„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
- „სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „სეკიურიტიზაციის შესახებ“, შემდგომში - „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ" (07-2/192, 10.10.2022), და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/192/10, 10.010.2022), გამომდინარე „სეკიურიტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტიდან, შემდგომში -საქართველოს კანონის პროექტიდან „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“(07-2/192/10, 10.10.2022). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულება,
საბროკერო
კომპანია,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული
დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია,
მიკროსაფინანსო
საგადახდო
ორგანიზაცია,
სისტემის
არასახელმწიფო
ოპერატორი,
საპენსიო
საგადახდო
სქემის
დამფუძნებელი,
მომსახურების
პროვაიდერი,
ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეული;“.
2. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა
გაუწიოს
კომერციული
დაწესებულებების,
ბანკების,
საბანკო
მიკროსაფინანსო
ჯგუფების,
არასაბანკო
სადეპოზიტო
ორგანიზაციების,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო
ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის
ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო
ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი
აქტების საფუძველზე.“.
3. 483 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:
„ი2) „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულებზე;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 526 მუხლი
„მუხლი 526. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების
ზედამხედველობა
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულების
საქმიანობას,
არაავტორიზებული
სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, ინსტიტუციური ინვესტორების, თავდაპირველი
გამსესხებლებისა და ინიციატორების მიერ „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლების მოთხოვნათა შესრულებას, განახორციელოს
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
რეგისტრაცია,
სეკიურიტიზაციის
სპეციალურ
მიზნობრივ
ერთეულს
გაუუქმოს
ავტორიზაცია.
ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი
მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების
დაწესებას;
ბ) დაადგინოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულის ლიკვიდაციის განხორციელების წესი;
გ)
სეკიურიტიზაციის
სპეციალურ
მიზნობრივ
ერთეულს,
ინსტიტუციურ
ინვესტორს, თავდაპირველ გამსესხებელს და ინიციატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა;
ფულადი ჯარიმის
ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის
ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში;
დ)
განახორციელოს
„სეკიურიტიზაციის
შესახებ“
საქართველოს
განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
კანონით
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მარეგულირებელი ჩარჩოს
იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით
გათვალისწინებული,
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად
იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
საფინანსო
სექტორის
წარმომადგენლების
სიას
ემატება
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული. აგრეთვე საქართველოს
ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებებში გაიწერა ავტორიზებული
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების ზედამხედველობა და
„სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონის წესების მათ მიერ მათ შესრულება. აგრეთვე
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული მოექცა იმ გამონაკლის
სუბიექტებში, რომლებზედაც არ ვრცელდება 20 პირამდე დაბრუნებადი ფულადი
სახსრების მოზიდვის შეზღუდვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
უფლებამოსილება სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, ინსტიტუციურ
ინვესტორს, თავდაპირველ გამსესხებელს ან/და ინიციატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა.
აღნიშნული ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით საქართველოს ეროვნულ ბანკს უჩნდება უფლებამოსილება, რომ
სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს და შესაბამის გარიგებაში ჩართულ
სხვა პირებს დააკისროს ფულადი ჯარიმა. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულების ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს
არსებული რესურსების ფარგლებში და არ იქნება საჭირო დამატებითი რესურსის
გამოყოფა.
სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს შესაძლებლობა ექნება ეროვნული ბანკის მიერ
მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო
საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების საჭიროების
გარეშე, 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან)
მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს
პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ
ერთეულის, ინსტიტუციურ ინვესტორს, თავდაპირველ გამსესხებელს ან/და ინიციატორს
მიმართ დასაკისრებელი შესაძლო ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
გამოსაცემი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული
იქნება სამართლდარღვევის სიმძიმის მიხედვით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.