„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
- „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი, დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე, ადგენს სამართლებრივ
ჩარჩოს
რადიაციული
დაცვის,
ბირთვული
უსაფრთხოებისა
და
დაცულობის
უზრუნველსაყოფად და იმ პირთა უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ახორციელებენ
მაიონებელი
გამოსხივების
წყაროებთან
დაკავშირებულ
საქმიანობებს
ასევე,
რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს,
რომლებიც არ არის რეგულირებული „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს
კანონით.
2. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციებს რადიაციული
დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში
და ასევე, რადიაციული დაცვის, ბირთვული და რადიაოქტიური მასალების და მაიონებელი
გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებებს.
3. ამ კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს არამაიონებელი გამოსხივება და
მის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები, ასევე, სამხედრო მიზნით მაიონებელი
გამოსხივების წყაროს გამოყენება.
4. ეს კანონი არ ვრცელდება რეგულირებიდან გამორიცხულ რადიოაქტიურ წყაროებსა
და საქმიანობებზე, რომლის დონეები დგინდება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 2. აკრძალული საქმიანობა
აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღისა და
ბირთვული მასალების შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას,
ფლობასა და გადაცემას, ასეთი იარაღისა და მოწყობილობების პირდაპირ ან არაპირდაპირ
კონტროლს, ასევე, ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არამშვიდობიანი მიზნით
გამოყენებას და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას ბირთვული იარაღისა და ბირთვული
მასალების შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად.
მუხლი 3. კანონის მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის მიზანია:
ა) ადამიანისა და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან,
როგორც აწმყოში, ისე მომავალში;
ბ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა.
2. ამ კანონის ამოცანაა:
ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ეროვნული
პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების
სააგენტოს
(შემდგომში
-
მარეგულირებელი
ორგანო)
ფუნქციების
განსაზღვრა, მაიონებელი გამოსხივების წყაროების მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებაზე
მარეგულირებელი კონტროლის განსახორციელებლად;
გ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ავტორიზაცია – ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც
მარეგულირებელი ორგანო პირს ანიჭებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
განხორციელების უფლებამოსილებას, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით;
ბ) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები − ვალდებულებათა სისტემა, რომელსაც
საფუძვლად უდევს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მის წევრ ქვეყნებს
შორის დადებული შეთანხმება;
გ) ბირთვული და რადიაციული ობიექტი − ობიექტი (ნაგებობებისა და აღჭურვილობის
ჩათვლით), სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობა;
დ) ბირთვული დაცულობა - ბირთვულ მასალასთან, სხვა რადიოაქტიური მასალასთან,
ასოცირებულ ობიექტებთან ან საქმიანობებთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი ან
განზრახ უკანონო ქმედებების პრევენცია, დეტექტირება და ამგვარ ქმედებებზე რეაგირება;
ე) ბირთვული დაცულობის კულტურა - მახასიათებლების, დამოკიდებულებისა და
ქცევის ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ბირთვული დაცულობის
მდგრადობას;
ვ) ბირთვული დაცულობის სისტემა − სამართლებრივი, კვლევითი და საინჟინრო
ღონისძიებები, რომელთა მიზანია ბირთვული ტერორიზმის, ბირთვული და რადიოაქტიური
მასალების დატაცების ან მათთან არაკანონიერი მოპყრობის თავიდან აცილება;
ზ) ბირთვული უსაფრთხოება - ოპერირების სათანადო პირობები, ბირთვული ან
რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ამგვარი სიტუაციების შედეგების
მიტიგაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგადაც ხდება პერსონალის,
მოსახლეობისა და გარემოს დაცვა არასათანადო რადიაციული რისკისაგან;
თ) ბირთვული უსაფრთხოების კულტურა - მახასიათებლებისა და დამოკიდებულების
ერთობლიობა, რომლითაც დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განსაზღვრულია
პრიორიტეტულად და ენიჭება სათანადო ყურადღება პირის საქმიანობაში;
ი) ბირთვული მასალა - სპეციალური ხლეჩადი მასალა ან ნებისმიერი საწყისი მასალა.
სპეციალურ ხლეჩად მასალას განეკუთვნება ურანი-233; ურანი-235-ით ან ურანი-233-ით
გამდიდრებული ურანი; ამ იზოტოპების შემცველი ურანი, რომლის შემადგენლობა აღემატება
ბუნებრივს, მაგრამ რომელიც არ არის მადანი ან მადნის ნარჩენი; ნებისმიერი ნივთიერება,
რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ზემოსხენებულ ნივთიერებებს; პლუტონიუმი, გარდა
პლუტონიუმ-238-ისა, რომელშიც იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს; საწყის
მასალას წარმოადგენს ბუნებრივი ურანი, გაღარიბებული ურანი და თორიუმი მეტალური,
შენადნობის, სინჯის, ქიმიური მინარევის ან კონცენტრატის სახით;
კ) ბუნებრივი გამოსხივება − გარემოში მუდმივად არსებული მაიონებელი გამოსხივება,
რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ან გარემოში არსებულ წყაროებთან, რომელთა
კონტროლიც შეუძლებელია;
ლ) დეკომისია – ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა,
რომლის მიზანია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე მარეგულირებელი კონტროლის
მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა;
მ) დიფერენცირებული მიდგომა - პროცესი ან მეთოდი, რომლის დროსაც კონტროლის
ღონისძიებებისა და პირობების სიმკაცრე დამოკიდებულია კონტროლის დაკარგვის
ალბათობაზე, შესაძლო შედეგებსა და დაკავშირებულ რისკებზე;
ნ) მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური
წყვილების წარმოქმნის უნარი;
ო) მაიონებელი გამოსხივების გენერატორი – დანადგარი, რომელსაც შეუძლია
მაიონებელი გამოსხივების გენერირება და რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას
სამეცნიერო, სამრეწველო ან სამედიცინო მიზნებისთვის;
პ) მაიონებელი გამოსხივების წყარო − მაიონებელი გამოსხივების გენერატორი,
რადიოაქტიური წყარო ან სხვა რადიოაქტიური მასალა;
ჟ) მარეგულირებელი კონტროლი − მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ბირთვული
და რადიაციული ობიექტების ან საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების ნებისმიერი
ფორმა, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის დასადგენად;
რ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტი - ატომური ენერგიის საერთაშორისო
სააგენტოს კატეგორიზაციის მიხედვით, პირველ და მეორე ავარიული მზადყოფნის
კატეგორიებს მიკუთვნებული ობიექტები, ასევე, ნებისმიერი დანიშნულების მქონე
ბირთვული და რადიაციული ობიექტი, სადაც საობიექტო შემთხვევების გამო შეიძლება
საჭირო გახდეს ობიექტზე დაცვითი ღონისძიებების და რეაგირების სხვა ღონისძიებების
მიღება, რათა მიღწეული იქნას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნები; ან სადაც
წარსულში მოხდა ამგვარი საობიექტო შემთხვევა;
ს) მოსახლეობის დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროსგან ფიზიკური პირების
დასხივება, რომელიც არის პროფესიული ან/და სამედიცინო დასხივება;
ტ) ოპერატორი − პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება ამ კანონით
რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიღებული აქვს
ამგვარი უფლება;
უ) პროფესიული დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროსგან პერსონალის
დასხივება, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს;
ფ) რადიაციული დასხივება − ქმედება ან პირობები, რომლის დროსაც ადამიანი
იმყოფება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ;
ქ) რადიაციული დაცვა - ადამიანთა დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე
ზემოქმედებისაგან და მისი მიღწევის საშუალებები;
ღ) რადიაციული რისკი - დასხივების მავნე ზემოქმედება ჯანმრთელობაზე (ასევე,
ამგვარი ზემოქმედების ალბათობა) და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა
რისკი (მათ შორის, გარემოსთვის), რომელიც პირდაპირი შედეგია დასხივების,
რადიოაქტიური მასალის (მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენის) არსებობის ან გარემოში
გაფრქვევის, ასევე, ბირთვული რეაქტორის ბირთვზე, ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციაზე,
რადიოაქტიურ ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროზე კონტროლის დაკარგვის;
ყ) რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად
მასალებში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის
მოსალოდნელი და სასურველი, ასევე, პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ
ადგილებში მათ არსებობას;
შ) რადიოაქტიური მასალა - მასალა, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას;
ჩ) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული
რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნივთიერება ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში,
რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის
რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ამგვარი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი
გამოყენება გათვალისწინებული არ არის;
ც) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც
უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები, მათი
შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე;
ძ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც
ოპერატორმა უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განათავსოს რადიოაქტიური
ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა,
მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
წ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც
უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ
შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი
ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ჭ) რადიოაქტიური ნივთიერება – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან
რამდენიმე რადიონუკლიდს, რომლის აქტივობა ან აქტივობის კონცენტრაცია საჭიროებს
გათვალისწინებას რადიაციული დაცვის თვალსაზრისით.
ხ) რადიოაქტიური წყარო - რადიოაქტიური მასალის შემცველი წყარო, რომელიც
გამოიყენება, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყარო;
ჯ) რეგულირებიდან ამოღება – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური
მასალების ან ბირთვული და რადიაციული ობიექტების ამოღება შემდგომი რეგულირების
სფეროდან, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში;
ჰ) რეგულირებიდან გამორიცხვა – დასხივების ცალკეული კატეგორიების გამიზნული
გამორიცხვა მარეგულირებელი კონტროლიდან;
ჰ1) რეგულირებიდან გათავისუფლება − შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი
ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მაიონებელი გამოსხივების წყარო ან ბირთვული და
რადიაციული საქმიანობა არ დაუქვემდებაროს რადიაციული დაცვის ან/და ბირთვული
უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნებს, ვინაიდან
გამოსხივება და პოტენციური გამოსხივება მცირეა ან დაცვის უზრუნველსაყოფად
ოპტიმალური გამოსავალია;
ჰ2) სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს პაციენტი სამედიცინო
დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით; დამხმარე და მომვლელი (გარდა პირისა, რომელზეც
ვრცელდება პროფესიული დასხივების რეჟიმი); ან მოხალისე, რომელიც ჩართულია
ბიოსამედიცინო კვლევით პროგრამებში;
ჰ3) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო;
ჰ4) საქმიანობის გაფართოება - ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული საქმიანობის
ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს ან/და იმავე სამართლებრივ რეჟიმს
დაქვემდებარებული ახალი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დამატება;
ჰ5) უსაფრთხოების შეფასება − მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან და ბირთვულ და
რადიაციულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
საფრთხეების,
ასევე,
დაცვისა
და
უსაფრთხოების ღონისძიებების სისტემური შეფასება;
ჰ6) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური წყარო,
რომელიც არასდროს ყოფილა მარეგულირებელი კონტროლის ქვეშ ან რომელიც
მიტოვებულია, დაკარგულია, არასათანადო ადგილასაა აღმოჩენილი ან სხვაგვარადაა
გადაცემული ავტორიზაციის გარეშე;
ჰ7) ფიზიკური დაცვა − ღონისძიებები მაიონებელი გამოსხივების წყაროების,
ბირთვული მასალისა თუ შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანების, დაკარგვის, უკანონო
დაუფლებისა თუ უკანონო გადაცემის პრევენციისათვის.
მუხლი 5. რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები
მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის
მიზნით, რადიაციული დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება უნდა იქნას უზრუნველყოფილი
შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა)
პასუხისმგებლობა
უსაფრთხოების
უზრუნველყოფაზე
უპირველესი
პასუხისმგებლობა რადიაციულ დაცვასა და ბირთვულ უსაფრთხოებაზე ეკისრება ბირთვული
და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ეფექტიანი რეგულირების პრინციპი - ამ
კანონით გათვალისწინებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას უნდა არეგულირებდეს
ეფექტიანად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების
შესაბამისად შემუშავებული კანონმდებლობის დაცვით;
გ) უსაფრთხოების ეფექტიანი მართვისა და ხელმძღვანელობის პრინციპი - ამ კანონით
გათვალისწინებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები
ვალდებულნი არიან, შექმნან და შეინარჩუნონ დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული
მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია უსაფრთხოების კულტურა;
დ) დასაბუთების პრინციპი - ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ავტორიზაციის
თაობაზე
გადაწყვეტილების
მიღებისას,
ადამიანისა
ან/და
საზოგადოებისათვის მიღებულმა სარგებელმა უნდა გადაწონოს იმ ზიანს, რაც საქმიანობამ
შეიძლება გამოიწვიოს. არსებული ან მოსახლეობის დასხივების სიტუაციებში, დასხივების
ახალი გზების ან არსებულის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა დასაბუთდეს
შემდეგი პრინციპით, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ზიანზე უფრო მეტი სარგებლის
მომტანი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით;
ე)
ოპტიმიზაციის
განმახორციელებელმა
პრინციპი
პირმა
უნდა
-
ბირთვული
მიიღოს
და
რადიაციული
კანონმდებლობით
საქმიანობის
გათვალისწინებული
რადიაციული
დაცვის
ზომები,
რათა
მოსახლეობისა
და
პროფესიულ
დასხივებას
დაქვემდებარებული პირების ინდივიდუალური დოზების მასშტაბი, დასხივების ალბათობა
და დასხივებული ადამიანების რაოდენობა შენარჩუნდეს გონივრულობის ფარგლებში
მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე, არსებული ტექნიკური ცოდნისა და ეკონომიკური და
სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. სამედიცინო დასხივებას დაქვემდებარებული
პირების დაცვის ოპტიმიზაცია უნდა გავრცელდეს ინდივიდუალურ დოზებზე და
სამედიცინო დანიშნულებასთან შესაბამისობაზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
ვ) დოზური ზღვრების პრინციპი - ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
განმახორციელებლმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ადამიანის მიერ
მიღებულმა ჯამურმა დოზამ არ გადააჭარბოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
ზღვარს, რათა არც ერთი ადამიანი აღმოჩნდეს მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული
დაუშვებელი რისკის ქვეშ. დოზური ზღვრების პრინციპი არ ვრცელდება სამედიცინო
დასხივებაზე;
ზ) ახლანდელი და მომავალი თაობების რადიაციული რისკისგან დაცვის პრინციპი რადიაციული რისკების კონტროლის მიმდინარე ღონისძიებების ადექვატურობის
შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი შესაძლო შედეგები ახლა და
მომავალში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისა და გარემოს დაცვა ამგვარი
რისკებისაგან, აწმყოში და მომავალში;
თ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების პრევენცია - უნდა
განხორციელდეს ყველა შესაძლებელი ღონისძიება ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო
სიტუაციის განვითარების პრევენციისა და შედეგების მიტიგაციისათვის;
ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და
რეაგირების პრინციპი - მარეგულირებელი ორგანო, შესაბამისი ავტორიზებული პირები და
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი უწყებები ვალდებულნი არიან,
ჩამოაყალიბონ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა
და რეაგირების სისტემა;
კ) არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკების შესამცირებლად
დაცვითი ღონისძიებების განხორციელების პრინციპი - არსებული ან დაურეგულირებელი
რადიაციული რისკების შესამცირებლად შემუშავებული დაცვითი ღონისძიებები უნდა იყოს
დასაბუთებული და ოპტიმიზებული.
მუხლი 6. ბირთვული დაცულობის პრინციპები
სისხლის სამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების შედეგებისაგან ადამიანის,
ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, ბირთვული დაცულობის ეფექტიანი
რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა - სახელმწიფომ, საქართველოს საერთაშორისო
ვალდებულებების შესაბამისად, უნდა ჩამოაყალიბოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და
უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა, რომელიც ვრცელდება
სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ნებისმიერ ბირთვულ მასალაზე, სხვა
რადიოაქტიურ მასალაზე, ასოცირებულ დანადგარსა და ასოცირებულ საქმიანობებზე;
ბ)
ბირთვული
კანონმდებლობით
დაცულობის
უნდა
პასუხისმგებლობების
კომპეტენტური უწყებებისა და ავტორიზებულ პირთა პასუხისმგებლობები
თანამშრომლობის ვალდებულება ბირთვული დაცულობის სფეროში;
და
დაცულობის
მარეგულირებელი
-
სხვა
პასუხისმგებლობა
განისაზღვროს
განსაზღვრა
ორგანოს,
გ)
ნათლად
სფეროში
უზრუნველყოფაზე
-
უპირველესი
პასუხისმგებლობა ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფაზე ეკისრება ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს;
დ) პასუხისმგებლობა ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების საერთაშორისო
გადაზიდვაზე - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ბირთვული და სხვა
რადიოაქტიური მასალების ადექვატური დაცვა, ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვაზეც
მანამ, სანამ აღნიშნული პასუხისმგებლობა სათანადოდ გადაეცემა სხვა სახელმწიფოს;
ე) კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრა ბირთვული დაცულობის სფეროში მოქმედი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, უნდა
განისაზღვროს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და
მოხდეს მათი აღსრულების უზრუნველყოფა;
ვ) საერთაშორისო თანამშრომლობა
და
დახმარება
-
სახელმწიფომ
უნდა
ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბირთვულ
დაცულობასთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
ინფორმაციისა
და
გამოცდილების
გასაზიარებლად;
ზ) ბირთვული დაცულობის საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება - ბირთვული
დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების
იდენტიფიცირებასა და შეფასებას (მათ შორის, სანდოობის შეფასებას), მიუხედავად იმისა,
აღნიშნული საფრთხეები ქვეყნის იურისდიქციის ქვეშაა თუ მიღმა, ასევე, მათი შეფასების
მუდმივ განახლებას;
თ) სამიზნეებისა და პოტენციური შედეგების იდენტიფიცირება და შეფასება ბირთვული დაცულობის რეჟიმის შემუშავებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს
სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული და შეფასებული ბირთვული დაცულობის
სამიზნეები და პოტენციური შედეგები;
ი) რისკზე დაფუძნებული მიდგომა - ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმი
უნდა შემუშავდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, მათ შორის, რესურსების გამოყოფისას,
ღონისძიებების
ან/და
ბირთვულ
დაცულობასთან
დაკავშირებული
საქმიანობის
განხორციელებისას, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს დიფერენცირებულ
მიდგომასა და სიღრმისეულ დაცვას;
კ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების იდენტიფიცირება ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში
ბირთვული დაცულობის სისტემებისა და ღონისძიებების არსებობას, რომლის მეშვეობითაც
ხდება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების იდენტიფიცირება,
შეფასება და კომპეტენტური უწყებისათვის შეტყობინება, დროული რეაგირების
მიზნებისთვის;
ლ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის დაგეგმვა,
მზადყოფნა და რეაგირება - ბირთვული დაცულობის რეჟიმის ეფექტიანობა დამოკიდებულია
კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებებისა და ავტორიზებული პირების მიერ
ბირთვულ ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის
შემუშავებასა და მათ პერიოდულ გამოცდაზე, ტესტირებასა და შეფასებაზე;
მ) ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა - ბირთვული დაცულობის რეჟიმის
მდგრადობის გაზრდის მიზნით, თითოეული კომპეტენტური ორგანო და რადიაციულ
დაცვაში, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობაში ჩართული პირები ვალდებულნი
არიან, უზრუნველყონ შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები,
ბირთვული დაცულობის კულტურა, ეფექტიანობის პერიოდული გამოცდა და შეფასება,
ეფექტიანი ინტეგრირებული მართვის სისტემა, შიდა და სხვა საფრთხეების გამოვლენისა და
მიტიგაციის პროცედურები.
მუხლი 7. საგნებში რადიოაქტიური ნივთიერების დამატებისა და ამგვარი საგნების
იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვა
1. აკრძალულია საკვებ პროდუქტებში, სათამაშოებში, სამკაულში, კოსმეტიკურ
საშუალებებსა და სამომხმარებლო პროდუქტში რადიოაქტიური ნივთიერებების განზრახ
დამატება, ისევე, როგორც ამგვარი საგნების იმპორტი და ექსპორტი.
2. დაუშვებელია რადიონუკლიდებით დაბინძურებული საცხოვრებელი ან სამუშაო
სივრცის გამოყენება, თუ დაბინძურების დონე აღემატება მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეებს.
3. აკრძალულია იმ სამომხმარებლო პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან ბაზარზე
განთავსება, რომლებიც დაბინძურებულია რადიონუკლიდებით და დაბინძურების დონე
აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ დონეებს.
თავი II. ეროვნული მარეგულირებელი სისტემა
მუხლი 8. სამინისტროს კომპეტენცია
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
სამინისტროს კომპეტენციაა:
ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის
განხორციელება;
ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
გ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო
და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
შესრულებაზე
ზედამხედველობა;
დ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
კანონების პროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების
კოორდინაცია;
ე) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი
ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის
წარდგენა.
მუხლი 9. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების კომპეტენციები
რადიაციული დაცვის, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობასთან დაკავშირებულ
საკითხებში უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებების ფუნქციებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ბირთვული
და რადიაციული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული
საკითხების რეგულირება მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად; მაიონებელი გამოსხივების
გამზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური შემოწმება; ბირთვული ან რადიოლოგიური
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების
კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - კანონმდებლობით დადგენილი წესით,
დაინტერესებულ უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული და
რადიაციული ობიექტების (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორების მფლობელი
ობიექტებისა)
ფიზიკური
დაცვის
უზრუნველყოფა
და
კონტროლი;
ბირთვული
ან
რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების დროს, სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების
მიღება; ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნისა და
მათი შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ასევე, ბირთვული ან
რადიოლოგიური
საგანგებო
სიტუაციების
დროს,
ბირთვული
და
რადიოაქტიური
ნივთიერებების საექსპერტო და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, ინციდენტის
ადგილის შესწავლა, გამოსაკვლევი ობიექტების ამოღება და მისი შემდგომი კვლევა;
უსაფრთხოების უზრუნველყოფა რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების, იმპორტის,
ექსპორტისა და ტრანზიტის დროს; სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე, სასაზღვრო ზოლში,
სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური
მასალის არალეგალური მიმოქცევის პრევენცია და გამოვლენა;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ბირთვულ ან სხვა რადიოაქტიურ მასალასთან
დაკავშირებულ დანაშაულებზე; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო-გამტარ
პუნქტებზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ამასთან,
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის
სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს მიერ სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემების შექმნა, მათი
ფუნქციონირების, მომსახურებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - მისდამი დაქვემდებარებული ბირთვული
და რადიაციული ობიექტების უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა, ასევე,
ბირთვული
ან
მონაწილეობა;
რადიოლოგიური
საგანგებო
სიტუაციის
შედეგების
ლიკვიდაციაში
ე)
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ბირთვულ ან რადიოლოგიურ
საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით, ერთიანი
სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის
შედეგების
ლიკვიდაციაში
მონაწილეობა,
კომპეტენციის
ფარგლებში
ბირთვულ
ან
რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლების დაგეგმვა
და
ორგანიზება;
დაზარალებულთა
სამედიცინო
დახმარების
უზრუნველყოფა
და
დასხივებულ პირთა აღრიცხვა; რადიოფარმაპრეპარატების რეგისტრაცია; დასხივებულ
პირთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის პროცედურის დადგენა;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
შესრულებაზე საერთო ზედამხედველობა;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური − ორმაგი დანიშნულების
პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემა, ბირთვული ან სხვა
რადიოაქტიური მასალის საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს
ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი.
მუხლი 10. მარეგულირებელი ორგანო
1. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო წარმოადგენს მარეგულირებელ
ორგანოს, რომელიც ახორციელებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის სახელმწიფო რეგულირებას.
2. მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს მარეგულირებელ კონტროლს ამ კანონით
გათვალისწინებულ საქმიანობებზე.
3. მარეგულირებელი ორგანო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს რადიაციულ
დაცვასთან, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობასთან დაკავშირებულ საკითხებში და
გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და რესურსები საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად
განსახორციელებლად.
მუხლი 11. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები
მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია:
ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის
მინიჭება, შეჩერება ან/და გაუქმება;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
ბირთვული
და
რადიაციული
საქმიანობის
ინსპექტირება
მოქმედი
კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების და სალიცენზიო,
სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში, იძულებითი ზომების განხორციელება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება;
ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების,
ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების
დოზების უწყებრივი რეესტრის შემუშავება და წარმოება;
თ) ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
ი) ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შემუშავება და
წარმოება;
კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვაზე ზედამხედველობა და სახელმწიფო
კონტროლის განხორციელება;
ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო
სიტუაციების პრევენციის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა
და შენარჩუნებისთვის;
მ)
ბირთვული
კანონმდებლობით
ან
რადიოლოგიური
განსაზღვრულ
საგანგებო
ღონისძიებებში
სიტუაციის
მონაწილეობა
შემთხვევაში,
ბირთვულ
ან
რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და
შედეგების მიტიგაციისთვის;
ნ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე
რეაგირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე
რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
ჟ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
რ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსთან და
საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე
ინფორმაციების გაცვლა;
ს) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით;
ტ) მოსახლეობისა და იმ პირების ცნობიერების ამაღლება, რომლებთაც თავიანთი
საქმიანობისას აქვთ შეხება მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან;
უ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების სტანდარტების დადგენა და შეთანხმება;
ფ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური
ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
ქ) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ კანონითა და შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტებით მიეკუთვნება მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას.
მუხლი 12. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების
კომპეტენცია
1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია
განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა
და დაცულობის
სფეროში აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) მათ იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერა მისი
უფლებამოსილების განხორციელებისას;
დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული
მოსახლეობის დახმარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) მათ იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული
რისკის მქონე ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.
მუხლი 13. მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური და ადამიანური რესურსი
1. მარეგულირებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების
სრული მოცულობით განსახორციელებლად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადექვატური
ფინანსური და ადამიანური რესურსით.
2. მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობა უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო
ბიუჯეტით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი 14. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
1. მარეგულირებელი ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული
დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში თანამშრომლობს სხვა
სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი ასრულებს ატომური
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას.
3. მარეგულირებელი ორგანო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და წევრ
სახელმწიფოებს აწვდის ინფორმაციას მაღალაქტიური დახურული და სხვა რადიოაქტიური
წყაროებისა თუ რადიოაქტიური მასალის დაკარგვის, ქურდობის ან აღმოჩენის შესახებ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით.
4. მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი ასრულებს ატომური
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით შემუშავებული საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული ეროვნული პასუხისმგებელი
პირები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 15. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
სფეროში საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების უფლება-მოვალეობები
1. საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის
მოქალაქეები
ვალდებულნი
არიან
დაიცვან
რადიაციული
დაცვის,
ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.
2. საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს უფლება აქვთ:
ა) მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავის სამუშაო და
საცხოვრებელ სივრცეში რადიოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, ბირთვული ან
რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) იცხოვრონ და იმუშაონ რადიაციულად უსაფრთხო გარემოში;
გ) მონაწილეობა მიიღონ ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართონ სასამართლოს საკუთარ
უფლებათა დასაცავად ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით.
თავი III. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება
მუხლი 16. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია და შეტყობინება
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ექვემდებარება
მარეგულირებელი ორგანოსათვის შეტყობინებას ან ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად,
გარდა რეგულირებიდან გამორიცხული საქმიანობებისა და მაიონებელი გამოსხივების
გენერატორის ტრანსპორტირებისა და შენახვისა.
2.
აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის განხორციელება მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული
ავტორიზაციის (რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის) გარეშე, გარდა მე-17 მუხლით
გათვალისწინებული საქმიანობისა.
მუხლი 17. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება
1. მარეგულირებელი ორგანო იღებს შეტყობინებას „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
თაობაზე.
2. მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს შეტყობინებათა რეესტრს და ამ მუხლის
პირველ პუნქტში მითითებულ უწყებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აძლევს
რეკომენდაციებს საქმიანობის განხორციელებისას მისაღები ღონისძიებების თაობაზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
შეტყობინების
ფორმა
განისაზღვრება
„ბირთვული
და
რადიაციული
საქმიანობის
ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 18. ავტორიზაცია
1. ავტორიზაციის მიზანია, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და
სანებართვო
პირობებისა
და
მარეგულირებელი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვის შესრულების უზრუნველყოფა
და კონტროლი.
2. მარეგულირებელი ორგანო, ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას,
განმცხადებლისათვის განსაზღვრავს შესასრულებლად სავალდებულო სარეგისტრაციო,
სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვებს.
3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და
სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 19. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია
1. მარეგულირებელი ორგანო არეგისტრირებს შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ
საქმიანობას:
ა) ბარგის კონტროლი რენტგენის დანადგარის გამოყენებით, გარდა რკინიგზის
სტაციონარული რენტგენის სკანერის და სატრანსპორტო საშუალების საკონტროლო
სტაციონარული ან მობილური რენტგენის სისტემებისა;
ბ) დენტალური ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური
მოწყობილობების
გამოყენებით;
გ)
ოსტეოდენსიტომეტრის
რენტგენოდიაგნოსტიკური
მოწყობილობების
გამოყენებით;
დ) მეორადი
გამოყენებით;
რენტგენის
გამოსხივების
მაგენერირებელი
მოწობილობების
ე) რადიოფარმპრეპარატებით, მაიონებელი გამოსხივების წყაროებით ვაჭრობა, გარდა
I, II და III კატეგორიის რადიოაქტიური წყაროებისა;
ვ) მეხუთე კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების გამოყენებით;
ზ) ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით;
თ) ქრომატოგრაფის გამოყენებით;
ი) მაიონებელი გამოსხივების წყაროების მონტაჟი, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება
და გაზომვების ჩატარება;
კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური ან/და საკონსულტაციო
მომსახურება;
ლ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
ტრენინგ კურსების ჩატარება.
2. მარეგულირებელი ორგანისათვის რეგისტრაციის მიზნებისთვის წარსადგენი
დოკუმენტები განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით.
3.
მარეგულირებელი
ორგანო
ბირთვული
და
რადიაციული
საქმიანობის
რეგისტრაციას ახორციელებს განუსაზღვრელი ვადით.
4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მემკვიდრეობით ან სხვა
სახით გადაცემა დაუშვებელია.
მუხლი 20. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიას დაქვემდებარებული
საქმიანობა
1. მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას გასცემს იმ ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის
განხორციელებაზე
უფლებამოსილების
მისანიჭებლად,
რომელიც
არ
ექვემდებარება შეტყობინებას, რეგისტრაციასა და ნებართვას და მოქმედი კანონმდებლობის
მიხედვით არ არის გამორიცხული რეგულირებიდან.
2.
მარეგულირებელი
ორგანო
ლიცენზიას
გასცემს
განუსაზღვრელი
ვადით,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 21. ლიცენზიასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებული ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის გაფართოება
1. რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელმა პირმა, რეგისტრაციას ან/და
ლიცენზიას დაქვემდებარებული საქმიანობის გასაფართოებლად, მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს.
2. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
დასაწყებად, ლიცენზიის მფლობელმა პირმა, მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს
განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისათვის მოქმედი
კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
3. ლიცენზირებას დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
დასაწყებად,
რეგისტრაციის
მფლობელმა
პირმა,
მარეგულირებელ
ორგანოს
უნდა
წარუდგინოს განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
მუხლი 22. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის სახეები
1. მარეგულირებელი ორგანო ნებართვას გასცემს შემდეგ ქმედებებზე:
ა) რადიოაქტიური მასალის იმპორტი;
ბ) რადიოაქტიური მასალის ექსპორტი;
გ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტი;
დ) რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა;
ე) რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება;
ვ) ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი;
ზ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.
2. მარეგულირებელმა ორგანომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვა
შეიძლება გასცეს არა უმეტეს 1 წლის ვადით:
ა) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და
ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განსახორციელებლად;
ბ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუჰაუს ერთდჯერადი იმპორტის განსახორციელებლად;
გ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და
ლიცენზიის
ფარგლებში
სამედიცინო
დანიშნულების
რადიოფარმპრეპარატების
მრავალჯერადი იმპორტის ან/და ექსპორტის განსახორციელებლად;
დ) სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების
მრავალჯერადი
ტრანზიტის განსახორციელებლად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური მოთხოვნისამებრ მიაწვდის
ინფორმაციას მარეგულირებელ ორგანოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას სამედიცინო დანიშნულების
რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ნებართვის საფუძველზე პირის მიერ
განხორციელებული ქმედებების შესახებ. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა, ინფორმაციის
მიწოდების წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 23. ავტორიზაციის მფლობელი პირის უფლებები
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის
უფლებამოსილია:
მფლობელი პირი
ა) განახორციელოს ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა
მარეგულირებული ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და
სანებართვო შეზღუდვის შესაბამისად;
ბ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში
მიიღოს მარეგულირებელი ორგანოს წერილობითი განმარტება;
გ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან
რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, გაასაჩივროს იგი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 24. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მქონე პირის
ზოგადი ვალდებულებები
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მქონე პირი, მოქმედი
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
დიფერენცირებული
მიდგომის
შესაბამისად,
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის, ბირთვული ან
რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და შესაბამისი რეაგირების
უზრუნველსაყოფად, ვალდებულია:
ა) შეიმუშავოს და განახორციელოს რადიაციული დაცვის პროგრამა, ბირთვულ ან
რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა და ბირთვული
დაცულობის გეგმა მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე,
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბირთვული და რადიაციული ობიექტის
გამოკვლევისა და მონიტორინგის საფუძველზე, შეიმუშავოს და განახორციელოს ობიექტის
დეკომისიის გეგმა;
გ) მარეგულირებელ
ორგანოს
წერილობით
შეატყობინოს
საქმიანობასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან
დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული
პროგრამა, 7 დღის ვადაში;
დ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ
ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის;
ე) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული
გაზომვების ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები;
ვ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყაროები, რომლებსაც აქვს
შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაცია და ნიშნული და რომელიც მოთავსებულია სათანადო
მარკირების მქონე კონტეინერში;
ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის
უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა,
აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული
საქმიანობის განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ, ხოლო რადიაციული
დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების
შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად, რადიაციულ დაცვაზე, ასევე,
ბირთვულ დაცულობაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე პირი;
თ)
ორგანიზება
გაუწიოს
და
ფინანსურად
უზრუნველყოს
პერსონალის
ჯანმრთელობის ყოველწლიური პროფესიული შემოწმება, ხოლო შემოწმების უარყოფითი
შედეგების დადგენისას – სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა;
ი) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული
საიდუმლოება არ არის;
კ) ორგანიზება გაუწიოს და ფინანსურად უზრუნველყოს რადიაციული დაცვის,
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე პერსონალის სპეციალური
პროფესიული სწავლება და მათთვის რეგულარული ტრენინგების ჩატარება;
ლ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა
რადიაციული დაცვა;
მ) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის
პირს
გადასცეს
ტრანსპორტირებისათვის
განკუთვნილი
რადიოაქტიური
მასალები,
რადიოაქტიური წყაროები და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური
ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები;
ნ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და
წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე, პერსონალის, მათ შორის,
ხელშეკრულებით
დასაქმებულ
პირთა
პროფესიული
დასხივების
დოზები
ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;
და
ო) შეასრულოს ადამიანსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების,
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად
მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და
სანებართვო შეზღუდვები;
პ) დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს, საკუთარი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევა, მიიღოს ზომები მის
აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; ხოლო დარღვევისა
და მოკვლევის შედეგების თაობაზე წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;
ჟ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის
განხორციელებისას, 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და
შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;
რ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული
დოკუმენტაციის წარმოება;
ს)
მარეგულირებელ
ორგანოს
ყოველწლიურად,
1
აპრილიდან
1
მაისამდე,
წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო და სარეგისტრაციო პირობების შესრულების შესახებ,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას ან რეგისტრაციას საანგარიშგებო პერიოდის
დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს;
ტ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 25. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის თაობაზე
ადმინისტრაციული წარმოება
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია ხორციელდება მარტივი
ადმინისტრაციული წარმოებით.
2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მაძიებელი, საქმიანობის
რეგისტრაციის მისაღებად, მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
3. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს
მითითებას, თუ რომელი ბირთული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მიღებას
მოითხოვს რეგისტრაციის მაძიებელი და თანდართული დოკუმენტების ნუსხას.
4. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და
ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური
პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი
საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს
სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
5. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. თუ რეგისტრაციის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ საქმიანობაზე რეგისტრაციის
მიღებას ან საქმიანობის გაფართოებას და უკვე ფლობს სხვა ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის რეგისტრაციას ან ლიცენზიას, მარეგულირებელი ორგანო არ იკვლევს იმ
სალიცენზიო ან/და სარეგისტაციო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს,
რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის ან/და რეგისტრაციის გაცემისას.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების
შემთხვევაში, რეგისტრირებული პირი ვალდებულია მარეგულირებელ ორგანოს წერილობით
აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების
განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.
8. თუ რეგისტრირებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას ახორციელებს
იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ
იურიდიული პირის ფილიალსაც. რეგისტრირებული პირი ვალდებულია ფილიალის
საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს
ფილიალის მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების
შესახებ. დაუშვებელია მარეგულირებელი ორგანოს მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან
რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს საქმიანობის რეგისტრაციის
მქონე იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე რეგისტრაციის გაცემას.
9. ამ მუხლის მოთხოვნები, ასევე, ვრცელდება საქმიანობის რეგისტრაციის გაფართოების
თაობაზე რეგისტრირებული პირის მიერ მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილ
განცხადებაზე.
10. განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს, ასევე, უნდა წარუდგინოს:
ა) რადიაციული დაცვის პროგრამა;
ბ) ბირთვული დაცულობის გეგმა;
გ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების
გეგმა.
მუხლი 26. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი
წესი
1. რეგისტრაციის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ
-
სამართლებრივი
აქტისათვის
დადგენილ
მოთხოვნებს.
2. მარეგულირებელი ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს პირის მიერ წარდგენილი
განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ კანონის 25-ე მუხლის
მოთხოვნებთან.
3. მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის გაცემის ან
რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის
შემთხვევაში, რეგისტრაციის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს
დასაბუთებული უარი განმცხადებელს.
4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში
არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის
შესახებ, რეგისტრაცია გაცემულად ჩაითვლება.
5. რეგისტრაციის მაძიებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის გაცემისათვის დადგენილი
ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობა. მარეგულირებელი ორგანო
ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.
6. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება რეგისტრირებული საქმიანობის გაფართოების
თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე.
მუხლი 27. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის
მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად
წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის
ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 28. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციაზე, ლიცენზიის ან/და
ნებართვის გაცემაზე უარი და გასაჩივრების უფლება
1. მარეგულირებელი ორგანო არ გასცემს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
რეგისტრაციას, ლიცენზიას ან/და ნებართვას, თუ:
ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ
აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში
არ იქნა გამოსწორებული განმცხადებლის მიერ;
ბ) განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს
კანონით
დადგენილ
სარეგისტრაციო,
სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებს;
გ) განმცხადებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით
ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება.
2.
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სამინისტროში ან
სასამართლოში.
მუხლი 29. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და
ნებართვის ამოქმედება
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის
გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია
სარეგისტრაციო,
სალიცენზიო
ან
სანებართვო
მოწმობის
მიღებამდე
შესაბამისი
ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან
ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაციის,
ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების
მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია განახორციელოს რეგისტრაციით,
ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სარეგისტრაციო,
სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
3. რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია
სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების
შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან
ნებართვით
გათვალისწინებული
საქმიანობა
შესაბამისი
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან
სანებართვო მოწმობა.
მუხლი 30. სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე
კონტროლის განხორციელება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება
1. სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს
ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.
2.
კონკრეტულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
მომეტებული
რისკის
გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და
გარემოს დასაცავად მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება
რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ.
3. რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმება რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს არ
ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს რადიაციული დაცვა, ბირთვული
უსაფრთხოება ან/და დაცულობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და
მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები,
ასევე, პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.
მუხლი 31. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება
1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების
შესაბამისად.
2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შესაძლებელია იყოს
გეგმური ან/და არაგეგმური.
3. ინსპექტირების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება „ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
4. ინსპექტირების განსახორციელებლად, მარეგულირებელი ორგანო უზრუნველყოფს
ინსპექტირების
აღსრულების
მხარდაჭერას
სათანადო
ფინანსური,
ტექნიკური
და
ადამიანური რესურსებით.
მუხლი 32. ინსპექტირების მიზანი და ამოცანები
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანია ფიზიკური ან
იურიდიული პირის საქმიანობის რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება.
2. ინსპექტირების ამოცანებია:
ა) ავტორიზებული პირების მიერ
განხორციელებისას,
სარეგისტრაციო
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ან/და
სალიცენზიო
პირობების,
შეზღუდვების
შესრულების კონტროლი ან/და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის პირობების დარღვევის გამოვლენა;
ბ) არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენა;
გ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის
შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება.
მუხლი 33. ობიექტის დათვალიერება
1. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მარეგულირებელი ორგანო
უფლებამოსილია, განახორციელოს ობიექტის დათვალიერება მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2. დათვალიერება შესაძლოა ჩატარდეს ავტორიზებული ან არაავტორიზებული პირის
წინასწარი შეტყობინების გარეშე და არ საჭიროებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას.
მუხლი 34. იძულებითი ღონისძიებები
1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს იძულებითი ღონისძიებები,
მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო
პირობების ან/და შეზღუდვების დარღვევის ან არაავტორიზებული ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში.
2. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობების დარღვევის
ან/და შეზღუდვების გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია
განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
გათვალისწინებული ქმედებები.
3. მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრისათვის გონივრულ
ვადას ადგენს და წერილობით ატყობინებს დამრღვევს.
4. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია რეგისტრაციის ან ლიცენზიის
მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და
დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები ან შეზღუდვები ან/და გაუუქმოს
რეგისტრაცია ან/და ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება, კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტებს (მათ შორის, საჯარიმო ქვითარს და სააღსრულებო
ფურცელს) შედგენა/გამოცემა, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
6.
არაავტორიზებული
ბირთვული
და
რადიაციული
პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქმიანობისათვის
მუხლი 35. იძულებითი ზომების განხორციელება ინსპექტირებისას
1. თუ რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
პირის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება ან/და თუ ამ
საქმიანობის შედეგად შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის
სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, ინსპექტორს უფლება
აქვს, დროებით შეაჩეროს პირის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს
ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა).
2. ინსპექტორს უფლება აქვს, მოსთხოვოს რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელს
იმ პერსონალის სამუშაოზე არდაშვება, რომლის კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ
სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში, რეგისტრაციის ან/და
ლიცენზიის მფლობელი არ თავისუფლდება მის მიერ განხორციელებული და შეჩერებული
საქმიანობის
შედეგად
დარჩენილი
რადიოაქტიური
მასალების
უსაფრთხოებისა
და
დაცულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.
4. იძულებითი ზომების განხორციელების მიზნით ინსპექტორი ინსპექტირების
მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, ტესტირების შედეგების,
რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის
საფუძველზე
ადგენს
შესაბამის
ოქმს,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
თავი IV. რადიაციული დაცვა
მუხლი 36. რადიაციული დაცვის კონტროლი
1. ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი
გამოსხივების
წყაროებთან
მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განისაზღვრება
მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებებისგან
ადამიანებისა და გარემოს დასაცავად, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო
სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დოზური ზღვრები მარეგულირებელი
ორგანოს
კონტროლის
ქვეშ
არსებული
ბირთვული
და
რადიაციული
საქმიანობის
განმახორციელებელი პირებისათვის.
2. ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან
მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ის
საქმიანობები ან/და წყაროები, რომლებზეც არ გავრცელდება მარეგულირებელი ორგანოს
კონტროლი, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) ადამიანებისთვის მაიონებელი გამოსხივების რისკები საკმარისად დაბალია;
ბ) მთლიანობაში რადიოლოგიური ზემოქმედება საკმარისად დაბალია;
გ) საქმიანობა ან წყარო, საკუთარი მახასიათებლებით, მიიჩნევა უსაფრთხოდ და არ
არსებობს იმგვარი სიტუაციის წარმოშობის ალბათობა, რომლის დროსაც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებში მოცემული კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება.
3.
ტექნიკური
რეგლამენტის
−
„მაიონებელი
გამოსხივების
წყაროებთან
მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განისაზღვრება
რეგულირებიდან ამოღების ის მნიშვნელობები, რა შემთხვევაშიც, ავტორიზებული
საქმიანობების ფარგლებში, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,
რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის რეგულირებიდან
ამოღების თაობაზე.
მუხლი 37. რადიაციული დაცვის ზოგადი მოთხოვნები
ავტორიზაციის
მაძიებელი/ავტორიზებული
პირი
უნდა
აკმაყოფილებდეს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:
ა) სათანადოდ უნდა ჰქონდეს აღქმული რადიაციული დაცვისა და ბირთვული
უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
ბ) უნდა განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება პერსონალისა და
მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, დადგენილ ზღვრებამდე მიღებული
დოზების შენარჩუნებით, ასევე, როგორც აწმყოში, ისე მომავალში, მოსახლეობისათვის
მაიონებელი
გამოსხივების
მავნე
ზემოქმედების
მინიმიზების
მიზნებისთვის
ყველა
აუცილებელი ზომის მიღებით;
გ) უნდა დაგეგმოს და განახორციელოს საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული
ღონისძიებები, ადექვატური უსაფრთხოების, მათ შორის, რადიოლოგიური საფრთხეებისაგან
ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად;
დ) უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო
სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების და ბირთვული დაცულობის შესაბამისი გეგმა;
ე) უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი დოზური ზღვრების
გადაუჭარბებლობა და უნდა განახორციელოს პერსონალის დასხივების მონიტორინგი;
ვ) უნდა გააჩნდეს ადექვატური ფინანსური და ადამიანური რესურსები დაგეგმილი
საქმიანობის განსახორციელებლად იმგვარად, რომ უზრუნველყოს ბირთვული უსაფრთხოება
და დაცულობა;
ზ) უნდა ჰქონდეს შექმნილი ფინანსური გარანტიები რადიოაქტიური ნარჩენების
განთავსებისა და დეკომისიის მიზნებისთვის;
თ) მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი სპეციალისტები უნდა დაუშვას
საკუთარ ტერიტორიაზე კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობების
შესასრულებლად;
ი)
არ
უნდა
განახორციელოს
ცვლილება
მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე;
ავტორიზებულ
საქმიანობაში
კ) არ უნდა გააფართოვოს ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე;
ლ) უნდა მიაწოდოს მარეგულირებელ ორგანოს ყველა ის ინფორმაცია, რაც მოქმედი
კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
მუხლი
38.
ავტორიზებულ
პირთა
ვალდებულებები
რადიაციული
დაცვის
უზრუნველსაყოფად
ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, დაიცვას პერსონალისთვის, მოსახლეობისათვის და
გარემოში რადიონუკლიდების გაშვებისათვის დადგენილი დოზები, გონივრულობის
ფარგლებში მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების
გათვალისწინებით.
მუხლი 39. სამედიცინო დასხივება და პაციენტის დაცვა
1. გარდა ამ კანონით დადგენილი ზოგადი ვალდებულებებისა, სამედიცინო
დასხივების
რეგულირების
მიზნებისთვის,
ტექნიკური
რეგლამენტის
„სამედიცინო
დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მოთხოვნები:
ა) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით;
ბ) იმ პირთა დაცვით
ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც
იყენებენ
მაიონებელი გამოსხივების წყაროებს;
გ) პაციენტთა დაცვით ღონისძიებებთან, მათ შორის, საქმიანობის დასაბუთებასთან და
დასხივების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით;
დ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორებსა და რადიონუკლიდების შემცველი
მოწყობილობების პროექტირებისა და ფუნქციონირების კრიტერიუმებთან დაკავშირებით;
ე)
რადიოაქტიური
წყაროების
უსაფრთხოებისა
და
დაცულობისათვის
განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
2. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელმა ავტორიზებულმა პირმა უნდა
უზრუნველყოს, რომ არც ერთმა პაციენტმა არ მიიღოს დიაგნოსტიკური ან თერაპიული
დასხივება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის დანიშნულების გარეშე, რომლის
უპირველესი ფუნქცია და ვალდებულებაა სამედიცინო დასხივების დანიშვნისას და
მიმდინარეობისას პაციენტის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თავი V. რადიოაქტიური წყაროები
მუხლი 40. რადიოაქტიური წყაროების მარეგულირებელი კონტროლი
1. მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს რადიოაქტიური წყაროებისა და მათთან
დაკავშირებულ მოწყობილობების მარეგულირებელ კონტროლს.
2.
მარეგულირებელი
დაცულობის
უზრუნველყოფა
დასრულებამდე.
კონტროლის
მიზანია
რადიოაქტიური
ბირთვული
წყაროების
უსაფრთხოებისა
გამოყენების
და
დაწყებიდან
3. კანონმდებლობით განსაზღვრული რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაცია
ხორციელდება
ატომური
ენერგიის
საერთაშორისო
სააგენტოს
რეკომენდაციების
გათვალისწინებით და ეფუძნება ადამიანებისა და გარემოსათვის ზიანის მიყენების
შესაძლებლობას, თუ დადგენილი წესით არ იქნება უზრუნველყოფილი ბირთვული
უსაფრთხოება და დაცულობა.
მუხლი 41. რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი
1. საქართველოს ტერიტორიიდან ან მის ტერიტორიაზე რადიოაქტიური წყაროების
ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული
სახელმძღვანელო წესების საფუძველზე შემუშავებული ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ნებართვის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა
ითვალისწინებდეს რადიოაქტიური წყაროების მიმღების თაობაზე ინფორმაციის შეფასების
ვალდებულებას, რომელსაც უნდა გააჩნდეს რადიოაქტიური წყაროს მიღების ავტორიზაცია
და
ჰქონდეს
ბირთვული
უსაფრთხოებისა
და
დაცულობის
უზრუნველყოფის
შესაძლებლობები.
3. რადიოაქტიური წყაროს ექსპორტის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში
მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს მარეგულირებელი
ორგანოს ვალდებულებას, პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, დარწმუნდეს, რომ
იმპორტიორ სახელმწიფოს გააჩნია ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა რესურსები,
ასევე, მარეგულირებელი სტრუქტურა, მოთხოვნილი რადიოაქტიური წყაროების მართვისას
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად.
4. I და II კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის ნებართვის გაცემა უნდა
განხორციელდეს იმპორტიორი სახელმწიფოსათვის წინასწარი შეტყობინებით და მხოლოდ ამ
უკანასკნელის თანხმობის საფუძველზე.
მუხლი 42. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროები და მათზე კონტროლის
აღდგენა
1. ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მარეგულირებელ
ორგანოს რადიოაქტიურ წყაროებზე კონტროლის დაკარგვის ან რადიოაქტიურ წყაროსთან
დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სიტუაციის ან ინციდენტის შესახებ, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს პირთა რადიოლოგიური დაზიანება ან ქონების ან გარემოს მნიშვნელოვანი
დაზიანება.
2. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს იმ აღმოჩენილი უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური
წყაროების ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, რომელთა მფლობელის დადგენა
შეუძლებელია;
ბ) შეაგროვოს და გააანალიზოს ინფორმაცია საქართველოში წარსულში გამოყენებული
რადიოაქტიური წყაროების (მათ შორის, არაავტორიზებული პირების ან/და სახელმწიფოს
მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური წყაროების) შესახებ შესაძლო უკონტროლო
(უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების არსებობის დასადგენად;
გ) უზრუნველყოს დროული რეაგირება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური
წყაროების აღმოჩენისას, მათზე კონტროლის აღდგენის მიზნით;
დ) დაეხმაროს სახელმწიფო უწყებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, შეიმუშავონ
და განახორციელონ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები უკონტროლო
(უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების აღმოსაჩენად (სასაზღვრო გამშვები პუნქტები,
აეროპორტები, პორტები, საზღვაო სივრცე, ჯართის შემგროვებელი პუნქტები და ჯართის
გადამამუშავებელი საწარმოები, საფოსტო-ლოგისტიკური ცენტრები ან სხვა ორგანიზაციები).
3. მოთხოვნები და პროცედურები უკონტროლო (უკონტროლო) რადიოაქტიური
წყაროების მოძიებისა და მათზე მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის თაობაზე
განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით - „უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური
წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესი".
თავი VI. დეკომისია
მუხლი 43. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის ზოგადი მოთხოვნები
1. ამ კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა უნდა
დასრულდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიით, გარდა შემდეგი
ობიექტებისა:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი, რომელიც ექვემდებარება დახურვას შემდგომი
კონტროლის დაწესების პირობით;
ბ) ობიექტები, რომლის ყველა დანადგარის, მოწყობილობისა და კონსტრუქციის
დაშლა არ გამოიწვევს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნას;
გ) ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების ინჟინრულად გამართული შესანახი.
2. დეკომისია უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს დიფერენცირებული მიდგომის
გამოყენებით.
3. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს დეკომისიის მოთხოვნები, მათ შორის:
ა) უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კრიტერიუმები, დეკომისიის საბოლოო
მდგომარეობის პირობების ჩათვლით;
ბ) რადიონუკლიდების შემცველი დანადგარების მარეგულირებელი კონტროლისაგან
გათავისუფლების ლიმიტები და პირობები;
გ) დეკომისიის დროს და დასრულებისას, რადიოაქტიური მასალის ამოღების
კრიტერიუმები.
მუხლი 44. დეკომისიის გეგმა
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა პირმა, მარეგულირებელ ორგანოს
შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის პირველადი გეგმა, რომელიც უნდა
შემუშავდეს ობიექტის ტიპის, სტატუსისა და მისი დეკომისიისას დამახასიათებელი რისკების
გათვალისწინებით.
2. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, ბირთვული და
რადიაციული
საქმიანობის
ლიცენზიის
მაძიებელმა
პირმა,
მშენებლობამდე
უნდა
განახორციელოს ადგილის საბაზისო გამოკვლევა, მათ შორის, რადიოლოგიური პირობების
შესწავლა.
3. ავტორიზებულმა პირმა დეკომისიის გეგმა უნდა განაახლოს ყოველ 10 წელიწადში
ერთხელ ან/და მარეგულირებელი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნით.
4. თუ გარკვეული გარემოებების შედეგად შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს
დეკომისიის პირველადი გეგმა, ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეცვალოს და
განაახლოს დეკომისიის გეგმა შეცვლილი გარემოებების ასახვისთვის და წარუდგინოს იგი
მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად.
5. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთა
შესაძლებლობა, გაეცნონ დეკომისიის გეგმას და გამოთქვან მოსაზრებები მის შეთანხმებამდე.
6. ავტორიზებულმა პირმა, დეკომისიის საბოლოო გეგმა უნდა მოამზადოს და
შესათანხმებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს დეკომისიის აქტივობებების
განხორციელებამდე.
7. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მოქმედი მოთხოვნების
შესრულების მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროგრამის არსებობა იმ ადგილებისათვის,
სადაც დეკომისიის განხორციელების შემდეგ კვლავ შეზღუდულია ადგილის სამომავლო
გამოყენება.
8. დეკომისიის დასრულებისას, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს,
რომ ის ანგარიშები, რითაც დასტურდება დეკომისიის ღონისძიებების დასრულება
შეთანხმებული დეკომისიის გეგმის შესაბამისად, ინახება სათანადოდ.
მუხლი 45. ავტორიზებული პირის ვალდებულებები დეკომისიისას
დეკომისიის ქმედებების განხორციელებისას, ავტორიზებული პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ბირთვული უსაფრთხოება, დაცულობა და გარემოს დაცვა, მათ
შორის, კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების განხორციელებისას;
ბ) მოამზადოს უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებები, რომლებიც
საჭიროა დეკომისიის გეგმის განსახორციელებლად;
გ)
ჩამოაყალიბოს
მონაცემთა
შენახვის
სისტემა
ძირითადი
საკითხებისა
და
ცვლილებებისათვის, რომლებიც შეიძლება მოხდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის
არსებობისას და გავლენა იქონიოს დეკომისიაზე;
დ) უზრუნველყოს ადგილის საბაზისო კვლევის განხორციელება ეფექტიანად და
დროულად;
ე) უზრუნველყოს დეკომისიის ახალი ან გამოუცდელი მეთოდების დასაბუთება და
დასამტკიცებლად წარდგენა მარეგულირებელი ორგანოსთვის;
ვ) საბოლოო დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მარეგულირებელ ორგანოს
აცნობოს 2 თვით ადრე და წარადგინოს ობიექტის დეკომისიის განაცხადი დეკომისიის
საბოლოო გეგმასთან ერთად ოპერირების საბოლოო შეწყვეტამდე 2 წლით ადრე;
ზ) დაყოვნებული დემონტაჟის შემთხვევაში, უზრუნველყოს ბირთვული
და
რადიაციული ობიექტის უსაფრთხოება და მომავალში მისი ადექვატური დეკომისიის
განხორციელება;
თ) უზრუნველყოს სათანადო მართვის სისტემა და პერსონალი დეკომისიის
უსაფრთხოდ განსახორციელებლად, მათ შორის, პასუხისმგებელი პირების საჭირო უნარები,
ცოდნა და გადამზადება;
ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის
უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები ასოცირებული საფრთხეების
ადექვატურად და ინციდენტები შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს;
კ)
უზრუნველყოს
დეკომისიის
ნებისმიერ
ეტაპზე
ადექვატური
ფინანსური
რესურსების ხელმისავწდომობა.
მუხლი 46. დეკომისიის განხორციელება
1. დეკომისიის განხორციელებისას შეიძლება წარმოიშვას დეკომისიის გეგმაში
შესწორებების
შეტანის
აუცილებლობა,
რაც
უნდა
განხორციელდეს
მხოლოდ
მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით.
2. დეკომისიის დასრულებისას, ავტორიზებულმა პირმა უნდა განახორციელოს
რადიოლოგიური მონიტორინგი, რომლითაც დასტურდება დეკომისიის დასახული მიზნების
მიღწევა.
3. დეკომისიის დასრულების შემდეგ, ავტორიზებულმა პირმა, მარეგულირებელ
ორგანოს შესათანხმელად უნდა წარუდგინოს დეკომისიის ანგარიში, სადაც აისახება
დეკომისიის განხორციელების შედეგები, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მონაცემების
ჩათვლით.
4. მარეგულირებელმა ორგანომ, დეკომისიის მიზნებისთვის განხორციელებული
ღონისძიებების დასრულებისას, უნდა შეამოწმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის
საბოლოო
მდგომარეობა,
რათა
დარწმუნდეს,
რომ
მარეგულირებელი
მოთხოვნები
შესრულდა.
5.
ბირთვული
და
რადიაციული
ობიექტი
არ
უნდა
გათავისუფლდეს
მარეგულირებელი კონტროლისაგან მანამ, სანამ ავტორიზებული პირი არ დაადასტურებს,
რომ დეკომისიის გეგმაში მითითებული საბოლოო მდგომარეობა მიღწეულია და ყველა
დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნა შესრულებული.
მუხლი 47. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფა
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს ადექვატური
ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო
დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯების
დასაფარად.
2. ავტორიზებულმა პირმა უნდა დაფაროს უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის,
წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯები.
3. დეკომისიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების რაოდენობა უნდა
ეფუძნებოდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის სპეციფიკური ხარჯების
დაანგარიშებას და უნდა შეიცვალოს, თუ აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა გაიზრდება ან
შემცირდება. დეკომისიის გეგმის პერიოდული განახლების ფარგლებში, უნდა გადაიხედოს,
ასევე, აღნიშნული ხარჯთაღრიცხვაც.
4. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნები განისაზღვრება
„ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი VII. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნა და რეაგირება
მუხლი 48. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა
1. დაუშვებელია პირის ავტორიზება, თუ მას არ გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად,
დიფერენცირებული
მიდგომის
გათვალისწინებით
შემუშავებული
და
მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო
სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (შემდგომში - „რეაგირების გეგმა“).
2. რეაგირების გეგმის შემუშავებისას, პირმა:
ა) უნდა შეაფასოს მოსალოდნელი რისკი, საფრთხე და სავარაუდო მასშტაბი, მათ
შორის, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა და მოქცეული ტერიტორია;
ბ) მხედველობაში უნდა მიიღოს ნებისმიერი ამგვარი შემთხვევის ანალიზის ან
მიღებული გამოცდილების ან/და მსგავსი საგანგებო სიტუაციის შედეგები.
3. რეაგირების გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) მოთხოვნას ავტორიზებული პირის მიმართ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს
მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, რომელიც საჭიროებს რეაგირების
ღონისძიებების განხორციელებას მოსალოდნელი რადიოლოგიური რისკის გამო;
ბ) შესაბამისი ფუნქციების განაწილებას;
გ) იმ გარემოებების იდენტიფიცირებას, რომლის დროსაც წარმოიშვება რეაგირების
საჭიროება;
დ) დაცვითი ღონისძიებების ინტერვენციულ დონეებსა და მათი გამოყენების მასშტაბს
სავარაუდო საგანგებო სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით;
ე) პროცედურებს, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დასაკავშირებლად და
დახმარების მისაღებად კომუნიკაციის წესებს;
ვ) საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების შესაფასებელი მეთოდოლოგიისა და
საშუალებების აღწერას;
ზ) თითოეული დაცვითი ღონისძიების შეწყვეტის კრიტერიუმებს;
თ) რეაგირების გეგმის შესაბამისობის შესამოწმებლად, ასევე, ყველა ჩართული მხარის
ადექვატური ინფორმირებულობისა და მომზადების უზრუნველსაყოფად, პერსონალის
ტრენინგების, გადამზადებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების პერიოდულობასა და სხვა
დაკავშირებულ საკითხებს;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ მოსახლეობისათვის წინასწარი
ინფორმაციის მიწოდების დებულებებს, რომლებიც შესაძლებელია დაზარალდნენ საგანგებო
სიტუაციის შედეგად;
კ) სხვა დებულებებს, რომლებიც განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტი - ბირთვულ
ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმის დამტკიცების
თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. შემმუშავებელმა პირმა, კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით, უნდა
გადახედოს, განაახლოს და გამოსცადოს რეაგირების გეგმა.
მუხლი 49. რეაგირების გეგმის შესრულება
ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ავტორიზებულმა
პირმა უნდა შეასრულოს მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული რეაგირების გეგმა.
მუხლი 50. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
ეროვნული გეგმა
1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნულ გეგმას
ამტკიცებს საქრთველოს მთავრობა, რომელსაც შეიმუშავებს მარეგულირებელი ორგანო.
2. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმა
უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
3. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული
გეგმით უნდა განისაზღვროს ბირთვულ ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებზე
მზადყოფნის კატეგორიები, მზადყოფნასა და რეაგირებაში ჩართული ყველა პირის
უფლებამოსილებები
და
განსახორციელებელი
ღონისძიებები,
მათ
შორის,
საჯარო
ინფორმაციისა და კომუნიკაციის საკითხები.
4. გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების რადიაციული
დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ
უნდა განსაზღვროს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და
რეაგირების დაცვის სტრატეგია.
მუხლი 51. ტრანსსასაზღვრო ავარია
1. თუ განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის
შედეგად, არსებობს საქართველოს ფარგლებს გარეთ რადიოაქტიური დაბინძურების
გავრცელების რისკი, მარეგულირებელმა ორგანომ, ოფიციალური არხების მეშვეობით,
დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და სხვა იმ
სახელმწიფოებს, რომლებსაც ეხებათ ან შეიძლება შეეხოთ რადიოლგიურად მნიშვნელოვანი
დაბინძურება
„ბირთვული
ავარიის
შემთხვევაში
ადრეული
შეტყობინების
შესახებ“
კონვენციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას
„ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ და „ბირთვული ავარიის
ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციების
მიზნებისთვის.
თავი VIII. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება
მუხლი 52. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების რეგულირების რეჟიმი
1. საქართველოს იურისდიქციის ქვეშ რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების
მოთხოვნები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უახლესი რეგულაციებისა და
„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ 1957 წლის
ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად, განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის –
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და „ტექნიკური რეგლამენტის –
„სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. შემუშავებული მოთხოვნებით განისაზღვრება რადიოაქტიური მასალის
კატეგორიზაცია ტიპის, რაოდენობისა და გამოსხივების დოზის სიმძლავრის მიხედვით
დადგენილი პოტენციური საფრთხის შესაბამისად, ასევე, რადიოაქტიური მასალის ფიზიკური
დაცვის ღონისძიებები.
მუხლი 53. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების ავტორიზაცია
დაუშვებელია რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება მარეგულირებელი
ორგანოს ავტორიზაციისა და
მოთხოვნების დაცვის გარეშე.
მოქმედი
კანონმდებლობით
დადგენილი
შესაბამისი
თავი IX. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები
მუხლი
54.
ბირთვული
მასალების
მშვიდობიანი
მიზნისათვის
გამოყენების
ვალდებულება
საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად, ბირთვული
მასალების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნისათვის.
მუხლი 55. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება
1. „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან
დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკისა და
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებისა (შემდგომში „შეთანხმება“) და ამ
შეთანხმების
დამატებითი
მარეგულირებელი
ბირთვული
ოქმის
ორგანო
მასალებისა
(შემდგომში
უფლებამოსილია
და
ატომური
„დამატებითი
გააკონტროლოს
იარაღის
ოქმი“)
შესაბამისად,
ბირთვული
წარმოებისთვის
იარაღის,
აღჭურვილობის
გაუვრცელებლობის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გარანტიების იმპლემენტაცია.
2. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს:
ა) კოორდინაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტრუქტურებთან და
უწყებებთან
ატომური ენერგიის
საერთაშორისო
სააგენტოსათვის
შეთანხმებითა და
დამატებითი ოქმით განსაზღვრული ინფორმაციის მისაწოდებლად;
ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელი
ინფორმაციის შეგროვება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის დროულად
მიწოდება;
გ) საქართველოში ატომური ენერგიის
საერთაშორისო
სააგენტოს
ინსპექტორთა
საქმიანობის განხორციელების, ასევე, ინსპექტირების ადგილზე მათი შეუფერხებელი
დაშვების ხელშეწყობა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად;
დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის
დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მხარდაჭერა შეთანხმების და დამატებითი ოქმის
მოთხოვნების შესასრულებლად;
ე)
შეთანხმების
ეფექტიანი
იმპლემენტაციის
მიზნებისთვის,
საქართველოში
ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და დანერგვა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
3. დამატებითი ოქმის მოთხოვნების იმპლემენტაციის მიმართ მოთხოვნები
განისაზღვრება ტექნიკურ რეგლამენტით - „გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის
მოთხოვნების განხორციელების წესით“.
მუხლი 56. ინსპექტირება გარანტიების სფეროში
შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის იმპლემენტაციის საკითხების ეროვნული
პასუხისმგებელი
პირის
ფუნქცია
უნდა
შეასრულოს
მარეგულირებელი
ორგანოს
უფლებამოსილმა წარმომადგენლმა, რომელსაც უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული
ობიექტი ან მისი ცალკეული ნაგებობა;
ბ) შეამოწმოს ბირთვული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული დანადგარები
ან/და საქმიანობა;
გ) მოახდინოს არსებული ბირთვული მასალის ვერიფიკაცია;
დ) ჩაატაროს გაზომვები და აიღოს სინჯები შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის
მოთხოვნებით განსაზღვრული დანადგარის, ობიექტის ან მისი ცალკეულ ნაგებობის
ნებისმიერი ადგილიდან.
მუხლი 57. ბირთვული მასალების მფლობელთა ვალდებულებები ბირთვული
გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში
ბირთვული მასალების მფლობელები ვალდებულნი არიან:
ა) აწარმოონ საქმიანობაში გამოყენებული ბირთვული მასალის ფიზიკური და ქიმიური
თვისებების აღწერა;
ბ) აწარმოონ ბირთვული მასალების აღრიცხვა, ფიზიკური ინვენტარიზაცია და
წარუდგინონ მარეგულირებელ ორგანოს ანგარიშები, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად;
გ)
მარეგულირებელ
ორგანოს
მიაწოდონ
ინფორმაცია
ბირთვული
მასალით
საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების, ორგანიზაციის საპროექტო
დიზაინისა და სხვა მოსალოდნელი ცვლილებების ჩათვლით;
დ) უზრუნველყონ ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვა და უსაფრთხოების
ზომების მიღება დადგენილი წესით;
ე) დაუყოვნებლივ აცნობონ მარეგულირებელ ორგანოს ბირთვული მასალების
დაკარგვის ან აღმოჩენის შესახებ.
თავი X. რადიოაქტიური ნარჩენები
მუხლი 58. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა
1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს „გამოყენებულ
საწვავთან
მოპყრობის
უსაფრთხოებისა
და
რადიოაქტიურ
ნარჩენებთან
მოპყრობის
უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენციის, ამ კანონის, „რადიოაქტიური
ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა რადიოაქტიური ნარჩენის საბოლოო
განთავსების ადგილს წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი.
3.
რადიოაქტიური
ნარჩენების
სახელმწიფო
მართვის
ფუნქციას
ასრულებს
მარეგულირებელი ორგანოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი, რომლის
ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 59. ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ძირითადი მოთხოვნები
1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა უნდა განხორცილდეს იმგვარად, რომ მართვის
ყველა ეტაპზე სრულად იქნას დაცული ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მარეგულირებელი კანონმდებლობა და
მეთოდოლოგიები უნდა განისაზღვროს დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.
3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპები განისაზღვრება
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 60. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ავტორიზაცია და პასუხისმგებლობა
1. რადიოაქტიური ნარჩების მართვა ექვემდებარება ლიცენზირებას მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის უზრუნველყოფაზე უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი
ლიცენზიის
მფლობელს,
რადიოაქტიური
ნარჩენების
სახელმწიფოს
მფლობელობაში
არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტისთვის გადაცემამდე.
3. მარეგულირებელი ორგანო პასუხისმგებელია იმ რადიოაქტიური ნარჩენების
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფაზე, რომელთა კანონიერი
მფლობელის დადგენაც შეუძლებელია.
მუხლი 61. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი
1. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი
ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების
ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების
იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების ნებისმიერი მიზნით რეექსპორტი.
3. რადიოქტიური ნარჩენების ექსპორტისას, გათვალისწინებული უნდა იქნას:
ა) რადიოაქტიური ნარჩენის ექსპორტი არ უნდა განხორციელდეს სამხრეთ განედის მე60 გრადუსის სამხრეთით;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენის ექსპორტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ
ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურა და ადმინისტრაციული
და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია რადიოაქტიური ნარჩენების
იმგვარი მართვისთვის, რაც უზრუნველყოფს ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობას,
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების დაცვით;
გ) რადიოაქტიური ნარჩენის ექსპორტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ არსებობს მიმღები ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური
დასტური;
დ) რადიოაქტიური ნარჩენის ექსპორტისას უნდა იქნას დაცული რადიოაქტიური
მასალების ტრანსპორტირების საერთაშორისო მოთხოვნები.
თავი XI. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლი
მუხლი 62. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნები
ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის, ბირთვულთან დაკავშირებული და სხვა
შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნოლოგიების ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის
მიზნებია:
ა) მოსახლეობისა და გარემოს დაცვა, ასევე, დაცულობისა და ქვეყნის ეკონომიკური
ინტერესების უზრუნველყოფა;
ბ)
საერთაშორისო
ინსტრუმენტებით
გათვალისწინებული
საქართველოს
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;
გ) ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი და უსაფრთხო გამოყენების სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა;
დ) ბირთვული იარაღის და ასაფეთქებელი ან რადიონუკლიდების გამფრქვევი
მოწყობილობების გავრცელების პრევენციის საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერა.
მუხლი 63. ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია
1.
დაუშვებელია
მოქმედი
კანონმდებლობით
დადგენილი
კონტროლს
დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტი და იმპორტი ავტორიზაციის გარეშე.
2. მოქმედი კანონმდებლობით დეტალურად უნდა განისაზღვროს კონტროლს
დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის პროცესი, მათ
შორის:
ა) იმ საქონლის სია, რომელიც ექვემდებარება ავტორიზაციას;
ბ) დებულებები კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სიის პერიოდული
გადახედვისა და განახლების თაობაზე, რათა სიაში აისახოს ტექნოლოგიური მიღწევების
შედეგები და შესაბამისი გარემოებების ცვლილებები;
გ) საბოლოო მიმღები პირის კონტროლი;
დ) ექსპორტის დაწყებამდე შეტყობინების ვალდებულება, როცა ამგვარი შეტყობინება
საჭიროდაა მიჩნეული;
ე)
ავტორიზებულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
კონფიდენციალობის დაცვა.
მუხლი 64. ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზების კრიტერიუმები
1. მარეგულირებელმა ორგანომ, ექსპორტის ავტორიზების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებისას, უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი
კრიტერიუმებით:
ა) მიმღებ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს მბოჭავი განაცხადი, რომ მისაღებ საქონელს
გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის;
ბ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების რეჟიმი გავრცელდება
გადასაზიდ მასალაზე;
გ) მიმღები ქვეყანა ყველა საკუთარ ბირთვულ მასალასა და დანადგარს უქვემდებარებს
გარანტიების საერთაშორისო რეჟიმს;
დ) მესამე სახელმწიფოში საქონლის გადაზიდვა ექვემდებარება ამ უკანასკნელის
მხრიდან წინასწარი თანხმობის უფლებას;
ე) ექსპორტირებულ მასალაზე გასავრცელებელი ფიზიკური დაცვის დონეები
შეესაბამება „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციით დადგენილ
დონეს;
ვ) განმცხადებელმა წარმოადგინა ინფორმაცია საბოლოო გამოყენებისა და საბოლოო
მიმღების თაობაზე, რაც ადასტურებს საქონლის მშვიდობიანი მიზნებისთვის და უსაფრთხოდ
გამოყენების განზრახვას;
ზ) ბირთვული მასალა არ გადაიგზავნება იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც, იგი
საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით, არ შეიძლება
გადაიგზავნოს.
2. მარეგულირებელმა ორგანომ, იმპორტის ავტორიზების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებისას, უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, შემდეგი
კრიტერიუმებით:
ა) არ იკრძალება კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტირება;
ბ) იმპორტირებული საქონლის მიმღებს გააჩნია შესაბამისი ავტორიზაცია მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) იმპორტირებული საქონლის საბოლოო მიმღებს გააჩნია სათანადო ტექნიკური და
ადმინისტრაციული შესაძლებლობები და რესურსები იმპორტირებული საქონლის
გამოსაყენებლად ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის მოთხოვნების მიხედვით.
თავი XII. ბირთვული დაცულობა, ფიზიკური დაცვა და არალეგალური მიმოქცევა
მუხლი 65. ბირთვული დაცულობა
1. ბირთვული დაცულობის მიზანია ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს
დაცვა ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების უარყოფითი შედეგებისგან.
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებები უნდა შემუშავდეს, დაიგეგმოს
და განხორციელდეს კომპლექსურად, რათა ბირთვული დაცულობის ღონისძიებებმა არ
დააზიანოს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პირიქით.
2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეფექტიანი ბირთვული დაცულობის
სახელმწიფო რეჟიმის შექმნას, ფუნქციონირებასა და სტაბილურობას დაცულობასთან
დაკავშირებული მოვლენების თავიდან აცილების, გამოვლენისა და მათზე რეაგირების
მიზნით.
3. ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმით უნდა ჩამოყალიბდეს:
ა) პირობები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რადიოაქტიური მასალებისა და
მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უკანონო დაუფლების შესაძლებლობას და
საბოტაჟის შემთხვევებს;
ბ) დაკარგული ბირთვული მასალების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების
აღმოჩენის შემთხვევაში, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის მიწოდების, მათი
დაბრუნებისკენ
მიმართული
ოპერატიული
ზომები,
ასევე,
საბოტაჟის
შედეგების
მინიმიზაციის ღონისძიებები;
გ) სატრანზიტო ქვეყნის მხრიდან ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების
სხვა წყაროების დაცვის უზრუნველყოფის გარანტიების არარსებობისას ტრანზიტის
აკრძალვა;
დ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ბირთვული დაცულობის შესახებ
ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ზომები.
4.
საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსით
დაკავშირებული
უკანონო
ქმედების
დაცულობასთან
განისაზღვრება
ბირთვულ
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი.
მუხლი 66. ფიზიკური დაცვა
1. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას
„ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ და „დამატება ბირთვული
ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციების მიზნებისთვის.
2. კანონმდებლობით განისაზღვრება:
ა) ბირთვული მასალების და რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაცია და
რადიოაქტიური ნარჩენების კლასები;
ბ) დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით ბირთვული მასალებისა და
რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაციის და რადიოაქტიური ნარჩენების კლასების
საფუძველზე დაცვის ღონისძიებები;
გ) აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები;
დ) ავტორიზაციის მოთხოვნები და პროცედურები
ფიზიკური
დაცვის
უზრუნველსაყოფად;
ე) ინსპექტირებისა და კონტროლის ზომები ფიზიკური დაცვის შესამოწმებლად;
ვ) იძულებითი ღონისძიებები ფიზიკური დაცვის მოთხოვნების ან/და ავტორიზაციის
პირობების დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 67. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება
მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს ატომური ენერგიის საერთშორისო
სააგენტოს ინფორმაცია იმ ინციდენტების თაობაზე, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვული
ან სხვა რადიოაქტიური მასალის, აღჭურვილობის და ტექნოლოგიის ქურდობასთან,
ძარცვასთან ან სხვაგვარ უკანონო დაუფლებასთან.
მუხლი 68. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
არავინ შეიძლება გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, ისეთი
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირისთვის ცნობილი გახდა „ბირთვული ნივთიერებების
ფიზიკური დაცვის შესახებ“ და „დამატება ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის
შესახებ“ კონვენციების დებულებების შესაბამისად.
თავი XIII. უწყებრივი რეესტრი
მუხლი 69. უწყებრივი რეესტრის წარმოება
1. მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს
უწყებრივ
რეესტრს
ბირთვული
და
რადიაციული საქმიანობის მართვისა და მარეგულირებელი ზედამხედველობის შესახებ
ინფორმაციის
მისაღებად
და
ახორციელებს
ღონისძიებებს
რეესტრებში
მოცემული
ინფორმაციის დასაცავად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მარეგულირებელი ორგანოს და ავტორიზაციის მფლობელი პირის ვალდებულებები
მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და ავტორიზაციის
უწყებრივი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით, ასევე დაშვება უწყებრივ რეესტრში
დაცულ
ინფორმაციაზე
განსაზღვრულია
ტექნიკური
რეგლამენტის
-
„მაიონებელი
გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, შეტყობინების
უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების
კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები, ინსპექტირების უწყებრივ რეესტრში
დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
4. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები, ბირთვული მასალების უწყებრივ
რეესტრში მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განისაზღვრება „ბირთვული
გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის
დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანებით.
თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი
70.
კანონის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
მისაღები
(გამოსაცემი)
ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ა)
უკონტროლო
(უპატრონო)
რადიოაქტიური
მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესი;
წყაროების
მოძიებისა
და
ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების
წესი;
გ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და
რეაგირების დაცვის სტრატეგია;
დ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე
რეაგირების წესი;
ე) რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების
ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი;
ვ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესი;
ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების,
რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული
დაცულობის შესახებ;
თ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
მოთხოვნები კვალიფიკაციისა და ტრენინგ-პროგრამების მიმართ;
ი) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში
სერტიფიცირების პროცედურები;
კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის წესი;
ლ) ტექნიკური რეგლამენტი - გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის
მოთხოვნების განხორციელების წესი;
მ) იმპორტირებული სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების შესახებ
ინფორმაციის წარდგენის წესი;
ნ) ტექნიკური რეგლამენტი – მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი
რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები
ო) ტექნიკური რეგლამენტი - ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე
რეაგირების ეროვნული გეგმა;
პ) ტექნიკური რეგლამენტი - მონიტორინგის განხორციელების წესი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის
1 იანვრამდე დაამტკიცოს:
ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
მიერ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმის
წარმოებისათვის
საჭირო
დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრის და სააღსრულებო ფურცლის) ფორმების,
მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
ბ) „რადიაციული დაცვა და უსაფრთხოება ვეტერინარიაში“.
3. ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, ახალი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების მიღებამდე, ძალაში დარჩეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,
გარდა 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის საფუძველზე
მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა.
4. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე
მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის საფუძველზე მიღებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2026 წლის 1
იანვრიდან.
მუხლი 71. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ლიცენზიები
ყველა ის ავტორიზებული პირი, რომლის ბირთვული და რადიაციული საქმიანობაც,
ამ კანონის შესაბამისად, ექვემდებარება რეგისტრაციას, ვალდებულია, მარეგულირებელ
ორგანოს წარუდგინოს განაცხადი რეგისტრაციის თაობაზე 2026 წლის 1 მაისამდე.
მუხლი 72. დასკვნითი დებულებანი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონი, გარდა ამავე კანონის IV თავისა.
2. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის IV
თავი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
3. ეს კანონი, გარდა III თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
4. ამ კანონის III თავი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი
სახელმწიფო პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განმსაზღვრელი „ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი 2012 წელს იქნა მიღებული.
ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის კანონით კი, მარეგულირებელ ორგანოდ
განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
არსებული
ხარვეზების,
საჭიროებებისა
და
ტექნოლოგიების
მოქმედი
განვითარების
რეგულაციების
შედეგად
იმპლემენტაციასთან
წარმოშობილი
დაკავშირებული
დაბრკოლებების კვლევა მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი
კომპონენტია. სააგენტომ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ბაზაზე
შემუშავებული პროგრამის მეშვეობით, 2017 წელს განახორციელა რადიაციული დაცვისა და
ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი რეჟიმის თვითშეფასება.
შეფასების კრიტერიუმებად აესს-ის შესაბამისი რეკომენდაციები, პრინციპები, მოთხოვნები
თუ სახელმძღვანელო წესები იქნა გამოყენებული. შედეგების პროცენტული ანალიზის
შედეგად გამოიკვეთა, რომ აესს-ის სტანდარტებთან საკითხების რეგულირების შესაბამისობის
მაჩვენებელი 40 %-ია, ნაწილობრივ შეესაბამება 40 %, ხოლო დარჩენილ 20 %-ში სრულად
შეუსაბამობა გამოიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ მითითებული თვითშეფასება წარმოადგენდა მარეგულირებელი რეჟიმის
შემსწავლელი ინტეგრირებული მისიის საქართველოს საკითხზე მუშაობისას ძირითად
დოკუმენტს, რომელსაც სააგენტომ 2018 წელს უმასპინძლა. საერთაშორისო ექსპერტებმა
ქვეყანას 26 რეკომენდაცია და 16 წინადადება მისცეს, რომელთა მიზანია მარეგულირებელი
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით. ვინაიდან რეკომენდაციებში
მითითებულ საკითხთა გარკვეული ნაწილი საჭიროებს საკანონმდებლო აქტში ცვლილების
განხორციელებას, კანონპროექტის მიღების მიზეზი მისიის და მაშასადამე, აესს-ის
რეკომენდაციებისა და წინადადებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის საჭიროებაცაა,
რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან
ადამიანისა და გარემოს დაცვის ეფექტიანობას.
საქართველომ 2018 წლის მისიის შედეგების შემფასებელ მისიას კვლავ უნდა უმასპინძილოს
3-5-წლიან ვადაში, რომლის ფარგლებშიც შეფასდება აესს-ის მანდატით აღჭურვილი
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების სტატუსი. ამ
უკანასკნელზე კი, ასევე, მათ შორის, დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციასთან
თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
იგივე
ეხება
ბირთვული
დაცულობის
მიმართულებასაც.
აესს-ის
სამდივნოსთან
თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ, 2015 წელს დაამტკიცა ბირთვული
დაცულობის
მხარდაჭერის
ეროვნული
გეგმა
(INSSP),
რომელიც,
უმეტესწილად,
საერთაშორისო ორგანიზაციასთან ამ სფეროში თანამშრომლობის, იგივე, მხარდაჭერის
მიღების გზამკვლევია, გამოკვეთილია რა, ეროვნული საჭიროებები და პრიორიტეტული
მიმართულებები. 2018 წელს, მარეგულირებელმა ორგანომ INSSP-ის პროგრესის შემსწავლელ
მისიასაც უმასპინძლა. შეფასდა განახლებული მდგომარეობა და დაიგეგმა შემდგომი
პერიოდის INSSP-ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც მოქმედ კანონმდებლობასაც
შეეხება. საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარსადგენი გეგმის პროექტი
განახლდა 2021 წლის უცხოელი ექსპერტის, ასევე, აესს-ის სამდივნოსა და აშშ-ს ენერგეტიკის
დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩართულობით.
ამდენად, პრაქტიკული საქმიანობის შედეგად, ასევე, საერთაშორისო მისიების მიერ
განსაზღვრული საკითხები საჭიროებს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ძირეული ცვლილებების განხორციელებას, ვინაიდან
უკავშირდება როგორც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
პრინციპებს, ისე მოწესრიგების სისტემაში არსებულ ინსტიტუციურ ხარვეზებს, როდესაც
რეჟიმში არ არის ასახული რეგულირების ფუნდამენტური პრინციპები.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც მარეგულირებელ
პრაქტიკაში გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გადაჭრას, ისე საერთაშორისო
სტანდარტებთან შეუსაბამობების აღმოფხვრას.
უფრო კონკრეტულად, პრობლემური და აესს-ის რეკომენდაციებთან შეუსაბამოა მოქმედი
ავტორიზაციის/ლიცენზირების სისტემა. იგულისხმება მიდგომა, რომლის მიხედვითაც,
ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას
დაკავშირებული რისკების მიუხედავად. მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას გასცემს,
როგორც პირველი, ისე მეხუთე კატეგორიის წყაროს გამოყენებით საქმიანობებზე მაშინ, როცა
რადიაციული რისკი მკვეთრად განსხვავებულია.
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ხასიათის რადიაციული რისკით განსაზღვრა
დაკავშირებულია განსხვავებული მოთხოვნების დაწესებასთან, ე.წ. დიფერენცირებული
მიდგომით - რაც უფრო ნაკლებია რისკი, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა
და დაცულობის უზრუნველმყოფი მით უფრო ნაკლები მოთხოვნების შესრულება ევალება
ავტორიზაციის მფლობელსა თუ მაძიებელს. ამავდროულად, მნიშვნელოვნად დაიზოგება
მარეგულირებელი ორგანოს რესურსი, რაც შექმნის შესაძლებლობას, გაცილებით მეტი
ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსი დაეთმოს მაღალი რადიაციული რისკით
დახასიათებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებს, ანუ, იმ საქმიანობებს, რომლებსაც
მნიშვენლოვანი გავლენა აქვს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა
და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფაზე.
ამავდროულად,
როგორც
კანონპროექტითა
და
მოქმედი
კანონმდებლობითაა
გათვალისწინებული, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ბირთვული და რადიაციული
ობიექტის ფუნქციონირება სრულდება ობიექტის დეკომისიით. დეკომისიის განხორციელების
საბოლოო შედეგი ობიექტზე მარეგულირებელი კონტროლის რეჟიმის მოხსნაა. შესაბამისად,
ღონისძიება მნიშვნელოვანია, ვინაიდან განსაზღვრავს ბირთული და რადიაციული ობიექტის
შემდგომ სტატუსს. მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს პირის ვალდებულება,
საქმიანობის დაწყებისას წარმოადგინოს დეკომისიის ღონისძიებების ხარჯების გაანგარიშება
და მისი უზრუნველყოფის გარანტიები. ამგვარი მდგომარეობა კი ქმნის, ფინანსური
რესურსების არარსებობის გამო, დეკომისიის განხორციელების შეუძლებლობის რისკს, რაც
ტვირთად დაეკისრება სახელმწიფოს როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
აესს-ის მისიამ პრობლემურ საკითხად გამოკვეთა, ასევე, ის ფაქტი, რომ მარეგულირებელ
ორგანოს არ აქვს სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული
საქმიანობების
თაობაზე.
იგულისხმება
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს კანონით ავტორიზაციის რეჟიმისაგან გამორიცხული სამინისტროები და მათ
დაქვემდებარებაში არსებული უწყებები.
ასევე, ამჟამად, მარეგულირებელ ორგანოს არ აქვს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილება, გამოსცეს არასავალდებულო ძალის მქონე რეგულაციები, იგივე,
რეკომენდაციები, რაც, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი
მარეგულირებელი ფუნქციაა, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან,
ინსპექტირებასთან თუ იძულებით ღონისძიებებთან ერთად. მარეგულირებელ ორგანოს უნდა
ჰქონდეს საკუთარ სამიზნე ჯგუფთან (ავტორიზებული ან/და ავტორიზაციის მაძიებელი
პირები) პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც მიიღწევა რეკომენდაციების,
მაშასადამე, მათ საქმიანობაში საუკეთესო გამოცდილებისა თუ საერთაშორისო სტანდარტების
იმპლემენტაციის ამსახველი დოკუმენტაციის მიღების მექანიზმით.
მარეგულირებელი ორგანო იძულებითი ღონისძიებების განხორციელების კომპეტენციას
იზიარებს
საქართველოს
საერთო
სასამართლოებთან
-
ეს
უკანასკნელი
იღებს
გადაწყვეტილებას, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე
დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილებას. აღნიშნული უფლებამოსილების სრულად
ფლობისა და საერთო სასამართლოების რესურსის გადატვირთვის თვალსაზრისით
მნიშვნელოვანი დამაბრკოლობელი გარემოებაა ამგვარი მოწყობა.
რაც შეეხება რადიოაქტიური წყაროების ექსპორტსა და იმპორტს, საერთაშორისო მისია,
კანონმდებლობის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ პრობლემურია არსებული
მოწყობა, რომლის მიხედვითაც, პირველი და მეორე კატეგორიის წყაროების ექსპორტი,
ექსპორტიორი სახელმწიფოს წინასწარი შეტყობინების, ხოლო პირველი კატეგორიის
წყაროების იმპორტის შემთხვევაში - იმპორტიორი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე
ხორციელდება.
პრაქტიკაში განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნის არსებულ ტერმინთა განმარტებები გამოკვეთილია კანონით დარეგულირებელი საკითხები მაშინ, როცა ტერმინთა განმარტება არ
ახლავს ამ მოთხოვნებს; ასევე, არსებული ცალკეული დეფინიცია შეუსაბამოა როგორც აესს-ის
ლექსიკონთან, ისე ადგილობრივ საჭიროებებთან.
მთავარია, ასევე, ამჟამად მოქმედი კანონის სათაურიც - „ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოება“ რეგულირების ერთი კომპონენტია მაშინ, როცა კანონი როგორც დაცულობის,
ისე რადიაციული დაცვის მარეგულირებელ დებულებებსაც შეიცავს.
გარდა
ამისა,
არსებობს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დასარეგულირებელი
მიმართულებები, მაგალითად: ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისას
დაცვითი ღონისძიებების კრიტერიუმები, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
განსახორციელებლად დასაქმებულ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, უკონტროლო
(უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის
აღდგენის წესი და სხვა, რომელთა შემუშავების სამართლებრივი საფუძველი კანონით უნდა
შეიქმნას.
ამასთან, კანონპროექტის შემუშავებისას, გათვალისწინებული იქნა შემდეგი სახელმწიფოების
საკანონმდებლო გამოცდილება და რეგულირების მეთოდები: ჩეხეთი, არგენტინა, ლიეტუვა,
ხორვატია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კვიპროსი,
პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, კანადა.
სახელმწიფოთა უმრავლესობა ევროკავშირის წევრია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ
კანონპროექტის შემუშავებისას, ინტერესის მთავარ საგანს წარმოადგენდა, აესს-ის ძირითადი
პრინციპების,
სტანდარტების,
რეკომენდაციებისა
თუ
სახელმძღვანელო
წესების
ადგილობრივ კანონმდებობაში იმპლემენტაციის გადაწყვეტები, შესწავლილი იქნა, ასევე, სხვა
სახელმწიფოთა გამოცდილებაც. განსხვავებულია თითოეული მათგანის ე.წ. ბირთვული
სტატუსიც - ზოგიერთ შესწავლილ სახელმწიფოში ფუნქციონირებს ატომური
ელექტროსადგური ან/და კვლევითი რეაქტორები. ამ გარემოებებმა შედარებითი ანალიზის
განხორციელება
გახადა
შესაძლებელი,
რის
შედეგადაც
შეჯერდა
ოპტიმალური
საკანონმდებლო ფორმულირებები კანონპროექტის თითოეულ თავთან მიმართებით.
სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა
ავტორიზაციის სისტემის შემუშავებისას. როგორც აღინიშნა, კანონპროექტის ერთ-ერთი
მიზანია, ავტორიზაციის მიმართ დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა, რაც გულისხმობს
კონკრეტული
ბირთვული
და
რადიაციული
საქმიანობისათვის
დამახასიათებელი
რადიაციული რისკის გათვალისწინებით, შეტყობინებისა და რეგისტრაციის შემოღებას,
არსებული ლიცენზიისა და ნებართვის მექანიზმების დამატებით. ამ მიმართულებით,
გაზიარებული იქნა ლიეტუვის გამოცდილება, რაც აისახა კანონპროექტის იმ მუხლში, სადაც
მოცემულია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობების
ჩამონათვალი.
კანონპროექტში აისახა დებულებები, ასევე, რადიოაქტიური ნივთიერებების სხვადასხვა
პროდუქტში დამატების სფეროს თაობაზე სხვა სახელმწიფოთა შეჯერებული გამოცდილების
გათვალისწინებით ისევე, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციების ძირითადი
მიმართულებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღებით, ძალადაკარგულად გამოცხადდება „ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამგვარი გადაწყვეტის აუცილებლობა
განპირობებულია, ცვლილებების დიდი მასშტაბით, რაც ეხება როგორც შინაარსობრივ
საკითხებს, ისე სტრუქტურას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი ზოგადი შედეგი მარეგულირებელი რეჟიმის გაუმჯობესებაა
მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფის გზით, რაც აუცილებელია ადამიანისა და გარემოს
დასაცავად მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
დიფერენცირებული მიდგომის შესამაბამისად, ბირთვული და რადიაციული საქმიანობა,
რომელიც დაკავშირებულია ნაკლებ რადიაციულ რისკთან, დაექვემდებარება შემსუბუქებულ
მარეგულირებელ სისტემას - განხორციელდება მისი რეგისტრაცია, ლიცენზიის ნაცვლად, რაც
გულისხმობს
ნაკლები
მარეგულირებელი
მოთხოვნების
დაწესებას
საქმიანობის
განმახორციელებელი პირისათვის. ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე
ვრცელდება
პროპორციულად
ადექვატური
მოთხოვნები,
როგორც
წარსადგენი
დოკუმენტაციის და განსახორციელებელი ღონისძიებების, ისე მარეგულირებელი ორგანოს
კონტროლის სიხშირისა და ხასიათის კუთხით.
მოსალოდნელი შედეგია, ასევე, დეკომისიის განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი
ფინანსური გარანტიებით. ამგვარი მექანიზმი სახელმწიფოს თავიდან აარიდებს ხარჯებს,
რომლებიც შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ვერ
უზრუნველყოფს
დეკომისიას.
გარდა
ფინანსური
კომპონენტისა,
წარმოდგენილი
კანონპროექტის დეკომისიის თავში არსებული მოთხოვნები ხარისხობრივად მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს ადამიანისა და გარემოს დაცვას.
კანონპროექტით ნათლადაა გაწერილი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის სფეროში სახელმწიფო უწყებების ზოგადი კომპეტენცია, რაც უზრუნველყოფს
მარეგულირებელი სისტემის ეფექტიანობასა და ქმედით ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ
არ იცვლება უწყებათა უფლებამოსილებები - კანონპროექტის შესაბამის თავში თავმოყრილია
სხვადასხვა თემატური მიმართულების მარეგულირებელ რელევანტურ კანონმდებლობაში
მითითებული კომპეტენციები.
კანონპროექტის შედეგს წარმოადგენს, ასევე, მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის
გაზრდილი ეფექტიანობა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნულს
უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფუნქციური დახვეწა, არამედ ფინანსური და ადამიანური
რესურსებით მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე დებულებები.
განსაზღვრულია საერთაშორისო თანამშრომლობის მოქნილი მექანიზმი და სფეროს
მარეგულირებელი ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები,
რომელთა მხარეც საქართველოა. ამდენად, კანონპროექტით ხდება ქვეყნის საერთაშორისო
ვალდებულებების იმპლემენტაცია.
კანონპროექტის მიღებით, ასევე, ხდება საერთაშორისო მისიების მიერ ქვეყნისთვის გაცემული
რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულება, რაც გულისხმობს აესს-ის პრინციპებთან,
მოთხოვნებთან,
რეკომენდაციებთან
და
სახელმძღვანელო
წესებთან
ეროვნული
მარეგულირებელი რეჟიმის შესაბამისობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგება 13 თავისგან: თავი I - ზოგადი დებულებები, თავი II - ეროვნული
მარეგულირებელი სისტემა, თავი III - ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
რეგულირება, თავი IV - რადიაციული დაცვა, თავი V - რადიოაქტიური წყაროები, თავი VI დეკომისია, თავი VII - ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნა და
რეაგირება, თავი VIII - რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება, თავი IX - ბირთვული
გაუვრცელებლობის გარანტიები, თავი X - რადიოაქტიური ნარჩენები, თავი XI - ექსპორტისა
და იმპორტის კონტროლი, თავი XII - ბირთვული დაცულობა, ფიზიკური დაცვა და
არალეგალური მიმოქცევა, თავი XIII - უწყებრივი რეესტრი და თავი XIV - გარდამავალი და
დასკვნითი დებულებანი.
კანონპროექტის
რეგულირების
სფეროს
წარმოადგენს
მაიონებელ
გამოსხივებასთან
დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი და ეხება ნებისმიერ ბირთვულ და რადიაციულ
საქმიანობას, გარდა სამხედრო მიზნით მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებისა.
მაშასადამე, კანონპროექტის რეგულირების მიღმაა არამაიონებელი გამოსხივება.
მაიონებელ
გამოსხივებასთან
მარეგულირებელი
რეჟიმის
დაკავშირებული
ჩამოყალიბება
საქმიანობების
წინამდებარე
მიმართ
კანონპროექტში
ეროვნული
ასახული
დებულებების შესაბამისად, ემსახურება ორ ძირითად მიზანს:
ა) ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან,
როგორც ახლა, ისე მომავალში;
ბ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების ბირთვული უსაფრთხოებასა და დაცულობას.
ბირთვული უსაფრთხოება განმარტებულია ამავე კანონპროექტში, როგორც ოპერირების
სათანადო პირობები, ბირთვულ ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების პრევენცია და
ამგვარი სიტუაციების შედეგების მიტიგაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის
შედეგადაც ხდება პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს არასათანადო რადიაციული
რისკისაგან დაცვა.
ხოლო ბირთვული დაცულობა - ბირთვულ მასალასთან, სხვა რადიოაქტიური მასალასთან,
ასოცირებულ ობიექტებთან ან საქმიანობებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ან
განზრახ უკანონო ქმედებების პრევენცია, დეტექტირება და ამგვარ ქმედებებზე რეაგირება.
კანონპროექტით ჩამოყალიბებული რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის სახელმწიფო პოლიტიკით, იკრძალება:
1. ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული
ფეთქებადი მოწყობილობის შექმნასა და მოპოვებას, ასევე ბირთვული ან სხვა
რადიოაქტიური მასალის არამშვიდობიანი მიზნით გამოყენებას.
2. საკვებ პროდუქტებში, სათამაშოებში, სამკაულებში, კოსმეტიკურ საშუალებებსა და
სამომხმარებლო პროდუქტებში რადიოაქტიური ნივთიერებების განზრახ დამატება
ისევე, როგორც ამგვარი საგნების იმპორტი და ექსპორტი.
3. რადიონუკლიდებით
დაბინძურებული
საცხოვრებელი
ან
სამუშაო
სივრცის
გამოყენება, თუ დაბინძურების დონე აღემატება მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეებს.
4. იმ სამომხმარებლო პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი ან ბაზარზე განთავსება,
რომლებიც დაბინძურებულია რადიონუკლიდებით და დაბინძურებულის დონე
აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეებს.
5. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ
წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების
ნებისმიერი მიზნით რეექსპორტი.
კანონპროექტის პირველ თავში მოცემულია, ასევე, ძირითადი განმარტებები, რომლებიც,
ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება აესს-ის ტერმინთა
განმარტებებს (უსაფრთხოების ლექსიკონს).
რადიაციული
დაცვის,
ბირთვული
უსაფრთხოებისა
და
დაცულობის
ეროვნული
პოლიტიკის/მარეგულირებელი რეჟიმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, ძირითადი
პრინციპები. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემულია
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპები, ასევე, აესს-ის რელევანტური
პუბლიკაციების შესაბამისად.
კერძოდ, ბირთვული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის ეფექტიანი რეგულირების პრინციპი, რაც გულისხმობს
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებას ეფექტიანად დამოუკიდებელი
ეროვნული
მარეგულირებელი
ხელშეკრულებებისა
და
ორგანოს
აესს-ის
მიერ
სტანდარტების
კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად,
ემსახურება კანონპროექტის მეორე თავი.
საქართველოს
საერთაშორისო
შესაბამისად
შემუშავებული
მარეგულირებელი
რეჟიმის
ჩამოყალიბებას
განსაზღვრულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია რადიაციული
დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში და განმტკიცებულია
მოქმედი რეჟიმი მარეგულირებელ ორგანოსთან დაკავშირებით სააგენტო წარმოადგენს
მარეგულირებელ ორგანოს.
მარეგულირებელი ორგანოს კანონმდებობით გათვალისწინებული ფუნქციები ფარავს ყველა
იმ მიმართულებას, რაც აესს-ის რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია, ეფექტიანი
რეგულირების პრინციპის იმპლემენტაციისათვის. სააგენტო:
ახორციელებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციას;
იღებს შეტყობინებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების
თაობაზე;
ახორციელებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გეგმურ და არაგეგმურ
ინსპექტირებას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით;
მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართავს
იძულებით ღონისძიებებს;
შეიმუშავებს კანონმდებლობას და არასავალდებულო ძალის მქონე სახელმძღვანელო
წესებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში;
რეაგირებს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე; და ა.შ.
სააგენტოს ამჟამად მოქმედ კომპეტენციას დაემატა გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის
მონიტორინგი, ასევე, უსაფრთხობისა და დაცულობის კულტურის ხელშეწყობა ისევე,
როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სფეროში იძულებითი ღონისძიებების
განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს საერთო სასამართლოების ჩართულობის
გარეშე, რომლებიც საქმეს მხოლოდ გასაჩივრების შემთხვევაში განიხილავენ.
ამავდროულად,
მარეგულირებელი
ორგანოს
ვალდებულებად
განისაზღვრა
მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით; ასევე, მოსახლეობისა და იმ
პირების ცნობიერების ამაღლება, რომლებსაც, თავიანთი საქმიანობისას, აქვთ შეხება
მაიონებელ გამოსხივების წყაროებთან.
აესს-ის
პრინციპებისა
გაძლიერდება
და
მისიის
სააგენტოს
რეკომენდაციების
მარეგულირებელი
შესაბამისად,
უფლებამოსილების
მნიშვნელოვნად
ეფექტიანად
განხორციელების შესაძლებლობები. აღნიშნულის პრეზუმფცირების საშუალებას, ასევე,
იძლევა კანონპროექტის მე-13 მუხლში მოცემული დებულებები სააგენტოს ადამიანური და
ფინანსური რესურსებით ადექვატურად უზრუნველყოფის გარანტიების თაობაზე. ეს
უკანასკნელი გულისხმობს, მარეგულირებელი ორგანოს, მომავალში, სავარაუდოდ,
წარმოშობილი საჭიროებების გათვალისწინებას შემდეგი წლების სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს
კონსტიტუციას,
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
დაკისრებულ
ვალდებულებებსა და ეროვნულ კანონმდებობას შეესაბამება კანონპროექტის მე-15 მუხლით
გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების და უცხო
ქვეყნის მოქალაქეების უფლება:
„ა) მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და
საცხოვრებელ სივრცეში რადიოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, ბირთვული ან
რადიოლოგიური
საგანგებო
სიტუაციების
შესახებ,
მოქმედი
კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ბ) იცხოვრონ და იმუშაონ რადიაციულად უსაფრთხო გარემოში;
გ) მონაწილეობა მიიღონ წინამდებარე კანონით რეგულირებულ
საკითხებთან
დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში;
დ) მიმართონ სასამართლოს საკუთარ უფლებათა დასაცავად წინამდებარე კანონით
რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი
წესით.“
კანონპროექტის მესამე თავი ეთმობა სააგენტოს სამი მთავარი მარეგულირებელი ფუნქციის
(ავტორიზაცია, ინსპექტირება, იძულებითი ღონისძიებები) სისტემის განმსაზღვრელ
დებულებებს.
ავტორიზაციას,
იგივე,
რეგისტრაციას,
ლიცენზიასა
და
ნებართვას
დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ჩამონათვალისა და
ადმინისტრაციული წარმოების წესების აღწერის გარდა, ამ თავში მოცემულია ავტორიზებულ
პირთა
ზოგადი
უფლება-მოვალეობები,
რომლებიც
შემდეგში
დაკონკრეტებულია
კანონპროექტის მომდევნო თავებში ან/და მოქმედი კანონმდებლობით.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელებისა და იძულებითი
ღონისძიებების მიღების უფლებამოსილების განმსაზღვრელ დებულებებს ეთმობა 31-ე-35-ე
მუხლები.
კანონპროექტის მე-4 და მე-5 თავებში აღწერილია კონკრეტული მოთხოვნები, ერთი მხრივ,
რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, რადიოაქტიურ წყაროებთან
მოპყრობისას.
დაკავშირებული
გათვალისწინებით,
რისკებისა
დამოუკიდებლადაა
და
გამოყენების/მიმართვის
დარეგულირებული
დასხივების
სიხშირის
ერთ-ერთი
კონკრეტული სახე - სამედიცინო დასხივება. ამგვარი რეგულირება განპირობებულია,
აგრეთვე, იმითაც, რომ, პაციენტის სპეციფიკური საჭიროების გამო, სამედიცინო დასხივებისას
არ მოქმედებს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი - დოზური ზღვრების პრინციპი. აქედან
გამომდინარე,
განსაკუთრებული
პრინციპებისა
და
მოთხოვნების
მნიშვნელობა
შესრულებას,
ენიჭება
რადიაციული
მაიონებელი
დაცვის
გამოსხივების
სხვა
მავნე
ზემოქმედებისაგან ადამიანის დასაცავად. აღნიშნულის საპასუხოდ, კანონპროექტით, ასევე,
განსაზღვრულია ზოგადი დებულება პაციენტის დაცვასთან დაკავშირებით - „სამედიცინო
საქმიანობის განმახორციელებელმა ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ არც
ერთმა პაციენტმა არ მიიღოს დიაგნოსტიკური ან თერაპიული დასხივება შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე ექიმის დანიშნულების გარეშე, რომლის უპირველესი ფუნქცია და
ვალდებულებაა სამედიცინო დასხივების დანიშვნისას და მიმდინარეობისას პაციენტის
დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“
რაც შეეხება რადიოაქტიური წყაროების რეგულირებას, იმპორტისა და ექსპორტის
საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკონტროლო (უპატრონო)
რადიოაქტიური წყაროების მართვისა და მათზე კონტროლის აღდგენის რეჟიმს. აღსანიშნავია,
რომ, მაშინ, როცა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელს ეკისრება
უპირველესი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, ეს
უკანასკნელი,
უკონტროლო
(უპატრონო) წყაროების შემთხვევაში, მარეგულირებელი
ორგანოს ვალდებულებადაა განსაზღვრული.
კანონპროექტით განსაზღვრული ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული საქმიანობა
სრულდება ობიექტის დეკომისიით, გარდა შემდეგი ობიექტებისა:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი, რომელიც ექვემდებარება დახურვას შემდგომი
კონტროლის დაწესების პირობით;
ბ) ობიექტები, რომლის ყველა დანადაგარის, მოწყობილობისა და კონსტრუქციის დაშლა
არ გამოიწვევს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნას;
გ) ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების ინჟინრულად გამართული შესანახი.
ამგვარი
რეჟიმის
ავტორიზაციის
დეკომისიის
გათვალისწინებით,
მაძიებლის
გეგმის,
კანონპროექტის
მე-6
და
შემდეგში
ავტორიზებული
საბაზისო
კვლევების,
ფინანსური
თავში
პირის
ჩამოთვლილია
ვალდებულებები
უზრუნველყოფის,
მუდმივი
განახლებისა თუ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარსადგენილი დოკუმენტაციის
თაობაზე. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დეკომისიის მიზნებისთვის განხორციელებული
ქმედებების დასრულებისას, ამოწმებს ბირთვული და რადიაციული ობიექტის საბოლოო
მდგომარეობას, რათა დარწმუნდეს, რომ მარეგულირებელი მოთხოვნები შესრულდა.
რაც შეეხება ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნასა და
რეაგირებას, კანონპროექტით განსაზღვრულია ძირითადი მოთხოვნები ეროვნული გეგმის
შემუშავების,
ასევე,
ავტორიზებულ
პირთა
ვალდებულებების
თაობაზე.
ხოლო
ტრანსსასაზღვრო საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ანუ, როდესაც განვითარებული
ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად, არსებობს საქართველოს
ფარგლებს გარეთ რადიოაქტიური კონტამინაციის გავრცელების რისკი, მარეგულირებელმა
ორგანომ, ოფიციალური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ატომური
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და სხვა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეხებათ ან
შეიძლება შეეხოთ რადიოლგიურად მნიშვნელოვანი დაბინძურება „ბირთვული ავარიის
შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ კონვენციისა და მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
საერთაშორისო
თანამშრომლობას,
სახიფათო
ტვირთების
საერთაშორისო
საგზაო
გადაზიდვების შესახებ ევროპულ შეთანხმებას და მაშასადამე, აესს-ის რეგულაციებს
ეფუძნება კანონპროექტის რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების თავი.
ბირთვული
გაუვრცელებლობის
გარანტიების
თავში
მოცემული
მოთხოვნები
კი,
შემუშავებულია „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან
დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკისა და
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებისა და ამ შეთანხმების დამატებითი
ოქმის შესაბამისად. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს
საქართველოს მიერ მიღებული გარანტიების იმპლემენტაცია ბირთვული იარაღის,
ბირთვული
მასალებისა
და
ატომური
იარაღის
წარმოებისთვის
აღჭურვილობის
გაუვრცელებლობის შესახებ. კანონპროექტი ქმნის საქართველოში აესს-ის ინსპექტორების
საქმიანობის განხორციელების, ასევე, ინსპექტირების ადგილზე მათი შეუფერხებელი
დაშვების ხელშეწყობის სამართლებრივ საფუძველს, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია
შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესასრულებლად.
როგორც ცნობილია, „რადიაოქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილია
ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპები, არსებული მარეგულირებელი ჩარჩო და
სხვადასხვა უწყების კომპეტენცია. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით რეგულირდება,
რადიოაქტიური ნარჩენების მართვისას, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
ძირითადი მოთხოვნები, ავტორიზაციისა და ავტორიზებულ პირთა პასუხისმგებლობის
საკითხები, ასევე, მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის, ტრანზიტისა და
იმპორტის მიმართ.
კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტ-იმპორტის ავტორიზაციის საკითხები
რეგულირდება მე-11 თავში, ხოლო კანონპროექტის მე-12 თავში მოცემულია ბირთვული
დაცულობის, ფიზიკური დაცვისა და არალეგალური მიმოქცევის მარეგულირებელი ჩარჩო.
მოცემული დებულებები მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების
იმპლემენტაციისათვის, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ფუნქციაა მაიონებელი გამოსხივების წყაროების,
რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, შეტყობინების უწყებრივი რეესტრის შექმნა და
წარმოება, რის უზრუნველმყოფი დებულებებიცაა განსაზღვრული კანონპროექტის მე-13
თავში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №640 დამტკიცებული რადიოაქტიური
ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს
წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საკანონმდებლო მოთხოვნების
შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებს
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონი, წარმოდგენილი კანონპროექტი
ითვალისწინებს დამოუკიდებელ თავს რადიოაქტიური ნარჩენების, ასევე, დეკომისიის
თაობაზე, ვინაიდან, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
ინტეგრირებული რეჟიმი ვრცელდება ზემოხსენებულ მიმართულებებზეც. მათი რეგულირება
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აუცილებელია, უსაფრთხოებისა და დაცულობის
უზრუნველსაყოფად, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და
გარემოს დასაცავად. ამდენად, კანონპროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის
სტრატეგიით დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის დებულებები შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების, პრინციპებისა
და
საუკეთესო
გამოცდილების
შესაბამისად.
მნიშვნელოვანია,
განახლებული
და
გაუმჯობესებული რეგულაციები ამოქმედდეს დროულად, რაც დადებითად აისახება
ადამიანისა და გარემოს მდგომარეობაზე, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან
ეფექტიანი
დაცვის
თვალსაზრისით.
აღნიშნული
პრიორიტეტის
გათვალისწინებით,
გონივრულია, რომ კანონპროექტი, ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს,
გარდა
კანონპროექტის მე-3 თავით გათვალისწინებული (ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
რეგულირება) დებულებებისა. ეს უკანასკნელი, ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან.
ლიცენზიის მფლობელ იმ პირებს, რომელთა საქმიანობაც განახლებული რეჟიმით
რეგისტრირებას დაექვემდებარება, მიეცემათ ვადა 2026 წლის 1 მაისამდე, რომ საქმიანობა
შეუსაბამონ განახლებულ კანონმდებლობას და მიმართონ მარეგულირებელ ორგანოს
რეგისტრაციის მისაღებად - ნაცვლად ლიცენზიისა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სსიპ
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეუნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს,
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს,
აფხაზეთისა
ორგანოებისა
ფარგლებში.
და
მარეგულირებელი
და
საქართველოს
ორგანოს
აჭარის
საერთო
საქმიანობა,
ავტონომიური
რესპუბლიკების
სასამართლოების
გარდა
სახელმწიფო
არსებული
ბიუჯეტისა
შესაბამისი
ასიგნებების
შესაძლოა
დაფინანსდეს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესამუშავებლად საჭირო გახდება ექსპერტ(ებ)ის
ჩართულობა,
შესაბამისი
ხარჯები
დაიფარება
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რაც შეეხება სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს კანონმდებლობით
ნებადართულ სხვა შემოსავლებს, კანონპროექტის მიხედვით, ამჟამად ლიცენზირებული
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნაწილი 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა
დაექვემდებაროს რეგისტრაციას. შესაბამისად, სარეგისტრაციო მომსახურების საფასური
იქნება მარეგულირებელი ორგანოს ნებადართული შემოსავალი და ჩაირიცხება მის
ბიუჯეტში. მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრა იგეგმება კანონპროექტის
გარდამავალ
დებულებაში
მითითებული
რელევანტური გათვლებით,
ივარაუდება,
კანონქვემდებარე
რომ
აღნიშნული
ნორმატიული
აქტით.
მომსახურების
შედეგად
სააგენტოს საკუთარი შემოსავალი დაახლოებით 10 000 ლარი იქნება, საიდანაც ბიუჯეტში
გადაიხდება დღგ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცენტის შესაბამისი
ოდენობა.
დღეისათვის
სსიპ
ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების
სააგენტოს
კანონმდებლობით ნებადართული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები
განსაზღვრულია ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის
ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №319
დადგენილებით. ამჟამად, ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებებიდან სააგენტოს საშუალო
წლიური საკუთარი შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 50 000 ლარს.
№
1.
მომსახურების სახეები
არასასოფლო-სამეურნეო
საზომი ერთეული
საფასურის ოდენობა
0 – 500 მ2
400 ლარი
500-დან – 1000 მ2-მდე
600 ლარი
დანიშნულების მიწის ნაკვეთის
დოზიმეტრიული გაზომვა
1000 მ2-ის ზევით ყოველ
დამატებით 500 მ2-ზე
+200 ლარი
0 – 1 ჰა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის დოზიმეტრიული
2.
გაზომვა
400 ლარი
1 ჰა-დან ზევით ყოველ
დამატებით
+200 ლარი
1 ჰა მ2-ზე
3.
სამომხმარებლო პროდუქციის
გამოსხივების დოზის სიმძლავრის
გაზომვა
ერთჯერადი გაზომვა
15 ლარი
4.
სამშენებლო მასალისა და სამშენებლო ყოველი 100 მ2
100 ლარი
ნარჩენის გამოსხივების დოზის
სიმძლავრის გაზომვა
5.
შენობის დოზიმეტრიული გაზომვა
0 – 50 მ2
100 ლარი
50-დან – 100 მ2-მდე
150 ლარი
100 მ2-ის ზევით ყოველ
+50 ლარი
2
დამატებით 100 მ -ზე
6.
ჯართის გამოსხივების დოზის
0-20 ტონის ჩათვლით
150 ლარი
სიმძლავრის გაზომვა
ყოველი დამატებითი ერთი ტონა
+5 ლარი
7.
სატრანსპორტო საშუალების
ერთი ერთეული
50 ლარი
დოზიმეტრიული გაზომვა
8.
დახურული რადიოაქტიური წყაროს ან ერთი წელი სამ წელზე
რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა
მეტი ვადით
1000 ლარი
რადიოაქტიური ნარჩენების საცავში
9.
10.
რადიოაქტიური წყაროს ჯართიდან
300 ლარი
ჯართიდან რადიოაქტიური
500 ლარი
გამოცალკევება და რადიოაქტიური
წყაროს გამოცალკევება და
ნარჩენების საცავში განთავსება
შენახვა
მაიონებელი გამოსხივების მილაკის
1 ცალი
100 ლარი
ერთჯერადი გაზომვა
500 ლარი
1 ერთეული მაიონებელი
200 ლარი
შენახვა
11.
სარკინიგზო სატრანსპორტო
საშუალების ერთი ერთეული ვაგონის
დოზიმეტრიული გაზომვების
ჩატარება
12.
ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის
გაფართოების შესახებ დოკუმენტაციის გამოსხივების წყარო
შესწავლა და შესაბამისი დასკვნის
მომზადება
სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით,
დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის
ოდენობები:
მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის
ლიცენზიის
გაცემის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღება
-
20
კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი,
3 კალენდარული დღის ვადაში - 500 ლარი;
სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება - 20 კალენდარული დღის
ვადაში - 50 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის
ვადაში - 150 ლარი;
რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობებში
შესატანი ცვლილების შეთანხმება, რომელიც არ მოითხოვს სხვა ადმინისტრაციული
ორგანოს გადაწყვეტილებას, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გაფართოების
მიზნით - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში
- 200 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი;
ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 10 კალენდარული დღის
ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის სისტემაში დიფერენცირებული
მიდგომის დანერგვა (რეგისტრაცია, ლიცენზია, ნებართვა), ასევე, შეტყობინების მექანიზმის
შემოღება ისევე, როგორც ობიექტის დეკომისიის ფინანსური გარანტიების გათვალისწინება,
მარეგულირებელი ორგანოსთვის რეკომენდაციების მიღებისა და იძულებითი ღონისძიებების
გაფართოებული უფლებამოსილების მინიჭება, ექსპორტ-იმპორტის მარეგულირებელი
დებულებების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების სამართლებრივი
საფუძვლის შექმნა, რომლებსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არ გამოიწვევს დამატებით
ხარჯებს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები
დაფინანსდება სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების ასიგნებებიდან.
რაც შეეხება საქართველოს საერთო სასამართლოების ასიგნებებს, დაიზოგება ის ნაწილი,
რომლებიც მოითხოვება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
592 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვისას. გამონაკლისია, ასევე, ამავე შინაარსის
ცვლილებით განპირობებული სამივლინებო ხარჯების დანაზოგი სააგენტოში, რომელიც,
ყოველწლიურად, შეადგენს, დაახლოებით, 3 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ არსებული კანონის გაუქმება და ახალი კანონის მიღება სსიპ ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს გაფართოებული უფლებამოსილება სხვადასხვა
მიმართულებით (მათ შორის, მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება რადიაციული
დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით; ასევე,
მოსახლეობისა და იმ პირების ცნობიერების ამაღლება, რომლებსაც, თავიანთი საქმიანობისას,
აქვთ შეხება მაიონებელ გამოსხივების წყაროებთან და ა.შ.) არ იწვევს სააგენტოს
რეორგანიზაციას ან/და სტრუქტურულ და სხვა დაკავშირებულ ცვლილებებს, მათ შორის, არ
ზრდის სააგენტოს ხარჯებს.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესამუშავებლად საჭირო გახდება ექსპერტ(ებ)ის
ჩართულობა,
შესაბამისი
ხარჯები
დაიფარება
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის ფარგლებში.
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, გარდა ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ავტორიზაციის განმსაზღვრელი დებულებებისა. ხოლო ეს დებულებები კი
ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით
არ
წესდება
რაიმე
სახის
დამატებითი
ფინანსური
ვალდებულება
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებებისათვის. აქედან გამომდინარე, ფინანსური
ვალდებულებების ნაწილზე გავლენა პროექტს არ აქვს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიხედვით, ამჟამად ლიცენზირებული ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ნაწილი 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა დაექვემდებაროს რეგისტრაციას.
შესაბამისად,
პირებს,
რომლებზეც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება
და
დაექვემდებარებიან რეგისტრაციას, მოუწევთ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის
გადახდა. ამ მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრა იგეგმება კანონპროექტის
გარდამავალ დებულებაში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
კანონპროექტით 2022 წლის 1 აპრილიდან დგინდება დეკომისიის ფინანსური გარანტიების
შექმნის ვალდებულება, რომელიც ვრცელდება გარკვეული კატეგორიის ბირთვულ და
რადიაციულ ობიექტებზე. იგეგმება დეკომისიასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის,
ფინანსური გარანტიების ნაწილის დამატებით რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის დონეზე. ვალდებულების შესასრულებლად საჭირო ხარჯები დამოკიდებული იქნება
თავად ობიექტის მახასიათებლებზე, მათ შორის, დაკავშირებულ რადიაციულ რისკზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს დებულებებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
რეგისტრაციის გადასახადის თაობაზე, თუმცა გადასახადის ოდენობა უნდა დამტკიცდეს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
და სხვა რეგულაციები მოცემული იქნება დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტით ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე სპეციფიკური ზეგავლენა არ იკვეთება.
თუმცა, კანონპროექტის და შესაბამისად, მასში ასახული დებულებების/პრინციპების
ძირითადი მიზანი ადამიანისა და გარემოს დაცვაა მაიონებელი გამოსხივების მავნე
ზემოქმედებისაგან, რაც დადებითად აისახება, მათ შორის, ბავშვის უფლებაზე, იცხოვროს
ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
წევრობასთან
არ
ეწინააღმდეგება
დაკავშირებულ
საერთაშორისო
ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
კანონპროექტი
საქართველოს
შემუშავდა
ატომური
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს-ის) შემფასებელი მისიის რეკომენდაციების
შესაბამისად და მათ შესასრულებლად. გარდა ამისა, კანონპროექტი, ძირითადად, ეფუძნება
აესს-ის პუბლიკაციას - რეკომენდებულ სტრუქტურასა და შინაარსს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს:
კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ;
დამატება ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ კონვენციაზე;
საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან
დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე;
დამატებითი ოქმი საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის
საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის
შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე;
გაერთიანებული კონვენცია გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და
რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ;
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება;
კონვენცია ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ;
კონვენცია ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში
დახმარების შესახებ.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.