„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
- „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა.
10. რადიოაქტიური მასალის იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რადიოაქტიური
მასალის მწარმოებელთან დაბრუნება, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი,
ექსპორტი.“.
2. მუხლი 384 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 384. ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების
განსაკუთრებული წესი
რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული
და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მქონე პირის მიერ სამედიცინო დანიშნულებით
რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10
პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა 1 წლის ვადით.”.
მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„რადიაციული
დაცვის,
ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომლითაც
განსხვავებულადაა
ჩამოყალიბებული
იმ
ქმედებების
სახეები,
რომლებზეც
მარეგულირებელი ორგანო - სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
გასცემს ნებართვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული პრობლემის (კანონპროექტების შესაბამისობაში მოყვანა)
გადასაჭრელად აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილება ეხება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში მოცემული ნებართვის სახეების
ჩამონათვალს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილების პროექტით არ ხდება ნებართვის
ახალი სახეების შემოღება - დაკონკრეტებული და დაზუსტებულია მოქმედი ნებართვის
სახეები, რომლებზეც მარეგულირებელი ორგანო ამჟამად გასცემს ნებართვებს და
თავმოყრილია 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში. ამავდროულად, არ იზრდება
მოსაკრებლების ოდენობა.
ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის 384 მუხლში და სიტყვა „ლიცენზია“ იცვლება
სიტყვით „ავტორიზაცია“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან, „რადიაციული დაცვის,
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
გარდამავალი და დასკვნითი დებულებების (თავი XIV) გათვალისწინებით. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
სახსრების გამოყოფას.
მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილის პროექტით არ ხდება ნებართვის ახალი სახეების
შემოღება, მხოლოდ დაკონკრეტებული და დაზუსტებულია მოქმედი ნებართვის სახეები,
რომლებზეც მარეგულირებელი ორგანო ამჟამად გასცემს ნებართვებს. ასევე არ იზრდება
მოსაკრებლების ოდენობები.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება. ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილის პროექტით არ ხდება
ნებართვის ახალი სახეების შემოღება, მხოლოდ დაკონკრეტებული და დაზუსტებულია
მოქმედი ნებართვის სახეები, რომლებზეც მარეგულირებელი ორგანო ამჟამად გასცემს
ნებართვებს. ასევე არ იზრდება მოსაკრებლების ოდენობები.
24-ე მუხლის მე-10 პუნქტში ცალკე გამოიყო ნებართვის სახეობა „რადიოაქტიური
მასალის მწარმოებელთან დაბრუნება“, რაც დღეისთვის შედის „რადიოაქტიური მასალების
ექსპორტში“. ეს ცვლილება გამომდინარეოს რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
1
ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება
საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.