იმ კრედიტორთა უფლებების გათვალისწინებით, რომლებზეც აღნიშნული პირობები არ
ვრცელდება. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება ნებისმიერ პირობაზე, რომელზეც თანხმდებიან
კრედიტორები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
მუხლი 23. მოთხოვნები ინსტიტუციური ინვესტორების მიმართ
1. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე, ინსტიტუციურმა ინვესტორმა, გარდა
ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა, უნდა გადაამოწმოს რომ:
ა) თუ ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი არ არის კომერციული ბანკი ან
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ინიციატორის ან თავდაპირველი კრედიტორის მიერ გაცემული
სესხები ეფუძნება ჯანსაღ და მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და სესხის დამტკიცების,
შესწორების, განახლებისა და დაფინანსების მკაფიოდ დადგენილ პროცესებს; აგრეთვე,
აღნიშნულ ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს დანერგილი აქვს შესაბამისი სისტემები,
რათა
გამოყენება
მოვალის
გადახდისუნარიანობის საფუძვლიანი შეფასებისათვის ამ კანონის 24-ე მუხლის
პუნქტით დადგენილი პრინციპების შესაბამისად;
პირველი
ბ)
უზრუნველყოს
ამ
კრიტერიუმებისა
ინიციატორს/თავდაპირველ
კრედიტორს
და
ამ
პროცესების
კანონის
21-ე
მუხლის
შესაბამისად
შენარჩუნებული აქვს მატერიალური წმინდა ეკონომიკური ინტერესი და აღნიშნული
გამჟღავნებულია ინსტიტუციური ინვესტორისათვის;
გ) ინიციატორი ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ამჟღავნებს ამ
კანონის 26-ე მუხლით დადგენილ ინფორმაციას ამავე მუხლით დადგენილი წესებითა და
პირობებით;
დ) უმოქმედო მოთხოვნების შემთხვევაში, ამ მოთხოვნების შერჩევისა და შეფასების ადეკვატური
სტანდარტებია გამოყენებული.
2. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე, ინსტიტუციურმა ინვესტორმა, გარდა
ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა, უნდა შეაფასოს ტრანზაქციასთან
დაკავშირებული რისკები. აღნიშნული შეფასება სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ცალკეული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის და საბაზისო აქტივების რისკების შეფასებას;
ბ) სეკიურიტიზაციის გარიგების დეტალების შეფასებას, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი
გავლენა
იქონიოს
სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტის
შემოსავლიანობაზე;
მათ
შორის,
გადახდების რიგითობის და მასთან დაკავშირებული გარემოებების, საკრედიტო ხარისხის
გაუმჯობესების მექანიზმების, ლიკვიდურობის გაუმჯობესების მექანიზმების, საბაზრო
ღირებულების განმსაზღვრელი საკითხებისა და ტრანზაქციით განსაზღვრული დეფოლტის
შემთხვევების შეფასებას.
3. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე, ინსტიტუციურმა ინვესტორმა, გარდა
ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა, უნდა:
ა) დანერგოს შესაბამისი წერილობითი პროცედურები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის რისკის პროფილს და შესაბამის შემთხვევაში მის პორტფელს,
რათა მუდმივად უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შესაბამისობის,
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის და საბაზისო აქტივების შემოსავლიანობის მონიტორინგი.
ბ) შეძლოს ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე მისთვის დემონსტრირება, რომ მას
სრულყოფილად ესმის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი და რომ დანერგილი აქვს ამ
ინსტრუმენტების ფლობასთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის, ამ მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეფასებების გაკეთებისთვის და შესაბამისი ჩანაწერების
წარმოებისთვის საჭირო ყველა პოლიტიკა და პროცედურა.
4. ინსტიტუციურმა ინვესტორმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე მასზე
დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით შეიძლება დაავალოს სხვა პირს,
თუ ამ პირს გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და იგი დამოუკიდებელია ინიციატორისგან /
თავდაპირველი კრედიტორისგან. დავალების მიუხედავად, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული
ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა რჩება დავალების გამცემ
ინსტიტუციურ ინვესტორს.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დააზუსტოს ან/და დააზუსტოს ამ
მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 24. სესხის გაცემის კრიტერიუმები
1. ინიციატორებმა და თავდაპირველმა კრედიტორებმა იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნებთან
მიმართებით, რომელთა სეკიურიტიზაციაც განხორციელდება, უნდა გამოიყენონ ისეთივე
მკაფიოდ
განსაზღვრული
და
ჯანსაღი
კრიტერიუმები,
როგორსაც
იყენებენ
სხვა
სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ. ინიციატორებსა და თავდაპირველ კრედიტორებს
უნდა გააჩნდეთ ეფექტური სისტემები ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმებისა და პროცესების
დანერგვის მიზნით, რათა უზრუნველყონ მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი
შეფასება და ყველა იმ შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინება, რომლებზე დაყრდნობითაც
მოწმდება მოვალის მიერ სასესხო/საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნებზე, რომლებიც
იყო უმოქმედო ინიციატორის მიერ მათი მესამე პირისგან შეძენის დროს. ამ შემთხვევაში,
ინიციატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული მოთხოვნების შერჩევისა და შეფასების
ჯანსაღი სტანდარტები იქნეს გამოყენებული.
3. თუ ინიციატორი მესამე პირისგან შეიძენს მოთხოვნებს და ახორციელებს მათ შემდგომ
სეკიურიტიზაციას, მან უნდა გადაამოწმოს, რომ პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ
მონაწილებდა თავდაპირველი ხელშეკრულების დადებაში, აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი
პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი
25.
სეკიურიტიზაციის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტის
შეთავაზება
გაუთვითცნობიერებელი
1. დაუშვებელია პირის (მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის)
მიერ
სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტის
გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორისათვის
შეთავაზება ან/და მიყიდვა, გარიგებაში კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების
მმართველი კომპანიის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, მონაწილეობის
გარეშე.
2. კომერციულმა ბანკმა, საბროკერო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ (მათ შორის,
კლიენტის სახელით ან/და სასარგებლოდ მოქმედებისას), საინვესტიციო კომპანიამ და
ავტორიზებულმა სეკიურიტიზაციის კომპანიამ არ უნდა შესთავაზოს ან/და მიჰყიდოს
გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი, თუ არ სრულდება
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:
ა) მან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გაუთვითცნობიერებელ
ინვესტორთან დაკავშირებით ჩაატარა შესაბამისობის შეფასება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განხორციელებული შეფასებით მიღებული
შედეგები
ადასტურებს,
რომ
სეკიურიტიზაციის
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის;
გ)
იგი
დაუყოვნებლივ
წერილობით
ატყობინებს
ინსტრუმენტი
გაუთვითცნობიერებელ
შესაბამისია
ინვესტორს
შესაბამისობის შეფასების შედეგების შესახებ.
დ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ერთ ან
რამდენიმე სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტში არ აღემატება 10 000 ლარს.
მუხლი 26. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვება და მოთხოვნები გამჭვირვალობასთან
დაკავშირებით
1. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეთავაზება ან/და მიყიდვა გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორისთვის, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ნომინალური ღირებულება არ
აღემატება 300 000 (სამასი ათას) ლარს, დასაშვებია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების
შესრულების შემთხვევაში:
ა) საბაზისო აქტივი არის იმ სესხებიდან/კრედიტებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც
გაცემულია კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ;
ბ) სეკიურიტიზაციის ფარგლებში გამოშვებულ ინსტრუმენტებს მიღებული აქვს საკრედიტო
რეიტინგი.
2. ინიციატორმა ან სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა პოტენციურ
ინვესტორებს (მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში), ინვესტორებსა და ეროვნულ ბანკს უნდა
გაუმჟღავნოს, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, სულ მცირე
შემდეგი ინფორმაცია:
ა) სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის ამსახველი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელიც
საჭიროა ტრანზაქციის შინაარსის ანალიზისათვის;
ბ) პერიოდული ინფორმაცია საბაზისო აქტივების შესახებ.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ინიციატორის ან
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ ინფორმაციის გამჟღავნებასთან
და ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.
თავი VII. ზედამხედველობის განხორციელება
მუხლი 27. ეროვნული ბანკი უფლებამოსილება
1. ეროვნული ბანკი ახორციელებს:
ა)
ავტორიზებული
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის,
ზედამხედველობას;
ბ)
არაავტორიზებული
ინსიტიტუციური
სეკიურიტიზაციის
ინვესტორების,
თავდაპირველი
კრედიტორებისა
და
ინიციატორების
ზედამხედველობას მათი ამ კანონის მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით.
2. ეროვნული ბანკი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის,
ამ
კანონისა
ზედამხედველობას
და
სხვა
ახორციელებს
საკანონმდებლო-ნორმატიული
რისკებზე
დაფუძნებული
აქტების
საფუძველზე,
მიდგომით.
კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია
საკუთარი
(მათ
შორის,
კონფიდენციალური);
ბ) ადგილზე შეამოწმოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეული;
გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
შეწყვეტა,
თუ
ეს
ქმედებები
დ) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან აქტივების
მმართველი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და
მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;
ე) პირს დააკისროს სანქციები;
ვ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია;
ზ) განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია და
გააუქმოს მისი ავტორიზაცია;
თ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;
ი) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
კ)
განახორციელოს
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებული
სხვა
უფლებამოსილებები.
3. თუ ინსტიტუციური ინვესტორი, ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი არის
სადაზღვევო კომპანია, ამ კანონის მე-19, 21-ე, 24-ე მუხლებსა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან
(გარდა შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემისა), აგრეთვე ამ კანონის 29-ე მუხლთან
შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს წესები ამ
თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
მუხლი 28. ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ავტორიზაციის გაუქმება.
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ავტორიზაცია გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:
ა) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა
აქტივების მმართველმა კომპანიამ
ეროვნულ ბანკს წარუდგინა თხოვნა სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;
ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა
აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ავტორიზაცია მოიპოვა ეროვნული ბანკისთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა
უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე;
გ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის
პირობებს;
დ)
სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა
აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო
სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები);
ე) სეკიურიტიზაციის ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის უფლებამოსილების შეწყვეტის
შემდეგ დანიშნული არ იქნა სათანადო შემცვლელი ამ კანონის შესაბამისად;
ვ) დაიწყო სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია.
2. ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს
ეკრძალება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის
ნებადართული საქმიანობის განხორციელება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ასეთ
სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული
ტიპის
საქმიანობის/ოპერაციების
განხორციელება
(მათ
შორის,
აუკრძალოს
ახალი
სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის განხორციელება).
მუხლი 29. ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების
დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია
(ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და
შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს და ითვალისწინებდეს შესაბამისი
დარღვევის გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სეკიურიტიზაციის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სეკიურიტიზაციის გარიგება წარმოადგენს დაფინანსების მაძიებელი სუბიექტისათვის საბანკო
დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროს. საქართველოში დაფინანსების მოპოვების
მსურველი სუბიექტები, დაფინანსების სხვა წყაროების სიმწირის გამო, დაფინანსების მთავარ
წყაროდ
განიხილავენ
კომერციული
ბანკების
სესხებს,
თუმცა
კაპიტალის
ბაზრის
განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იზრდება სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოშვების მიმართაც
ინტერესი. სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის განხორციელებით, ინიციატორი - სუბიექტი
რომელსაც საბაზისო აქტივი საკუთარი საბალანსო უწყისიდან გადააქვს სპეციალურ მინზობრივ
ერთუელში, ამ საბაზისო აქტივების გადატანის ნაცვლად ღებულობს ფულად სახსრებს.
აღნიშნული საბაზისო აქტივი წარმოადგენს საკრედიტო პოზიციას - კერძოდ ინიციატორი
სუბიექტის ნებისმიერ სამომავლო შემოსულობას, რომელიც განჭვრეტადია და წარმოქმნილია
ხელშკერბულებიდან, მოთხოვნის უფლებით მესამე პირების მიმართ, წინასწარ განსაზღვრული
პერიოდულობით.
სეკიურიტიზაციის
ფარგლებში
აღნიშნული
მოთხოვნის
უფლებების
დათმობა ხდება სპეციალური მიზნობრივი სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც ხდება
აღნიშნული
საბაზისო
აქტივების
მესაკუთრე,
მოთხოვნის
დამთმობი
მხარისათვის
(ინიციატორი) ფულადი სახსრების გადაცემის სანაცვლოდ. შედეგად, სპეციალური მიზნობრივი
სუბიექტი აღნიშნული აქტივების გამოყენებით უშვებს სასესხო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც
ხელმისაწვდომი ხდება ინვესტორებისათვის. სეკიურიტიზაციის შედეგად გამოშვებული
სასესხო ფასიანი ქაღალდის შემძენ ინვესტორს, თავის მხრივ, წვდომა უჩნდება იმგვარ ფასიან
ქაღალდზე, რომელიც მისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. მაგალითად,
ინვესტორს შეეძლება იმგვარი ფასიანი ქაღლადის შეძენა, რომლის პერიოდული დაბრუნებადი
ფულადი სახსრები შესაძლებელია გამომდინარეობდეს იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც
მესამე პირებს გააჩნიათ აქტივების გადამცემი კომპანიის მიმართ. მსგავსი ფასიანი ქაღალდის
ფლობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ინვესტორთა პორტფელის დივერსიფიცირებას. დღეს
ასეთი ტიპის გარიგების განხორციელება არ არის ბაზარზე შესაძლებელი, რადგან არ
რეგულირდება მხარეთა შორის ფუნქცია-მოვალეობები, არ არის იდენტიფიცირებული რა სახის
საბაზისო აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნას ამგვარ გარიგებაში და ასევე არ ჩანს თუ როგორ
ხორციელდება აქტივების სპეციალური მიზნობრივი სუბიექტისათვის გადაცემა და სხვა.
აღნიშულის არ არსებობით კი ამგვარი გარიგების განხორციელება მაღალი რისკის შემცველია და
შესაბამისად ისეთი სუბიექტი, რომელსაც შეეძლო საბაზისო აქტივების გაყიდვით მიეღო
დაფინანსება ვერ ისარგებლებს სეკიურიტიზაციით და მისი დაფინანსების წყაროები ისევ
შეზღდული იქნება. აგრეთვე, პრობლემას წარმოადგენს ასეთ გარიგებაში საბაზისო აქტივების
გადაცემის ვალიდურობა, კერძოდ იმისათვის რომ სეკიურიტიზაცია ნამდვილად შედგეს, ისეთ
გარიგებაში როდესაც აქტივები სრულად გადადის სპეციალურ მიზნობრივ სუბიექტზე, უნდა
ცხადად დგინდებოდეს აქტივების ინიციატორის საბალანსო უწყისიდან გადატანა ე.წ. true sale-ი,
რათა ინვესტორი რომელიც შეიძენს ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტს, არ გახდეს ინიციატორის
კრედიტორების მოთხოვნით შებოჭილი. აღნიშნული სეკიურიტიზაციის გარიგებაში ცნობილია,
როგორც bankruptcy remoteness და აღნიშნული საჭიროა იმისათვის, რომ ინვესტორები
დარწმუნებულები იყვნენ, რომ სეკიურიტიზაციის გარიგებაში მონაწილე აქტივები, სრულად და
უპირობოდ არის გამოცალკევებული ინიციატორისაგან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმ
პრობლემების
გადასაჭრელად,
რომლებიც
დღეს
საქართველოში
აბრკოლებს
სეკიურიტიზაციის განხორციელებას აუცილებელია კანონის მიღება. მოქმედი საკანონმდებლო
ჩარჩო არ აძლევს არც ერთს მხარეს საშუალებას, რომ სეკიურიტიზაციის ფარგლებში მოიზიდონ
კაპიტალი ან განახორციელონ ამგვარ ინსტრუმენტში ინვესტირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს,
რომ სეკიურიტიზაციის გამომშვებისათვის, სამართლებრივი სიცხადე ისეთივე მნიშვნელოვანია,
როგორც ინვესტორისათვის, რომელიც ამ ინსტრუმენტს შეიძენს. აღნიშნული კი გამოწვეულია იმ
ფაქტორით, რომ სეკიურიტიზაციის გარიგების წარმატებით შესრულებისათვის არაერთი მხარეა
ჩართული და აუცილებელია ცალსახად გაიწეროს როგორც საბაზისო აქტივების გადაცემის,
მიღების ასევე საკრედიტო დაცულობის პოზიციები, და მხარეთა ფუნქცია-ვალდებულებები. ამ
პოზიციების კანონის დონეზე დარეგულირების გარეშე, გარიგების განხორციელება ვერ შედგება.
გარდა
ამისა,
მნიშვნელოვანია
გაიმიჯნოს
სეკიურიტიზაციის
გარიგება
საინვესტიციო
ფონდისაგან, შესაბამისად საჭიროა სამართლებრივი ჩარჩოს შემოღება, რომელიც ამ ორ
სტრუქტურას ერთმანეთისაგან განასხვავებს/გამიჯნავს. იმისათვის, რომ სეკიურიტიზაციის
ფარგლებში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვალდაკვალ ვიაროთ საჭიროა ასევე
გარიგებაში ჩართული მხარეები ექვემდებარებოდნენ შესაბამის რეგულირებას, რაც აგრეთვე
კანონპროექტის შესაბამისი დებულებებით იქნება მოწესრიგებული.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
სეკიურიტიზაცია გარკვეულწილად მსგავსია იპოთეკით დაცული ობლიგაციის პროდუქტისა.
თუმცა არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა - თუ იპოთეკით დაცული ობლიგაცია
რჩება საკრედიტო ინსტიტუტის (ემიტენტის) საბალანსო უწყისზე და ამგვარად ე.წ. double
recourse-ის
(ორმაგი
მოთხოვნის)
საშუალებით
აძლევს
ინვესტორს
დაცულობას,
სეკიურიტიზაცია თავის მხრივ ამოდის ემიტენტის საბალანსო უწყისიდან, ამის გარდა შეუძლია
სხვადასხვა რისკი/მოგების პროფილის დაკმაყოფილება რისკის სტრუქტურირების შედეგად.
გარდა ამისა, როგორც წესი, იპოთეკით დაცული ობლიგაციის გამოშვება მხოლოდ საკრედიტო
ინსტიტუტებს
შეუძლიათ,
მაშინ
როდესაც
სეკიურიტიზაციის
გარიგება
დაშვებულია
გამომშვებების უფრო ფართო სპექტრზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან არამხოლოდ
საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, არამედ ყველა სხვა სუბიექტს, რომელსაც საბაზისო
აქტივიდან გამომდინარე შეუძლია სეკიურიტიზაციის გარიგების განხორციელება ისარგებლებს
კანონპროექტით გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმით.
კანონპროექტის მიღებით საქართველოში შეიქმნება სეკიურიტიზაციისათვის შესაბამისი
მომაწესრიგებელი სამართლებრივი გარემო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული
ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვება და ინვესტორების მიერ მათი შეძენა. სეკიურიტიზაცია
შესაძლებლობას მისცემს ინიციატორს თავისი საბალანსო უწყისიდან გაიტანოს საბაზისო
აქტივები, რომლებიც სამომავლო ფულადი ნაკადებს წამოადგენს და ამგვარად მოიზიდოს
სახსრები. ინვესტორებს ამ მხრივ გაუჩნდებათ წვდომა ისეთ აქტივებზე, რომლებიც აქამდე
არალიკვიდური იყო, ხოლო ინიციატორი შეძლებს ასეთი არალიკვიდური აქტივების
საფუძველზე მოიზიდოს სახსრები. გარდა ამისა, სეკიურიტიზაციის შემთხვევაში, როდესაც მას
მოპოვებული აქვს შესაბამისი საკრედიტო რეიტინგი, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას საპენსიო
სააგენტოს
პორტფელში,
რაც
საპენსიო
სააგენტოს
საინვესტიციო
საქმიანობის
დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს.
სეკიურიტიზაცია კლასიკურად მუშაობს, როგორც სავალო ფასიანი ქაღალდი, და საბაზისო
აქტივის საშუალებით უნაწილებს ინვესტორებს ფიქსირებულ შემოსავალს სეკიურიტიზაციის
ვადიანობის მიხედვით. ეს ფინანსური ინსტრუმენტი თავის თავად კი წარმოადგენს ე.წ.
სტრუქურირებულ ფინანსებს (structured finance) რაც მათ შორის საშუალებას იძლევა რომ ერთმა
ფინანსურმა
ინსტრუმენტმა
დაიტიოს
სხვადასხვა
რისკი/მოგების
პროფილი.
ანუ
სეკიურიტიზაციის შედეგად ე.წ. ტრანშების საშუალებით სხვადასხვა პროფილის ინვესტორების
დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. კერძოდ დაბალ რისკიანი ინვესტორი იქნება პირველ ტრანშში
მოხვედრილი, რომელიც სხვა ინვესტორებთან შედარებით სტაბილურ სარგებელს ნახულობს და
სხვებთან შედარებით დაბალი რისკის ჯგუფშია, რაც უზრუნველყოფილია საკრედიტო
პოზიციების გაუმჯობესების ინსტრუმენტებით, ინვესტორები, რომელთა რისკამტარიანობა
უფრო მაღალია, შეუძლიათ მონაწილეობა ქვედა ტრანშში მიიღონ და შესაბამისად მათი
სარგებელიც უფრო მაღალი იქნება, რისკის პროპოცრიული. ყოველივე ეს, სხვა ფაქტორებთან
ერთად, ზრდის სეკიურიტიზაციის მიმართ, როგორც ინვესტორთა ასევე ინიციატორთა
ინტერესს. დაინტერესებული ინვესტორები შეიძლება, გარდა საპენსიო სააგენტოსისა, როგორც
ზემოთ აღნიშნა, შეიძლება იყვნენ, კომერციული ბანკები, საინვესტიციო და სხვა კერძო საპენსიო
ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის თუ სხვა მიზეზით გადაწყვეტენ
ინვესტიციის განხორციელებას. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი პროდუქტი, რომელიც იქნება
დამატებითი ლიკვიდური ინსტრუმენტი მისი ინიციატორებისათვის საფინანსო ბაზარზე
დაფინანსების მოსაპოვებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი აწესრიგებს სეკიურიტიზაციის გარიგებასთან, აღნიშნულ გარიგებაში ჩართულ
მხარეებთან და გარიგების შედეგად გამოშვებულ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტთან
დაკავშირებულ სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებს. კანონპროექტის პირველი მუხლი
შემოფარგლავს კანონის გავრცელების გეოგრაფიულ არეალს და ადგენს, რომ კანონის მოქმედება
ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ
ერთეულთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამავე მუხლით ასევე დგინდება
ტერმინი „სეკიურიტიზაციის“ ექსკლუზიური ხასიათი, კერძოდ არავის აქვს უფლება თავის
სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური
ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში გამოიყენოს აღნისნული ტერმინი ან მისი
უცხოური შესატყვისი.
კანონის პროექტის მე-3-მე-6 მუხლებით
მიზნობრივი ერთეულის სამართლებრივი
დგინდება სეკიურიტიზაციის
ბუნება და მათი მართვის
სპეციალური
მექანიზმები.
სეკიურიტიზაციის გარიგების შედეგად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული
უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტს. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეული კი შესაძლოა არსებობდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
დაფუძნებული იურიდიული პირის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან
სააქციო საზოგადოების) სახით ან სეკიურიტიზაციის ფონდის სახით, რომელიც არსებობს
მხოლოდ
სახელშეკრულო
სქემის
სახით
და
არ
გააჩნია
იურიდიული
პირისათვის
დამახასიათებელი წარმომადგენლობთი და აღამასრულებელი უფლებამოსილებები, რის გამოც
მას
მართავს
აქტივების
მმართველი
კომპანია,
რომლის
საქმიანობასაც
წარმოადგენს
ზემოთაღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის და მის ინვესტორთა
სეკიურიტიზაციის
კომპანიის
შემთხვევაშიც,
საუკეთესო
კომპანიას
ინტერესების შესაბამისად.
შეუძლია
აირჩიოს
და
ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები გადასცეს აქტივების
მმართველ კომპანიას. სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის შეზღუდულია სხვა
საქმიანობის განხორციელება გარდა სეკიურიტიზაციასთან დაკავშრებული საქმიანობებისა.
სეკიურიტიზაციის კომპანიასაც და სეკიურიტიზაციის ფონდსაც შეუძლიათ დააფუძნონ
სეკიურიტიზაციის ცალკეული განყოფილება, ხოლო რამოდენიმე სეკიურიტიზაციის
განყოფილების არსებობის შემთხვევაში, ერთ განყოფილებაში შემავალი აქტივები უფლებრივად
სრულად
არის განცალკევებული დანარჩენ განყოფილებებში შემავალი აქტივებისაგან.
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი
შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის თანახმადაც სადამფუძნებლო დოკუმენტში გარკვეული
ტიპის ან ნებისმიერი ცვლილებების შეტანა დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს
ცვლილება მიღებულია შესაბამისი უმრავლესობით ან/და ასეთ ცვლილებას დამატებით
ეთანხმება რომელიმე კრედიტორი ან კრედიტორთა ჯგუფი.
კანონის პროექტის III თავი აწესრიგებს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნების წესს,
ჩამოთვლის იმ პირობებს, რომელთაგან ერთ-ერთი არსებობის შემთხვევაში სპეციალურმა
მიზნობრივმა ერთეულმა უნდა მოიპოვოს ავტორიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკისგან და
განსაზღვრავს ავტორიზაციის მისაღებად წარსადგენი ინფორმაციას და დოკუმენტებს, მათ
შორის ავტორიზაციის მოსაკრებელსაც, რაც განსაზღვრულია 5,000 ლარის ოდენობით და
რომელიც
მიემართება
სახელმწიფო
ბიუჯეტში.
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეული
ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს შეატყობინოს სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის საქმიანობის წარყებამდე. თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება
ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივ ერთეულზე, რადგან მისთვის
საქმიანობის ნებართვის სტანდარტი უფრო მაღალია და ეფუძნება იმ რაციონალს, რომ
ავტორიზებული სპეციალური მიზნობრივი ერთეული ახორციელებს სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტის შეთავაზებას გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისათვის. ავტორიზაციის
მიზნით სპეციალურმა ერთეულმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს რიგი დოკუმენტაცია, მათ
შორის სეკიურიტიზაციის გარიგების მასახველი ინფორმაცია და დოკუმენტები, მმართველი
ორგანოს (მათ შორის სეკიურიტიზაციის კომპანიის ან ფონდის „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის) წევრების
შესახებ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს მათ შესაბამისობას შესაფერისობის
კრიტერიუმებთან,
აგრეთვე
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
მომსახურე კომპერციულ ბანკის და იმ აქტივების შესახებ ინფორმაციას, რომელთა შენახვაც
მოხდება ბანკის მეშვეობით. ასევე აუცილებელია წარედგინოს ინფორმაცია მნიშვნელოვანი
წილის მფლობელების შესახებ და თავდაპირველ კრედიტორთა და ინიციატორთა შესახებ.
ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ორგანიზაციული
მოწყობა და რესურსები, რათა შეუფერხებლად შეძლოს საქმიანობა და შესაძლებელი იქნეს მისი
ზედამხედველობა
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ.
ასევე
ავტორიზებული
სეკიურიტიზაციის მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდური აქტივები და ფასიანი ქაღალდები
უნდა შენახულ იქნას საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში. განცხადების
მიღებიდან ერთვი თვის ვადაში ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
ეროვნული ბანკი. უარის საფუძველი შეიძლება გახდეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც
არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს და კანონიდან გამომდინარე გამოცემულ ეროვნული
ბანკის ბრძანებებს ან თ არსებობს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით
დადგენილი სხვა საფუძველი. გარდა ამისა უარის მიზეზად შესაძლოა დადგინდეს მჭიდრო
კავშირი სეკიურიტიზაციის მხარეებს შორის და ასევე ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო
ფუნქციების ეფექტიანი შეუსრულებლობის რისკი. კანონის პროექტის III თავი ასევე ადგენს
სპეციალური მიზნობრივი ერთეულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ცვლილების
საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესს. აგრეთვე ამ თავში დადგენილია
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრის შექმნა რომლის
წარმოებაც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებას. აღნიშნული
რეესტრი უნდა იყოს საჯარო - გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე და მოიცავდეს
იმ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების სახელწოდებას, რომლებიც
ავტორიზებულნი არიან და ეროვნული ბანკისათვის აქვთ გაგზავნილი შესაბამისი საქმიანობის
დაწყების შესახებ შეტყობინება.
კანონის პროექტის IV თავი ადგენს სეკურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ლიკვიდაციის წესს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ინვესტორების მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილება. სპეციალური კანონით დადგენილი
განსხვავებული წესი არ ვრცელდება არაავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ
მიზნობრივ ერთეულზე, რა შემთხვევაშიც გამოყენებულ უნდა იქნას „მეწარმეთა შესახებ“
კანონის და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
კანონის და აგრეთვე სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი დებულებები. აღნიშნული
თავით
გათვალისწინებულია
ის
სამართლებრივი
საფუძვლები,
რომელთა
დადგომის
შემთხვევაშიც საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ლიკვიდაციას. ეს შემთხვევებია: გადახდისუუნარობა (გარდა რამდენიმე განყოფილებისგან
შედგენილი სეკიურიტაზიის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა); სეკიურიტიზაციის
კომპანიის შემთხვევაში - მისი დაშლის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და სეკიურიტიზაციის
ფონდის შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო დოკუმენტით - პაის
მფლობელთა ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დასაშვებია ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაცია თავად სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის ან მისი სხვა განყოფილების ლიკვიდაციის გარეშე. კანონის პროექტით
განსაზღვრულ შემთხვევებში, ლიკვიდაციის პროცესს ხელმძღავნელობს
საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი, რომლის უფლებები და მოვალეობები
განსაზღვრულია კანონის პროექტის ამავე თავით. ლიკვიდატორი უფლებამოსილია
განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციისთვის, მისი აქტივების განკარგვისა და ინვესტორთა და
კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. საკუთარი ფუნქციების შესრულებისას
ლიკვიდატორი
ინვესტორთა
მოქმედებს
საუკეთესო
სეკიურიტიზაციის
ინტერესების
სპეციალური
დასაცავად.
მიზნობრივი
ლიკვიდატორის
ერთეულის
უფლებამოსილებას
წარმოადგენს ასევე ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეულის აქტივების საჯარო აუქციონზე გაყიდვა ან ეროვნულ ბანკთან
შეთანხმებით მათი რეალიზაციის სხვა ფორმის არჩევა. კანონპროექტის მე-14 მუხლი აგრეთვე
ადგენს იმ გარემოებებს, როდესაც ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სადავო
გახადოს მის დანიშნვამდე 1 წლის განმავლობაში სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულის სახელით განხორციელებული ქმედებები და მოითხოვოს მათი ბათლობა.
აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელებულიყო ინვესტორთა საზიანოდ. ლიკვიდაციის
დასრულების მაქსიმალური ვადა
არის 1 წელი.
კანონის პროექტის მე-16
მუხლით
განსაზღვრულია აქტივების განაწილების თანმიმდევრობა ლიკვიდაციისას.
მე-V თავი შეეხება სეკიურიტიზებულ რისკებს - ანუ საბაზისო აქტივიდან გამომდინარე რისკებს,
რომლებსაც ყიდულობს ინვესტორი. ამ შემთხვევაში რისკი წარმოადგენს იმ ღია საკრედიტო
პოზიციას, რომელიც საბაზისო აქტივიდან გამომდინარე აჩენს ინიციატორის/თავდაპირველი
კრედიტორის მოთხოვნას მესამე პირის მიმართ. სეკიურიტიზაციის გარიგებით ხორციელდება
ასეთი მოთხოვნების დაჯგუფება და ინიციატორისაგან/თავდაპირველი კრედიტორისაგან
გადაცემა სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე. საბაზისო აქტივებთან
დაკავშირებული საკრედიტო რისკების მიღება მათ შეუძლიათ ამ აქტივების შეძენით ან
სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით). ასევე მოთხოვნები, რომლებიც საბაზისო
აქტივს
შეადგნენ
და
ექვემდებარებიან
დათმობას,
შეიძლება
მოიცავდნენ
სამომავლო
მოთხოვნებსაც, რომელიც არ არის წარმოშობილი ხელშეკრულების დადების მომენტისათვის,
მაგრამ შესაძლოა წარმოიშვას მომავალში. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულისათვის დათმობილი მოთხოვნა ხდება მისი საკუთრება მოთხოვნის დათმობის შესახებ
ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან. საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე
ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. ხელშეკრულება ან ხელშეკრულებაზე მხარეთა
ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დამოწმდეს კანონით დადგენილი წესით. სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულისათვის მოთხოვნის დათმობის ნამდვილობისათვის არ
მოითხოვება მოვალის წინასწარი თანხმობა, თუ მოვალესა და ინიციატორს/თავდაპირველ
კრედიტორს შორი დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშუნლი თავი აგრეთვე ადგენს რესეკიურიტიზაციის აკრძალვას, რაც გულისხმობს რომ
საბაზისო აქტივად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სეკიურტიზაციის ინსტრუმენტი.
აღნიშნულის
გამონაკლისად
დადგენილია
მხოლოდ
ისეთი
გარემოებები,
როდესაც
კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციის
აცილებისათვის ან ლიკვიდაციის მიზნებისათვის არის საჭირო. სეკიურიტიზაციის გარიგებაში
ინვესტორების დაცულობის ერთ-ერთი მექანიზმი - რისკის შენარჩუნება, აგრეთვე აღნიშნული
თავით არის მოწესრიგებული და გულისხმობს სეკიურიტიზაციის გარიგების ინიციატორის ან
თავდაპირველი კრედიტორის ვალდებულებას მუდმივად ფლობდეს სეკიურიტიზაციის
მატერიალურ წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ
5%-ს ოდენობით. აღნიშნული
ვალდებულების ჰეჯირება (გადაზღვევა ფინანსური ინსტრუმენტით) ან სხვაგვარი მიტიგაცია
აკრძალულია.
მე-VI თავით დაფარულია ინვესტორებთან მიმართებით განსაკუთრებული დებულებები.
კერძოდ
მიმართებით
განსაზღვრულია
ინვესტორთა
სპეციალური
მოთხოვნები
უფლებები,
და
ინსტიტუციურ
ინვესტორებთან
სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტის
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისათვის შეთავაზებისათვის მოთხოვნები. კანონპროექტი
ადგენს რომ ინვესტორებისა და კრედიტორების მოთხოვნის უფლება ვრცელდება მხოლოდ
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ
ეს უფლებები უკავშირდება სეკიურიტიზაციის განყოფილებას ან წარმოიქმნა სეკიურიტიზაციის
განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მაშინ
ისინი ვრცელდება მხოლოდ აღნიშნული განყოფილების აქტივებზე. პროექტის 22-ე მუხლით
აგრეთვე დგინდება სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტით ე.წ. ტრანშების შექმნის შესაძლებლობა.
კერძოდ კანონპროექტი ადგენს, რომ სეკიურტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
სადამფუძნებლო დოკუმენტით ან ინსტრუმენტის ემისიის პირობებით, შეიძლება დადგინდეს
ისეთი
სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტების
გამოშვება,
რომელთა
შემოსავლიანობა დაკავშირებულია სხვა აქტივებთან, ან რისკებთან
ღირებულება
ან
ან განყოფილებასთან.
აღნიშნული კი შესაძლოა დასტრუქტურირდეს იმგვარად, რომ ინვესტორებს რისკის პროფილის
მიხედვით გააჩნდეთ განსხვავებული მოგება. ამ თავით დადგენილია აგრეთვე ინსტიტუციური
ინვესტორების მიმართ მოთხოვნები. ამ ინვესტორებს მოეთხოვებათ ე.წ. due diligence-ის
ჩატარება სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე. რამდენადაც ინსტიტუციური
ინვესტორები ფინანსური სექტორის წარმომადგენლები არიან და რისკიან პროდუქტზე ექნებათ
წვდომა, მნიშვნელოვანია, რომ მათ გააჩნდეთ შესაბამისი ცოდნა და ორგანიზაციული
სტრუქტურა და მართვის პროცესები, რომ სწორად მართონ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი
პორტფელში. ინსტიტუციურმა ინვესტორმა შესაბამისად უნდა გადაამოწმოს, რამდენად სწორად
არის შედგენილი თანდავპირველი შეთანხმება და რამდენად სწორად და შესაბამისობაშია
სეკიურტიზაციის ინსტრუმენტი და ჩართული მხარეები მოქმედ წესებთან და რეგულაციებთან.
აგრეთვე საჭიროა, რომ ინსტიტუციურმა ინვესტორმა შეაფასოს ტრანზაქციასთან
დაკავშირებული
რისკები.
ინვესტორს
აღნიშნული
საქმიანობის
მესამე,
ინციატორისაგან/თავდაპირველი კრედიტორისაგან დამოუკიდებელ პირთან, დელეგირება
შეუძლია. იმისათვის, რომ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი მოხვდეს გაუთვითხნობიერებელი
ინვესტორის ხელშია აუცილებელია გარიგებაში მონაწილეობა მიეღო კომერციულ ბანკს,
საბროკერო კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიას. ასევე შეთავაზება და მიყიდვა
აკრძალულია გაუთვითცნობიერებელ ინვესტორზე თუ ამ სუბიექტებს არ აქვთ ჩატარებული
გაუთვითცნობეირებელ ინვესტრთან დაკავშირებით შესაბამისობის შეფასება, შეფასების
შედეგად დასტური, რომ ინსტრუმენტი შესაბამისია ინვესტორისათვის, ინვესტორი ამ
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია და მისი ჯამური პოზიცია სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტებში არ აღემატება 10,000 ლარს. გარდა ამისა გაუთვითცნობიერებლ ინვესტორზე
ინსტრუმენტის მიყიდვა შესაძლებელია, მხოლოდ თუ საბაზისო აქტივი გამომდინარეობს
სესხებიდან/კრედიტებიდან, რომლებიც გაცემულია კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო
ორგანიზაციებიდან ან როდესაც სეკიურიტიზაციის ფარგლებში გამოშვებულ ინსტრუმენტს
მინიჭებული აქვს საკრედიტო რეიტინგი.
სეკიურიტიზაციის გარიგების და შესაბამისი სიუბიექტების ზედამხედველობას ახორციელებს
საქართველოს
ეროვნული
ბანკი.
მასთან
იგზავნება
არაავტორიზებული
სპეციალური
მიზნობრივი ერთეულების შეტყობინებები, ასევე ეროვნული ბანკი ავტორიზებას უკეთებს იმ
სპეციალურ
მიზნობრივ
ერთეულებს,
რომლებიც
კანონის
პროექტიდან
გამომდიანრე
ვალდებულები არიან ასეთად დაკვალიფიცირდნენ. ეროვნული ბანკი სეკიურტიზაციის
გარიგებაში მონაწილე მხარეების მიმართ სარგებლობს საფინანსო სექტორისათვის და მისთვის
დამახასიათებელი
უფლებამოსილებებით,
კერძოდ
ავტორიზებული
სეკიურტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ ეროვნულ ბანკს შეუძლია განახორციელოს
ადგილზე შემოწმება, სანქცირება, სავალდებულო წერილობით მითითებების გაცემა და ა.შ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან,
ასეთის არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პროექტით გათვალისწინებული საკითხების
რეგულირების მიზნით უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების გამოცემა, კანონპროექტი
ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, მაშინ როდესაც გამოცემული იქნება შესაბამისი
ნორმატიული
კანონისთვის.
აქტები.
პროექტით
არ
არის
გათვალისწინებული
უკუძალის
მინიჭება
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ავტორიზაციის მოსაკრებელი შეადგენს 5 000 (ხუთი ათას) ლარს და მიიმართება სახელმწიფო
ბიუჯეტში, რაც გამოიწვევს მის ზრდას. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ავტორიზაციის
მსურველთა რაოდენობაზე.
აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი საზედამხედველო
უფლებამოსილების ფარგლებში „სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო პირის
დაჯარიმების შემთხვევაში გადახდილი ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ჯარიმებიდან
სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობა დამოკიდებული იქნება კანონდარღვევათა
რაოდენობაზე და კანონდარღვევათა სიმძიმეზე..
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სეკიურიტიზიაციის გარიგებაში რამოდენიმე სუბიექტს შეუძლია მონაწილეობის მიღება,
შედეგად მათზე ფინანსური შედეგი შეიძლება დადგეს. გარიგებაში ჩართული პირები არიან ინიციატორი (ან/და თავდაპირველი კრედიტორი), პირი რომელიც სახსრების მოზიდვას
განახორციელებს საბაზისო აქტივების გადატანით სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივი
ერთეულის საბალანსო უწყისში, აგრეთვე თავად ამ სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე,
მიუხედავად იმისა დაფუძნებულია როგორც როგორც საინვესტიციო ფონდი თუ როგორც
სეკიურიტიზაციის კომპანია. სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში, გარიგებაში ჩართული
პირია ასევე მისი აქტივების მმართველი. ეს ყველა ის სუბიექტია რომელიც ჩართულია
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი კანონის პროექტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს
განახორციელებს არსებული რესურსის ფარგლებში და არ დასჭირდება დამატებითი რესურსის
მოძიება. თუ ინსტიტუციური ინვესტორი, ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი არის
სადაზღვევო კომპანია, საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს დაზღვევის
ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო. აღნიშნულ ზედამხედველობას საქართველოს
დაზღვევის
ზედამხედველობის
სახელმწიფო
განახორციელებს
არსებული
რესურსის
ფარგლებში და არ დასჭირდება დამატებითი რესურსის მოძიება.
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვებით ძირითად სარგებელს ნახულობს ინიციატორი ან
თავდაპირველი კრედიტორი. სეკიურიტიზაციის გარიგებაში ამ სუბიექტების ჩართულობის
ძირითადი ფინანსური შედეგი არის მათი მოზიდული სახსრები მათი საბაზისო აქტივების
გაყიდვის
სანაცვლოდ.
იმისათვის,
რომ
სეკიურიტიზაცია
შედგეს
საჭიროა
ინიციატორმა/თავდაპირველმა კრედიტორმა ეს საბაზისო აქტივი გადასცეს სეკიურიტიზაციის
სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს. აქტივის გადაცემა ხორციელდება სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ ამ აქტივის შეძენით (ე.წ. true sale სეკიურიტიზაცია)
ან დერივატივის დადებით (ე.წ. სინთეტური სეკიურიტიზაცია). თავის მხრივ სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეული (კომპანია ან ფონდი) ახორციელებს მიღებული საბაზისო
აქტივის ადმინისტრირებას ინვესტორთათვის. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივ
ერთეული ნახულობს აღნიშული ადმინისტრირებიდან გარკვეულ სარგებელს და აგრეთვე სხვა
საქმიანობის
განხორციელებისაგან
არის
შეზღუდული.
სეკიურიტიზაციის
სპეციალურ
მიზნობრივ ერთუელს აგრეთვე შეუძლია დანიშნოს აქტივების მმართველი კომპანია, რა
შემთხვევაშიც აქტივების მმართველი კომპანია ისარგებლებს ამ ერთეულის ხელმძღვანელობითი
და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. იმ შემთხვევაში კი თუ სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეული დაფუძნებულია ფონდის სახით, მაშინ მას უნდა
მართავდეს და წარმოადგენდეს აქტივების მმართველი კომპანია.
ფინანსური შედეგი აგრეთვე დადგება იმ პირებზე, რომლებიც სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტს
შეიძენენ. ამ ნაწილში სუბიექტები გაიყოფა ორ ნაწილად - პირველი ესენი იქნებიან
ინსტიტუციური
ინვესტორები,
კერძოდ
კომერციული
ბანკები,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციები, სადაზღვეო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები ან/და აქტივების მმართველი
კომპანიები, აგრეთვე საბროკერო კომპანიები და საპენსიო სააგენტო და არასახელმწიფო
საპენსიო სქემის წარმომადგენლები. სხვა დანარჩენი ინვესტორები ამ კანონის მიზნებისათვის
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორები იქნებიან.
ინვესტორის
დეფინიცია
მნიშვნელოვანია,
რადგან
გარკვეულწილად
განსაზღვრავს
სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის თვისებებს, რომლებმაც შეიძლება ფინანსური ზემოქმედება
იქონიონ ინსტრუმენტზე. კერძოდ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია
მხოლოდ
ინსტიტუციური ინვესტორებისათვის არ
საჭიროებს ავტორიზაციის გავლას,
გამჭვირვალობის სხვა სტანდარტებთან შესაბამისობას და შეუძლია არ ისარგებლოს საკრედიტო
რეიტინგით. მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე ფინანსურ ზეგავლენაში კანონპროექტის
21-ე მუხლი - რისკის შენარჩუნების დებულებები. კერძოდ ინიციატორი ან/და თავდაპირველი
კრედიტორი ვალდებულია რომ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შექმნისას და მისი
ხანგრძლივობით ფლობდეს წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
აღნიშნული წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიემართება ინვესტორთა
(ინსტიტუციური თუ არა) დაცვაზე. ინსტიტუციური ინვესტორი აგრეთვე სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტის შეძენამდე ვალდებულია შეაფასოს გარიგებასთან დაკავშირებული რისკები და
დანერგოს შესაბამისი პროცედურები. კანონპროექტით ინსტიტუციურ ინვესტორს აქვს უფლება
აღნიშნული ფუნქციებისათვის გამოიყენოს სხვა პირი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს
თავიდან ამოსარიცხად არ იქნება დაკავშირებული ინიციატორსა ან/და თავდაპირველ
კრედიტორთან. ამგვარად შესაძლოა სხვა სუბიექტებმაც მიიღონ ფინანსური სარგებელი თუ
ისინი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებში იქნებიან გარკვეულნი და სეკიურიტიზაციიდან
გამომდინარე რისკების შეფასებას შეძლებენ.
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისათვის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი
მხოლოდ გარკვეული პირობებისა და არხების საშუალებით იქნება. კერძოდ, მხოლოდ
კომერციულ
ბანკს,
საბროკერო
კომპანიას,
აქტივების
მმართველს,
ავტორიზებული
სეკიურიტიზაციის კომპანასა და საინვესტიციო კომპანიას შეეძლება ინსტრუმენტის შეთავაზება
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისათვის. გარდა ამისა, აღნიშნულ სუბიექტებს მოუწევთ
თითოეულ გაუთვითცნობიერებელ ინვესტორზე შესაბამისი მოკვლევის ჩატარება. აღნიშნული
შეიძლება დაკავშრებული იყოს ადამიანური რესურსების დამატებაზე ამ სუბიექტებში, თუმცა
საეჭვოა, რომ პირველი 5 წლის მანძილზე და მით უმეტეს როდესაც გაუთვითცნობეირებელი
ინვესტორი ჩაკეტილია 10,000 ლარის ოდენობით ფლობაში სეკიურტიზაციაზე, რომ ბაზრის
შუამავლებმა (ვინც თავაზობენ ამ ინსტრუმენტს გაუთვითცნობეირებელ ინვესტორს) მათთვის
შეთავაზებაზე
გააკეთონ
სწორება. თავდაპირველი
შეთავაზებები განხორციელდება
იმ
ინსტიტუციური ინვესტორების მიმართ, რომელთაც სურთ პორტფელის დივერსიფიცირება.
ცალკე გამოსაყოფია ავტორიზაციის საკითხიც. როგორც ზემოთ აღინიშნა, ავტორიზაცია
მიემართება იმ შემთხვევას, როდესაც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული
სეკიურიტიზაციის
ინსტრუმენტის
შეთავაზებას
ახორციელებს
გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორისათვის. სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს დაუდგება ავტორიზაციის ვალდებულება
თუ იგი უწყვეტად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტს - ანუ განგრძობითად ეწევა ამ
საქმიანობას და ინსტრუმენტის ნომინალური ღირებულება არ აღემატება 300,000 ლარს.
ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული თავის მხრივ უნდა
აკმაყოფილებდეს სხვადასხვა მოთხოვნებს, რაც აგრეთვე ორგანიზაციულ ხარჯებთან შეიძლება
იყოს დაკავშირებული. თავის მხრივ ავტორიზაციის მოსაკრებელი 5,000 ლარს წარმოადგენს.
სეკიურიტიზაციის გარიგებაში ჩართული მხარეები აგრეთვე შესაძლოა გახდნენ ფულადი
ჯარიმის
გადამხდელები
თუ
მათი
მხრიდან
დარღვეულ
იქნება
სეკიურტიზაციის
მარეგულირებელი ნორმები და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებები. ამგვარი ფულადი
ჯარიმა უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას და სიმძიმეს
და ასევე ითვალისწინებდეს გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით დადგენილია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის
ავტორიზაციის
მოსაკრებელი,
რომელიც
შეადგენს
5,000
ლარს
და
გადაიხდევინება
საქართველოს
ბიუჯეტში.
ავტორიზაციის
თანხის
ოდენობის
განსასაზღვრად
გათვალისწინებულ იქნა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის თანხის ოდენობა, რამდენადაც
ორივეს ავტორიზაცია კონცეპტუალურად იდენტურია - ემსახურება სახსრების მობილიზებას
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისაგან, რათა შემდგომ განხორციელდეს ფინანსური
ტრანზაქციები ამ ინვესტორებისათვის მოგების მიზნით.
კანონპროექტის
მიხედვით,
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
„სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში პირს დააკისროს ჯარიმა. ჯარიმის
ოდენობა განისაზღვრება ყოველი შემთხვევისათვის ინდივიდუალურად სამართალდარღვევის
სიმძიმის მიხედვით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე საერთაშორისო
ხელშეკრულება/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს აზიის განვითარების ბანკის, ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს ექსპერტებმა.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევა
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.