„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
- „სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „სეკიურიტიზაციის შესახებ“, შემდგომში - „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ" (07-2/192, 10.10.2022), და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/192/10, 10.010.2022), გამომდინარე „სეკიურიტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტიდან, შემდგომში -საქართველოს კანონის პროექტიდან „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“(07-2/192/10, 10.10.2022). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
22.07.2020,
სარეგისტრაციო
კოდი:
240080000.05.001.019981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იურიდიულ პირზე / სახელშეკრულებო სქემაზე, რომელიც საქართველოს ან უცხო ქვეყნის
მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობას ახორციელებს როგორც
სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული;“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ23) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული - „სეკიურიტიზაციის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეული;“.
3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 25-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის
განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული
ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა.
რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შეიძლება იყოს:
ა) „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი
მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების
მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.“;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის
სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი
მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების
მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას
საბროკერო მომსახურების გაწევისთვის ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.
5. 72-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საინვესტიციო ფონდზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და
კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით
განსაზღვრული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები. საზედამხედველო
ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით დაადგინოს
საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები.“.
6. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიკვიდატორი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები საინვესტიციო ფონდის
კრედიტორებსა და ერთეულის მფლობელებს შორის გაანაწილოს ამ მუხლის შესაბამისად.
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს ანაზღაურება მიეცემათ გამოსყიდვის
საკომისიოს გადახდის გარეშე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების
მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ერთეულის მფლობელთათვის მისაცემი
ანაზღაურება განისაზღვრება მათი კუთვნილი ერთეულების წმინდა ღირებულების
მიხედვით, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტით ან ერთეულის მფლობელთა შორის არსებული
შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული
სეკიურიტიზაციის
სპეციალური
მიზნობრივი
ერთეულის
მარეგულირებელი
ჩარჩოს
იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საინვესტიციო
ფონდების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
საქართველოს
კანონში
ცვლილების განხორციელება აუცილებელია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებული, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი
ერთეულის
მარეგულირებელი
ჩარჩოს
შეუფერხებლად
და
დაუბრკოლებლად
იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანხმად, „საინვესტიცო ფონდების შესახებ“ კანონის მოქმედების სფერო
ზუსტდება, კერძოდ ტექნიკურად გამართული ხდება „სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონთან
ტერმინოლოგიურად. გარდა ამისა დგინდება აქტივების მმართველი კომპანიისათვის
დაშვებულ
საქმიანობად
„სეკიურიტიზაციის
შესახებ“
კანონით
გათვალისწინებული
საქმიანობების ნებადართულობა, რამდენადაც აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა
შეზღუდულია კანონით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია
„სეკიურიტიზაციის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი
საქმიანობა იქნება სპეციალური მიზნობრივი ერთეულის საქმიანობაც, ასეთ სუბიექტს
დამატებით გაუჩნდება ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული
მოსაკრებელი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დღეს აქტივების მმართველ კომპანიას აღნიშნული საქმიანობის განხორციელება არ შეუძლია.
კანონპროექტის მიღების შედეგად კი აქტივების მმართველი კომპანია შეძლებს მოემსახუროს
სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს და შესაბამისად მიიღოს გაწეული
მომსახურებიდან სარგებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.