„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“
- „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულება,
საბროკერო
კომპანია,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი
რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო
ბირჟა,
საინვესტიციო
ფონდი,
აქტივების
მმართველი
კომპანია,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია,საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი,
ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“.
2. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
უფლებამოსილება, საზედამხედველო
ზომები ან/და შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, განახორციელოს ნებაყოფლობითი
საპენსიო
სქემის
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
უფლებამოსილება,
მიიღოს
გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ერთი ან მეტი საპენსიო სქემის
მომსახურების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, გამოსცეს სამართლებრივი აქტები,
დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შესაბამისი შეზღუდვები „ნებაყოფლობითი კერძო
პენსიის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
ფუნქციების
შესასრულებლად.“.
3. 483 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
საპენსიო სქემაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველ იანვარს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ფაქტობრივად არის უმოქმედო, რადგან ის არ ასახავს
საერთაშორისოდ აღიარებულ იმ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია კერძო ნებაყოფლობითი
საპენსიო ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული კი მოიაზრებს, როგორც კერძო
საპენსიო სქემების მონაწილეთათვის შესაბამისი წამახალისებელი მექანიზმების გაჩენასა და
ეფექტური საზედამხედველო ჩარჩოს დაწესებას, ისე კერძო დაგროვებითი საპენსიო საქმიანობის
მოქნილ და ეფექტურ სტრუქტურას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა მოქალაქეს
(დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და ნებისმიერ სხვა პირს) საკუთარი ინტერესებიდან
გამომდინარე გაწევრიანდნენ კერძო საპენსიო სქემებში.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემუშავდა „ნებაყოფლობითი კერძო
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, აღნიშნულ ბაზარზე თავისუფალი
კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური
მდგრადობის
უზრუნველყოფა,
გრძელვადიანი
ინვესტიციების
წახალისება
და
მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონის პროექტის მომზადება
განპირობებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით და მიზნად ისახავს მისი განხორციელების უზრუნველყოფას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2
მუხლით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლის განმარტება მოიცავს
არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონი ითვალისწინებს ახალ სუბიექტს, საპენსიო კომპანიას, რომელიც არ
ექცევა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამისად საფინანსო
სექტორის წარმომადგენლის განმარტებიდან ამოსაღებია მითითება არასახელმწიფო სქემის
დამფუძნებელზე. ასევე, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი ეროვნულ
ბანკს ანიჭებს დამატებით უფლებამოსილებებს, მათ შორის საზედამხედველო ღონისძიებების
განხორციელებისა და შეზღუდვების დაწესების უფლებას რაც თავის მხრივ, ასახვას
საჭიროებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება „ნებაყოფლობითი კერძო
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”
ორგანული კანონის შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი
ყალიბდება ახალი რედაქციით და საფინანსო სექტორის წარმომადგენლის განმარტებაში აღარ
არის გათვალისწინებული არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი. ასევე კანონის 48ე მუხლს ემატება მე-16 პუნქტი, რომლითაც დგინდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 483 მუხლი ზღუდავს
მეწარმე სუბიექტის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის უფლებას, ეროვნული ბანკის
მიერ
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციად
რეგისტრაციის,
არასაბანკო-სადეპოზიტო
–
საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი
ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) დაბრუნებადი ფულადი
სახსრები მოზიდვას (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი
ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირებას. ამავე მუხლით განსაზღვრულია შემთხვევები,
რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვა, რომელთაც ემატება „ნებაყოფლობითი
კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2024 წლის პირველ იანვარს, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საქართველოს ეროვნული ბანკი კანონპროექტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას
განახორციელებს არსებული რესურსების ფარგლებში, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება არ
წარმოშობს რაიმე სახის ფინანსურ გავლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას.
ბ1)
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ან
სხვა
ზეგავლენის
სახის
შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან და
მიმართება
საქართველოს
და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ერთის მხრივ,
საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 122-ე და 323-ე
მუხლებიდან, რომელთა თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის
დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის
საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე
დანართის დებულებების შესაბამისად“. ამავე დანართის B ნაწილით, საქართველოს აღებული
აქვს
ვალდებულება
ევროპარლამენტისა
თავისი
და
კანონმდებლობა
საბჭოს
2003/41/EC
დაუახლოვოს
2003
წლის
დირექტივას
„პროფესიული
3
ივნისის
საპენსიო
უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული დირექტივა ძალადაკრგულია და ჩანაცვლებულია ახალი (EU)
2016/2341
(IORPs)
დირექტივით,
ხოლო
ვინაიდან
საქართველოს
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებით აღებული აქვს დინამიური დაახლოების ვალდებულება, წარმოდგენილი
კანონპროექტი მომზადებულია „საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და
მათზე ზედამხედველობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU)
2016/2341 (IORPs) დირექტივის ახალი რედაქციის შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
„პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე
ზედამხედველობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU)
2016/2341 (IORPs) დირექტივა (ახალი რედაქცია), რომელიც აუქმებს 2003 წლის 3 ივნისის
ევროპარლამენტისა
და
საბჭოს
2003/41/EC
დირექტივას
„პროფესიული
საპენსიო
უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB)
ადგილობრივმა ექსპერტმა ვენერა (ნინო) სუქნიძემ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული