„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
- „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს ცვლილება
და 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სფეროში
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების
უფლებამოსილებებია:
ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;
ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების
მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით;
გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც
შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების
პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები;
დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან
აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის
ორგანიზება;
ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება;
ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება;
თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული
მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია;
კ) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ლ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
მ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის
სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა;
ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;
ო) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების
პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა;
პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში;
ჟ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის
გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
რ) სამინისტროსთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია
საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო
სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის
შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევია და ახდენს მასთან კომპეტენციური
შესაბამისობის უზრუნველყოფას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული პრობლემის (კანონპროექტების შესაბამისობაში მოყვანა)
გადასაჭრელად, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს „საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
იმის გათვალისწინებით, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს
კანონის
34-ე
მუხლის
„ზ“-„ი“
ქვეპუნქტებში
ჩამოთვლილი
უფლებამოსილებები სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
კომპეტენციაა, მუხლის შინაარსი და დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში
შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია. გარდა ამისა, ბირთვული და რადიაციული
საქმიანობა ექვემდებარება ავტორიზაციას, და არა მხოლოდ ლიცენზიას (რომელიც
ავტორიზაციის ერთ-ერთი კომპონენტია). აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებაა
ინიცირებული იმავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი, ისევე როგორც „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა
და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან
90-ე დღეს, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მათი ერთდროულად ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვის მიზეზები დაშესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ,ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ვინაიდან, წარმოდგენილ კანონპროექტით სამინისტროს ერთ-ერთ ფუნქციაში „ბირთვული
და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირება“ ხდება დაზუსტება და სიტყვა „ლიცენზირება“
იცვლება სიტყვით „ავტორიზაცია“ ვინაიდან დღეს მოქმედი კანონი (ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების შესახებ) ითვალისწინებს ავტორიზაციას, რომელიც მოიცავს
ლიცენზიის ან ნებართვის გაცემას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და ხდება მხოლოდ დაზუსტება რომ
კანონით გათვალისწინებული კომპენტეციების ეხება საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებს.
სამინისტრო ამ კომპენტენციებს დღესაც მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების (სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ-გარემოს ეროვნული სააგენტო, სსიპ-ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და სხვა) მეშვეობით ანხორციელებს და შესაბამისად
ხდება კანონში ამის დაზუსტება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება. ვინაიდან, წარმოდგენილ კანონპროექტით სამინისტროს
ერთ-ერთ ფუნქციაში „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირება“ ხდება
დაზუსტება და სიტყვა „ლიცენზირება“ იცვლება სიტყვით „ავტორიზაცია“ ვინაიდან დღეს
მოქმედი კანონი (ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ) ითვალისწინებს
ავტორიზაციას, რომელიც მოიცავს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრისპრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
1
ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება
საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.