„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.11.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/222/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 592 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 592. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო პერსონალის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით. 6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით. 8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 174 1 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 2223 მუხლი: „მუხლი 2223. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“. 4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე2 ნაწილით, 574−59-ე, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 82 2 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და 170 1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724, 1728, 1729, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პრობლემა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოების რესურსების ოპტიმიზაცია-დაზოგვას, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელი ორგანოს ეფექტიანი დამოუკიდებლობის განმტკიცებას. წინამდებარე კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის ნაწილია და თან ერთვის „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) მარეგულირებელ ორგანოდ განსაზღვრულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 11 ნოემბრის N 4486-Iს კანონით. სააგენტოს იგივე სტატუსი უნარჩუნდება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტითაც. ამავდროულად, საქართველო 1996 წლიდან წარმოადგენს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (შემდეგში „აესს“) წევრ, ხოლო 1997 წლიდან - აესს-ის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ბენეფიციარ სახელმწიფოს, რაც გულისხმობს მთელი რიგი ფინანსური, ექსპერტული თუ ტექნიკური მხარდაჭერის მიღებას აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციისაგან. ეს უკანასკნელი, სადამფუძნებლო წესდების შესაბამისად, ვალდებულია, ბენეფიციარ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს აესს-ის ფარგლებში მიღებული სტანდარტების, პრინციპებისა და მოთხოვნების მიხედვით და შესაბამისად, ხელი შეუწყოს მათ დანერგვას ეროვნულ დონეზე. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ამგვარ პრინციპს კი, წარმოადგენს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის რეგულირება „ეფექტიანად დამოუკიდებელი“ მარეგულირებელი ორგანოს მიერ. აესს-ის სტანდარტებით განსაზღვრულია, ასევე, ეფექტიანად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მახასიათებელი უფლებამოსილებები, რომელთა შორის, ავტორიზაციასთან, შეფასებასთან, მარეგულირებელი დებულებების მიღებასა და კონტროლთან ერთად, იძულებითი ღონისძიებების მიღების ფუნქციაცაა. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, სააგენტოს აღმასრულებელი კომპეტენცია ზიარდება საქალაქო (რაიონულ) სასამართლოსთან. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რასაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განიხილავს და გადაწყვეტილებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე იღებს სასამართლო. ამგვარი მოწყობა განაპირობებს, ასევე, რესურსების არაეფექტიან მართვას იგულისხმება, როგორც სააგენტოს, ისე საქალაქო (რაიონული) სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსები. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გეგმური თუ არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც აისახება სააგენტოს დოკუმენტაციის ელექტრონული მართვის სისტემაში და მზადდება სასამართლოში გასაგზავნად. ვინაიდან სასამართლოსთვის დოკუმენტაციის მისაწოდებლად, გამოიყენება საკურიერო მომსახურება, სააგენტო ამ მიზნებისთვის გამოჰყოფს დამატებით ფინანსურ რესურსებს. ხოლო ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ცხადდება სასამართლოში საქმის განმხილველ პროცესზე, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არსებული მოწყობითვე, სასამართლო ვალდებულია, ზეპირი მოსმენით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ყოველ ოქმთან დაკავშირებული საქმე, მათ შორის, ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სამართალდამრღვევი ეთანხმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ დარღვევებს. ამგვარი პროცესები, პრაქტიკაში, იძენს ფორმალობის მახასიათებლებს და უკავშირდება მხოლოდ რესურსების ხარჯვას. ამავდროულად, ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები, რაც სააგენტოს გააჩნია, იძლევა მისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების საშუალებას, რესურსებისა და დამოუკიდებლობის ეფექტიანობის მისაღწევად. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით შეცვლილი ავტორიზაციის სისტემასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებიც უკავშირდება რადიაციული დაცვის, ბირთვულ უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას და ამდენად, სააგენტოს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მოცემულია საქართველოს 2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 59 მუხლში. ამავე კოდექსითაა გაწერილი სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო და განხილვის წესი. შესაბამისად, იმისათვის, რომ მითითებული, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე, პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სააგენტოს (მარეგულირებელ ორგანოს) მიენიჭება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. შესაბამისად, ჩამოყალიბდება აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი, ადმინისტრაციულ ორგანოთა რესურსების დაზოგვის პარალელურად. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აესს-ის სტანდარტების იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციასთან ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოების მიზნებისთვის. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისობა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით შეცვლილ ავტორიზაციის სისტემასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ 208-ე და 252-ე მუხლებს. ასევე, სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე, 3 გათვალისწინებულია 222 მუხლის დამატება. უფრო კონკრეტულად, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესაბამისად, ავტორიზაციის სისტემას დაემატა რეგისტრაცია - ამჟამად ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობების ნაწილზე, მარეგულირებელი ორგანო გასცემს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლში მოცემული ფორმულირებების ცვლილება წარმოდგენილი სახით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლში ჩამოთვლილია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შესაბამისი მუხლების მითითებით. მოქმედი რედაქციით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (მუხლი 592) მოცემულ ჩამონათვალშია. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს 592 მუხლის ამოღებას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებიდან. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია შემდეგი შინაარსის 2223 მუხლის დამატება კოდექსისათვის: „მუხლი 2223. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“. წარმოდგენილი ცვლილების შინაარსის გათვალისწინებით, 252-ე მუხლის (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები) მეორე ნაწილში (რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა) მოცემული მუხლების ჩამონათვალიდან, ასევე, უნდა გამოირიცხოს 592-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ცვლილებასაც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გარდამავალი და დასკვნითი დებულებების (თავი XIV) გათვალისწინებით. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სააგენტოს არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის დაიზოგება საქართველოს საერთო სასამართლოების ასიგნებების ის ნაწილი, რომლებიც მოითხოვება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვისას; ასევე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის სასამართლო პროცესზე გამოსაცხადებლად საჭირო სამივლინებო ხარჯები (საქართველოს სხვადასხვა რეგიონში), რომელიც, ყოველწლიურად, შეადგენს, დაახლოებით, 3 000 ლარს. გაიზრდება სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ვინაიდან სასამართლოსთვის დოკუმენტაციის მიწოდება ხდება საკურიერო მომსახურების საშუალებით და შესაბამისად საჭირო იქნება ამ მიზნით თანხის გამოყოფა. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლოში გასაგზავნი დოკუმენტების რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებულ შედეგებს, ვინაიდან იცვლება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს და შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პუბლიკაციებში მოცემულ პრინციპებსა და ზოგად მოთხოვნებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.