„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/193/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე;“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ჰ10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) სპეციალიზებული დეპოზიტარი − იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ასრულებს საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის, ხოლო „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად - ასევე საპენსიო სქემის დეპოზიტარის ფუნქციებს ;“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. „ნებაყოფლობით კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემა არ წარმოადგენს საინვესტიციო ფონდს.“. 4. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საინვესტიციო პორტფელების, მართვა ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ დისკრეციულად მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე, ნებაყოფლობითი კერძო ინდივიდუალური და ჯგუფური და დაგროვებითი საპენსიო სქემების მართვა.“. 5. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) შეასრულოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველ იანვარს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ფაქტობრივად არის უმოქმედო, რადგან ის არ ასახავს საერთაშორისოდ აღიარებულ იმ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული კი მოიაზრებს, როგორც კერძო საპენსიო სქემების მონაწილეთათვის შესაბამისი წამახალისებელი მექანიზმების გაჩენასა და ეფექტური საზედამხედველო ჩარჩოს დაწესებას, ისე კერძო დაგროვებითი საპენსიო საქმიანობის მოქნილ და ეფექტურ სტრუქტურას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა მოქალაქეს (დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და ნებისმიერ სხვა პირს) საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდნენ კერძო საპენსიო სქემებში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემუშავდა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, აღნიშნულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით და მიზნად ისახავს მისი განხორციელების უზრუნველყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს აქტივების მმართველი კომპანიის უფლებამოსილებას დააფუძნოს და მართოს საპენსიო სქემები, ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციას -შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილება საპენსიო სქემებისთვის. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელებისა და ამავე კანონის პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილებები შედის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ჰ10 ქვეპუნქტსა და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლითაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს ემატება უფლებამოსილება - შეასრულოს საპენსიო სქემის დეპოზიტარის ფუნქციები და ასევე განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება. ასევე, ცვლილება შედის კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლითაც დაზუსტდა აქტივების მმართველის უფლებამოსილება მართოს საპენსიო სქემები. ვინაიდან, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით ძალადაკარგულად ცხადდება „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, წარმოდგენილი პროექტით ამოღებულია მითითება ამ უკანასკნელზე. კანონის მე-4 მუხლს ემატება ახალი ნორმა, რომლის შესაბამისადაც, საპენსიო სქემა არ წარმოადგენს საინვესტიციო ფონდს და მისი სამართლებრივი რეგლამენტაცია მოხდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2024 წლის პირველ იანვარს, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ან ზეგავლენის კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. სხვა სახის შეფასება: გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ საქართველოს და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 122-ე და 323-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად“. ამავე დანართის B ნაწილით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ევროპარლამენტისა თავისი და კანონმდებლობა საბჭოს 2003/41/EC დაუახლოვოს 2003 წლის დირექტივას „პროფესიული 3 ივნისის საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დირექტივა ძალადაკრგულია და ჩანაცვლებულია ახალი (EU) 2016/2341 (IORPs) დირექტივით, ხოლო ვინაიდან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული აქვს დინამიური დაახლოების ვალდებულება, წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია „საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2016/2341 (IORPs) დირექტივის ახალი რედაქციის შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: „პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2016/2341 (IORPs) დირექტივა (ახალი რედაქცია), რომელიც აუქმებს 2003 წლის 3 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/41/EC დირექტივას „პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადგილობრივმა ექსპერტმა ვენერა (ნინო) სუქნიძემ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.