„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/192/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV ქვეთავი: „IV. სეკიურიტიზაციის ფონდი, სეკიურიტიზაციის განყოფილება მუხლი 493. სეკიურიტიზაციის ფონდი 1. სეკიურიტიზაციის ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის ფონდი ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომელიც იურიდიული პირი არ არის. 2. სეკიურიტიზაციის ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია. მუხლი 494. სეკიურიტიზაციის განყოფილება (განყოფილება) 1. სეკიურიტიზაციის განყოფილება არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის კომპანიის ან სეკიურიტიზაციის ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „სეკიურიტიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის განყოფილება იურიდიული პირი არ არის. 2. სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მმართველი კომპანია. 3. სეკიურიტიზაციის სასამართლოსგარე ერთობლივი კომპანიის ურთიერთობებში საინვესტიციო განყოფილებას წარმოადგენს ფონდის აქტივების სასამართლოში სეკიურიტიზაციის ან კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი სეკიურიტიზაციის კომპანიამ დანიშნა.“. 2. 289 მუხლის 13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირისა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (შემდგომში - სამოქალაქო კოდექსი) ცვლილების განხორციელება აუცილებელია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის ფონდი და სეკიურიტიზაციის განყოფილება წარმოადგენს იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნებს, რითაც გარკვეულწილად ემსგავსება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ინსტიტუტს. აღნიშნულის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც: მათ შორის, მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რომ სეკიურიტიზაციის ფონდისა და სეკიურიტიზაციის განყოფილების ინვესტორები არ აგებენ სოლიდარულად პასუხს სეკიურიტიზაციის ფონდის / სეკიურიტიზაციის განყოფილების სახელით აღებული ვალდებულებებისათვის. სეკიურიტიზაციის ფონდი აღჭურვილია სამოქალაქო უფლებაუნარიანობით და შეიძლება გამოვიდეს მხარედ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილება ხორციელდება წარმოდგენილი კანონპროექტით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავს ემატება IV ქვეთავი, რომელიც აწესრიგებს სეკიურიტიზაციის ფონდის სამართლებრივ სტატუსს. კანონპროექტით ზუსტდება, რომ სეკიურიტიზაციის ფონდი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. ამასთან, მიეთითება, რომ სეკიურიტიზაციის ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია. აგრეთვე განისაზღვრება სეკიურიტიზაციის განყოფილების სამართლებრივი ბუნება. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული შესაძლებელია დაყოფილი იყოს რამდენიმე, ერთმანეთისაგან განცალკევებულ განყოფილებად. იკრძალება სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივების გამოყენება ან იძულებითი აღსრულება სხვა სეკიურიტიზაციის განყოფილების ვალდებულებების შესასრულებლად, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული თითოეული განყოფილების ინვესტორთა ინტერესები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს, რომ სეკიურიტიზაციის განყოფილება არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სეკიურიტიზაციის განყოფილება არ არის იურიდიული პირი, თუმცა აღჭურვილია სამოქალაქო უფლებაუნარიანობით. სეკიურიტიზაციის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარეშე ურთიერთობებში წარმოადგენს სეკიურტიზაციის ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, ხოლო სეკიურიტიზაციის კომპანიების შემთხვევაში - სეკიურტიზაციის კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუკი იგი დანიშნულია სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციiრებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი გავლენა არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.