„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.11.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/222/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 120210010.05.001.017976) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კანონის მიზნები ამ კანონის მიზნებია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში „რადიაციული დაცვის, ბირთული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებული კონვენციის მოთხოვნების შესრულებისათვის: ა) ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მათი უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, როგორც აწმყოში, ისე მომავალში; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილების და მომხდარი ინციდენტების უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძვლების შექმნა.“. 2. მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) დეპარტამენტი – „რადიაციული დაცვის, ბირთული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი.“. 3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განსაზღვრული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის ავტორიზაცია „რადიაციული დაცვის, ბირთული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“. 4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და ტრანსპორტირება რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტთან, ექსპორტთან, ტრანზიტთან, რეექსპორტთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „რადიაციული დაცვის, ბირთული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „რადიაციული დაცვის, ბირთული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 6. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნტები: გ1) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; გ2) 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია მოქმედი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება. კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემის (კანონპროექტების შესაბამისობაში მოყვანა) გადასაჭრელად აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში, მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, მე-13 და მე-14 მუხლებში ნაცვლად ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონისა, ცვლილების შედეგად, მითითებული იქნება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონი. გარდა ამისა, ტერმინოლოგიური ცვლილება ეხება მე-15 მუხლში მოცემულ ტექნიკურ რეგლამენტებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი, ისევე როგორც „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მათი ერთდროულად ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტისბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. 1 ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვაორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.